არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 რობერტ მესხი

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
nino nadiradze
Into Armury
Into Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 101
Age : 33
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptyTue Jun 30, 2009 10:41 pm

რობისთან მართლაც სუფთა ჰავაა, კლიმატი და ძალიან ბუნებრივია...
ღრმა...
ისეთ სათქმელებს მოგაწვდის..და ისე სადად...

დიდი ხნის წინ გაღიარე რობ და ძალიან მიყვარხარ!
Back to top Go down
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury
ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 46
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptySat Jul 25, 2009 5:58 pm

,,პიკის საათის" ლიტერატურულ სალონში დატოვებული აუდიო ავტოგრაფი ექსპრომტად:

,,აი, ამ წუთას ბრეხალოვკას მიაწყდა ტალღა,
დაესხა რეტი,
ახლა მაქვს თვალთა სილურჯე და ნათელი მახლავს
და არც რა მეტი..."

გაიხარე შენა, ბორიო Exclamation
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury
Sopio Japaridze

Female
Number of posts : 36
Age : 42
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptyTue Sep 08, 2009 4:15 pm

საოცარია,ყველაფერი კანონზომიერია ამ ქვეყნად.. ალბათ, ძალიან ვინანებდი "ვაჟაობას" ჩარგალში ჩასვლას,მაგრამ ამის უფლებას არ მაძლევს იქ ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა და პირველ ყოვლისა, თქვენი გაცნობა. გულწრფელად მიხარია, კარგი ადამიანის და მშვენიერი პოეტის აღმოჩენა.(ჩემთვის აღმოჩენა იგულისმება Smile) მადლობა ღმერთს და მადლიან ვაჟა-ფშაველას, წვიმად რომ მოვიდა იმ დღეს, ჩვენს გასაფხიზლებლად. ამიერიდან, თქვენი პოეზიის მკითხველთა და გულშემატკივართა შორის მიგულეთ... study
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 268
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptyTue Sep 08, 2009 4:26 pm

რობი.. მაგარი პოეტია.. და მე მაგრად მიხარია ის.. რომ.. ამ სიტყვებს მთელი გულით ვამბობ.. სუფთად და ალალად.. აქ საკუთარ თავთან რომ ხარ მართალი კაცი.. იმაზე ვსაუბრობ.. თორემ შეიძლება ბევრი არც არაფერი გამეგებოდეს პოეზიის.. რობი - ნაღდი და ნამდვილი პოეტია ჩემთვის.. თითო-ოროლა რომ არის ისეთი.. სუფთა ჰაერით არის სავსე მისი პოეზია..
Back to top Go down
http://www.geogen.ge
robert meskhi

robert meskhi

Male
Number of posts : 7
Registration date : 04.01.09

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptyMon Sep 14, 2009 3:13 pm

ღვინობისთვე

პროჟექტორები.
ეკლესია ანათებს მარცხნივ,
მარჯვნივ ხიდია.
ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია.
ვაცილებ ღრუბლებს,
ღვინობისთვის სურნელით ვთვრები,
ავფრინდებოდი ახლა,
მაგრამ...
არა მაქვს ფრთები.



დიდი მადლობა მეგობრებს!
თქვენთან მიგულეთ ყველაგან და ყოველთვის! sunny
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
bao

Female
Number of posts : 387
Age : 59
Registration date : 11.12.08

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptyMon Sep 14, 2009 5:05 pm

flower

მესხი, "შემოგიკაკუნე" აქა, ვიცი გაგიხარდებაSmile
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
bao

Female
Number of posts : 387
Age : 59
Registration date : 11.12.08

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptyMon Sep 14, 2009 7:02 pm

რობერტ მესხი - Page 2 8a0be756f171
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
bao

Female
Number of posts : 387
Age : 59
Registration date : 11.12.08

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptyMon Sep 14, 2009 7:02 pm

აaი, როგორი ანტენიანი თავი მაქვს, ინფორმაცია თვითონ მეძებს
lol!
Back to top Go down
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury
ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 46
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptyThu Sep 17, 2009 2:06 pm

ჟასმინი

რა უძლური ვარ, დღემდე მნუსხავს შენი ქარიზმა
და როგორც ტორე ხარს დაკოდილს - ვუფრთხი მანქანებს...
შენს სახლთან წყდება ჩემთვის ყველა გზა და ქარის ხმა,
ქარი კი მაინც ჯიუტობს და სულში აქანებს
ამ შემოდგომას, როგორც ტორეს წითელ ლაბადას.
სიზმარშიც თითქმის ფერწასული კრთება ჟასმინი,
ჩემმა სურვილმა უამრავი ლექსი დაბადა,
მაგრამ რად გინდა, შენ ვერცერთი ვერ შეგასმინე...


P.S. - სულ ცინცხალია
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
Tabagari Tea

Female
Number of posts : 123
Age : 33
Registration date : 27.12.08

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptyFri Oct 16, 2009 12:52 pm

გემები


Sos!
Sos!
Sos! -
ვიმეორებ ”ტიტანიკივით”,
ვიძირები და... მაპატიე!..
სიჩქარე მხოლოდ ხუთი კვანძი, -
შორს ”კარპატია”,
მოვა, მაგრამ დაიგვიანებს...
წყალი ცივია,
ფსკერი - ქვიანი...
სადღაც ირწევა სამკუთხედი...
ცხელი ბორნეო...
შენ ყინული ხარ,
მაგრამ ყრუა ”კალიფორნია”,
ისე ჩამივლის,
ვითომ ჩქამი აღარ გამეღოს,
ვითომ გემბანზე არ მემღეროს
სიმღერა გედის...

Like a Star @ heaven
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 268
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptyFri Jan 22, 2010 9:56 am

მიპოვე

გათოშილ მთვარეს ტალღა შუბლს ახლის,
ვიხსენებ: ქვიშა... ”შატო”... შერბური...
შენ დედისერთას სინდრომით დაღლილს
სულ ზურგზე გძინავს, თანაც მეფურად

თვლებივით ითვლი ბრჭყვიალა ხომლებს,
წლებს და თოლიებს, იქნებ, გარისკო, -
მე ნიჩბის ტარზე ვიძინებ ხოლმე,
პირით - იმ ცივი, თეთრი მთვარისკენ,

მოდი,
მიპოვე…
Back to top Go down
http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 268
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptyThu Jul 08, 2010 5:14 pm

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული პოეტი ჩვენს სინამდვილეში.. ნაღდად..
Back to top Go down
http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 268
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptyTue Aug 10, 2010 5:08 pm

* * *

დააკვირდი,
როგორ გავს სარკეს დაშვებული მაღლიდან ყულფი,
როცა შიგ ზეცა ირეკლება...
მოგლიჯე და შემოაბრუნე, -
სარკეს ხშირად ფრანი ჯობია ან სულაც ბუშტი,
ადრე თუ გვიან ყველაფერი მიფრინავს
მზისკენ...

Back to top Go down
http://www.geogen.ge
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 44
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptySat Oct 02, 2010 12:52 pm

განა მთავრდება, აქ უბრალოდ ისვენებს მიწა,
კონცხი რომ ზღვაში გამოსჩრია თევზის ფხასავით,
და ცის კიდესთან უცნაური ფერი აქვს სივრცეს -
ვან დე კაპელეს, სეგერსის და ბერნეს ნაზავი.
დავანთე ცეცხლი, კი არ მცივა, ვაფრთხობ მაქციებს,
ვიდრე ამოვა მთის გულიდან ოქროცურვილი
მზე და... ხელახლა გავიხსენებ, რომ შემაქციე
ზურგი, მხრებს შორის ჩარჩენილი გაგყვა სურვილი.



Back to top Go down
http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 268
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptyMon Dec 20, 2010 9:25 am

ალვა

გაშიშვლდა ალვა...
მილოსელივით... ცალი მკლავი გამოაჩინა.
ვდგავარ და ვუმზერ,
შეფუთული ათასი ნაჭრით,
ნაჭრით და იჭვით...
ნამეხარია, მაგრამ მაინც ბედნიერია!..
ძვალს ატანს სუსხი, –
დეკემბერია...
Back to top Go down
http://www.geogen.ge
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptyMon Mar 14, 2011 8:53 am

რობერტ მესხი

გაცნობის

(სოსო მეშველიანს)

სოსო, ჩემს გულში რომ გაშალე, ძმაო, კარავი,
...იმ კარავს მთვარე წამოადგა ქვემო სვანეთის.
ასე მგონია, აღარ დამრჩა ქვეყნად არავინ,
ვარ ერთი მწირი პოეტი და მოხეტიალე...
მოდი, ეს ღამეც გავათენოთ, ოხერ–ტიალი,
რა გამოგვილევს გულს და ლექსს და სადღეგრძელოებს?..
ჰეი, ამიგოს!
დაე, მტერმაც და მოყვარემაც ერთად გაიგოს:
ჩვენ ბედიიდან ბედიაში გადავფრინდებით,
ჩვენ არჩანდადან არჩანდაში გადავფრინდებით,
თან გვექნება ორი ბილეთი,
და ის, მეორე,
უსათუოდ გამომგზავრების!..

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 EmptyTue Dec 26, 2017 11:41 am

რობერტ მესხი

***

ჰეი, თქვენ,
ვინც ცაში იყურებით,
ნუ დადგებით ბანკომატებთან,
ნუ ჩაიცვამთ წითელს და ფორთოხლისფერს,
ნუ მოიქცევით გამომწვევად,
ნუ დალევთ რომსა და ღვინოს,
ნუ მოსწევთ სიგარეტს და მარიხუანას,
ნუ შეიგინებით
(გინებაზე ექსკლუზივია!)
ყვითელი ძაღლის წელს გილოცავთ ყველას,
ვინც ზვიად რატიანს სცემეთ!
ვინც მე მცემეთ,
როცა ბანკომატთან ვიდექი და წითელი ქურთუკი მეცვა,
ვინც ჩვენ გვცემეთ,
ვინც ბანკომატთან ვიდექით და წითელი ქურთუკები გვეცვა,
ვისაც საფეთქელში ვერ მოგვარტყით,
როცა უკანასკნელი ლოთებივით ვბანცალებდით
ზამთრისა და სპირტის გრადუსებს შორის მოყოლილები,
როცა სართულებიან გინებას ვარწყევდით
მარწუხებშემოჭერილი ხორხებიდან...
ყვითელი ძაღლის წელს გილოცავთ, ცერბერებო,
ვინც ზვიად რატიანი სცემეთ!
ვინც მე მცემეთ,
როცა ბანკომატთან ვიდექი,
ვინც სისხლიანი ხელები თოვლს შეაწმინდეთ,
რათა შემდეგ გეთქვათ:
„სიცივეს კაცი მოუკლავს,
საწყალი აგერ გორავსა!..“
და
„ძაღლ იყოს!..“ -
ეგრე გეტყოდათ ვაჟა -
მე ვინ ვაგდივარ?!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




რობერტ მესხი - Page 2 Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
რობერტ მესხი
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: