არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 დიმიტრი ბახუტაშვილი

Go down 
AuthorMessage
dimitri bakhutashvili

dimitri bakhutashvili

Male
Number of posts : 12
Age : 28
Location : tbilisi
Job/hobbies : student
Humor : what?
Registration date : 08.02.11

დიმიტრი ბახუტაშვილი Empty
PostSubject: დიმიტრი ბახუტაშვილი   დიმიტრი ბახუტაშვილი EmptyTue Feb 08, 2011 9:21 am

დიმიტრი ბახუტაშვილი Tye4812
Dimitri Bakhutashvili

დიმიტრი ბახუტაშვილი

***
ძვლებიდან მკერდში და მკერდიდან იქ, სადაც მჭირდება,
არჩინოს სუყველა,ლექსებით მოთხვრილი ორგანო,
ბოლო დროს სიცოცხლე, სიმართლის თქმასავით ჭირდება,
და რეი მანზარეკს ხელებში აკვდება ორღანი.

ბოლო დროს ვერ ცნობენ, ძაღლები, თავინთ პატრონებს,
ქალაქში ღამეა, ისეთი, პოლარულს ვინ ჩივის,
ეპოქა ომებს და მკვლელობებს,მუჭებში აგროვებს
და მერე ძირს ფანტავს, ჩვენ როცა ვიბნევით ბრინჯივით.

ბოლო დროს ფილტვები,სხვაგვარად ურტყამენ ნაფაზებს,
და უფრო სუიციდს და უფრო გაქცევას წააგავს,
ბოლო დროს „ფასს ადებს“ არ ნიშნავს, როდესაც „აფასებს“,
მთვარესთან „ყომარში“ ახალი ლექსები წავაგე.

მე დროშა არა მაქვს, არც გერბი,არც ჰიმნი,რად მინდა,
ცეცხლი და ქარი და ზღვა არის სიმბოლო სუყველა,
მიწა ვარ ისედაც, მოვრჩები, ვიწყები თავიდან,
ბოლო დროს კი ვატყობ, ქვეყანა ძალიან უყრუებს.

წვიმები მაგიჟებს ისედაც უზომოდ ამღვრეულს,
დავდივარ ქალაქში, მკერდღია პოეტი, ბოგანო,
ვისრუტავ სიცოცხლეს და სქელი ჭავლებით მივაწვდი,
ლექსებში ამოთხვრილ სუყველა ჟანგიან ორგანოს.
Back to top Go down
https://www.facebook.com
dimitri bakhutashvili

dimitri bakhutashvili

Male
Number of posts : 12
Age : 28
Location : tbilisi
Job/hobbies : student
Humor : what?
Registration date : 08.02.11

დიმიტრი ბახუტაშვილი Empty
PostSubject: Re: დიმიტრი ბახუტაშვილი   დიმიტრი ბახუტაშვილი EmptyTue Feb 08, 2011 9:24 am

მგონი სწორად ვქენი ყველაფერი. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს "ოჯახში"
Back to top Go down
https://www.facebook.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

დიმიტრი ბახუტაშვილი Empty
PostSubject: Re: დიმიტრი ბახუტაშვილი   დიმიტრი ბახუტაშვილი EmptyTue Feb 08, 2011 11:18 am


დიმიტრი ბახუტაშვილი ახალი სახელია ქართულ პოეზიაში.იგი ძიების პროცესშია.კარგად გრძნობს სიტყვას,აქვს ლამაზი მიგნებები.ამასთანავე არის ბრწყინვალე სპორტსმენი. Basketball


king cheers
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
dimitri bakhutashvili

dimitri bakhutashvili

Male
Number of posts : 12
Age : 28
Location : tbilisi
Job/hobbies : student
Humor : what?
Registration date : 08.02.11

დიმიტრი ბახუტაშვილი Empty
PostSubject: Re: დიმიტრი ბახუტაშვილი   დიმიტრი ბახუტაშვილი EmptyTue Feb 08, 2011 11:27 am

ოდიშურ ოდაში

კოლხეთის დაბლობია, წვიმა და სარეცელი,
მზე (ვამბობ) მომაკვდავი ბავშვია, აპატიეთ...
ამ ჰაერს ძველებურად ლექსებზე ავეცერი,
ამ სახლში პაპაჩემის ნაქონი ნაბადია,
ცა უფრო სისხლიანი გუგებით იმზირება,
კოლხეთის დაბლობია, წვიმა და სარეცელი.

კოპწია, პაწაწინა, მეგრული ოდებია,
კოლხური საღამოა, კოლხურად მონისლული,
მგზავრები ლიანდაგებს შრიალით შორდებიან,
ტეხურამ კულულები რიონში მოისროლა.
სახლის წინ ხელუხლები და ლორთქო ბალახია,
კოლხური საღამოა, კოლხურად მონისლული.

ზიხარ და სამყაროსთან გინდება შერიგება,
უმზეო საღამოა, ცისფერი აივანი.
ვაი, ნანა-მეთქი... ვამბობ და ვერ იგებენ,
ბავშვობა... დედაჩემი... დე, ხელში ამიყვანე...
საღამო ცერზე აჭრილ სიმინდებს წამოეგო,
უმზეო კადრებია, ცისფერი აივანი.
Back to top Go down
https://www.facebook.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

დიმიტრი ბახუტაშვილი Empty
PostSubject: Re: დიმიტრი ბახუტაშვილი   დიმიტრი ბახუტაშვილი EmptyTue Feb 08, 2011 12:18 pm



ზიხარ და სამყაროსთან გინდება შერიგება,
უმზეო საღამოა, ცისფერი აივანი.
ვაი, ნანა-მეთქი... ვამბობ და ვერ იგებენ,
ბავშვობა... დედაჩემი... დე, ხელში ამიყვანე...
საღამო ცერზე აჭრილ სიმინდებს წამოეგო,
უმზეო კადრებია, ცისფერი აივანი.


cheers king sunny
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

დიმიტრი ბახუტაშვილი Empty
PostSubject: Re: დიმიტრი ბახუტაშვილი   დიმიტრი ბახუტაშვილი EmptyTue Feb 08, 2011 2:40 pm

დიმიტრი, ყველაფერი კარგად გააკეთე, ოღონდ უსათაურო ლექსებს სამი ვარსკვლავი დაუსვი ხოლმე...

ვაჟა ხორნაული რომ გაქებს, კარგია...
და – აბა, სხვა ლექსებიც დააწყვე, რომ უფრო სრულად ვნახოთ და სხვებმაც შეგაქოთ.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
dimitri bakhutashvili

dimitri bakhutashvili

Male
Number of posts : 12
Age : 28
Location : tbilisi
Job/hobbies : student
Humor : what?
Registration date : 08.02.11

დიმიტრი ბახუტაშვილი Empty
PostSubject: Re: დიმიტრი ბახუტაშვილი   დიმიტრი ბახუტაშვილი EmptyTue Feb 08, 2011 3:31 pm

რემისია

თეთრი პერანგი გაცვია და ხელებშებორკილს
რა გაგაჩერებს? - გარბიხარ და თელავ სანაგვეს,
დგები მთის ქიმზე, თვალებს ხუჭავ, შენში შემოდის
ცხელი მზე, ანუ იწვები და სულ არ განაღვლებს

ქვემოთ გარემო უხეში და დეფექტურია...
მავთულხლართებთან დაგისვრია ფეხი აყალო
მიწით. გიშრება, გეწვის ყელი, ისე გწყურია,
იცი, სამყაროს კეთრივით რომ გამოაყარე.

რა გაცინებსდა... გეცინება, ხელის გაშლისთვის
ძალა არ გყოფნის, როგორ გინდა (ვიცი) გაშალო.
ცრემლი ჩამოგდის ღაპაღუპით, შენსას არ იშლი,
სულში ზვინებად გილაგია ხორცის ნაშალი.

ხედავ ყველაფერს, მაგრამ სმენით უკვე არ გესმის
და ფრაგმენტულად გახსოვს, წყალი როგორ მოწამლე,
რომ დაგეზარა თევზაობა მაშინ ანკესით,
შენ წონა თევზს რომ მიათრევდი სკოლის მოსწავლე.

რომ გაგიკვირდა მეზობელთან ღია კარები,
კუბო და კაცის სილუეტი, შიგ რომ დალანდე,
რომ შეგეშინდა, მერე ღამეს ვერ იკარებდი
და ყველა დილა აუტიზმის ნიშნებს მალავდა.

გახსოვს დედა და ის პირველი შეტყობინება,
მერე რომ აღარ... აღარ გახსოვს, ან კი საიდან?
ყელში ხრიალებ, მაჯებს ვერ თმობ და თუ გაშალე,
გგონია სხეულს თოლიების ცაში აიტან.

თეთრი პერანგი გაცვია და, ხელებშებორკილს,
ის დაგრჩენია, რომ ფეხებით თელო იები.
ამოდის მზე და ყოველ დილით შენში შემოდის,
იწვები, მაგრამ... გიჟი ხარ და გეპატიება.
Back to top Go down
https://www.facebook.com
dimitri bakhutashvili

dimitri bakhutashvili

Male
Number of posts : 12
Age : 28
Location : tbilisi
Job/hobbies : student
Humor : what?
Registration date : 08.02.11

დიმიტრი ბახუტაშვილი Empty
PostSubject: Re: დიმიტრი ბახუტაშვილი   დიმიტრი ბახუტაშვილი EmptyWed Feb 09, 2011 9:03 am

დედა(ჩემი)

დედაჩემს ცისფერი თვალები ჰქონდა,
კოლხის ქალი იყო დედაჩემი,
ხელი ეკიდა და მივდიოდით,
ბედმა გაგვწირა და აგვიჩემა.

გუშინ გადავქექე დღიურები,
ახლა, ხან ვტირი ხან მეტირება,
საფლავზე მოგიტან იასამანს,
დედა, გაზაფხულზე შეპირებულს.

ცივი, ცარიელი ოთახია,
შენ კი სურათიდან იღიმები,
ალბათ,შენს სოფელში, ქარი არხევს,
მორცხვად თავჩაღუნულ ღიღილოებს.

ქალაქს აფარია, ლურჯი ზეცა,
კადრებს ვერ ვუძებნი, ღია ტონებს,
ბავშვობამ ფრთები შეიკეცა,
შენ რომ წახვედი და მიმატოვე.

დავრჩი პატარა და უსუსური,
ჩემი პეპლებიც კი გამიფრინდნენ,
ერთხელ რაღაც მთხოვე, გამახსენდა,
სანამ სიკვდილის გზას ჩაივლიდი-

ლექსებს რომ დაწერო ამის მერე,
აღარ იქნებაო დედაშენი,
ცრემლებს მალავდი და შეგეპარა-
ხმაში, ღმერთო როგორ შემაშინე.

მერე ამოდიო საფლავზე და,
იქ თქვი, შენსას იქაც გავიგებო,
დედა, ყოველ ღამე მესიზმრება,
შენი საბოლოო დარიგება.

დავალ უცნაურად ფიქრიანი,
წყალსაც წაუღია დანარჩენი,
საფლავს ძველებურად ვასუფთავებთ,
მე და მარტოხელა მამაჩემი,

შენი ნაქსოვი და ნაქარგები,
ისევ გვილაგია ხელუხლებლად,
დედა იმნაირი ქალი იყო,
კარსაც პოეტურად შეუღებდა-

ალბათ საიქიოს მოდარაჯეს,
დედა, გაგვიუქმდა სავენახე,
რას არ გავცემდი და არ დავთმობდი,
ოღონდ ავადმყოფი არ მენახე.

კოლხის ქალი იყო დედაჩემი,
ნანას მიმღერიან კლავიშები,
ისე წავიდა და დამიღამა,
მზე რომ დასავლეთით ჩაეშვება.



პაწაწინები

***
უცებ აცივდა,
ვერ ვითვლით
დახოცილ წიწილებს...

***
ნაწვიმარ ყანაში,
უხმოდ და დაბლა
ფრენენ მერცხლები.

***
თვალუწვდენელი მინდორი
ჩემს პატარა
ოთახზე მშვიდია.

***
ბალახი ტოკავს,
თითქოს თმას
ივარცხნისო დედამიწა.

***
მორცხვი გოგოსავით
დგას მზესუმზირა,
თავდახრილი.

***
თონეში ჩაკრული
პურის სუნი აქვს
სოფელს.

***
სისხამზე
წყალს სვამს ბალახიდან
ღაბუა მწყერი.

***
იმდენი მინდვრის
ყვავილია,
ვერცერთს ვერ ვწყვეტ...

***
თავცეცხლას მსგავსად
ვუმკლავდებით
ნაცრისფერ მოვლენებს.

***
ნადირობისას
ყველაზე მარტივი
სასხლეტის გამოკვრაა...

***
ნაცემი ძაღლის
თვალებს მაყოლებს
წარსული.

***
მოღრუბლულ ცაზე,
ნაპრალში მოძვრება
იმედის ათინათი.

Back to top Go down
https://www.facebook.com
dimitri bakhutashvili

dimitri bakhutashvili

Male
Number of posts : 12
Age : 28
Location : tbilisi
Job/hobbies : student
Humor : what?
Registration date : 08.02.11

დიმიტრი ბახუტაშვილი Empty
PostSubject: Re: დიმიტრი ბახუტაშვილი   დიმიტრი ბახუტაშვილი EmptyWed Feb 16, 2011 9:03 am

მტაცებელი

იცი? რამდენი წელი ვზარდე თეთრი ბატკნები,
რამდენი ვკვებე: ნაჩრდილევი, ნედლი ბალახით
და როცა “ჭირი” გავრცელდა და ერთით ნაკლები,
დამირჩა, როგორ გამიჭირდა გადამელახა,
შიში. რამდენი ვეფოფინე, ვზარდე, ვუარე,
ვუწამლე, მიწაც შემოვღობე მათი სამყოფი,
სხვა მწყემსებს, ყველას მოვახსენე ცივი უარი,
მოხმარებაზე და ფეხები გადავიყვლიფე.
მერე ქოფაკიც შევიძინე, თეთრი ქოფაკი,
კავკასიური, მთის ბროლივით სუფთა თვალებით,
ღამე ფარასთან იძინებდა, მამის თოფთან კი,
მე ვიძინებდი და ძილშიაც ვუთვალთვალებდი.
სავსე გუდებით დავილაგე სარჩო-ბარაქა,
ცოლს სიხალისე გავუჩინე, შვილებს იმედი,
სახლი ავავსე: რძით, ერბოთი, ყველით, კარაქით
და დავიჯერე, რომ ცხოვრება გამომივიდა.
ჩემი „ბათურა“ კი ყოველღამ, მოსარკულ მიწას,
თხრიდა და კბენდა მთვარეს, მერე პირი სტკიოდა,
მე ავიღებდი წინაპრების თოფსა და ფიწალს,
სახლის გადაღმა დასაზვერად გადავდიოდი.
და იყო ასე, ხოლო ერთხელ, როცა ცა მინას
გავდა დაორთქლილს, ჩამოიქცა, თავსხმად მოწვიმა.
გაყინულ ღრუბელს ცხელი ელვა დააცემინა
და ლაყე კვერცხის მძაფრი სუნით ახალმოწამლულ
ეზოს გადაღმა, ავი ყეფით აყეფდა ძაღლი,
როგორც ყოველთვის, შეაშინა ალბათ ქუხილმა
მეთქი, ვიფიქრე და მთელი დღის შრომისგან დაღლილს,
ძილი მომინდა, ზედ საბანი გადავიხურე.
დილით კი...
ჩემი გამოზრდილი: თეთრი ბატკნები,
ცხვრები, ყოჩები, თავისივე ძარღვებს წურავდნენ,
გავხდი იმდენი იმედით და შიშით ნაკლები,
რამდენიც თვალის გუგებიდან ჩამომიცურდა.
არადა, იცი? როგორ ვზარდე, როგორ მივანდე,
იმ ბედს, რომელმაც არაერთხელ თავად დამინდო,
მეც… დავიჯერე, მეც… ძალიან გავუთამამდი
და ბოლოს, მაინც დააყენა სამგლე ამინდი.
Back to top Go down
https://www.facebook.com
Sponsored content




დიმიტრი ბახუტაშვილი Empty
PostSubject: Re: დიმიტრი ბახუტაშვილი   დიმიტრი ბახუტაშვილი Empty

Back to top Go down
 
დიმიტრი ბახუტაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: