არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ზვიად რატიანი

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4
AuthorMessage
არაბული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 190
Age : 27
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Thu Feb 26, 2009 1:09 pm

ერთერთი გამორჩეული პოეტი დღეს...




ადამიანი ფანჯარასთან, გარეთ შემოდგომა


1

ათიოდ თაობა ჩემი წინაპრების
და ცოტა ნაკლები - შთამომავლების
იგულისხმება ალბათ სისხლში,

მე კი არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო,
როგორ ვწერო და როგორ განვიცადო
ეს ამსიყვითლე შემოდგომა,

რომელმაც შეაგროვა ნაწილ-ნაწილ გაბნეული ყოველი ეჭვი
და თქვა: ყველაფერი თავიდან იწყება,
როგორც ყოველთვის, ჭკნობით.


2

შემოდგომამშვიდობისა.
მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან
და ვგრძნობდე, შეუძლებელია რამეზე წერა.

შემოდგომამშვიდობისა, ჩემო ცხოვრებავ.
ჩემო მუდამ ცვალებადო, ჩემო მოუხელთებელო,
ჩემო თითქმის არაჩემო არსებობავ,

მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან,
მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ,
მე შემიძლია გარეთ თბილოდეს,

მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა,
გული კი გრძნობდეს: მათგან ერთერთი
ჩემი შეყვარებულია, ხოლო მეორე

ჩემი შეყვარებულია, მესამე კი
ჩემი შეყვარებულია. შემიძლია
არ შემეძლოს სხვაგვარად წერა,

მე შემიძლია,
შემოდგომამშვიდობისა,
არ შემეძლოს სხვაგვარად წერა.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
გიო
Way at Armury
Way at Armury
avatar

Male
Number of posts : 30
Age : 42
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Mar 23, 2009 7:04 am

მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა...

AVE, ძმაო, AVE!
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Nov 16, 2009 10:50 pm

Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Nov 16, 2009 10:51 pm

Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Nov 16, 2009 10:53 pm

Back to top Go down
View user profile
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 53
Age : 44
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Dec 29, 2009 4:03 pm

Tavidanve Zalian ganviCade es leqsi. amiT zviadi mTeli Taobis saTqmels ambobs.
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
Guest
Guest



PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Sat Jan 09, 2010 3:06 pm



ზვიად რატიანი

Ex Voto

წერე, რასაც არავინ დაგიჯერებს.
ვითომც არაფერი, წერე
მოჩვენებებზე, რომელთა არსებობას
ვერც შენ ირწმუნებდი, მაგრამ.

წერე, რასაც არავინ გაპატიებს.
მანდ არა, ქვემოთ, ფურცელზე წერე,
რომ შენ თვითონ ხარ საკუთარი თავის სამშობლო
და რომ წმინდაა შენი გული.

წერე, რის გამოც დაგცინებენ.
ნუ დაუცდი შთაგონებას, თამამად წერე
ყოველდღიურ უსამართლო დამცირებებზე
და პირჯვარაყრილ შენს რწმენაზე.

კიდევ რა? წერე სიყვარულზეც
და თქვი, რომ ჩაწვდი საიდუმლოს -
რომ ლექსები იწერება სიყვარულამდე
და სიყვარულის შემდეგ იკითხება.

ლირიკლაინზე – კითხულობს ავტორი

study
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Sat May 01, 2010 3:14 pm

გივი ალხაზიშვილი

წერილობითი განმარტება ზეპირი გამოსვლის დასაზუსტებლად

ზვიად რატიანის წიგნის/ “ნეგატივი”/ პრეზენტაციაზე/ 1. 2. 10. “ქარავანი”/ აღვნიშნე რომ მან ბრწყინვალედ აითვისა ქართული და უცხოური პოეზიის ტრადიციები და ტრადიციადქცეული სიახლენი და ჩამოყალიბდა მაღალი კლასის პოეტად.
მისი შემოქმედებითი გზა ბოლო წლებში თანდათან შეიცვალა, რაც გამოიხატა რატიანის ახალი ლექსების საგრძნობ სისადავესა და ინტონაციური მახვილების მრავლფეროვნებაში, გულწრფელი ტონალობის გაღრმავებაში, აღმსარებლურ და მედიტაციურ ძიებებში, სიმარტივის სინათლის ბუნებრიობაში და იმ ბიჟუტერიის უარყოფაში, ზოგიერთ ავტორს რომ ტროპი ჰგონია, სინამდვილეში კი არაფრისმთქმელი, უფუნქციო ბრჭყვიალებია.
ტროპის ერთგვარი გადახალისება, გადასხვაფერება, სწრაფვა სისადავისკენ, მიმეტური ძიებების შემცირების მდელობა _ კარგახანია შეინიშნება ქართულ პოეზიაში, რაც ახალი ესთეტიკის ერთ_ერთი მთავარი ნიშანია. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ტროპის სახეცვლილი ელემენტები მეტად საინტერესოა და ამჯერადაც, წარმატების მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს კლასს ანუ იმ გზას, რომელიც უნდა განვლოს პოეტმა საშემსრულებლო საიდუმლოებათა ათვისებასა და დაუფლებისას.
იქ, ისიც ითქვა რომ რატიანმა ზეპირად იცის ბევრი დიდი პოეტისმრავალი ლექსი ორიგინალის ენაზე. ეს მართლაც მნიშვნელოვანია ნიჭიერი პოეტისთვის, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია ნიჭიერი პოეტისთვის, არაფერს ნიშნავს უნიჭო მიმბაძველის ასეთივე ცოდნას.
“ტროპული ბიჟუტერია” დავარქვი არამოტივირებულ, უფუნქციო, არაფრისმთქმელ იმ ფსევდომეტაფორებს, სადაც მხოლოდ საკუთარი სახის ანარეკლს თუ მოჰკრავს თვალს ავტორი და თვითკმაყოფილი რჩება თუ ამ მოჩვენებით სარკეში გაპრანჭვაც მოასწრო.
მაღალი კლასი, სხვა მრავალ თვისებასთან ერთად, თავისთავად გულისხმობს სიმულაციებზე უარის თქმას და წაშლის ხელოვნებას, რაც არ ახასიათებს მოყვარულ ავტორებს,
ამიტომ, როცა ვამბობ, რომ მან გაიარა ყველა არსებული სკოლა თუ კლასი ქართულ და უცხოურ პოეზიაში და არა მარტო გაიარა, არამედ აითვისა კიდეც და მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწია იმ სტილისტიკამდე, სადაც პრევალირებს ნარატიულ_ინტონაციური სტილისტიკა და აღმსარებლური ტონალობა, სწორედ ეს მიგვანიშნებს კლასზე, მეტადრე მაშინ, როცა წინარე გამოცდილება ამა თუ იმ სახით თავს იჩენს/პროფესიონალები ამას ამჩნევენ/ მის პოეტურ ტექსტებში, როცა გამოცდილება სახეცვლილად, მაგრამ მაინც მონაწილეობს ახალი პოეტური კონტექსტის შექმნისას.
ჩემს მსმენელს გაუჩნდა ლოგიკური კითხვა: რა საჭიროა საყოველთაო ლიტერატურული გამოცდილების ათვისება და საერთოდ რაიმეს ფლობა თუკი იგი უნდა მივატოვო და სხვა გზა ვეძებო? რაღა საჭიროა მაღალი კლასი?
თუ უვიცი იტყვის, რომ _ მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაშინ ეს სენტენცია კარგავს თავის ხიბლს და მნიშვნელობას. რადგან აქ მთავარია მთქმელის ვინაობა და შესაძლებლობა და არა თუთიყუშივით უაზრო გამეორება.
რა მნიშვნელობა აქვს რას ამტკიცებს შეგირდი, ჯერ არაფერი რომ არ აუთვისებია და თავის ჭკუით ნულიდან იწყებს ყველაფერს?!
მე ვთავაზობ მათ გამოტოვონ ყველაფერი, რაც კი აქამდე შექმნილა დედამიწის ზურგზე, უარი თქვან კულტურულ მიღწევებზე და პირველყოფილი ადამიანივით მღვიმის კედლებზე დაიწყონ იმ ფიგურების ხატვა, რასაც მათი წარმოსახვა გასწვდება.

P.შ.

რატიანის წიგნი უკვე წავიკითხე. შესანიშნავი წიგნია. ალბათ, კიდევ მივუბრუნდები. ამ კრებულში შეტანილი ბოლოსწინა თუ ძველი ლექსებიდან, ზუსტად არ დამითვლია რამდენი, მაგრამ საგრძნობი ნაწილი მართლაც ბრწყინვალეა.
ვულოცავ ჩემს უმცროს მეგობარს ახალ წიგნს და ვუსურვებ მორიგ წარმატებას.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Thu Dec 16, 2010 5:05 pm

I. წიგნისთვის "ღია და ფარული მიძღვნები"

ბოლო სიყვარული – ქალაქი ზღვით



სინამდვილეში არც ისეთი პატარაა,
მაგრამ განსაზღვრება ”პატარა ქალაქი”
ჯერ ხომ ისედაც გაცილებით ტევადია
და ორჯერ უფრო – თუ ვგულისხმობთ ზღვისპირა ქალაქს.


*
მე ერთხელ ვთქვი და მომეწონა,
და იმ დღიდან გამუდმებით ვიმეორებ,
რომ ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარულია
(რასაც მოსდევს კარგად დამუშავებული მოკლე პაუზა)
და დავძენ ხოლმე: ქალივით მიყვარს.
მსმენელები, როგორც წესი, მიღიმიან.
ოღონდ ადგილობრივები – ცოტა სხვანაირად.


*
ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჩემ თავს ვასეირნებ. ეს ფრაზაც ძველია,
მაგრამ ნაკლებად ეფექტური, როგორც ვატყობ, მსმენელებისთვის;
სამაგიეროდ, ბევრად უფრო გასაგები. ჩემთვისაც კი. ესეც საქმეა.


*
მაშ ასე, ჩემ თავს ვასეირნებ. ხოლო სეირნობა,
როგორც ჩანს, თავის მოტყუების მეთოდებს შორის
მართლაც საუკეთესოა (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე აუცილებელ,
მაგრამ ლექსში სახსენებლად მაინც უხერხულ
საქმიანობას). გარკვეული უხერხულობა
ახლავს ამასაც, სეირნობას; განსაკუთრებით –
როცა ჩემ თავს ვასეირნებ. მას უხარია,
მე კი, რომელსაც კარგად მესმის
უაზრობაც, უსაფუძვლობაც
ამ გულუბრყვილო სიხარულის, არაფერს ვიმჩნევ,
რადგანაც მახსოვს, თუ რამდენი წელი დაჭირდა
მის დარწმუნებას, რომ ბათუმი ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჯერ კიდევ შეიძლება სეირნობა. ძლივს დამიჯერა
და ვცდილობ, აღარ გავაწბილო. ხშირად ვუმტკიცებ,
რომ ზღვა არაფერ შუაშია, და არც ქალაქის
ძველი უბანი – ვიწრო ქუჩებით
და ორ-სამ, სამ-ოთხ სართულიანი
აივნიანი შენობებით; და რომ მთავარი,
რამაც ამ ქალაქს მიაჯაჭვა მისი გული, რაღაც სხვა არის...
შემეძლო მეთქვა - პოეზია, მაგრამ არ ვრისკავ:
ხომ შეიძლება მიხვდეს, რომ დავცინი?


*
ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჩემ თავს ვასეირნებ; ვათამამებ. მას აქვს სურვილი
და უფლებაც, გააყოლოს თვალი გოგონებს –
მათ ნამზეურ მხრებსა და ფეხებს,

მე კი, უფლება რომც მქონოდა,
ალბათ თვალის გაყოლებას ვერ გავბედავდი,
და თუკი მაინც გავხედავდი – ისეთებს არა,
ვინც ჯერ კიდევ შეიძლება (თუნდაც ლექსში) გოგონებად მოიხსენიო.


*
ზღვა არაფერ შუაშია, და არც ქალაქის
ძველი უბანი – ვიწრო ქუჩებით,
სადაც ვიწყებთ სეირნობას
და მივდივართ პორტისაკენ. როგორც ფოთოლს ჭიანჭველები,
საბუქსირე კატარღები ნაპირისკენ მიაღოღებენ
გიგანტურ ტანკერს. პორტის გვერდით პატარა კაფე
ზღვისკენ გადგმული ხის აივნით – აი ადგილი,
სადაც ისევ ვმთლიანდები –
მე, რომელიც საკუთარ ვასეირნებდი,
და მე, რომელსაც ჩემი თავი მასეირნებდა,
სწორედ ამ კაფის აივანზე ვერწყმით ერთმანეთს,

და გარკვევით ვერასდროს ვხვდები,
თუ რომელი რომელს ერწყმის
და რომელში ვმთლიანდები –

გააჩნია, რას ვსვამ და რამდენს.


*
ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარულია.
ესეც ცალმხრივი – პირველივით. ზღვისპირა კაფე,
რომელსაც უკვე ცხრა წელია, ცოტა მეტიც, ერთგულად ვსტუმრობ

და მსიამოვნებს, რომ მიმტანებს
აღარაფრის შეხსენება აღარ ჭირდებათ –
კარგად იციან, რას დავლევ და რას მივაყოლებ
(რაც ერთიორად მაამაყებს, თუ კაფეში სტუმრებს მივიყვან),

და მეც არასდროს მავიწყდება
ერთ-ერთ მათგანს თანაგრძნობით გამოვკითხო
პატიმარი მეუღლის და ავადმყოფი შვილის ამბები,
ხოლო მეორეს ლიმონათით გავუზავო ჭიქა არაყი,
რომ, როცა მოვა და გადაკრავს, ვიტრინიდან მომზირალი მეპატრონე
ვერაფერს მიხვდეს.


*
ცხრა წელია, ცოტა მეტიც... როდესაც აქ ვარ,
თითქოს ჩემი ადრინდელი აქ-ყოფნებიც ერთმანეთს ებმის
და მეჩვენება, რომ ერთი დღე იწელება

და ეს ცალკე ცხოვრებაა; და ერთადერთი,
რასაც ასეთი კლინიკური სიცოცხლიდან გამოვყავარ,
რაც მახსენებს დროის დინებას,

ის პატარა და ლამაზი, სასაცილო ბოშა-გოგოა,
რომელსაც, თითქოს გუშინ იყო, გულუხვად რომ ვასაჩუქრებდი,
დღეს კი უკვე სამათხოვროდ შვილებს მიგზავნის.


II. წიგნისთვის "ბოლოსწინა ლექსები"



* * *
ერთხელ,
ერთხელაც კი
ვერ დავასწარი ცხოვრებას: ყოველთვის,

რამდენიმე წამით ადრე,
ვიდრე თვალს ავახელ,

გრძნობს, რომ ვიღვიძებ
და სასწრაფოდ თავს იწესრიგებს,

რომ გაღვიძებულს
დამხვდეს ზუსტად ისეთივე,
როგორიც დავტოვე.



* * *
შორიდან და მისალმებით ჩვენ ერთმანეთს ადრეც ვიცნობდით,
მაგრამ ახლოს, სალაპარაკოდ, პირველად შევხვდით ათიოდ წლის წინ
ერთი კოლეგა-თანამსმელის დაკრძალვაზე, და მან თავი დამამახსოვრა
საკმაოდ დამაჯერებელი მოსაზრებით იმის შესახებ,
რომ პოეტმა უნდა წეროს მხოლოდ ის და მხოლოდ ისე,
რასაც და როგორც დაწერდა შემდეგ, როცა ცხოვრება უკვე ჩავლილია,
მკვდრებს რომ წერა შეძლებოდათ. წლები გავიდა
და ჩვენ ერთმანეთს ისევ ვხვდებით, გვერდიგვერდ ვსხედვართ
და რამდენიმე ჭიქის შემდეგ, როცა სასმელი ეს-ესაა გვეკიდება
და ჯერ საერთო წასულების შესანდობარიც
არ შეგვისვამს, ის უეცრად იხრება ჩემკენ
და იგივეს მიმეორებს. სიტყვა-სიტყვით. დავიწყებია,
რომ ეს ოდესღაც უკვე მითხრა; რაც მთავარია,
დავიწყებია, თუ სად მითხრა, ვის ქელეხში. ვეღარ გათვალა,
რომ უკვე მეც მყავს ჩემი კაცი ჯოჯოხეთში
და მისგან ვიგებ ნებისმიერ იქაურ ტყუილს,
რომელიც ჩვენკენ, ცოცხლებისკენ, ერთადერთი უტყუარი სიმართლეა,
თუნდაც წერისას.


* * *
ერთი სული გაქვს, როდის ჩავიძინებ,
გამუდმებით ბრუნდები ჩემკენ.
გადმოიხრები და დამყურებ,
მაკვირდები, ხომ არ გატყუებ.

რომც გატყუებდე, რას შემატყობ:
თვალდახუჭული და უძრავი
ვწევარ და ვსუნთქავ.

დაიცდი, ისევ მაკვირდები:
ვწევარ და ვსუნთქავ.

ერთი სული გაქვს, რათა ადგე,
უხმაუროდ ჩაიცვა და გაიპარო.

ნუ იტანჯები, საყვარელო.
როგორც კი მართლა ჩავიძინებ,
თვითონვე გეტყვი.


–––
წყარო – http://kalmasoba.com/index.php?option=com_content&view=article&id=93:zviadratiani&catid=2:poem&Itemid=7
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 37
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Thu Dec 23, 2010 12:59 pm




ზვიად რატიანი

Ex Voto

წერე, რასაც არავინ დაგიჯერებს.
ვითომც არაფერი, წერე
მოჩვენებებზე, რომელთა არსებობას
ვერც შენ ირწმუნებდი, მაგრამ.

წერე, რასაც არავინ გაპატიებს.
მანდ არა, ქვემოთ, ფურცელზე წერე,
რომ შენ თვითონ ხარ საკუთარი თავის სამშობლო
და რომ წმინდაა შენი გული.

წერე, რის გამოც დაგცინებენ.
ნუ დაუცდი შთაგონებას, თამამად წერე
ყოველდღიურ უსამართლო დამცირებებზე
და პირჯვარაყრილ შენს რწმენაზე.

კიდევ რა? წერე სიყვარულზეც
და თქვი, რომ ჩაწვდი საიდუმლოს -
რომ ლექსები იწერება სიყვარულამდე
და სიყვარულის შემდეგ იკითხება.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Feb 08, 2011 10:40 pm



წიგნის დასახელება – "ნეგატივი (2009–1996)"
ავტორი – ზვიადი რატიანი
ISBN 978-99941-11-154-9
გამომცემლობა – "დიოგენე"
ყდა – რბილი
გვერდების რაოდენობა – 150
წელი – 2009
ფასი – 6.20
პრემია – "საბა–2010" ნომინაციაში: "წლის საუკეთესო პოეტური კრებული".

- http://www.diogene.ge/index.php?catalogue

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Thu Feb 17, 2011 2:09 pm



წყარო – http://www.thedirtygoat.com/images/excerpts/ext023i.html

The Dirty Goat 23 makes its first stop in the republic of Georgia with twenty-two pages of bilingual poetry from Zviad Ratiani, Besik Kharanuali and Givi Alkhazishvili – three of Georgia's most celebrated poets. Europe continues to shine wi...th stunning photography by Polish artist Staszek Koba, bilingual Dutch poetry by Menno Wigman, and a short story by Brigitte Kronauer, one of Germany's most dynamic writers. Contemporary Hebrew poetry makes its first appearance with ten pages of bilingual Hebrew and English poems by Ronny Someck. The Dirty Goat continues to celebrate the rich literary tradition of Latin and South America with a variety of work from a number of nations. Mexico figures heavily in issue 23 with bilingual poetry by Alberto Blanco and Miguel Gonzalez-Gerth and a very unique trilingual selection – Mayan, Spanish and English – by Briceida Cuevas Cob. Death and the Maiden, a hauntingly brilliant story by Uruguay's Juan Carlos Onetti, and the evocative poetry of Ecuador's Santiago Vizcaíno conclude our Latin American journey. A large selection of new American poetry is peppered throughout the issue, as well as Cassandra Lewis's Two Women on the Shore, a new drama inspired by the Edvard Munch woodcut prints. With a variety of literature from fifteen countries across the globe, The Dirty Goat 23 is not to be missed.

წყარო – http://www.thedirtygoat.com/backissues/dg23.html

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Sat Mar 16, 2013 10:00 pm



ზვიად რატიანი

ნეგატივი. 20 წლის შემდეგ

ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ
და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,
არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს
და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ
ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენში
ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა
რამე დაგვცდება – მხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში,
და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა.

– ჩვენ, ვინც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან
და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ.
ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას,
როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ.
ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ;
განსაკუთრებით თუკი სურვილს თვითონ იჩენენ.
ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს,
ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ.

– ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს.
არც სხვას დავიხმართ; მითუმეტეს – თუა ნაცნობი.
ვინც მუდამ ვცდილობთ, არავისგან გავირჩეოდეთ
არც სისუსტით და, მთავარია, არც ვაჟკაცობით.

– ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე ვუსმენთ ყოველთვის,
რომ მეზობელმა არ გაიგოს, ქვეყნის ავ-კარგი
ჩვენც რომ გვადარდებს. და როდესაც იქ უცხოეთის
სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი,
უფრო სწორად კი დასამალი, არაფერია,
ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთ
და ვაღებთ ფანჯრებს. ვინც ვიცინით, როცა მღერიან,
და მაშინ ვმღერით, როცა ირგვლივ ყველა სლუკუნებს.


– შვილო, ჩვენ განა გაჩენიდან ასე ვიყავით,
დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმა
შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი,
შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა –
ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული
დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით
ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით, ენა, მამული,
სარწმუნოება…
შავლეგ, შენი…
სულ შენი, შენი,
შენი ბრალია ყველაფერი! ჩვენს ცას, მხიარულს,
შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები
და გაგვახედე უფსკრულისკენ, სამოთხეაო;
ჩვენ ვიწამეთ და გვიხაროდა, როგორ ვმრავლდებით,
როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ,
დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ. ჩვენი ლოცვები
არ დარჩენილან უპასუხოდ – მალე ისმინეს,
ანუ მალევე დავაჩერდით ტყვიით მოცელილ
ჭაბუკს, რომელიც იცინოდა… პირველს… მეასეს…
და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი, მერე შევცვივდით
ბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ,
და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით,
ამოვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი,
ყველა ოცნება; საკუთარ თავს სიტყვა მივეცით,
რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით
ამ დაცინვისთვის: ისარგებლა ჩვენი სიბეცით
და ჩვენი ხელით მოისურვა გამოსაშვები,
მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა-განტვირთვა;
გადახალისდა მისი მიწა მკვდარი ბავშვებით,
ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდა
ყველა, – ჩვენს გარდა, – ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა,
რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით ვუწვებით
და ასე ვხდებით უკვდავები.
ნუ გეცინება,
ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი
და საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით,
როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს,
რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები,
ხოლო წვერებით – თითო წყვილი ყვითელი ეშვი.
ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითქოს ელოდნენ
და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი –
უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით.
ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ.


– და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,
ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,
მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ
და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ.
ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ
იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად
ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,
სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან
და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის
მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები
და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში,
თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით
და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს,
ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს,
უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის
გაუმააარ…
ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Wed Apr 22, 2015 11:41 am

ზვიად რატიანი

შენთვის შეიძლება

შენთვის შეიძლება. უკითხავად შემოაღე ოთახის კარი
და დაინახე მამაშენი საწერ მაგიდასთან.
მონადირე მამაშენი. კურდღლებზე და
წვრილ ჩიტებზე მონადირე,
რომელსაც ზარავს წარმოდგენაც,
რომ შენ, შესაძლოა, მისი იმედი გაქვს.
გაწყდნენ კურდღლები მის ტყეებში,
მხოლოდ ავი მხეცები ღრენენ.
წვრილი ჩიტებიც დაცოტავდნენ მის მინდვრებში,
მხოლოდ გველები სისინებენ.
დაირცხვინა მამაშენმა, ვერაფერი მოინადირა.
ვერც კი შებედა იმ ტყეებში და მინდვრებში.
ფიქრიც კი ზარავს,
რომ შენ, ვინ იცის, თანაუგრძნობ მის თავგანწირვას
და ზოგჯერ კიდეც გესიზმრება,
როგორ ებრძვის ღამეულ მხეცებს,
როგორ მისდევს და გაურბის,
ეწევა, უსხლტება.
ის კი იჯდა მთელი ღამე საწერ მაგიდასთან,
კალამს ფურცელზე აკაკუნებდა
და ცდილობდა, შიში კანქვეშ შეემწყვდია: ბებერი ძაღლი,
ნადირობისთვის, რახანია, უვარგისი.
მამაშენი ბრძენი კაცია
და ჯერ სიკვდილს არ აწუხებს, ურჩევნია, ყველამ დაცინოს,
ოღონდ არავინ შეიცოდოს. ვის აქვს უფლება
დაინახოს, როგორ მიდის შინისაკენ ხელცარიელი
და უკუღმა, ლულით ქვემოთ, ჰკიდია თოფი;
როგორ გდია მაგიდაზე მისი ხელი –
უხილავი კალმით თითებში,
ხილული კი სკამქვეშ გდია.
უკითხავად შემოაღე ოთახის კარი
და ააცალე მაგიდიდან კალმის წვერით
დაჩხვლეტილი ფურცლის ნაგლეჯი,
დახიე და გადააგდე. შენთვის შეიძლება.


დახურული სასაფლაო

შენ რას ელოდი? ფერს შეიცვლიდა საფლავის ქვა
თუ მიწა ამოღერღავდა სიტყვებს?
მკვდარი უნდა დამარხო და დაივიწყო მისი საფლავი.
მათ არ ჭირდებათ. შეგიძლია ყველაფერი დააბრალო
ამის გარდა. შეგიძლია ამის გარდა
არაფერი დააბრალო. მითუმეტეს, ჩვენ არ გვჭირდება
სახლიდან გასვლა ძვირფას მკვდართან მისასვლელად;
დააკვირდი ამ საფლავებს – აქ მკვდარს რა უნდა?
მკვდარი უნდა დაასვენო. არაფერი მოგჩვენებია,
როცა რაღაც გეუცხოვა, როცა რაღაც მოისაკლისე,
როცა თვალი ვერ მოკარი მესაფლავეებს,
როცა ვერსად დაინახე
რამდენიმე საათის წინ გაჭრილი მიწა,
როცა ვერსად დაინახე თუნდაც ერთი ახალი საფლავი –
ნედლი ბორცვი, ხმელი ყვავილებით.
ხედავდი მხოლოდ საფლავების მომვლელ ქალებს,
რომლებიც ისხდნენ ორმაგ ჩრდილში
ქვემოდან – მკვდრების, ზემოდან – ხეების,
და უდროო დროს შეაწუხე, სწორედ მაშინ, როდესაც ჭამდნენ.
„აქ აღარავინ იმარხება. ეს სასაფლაო
შვიდი წლის წინ გადაივსო. ბოლოს დახურეს“.
და ჩემი გულიც, ღმერთო ჩემო, ჩემი გულიც!
აკი ისიც გადაივსო. აკი იქაც აღარ დარჩა არცერთი გოჯი,
რათა თუნდაც მკვდარი ჩიტი ჩაიმარხოს,
მითუმეტეს – ადამიანი!
ერთის ადგილიც ვერ დავზოგე, ვერ შევინახე,
როგორც ბოლო ტყვია მასრაში.


ჩრდილი

დავიღალე და ჩრდილში წამოვწექი.
ჩრდილი გასრიალდა.

ჩრდილი იმისაა – უნდა გასრიალდეს.
მაგრამ უფრო ნაზად და ფრთხილად:

კანი არ უნდა აგაფხრიწოს და გაიყოლოს.
არც ფრჩხილები. არც წამწამები.

ჩრდილი იმისაა – უნდა გასრიალდეს,
მაგრამ უფრო უხმოდ და სწრაფად:

ვერ უნდა შეძლო მის კიდეზე ხელის წავლება,
უკან მოთრევა, ნადავლის წართმევა.

დავისვენე და გზა განვაგრძე
(ბოლო სტრიქონი ჩრდილში ჩარჩა).


„ლიტერატურული გაზეთი“, 27 მარტი - 9 აპრილი, 2015, # 6 (142)

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 25, 2017 11:37 pm

ზვიად რატიანი

ლექსები


* * *

სულ მინდა შენზე ისე ვწერო,
თითქოს არსებობ.

და ყოველთვის ისე გამომდის,
თითქოს თვითონ გამოგიგონე.



* * *

ტადეუშ დობროვსკის


მე და ჩემი მეგობარი დღემდე ვწერთ ლექსებს.
ეს არ არის სასაცილო. არც ჩვენ გვიხარია,
რომ ასე სულელურად გავიმეტეთ ჩვენი ერთადერთი
(ან გინდაც არ იყოს ერთადერთი) ცხოვრება. ზოგჯერ

მე ვცდილობ თავის გამართლებას, დავუშვათ, ასე:
“ვიდრე ადამიანმა არ იცის, როდის მოკვდება,
იარსებებს პოეზიაც” – ვეუბნები ჩემს მეგობარს,
ის ფიქრდება. მე მივდივარ მივლინებაში,

ძილი მიტყდება სასტუმროში. წიგნის წამოღება
ამჯერადაც დამავიწყდა. აღარ მიყვარს ტელევიზორი,
მაგრამ რადგან სხვა გზა არ მაქვს, ნერვიულად გადავდივარ არხიდან
არხზე. აი ისიც – ქალი და კაცი

მოლაპლაპე, ზეთოვანი სხეულებით, მოლაპლაპე
ტყავის ჩექმებით, მბზინავი ტუჩებით
და ძუძუსთავებით, და სავარაუდო გენიტალიებით
იმეორებენ ერთმანეთს. “სექსი,

დეკორატიული სექსი; და მაშინ რაღა დააშავა
პოეზიამ?” – ვეკითხები ჩემს მეგობარს, როცა ვბრუნდები.
“ვიდრე ადამიანმა არ იცის, როგორ მოკვდება,
დაიხვეწება პოეზიაც” – თავს იმართლებს მეგობარი

და ეს არ არის სასაცილო.



* * *

შორიდან და მისალმებით ჩვენ ერთმანეთს ადრეც ვიცნობდით,
მაგრამ ახლოს, სალაპარაკოდ, პირველად შევხვდით ათიოდ წლის წინ
ერთი კოლეგა თანამსმელის დაკრძალვაზე; და მან თავი დამამახსოვრა
საკმაოდ დამაჯერებელი მოსაზრებით იმის შესახებ,
რომ პოეტმა უნდა წეროს მხოლოდ ის და მხოლოდ ისე,
რასაც და როგორც დაწერდა შემდეგ, როცა ცხოვრება უკვე ჩავლილია,
მკვდრებს რომ წერა შეძლებოდათ. წლები გავიდა
და ჩვენ ერთმანეთს ისევ ვხვდებით, გვერდიგვერდ ვსხედვართ
და რამდენიმე ჭიქის შემდეგ, როცა სასმელი ეს-ესაა გვეკიდება
და ჯერ საერთო წასულების შესანდობარიც
არ შეგვისვამს, ის უეცრად იხრება ჩემკენ
და იგივეს მიმეორებს. სიტყვა-სიტყვით. დავიწყებია,
რომ ეს ოდესღაც უკვე მითხრა; რაც მთავარია,
დავიწყებია, თუ სად მითხრა, ვის ქელეხში. ვეღარ გათვალა,
რომ უკვე მეც მყავს ჩემი კაცი ჯოჯოხეთში
და მისგან ვიგებ ნებისმიერ იქაურ ტყუილს,
რომელიც ჩვენთვის, ცოცხლებისთვის, ერთადერთი უტყუარი სიმართლეა –
თუნდაც წერისას.



* * *

ხშირად მეღვიძება უფსკრულში,
სადაც სიზმარში ჩავიჩეხე,

და ვიდრე სინამდვილე აენთება,
ლოდი, რომელსაც დამენსხვერი,
მახორცდება ზურგზე სამუდამოდ.





* * *

ესეც თქვენი უკეთესი მომავალი.
ზუსტად ისეთი, როგორიც გვთხოვეთ.
მცირედი დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ გაგვიგეთ:
მოთხოვნილება მაღალია, ყველა გვაჩქარებს.

ეს მოხმარების წესებია. გადაიკითხეთ.
საგარანტიო ფურცლის ასლი თქვენთან რჩება.
აქ ხელს მოაწერთ.

თითქოს მართლაც ისეთი ჩანს, როგორიც ვთხოვეთ,
მაგრამ მაინც ეჭვიანად ვათვალიერებთ.
შენ ქალი ხარ – მოხმარების ბუნდოვანი წესები გაფრთხობს,
მე – საგარანტიო ვადების სიმცირე.

შენ ქალი ხარ – ფანჯრებს აღებ
და მომავლის თვალისმომჭრელ შუქში ლივლივებ,

მე კი ჯერაც კართან ვდგავარ
და კურიერს დაბნეული ვართმევ ფურცელს,
ერთხანს უაზროდ ვაკვირდები, ვითომ ვკითხულობ,
და ხელს ვაწერ მითითებულ სვეტში:
მ ა პ ა ტ ი ე თ.



* * *

ეგრე სადაა:
რაც გარეთაა, ყველაფერი სიმართლე იყოს,
და რაც ჩემში – თითქმის არასდროს.

შევინიღბე.
არ იყო სხვა გზა.
ჩემ თავს შიგნიდან ვეღარ ვცნობდი,
სხვები – გარედან.

სიმართლე თითქოს გათანაბრდა.
საწყენია, ლექსები გაქრნენ.



* * *

გინდ გაზაფხული, გინდ ზაფხული – უკვე სულერთია.
მაგრამ გაზაფხულს მაინც მეტი უფლება აქვს, ერქვას ჩემი მოკავშირე.
უკვე არცთუ საიდუმლო, მაგრამ მოკავშირე.

როცა ის მოდის, მე უქმად ვარ. როცა ის მოდის,
აღარ ვაღვიძებ ლექსების და გოგონების სილუეტებს, როგორც ადრე.
მე უქმად ვარ. ის მუშაობს. მე მეცინება

და რადგან უკვე არაფერი მევალება, გარდა სიხარულის,
სულ უფრო უკეთ მიხარია, როცა ის მოდის –

როგორც მეგობარი პოეტი,
რომელთანაც დღემდე სიამოვნებით ვსვამ,
მაგრამ წლებია, მის ახალ ლექსებს აღარ ვკითხულობ.



* * *

თანამედროვე ღმერთები
მთელი თავისი მიწისძვრებით და ცუნამებით
იუმორის თვალსაზრისით
მნიშვნელოვნად მოიკოჭლებენ

ძველ, ჩათლახ ღმერთთან შედარებით,
ორი თითით რომ წვდებოდა წარღვნილ დედამიწას,
პირთან მიქონდა და დანდობით სულს უბერავდა:

აიგრაგნებოდნენ შავ-მწვანე ტალღები,
ნაფოტივით აქანებდნენ ვეება კიდობანს,
რომელიც ისე პატარა და უსუსური ჩანდა ახლოდან
(კიდევ უფრო პატარა და უსუსური, ვიდრე ზემოდან),
რომ ღმერთს, რაც გინდა ცინიკოსი ყოფილიყო,
ცოცხალივით უყვარდებოდა

და წინასწარ ხალისობდა
ნოეს სახის წარმოდგენისას,
როცა ეტყოდა, რომ მორიგი წარღვნისათვის
უკვე ორი კიდობანი უნდა აეგო –

წყვილად,
როგორც ყველა თესლი,
ყველა ცხოველი.



* * *

დამალვას აზრი აღარ ქონდა
და გადაწყდა, ემცნოთ ხალხისთვის,
რომ ხვალ სამყარო დასრულდება;
არ დაზუსტებულა, სახელდობრ, რით.

იყო მხოლოდ მინიშნება
ცაზე, კოსმოსზე.

ასტეროიდი? ღმერთი?
სულერთია.

როგორ თუ სულერთია? ჩაიცინა
და დაჯდა საწერ მაგიდასთან ხარანაული.
მან მიიღო გამოწვევა. მან უკვე იცის,
თუ როგორი წიგნის წერას დაიწყებს ახლა
და დაიწყებს, სახელდობრ, რით.



* * *

სხვა რა საქმე აქვთ, საუბრობენ პოეზიაზე.
არადა უკვე ზაფხულია, ზღვისპირა ზაფხული.
გოგონები შეიმოსნენ საუკეთესო ამინდებით,
საფეხბურთო ჩემპიონატიც უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის,
ისინი კი პორტისპირა კაფეში სხედან
და ლექსებზე საუბრობენ.
– ლექსში ავტორი
არც უნდა ჩანდეს უფრო მკვეთრად,
ვიდრე სხვის ფოტოზე, სიღრმეში, გამვლელი,
კადრში შემთხვევით მოხვედრილი.
– მაგრამ გრძნობები?
– გრძნობების საქმეც ისევეა, როგორც ტალღების.
ზღვა არ მართავს თავის ტალღებს, შესაძლოა, საერთოდ ვერ გრძნობს,
მისთვის ტალღები სულერთია, ის სუნთქავს და განიცდის ფსკერით,
იქაა მისი პოეზია. ტალღები კი ქარის საქმეა,
როგორც გრძნობები – გოგონების, ფეხბურთის, ამინდის,
ყველაფრის, რისგანაც შედგება ცხოვრება
და სიკვდილისთვის სულერთია.
ხოლო ლექსები,
თუკი საერთოდ შედგებიან გრძნობებისგან,
ისეთებისგან, ჩვენ რომ ვერ ვწვდებით.
როგორც ჩვენ შევდგებით ლექსებისგან,
რომლებსაც ვერ ვწერთ.



* * *

ერთხელ,
ერთხელაც კი
ვერ დავასწარი ცხოვრებას: ყოველთვის,

რამდენიმე წამით ადრე,
ვიდრე თვალს ავახელ,

გრძნობს, რომ ვიღვიძებ
და სასწრაფოდ თავს იწესრიგებს,

რომ გაღვიძებულს
დამხვდეს ზუსტად ისეთივე,
როგორიც დავტოვე.



* * *

დრო და წყალი – ძველისძველი,
ბანალური მეტაფორა;

მაგრამ ამ ბებერს შეუტოპავს მკერდამდე წყალში,
რომელიც ადრე ტკიცინა კანს უნაოჭებდა,
ახლა კი პირიქით: ნაოჭებს უსწორებს.



* * *

ერთი სული გაქვს, როდის ჩავიძინებ.
გამუდმებით ბრუნდები ჩემკენ.
გადმოიხრები და დამყურებ,
მაკვირდები, ხომ არ გატყუებ.

რომც გატყუებდე, რას შემატყობ:
თვალდახუჭული და უძრავი
ვწევარ და ვსუნთქავ.

დაიცდი. ისევ მაკვირდები.
ვწევარ და ვსუნთქავ.

ერთი სული გაქვს, რათა ადგე,
უხმაუროდ ჩაიცვა და გაიპარო.

ნუ იტანჯები, საყვარელო.
როგორც კი მართლა ჩავიძინებ,
თვითონვე გეტყვი.



* * *

თავს იტყუებ, თითქოს ვერ ამჩნევდე ასაკის მატებას.
ეს კარგიცაა, თუკი გამოგდის.
მაგრამ გაიხსენე: განა ადრეც
ასე სწრაფ-სწრაფად გიძველდებოდა
საკუთარი თავის დასჯის მეთოდები,
განა ასე ხშირად გიწევდა
მათი ჩანაცვლება?
ეს ეხება პოეზიასაც. სამი ლექსი დაწერე ღამით
და გარეთ მაინც არ ინათა. დაძინებას არ ქონდა აზრი
და სხვა რა უნდა გეთამაშა: ლექსებს აჯიბრებდი –
რომელი რომელს გაუსწრებდა. კარი გაიღო
და ოთახში შემოვიდა პატარა ბავშვი,
თვალმილულული, ფეხშიშველი. ერთად მიწექით
და მას მაშინვე ჩაეძინა შენს მკლავებში. გაგითბა სისხლი
და დაგიბრუნდა დიდი ხნის წინ ასე ნაცნობი,
მაგრამ შემდეგ უგზოუკვლოდ გამქრალი განცდა,
რომელსაც მაშინ ერქვა შვება,
ახლა – არ იცი.



* * *

მომეჩვენა, რომ ეს სწორედ ის წამია –
გაზაფხულის და ზაფხულის ერთმანეთში გავლის წამი;
და ამ მიგნებით აგზნებული

დავაბიჯებდი ოთახებში,
კომპიუტერთან მიმსხდარ შვილებს თავზე ვკოცნიდი,
ისინი მგონი ვერც მამჩნევდნენ. ცოლს თვალს ვარიდებდი

და იმედია, ვერც ის გრძნობდა. ვიტანჯებოდი
და არ მინდოდა, შეემჩნიათ. როგორც იქნა, მომწიფდა ლექსი
და ვიდრე საწერ მაგიდასთან მივიდოდი,
ისევ გავედი აივანზე: აღარსად იყო
არც გაზაფხული, არც ზაფხული,
არც შემოდგომა, არც ზამთარი…

– როგორ, არცერთი?

– არა. არც ზამთარი.



* * *

სვლას ვანელებ. უღელტეხილის ისედაც ვიწრო ტრასა
სანახევროდ ჩაუხერგავთ. კარგ ამბავს არ გავს.
სასწრაფოდ ვთიშავ მაგნიტოფონს. ხალხი ირევა,

პოლიციელები, თეთრხალათიანები… ვუახლოვდები
და უკვე ვხედავ: მიკროავტობუსს ცალი გვერდი წაცლილი აქვს,
ხოლო მსუბუქი მანქანისგან რკინის ბრტყელი ფირფიტა დარჩა,

გზისპირა კლდეზე მისრესილი. თვალს ვარიდებ. როდესაც გავცდი,
წამოიმღვრნენ ერთმანეთზე უარესი,
ერთმანეთზე ბნელი ფიქრები

და ბოლოს, როცა ეს ღრუბელი იფანტება გონებიდან, მაშინღა ვამჩნევ,
რომ მანქანას ჯერაც ჩემთვის უჩვეულო სიფრთხილით ვმართავ,
მაგრამ მაგნიტოფონი უკვე ჩამირთავს.



* * *

როგორც ზღვისპირა ქალაქების ბინადრებისთვის –
ზღვა,
რომელიც ყოველთვის და ისედაც არის,
იმადვე იქცა პოეზია ორმოცის შემდეგ:

ჩანს თუ არა, ის მუდმივად სადღაც ახლოა,
იგულისხმება სახლების და ხეების მიღმა,
ღელავს, მშვიდდება, ცივდება, თბება,
და მას შემდეგ,
რაც ცხოვრება საპირისპირო მხარეს დაცერდა,
ორმოცის შემდეგ,
დახრილი ფერდით სულ უფრო ღრმად ეფლობა მასში.

და სულ უფრო იშვიათად გიზიდავენ თვითონ ლექსები –
როგორც ზღვისპირა ქალაქების ბინადრები,
რაც წლები გადის, რაც ასაკი ემატებათ,
უფრო და უფრო იშვიათად შედიან ზღვაში.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Wed Dec 27, 2017 12:47 pm



სათაური - „შენთვის შეიძლება“
ავტორი - ზვიად რატიანი
კატეგორია - ქართული პოეზია
გარეკანის დიზაინი - ბესიკ დანელია
გამომცემლობა - დიოგენე
ყდა - რბილი
გვერდები - 60
ISBN 978-9941-11-512-7
გამოცემის წელი - 2015
ფასი - 5.9 GEL

წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.


ზვიად რატიანი

სიმართლე

ეგრე სადაა:
რაც გარეთაა, ყველაფერი სიმართლე იყოს
და რაც ჩემში - თითქმის არასდროს.

შვინიღბე.
არ იყო სხვა გზა.
ჩემს თავს შიგნიდან ვეღარ ვცნობდი,
სხვები - გარედან.

სიმართლე თითქოს გათანაბრდა.
საწყენია, ლექსები გაქრნენ.


ლოდი

ხშირად მეღვიძება უფსკრულში,
სადაც სიზმარში ჩავიჩეხე.

და ვიდრე სინამდვილე აენთება,
ლოდი, რომელსაც დავემსხვერი,
მახორცდება ზურგზე სამუდამოდ.


ბოლო სიყვარული - ქალაქი ზღვით

სინამდვილეში არც ისეთი პატარაა,
მაგრამ განსაზღვრება „პატარა ქალაქი“
ჯერ ხომ ისედაც გაცილებით ტევადია
და ორჯერ უფრო - თუ ვგულისხმობთ ზღვისპირა ქალაქს.

*
მე ერთხელ ვთქვი და მომეწონა,
და იმ დღიდან გამუდმებით ვიმეორებ,
რომ ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარულია
(რასაც მოსდევს კარგად დამუშავებული მოკლე პაუზა)
და დავძენ ხოლმე: ქალივით მიყვარს.
მსმენელები, როგორც წესი, მიღიმიან.
ოღონდ ადგილობრივები - ცოტა სხვანაირად.

*
ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჩემ თავს ვასეირნებ. ეს ფრაზაც ძველია,
მაგრამ ნაკლებად ეფექტური, როგორც ვატყობ,
მსმენელებისთვის;
სამაგიეროდ, ბევრად უფრო გასაგები. თუნდაც ჩემთვის. ესეც
საქმეა.

*
მაშ ასე, ჩემ თავს ვასეირნებ. ხოლო სეირნობა,
როგორც ჩანს, თავის მოტყუების მეთოდებს შორის
მართლაც საუკეთესოა (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე
აუცილებელ,
მაგრამ ლექსში სახსენებლად მაინც უხერხულ
საქმიანობას). გარკვეული უხერხულობა
ახლავს ამასაც, სეირნობას. განსაკუთრებით -
თუკი ჩემ თავს ვასეირნებ. მას უხარია,
მე კი, რომელსაც კარგად მესმის
უაზრობაც, უნაყოფობაც
ამ გულუბრყვილო სიხარულის, არაფერს ვიმჩნევ,
რადგან მახსოვს, თუ რამდენი წელი დაჭირდა
მის დარწმუნებას, რომ ბათუმი ერთადერთი ქალაქია
საქართველოში,
სადაც ჯერ კიდევ შეიძლება სეირნობა. ძლივს დაიჯერა
და ვცდილობ, აღარ გავაწბილო. ხშირად ვუმტკიცებ,
რომ ზღვა არაფერ შუაშია, და არც ქალაქის
ძველი უბანი - ვიწრო ქუჩებით
და ორ-სამ, სამ-ოთხ სართულიანი
აივნიანი შენობებით; და რომ მთავარი,
რამაც ამ ქალაქს მიაჯაჭვა მისი გული, რაღაც სხვა არის…
შემეძლო მეთქვა - პოეზია, მაგრამ არ ვრისკავ.
ხომ შეიძლება მიხვდეს, რომ დავცინი?

*
ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჩემ თავს ვასეირნებ; ვათამამებ. მას აქვს სურვილი
და უფლებაც, გააყოლოს თვალი გოგონებს -
მათ ნამზეურ მხრებსა და ფეხებს,
მე კი, უფლება რომც მქონოდა,
ალბათ თვალის გაყოლებას ვერ გავბედავდი,
და თუკი მაინც გავხედავდი - ისეთებს არა,
ვინც ჯერ კიდევ შეიძლება (თუნდაც ლექსში) გოგონებად
მოიხსენიო.

*
ზღვა არაფერ შუაშია, და არც ქალაქის
ძველი უბანი - ვიწრო ქუჩებით,
სადაც ვიწყებთ სეირნობას
და მივდივართ პორტისაკენ. როგორც ფოთოლს ჭიანჭველები,
საბუქსირე კატარღები ნაპირისკენ მიაღოღებენ
გიგანტურ ტანკერს. პორტის გვერდით პატარა კაფე
ზღვისკენ გადგმული ხის აივნით - აი ადგილი,
სადაც ისევ ვმთლიანდებით -
მე, რომელიც საკუთარ თავს ვასეირნებდი
და მე, რომელსაც ჩემი თავი მასეირნებდა,
სწორედ ამ კაფის აივანზე ვერწყმით ერთმანეთს
და გარკვევით ვერასდროს ვხვდები,
თუ რომელი რომელს ერწყმის
და რომელში ვმთლიანდები -
გააჩნია, რას ვსვამ და რამდენს.


*
ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარულია.
ესეც ცალმხრივი - პირველივით. ზღვისპირა კაფე,
რომელსაც უკვე ცხრა წელია, ცოტა მეტიც, ერთგულად
ვსტუმრობ
და მსიამოვნებს, რომ მიმტანებს
აღარაფრის შეხსენება აღარ ჭირდებათ -
კარგად იციან, რას დავლევ და რას მივაყოლებ
(რაც ერთიორად მაამაყებს, თუ კაფეში სტუმრებს მივიყვან),
და მეც არასდროს მავიწყდება
ერთ-ერთ მათგანს დაწვრილებით გამოვკითხო
პატიმარი მეუღლის და ავადმყოფი შვილის ამბები,
ხოლო მეორეს ლიმონათით გავუზავო ჭიქა არაყი,
რომ, როცა მოვა და გადაკრავს, აივნიდან მომზირალი მეპატრონე
ვერაფერს მიხვდეს.

*
ცხრა წელია, ცოტა მეტიც… როდესაც აქ ვარ,
თითქოს ჩემი ადრინდელი აქ-ყოფნები ერთმანეთს ებმის
და მეჩვენება, რომ ერთი დღე იწელება
და ეს ცალკე ცხოვრებაა; და ერთადერთი,
რასაც ასეთი კლინიკური სიცოცხლიდან გამოვყავარ,
რაც მახსენებს დროის დინებას,
ის პატარა და ლამაზი, სასაცილო ბოშა-გოგოა,
რომელსაც, თითქოს გუშინ იყო, გულუხვად რომ ვასაჩუქრებდი,
დღეს კი უკვე სამათხოვროდ შვილებს მიგზავნის.


ბმული:
* http://www.diogene.ge/ka/books/book/417

study


Last edited by Admin on Wed Dec 27, 2017 1:03 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: ზვიად რატიანი   

Back to top Go down
 
ზვიად რატიანი
Back to top 
Page 4 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: