არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 მირზა გელოვანი

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი - Page 2 EmptySat Mar 02, 2019 12:17 am

მირზა გელოვანი

დასაწვავი კალმახი

მწვანე ფოთოლს დაგამგვანე,
ვერ მოგწყვიტე სამწუხაროდ,
უშნოობა დამაბრალე,
ბალღი ხარო.
დღეს კი ვნატრობ, დასახრჩობად
მომახვია შენი თმები,
კალმახი ვარ, ცეცხლზე ცოცხლად
დამაგდეს და ვიხრუკები.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი - Page 2 EmptySat Mar 02, 2019 12:19 am

მირზა გელოვანი

დაითენთა

ეს საღამოც თითქოს დაითენთა,
ცის დასავალს ღვინო დაიღვარა.
მე მინდოდა შენთვის რაღაც მეთქვა
აღარ გეტყვი, არა, არა, არა.

ხომ უყურებ, მზე კუბოში ჩაწვა,
დაილია სხივთა სიკაშკაშე,
მე მინდა, რომ ეს საღამო დავწვა,
შენ მეხანძრის როლი ითამაშე.

ნუ გაოცებს ცის წითელი ფერი,
გამიგონე, ღვინო დაიღვარა.
მსურდა შენთვის მეთქვა ყველაფერი,
აღარ გეტყვი, არა, არა, არა.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი - Page 2 EmptySat Mar 02, 2019 12:20 am

მირზა გელოვანი

ასე წავიდა ღამე...

ასე წავიდა ღამე,
ასე მოვიდა დილა,
ასე ნაბავდი თვალებს,
ასე მაქციე ჩრდილად.

ასე ვხვდებოდით უხმოდ,
ასე დავშორდით ჩუმად.
ასე მწყურიხარ ახლაც,
ასე დავტირი გაყრას.

Arrow


Last edited by Admin on Sat Mar 02, 2019 12:14 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი - Page 2 EmptySat Mar 02, 2019 12:14 pm

მირზა გელოვანი

ხევსურული ნანა

- დაიძინე, ქალავ, თორო
შავი ღამე ფშვინავს,
დაიძინე დედის თოლო,
დაიძინე, შვილავ!..
ახლა გარეთ ოჩოპინტრე დადის,
ნისლის ქუდი პატარა რქებს მალავს,
მძივს აგისხამ, სამძჲმარას დარდო,
დაიძინე, ქალავ!..
ღამეა და უღამური ღამე -
არც ვარსკვლავი ბზინავს.
დავიღალე...
დაიძინე, ქალავ!
დაიძინე, დედის თოლო,
ძილს სიმშვიდე მოჰყავს.
დაიძინე, ქალავ, თორო
გაბაცდება ლოყა.
მამაშენი ქარაფებში ათევს,
ჯიხვის მწვადებს ჩამოგიტანს მამა...
იქნებ ახლა ლეკურ ხანჯალს ფართეს
წმინდა სისხლი კალმახივით ნამავს.
ჭრაქის შუქი ფარფატებს და ლანდობს,
კერას უკვე სძინავს.
დაიძინე, სამძიმარას დარდო,
დაიძინე, ძილავ...

1937 წელი
ბალადა

Arrow


Last edited by Admin on Sat Mar 02, 2019 1:50 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი - Page 2 EmptySat Mar 02, 2019 12:18 pm

მირზა გელოვანი - Page 2 Mirza_12

მირზა გელოვანი

ჩემი ლექსები

შენ არ მოდიხარ, დიდება მიცდის,
ვითვლი საათებს, ყვითელ უწყებებს...
ჩემი ლექსები, როგორც მილოცვა,
მათ, ვინც არასდროს არ მივიწყებენ!
გაბზარულ სხივებს - ამართულ ხელებს,
საღამოს, დღეში - თრთოლვას, ძიებას,
ძვირფას სახელებს, უცნობ სახელებს
ჩემი ლექსები, ვით პატიება!
მეგობართ ჩრდილებს, მეგობართ წყებას.
ტრფობას დამალვის, არგამოჩენის,
როგორც სიკვდილშიც არდავიწყება.
არ დაივიწყებს ლექსები ჩემი.

1944 წელი,
ფრონტი

Arrow


Last edited by Admin on Sat Mar 02, 2019 1:49 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი - Page 2 EmptySat Mar 02, 2019 12:25 pm


მირზა გელოვანი -,,შავლეგო" / Mirza Gelovani -,,Shavlego"
Published on Feb 9, 2017
P.S (ბ ა ლ ა დ ა)
(შავლეგო არსენას რაზმელი ყოფილა.)
[ხალხური რწმენა]
/ (S T O R Y )
(Shavlego Was Arsena's Soldier)
[Folk Belief]

კითხულობს: შალვა ბერიანიძე
Reading By Mr. Shalva Berianidze


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




მირზა გელოვანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
მირზა გელოვანი
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: