არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 თამარ დვალი

Go down 
AuthorMessage
თამარ დვალი



Female
Number of posts : 5
Age : 42
Location : batumi
Job/hobbies : fotografia
Humor : :)
Registration date : 08.05.11

თამარ დვალი Empty
PostSubject: თამარ დვალი   თამარ დვალი EmptyTue 10 May 2011 - 2:07


წარსულზე გწერდი,
გახუნებულ ფოტოსურათზე...
იმაზე,
რაზეც დიდობისას აღარ ვწუწუნებ...
სინდისზე გწერდი,
ტკივილებზე,
დარდზე,
წუხილზე...
გწერდი აპრილზე,
”გაზაფხულის ჭექა-ქუხილზე”,
სიზმარზეც გწერდი...
გადაცრეცილ ბალიშისპირზე...
გწერდი დილაზე,
სიმშვიდეზე,
აურზაურზე....
დედაზე გწერდი,
სინათლეზე...
სოფლის წუხილზე.....
თავმინებებულ სიყვარულზე,
და სინანულზე...
ლექსებზეც გწერდი....
დავიწყებულ რობაიებზე...
აღმოსავლური ბანგებიდან
მოდენილ ხმებზე...
წარსულზე გწერდი...
გახუნებულ ფოტოსურათზე...
იმაზე,
რაშიც ბავშვობისას ამოვიწუწე...

თამარ დვალი


...
მაგვიანდება....
მაისია, ოღონდ მარტივით...
მახსენდება სოფლის ბინდები...
თბილი მიწა...
ფიქრი მარტივად
თოხის ტარზე რომ ვეტეოდით,
მახსოვს გიკვირდა...
და ყველას როგორ უყვებოდი იმ თოხის ამბავს....
შემოღამების....
თბილი მიწის...
სოფლის ბინდების....
მაგვიანდება...
მაისია,
ოღონდ...მარტივით.

Back to top Go down
თამარ დვალი



Female
Number of posts : 5
Age : 42
Location : batumi
Job/hobbies : fotografia
Humor : :)
Registration date : 08.05.11

თამარ დვალი Empty
PostSubject: Re: თამარ დვალი   თამარ დვალი EmptyTue 10 May 2011 - 2:09

ვცხოვრობ ბათუმში....
ვწერ ბავშვობიდან...
მყავს მეუღლე და ხუთი შვილი....
დიდი კადნიერებაა ჩემგან არმურზე შემოჭრა პოეტის სახელით, მაგრამ ცდუნებას ვერ ვძლიე...
ჰოდა აქა ვარ....
მიმიღეთ........................
Back to top Go down
თამარ დვალი



Female
Number of posts : 5
Age : 42
Location : batumi
Job/hobbies : fotografia
Humor : :)
Registration date : 08.05.11

თამარ დვალი Empty
PostSubject: Re: თამარ დვალი   თამარ დვალი EmptyTue 10 May 2011 - 2:40

...
ფერები სხვადასხვა:
წითელი და ოხრა...
ჭუჭყიანი პალტო,
გაჩხერილი ოხვრა....
ნაცრისფერი გისოსი -
სარკმელი საზარი...
სიმართლე ნაცემი
და წელში მოხრილი....
თვალებში უეცრად გამკრთალი ნათელი
და ფიქრის საკანი....

თამარ დ.
Back to top Go down
თამარ დვალი



Female
Number of posts : 5
Age : 42
Location : batumi
Job/hobbies : fotografia
Humor : :)
Registration date : 08.05.11

თამარ დვალი Empty
PostSubject: Re: თამარ დვალი   თამარ დვალი EmptyTue 10 May 2011 - 3:45

(ხალხურივით...)
მგონია უნდა წავიდე...ავისხა რკინის აბჯარი...
არ მინდა ასე ცხოვრება , სულში დასახლდა ავდარი...
ქვეყნის კიდეში მოვდივარ, სამოთხის კარი მანდ არი....
Back to top Go down
თამარ დვალი



Female
Number of posts : 5
Age : 42
Location : batumi
Job/hobbies : fotografia
Humor : :)
Registration date : 08.05.11

თამარ დვალი Empty
PostSubject: Re: თამარ დვალი   თამარ დვალი EmptyTue 10 May 2011 - 3:45

....
ჩვენი ოჯახი -
ორი ოჩანი ხარის გაწევ-გამოწევაა...
გვამძიმებს უღელი...
შენ იქეთ ეწევი, მე აქეთ,
გადავუბრუნეთ მიწას ბელტები...
აპეურები გვიჭერს...
და გუთნისდედა კვერთხით ხელში, უფალი ჩვენი,
ხან სიყვარულით გადმოგვძახებს...
ხან გვიწყენს...
ვლოკავთ მარილს და ძვლივს მივაგორებთ ურემს ,
რადგან:
შენ იქეთ იწევ,
მე აქეთ ...

თამარ დ.
Back to top Go down
Sponsored content




თამარ დვალი Empty
PostSubject: Re: თამარ დვალი   თამარ დვალი Empty

Back to top Go down
 
თამარ დვალი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: