არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ია სულაბერიძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ია სულაბერიძე Empty
PostSubject: ია სულაბერიძე   ია სულაბერიძე EmptyThu Feb 24, 2011 8:19 pm

ია სულაბერიძე Ia_sul12
Ia Sulaberidze

***
როცა კარზეა ხიფათი ელდად,
ხოლო საშველი _ ცასავით შორი,
ერს ევლინება მხსნელად და ბედად
არა მრავალი _ ერთი ან ორი!
არა მრავალი _ ერთი ან ორი! _
სამშობლოს ბედის მხრებით მტვირთველი,
სატევარივით ბასრი და სწორი
და სიკვდილივით მოუსყიდველი!


ია სულაბერიძე

დაიბადა 1965 წლის 22 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. საშუალო სკოლა დაამთავრა 1982 წელს ქალაქ რუსთავში, ხოლო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი – 1991 წელს.
1997 წლამდე მუშაობდა ქ. რუსთავის პირველ ბავშვთა პოლიკლინიკაში. შემდეგ, რატომღაც, უარი თქვა პროფესიით მუშაობაზე.
ლექსები პირველად გამოაქვეყნა 1991 წელს გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში", მურმან ლებანიძის რედაქციითა და წინასიტყვით; ამავე წელს, მურმან ლებანიძისავე რედაქციით, დაისტამბა მისი პირველი წიგნიც.
სისტემატურად იბეჭდება პერიოდულ ლიტერატუტურულ ჟურნალებსა და გაზეთებში.
1999–2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, საიდანაც საკუთარი სურვილით წამოვიდა.
მისი ლექსები თარგმნილია რუსულ და იტალიურ ენებზე.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

პრემიები:
* ლადო ასათიანის სახელობის პრემიის ლაურეატი.
* იტალიაში ჩატარებული ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსის "ახალგაზრდა ევროპის" 2001 წლის გამარჯვებული.

წიგნები:
* "40 ლექსი, გამომცემლობა "მერანი".
* "მეორე წიგნი", მურმან ლებანიძის გამომცემლობა "ჩანგი".
* "მე არ ვარ ევა", "მერანი", 2006

ბმულები:
* http://www.biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=სულაბერიძე%20ია
* http://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2011&art=4008
* https://sputnik-georgia.com/radio/20150821/228363118.html
* https://www.lit.ge/book/1174-tavidan-bolomde-ia-sulaberidze/

Exclamation


Published on Jan 27, 2017
პოეტი ია სულაბერიძე

study


Last edited by Admin on Thu Aug 08, 2019 3:23 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ია სულაბერიძე Empty
PostSubject: Re: ია სულაბერიძე   ია სულაბერიძე EmptyThu Feb 24, 2011 8:26 pm

ია სულაბერიძე Shop_product_image_1174
თავიდან ბოლომდე
ია სულაბერიძე
გამომცემლობა ბაკმი

პოეტის წიგნისათვის წინასიტყვაობა სრულიად უსარგებლოა - მასში გადმოცემული მხურვალე თუ თავშეკავებული ქება ავტორისა ოდნავადაც ვერ ცვლის მისი შემოქმედების ჭეშმარიტ ღირებულებას. ვფიქრობ, ლექსთა კრებულის წინასიტყვაობა მისი პირველი ლექსია, ხოლო ბოლოსიტყვაობა- ბოლო ლექსი... იმასაც ვფიქრობ, თუ პოეზიის მოყვარული ადამიანი ამ წიგნს გადაშლის და მის წინასიტყვაობას, ანუ პირველ ლექსს, წაიკითხავს, აუცილებლად გააგრძელებს გზას ბოლო ლექსამდე და შემდეგ დახურავს, რათა მომავალში კვლავაც არაერთხელ გადაშალოს. - აკა მორჩილაძე

Exclamation


ია სულაბერიძე

საქართველოს

მე ვერ დაგიფრთხობ ქურდბაცაცა
პირისფარეშებს
და ვერც მახვილით დავუხვდები
მომხდურს გარეშეს,
მერე შენ რა, თუ არც სიცოცხლე
და არც სიკვდილი
არ შემიძლია, სასურველო,
მე შენ გარეშე.


ფრაგმენტი დახასიათებიდან

ჩემს ხასიათზე წუწუნებს დედა
(მე არხეინად ვუცქერ «პოდიუმს»):
«რად შეეშალა ბუნებას, ნეტა,
შენ ბიჭად უნდა გამჩენოდიო.

დაუდგრომელი ვით მინდვრად ქარი,
თან ჩემპიონი ზარმაცთა შორის,
ხარ რანაირად ოჯახის ქალი
ან რანაირი დედა და ცოლი?

თვითონვე მიკვირს, როს გხედავ მშვიდად _
შენ ხომ სიმშვიდე ძილშიაც გიჭირს...
აღარც ეგ შენი ლექსები მინდა,
არც ფიზიკის და ქიმიის ნიჭი!»

ისევ საყვარლად წუწუნებს დედა
(ეს მისთვის უცხო ხილი როდია):
«არა, შენ ქალის რა გიგავს, ნეტა,
შენ ბიჭად უნდა გამჩენოდიო!»

იცი, ძვირფასო, მეც კარგად ვუწყი,
ვერა ვარ მშვიდი, ნაზი და მქრქალი,
რა მოხდა, ვიყო «ბიჭურად» ფიცხი _
«ქალურ» ქალებზე ათასჯერ ქალი!..


მოძრაობის საპირისპიროდ

მე მეყოლება კაბრიოლეტი _
თეთრი, ქათქათა მფრინავი კვიცი,
დამავიწყდება, რომ ვარ პოეტი,
დამავიწყდება, თუ რამე ვიცი.

თეთრი პერანგით და ლურჯი ჯინსით
მე ყველგან მიცნობს ერთგული კვიცი,
ის დამიფარავს ხიფათისაგან
და სადაც ვეტყვი, მიმაფრენს ციმციმ!

არ არის ჩემში მისხალი შიშის,
სწრაფი ჭენების რიდი და კრძალვა,
მე ვერ გავუგებ საგზაო ნიშნებს,
რადგან არ მესმის სიტყვა: «აკრძალვა».

არ დავუჯერებ მრისხანე ისრებს,
თუნდ რობინ ჰუდის იქცნენ ისრებად _
არავინ იცის, ჩემი გზა-კვალი
სად მთავრდება და სად _ კვლავ იწყება...

შავი სათვალით და ლურჯი ჯინსით
მე მოვალ შენთან _ ქალი, პოეტი,
მე მოვალ შენთან ფეხმარდი კვიცით _
ჩემი ოცნების კაბრიოლეტით.


მე და შენ

მე _ სიფრიფანა პოეტი ქალი,
შენ _ გოლიათი ჩემგან ძლეული...
შენ თუ თვლი, რომ შენ დამადგი თვალი,
ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.

ფერად სათვალით მე არ გიყურებ,
არც შენ გაქვს, ალბათ, ჯადოქრის ჯოხი,
მოდი და მხრებით გადამიხურე
დიდი იმედის პატარა ქოხი!

მე ვარ ტკივილი _ მცირე და დიდი,
მე ვარ შენ ირგვლივ _ ახლოც და შორიც,
მე დაგრთე ნება, რომ იყო ხიდი
ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.

შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს,
შენ _ მძლეთამძლე და მაინც ძლეული...
შენ რომ გგონია, შენ ამირჩიე _
თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული.

ლომი

ჩემი საფარი შენ ხარ კედელი,
მე კი რა გითხრა, ისიც არ ვიცი _
მე შენი ფიცხი ვარ მუშკეტერი
და არა _ შენი დიასახლისი.

არ მიყვარს სრბოლა _ ქარს მინდობილი
და არც _ დუელი გადადებული,
არ არის ბედი ჩემი დობილი _
ლომის თვეში ვარ დაბადებული.

ემოციები ისე მმართავენ,
როგორც წყნარ ზღვაში ხომალდს _ მესაჭე,
არ იქნებოდა ღმერთი მართალი,
მშვიდი ბუნებით რომ დავესაჯე...

გჭირდები, როგორც ოთახს _ კედელი,
გჭირდები, როგორც გუთანს _ სახნისი,
მე კი ქალი ვარ და მუშკეტერი
და არა _ შენი დიასახლისი...


განა შენი ვარ

შენთან ვარ _ განა შენი ვარ,
რადა მჩემულობ, ლომო,
მე შენთან რა დამრჩენი ვარ _
ძაანაც მოინდომო.

მე სადაც მინდა, იქა ვარ _
შენ იქნებ მკლავსაც მხვევდე,
მე კი, ლაღი და თავნება,
ცხრა მთის გადაღმა ვფრენდე.

მე ჩემი გამკვირვებია:
ალბათ, გიჟი ვარ, თორემ,
ჭკვათმყოფი ვინ გაექცევა
მაგ შენს უნაზეს ტორებს?!

სულ ჩემთვის გაგნათებია
შუბლი მკაცრი და ფართო,
ყოველთვის როდი მიყვარხარ _
ხშირად მიყვარხარ მარტო.

ოღონდ, როდესაც მიყვარხარ,
რა სათქმელია ცხრა მთა _
სხვა პლანეტიდან მოგივალ
უუსწრაფესად წამთა.

სულერთი არი მანძილი,
უდროოცა და დროცა _
მაშინვე შენთან გავჩნდები,
მომესურვები როცა.

სუმთლად აბუჩად ავიგდებ
მოუცლელობას, მოცლას,
მოვალ და მოვისურვილებ
მაგ შენს გამშოლტველ კოცნას!


ეპიტაფია

ამ ქვამდე ისე მოვედი,
დავტოვე ოთხი კვალი :
1) ჩაფიქრებული პოეტის,
2) გაღიმებული ქალის,
3) გაღიმებული პოეტის,
4) ჩაფიქრებული ქალის...

ია სულაბერიძე Sulabe10
Ia Sulaberidze

study


Last edited by Admin on Fri Mar 15, 2019 6:40 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ია სულაბერიძე Empty
PostSubject: Re: ია სულაბერიძე   ია სულაბერიძე EmptyThu Feb 24, 2011 8:40 pm

ია სულაბერიძე Murman11
Ia Sulaberidze

ია სულაბერიძე

საქართველოს

მე ვერ დაგიფრთხობ ქურდბაცაცა
პირისფარეშებს
და ვერც მახვილით დავუხვდები
მომხდურს გარეშეს,
მერე შენ რა, თუ არც სიცოცხლე
და არც სიკვდილი
არ შემიძლია, სასურველო,
მე შენ გარეშე.


საქართველოში დაკარგვა

არის ერთი შეგონება -
სადღეისოც, სახვალეოც!
ეძებე და იპოვეო,
იპოვე და დამალეო...

ვერც დარია, ვერც - ავდარი,
წვიმა ერქვას - ისეც ვერ წვიმს...
რას ვიპოვით, რას დავმალავთ -
დამკარგავნი ოქროს ვერძის?...

ვერ აჟღერებს სიმებდამწყდარს,
თვით ილია ადგეს, ვერც - ის!
მერამდენედ - გამარჯვება
ოცდაათიოდე ვერცხლის?!

მერამდენედ - დანის პირი,
მერამდენედ - ხიდი ბეწვის?!
მუდამ ვთესავთ! ეს ოხერი!
დრო არ დადგა მკის და ლეწვის!

ფირუზ ცას და ზურმუხტ ხმელეთს
სულ „მოყვარე მტერი“ ებრძვის,
ჩემი გულის გასახეთქად
მკლავიც მოსდევს, გულიც ერჩის!

ძაღლის კუდი გასწორდება,
გნებავთ, დამაკება ბერწის
არ მომხდარა, არც მოხდება!..
მაინც მტკივა, მაინც მეწვის...

ვერც რას ვპოვებთ, ვერც დავმალავთ -
დამკარგავნი ოქროს ვერძის,
რაც რომ ყველამ „ხუთზე“ ვიცით,
მეც ის მოგახსენეთ, მეც - ის...


გამხელილი ძველმოდურობა

ლექსი ვეფხვისა და მოყმის
და სიმღერა ხასან-ბეგის -
თუკი ასე მემღერება?
თუკი ლექსიც ასე მეთქმის?..

რა ცოტაა საღიღინო!
უფრო მეტი - დასაჭექი,
რამდენია, ეს ოხერი,
შხამი, გულში დასალექი!

რამდენია ირგვლივ კაცი,
გნებავთ, ქალი - გასარეკი,
ანუ გასაგიჟებელი,
განა ირანს გასარეკი!

მოსაჭრელად არ მეთმობა
არცა ცერი, არცა ნეკი!
რაღა დამრჩა წასართმევი
ანდა - წარღვნის წასალეკი?..

ლექსი ვეფხვისა და მოყმის
და სიმღერა ხასან-ბეგის -
სწორედ ასე მემღერება,
ლექსიც სწორედ ასე მეთქმის!..


ეს სამშობლო ჩემია

მართალია, მე - არა,
მე არ ამირჩევია,
მაგრამ ფაქტი ისაა,
ეს სამშობლო - ჩემია.

ფაქტი ფაქტად მივიღო -
მეტი რა დამრჩენია?
ვიცინო თუ ვიტირო? –
ეს სამშობლო - ჩემიაა!..

ეს ხელმწიფე ამ ტახტზე
მე არ დამიჯენია,
მაგრამ, რაკი მაინც ზის,
ღირსი ვარ და - ჩემია.

თან რომ თავსაც მაძულებს,
თან რომ თავს მირჩევნია,
ვერსად რომ ვერ წავუვალ,
ეს სამშობლო - ჩემია.

მტერია თუ - მოკეთე,
რომ ვერ გამირჩევია,
არჩევანის გარეშეც
ეს სამშობლო - ჩემია.

თაობიდან თაობებს
რაც კი გადასცემია,
დიდებაც და დაცემაც
ერთნაირად ჩემია.

თან რომ ჩემი მკვლელია,
თან რომ - გადამრჩენია,
ეს საბრალო სამშობლო,
მადლობა ღმერთს! - ჩემია!


***
მზემ სისხლის ზეწარი ჭიუხებს მოხადა,
ჭაბუკი ხევსური ბედაურს მირჩევს,
მინდა სისხლისფერი გადვიცვა ჩოხა და
გავყვე მარულაში ბიჭებს.

მივქრივართ, ალპები ჭიატობს ათასფერად,
არაფერს გპირდები, არაფერს არ დამპირდე,
აგე იმ მწვერვალზე მწადის გადაფრენა,
პოეტი არ ვიყო, თუ არ გადავფრინდე.


study


Last edited by Admin on Thu Feb 24, 2011 8:47 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ია სულაბერიძე Empty
PostSubject: Re: ია სულაბერიძე   ია სულაბერიძე EmptyThu Feb 24, 2011 8:46 pm

ია სულაბერიძე Wigni-10

წიგნის დასახელება – "მე არ ვარ ევა"
ავტორი – ია სულაბერიძე
რედაქტორი - ვახტანგ ჯავახაძე
მხატვარი - გოგი წერეთელი
ფოტოების ავტორი - მურმან ჩაჩუა
გვერდების რაოდენობა – 144
ყდა – რბილი
ISBN – 99940-860-3-0
გამოცემის წელი: 2006
გამომცემლობა: “მერანი"
კომპიუტერული უზრუნველყოფა - დალი ზაქარიაშვილი
კორექტორები - მარი გოჩიტაშვილი, შალვა დაუშვილი

Ia Sulaberidze ©️ I'm not Eva, 2006


ია სულაბერიძე Mm_20110

ია სულაბერიძის ახალი წიგნის წარდგინება საჯარო ბიბლიოთეკაში 2011 წლის 24 თებერვალს, სურათზე - ია სულაბერიძე, გიორგი კილაძე და დამსწრე საზოგადოება.

ია სულაბერიძე კითხულობს ამ ლექსს:


***
„დოქის ტუჩი მირჩევნია ქალისას”

დოქის ტუჩს უმღერი, ქალისას კი არა,
ღვინოს ასახელებ მშვენებად მაგიდის
და მაინც თვალები ხარივით ბრიალა,
დოქისკენ კი არა, ქალისკენ დაგიდის.

შენ არ იუარებ, ლოთი არა ვარო,
მაგრამ ცხრა სიგელიც ლოთისა გეჭიროს,
მაინც მეეჭვება, ჩემო ყარამანო,
რომ შენ დოქის ტუჩი ქალისას გერჩივნოს.


ია სულაბერიძე Mm_20111

study


Last edited by Admin on Fri Mar 15, 2019 6:30 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ია სულაბერიძე Empty
PostSubject: Re: ია სულაბერიძე   ია სულაბერიძე EmptyThu Feb 24, 2011 8:52 pm

ია სულაბერიძე Ia_sul10

ია სულაბერიძე

მადლობა ზღაპრისათვის


2002-11-15

გამარჯობა, ბატონო მურმან... ისე ძალიან მენატრებით...ისე ცუდია უთქვენობა!..

ფიქრიასა და სამი ელეგანტური ნაძვისაგან შედგება ის რაზმი, რომლის ალყაშიაც წევხართ ახლა... არადა, მე ხომ ვიცი, როგორ გიყვარდათ სიცოცხლე და როგორ გინდოდათ, ოთხმოცი წელი ცოცხალს შეგსრულებოდათ!

"ოთხმოცი" - ასე ეწოდება თქვენი ასაკის აღმნიშვნელ რიცხვს, ოღონდ სულ ტყუილად ირჯება: ვერაფერსაც ვერ გვეუბნება. ამ რიცხვს წარმოდგენაც კი არა აქვს, თუ რაოდენ აბუჩად აიგდეთ და მოატყუეთ. მოატყუეთ იმით, რომ მას ჰგონია, სიბერეს აღნიშნავს, თქვენ კი ძალიან, ძალიან ახალგაზრდა დარჩით. ისე გატრიალდით და წახვედით, ოდნავადაც არ დაბერებულხართ! დაბერებული როგორ ეთქმის კაცს, რომელიც თქვენებრ ჭინკებიანი ღიმილით იღიმება, გნებავთ, თქვენებრ სუსხიან-ძარღვიანი ორლესული მზერით იყურება!

მაინც, რამდენი რამ ყოფილხართ! "რამდენ რამეში" "რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს", "რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარეს", "რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარესა" და კიდევ სხვა ტიტულებს როდი ვგულისხმობ - ეს ჭარბი შესახელება სულ ჩვეულებრივი სიტყვებია და ოდნავადაც ვერ გამოხატავს თქვენს არაჩვეულებრიობას. თქვენ დიდი კაცი და დიდი კაცების მეგობარი ხართ აქაც და მანდაც. "დიდი კაცები" ვინც არიან, "იციან, ვიცით".

გუშინ თქვენი დაბადების დღე რუსთაველის საზოგადოებამ აღნიშნა. შევიკრიბეთ დარბაზში, სადაც არამცთუ თითოეულ ნივთს, თითოეულ კედელს, არამედ თვით ამ კედლებს შორის მოქცეულ ჰაერსაც კი თქვენი სახელი და გვარი თქვენივე ავტოგრაფით აწერია. შევიკრიბეთ და საჩუქრად მოგართვით გულდაწყვეტილი სითბო, დაზაფრული სიყვარული და თქვენთვის, თქვენს გამო მორეული ჩვეულებრივი ცრემლი, რომლის შეკავება ან დამალვა არავის უცდია...

"მიმყოფე ბედნიერი, მიმყოფე ბედნიერი - გული იმეორებს ერთს" - დიდი ხნის წინათ ეს სიტყვები პატარა ფურცელზე დამიწერეთ და მაჩუქეთ: ფიქრიასათვის მიძღვნილი ლოცვა და სითბო გამინაწილეთ. თქვენი ფიქრიას ბედნიერება - ალბათ, ბედისწერა იყო და - არ გამოვიდა, მე კი... მე უბედნიერესი ვარ, თუნდაც მხოლოდ იმით, რომ ჩვიდმეტი წელი საოცარ ზღაპარში მაცხოვრეთ და მზარდეთ, იმ ზღაპარში, რომელსაც მურმან ლებანიძესთან მეგობრობა ჰქვია, იმ ზღაპარში, რომელზე ლამაზიც მე არაფერი მსმენია და რომელზე უკეთესიც ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა. ამ ზღაპარში არის აივანზე დადგმულ სარწეველა სავარძლებში გათენებული კვაშხეთის ღამეები, წიგნზე მუშაობისას თვალის დახამხამებაში დაღამებული დღეები, ცხოვრებაზე ანუ წარსულსა და მომავალზე, სიფხიზლესა და სიმთვრალეზე, გულის რეჩხსა და გამარჯვების ყიჟინაზე, შეფასებასა და დაფასებაზე, კაცებსა და არაკაცებზე, ღალატსა და ერთგულებაზე, სიყვარულსა და კიდევ სიყვარულზე საუბარში გაქცეული საათები, ამ ზღაპარში არის მკაცრი და წარბაწეული "მიჰქარავ!" და რბილი და ალერსიანი "ჭირიმე შენი!" ამ ზღაპარში არის ლექსი, ცხოვრება და სიმართლე, არის ზრუნვა და ყურადღება... ახლა ეს ზღაპარი დამთავრდა და მას გაგრძელება აღარ აქვს. ძალიან ძნელია ჩემთვის უამზღაპრობა, თუმცა მე ის კითხვისა და ძახილის ნიშნებიანად, წერტილებიანად და მრავალწერტილებიანადაც მახსოვს. ის ჩემს თავსა და გულშია და "შერეკილებისა" არ იყოს, "აქედან ვერაფერი ამოშლის". ხსოვნით კი მახსოვს, ოღონდ, ვისწავლე თუ არა - ეს ჯერ არ ვიცი... ზღაპრისათვის გმალობთ, ჩემო დიდებულო ბატონო მურმან! გიკოცნით მოწიწების მომგვრელ ჭაღარასა და კალმის საჭერად აწყობილ თითებს...

ოთხმოცი წელი შეგისრულდათ!

დაბადების დღეს გილოცავთ!


წყარო - http://www.open.ge/index.php?m=57&y=2002&art=10074
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 388
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ია სულაბერიძე Empty
PostSubject: Re: ია სულაბერიძე   ია სულაბერიძე EmptyFri Mar 15, 2019 6:01 pm

ია სულაბერიძე Ia_sul11

ია სულაბერიძე

ადამს

მე არ ვარ ევა, თუმცა, ვარ ქალი,
შენს თვალში, ალბათ, ესეც ნაკლია:
გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი -
შენ ხომ ჩემ გამო ნეკნი გაკლია!
ხუმრობა იქით - შენ შეგიყვარდა
მოცილებული შენს სხეულს ძვალი,
ყველა ნეკნს დათმობ იმ ერთის გარდა,
რომელსაც ღმერთმა უწოდა "ქალი"!.



ვითა ცხენსა, ნაპარავსა

არარსებულს შერევია არსებული
და წარსულის უღრანებში დანთქმულა,
იყო ქვეყნად სიყვარულით
სავსე გული,
რომელზედაც არაფერი
არ თქმულა...
თითქმის ცხადი, მაგრამ მაინც შეფარული
(და დღეები გადიოდა ზღაპრულად),
იყო ქვეყნად ერთი კარგი სიყვარული,
რომელზედაც არაფერი
არ თქმულა...
ლექსებად და რომანებად დაწყობილა,
ფილმებად და სპექტაკლებად დადგმულა,
მე მაფიქრებს ის ვნებები,
რაც ყოფილა
და რაზედაც არაფერი
არ თქმულა...
დალევია სიტყვა ენას, სიტყვაულევს,
და სიჩუმეც საყვედურად გაისმის,
ეს ცრემლები _ იმ საოცარ სიყვარულებს,
რომლებზედაც არაფერი
არ ითქმის...
და ჩვენ ირგვლივ სუფევს ჩუმი სინანული
ან მუსიკის, ან ფერების,
ან რითმის,
რომ ამქვეყნად არის ბეეევრი სიყვარული,
რომლებზედაც არაფერი
არ ითქმის...



ავტოპორტრეტის მაგიერ

მიყვარს ყვავილი და მიყვარს დენთი
და არ მივტირი დროის მანქანებს,
რადგან თუ მომკლავს სიკვდილი ერთი,
მეორე _ თითსაც ვერ დამაკარებს.
არ დადგა ჩემგან შემკრთალი ნუკრი,
არც _ სიყვარულის მშვიდი მსახური,
და არ მადარდებს, ამქვეყნად თუკი
მოვედი გონჯი და უსახური.
მოხარული ვარ, რომ გრიგალისგან
ზურგით არასდროს შევტრიალდები,
მოხარული ვარ, რომ დედამიწას
თავქარიანიც ვეპრიანები,
რომ ცისქვეშეთში სულ ხიფათს ვეძებ,
რომ ბედისწერას არ ვეხუმრები,
რომ პოეზიის ციცაბო კლდეზე
უნდა ამოვჭრა საფეხურები...



* * *
აღმოსავლეთით, დასავლით,
ჩრდილოეთით და სამხრეთით
მივდივარ ჩემი ჩინით და
ეპოლეტით და სამხრეთი,
მივდივარ სულში რითმებით,
მხარზე - კომბლით და სახრეთი,
მივდივარ, თან მომყვებიან
საქართველო და სამგლეთი...
ჩვევაა - პირზე ღიმილი,
გული სავსეა "ვახმეთი",
შენ, ჩემო უდარდელობავ,
სად მოუსვლელში წახვედი?
მთები, მინდვრები, ხევები,
სერები - სათიბ-სახვეტი,
მარტო სამშობლო კი - არა,
კიდევ ყოფილა სამგლეთი!...
მივდივაარ... ყველგან დრო არი
ყველაფერ კაის წამღლეტი,
რომც მდომებოდა, სად ვდევდი?-
დავღონდი, ვეღარ გავმხნევდი...
ფუი, რა ცუდად დიდდება
თაფლიან გუდის ნახვრეტი!
ჩამოვა, ჩამოიცლება,
დამრჩება გუდის ნაფლეთი...
ჩრდილოეთით და აღსავლით,
დასავლეთით და სამხრეთით
ვბრუნდები... ჯერ აქ არიან
საქართველო და ...სამგლეთიც...


ბიჭი ბიჭია მაინც

მეკითხებოდა ბევრი:
"ბიჭი გინდა თუ გოგო?“
არ ვაყოვნებდი პასუხს;
"ბიჭი! და მერე - როგორ!“
შვილი შვილია, თუმცა
ბიჭი - ბიჭია მაინც!
მოდის, გრძელდება გვარი,
ჯიში -- ავიც და კაიც!
ვარ სამი კვირის დედა,
მყავს სამი კვირის დევი,
ვარ ბედნიერი დაღლით
და ღამეების თევით.
ძლივს გაილეწა ცხრა თვე
დროის კალოზე კევრით,
“ბიჭი გინდა თუ გოგო?“-
მეკითხებოდა ბევრი,
მე კი ვიცოდი ნაღდად,
ნაღდად და არა - იჭვით,
რომ ქართულ მოდგმას ერთიც
ემატებოდა ბიჭი...
შვილი შვილია, მაგრამ
ბიჭი ბიჭია მაინც!
მოდის, გრძელდება მოდგმა,
ჯიში - ავიც და კაიც!
ჩემო მზეო და ჰაერო,
ჩემო პურო და და წყალო!
„ნადენო ოქროს მილით
უკვდავებისა წყაროვ"
ასე პატარა რომ ხარ,
როგორ ხარ ასე დიდი?-
დაგმშვენდებოდა ჩოხა
და ამირანის მშვილდი!
თვალები საცრისტოლა
და გოლიათის მხრები!-
უნდა კვდებოდნენ შიშით
შენი სამშობლოს მტრები!
ვარ სამი კვირის დედა,
მყავს სამი კვირის გმირი...
ღმერთო, მიეცი ლხენა!
ღმერთო, აშორე ჭირი.



* * *
მზემ სისხლის ზეწარი ჭიუხებს მოხადა,
ჭაბუკი ხევსური ბედაურს მირჩევს,
მინდა სისხლისფერი გადვიცვა ჩოხა და
გავყვე მარულაში ბიჭებს.

მივქრივართ, ალპები ჭიატობს ათასფერად,
არაფერს გპირდები, არაფერს არ დამპირდე,
აგე იმ მწვერვალზე მწადის გადაფრენა,
პოეტი არ ვიყო, თუ არ გადავფრინდე.



შვილიშვილი!

შენს სუნთქვაში ჩემი სუნთქვის
მეოთხედი ურევია,
შენთან ერთად ჩემი გენი
უკვდავი და ულევია!
შენს ღიმილში, ცხადად ვხედავ,
ღიმილია მამაჩემის,
ალბათ _ მისი მამისაც და
სხვა რამდენი დანარჩენის!..
შენს ტირილში დედაჩემის
დედის დედის ცრემლებია,
სწორედ, სწორედ ეგ ცრემლები
შენი სულის მცველებია.
ნუ მომშლოდეს სიხარულად,
რაც ბოლო დროს არ მეშვება _
ჩემს ოთახში ყივჩაყივით
შენი შემოთარეშება!
ნეტარება _ სრულყოფილად,
არა _ პატარ-პატარებად,
შენი ძილის ყარაულში
თეთრად ღამის გატარება!
წყაროვ უთქმელ სიამისა,
საგანძურო, შე სადავო,
ულამაზეს დედისა და
ლამაზ მამის შესართავო!
რამდენს გვინდა შენი სითბო,
ციცქნა მხარი ვიგრძნოთ მხარში,
ისე ვატყობ, ცარცის წრეში
ჩაგაყენებთ ცოტა ხანში!...
ცოცხალ რიგში ველოდებით,
რა სიტკბოსაც შენ არიგებ,
სიბერესთან, სიკვდილთანაც(!)
ყველაფერთან შემარიგე!
შენს ძარღვებში უხსოვარი
წინაპრების წვეთი არი...
უსასრულო ყოფილიყოს
ემაგ წვეთის ხეტიალი!!!....



მეფე შიშველია

ცხადია, იტყვის ვინმე,
რომ შიშველია მეფე.
ყოველდღიურად ვითმენ
ლიტერატურულ ბლეფებს.
საინტერესო რამ არს
პატივცემული ბლეფი,
მდაბლად აძლევენ სალამს
უსმენონი და ბრმები.
სულაც არა ვთვლი შტერად,
ვინ უფრო ვგავართ დებილს -
მე თუ ათასჯერ ჟღერად-
სახელიანი ბლეფი,
პოპულარული ბლეფი,
”ნათარგმანები” ბლეფი,
დაფასებული ბლეფი,
შემფასებელი(!) ბლეფი?..
წუმპეში ნასროლ ქვისგან
მხვდება ცდუნების შხეფი,
მის ჩამობანას ვრისკავ,
ვსუფთავდები და ვშრები...
ლექსში - ჩამწიფდნენ ბლები,
ლექსში - იყმუვლონ მგლებმა,
ლექსში - არც ერთი ბლეფი!_
მიჩვევა იცის ბლეფმა!...
გაბედავს, იტყვის ვინმე,
რომ შიშველია მეფე,
ჯერჯერობით კი ვითმენ
ლიტერატურულ ბლეფებს.
დრო გაიყოლებს კერპებს,
არ მოაბრუნებს უკან,
დღეს ხშირად ვისმენ ბლეფებს,
ხანდახან... ტაშსაც ვუკრავ...


ბალადა გლეხი კაცისა და ოჯახისა

შეატორტმანა სტიქიამ მიწა
და ყველა სულდგმულს დასცა თავზარი,
ნასახლარებად სახლები იქცა,
მოვარდა ელდა, უზარმაზარი...
წავიდა ელდა, მოვიდა სევდა,
ქვითინი - უხმო, მწარე, დამღლელი,
გამოეცალა ქართველ კაცს ერთად
თავზე - ჭერი და ფეხქვეშ - საყრდენი...
იყო ათასი კერიის ვნება
გადაზელილი მიწაში, ქვებში,
იყო ფუთფუთი და იყო ძებნა
გადარჩენილი სკამის და თეფშის...
უეცრად! ლხინი - ერთი ეზოდან!
თუ გილხინს, მიზეზს რაღა გამოლევს?
მომეჩვენა თუ მართლა მესმოდა?-
სტუმრად გვიწვევდნენ გამვლელ-გამომვლელს!
წაუქცეველი დედაბოძივით
იდგა ტაბლასთან ოჯახის თავი,
მივუახლოვდი ფეხის ბორძიკით
და შევეკითხე ენის ბორძიკით:
- ბატონო ჩემო, დღე გიდგას ავი -
სახლი წაგექცა, დაგექცა ხვავი,
რა გელხინება, რა გეღვინება,
ამ განსაცდელთან რად დადე ზავი?!
არ უჩივლია,- რისთვის, რატომო...
ის იყო ლაღი, როგორც - არავინ!
- სახლი დამენგრა, ჩემო ბატონო,
ო ჯ ა ხ ი დამრჩა გაუბზარავი!
"ოჯახი კი არ დამნგრევიაო!" -
ეს იყო ლექსი, ოდა და ხოტბა...
აგრე ვიაროთ, აგრე ვიაროთ
მთლად დედამიწის ჯიშმა და მოდგმამ!

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ია სულაბერიძე Empty
PostSubject: Re: ია სულაბერიძე   ია სულაბერიძე EmptyFri Aug 09, 2019 11:10 am

ია სულაბერიძე

ნაირსახეობა ძაფისა

რა ცოტაა, ვინც მისახვედრს მიგიხვდება!..
ყველანი ვართ გამოცდაზე, დრო კი გვცდის...…
ზოგი ძაფი მანდილისთვის იგრიხება,
ზოგი ძაფი _ სახრჩობელას თოკისთვის...
რიყისაა, რაც ნაპირზე ირიყება,
მდინარე კი წავა, როდი მოგიცდის...
ზოგი ძაფი წინდისათვის იგრიხება,
ზოგი ძაფი _ სახრჩობელას თოკისთვის...
ჩემი სიტყვაც სხვა სიტყვებში რაკი ისმის,
ვიცი, თავის ტკივილია ზოგისთვის...
ზოგი ძაფი იგრიხება მანტიისთვის,
ზოგი ძაფი _ სახრჩობელას თოკისთვის...


მკითხველს

იქნებ არცა ვარ ვინმესთან ვალში
და არც მიწისთვის _ ზედმეტი ბარგი,
მაგრამ შენ გამო, მაგრამ შენს თვალში
მე მინდა, ვჩანდე ათასჯერ კარგი!
მე უკვე ვიცი მრავალი ხრიკი
და გზა, რომლითაც მოვალ გულამდე,
მოვალ ურიგოდ, გინდ გედგას რიგი,
და შენ გამიღებ, გინდაც ხურავდე!..


დედას

შენ - არ დაბერდი, მე - გავიზარდე,
და დღეს დებივით დავდივართ ერთად,
მადლობელი ვარ, რომ დამიცადე,
რომ შენი თავი მარგუნე დედად!

ვერაფრით ვხვდები, რა უნდა გითხრა,
რომ მივამსგავსო ნათქვამი სათქმელს
და რა იქნება ის მხსნელი სიტყვა,
რითაც დაგარქვევ შესაფერ სახელს:

"ჩემო ლამაზო?" - ეს ხომ ფაქტია,
"ჩემო ძვირფასო?" - არახალია...
ჩემო ბუზღუნა დედა-ფუტკარო,
ჩემო თოლიგე და მახარია!

შენ სხვების დედებს ბევრად სჯობიხარ,
ჩემი რომა ხარ - მხოლოდ ამითი,
რა კარგი არის, სადედაშვილოდ
რომ ავირჩიეთ ჩვენ ერთმანეთი.

შენ - არ დაბერდი, მე - გავიზარდე,
და დღეს დებივით დავდივართ ერთად,
გმადლობ, ძვირფასო, რომ დამიცადე,
რომ შენი თავი მაჩუქე დედად!

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ია სულაბერიძე Empty
PostSubject: Re: ია სულაბერიძე   ია სულაბერიძე EmptyFri Aug 09, 2019 11:10 am

ანა ახმატოვა

***
ოცდაერთი. ორშაბათი. შეღამება.
დედაქალაქს გავცქერ ბინდში გამოხვეულს.
რომ არსებობს ქვეყანაზე შეყვარება, -
მოაფიქრდა ვიღაც საქმეგამოლეულს.

ჰოდა, სხვებმაც, მოწყენით თუ სიზარმაცით,
სიყვარულის არსებობა დაიჯერეს,
იჩქარიან პაემნებზე, აკრთობთ მარცხი,
სატრფიალო სიმღერები აიჩემეს.

მაგრამ იწყებს საიდუმლოც ახდას ფარდის,
და რჩებიან მდუმარების ანაბარა,
ამას ერთხელ უნებლიეთ გადავაწყდი
და მას შემდეგ თითქოს მუდამ ავადა ვარ...

Анна Ахматова

***
Двадцать первое. Ночь. Понедельник.
Очертанья столицы во мгле.
Сочинил же какой-то бездельник,
Что бывает любовь на земле.

И от лености или со скуки
Все поверили, так и живут:
Ждут свиданий, боятся разлуки
И любовные песни поют.

Но иным открывается тайна,
И почиет на них тишина...
Я на это наткнулась случайно
И с тех пор все как будто больна.

Exclamation

სერგეი ესენინი

***
რა მოხდა, თუკი სულ სხვამ დაგლია,
მე მაინც დამრჩა ქალი, რომლისაც
დალალთა ბზინვა მინის კვამლია
და თვალნი - დაღლა შემოდგომისა.

ო, შემოდგომის ასაკო, ახლა
ზაფხულზე მეტად გაფასებ, ვგონებ,
შენ უყენიხარ სიყრმეზეც მაღლა
წარმოსახვების და ფიქრის პოეტს.

გული არასდროს იცრუებს, ჩემი,
და ვამბობ ტრაბახნარევ გრძნობებით
და შეუვალი, ვით განაჩენი,
რომ ხულიგნობას ვემშვიდობები!

გავშორდე, დროა, სიგიჟეს, ჩემსას,
და - სიმამაცის თავნება განცდას,
დღეს სხვა სასმელი ამ გულმა შესვა -
მაფხიზლებელი სისხლის და აზრთა.

ვუსმენ სექტემბერს, როგორც სარკმელთან
კაკუნს ტირიფის მეწამულ ტოტის,
რომ მოვემზადო მის შესახვედრად,
რომ მოსასვლელი არის და მოდის.

უკვე რაოდენს გული კარს უღებს,
დაუძალებლად ვიტან რაოდენს,
სულ სხვაგვარად ვჭვრეტ მე ჩემსას, რუსეთს,
ჩემს ქოხებსა და სასაფლაოებს...

მიდამოს მზერას ვარ მინდობილი,
აქაც, იქაც და ყველგან! - ვხვდებოდი,
რომ მხოლოდ ერთი, დაც და დობილიც
პოეტისათვის შენ გახდებოდი,

რომ მხოლოდ შენთვის შემეძლო მღერა,
მარად წინმავალს, გულთა ნდობაზე,
მასზედ, რომ გზებზე ბინდია ჯერაც
და - ჩემგან წასულ ხულიგნობაზე...


#რუსეთიოკუპანტია

Сергей Есенин

***
Пускай ты выпита другим,
Но мне осталось, мне осталось
Твоих волос стеклянный дым
И глаз осенняя усталость.

О возраст осени! Он мне
Дороже юности и лета.
Ты стала нравиться вдвойне
Воображению поэта.

Я сердцем никогда не лгу,
И потому на голос чванства
Бестрепетно сказать могу,
Что я прощаюсь с хулиганством.

Пора расстаться с озорной
И непокорною отвагой.
Уж сердце напилось иной,
Кровь отрезвляющею брагой.

И мне в окошко постучал
Сентябрь багряной веткой ивы,
Чтоб я готов был и встречал
Его приход неприхотливый.

Теперь со многим я мирюсь
Без принужденья, без утраты.
Иною кажется мне Русь,
Иными - кладбища и хаты.

Прозрачно я смотрю вокруг
И вижу, там ли, здесь ли, где-то ль,
Что ты одна, сестра и друг,
Могла быть спутницей поэта.

Что я одной тебе бы мог,
Воспитываясь в постоянстве,
Пропеть о сумерках дорог
И уходящем хулиганстве.

Exclamation

ალექსანდრე პუშკინი

ანა კერნისადმი

ჩემ თვალწინ იდგა შენი მშვენება! -
იმ წამის ხსოვნა მარად ჩემია,
გჭვრეტდი, ვით შორად გამკრთალ ჩვენებას,
ვით სილამაზის უქრობ გენიას...

ქანცის გამწყვეტი ნაღველიც მერგო,
- ამაოების შფოთით წამებაც,
და მდევდა დიდხანს ნაზი ხმის ექო,
და მდევდა ნატიფ ნაკვთთა ზმანება...

გამოხდნენ წლები... ძალუმ ქარიშხალს
გადაურეკავს ჩემი ნატვრები,
მე მიმავიწყდა შენი ნაზი ხმა
და ზეციური შენი ნაკვთები...

და ვით დილეგში, უმზეოდ, უხმოდ,
დღეები ერთურთს ებმოდნენ მხოლოდ, -
უშთაგონებოდ, უცრემლოდ, უღვთოდ,
უსიყვარულოდ და უსიცოცხლოდ...

და, ჰა! - დაბრუნდა შენი მშვენება! -
სულს ჯერ სიფხიზლე შემორჩენია!
და გჭვრეტ, ვით შორად გამკრთალ ჩვენებას,
ვით სილამაზის უჭკნობ გენიას!

კვლავ ნეტარებით აძგერდა გული,
ერთად შეირხა და აღდგა მკვდრეთით:
სიცოცხლე, ცრემლი და სიყვარული,
ზეშთაგონებაც და - თვითონ ღმერთიც!...

#რუსეთიოკუპანტია!

Пушкин Александр

Я помню чудное мгновенье:
Передо мной явилась ты,
Как мимолетное виденье,
Как гений чистой красоты.

В томленьях грусти безнадежной
В тревогах шумной суеты,
Звучал мне долго голос нежный
И снились милые черты.

Шли годы. Бурь порыв мятежный
Рассеял прежние мечты,
И я забыл твой голос нежный,
Твои небесные черты.

В глуши, во мраке заточенья
Тянулись тихо дни мои
Без божества, без вдохновенья,
Без слез, без жизни, без любви.

Душе настало пробужденье:
И вот опять явилась ты,
Как мимолетное виденье,
Как гений чистой красоты.

И сердце бьется в упоенье,
И для него воскресли вновь
И божество, и вдохновенье,
И жизнь, и слезы, и любовь.

თარგმანი
ია სულაბერიძისა

Arrow


Last edited by Admin on Sun Aug 11, 2019 9:24 am; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ია სულაბერიძე Empty
PostSubject: Re: ია სულაბერიძე   ია სულაბერიძე EmptySun Aug 11, 2019 9:18 am

ია სულაბერიძე

მურმან ლებანიძეს

მახსოვს, მახსოვს კვაშხიეთის
დღეები და ღამეები,
სარწეველა სავარძლებში
მოყოლილი რამეები...

მახსოვს შენი ტონის სუსხიც,
სანთელივით რბილი მზერაც,
შენებრ მკაცრი სიყვარულით
აღარავინ აღარ მზვერავს...

თუ ვიჭრები, მხოლოდ - გულში,
მე გულს გარეთ არ ვიჭრები,
არც უშენო ლექსი მხიბლავს,
არც - უშენო ნაბიჯები...

რას გავაწყობ, - სიკვდილამდე
უშენობით დავისჯები,
ვიცი, სადაც დასეირნობ
შენი დიდი ძმა-ბიჭებით...

მოფენილა ეს ბილიკი
ხმელი წიწვით და გირჩებით,
ბევრი რამის მოსაყოლად
მოვალ, ფერხთით დაგიჯდები,

მოვალ, სანამ უთავბოლო
ნავარდისთვის გავიჭრები,
თითქოს კიდეც ვლამაზდები
შენს საფლავზე დაბიჯებით...

ყველგან ფიცხი და სულსწრაფი
დიდუბეში დავდინჯდები,
მეტი მე რა შემიძლია? -
მოვალ, ფერხთით დაგიჯდები...


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ია სულაბერიძე Empty
PostSubject: Re: ია სულაბერიძე   ია სულაბერიძე EmptyFri Oct 11, 2019 12:07 pm

ნიკოლაი გუმილიოვი

კონკვისტადორი
სონეტი

როგორც კონკვისტადორი, რკინის მტკიცე აბჯარში,
გზას ვადგავარ, მივდივარ მხიარულად, მარდად,
ხან თუ ლხინის ბაღში ვარ, შევისვენო რათა,
ხან უფსკრულზე ვკიდივარ დარშიცა და ავდარშიც...

ცას, ისედაც ბუნდოვანს, უვარსკვლავოდ გადაშლილს,
ნისლი ფარავს, ხოლო მე ვიცინი და ვიცდი,
მჯერა ჩემი ვარსკვლავის, არ დამტოვებს, ვიცი,
მე ვარ კონკვისტადორი რკინის მტკიცე ჯავშანში...

და თუ ქვეყნად არავის შესძლებია, მგონი,
გაეწყვიტა, გაეხსნა ჯაჭვის ბოლო რგოლი,
დე, მოვიდეს სიკვდილი ნებისმიერ იერით!

მასთან უნდა ვიომო ბრძოლის ჟინით სავსემ,
ეგებ, ლურჯი შროშანი, სასურველი ასე,
მომაკვდავის ხელებით მოვწყვიტო, მშვენიერი...

Николай Гумилёв

Как Конквистадор...
Сонет

Как конквиста́дор в панцире железном,
Я вышел в путь и весело иду,
То отдыхая в радостном саду,
То наклоняясь к пропастям и безднам.

Порою в небе смутном и беззвездном
Растет туман… но я смеюсь и жду,
И верю, как всегда, в мою звезду,
Я, конквистадор в панцире железном.

И если в этом мире не дано
Нам расковать последнее звено,
Пусть смерть приходит, я зову любую!

Я с нею буду биться до конца
И, может быть, рукою мертвеца
Я лилию добуду голубую.

თარგმანი
ია სულაბერიძისა

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ია სულაბერიძე Empty
PostSubject: Re: ია სულაბერიძე   ია სულაბერიძე EmptyThu Nov 14, 2019 2:33 pm

ია სულაბერიძე

ვიღაც საოცარს

წავა ვიღაც საოცარი
და წარუშლელს დაგვიტოვებს,
რა ვქნა, თუკი სევდით ვხვდები
ბოლო წლების აგვისტოებს?..

ოპ, ეს ცელი, მოუცლელი,
უცრემლოდ რომ არვის ტოვებს,
რა ვქნა, თუკი სევდით ვხვდები
ბოლო წლების აგვისტოებს?..

გაილეწა სრულად კალო,
სული აჰყვა ალვის რტოებს
და მას მერე უნებლიეთ
სევდით ვხვდები აგვისტოებს...

შეხვდებოდა შესახვედრებს,
შეხვდებოდა თავის ტოლებს,
მე კი მლაშე სევდით ვხვდები
ბოლო წლების აგვისტოებს...

ეს ზაფხულიც ემზადება
გასასვლელად, ნაპირს ტოვებს
რა ვქნა, თუკი სევდით ვხვდები
მზიან, ზღვიან აგვისტოებს?..


2005 წ. აგვისტო...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ია სულაბერიძე Empty
PostSubject: Re: ია სულაბერიძე   ია სულაბერიძე Empty

Back to top Go down
 
ია სულაბერიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: