არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ზვიად რატიანი

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 656
Registration date : 17.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyTue Dec 16, 2008 2:12 am

ჩესლავ მილოში


ევროპის პირმშო


1
ჩვენ, ვისი ფილტვებიც ისრუტავენ დილის სინედლეს,
ვისი თვალებიც მოხიბლულან გაფოთლილი ტოტით მაისში,
ჩვენ ვჯობდით იმათ, ვინც უკვე მოკლეს.

ჩვენ, ვინც პირველნი ვაგემოვნებთ აღმოსავლური სამზარეულოს ახალ მიღწევებს,
ვინც ალერსის წვრილმანებში ზედმიწევნით კარგად ვერკვევით,
ჩვენ ვჯობდით იმათ, ვინც წევს მიწაში.

ხანძარში ხოხვისგან, მავთულხლართებისგან,
რომელთა მიღმა ზუზუნებდნენ მარადიული შემოდგომის ცივი ტყვიები,
ჩვენ გვიხსნა მოხერხებულობამ და ცხოვრების სწორად გაგებამ.

სხვებს წილად ერგო დაცხრილული სამალავები
და ჩვენი მკაცრი მოწოდებები – არ დაეთმოთ არცერთი გოჯი,
ჩვენ გვერგო ფიქრი, რომ არაფერს არა აქვს აზრი.

თუ არჩევანი მერყეობდა ორ სიკვდილს შორის
და მათგან ერთი – ჩვენი იყო, მეორე კი – ჩვენი მეგობრის,
ჩვენ ვირჩევდით უკანასკნელს, და ვფიქრობდით: ოღონდაც სწრაფად.

ეს ჩვენ ვიყავით, ვინც ვრაზავდით გაზის კამერებს,
პურს ვიპარავდით და ძალიან კარგად გვესმოდა,
რომ ხვალ იქნება კიდევ უფრო საშინელი, ვიდრე დღეს არის.

და როგორც მუდამ უხდებოდათ ადამიანებს,
ჩვენ შევიცანით სიკეთეც და ბოროტებაც; არაფერია
ქვეყნად ბადალი ჩვენი ბილწი გამჭრიახობის.

და ვცნობთ დადასტურებულად, რომ მართლაც ვჯობდით
აღტკინებულებს, უსუსურებს, გულუბრყვილოებს,
რადგან, როგორც ჩანს, ვერ გაიგეს სიცოცხლის ფასი.

2
ევროპის პირმშოვ, დააფასე ეს მწარე ცოდნა,
მემკვიდრეობით მიღებული გოთიკური ნაგებობები,
ეკლესიები ბაროკოს სტილში, ენისჩლექით მოლუღლუღე მწუხარება
სინაგოგების, დეკარტის შრომები,
სპინოზა და ხმამაღალი სიტყვა ღირსება.
გამოცდილება დააფასე, შეძენილი შიშის ხანაში.
სხარტად იჭერდეს პრაქტიკული გონება შენი
წუნს და სარგებელს ყოველი საგნის.
დახვეწილობა და სკეპსისი, აი, რაა გარანტია სიამოვნების,
რაც პრიმიტიულ სულებს არ ესმით.

შენ, აღწერილი გონებრივი წყობის პატრონი,
მთელი სიღრმით შეაფასებ ქვემოთქმული რჩევის სიზუსტეს:
დილის სინედლით ამოივსე ორივე ფილტვი.

ზოგ მკაცრ, მაგრამ ბრძნულ პირობას აქვე დავურთავთ:

3
არავითარი საუბრები ძალის ტრიუმფზე.
დღეს ზეიმობს, ეს შეიგნე, სამართლიანობა.

ძალა საერთოდ არ ახსენო, რომ არ დაგბრალდეს
საიდუმლო მომხრეობა მცდარი მოძღვრების.

ძალაუფლებას ვინც ფლობს ახლა, ფლობს მას მხოლოდ ისტორიული
ლოგიკის ძალით. სხვას არაფერს არ სცე პატივი.

ხელმა აყალბოს შედეგები, იქადაგოს მოძღვრება ბაგემ,
მთავარია, ერთმანეთის არა ესმოდეთ.

ისწავლე ხანძრის წინათგრძნობა წამის სიზუსტით,
მერე კი დაწვი შენი სახლი, რომ გამართლდეს, რასაც ამბობდი.

4
გამოზარდე სიცრუის ხე, ოღონდ მხოლოდ სიმართლის თესლით.
პატივი არ სცე მატყუარას, სინამდვილე თუ ეზიზღება.

სიცრუე უფრო ლოგიკური უნდა იყოს, ვიდრე არის სინამდვილე. გადაქანცული
მგზავრი ჩამოჯდეს, დაე, მის ჩრდილში.

დღე სიცრუეს მიუძღვენი, საღამოს კი ვიწრო წრეში იმხიარულე,
გაიხსენე, როგორ იყო სინამდვილეში.

ჩვენ ვართ უკანასკნელები, ვის სიცრუესაც ჯერაც შერჩა ნიშანწყალი
სასოწარკვეთის, და ვისი ცინიზმიც სიცილის წყაროა.

არადა უკვე წამოზრდილა სხვა თაობა, გაცილებით სერიოზული
და ჩვენი სიტყვების პირდაპირ გამგები.

5
სიტყვა ნიშნავდეს არა იმას, რასაც ნიშნავს, არამედ საზომს –
რამდენად არის შენი სისხლი გაფუჭებული.

ორაზროვნება იყოს შენი იარაღი. ყოველი სიტყვა
ენციკლოპედიის წიაღში ჩაუშვი.

არ ენდო სიტყვას, ვიდრე ცნობა არ მოგივა კართოტეკიდან
მისი წარსულის დეტალური აღწერილობით.

მსხვერპლად გაიღე გონების ხმა ველური ჟინის სასარგებლოდ,
რადგან პირველი ისტორიის მსვლელობაზე ვერ ზემოქმედებს.

6
ნუ შეიყვარებ ქვეყანას: შეიძლება რუკიდან გაქრეს.
მითუფრო ქალაქს: აღენიშნება ჩუმი ლტოლვა ნანგრევებისკენ.

ნუ დაიჭერ საქმეს ხალხთან: ადვილად კვდებიან.
ან უარესი: განსაცდელში ჩავარდნილნი, შველას ითხოვენ.

არ შეინახო სუვენირები. შეიძლება შენი უჯრიდან
ისეთი კვამლი ამოიჭრას, კიდეც დაგახრჩოს.

არანაკლებ მავნებელია ბავშვობის ტბაში დიდხანს ყურება:
ლემნების აპკი შენს ანარეკლს დაამახინჯებს.

7
ვინც ისტორიულ მაგალითებს იშველიებს, იშვიათად აწყვეტინებენ.
მკვდრენი აღარ აღსდგებიან, რათა უარყონ.

შეგიძლია ყველაფერი დააბრალო, რასაც ისურვებ.
დუმილი – მხოლოდ ეს იქნება მათი პასუხი.

ღამის წყვდიადში მოცურავენ ცარიელი სახეები გარდაცვლილების.
შეგიძლია შეურჩიო ის იერი, რომელიც გაწყობს.

გულმოცემულმა მკვდართა ზედა მოხვეჭილი ძალაუფლებით
დახვეწე წარსული – სახედ და ხატად შენად.

8
სიცილი, ერთდროს სიმართლის ექო,
დღეს ხალხის მტრების იარაღია.

დასრულებულად გამოცხადდეს სატირის ერა.
კმარა მოხუცებულ ტირანზე ქირქილი.

როგორც მართალი საქმისათვის მებრძოლები, ჩვენ ვართ პირქუშნი.
დღეიდან მხოლოდ საქმიანი იუმორის ნება გვეძლევა.

მიზანსწრაფულნი, მოკუმული ბაგეებით, დიდი სიფრთხილით
შევაბიჯებთ მოცეკვავე ცეცხლის ხანაში.

თარგმანი ზვიად რატიანის
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 656
Registration date : 17.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyTue Dec 16, 2008 2:14 am

ძალა (დერეკ უოლკოტი)

არ მობეზრდება ცხოვრებას ბასრი ბალახების მიწაში ჩასობა.

აღტაცებული ვარ მსგავსი ძალადობით –
სიყვარული მყარია. მშვენიერია

დაუნდობლობა, რომლითაც ერთმანეთს უმასპინძლდებიან
ურო და გრდემლი. მათ კარგად ესმით
ერთმანეთის.

მე შემიძლია გავამართლო ბუნებრივობა
მსხვერპლისაკენ გაქცეული ლომისა და გაშეშებული ფურირემის,
გავამართლო შიში მის თვალებში.

მაგრამ ვერასდროს გავუგებ არსებას,
რომელიც ცდილობს ისე წეროს ამ ყველაფერზე,
თითქოს თვითონ ყოფილიყოს სამყაროს ღერძი.
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 656
Registration date : 17.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyTue Dec 16, 2008 2:15 am

ძალა (დერეკ უოლკოტი)

არ მობეზრდება ცხოვრებას ბასრი ბალახების მიწაში ჩასობა.

აღტაცებული ვარ მსგავსი ძალადობით –
სიყვარული მყარია. მშვენიერია

დაუნდობლობა, რომლითაც ერთმანეთს უმასპინძლდებიან
ურო და გრდემლი. მათ კარგად ესმით
ერთმანეთის.

მე შემიძლია გავამართლო ბუნებრივობა
მსხვერპლისაკენ გაქცეული ლომისა და გაშეშებული ფურირემის,
გავამართლო შიში მის თვალებში.

მაგრამ ვერასდროს გავუგებ არსებას,
რომელიც ცდილობს ისე წეროს ამ ყველაფერზე,
თითქოს თვითონ ყოფილიყოს სამყაროს ღერძი.
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 656
Registration date : 17.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyTue Dec 16, 2008 2:16 am

ჩარლზ სიმიკი

ქინძისთავით მიმაგრებული თვალები

რამდენი შრომა უწევს სიკვდილს.
არავინ იცის, როგორი გრძელი
და დამღლელი დღეები აქვს, ახალგაზრდა
ცოლი სახლში მარტოა
და აუთოვებს სიკვდილის საცვლებს,
მშვენიერი ქალიშვილები
ამზადებენ სიკვდილის ვახშამს,
მეზობლები სხედან ეზოში
და მთელი დღე კარტს თამაშობენ
ან სხედან კიბის საფეხურებზე
და ლუდს წრუპავენ. ხოლო სიკვდილი
ქალაქის მათთვის უცნობ ნაწილში
დაძრწის, ყველა კართან აყურადებს
და ეძებს ვინმეს, ვინც ბოლო დროს ცუდად ახველებს.

ან გზა აებნა, ან შეცდომით დაიმახსოვრა
მისამართი. სიკვდილსაც კი არ შეუძლია
შეაღოს კარი, თუკი ჯვარი არ აქვს დასმული
განგებისგან. წინ კი ღამეა.
ქარიანი და გრძელი ღამე. წვიმაც მატულობს
და მას გაზეთიც კი არა აქვს, რომ წაიფაროს;
ძილმორეული, მილასლასებს შორი სახლისკენ,
თუმც შეუძლია ნებისმიერ საწოლში მიწვეს,
სიკვდილს ხომ ყველა საწოლი იტევს.
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 656
Registration date : 17.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyTue Dec 16, 2008 2:18 am

დროა, დავისაჯო მეც.
თუნდაც შენს გამო.
როგორ გაგაღვიძე.

შენ ცხოვრობდი სიზმარში,
სიზმარი იყო კოშმარული.
იქ ყველას კლავდნენ,
სიკვდილი გდევნიდა შენც

და შენ გარბოდი,
გზას მიიკვლევდი მკვდრებში,
თავზე გენგრეოდა სამყარო,
მე კი გაგაღვიძე.

და შენ შეგაძრწუნა შეუჩვეველმა სიმშვიდემ,
დილის ოთახმა, თეთრმა კედლებმა,
ჩემმა ღიმილმა.

ვერ დაიჯერე ცხადი,
ვეღარც ძილი შეიბრუნე
და მოკვდი,

მოკვდი ისე სწრაფად,
საეჭვოა, რომ მოგესწრო ჩემი შეძულება.
ისე მოკვდი, ჯერაც გიყვარდი.

იყო სხვა ცოდვებიც. უფრო მძიმე. უფრო მსუბუქი.
მძიმეები, რომლებიც არ მახსოვს.
მსუბუქები, რომლებსაც ვმალავ.

და ალბათ დროა, დავისაჯო მეც.

დროა, დავისაჯო მკაცრად.

დროა, გამაღვიძონ მეც.




* * *

შენ იწექი საძინებლის კარისკენ ზურგით
და მე, კართან მდგარს, ვერ მხედავდი. შენ კითხულობდი,
მე კი ქეჯნა მახრჩობდა, დედი.

დედი, დახურე ჩემი წიგნი, გადადე სკამზე.
ლამპას გადაწვდი და ჩააქრე.
დაიძინე. არაფერზე იფიქრო, დედი.

არც აქ, დედი, არც ამ წიგნში
არაფერი წერია შენზე.

და შენ დახურე ჩემი წიგნი, გადადე სკამზე.
ლამპას გადაწვდი და ჩააქრე. შემდეგ ბნელოდა
და ვეღარ მივხვდი, გეძინა თუ ფიქრობდი, დედი.

გამახსენდა, როგორ განვიცდიდი ადრე,
რომ ჩემი ლექსები არ გავდნენ ცხოვრებას.
გამეცინა საკუთარ თავზე.



* * *

ჩვენ აქ ვწვალობდეთ, ვბერდებოდეთ,
შენ კი იყო მუდამ უცვლელი
და მოწყალე. ჩვენ არასდროს გვქონდეს უფლება
ეჭვი შევიტანოთ შენს მოწყალებაში,
არსებობაზე – ლაპარაკიც ზედმეტია. სწორადაც იქცევი,
რომ ასე ადვილად არ გვითმობ ჩვენს თავს,

რომ გვახვეწნინებ ჩვენივე სხეულებს,
ჩვენს შიშველ და სასაცილო, მოუქნელ სხეულებს,
და არასოდეს გვიტოვებ დროს
ავიდეთ და მივალაგოთ ჩვენი საფლავები,
ფოთლები გავხვეტოთ,
მტვერი გადავწმინდოთ ქვიდან.

სწორადაც იქცევი.
ჩვენ ხომ ჩვენივე სიცოცხლეც კი არ მოგვენდობა,
სიკვდილი კი – მითუმეტეს; მაგრამ რა ვუყოთ სიზმრებს,
რომლებიც, გაუგებარია,
თავიდანვე რისთვის ჩაგვითქვი?
აქ კი, ჩვენს დროში, მათი ატანა შეუძლებელია,

ცხადიც გეყოფა, რომ დაგვცინო. სახლში ვბრუნდებოდი
და შორიდანვე დავინახე რუხი ბოლი,
ცისკენ აწვდილი,
და რაც უფრო მივუახლოვდი,
მოიმატა მითუფრო ეჭვმა,
რომ იქ

ჩემი სახლი იწვის. გამოღვიძებულმა,
ცივი ოფლით დანამული ბაგეებით
მადლობა გითხარი
და გულს, ჯერაც აჩქარებულს,
კიდევ ერთხელ შეუყვარდი,
რადგან მხოლოდ სიზმრით დამსაჯე.

ასე გამომტყუე რამდენი მადლობა. მაგრამ ეს – ბოლოა.
ესეც ბოლოა, როგორც გუშინ,
როგორც ყოველთვის.
როგორც გუშინწინ,
როცა ლიფტში პირჯვარს ვიწერდი
დაბნეული – რომ მე მართლა პირჯვარს ვიწერდი

და ბედნიერი – რომ ის ბიჭი დამხვდა ცოცხალი,
მე კი, ვიდრე მოვძებნიდი,
რა სიმწარე აღარ ვიფიქრე.
ის კი დამხვდა მხიარული, მთვრალი, ცოცხალი
და გამიღიმა. შიშველ ტანზე ეცვა ქურთუკი,
რადგან ჯემპრი და მაისური თურმე ჩხუბში შემოახიეს,

შემდეგ კი ლიფტში ვიდექი და პირჯვარს ვიწერდი
და უეცრად გონს მოვეგე. მეც გამეცინა
და მომეჩვენა, შენც დამცინე. შენი არ ვიცი,
მე კი ჩემს ხელზე გამეცინა,
პირჯვრის წერისას გაქვავებულ ხელის მტევანზე
და იმაზეც, რომ ის ლიფტიც კი

ზემოდან ქვემოთ ეშვებოდა. ახლა მჭირდები,
რადგან ცხოვრება ბავშვობა და სიბერეა,
რადგან ყველაზე საზარელი მათშორის გზაა,
რადგან მეც მიჭირს შუაგზაზე,
სადაც ამდენი საცდურია –
საქმეც გვინდა, სიყვარულიც, ძილიც, წუწუნიც,

შენ კი არ გინდა დაგვენახო. მეორდება ჩემი სიზმარი,
მერამდენედ მესიზმრება ჩემი თავი
ინვალიდის მოხდენილ ეტლში;
და თუმც არ მჯერა საკუთარი წინათგრძნობების,
თუმცა სიზმრები არასოდეს მიცხადდებოდნენ,
გამოღვიძებულს, ისევ შენკენ გამექცა ფიქრი,

რადგან, თუ სადმე მეჩვენები,
იქ მირჩევნია, იმ სიზმარში: სიზმრის მიწურულს
მოულოდნელად რომ ჩაჭიდო ჩემი ეტლის სახელურს ხელი
და ვიდრე გონზე მოვეგები,
მიმაგორო მაღალ სარკესთან
და დაგინახო ჩემს ზურგსუკან ბინდბუნდში მდგომი;

დაგინახო და დაგიჯერო. თუკი სადმე, ისევ სიზმარში,
თან სიზმარში და თან სარკეში,
ალბათ იქ თუ დაგიჯერებდი,
მისვენებული ინვალიდის მოხდენილ ეტლში,
და არ მოგთხოვდი სხვა სასწაულს, ვთქვათ, განკურნებას;
ოღონდ თვითონაც ნუ დამაფრთხობ

და ნუ მომთხოვ ყველაფერს ერთად:
დღეს დამავალე, შევიყვარო მტერი ჩემი
და თანდათან გამირთულე მოთხოვნები. არ გამოვრიცხავ,
რომ ბოლოს გახდე ისე ცხადი და უეჭველი,
როგორც ცხადია, რომ ეს ლექსი – არ არის ლექსი
და ის, რაც არის, აქ არ მთავრდება.



* * *

არავითარი ნიჭი წინათგრძნობის –
დამინდო ღმერთმა.

მაგრამ,
რათა იღბლიანად არ მეგრძნო თავი,

მომცა მეორე:
წარსულის ნიჭი.

წარსულის,
სადაც გამუდმებით რაღაც იცვლება.

დღეს მახსოვს:
მაშინ დედაჩემმა ვერ დამინახა.

ხვალ მეხსომება:
დამინახა, მაგრამ არ მითხრა.

ზეგ კი მოვყვები:
მე დედაჩემს თვითონ ვუთხარი.
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 656
Registration date : 17.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyTue Dec 16, 2008 2:19 am

* * *


1

ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები ჩემ ცხოვრებას,
რომელიც იცინის.

ალბათ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ სამყარო მართლა არსებობს,
რომ ის ქვეყნები, ქალაქები, ჩანჩქერები, კუნძულები
მართლა არსებობს,

და როცა ერთხელ, ორჯერ, მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

გაწბილება ორივეთი, სამყაროთიც, ჩემი თავითაც,
მაგრამ უფრო – სამყაროთი, რადგან მისგან მეტს მოველოდი.
ის კი აღმოჩნდა ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც უნდა ყოფილიყო. თანაც –
ნამდვილი.


2

რაც მეტს ნახავ, მით ნაკლები გეხსომება,
ვეუბნები საკუთარ თავს,
ის კი უღიმის

მაღალფეხება ქერა მიმტანს,
რომელიც მისი მაგიდისკენ მოირწევა საფერფლით ხელში
და არ არის გამჭვირვალე. მე ვაფხიზლებ საკუთარ თავს: შეჩერდი, დაფიქრდი,
ეს ყველაფერი მირაჟია! ის კი იცინის

და ნეტარებით ეწაფება ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც არის ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც ლუდი უნდა იყოს. ყველაფერი არის ისეთი,
როგორიც არის. ყველაფერი მართლა არსებობს.
მათშორის – რომიც. უკვე მჯერა. და თუ ასეა,

ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები მთელ სამყაროს,
მაგრამ არ ესმის.


3

ყოველთვის სხვები მიდიოდნენ.
მე კი, აეროპორტიდან მობრუნებული,
კმაყოფილი ჩემი თავით – რომ გავაცილე,
ავტობუსის გრილ მინაზე შუბლმიდებული,
მონუსხული გავყურებდი ნაადრევი დილის მზეში გათქვეფილ თბილისს
და საკუთარ თავს დაბრუნებას ვათამაშებდი:

თითქოს წლების წინ დაკარგული
და სამყაროშემოვლილი, როგორც იქნა, სახლში ვბრუნდები
და სიყვარულით შევყურებდი ყველა ხეს და სახლს და ფანჯარას
და ყველა გამვლელს. ეს არ იყო ცუდი თამაში.


4

ყოველთვის სხვები ბრუნდებოდნენ. მე ვხვდებოდი აეროპორტში
და ვისმენდი მათ მონათხრობ უცნაურ ამბებს
უცხო ქვეყნებზე, ქალაქებზე, ჩანჩქერებზე, კუნძულებზე,
მოკლედ – ქალებზე,

და მჯეროდა. არ მჯეროდა.
არ მჯეროდა. ისევ მჯეროდა.

მჯეროდა,
მაგრამ არ მჯეროდა,
რომ სამყარო მართლა არსებობს

და როცა ერთხელ, როცა ორჯერ, როცა მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

და თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი,
რომელიც ისე ბუნებრივად, ისე სწრაფად მოერგო სივრცეს,
ისე მოერგო, შეირგო და გაშინაურდა,

თითქოს არასდროს წვეთი ეჭვიც არ გასჩენოდეს,
რომ ის, სამყარო, უსასრულო,
მართლა არსებობს.


5

მართლა არსებობს, ვფიქრობდი სტამბოლში.

მართლა არსებობს, ვფიქრობდი ვენაში.

მართლა არსებობს, ვფიქრობ ახლა, გოტებორგის ღია კაფეში

და ნეტარებით ვეწაფები ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც მართლა ზღაპრულია. მართლა როგორ ყვარებიათ
შვედებს სასმელი. მართლა როგორი მშვენიერი გოგოები
ყოლიათ შვედებს. მართლა რამდენი წრფელი მართლა
გროვდება ტვინში. და ყველა მართლა თუკი მართლა,

მაშინ რომშიც წამიყვანე,

აკი ყველა გზა რომში მიდის,

ვეუბნები ჩემს ცხოვრებას,
რომელიც მიკვირს.



* * *


აქ კარგია. მე ვწევარ წყალზე,
მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
ცურვა გამორიცხულია –
გული ისედაც ძლივს მუშაობს
და სუნთქვაც მიჭირს. აქ კარგია. ვწევარ გულაღმა
და სამდღიანი ლოთობის შემდეგ,
დღევანდელი ამბების შემდეგ,
ოთხი ფინჯანი ყავის შემდეგ
სუნთქვა მიჭირს. მართალს ამბობენ,
რომ ასეთ დროს ზღვაში შესვლა საშიშია. მე ვწევარ წყალზე
და ნაპირამდე საკმარისი მანძილია, რათა შევშინდე,
მაგრამ მშვიდად ვარ. აქ კარგია. მე ვჭუტავ თვალებს,
მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
სუნთქვა სულ უფრო მიძნელდება. ვიხსენებ დღეებს,
ვიხსენებ ყველას, ვინც მიყვარდა. წყალი მიმარწევს
და სუნთქვა მიჭირს. ყველაფერი,
ნაპირი, სიცოცხლე,
ჰაერთან ერთად ცოტავდება. აქ კარგია. წყალი მატულობს
და ბნელდება, და ცივდება. მე ვახელ თვალებს
და მზეს, რომელიც აბრწყინებდა მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
ფარავს ღრუბელი. ღრუბელს
წყალი. წყალს კი
სიტყვები:
ხმა,
რომელიც შემოდის ჩემში,
რომელიც ისმის არსაიდან – ყოველი მხრიდან,
რომელიც ამბობს, რომ ამჯერად უნდა გადავრჩე,
რომ მზე ისევ გააბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
რომ ჰაერი მოიმატებს, წყალი გათბება,
რომ ჩემი გული დამშვიდდება
და რომ უკვე ნაპირზე ვარ. აქ კარგია. ჩემს გარშემო ირევა ხალხი,
ზოგიც წყალშია. მე ვზივარ და ვიღიმები. არავინ იცის,
რომ აქ კარგია. რომ ყველანი უკვე გადავრჩით
და მეც ნოე ვარ, როგორც ყველა.
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 656
Registration date : 17.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyTue Dec 16, 2008 2:22 am

Звиад Ратиани



Двуязычный реквием для спасенных. На третьем, русском

Вот и они, плохие дни. Всю ночь бомбили город
и некуда было бежать. Когда рассвело,
громы притихли. Я подкрался к окну –
в кривых лучах рассвета качались
возросшие над городом за пару часов
гигантские деревья дыма, вцепившиеся
все еще пылающими корнями огня
в спящие тела, уже навечно спящие. Мне пока не до них,
не до скорби; сердце переполнено верой,
что я и мои спасемся, что следующий снаряд поразит
другой дом, хотя бы вон тот – соседний,
а наш уцелеет. Стою у окна, приколов взор к небу.
Ну конечно же, к небу. А откуда еще ждать беды?
Откуда еще ждать спасения? И куда еще
смотреть?
Не на дом же соседний,
к окнам которого подкрались уже люди,
приколов взоры к небу. Их сердца переполнены верой.

Август 2008
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 656
Registration date : 17.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyTue Dec 16, 2008 2:24 am

ზვიად რატიანი

ნეგატივი. 20 წლის შემდეგ

ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ
და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,
არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს
და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ
ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენში
ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა
რამე დაგვცდება – მხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში,
და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა.

– ჩვენ, ვნც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან
და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ.
ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას,
როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ.
ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ,
განსაკუთრებით – თუკი სურვილს თვითონ იჩენენ.
ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს,
ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ.


– ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს.
არც სხვას დავიხმართ; მითუმეტეს – თუა ნაცნობი.
ვინც მუდამ ვცდილობთ, არავისგან გავირჩეოდეთ
არც სისუსტით და, მთავარია, არც ვაჟკაცობით.


– ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე ვუსმენთ ყოველთვის,
რომ მეზობელმა არ გაიგოს, ქვეყნის ავ-კარგი
ჩვენც რომ გვადარდებს. და როდესაც იქ უცხოეთის
სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი,
უფრო სწორად კი – დასამალი, არაფერია,
ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთ
და ვაღებთ ფანჯრებს. ვინც ვიცინით, როცა მღერიან,
და მაშინ ვმღერით, როცა ირგვლივ ყველა სლუკუნებს.

---------------------
– შვილო, განა ჩვენ გაჩენიდან ასე ვიყავით!
დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმა
შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი;
შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა –
ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული
დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით
ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით: ენა, მამული,
სარწმუნოება...
---------------------- შავლეგ, შენი...
--------------------------------- სულ შენი, შენი,
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 656
Registration date : 17.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyTue Dec 16, 2008 2:25 am

wina postis gagrdzelebaa
შენი ბრალია ყველაფერი! ჩვენს ცას, მხიარულს,
შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები
და გაგვახედე უფსკრულისკენ, სამოთხეაო;
ჩვენ ვიწამეთ და გვიხაროდა, როგორ ვმრავლდებით,
როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ,
დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ. ჩვენი ლოცვები
არ დარჩენილან უპასუხოდ – მალე ისმინეს,
ანუ მალევე დავაჩერდით ტყვიით მოცელილ
ჭაბუკს, რომელიც იცინოდა... პირველს... მეასეს...
და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი, მერე შევცვივდით
ბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ,
და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით,
ამოვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი,
ყველა ოცნება. საკუთარ თავს სიტყვა მივეცით,
რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით
ამ დაცინვისთვის: ისარგებლა ჩვენი სიბეცით
და ჩვენი ხელით მოინდომა გამოსაშვები,
მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა-განტვირთვა;
გადახალისდა მისი მიწა მკვდარი ბავშვებით,
ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდა
ყველა, – ჩვენს გარდა, – ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა,
რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით ვუწვებით
და ასე ვხდებით უკვდავები.
------------------------------ ნუ გეცინება,
ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი
და საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით,
როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს,
რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები,
ხოლო წვერებით – თითო წყვილი ელვარე ეშვი.
ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითმის ელოდნენ
და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი___
უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით.
ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ.

-----------------------
– და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,
ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,
მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ
და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ.
ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ
იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად
ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,
სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან
და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის
მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები
და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში,
თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით
და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს,
ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს;
უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის
-------------------------------------- გაუმააარ...
ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე.
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 656
Registration date : 17.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyTue Dec 16, 2008 9:50 pm

Двуязычный реквием для спасенных. На третьем, русском

Вот и они, плохие дни. Всю ночь бомбили город
и некуда было бежать. Когда рассвело,
громы притихли. Я подкрался к окну –
в кривых лучах рассвета качались
возросшие над городом за пару часов
гигантские деревья дыма, вцепившиеся
все еще пылающими корнями огня
в спящие тела, уже навечно спящие. Мне пока не до них,
не до скорби; сердце переполнено верой,
что я и мои спасемся, что следующий снаряд поразит
другой дом, хотя бы вон тот – соседний,
а наш уцелеет. Стою у окна, приколов взор к небу.
Ну конечно же, к небу. А откуда еще ждать беды?
Откуда еще ждать спасения? И куда еще
смотреть?
Не на дом же соседний,
к окнам которого подкрались уже люди,
приколов взоры к небу. Их сердца переполнены верой.

Август 2008
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 656
Registration date : 17.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyWed Dec 17, 2008 1:14 am

ხმების~ კაცი

ზვიად რატიანი - `სიმართლეების ახირება მაქვს – სიმართლეები ვწერო. ჩემთვის მართალი ამბები~

კარგად. აშკარად და გამოხატულად კარგად ვარ.

ეს იყო მისი წინადადება ჩემს უმარტივეს – `როგორ ხარ~ კითხვაზე. რამდენიმე თვის წინ. თან ისეთი დარწმუნებით ნათქვამი, დღეს აღარ გადავამოწმებ. ისეთ, იმ დღის ზვიადზე მინდა მოვყვე. ზვიად რატიანზე.

ოცდათექვსმეტი! - თქვი დამარცვლით კიდევ ერთხელ შენი ასაკი და მოაყოლე შეგრძნებებიც. როგორია ყოფნა ამ ასაკში? `ისეთი არაფერი -პასუხობს ის - მეტი რაღაცები მოხდა ცხოვრებაში და მახსოვს, ვიდრე მაშინ, 26-ის რომ ვიყავი~.
`ჩურჩულის გაკვეთილი~ და `ჯიბის ჰაერი~ კი ზუსტად მაშინ იწერებოდა. სავარაუდოდ, დიდხანს, დიდხანს, ყველა ფრაზასთან მიბრუნებით, კირკიტით. ასეთია, ასე უყვარს. მისი ლექსებიც ასე იწერება.
`მე ხომ ძალიან ნელა ვწერ. ხან თვეები. ხან წლებიც კი. და სულ მინდა, რომ პირველად ჟურნალში გამოქვეყნდეს, ვიდრე ინტერნეტ სივრცეში. ეს ჟურნალ-გაზეთები იცვლება ხოლმე სხვადასხვა დროს.
ადრე ძალიან ბევრს ვწერდი. დასაწყისში. მერე და მერე შენელდა. თუმცა თემების გამოლევის პრობლემა არასდროს მქონია, იცი რატომ? სულ ჩემს თავზე ვწერ. საკუთარ თავში ჩაკეტილი პოეტი მგონია ჩემი თავი. ესაა ჩემთვის პოეზია – ვიცნო ჩემი თავი და ამბები.
თუმცა, როცა კალამს იღებ და წერას იწყებ, მაინც სხვა ადამიანი ხდები და ცოტათი განსხვავდები იმ შენი მეორე მე-სგან. ანუ, წერის დროს მაინც გადიხარ შენი თავიდან. სულ ვცდილობ, კონკრეტული ამბები ვწერო. მე ეს ამბები მიზიდავს. შესაძლოა, ბუნდოვანი და განფენილი იყოს ძალიან, მაგრამ მე ეს ამბები მიყვარს, მირჩევნია~.
`გზები და დღეები~, მისი ლექსების სულ ბოლოს გამოცემული კრებულიც ხომ სულ ასეთი ამბების თხრობაა, თან - გზადაგზა. იმ ცხოვრების რიტმში, როგორითაც დღეს რატიანი ცხოვრობს, რიტმი კი სწრაფია. დრო – არც ისე თავზესაყრელი. ამბები კი `გზაში შეგროვებული~.
ადრე სხვა იყო. მაგალითად, იყო კონკრეტული ადგილი, სადაც წერა უყვარდა.
`ადგილი? მქონდა ასეთი.
მაგრამ დღეს ეს აუცილებელი პირობა აღარ არის. ჯერ ერთი კონკრეტული მაგიდა იყო. შემდეგ სხვა. თან სამზარეულოდან კაბინეტამდე ყავის მიტანის რიტუალი, ოღონდ ისე, რომ არ დამქცეოდა. და საფერფლე რომ უნდა იყოს `ეს~ და არა ვთქვათ, მეორე. მაგრამ ნელ-ნელა ამ ჩვევამ დათმო პოზიციები. დღეს ისეთი სამსახური მაქვს, ბევრს დავდივარ და ხშირად მიწევს სხვადასხვა სასტუმროებში ღამის გათევა. თუმცა, მაგრამ ხმაურში მაინც ვერ ვწერ. არ მოდის ლექსი მთლიანობაში და შემდეგ ისეთი განცდა მაქვს ხოლმე, თითქოს ამ ლექსს ნაკეთობის ელემენტები აქვს~.
ადრე ღამით უფრო ხშირად წერდა თურმე. დღეს – აღარ გამოდის უბრალოდ. ამის დათმობა კიდევ შეიძლება, მაგრამ ამის:

`კონკრეტულ ლექსზე ჩავირთვები ხოლმე და დიდხანს მიგრძელდება მისი წერა. და კიდევ ჩემი მუდმივი კომპლექსი ისაა, რომ მოკლედ ვერ ვწერ. ხან ფრაზები მიტრიალებს. იცი, როდინდელი ფრაზები მახსოვს? წლების მერე შეიძლება მივუბრუნდე, რადგან დასაკარგად არ მემეტება~.

ან ამის:

`მანიაკი ვარ, ერთი ასო რომ შემეშალოს, თავიდან უნდა დავიწყო წერა. ძველი ვარიანტი დავჭმუჭნო და გადავაგდო. ეს, შეიძლება, წიკია, ახირება, მაგრამ რაღაცნაირად ესეც მეძვირფასება. განსაკუთრებით, ხელნაწერებთან. ხშირად გადავხაზავ ხოლმე, მერე თავიდან ვიწყებ და ასე... ისე კი, ლექსების მოხაზულობაზე სულ მქონდა გართულება. მიყვარს ლექსის გრაფიკა, მოხაზულობები. მაგრამ მე მაინც ვარ ფორმის პოეტი~ _ ალბათ, ვერასოდეს.

ასე სცოდნია ამოჩემებები. ამოჩემება და მერე შეყვარება. კედელზე შპალერის კონკრეტული მონაკვეთის (თუმც კი, მისნაირი კიდევ ათასია), მაინცდამაინც იმის, რადგან მას კონკრეტული სახელი ჰქვია.

`საგნები მიყვარდებოდნენ ხოლმე. ადრე. აი, ეს საბეჭდი მანქანა ძაან საყვარელი საგანია. ის ქვა სად დაიკარგა? შავი, თეთრ წილწკლებიანი. მე დავარქვი, რომ მიყვარს. სახლში მომყვა ერთხელ. სიყვარულიც ეგრე არ არის? არქმევ რომ გიყვარს. მე ფორმები მიყვარს უფრო, თვითონ საგნები კი არა, თოფის კონდახის ან მაკრატლის ფორმა~.

ასე უყვარს ღამის სანათი`ნათელაც~ , ან კიდევ, თავისი საბეჭდი მანქანები. მის კაბინეტში, კარადის თავზე რომ აიჭყიდო, რამდენიმე ასეთ მანქანას შენიშნავ. ეს მისი კიდევ ერთი ძველი, განსაკუთრებული სიყვარულია. და ხმის, ხმების სიყვარული – მანქანაზე კაკუნის ხმა ასეა – ამოჩემებული:
`დღესაც იმავე სისწრაფით ვბეჭდავ მათზე, როგორც ადრე. თუმცა, ახლა უკვე კომპიუტერში ვწერ. მაგრამ ხანდახან არის ხოლმე მომენტები, როცა საბეჭდ მანქანას თუ არ დავუბრუნდი, უბრალოდ, აზრს ვერ გავაგრძელებ~.
ჩვენ კი ეს არ გვაწყობს. ჩვენ, მის მკითხველებს. რას ფიქრობს ჩვენზე? აი, ამას და თქვენი გადასაწყვეტია, რამდენად ღიაა:

`
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 656
Registration date : 17.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyWed Dec 17, 2008 1:15 am

gagrdzeleba
მკითხველის სიყვარული ადრე უფრო მიჩენდა ილუზიებს. ახლა კაიფმა თითქოს უფრო მოიმატა, მაგრამ შექება თითქოს რაღაცნაირად აღარ მჯერა ხოლმე. ადრე შექებული ნაწერი აღარ მომწონს ხოლმე. იქნებ ვცდები, მაგრამ მთავარია... არაფერიც არ არის მანდ მთავარი. არა, უნდა მეთქვა, მთავარია, ვინ შეგაქებს მეთქი, მაგრამ არა. მთლად ეგრეც არ არის.
მე მაინტერესებს მათი აღქმა. მაქვს ლექსები, რომლებსაც არ ვბეჭდავ იმ მიზეზით, რომ `გარედან~ მებუნდოვანება. მკითხველი მე მაინტერესებს იმდენად, რამდენადაც ვცდილობ ვწერო გასაგებად.
მკითხველზე იმ კუთხითაც ვფიქრობ, რომ ჩემი შესაძლოა, არ დაემთხვას მისას. ხმამაღლა არ წარმოვთქვამ ხოლმე წერისას, შიგნიდან მესმის და ვცდილობ ხოლმე, რომ სტრიქონების რიტმი ძალიან `ჩემი~ არ იყოს. სხვის თვალთან რომ დარჩება - სხვა რიტმით იკითხებოდეს~.

ბევრ ხალხში არ კითხულობს ხოლმე. ხანდახან მეგობრებში. კითხვის თავისებური მანერით. მის ერთ მეგობარს რომ ჰკითხო, `კვნესის~. ერთი კია, თუ ერთხელ მოისმენ, ეს ხმა ბოლომდე ჩაგრჩება ყურებში. თვითონაც ხომ `ხმის~ კაცია. ხმების შემგროვებელი. მის არქივში ბევრი ცნობილი პოეტის ხმაა შენახული. დაეძებს ხოლმე ინტერნეტში. მარტო ხმებს კი არა, ტექსტებსაც. ძირითადა პოეზიას: `ინტერნეტით უამრავი რა მოვიპოვე და ვკითხულობ, მაგრამ მე პოეზიას უფრო მეტად ვკითხულობ და ეგ ხომ საერთოდ ცოტაა ეგრე არ არის - პოეზიას `იშხაპუნებდე~.
ისე კი, ინტერნეტ-სივრცის რაღაცნაირად მეშინია. ძალიან ადვილია გამოქვეყნება. მე კი ისედაც იშვიათად ვაქვეყნებ ამ ბოლო დროს და როცა პუბლიკაციას ვამზადებ, ძალიან დაძაბული პერიოდი მაქვს ხოლმე - რა ლექსები იქნება, რატომ მაინცდამაინც ეს ლექსები ერთად და ა.შ. ეს, შეიძლება, ჩემს თავთან თამაშია, მაგრამ მე ხომ ამ თამაშებით ვწერ. ეგრე ამეწყო ცხოვრება – დისციპლინა პოეზიასთან მიმართებაშიც~.
დისციპლინა და პოეზია ერთად? – ტყუილად მეცინება, თურმე, ეს შესაძლებელია. ისევე, როგორც `გზების~ და `დღეების~ გადაბმა. ამ კრებულზე ზვიად რატიანის პოეზიის მკითხველების აზრი თავის დროზე გაიყო: ზოგმა `გზები და დღეები~ სამუდამოდ ჩანთით სატარებელ წიგნად აქცია, ზოგმაც, ამ კრებულს ადრინდელი ლექსები არჩია. მისთვის კი, ამ დღეების შემგროვებლისთვის:

`გზები და დღეები~ - ეს სამსახურებრივი ლირიკაა. ყველანაირ ადამიანს ვხვდები ამ ჩემი სამსახურის გამო (რა სამსახურია? ძალიან მოკლედ რომ ვთქვა – კავშირგაბმულობა. მოდი, ამაზე ასე მოკლედ) უფრო სწორედ ისეთებს ვხვდები, რომ მერე მე ვხვდები, რომ ეს ლიტერატურა ძაან ცოტა ადამიანს აინტერესებს და ცხოვრობს და არსებობს ლიტერატურის გარეშე. ყოველგვარი ილუზიები, რომ მარაქაში ხარ გარეული და ლექსს შეგიქებენ და ეს `ჰაზრები~ მოკლედ, – ნელ-ნელა იფერთხება. შენ კი ხვდები, რომ ხალხისთვის ეს არ არის აუცილებელი. ლიტერატურა – ეს სამყაროსთვისაა აუცილებელი. მასზე. დგას.
`გზები და დღეების~ ლექსები მიყვარს ჯერჯერობით. ბევრს ვწერდი, მაგრამ მერე ჩემს თავს აღვირი დავუდე. რეალობების წერა მიყვარს, ხომ გითხარი და ვეღარ ვჩერდებოდი, იმდენი ამბავი დაგროვდა. ჩემს თავს დავუწესე, რომ ამდენ მარცვალზე მეტი არ იქნებოდა და მერე სადინარში რომ გავუშვი, დავიწყე და დავიწყე~...

მივადექით პოპულარობას. არადა, რა განსხვავებულია პოპულარობა ჩვენთან. მართალია ზვიადი, პოპულარობა სხვაგან, `კარგ~ ქვეყანაში – ნიშნავს ასევე `კარგი~ გამომცემლის ყოლას, მეტ ფულს, მეტ პასუხისმგებლობას. იქ დათქმულ ვადაში აბარებ არა მარტო სტრიქონების რაოდენობას, არამედ ხარისხს. საქართველოსი კი, ამ კუთხით პოპულარობას აზრი არა აქვს – ამ გზით ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება გამორიცხულია. ზვიად რატიანმა ასეთი დამოუკიდებლობის მიღწევა სხვა სფეროში არჩია.
`იცი, ასე რატომ მოხდა? სულ ვკითხულობდი სხვა მწერლების ამბებს, მათ ცხოვრებას და ჩემთვისაც სულ მინდოდა ეს ფორმულა მეპოვა და ვიპოვე. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი შეჩვევადია. გადავლახე, შევეჩვიე და ეხლა ძალიანაც მაინტერესებს ეს ჩემი საქმე. და არც ისე ცუდი შეგრძნებაა, როცა სხვა პროფესიიდან იღებ ძირითად შემოსავალს.
შოთა იატაშვილის არ იყოს. მეც ვთვლი, რომ `ჩემი ფულიც ლამაზია~, ადრეც, როცა არ მქონდა და ახლაც, როცა მაქვს. და ჰაერიდან კი არა, ოფლით, შრომით და რისკით. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ჩემს ოჯახს – ანუ ქართულ სივრცეში ოჯახების ერთობლიობას და ჩემს მეგობრებს მყარად ვუდგავარ ფეხზე და მაქვს ეს სიხარული, რომ არ ვარ (სათქმელადაც) გაჭირვებული~.
არის სხვა წიგნიც, რომელსაც თავფურცელზე `თარგმნა ზვიად რატიანმა~ აწერია – ეს პაულ ცელანის ლექსების თარგმანებია. მანმადე კი გერმანულის სწავლა სულ სხვა პოეტის, რილკეს გამო დაიწყო. მაგრამ, როგორც ამბობს ისევე წარმატებულად დაივიწტა, როგორც დაიწყო. ცელანის თარგმნაც იმ პერიოდში, 1999 წელს დაუსრულებია: `მე არ ვარ პროფესიონალი მთარგმნელი. ეს ერთგვარი აზარტია – ნახო, ესა თუ ის ლექსი როგორი იქნება ქართულად~.
კიდევ რა? ჰო, მისი `ლიტერატურყლი ცელქობები~ გამახსენდა, ფსევდონიმებით თავბრუსხვევა. ეს მაშინ იყო, ადრე, სანამ ზვიად რატიანის ხელწერა ასე მკვეთრი და თავისნაირი გახდებოდა. მაგრამ, აქ მაინც ვიტყვი:

დინო დოლორეს, ჩვენ შენ ისეთიც გვახსოვხარ
Back to top Go down
არგანი
Into Armury
Into Armury
არგანი

Male
Number of posts : 294
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyMon Dec 29, 2008 1:49 pm

ზვიადი ძალიან გულწრფელია ცხოვრებაშიც და პოეზიაშიც (რა პროვოკაციული შეფასებაა, არა?).
ეს გულწრფელობა (თავისი შედეგებითურთ), გამოარჩევს მას თავისი თაობის პოეტებისგან.
"ნეგატივი" ძალიან მომწონს.
პირველად რომ წაგვიკითხა, ავტორის ის ხმა ჩამრჩა ხსოვნაში, ახლა როდესაც სტრიქონებს თვალს ვავლებ, მგონია, რომ ყოველთვის ზვიადი მიკითხავს (როდესაც ხმამაღლა ვკითხულობ, ეს ხმა მეკარგება).
(აქაც პროვოკაცია იგრძნობა).
და საერთოდ, ზვიადს მიაჩნია, რომ ლიტერატურის შეფასებისას მე გარკველ პროვოკაციებს არ ვერიდები. Razz
Back to top Go down
Guest
Guest



ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyTue Feb 24, 2009 12:36 pm

ზვიად რატიანი - Page 3 Zviadratiani-1
Back to top Go down
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyTue Feb 24, 2009 2:04 pm

რამდენი ხანია ეს ჩვენი უნიჭიერესი ზვიადი არ მინახავს...არადა მართლაც გამორჩეულად ნიჭიერია...ვენაცვალე...ყოველთვის მისი გულშემატკივარი დავრჩები...აგერ მიდევს ,,ჯიბის ჰაერი’’...შიგადაშიგ გადმოვიღებ და ვკითხულობ ხოლმე...
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
არაბული
Into Armury
Into Armury
არაბული

Male
Number of posts : 188
Age : 28
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyThu Feb 26, 2009 1:09 pm

ერთერთი გამორჩეული პოეტი დღეს...

ზვიად რატიანი - Page 3 F15ffc40588a


ადამიანი ფანჯარასთან, გარეთ შემოდგომა


1

ათიოდ თაობა ჩემი წინაპრების
და ცოტა ნაკლები - შთამომავლების
იგულისხმება ალბათ სისხლში,

მე კი არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო,
როგორ ვწერო და როგორ განვიცადო
ეს ამსიყვითლე შემოდგომა,

რომელმაც შეაგროვა ნაწილ-ნაწილ გაბნეული ყოველი ეჭვი
და თქვა: ყველაფერი თავიდან იწყება,
როგორც ყოველთვის, ჭკნობით.


2

შემოდგომამშვიდობისა.
მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან
და ვგრძნობდე, შეუძლებელია რამეზე წერა.

შემოდგომამშვიდობისა, ჩემო ცხოვრებავ.
ჩემო მუდამ ცვალებადო, ჩემო მოუხელთებელო,
ჩემო თითქმის არაჩემო არსებობავ,

მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან,
მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ,
მე შემიძლია გარეთ თბილოდეს,

მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა,
გული კი გრძნობდეს: მათგან ერთერთი
ჩემი შეყვარებულია, ხოლო მეორე

ჩემი შეყვარებულია, მესამე კი
ჩემი შეყვარებულია. შემიძლია
არ შემეძლოს სხვაგვარად წერა,

მე შემიძლია,
შემოდგომამშვიდობისა,
არ შემეძლოს სხვაგვარად წერა.
Back to top Go down
http://lib.ge/
გიო
Way at Armury
Way at Armury
გიო

Male
Number of posts : 30
Age : 43
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyMon Mar 23, 2009 7:04 am

მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა...

AVE, ძმაო, AVE!
Back to top Go down
http://Haven`t...
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 656
Registration date : 17.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyMon Nov 16, 2009 10:51 pm

Back to top Go down
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyTue Dec 29, 2009 4:03 pm

Tavidanve Zalian ganviCade es leqsi. amiT zviadi mTeli Taobis saTqmels ambobs.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 656
Registration date : 17.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptySat May 01, 2010 3:14 pm

გივი ალხაზიშვილი

წერილობითი განმარტება ზეპირი გამოსვლის დასაზუსტებლად

ზვიად რატიანის წიგნის/ “ნეგატივი”/ პრეზენტაციაზე/ 1. 2. 10. “ქარავანი”/ აღვნიშნე რომ მან ბრწყინვალედ აითვისა ქართული და უცხოური პოეზიის ტრადიციები და ტრადიციადქცეული სიახლენი და ჩამოყალიბდა მაღალი კლასის პოეტად.
მისი შემოქმედებითი გზა ბოლო წლებში თანდათან შეიცვალა, რაც გამოიხატა რატიანის ახალი ლექსების საგრძნობ სისადავესა და ინტონაციური მახვილების მრავლფეროვნებაში, გულწრფელი ტონალობის გაღრმავებაში, აღმსარებლურ და მედიტაციურ ძიებებში, სიმარტივის სინათლის ბუნებრიობაში და იმ ბიჟუტერიის უარყოფაში, ზოგიერთ ავტორს რომ ტროპი ჰგონია, სინამდვილეში კი არაფრისმთქმელი, უფუნქციო ბრჭყვიალებია.
ტროპის ერთგვარი გადახალისება, გადასხვაფერება, სწრაფვა სისადავისკენ, მიმეტური ძიებების შემცირების მდელობა _ კარგახანია შეინიშნება ქართულ პოეზიაში, რაც ახალი ესთეტიკის ერთ_ერთი მთავარი ნიშანია. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ტროპის სახეცვლილი ელემენტები მეტად საინტერესოა და ამჯერადაც, წარმატების მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს კლასს ანუ იმ გზას, რომელიც უნდა განვლოს პოეტმა საშემსრულებლო საიდუმლოებათა ათვისებასა და დაუფლებისას.
იქ, ისიც ითქვა რომ რატიანმა ზეპირად იცის ბევრი დიდი პოეტისმრავალი ლექსი ორიგინალის ენაზე. ეს მართლაც მნიშვნელოვანია ნიჭიერი პოეტისთვის, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია ნიჭიერი პოეტისთვის, არაფერს ნიშნავს უნიჭო მიმბაძველის ასეთივე ცოდნას.
“ტროპული ბიჟუტერია” დავარქვი არამოტივირებულ, უფუნქციო, არაფრისმთქმელ იმ ფსევდომეტაფორებს, სადაც მხოლოდ საკუთარი სახის ანარეკლს თუ მოჰკრავს თვალს ავტორი და თვითკმაყოფილი რჩება თუ ამ მოჩვენებით სარკეში გაპრანჭვაც მოასწრო.
მაღალი კლასი, სხვა მრავალ თვისებასთან ერთად, თავისთავად გულისხმობს სიმულაციებზე უარის თქმას და წაშლის ხელოვნებას, რაც არ ახასიათებს მოყვარულ ავტორებს,
ამიტომ, როცა ვამბობ, რომ მან გაიარა ყველა არსებული სკოლა თუ კლასი ქართულ და უცხოურ პოეზიაში და არა მარტო გაიარა, არამედ აითვისა კიდეც და მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწია იმ სტილისტიკამდე, სადაც პრევალირებს ნარატიულ_ინტონაციური სტილისტიკა და აღმსარებლური ტონალობა, სწორედ ეს მიგვანიშნებს კლასზე, მეტადრე მაშინ, როცა წინარე გამოცდილება ამა თუ იმ სახით თავს იჩენს/პროფესიონალები ამას ამჩნევენ/ მის პოეტურ ტექსტებში, როცა გამოცდილება სახეცვლილად, მაგრამ მაინც მონაწილეობს ახალი პოეტური კონტექსტის შექმნისას.
ჩემს მსმენელს გაუჩნდა ლოგიკური კითხვა: რა საჭიროა საყოველთაო ლიტერატურული გამოცდილების ათვისება და საერთოდ რაიმეს ფლობა თუკი იგი უნდა მივატოვო და სხვა გზა ვეძებო? რაღა საჭიროა მაღალი კლასი?
თუ უვიცი იტყვის, რომ _ მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაშინ ეს სენტენცია კარგავს თავის ხიბლს და მნიშვნელობას. რადგან აქ მთავარია მთქმელის ვინაობა და შესაძლებლობა და არა თუთიყუშივით უაზრო გამეორება.
რა მნიშვნელობა აქვს რას ამტკიცებს შეგირდი, ჯერ არაფერი რომ არ აუთვისებია და თავის ჭკუით ნულიდან იწყებს ყველაფერს?!
მე ვთავაზობ მათ გამოტოვონ ყველაფერი, რაც კი აქამდე შექმნილა დედამიწის ზურგზე, უარი თქვან კულტურულ მიღწევებზე და პირველყოფილი ადამიანივით მღვიმის კედლებზე დაიწყონ იმ ფიგურების ხატვა, რასაც მათი წარმოსახვა გასწვდება.

P.შ.

რატიანის წიგნი უკვე წავიკითხე. შესანიშნავი წიგნია. ალბათ, კიდევ მივუბრუნდები. ამ კრებულში შეტანილი ბოლოსწინა თუ ძველი ლექსებიდან, ზუსტად არ დამითვლია რამდენი, მაგრამ საგრძნობი ნაწილი მართლაც ბრწყინვალეა.
ვულოცავ ჩემს უმცროს მეგობარს ახალ წიგნს და ვუსურვებ მორიგ წარმატებას.
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyThu Dec 16, 2010 5:05 pm

I. წიგნისთვის "ღია და ფარული მიძღვნები"

ბოლო სიყვარული – ქალაქი ზღვით



სინამდვილეში არც ისეთი პატარაა,
მაგრამ განსაზღვრება ”პატარა ქალაქი”
ჯერ ხომ ისედაც გაცილებით ტევადია
და ორჯერ უფრო – თუ ვგულისხმობთ ზღვისპირა ქალაქს.


*
მე ერთხელ ვთქვი და მომეწონა,
და იმ დღიდან გამუდმებით ვიმეორებ,
რომ ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარულია
(რასაც მოსდევს კარგად დამუშავებული მოკლე პაუზა)
და დავძენ ხოლმე: ქალივით მიყვარს.
მსმენელები, როგორც წესი, მიღიმიან.
ოღონდ ადგილობრივები – ცოტა სხვანაირად.


*
ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჩემ თავს ვასეირნებ. ეს ფრაზაც ძველია,
მაგრამ ნაკლებად ეფექტური, როგორც ვატყობ, მსმენელებისთვის;
სამაგიეროდ, ბევრად უფრო გასაგები. ჩემთვისაც კი. ესეც საქმეა.


*
მაშ ასე, ჩემ თავს ვასეირნებ. ხოლო სეირნობა,
როგორც ჩანს, თავის მოტყუების მეთოდებს შორის
მართლაც საუკეთესოა (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე აუცილებელ,
მაგრამ ლექსში სახსენებლად მაინც უხერხულ
საქმიანობას). გარკვეული უხერხულობა
ახლავს ამასაც, სეირნობას; განსაკუთრებით –
როცა ჩემ თავს ვასეირნებ. მას უხარია,
მე კი, რომელსაც კარგად მესმის
უაზრობაც, უსაფუძვლობაც
ამ გულუბრყვილო სიხარულის, არაფერს ვიმჩნევ,
რადგანაც მახსოვს, თუ რამდენი წელი დაჭირდა
მის დარწმუნებას, რომ ბათუმი ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჯერ კიდევ შეიძლება სეირნობა. ძლივს დამიჯერა
და ვცდილობ, აღარ გავაწბილო. ხშირად ვუმტკიცებ,
რომ ზღვა არაფერ შუაშია, და არც ქალაქის
ძველი უბანი – ვიწრო ქუჩებით
და ორ-სამ, სამ-ოთხ სართულიანი
აივნიანი შენობებით; და რომ მთავარი,
რამაც ამ ქალაქს მიაჯაჭვა მისი გული, რაღაც სხვა არის...
შემეძლო მეთქვა - პოეზია, მაგრამ არ ვრისკავ:
ხომ შეიძლება მიხვდეს, რომ დავცინი?


*
ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჩემ თავს ვასეირნებ; ვათამამებ. მას აქვს სურვილი
და უფლებაც, გააყოლოს თვალი გოგონებს –
მათ ნამზეურ მხრებსა და ფეხებს,

მე კი, უფლება რომც მქონოდა,
ალბათ თვალის გაყოლებას ვერ გავბედავდი,
და თუკი მაინც გავხედავდი – ისეთებს არა,
ვინც ჯერ კიდევ შეიძლება (თუნდაც ლექსში) გოგონებად მოიხსენიო.


*
ზღვა არაფერ შუაშია, და არც ქალაქის
ძველი უბანი – ვიწრო ქუჩებით,
სადაც ვიწყებთ სეირნობას
და მივდივართ პორტისაკენ. როგორც ფოთოლს ჭიანჭველები,
საბუქსირე კატარღები ნაპირისკენ მიაღოღებენ
გიგანტურ ტანკერს. პორტის გვერდით პატარა კაფე
ზღვისკენ გადგმული ხის აივნით – აი ადგილი,
სადაც ისევ ვმთლიანდები –
მე, რომელიც საკუთარ ვასეირნებდი,
და მე, რომელსაც ჩემი თავი მასეირნებდა,
სწორედ ამ კაფის აივანზე ვერწყმით ერთმანეთს,

და გარკვევით ვერასდროს ვხვდები,
თუ რომელი რომელს ერწყმის
და რომელში ვმთლიანდები –

გააჩნია, რას ვსვამ და რამდენს.


*
ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარულია.
ესეც ცალმხრივი – პირველივით. ზღვისპირა კაფე,
რომელსაც უკვე ცხრა წელია, ცოტა მეტიც, ერთგულად ვსტუმრობ

და მსიამოვნებს, რომ მიმტანებს
აღარაფრის შეხსენება აღარ ჭირდებათ –
კარგად იციან, რას დავლევ და რას მივაყოლებ
(რაც ერთიორად მაამაყებს, თუ კაფეში სტუმრებს მივიყვან),

და მეც არასდროს მავიწყდება
ერთ-ერთ მათგანს თანაგრძნობით გამოვკითხო
პატიმარი მეუღლის და ავადმყოფი შვილის ამბები,
ხოლო მეორეს ლიმონათით გავუზავო ჭიქა არაყი,
რომ, როცა მოვა და გადაკრავს, ვიტრინიდან მომზირალი მეპატრონე
ვერაფერს მიხვდეს.


*
ცხრა წელია, ცოტა მეტიც... როდესაც აქ ვარ,
თითქოს ჩემი ადრინდელი აქ-ყოფნებიც ერთმანეთს ებმის
და მეჩვენება, რომ ერთი დღე იწელება

და ეს ცალკე ცხოვრებაა; და ერთადერთი,
რასაც ასეთი კლინიკური სიცოცხლიდან გამოვყავარ,
რაც მახსენებს დროის დინებას,

ის პატარა და ლამაზი, სასაცილო ბოშა-გოგოა,
რომელსაც, თითქოს გუშინ იყო, გულუხვად რომ ვასაჩუქრებდი,
დღეს კი უკვე სამათხოვროდ შვილებს მიგზავნის.


II. წიგნისთვის "ბოლოსწინა ლექსები"



* * *
ერთხელ,
ერთხელაც კი
ვერ დავასწარი ცხოვრებას: ყოველთვის,

რამდენიმე წამით ადრე,
ვიდრე თვალს ავახელ,

გრძნობს, რომ ვიღვიძებ
და სასწრაფოდ თავს იწესრიგებს,

რომ გაღვიძებულს
დამხვდეს ზუსტად ისეთივე,
როგორიც დავტოვე.



* * *
შორიდან და მისალმებით ჩვენ ერთმანეთს ადრეც ვიცნობდით,
მაგრამ ახლოს, სალაპარაკოდ, პირველად შევხვდით ათიოდ წლის წინ
ერთი კოლეგა-თანამსმელის დაკრძალვაზე, და მან თავი დამამახსოვრა
საკმაოდ დამაჯერებელი მოსაზრებით იმის შესახებ,
რომ პოეტმა უნდა წეროს მხოლოდ ის და მხოლოდ ისე,
რასაც და როგორც დაწერდა შემდეგ, როცა ცხოვრება უკვე ჩავლილია,
მკვდრებს რომ წერა შეძლებოდათ. წლები გავიდა
და ჩვენ ერთმანეთს ისევ ვხვდებით, გვერდიგვერდ ვსხედვართ
და რამდენიმე ჭიქის შემდეგ, როცა სასმელი ეს-ესაა გვეკიდება
და ჯერ საერთო წასულების შესანდობარიც
არ შეგვისვამს, ის უეცრად იხრება ჩემკენ
და იგივეს მიმეორებს. სიტყვა-სიტყვით. დავიწყებია,
რომ ეს ოდესღაც უკვე მითხრა; რაც მთავარია,
დავიწყებია, თუ სად მითხრა, ვის ქელეხში. ვეღარ გათვალა,
რომ უკვე მეც მყავს ჩემი კაცი ჯოჯოხეთში
და მისგან ვიგებ ნებისმიერ იქაურ ტყუილს,
რომელიც ჩვენკენ, ცოცხლებისკენ, ერთადერთი უტყუარი სიმართლეა,
თუნდაც წერისას.


* * *
ერთი სული გაქვს, როდის ჩავიძინებ,
გამუდმებით ბრუნდები ჩემკენ.
გადმოიხრები და დამყურებ,
მაკვირდები, ხომ არ გატყუებ.

რომც გატყუებდე, რას შემატყობ:
თვალდახუჭული და უძრავი
ვწევარ და ვსუნთქავ.

დაიცდი, ისევ მაკვირდები:
ვწევარ და ვსუნთქავ.

ერთი სული გაქვს, რათა ადგე,
უხმაუროდ ჩაიცვა და გაიპარო.

ნუ იტანჯები, საყვარელო.
როგორც კი მართლა ჩავიძინებ,
თვითონვე გეტყვი.


–––
წყარო – http://kalmasoba.com/index.php?option=com_content&view=article&id=93:zviadratiani&catid=2:poem&Itemid=7
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyTue Feb 08, 2011 10:40 pm

ზვიად რატიანი - Page 3 Zviad_10

წიგნის დასახელება – "ნეგატივი (2009–1996)"
ავტორი – ზვიადი რატიანი
ISBN 978-99941-11-154-9
გამომცემლობა – "დიოგენე"
ყდა – რბილი
გვერდების რაოდენობა – 150
წელი – 2009
ფასი – 6.20
პრემია – "საბა–2010" ნომინაციაში: "წლის საუკეთესო პოეტური კრებული".

ზვიად რატიანი - Page 3 Logo-d11 - http://www.diogene.ge/index.php?catalogue

Idea
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyThu Feb 17, 2011 2:09 pm

ზვიად რატიანი - Page 3 Aaaaa_14

წყარო – http://www.thedirtygoat.com/images/excerpts/ext023i.html

The Dirty Goat 23 makes its first stop in the republic of Georgia with twenty-two pages of bilingual poetry from Zviad Ratiani, Besik Kharanuali and Givi Alkhazishvili – three of Georgia's most celebrated poets. Europe continues to shine wi...th stunning photography by Polish artist Staszek Koba, bilingual Dutch poetry by Menno Wigman, and a short story by Brigitte Kronauer, one of Germany's most dynamic writers. Contemporary Hebrew poetry makes its first appearance with ten pages of bilingual Hebrew and English poems by Ronny Someck. The Dirty Goat continues to celebrate the rich literary tradition of Latin and South America with a variety of work from a number of nations. Mexico figures heavily in issue 23 with bilingual poetry by Alberto Blanco and Miguel Gonzalez-Gerth and a very unique trilingual selection – Mayan, Spanish and English – by Briceida Cuevas Cob. Death and the Maiden, a hauntingly brilliant story by Uruguay's Juan Carlos Onetti, and the evocative poetry of Ecuador's Santiago Vizcaíno conclude our Latin American journey. A large selection of new American poetry is peppered throughout the issue, as well as Cassandra Lewis's Two Women on the Shore, a new drama inspired by the Edvard Munch woodcut prints. With a variety of literature from fifteen countries across the globe, The Dirty Goat 23 is not to be missed.

წყარო – http://www.thedirtygoat.com/backissues/dg23.html

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptySat Mar 16, 2013 10:00 pm



ზვიად რატიანი

ნეგატივი. 20 წლის შემდეგ

ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ
და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,
არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს
და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ
ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენში
ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა
რამე დაგვცდება – მხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში,
და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა.

– ჩვენ, ვინც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან
და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ.
ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას,
როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ.
ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ;
განსაკუთრებით თუკი სურვილს თვითონ იჩენენ.
ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს,
ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ.

– ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს.
არც სხვას დავიხმართ; მითუმეტეს – თუა ნაცნობი.
ვინც მუდამ ვცდილობთ, არავისგან გავირჩეოდეთ
არც სისუსტით და, მთავარია, არც ვაჟკაცობით.

– ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე ვუსმენთ ყოველთვის,
რომ მეზობელმა არ გაიგოს, ქვეყნის ავ-კარგი
ჩვენც რომ გვადარდებს. და როდესაც იქ უცხოეთის
სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი,
უფრო სწორად კი დასამალი, არაფერია,
ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთ
და ვაღებთ ფანჯრებს. ვინც ვიცინით, როცა მღერიან,
და მაშინ ვმღერით, როცა ირგვლივ ყველა სლუკუნებს.


– შვილო, ჩვენ განა გაჩენიდან ასე ვიყავით,
დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმა
შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი,
შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა –
ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული
დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით
ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით, ენა, მამული,
სარწმუნოება…
შავლეგ, შენი…
სულ შენი, შენი,
შენი ბრალია ყველაფერი! ჩვენს ცას, მხიარულს,
შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები
და გაგვახედე უფსკრულისკენ, სამოთხეაო;
ჩვენ ვიწამეთ და გვიხაროდა, როგორ ვმრავლდებით,
როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ,
დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ. ჩვენი ლოცვები
არ დარჩენილან უპასუხოდ – მალე ისმინეს,
ანუ მალევე დავაჩერდით ტყვიით მოცელილ
ჭაბუკს, რომელიც იცინოდა… პირველს… მეასეს…
და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი, მერე შევცვივდით
ბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ,
და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით,
ამოვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი,
ყველა ოცნება; საკუთარ თავს სიტყვა მივეცით,
რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით
ამ დაცინვისთვის: ისარგებლა ჩვენი სიბეცით
და ჩვენი ხელით მოისურვა გამოსაშვები,
მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა-განტვირთვა;
გადახალისდა მისი მიწა მკვდარი ბავშვებით,
ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდა
ყველა, – ჩვენს გარდა, – ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა,
რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით ვუწვებით
და ასე ვხდებით უკვდავები.
ნუ გეცინება,
ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი
და საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით,
როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს,
რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები,
ხოლო წვერებით – თითო წყვილი ყვითელი ეშვი.
ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითქოს ელოდნენ
და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი –
უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით.
ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ.


– და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,
ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,
მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ
და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ.
ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ
იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად
ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,
სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან
და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის
მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები
და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში,
თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით
და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს,
ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს,
უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის
გაუმააარ…
ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 EmptyWed Apr 22, 2015 11:41 am

ზვიად რატიანი

შენთვის შეიძლება

შენთვის შეიძლება. უკითხავად შემოაღე ოთახის კარი
და დაინახე მამაშენი საწერ მაგიდასთან.
მონადირე მამაშენი. კურდღლებზე და
წვრილ ჩიტებზე მონადირე,
რომელსაც ზარავს წარმოდგენაც,
რომ შენ, შესაძლოა, მისი იმედი გაქვს.
გაწყდნენ კურდღლები მის ტყეებში,
მხოლოდ ავი მხეცები ღრენენ.
წვრილი ჩიტებიც დაცოტავდნენ მის მინდვრებში,
მხოლოდ გველები სისინებენ.
დაირცხვინა მამაშენმა, ვერაფერი მოინადირა.
ვერც კი შებედა იმ ტყეებში და მინდვრებში.
ფიქრიც კი ზარავს,
რომ შენ, ვინ იცის, თანაუგრძნობ მის თავგანწირვას
და ზოგჯერ კიდეც გესიზმრება,
როგორ ებრძვის ღამეულ მხეცებს,
როგორ მისდევს და გაურბის,
ეწევა, უსხლტება.
ის კი იჯდა მთელი ღამე საწერ მაგიდასთან,
კალამს ფურცელზე აკაკუნებდა
და ცდილობდა, შიში კანქვეშ შეემწყვდია: ბებერი ძაღლი,
ნადირობისთვის, რახანია, უვარგისი.
მამაშენი ბრძენი კაცია
და ჯერ სიკვდილს არ აწუხებს, ურჩევნია, ყველამ დაცინოს,
ოღონდ არავინ შეიცოდოს. ვის აქვს უფლება
დაინახოს, როგორ მიდის შინისაკენ ხელცარიელი
და უკუღმა, ლულით ქვემოთ, ჰკიდია თოფი;
როგორ გდია მაგიდაზე მისი ხელი –
უხილავი კალმით თითებში,
ხილული კი სკამქვეშ გდია.
უკითხავად შემოაღე ოთახის კარი
და ააცალე მაგიდიდან კალმის წვერით
დაჩხვლეტილი ფურცლის ნაგლეჯი,
დახიე და გადააგდე. შენთვის შეიძლება.


დახურული სასაფლაო

შენ რას ელოდი? ფერს შეიცვლიდა საფლავის ქვა
თუ მიწა ამოღერღავდა სიტყვებს?
მკვდარი უნდა დამარხო და დაივიწყო მისი საფლავი.
მათ არ ჭირდებათ. შეგიძლია ყველაფერი დააბრალო
ამის გარდა. შეგიძლია ამის გარდა
არაფერი დააბრალო. მითუმეტეს, ჩვენ არ გვჭირდება
სახლიდან გასვლა ძვირფას მკვდართან მისასვლელად;
დააკვირდი ამ საფლავებს – აქ მკვდარს რა უნდა?
მკვდარი უნდა დაასვენო. არაფერი მოგჩვენებია,
როცა რაღაც გეუცხოვა, როცა რაღაც მოისაკლისე,
როცა თვალი ვერ მოკარი მესაფლავეებს,
როცა ვერსად დაინახე
რამდენიმე საათის წინ გაჭრილი მიწა,
როცა ვერსად დაინახე თუნდაც ერთი ახალი საფლავი –
ნედლი ბორცვი, ხმელი ყვავილებით.
ხედავდი მხოლოდ საფლავების მომვლელ ქალებს,
რომლებიც ისხდნენ ორმაგ ჩრდილში
ქვემოდან – მკვდრების, ზემოდან – ხეების,
და უდროო დროს შეაწუხე, სწორედ მაშინ, როდესაც ჭამდნენ.
„აქ აღარავინ იმარხება. ეს სასაფლაო
შვიდი წლის წინ გადაივსო. ბოლოს დახურეს“.
და ჩემი გულიც, ღმერთო ჩემო, ჩემი გულიც!
აკი ისიც გადაივსო. აკი იქაც აღარ დარჩა არცერთი გოჯი,
რათა თუნდაც მკვდარი ჩიტი ჩაიმარხოს,
მითუმეტეს – ადამიანი!
ერთის ადგილიც ვერ დავზოგე, ვერ შევინახე,
როგორც ბოლო ტყვია მასრაში.


ჩრდილი

დავიღალე და ჩრდილში წამოვწექი.
ჩრდილი გასრიალდა.

ჩრდილი იმისაა – უნდა გასრიალდეს.
მაგრამ უფრო ნაზად და ფრთხილად:

კანი არ უნდა აგაფხრიწოს და გაიყოლოს.
არც ფრჩხილები. არც წამწამები.

ჩრდილი იმისაა – უნდა გასრიალდეს,
მაგრამ უფრო უხმოდ და სწრაფად:

ვერ უნდა შეძლო მის კიდეზე ხელის წავლება,
უკან მოთრევა, ნადავლის წართმევა.

დავისვენე და გზა განვაგრძე
(ბოლო სტრიქონი ჩრდილში ჩარჩა).


„ლიტერატურული გაზეთი“, 27 მარტი - 9 აპრილი, 2015, # 6 (142)

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ზვიად რატიანი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ზვიად რატიანი   ზვიად რატიანი - Page 3 Empty

Back to top Go down
 
ზვიად რატიანი
Back to top 
Page 3 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: