არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური (ნისლი მთათა ზედა) - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena, or to be exact - library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 სოფიკო ტყეშელაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4825
Registration date : 09.11.08

PostSubject: სოფიკო ტყეშელაშვილი   Tue Mar 22, 2011 12:00 pm



Sophiko Tkeshelashvili

სოფიკო ტყეშელაშვილი

Birthday - June 24, 1968

1. ტყეშელაშვილი, სოფიკო

აპრილი.-ბზვანში.-უცხოეთში ჩემი ოჯახის წევრებს.-"მარტს მაინც უხდება სიკაპასე...".-რას აგიხსნიდი.-"ახლა სურვილი ისე შეშინდა...".-"თუ კაცს უყვარს, ჩათვალე, რომ სცენაზეა...".-"გერმის თეთრი ბალიში...".-ხილის ტორტის თვითმკვლელობა.-"ის არ გიგებდა თვალებით მახეს...".-"გსურს, შროშანების ყელს რომ გადაწვდე..." : ლექსები / სოფიკო ტყეშელაშვილი // ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2008. - აპრილი. - N4(43). - გვ.81-82[MFN: 6873]

UDC: 821.353.1-1

თემატიკა: ქართული პოეზია.



2. ტყეშელაშვილი, სოფიკო

აპრილი; რას მამახსოვრებთ; ***ვიქნები მერე...; ***სოფელს მოხდენილი...; ***ღრუბლებო, ღრუბლებო...; ***ხემ გამოიხმო...; ***ძლივს დაამთავრა...; ***შენ იხედები...; ***თეთრი პეპელა...; ***რა გავაკეთე...; ***ღრუბლებს უღიმის... : ლექსები / სოფიკო ტყეშელაშვილი // ლიტერატურა და ხელოვნება. - თბილისი, 2009. - ISSN: 1512-3189. - ოქტომბერი. - N10. - გვ.26-27[MFN: 44465]

UDC: 821.353.1-1

ფოტოები: ტყეშელაშვილი სოფიკო

თემატიკა: ქართული პოეზია.



3. ტყეშელაშვილი, სოფიკო

***სად გაგიხსენოს...; გ.კ.-ს; ***არავის ვუსმენ...; შვილს; ***ცას ახლა...; ***თვლემს ნოემბერი... : [ლექსები] / სოფიკო ტყეშელაშვილი // ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2010. - N5(68). - გვ.78-79[MFN: 53370]

UDC: 821.353.1-1

ფოტოები: ტყეშელაშვილი სოფიკო

თემატიკა: ქართული პოეზია.

ბმული:
* https://www.facebook.com/sofiko.tkeshelashvili.3
* https://www.facebook.com/SopikoTqeshelashvilisPoezia/


study


Last edited by Admin on Sat Feb 09, 2019 4:27 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4825
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი   Sat Feb 09, 2019 4:16 pm

სოფიკო ტყეშელაშვილი

***
სულში სიმშვიდის ხნულებს ვავლებდი,
წვიმები დღეებს უხმოდ წაება,
ეს-მე დავკარგე აღმოსავლეთი
და დასავლეთიც მექცა წამებად.
მზის ქარიშხლები მწვდებოდნენ აქაც,
საუკუნეებს ვითვლიდი უკვე,
ვინ დაეძებდა ბივრილს და აქატს,
ვეძებდი წყალს და ვითხოვდი ლუკმებს.
როცა სიურჩე იქცა ჩემს ჭირად,
შენი წიაღის სურნელს ვნატრობდი,
თუმც,შორს იყავი ჩემი ბატონი,
ვიცი,ჩემს გზებზე თვალი გეჭირა.
ბევრჯერ დაცემულს კვლავ შენსკენ მიხმე,
ჩემი სულის და სხეულის ხსნისთვის,
ვერ შევეფარე ვერასდროს მის მხრებს,
გზადაგზა ჰკრეფდა ყვავილებს სხვისთვის.
ცხადის და სიზმრის საზღვარს არღვევდა,
სწამდა ომებით სამყაროს შეცვლის,
მე ვაღვივებდი სიმწრით ნაღვერდალს,
მას კი სახლიდან გაჰქონდა ცეცხლი.
დღესაც ასეა,ყველა გზას ხერგავს,
ვერ მაპატია დაკარგვა იმ ცის,
უკვე იმდენჯერ შებრუნდა ჩემგან,
რომ მისი ზურგი ზეპირად ვიცი.
და ჩამოშლილი წვიმების მაქმანს
,ვინ ამოკემსავს ელვის ისრებით,
ვაპურებ შვილებს,ჩიტებს და აქ ვარ
და შენი სახლის სევდით ვივსები!


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4825
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი   Sat Feb 09, 2019 4:17 pm

სოფიკო ტყეშელაშვილი

***
უმისამართო ქარებთან თვრები,
ყველა ცდა შველის-ახლა ფუჭია,
თუ სადილობენ მატლები მკვდრებით
ცოცხლებისკენაც თვალი უჭირავთ.
შეაშრა ღრუბელს ქაფი ულევი,
მიწას კი შერჩა წვიმის სიცრუე
და სადმე,ახლოს,თუ გეგულები,
ვიცი,ადგომას თავს აიძულებ.
როგორღაც შევძლებ ,ფიქრი გავცრიცო,
უკარო სახლი,როგორ ჩავრაზო?
გხვდები,ჩავივლი,თითქოს,არც გიცნობ
და თვითმკვლელი ვარ ყოველ ჩავლაზე!
ყველა გზა,თუმცა,შენსკენ მაქეზებს,
ვეღარ ვუგანე ,მაინც,იმ ჭორებს,
შენ აიფარებ ხელებს სახეზე
და თითებს შორის ტოვებ ღრიჭოებს,
რომ ერთად ყოფნის წამი იხელთო
და გამოსტაცო ყოფა სიყრუეს,
ხომ შეიძლება, რომ მოვიხედო
და დავინახო,როგორ მიყურებ.

წასვლის მიზეზი მაინც არ ილევა,
ღამეს ანატიფებს აქვამარინები,
ქვა-კირჩხიბთა და მეზღვაურთა,
უფრო, კირჩხიბთა!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4825
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი   Sat Feb 09, 2019 4:18 pm

სოფიკო ტყეშელაშვილი

***
გზის გადაღმა უნაბები
ღამეს სიზმრის ქადებს უცხობს,
ჩემი ქმარი სულნაბერი
უცბად იქცა სხვად და უცხოდ.
სკვინჩა ჩამოჯდება კავზე,
შვილებს ღრუბლის პერანგს ვაცმევ,
ქაჯის ქალი უწევს მკლავზე
ყელზე უთვლის მძივის მარცვლებს.
მისი თმის და ფერის ქება
დაუჯდება მოშლად ბუდის,
მაგ მკლავთან რა მესაქმება,
ქაჯის ქალის სუნი უდის!

ჩემი ქმარი სულნაბერი!
ჩემი ქმარი სულნაბერი!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4825
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი   Sat Feb 09, 2019 4:19 pm

სოფიკო ტყეშელაშვილი

მარიამს

ქარი სატირლად ღრუბელს აქეზებს
ქარისგან სათნო ნაბიჯს ნუ ელი,
ალუბლის წვენით მოსვრილ ბაგეზე,
გეალერსება წვიმით ღრუბელი.
ჰოდა,ტირილზეც უნდა დაგვისწროს,
მმხრების აჩეჩვით რომ ვცეთ ნუგეში
და დაუმოკლდა კაბა აგვისტოს
და შეინახა ჩიტის ბუდეში.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4825
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი   Sat Feb 09, 2019 4:20 pm

სოფიკო ტყეშელაშვილი

***

ახლა ამ ცრემლსაც თუ მოევლება,
აღარ იბრწყინებ ისე მაცდურად,
დავიღალეო,–თქვა ნოემბერმა
და ფოთლის კაბა ტანზე დაცურდა.
რაა, სუყველა განწყობას ირევს,
რა ტკივილითა ყველა ნათალი,
რა დაუხვდება ამ კვირის წვიმებს,
მაქვს უშენობაც გადასატანი!
რაა, სუყველა განწყობას ირევს!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4825
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი   Sat Feb 09, 2019 4:21 pm

სოფიკო ტყეშელაშვილი

***

სად გაგიხსენოს ძველმა ალაგმა,
ცა იჭვრიტება ატმის ბაღიდან,
ყველა სურვილი უცებ დალაგდა,
ყველა სურვილი უცებ დაღვინდა.
წუხს მებადური.მდინარე მღვრიე
და რუხ კენჭებზე სველი ტერფები,
აღარსად კარი,არც გული ღია,
მხოლოდ მზეს ეტყვი,როგორ ვერ თბები.
მზე მზეა მაინც და ის ანათებს,
შენც ხომ ინახავ შვილის ფაჩუჩებს
და ყვავილებით სავსე კალათებს,
ღამით ვიღაცა ქალაქს აჩუქებს,
რადგან არ იცის,ზუსტად,სადა ხარ!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4825
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი   Sat Feb 09, 2019 4:21 pm

სოფიკო ტყეშელაშვილი

***
გულაბისფერი ჩააქსოვა ღამემ ქვათახევს,
ცრის,შემოდგომა შეფარული რისხვით გადადის,
ალბათ,ჯობია,სხვა სიმაღლის ძებნას გადაჰყვე,
ვიდრე შორიდან მარტოობამ მოგკლას ადამის.
ჟამმა ვერაფრით იპატია კვალი ლურსმნების,
უხმაურობა და მიღმობა მძაბავს აჩრდილთა,
მეძახდა იგი,ვის ძახილსაც მე არ ვუსმენდი
და მსურდა იგი,სურვილისთვის ვინაც დამსჯიდა.
დილა კი როცა დამშვენდება მერცხლის ჩოხებით,
ო,ბედისწერავ,უბედოთა რიცხვში ნუ გამრევ,
ჩემს ფესვებს შორის ჩემი ძვლების დგანან ქოხები,
მათ მარადიულ შხამის დუღილს უხმოდ უგანეს.
ალბათ,ჯობია,სხვა სიმაღლის ძებნას გადაჰყვე.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4825
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი   Sat Feb 09, 2019 4:22 pm

სოფიკო ტყეშელაშვილი

***
გულს მერამდენე სიბრალული ჩამოვათალე,
მასაც სხვებივით შენს ტაბლაზე უჩუმრად ვტოვებ,
გათენებამდე,საყვარელო,მოვა ზამთარი
და სოფელს მხრებზე ამოოხვრით დააწყობს ტორებს.
მეტყვის,ვერ გახდა ის მძებნელი სტილის და ფორმის,
ასე მოდის და მის მოსვლასაც ღმერთი მირონს სცხებს,
ოჰ,როგორ მხიბლავს შესამჩნევი სიმორცხვე თოვლის,
როგორ აყმუვლებს ტირიფებთან ქარს ეს სიმორცხვე.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4825
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი   Sat Feb 09, 2019 4:23 pm

სოფიკო ტყეშელაშვილი

***
მზე. ძილი. ჰემინგუეი.
ვივიწყებ წვიმებს და ნარშავებს,
იებმა ლარნაკი იგუეს,
სხეული მსუბუქად ჩაშალეს.
რომ გენდო, ცრემლამდე მიმიყვან,
შემრთავ,შემაბერებ ნისლებს,
ქალს კაბა აცვია ჭიღრიკა
და ქუჩას ხალისით მისდევს.
მზე.ძილი.ჰემინგუეი.
ისევ,ისევ და ისევ!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4825
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი   Sat Feb 09, 2019 4:24 pm

სოფიკო ტყეშელაშვილი

***
რა გავაკეთე,თუ ვიცოდი,როგორ მელოდი,
დარდს,მოძალადეს,გული უხმოდ მოვათელვინე,
შენ გაგამწარეს უჩემობის მოუთმენლობით,
მე, საყვარელო,უშენობა მომათმენინეს.
შინდმა გადახარა ტანი ხრამისკენ,
ფესვებს შეაპარა რყევა,
მან თუ ახლა სიყვარული გარისკა,
წავა და ხრამს შეატოვებს ყველა.
მე ვერაფერი ვერ გითხარი,
მაჯობა შინდმა.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი   

Back to top Go down
 
სოფიკო ტყეშელაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: