არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 მიხო მოსულიშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyMon Feb 07, 2011 11:23 am

მიხო მოსულიშვილი Mikho_19
'Everything started by a word and a word will end it all'.
Mikho Mosulishvili

„სიტყვამ დაიწყო და სიტყვა დაასრულებს ყველაფერს...“

მიხო მოსულიშვილი
მწერალი და გეოლოგი

დაიბადა 1962 წლის 10 დეკემბერს. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1981—1984 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე, სპეციალობით — კინოდრამატურგია (ტატა თვალჭრელიძის, ერლომ ახვლედიანის და დავით აგიაშვილის სახელოსნო).
პირველი ნაწარმოები ტყის კაცი გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ 1984 წელს. გამოცემული აქვს რომანების, მოთხრობების, პიესებისა და თარგმანების ოცამდე წიგნი. მისი პიესების მიხედვით დადგმულია სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა თეატრებში, ასევე ტელევიზიასა და რადიოში.
მიხო მოსულიშვილის ნაწარმოებები თარგმნილია იაპონურ, ლატვიურ, ინგლისურ, გერმანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

ბმულები
* http://ka.wikipedia.org/wiki/მიხო_მოსულიშვილი
* https://soundcloud.com/changu
* http://burusi.wordpress.com/literature/mikho-mosulishvili/
* http://gf.ghn.ge/author.php?name=მოსულიშვილი%20მიხო – ოქროს ფონდი
* http://borbalo.blogspot.com
* http://royallib.com/book/mosulishvili_miho/rasskazi.html
* https://www.poetrysoup.com/poems_poets/poems_by_poet.aspx?ID=98218
* http://literatursalon-euterpe.de/MichoMosulischwili.php
* https://www.amazon.com/author/mikhomosulishvili
* https://mihobooks.wordpress.com/
* http://www.bu.org.ge/m283?lang=geo
* http://www.bu.org.ge/m341?lang=geo
* https://www.poetrysoup.com/poems_poets/poems_by_poet.aspx?ID=98218



წიგნი "ვაჟა--ფშაველა"

Mikho Mosulishvili
Published on Mar 1, 2012
მიხო მოსულიშვილი სტუმრად სალომე არშბასთან, "ქრონიკა", ტელეკომპანია "იმედი", 2011 წლის 10 ოქტომბერი, 20:46
* https://youtu.be/BYvvYjC2pBA

Exclamation


Vazha-Pshavela: Gala (literary prize) winner book
October 8, 2011 - Biographical book Mikho Mosulishvili 'Vazha-Pshavela' (Pegasi publishing) is awarded in the following nomination: 'The best reference book of the year' (The best handbook) of Gala (literary prize)

https://media.giphy.com/media/UqZ7Ttbwt5xQjCyvSV/giphy.mp4
study


Last edited by Admin on Fri Nov 15, 2019 5:39 pm; edited 102 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyMon Mar 21, 2011 4:02 pm

მიხო მოსულიშვილი Mikho_13
Mikho Mosulishvili, 1982

მიხო მოსულიშვილი

ტყის კაცი
ნოველა

"ჩვენი ცხოვრებისთვის აუცილებელი იდეები ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინათ უთქვამთ; ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ცეცხლი ხელახლა მივუმატოთ".
აკუტაგავა რიუნოსკე



მარიამი

არ ვიცი, რა ვთქვა. მიჭირს დაწყება...
მე ერთი მარტოხელა ქალი ვარ. ჯერ ბავშვიც არ გვყოლოდა, ქმარს რომ სისხლი მოეწამლა და მიიბარა უფალმა მისი სული. ისედაც მიჭირდა ცხოვრება და გიგას სიკვდილის შემდეგ უარესად გამიძნელდა...
დიახ, ამიტომაც მოვიშალე მუცელი. ვერც დამძრახავთ. როგორ შევიძლებდი აკვნის რწევასა და ტყეში სიარულს ფიჩხის ან შეშის მოსაჭრელად, ძუძუს მოწოვებასა და ვენახის გათოხნას, ატირებული ბავშვის გაჩუმებას და ბალახის გათიბვას... ოჰ, რომ იცოდეთ, როგორ მიჭირდა უკაცოდ!..
მოკლულზე ვილაპარაკო?
კი, ბატონო!
ერთხელ, დილით, როცა ხეთა გაშიშვლებული, თუმცა ალაგ-ალაგ ყვითელ ფოთლებ შერჩენილი რტოები, მთელს სოფელში მხოლოდ ჩემს ვენახში (უკვე ყველას მოეკრიფა ყურძენი) ჩაფრენილი, ქარვისფერ მტევანს ჟღურტულით მისეული, საფრთხობელას შეჩვეული ჩიტები გვიან შემოდგომას მაცნეებად გამოეგზავნა, ეზოში ვიყავი გამოსული და თუმც ძალა არ მყოფნიდა, მაინც ჯიუტად ვცდილობდი შეშის დაპობას. ღმერთმა უშველოს, ვახომ მომიტანა ერთი მანქანა წინა დღეს...
გიკვირთ, ასე რომ ვლაპარაკობ? ბიბლია და სახარება მაქვს სახლში, ყოველ საღამოს, ძილისწინ ვკითხულობ ხოლმე...
ღმერთი?
მინდა მწამდეს იესო ქრისტე, მაგრამ ბოლომდე ვერ მირწმუნია. სულ სხვა ვიღაც ამოიმართება ჩემი სისხლიდან და მერე, რომ დავაკვირდები, ვხვდები – წმინდა გიორგია... შემდეგ უცნაურად შეერწყმება ერთურთს ეს ორი ღვთაება – აი, რა მწამს...
ვახო გაინტერესებთ? მძღოლია. მეორე მეტყევის, ჯიბროს ბიძაშვილია...
ჰო. იმას მოგახსენებდით, უფრო იმ იმედით ვიყავ გამოსული შეშის დასაჭრელად, იქნებ ვინმე ღვთისნიერმა გამოიაროს და ხელი წამაშველოს მეთქი. ერთიც ვნახოთ და, ძველი საყდრის მხრიდან, რომლის წვერზეც ახლად ამოსული მზე შემომჯდარა, ცხენოსანი მოდის. ჩუმად გავხედე, რომ მოახლოვდა, მაგრამ ვერ ვიცან. ღობესთან შეაჩერა ცხენი ჩემი ჯახირის დამნახავმა და თუმცა კუნძიდან ცულის ამოძრობას ამაოდ ვცდილობდი - დაბლა ვიყურებოდი – მაინც ვიგრძენი, რომ მომაცქერდა. სულის სიღრმიდან დამეძრა რაღაც თბილი და სასიამოვნო, მთელი სხეული რომ მოიარა, გონს მოვედი და შევხედე.
ახლავე აგიწერთ! ცხვრის ტყავის ჯუბა ეცვა, წვერი მოშვებული ჰქონდა. მოკაუჭებული ცხვირი და არწივივით ბრიალა თვალები, რომელთა წიაღში დარდსაც კი შენიშნავდით, მკაცრ გამომეტყველებას აძლევდნენ მის სახეს... თუმცა, გუმანით მაინც იგრძნობდა ადამიანი, რომ იგი ღვთიური კაცი იყო.
ჩამოხტა ცხენიდან, დამიპო შეშა... თითქოს რამდენიმე წუთში მორჩა საქმეს, ანდა დრო აჩქარდა.
მე ვერ ვბედავდი ხმის ამოღებას.
ისიც მდუმარედ იდგა.
წასვლისას მითხრა, კიდევ გიშველიო.
სახელი ვკითხე.
ტყის კაცი ვარო... – ისე სათნოდ გამიღიმა, ისე კეთილი გაუხდა მზერა, რომ გავიფიქრე, ჩვენთვის წამებული, მზის შარავანდიანი იესო ქრისტე მიწაზე ჩამოსულა და უცნაურ სამოსში გამოწყობილი, ცხენზე მჯდომარე, ჩემს ღობესთან დგას და მემშვიდობება მეთქი...
ჰო, ზუსტად მისი თავის უკან, შორს, ცაზე მზე მოჩანდა და იმიტომ მეგონა მზის შარავანდიანი.
კი, დაგეთანხმებით, იესო არასოდეს მჯდარა ცხენზე, უფრო სახედრით ერჩია მგზავრობა, მაგრამ აკი მოგახსენეთ, მე ერთმანეთს შერწყმული წმინდა გიორგი და ქრისტე მწამს, ამიტომ დასაშვები იყო ტყის კაცის ამხედრება.
იმ საღამოს სანთლები დავუნთე მიწად მოვლენილ ღვთაებას.
მერე ხშირად მოდიოდა ჩემთან, მეხმარებოდა...
მეც, როგორც შემეძლო, პატივს ვცემდი. საჭმელიც მიმიტანია მისთვის ძველ საყდარში.
ზოგიერთი ფარისეველი იმასაც ამბობს, თითქოს საყვარლად გამეხადოს ტყის კაცი. მეხს დავცემ, მეხს!
რა მკითხეთ?
არა, არ ვიცი მისი ნამდვილი სახელი...
ერთი გამოვიდეს და თქვას, რომელმა დამინახა იმნაირად იმასთან!..
შურთ ჩემი, ცოტა წელში რომ გავიმართე. ამიტომაც გამაწამეს ასე... საცოდავი გიგასთვის როგორ უნდა მეღალატა, როგორ? (აქვითინდება).


ჟანგო

აბა, რა ვიცი, უცნაური კაცი იყო...
რა მოვიგონო?
ჩემს მაღაზიაში რომ შემოვიდოდა ხოლმე რამის საყიდლად, გრძნეულის მზერით მომაშტერებდა ბრიალა თვალებს, რომლებსაც ვერ ვუძლებდი და მაშინვე ცხვრის ჯუბაზე მოვუნაცვლებდი მზერას...
ჰო. ძალზე ღონიერი იყო ის ოხერი! ერთხელ გაცოფებული ხარი დაედევნა ვახოს ბიჭს. ჩემი მაღაზიის პირდაპირ მიეჭრა ტყის კაცი, რქებში სტაცა ხელები და ღონივრად გადაუგრიხა კისერი.
არა, განა მე ვერ გამოვიჩენდი ამ მამაცობას, მაგრამ დამასწრო და რა ვქნა?
ისე, სოფელში ხმები დადიოდა მაგაზე, ჯადო აქვსო. გველები არას ერჩიანო. ჩვენი მკითხავიც გვიდასტურებდა, მართლა ეშმაკებთან არის წილნაყარიო.
... და მართლაც, ერთი დღეც არის და, ჯიბრო, მეორე მეტყევე მოდის ჩემთან. ასე და ასეა საქმე, შენი დახმარება მჭირდებაო.
რა მომხდარა?
როგორ თუ რა მომხდარა! თამთა, კაცო, ჯიბორს ცოლი, თამთა მოეჯადოებინა იმ ბილწს იმას. მოეტანებინა ჯიბროს და აყვირებულიყო. საწყალ ქალს ეთქვა, ისე მომნუსხა, რომ თვითონვე ვიხდიდი ტანსაცმელს და ვეხვეწებოდი, მოდი ჩემთანო.
ჰოდა, ჯიბრომ მითხრა, სამაგიერო უნდა გადავუხადო და ხომ იცი, რა ძალის პატრონია, შენ უნდა დამეხმაროო. ამგვარ გასაჭირში როგორ მივატოვებდი საყვარელ მეზობელს?
ერთხელაც, სამზეურის გაწითლებისას, ჩავსხედით მე და ჯიბრო ვახოს მანქანაში, ჩავიდგით "დრუჟბა" და მოხუცის სახრჩობელასთან რომ დიდი მუხაა, იქით გავწიეთ.
ჰოო, მოხუცის სახრჩობელა იმ ადგილს იმიტომ ჰქვია, რომ მანდ ვიღაც თეთრწვერა ბებერს ჩამოეხრჩო თავი. მთელი ზამთარი მაგ მუხაზე კიდებულიყო და გაზაფხულზე რომ ენახათ, ქარისგან აქანავებულ, ადგილ-ადგილ ხორცშერჩენილ ჩონჩხს ყვავ-ყორნები დასტრიალებდნენ და ძიძგნიდნენ თურმე. ეგ მუხა ჰყვარებოდა ტყის კაცს. რა ვიცი, ზოგი ამბობდა, ის მოხუცი მამა იყო მაგისიო და მერე მკითხავმაც გვითხრა ერთი საკვირველი ამბავი. თურმე იმ მოხუცის სული მაგ მუხაში გადასახლებულა.
დაქოქა ჯიბრომ "დრუჟბა" და დაიწყო მუხის მოჭრა. მე და ვახოც იქვე ვიდექით. შუამდეც არ იყო მისული, ცხენით რომ მოიჭრა ტყის კაცი, რას სჩადით, კაცებოო, შორიდანვე მოგვაყვირა; ჩამოხტა ცხენიდან და ჯიბროსკენ გაექანა. მე და ვახომ გზა გადავუღობეთ, გვინდოდა გაგვეკოჭა. თოკი წინასწარ გვქონდა მომზადებული.
უხერხულად ვტაცე ხელი. გაიქნია და გამაშვებინა. ვახო ხომ ერთი მოქნევით მიანარცხა კედელს.
იმ შუა ტყეში კედელს რა უნდოდა?
ჰო... არა, მე თავიდან მეგონა კედელი, თორემ კარგად რომ დავაკვირდი, ხე ყოფილიყო. დაუღრიალა ტყის კაცმა ჯიბროს, ახლაც მეტყვი, რომ ტყეს არა ვყიდიო და ისე ჩააფარა უროსავით მუშტი, მეგონა პალოსავით ჩაარჭო მიწაში მეთქი.
მე ვეღარ მოვითმინე, მივვარდი და ისეთი ძალით გავარტყი, იქვე ჩაიკეცა მომხვდური.
ამასობაში ვახო მოსულირებულიყო. მოირბინა. მაგრად გაკოჭა. მერე ჯიბროც მოვიდა ბარბაცით და მეორე თოკიც შემოვუჭირეთ, ყოველი შემთხვევისათვის.
დარჩენა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ აღარ ვჭირდებოდი მათ და დრო იყო, სოფელში დავბრუნებულიყავი.
წამოვედი.
გზად ჯიბროს სახლში შევიარე. ვიფიქრე, ქალს დავამშვიდებ მეთქი. ვითომ ქმრის შარვალს აკერებდა თამთა და თითები სულ ნემსით ჰქონდა დაჩხვლეტილი – ასე უცნაურად იწამებდა თავს...
არა, ყვირილი არ გამიგია.


ვახო

ერთი მურდალი და ბენტერა იყო ეგ თქვენი ტყის კაცი.
აბა, რა ეყარა მაგის სიცოცხლეში? ფული არ ჰქონია და მშიერი დადიოდა სულ. ასეთი ადამიანი დიდხანს არ უნდა არსებობდეს. აიკვიატებენ ხოლმე რაღაც სისულელეს და მიჰყვებიან ბოლომდე. მტრისას, თუ ძალაც ერჩით!
არავის არ აჭრევინებდა ტყეში შეშას. ფულიც შეუძლევიათ, მაგრამ დამცინავად ჩაიღიმებდა და ხმას არ გაგცემდა.
აი, მეორე მეტყევე ჯიბრო, ჩემი ბიძაშვილი, ცოტ-ცოტა ყველაფერს აკეთებდა, ფულსაც იღებდა და ხალხიც მომადლიერებული ჰყავდა. მაგასაც ეჩხუბა ტყის კაცი, ქრთამის აღება რომ გაუგო.
საიდან ვიცი? მეც იქ ვიყავი, როცა ეჩხუბა.
ჯიბრო, ტყეს ერთგულება სჭირდება და არა შენი ღალატიო. სულ ასეთი სისულელეები ელაპარაკა.
არადა, რა ქნას კაცმა?! თუ შეშა არ დაამზადა, ხომ მოკვდება ზამთარში სიცივით! ჩვენებური ისეთია, გინდაც არ გაუშვა, ჩუმად შეიპარება ტყეში და მაინც მოჭრის. უკეთესი არაა, ცოტა შენს თავსაც არგო?..
რამდენი ვუმტკიცეთ მე და ჯიბრომ, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი...
არ ვიცი იმისი ნამდვილი სახელი.
ახლა ჩვენ დანაშაულზე მოგახსენებთ. მაინც გაგვიგეთ და რა აზრი აქვს დამალვას.
მე და ჟანგო ვიყავით წასული ტყეში, ჩემი მანქანით.
არა, ჯიბრო იქ არ ყოფილა. ქალაქში წავიდა იმ დილით, თოფის ყიდვა უნდოდა.
ის მუხა უნდა მოგვეჭრა. კი, მოხუცის სახრჩობელაზე. ჩემი სახლისთვის მჭირდებოდა.
ჟანგო იმიტომ გამომყვა, ჯავრი რომ ეყარა ტყის კაცზე. გაეგო, ძალიან უყვარს ეგ მუხაო. თანაც, ცრუმორწმუნე კაცია და ამბობდა, მკითხავთან ვიყავი და იმან მითხრა, რომ მაგ მუხაში აქვს შენახული თავისი ღონეო.
არა, მე არც მჯეროდა, მაგრამ ცოტა დაეჭვებული კი ვიყავი. რა ვიცი, კაცნი ვართ, რა აღარ ხდება ამ ცოდვილ ქვეყანაზე.
არა, მოკვლას არ ვუპირებდით. მხოლოდ შეშინება გვქონდა განზრახული, მაგრამ იმას ხომ ვერავინ აღუდგება წინ, რაც განგების ნებაა...
მოკლედ, დავქოქე "დრუჟბა" და დავიწყე მუხის მოჭრა. ჟანგოც იქვე იდგა.
აღარ დამაცდით მოყოლას?
განვაგრძობ. შუამდე რომ გავხერხე, ვხედავ, რაღაც ცხოველი გამორბის ჩემსკენ. ტოტებს ისეთი ლაწა-ლუწი გაუდის, "დრუჟბის" ტრახტრახს ფარავს და გეგონება მთელი ტყე მოაქვსო.
ტყის კაცი იყო.
არა, იმ ხეებში ცხენი როგორ გაჭენდება, ქვეითად გამორბოდა.
მიუხტა ჟანგოს, ჰკრა ყურის ძირში ქვასავით მუშტი და ხმელ ფოთლებზე დაებერტყა ჩვენი სოფლის გამყიდველი. ეგ მართლა გამყიდველი, ალბათ, მაგან გიამბოთ ყველაფერი.
როგორც მხედავთ, პატარა კაცი კი ვარ, მაგრამ ტანს რას უყურებთ, მთავარია მოხერხება. ჩემსკენ რომ გამოიქცა გავეშებული, "დრუჟბა" გამოვაძრე მუხიდან და მარჯვენა ხელი იდაყვში დავახერხე, მერე მარცხენაც...
როგორ მიმიშვა?
წაიქცა და სხვა რა გზა ჰქონდა?..
როგორ წაიქცა და, ჟანგოს კომბალი ვგლიჯე თავში. მერე კარგად შევკარი თოკით. საბელი კიდევ მქონდა, ერთი ბოლო ერთ მტევანზე ჩავაბი, იმ მუხას შემოვატარე, კარგად დავჭიმე და მეორე მეორეზე მივუბი...
რა ვერ გაიგეთ, კაცო, თოკის მეორე ბოლო ტყის კაცის მეორე მტევანს.
ახლაც ვხედავ, თუ როგორ იფეთქა დაფლეთილი ხორციდან სისხლმა. ისევ ყურებში მიდგას ხერხის ხრიალი მის ძვლებზე და უცნაური ნეტარების განცდა მეუფლება. თანაც, წარმოგიდგენიათ, გონზე იყო მოსული და არ ყვიროდა, თორემ უფრო მესიამოვნებოდა.
სხვათა შორის, მე თუ მკითხავთ, მადლობელი უნდა იყოს ტყის კაცი, მისი სიკვდილი რომ დავაჩქარე. ამნაირ კაცს რა უნდა მიწაზე, მაღლაა მისი ადგილი. და რაკი ამ უცნაურ არსებას ზეცად ამგზავრებაში დავეხმარე, მაშ, სიკეთე ჩამიდენია. ჩემი რძალი კიდევ მომდგომია და მეჩხუბება, სადისტი ხარ, სადისტიო. კაცთა სიძულვილს ნიშნავს თურმე ეს სიტყვა. მგონი, ცხოველებისასაც... კარგად აღარ მახსოვს.
ჰო, შემდეგ იდაყვებში დაჭრილი ხელები კისერზე გადავკიდე.
ისევ უცნაური მზერით მომაშტერდა მუხლებზე მდგარი ტყის კაცი. ეს არ იყო ის თავის შემაბრალებელი თვალები, ჩემგან ნაწამებ კატის კნუტს რომ ჰქონდა ბავშვობისას. მგონი, პირიქით, აქეთ ვეცოდებოდი. ამან გამაცოფა. დასამშვიდებლად სიგარეტი გავაბოლე, თავბრუ დამეხვა და ჯერ მეგონა, მეჩვენებოდა. ტყის კაცმა წამოიწია! ჰო, წამოიწია. ჯერ ერთი ტერფი დააბჯინა მიწას, მერე მეორე და ნელ-ნელა წამოდა.
აცახცახებული ჟანგო მიწაზე დაეცა და საკვირველი ხმით დაიწყო ღრიალი. მსგავსი რამ მთელი სიცოცხლეში არა მსმენია: ყმუოდა, წკმუოდა, ხაოდა თუ ბღაოდა, ვერ გაიგებდი.
ჩემთანაც მოიპარა შიში და მთელ სხეულში დაიწყო გავრცელება – თითქოს არაყი დაგილევიაო, მომადუნებელ ჟრუანტელად ფეთქავდა სისხლში.
ვაახ, ეს კაცი ვეღარ დავამარცხე! – ასე ვიყვირე მთელი ხმით. უფრო იმიტომ, შიშისთვის რომ მეძლია. მერე მივირბინე და მუხის მოჭრა დავასრულე.
ეეჰ, ხეო! – ამოიკვნესა ტყის კაცმა და მდუმარედ, ნელი ბარბაცით გაგვეცალა.
ვხარხარებდი! ვტიროდი! ვიცინოდი! ვღრიალებდი! ვლანძღავდი მას და საკუთარ თავს!
როგორ მინდოდა მის თვალებში მორჩილება დამენახა და ვერ შევძელი!..
ახლა ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია: გინდათ დამხვრიტეთ, თუ გსურთ, თოკზე ჩამომკიდეთ ანდა ცოცხლად გამაძრეთ ტყავი.
ტყის კაცზე მტანჯველ ტკივილს თქვენ ვეღარ მომაყენებთ.
ჩემი რძალი კი მეუბნება, ისა ხარო... აი... რა ჰქვია?.. აი, ხალხი რომ გეჯავრება, ვისიმე წამება რომ გსიამოვნებს... ვეღარ ვიგონებ... ჰოდა, სწორედ ტყის კაცია ასეთი, მე კი არა.


ჯიბრო

ჩემი ახლანდელი მდგომარეობა ისეთია, ყელში მაქვს ამოსული სიცოცხლე. ყველაფერს ისე მოგახსენებთ, როგორც სინამდვილეში მოხდა. ალბათ, გაზვიადებულად იცით ჩვენი დანაშაულის ამბავი.
ტყის კაცი ცოლის შერთვიდან რამდენიმე წლის შემდეგ გავიცანი, როცა მეტყევედ დავიწყე მუშაობა. სიტყვაძუნწი იყო. ხშირად მინახავს იმ დიდ მუხასთან მდგარი. ყოველთვის რაღაცას ებუტბუტებოდა ხეს და მისი სიტყვები არასოდეს მოსწვდენია ჩემს სმენას.
ვეუბნეოდი, მაგ ჩამონგრეულ საყდარში რა გაცხოვრებს, წამოდი სოფელში, მეც მოგეხმარები და ერთი კოხტა სახლი აიშენე მეთქი. უარობდა.
ხანდახან ღამითაც ვრჩებოდი სატყეოში სამორიგეოდ. შეღამებისას ამოვიდოდა თამთა, საჭმელი ამოჰქონდა. თუ მოიძებნებოდა ოჯახში, ღვინოს ამ არაყს ამოაყოლებდა.
ერთხელ ჩემთან სამორიგეოში მოპატიჟებულ ტყის კაცს მოჰკრა თვალი. შევატყე, როგორ შეეცვალა გამომეტყველება...
მეუბნეოდნენ, შენს ცოლს სახლში ჟანგო დაუდისო, მაგრამ არ ვიჯერებდი. ენა უძვლოა, რას აღარ იტყვის.
ხოლო, როცა თამთას ნაირ-ნაირ კაბებს, სხვადასხვა გასალამაზებელ ნივთებსა და ცელოფანის პარკში ჩადებულ ძვირადღირებულ წინდებს ვნახავდი, აქამდე შორიახლო მოცუნცულე მელია – ჩემი სულის სიღრმიდან გამოღწეული ეჭვი – აწ ავაზად ქცეული, პირდაპირ იქით გამოექანებოდა, სადაც მე ვიდექი...
არადა, ქალს ბევრი რამ სჭირდება. მიჭირდა და არ შემეძლო ყველაფრის შეძენა.
რამდენჯერ მოვბრუნებულვარ სახლში მოულოდნელად და ერთხელაც არ მომიტანებია ჟანგო. ეგებ ტყუილ-უბრალოდ ვეჭვობდი?..
ამგვარი ფიქრებით ვმშვიდდებოდი. ისევ მელიად გადაქცეული ავაზა შორი-შორ დაცუნცულებდა და თავის ჟამს ელოდა.
ასე შევურიგდი იმას, რომ... იმ აზრს შევეგუე...
თამთას რომ საყვარელი ჰყავდა. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა იგი.
და ისიც ხომ ვაპატიე... ისიც ხომ ვაპატიე...
ქალიშვილი რომ არ აღმოჩნდა ქორწილის ღამეს...
ერთხელ, ბინდისას თამთა ამოვიდა სატყეოში, საჭმელი და არაყი ამოიტანა. მოვიწვიე ტყის კაცი და სმა დავიწყეთ. ქალიც სუფრასთან იჯდა. უხმოდ სვამდა დევკაცი. მე და თამთა ვლაპარაკობდით. მერე ისიც გაჩუმდა და დავრჩი საკუთარ თავთან. თვალები მოვხუჭე და აშმორებული ჭაობის პირზე დეავინახე მელიისთავიანი, ავაზისტყავიანი მკვდარი ცხოველი – ჩემი გარდაცვლილი ეჭვი – ნაცრისფრად მოფუთფუთე ჭიაღუა რომ ეხვია.
ტყის კაცმა ბოლო ჭიქა ჩამოისხა, ღრმად ჩამხედა თვალებში და მგონი, მანაც დაინახა მელიის ტყავიანი ავაზა. ჩემი ნალაპარაკები აღარ მახსოვს. მაგრამ ის სიტყვები, წასვლამდე რომ მითხრა, ახლაც ხელშესახებად გამირბენენ ხოლმე წინ. თითქოს მათ ფერი, გემო და განსაკუთრებული ხმა ჰქონოდეთ.
ნუ შეეგუები ყველაფერს, ჩემო ჯიბროო.
მერე, ფიქრისას მივხვდი – ყველაფერი იცოდა ტყის კაცმა. დავდიოდი და დაუსრულებლივ ჩამესმოდა ეს სიტყვები. თითქოს უროებს მირტყამდნენ ტვინში. ყველაზე მტკივნეული კი ის იყო, რომ ვებრალებოდი და ვუყვარდი კიდეც. ამ სიბრალულს გაგიჟებამდე მივყავდი თითქმის! რად მინდოდა მისი სიბრალული!..
ჭრიჭინების ბინდისეული ხმიანობისას ჩუმად მივიპარე და ჩანგრეული ჭერიდან საყდარში ჩავიხედე. ჯერ ვერაფერი გავარჩიე, მხოლოდ ანთებულ სანთლებს გავუშტერე თვალი. მერე მის შუქზე ტახტზე მწოლარე ორი შიშველი სხეული შევნიშნე: ახვნეშებული ტყის კაცი და მკვნესარე თამთა. საწოლს გარშემო შავი და თეთრი გველები უვლიდნენ. გრძნეულობა რომ შემძლებოდა ტყის კაცივით, ალბათ, მივხვდებოდი, რას ნიშნავდა ეს კლაკვნია, საზარლად მროკავი ქვეწარმავლები. ამბობდნენ, საკუთარ სისხლს ასმევს მათ ტყის განდეგილიო.
თამთა აღარ კვნესოდა. ზევით ამოიხედა. შემნიშნა. რაღაც საკვირველად, იქნებ არც დამიჯეროთ და, წმინდანივით გამიღიმა. ამგვარი ღიმილი კახპის სახეზე რაღაც დიდ სიმართლეს იუწყებოდა ალბათ, მაგრამ ამის გასაგებად ძალა არ შემწევდა. მერე?.. მერე ის ღიმილი ამაზრზენი გაუხდა, თითქოს გველები ამოიკლაკნენ მისი თვალებიდან და ყელზე შემომეხვივნენ.
ვიხრჩობოდი.
მინდოდა, შიგნით შევარდნილიყავ, მეცემა თამთა. მერე კი ატირებულს, თმაგაწეწილს ფეხებში ჩავვარდნოდი, პატიება მეთხოვა, მუხლები დამეკოცნა მისთვის.
თუმცა არა, დავახრჩობდი ბარემ და მოვისვენებდი...
რაც დრო გადიოდა, ვგრძნობდი, როგორ მიახლოვდებოდა სწრაფად მქროლავი, მელიისთავიანი, ჭრელზოლებიანი, ნაცრისფერ ჭიაღუა დახვეული ავაზა – ისევ გაცოცხლებული ჩემი ეჭვი. მოსულიყო მაინც, მოსულიყო და გავეთავებინე, მაგრამ დაუსრულებლად მოდიოდა და მოდიოდა... ანდა რაღა დროს ეჭვი იყო, როცა ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი. ავაზას მელიის თავი უნდა მოსცილებოდა და საკუთარი გამობმოდა. ავაზას ნაცრისფერი ჭიაღუა უნდა გასცვენოდა, რათა აღარავის ეხრა მისი სხეული. ავაზა ჩემი შურისძიება უნდა ყოფილიყო, შუ-რის-ძი-ე-ბა!..
ისევ მე და ჟანგოს უნდა გვეძია შური. მის მიმართ რაღაცნაირ, გულისგარეთა სიყვარულსაც კი ვგრძნობდი...
არა, ვახო იქ არ ყოფილა, ბაზარში წავიდა ღორის საყიდლად.
ჟანგოს ვუამბე, როგორ ახადა პატივი თამთას ტყის კაცმა. ალბათ, მოაჯადოვაო, გადაირია გამყიდველი და დახმარება აღმითქვა.
"დრუჟბა" წავიღეთ და მოხუცის სახრჩობელასთან მდგარი მუხის მოჭრა დავიწყეთ. ტოტების მტვრევის ხმა რომ შემოგვესმა, ხეებს ამოვეფარეთ. მე თოკი მოვიმარჯვე, ჟანგომ კი – დიდთავა კომბალი.
ტყის განდეგილმა მოირბინა, დაიჩოქა ხესთან და ის იყო კვლავ მოტრახტრახე ხერხი უნდა გამოეძრო, რომ კომბალი დაუშინა ჟანგომ. ერთხელ. მეორედ. მესამედ. კიდევ ფეხზე იდგა! მეოთხედ! მეხუთედ! გაოგნდა ტყის კაცი! მეექვსედ! მეშვიდედ! და პირქვე ჩაემხო ფოთლებში.
გულწასულს მივვარდი და გავკოჭე. ხელები რომ გავუკარი, თოკის დარჩენილი ნაწილი ხეზე ამძვრალ ჟანგოს ავუგდე, რომელმაც ერთ მსხვილ ტოტს შემოატარა საბელი, დაჭიმა, თავსზემოთ აატანინა ხელები ტყის კაცს და მაგრად ჩააბა.
არა, მუხაზე კი არა, წიფელზე. ჰო, იმ მუხის გვერდით დგას.
მერე მუხა მოვჭერით. ასე რომ, გადანაჭერზე თუ შედგებოდი, განდეგილის ხელები წელთან მოგწვდებოდა.
ბოლოს ისევ მე ავიღე "დრუჟბა", რადგან ჟანგოს ეშინოდა და მითხრა, ისევ შენ უნდა დააჭრაო. შევდექი მუხის ძირზე, მარჯვენა ხელის ცერა თითით გაზი მოვუმატე ხერხს. ჟრუანტელმა დამიარა. ხელები ამიკანკალდა.
ჩემში ერთმანეთს რამდენიმე გრძნობა და სურვილი ებრძოდა: მეშინოდა! მიყვარდა! მძულდა! ძმა იყო ჩემი! მტერიც!
მოკალი! მოკალი! – მიყვიროდა ჟანგო.
ალბათ, ჭკვიდან შევიშლებოდი, ხელებზე ხერხი რომ არ დამედო მისთვის...
მერე? მერე არაფერი აღარ მესმოდა. ვერაფერს ვეღარ ვხედავდი. მხოლოდ მიხაროდა და მეშინოდა! მიხაროდა და მეშინოდა!
გონს რომ მოვეგე, ტყის კაცი ფეხზე იდგა. ჟანგომ თოკზე ჩააბა ორივე მოჭრილი ხელი და კისერხე გადაჰკიდა. ფეხებიც გაუხსნა. განდეგილი შებარბაცდა, რაღაც სასწაულით შეიკავა თავი და ნაბიჯი გადადგა. სანამ წავიდოდა, შევნიშნე, კისერზე დაკიდულ სისხლიან ხელებს თითები უკანკალებდა...
ამის სემდეგ ჩემსკენ გამორბოდა ცოცხალი, ჩვეულებრივი, თუმცა ისევ ნაცრისფერ ჭიაღუა დახვეული ავაზა – ჩემი ეჭვი შურისძიებად იქცეოდა.
და ვიცოდი, ავაზას ჭიაღუა არ მოცილდებოდა, თუ ჟანგოს არ მოვკლავდი. გუშინ, სახლში რომ დაბრუნდა, ჩუმად გავიპარე და ღორივით მოვაჭერი თავი.
ახლა ჩემს ავაზას მუდამ ზღვის პირას, თეთრ ქვიშაში ლამაზი კამარებით მონავარდეს ვხედავ. ასე რომ, ამ ორი კაცის მოკვლით სული განვიწმინდე...
დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება კაცის მოკვლით განიწმინდო სული.
მაგით ვერ შემაშინებთ, სიკვდილისთვის მზად ვარ.


თამთა

კი, ვიცნობდი ტყის კაცს და უფრო ადრე, ვიდრე სხვები...
ვის ვგულისხმობ? ჯიბროს, ჟანგოს, ვახოს, მარიამს, მკითხავს... მთელ სოფელს.
უნივერსიტეტში სწავლისას გავიცანი. მაშინაც ყველასგან გამოირჩეოდა. სქელი წიგნები ჰქონდა იღლიებში ამოჩრილი და ისე დადიოდა. ოღონდ წიგნის ჭია არ ეთქმოდა, ვაჟკაცური იყო. მასთან საუბრისას სულ სხვანაირად ვხედავდი ყველაფერს. მან მაპოვნინა ჩემი თავი, თავისუფლება მომანიჭა. ეს კი ადვილი მისაღწევი სულაც არ არის.
ტყის კაცი იყო ჩემი პირველი მამაკაცი...
არა. სახელისა და გვარის დასახელება არ შემიძლია, ასეთი იყო მისივე სურვილი.
მერე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინეს და აღარც მივსულვარ მასთან, მეგონა, გაგიჟდა.
ძალიან გთხოვთ, უგულობას ნუ დამწამებთ. მე გიჟების მეშინია...
ძველი ამბავია. გიამბოთ?.. ჩემი პატარაობისას დედა გაგიჟდა და დახრჩობა დამიპირა. ძლივს გადამარჩინეს მეზობლებმა...
ჰოდა, ტყის კაცი რომ საგიჟეთში მოხვდა, მე მაშინ სოფელში წამოვედი ნათესავთან. არჩანდაში მასწავლებელი ყოველთვის სჭირდებათ. თან მინდოდა, ვინმე გულუბრყვილო კაცი მომეძებნა და ცოლად გავყოლოდი. ეს მოვახერხე კიდეც...
შეიძლება სხვა ქალები უარყოფდნენ საყვარლის ყოლას, მაგრამ მე დასამალი რა მაქვს. მყავდა და განა ერთი? ...და მაინც არ ვყოფილვარ კახპა, რადგამ ყოველ მამაკაცს უმანკო ქალიშვილივით ვეძლეოდი.
ჩემთვის ბუნებრივია ყველა სურვილი და რაც მინდა, ყველაფერს ვუსრულებ საკუთარ თავს – აი, ჩემი თავისუფლება.
არასოდეს ვეთამაშები კუკუდამალობანას მეორე თამთას, ჩემში რომ არის. ამიტომაც შემიძლია თვალებში ჩავხედო სიმართლეს – აი, ჩემი სიძლიერე.
გავოცდი, ტყის კაცი რომ ვნახე. სად ფილოსოფიის შემსწავლელი, ბუნებით შემოქმედი, თავისუფალი კაცი და სად რომელიღაც მიკარგული სოფლის მეტყევე. საუბრისას მან დამისაბუთა, რომ სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო, რადგან აღარ შეეძლო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დარჩენა, სადაც ვერაფერი გაუგეს მის უცნაურ ავადმყოფობას. აქ ჩამოსვლას საერთოდ განეკურნა და კაცთაგან შორს ყოფნა მინდაო, მითხრა. სუფთა უნდოდა დარჩენილიყო.
მე კი მგონია, რომ რაც უნდა შორს გადგე ადამიანებისგან, ამ ცხოვრების ბიწიერებას ვერ გაექცევი. მაინც ტალახში ამოგანგლული, საკუთარი და სხვისი ცოდვებით სულდამძიმებული უნდა წარსდგე უზენაესი მსაჯულის წინაშე.
ტყის კაცს ჯიუტად არ სურდა ამის დაჯერება და ეგონა, სპეტაკი სული ჰქონდა.
დავათვრე ერთხელ ისიც და ჯიბროც, და მერე ჩამონგრეულ საყდარში გავყევი...
აუუჰ, ყმუილი მინდა ძუ მგელივით! ო, როგორ ვუყვარდიიი...
ამათ, ყველას იმიტომ ვუნდოდი, რომ სხეულს გამომრჩენოდნენ. ის კი არაფერს მოითხოვდა ჩემგან და რაგინდ უცნაურად მოგეჩვენოთ, სწორედ ეს იყო ყველაფრის მოთხოვნა.
ერთხელ, საყდარში რომ ვნებივრობდით, ჯიბრომ ჩამოიხედა ჩამონგრეული ჭერიდან. დაგვინახა. გამეცინა, შემოსულიყო, ეჩხუბა მაინც!.. არაფრად მიმაჩნია ამგვარი კაცუნა, ყველაფრის შეგუება რომ შეუძლია. როგორც მინდა, ისე გავატარებ. მომესურვება და ჩემს წინ ვახოხებ მუხლებზე.
იმის შემდეგ, რაც გაიგეს ჩემი და ტყის კაცის სიყვარულის ამბავი, შურისძიება გადაწყვიტეს ჯიბრომ და ჟანგომ. ვახოც მათ შეუერთდა, ვითომ იმ მიზეზით, რომ გაბრაზებული იყო ტყის კაცზე, შეშას რატომ არ მაჭრევინებსო. ჟანგო და ჯიბროც იყვნენ ამაზე აღრენილები, მაგრამ ძირითადი მაინც აი, რა მგონია: ჯიბრო და ჟანგო ჩემზე ეჭვიანობდნენ, ხოლო ეგ სადისტი ჩემი მაზლი კი – მარიამზე, რაღა დასამალია და, დიდი ხანია, რაც საყვარლად ჰყავს. ხალხში ჭორი გავრცელდა, ტყის კაცი გაიჩინა მარიამმაო და ამან გადარია ვახო.
ჯიბრომ და ჟანგომ თოკები წაიღეს, საყდარში შეიპარნენ და მძინარე ტყის კაცი გაკოჭეს. ამასობაში ვახომ ის დიდი მუხა მოჭრა. იქ მიიყვანეს გათოკილი დევკაცი, მუხის ძირზე დაუდეს ხელები და კარგად ვერ ვხედავდი თუ რომელმა დააჭრა მოტორიანი ხერხით. მერე იქვე დატოვეს სულთმობრძავი კაცი და თვითონ ვახოს მანქანით გაიქცნენ.
ო, როგორ მძულდა ისინი. ქალის სისუსტეს ვწყევლიდი. ვქვითინებდი. ფრჩხილებით ვფხოჭნიდი მიწას და ისე მივათრევდი გონდაკარგულ ტყის კაცს საყდრისკენ...
არა, მერე აღარ მივსულვარ. შემეშინდა, ყველამ გაიგო ეს ამბავი.
ეჰ, ჩემგან დაემართა იმ საცოდავს ეს უბედურება.
ამ ბოლო დროს ტკივილამდე ვგრძნობ, რომ უსუსური, საზიზღარი, ბილწი ქალი ვარ. ჩემი თავი მიყვარდა ძლიერ და დავღუპე კიდეც ტყის კაცი. ყველაფერი ჩემი ბრალია.
ახლა თქვენს წინაშე ჩემი სული გავაშიშვლე და ისე დაგენახვეთ. ალბათ, როგორ გეზიზღებით!.. მეც ასე ვარ, სარკეში ვეღარ ვუყურებ საკუთარ თავს.
როგორ არ მინდა, ჩემივე გესლმა რომ მომახრჩოს და ვხვდები, ჩემი აღსასრულიც ეს იქნება.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Thu Jan 31, 2019 10:17 am; edited 10 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyMon Mar 21, 2011 4:06 pm

მიხო მოსულიშვილი 1987_n10
Mikho Mosulishvili © Natela Grigalashvili's photo, 1987

მიხო მოსულიშვილი

ტყის კაცი
ნოველა

"ჩვენი ცხოვრებისთვის აუცილებელი იდეები ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინათ უთქვამთ; ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ცეცხლი ხელახლა მივუმატოთ".
აკუტაგავა რიუნოსკე


(გაგრძელება)


გიო

მე სოფლის მენახირე ვარ. ჰო, ტყეში გავიცანი. მოხუცის სახრჩობელასთან მინახავს ბევრჯერ, გამოვლაპარაკებივარ.
ტყე უყვარდა მეთქი, რომ გითხრათ, ტყუილი იქნება. ის უფრო დიდი რამ იყო მისთვის. ალბათ, ცხოვრება იყო, ჰო, ცხოვრება.
გაზაფხულზე, როცა ხასხასა მწვანე ნელი-ნელ იპყრობდა ტყეს, ფაფახა გორაზე მდგარ ძველ საყდარში მივაკითხე ტყის კაცს.
კვდებოდა.
ორივე ხელი იდაყვებში დაეჭრათ, თოკით გადაებათ და კისერზე ჩამოეკიდათ. გადაჭრილები ჭუჭყიანი ჩვრებით შეეხვია ვიღაცას, მაგრამ მაინც წვეთავდა სისხლი.
ტახტის ორივე მხარეს, საყდრის ხავსმოდებულ ფილაქანზე სისხლის გუბეები იდგა, რომლებსაც ორი გველი სწოვდა.
ტანჯვით გამიღიმა და მთხოვა, ფრთხილად მივახლოვებოდი, გველები რომ არ დამეფრთხო, კისრიდან მომეხსნა ხელები და წმინდა გიორგის გაცრეცილი ფრესკის ქვეშ რომ ლურსმნები ერჭო, იმაზე დამეკიდა. შევუსრულე თხოვნა.
ვუთხარი, გავიქცევი, ექიმს მოგიყვან მეთქი.
არ დამეთანხმა. თანაც რაღა აზრი აქვს, მალე მოვკვდებიო, მშვიდად მითხრა.
გავიკვირვე, რა დროს შენი სიკვდილია მეთქი.
ვიცოდი, ასეთ მთვარიან დღეს მოვკვდებოდიო, ისე მითხრა, ჩემი ნათქვამი არ გაუგია.
მთვარიანი დღე?.. არის ასეთი დღეებიც. ქვეყანას ხომ მზე აკაშკაშებს, თან ცაზე ფერმკრთალი მთვარეც მოჩანს. აქაურები იტყვიან ხოლმე, წმინდა გიორგი ურჩხულს დაეძებსო...
ჰოო, მერე ვკითხე, რა მოხდა, ამიხსენი მეთქი.
რასაც ხედავო, მითხრა. რა დროს ხუმრობა იყო!..
ეს ვინ ჩაიდინა მეთქი.
ურჩხულმაო, ისე სერიოზულად მითხრა, ვეღარ გავიგე: ხუმრობდა თუ ცოტა ურევდა.
რისთვის დაგაჭრეს მეთქი.
მუხას ჭრიდნენ მოხუცის სახრჩობელასთანო.
მერე დიდხანს ვდუმდით.
არაყი მომატანინა. მთელი ბოთლი შევასვი. გაბრუვდა. ტკივილი გაუყუჩდა. ბოდვა დაიწყო.
რაზე ლაპარაკობდა?
ხეებზე საუბრობდა. მათსავით დაუჩივლელი, მდუმარე სიკვდილი სურდა. მერე თქვა, დაბადების შემდეგ სულ იმას ვგრძნობ, რომ ვიღაც მომდევს და მომდევს, მე, რაც შემიძლია, გავრბივარ; მაგრამ, მგონი, ახლა წამომეწიაო...
კიდევ რას ამბობდა? ღმერთო, გამახსენე...
კიდევ ამბობდა, რომ მე ეგ ფრესკა ვარო, კი, წმინდა გიორგი და ურჩხული რომ ებრძვიან ერთმანეთს... ჰო, მე ეგ ფრესკა ვარო, კედელზე რომ ხატიაო. განა ან წმინდა გიორგი ან ურჩხული, არამედ ორივე ერთადო... თანაც არ დაივიწყოთ, რომ შუბს, რომლითაც ურჩხულს, იგივე ჩემს თავს ვკლავ, ბოლოში ჯვარი ახატიაო...
ერთბაშად მოვიდა გონს და დაეჭვებულმა მკითხა, ვისიმე სახელი ხომ არ მიხსენებიაო.
არა მეთქი.
მიყურა, მიყურა და დამიჯერა.
მთხოვა, რომ მიწა გამეთხარა საკურთხევლის გვერდით.
თხრისას სკივრი ვიპოვე. ავხადე თავი. ტომარა ამოვიღე გასანთლული, მოვხსენი თავი და შიგ ხუთი საერთო რვეული იყო.
ჩემს თვალწინ დაწვიო, ანდერძივით მითხრა.
სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიბენი. დამეწვა – ცოდვას დავიდებდი! არ დამეწვა და – უარესი ცოდვა იყო, მომაკვდავ კაცს ბოლო სურვილი როგორ არ უნდა შეუსრულო ადამიანმა?! ჰოოდა, დავანთე ცეცხლი...
აი, ამ ხელებზე დალია საწყალმა სული...
მე მოვახერხე იმ რვეულებიდან ერთი ფურცელი გადამერჩინა.


ტყის კაცი
(გიოს გადარჩენილი ფურცელი)

... და რომ ვაკვირდები სიღრმისეულად, მინდია და ნაგელი ჩემი უფროსი ძმები მგონია.
ახლა შიშზეც მოვყვები, ზემოთ რომ ვახსენე.
"წყლის კაპების ქვეყნიდან" მობრუნებული, სადაც რამდენიმე საუბარი მქონდა პოეტ ტოკთან, ვიმყოფებოდი პედაგოგიური პროვინციის, კასტალიის ქალაქ ვალდცელში, სტუმრად თამაშის მაგისტრ იოზეფ კნეხტთან. გაოგნებამდე მიმიყვანა მისმა საოცარმა მედიტაციებმა.
ამ მოგზაურობიდან დაბრუნებული ვეღარ ვწერ.
უცნაური შიში მაქვს სუფთა ქაღალდის.
სულ მგონია, რომ რასაც დავწერ, ცუდი იქნება. არ გამომივა.
და ვიტანჯები...
ეჰ, ნეტავ ასე შემძლებოდა წერა:
„მსგავს არს საწუთროჲ ესე კაცსა, რომელსა სდევდა პილოჲ ამრიზებული და მიაწყუდია იგი ჯურღმულსა საშინელსა და იხილნა ხენი, რომელსა ზედა აღხდა. და იხილნა კუალად ორნი თაგუნი, ერთი შავი და ერთი თეთრი, რომელნი სჭრიდეს ძირთა მათ ხეთასა, რომელთა ზედა აღსრულ იყო კაცი. და შთახედნა ჯურღმულსა და იხილა ვეშაპი, რომელსა აღემტკმო პირი და ეგულებოდა შთანთქმაჲ მისი. და აღიხილნა ზე და იხილა თაფლი მცირეჲ, რომელი ჩამოსდიოდა ხეთა მათ. და იწყო ლოკაჲ მისი, და აღარარა მოიხსენა განსაცდელი, რომელსა შთავრდომად იყო. ხოლო თაგუთა მათ ხენი იგი წარსჭნეს და კაცი იგი დაეცა და პილომან აღიტაცა და მიუგდო ვეშაპსა.
აწ, ძეო მეფისაო, პილოჲ იგი სახე არს სიკუდილისა, რომელი სდევს ძეთა კაცთასა, და ხენი იგი საწუთრო არს, და თაგუნი იგი დღენი და ღამენი, და თაფლი იგი საწუთროისა ამის სიტკბოება არს და შეაქცევს კაცსა გემოვნებაჲ საწუთროისაჲ. და დღენი და ღამენი აღსრულდებიან და სიკვდილი წარიტაცებს და ჯოჯოხეთის ვეშაპი იგი შთანთქამს. და ესე არს ცხოვრებაი კაცთაჲ“ („სიბრძნე ბალაჰვარისა“, თხრობაჲ მესამე).

დასასრული

1982 წელი

გამოქვეყნდა ჟურნალ "ცისკრის" დამატება "ნობათში", # 3-4, 1984 წელს.


დასასრული

1982 წელი

გამოქვეყნდა ჟურნალ "ცისკრის" დამატება "ნობათში", 1984 წელს.

study



მიხო მოსულიშვილი - ტყის კაცი

რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 15, 2015

რეჟისორი - ბადრი მიქაშავიძე
ხმის რეჟისორი - მარინა თევდორაშვილი
მუსიკალური გამფორმებელი - ლალი სეთურიძე

მონაწილეობენ: ნინო მამულაშვილი, დავით დვალიშვილი, აკაკი ხიდაშელი, ნინო კობერიძე, თემურ ნაცვლიშვილი, გივი ჩუგუაშვილი, გია ლეჟავა.

ჩაწერილია 1988 წელს.


მიხო მოსულიშვილი Tkis_k10


ამ მოთხრობის რუსული თარგმანი წავიკითხოთ:
* http://lito1.ru/text/50747
* http://samlib.ru/m/mosulishwili_m_a/chudolesnoeubitovesnoyu.shtml

Михо Мосулишвили: Чудо лесное убито весною.

Это прекрасная, мифическая и какая-то очень правдивая вещь, настолько прозрачная, что хочется смотреть сквозь нее, как сквозь бытие, через которое просачивается неземной свет. Ассоциации с сюжетом и персонажами Михо у меня почему-то строго философичные, хотя Михо не водит нас подобно, скажем, Тарасову, запутанными углами и равнодушными лабиринтами сотен экзистенциональных и "диалектическиматериализменных" учений, не скармливает в каждой строке по новой гениальной в своей ажурности мысли. Напротив, такие вещи кажутся мне далеки от живой философии, живущей в душе человека, пронизывающей каждое мгновение его существования, бесхитростного чувствования и быта. Михо Мосулишвили же можно назвать автором грузинской философской сказки "Чудо лесное убито весною". Родителем живых людей Вахо, Жанго, Тамты, в которых веришь, как в настоящих, не написанных. Это довольно большая редкость для любого современного писателя - создать персонажа, которого можно чувствовать, как будто это твой сосед или знакомый, живущий через дом.
Секрет, возможно, заключается в том, КАК написан "Чудо лесное убито весною". Есть такой роман-дилогия "Как все было" и "Любовь и так далее" британца (если не ошибаюсь) Джулиана Барнса. У Барнса я впервые столкнулась с приемом "допроса", когда персонажи предстают не искусственно нарисованными картинками, а раскрывают себя через живую речь со всеми ее недомолвками, ошибками, эмоциями, стилистическими погрешностями. В этом есть нечто магическое, ей богу. Чарующее. Читаешь - и не оторваться.
Один и тот же случай, один и тот же оригинальный сюжет глазами разных людей, с разными характерами и интересами, с разной историей. И все же никак не могла отделаться от воспоминаний о Барнсе в процессе чтения.

Редактор литературного журнала «Точка Зрения»,
Кэндис Ясперс – http://lito1.ru/avtor/Satory-chan

Idea


Last edited by Admin on Wed Apr 24, 2019 9:53 pm; edited 7 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyFri Sep 14, 2012 6:32 pm

მიხო მოსულიშვილი Leo_to10
The Graf ("count") Leo Tolstoy in Tbilisi, 1851

მიხო მოსულიშვილი

თბილისიდან ადევნებული მოჭრილი თავი
(ლევ ტოლსტოი)

1851 წლის 23 დეკემბერს მემკვიდრეობით გადმოცემული, აზარტული თამაშის ვნებას აყოლილი და ამით წამხდარი ფინანსური საქმეების გამოსასწორებლად უფროსი ძმის, ნიკოლაის მოწოდებით საიუნკრო გამოცდების დასაჭერად ტფილისს ჩამოსული ოცდასამი წლის ახალგაზრდა გრაფი ერთი აქაური ტრაქტირის საკუთარ ნომერში მისჯდომია მაგიდას და თავის ძმას, სერგეის ისეთ საბედისწერო წერილს სწერს, რომელიც ამიერიდან აღარ მოასვენებს სიცოცხლის ბოლომდე:
“თუ გინდა, კავკასიის ამბების ცოდნით დაიკვეხო, შეგიძლია თქვა, რომ შამილის შემდეგ მეორე პიროვნება არის ვინმე ჰაჯი-მურატი, რომელიც ამ დღეებში ჩაბარდა რუსების მთავრობას. ეს იყო პირველი მამაცი (ჯიგიტი) და მთელს ჩაჩნეთში სახელგანთქმული კაცი, რომელმაც ფლიდობა ჩაიდინა”.
უკვე მომდევნო წლის 23 აპრილს, როცა უკვე იუნკრად მიღებული ეს ახალგაზრდა ყიზლარის მახლობლად, მდინარე თერგის ნაპირზე მდებარე კაზაკურ სტანიცა სტაროგლადოვში მეოცე საარტილერიო ბრიგადის მეოთხე ბატარეაში ემსახურება ხელმწიფე-იმპერატორს და აჯანყებული შამილის დაღესტნის წინააღმდეგ იბრძვის, ქალაქ ნუხის (ახლანდელი ქალაქი შაქი აზერბაიჯანში) მახლობლად, გაქცევისას მოკლავენ ჰაჯი-მურატს და მის მოჭრილ თავს სახალხოდ ჩამოატარებენ ტფილისის სახაზინო თეატრში, სადაც თავშეყრილ ხალხში ჩვენი ახალგაზრდა გრაფის მომავალი მეგობარი, მწერალი ილია ნაკაშიძეც იმყოფება.
ჰაჯი-მურატის მოჭრილი თავი ლამის მთელი სიცოცხლე აედევნება არტილერისტს – სიზმარში თუ ცხადში; მთელი ცხოვრება შეეცდება მის დავიწყებას, მაგრამ მეთვრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ხუნძახში (ახლანდელ დაღესტანში) დაბადებული და შემდეგ ავარიის სახანოს ერთ-ერთი მმართველის, რუსული ჯარის წინააღმდეგ წარმატებით მეომარი შამილის უმამაცესი ნაიბის მოჭრილი თავი არა და არ დაეხსნება.
ამ ამბიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1904 წელს, სამოცდათექვსმეტი წლის უკვე სახელმოხვეჭილი მწერალი დაამთავრებს, შესაძლოა, თავის ერთ-ერთ უპირველეს შედევრს – ვრცელ მოთხრობა “ჰაჯი-მურატს”, სადაც იმ მოჭრილი თავის ასეთ აღწერილობას მეგობარი მწერლის, ილია ნაკაშიძის მიწვდილი ცნობის მიხედვით შექმნის:
“ეს თავი იყო გადაპარსული, თვალების ზემოთ გაგანიერებული თავის ქალით და შეჭრილი შავი წვერით და შეკრეჭილი ულვაშით, ერთი ღია და მეორე – ნახევრად მოჭუტული თვალით, ბოლომდე არდაჩეხილი თავის ქალათი, ცხვირზე შავად შემხმარი სისხლით. ყელზეც სისხლიანი სახვევი ეკეთა. თავზე მიყენებული ყველა ჭრილობის მიუხედავად, დალურჯებული ტუჩების წყობა ბავშვურ, კეთილ გამომეტყველებას ინარჩუნებდა” (ლევ ტოლსტოი, “ჰაჯი-მურატი”).
აი, ამის მერე მთავრდება თბილისში დაწყებული მოჭრილი თავის ამბავი 1912 წელს გამოქვეყნებული შედევრით; თუმცა, ვინ იცის, იქნებ არც მთავრდება და დღესაც გრძელდება?..

“ლიტერატურული პალიტრა” # 7 (46)
ივლისი 2008 წელი

:::


მწერლები ნატა ვარადა და მიხო მოსულიშვილი ქართულ მწერლობაზე საუბრობენ.
GeolibTV
Published on Apr 3, 2013

study


Last edited by Admin on Sat Aug 31, 2019 10:12 pm; edited 9 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyThu Apr 04, 2013 11:07 am

მიხო მოსულიშვილი Mikho_14

მიხო მოსულიშვილი

ჩიტივით თევზი

ამ ეზოში აუზია. შიგ ფოთლები ყრია. ცალ მხარეს თავგამოყოფილი მილიდან ჩხრიალით ჩადის წყალი.
ხავსმოდებულ წყალს თუ დააკვირდები, შეამჩნევ, რომ შიგ ორი თევზი დაცურავს.
ორი ქალი მოდის, ხნიერი და ახალგაზრდა.
იცი, ამ აუზში თევზები დაცურავენო, – ამბობს ახალგაზრდა.
წამოდი, აქ თევზებს რა უნდა, ჭუჭყიანიაო, – ეხვეწება ხნიერი.
მოიცა რა, მოდი, ვნახოთო, – უკვე აუზში იყურება ახალგაზრდა.
აბა, სად არიან აქ თევზებიო? – ხნიერიც წყალს ათვალიერებს.
იქნებ, ბაყაყები მაინც იყვნენო, – გაფაციცებით უყურებს აუზის ფსკერს ახალგაზრდა, – აი, აგერ, თევზი დავინახეო! – გახარებული უთითებს ხნიერს.
აბა, სადაო? – ეკითხება ჭაღარათმიანი და თან მე შემომხედავს ერთგვარი საბოდიშო ღიმილით.
აი, აგერ იქით მიცურავსო! – უხარია უცნაურად თვალებგაბრწყინებულ ახალგაზრდას, – ჩიტივით თევზიაო! ჩიტივით რომ არის, ხომ გინახვს ისეთი თევზებიო?!
კი, როგორ არ მინახავსო, – დაეჭვებულია ხნიერი და, – წამოდი, წავიდეთო! – ეხვეწება.
ის გაბრწყინებული თვალები ჩაუქრა ახალგაზრდას, თავჩაქინდრული მიჰყვება ხნიერს და ახლაღა ვამჩნევ, რომ საავადმყოფოს პაციენტების ფორმა აცვია, ზემოდან ხალათი მოუცვამს…
სულ დამავიწყდა, მეთქვა, რომ ეს აუზი თავისი ორი ერთნაირი თევზითა და იმ ქალებით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ეზოშია.

What a Face


Last edited by Admin on Tue Oct 15, 2019 2:04 am; edited 12 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptySun May 12, 2013 3:10 pm


„ჰელესას“ გამო
About Helessa (movie-novel) by Mikho Mosulishvili
Author presentation
Georgian Patriarchate Television Ertsulovneba
March 6, 2013

What a Face

მიხო მოსულიშვილი

ამბავი „ჰელესას“ გამოცემისა
(საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის კატალოგისთვის)

„ლაზები მოხდენილი ხალხია, თავზე დაუდევრად შავ-დოლბანდ წაკრულები, პირატებს გვანან, შავი ზღვის მთელ სანაპიროზე ცნობილნი არიან, როგორც კარგი მეზღვაურები და მეთევზეები“.
ჯონ დოს პასოსი, სტატიიდან „გასაბჭოებული კავკასია“, 1921 წელი (ეს სტატია შედის წიგნში: Orient Express, 1927)

ეპიგრაფად წამძღვარებული სიტყვები ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა ჯონ დოს პასოსმა ბათუმში ყოფნისას დაწერა. მეც სულ იმას ვფიქრობდი ხოლმე, ლაზებზე მომეყოლა რამე, როგორც უბადლო მეზღვაურებზე და თანაც კომუნისტების ზეობის ხანაში გავრცელებული იმ ყალბი მითის საწინააღმდეგოდ, რომ თითქოს ქართველებს ზღვასთან კავშირი არა გვქონია, ზღვას მტრულ სამყაროდ ვთვლიდით ვითომ.
თანაც სულ მახსოვდა ჯონ დოს პასოსის ექსპერიმენტული რომანი „მანჰეტენ ტრანსფერი“, გამოცემული 1925 წელს და მინდოდა, რამე ისეთი მეც გამეკეთებინა.
და ერთხელაც, 2011 წელს, ბათუმში ყოფნისას, იქაური სოფლები სარფი და გონიო რომ მოვიარე, ზღვის პირას ვიჯექი, თოლიების წივილს ვუსმენდი და უცებ თვალწინ წარმომიდგა მედეა, როგორც ზღვა, როგორც ზღვის სტიქია – წყნარი თუ მღელვარე, მაგრამ დიდი იდუმალების მომცველი, მოულოდნელი და ღრმა. ესაა მთელს მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული ქართველი ქალი და, ნეტავი, დღეს რომ ეცხოვრა, როგორ მოიქცეოდა მეთქი, - ისევ მიეხმარებოდა თუ არა იასონს ოქროს საწმისის წაღებაში.
ერთი წლის მერე უკვე მზად მქონდა ექსპერინეტული რომანი მედეას შესახებ, სახელად „ჰელესა, ანუ, ელი ელობდა, მელი მელობდა, ზღვა ფოფინობდა...“ (ლაზური საზღვაო კინორომანი, წარმოდგენილი ფელუკა `კირბიშის~ ბოლო მოგზაურობის ქრონიკებად, ანდა, თუ გნებავთ, ლაზი მხატვრის, ჰასან ჰელიმიშის გაცოცხლებულ ნახატებად).
კინორომანი „ჰელესა“ მრავალპლანიანი, მითო-რიტუალური სტილისტიკის ნაწარმოებია და ასახულია შავ ზღვაში ფელუკით მოგზაური ლაზი მკურნალების, კირბიშების თავგადასავალი, სადაც მთავარია ამ ოჯახის საიდუმლო წამლის რეცეპტის გადარჩენა. წიგნი ჩვეულებრივი რომანივით არ იკითხება, იგი შედგება 105 სცენისაგან, რომელთა გაცნობის შემდეგ მკითხველმა თავისი წარმოსახვით მხატვრული კინოფილმი უნდა „დაინახოს“. ამასთან, როგორც კინოსცენარის დაწერისას არის ხოლმე მირებული, ამ რომანისთვის სინოპსისიც დავწერე, რომელიც წიგნს დაერთვებოდა.
გამომცელობის ძებნაზე კი იმას ვიტყვი, რომ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ბოლოს არჩევანი „უსტარზე“ შევაჩერე, რომელიც ლიტერატურაში კარგად გაცნობიერებულ ქალბატონებს ეკუთვნოდათ და მედეა ჩემზე მეტად მათ უნდა ჰყვარებოდათ, წესით და რიგით. როგორც მერე აღმოჩნდა, არც შევმცდარვარ.
აი, ამგვარად წარვუდგინე ეს ნაწარმოები გამომცემლობა „უსტარს“ და მთავარი რედაქტორისა და დირექტორის მოწონების შემდეგ წიგნის გამოსაცემად მუშაობაც დაიწყო. გადაწყდა, რომ წიგნს თან დაერთვებოდა ლაზეთის დროშითა და რუკით გაფორმებული ბროშურა, სადაც რომანის სინოპსისი დაიბეჭდებოდა ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე (ამგვარი სინოპსისი წიგნთან სიახლე იყო ქართულ საგამომცემლო სივრცეში). დიდხანს ვფიქრობდით, თუ რა ნახატი უნდა ყოფილიყო წიგნის გარეკანზე. ჯერ ჰასან ჰელიმიშის რომელიმე ნახატი გვინდოდა, ბოლოს კი გადავწყვიტეთ, ნიკო ფიროსმანაშვილის გენიალური ნახატი „ზღვის სანაპირო ბათუმში“ გამოგვეყენებინა, რისთვისაც გამომცემლობამ საქართველოს ეროვნული მუზეუმისგან საავტორო უფლება შეისყიდა. წიგნის რედაქტირებაზე დიდი სიყვარულით იმუშავა მთავარმა რედაქტორმა, თამარ გელოვანმა.
მერე იყო სტამბა „ფავორიტი პრინტიდან“ მოტანილი წიგნის მაკეტი, ნამდვილი წიგნის ნახევარი ზომისა და მთლიანად დაბეჭდილი რომანით, რომელსაც დღესაც ვინახავ სახლში ამ წიგნზე მუშაობის დროის გასახსენებლად.
ყოველი წიგნის გამოსლა სიხარულია ხოლმე მწერლისთვის, მაგრამ „ჰელესას“ გამოსვლა უფრო მეტად იმიტომ მიხაროდა, რომ არც მე და არც გამომცემლობის თანამშრომლებს, დიზაინერ ლია სულაქველიძეს, დირექტორ თამარ ნაჭყებიას თუ სხვებს მონდომება და სიყვარული არ დაუკლიათ ამ წიგნისათვის.
მერე იყო ამ ნაწარმოების წარდგინება წიგნის მაღაზია „დიოგენეში“, კარგი მკითხველის გამოხმაურებები და მათ შორის, კრიტიკოს გიოგრი კაკაბაძის მშვენიერი წერილი „უცნობი საქართველო (მიხო მოსულიშვილის კინორომანის „ჰელესას“ გამო)“, რომელიც „ლიტერატურული გაზეთის“ 2012 წლის ივლისის ნომერში დაიბეჭდა.
2012 წელს გამომცემლობა „უსტართან“ არსებულმა ლიტერატურლმა სააგენტომ, რომელსაც თამარ ნაჭყებია მესვეურობდა, „ჰელესა“ წარადგინა ეფექტიანი მარკეტინგის ჯილდოს კონფერენციაზე (The Summit Marketing Effectiveness Award) ქალაქ პორტლენტში (ორეგონის შტატი, აშშ) ნომინაციაში: „მცირე ბიუჯეტი“, სადაც ამ წიგნს მიენიჭა ვერცხლის პრიზი, რაც იმითაც იყო განპირობებული, რომ პირველად ქართულ საგამომცემლო სივრცეში რომანს თან ერთვოდა სინოპსისი ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო ყდას კი ნიკო ფიროსმანაშვილის დიდებული ნახატი ამშვენებდა.
2013 წელს კინორომანი „ჰელესა“ გახდა ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტი ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“. ამავე წელს როანი წარდგენილი იყო კინოფესტივალ „ბერლინალეზე“ სექციაში „წიგნები ბერლინალეზე“.
2015 წელს თამარ ნაჭყებიამ გამომცემელთა ერთ-ერთ კონფერენციაზე გაიცნო კაიროს გამომცემლობა Safsafa Publishing House-ის წარმომადგენელი, რომელიც აპირებდა ამ რომანის გამოცემას არაბულ ენაზე, თუმცა მთარგმნელის მოძებნა გაძნელდა.
წიგნის გამოცემიდან ექვსი წელი გავიდა და ამ რომანზე ფიქრი არა მშორდება. ამიტომაც დავთანხმდი საწარმოო გაერთიანება „ლირა პროდაქშენის“ CPU Lira Production პროდიუსერისა და კინორეჟისორის ლალი კიკნაველიძის წინადადებას, რომ ამ რომანის მიხედვით შეგვექმნა მხატვრული ფილმის სცენარი.
წიგნებსაც ხომ თავიანთი ბედი და თავგადასავალი აქვთ, როგორც ადამიანებს და იმედი მაქვს, კიდევ ახალი ამბები გადახდება „ჰელესას“.

თბილისი,
2018 წლის 5 მაისი


Helessa (Trailer of movie novel)
Published on May 23, 2012


ABOUT 'HELESSA'​
By Mikho Mosulishvili, author

In his travelogue The Orient Express (1927) John Dos Passos writes about visiting Batumi and meeting the locals. He wrote that the Laz people were slender, wore bandana-like kerchiefs, looking a little like pirates, and were known along the Black Sea coast as good sailors and fisherman. I thought I could also write about them and their seafaring life, thus disproving the Soviet myth that the people of Georgia had no connection with the sea. In 2011 I was in Batumi and visited the small seaside resorts of Sarpi and Gonio. As a sat staring at the sea and listening to the saegulls, I pictured Medea as the sea – calm or stormy but always holding back a secret, unpredictable and deeply mysterious. She was one of the most famous women in Georgian history, but I wondered that she would have done if she lived today.
A year later I already had an experimental novel ready about the modern Medea – Helessa, Or the Azalea Azaled, the Fox Foxed, the Sea Rocked. The novel is multi-layer narrative written mythical and ritualistic style, telling of the adventures of the Kirbish Family who sail the Black Sea trying to save a secret medicinal recipe they have held for centuries. The novel consists of a hundred and five scenes which the reader is asked to imagine as a film. Being published true celebration for any author, but I was doubly happy because I was lucky to work with editor Tamar Gelovani, publishing house director Tamar Nachkebia, designer Lia Sulakvelidze, and others, all of whom spared no effort to make the publication appealing for readers. Now, six years later, I still think about the book, which is when Lali Kiknavelidze, the producer and director GPU Lira Production, suggested writing screenplay for a film based on my novel, I agreed. Just like people, book have their own destinies. I hope more adventures lie ahead for Helessa.

2018


***
About ‘Helessa, Or The Azalea Azaled, the Fox Foxed, the Sea Rocked… (a Laz maritime movie-novel, performed as a chronicle of the last journey of the feluka Kirbish, or, if you like, as an animated picture of the Laz artist, Hasan Helimishi)’ by Mikho Mosulishvili

From Publishing Catalogue for Frankfurter Buchmesse 2018 by CPBA (Georgian Publishers and Booksellers Association), A page # 64. -- https://issuu.com/gpbaofficial/docs/ilovepdf_merged

Links:
* https://mihobooks.wordpress.com/helessa/
* https://en.wikipedia.org/wiki/Helessa
* https://vimeo.com/64622117


ლიტერატურა ზაალ ჩხეიძესთან ერთად - სტუმარი მწერალი მიხო მოსულიშვილი

Biblusi • ბიბლუსი
Published on Aug 8, 2013

study


Last edited by Admin on Sun Mar 10, 2019 7:46 pm; edited 10 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyThu Jan 31, 2019 10:08 am

მიხო მოსულიშვილი Khazis11

მიხო მოსულიშვილი
„რაც „მოსულამ“ თქვა, მოსულა...“


სტუმარი: მიხო მოსულიშვილი - მწერალი; მთარგმნელი; დრამატურგი.
ჩართვა: ლელა ოჩიაური - ხელოვნებათმცოდნე.
წამყვანები: ეკა ტალახაძე და თამარ დადიანიძე.

„ხაზის რადიო“
6 აპრილი, 2015
10:00-დან 11:00 საათამდე
,,საზოგადოებრივი რადიო 1“


"ხაზის რადიო" 06.04.15 მიხო მოსულიშვილი


Georgian Public Radio
Published on Apr 6, 2015

სტუმარი: მიხო მოსულიშვილი - მწერალი; მთარგმნელი; დრამატურგი.
წამყვანები: ეკა ტალახაძე და თამარ დადიანიძე.

ბმული -
* https://youtu.be/R9605CT-H1g


გადაცემის სათაური აღებულია შემდეგი ავტოკაფიიდან:


მიხო მოსულიშვილი

მოსულა?
(ავტოკაფია)

„რაკი „მოსულამ“ თქვა, ესე იგი, მოსულა.
ლელა გაბური

რაც „მოსულამ“ თქვა, მოსულა...
რაც არ მოსულა, წასულა...
კისერიმც მოუტეხავსა,
შავი არი და ავსულა,
მაგის ამყოლის ჭკუაცა
გაპარულ-გადანავსულა.

10. 12. 2012



Arrow


Last edited by Admin on Tue Oct 15, 2019 2:03 am; edited 22 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyTue Mar 05, 2019 12:39 am

მიხო მოსულიშვილი Munsht10

მიხო მოსულიშვილი

მიხვედრის პარაბოლა,
ანუ
„მსურს მომიხმობდე, სანუკველო, სამარადისოდ“


1798 წლის 20 ივლისს ფრანგული კორპუსის წინ მამელუკთა ლაშქარი და გიზას სამი პირამიდა წამოიმართება. ახალგაზრდა კორსიკელი გენერალი, რომელიღაც რომაელი იმპერატორის გამომეტყველებით, თვალს გაუწვდენს ყველაზე მაღალ, ფარაონ ხეოფსის პირამიდას, შიშისმომგვრელი იდუმალებით რომ სდარაჯობს თავის გამოცანას და ნირწაუმხდარი ხმით შესძახებს: "ჯარისკაცებო! ამ პირამიდების სიმაღლიდან ორმოცი საუკუნე გადმოგვყურებს!"
როგორც უკვე მიხვდით, ეს ნაპოლეონ ბონაპარტეს ფრთიანი გამოთქმაა, რომლის პერიფრაზირება ეგვიპტური ხელოვნების მეტიწილი ნიმუშების ნახვისას შეიძლება და, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუკი ბერლინის მუზეუმში დაცულ დედოფალ ნეფერტიტის, "ქვეყნიერების დედოფლის" შეღებილი კირქვის ორმოცდათერთმეტი სანტიმეტრის სიმაღლის სკულპტურას ვნახავთ, თუნდაც რეპროდუქციებზე. დიახ, ამ ქანდაკებიდან ოცდათოთხმეტი საუკუნე შემოგცქერის.
ნეფერტიტს ლურჯად შეღებილი სამეფო ტიარა ახურავს. მისი სახის სინატიფე და ქალურობა, მშვენიერ თვალებში აბრწყინებული ღრმა განცდათა სიცინცხალე, ოდნავ გაღებული ნაზი ტუჩები, ბუნებრივი და დიდებული თავდაჭერა, მეფური ბრწყინვალება და ის სასურველი სულიერი თავისუფლება, გამოუცნობ იდუმალებაში რომ დაუდვია ბინა, ჩვენს სულს პირველქმნილი ბედნიერებით აღავსებს და ოცნებებში წარიტაცებს.
ამ ნამუშევარზე თქმულა, რომ იგი ყველაზე მშვენიერია ქალთა იმ გამოსახულებიდან, რაც კი კაცობრიობას აქამდე შეუქმნია. პორტრეტული მსგავსება სრულ თანხმიერებაშია სრულყოფილსა და დასრულებულ-ჩამოყალ¬იბებულ, მკაცრ სტილთან. ეს უბრალო ასლი კი არ არის ნატურიდან ანდა მარტოოდენ განყენებული სტილიზაცია ან სქემატურობა, არამედ ორივე ერთად თანაარსებობს შეუთავსებელთა შეთავსების სასწაულებრივი და დაუწერელი კანონით და გამომსახველობითი ოსტატობის გაუგონარი და ლამის თავზარდამცემი მწვერვალია. ისეთი მწვერვალი, ერთ მახვილგონიერ კაცს რომ ათქმევინა - დედოფალ ნეფერტიტს რომ ოდნავ გრძელი ან მოკლე ცხვირი ჰქონოდა, დღეს ჩვენი ცივიზიცია სულ სხვანაირი იქნებოდაო.
ამ სკულპტურის გენიალური შემოქმედი თუთმესია, რომლის სახელოსნო პატარა სოფელ ტერ-ამარნაში აღმოაჩინეს. სწორედ აქ მდებარეობდა თებედან გადმოტანილი დედაქალაქი აჰეტატონი, "მზის ქალაქი", რომელიც ქრისტეშობამდე მეთოთხმეტე საუკუნეში ააგო ფარაონმა ამენჰოტეპ მეოთხემ, შემდგომში ეჰნატონად სახელდებულმა; სწორედ ამ ძლევამოსილმა მმართველმა, ვინც მრავალღმერთიანობა გააუქმა, მზის ღმერთი ატონი გამოაცხადა ერთადერთ ღმერთად, დანარჩენ ღვთაებათა ტაძრები დაკეტა და მომძლავრებულ ქურუმთა ძალაუფლება დაამხო. ადამიანთა შორის კი მხოლოდ ნეფერტიტს ემონებოდა ეს მკაცრი ფარაონი...
ამ რელიგიურ-პოლიტიკურ სიახლეს მეტი გასაქნი უნდა მიეცა ხელოვანთათვის და ასეც მოხდა: ამარნულ ხელოვნებაში (საისის, ანუ ახალი სამეფოს ეპოქა) მეტი მოძრაობაა, მეტი ლირიზმი, მეტი ბრწყინვალება, გნებავთ სულიერება თუ ინტიმურობა, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ზოგადეგვიპტური სტილიზაციის ჩარჩოებშია მოქცეული, რაც მეტად ნიშანდობლივი მოვლენაა - ძველეგვიპტელი შემოქმედი არ გაურბის ზოგად სქემას, მაგრამ მის სიღრმეში აღმოაჩენს ახალსა და თავისთავადს.
როგორც არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, იმდროინდელი მოქანდაკეები პორტრეტებს ქმნიდნენ თაბაშირის ნიღბით, რომლებსაც ცოცხლებსაც უღებდნენ და მკვდრებსაც. ასევე ხდებოდა თუთმესის სახელოსნოშიც, სადაც აღმოაჩინეს დედოფალ ნეფერტიტის დაუმთავრებელი პორტრეტული ეტიუდი, ამჟამად ისიც ბერლინის მუზეუმშია დაცული და ლურჯტიარიან საბოლოო სკულპტურას თუ შევადარებთ, ვერაფრით ვიტყვით, რომ ვარიაციასთან გვაქვს საქმე, იმდენად დამოუკიდებელი და სრულყოფილი ჩანს. თუმცა თუთმესმა უკეთ იცოდა თავისი საქმე, ვიდრე ჩვენ აქედან შეიძლება მივხვდეთ. როგორც ჩანს, სწორუპოვარი ოსტატი ნატურიდან მუშაობდა და ეტიუდიდან ეტიუდამდე, ლამის დაუსრულებლად სრულყოფდა ქვეყნიერების დედოფლის მომნუსხველსა და მომაჯადოებელ ხატებას, ანუ იმის გამოხატვა ეწადა, რომ ნეფერტიტის მშვენიერება ზეციდან იყო მოსული.
რაც ამ ორ სკულპტურაზე ვთქვი, იგივე უნდა გავიმეორო აჰეტატონის, იგივე "მზის ქალაქის" სამეფო დარბაზის მოხატულობაზე, რომლის ერთ ფრაგმენტში ფარაონ ეჰნატონისა და დედოფალ ნეფერტიტის ორი ქალიშვილია გამოსახული. ისინი მუთაქებზე სხედან დედ-მამის ფეხებთან და თამაშობენ. დიდი სიმშვიდითა და ჩუმი სიხარულით სუნთქავს ეს ერთი შეხედვით სქემატური კომპოზიცია. ამ მოჩვენებითი ერთფეროვანი სტილიზაციის მიღმა ორი პატარა გოგონას ცოცხალი ხასიათებია დაჭერილი. ამ ნახატის შემხედვარემ როგორ არ უნდა მოიგონო ჩვენი გენიალური ნიკო ფიროსმანაშვილი, რომლის ნამუშევრებსაც ახსოვთ და ჩვენც გვაგონებენ ძველეგვიპტურ შედევერბს.
მოკლედ, ძველეგვიპტელი ნებისმიერი ხელოვანის ფორმულა, იქნება ის მოქანდაკე თუ მხატვარი, უცვლელია - მოჩვენებითი სქემატურობა ჰარმონიულად უთავსდება შემოქმედის სუბიექტურ ხედვას.
ეს რომ პოეტის შემთხვევაშიც ასეა, ქვემოთ დავინახავთ.
ჩვენთვის უცნობი მწერლის დაწერილი უნდა იყოს ნეფერტიტისადმი მიძღვნილი ლექსი, რომელიც ფარაონ ეჰნატონის სამარხზეა ამოტვიფრული; ისიც ზემოაღწერილ სკულპტურებსა და ნახატს ჰგავს - მკაცრი სქემის მიღმა უნდა დავინახოთ ნამდვილი, მარად წარუვალი სიყვარული.
სწორუპოვარი თუთმესისა არ იყოს, ალბათ, იჯდა ჩვენთვის უცნობი მწერალი ფეხმორთხმით, სწორედ ისე, როგორც ეს ლუვრში დაცულ მჯდომარე ქანდაკებაშია და რომელსაც თვალებად მთის ბროლი უზის (მესამე ათასწლეულის შუახანები ქრისტეშობამდე), ფიქრისგან რომ ლამის მართლა მთის ბროლად გადაქცეოდა თვალები და პაპირუსზე გამოჰყავდა იეროგლიფები, ნიმუშიდან ნიმუშამდე სრულყოფდა ნეფერტიტისადმი მიძღვნილ ლექსს, რომელიც კონკრეტულობას უნდა არიდებოდა და მარადიული სიყვარულის ჰიმნად ქცეულიყო, სიკვდილიც რომ ვერ სძლევდა და ნებისმიერ ქალს მიუძღვნიდა ტრფიალებით გულგასენილი კაცი.
ნუ გაიკვირვებთ, თუკი ვიტყვი, რომ ინჩი-ბინჩი არ გამეგება ლექსისა, მაგრამ რატომღაც ავიკვიატე - ნეფერტიტისადმი მიძღვნილი ლექსის ქართულად გარდათქმა უნდა შევძლო მეთქი. რამდენი ვუტრიალე, რანაირი საზომი თუ რიტმი აღარ მოვსინჯე, მაგრამ ვერც ერთი ვერ მოვარგე. ის იყო, ხელის ჩაქნევას ვაპირებდი, რომ რაღაც მიკარნახა ინტუიციამ. დავჯექი და თოთხმეტ მარცვლიანი ლექსით ვთარგმნე. დავხედე და მგონი, მოვიხელთე თუ დავიჭირე ძველეგვიპტური ლექსის ბუნებრივი ქართული ჟღერადობა. კიდევ ბევრი ვარიანტი რომ მქონდა გასაკეთებელი, ეგ არაფერი, მთავარი ნაპოვნი იყო.
მეც თუთმესივითა თუ იმ უცნობი მწერალივით ნიმუშიდან ნიმუშამდე გავმართე ეს ლექსი და საბოლოოდ რომ გადავიკითხე, მაშინღა დავფიქრდი, - ეს რა გავაკეთე მეთქი. უფრო დაჟინებით რომ დავაკვირდი, ჩემი თარგმანიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის ხმა შემომესმა. ხომ არ მეჩვენება მეთქი, კიდევ დავაყურადე, გაოცებულმა ვუსმინე და ეტყობა, არა ვცდებოდი.
გადავშალე ბარათაშვილის კრებული და ვცადე იმ ძველეგვიპტელი მწერლის მთის ბროლივით სუფთად გამოკრისტალებული თვალებით დამენახა მისი ლექსები. ამ მცდელობის შემდეგ ისეთივე გაოგნებული დავრჩი, როგორც ნეფერტიტის ქანდაკებამ დამცა თავის დროზე თავზარი.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსთა უმეტესობა ისეთია, დარწმუნებული ვარ, რომ ის მთის ბროლივით უცნობი მწერალიც სიამოვნებით მოაწერდა ხელს. აგერ, მაგალითად, - "რად ჰყვედრი კაცსა, ბაოვანო, პირუმტკიცობას?", შესრულებული სწორედ ძველეგვიპტური ხელწერით - ზოგადი სქემატიზმის მიღმა და მასთან თანხმიერებაში მოძებნილი უძლიერესი კავშირი მარადისობასთან. ასეთივეა "საყურე" თუ "მერანი", "ხმა იდუმალი" თუ "სული ობოლი", რომელი ერთი ვახსენო...
აი, თუ გნებავთ, "ღამე ყაბახზედ" ავიღოთ; უფრო სწორად, ამ ლექსის ბოლო ათი სტრიქონი, რომელიც, ალბათ, პოეტმა თავის "ნეფერტიტს" - ეკატერინე ჭავჭავაძეს უძღვნა 1836-1841 წლებში, ზუსტი თარიღის დასახელება არ ხერხდება.
სწორედ ამ სტრიქონებს გთავაზობთ იმ უცნობი მწერლის ნეფერტიტისადმი მიძღვნილი ლექსის ჩემეული თარგმანის გვერდით და თავად დააკვირდით. აქ მხოლოდ იმასღა შევნიშნავ, რომ სათაურები პირობითად ჩემი შერქმეულია.

ნეფერტიტისადმი
(ამოტვიფრულია ფარაონ ეჰნატონის სამარხზე, თარგმნა მიხო მოსულიშვილმა)

ო, რარიგ მიყვარს შენი სულთქმის მწველი სურნელი
და ვარ ყოველდღე მაგ მშვენების მიწყივ მსურველი.
ო, რარიგ მინდა, სულ ვისმინო ეგ ხმა საამო,
რომ მონარნარებს, ვით ჩრდილოის ქარი საღამოს.
ჭაბუკად მაქცევს სიყვარული შენი, მწყაზარო.
მომეც ხელები, შენი სული რომ მოვიხელთო,
მისით ავივსო, შიგ შევსახლდე და მოვისვენო.
მსურს, მომიხმობდე, სანუკველო, სამარადისოდ.
დარდი კი მეტყვის - შენ სატრფო აქ არ არისო.


Exclamation

სატრფოსა ქალსა
(ამოღებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსიდან "ღამე ყაბახზედ")

"დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც მოდები
ვერ მომიშლიან თქვენსა ხსოვნას და ვერც დროები!"
ამა სიტყვაზე ვარდი ღაწვთზედ მყის აეფურცლა,
ამ დროს ნიავმაც თეთრი კაბა მიმოუქროლა
და ბუდეშური მის ფეფები ლამაზად მოჩნდა,
რომელთ სიამით ცნობა ჩემი წარიღეს თვისდა.
ამ დროს მთოვარემც შუქი თვისი მისტეხა ბროლსა,
რომელმან შვება სილამაზით ჰფინა ჩემს გულსა,
მაგრამ სხვა მუნით მიიხმობდა სატფრფოსა ქალსა,
რომელი მყისვე მიეფარა, ნათელი - თვალსა.


2000

ბმული:
* http://www.bu.org.ge/x533?lang=geo


What a Face

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Wed Mar 20, 2019 9:52 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyFri Mar 15, 2019 4:11 pm

მიხო მოსულიშვილი 19-06-10

მიხო მოსულიშვილი

„ალლოპლანტი“

ახლა ის უნდა მოგიყვე, გუშინწინ ღამით რომ ერთი ფეთიანი ამბავი შეგვემთხვა. შეიძლება, დაგაინტერესოს და დაწერო კიდეც... აბა, სულ იმ ვიღაც ნაომარ ძველბიჭებზე ხომ არ უნდა მოგვიყვე ხოლმე?

ამ ჩემს ქალიშვილს ხომ ადრინდელი ამხანაგებიც ჰყავს, სამედიცინო აკადემიიდან. ჰოდა, იმათში არის ერთი შალვა მარქარაშვილი, შვილი ტაგანროგში თუ სიკტივკარში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტისა, რომლის მეტსახელია ხანდახან „დომინო“, მაგრამ ძირითადად „მაკინტოში“.

ჰოდა, ეს ჯგუფელები „სასაცილო“, ანუ „შეკეთებულ“ სიგარეტებსაც ეწევიან და არც დიაბეტიკების ნემსით ნარკოტიკის შეშხაპუნებაზე ამბობენ უარს. მათ წრეში ვინც ტრიალებს, ხომ იმათებური უნდა იყოს. აი, მაგაითად, ამ ჩემი მარის ადრინდელი ჯგუფელი, თათა ნოდია დაიმეგობრეს და ის თათა ნოდია უკვე იმ სასაცილო სიგარეტებსაც ეწევა ჩუმ-ჩუმად და თუკი სახლიან მთელი ღამით ამხანაგებთან გაშვებაზე დაითანხმა მშობლები, არც ხომ ნარკოტიკს მოიკლებს და საყვარლადაც ჰყავს შალვა მარქარაშვილის ძმაკაცი, დათკა ბუაძე.

შალვა მარქარაშვილი ხშირად აწყობს ხოლმე მეგობრულ შეხვედრებს თბილისშიც, სადღაც მეიდნის ახლოს მდებარე სახლში და აგრეთვე მცხეთის აგარაკზეც, სადაც მთელი ღამით უყვართ წასვლა და მეორე დღის საღამოს ჩამოდიან.

მარი დაუმეგობრდა ამათ, მაგრამ ამათ წრეში მაინც თეთრი ყვავივით არის, რადგან დამოუკიდებელია და თან აკრიტიკებს კიდეც - თათა ნოდია რომ წავიდა ნიდერლანდებში, დათკა ბუაძემ და შალვამ ასწავლეს, რომ ჯერ პასტა გამოეშვა კბილის პასტის ტუმბოდან, მერე მარიხუანა წვრილად დაეხვია, ცელოფანში გამოეკრა ჰერმეტულად და იმ დაცლილ კბილის პასტის სათავსოში შეეცურებინა. მერე შიგ ისევ კბილის პასტა შეეშვა და ასეთი რამდენიმე ცალი წამოეღო, რადგან არ არსებობს ქვეყანაზე მებაჟე თუ გერმანული ნაგაზი ანდა კოკერსპანიელი, რომელიც იმ მარიხუანას იპოვნის.

მართლაც ასე ჩამოიტანა თათა ნოდიამ ნიდერლანდებიდან მარიხუანა. მერე მარის შეხვდენენ და ეს ამბავი დიდი სიამაყით გაუმხილა შალვამ. მარიმ უთხრა, მასეთი რამის გაკეთება როგორ შეიძლება, რომ გაეგოთ, ხომ ციხე უკან დარჩებოდა იმ საწყალ თათასო.

ამ ბოლო ხანებში ეს თათა სულ ურეკავდა მარის და ეუბნობოდა, მცხეთაში წამოდი ღამე დარჩენით შალვა მარქარაშვილის აგარაკზე, ჩვენი კუტოკი ვიკრიბებითო.

მარის ძალიან უნდოდა წასვლა, დედამისს ედავებოდა ხოლმე - მთელი ღამით გამიშვი წყნეთშიო. დედამისი ეუბნებოდა, - ერთი საღამო გაგიშვებ, მაგრამ მთელი ღამე - ვერაო. მაშინ, საერთოდ არ მინდა იქ წასვლა, ერთი ღამით გამიშვიო. იქიდან არავინ მოდის, ვიღას უნდა გამოვყვე იმ შუაღამისასო. ვერ გაგიშვებო, - დედამისი ეუბნებოდა. ეს ლაპარაკი მე მესმოდა და მახსოვდა.

აი, ასეთი წინაისტორია აქვს ამ ამბავს.

ჰო, არ დამავიწყდეს, შალვას ჰყავს დედა, საკუთარი კოსმეტიკური სალონი აქვს და ბოლო მოდელის BMV-თი დაიარება. ჰყავს მომხიბლავი, პრიალათვალებიანი დეიდაც, ნატალი, რომელიც აქაური ტოპ-მოდელების წრეში ტრიალებს და თან პოდიუმებზეც გამოდის ხოლმე, თუ კაი გუნებაზეა. იმისი კაი გუნება კიდევ თბილისში ელიტარულ ნარკოტიკად შემოტანილი კოკაინისგან არის ძირითადად და ისე, არც სუბუტექსს იწუნებს მაინცდამაინც, ოღონდ პატარა დოზებით.

ჰოდა, გუშინ საღამოსაც მარი თავის მეგობარ ნატუკასთან ერთად ვაკის რომელიღაც კლუბში წავიდა, თერთმეტი ხდებოდა.

ცოლს ვუთხარი, - ნატა, ასე გვიან რატო უშვებ მეთქი.

და, - ახლა იხსნება ყველა კლუბი, შინ ხომ არ გამოვკეტავო.

ჯანდაბას...

მოკლედ, წავიდა.

ვზივარ ჩემს მაგიდასთან და სანამ ფუტბოლი დაიწყება, ერნსტ რიფგატოვიჩ მულდაშევის „ღმერთების ქალაქის ძებნაში“-ს პირველ ტომს ვკითხულობ, რომელსაც წინაპრების ტრაგიკული გზავნილი“ ჰქვია. მოსკოვიდან გამომიგზავნა ვალოდიამ, - ჩემმა იქაურმა ჯგუფელმა, კოლეგამ და მეგობარმა, უფრო სწორად, ვლადიმირ ანდრეევიჩ ზიმამ, - მე მთლად ჭკვაში არ მომდის, მაგრამ შენ გადახედე მაინცო.

ეს მულდაშევი ისეთი მსოფლიო მასშტაბის სწავლულია, რომ იმისი ტიტულების ჩამოთვლას რამდენიმე გვერდი არ ეყოფა. მედიცინაში ახალი მიმართულების, რეგენერატიული ქირურგიის ფუძემდებელია, ანუ ადამიანის ქსოვილებს ”გამოზრდის“ ხოლმე. თვალის ტრანსპლანტაციაც პირველად მან გააკეთა.

პროფესორი მულდაშევი აღიარებს, რომ ჯერჯერობით ბოლომდე ვერ ჩასწვდომია თავისი მთავარი გამოგონების - ბიომასალა „ალლოპლანტის“ არსს, რომელსაც გარდაცვლილი ადამიანის ქსოვილებისგან ამზადებს და მერე ეს ქსოვილები სხვა ცოცხალი ადამიანის ქსოვილების რეგენერაციას უწყობს ხელს. ამიტომ მიმართავს რელიგიის საფუძვლებს და ეზოთერულ ცოდნას. ხუთი სამეცნიერო ექსპედიაცია მოაწყო ჰიმალაებში, ტიბეტში და ეგვიპტეში...

ვკითხულობ და თან ისიც მესმის, რომ ჯერ ნატას დაურეკა მარიმ, თორმეტის ნახევარზე, - შალვა მარქარაშვილი და იმისი მეგობრები შემხვდნენ ლუდის ბარში, შალვა მარქარაშვილის სახლში მეპატიჟებიან, ნატუკას გავაცილებ და გავყვებიო. კარგი, გაყევი, ოღონდ მალე მოდიო, ნატამ. ეს დავიმახსოვრე.

გულგახეთქილი განვაგრძობ ამ მულდაშევის წიგნის კითხვას - კაცი გაიძახის, - ადამიანების ამპარტავნობა, ანუ ღმერთთან თავის გატოლება ძალიან რომ მოიმატებს დედამიწაზე, ღმერთი არიული (ესე იგი, ყველა თანამედროვე და არა მხოლოდ გერმანული) კაცობრიობის განადგურებას გადაწყვეტს ისევე, როგორც მანამდე გაანადგურა ცივილიზაციები: ანგელოზისმაგვარი ადამიანებისა, მოჩვენებისმაგვარი ადამიანებისა, ლემურიელებისა და ატლანტებისაო. ჰოდა, ამ საშინელ ამბავს რომ გადაწყვეტს უფალი, აიღებს და ჩრდილოეთის პოლუსს 6666 კილომეტრით გადასწევს მაინცდამაინც ამერიკისკენო (რუსეთისკენ რატომ არ უნდა გადმოწიოს, - ამაზე არაფერს ამბობს!) და აი, მაშინ დაიწყება მთელი რიგი უბედურებებისაო; ჯერ ერთი, მთელ დედამიწას ერთი კილომეტრის სიმაღლის ტალღა გადაუვლის და ყველაფერს დაანგრევსო; მერე მიწისძვრები დაიწყება, ვულკანები ამოხეთქავს, უღრმესი ნაპრალები გაჩნდება და ვინც გადარჩება, ისინიც განადგურდებიანო. ხმელეთიდან ჰიმალაი-ტიბეტი და ალტაი-პამირის მიმდებარე ალაგები დარჩებაო და საქართველოს ადგილზე კავკასიონის მწვერვალებიღა იქნება კუნძულებადო, მერე რამდენიმე ასეული წელიწადი გამყინვარება იქნება, სანამ სქელი ყინულით არ დაიფარება მექსიკა-ამერიკა-კანადის ტერიტორიაო. მაგრამ ტიბეტის ქვეშ ღმერთების ქალაქიაო და იქ შემოინახავს ღმერთი კაცობრიობის უკეთეს ნაწილს და მილიონი წლების მერე, კარგი პირობები რომ დადგება, ისევ კლონირებას გაუკეთებს და უკეთეს ადამიანებს აღადგენსო...

ვაა, შენ რა გითხარი ვალოდია, ეს რა წიგნი გამომიგზავნე?! და ეს ფეხბურთიც რომ აღარ დაიწყო რა...

არც ჩემს მეორე მეგობარს, გურაშა თვალჭრელიძეს მოსწონს ეს წიგნი და რაკი გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორიც გახლავთ, თავისი კუთხით აკრიტიკებს კიდეც - ამ პროფესორ მულდაშევს ელენე ბლავატსკაიას „საიდუმლო დოქტრინა“ ამდენი რომ არ ეკითხა და ცოტა გეოლოგიაშიც ჩაეხედა, ხომ ეცოდინებოდა, რომ ეს მაგისი აკვიატებული ტიბეტიც და ჰიმალაებიც ვერ გადარჩება, კონტინენტები მოძრაობენ და სულ სხვაგან იქნება რამდენიმე მილიონი წლის მერე მთებიო...

აი, ამეებს ვფიქრობ და ნატამ გადაურეკა მარის, თორმეტი საათისკენ, - რა ქენი, ჩიტო, მიხვედი მარქარაშვილთანო?..

ჰო, დედა, ახლა მივედითო, - მარიმ უთხრა, - აი, ტელეფონის ნომერი ჩაიწერე, აქ ვიქნებიო.

და ნატამაც ჩაიწერა ტელეფონის ნომერი - შვიდი-შვიდი, სამი-სამი და ექვსი-ექვსი. თან დაუბარა, - აბა, შენ იცი, დიდხანს არ დარჩეო. ვითომ “ბლატნოი“ ნომერია, მაგრამ სამი-სამი და ექვსი-ექვსი ძალიან საშინელი რიცხვები ყოფილა პითაგორას მიხედვით...

ჰო, კარგი, პაკაო, - უთხრა მარიმ და გაუთიშა მობილი.

- თუკი ვაკის რომელიღაც კლუბში წავიდა, ლუდის ბარში რაღა უნდოდა?

რა ვიციო, - მხრებს იჩეჩავს ცოლი.

ვაგრძელებ ერნსტ რიფგატოვიჩ მულდაშევის წიგნის კითხვას, პირველის თხუთმეტი წუთია და ნატას მობილური ისევ წკრიალებს.

დიდად აღარ მივაქციე ყურადღება - ნაწყენი ვარ, რა უნდა ღამით ლუდის ბარში?..

- ვაიმე, შვილო! - იკივლა ნატამ, - რა იყო, დედა, რა მოგივიდა?

მობილური გაეთიშა.

- ვაიმე, მიშველე კახა! მარიმ დამირეკა, „მიშველე, დედა, ავად ვარ!“. ჩქარა, რაღაც ამბავია!..

კახა მე ვარ და რაღა დროს მულდაშევი და წუთი-წუთზე დასაწყები ფუტბოლია!..

წამოვხტი მაშინვე, საგარეო შარვალი ამოვიცი მხოლოდ, ზემოთ ტილოს ლურჯი სპორტული მეცვა და პირდაპირ იმაზე გადავიცი შავი, უსახელო ჟილეტი.

კიდევ დარეკა ნატამ, მაგრამ მარის უკვე ენა ებმოდა - ასე იძახის: „მიშვეე, დეე...“ მეტს ვეღარაფერს ამბობსო.

კიდევ დარეკა ცოლის მობილურზე და ისევ გაითიშა.

- სახლის ტელეფონზე დაურეკე მეთქი! - ვუყვირე.

დარეკა.

- მარქარაშვილის ბინაა? მარის დედა ვარ. ჩქარა, მითხარით მისამართი, თუ არადა, პოლიციით მოვდივარ!..

ამისი თქმა იყო და რამდენიც არ დარეკა ნატამ, იმდენი გაუთიშეს.

ამასობაში მზად ვიყავი.

ახლა მე დავიწყე რეკვა და სახლის ტელეფონს აღარავინ იღებდა.

ნატა კი იცმევდა და მოსთქვამდა - ვაიმე, მომიკლავენ ჩქარა, კახა, ჩქარაო.

გავრბოდით ბავშვთა საავადმყოფოსკენ, თან ნატას ვუყვიროდი:

- იმათი სახლის ტელეფონი აესე გეჭიროს ორ თითში და როგორც კი მოგთხოვ, მაშინვე მომეცი! სად უშვებდი, რო უშვებდი?! ღამის კლუბი მე მომატყუეთ, თორემ ხომ იცოდი, რომ ლუდის ბარში მიდიოდა?!

- კარგი, თავი ხომ არ უნდა მომაკვლევინო, შევცდი ერთხელ! - ტიროდა ნატა.

თან დარეკვას ვცდილობდი, მაგრამ მარის მობილი ითიშებოდა. აშკარად ვიღაც უთიშავდა.

ჰო, ასე იყო - დაირეკებოდა ნატასთან და ტირილნარევი ხმით დაიწყებდა ჩემი ცოლი - „რა იყო, დედა, მისამართი მითხარი, მისამართი. ქუჩა, ქუჩა მითხარი!..“

„ქუუჩა... ქუუჩა“, - მიუგებდა ენადაბორკილი მარი და ისევ უთიშავდა ვიღაცა.

ასე მივირბინეთ სახანძროს უკანა ეზომდე, იქ ვაჩერებ ხოლმე ჩემს მანქანას ღამეში მანეთად, სახლთან ვერ ვტოვებ, „ოპელებზე“ ხომ სარკეებს იპარავენ.

თან ბენზინი წითელანთებული იყო, სასწრაფოდ უნდა ჩამესხა. არც ყარაულების მანეთ-მანეთი მქონდა მიცემული.

ნატას ორმოცდაათი ლარი ჰქონდა ნასესხები და ის წამოიღო.

გამოვაქროლე გიჟივით მანქანა, სარაჯიშვილის აღმართიდან ჩამოვიარე, რუსთაველზე გამოვედი, დავუხვიე ელბაქიძეზე და ქვემოთ დავუყევი, „ლუკოილში“ ბენზინის ჩასხმის დრო აღარ იყო. იქვე ჩავასხი და ძნელაძეზე გავვარდი, მთაწმინდის რაიონის პოლიციაში.

შევქროლდი ეზოში, გადმოვხტი, შევირბინე შენობაში, მაგრამ იქ არავინ იყო. დავრბოდი დერეფნებში, მთელი ხმით ვღიალებდი, მაგრამ არავინ გამოსულა. მერე გამახსენდა, მთაწმინდისა და კრწანისის პოლიციები ხომ შეერთდა და მგონი, ათონელის ქუჩაზე გადავიდნენ. მაშინ კი რა მახსოვდა, ჭკუიდან ვიყავი გადასული უკვე.

დავქოქე და მეიდანში გავვარდი.

ერთხელ მარი წავიდა, მაშინაც ღამით მაგ მარქარაშვილთან და მეიდანში, ხიდის პირდაპირ მდებარე მოედნამდე მივიყვანე და ვიღაც ბიჭი დაგვხვდა და იმან წაიყვანა მაშინ მარი.

ახლაც იქ გავაჩერე მანქანა.

გზაში ნატა საპატრულო პოლიციაში რეკავდა, მაგრამ ვერ დაერეკა.

მე მანქანიდან გადმოვხტი, ტაქსი გავაჩერე და ყვირილით ვთხოვე:

- თუ საპატრულო პოლიცია ნახო, გამომიგზავნე. ტელეფონს უთიშავენ ჩემ ბავშვს და მომიკლავენ, ჩქარა!

მძღოლმა ეჭვით შემათვალიერა და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.

მერე იქით, ჯიხურებთან გადავირბინე. საპატრულოში როგორ უნდა დავრეკო მეთქი.

ნულ-ორი-ორიო.

რვიანით ვერ ვრეკავ მეთქი.

წინ რვიანი არ უნდაო.

ავკიფე მეორედ და როგორც იქნა გავედი.

- გოგონა, მიშველეთ, თქვენი ჭირიმე, ვინმე გამომიგზავნეთ. ტელეფონის ნომერი ვიცი სახლის, ბავშვი ცუდად არის და სახლის მისამართს არ მეუბნებიან. მიშველეთ, არ მომიკლან, ჩქარა!

- კარგი, დამშვიდდი. წეღან თქვენმა ცოლმა დარეკა, ტელეფონი გვითხრა, მე შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ცენტრში დავრეკე, სახლის მისამართი ვიცით და ჯგუფი გავიდა! - მამშვიდებდა ქალის ხმა.

ამ დროს საპატრულო პოლიციის თეთრ-ლურჯი მანქანაც გამოჩნდა, ჩართული სირენებითა და სახურავზე ანთებული მოციმციმე ფარებით.

თანაც ვიღაცა იმ უბნელები აგვივლიდნენ და ჩაგვივლიდნენ ხოლმე, რომ ჩვენი ლაპარაკი გაეგოთ.

- ჩქარა, მიშველეთ! აი, ტელეფონი, ჩემი ბავშვი იქ ჰყავთ. ქურდის ბინაა. მიშველეთ!

- დაწყნარდით, მეგობარო! - პატრულმა რაციაზე გამოიძახა მეორე მანქანა. - ის ჯგუფი გავიდა? ჰო, გასულა.

- ბელუჯის ქუჩაზეა. ოცდაექვს ნომერში. მაგრამ იქ ყველაფერი დაკეტილია.

მოვარდა მეორე საპატრულო მანქანაც.

გამოგვყევითო.

დავიძარით. მივვარდით ბელუჯის ქუჩაზე.

დაკეტილი კარი ქუჩის მხრიდან შეამტვრიეს. შევვარედით შიგნით. ავირბინეთ მეორე სართულზე. ვიღაცას გააღებინეს კარი. მე სულ წინ გავრბოდი და პატრულები უკან მწევდნენ, ჩვენ გვაცადეო!

იკითხეს მარქარაშვილის ბინა.

- აქ არ არის, მეორე მხრიდან უნდა მოუაროთ, ყურყუმელის ქუჩის ჩვიდმეტი ნომრიდანო.

გამოვიქეცით სასწრაფოდ და მოვუარეთ მეორე მხრიდან.

ეზო იყო იქ. ეზოიანი ძველებური სახლი და იმ ძველებური სახლის ეზოში ჩადგმული იყო თეთრად შეფეთქილი ორსართულიანი სახლი, ფანჯრებზე აფარებული თეთრი რკინის ჟალუზებით. დაბლა ერთი ფანჯარა, მაღლა ორი ფანჯარა. სახლი ჩაბნელებული იყო.

პატრულები რაციებზე ლაპარაკობდნენ და საბოლოოდ დაადგინეს, რომ ეს ნამდვილად ის სახლი იყო.

დარეკეს ზარი. კარი არ გააღო არავინ.

ახლაც, ამას რომ ვიხსენებ და გიყვები, სულ ხელები მიკანკალებს...

როგორ თუ რა უნდა მექნა?! შენ ხომ არ გავიწყდება, ხევსურეთიდან რომ ჩამოვიდა პაპაჩემის მამა?!

ჩემი სკალპელი მქონდა წაღებული და რაღაში მაინტერესებდა, თუ ქურდის შვილი იყო ის შალვა მარქარაშვილი - მარი რომ ცოცხალი აღარ დამხვედროდა, სულ ნაკუწ-ნაკუწ ავჩეხავდი, ხელს ვერ შემიშლიდა ამდენი პატრული ანდა იმის ხსოვნა სადღა იყო, რომ ოფთალმოლოგიაში მაქვს დაცული საკანდიდატო დისერტაცია და ეს მეორე, სადოქტორო, კიდევ დასამთავრებელია.

- გააღეთ კარი, საპატრულო პოლიციაა! - უკვე მერამდენედ უმეორებდნენ შიგნით მყოფებს.

შიგნით მართლა იყვნენ ვიღაცეები, რადგან მეორე სართულის ფანჯარაში დავინახე, ვიღაც იყურებოდა. თან ჯერ შუქი ენთო, მერე ჩააქრეს. კარგად გავარჩიე იმისი ოთხკუთხა თავის მოხაზულობა და რაკი ადრეც მყავდა ნანახი, მივხვდი, ეს იყო შალვა მარქარაშვილი.

- გააღე, შალვა! გამიღეთ, ხალხი არა ხართ, გამიღეთ, საავადმყოფოში უნდა წავიყვანო ბავშვი. ნუ მომიკალით, თქვენი დედა მეთქი! - ვღრიალებდი დროდადრო და პატრული მამშვიდებდა. სხვა პატრულები კი სახურავზე ადიოდნენ, იქნებ იქიდან იყოს ჩასასვლელიო.

- გააღეთ, თქვენი ჯიში და ჯილაგი გადაშენდა! გააღეთ, ნუ მომიკალით ბავშვი! გააღეთ, საავადმყოფოში უნდა წავიყვანო!

არ აღებდნენ, რა თქმა უნდა.

პატრული და სხვებიც მატულობდნენ. ისიც კი მოვიდა, შეთავსებით ტელევარსკვლავი რომ არის და ძირითადად პოლიციის მაღალჩინოსანი - ჯომარდი მებუკე.

გამოჩნდა ვიღაც სამოქალაქო ფორმიანი და გააღეთ, პატრულის უფროსი ვარო.

არც იმისმა თქმამ გასჭრა.

- გააღეთ! გააღეთ! - ვხაოდი მე.

მერე ერთმა პატრულმა მოირბინა და - სახურავზე ორი ბიჭი ამოვიდა იმ სახლიდან, ერთი დავიჭირეთ, ერთი კი გაგვექცაო.

მე უკვე ვფიქრობდი, რომ წამლის დიდი პარტია ჰქონდათ ამ სახლში, იმ გაქცეულმა გაიტანა სახლიდან და ალბათ, სადმე მიმალა.

მოიყვანეს დაკავებული ბიჭი.

მივარდა ნატა:

- შვილო, ვახტანგ, მარი იქ არის? შენ ხომ მარის ყოფილი ჯგუფელი ხარ?

- ვინ არის მარი, საერთოდ არ ვიცნობ! - ასე უთხრა იმ დამპალმა.

მერე ის დაკავებული ვახტანგი თავისი ხელბორკილებიანად მიიყვანეს რკინის თეთრ კართან და იმას ათქმევინეს, - აზრი არა აქვს, კარი გააღეთო! - და როგორც იქნა, გააღეს კარი.

გააღეს კარი და შევვარდი.

ჩაკეტილი ფანჯრების გამო ოთახები დახუთული იყო.

პირველ სართულზე რომელიღაც ოთახში სუფრას მოვავლე თვალი.

- მაქეთ არა, კიბეზე. - მითხრა ვიღაცამ.

კიბეზე გავვარდი.

- ახლა მარცხნივ მოუხვიე! ახლა იმ ოთახში შედი.

შევვარდი ოთახში.

ეს ის ოთახი იყო, საიდანაც ოთხკუთხა თავი მიყურებდა ფანჯრიდან.

მარი ორსაწოლიან ტახტზე იწვა, ფეხზე გახდილი ჰქონდა. თავთან, ორივე მხარეზე გულარეულები იყო, რომლებსაც სასმელის სუნი არ უდიოდა.

მივედი, ვენები ვუნახე პირველ რიგში. არაფერი ჰქონდა, მაგრამ ვეღარ ლაპარაკობდა.

- არაფერია, კახა ბიძია, რამდენიმე ჭიქა დალია, ოთხი ჭიქა არაყი და ცუდად გახდა, - თავს იმართლებდა შალვა.

- რატომ არ დარეკე, რომ საავადმყოფოში წაგვეყვანა? - უკივლა ნატამ.

- მე მეგონა, დილამდე აქ იქნებოდა და მერე მოგიყვანდით.

- წადი, მოშორდი აქედან, მე შენ კაცი მეგონე! - ვუყვირე მე, - ჩქარა, სასწრაფო.

- დარეკილია, ახლავე მოვლენ, შენ დამშვიდდი, - მითხრა ჯომარდი მებუკემ, - უბრალოდ, დალია და მეტი არაფერი.

მერე სამოქალაქოფორმიანმა მარის თვალის ქუთუთოები გადაუწია.

- გუგები დაპატარავებული არა აქვს, ნუ გეშინია, წამალი არა აქვს გაკეთებული.

მარი ყველა მისულს ხელს ჰკრავდა და რუსულად იძახდა.

- ატაიდი! ატაიდი! ატაიდი!..

ასევე არ უშვებდა სასწრაფოს ექიმებს თავისთან.

- აქ არაფერი არის საშიში! - მერე სატელევიზიო ვარსკვლავი და თან პოლიციელი ჯომარდი მებუკე მამშვიდებდა.

- იცით ვისი შვილიც არის და ყველანი ხელს აფარებთ!

იქითა ოთახში ბიჭებს ვენებს უსინჯავდნენ.

- არავინ არის კაეფში. ნუ ღელავთ, ქალბატონო. მე, პირიქით, მაწყობს, რომ იყვნენ, მაგრამ არ არიან. - ნატას ამშვიდებდა ერთი ძალოვანი.

მერე საკაცის მოტანას ველოდით.

იგვიანებდნენ.

ჯომარდი მებუკემ აიყვანა მარი და კიბემდე იმან მოიყვანა, მერე მე ავიყვანე, ჩავიარე კიბე, დავიარე დერეფანი და ერთგვარი შვება ვიგრძენი, რომ ამ სიკვდილის სუნიანი სახლიდან გამოვედი.

- მარი, ნუ გეშინია, მარი! მე კახა ვარ და ყველაფერი კარგადაა! - ვეუბნებოდი ჩემს შვილს, მაგრამ იმას არაფერი ესმოდა.

ერთი ის იყო, რომ მე აღარ მეუბნებოდა:

- ატაიდი! ატაიდი!

მივიყვანე სასწრაფომდე.

გავაღეთ კარი, დავაწვინეთ საკაცეზე.

- მიხაილოვში მივიყვანთ! - მითხრეს ექიმებმა.

- საით არის მიხაილოვი, აღარ ვიცი! - დავიჩივლე, მაგარი არეული ვიყავი, თორემ ზემელზე ვარ გაზრდილი.

- აქვე, პლეხანოვზე. ჩვენ მოგვყევი!

- დაჯექი, მე წაგიყვან! - მითხრა ჯომარდი მებუკემ.

- არა, მანქანით ვარ!

- მოიცა, კახა, მეც შენ გამოგყვები! - ნატაც მე გამომყვა.

ჩაჯდა თუ არა, სიგარეტს მოუკიდა. ხელები უკანკალებდა.

- ხომ არაფერი მოუვა, კახა? - მეკითხებოდა გზაში.

- ახლა ნუღარ გეშინია, მივხედავთ!

- როგორ იპოვე მარტო ტელეფონით, შენ რა მაგარი ყოფილხარ, კახა! - მეუბნებოდა გზაში.

შევედით მიხაილოვის საავადმყოფოში.

გავაჩერე მანქანა.

სასწრაფოდან საკაცით გადმოიყვანეს მარი და შიგნით შეარბენინეს.

მწვავე მოწამვლების რემარიმაციურ განყოფილებაში ადგილი არ იყო, მარისთვის საწოლი ჩადგეს.

იქ იყო ლურჯხალათიმარი ექიმი ნინო. მარის ვენაში ჩაუდგეს წამალი, სისხლის გამასუფთავებელი, გემოდეზი ალბათ.

- კიდევ კარგი, რომ გული აერია. - თქვა ექიმმა, - თორემ უარესი იქნებოდა.

სასწრაფოს ექიმებს თუმანი მივეცი.

ისტორიის გახსნაში ოცი ლარი გადავიხადე.

მერე ვიჯექით მე და ნატა და ვლაპარაკობდით, - თუ რატომ არ გვიღებდა შალვა მარქარაშვილი კარს, რატომ გვითიშავდა ტელეფონს, სახლისასაც და მობილურსაც.

მე ნარკოლოგიურ საავადმყოფოში წავედი, იქ ვიკითხე, რა ვქნა მეთქი.

შარდი მოგვიტანე, სისხლი არ გვინდაო.

რასაც შენ ლაპარაკობ, ეს იმისი ნიშნებია, რომ სასმელში ჩაუყარეს რაღაცაო, მითხრა ერთმა კაცმა. ეს ოხერი, ცოტა ექიმი მეც ხომ ვარ, მაგრამ არაფერი აღარ ვიცოდი!..

დავბრუნდი ნინოსთან.

- შარდი უნდა ავუღოთ.

- კათეტერს ვერ ჩავუდგამ, ცოდოა. სითხის გამომყოფს მივცემ და მალე მოშარდავს.

ნინომ ოთხმოცდაშვიდი მანეთი გადამახდევინა ალკოჰოლით მოწამვლის მკურნალობისთვის.

- დილისთვის სახლში გამოვუშვებ. იცით რა, სულ რუსულად მელაპარაკება, თავი ისევ იმ კამპანიაში ჰგონია. „Что ты выпила?“-მეთქი და „Ману“-ო. „Что, что?“ -მეთქი და „Ах, как Вы не знаете ”ману?“ - უკვირს. რა არის ეს „მანა“, ერთი გამაგებინეთ.

- არ ვიცი, ალბათ რომელიმე არყის სახელია. - ასე ვუთხარი.

მე რომ სახლიდან ფულის მოსატანად მივდიოდი, მოვიდნენ შალვა მარქარაშვილის დედა, სახელად თამარი და მოდელიერების წრეში მოტრიალე დეიდა - ნატალი.

თამარმა ნატას უთხრა, - აბა, ჩემი შალვა რა შუაშია?! მე რა ვიცი, შენმა შვილმა ჩემს სახლში მოსვლამდე რა დალია იმ ბარშიო... და ფული ხომ არ გჭირდებათო. სულ მუქარის კივილით ლაპარაკობდაო.

მაგისთანა ქალს ვერაფერს მოუხერხებს კაცი.

ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიეს უფროსმა ქეთა იაშვილმა დაიტოვა შარდი და მეორე დღეს დასკვნა მომცეს: „ბიოლოგიურ მასალაში იმუნოქრომტესტებით გამოკვლევით არ დადგინდა ბარბიტურატების და ბენზოდიზეპინის შემცველობა“.

ლაბორანტმა დიანა იმედაძემ მითხრა, რომ მართალია ფსიქოტროპული ნივთიერებები არ დადგინდა და არც ოპიატები, მაგრამ ქალაქში ძალიან არის გავრცელებული კლოფელინის გამოყენება. ოთხი ტაბლეტი კლოფელინი უნდა გახსნა ან ჩაიში, ან სასმელში, გემოს არ უცვლის და რამდენიმე წუთში ადამიანს დამბლას დასცემს, ენა ებმის, ვეღარ ლაპარაკობს, ითიშება. თანაც სასუნთქ გზებზე არ მოქმედებს. ჩემი დაქალი რესტორანში წავიდა მეგობრებთან და ისეთი კაცის საწოლში გამოიღვიძა, რომელიც სძულდა. გათიშული გამოუტანიათ რესტორნიდან. ეს ცნობილი მეთოდია, მთელ ქალაქში ამით სარგებლობენ გაძარცვისას, პუტანკებიც ამას იყენებენ. თანაც მთელმა კრიმინალურმა სამყარომ იცის, რომ კლოფელინის შემცველობის დამდგენი აპარატურა საქართველოში არ არსებობს, შარდის ანალიზი მოსკოვში უნდა გაკეთდეს, სკლიფასოვსკის სახელობის სასწრაფო დახმარების ინსტიტუტში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მწვავე მოწამვლების ცენტრში, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიაში. და სანამ იქამდე ჩააღწევ, მანმადე ის შარდი აიმღვრევა, რამდენი მშრალი ყინულიც არ უნდა შემოუწყო და მორჩა, ვერაფერსაც ვეღარ გაიგებენ.

ვიყავი სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიური კათედრის პროფესორ თინათინ ლისაშვილთან. ბევრი ეცადა, მაგრამ ჩვენში კლოფელინზე მომუშავე ექსპერტი საერთოდ ვერ იპოვნა.

ამ ექიმებთან ლაპარაკებისას მე ყველგან ვტოვებდი ამბავს, რომ ჩივილს კი არ ვაპირებ, უბრალოდ, ჩემთვის მინდა ვიცოდე, არის თუ არა კლოფელინი გამოყენებული. მაგრამ ამის დადგენა ვერ შევძელი.

მერე ნატა მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ თურმე, სანამ მარი წავიდოდა იმ ღამით, მანმადე დღისით ალერგიის საწინააღმდეგო სუპრასტინი დაულევია, მერე სმირნოვის არაყიც რომ დაუყოლებია, (თავისი თქმით, ერთი ჭიქა. მარქარაშვილმა კი ოთხი ჭიქა თქვა), - იმიტომ გამხდარა ცუდად. მაგრამ მე არ დავუჯერე.

მარქარაშვილს დაურეკია, ჩემი დედაო რა, თუ მე რამე დამეშავებინოს შენთვისო, ამოვალ და მამაშენს „გავუიასნებო“. მარის ეთქვა, არ ამოხვიდე, მოერიდეო.

დღეს, დილით საავადმყოფოს მორიგეობიდან რომ მოვბრუნდი, მარისთან შევედი, ყველაფერს ვუყვები ხოლმე თუ რამე მოხდება ჩემსკენ. წინა დღეს ჭაბუა ამირეჯიბი გვყავდა სტუმრად და თავისი წიგნი მაჩუქა ავტოგრაფით. ეს უნდა მეხარებინა.

შევედი, შევხედე და ენა დამება - გაოგნებული ადამიანის გამოხედვა ჰქონდა. ნუთუ შეიძლება ადამიანებმა ასეთი რამეც მოიფიქრონ? - ალბათ, ამას ამბობდნენ ჩემი შვილის თვალები... და ამ თვალებმა მიმახვედრა, რომ დავისაჯე - ეს ეზოთერული ცოდნა მთელი თავისი ბლავატსკაიაებით და შტაინერებით ხომ პირდაპირ მთავარი ეშმაკიდან მოდის... მე კიდევ ვიჯექი და პირდაღებული ვკითხულობდი თუ როგორი იქნებოდა დედამიწის აღსასრული, იგივე მეორედ მოსვლა, რომელიც ქრისტიანული სწავლებით, არავინ იცის, როდის იქნება.

და, თურმე, მარის რა ემუქრებოდა...

თუ იცი, რომ მარქარაშვილივივით სახენაყვავილარი, მუდო და ნარკუშა ხარ და მარისთანა გოგო ზედ არ მოგაძღინკებს, აფთიაქში უნდა წახვიდე და ბებიაშენის მაღალი წნევის მომიზეზებით კლოფელინი იყიდო. მერე შინ მიიტანო და კარგად, წვრილად დაფქვა ოთხი ტაბლეტი და ის დაფქული მასა რამე პატარა შუშაში საიმედოდ შეინახო.

ამის მერე თათა ნოდიასნაირ ბანძს უნდა უთხრა, რომ როგორმე ერთი ღამით მშობლებს შენს სასტავში გამოაშვებინო მარი - მცხეთაში უკეთესია, მაგრამ რაკი იქ არ ხერხდება, ჯანდაბას, იყოს ყურყუმელის ქუჩა მეიდანში.

და მარის რომ მოგიყვანს თათა ნოდია, შეპირებული წამალი უნდა მისცე და შენი სახლიდან შინ გაუშვა, რაღად გინდა?

მარის კიდევ ის შუშაში გამზადებული კლოფელინი უნდა ჩაუყარო არყის ჭიქაში და კარგად მოურიო. სულ ღიმილ-ღიმილით უნდა მიაწოდო, - ისე, რომ ვერავინ მიხვდეს.

დალევს და ცუდად რომ გახდება, უნდა უთხრა - ვაიმე, მარიშკა-ჯან, ეს რა მოგივიდა, მაღლა ადი, სპალნაში დაწექიო.

ისიც ავა და დაწვება.

დაწვება და ნელ-ნელა გაითიშება.

გაითიშება და შენია მთელი ღამე ეს მშვენიერი გოგო, რაც გინდა, ის გაუკეთე...

დილით კიდევ პატარა ისტერიკას მოგიწყობს, - ეს რა გამიკეთე, შე დეგენერატოო. პატარასაც წაუტირებს და მერე იმის შიშით, რომ მშობლებმა არ გაიგონ, რომ ქალიშვილი აღარ ვარო, სულ ჩაიგდებს ენას.

ჩაიგდებს ენას და შენი საყვარელი გახდება.

გახდება და აღარ იქნება თეთრი ყვავივით შენს სასტავში.

მერე პატარა მოსაწევი, ზედაც წამალი და, - მარიშკა-ჯან, უკვე ჩვენიანი ხარ, საბოლოდ, შენი ხელით ჩამოგვიტან მარიხუანას კბილის პასტით, ნიდერლანდებში რომ გაგიშვებთ.

ოღონდ ეს მარი ოხერი გამოდგა.

ჯერ ერთი, შენი სახლის ტელეფონი მისცა თავის მშობლებს. კლოფელინიანი არყის დალევის მერე კიდევ, სანამ გაითიშებოდა, დედამისთან დარეკვა მოასწრო, მიშველეო.

შენ რომ მარქარაშვილი ხარ, ქვემოთ მოქეიფე ბიჭებთან ზიხარ და არ ჩქარობ მარიშკასთან განმარტოებას, რომ ეჭვი არ აიღოს არავინ, აი, მაშინ დარეკა სწორედ.

მერე კი, შენ რომ ახვედი, უკვე ვეღარ ლაპარაკობდა, მარტო დარეკვას თუღა ახერხებდა. და რომელი სულელი მშობელი მიაქცევდა ყურადღებას შვილის წამდაუწუმ დარეკვას?

ახლა, მართალია, მალე მოვიდნენ და ვერაფერი მოასწარი, მაგრამ ვერაფერსაც ვერ დაგიმტკიცებენ - ჩვენს ქალაქში კლოფელინის შემცველობის გაგება არ ხერხდება. მოსკოვში თუ წაიღეს ანალიზები, მაშინ ჭაკად ექნება საქმე. მით უმეტეს, იქაური სტუდენტობის ძმაკაციც ჰყოლია.

ამიტომ აეროპორტში უნდა გაათენოს და დააღამოს სამი „სუტკა“ და მარის მამას უყარაულოს, აბა, ვინმეს ხომ არ ატანს რაიმე თერმოსს, რომელშიც შარდი იქნება.

„Ах, как Вы не знаете „ману?“ - ახლაც ყურში მიტრიალებს ეს სიტყვები. ესე იგი, „მანა“, „მანა“.

რა უნდა ყოფილიყო, ნეტავი?

არ ვიცი, შეიძლება თანამედროვე ახალგაზრდებს ძალიან ჩამოვრჩი, მაგრამ არც ისეთი ბებერი ვარ, რომ ამათ თანატოლებს ვერსაიდან მივდგომოდი.

ჰოდა, ამიხსნეს კიდეც...

„მანა“ რა უნდა იყოს, რა უნდა იყოს და, შეიძლება იმათ „სასტავში“ შემოკლებით ასე ეძახიან „მანაგუას“.

ეს „მანაგუა“ კიდევ კანაფის ფოთლებისგან იხარშება შედედებულ რძეში და ქვაბის მოსარევად გაზქურასთან მისულ იმის გამკეთებელს უცებ რომ შეხედო, ჯოჯოხეთის ცეცხლმოდებული მუგუზლებით სახეგანათებული რომელიმე დაბალი რანგის ეშმაკი გეგონება...

მოკლედ, ახლაც არ ვიცი, ოთხი ტაბლეტი კლოფელინით დავისაჯე თუ „მანაგუათი“, მაგრამ იმ საყოველთაო სიკეთის ნიღაბსამოფარებული, მაგრამ საეჭვო ღირებულების წიგნის ცოტათი დაჯერებისთვის ზეციდან რომ გამისწორეს ანგარიში და გვარიანად შემაშინეს, ფაქტია - ის ამბავი რომ მომხდარიყო, რისი გაფიქრებაც კი მზარავს, ვაითუ თავიც კი მოეკლა მარის...

ეს ერნსტ რიფგატოვიჩ მულდაშევიც კიდევ კარგი ვინმეა - რაის ეზოთერიული ცოდნები, ბლავატსკაიაები და შამბალები აგიტყდა, დაჯექი რა იმ შენს ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში და აკეთე თვალის გადანერგვის ოპერაციები ბიომასალა „ალლოპლანტით“. ისე, მართლა უცნაური არ არის - მკვდარი ადამიანის ქსოვილი რანაირად აცოცხლებს სხვა ადამიანის შესაბამის ქსოვილს?

ეგ „ალლოპლანტი“ თუკი აცოცხლებს, მაშინ უნდა მოკლას კიდეცო, - მეტყვი ალბათ და იმ ღამით, როცა აქ ეს ფეთიანი ამბავი ხდებოდა, თვალგადანერგილი „მაკინტოში“ მოსკოვის იმ ოფთალმოლოგიურ კლინიკაში გარდაიცვალა მოულოდნელად, სადაც ჩემი მეგობარი ვლადიმირ ანდრეევიჩ ზიმა მუშაობს და სწორედ ქსოვილების დაშლით... და როგორც ვალოდია მატყობინებს, „მაკინტოშისთვის” დამზადებულ ინდივიდუალურ „ალლოპლანტში“ თავისი შვილის ქსოვილებიც შედიოდა...

2005


ბმული:
* http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0unikumu1--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=unikumu1&cl=CL4&d=HASH012f0ff1eac3967cf53be3e4.43.1

What a Face

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyTue Mar 19, 2019 1:17 pm

მიხო მოსულიშვილი 03-03-11

მიხო მოსულიშვილი

აზატა, რომელიც მორევებს უყვარდათ

“აზატ” სპარსულია, თავისუფალს ნიშნავს.
და მართლაც, ლაღი კაცი იყო. შეითან-ბაზარში იყიდდა საზამთროებსა და ნესვებს. მერე ვირის ხიდიდან სათითაოდ ჩაჰყრიდა მტკვრის წყალში და თავადაც თან გადაჰყვებოდა.
კარგი მოცურავე იყო აზატა, ჰოდა, ცურვით შემოიკრებდა იმ თავის საზამთროებს და ნესვებს, და მტკვარდაღმა მიაცურებდა.
ორთაჭალის ბაღებში საქეიფოდ თავშეყრილი დარდიმანდები რომ დაინახავდნენ, აზატა მოცურავსო, გაუხარდებოდათ – აზატას საზამთროც მოსულაო, და ატყდებოდა ძახილი:
ორი საზამთრო და ზედაც ერთი ნესვი – აქეთ, აზატ, აქეთაო!
არა, არა, აზატჯან, ჯერ აქ მაიტანე ეგ შენი საზამთროებიცა და ნესვებიცაო!
პირდაპირ მტკვრის მღვრიე ტალღებში იღებდა აზატა შეკვეთებს, ცურვით გაჰქონდა მოლხინეებამდე და უკან ბრუნდებოდა – კვლავაც ცურვით მიჰყვებოდა მდინარეს.
ის რა სუფრა იყო, სადაც აზატას საზამთრო და ნესვი არ გაიჭრებოდა!..
ბოლოს მნაცაკანოვის ხიდთან ამოვიდოდა, რახან მერე დიდი და საშიში მორევები იწყებოდა.
მაშინ ორთაჭალის ელექტროსადგური ჯერ არ იყო აშენებული.
ჰოდა, მტკვარაღმა მოუყვებოდა აზატა ორთაჭალის ბაღებს – უკან ბრუნდებოდა, იმ შეკვეთილი საზამთრო-ნესვის საფასურს აგროვებდა და თანაც, – აბა, ისე ვინ გაუშვებდა! – ყველა სუფრაზე თითო ჭიქით დაილოცებოდა.
ჰოდა, ვირის ხიდამდე რომ მიაღწევდა, უკვე გვარიანად ირწეოდა ხოლმე…
ერთ დღესაც, ზემოთ სუფრა-სუფრა მომავალ და თავისი საქონლის საფასურის ამგროვებელ, უკვე კარგად შეზარხოშებულ აზატას ერთ სიმთვრალისგან აბარბაცებულ სუფრაზე საზამთროს ნატვრის სიტყვები უთხრეს და – მოგიკვდეთ აზატაო! – თავი გამოიდო, უკვე თავადაც გვარიან ზარხოშში იყო.
რაღა ბევრი გავაგრძელოთ, წაბარბაცდა, შეითან-ბაზარზე ხელმეორედ იყიდა საზამთროები, რამდენიმე ნესვიც გაიყოლა ყოველი შემთხვევისთვის, გადაყარა ვირის ხიდიდან მტკვარში და გადაჰყვა თვითონაც.
მიცურავდა და მიიძღოლებდა თავის ხილს.
თურმე, რამდენიმე სუფრასაც მიუცურა – ზოგს საზამთრო, ზოგსაც ნესვი, მაგრამ სიმთვრალით ვეღარ მოზომა, – მნაცაკანოვის ხიდს გასცდა იმ სახიფათო მორევებისკენ. გასცდა და იმ მორევებსაც ჰყვარებოდათ აზატა – მოეხვივნენ, ჩაითრიეს, დააბრიალეს თავიანთი ალერსით, წყალიც აყლაპეს და მართალია, ერთი-ორჯერ ზედაპირზეც ამოაგდეს, უკანასკნელად რომ დაენახვებინათ სარკესავით კრიალა თბილისის ზეცა, მაგრამ ისე ჰყვარებოდათ იმ მორევებს აზატა, რომ ისევ ჩაიხვიეს და მეტად აღარც გამოუჩენიათ…
თურმე, აზატა რომ დაიხრჩო, იმისი უპატრონო ნესვები და საზამთროები თავის ნებაზე მიჰქონდა მდინარეს…
მას შემდეგ, ვიდრე ორთაჭალის ელექტროსადგურის აშენებამდე, იმ მორევებს “აზატას ტალღები” ერქვა.
ამ მორევებს ბევრი შეთამამებულიც უმსხვერპლია, მაგრამ დიდი სახელი იყო, – “აზატას ტალღებში” გასული მოცურავე ლამის პირველი კაცი იყო მტკვრის ნაპირებზე.

“ლიტერატურული პალიტრა” # 7 (46)
ივლისი 2008 წელი

Exclamation


წარმატების ფორმულა (მიხო მოსულიშვილი)

ტელევიზია კვირიკე
Published on May 28, 2013

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyTue Mar 19, 2019 1:50 pm

მიხო მოსულიშვილი Mikho_11

მიხო მოსულიშვილი

ზამთარმა მოიქნია კუდი
(ნოველა)

ამ დალოცვილ მხარეში, სადაც ქარიშხლებმა მგლებივით იციან ხოლმე ხშირ ტყეებში ღმუილი, ქარი რომ ჩადგება, იტყვიან - ჯორმა ფეხი მოიტეხაო. სიტყვა "ქარს" არ ამბობენ, - ემანდ თავი არ გავახსენოთ და ისევ თავიდან არ ამოვარდესო.
ჰოდა, ჯორმა რომ ფეხი მოიტეხა, ისევ დაჰკრა ყინვამა, დაბლა დაიწია ღრუბელმა და დაუშვა კიდევაც თოვლი. მერე გაიჯეჯილა და გაიჯეჯილა, წამოუშინა და წამოუშინა მსხვილი ფანტელები. სულ გადაათეთრა არე-მარე.
არადა, წელიწადი კაი ხნის მოტრიალებული იყო უკვე -მოკრუხება დაიწყეს ქათმებმა.
"ჩოლიავ, ჰაი, ჩოლიი!"
"ტალიჭა ლადო მოვიდა", - ამბობს ვაამან დამა-ქალი.
"მოდი, ლადო, მოდი ტალიჭ!" - ეძახის ჩოლია.
ტალიჭა ლადო სახლში შედის. იმისი თუშური ქუდი და ტელეგრეიკის მხრები ფიფქებს გადაუთეთრებია.
"დაიფერთხე, ლადო, თოვლი", - ეშმაკურად და კეკლუცად ეუბნება ვაამან დამა-ქალი, შემპარავი ხმით.
ტალიჭა ლადო იფერთხება, მერე შიგნით შემოდის, მაგიდას მიუჯდება და მუხლის თავზე დაიდებს თუშურ ქუდს.
ჩოლიას მაგიდაზე ყოველთვის დგას მოოქროვილ გრაფინში ჩასხმული არაყი და იმისივე კომპლექტის ექვსი პატარა ჭიქა. ვაამან დამა-ქალი ჭიქებს ავსებს.
"შენ ხილი მოგვიტანე, ვაამან დამა-ქალო", - ეუბნება ჩოლია და ჭიქას დასწვდება. - "ჩემ ოქრო-გრაფინში არყის ჟღინთი რომ გამოილევა, მეც დავილევი ხოლმე".
"კარგია არაყი, ცივა", - ამბობს ლადო. - "თანაც თაფლისაა!"
"თაფლისა კი არა, თუთისაა!" - სწყინს ვაამან დამა-ქალს.
"წასულებისა იყოს, ტალიჭ!" - ილოცება ჩოლია. - "მე თუ რამე მომივა და, შენ დარდი ნუ გაქ, მუხის კუბო მაქ წინასწარ გამზადებული!"
"სიკვდილი იმისთანა აქლემია, ყველას კართან დაიჩოქებს", - მიუგებს ტალიჭა, - "მაგრამ შენ რა იცი, როდის დაიჩოქებს შენთანა? გაუმარჯოს!"
ჭიქებს მიუჭახუნებენ და სვამენ.
"მე აქლემი არ ვიცი, იმ მუხის კუბოს ხელს ვერ ახლებს ვერავინ! იქ მე ორი ინდაური მიზის კვერცხებზე!" - კაპასობს ვაამან დამა-ქალი. ჴ "არ უნდა დავზარდო? გეკითხები, არ უნდა დავზარდო? ერთი ინდაური ტოლმა-გოგიას უნდა, ერთიც ნუნუკას და ერთიც კიდევ ჩემს დაჩაგრულ რობიას არ უნდა მივცე, იქით ახალი წელი რომ მოვა?".
"ეეჰ, ჯერ რა დროს ახალი წელია?!" - უკვირს ტალიჭა ლადოს, - "ახლახანს არ იყო?"
არყის გემო ვეღარ გაუგია ჩოლიას. კიდევ სვამს, კიდევ და კიდევ...
- ტალიჭა ლადოს რო კითხულობ, ეგ ხომ შარშანწინ დავასაფლავეთ! - უკვე ცხადლივ ჩაესმის ვაამან დამა-ქალის შემპარავი ხმა.
ჰო, ჰო, შარშანწინ დაასაფლავეს...
ეს რანაირ სიზმრებსა ნახულობს და...
ავადაა მოხუცი მესაქონლე ჩოლია. წევს ლოგინში. მიტოვებულად გრძნობს თავს. მოზვერი აგონდება, შვილივით გაზრდილი ღვინია. თვა­ლებს რომ დახუჭავს, ერთ დაუსრულებელ სიზმრად წარმოუდგება თავისი ცხოვრება. იცის, რომ სადაცაა გაახელს თვალებს და დამთავრდება სიზმარი იგი...
ოთახში რომ კარგად თავშენახული ვაამან დამა-ქალი ტრიალებს, მეორე ცოლია ჩოლიასი და თანაც ვიღაცა ის კი არა, ქალაქელი. კრუხ-წიწილის საქმეც რომ იცის და არც კაი ფირმა სიგარეტის დაყოლება შეეშლება თურქულად მოდუღებულ ყავაზედ. მოკლედ, ეს ვაამან დამა-ქალი სვეტობს კიდეც და კარ-მიდამოსაც "უგურგურებს". ეს სახელი კიდევა ჩოლიას ბიჭმა, ტოლმა-გოგიამ შეარქვა თავისზე ასაკით უმცროს დედინაცვალსა და ისე მოხდენილათა, რომ მთელ იმ არე-მარეს მოედო და სინამდვილეში რომ დარეჯანი ჰქვია, ვიღამ იცის.
სოფელში ავ ენებს რა დალევს და ამბობენ, რომ, თურმე, კარგი დრო უტარებია ვაამან დამა-ქალსა. სამი ქალის ვნება ჰქონია და ვერაფრით დაუცხრიათ სამ ოფიციალურ ქმარსა და დანარჩენ არაოფიციალურ ქმარუკებსაცა. თანაც განა მარტო აქა, არამედ ოსმალეთშიცა, ბელგიაშიცა, გერმანიაშიცა და კიდევ რა ვიცით, სად აღარა. არ ვიცით, მერამდენე ქმრისგან, მაგრამ შვილიცა ჰყოლია, სახელად რობია ჴ გიტრიკვრის კომპოზიტორი და იმისთანა ნიჭიერი პოეტი, რომ არსად უბეჭდავენ ლექსებსა ჴ ჩვენ დაგვჩაგრისო. მაგრამ ისიც სვეგამწარებული ყოფილა ცოლების წარა-მარა გამოცვლითა.
ვაამან დამა-ქალს რომ უგრძვნია, ვბერდებიო, კაცი უნახავს, ეს ჩოლია და მეოთხე ოფიციალურ ქმარად გაუხდია. ქმარუკები, რა თქმა უნდა, კიდევა ჰყოლია, მაგრამ ისეც აღარა, ძველებურადა. თუმცა კი კმარა, აბა, ავ ენებს რა დაეჯერება.
მწყემსავდა ჩოლია საქონელს და ფიქრობდა: "როგორი მოსიყვარულე ცოლია ვაამან დამა-ქალი. ბავშვებიც ძაან უყვარს. მაშ, ტყუილი ყოფილა ჩემი პირველი ცოლის ნათქვამი: "დედინაცვალი არ მოუყვანო გოგის და ნუნუკას, თორემ ამოიძირკვება აქედან შენი გვარი". რა ამოძირკვა, ნუნუკა გათხოვდა, დიდი ბიჭი ჰყავს უკვე, ვახო და ტოლმა-გოგიაც დაოჯახდა, იმას კიდევ ორი შვილი ჰყავს - ჯონდო და კახა. ოღონდ აქედან შორს, ქალაქში არიან. ჰოდა, ისე იყო მწყემსი, ვეღარ გამოერკვია - ანა უფრო კარგი იყო თუ ვაამან დამა-ქალი.
ეს სოფელი ხომ უცხო ქვეყნებისკენ მიმავალი მთავარი ტრასის შორიახლოს იყო და ჩოლია რომ საქონელს უვლიდა, ვაამან დამა-ქალს კემპინგი და აბანო ჰქონდა გამართული უცხოურ ყაიდაზე, საუნა ერქვა - თავისი ცხელი წყლის რამე-რუმე აპარატებითა, დვიჟოკებითა, ცალ-ცალკე ნომრებითა, ძალიან მაგარი, აპრიალებული ბარითა - კონიაკ-კოქტეილებითა და საიდან აღარ ჩამოყვანილი ლამაზმანების მომსახურებით. დიდ ტრაილერებითა თუ რეფრიჟერატორებით მოგრიალდებოდნენ შოფრები, დააყუმბარებდნენ თითო ბოთლ არაყს, მერე დურთავდნენ აბანოში თავს და ხან რომელიმე უცხო ენაზე იძახდნენ და ხანაც ქართულად - "შენ, ვინმე ვაამანო დედაკაცო, მოგვალე ჩვენ თანა აბანოსა". ისიც მივიდოდა საუნაში, შეაღებდა იმ ნომრის კარს, საიდანაც ეძახდნენ, შევიდოდა, და მერე იქ რა ხდებოდა, იმ სურათების კალმით გამომხატავი ეგებ მისტერ ჰენრი მილერზე ანდა სულაც მადამ ანაის ნინზე მეტი არც არავინ იყოს.
ახლა ავადაა ჩოლია.
ვაამან დამა-ქალს უხარია, ჩოლია კვდება, ეს კარ-მიდამო მე დამრჩება და საქმეს გავაფართოვებო, ფიქრობს. ადგილი მარჯვედაა, ტრასასთან ახლოს, დერეფანი სულ იქნება, სულ ივლიან დიდი რეფრიჟერატორები თუ ტრაილერები და მძღოლებს კემპინგიც ყოველღამე დაჭირდებათ და არც საუნას დაიწუნებენ კაი გემრიელ-გემრიელი ქალებით. პოლიცია კიდევ წილშია და საშიშიც არაფერია, მააშ. ტოლმა-გოგია სწავლისგან წიგნის ჭია შეიქნა და ქალაქში დარჩა, ცოლის ოჯახში შევიდა ზესიძედ; ნუნუკა სხვა სოფელში გათხოვდა, ბორჯომის ტყე-პარკის კიდევ იქით. და რაღა წილი უნდათ?
უკვე სიკვდილის პირასაა ბერიკაცი. ლაპარაკი აღარ შეუძლია. ანდერძის დაწერა - მით უმეტეს... ჰოდა, სულ ვაამან დამა-ქალს დარჩება მთელი კარ-მიდამო. დროა.
ვაამან დამა-ქალმა დეპეშები აფრინა შვილებთან, უკანასკნელ დღეშია მამათქვენიო.
ჯერ ნუნუკა მოვარდა ვიშვიშით და რამდენიმე დღეში ტოლმა-გოგიაც ჩამოვიდა. ექიმი ჩამოიყვანეს ქალაქიდან, კაი პროფესორი, ოღონდ ცოტა უკვე ბებერი. გასინჯა ავადმყოფი და ყოველმიზეზგარეშე გადარჩებაო, დააიმედა ჭირისუფლები.
- თოვლი რომ მოვიდა, იმ დღეს კიბე მიადგა სათივეს, თივა უნდა ჩამოეღო, ნეტავი რა ჭირად უნდოდა. მოუცურდა კიბე და თავი დაარტყა მიწაზე. - ჩივის დედინაცვალი.
- მერე სად იყავი აქამდე, რატომ არ გაგვაგებინე? - ნუნუკამ ჰკითხა.
- რა ვიცი, შვილო, მეგონა, გამოკეთდებოდა.
ნუნუკა სასთუმალთან უზის ჩოლიას.
ტოლმა-გოგია გარეთ დააბოტებს და ჩაუქრობლად ეწევა სიგარეტს.
ვაამან დამა-ქალს შეშა შემოაქვს და ბუხარს უკეთებს.
კვდება ჩოლია. ისევ ტალიჭა ლადო ელანდება, კაი ხნის მკვდარი ძმაკაცი. უკანასკნელად გაახელს თვალს, ბოლო ობოლი ცრემლი გადმოუგორდება თვალიდან და ნუნუკას კივილი აღარ ესმის.

ჩოლიას ეზოში ხალხი ისე ფუსფუსებს, თოვლი გაუდნიათ და აუტალახებიათ აქაურობა.
მოვლენ მომსვლელები, მეორე სართულზე ავლენ, ჭირისუფლებს მიუსამძიმრებენ და დაბლა ჩერდებიან.
ნუნუკას შვილი კახა და ტოლმა-გოგიას შვილი ვახოც მოვიდნენ, ერთიმეორის ბიძაშვილ-მამიდაშვილი ესე იგი, განსვენებულის ალალი შვილიშვილები, გადაკოცნეს ერთმანეთი და ისინიც მაღლა აუყვნენ ხის ჭრაჭუნა კიბეს.
ოთახის შუაგულში ტახტი დგას და ზედ ჩოლია ასვენია. ოთხივ კუთხეში სანთლები ანთია. გარშემო შავებიანი ჭირისუფლები სხედან.
ვაამან დამა-ქალს შავი ხელთათმანები ჩაუცვამს და ძალით ატირებული ხმით ეკითხება ვახოს, - შენი ძმა ჯონდო რატომ არ მოვიდაო.
ჯონდოს ნაწილი ერაყში გააგზავნეს და უკან ჯერ ვერ გამოუშვებენო, - მიუგებს ვახო და ბრაზით გაიფიქრებს, ამ ახვარ ქალს ჩემი ბიძაშვილი ჯონდო ვითომ ჩემი ძმა ჰგონია, ვითომ ერთიმეორეში ვერევითო.
ჯონდოს ნამდვილი ძმა კახა მწარედ გაიცინებს, ეტყობა ისიც თავისი მამიდაშვილივით ამასვე ფიქრობს.
მეორე ოთახში ბუხარი დაუნთიათ, მეტად ლამაზი ქალები შემოსხდომიან, ოღონდაც შავ ტანისამოსში. ესა, თურმე, კემპინგის მომსახურე, უცხო ენებზედ მოლაპარაკე პერსონალია, და საუნისაც. იმათში მჯდომი ერთი ცხვირ­პაჭუა და ქერათმიანი ქალი კახასკენ ძალიან აპარებს ვითომცდა ჩუმ-ჩუმად თვალს ჴ რას გაიგებ, რუსია, ბელორუსი, უკრაინელი თუ სულაც ბალტიისპირელი ან პოლონელი...
პანაშვიდია. მუსიკოსები მოსულან. სამგლოვიარო ტუში ეფინება არე-მარეს.
კახა და ვახო მავთულის ღობესთან განაპირდებიან. კახა ხედავს, რომ ის თვალის გამომპარებელი ქალი ახლა გაწეული ფარდიდან უყურებს - ვაა, შარია თუ რა არი?..
ნუშზე ორი მოზვერი აბია, ერთ მათგანს ძალიან ლამაზი თვალები აქვს.
- ეს ხომ ღვინიაა? - კითხულობს ვახო.
- ჰო, ეს ძაან უყვარდა ცხონებულს. - მიუგებს იქვე მდგომი თილიყამყამა, მზარეულების შეფი და მერე მიცვალებულს დაიდარდებს. - საწყალი ჩოლია, ყველაფერმა ერთად უკრიფა და გადაიტანა კიდეც.
- კახა, წამო მამაშენი ვნახოთ, - ეუბნება ვახო.
- რათა? - ფანჯარას თვალს მოაშორებს კახა.
- პაპაჩვენს ეს მოზვერი შვილივით გაუზრდია. ნახე, რა თვალებით იყურება, გეგონება, ყველაფერი იცისო. ჰოდა, დაკვლას უპირებენ.
- წამო, ვნახოთ.
ძლივს ნახეს ტოლმა-გოგია, ახალ სიგარეტს უკიდებს ცეცხლიდან გამოღებული მუგუზლით.
- გოგი, იქ რო მოზვერი აბია, ის უნდა დაკლათ?
- ჰო.
- გოგია ძიავ, ჩოლია პაპას ეგ მოზვერი უყვარდა ძალიან. ღვინიას ეძახდა.
- რაღა მაგას ჰკლავთ, გოგი? ჴ ცხარობს კახა. ჴ წაიყვანეთ, სიმონ! გაყიდეთ, სიმონ! მერე სხვა იყიდეთ, სიმონ! და ის დაკალით რა!..
- წადით, აბა, ვაამან დამა-ქალს უთხარით.
- ჩვენი იქ ასვლა, პონტია, გოგი. - ეუბნება კახა. ჴ ჩვენ ეგ ჩათლაშკა მაგრა არ გვევასება! თანაც მამაშობაც დაუწყია, ხო იცი. უკვე ასაკშია და...
მუსიკოსები დაკვრას მორჩნენ, ინსტრუმენტი ჩააწყვეს, მერე პური გატეხეს, ღვინო დალიეს და წავიდნენ.
ტოლმა-გოგია სატვირთო მანქანის მძღოლ ნაციხარს ანიშნებს. ავტომობილი უკან-უკან შემოდის ეზოში და ნუშთან ჩერდება.
ნაციხარი გამოხტა, ყოჩაღად გადახსნა ბორტი.
ტოლმა-გოგიამ ფიცრები გამოიტანა და მანქანის ძარიდან მიწამდე გადო, რომ ზედ აიყვანონ ღვინია.
ამ დროს ვაამან დამა-ქალი გამოვარდა აივანზე.
- გოოგი! - დაიყვირა.
ყველანი ადგილზე გაქვავდნენ.
- რას აკეთებთ, გგოგი?
- აი, ეს მოზვერი უნდა გავყიდო და ახალი ვიყიდო.
- რისთვის? ეგ რა, წიხლებს ისვრის?
- მამაჩემის გაზრდილია.
- მერე გაქვს მაგისი დრო?
- მაქ, შენ ნუ ნაღვლობ.
ვაამან დამა-ქალი უკან შებრუნდა.
- სად გაგონილა, მკვდრის ცოლი თან ტიროდეს და თან აესეთ რამეებზე ჩხუბობდეს? - ჰკვირობენ დედაკაცები - კიტაია დედაბერი და აქშა ქალი.
ღვინია მანქანაზე აიყვანეს, რქებით მიაბეს ძარაზე და გზას გაუყენეს.
- რა ამბავია, კაცო, ორი მოზვერი? - უკვირს ერთ ბერიკაცს, წიქარაკაცს რომ ეძახიან, - ადრე ერთსა ჰკლავდნენ ხოლმე. ეხლა ხალხი იგრე გაირყვნა, რო ჩხუბი მოსდით - არა, აქეთ მაიტა ბლუდი, არა, აქეთაო. მერე გაიბრუჟებიან და ბოთლებს ამტვრევენ ერთმანეთს თავზედა. ვიღას ახსომს მკვდარი. ეე, ცუდი დრო დაგვიდგა, ადრე სად იყო ეგეთები...
მერე მატრიალებლებმა ჩოლიას შესანდობარი დალიეს...

(გაგრძელება ქვემოთ)

:::

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyTue Mar 19, 2019 1:50 pm

მიხო მოსულიშვილი

ზამთარმა მოიქნია კუდი
(ნოველა)


(დასასრული)

საერთაშორისო დერეფნის მნიშვნელობის მქონე ტრასის მახლობლად მდებარე სოფლის განაპირას, იმ ქუჩაზე, სადაც ჩოლიას ორსართულიანი სახლი დგას, მანქანებია ჩამწკრივებული.
შესასვლელში და ეზოში თურქეთში გასაგზავნი ხის სახერხი ქარხნიდან მოტანილი ნახერხი გაუფენიათ.
ნუშთან, სადაც გუშინ ღვინია და კიდევ ერთი მოზვერი იყო დაბმული, ორი მოჭრილი თავი დევს - ერთი თავად ღვინიასი, მეორე იმ მოზვრისა. ღია დარჩენიათ თვალები.
კედელთან ცეცხლი ანთია. ზედ ზედადგრები დგას, ზედადგრებზე კი ნაცარწასმული ქვაბებია, საიდანაც ორთქლი ამოდის. იქვე ტრიალებენ მზარეულები.
ქალაქიდან ჩამოსული გაფითრებული და თვალებდაელმებული რობია ცეცხლის ქვაბებთან დგას და ზანტად ეწევა რაღაც უცნაურსუნიან სიგარეტს.
- რა ვქნა ეხლა მე? - კითხულობს ზემო სართულიდან ჩამოსული ტოლმა-გოგია. - როგორ დავმარხო მამაჩემი?
- რაც გინდა, ისა ჰქენი! - აივნიდან გადმოჰყვირის ვაამან დამა-ქალი. - ამ ჩემს ჭაღარა მთაწმინდას!
- თავისთვის არ გააკეთებინა, ქალო? - მიუტრიალდება ტოლმა-გოგია.
- რა გააკეთებინა თავისთვის, იხუმრა კაცმა რაღაცა! - უკივის სარკის თუ სხვა რამისაც გიჟი დედინაცვალი, - გაგეგზავნა ვინმე და შეგეკვეთა.
- რა უნდა შემეკვეთა, ქალო? შენ ხო არ გადაირიე? სხვენში არა დგას მუხის კუბო? - ღრიალებს ტოლმა-გოგია.
- ხო გითხარი, იმ მუხის კუბოს ხელს ვერ ახლებ!
- რატო ვერ ვახლებ?
- იმიტომ, რომ შიგ ორი ინდაური მიზის კრუხად!
- ჰოდა, მეც ამოვიყვან იმ ინდაურებს და სხვაგან გადავსვამ!
- ვერსადაც ვერ გადასვამ!
- რატო ვერ გადავსვამ?
- იმიტომ, რომ სხვაგან აღარ დაჯდებიან. სულ მიატოვებენ საბუდარს და იმ კვერცხებსაც გამილაყებენ.
- გაგილაყებენ და გაგილაყონ! ახლა მაგის ჯავრი შემომყარე.
- მერე, ჭუკები რომ აღარ დაიზრებიან და ინდაურები ვეღარ გახდებიან?
- ვერ გახდებიან და ნუ გახდებიან! - ახალ სიგარეტს უკიდებს ტოლმა-გოგია. - მე რა ვქნა?
- მერე რაღა ოხრობა უნდა გამოგიგზავნო საახალწლოდ?
- ჰო, ჰო, სულ ჩემზე დარდობ!
- არა გრცხვენია, ფილოლოგი მაინც არ იყო და თანაც მასწავლებელი! აბა, ვისზე ვდარდობ? ვისზე?
- ვისზე და, საკუთარ თავზე! ვისზე! და თანაც მე მასწავლებელი კი არა, ლექტორი ვარ, ლექტორი!
- იყავი მერე! - უთმობს დედინაცვალი, - მე რა შუაში ვარ?
- იმ შუაში ხარ, რო ის მუხის კუბო შენთვის გინდა! ჰო, ჰო, შენთვის და ინდაურებს კიდე იმიზეზებ! იმიზეზებ, თორე ამ შუაგულ ზამთარში როდის კრუხდებიან ინდაურები!
- რა ჩემთვისა, იქნებ მე სულაც არ ვაპირებ სიკვდილს?! და ვინ გითხრა, რო არა კრუხებიან? ძალიან მშვენივრად კრუხდებიან! იმიტომ, რომ მართლა შუაგული ზამთარი კი არ არის ახლა!
- მაშ, რა არის?
- რა არის და, ის არის, რომ ზამთარმა მოიქნია კუდი! - - გამომრგვალებულ უკანალს აქეთ-იქით გააქან-გამოაქანებს ვაამან დამა-ქალი და თვალებდაჭყეტილ გერს რომ შეხედავს, გადაიკისკისებს და იმ გამომრგვალებულზე ჯერ მარჯვენა ხელს დაირტყამს, ახლა მარცხენას.
- შენ სიკვდილს რო არ აპირებდე, არც ინდაურებს მოიმიზეზებდი. - ხელს ჩაიქნევს ტოლმა-გოგია, ძლივს აარიდებს დედინაცვალს დამშეულ თვალებს, - კარგი, კარგი, ის კუბო შენი იყოს, ღმერთმა სულ მშვიდობაში მოგახმაროს. მე წავალ და წიფლისას გავაკეთებინებ.
- წადი! წადი და გააკეთებინე!
- მართლა ვაამანი ხარ, ნამდვილი ვაამანი! ანუ, როგორც საბა ამბობს - არარაი!
- არარაიც ხარ და დეგენერატიც! ვის უბედავ, შე ფილოლოგო?! შე, შე, საცოდავო?! - კაპასობს დედინაცვალი, უკვე აღარ ეცინება.
- შენ იცი, რა წერია მამათა ცხოვრებაში? იცი? არ იცი!
- იმისთანა რა წერია, რაც მე არ ვიცი?!
- "მამა მაკარი დაწვა ტაძართა შინა კერპთასა და დაიდვა ძვალი თავით, ხოლო ეშმაკთა ხმა ჰყვეს: "შენ, ვინმე ვაამანო დედაკაცო, მოგვალე ჩვენ თანა აბანოსა". - აი, რა წერია!
- ძალიან უგზო-უკვლოდ ხარ განათლებული, თორემ აბანო და საუნა აქ რა შუაშია?! აქ რა შუაშია მეთქი, შე დეგენერატო?!
- და ვისრამიანში კიდევ იცი, რა წერია? "ვაამნისა ქონება ვაამნისა არისო!"
- ვაი, ვაი! შენს პატრონს, უბედურს! - ქოქოლას აყრის დედინაცვალი.
ტოლმა-გოგია ფეხგაჩქარებით მიდის, მაგრამ მალევე ჩერდება, ჯერ საათზე დაიხედავს და მერე შუბლში შემოიკრავს ხელს.
- სად მაგზავნი?! სადა?! სულ გააფრინე, ქალო? როდისღა უნდა მოვასწრო - ორზეა გასვენება!.. ორზე!
- არის და იყოს! - ამბობს ნაწყენი ვაამან დამა-ქალი. - აბა, შენ თუ იცი ის რა არის, როცა კმაყოფილი უცხოელი შოფერი-კაცი და, რაც მთავარია, ისიც ადამიანიშვილი ასე გამოგემშვიდობება: God be with you!
- არ ვიცი და არც მინდა, ვიცოდე! მე ძველი ქართულის სპეციალისტი ვარ და არა მაგ დამტვრეული გერმანულისა!
- ხარ და იყავი! ვინ დაგიშალა? თანაც ეს გერმანული კი არა, ფრანგულია, ფრანგული! - დასცინის დედინაცვალი, თორემ ნავალი ქალია, განა არ იცის, რომ ინგლისური სიტყვებია და ნიშნავს, ღმერთი შენთანო.
- შენ იცი, რა გინდა?
- რა მინდა?! მაინც რა მინდა?! რა?!
- ერთი დიდი კეტი! ჴ იმ გამომრგვალებულ ადგილებზე დაჰყურებს გერი.
- შენ კიდევ აგერ, იმ ნეხვიანი ცოცხით ხარ საცემი, მასე რომ მელაპარაკები! - ბოსელზე მიყუდებულ ხისტარგაყრილ ცოცხზე უთითებს ვაამან დამა-ქალი.
- აბა, მაშ, მთელი სოფლის სადადანო უნდა გამხადო?!
- საიდან მიხვდი, რომ აი ეგ კი მართლა მინდა?!
- მომყიდე, ბოლო-ბოლო.
- რა უნდა მოგყიდო, შენ მართლა დეგენერატი ხომ არა ხარ?
- მამაჩემმა რომ თავისთვის მუხის კუბო გააკეთებინა წინასწარ, ის კუბო მომყიდე!
- არაფერსაც არ მოგყიდი!
- რა ვქნა, რომელ მტკვარში გადავვარდე, რომ აღარ ვიცი?! ჴ ხელებს შლის ტოლმა-გოგია.
- რომელში და, იმ მტკვარში, სადაც ტალიჭა ლადო გადავარდა! - გადმოსძახის დედინაცვალი. - იქ კარგი ტინებია!
- შენ რა იცი, ნამყოფი ხარ?
- ალბათ, ვარ!
- ხარ და იყავი!
- ვიქნები!
- იყავი!
- ჰოდა, ვიქნები კიდეც! ჴ ჯიბრიანად გადმოსძახებს დედინაცვალი, დემონსტრატიულად შეტრიალდება და უკანალის ჩვეული ქნევით წავა კარებისკენ, თან ასე ჩაილაპარაკებს, - არ შესცა ვირის დედას?!
- გოგი, - მამამისთან მიდის კახა, - ხო გითხარი, ღვინია არ დააკვლევინო მეთქი?
- გუშინ პარასკევი იყო, არ გაიყიდა და აბა, რა მექნა? - უხსნის ტოლმა-გოგია.
- შენც კაი წამპალი ვიღაცა ყოფილხარ რა! - ეუბნება გამწარებული კახა.
- ესე იგი, გამოდის რომ დეგენერატიცა ვარ და თან წამპალიც, არა? მაშინ, შენ თვითონ წაგეყვანა! და შენც ჩემნაირი წამპალი იქნებოდი, შე ვირიშვილო მაიმუნო! ჴ სილა მოუქნია თავის შვილს ტოლმა-გოგიამ.
კახამ თავი დახარა, მოქნეული ხელი აიცდინა, მერე უკან დაიხია, "იაა!" - ასე შეჰყვირა და ისეთი ძალით მოარტყა მამამისს ბათინკიანი ფეხი ყბაში, რომ პირდაპირ ალინჭყულ თოვლში მოაჯინა.
ტოლმა-გოგიამ თავი გააქან-გამოაქანა, სილებიც შემოიტკაცუნა აქეთ-იქიდან და გონს რომ მოვიდა, წამოხტა, მიხედ-მოიხედა. მერე ბოსელზე მიყუდებულ, დედინაცვლისგან წეღან მითითებულ ნეხვიან ცოცხს წამოავლო ხელი და კახას დაედევნა ყვირილით:
- მოგკლავ, შე შობელძაღლო! ჩემი მიყვანილი მაინც არ იყო კარატეზე! შე ვირიშვილო შენა!
კახა იქ აღარ იყო, უკვე ტრასაზე ჩაერბინა და ქალაქისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსს ელოდა. მაგრამ ვინ დააცადა, იმ ვითომცდა ჩუმად მოთვალთვალე ცხვირპაჭუა და ქერათმიანმა ქალმა ჩამოუქროლა ალალივით, პატარა ხანს ელაპარაკა ერთი ჩვენი მეზობელი, ჩრდილოეთის დიდი ქვეყნის ენაზედ და მერე კემპინგის მხარეს გაიტყუა, შუაგულ საუნაში...
ეჰ, ან მისტერ ჰენრი მილერი ყოფილიყო, ანდა მადამ ანაის ნინი მაინც, რადგანაც მხოლოდ იმათი კალმები თუ გამოჰხატავდნენ იმ საუნისა და კემპინგის ძნელად გამოსახატავ, ბევრისთვის ერთობ თვალსახარბიელო ცოცხალ სურათებს...

დამძიმებული ღრუბ­ლები თავზე ჩამომხობიან ქვეყნიერებას.
თოვლი მოდის. მოდის და მოდის.
თეთრდება და სპეტაკდება მიდამო.
ორთქლადენილ საჭმლის ქვაბებთან ერთ მაღალ კუნძზე შემდგარა რობია და გამოთქმით ამბობს საკუთარ ლექსს:

ფიფქავს და ფიფქავს,
მთელი დღე მფიქრავს.
არ ავწევ ჭიქას,
არ ვიტყვი სიტყვას.
მეძახით ჯიგარს,
გიწოდებთ ჭინკას.
არ იცით, ვინ ვარ.
არ ვიცი, ვინ ხართ.

- ჯიგარი ხარ, შვილოსა! - დიდ ჩამჩას შემართავს მზარეულების შეფი თილიყამყამა, - საღოლ! მართლა სპეცზაკაზად უნდა მოგიხარშო ბეჭისძვალი!
- ტაში არ გამიბედოთ! - მოულოდნელად დაიყვირებს რობია, - მე ტაშისთვის კი არა ვთქვი, მოზვრის ბეჭისთვის!
- ჰოდა, მოდის კიდეც! - დაუყვავა თილიყამყამამ, - უკვე გზაშია!

თოვს და თოვს, გადაუღებლად თოვს. ნამქერით ივსება გზები. აქაური ქარიშხლები კიდევ მგლებივით ვეღარ ღმუიან ხშირ ტყეებში და თავს იმძინარებენ...
არადა, თანდათან მატულობს ხალხი და რა უნდა ქნან, აღარ იციან. ვინ აღარ მიუგზავნა ტოლმა-გოგიამ, თავისი მერხის მეგობარი ნაციხარი გინდა, მზარეულების შეფი თილიყამყამა, ბეღელა, წიქარაკაცი თუ პალაჩი, მაგრამ გაჯიქდა ვაამან დამა-ქალი და იმ მუხის კუბოს არაფრისდიდებით არ უთმობს ტოლმა-გოგიას.
ეზოს ხაკის ქსოვილი გადააფარეს, მაგიდებს შლიან მატრიალებლები, გრძელ სკამებს უდგამენ. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ორასი-სამასი კაცი მაინც იქნება მოსული და სანამ ხალხი გასვენებიდან მობრუნდება, სუფრის გაშლაც უნდა მოასწრონ.
ტოლმა-გოგიას კიდევ ხერხი უპოვნია, მკვდარი საწოლზე გადაუსვენებია დროებით და ტახტს ფეხებს ახერხავს. ამ ტახტით უპირებს გასვენებას მამამისს, რადგან ვერაფრით დაიყოლია ვაამან დამა-ქალი, რომ ის მოკრუხებული ინდაურები სხვაგან გადაესვა საბუდრად ქცეული მუხის კუბოდან.
მერე ტოლმა-გოგია ფეხებდახერხილ ტახტს გადაატრიალებს, შიგ თეთრ სუდარას გაშლის და იმ სუდარაზე გადაასვენებს ჩოლიას. გვამს ზემოდანაც თეთრსავე სუდარას გადააფარებს. თავთან ჭიქით ხორბალს დაუდგამს და ზეთის სანთელს აუნთებს.
ამ სახელდახელო კუბოს ჩამოსატანად ოთხნი ადიან. სანთლები ჩამქრალია. ჩოლია პაპას გაშეშებული სახე ვახოს სამუდამოდ ამახსოვრდება.
ქალებმა შავთავსაფრიან ვაამან დამა-ქალს ხელი ჩაჰკიდეს და გარეთ გაიყვანეს, - რა არის, რომ გული არ შეუწუხდეს დიდი და მეტისმეტი მწუხარებისგანაო.
ტოლმა-გოგიამ, ვახომ, რობიამ და ნაციხარმა ასწიეს "კუბო", სამჯერ დაატრიალეს, მერე კარს მიაჯახეს სამჯერ და გარეთ გაიტანეს.
სასულე ორკესტრიც მოსულიყო და ისევ გუშინდელ ტუშს უკრავდა.
ეზოს შუაგულში ორ სკამზე დაასვენეს ფეხებდახერხილი ტახტი.
"მაინთ ნუ წახვალ, გენაცვალე!"
"აი, რა კარგი სახლი გვაქ, აქ შემოდი!"
"უკანასკნელად მიგაცილებთ ამ დანამქრულ გზაზედა!"
"თანაც როგორ მიხვალ, ჩოლიიი... ტახტისთვის დაგიჭრევინებია ფეხები და იმითა გმარხამთ!"
"რათ გინდოდა ეს ტახტი, აკი წინასწარ გქონდა გამზადებული მუხის კუბოი!"
"უთხარით, ხალხნო, რამე, ნუ წავა! უთხარი, თილიყამყამ! უთხარი, ნაციხარო! შენ რაღას გაჩუმებულხარ, პალაჩოო! ხმა ამოიღე ბეღელ!"
მერე "კუბოსთან" მისასვლელი მოცარიელდა. ასწიეს და დიდი წვალებით მიიტანეს ბორტგადახსნილ სატვირთო მანქანამდე, რომლის ძარაზეც ხალიჩა იყო გაფენილი. დაასვენეს ზედ მიცვალებული და მანქანა ნელ-ნელა დაიძრა. თან მიჰყვა ხალხი.
ტაატით ააღწიეს სასაფლაომდე. უკან ჩამორჩენილებს დაუცადეს ცოტა და მერე მიცვალებული შეასვენეს უკვე გათხრილ სამარემდე.
მოსამძიმრე ხალხი რომ მოგროვდა, მძიმედ ჩაუშვეს ფეხებდახერხილი ტახტი საფლავში. მის ზემოთ, რკინის საბჯენებზე ბეტონის სარები გაფინეს ჴ საფლავი რომ არ ჩაშვავებულიყო მერე და მერე. შემდეგ მიწას აყრიდნენ - ვინ მუჭით და ვინ კიდევ ნიჩბებით.
აივსო საფლავი, ამოიბურცა კიდეც და ზედ კუდმოქნეული ზამთრის კვალობაზე ნაშოვნი ყვავილები დააწყეს.
ვალმოხდილმა მესაფლავეებმა პარკებიდან საჭმელი და ღვინოც ამოიღეს, ჯერ დაილოცნენ, წაუქციეს და მერე ჭამას შეუდგნენ.
ხალხი უკან დაბრუნდა.
შევიდნენ ეზოში და დასხდნენ გრძლად გაშლილ სუფრასთან.
თამადად ტოლმა-გოგიას სკოლის ამხანაგი, „ნაციხარი“ დადგა, უსაკლისა კაცი. თავიდან თითქოს წესრიგი იყო, მაგრამ მონასტერი იმის მერე აირია, რაც თამადამ შილაფლავის ჩამოტარებისას, ანუ მეათე სადღეგრძელოდ ასეთი რამა ჰსთქვა:
- მოდი, ნიავს გაუმარჯოს, ნიავსა! კავკასიონიდან რო დაუბერამს და აექამდე მოვა, გულს გაგვიგრილებს. მოტიალდება აქა და მერე კიდევ ქალაქისკენ გასწევს, რო იქაც მიხედოს საქმესა. აი, ამ ნიავის სადღეგრძლო უყვარდა ჩოლიასა. დალიეთ, აბა.
დალიეს.
- გაიგე, კაცო, თურმე სუ ტალიჭა ლადოსა კითხულობდა. - შილაფლავის თეფშში ცხვირჩაყოფილ და ჩანგალმომარჯვებულ რობიას უთხრა ერთმა დაჟინჟღილებულმა მეზობელმა.
- რომელი, ლადო? - დაიბნა რობია.
- კენტი არ შეჭამო, - ღიმილით ჩაუჩურჩულა რობიას ჩამომტარებლად მოსიარულე კიტაია დედაბერმა, - თორემ დედას ცალი ძუძუ თორნეში ჩაუვარდება!
- ვაჰ, რატო ჩაუვარდება? - დაადევნა განცვიფრებულმა რობიამ და პასუხი რომ ვერ მიიღო, ისევ იმ დაჟინჟღილებულს მიუბრუნდა, - შენ რომელ ლადოზე მეუბნები?
- ტალიჭა ლადოზე. მტკვარში რო გადავარდა, ტინებზე. შარშანწინ.
- დაიცა, პალაჩო, ის ხო მაშინვე მოკვდა? - დაჟინჟღილებულს შეეკითხა მოპირდაპირე მხარეს მჯდომი ცხვირკაუჭიანი თანამესუფრე.
- ჰოდა, ბეღელ, იმას ელაპარაკებოდა თურმე ცხონებული ჩოლია, - მიუგო პალაჩმა.
- ვაჰ, ჰხედავ, კაცო?! - გაიკვირვა ბეღელამ.
რობიას ტირილი წასკდა.
- დაწყნარდი, კაცო, რა მოგივიდა? - მისი დამშვიდება სცადა პალაჩმა, მხარზე დაჰკრა ხელი, - ყველანი სიკვდილის შვილები არა ვართ? და ჩოლიაც არი.
- ესე იგი, ჩემი მამინაცვალი ჩოილარია?! - ცრემლებს იწმინდავს რობია.
- ჩოლიაც არი, როგორ არ არი! - პალაჩს მხარი აუბა ბეღელამ.
- მაშ, ჩოილარია, არა?! - ისევ კითხულობს რობია, თან ცრემლებს იმშრალებს.
- ჰო, - კვერს უკრავს პალაჩი და ისიც შილაფლავს შეექცევა, ნელ-ნელა და დაგემოვნებით.
რობიას ძალიან უნდა, რომ პალაჩს სცემოს, მაგრამ იცის, რომ ვერ მოერევა. ბეღელას კიდევ ვერ მისწვდება, მოპირდაპირედ უზის.
- მოდი, მოდი, უნდა გაკოცო მაგ სიტყვებისთვის! - პალაჩისკენ გაიწია რობიამ და ვითომ სიყვარულით აკოცა, სინამდვილეში კი უკბინა.
ღვინით შეზარხოშებულმა პალაჩმა ჯერ ვერ იგრძნო კბენა, შილაფლავიანი ლოყა ხელის ზურგით შეიწმინდა, მაგრამ რობიამ მეორედაც რომ იგივე გაიმეორა, თანაც მეტი ძალით, მიხვდა, რაც ხდებოდა და გემრიელი, კაი მამა-პაპური ალიყური აჭამა. არადა, უჩხუბარი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი.
უფრო მეტად აქვითინდა რობია. სულ ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები.
ჯერ სუფრის რიგებს შორის მოსიარულე, ყბაშეხვეულმა ტოლმა-გოგიამ მოირბინა და პალაჩს ხელიდან გააგდებინა ნახევარძმა, თუმცა იმანაც კისერზე კბენა მიიღო საჩუქრად და სანამ თვითონაც მოარტყამდა, ახლა წიქარაკაცი და თილიყამყამა ჩაუდგნენ შუაში.
ქვითინებს და ქვითინებს რობია, არ ჩერდება. მიუახლოვდება ვინმე და გასაგისი აღარა აქვს, - მოდი, გაკოცოო! ჴ და ყველას კბენას უპირებს, კაცი იქნება თუ ქალი. მართლა მაგარი დასაბეთქია, ქალებს ინტიმურ და ნაკრძალ ალაგებზე ეტანება მაინცდამაინც, იქ მიიწევს საკბენად.
ვაამან დამა-ქალმა გაიყვანა სუფრიდან, მოხდენილად და მარჯვედ გაარიდა განრისხებულ პალაჩსა და ბეღელას, რადგან ღვინია-მოზვრის უკვე მოხარშულ და ნახევრად შეჭმულ ბეჭისძვალს ხმალივით იქნევს რობია, ახლოს რომ არ მიუშვას ვინმე და მთელი თავისი ხრინწიანი ხმით უყივის ორ­თავეს:
- ჩოილარი თავი გაბიათ, თქვე ბოზებო! თქვე ბოზებო თქვენა!
- შენა, ე, ვირთამამ! - ჩავლისას რობიას წაუთაქა ნაციხარმა, - სიტყვა წინ ნუ წაგიქანდება, თორენა...
- ეს ვინა ყოფილა, კაცო? - ხელები გაშალა ბეღელამ, - უნაცილო ნაცილია, ვინ არი...
- ეგ არაფერი, უკვე ჩაიარა, ბეღელ, - დაუძახა ნაციხარმა და თავის მერიქიფედ დანიშნულ თანამესუფრეს გადასძახა, - ერთი მაგ დოინჯიანი კოკიდან ჩამომისხი, შვილოსა! აბა, ყველამ შაამსეთ.
- ბეღელ, მე და შენა ვართ ბოზები? - გაიცინა პალაჩმა და მცხეთურად გახედა ღვინის ბოთლსა, შიგ ხო არა დარჩა რაო.
- ეს იანვრის წიწილა ესა! - ბეღელასაც გაეღიმა.
და ის იყო, ბალიშის ქვეშ ამოდებული ღვინია-მოზვრის ბეჭისძვლით დაიძინა რობიამ, რომ მაცნე მოუვიდა ვაამან დამა-ქალს. შორეული რეისების მძღოლები ხეობაში ჩამოწოლილ ნამქერს შეეჩერებინა და კემპინგში მოსულიყვნენ, თითო ბოთლი არაყი დაეყუმბარებინათ, ახლა საუნაში მისცემოდნენ ნეტარებასა და რაკი უფრორე მეტი სიამოვნება მოსურვილებოდათ, რომელიღაც ენაზე შემოეთვალათ: "შენ, ვინმე ვაამანო დედაკაცო, მოგვალე ჩვენ თანა აბანოსა"-ო.
- ეგ ოთხი ფიცრის ღირსი ეგა! ჴ კიტაია დედაბერმა მიაწყევლა კემპინგისკენ თუ საუნისკენ ცუხცუხით მიმავალ, ძუძუებახტუნავებულ ვაამან დამა-ქალს, ჭრელი ქოლგა რომ გადაეფარებინა აფუებულ თმაზე. - ეგ კაცის გიჟი! ეგ კაცის გიჟი ეგა!
- ბედაური ქალი ვარო, მაგან უნდა დაიკვეხნოს! აი, ეგ მოსალოკი და ამოსავარდნი! ჴ შურიანად დაუდასტურა აქშა ქალმა, კიტაიას ხელკავი გამოსდო და სოფლის ცენტრისკენ განაგრძეს გზა.

თოვს და თოვს, თოვს გადაუღებლად.
დიდი თოვლი იცის აქეთ.
გეგონება ზამთარიაო, გული ზამთარი.
არადა, მხოლოდ ზამთარმა მოიქნია კუდი.
მუხლამდე დათოვლილ გზას უპალტოოდ და უქუდოდ მოარღვევს მოგვიანებით დამთვრალი ტოლმა-გოგია და ყვირილისგან ხმაწასული ხავის:
- არ იქნება მარშუტკა და ნუ იქნება! ფეხით წავალ, ფეხით! ჩემდათავად აქ დამრჩენის დედაც...
არადა, მართლა აღარაფერი დადის გზაზე, როგორ უნდა იაროს იმსიშორეზე, სატოლმა-გოგიაო ცხვირპაჭუა და ქერათმიანი ალალები მაინც იყვნენ ახლო-მახლო, რომ იმასაც ჩამოუქროლონ და დედინაცვლის კემპიგში შეიტყუონ როგორმე.
დაისღამეა. მატულობენ და მატულობენ ფანტელები.
უკვე გვარიანად დაბინდებულა.
დაბინდდებოდა, მაშ, როგორ - რო­გორც აქაურები ამბობენ, - ზამთარში და გინდაც იმისი კუდის მოქნევაში ხომ ერთი დამთქნარება დღე იცის.

2005

ბმული:
* http://old.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20kartuli/interviu%20mcerlebtan/proza/mixo%20mosulishvili/mixoindex.html
* http://www.biblioteka.litklubi.ge/view-nawarmoebi.php?id=9497

What a Face

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyTue Mar 19, 2019 7:02 pm

მიხო მოსულიშვილი Mikho_11

მიხო მოსულიშვილი

პარიზს მიიჩქაროდნენ…
(სათავგადასავლო მოთხრობა)

მესინაში ჩამოვიდა ერთი კეთილშობლი ქართველი, სახელად ნიკიფორე ირბახი, რომელიც იყო საქართველოს უპირველესი სენიორი უკეთილშობილესი გარისა.
არქანჯელო ლამბერტი, 1626 წელი.

ღვინობისთვეს ადრე კაი ქარი მოვიდა. ღვთის სახელზე წამოვედით მისინასაკენ.(...). ას ორმოცდაათი მილი პალერმოდამ მისინა იყო. (...). მისინას მივედით. (...). დიდი და კარგი ქალაქი იყო. ათი-თორმეტი მაგარი ციხე იყო ნაშენი, რომ ერთი სახლი ეგონებოდა, და ის დაიღ მომეწონა.
სულხან-საბა ორბელიანი, 1714 წელი.



1.
ქრისტეს შემდეგ ათას ცხრაას ოცდაოთხი წლის შემოდგომა იდგა, ღვინობისთვის ცხრა.
საღამოვდებოდა. ბინდისფერი ედებოდა გარემოს.
ჩასავალთან მიღწეულ მზეს ცაში ოქროსფრად მოევარაყებინა მუქი ღრუბლები, ლეგლურჯი ზღვის ზედაპირზე კი ვერცხლისფერი ბილიკი გაეჭიმა.
ისმოდა ჰაერში მონავარდე თოლიების ჩხავილი.
ტალღები ხმაურით აწყდებოდნენ ქვიშიან ნაპირს, თეთრად ქაფდებოდნენ და კენჭებს აჩხრიალებდნენ.
ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ლამაზ სანახაობად გადაშლილიყო ქალაქი მესინა.
ლამპიონებს გაეჩირაღდნებინა პორტი, რომლის ფილაქნით მოგებულ მისადგომზე მილეთის ხალხი ირეოდა და სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდა. აქვე გაიგონებდით მტვირთავთა გამაფრთხილებელ სტვენას ანდა შეძახილს სიცილიურ დიალექტზე.
დაკვირვებული თვალი უმალ შენიშნავდა უცნაურ სამოსში გამოწყობილ ექვს უცხოელს, ერთ სკვერში დარგულ ვაზს რომ შესცქეროდა.
ალბათ, იქ მყოფთაგან არავინ უწყოდა, რომ იმ ქვეყანაში, საიდანაც შავ-თეთრ ჩოხიანი კაცები იყვნენ, ვაზს მისტიკური მნიშვნელობა ჰქონია ძველთაგან. იქ ღვინოს ზოგჯერ `ქრისტეს სისხლს~ ეძახიან დღესაც. ხოლო წინათ, მეოთხე საუკუნეში, ვაზის მორჩებისაგან გაკეთებული და საკუთარი თმის ღერებით შეკრული ჯვრით მისულა წმინდა ნინო კაბადუკიელი და ქრისტიანებად მოუქცევია ღვთისმშობლის წილხვდომილ მიწაზე მცხოვრები ადამიანები; იქაურებს თითქმის ავადმყოფურად უყვართ სამშობლო, ხანგრძლივად სხვაგან ვერ ძლებენ და, იმ ერის შვილებს – სისხლს სისხლთაგანსა და ხორცს ხორცთაგანს – ქალაქ მესინის პოტში ნანახი ვაზი მამულს თუ გაახსენებს, ამაზე ნუ დავძრახავთ...
ნუ დავძრახავთ, რადგან ეს ექვსი კაცი – დამარცხებული და გამწარებული, მრავალი ბრძოლის გადამხდელი, ტყვიების წვიმას გადარჩენილი, მშობელ ქვეყნიდან გამოქცეული, რამდენიმე თვეს ზღვაზე წინაუკმოდ მოხეტიალე, ზამთრის მგლებივით დამშეულ დარდებს შუაში მოუქცევიათ და ისე შეჰყმუიან, სისხლი ეყინებათ ძარღვებში.
დაძინების წინ, მარტო დარჩენილს, მრუმე სევდა – ეს მჭვარტლიანი და ბანჯგვლიანი ბებერი ქაჯი – დაგეჯღანება, თითქოს ისედაც სახე ნაოჭებით არ ჰქონდეს დაღარული, `საქართველო აღარ გაქვსო~, ჩაიქირქილებს, კლანჭებს ჩაგიჭერს, სისხლს გამოგადენს; გაგამწარებს, თუმცა ჯერ ხმას ვერ ამოგაღებინებს, ხოლო მერე კი გულს მოგიძებნის და ისე გიჩხვლეტს ყოველი კლანჭით, თუ აქამომდე ითმენდი ტკივილს, ტანჯვას უძლებდი, ახლა უნებურად ცრემლი მოგადგება და ლამისაა იყვირო.
ჰოდა, ახლა დგანან და, ვაზის დაგრეხილ რტოებს მიმოაყოლებენ მწუხარე თვალებს, შავ მტევნებს მზერით ელაციცებიან და იხსენებენ:
გადამწვარ მშობლიურ სახლებს,
დედათა უცრემლო მოთქმას,
დახვრეტილ მამებს,
საპატიმროებში მათრახებით დალურჯებულ და დასისხლიანებულ ცოლებსა და ციხეებშივე გამომწყვდეულ მცირეწლოვან შვილებს, უპატრონო ბავშვთა სახლებში თუ ყინულოვან მხარეებში რომ მოელით გაზრდა – ღმერთო, უშველე ყველა გაჭირვებულს...
არა, ამ ქალაქში არ უნდა მოსულიყვნენ.
საოცარია, ეს აივნებიანი სახლები, ქვაფენილიანი ქუჩები, მოკირწყლული ქუჩაბანდები, უძველესი ციხე-სიმაგრეები, სახურავზე ჯვარდამდგარი ეკლესია, ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილი შავგვრემანი და მწვანეთვალება ქალის ღიმილი, ხმამაღლა მოლაპარაკე კაცთა მზერაში ჩაგუბებული ფეთქებადი ვნებები, დუქნებიდან გამოსული ღვინის გემრიელი სუნი – როგორ ახსენებთ თავიანთ თბილისს.
- რესტორანში გეპატიჟებით, ბატონებო! – თქვა ერთმა მათგანმა, ზღვისკენ გაიხედა და ცრემლი მალულად შეიმშრალა.
- სიამოვნებით გეახლებით, ბატონო ქაიხოსრო! – მიუგო შავებში ჩაცმულმა, ხელჯოხიანმა, მოხდენილმა ფრანტმა და სიგარა გააბოლა. იგი ევროპულად გამოწყობილიყო და ზემოთ აღწერილი დარდი რომ არა, ელისეს მინდვრებზე მოსიარულე დარდიმანდი ეგონებოდა შემხედვარეს.
- რას იტყვი, ლევან? – სუფთად პირგაპარსულ თეთრჩოხოსანს დაეკითხა იგი, ვისაც ქაიხოსრო უწოდეს.
- ანდრონიკაშვილი ჩოლოყაშვილს რაში ჩამორჩენია, ქაქუცავ ჩემო, მხოლოდ ეგაა, ნიკოლოზისჟამს ერთი ჩინით გამასწარი! – ჩაიღიმა კითხულმა და ჩვეულებისამებრ, ნაიარევ შუბლზე მოისვა ხელი.
- თქვენი ხრმალი და ჩვენი კისერი, ბატონო ქაიხოსრო! – თქვა გვერდიგვერდ გაჩერებული ორი ყმაწვილიდან ერთმა.
- მეც ძმადნაფიცის გვერდით ვიქნები! – თქვა ხევსურულ ტალავრიანმა დევკაცმა.
- მაშ, აქეთ მობრძანდით, ბატონებო! – ბრძანებასავით გამოუვიდა ქაუცა ჩოლოყაშვილს და რაკი იქითა მხარე ნანახი ჰქონდათ, პორტისგადაღმა,შადრევნებიანი პარკის იქით მდებარე მოედნისკენ გზა დაუთმო დანარჩენებს.
- საკუთარ მამულში ხომ არ გგონია თავი, - გაეცინა ლევან ანდრონიკაშვილს, - მაქეთ საით გვეპატიჟები, ვეჟო?!
- ოტელი შევნიშნე იმ მოედანზედ! – მიუგო ქაქუცამ.
- მერმე, ჰოტელი რა ბედენაა? – გაიკვირვა ერთმა ყმაწვილმა, ჩოხის შიდა ჯიბიდან პორტსიგარი ამოიღო, გახსნა და ჯერ ქერათმიან მეგობარს მისთავაზა სიგარეტი.
- ყოველ ჰოტელს რესტორანიც აქვს. – აღნიშნა ფრანტმა, - წამობრძანდით, ბატონებო! – და ხელჯოხის კაკუნით პირველი გაეშურა იქით.
მოედანი, სადაც ნაირ-ნაირი ავტომობილები ირეოდნენ, ლამპიონებითვე იყო განათებული. მის ერთ მხარეს `როლს-როისები~ გაეჩერებინათ. იქვე წამომართული შენობის თავზე ელექტრორეკლამა: `ჰოტელ - `პარიზ~ - ინთებოდა და ქრებოდა.
შესასვლელთან მისულთ გასუქებული, ლურჯფორმიანი შვეიცარი გადაეღობათ, თავზე კოკარდიანი ქუდი ეხურა, და რაღაც თქვა ადგილობრივ დიალექტზე.
- რა ბრძანეთ? – ფრანგულად დაეკითხა ჩოლოყაშვილი, წინ ის მიდიოდა.
- კბილებამდე შეიარაღებულებს ვერ შეგიშვებთ! – ფრანგულადვე მიუგო ლურჯფორმიანმა, ალბათ, ეს ენა მშობლიური იყო მისთვის და მოსულის ხმალ-ხანჯალი და ტყავის ბუდიანი რევოლვერი ეჭვით შეათვალიერა. მისი შიში უფრო გაძლიერდა, როცა ნახა, რომ სხვებიც, ერთი პენსნეიანის გარდა, ამგვარად იყვნენ შეიარაღებულნი.
- როგორ თუ ვერ შეგვიშვებთ? – იწყინა ქაქუცამ და ანდრონიკაშვილმა შენიშნა, ნაკვერჩხლები აუკიაფდა თვალებში.
- გარწმუნებთ, აქ არავინ გვყავს მოსაკლავი! – თავი გამოიდო შავფრაკიანმა, თუმცა მარცხენა ფერდთან, იქ, სადაც წესით და რიგით, ჯიბე უნდა ყოფილიყო, იმასაც საეჭვოდ გამობეროდა ფრაკი.
- მაშ, ეგ იარაღი რაში გჭირდებათ? – ჩაიცინა პუტკუნა შვეიცარმა, - ეგ საკენკი თქვენს ქათმებს დაუყარეთ!
- თურქეთში შეგვიშვეს, გემზეც არაფერი უთქვამთ და თქვენი რესტორანი რა გასდა ასეთი?! – გამომწვევად დაეკითხა წინ წამომდგარი ანდრონიკაშვილი და ქაქუცა მიხვდა, ცუდად იყო საქმე, ლევანი აღარ გაჩერდებოდა; კიდევ იმან დააიმედა, რომ პოლიციელი არ ჭაჭანებდა არსად.
- არავითარ შემთხვევაში! – თავისაზე იდგა ლურჯფორმიანი, თან შიგნით აპირებდა შესვლას.
- მე კი ავდგები და აქედან პირდაპირ საქათმეში გისვრი! არა მგონია, იქიდან დიდი ხნის გამომძვრალი იყო! – ვეფხვივით დაუღრინა ლევანმა, ციმციმ ასწია ამხელა კაცი და ჰაერში სასაცილოდ ააფართხალებინა ფეხები.
აყვირდა შვეიცარი.
ოტელიდან ვიღაც-ვიღაცეები გამოვიდნენ, წინ შავკაბიანი, მოხდენილი ქალი მოძღოდათ. გრძელი, ოდნავ ხვეული თმა უკან წაეღო, შეეკრა და სარჭებით დაემაგრებინა, - ლამაზი იყო.
- რა ამბავია, ფრანსუა? – მკაცრად დაეკითხა ისევ ჰაერში მყოფ მოსამსახურეს.
- დამსვას და ვიტყვი!
უცხოელმა ძირს დაუშვა ერთიანად გადალურჯებული შვეიცარი.
- ამ... ამ იარაღიან გადმთიელებს რესტორანში ნებავთ შემოსვლა, მადამ! უფლებას არ ვაძლევ და, მაპატიეთ გამოთქმაზე, საქათმეში გისვრითო, მემუქრებიან!.. მესმის, დონ ჯოტოს ხალხი იყოს!
ქალმა მოსულნი შეათვალიერა და ყველასათვის მოულოდნელად, ევროპულად ჩაცმულ პენსნეიანს გაუღიმა:
- კახაბერ ამილახვარს ვხედავ თუ მეჩვენება?!
- თქვენ არ შემცდარხართ, მადამ ანრიეტა სარდუ! – ქუდი მოხდენილად მოიხადა ამილახვარმა, მანდილოსანს მიუახლოვდა და გამოწვდილ, გრძელთითებიან ხელზე ეამბორა.
- აქეთ რა ქარმა გადმოგაგდოთ?
- გრძელი ამბავია, მადამ, მაგრამ თუკი ინებებთ, აქვე გიამბობთ...
- ესენიც თქვენთან არიან? – დანარჩენები შეათვალიერა ანრიეტა სარდუმ.
- დიახ!
- შემობრძანდით, ბატონებო! – თავაზიანად გაიღიმა ქალმა და სტუმრებს განათებულ ვესტიბიულში შეუძღვა.

2.
რესტორანი, რომელშიც ექვსი ქართველი ემიგრანტი და მადამ ანრიეტა სარდუ ისხდნენ კუთხეში დადგმულ მაგიდასთან, ფერადი შუქებით იყო განათებული.
ერთ მხარეს არცთუ პატარა სცენა მოეწყოთ, დარბაზზე ერთი საფეხურით ზემოთ, სადაც კორდებალეტის ტანშხვართა მოცეკვავეები როკავდნენ. იქვე ორკესტრი უკრავდა.
ფართო შემოსასვლელის გარდა რესტორანს შიდა გასასვლელი და ორი კარის ჰქონდა,სადაც შედიოდნენ და გამოდიოდნენ თავაზიანი ოფიციანტები.
მაგიდებს კი სხვადასხვა ეროვნების, სქესისა და გარეგნობის ადამიანები შემოსხდომოდნენ.
- ...ასე დამთავრდა ჩვენი აჯანყება. ახლა პარიზში მივდივართ. იქ ჩვენი მთავრობაა გაქცეული... – ამბის თხრობა დაასრულა ელეგანტურმა კახაბერ ამილახვარმა და ჩამქრალ სიგარას მოუკიდა.
- თქვენებს რა მოუვიდოდათ?
- თავადებს ხვრეტენ, იმათ ცოლ-შვილს კი აპატიმრებენ! – მიუგო ამილახვარმა.
- ... და რა მოელით?
- კარგი არაფერი, მადამ! – უთხრა მწუხარე ფრანტმა.
- დიდი უბედურება მომხდარა! – ამოიოხრა ქალმა და თავჩაქინდრული სტუმრები რომ დაინახა, თქვა. – ბატონო კახაბერ, თანამებრძოლები არ გაგიცვნიათ ჩემთვის!
- გთხოვთ, მაპატიოთ! – მოიბოდიშა ამილახვარმა, - თქვენგან ხელმარჯვნივ აჯანყების ხელმძღვანელი, კავალერიის ყოფილი პოლკოვნიკი, თავადი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, მეგობრები ქაქუცას ეძახიან.
- სასიამოვნოა, მუსიე. – თქვა ქალმა, ფეხზე წამომდგარ თავადს ხელი გაუწოდა და ისიც რომ ეამბორა, კახაბერმა განაგრძო:
- შემდეგ, თავადი ლევან ანდრონიკაშვილი, ყოფილი პოდპოლკოვნიკი, ბატონი ქაიხოსროს მეგობარი და თანაშემწე.
ფეხზე წამოდგა შუბლნაიარევი თავადი, მადამ ანრიეტას ხელზე ეამბორა ისიც და კვლავ საკუთარ ადგილზე დაჯდა.
- ბატონო კახაბერ, - თქვა ჩოლოყაშვილმა. – ეგებ ამ ვაჟბატონის დუელებზეც გეთქვათ ორიოდე სიტყვა!
- ოო, იგი ბრწყინვალე დუელიანტია, მადამ!
- განა დუელები აკრაძალული არ არის თქვენში? – დაინტერესდა ანრიეტა სარდუ.
- მოგეხსენებათ, გემრიელია აკრძალული ხილი, - თქვა ანდრონიკაშვილმა, - ეგეც არ იყოს, განა მთელი ჩვენი ცხოვრება დუელი არაა?!
- შემდეგ მსხდომი შავჩოხიანი ყმაწვილებიც თავადები არიან, - განაგრძო წარმომდგენმა, - როტმისტრები იყვნენ რევოლუციამდე: ზაზა ვაჩნაძე და ვახტანგ მაყაშვილი... არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ აჯანყების გმირები არიან!
- საზღვრის გარღვევის დროსაც ივაჟკაცეს! – ჩაურთო ლევან ანდრონიკაშვილმა.
ფეხზე წამომდგარმა ყმაწვილკაცებმა იგივე მოიმოქმედეს, რაც ცოტა ხნის წინ ანდრონიკაშვილმა და საკუთარ ადგილებს დაუბრუნდნენ.
- და ბოლოს, ბატონ ქაიხოსროს ხევსური ძმადნაფიცი, უშიშა ჭინჭარაული!
- მე მახსოვს, თქვენებური ძმადნაფიცობის შესახებ რომ მიამბობდით! – თქვა ქალმა და გაწითლებულ, დარცხვენილ შატილიონს უშველებელ ტორში ჩაუდო პატარა ხელი; ის კი დაიბნა, მართალია, კოცნა კარგად გამოუვიდა, მაგრამ ოთხკუთხა მაგიდას მეორე მხრიდან შემოუარა და ამრიგად დაუბრუნდა საკუთარ ადგილს.
- ოო, მადამ, - გაიცინა ამილახვარმა, - საკუთარი თავის წარდგენა მავიწყდებოდა: იურისტი კახაბერ ამილახვარი! – და ყველამ რომ გაიცინა, თქვა, - მახსოვს, სორბონა რომ დავამთავრე, მადმუაზელ ანრიეტა სარდუ თავს ანებებდა საბალეტო დასს და კაფე `მულენ ღუჟის~ შანსონი უნდა გამხდარიყო...
- ეს ასეც მოხდა, მუსიე!
- ბატონო ქაიხოსრო, - თქვა ამილახვარმა. – მაპატიეთ და, გაშრა ყელი!
მორიგი სადღეგრძელო რომ შეისვა, ანრიეტა სარდუმ უამბო ქართველებს:
იმ წელს, როცა თავადი ამილახვარი ტფილისში დაბრუნდა, ფრანგული წარმოშობის სიცილიელ კომერსანტს, ლეოპოლდ ფრანჩესკოლის, პარიზში მოგზაურიბისას მოსწონებია `მულენ ღუჟის~ შანსონი, ანრიეტა სარდუ, ცოლად შეურთავს და ერთ წელიწადში შვილიც ჰყოლიათ. ორი წლის რომ გამხდარა პატარა ჯორჯო, მესინაში დაბრუნებულა სენოირ ლეოპოლდი ოჯახიანად და ტურისტული ოტელი გაუხსნია მოხერხებულ ადგილზე.
ამ ზაფხულამდე ბედნიერად უცხოვრია ფრანჩესკოლის ოჯახს, ტურისტი არ ჰკლებიათ და შემოსავალიც კარგი ჰქონიათ – ორკესტრი და მოცეკვავეები ხომ უქირავებიათ, საკუთარი იახტაც კი შეუძენიათ, `მარკიზა დე პომპადური~. წამოზრდილი ბიჭი პანსიონში მიუბარებიათ.
ერთხელაც ქალაქის მაფიზთა თავკაცს, დონ ჯოტო დი მაჯიოს ხალხს დიდი ყუთები მოუტანია სასტუმროში. იზმირის კაკალს ვაგზავნით ნიუ-იორკში დონ ვიტო კორლეონესთან და სატვირთო ხომალდ `ნიუ-უელსის~ მოსვლამდე, რაკი პორტთან ახლოს ხართ, თქვენთან შევინახავთო, უთქვამთ ლეოპოლდ ფრანჩესკოლისთვის, თანხმობასაც არ დალოდებიან (ვინ გაუბედავდა უარს?!), სარდაფში ჩაუტანიათ ტვირთი და წასულან.
სასტუმროს მეპატრონეს უეჭვია, რამე შარში არ გამხვიონო და ერთი ყუთი გაუხსნია. ზემოდან მართლაც თურქული კაკალი ყოფილა, დაბლა კი ცელოფანის პარკებში ფაქიზად გამოკრული ჰაშიში აღმოჩნდა. სამოციოდე ასეთი ყუთი ეწყო სარდაფში და ვინმეს რომ ეპოვნა, კონტრაბანდისტებთან კავშირში ამხელდნენ ფრანჩესკოლის.
შესაძლოა, დი მაჯიოს ოტელის ხელში ჩაგდება უნდა და ეს ხვანჯიც საგანგებოდ დამიგო, თავისივე ხალხს დააბეზღებინებს, თავიდან მომიშორებს და სასტუმროს იყიდისო, უფიქრია ფრანჩესკოლის, წასულა და პოლიციის პრეფექტისთვის, მაიორ მიქელე ფერარისთვის მოუხსენებია ეს ამბავი.
არ გადულა დიდი ხანი და კარაბინერებს რატუშის მოედანზე უპოვიათ მხეცურად მოკლული მამა-შვილი ფრანჩესკოლები – ლეოპოლდს თავისივე მოკვეთილი ენა ედო კბილებში, თვალები დაეთხარათ, ცხვირი და ყურები მოეჭრათ და მკერდზე დაედოთ. ხოლო გახევებულ ხელებში შვილის მოჭრილი თავი ეჭირა...
- არ მეგონა, თუ ევროპაში ველურები გეყოლებოდათ, მადამ! – აღშფოთება ვეღარ დამალა გამოუსწორებელმა დეულიანტმა.
- მკვდრებს რაღას ერჩოდნენ? – ამილახვარს დაეკითხა ჩოლოყაშვილი.
- სიცილიაში ასე იციან, ბატონო ქაიხოსრო! – მიუგო იმან და ზაზა ვაჩნაძე შეათვალიერა, უშიშა ჭინჭარაულს რომ უთარგმნიდა ნაამბობს.
ქმარ-შვილს რომ ასაფლავებდა ელდისგან შეშლილობამდე მისული ქალი, დონ ჯოტოს ხალხი პოტში შემოსულ `ნიუ-უელსს~ ტვირთავდა `იზმირის კაკლით~.
მერე ორი თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაუტარებია ანრიეტა სარდუს. მძიმე მდგომარეობაში ყოფილა. მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა თურმე და ისიც მოკეთებულა, თანაც ამდენ ხანს ოტელის დახურვა წამგებიანი იყო და უფიქრია, ფულს დავაგროვებ, რომიდან ჩამოვიყვან გამომძიებელს და ყველაფერს გავარკვევო. ეს რომ ანრიეტასთან დაახლოებულ ადგილობრივ მცხოვრებს, ჯინა პერუჯის გაუგია, ჯერ მკვლელობის გამოცანა აუხსნია მისთვის: მაფიოზები გულისხმობდნენ, რომ ადამიანს კბილები მისთვის აქვს, ენას დააჭიროს; ცხვირით ყველაფერი არ უნდა იყნოსოს; ყურებით ყველაფერი არ გაიგონოს; თუ არა და, საკუთარი შვილის მოჭრილ თავს დააჭერინებდნენ ხელებში და ტანჯვით ამოხდიდნენ სულს; მერე კი ისიც დაუსაბუთებია, რომ არ ღირდა რომში ჩივილი...
- ბატონებო, - თქვა მწუხარე ქალმა, - ჩემმა ამბავმა ჭამა დაგავიწყათ. გთხოვთ, მიირთვათ!
- მადამ ანრიეტა, - მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია კახაბერ ამილახვარს, - ისინი ასე არ გაჩერდებოდნენ...
- შემოსასვლელთან რომ მაგიდაა, იქ შავსამოსიანი სამი კაცი ზის. გულის ჯიბეში მიხაკები უბნევიათ, ესე იგი, სამოყვროდ არიან. – თქვა ანრიეტა სარდუმ, - ჯერ არ გაიხედოთ, მითვალთვალებენ. მარჯვნივ გვიდო მალტანი ზის, `შმაგი მარჯვენა~, დი მაჯიოს თანაშემწე, ეგ მხოლოდ გეგმებს ადგენს. შუათანა ლუკა კორაჯოა, `კოჭლი სატანა~, ყოველ `საქმეში~ ეგ ურევია, საუკეთესო შემსრულებელია. მარცხნივ კი ანჯელო კუკურედუა, `ზღვის მგელი~, დაუნდობლობით გაითქვა სახელი. ახლა რომ ქალი მიუჯდათ, გვიდოს საყვარელია, გაბრიელა ალტობელი, `დარდიანი კობრა~, ნარკომანია. მაგისი ქმარი `ზღვის მგელმა~ გაასაღა თავის დროზე, თორემ ის პატიოსანი კაცი აქ არ შემოახედებდა...
- კარგად გაგიცვნიათ, მადამ!
- ჯინა პერუჯისგან ვიცი ეს ყველაფერი, - მიუგო ქალმა, - დღეს კი ცალკე გამიხმეს, მუსიე, და მითხრეს, რომ ამაღამ, თორმეტ საათზე დონ ჯოტო მოვა, ბოდიშს მომიხდის, მწუხარება რომ მომაყენა და რადგან ძალიან მოვწონვარ, ხელსაც მთხოვს. თურმე ცოლი გაუგდია...
- ამით ოტელსაც ჩაიგდებს ხელსი. – დაასკვნა სორბონადამთავრებულმა იურისტმა.
ქალმა მოწყენილ ემიგრანტებს შეავლო თვალი და იმათი მხრიდან თანაგრძნობის ან დახმარების სიტყვები რომ არ მოესმინა, კატეგორიულად თქვა:
- გთხოვთ, განაგრძოთ ქეიფი, მუსიე! თქვენთან ყოფნისას ყველაფერი დამავიწყდება. ცოტა ხნით მაინც მოვწყდები ამ გაწამაწიას!..
თამადად არჩეულმა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მთარგმნელად კახაბერ ამილახვარი მიუჩინა ანრიეტა სარდუს და სადღეგრძელოების თქმა განაგრძო მშობლიურ ენაზე.
შავი ღვინო მოიწონეს ქართველებმა, ჩვენებურ ატენურს ჩამოჰგავსო.
მერე კორდებალეტის პროგრამა გასრულდა და დარბაზში მყოფთათვის დაიწყო ცეკვები. ერთმანეთს ცვლიდა `ჩარლსტონი~ და `ბოსტონი~, `ტანგო~ და `ფოქსტროტი~...
ორკესტრმა წყნარი ბლუზი რომ დაუკრა, კახაბერ ამილახვარმა ერთი სადღეგრძელოს წარმოთქმის უფლება სთხოვა უფალ თამადას და, ნება რომ მიიღო, ქალაქ მესინაში ნამყოფი დიდი ქართველების შესანდობარი შესვა; თურმე ამ ქალაქში მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში ყოფილან ნიკოლოზ ომანის ძე ჩოლოყაშვილი-ირუბაქიძე, იგივე ნიკიფორე ირბახი და სულხან-საბა ორებლიანი.
იურისტის კარგი მეხსიერებით აღტაცებულმა, უკვე შეზარხოშებულმა ქართველებმა ერთხმად შესვეს ძვირფასი წინაპრების სადღეგრძელო.
ელეგანტურმა ფრანტმა რამდენჯერმე გაიწვია საცეკვაოდ ანრიეტა სარდუ, რაღაცას ეჩურჩულებოდა ყურში, ეგებ პარიზულ თავგადასავლებს იხსენებდა, რამდენჯერმე გააცინა კიდეც ქალი.
`ეჰ, ქალებმა დაღუპეს კახაბერიო!~, ამიოხრა ვითომდა შეწუხებულმა ანდრონიკაშვილმა და ყველა გაამხიარულა.
მაფიოზები კი მოურიდებლად უყურებდნენ უცხოქვეყნელებს, რომელთაც, ხომ შეიძლებოდა, კარგად აწყობილი საქმე ჩაეფუშათ.

(გაგრძელება ქვემოთ)

What a Face

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyTue Mar 19, 2019 7:03 pm

მიხო მოსულიშვილი

პარიზს მიიჩქაროდნენ…
(სათავგადასავლო მოთხრობა)

(გაგრძელება)

3.
თერთმეტის ნახევარზე ფეხზე წამოდგა ანრიეტა სარდუ, ბოდიში მოუხადა ქართველებს, დი მაჯიოს სტუმრობის ჟამი ახლოვდება და მორთულ-მოკაზმული უნდა დავხვდეო.
- იქნებ, დარჩენილიყავით, მადამ? – დაეკითხა ლევან ანდრონიკაშვილი.
- მე მეშინია მათი... მეყო, რაც გამოვცადე. – თქვა ქალმა და მწარე ღიმილი გაუკრთა სახეზე, - გავყვები დონ ჯოტოს, მეტი რა გზაა... – წასვლა დააპირა.
- მოიცადეთ, მადამ! – სთხოვა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა და რაკი შენიშნა, ანრიეტა ადგილზე დარჩა, დადუმდა...
მაგიდას უსხდნენ დარდმომატებული ქართველები, უცხოდ შთენილნი, უთვისტომონი, ლტოლვილები, ბრძოლის ცეცხლით ნაწრთობნი, საბედნიეროდ გადარჩენილნი ანდა ეგებ უკეთესიც იყო, თავის მიწაზე დახოცილიყვნენ, იქნებ ეს სჯობდა უსამშობლობას.
თითოეული მარტო დარჩა ერთწამს, თითქოს ექვსივემ ინდივიდუალური თვისებები დაკარგა, ერთ კაცად იქცა.
და იმ ერთ კაცს ღამისფერი სევდა, ეს მჭვარტლიანი და ბანჯგვლიანი ბებერი ქაჯი, დაეჯღანა, ისედაც ნაოჭებით დაღაროდა სახე.
`საქართველო ხომ დაკარგე, საბრალო ქვრივის შველაც აღარ შეგიძლიაო~, ჩაიქირქილა.
`პარიზს მიმეჩქარებაო~, მიუგო შუბლშეჭმუხნულმა კაცმა.
`ეგ რა გამართლებააო!~, ისევ შეჰღიმა ეშმაკისეულმა, კლანჭები ჩაავლო, მკერდში ჩაასო, სისხლი ადინა, მერე გულიც მოუძებნა და ისე მოუჭირა ჭანგები, თუ აქამომდე ითმენდა ტკივილს, ლამის იყვირა...
- გვიმსახურეთ, მადამ ანრიეტა! – თქვა ყოფილმა პოლკოვნიკმა და ემიგრანტებს დიდსულოვანი ღიმილი სანთლებივით აენთოთ სახეზე.
- ო, ლია-ლიაა... – ასე გაიოცა ოტელის მეპატრონემ, - თქვენ წინ აღუდგებით მესინელ მაფიოზებს?! თვით დიდ დი მაჯიოს?
- პატივს დავდებთ, მადამ!
- ისინი ბევრად მეტნი არიან თქვენზე! პოლიციის იმედი ნუ გექნებათ, ცხვირსაც არ შემოყოფენ აქ! – თქვა მადამ სარდუმ.
- გამოგიტყდებით, არავისი იმედი არა გვაქვს, მადამ! – მიუგო ჩოლოყაშვილმა.
- ისინი პრესტიჟის შელახვას ვერ შეურიგდებიან! – განაგრძო ქალმა, - ცუდი ამბები დატრიალდება...
- ისეთი არაფერი მოხდება, რაც არ გვინახავს! – თქვა ლევან ანდრონიკაშვილმა.
- პირველად მესმის, მადამ, ქალს ქმარ-შვილი დაუხოცო და მერე მისი ცოლად მოყვანა განიზრახო! – თავისი აღშფოთება გამოხატა ვახტანგ მაყაშვილმა.
- თანაც ისე, რომ ქალის სურვილიც არ შეიტყო! – დაამატა ზაზა ვაჩნაძემ.
- ჩემი დაცვა განგიზრახავთ, ბატონებო, - სიცივე შეეპარა მადამ სარდუს ხმას, - თქვენი სურვილი კეთილშობილურია და დიდი მადლობელიც გახლავართ! მაგრამ...
- რა მაგრამ? – ვეღარ მოითმინა კახაბერ ამილახვარმა.
- მაგრამ წმინდა წყლის ფანტაზიაა! – თქვა სასტუმროს მეპატრონემ.
- რატომ? – დაეკითხა ქაქუცა ჩოლოყაშვილი.
- რომ გამომექომაგოთ, სროლა ატყდება. ისინი ბევრად გჭარბობენ და ღირს კი ერთი საბრალო ქალის ღირსება ექვს ვაჟკაცად?! სასიკვდილოდ არც ერთი არ მემეტებით!
- მტრები ყოველთვის მეტნი იყვნენ ჩვენზე. – შენიშნა ზაზა ვაჩნაძემ.
- ვთქვათ, აქ მოსულთ მოერიეთ, - თქვა ანრიეტა სარდუმ, - რაც დაუჯერებელია... მერე მთელი ქალაქი წამოვა თქვენზე!
- რამეს მოვახერხებთ, მადამ! – მიუგო თავადმა ანდრონიკაშვილმა.
- მე რა ვქნა? – დაინტერესდა ოტელის პატრონი, - ხომ მიხვდებიან, გარეული რომ ვარ ამ საქმეში?!
- ჩვენთან ერთად გამოიქეცით, მადამ! – ურჩია კახაბერ ამილახვარმა.
- ეგ რომ მდომოდა, ადრე გავყიდდი ოტელს და პარიზს წავიდოდი...
- მაშ, რას აპირებთ? – დაეკითხა ყოფილი როტმისტრი მაყაშვილი.
- თქვენთან რომ გამოვიქცე, ეს შემოსავლიანი სასტუმრო უნდა მივატოვო! – აუხსნა მან. – ხოლო პარიზში, თუნდაც ბალეტში მიმიღონ ისევ, ასეთი შემოსავალი არ მექნება!..
- ეს ყველაფერი უფრო რთული ყოფილა, ვიდრე მე წარმომედგინა. – ყინული შეეპარა ყოფილი როტმისტრის ხმას.
ყველა გაჩუმდა.
მხოლოდ იურისტმა ამოიოხრა და ქართულად თქვა: `განა ფულია ყველაფერი?!~
- ასე რომ, საკუთარ ხვედრს შეგუებული ვარ, - დაასკვნა ქალმა, - თუ ჩემს საქმეში არ ჩაერევით, მეც მოვიგებ და თქვენც!
- გასაგებია, მადამ, - უთხრა ჩოლოყაშვილმა, - არ ჩავერევით თქვენს საქმეში!
- ოო, თერთმეტი გამხდარა, - შეიცხადა ანრიეტა სარდუმ, - ერთხანს მიგატოვებთ, ბატონებო. – მოიბოდიშა და მალე შიდა გასასვლელში მიიმალა, საიდანაც ზემოთ ასასვლელი, ხალიჩით მოგებული კიბე იწყებოდა.

4.
უფალმა თამადამ მოწყენილი თანამეინახეები რომ შენიშნა, ექვსნი ვართ, რა უნდა შევიჭირვოთო და, უშიშას გაეძრახა.
- აბა, მიხა ხელაშვილმა როგორ უთხრა მათურელს?!.
ჭინჭარაულმა უამბო:
- მიხას მათურელებთან უქეიფნია და მაშინ უთქვამს: `ეხლა ძალიან დავითვერ, ვიბუღრანავებ რქებითა~. ერთს ვისმე მათურელს უკითხავს: `მიწა რო სთხარო, რად გინდა, იქით რა ამოჩნდებისა?~ მიხას მიუგია: `მათურელთ დალევის დღესა, საფლავად გამოდგებისა~.
გაიცინეს მოსწრებული პასუხით ნასიამოვნებმა ქართველებმა.
- უშიშავ, მადლს მარილიც მოაყარე! – სთხოვა ქაქუცას თანაშემწემ, - ჩვენ რო გვიყვარს, ის შაირი გვითხარი!
- ჩემს გულშიც მჯდარხარ, ლევანო! – უთხრა ჩოლოყაშვილმა.
- `ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე...~ - ბჟღრიალა ხმით კითხულობდა შატილიონი და ემიგრანტების ჩუმ საწუხარს ხელაშვილის დარდებიც ემატებოდა, თუმცა კი არ ამძიმებდა, ზედ მალამოდ ედებოდა – ეს კი მადლია დიდი პოეზიისა.
`ერთ ეგეც უნდა ვიკითხო, ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსაო~, უშიშამ რომ თქვა, გვიდო მალტანი მივიდა მათთან და რაღაც თქვა იტალიურად. უცხოელებს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.
დაიბნა `შმაგი მარჯვენა~, მალულად გახედა თავისიანებს, - არ მომისმინესო! – გაწბილებული ხომ არ მიბრუნდებოდა უკან, მეორე კაცი იყო მაფიოზებში. აღარ იცოდა, რა ექნა. შემდეგ ევროპულად ჩაცმული პენსნეიანისკენ გაიხედა, რომელმაც გაურკვეველი ჟესტიკულაციით რაღაც ანიშნა. ალბათ, ის აყლაყუდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ამბობდა. `ლექსი თუა და, - იეჭვა მალტანიმ, - რა ელექსებათ, ამათი...~, გუნებაში შეიგინა და თავისიანებს გახედა – ისევ შამპანურს წრუპავდნენ.
`იმითა გვტანჯავს გამჩენი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა~, - დაამთავრა ჭინჭარაულმა.
- ჰაი, დედასა მტრისასა! – დაიგმინა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, მგლისფერი ედო სახეზე.
თეთრჩოხოსან, დუელების მოყვარულ თავადს ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა ღაწვზე.
ყოფილი როტმისტრები მოსულს ათვალიერებდნენ, მსხვერპლს ჩადარაჯებულ ავაზებს ჰგავდნენ.
- ქაქუცავ, - ხმა ამოიღო ხევსურმა, - აქ ყველაყა მეუცხოვების! რაი დაგვრჩენია ამ ევროპაშიდ, უკან დავბრუნდეთ!
- ჯერ პარიზს ჩავიდეთ, იქნებ გვეშველოს. – უთხრა წვერმოშვებულმა თავადმა და ახლაღა დაინახა მისული, - ვინაა ეს პატიოსანი კაცი?
- იმათგანაა! – მიუგო ვაჩნაძემ.
- ამილახვარო, ჰკითხე რა უნდა!
`შმაგმა მარჯვენამ~ მთელი თავისი დიპლომატიური გამოცდილება მოიშველია, რადგან უცხოელებთან ჰქონდა საქმე და ფრთხილად დაიწყო ლაპარაკი.
- სენიორებო, - თარგმნიდა ევროპულ ენათა მცოდნე კახაბერ ამილახვარი, - აქაურები არ უნდა იყოთ. არც გვაინტერესებს, საიდან ხართ. მაგრამ ძალიან გვეწყინებოდა, აქაური მაფიოზები და დონ ჯოტო დი მაჯიო რომ არ გაგეგონოთ... დონ ჯოტო თორმეტ საათზე აქ მობრძანდება ერთ საგანგებო საქმეზე და თუ სიკვდილი არ გინდათ, თქვენც სხვებივით მოიქეცით!
- მაინც როგორ? – იკითხა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა.
- აქაური წესით, ფეხზე უნდა წამოდგეს ყველა და მდაბლად დაუკრას თავი. თქვენ პატივი გეცით და ეს გაცნობეთ, თორემ აქაურებმა კარგად იციან თავიანთი საქმე!
- ავაზაკების მეთაურს ფეხზე წამოუდგეს ქაქუცა ჩოლოყაშვილი?!
- მაგას კი არა, ორჯონიკიძეს არ დავუკარით თავი! – თქვა სახეალეწილმა ანდრონიკაშვილმა.
- მე სათქმელი გითხარით! – თქვა `შმაგმა მარჯვენამ~, - თუ არ დამიჯერებთ, რაც მოგივათ, თავს დააბრალეთ! – ავად გაიღიმა, შეტრიალდა და თავისიანებისკენ წავიდა.
ნათარგმნის მოსმენისთანავე ფეხზე წამოდგნენ შავჩოხოსანი ყმაწვილები, ჩოლოყაშვილს მიაცქერდნენ.
- დასხედით! – თქვა მან.
- ბატონო ქაიხოსრო, - თქვა გაფითრებულმა ვაჩნაძემ, - მე არავისთვის არაფერი შემირჩენია!
- მაგას რომ ვაპატიო, - გაფიცხდა მაყაშვილი, - საკუთარი თავის პატივისვემა დამეკარგება!
- ჩვენ აღარაფერი გაგვაჩნია თავმოყვარეობის გარდა! – ფეხზე წამოდგა ანდრონიკაშვილიც, - ესეც თუ დავკარგეთ, რაღად მინდა ეს ტიალი სიცოცხლე!
- შენ თუ გგონია, ეგ თახსირი დუელში გამოგყვება, შემცდარხარ, ლევან! – ქარაფზე შემომჯდარ არწივს ჰგავდა განრისხებული ჩოლოყაშვილი.
- მაგასთან დუელი რად მინდა! – იწყინა იმან.
- დასხედით მეთქი! – იყვირა ყოფილმა პოლკოვნიკმა და იმათაც რომ დაუჯერეს, მშვიდად განაგრძო, - აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამიაო, გეცოდინებათ.
ყველა დადუმდა.
- თქვენი დასკვნები მაინტერესებს, ბატონო კახაბერ!
- მართალი ბრძანდებით, ბატონო ქაიხოსრო! სჯობს, კარგად ავწონ-დავწონოთ ყველაფერი. გაგვიჭირდება მაგათთან შებმა, რადგან მაფია კარგადაა ორგანიზებული და პოლიციასთანაც შეკრულია.
- საიდან დაასკვენით? – დაეკითხა ზაზა ვაჩნაძე.
- როგორ გგონიათ, საიდან გაიგო დი მაჯიომ, რომ ლეოპოლდ ფრანჩესკოლიმ პოლიციაში დააბეზღა?
- იქნებ, ცოლმა დააბეზღა?! – თქვა მაყაშვილმა.
- ტყუილია!
- რატომ?
- მაშინ ორი თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ იწვებოდა. ესეც არ იყოს, მადამ სარდუს რა ინტერესი ჰქონდა?.. მოკლედ, ყველა გზას იქით მივყავართ, რომ მაიორმა მიქელე ფერარიმ უთხრა ყველაფერი. – დაასკვნა იურისტმა, - აქ თუ სროლა ატყდა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, პოლიცია ცხვირს არ შემოჰყოფს!
- მეც ეგ მინდა! – თქვა გამოუსწორებელმა დუელიანტმა.
- სჯობს, ვიფრთხილოთ. – თქვა ამილახვარმა, - ხალხი დააშინეს და ქვეყანა თავისი ჰგონიათ, უკან არაფერზე დაიხევენ!
- მჯობნის მჯობნი არ დაილევის! – უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა უშიშა ჭინჭარაულმა.
ყოფილმა როტმისტრებმა დამცინავი ღიმილით შეათვალიერეს იურისტი, რომელსაც ეს არ გამოპარვია.
- ამილახვარი მოგიკვდეთ, თუ ვინმეს ჩამოვრჩე! – თვალები აუელვარდა მას, - არ მინდა, უაზროდ დავიღუპოთ!
- ბატონებო, - თქვა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, - რომ არ ვინანოთ, როგორც საკუთარი სინდისი გვიკარნახებს, ისე მოვიქცეთ! ჯანდაბას, მოხდეს, რაც მოსახდენია!
- აი, ასე! – შვებით ამოისუნთქა ანდრონიკაშვილმა.

5.
- მადამ სარდუ მობრძანდება! – თვალები გაუბრწყინდა კახაბერ ამილახვარს.
ყველა შიდა გასასვლელისკენ იყურებოდა, საიდანაც ღიმილგადაფენილი ანრიეტა სარდუ ოდნავის რხევით მოდიოდა. თმის ვარცხნილობა არ შეეცვალა. მხრებმოშიშვლებული, ცისფერი, ჩინებული ხელოვანებით შეკერილი კაბა ამშვენებდა მოდენილ დიაცს. ბრილინტის ყელსაბამი შეება თოვლივით ქათქათა ყელზე და ბრილიანტისვე საყურეები ფრთებხატულა პეპლებივით მოუთამაშებდნენ. აფახულებდა დახატულ თვალებს. თეთრი მარაო ეჭირა ხელში. ქალი კი არა, ოცნება იყო.
გაიღიმეს მაფიოზებმა, კარგად მიდიოდა საქმე.
თორმეტს ათი წუთი უკლდა.
- თქვენ მშვენიერი ხართ, როგორც ყოველთვის! – ქათინაური მიაგება ამილახვარმა.
- გმადლობთ, მუსიე! – მიუგო ქალმა.
- მადამ სარდუ, - ფეხზე წამოდგა უფალი თამადა, შევსებული ჭიქა გაუწოდა მოსულს, - გთხოვთ, ჩვენთან ერთად შესვათ ერთი სადღეგრძელო!
- სიამოვნებით, მუსიე!
- გახვერტილი გროშის ფასი აქვს თავის ქებას. ყველგანაა კარგი და ცუდი... ჩვენთვის დაკარგულ საქართველოს გაუმარჯოს, თავისი ავ-კარგიანად... – თქვა ჩოლოყაშილმა, ფეხზე წამომდგარ სუფრის წევრებს ჭიქა მიუჭახუნა და ბოლომდე შესვა.
ყველამ რომ დალია, ისევ ქაქუცა ალაპარაკდა:
- მადამ სარდუ, ერი ყველაზე კარგად სიმღერებში ჩანს. ჩვენ, ქართველები სხვადასხვას ვმღერით და ერთ მთლიანობას ვქმნით... გთხოვთ, მოგვისმინოთ!
თორმეტს... სამი წუთი აკლდა.
ემიგრანტებმა `მრავალჟამიერი~ დააგუგუნეს, კარგ ღვინოსავით ძველი, ალაზანივით დინჯი, ხარივით ქედღონიერი სიმღერა.
კედლის საათმა თორმეტი დაჰკრა თუ არა, გარეთ `როლს-როისების~ სიგნალები აჭყვიტინდა.
ფეხზე წამოდგნენ მაფიოზები, შემოსასვლელთან გაჩერდნენ, მხოლოდ `დარდიანი კობრა~ დარჩა მაგიდასთან.
დამფრთხალმა მადამ სარდუმ ჭიქა მაგიდაზე დადგა და სტუმრებს მოშორდა. თუმცა ქართველები ისე გაეტაცებინა სიმღერას, ეს მოძრაობა არ შეუმჩნევიათ.
ყველა ფეხზე წამოდგა.
ორკესტრმა დაკვრა შეწყვიტა...
ყველაფერი დავიწყებოდათ ემიგრანტებს, თითქოს თვალღია სიზმარში არიანო, სამშობლოს ხედავდნენ და იმ წუთს ნებისმიერი მათგანი დაგიფიცებდათ, რომ მაფიოზების ჯინაზე – ღმერთი-რჯული! – არა მღეროდნენ.
და ანრიეტა სარდუ მოჯადოებული უყურებდა სტუმრებს.
მხოლოდ უცხოელთა სიმღერა შემოესმა დარბაზში ღიმილით შემოსულ, თეთრი პიჯაკის გულის ჯიბეში ვარდჩაბნეულ დონ ჯოტო დი მაჯიოს, რომელსაც უკან შემოჰყვა ორი პირადი მცველი.
- ვის სიმღერას უსმენს მადამ სარდუ? – გაუკვირდა მესინელ მაფიოზთა თავკაცს და თაიგული ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა.
- ახლავე გაჩუმდებიან, დონ ჯოტო! – ჩაიცინა `შმაგმა მარჯვენამ~, ხელით რაღაც ანიშნა ხელქვეითებს და გადამთიელთა მაგიდისკენ დაიძრა.
`კოჭლი სატანა~ და `ზღვის მგელი~ უკან მიჰყვნენ.
ვახტანგ მაყაშვილს კარგი სმენა ჰქონდა, - მიუხედავად იმისა, რომ ზურგშექცევით იდგა, ფეხსაცმელების კაკუნი გაიგო და მიიხედა.
სამნი მოდიოდნენ მათკენ.
- შეწყვიტეთ ეგ ღმუილი! – კახაბერ ამილახვარს უყვირა გვიდო მალტანიმ.
- რა ბრაძანეთ? – იწყინა ელეგანტურმა ფრანტმა.
- მგლებივით ნუ ღმუით მეთქი! – რიხიანად იყვირა მეორე კაცმა, ჯიბისკენ წაიღო ხელი, ელვისუმალ ამოიღო რევოლვერი და ის იყო, ამილახვრისთვის უნდა ესროლა, რომ მაყაშვილმა დაასწრო, მარცხენა ხელი იარაღიან ხელზე აუკრა და ტყვიამ ჭერში იქუხა, ხოლო მარჯვენა ისეთი ძალით ამოარტყა ყბაში, რომ `შმაგი მარჯვენა~ ამილახვრის შეძახილის `სალტო-მორტალე!~ თანხლებით ჰაერში ამოტრიალდა და მოპრიალებულ იატაკზე უხერხულად მოადინა ზღართანი – კისრით დაეცა და მთელი შემდგომი მოვლენების განმავლობაში ფეხზე აღარც წამომდგარა.
`კოჭლმა სატანამ~ ფრაკის ჯიბეში ხელაფათურებულ ამილახვარს ესროლა, მაგრამ ხელში დაჭრა.
ქაქუცამ და ლევანმა ერთდროულად ისროლეს იქვე მიაწვინეს გვიდო მალტანის ხელქვეითები.
რესტორანში წივილ-კივილი ატყდა.
თავგზადაკარგულები კიბეს მიაწყდნენ, მოაჯირი გადაანგრიეს. სხვებმა კარები გამოხსნეს და მიიმალნენ. ზოგიერთი მაგიდებქვეშ შეძვრა.
გაბრიელა ალტობელიმ ხელჩანთიდან `კოლტი~ ამოიღო და ვახტანგ მაყაშვილს ესროლა – ტყვიამ გულში გაუარა ყოფილ როტმისტრს, იქვე ჩაკეცა და გაღიმებაც ვერ მოასწრო `დარდიანმა კობრამ~, რომ ზაზა ვაჩნაძემ სამი ტყვია დაახალა ზედიზედ – ისევე დარჩა, როგორც იჯდა, მხოლოდ თავით ჩაემხო რომელიღაც იტალიურ კერძში...
ამასობაში, რაკი ანდრონიკაშვილის ტყვიებმა გარეთ გასაქცევი გზა მოუჭრეს დი მაჯიოს, პირადმა მცველებმა მაგიდა გადააბრუნეს, თვითონაც თავი დაიფარეს ტყვიებისგან და შეფიც შეიფარეს.
ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მტრის ხელიდან გავარდნილ რევოლვერთან მიირბინა, აიღო და ამ დროს ესროლეს პირადმა მცველებმა. უშიშა ჭინჭარაული წინ აეფარა ძმადნაფიცს და მას მოხვდა ორივე ტყვია.
ერთი პირადი მცველი კახაბერ ამილახვარმა მოკლა მარჯვე გასროლით, მეორე კი ჩოლოყაშვილმა.
მეგობარმოკლული ზაზა ვაჩნაძე მთლად გადაირია, - ხომ კარში შემორბოდნენ ახალ-ახალი მაფიოზები მაგიდას ამოფარებული მეთაურის გადასარჩენად და ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი ქაქუცა, ლევანი და კახაბერი აქედან ესროდნენ, - ტყვიების წივილში შეუმჩნევლად მიეპარა დი მაჯიოს, წინაპართაგან ნაანდერძევი ხმალი გაიძრო და მესინის მაფიოზთა თავკაცი აჩეხა.
ქაქუცამ და ლევანმა, რაკი შემოსასვლელში აღარავინ ჩანდა, ფრთხილად გაიხედეს გარეთ და დაცარიელებულ მოედანზე მუხრუჭების ღრჭიალით მიმქროლავ `როლს-როისს~ მოჰკრეს თვალი.
კიბეზე ჩამოირბინა ანრიეტა სრდუმ, ხელში ჩემოდანი ეჭირა და გადარჩენილ ქართველებს უყვირა:
- ვიდრე ისინი დაბრუნებულან, სწრაფად, პორტისკენ!

6.
ცოტა ხნის შემდეგ პორტიდან გადიოდა ანრიეტა სარდუს კერძო იახტა `მარკიზა დე პომპადური~. საჭესთან თავად პატრონი იდგა.
გემბანზე თეთრ ნაჭრებში გახვეული ვახტანგ მაყაშვილისა და უშიშა ჭინჭარაულის გვამები ესვენა. იქვე იდგნენ გადარჩენილი ქართველები, მიცვალებულებს დასტიროდნენ.
დიდი, სისხლისფერი მთვარე ადგა ელექტროშუქებით განათებულ მესინას.
ჩუმად ტყლაშუნობდა ხმელთაშუა ზღვაც.

7.
ნელ-ნელა სიბნელეში იძირებოდა ქალაქ მესინას ციცინათელებივით დაპატარავებული სინათლეები და ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ერთწამს დაინახა (მერე, პარიზში უამბო ლევან ანდრონიკაშვილს), თუ როგორ გაიარეს ერთმანეთში სულხან-საბა ორბელიანისა და ნიკოლოზ ჩოლოყაშვილ-ირუბაქიძის გიგანტურმა, ზეციურ ნათელში გახვეულმა ლანდებმა.

1988 წელი


ბმული:
* https://burusi.wordpress.com/2009/05/27/ქაქუცა-ჩოლოყაშვილი-პარი-2/

What a Face

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyFri Mar 22, 2019 1:17 pm


მიხო მოსულიშვილი

დიდი ძუ დათვი


A Big She-Bear (book trailer) - a prologue


A Big She-Bear (book trailer) - an Epilogue

Published on Mar 12, 2014
წიგნის დასახელება -- „დიდი ძუ დათვი" (მთის ამბავი, პროლოგითა და ეპილოგით), რომანი
ავტორი - მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი - დავით ოძელაშვილი
ტექნიკური რედაქტორი - ნიკა ხვედელიძე
გარეკანზე - თენგიზ მირზაშვილის კომპოზიცია
გამომცემელი - ვაჟა წოწკოლაური
გამომცემლობა - „საუნჯე"
CD დისკი (რომანს კითხულობს ავტორი) - სტუდია „არაგვიანი"
ყდა -- მაგარი
ISBN 978-9941-451-14-0
გვერდების რაოდენობა -- 152
გამოცემის წელი -- 2013

ანოტაცია
კავკასიონზე მდებარე სოფლის მცხოვრებნი დიდ ძუ დათვს ებრძვიან, რომელიც ანადგურებს სიმინდის ყანებს, ამტვრევს თაფლის სკებს, იტაცებს ცხვარ-ძროხას, ხოცავს მონადირეებს და მათ ძაღლებს, გვერდს უვლის ხაფანგებს. სოფლის ადმინისტრატორი, ბიბლიური სახელით აქაბი იქ მცხოვრებთა დახმარებით ცდილობს დიდი ძუ დათვის მოკვლას. და ყველა სოფლელი ხვდება, რომ ეს დათვი აქაბის წარსულიდან მოსული აჩრდილია.

The Big She-Bear (The story of mountains with a prologue and an epilogue)
by Mikho Mosulishvili
Editor David Odzelashvili
Technical editor Nick Khvedelidze
Cover design with composition Tengiz Mirzashvili
ISBN 978-9941-451-14-0
Sound recording Studio Aragviani
Publisher Vazha Tsotskolauri
Saunje Publishing House, 2013

Description:
Inhabitants village located in the Caucasian mountain conducts fight with the big she-bear. This bear spoiled a field corn, destroys a honey beehive, sheep steals and cows, kills hunters and their dogs, doesn't approach to traps. The administrator of the village, which is called a bible name Ahab with the help of country people tries to kill the big she-bear. And all inhabitants guess that this bear is a ghost from past life of Ahab.

What a Face

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptySun Mar 24, 2019 2:18 pm

მიხო მოსულიშვილი Tobacc10

მიხო მოსულიშვილი

სენ-კლოს თამბაქო

სამხრეთ საფრანგეთში, შარანტის დეპარტამენტში სოფელი სენ-კლო (Saint-Claud) ყოფილა, სადაც საჩიბუხე, ნატურალური თამბაქოც მოჰყავთ და სათანადო ჩიბუხების კეთებითაც არიან ცნობილნი...
ოღონდ ჩემი ეს დასადგამი ჩიბუხი Stuart-ის ფირმისა გახლავთ.
მაშინ გახარებულმა სწორედ ამ ნაჩუქარი ჩიბუხით მოვწიე ეს სენ-კლოს თამბაქო და, - მართლა კარგი იყო, არანაირი არომატი არ ჰქონდა...
ომარ თურმანაული იყო ჩამოსული თავის Christiane-სთან ერთად და იმან ჩამომიტანა საჩუქრად, თორემ მე არც სტიუარტის დასადგმელი ჩიბუხი გამეგონა და არც სენ-კლოს ნატურალური თამბაქო...
ეჰ, კარგია, კარგი, მაგრამ ომარისნაირ პოეტებს აქაც ხომ უნდა ეცხოვრებოდეთ?..

„ლიტერატურული გაზეთი", #3 (115) 14 - 27 თებერვალი, 2014


მიხო მოსულიშვილი Omar_t10
ფოტოზე: ომარ თურმანაული და კრისტიანი, 2013 - მიხო მოსულიშვილის ფოტო.


Arrow
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyTue Apr 02, 2019 10:31 pm

მიხო მოსულიშვილი 7606537

მიხო მოსულიშვილი

„ჯვრიდან ცოცხლებს არ ჩამოხსნიან ხოლმე“
(ჩანაწერი ციკლიდან: „დარდისას გეტყვი...“)

ხულიო კორტასარის წიგნში „ჩვენ ძალიან გვიყვარს გლენდა“ ("Queremos tanto a Glenda", 1980) შედის ათი მოთხრობა, რომელთაგან მეორე იმეორებს წიგნის სახელწოდებას; უფრო სწორად, ამ მეორე მოთხრობის სათაური კრებულის დასახელებად არის გატანილი. ამას კი მაშინ აკეთებენ მწერლები, თუ ნაწარმოები გამორჩეულად მიაჩნიათ ხოლმე...
მაინც რა ხდება ამ მოთხრობაში?
უმშვენიერესი კინომსახიობის, გლენდა გარსონის (რეალობაში, ინგლისელი მსახიობი გლენდა ჯეკსონი Glenda May Jackson) ფანების ჯგუფი ბუენოს-აირესში, ვინმე ირასუსტას და დიანა რივეროს ხელმძღვანელობით იწყებს ყველა იმ ფილმის მოპარვას, რომელშიც გლენდა მონაწილეობს. ამას იმ მიზნით აკეთებენ, რომ ეს ფილმები შეცვალონ თავიანთ მიერ რედაქტირებული ვერსიებით, რათა აჩვენონ გლენდას „სრულყოფილება“. ისინი არაბ შეიხებსაც კი მოპარავენ პირად სარგებლობაში არსებულ გლენდას ფილმების ეგზემპლარებს და მერე შეცვლილ ვარიანტებს დაუდებენ. მოკლედ, ფანების ამ ჯგუფს ისე უყვარს გლენდა, რომ მის ყველა ფილმს გადააკეთებს თავისი შეხედულებისამებრ.
როცა გლენდა აცხადებს, რომ კინოდან მიდის, ფანების ჯგუფი კმაყოფილია, გლენდას სახე ისეთი იქნება სამუდამოდ, როგორიც თვითონ შექმნეს, მაგრამ, მოულოდნელად, კინოვარსკვლავი გადაწყვეტილებას შეცვლის, -- აცხადებს, რომ კინოს გარეშე ვერ გაძლებს და საგანგებოდ მისთვის დაწერილ როლს ითამაშებს.
ჰოდა, ბოლოს ბუენოს-აირესელი ფანები გადაწყვეტენ, რომ მოკლან გლენდა გარსონი, რადგან -- ვიმოწმებ ამ მოთხრობის ბოლო ფრაზას -- „ჯვრიდან ცოცხლებს არ ჩამოსხნიან ხოლმე“.
ამ მოთხრობის წაკითხვისას თუ თქვენც მერილინ მონრო ანდა სულაც, ახლახანს გარდაცვლილი ლიკა ქავჟარაძე გაგახსენდებათ, მაშინ ჩემსავით იმასაც გაიფიქრებთ, რომ --
გამორჩეულს ყოველთვის მოკლავენ ხოლმე, სიტყვით იქნება თუ საქმით...
და...
მართლა რა მაგარი მწერალია ხულიო კორტასარი...

12 ოქტომბერი, 2017

P.S. მოთხრობა „ჩვენ ძალიან გვიყვარს გლენდა“ აქ უნდა წაიკითხოთ -- http://armuri.georgianforum.com/t951-topic#13700

study


მიხო მოსულიშვილი - ობობა

რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 15, 2015

რეჟისორი - ბადრი მიქაშავიძე
ხმის რეჟისორი - რომეო ტერ-გრიგორიანი
მუსიკალური გამფორმებელი - ლალი სეთურიძე

მონაწილეობენ: მურმან ჯინორია, გიზო სიხარულიძე, ლამზირა ჩხეიძე, ქეთევან გეგეშიძე, დავით დვალიშვილი, თემურ ნაცვლიშვილი, გია ლეჟავა, დავით უფლისაშვილი, კახა გაბელაია.

ჩაწერილია 1990 წელს.

ბმული:
* https://youtu.be/FtKcOQBM1tc


Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyTue Apr 02, 2019 10:35 pm


მიხო მოსულიშვილი - სიკვდილი გუარამ მამფალისა

რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 15, 2015

რეჟისორი - ბადრი მიქაშავიძე
ხმის რეჟისორი - რომეო ტერ-გრიგორიანი
მუსიკალური გამფორმებელი - ლალი სეთურიძე
რედაქტორი - შოვინა ქაცარავა

მონაწილეობენ: ირაკლი უჩანეიშვილი, გიზო სიხარულიძე, ედიშერ მაღალაშვილი, გივი ჩუგუაშვილი, თემურ ნაცვლიშვილი, გია ლეჟავა.

ჩაწერილია 1989 წელს.

Exclamation

მიხო მოსულიშვილი



მაინც რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კაპიტანი ჯეიმზ კუკი?
Uploaded on Apr 4, 2019
მიხო მოსულიშვილი - „მაინც რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კაპიტანი ჯეიმზ კუკი?“ (კითხულობს ავტორი), 2006 წელი

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Tue Apr 02, 2019 11:24 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyTue Apr 02, 2019 11:17 pm

მიხო მოსულიშვილი Mikho_12
A lieutenant of The Defense Forces of Georgia Mikho Mosulishvilii, 1994

მიხო მოსულიშვილი

ვარაზა შალიკაშვილი

ამ შალიკაშვილ-ვარაზაშვილებზე გამახსენდა...
ამ შვიდი-რვა წლის წინ, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი და იმისი ძმა რომ უნდა ჩამოსულიყვნენ გურჯაანში, დაგროვილან სოფელ ჯიმითში მცხოვრები ვარაზაშვილები, რადგან იმ დიდი ვარაზა შალიკაშვილის ჩამომავლად თვლიან თავს, მანუჩარ ათაბაგს რომ გაურბოდა და შალიკაშვილობით ვეღარ დაემალებოდა - მაგისი და ხომ შაჰ-თამაზს ჰყავდა ცოლად და საათაბაგოს ხელში ჩაგდება უნდაო, ამიტომ უნდა მოეკლათ ოჯახობიანად და ის კი მოკლეს, მაგრამ შვილები გახდნენ ვარაზაშვილები...
ბერი ეგნატაშვილი “ახალი ქართლის ცხოვრებაში” წერს:

”ხოლო კახსა ბატონსა ალექსანდრეს ესუა ცოლად ასული ამილახორისა თინათინ. და ესხნეს ალექსანდრეს ხუთ ძე: დავით, ერეკლე, გიორგი, კოსტანტინე და როსტომ; და ჰყვა ასული ერთი ნესტან, რომელსა ეწოდა დარეჯან. და ესე ნესტან-დარეჯან მიათხოვა დადიანს მანუჩარს, ძესა მამია დადიანისასა, და წარგზავნა ზითვითა დიდითა.
ხოლო ძე მისი ერეკლე ურჩ ექმნა მამასა თჳსსა ალექსანდრეს, და წარვიდა სტამბოლს. მაშინ მიესმა შაჰ-თამაზს, განრისხნა და წარმოემართა, რამეთუ ჰგონებდა განდგომილებასა ალექსანდრესსა, და მოვიდა სპითა ურიცხჳთა ყარაბაღს. და შეწუხნა ფრიად ალექსანდრე. მაშინ სახლთხუცესმან ჩოლაყაშვილმან მოიპოვა ღონე რაჲმე და რქუა ალექსანდრეს და კახთა: "უკეთუ იქმნას საქმესა მას ზედა სიმრავლე ცოდვისა, იყავნ ზოგად ყოველთათჳს, და მე განვარინო კახეთი რისხვისაგან შაჰ-თამაზისა". ხოლო მისცეს ყოველთავე დიდებულთა კახეთისათა ჴელითწერილი.
ხოლო ჟამსა მას გარდაცვალებულ იყო ქაიხოსრო ათაბაგი, და იპყრობდა ძე მისი მცირე მანუჩარ. მაშინ წინააღრჩევითა ჩოლაყასშვილის სახლთხუცისათა წარავლინეს კაცი და მიუწერეს დედისიმედსა, ცოლსა ქაიხოსრო ათაბაგისსა, ესრეთ, ვითარმედ: შალიკაშვილს ვარაზს ნებავს ღალატი შენთჳს და ძისა შენისა მანუჩარისთჳს, რამეთუ მაგას ნებავს დაპყრობა საათაბაგოსი, და მოჰყავს ყაენი სპითა ურიცხჳთა საათაბაგოსა ზედა. და აწ, უკეთუ ძალ-გიძს, შეიპყარ ეგე და მოკალ, ვითარცა ორგული და მკვლელი ძისა შენისა, და არღარა მოვალს შაჰ-თამაზ და წარვალს სახიდ თჳსად, და უმეტესად მტკიცედ იპყრობ ქუეყანასა მაგას".
ხოლო ესე დედისიმედი იყო ჭკუით სულელი და უღთო. ვითარცა ესმა საქმე ესე, ვერ გულისჴმა ჰყო მზაკუარება იგი კახთა, და სარწმუნო-ქმნილმან სიტყუასა ამას ზედა შეიპყრა ღალატად შალიკაშვილი ვარაზა და მოკლა იგი, და დასთხია სისხლი უბრალო, რამეთუ ესე ვარაზა იყო ძე ოთარ შალიკაშვილისა, მრავალგუარად ერთგული და ნამსახური ქაიხოსრო ათაბაგისა და ცოლის-ძმა შაჰ-თამაზისა.
ხოლო ესმა შაჰ-თამაზს სიკუდილი ვარაზისი, განრისხნა ფრიად. მაშინ არღარა მოვიდა კახეთსა ზედა, არამედ მივიდა რისხვითა საშინელითა სამცხეს, ამოსწყჳდა სრულიად სამცხე-საათაბაგო და ქმნა მრავალი. ბოროტი, და წარავლინა კაცი ხვანთქართანა, და ინებეს მშჳდობისა ყოფა ურთიერთას, და განიყვეს ქუეყანა ჟამსა მას და შერიგდენ”.

ჰოდა, მისულან იმ შეხვედრაზე და მოუყოლიათ ეს ამბავი ძმებ შალიკაშვილებისთვის.
რა ვიცოდი, თუ ვარაზაშვილიც ვიყავიო, - გასცინებია ჯონ მალხაზს, - ამერიკელებს ახლა ამ გვარზე მოვატეხინებდი ენასო.
და რატომ თქვა ეს:
ერთხელ, ამერიკაში მისულან სადამ ჰუსეინის დამმარცხებელ ჯონ მალხაზ შალიკაშვილთან და შეუჩივლიათ, - გენერალო, თქვენს გვარზე ჩივიან, რომ გამოთქმა გვიჭირს, ლამის ენები მოვიტეხოთ და საწერადაც არ არის ადვილი, რა იქნება, რომ ცოტა შეამოკლოს მაინცო.
ხომ იცი, როგორ უყვართ ამერიკელებს ყველაფრის შემოკლება, გამარტივება და გასტანდარტება. ალბათ, ის ჰქონდათ გუნებაში, რომ ”შალი” გახდება და ”ჯონ შალი” ადვილი სათქმელიაო...
მაგრამ გენერალს ცივი წყალი გადაუსხია იმ მთხოვნელებისთვის - ჩემ გვარს რომ ვერ ამბობენ, ეგ იმათი პრობლემაა და არა - ჩემიო.
აი, ეგეთი ხალხი ჰყავთ შალიკაან-ვარაზაანთებსა...
და ჩვენი სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტდამთავრებულმა გიორგი ვარაზაშვილმა, იტალიელ პარტიზანებში ”კაპიტან მონტიდ” ცნობილმა რომ ხელყუმბარა აიფეთქა მკერდზე და ფაშისტებს არ დანებდა, რისთვისაც ”ვერცხლის მედალი” მიიღო მეორე მსოფლიო ომის მერე მხედრული მამცობისათვის, - ამას მერე მოგიყვები...
და თუ ზემოთ დამოწმებულის გაგება გაგვიძნელდება, ადვილად მოყოლილიც არსებობს. ეს მოთხრობა არის საბავშვოდ გადაკეთებული ბერი ეგნატაშვილის ისტორიიდან:

“როგორ „გადარჩა“ კახეთი აოხრებას?!

შაჰ-თამაზმა ერთხელ კახეთზე ლაშქრობა დააპირა, წამოვიდა და ყარაბაღში დადგა. მთელი კახეთი შეშფოთდა, მეფე ალექსანდრე საგონებელში ჩავარდა. სახლთხუცესმა ჩოლოყაშვილმა ხალხი შეკრიბა და უთხრა:
- რაც ამ საქმეში ცოდვა იქნება, მე ნუ ამკიდებთ, ყველამ დაინაწილეთ და სამაგიეროდ კახეთს ვიხსნი.
შეკრებილებმა ჩოლოყაშვილს ხელწერილი მისცეს, რაც მაგ საქმეში ცოდვა იქნება, სულ ჩვენზე იყოსო.
შაჰ-თამაზს ცოლად ჰყავდა სამცხის დიდებულის ოთარ შალიკაშვილის ასული. ათაბაგის ქვრივს, დედისიმედს, რომელიც მაშინ სამცხეს განაგებდა, ჩოლოყაშვილმა შეუთვალა:
„შაჰ-თამაზი სამცხეში მოდის. სურს, რომ თავისი ცოლისძმა ვარაზა შალიკაშვილი ათაბაგად დასვას. თუ გინდა, რომ სამცხე გადარჩეს, ვარაზა მოაკვლევინე და შაჰიც უკან გაბრუნდება“.
ეს მზაკვრული რჩევა დედისიმედმა დაიჯერა და ვარაზა მოაკვლევინა. განრისხებულმა შაჰ-თამაზმა კახეთს თავი ანება, სამცხეს მიადგა და სულ მოაოხრა.
ამასობაში კახთა მეფემ შაჰს თავისი შვილი - კონსტანტინე აახლა, უამრავი საჩუქარი გაუგზავნა და გული მოულბო. სპარსელებმა კახეთის აოხრება გადაიფიქრეს”.

აი, ეგეთი ინტრიგა იყო მაშინ, ყვარყვარე მეოთხის (1574-1581) და დედამის დედისიმედის საათაბაგოში მმართველობისას და ვარაზას შვილებს სხვა რაღა დარჩენოდათ, სანამ იმათაც გაწყვეტდა დედისიმედი, გვარი უნდა შეეცვალათ და სადმე შორეულ სოფელში გადამალულიყვნენ. სწორედ ჯიმითში მცხოვრები ვარაზაშვილები არიან ის გადამალული შალიკაშვილები.

2010

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyTue Apr 02, 2019 11:18 pm

მიხო მოსულიშვილი Portra10
Portrait of Mikho Mosulishvili © by Lela Kodalashvili, 1992

მიხო მოსულიშვილი

როდის ჩამოატარებენ კუბოს შენი გვამით


„- რას აკეთებთ, პოლკოვნიკო?
- აი, ვზივარ, - მიუგო, - ველოდები, როდის ჩამოატარებენ კუბოს ჩემი გვამით“.
გაბრიელ გარსია მარკესი - „მარტოობის ასი წელიწადი“


ალბათ, შემატყობდით, მარკესის დაწერილები რომ მიყვარს და სწორედ მაგისი ნათქვამია - „მე ვემსახურები ჩემი სამშობლოს ხალხს და არა ჩემი სამშობლოს მთავრობას“-ო.
აი, ზუსტად ეგრე უნდა იყოს...
ესენი მოვიდნენ, ისინი წავლენ, მერე ესენიც წავლენ და სხვა მოვა „ტუფასა საბაღნაროსა“, მაგრამ შენ როცა რაღაცეებს ჯღაბნი შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას და გალაკტიონის დონის მწერლების პატრონი ხალხისთვის, მარტო ამ ხალხისთვის და დედამიწის დანარჩენი ხალხებისთვის უნდა ჯღაბნო, თუ მაინცდამაინც ნიჭით ვერ გამოემგვანები ამათ, - და არა რომელიმე ქვეყნის რომელიმე მთავრობისთვის, შენი ქვეყნის მთავრობიდან დაწყებული...
იოლი გზა სულაც არ არის ეს, შეიძლება შენი რომელიმე უკეთესი დაჯღაბნილი არ ითარგმნოს ხელისუფლების ფინანსური დახმარებით და საზღვარგარეთ გატანა დაუგვიანდეს, მაგრამ...
თუ მართლა კარგი გამოვიდა შენი ნაჯღაბნი და იმისთვის „დაწერილის“ დარქმევაც შეიძლება, არ დაიკარგება, იმას ხალხი მოუვლის მაინც.
და ხალხის მოვლა კიდევ ისიც არის, რომ -
საძიებელ სისტემა „გუგლში“ როგორც კი აკრიფავ ორ სიტყვას შუაში დეფისით, აი, ეგრე: „ვაჟა-ფშაველა“ (ბრჭყალების გარეშე), მაშინვე უამრავ საიტს ამოგიგდებს...
ხალხის სიყვარული ჰქვია ამას და თანხაში გამოხატულ მილიონებს თუ მილიარდ „ნობელის პრემიებს“ სჯობს...
ამიტომ ჯერ შენც უნდა ჯღაბნო, მერე კი გაბრიელ გარსია მარკესის პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიასავით დაჯდე და დაელოდო, როდის ჩამოატარებენ კუბოს შენი გვამით, ხოლო შენი ნაჯღბნებიდან რომელიმეს „ნაწერი“ დაერქვას თუ არა, ამას შენი მშობელი და დედამიწის დანარჩენი ხალხები გადაწყვეტენ და არა რომელიმე ქვეყნის რომელიმე მთავრობა...
სულ ეს არი...

2014



Exclamation


მიხო მოსულიშვილი - ცეკვა მკვდრებით

რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 15, 2015

რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - ბაკო ხვიჩია.
მონაწილეობენ: დარეჯან ხარშილაძე, მარიამ ჯოლოგუა, ზურაბ ცინცქილაძე, გივი ჩუგუაშვილი, რევაზ თავართქილაძე.
ჩაწერილია 2008 წელს.

ბმული:
* https://youtu.be/6E2MBE4qXz0

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyTue Apr 02, 2019 11:20 pm

მიხო მოსულიშვილი 2017_010

წიგნის დასახელება – „ჩემო მეჟოლია“ (სევდიანზე სევდიანი კომედია)
ავტორი - მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი - ეკა ჭკადუა
გამომცემელი - დავით აბულაძე
სერია - „XXI საუკუნე, დრამატურგია“
გამომცემლობა - „გლოსა“
ISBN 978-9941-9446-2-8
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2015
გვერდების რაოდენობა – 84

ანოტაცია - თორმეტი წლის განმავლობაში შინიდან სამუშოდ წასულ, ამერიკიდან ქმრის წლისთავზე მოულოდნელად დაბრუნებულ სოფოს თავისი სკოლის მეგობარი, შოკა თითქოს ფეხმძიმედ დახვდება. უფრო მეტიც, აღმოჩნდება, რომ არც სოფოს ქმარი, ჩიტო გარდაცვლილა, შოკას ქმარი გამხდარა და მისი საფლავის ქვაც მხოლოდ სოფოსთვის ფულის გამოსაძალად არის გაკეთებული მათი სახლის ეზოში...

My Redbreast (Sorrowfully, very sorrowfully comedy),
Glosa Publishing, Tbilisi, 2015 - ISBN 978-9941-9446-2-8 (In Georgian)

Exclamation


Mana Sarkanrīklīte

Published on Jan 26, 2017
Autors - Mikho Mosulišvili
Virsraksts - “Mana Sarkanrīklīte" (Skumja, ļoti skumja komēdija)
Tulkotaja - Ninka Jakobidze
Redaktore - Aīda Rozentāle
Foto un dizains - Sandra Dikmane
Maketetajs - Viesturs Reķis
Projekta vaditaja - Sandra Dikmane
Konsultante - Edīte Siļķēna
Lappuse - 104
ISBN 978-9934-554-06-3
Iespiests - Vītola izdevniecība, Viestura 12, Gulbene, Gulbenes n., LV-4401,
Latvija, 2016. gads

My Redbreast (Sorrowfully, very sorrowfully comedy) by Mikho Mosulishvili, Vītola publishing, Latvia, Translated from Georgian into Latvian by Nino Jakobidze, 2016

Link - https://openlibrary.org/books/OL26218...

© Laima Vaikule "Nenāciet klāt man rudenī", Mūzika: Raimonds Pauls, 1995

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyTue Apr 02, 2019 11:57 pm

მიხო მოსულიშვილი Mikho_13
Mikho Mosulishvili, 1993

მიხო მოსულიშვილი

უფლის სახედარი და თავისით განათებული ანგელოზები
(ქრისტეშობისთვის კაპრიჩიო)

გარეთ რომ ზამთრის გრძელი ღამეები დადგებოდა და მე შიგნით, მოგუგუნე ღუმელის შორიახლოს ვეთამაშებოდი ჩემს საკუთარ, განუყრელ ფისოს, ერთი ჯადოსნური ღამის მოლოდინში ვიყავი ერთთავად და როდის მოვა, როდის მოვა მეთქი, აღარ ვასვენებდი ხოლმე ქსოვაში გართულ ანეტა ბებიას.
მოვა, არხეინად იყავი შენო, - მაიმედებდა.
... და ერთხელაც მკითხავდა - მე რომ ჯვარზე გაკრულ ღმერთზე გიყვებოდი, ხომ გახსოვსო?
უცნაური სიხარულის თრთოლვა ამიტანდა და ვეტყოდი - როგორ არ მახსოვს მეთქი!
სწორედ ამ ღამეს დაიბადაო, - დასძენდა ჩემი თეთრთმიანი ბებია, - წესით და რიგით ახლა ეკლესიაში უნდა ვანთებდეთ სანთელს, მაგრამ არა უშავს, აგერ ამ ჯვარცმასთან ავანთებ, თან იმასაც გასწავლი, უფალს როგორ უნდა ელაპარაკოო და „მამაო ჩვენოს~ მათქმევინებდა.
მერე კვლავ ღუმელთან ჩამოჯდებოდა, ქსოვას განაგრძობდა და მეტყოდა - ქრისტეშობა დღეს ანგელოზები მოდიან ქვეყნიერებაზე, ყველა ოჯახს მიაკითხავენო.
საიდან მოდიოდნენ ნეტავი?
ციდან მოფრინავენო.
როგორები არიან მეთქი?
ჩვეულებრივებიო.
აბა, როგორ დაფრინავდნენ?!
უფლის ნებითო. მოვლენ, დალოცავენ ადამიანებს და წავლენო.
შემდეგ დასაძინებლად მომამზადებდა ბებია. მინდოდა, ჩემს ლოგინში დაეძინა კატას, მაგრამ არ მანებებდა მოხუცი.
მაშინ ის ამბავი მომიყევი, სახედრები რომ არ ტირიან; მაინც არ უნდა დავიძინო ჯერ, ანგელოზები უნდა ვნახო მეთქი, ავხირდებოდი.
სახედარი, საერთოდ, ძალიან ამტანია. მთელი სიცოცხლე შრომობს დაუღალავადო, - დაიწყებდა თხრობას ბებია და ისე მოულოდნელად აღმოვჩნდებოდი იმ ჯადოსნური ღამის სამყაროში, ვერაფერს ვიგებდი; და აი ახლა, მეოთხედი საუკუნის მერე, ლამისაა შუბლი ვურტყა მაგიდას, მაგრამ ვერაფრით ვერ დამიწერია ისე, როგორც მან მიამბო. მაინც უნდა ვცადო, მეტი რა გზაა:
წყნარი ღამე იყო.
ვარსკვლავებით მოჭედილი ცა თავისით განათებულ ანგელოზებს გაევსოთ და იდგა რაღაცნაირად ნათელი წყვდიადი - სიკეთით, სინაზითა და სიყვარულით გაჯერებული.
ერთი ბოსელი ჭრაქის შუქით იყო განათებული. იქ ლამაზი, ძალიან მშვენიერი ქალი მშობიარობდა და გაოცებული ისმენდნენ იმის შეკივლებებს პირიდან თივაგამოჩრილი ძროხები...
როგორი ძროხები, ბებია?
ძროხები ბალახს ახრაშუნებდნენ და იმ ქალის კივილზე პირებს აჩერებდნენ. მიხვდიო?
რა სასაცილო ძროხები იყვნენ, ჰიიჰ!
ხოლო ის სახედარი, აქამდე რომ მოიყვანა ფეხმძიმე ქალი, ისე იყო დაბმული, პირდაპირ მშობიარეს დაჰყურებდა დიდი, სევდიანი თვალებით და შუბლზე თეთრი ბალანი ჰქონდა, პაპაშენის გრძელყურასავითო.
გასაგები იყო - მერე, ბებია, მერე?..
ბალახი კი დაუყარა პატრონმა, მაგრამ არ ჭამდა. უცქერდა, უცქერდა გაწამებულ ქალს, თითქოსდა იმისი ტკივილების შემსუბუქება უნდოდა.
და იქვე შეშფოთებული კეთილი კაცი ტრიალებდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ეხმარებოდა მეუღლეს...
მერე, იმ მშვენიემა ქალმა რომ იმშობიარა, იქაური მწყემსები მოვიდნენ თაყვანსაცემად. იმ კეთილმა კაცმა, სტუმართა თხოვნით, ჭრაქით სახე გაუნათა ახალშობილ, ნათელგადამდინარე ყმას და აი, სწორედ მაშინ გამოჩნდა სახედრის აწყლიანებული თვალები - თითქოსდა სიხარულის ცრემლით ტირისო, ასე მოეჩვენა ერთ მწყემსთაგანს; არადა, თითქოს კი არა, მართლა მოუგორავდა ცრემლი თვალებიდან და ქვემოთ, უკვე მიწაში ჩატკეპნილ, გამხმარ ბალახს ასველებდა.
დიახ, ტიროდა, სულ ცერისსიმსხო ცრემლებს აღვარღვარებდა ყველაფრის ამტანი, მთელი სიცოცხლე მშრომელი, გრძელყურა, ყროყინა, შუბლზე თეთრნიშნიანი - მაინც სხვანაირი - უცნაურად გახარებული უფლის სახედარი...
... და ღამით ვხედავდი თავისით განათებულ უფლის ანგელოზს, რომელიც იმ მტირალა სახედარზე იჯდა და ჩემსკენ მოდიოდა დასალოცად, თანაც ძილში ჩამესმოდა კატის კრუტუნი - ეს ჩემი ფისო შემოიპარებოდა ხოლმე თბილ ლოგინში. დილით კი ბებიას შეკივლება მაღვიძებდა - აცხა, შე საძაგელოო! - კატას აგდებდა ჩემი საწოლიდან.
მე უკვე ვწუწუნებდი - დამძინებია მეთქი.
იყოო, მეტყოდა მოხუცი, თავზე ხელი გადაგისვა და წავიდაო...
რამდენიმე დღის სიხარულად მყოფნიდა თავისით განათებული ანგელოზის ხელგადანასვამი თავი, პირს აღარ ვიბანდი, დახუჭუჭებულ თმას არ ვივარცხნიდი კაი ხანს, იმისი ხელმონაკიდი გამიქრება მეთქი. თანაც, რაღა დასამალია და, პაპაჩემის სახედარს ვუტრიალებდი შორიახლოს, ახლოს მისვლის მეშინოდა - მარიგებდნენ ხოლმე: მოერიდე, ტლინკი არ მოგარტყასო! - ნეტავი ესეც თუ ააღვარღვარებდა ცერისსიმსხო ცრემლებს, მშობიარე ღვთისმშობელი მარიამი და იმისი შვილი რომ ენახა მეთქი - ხშირად მიფიქრია.

study


Frankfurter Buchmesse Aus Micho Mossulischwili - 2018

Published on Oct 18, 2018
Frankfurter Buchmesse Aus Micho Mossulischwili
10 - 14 Oktober, 2018

What a Face

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyThu Jul 18, 2019 7:36 pm


Twitter Short Story: The River of the Soul By Mikho Mosulishvili

Wildsound Fest
Published on July 18, 2019

Performed by Val Cole

The River of the Soul
By Mikho Mosulishvili

If you, Weary of the dim, harassing life decide to spend some of your miserable time at the river, it will surely bring along your corpse.
But where are you going to be then?
Still on the bank or will the Soul River drift you away?

Link:
* https://storypitches.com/2019/07/18/twitter-short-story-the-river-of-the-soul-by-mikho-mosulishvili/

study

მიხო მოსულიშვილი Mikho_18

For a day and for love

Night is a day too that lacks light...
Dislike is love too that lacks You...

September 22, 2019
© Mikho Mosulishvili

* https://www.poetrysoup.com/poem/for_day_and_for_love_1183207

king

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი EmptyMon Oct 07, 2019 6:14 pm


საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლისთვის
•Oct 7, 2019

„საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლისთვის“
(ინტერვიუ კონკურსის პირველი ადგილზე გასული მოთხრობის ავტორთან, მიხო მოსულიშვილთან)
© ეკა ხითარიშვილი, 2019 წლის 1 ოქტომბერი

'Best short story for a teacher'
(Interview with winners of the contest Mikho Mosulishvili)
By Eka Khitarishvili, October 1, 2019
This clip is made with: Mozart - Piano Sonata No. 11 in A major, K. 331 - I. Andante grazioso.

Georgian Center for Professional Development of Teachers, Information and Educational Resources - the magazine 'Teacher' and Internet newspaper 'mastsavlebeli.ge' held a literary contest 'Best short story for a teacher' - 2019. Awarding winners. The first prize - 'For the mustard seeds and for angels' by Mikho Mosulishvili.
Tbilisi, 01. 10. 2019

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




მიხო მოსულიშვილი Empty
PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   მიხო მოსულიშვილი Empty

Back to top Go down
 
მიხო მოსულიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: