არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 თამრი ფხაკაძე

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyWed Apr 25, 2018 1:47 pm

თამრი ფხაკაძე - Page 2 Aaaaa_10

თამრი ფხაკაძე

ვარიაციები თემაზე „მეორადი სევდა“ ანუ რა შეიძლება აღმოაჩინოს კაცმა "ძონძებში" ნაყიდი პიჯაკის ჯიბეში


დანიელს პიჯაკი იმდენად კარგად მოერგო, რომ უცხოობის განცდა მის მიმართ წამითაც არ გასჩენია.
უცნაური, მშობლიური სითბო შემოედო მხრებზე, ზურგზე... ამ სითბომ გაიკვლია გზა მის დაღლილ, გაგრილებულ გულამდე და ოდნავ , სულ ოდნავ იმედიანად დააწყებინა ძგერა. იგივე სითბო წადინდა განურჩევლობის მდორე ტბაში ჩაძირულ მის ტვინამდე და ზევით, დავიწყებული მზიან–ლურჯციანი ზედაპირისკენ უბიძგა.
განა რა იყო? თხელი შალის რუხი, შეუმჩნევლად დაყოლებულ შავზოლებიანი პიჯაკი, რომლის ოდნავ მომჭკნარი ეტიკეტი იუწყებოდა – „J & T”. მეტს არაფერს. ღილ–კილოებთან, ჯიპისპირებსა და საყელოს ნაკეცზე ქსოვილის ოდნავი გაცრეცილობა ცხადჰყოფდა, რომ პიჯაკის პატრონს თუმც დანდობილად და ფაქიზად, მაგრამ მაინც ევლო მასში გამოწყობილს გაზაფხულის შემტევ და შემოდგომის მელოდრამატულ მზეზე, ევლო ქარშიც და წვიმაშიც, მიეკიდა იგი სკამის საზურგეზეც და ლურსმანზეც...იღლიიდან ბეჭის გავლით მხრისკენ ამავალ ნაკერზე პაწაწინა ნარღვევის არარსებობაც კი მიუთითებდა იმაზე, რომ კაცი, რომელსაც პიჯაკი ეცვა, იყო თანაბარი და გაწონასწორებული მოთხოვნილებების, რამეთუ ისე გაცრიცა სამოსი, რომ მის ყალიბს არ გასცდენია, არ გადაუჭარბებია მისი გვირისტოვანი საზღვრებისთვის და ვიდოდა ხალვათად ბოლომდე, ანუ იმ წამამდე, როცა პიჯაკი საქველმოქმედო სულისკვეთებით გაიხადა და „მეორადი სამოსელის“ სამყაროს გადასცა.
დანიელს თავისი 55 წლიანი სიცოცხლის მანძილზე ბევრი პიჯაკი სცმია, მაგრამ იმის მსგავსიც არაფერი უგვრძნია, რასაც ახლა გრძნობდა. ეს იყო ენითუთქმელი მ ი გ ნ ე ბ ი ს განცდა. გაუგონარი სიმყუდროვე. შვება.
თვით ქლორის მყრალი სუნიც კი, რაც „მეორადი“ სამოსის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, მოგონებებში გაფანტულ რომელიღაც ძალიან ნაცნობ და ძვირფას სურნელად მოეჩვენა. თითქოს დედის კალთის... თითქოს შორეული, ძვირფასი ხელებით მოზელილი, ახლადგამომცხვარი პურის...
დანიელი უყურებდა ამ აქოთებული სოროს კუთხეში მიკიდებული სარკის ნატეხში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას და ვერ ხვდებოდა რა, მაგრამ რაღაც უხაროდა.
მხრებში გაიშალა და საკუთარ გაიღიმა.
– ძალიან გიხდებათ, – დაღლილი, უფრული ხმით ამცნო გამყიდველმა ქალმა იატაკზე დახვავებული ტანსაცმლის მიღმიდან.
დანიელი მთელი ტანით, მხედრული მოხდენილობით შებრუნდა ხმისკენ, რათა თავისი აღტაცება და კმაყოფილება გაეზიარებინა ქალისთვის, მაგრამ ქალი ვერ დაინახა. მხოლოდ ცარიელი , მოღვენთილი კაბები მიფენილ–მოფენილიყო აქეთ–იქით. ოდესღაც სხვადასხვა ფერ–ხორცის მქონე, სხვადასხვანაირი სიცილ–კისკისის თუ ოხვრა–კვნესის შემძლე ქალებით გამოტიკნილი, აწ კი დაჩუტული, უარყოფილი კაბები...
გარეთ, მოძულებულ–გამეტებული სამოსელით გამოტენილი მიწურის წინ ასფალტი წვიმამ მოასველა და ქარმა სწორედ ამ სამოსელივით მოძულებული და გამეტებული ყვითელი ფოთლები შემოყარა. პირველი, ზამთრისპირული სუსხი დაძრულიყო ქალაქისკენ. პირველი სიცივის თხელი, გამჭვირვალე ტალღა.
დანიელმა კიდევ უფრო მყუდროდ, თბილად და დაცულად იგრძნო თავი ამ საოცარ პიჯაკში. გამყიდველს ამ უზარმაზარ სიმყუდროვე–სითბო–დაცულობასთან სწორედ რომ შეუსაბამოდ პატარა თანხა, სწორედ რომ გროშები დახლზე დაუდო და ქუჩაში გამოვიდა. პიჯაკის გახდის არავითარი სურვილი არ ჰქონდა. არავითარი ბუნდოვანი დაავადებები და მათი გადამტან–გადმომტანი ტრანსკონტინენტური მიკრობები არ ანაღვლებდა. საყელო წამოიწია და ნახევარი საათის წინანდელთან შედარებით ბევრად თავდაჯერებული ნაბიჯით მიჰყვა ტროტუარს.
ქარს წვიმა დაეძლია. ქროდა, ქუჩებს სისინით აშრობდა.
დანიელმა სკვერს მიაშურა. იქ ქარი საქანელებს აჭრიალებდა და რომ არა ამ პიჯაკის ჯადოსნური, , დედის წიაღივით საიმედო თავშესაფარი, დანიელს ეს მიუსაფარი ჭრიალი უთუოდ გაუსაძლისი სევდით აავსებდა...

2010

study


Last edited by Admin on Wed Dec 12, 2018 1:24 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyWed Apr 25, 2018 1:49 pm

თამრი ფხაკაძე - Page 2 Tamri_15

თამრი ფხაკაძე

„საბავშვო ლიტერატურა ბედნიერების კუნძულია“

Lindgren Memorial Award (ALMA) ერთგვარი საბავშვო ნობელის პრემიაა – უმნიშვნელოვანესი ამ სფეროში მოღვაწე ნებისმიერი ავტორისთვის, რადგან ყველასთვის საყვარელი მწერლის სახელს უკავშირდება. პრემია შვედეთის სახელმწიფომ 2002 წელს დააარსა (სწორედ ამ წელს გარდაიცვალა ასტრიდ ლინდგრენი) და ყოველწლიურად გადასცემენ მწერლებს, ილუსტრატორებს, დიქტორებს, რომელთა ნამუშევრები ყველაზე ახლოს დგას დიდი მწერლის შემოქმედებასთან. ALMA შესაძლოა მიენიჭოს პირს ან ორგანიზაციას, რომელიც ბავშვებში წიგნისა და კითხვის პროპაგანდას ეწევა. მისი მიზანი საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურისადმი ინტერესის გაზრდა, ბავშვთა უფლებების დაცვა და კითხვის პროცესში ახალგაზრდა თაობის ჩართულობაა.
გამარჯვებულს ავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან საბავშვო მწერლები, ლიტერატორები, კრიტიკოსები, ილუსტრატორები და ბიბლიოთეკარები. როგორც წესი, ერთ-ერთი წევრი ასტრიდ ლინდგრენის ოჯახის წარმომადგენელია.
შარშან მაგალითად, ეს პატივი მწერლის შვილიშვილს, ანიკას ერგო. ლაურეატის ვინაობა 31 მარტს ირკვევა, დაჯილდოების ცერემონიალი კი მაისის თვეში იმართება. კონკურსის საპრიზო ფონდი 5 მილიონი შვედური კრონია.
სხვადასხვა დროს ALMA-ს ლაურეატები გახდნენ ცნობილი ამერიკელი საბავშვო მწერალ-ილუსტრატორი მორის სენდაკი, ინგლისელი ფილიპ პულმანი (ქართველი მკითხველი მას „ოქროს კომპასის“ ტრილოგიით იცნობს), ავსტრალიელი შონ ტანი და სხვები. პირველად ამ პრემიის ისტორიაში შარშან შვედეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა. საპატიო პრემია და ფულადი ჯილდო საბავშვო მწერალს, ბარბარა ლინდგრენს ხვდა წილად, რომლისთვისაც კარიერის დასაწყისში საქმიანი რჩევები თავად დიდ ასტრიდს მიუცია.
წლევანდელი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ბოელ უესტინი გახლავთ. სწორედ მან დაასახელა 9 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ALMA-ს ნომინანტები, რომელთა შორის საქართველოდან ილუსტრატორი სოფიო კინწურაშვილი და მწერალი თამრი ფხაკაძე არიან. ისინი პრემიაზე საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წარადგინა. ქალბატონ თამრის სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ვეწვიეთ.



- ლინდგრენის პრემიაზე წარდგენა მწერლისთვის არცთუ უმნიშვნელო ფაქტია, რა ემოცია გქონდათ, როცა ამის შესახებ შეიტყვეთ?

- ძალიან მნიშვნელოვანი საბავშვო კონკურსია, რომელშიც მთელი მსოფლიო მონაწილეობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ პრემიის ნომინანტობაც. ეს ერთგვარი აღიარებაა შენი ქვეყნიდან. ამას წინათ რუსი მწერლისა და პოეტის, სერგეი მიხალკოვის ბიოგრაფიას ვკითხულობდი, სადაც განსაკუთრებულად არის აღნიშნული, რომ 2009 წელს ლინდგრენის პრემიის ნომინანტი იყო. წელს 61 ქვეყნიდან 197 კანდიდატია წარდგენილი.

- ვინ არიან დანარჩენი ნომინანტები, თუ იცით რამე მათ შესახებ?

- ლინდგრენის პრემია მხოლოდ მწერლებისთვის არ არის გამიზნული. მათ გარდა ილუსტრატორები, პრომოუტერები და წარმატებული საბიბლიოთეკო ქსელებიც მონაწილეობენ. არცთუ იშვიათად ლაურეატებიც ხდებიან. 2006 წელს ვენესუელაში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Banko del libro-მ გაიმარჯვა, 2009 წელს პრემია პალესტინურ ორგანიზაცია Tamer institute for Community Education-ს მიანიჭეს, რომელიც ღაზას სექტორში საბავშვო წიგნის პოპულარიზაციას ეწეოდა. ამ კონკურსში მონაწილე მწერალს გარკვეული ბეგრაუნდი უნდა ჰქონდეს. მხოლოდ ერთი წიგნით წარდგენა იშვიათია, თუ ძალზე მასშტაბური ქმნილება არ არის. მე მთელი ჩემი შემოქმედებით წარმადგინეს.

- ეს ყველაფერი ნათარგმნი უნდა იყოს?

- პირველ ეტაპზე აუცილებელი არ არის. თავიდან ინტერესდებიან, რამდენად აქტუალურია შენი სახელი და ნაწერები ინტერნეტ-სივრცეში - ვებ-გვერდიდან დაწყებული, სოციალური ქსელების ჩათვლით. მომდევნო ეტაპზე ჟიური ნომინანტის შემოქმედებას ეცნობა, ამისათვის კი მისი თარგმნაა საჭირო. არ ვიცი, ვის ევალება და ვინ განახორციელებს ამას ჩემ შემთხვევაში, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა: პრემიაზე წარდგენილი მწერალი ქვეყანამ შუა გზაზე არ უნდა მიატოვოს. მათ საიტზე წავიკითხე, რომ მესამე ეტაპზე დაწვრილებით უნდა შეისწავლონ ავტორების შემოქმედება. როგორ შემისწავლიან, სულ ცოტა ხუთი ზღაპარი მაინც თუ არ ითარგმნა?

- ნომინანტი ავტორი რაიმე განსაკუთრებულ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს?

- განსაკუთრებულს არაფერს ითხოვენ, მაგრამ იმ ღირებულებებისა და ფასეულობათა ერთგულება, რაც ლინდგრენის შემოქმედებისთვისაა ნიშანდობლივი, აუცილებელია. ყველამ ვიცით, როგორია მისი წიგნები – ლაღი და თავისუფალი, როგორც პეპი. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია მწერლობამ ბავშვს თავისუფალი აზროვნებისა და ქმედების ჩვევა ჩამოუყალიბოს. გაწკიპინებულ სტილსა და გაზეპირებულ ზრდილობას არ მოითხოვენ. პირიქით, ეს კონკურსი ჩარჩოებს ებრძვის, რაც ძალიან მომწონს. ჩემს წიგნებშიც სწორედ ეს მუხტი დევს, თუმცა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ჟიურიმაც დაინახოს და შეაფასოს, მათი თარგმნაა საჭირო. ველოდები, როდის შემეხმიანებიან, რადგან თებერვლამდე, როცა ტექსტები უნდა გადავცეთ, დიდი დრო აღარ დარჩა.

- რას შეარჩევდით თქვენი შემოქმედებიდან ამ კონკურსისთვის?

- „გრძელცხვირა ჯადოქარ მარსიას“, „მეფე ბუთხუზ პირველსა და სხვებს“. ეს არის ვრცელი სათავგადასავლო ზღაპარი, რომელიც რამდენიმე წლის წინ პრემია „ოქროს ბუმბულის“ გამარჯვებული გახდა. არაჩვეულებრივი ილუსტრაციები აქვს, რომელთა ავტორი ნანა მელქაძე გახლავთ. გამოსაცემად გამზადებული წიგნი გამომცემლობა „ტრიასში“ დევს, მაგრამ სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო, რომელიც უფასო სახელმძღვანელოების თემას გადაეჯაჭვა, მოლოდინის რეჟიმშია. ეს ძალიან კეთილი პროექტი იყო, რომელიც მშობლებსა და ბავშვებს დაეხმარა, მაგრამ გამომცემლობები და ავტორები დააზარალა. სხვათა შორის, ბავშვებიც, რადგან აქ ჩემი სამი წიგნი გაჩერდა, იქ – ვიღაცის ორი და საბოლოოდ ეს ყველაფერი მკითხველს დააკლდა. უფრო გააზრებული ნაბიჯი იყო საჭირო, თუმცა ეს სხვა თემაა. ისევ კონკურსს დავუბრუნდები: გავაკეთებდი „გრძელცხვირა ჯადოქარ მარსიას“ ანოტაციას და პირველ თავს ვთარგმნიდი. აქედან უკვე გასაგებია, რა ტიპის ტექსტია – იუმორით სავსე, დაძაბული სიუჟეტით, ჩახლართული ამბებით.

- ამბების მოყოლა თქვენი სტიქიაა.

- ძალიან მიყვარს ამბავი - სადიდო ტექსტებში, საბავშვოში და ლექსებშიც კი. ვიღაცისთვის სწორ ხაზზე სიარული უფრო მისაღებია, ფიქრებში ხეტიალი, სიღრმეებში ჩასვლა, მე კი წრეზე სიარული მიყვარს, ამბების ქსოვა. საბავშვო ტექსტებში ეს კიდევ უფრო მძაფრად უნდა იგრძნობოდეს. ჩემი ოცნებაა გავაკეთო „365 პლუს ერთი ძილისპირული თამრისგან“. აქედან 100-მდე უკვე დაწერილი მაქვს, თუმცა უდროობა მიშლის ხელს. ეს ჩემი ყველაზე დიდი პრობლემაა. სამწუხაროდ, არსობის პურს ჩვენთან შემოქმედებით ვერ იშოვი, ამიტომ ისეთი საქმის კეთება გიწევს, რაც უამრავ დროს და ენერგიას გართმევს. გამოდის, რომ მორჩენილ დროში ვწერ, არადა, მერჩია, პირიქით ყოფილიყო. მეოთხე წელია რომანს ვეჭიდები. ორი საბავშვო პოემა მაქვს დაწყებული და მხოლოდ დილაობით ვიცლი მათთვის. აქამდეც ასე იყო. რომანი „(შ)ორი მე“ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იატაკქვეშეთში გავაკეთე. იმ პერიოდში „ინტერნიუსში“ ფილმების რედაქტორი ვიყავი და ქურდულად, მუშაობის პარალელურად ვწერდი. საკუთარ თავს ვპარავდი დროს. სწორედ ამას მიეძღვნა რომანი CV, რომლის მთავარ გმირს ლეთარგიულად დაეძინება და იმქვეყნად აღმოჩნდება, სადაც ყველანაირი პირობა აქვს წერისათვის, მაგრამ არ გამოსდის. ექსტრემალურ ვითარებაში მუშაობას შეჩვეული, უკან დაბრუნებას ნატრობს. მეც იგივე მჭირს, ექსტრემალურ წერას მივეჩვიე. ალბათ ამიტომ იყო პენმარათონი ჩემი სტიქია. მარტო მე არ ვარ ასე. ბევრი თანამედროვე მწერალია მსგავს პირობებში. ვინ არ წვალობს? ვერავის დაგისახელებთ, ვინც მორჩენილ დროში არ წერს. წავიდა ზურა რთველიაშვილი შვედეთში და ალბათ ის ცხოვრობს წერით. ასევე აკა მორჩილაძე – ლონდონში, თუმცა აკა განსაკუთრებული მოვლენაა, ჰიპერაქტიული მწერალი, რომელსაც წერა ყველა ვითარებაში შეუძლია. ამ ყველაფერს ქალობაც ემატება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს პრობლემებს.

- მწერლისთვის სქესი ხელისშემშლელია?

- ხელოვანისთვის ხელისშემშლელია. ალბათ ამის გამოა დარღვეული გენდერული ბალანსი შემოქმედებაში და არა იმიტომ, რომ კაცის ტვინს უფრო დიდი გაქანება აქვს, ვიდრე ქალისას, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ. ქალს უფრო მეტ ყოფით წვრილმანზე უწევს ფიქრი.

- ვერ დაგეთანხმებით, რადგან ბოლო 20 წელიწადში არცთუ ცოტა მწერალი ქალი გამოჩნდა, რომლებიც ურიგოდ არ წერენ.

- საბედნიეროდ, მწერლობაში მათმა რიცხვმა იმატა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მხატვრობაში, კინოსა და თეატრში ბევრი ქალია. კაცი უფრო გლობალურად უყურებს მოვლენებს, აქვს ამის ფუფუნება, ქალი კი ასე ცხოვრებას ვერ ახერხებს.

- მთელ მსოფლიოში საბავშვო ლიტერატურა ძალიან მომგებიანი სფეროა გამომცემლობისთვისაც და ავტორებისთვისაც, ჩვენთან რა ხდება ამ თვალსაზრისით?

- მომგებიანი ნამდვილად არის, მაგრამ არა ავტორისთვის. 15 საბავშვო წიგნი მაქვს დაწერილი, რომ არ ჩავთვალოთ გადმოქართულებული და გაპიესებული ტექსტები. ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა იმისთვის, რომ მორჩენილ დროში არ ვწერდე. ვოცნებობ, გამომცემლობებისგან ჩემი წიგნები გამოვისყიდო და თავად განვკარგავდე მათ ბედს, თუმცა ამ ეტაპზე ეს ძალიან რთულია. სერიოზულ საწყის კაპიტალს მოითხოვს.

- ახალ რომანზე მუშაობთ, რომელსაც „თურმელები“ ჰქვია. როდის გამოვა ეს წიგნი?

- ეს ჩემი მეოთხე რომანია, საგა ერთ დიდ საგვარეულოზე, სადაც ერთმანეთს ეჯაჭვება ირეალური სამყარო და რეალობა. ამიტომაც უწოდეს ასეთ სტილს მაგიური რეალიზმი - მარკესის სტილს ვგულისხმობ, სადაც მისტიკური ამბები რეალისტურადაა მოთხრობილი. სხვათა შორის, სიურეალიზმი ყველა ჩემს რომანში ფიგურირებს, ნამდვილ ცხოვრებას მხოლოდ მოთხრობებში აღვწერ. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს გამოუვალ მდგომარეობაში მისტიკის მოხმობა. ამას წინათ ერთმა ქალბატონმა დამირეკა და მითხრა, რომ CV-ში აღწერილი მიღმური სამყარო თავისი შრეებით ძალიან ჰგავს იოანეს გამოცხადებას „ახალი აღთქმიდან“. რომ ვუთხარი, სასულიერო ლიტერატურის ღრმა ცოდნით ვერ დავიკვეხნიდი, გაოცდა. ახლა ვაპირებ დეტალურად წავიკითხო, ასეთი რა დამთხვევაა. ფაქტია, როცა ვწერდი, მიწაზე მყარად არ ვიდექი. ჩართული მქონდა დარიო მარიანელის მუსიკა, სადაც საბეჭდი მანქანის კაკუნი ისმის – - მწერალი რაღაცას წერს, ამ დროს მეც ვაკაკუნებდი და თითქოს ტრანსში გავდიოდი. ძალიან მიჭირდა რეალობაში დაბრუნება, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც ჩემს გარდაცვლილ მეგობარზე, დინარაზე ვწერდი. სხეულებრივად ვგრძნობდი მასში შესვლისა და გამოსვლის მომენტებს - ძალიან ახლოს მყავდა, სადღაც აქვე იყო. ხანდახან ვტიროდი კიდეც. რაღაც უცნაური ხდებოდა, თითქოს ამ ყველაფერს კი არ ვწერდი, უბრალოდ ვატარებდი. ამას ახლა ვაანალიზებ, მაშინ არ დავფიქრებულვარ.

- ანუ, ამ შემთხვევაში წერა არ არის მხოლოდ ნააზრევის ფურცელზე გადმოტანა?

- სრულებითაც არა. ეს იყო რაღაც ირეალური, მისტიკური პროცესი: მე, ავტორი უკან მივყვებოდი მოვლენებს. წერის დროს საკუთარ თავს გვერდიდან ვხედავდი. სხვათა შორის, ამ წიგნს ბედი არ ერგო, რაღაცნაირად ჩაიძირა.

- არადა, ურიგო რომანი არ არის.

- მეც ასე ვფიქრობ. ის კი არა, შეიძლება უკეთესი ვეღარც დავწერო.

- ცოტა მძიმედ კი იკითხება, ემოციურ ფონს ვგულისხმობ.

- გეთანხმებით, თუმცა არც სიმსუბუქე აკლია. შედარებით მძიმეა შუა ნაწილი, სადაც კონსილიუმი მიმდინარეობს. სხვათა შორის, ვანგა, ფროიდი, იუნგი, კასტანედა და სხვები იმდენად თავისთავად შემოდიოდნენ ტექსტში და ისე უნდოდათ ამ წიგნში მონაწილეობა, მეგონა, მე არაფერ შუაში ვიყავი. ხელახლა რომ დავიწყო ამ რომანის წერა, არცერთი წინადადებით არ შევამცირებდი. ზუსტად ისე დავტოვებდი, როგორიც არის.

- დიდხანს მუშაობთ დაწერილ ტექსტზე?

- თითქმის არასოდეს. შეიძლება წერტილ-მძიმე ჩავასწორო. ხანდახან გონებაში რაღაც ადგილს ვასწორებ და აღმოჩნდება, რომ დედანში ზუსტად ისე წერია, ამიტომ ამ საქმეს თავი დავანებე. ტექსტზე გზადაგზა იმდენს ვმუშაობ, ზედმეტ წვალებას აღარ ითხოვს.

- ახალი რომანი რა პროცესშია?

- ფინალისკენ მივდივარ. ორი ვარიანტი მაქვს: შემიძლია ერთი თავის შემდეგ დავასრულო ან კიდევ გავაგრძელო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. საკმაოდ მძაფრსიუჟეტიანი რომანია, რომელიც თურმელების საგვარეულო განძის ისტორიას მოგვითხრობს. თურმელები არარსებული გვარია, „თურმე“-დან მოდის. მისტიკა აქაც არის, თუმცა არც ამბების ნაკლებობაა. მაგალითად, აღვწერ სახლის ერთ-ერთ ოთახს და შემდეგ ჩავურთავ, რა მომხდარა ერთხელ ამ ოთახში; აღვწერ სამზარეულოში მდგარ ბუხარს და მასთან დაკავშირებულ ისტორიას ვყვები. პატარ-პატარა ამბები სულ არის. ამბების გიჟი ვარ. ტრანსპორტშიც კი სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე ადამიანების მონათხრობს. მიყვარს ადამიანში შესვლა, თუმცა საკუთარ თავზე იგივეს ვერ ვიტყვი. ზომიერების ფარგლებში საკმაოდ გახსნილი ვარ, იმის იქით კი ჩემი სამყაროა და არავის ვუშვებ. სხვათა შორის, კასტანედა პიროვნების გახსნის სასტიკი წინააღმდეგია, გასაიდუმლოებული უნდა იყოო, ამბობს. ამიტომ არც მისი დაბადების ზუსტი თარიღია ცნობილი და არც ის – ცოცხალია თუ მკვდარი. ფოტოც კი არ შემორჩა. კასტანედას მოწაფე და მიმდევარი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შენი ცხოვრება ადამიანებს ზედაპირზე არ უნდა დაუდო. ძალიანაც რომ გინდოდეს, ბოლომდე მაინც ვერ გაიხსნები, რადგან თავადაც არ იცი, ვინ ხარ და რა გინდა - ცხოვრება გზადაგზა გხსნის.

- ამ რთული სამყაროდან როგორ ახერხებთ ისეთ ლაღ და მარტივ სფეროზე გადართვას, როგორიც საბავშვო ლიტერატურაა?

- ჩუკოვსკის ნაწარმოებებზე ვარ გაზრდილი. ბაბუა რუსი მყავდა და სულ მიკითხავდა მის არაჩვეულებრივ ლექსებს, ამიტომ ეს ყველაფერი სისხლში მიზის. მე თუ მკითხავთ, საბავშვო ლიტერატურას განსაკუთრებული მოხერხება არ უნდა: ან გამოგდის, ან - არა, თუმცა ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ბავშვებისთვის წერა უფრო რთულია.

- თქვენი საბავშვო ნაწერების, განსაკუთრებით, ლექსების კითხვისას ნამდვილად ვერ იფიქრებ, რომ ავტორს მათი წერისას უწვალია – წყალივით მიდის და ძალდაუტანებლად გამახსოვრდება – ბავშვსაც და დიდსაც.

- კარგად გამოგდის ის, რაც სიამოვნებას განიჭებს. ჩემთვის საბავშვო ლიტერატურა ამ ქაოტურ სამყაროში ბედნიერების კუნძულია. თუ მინდა, დილით კარგ ხასიათზე დავდგე, საბავშვო ლექსებს ვწერ. თან პროცესს ვიხანგრძლივებ - ყოველ დილით თითო სტროფს ვამატებ. ასე ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით დაიწერა ორი პოემა - „ბუზბუზელა“ და „ქონდრისკაცი ბაკი-ბუკა“. ცოტა ხანში დავასრულებ და გამომცემლობაში მივიტან – სხვამაც ხომ უნდა ისიამოვნოს? ორივე წიგნს ალბათ „პალიტრა L“ გამოსცემს - მათთან დიდი ხანია ვთანამშრომლობ. ეს ადამიანები პიროვნულადაც მიყვარს და ვფიქრობ, საზოგადოებამდე წიგნის მიტანისა და პოპულარიზაციის საქმეშიც დიდი წვლილი მიუძღვით. ჩემს ახალ რომანსაც სიამოვნებით ვანდობდი მათ.

- საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რომელს უფრო მიაკუთვნებთ საკუთარ თავს – საბავშვო მწერლობას თუ სადიდოს?

- ასე ვერ ვიტყვი. ერთმანეთს აბალანსებენ. ხანდახან რომანზე ვმუშაობ და ისე მოულოდნელად ამომიხტება ხოლმე საბავშვო თემა, გაანალიზებასაც ვერ ვასწრებ. პარალელურად შეიძლება მოთხრობა ვწერო. მატრიოშკებს ჰგავს - ერთმანეთში დევს და ყოველ ჯერზე ახალი თოჯინა ამოდის.

- ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ლინდგრენის პრემიაზე საბავშვო შემოქმედებით აღმოჩნდით. როგორ ფიქრობთ, გაქვთ გამარჯვების შანსი?

- მინიმალური შანსი ყველა მონაწილეს აქვს. სხვათა შორის, მწერლების რიცხვი არც ისე ბევრია - 20-მდე ვიქნებით. მეტი წილი ორგანიზაციებს, საბიბლიოთეკო ქსელებს, პრომოუტერებს უჭირავთ. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დამიდგება გვერდში სახელმწიფო, რას თარგმნიან და რამდენად მსუყედ და გემრიელად მიაწოდებენ ამ ყველაფერს ორგანიზატორებს.

ესაუბრა ნანა კობაიძე

„ლიტერატურული გაზეთი“, # 133, ინტერვიუ 14 - 27 ნოემბერი, 2014

* http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/112998/1/Literaturuli_Gazeti_2014_N21.pdf

Exclamation

NPLG Official
Published on Mar 10, 2015
მწერალი თამრი ფხაკაძე და ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი გიორგი საბანაძე ასტრიდ ლინდგრენის პრემიის შესახებ საუბრობენ.


study


Last edited by Admin on Tue Mar 19, 2019 10:37 am; edited 12 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyWed Apr 25, 2018 1:50 pm



მაკნატუნა
(სპექტაკლი ერთ მოქმედებად)

ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის მიხედვით
ინსცენირების ავტორი - თამრი ფხაკაძე

რეჟისორი - ირაკლი გოგია
მხატვარი - მარიკა კვაჭაძე
ქორეოგრაფი - გიორგი ტიელიძე
რეჟისორის თანაშემწე - რუსუდან შოშიტაშვილი

მონაწილეობენ:
* დროსელმეიერი - გიორგი ცხადაძე
* ბაზელ ბუზელი - გიგი მიგრიაული
* პრინცესა მარი - მაიკო ვაწაძე
* ერიხ გრძელკუდა, მაიმუნი - მიშო არჩვაძე
* თაგვილდა - ნინო ციმაკურიძე
* მეფე ; III - ესწავლული - ჯაბა ჯაფარიძე
* დედოფალი - თინა გვაზავა
* ფრიცი ; ნუშის პრინცი - გაგა მახათაძე
* ცერემონმაისტერი, რაჯი , I სწავლული - თემო რეხვიაშვილი
* ფინიკეთის მეფე ; II - ე სწავლული - იუკა ვასაძე
* დედოფალი ფინიკია; სპილო; მყიდველი - თამთა პატაშური
* პრინცესა ფინიკიტა; თაგვი; მსახური , სპილო - გვანცა ენუქიძე
* მსახური, მყიდველი, გველი; თაგვი - შორენა ზუბიაშვილი
* მსახური; მყიდველი, ვეფხვი ; თაგვი - ვერონიკა კალანდარიშვილი
* მსახური; თაგვი; ვეფხვი- ლელა იაკობიძე

ანოტაცია:
შობა, ყველაზე ზღაპრული, ყველაზე ლამაზი და ჯადოსნური დღესასწაული ახლოვდება, შობის ღამეს კი უშნო კაკლის სატეხი თოჯინა - მაკნატუნა, რომელიც უკვე ორასი წლისაა, აუცილებლად ლამაზ უფლისწულად უნდა იქცეს.

პრემიერა - 2015 წლის 12 დეკემბერი
ახმეტელის თეატრი

ბმული:
* http://www.akhmetelitheatre.ge/geo/#!/repertoiredetail/75
* https://youtu.be/2q6H-4E4eFo
* http://kvira.ge/224761?fbclid=IwAR2hpbrFLhq3p0GOzpo0ZqeIl9v9MDZL7dXXW_NoUm_1iJ2RmtadRq_K0Ok

თამრი ფხაკაძე - Page 2 Maknat10


study


Last edited by Admin on Wed Mar 06, 2019 9:21 am; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyWed Apr 25, 2018 1:53 pm

თამრი ფხაკაძე - Page 2 Tamri_14
Tamri Pkhakadze, 2011

თამრი ფხაკაძე

ვიზიტი ექიმთან

იმხანად, როცა შორეულ ბრაზილიაში ბერიკაცმა აპარესიდო კასტალდომ გადაწყვიტა ცოლად მოეყვანა თავისი საყვარელი თხა, სახელად კარმელა...

და იმხანად,როცა შეერთებულ შტატებში ალაგ–ალაგ მოვიდა თოვლი,რომელიც ცეცხლის სიმხურვალისგან წყლად კი არ დნებოდა, არამედ შავ კუპრად...

იმხანად, როცა ჩრდილო კორეამ კიდევ ერთხელ ნახა საამურისიზმარი, თითქოს მზეზე ადამიანი დასვა (ჩრდილოკორეელი, რაღა თქმა უნდა)...

იმხანად, როცა ვნებადაუოკებელ ნიდერლანდში გაუგონარიგაქანების ეროტიული ქალაქის აღმშენებლობა წამოიწყეს...

და როცა საფრანგეთში მაინც, აი, მაინც იქორწინეს ერთურთზემხარბეჭიანმა ვაჟკაცებმა ბრუნომ და ვენსანმა...

იმხანად, როცა რუსეთმა საზღვარი კიდევ 11 კილომეტრითგადმოუჩოჩა ჩვენს პატარა საქართველოს...

და კიდევ ბევრი ამდაგვარი ამბის ხანად...

ქართლოსი ექიმთან მივიდა.

ხოლო კარზე, რომელშიც ქართლოსი უნდა შესულიყო, ეწერა:

„ფსიქიატრიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ენრიკო გიშველიძე–უმროსი“.

და ქართლოსმა გაიფიქრა: „ერთი ასო აკლია აქ. ნეტაი,უმფროსია თუ უმცროსი“?

მერე რიგის დასაკავებლად დაფაცუდა.

– ბოლო თქვენ ბრძანდებით? – დაეკითხა ქალს, რომელსაც ქოლგის დაკეცვა დავიწყებოდა და ასე,ქოლგაწამოფარებული იჯდა სკამზე.

ხოლო ქოლგა იყო წითელი.

ქალმა ქოლგისქვემოდამ ამოხედა ქართლოსს, ფრთხილად შეათვალიერადა თქვა:

– თქვენ ჰერცოგი არ ხართ, ხომ?

ქართლოსმა მიუგო:

– არა. ქართლოსი ვარ. გვარად მხარბეჭიანი.

– თუ გინდათ, მოდით ქოლგის ქვეშ, სანამ გადაიღებს.– თქვა ქალმა და გვერდითა სკამზე გადაჩოჩდა.

ქართლოსმა ცას ახედა, მაგრამ შეკიდული ჭერი შერჩა თვალთ.

– არა, იყოს. მადლობა დიდი. ვიდგები.

– კარგი, – დაეთანხმა ქალი, – ოღონდ იქით მიიწიეთ ცოტა,გუბეში მაინც ნუ იდგებით.

ქართლოსმა მიწასდახედა, მაგრამ ლაპლაპა ლამინატი შერჩა თვალთ.

ოდნავ განზე მაინც მიდგა და ამ დროს პროფესორ ენრიკოგიშველაძე–უმ(ც)როსოს კაბინეტის კარი ფართედ და დაუნანებლად გაიღო და ვიღაც იმედმოცემულსახიანმაკაცმა გამოაბიჯა.

– უჰ, მე კიდევ, საფრანგეთის რევოლუცია მეგონა! – შვებით შესცინა მან ქართლოსს, – პარიზის კომუნადა მთელი ამბავი!

მერე მხედრული სალამი უძღვნა პროფესორ გიშველაძის კაბინეტისკარს, ცალ ქუსლზე შემორტიალდა და ღონივრად გაუყვა დერეფანს გასასვლელისკენ.

ქართლოსი, რასაკვირველია, დაბნეული დარჩა, მაგრამ რიგსხომ თავისი წესები აქვს, დაბნეულობისთვის სად დაგიტოვებს დროს. ჰოდა, ქართლოსმა ფრთხილადდააკაკუნა ქოლგაზე:

– მიბრძანდით, ქალბატონო, თქვენი რიგია.

ქოლგის ქვეშიდან მოისმა:

– არ მცალია. უთხარით, რომ სახლში არ ვარ. თეატრში ვარ.

მაშინ ქართლოსმა მორიდებულად შეაღო კარი და საწერი მაგიდისწინ გაუშეშდა ექიმს.

ხოლო ექიმი იყო ქაღალდებში ჩაფლული და უდავოდ მელოტი.

– დაბრძანდი, დაბრძანდი, – თქვა მან თავაუწევლად,– მოდუნდი. მე ახლავე....

მეტი მოდუნება სადღა იქნებოდა! ქართლოსს ისედაც ჩვარივითმოღვენთოდა ხელ–ფეხი და ლამის ჩაკეცილიყო სკამზე. ღელავდა. ექიმებში სიარულს ნაჩვევიარ იყო და ფსიქიატრის ხომ გზა–კვალიც არ იცოდა აქამდე!

ამასობაში კი პროფესორმა ენრიკო გიშველაძე–უმ(ც)როსმათავი აწია. და როგორც ფსიქიატრიულ მეცნიერებათა დოქტორების წესი და რიგია, სახეზე ნეტარება და ბედნიერება ეხატა.

ქართლოსს თვალი შეავლო, კმაყოფილად დაუქნია თავი დათქვა:

– დავიწყოთ?

– დ... დავიწყოთ. – მიუგო ქართლოსმა.

– ძალიან კარგი!

ექიმი წამოდგა, საწერ მაგიდას ზომიერი ღიპი შემოატარა,ქართლოსს თავს წაადგა და ოდნავ წინ, მისკენ წახრილი თვალებში ჩააცქერდა. მერე თქვა:

– გასსაგებია. ახლა, ჩემო ძამია, ნუ დაგეზარება და ამთითს მიაყოლე თვალი.

ქართლოსმა ჯერ მარცხნივ გააყოლა თვალი პუტკუნა, ოდნავბალნიან, ოქროს რგოლიან თითს, მერე – მარცხნივ.

– გასსაგებია. – თქვა ექიმმა ენრიკო გიშველაძემ, – ახლაფეხი ფეხზე შემოიდე ძამიკო და მე ჩაქუჩს დაგკრავ.

– ურო დამკარი თუ გინდა, ექიმო, ოღონდ მეშველოს რამე...– შეჰღაღადა ქართლოსმა.

ჩაქუჩი პატარა და არასაშიში გამოდგა. მაგრამ დაჰკრათუ არა ექიმმა კვირისტავს ქვემოთ მსუბუქად, ქართლოსს თითქოს დენმა დააარტყაო, ფეხიარნახული ძალით აუხტა მაღლა და კარგა გვარიანი დარტყმა უთავაზა პროფესორს უადგილო ალაგას.

– უჰჰჰ! – სიმწრით სამად მოიკეცა ექიმი ენრიკო გიშველაძე–უმ(ც)როსიდა ორივე ხელი (ჩაქუჩიანა) ლაჯებში იტაცა, თუმცა გონს მალე მოეგო, მაგიდას კვლავ შემოატარაზომიერი ღიპი და კალამი მოიმარჯვა.

– სახელი, ძამია...

– ქართლოსი, – დამნაშავედ ჩაიდუდღუნა ქართლოსმა, – არმინდოდა მე...

– უარესებიც მინახავს. გვარი?

– მხარბეჭიანი. უარესი როგორ...

– ზედა ორი კბილი ჩამიმტვრია ერთმა. მხარ... ბე... ბე...

– ჭიანი... – წააშველა ქართლოსმა.

– ჭიანი! კარგია! ასაკი?

– ორმოცდაჩიდმეტი.

– პროფესია?

– ახლა გლეხი. კომუნისტების დროში მარკშეიდერად ვიყავიმაღაროში.

– ოჯახური მდგომარეობა?

– ცოლ–შვილი მყავს. რვა შვილიშვილი.

– მალადეც!

– ზამთრობით არ მაჩერებენ სოფელში. ხან ერთთან ვარ აქ,ხან მეორესთან. მარტის შუიდან მივდივარ ისევ. აღარ მიდგება გული...

– რაღა უკლია მარტამდე... – პროფესორმა ფანჯარას გახედა.იქ შუშას შეკვირტული ტოტი მობჯენოდა და ცის ნაგლეჯიც ჩანდა, ჯერ ისევ ცივად კრიალა და ლურჯი.

ექიმმა კალამიდადო, ხელები მაგიდაზე დაალაგა და საქმიანად იკითხა:

– აბა, რასუჩივი, ძამია?

– გლახა სიზმარს. მეტი არაფერს, ბატონო.

– კონკრეტულად?

– მოვყვე?

– უნდა მოყვე, აბა როგორ? ნელა. დაკვირვებულად. პირველპირში. მხოლობით რიცხვში. ჰე, გისმენ!

და ქართლოსმა დაიწყო.

– სამი თვე იქნება, სულ ერთ სიზმარს ვხედავ.

– აჰა, აჰა, – წაახალისა პროფესორმა.

– ვითომ... გზას ვადგავარ და... მივდივარ პირდაპირ.

– აჰა, აჰა. და საიდან მოდიხარ?

– არჩევნებიდან.

– აჰა. ყოველთვის?

– კი, ყოველთვის, ექიმო. ხმა მაქვს ახალი მიცემული დამოვდივარ.

– ხმა ვისთვის? კონკრეტულად ვინმესთვის?

– არა. მარტო ის მახსოვს ხოლმე, რო ხალხის რჩეულისთვის,როგორც ამბობენ.

– აჰა, აჰა.

– ჰოდა, მინდა, რომ წავიდე პირდაპირ.

– არც მარჯვნივ, არც მარცხნივ!

– საქმეც ეგაა, ექიმო, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ,პირდაპირ მინდა წასვლა, სულ პირდაპირ.

– აჰა, აჰა. და რა გიშლის ხელს?

აქ ქართლოსი შეფერხდა, ექიმი კი გაფაციცდა და შესძახა:

– თამამად, თამამად, ძამია!

– ორნი არიან. – თქვა ქართლოსმა.

– აჰა?

– ერთი მარცხნივაა, მეორე მარჯვნივ.

– და რაო, რა გვინდაო?

– მარცხენა მეუბნება, მარცხნივ წამოდი და გაგამდიდრებო.

– კაი ერთი–თქო! და მარჯვენა?

– მარჯვენა მეუბნება, მარჯვნივ წამოდი, თორემ გესვრიდა გაგათავებო!

– მაგისმა მზემ! – კოპები შეიკრა ექიმმა.

სიჩუმე ჩამოდგა. დერეფნიდან ქალის ხმა მოისმა. ოდნავგაბზარული, მაგრამ მაინც უბადლო სოპრანოთი საქართველოს ჰიმნს მღეროდა.

– ოპერის სოლისტია, – აუხსნა პროფესორმა შემცბარ ქართლოსს,– საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

– ჩემი არ იყოს,უჭირს რაღაც... – მოკრძალებულად აღნიშნა ქართლოსმა.

– გაუჭირვებელი აქ ვინ მოვა, ჩემო კარგო ძამია! – ხალისიანადშესძახა ექიმმა, – აქ პატარ–პატარა ყველასუჭირს და მეტწილად... – ექიმი ერთბაშად დასერიოზულდა,– მეტწილად რაღაც დიადი უჭირთ.

– მეც დიადი? – გაბედა ქართლოსმა.

– ჰეჰ! რა თქმა უნდა, შენც დიადი, ძამია, შენც! აბა,ძროხამ არ მოიწველასი კი არაა ეგ შენი სიზმარი!

ქართლოსს საკუთარი თავის შესახებ კიდევ რამის კითხვა მოერიდა და ისევ ქალის სადარდელით დაინტერესდა.

– და იმას... გარეთ რო მღერის... ქოლგიანს... რა გაუჭირდა?

ექიმი ფეხზე ადგა და კვლავ შემოატარა ღიპი მაგიდას.

ქართლოსმაც წამოიწია, მაგრამ პროფესორმა მხარზე ხელიდააბჯინა და უთხრა:

– იჯექი.

ორიოდ წუთს იყუჩეს. მერე ექიმმა ნელა, ზღაპარივით დაიწყო:

– ერთ საღამოს ოპერის თეატრში „ რიგოლეტო“ გადიოდა.ჯილდას ეს ქალი ასრულებდა, – ექიმმა კარს გახედა – რიგოლეტოს ადარნესე ბაბუნაშვილი, ჰერცოგს – სულიკო ცქვიტავა.

– მე მკითხა, ჰერცოგი ხომ არ ხარო, – ჩაურთო ქართლოსმა.

ექიმმა კი განაგრძო:

– სწორედ მაშინ, როცა რიგოლეტოს თავისი არია უნდა დაეწყო...ხომ იცი რიგოლეტო? აი, ქალიშვილს რომ შეუცდენს მოხუც მამას მდიდარი ბატონი და...

– გლახის ნაამბობივით...

– ჰო, ოღონდ იქ სხვა ამბები ხდება მერე და მოკლედ, სავსეაძამია, დარბაზი ლოჟიან–ბალკონებიანა და... შემოდიან უცებ ნიღბიანები, ადიან, ძამია,სცენაზე, ადებენ შენ ჰერცოგს კაი ბჟღვიალა ბორკილს ხელებზე და მიყავთ. ჯილდას თვალწინ!ორკესტრის თვალწინ! ეს რიგოლეტოც დგას გაჩუმებული. რაღა ეარიება, ჩემო ძამია... ხალხიცდაშტერებული მიჩერებია...

– ჯილდა ამას ქვია? – კარს გახედა ქართლოსმა.

– კი, ამას ქვია. ოღონდ იქ, ოპერაში. ისე მზიაა, თაბაგარი.მზია თაბაგარი არ გაგიგია?

–კი გამიგია. და იმას რას ერჩოდნენ...

– ჰერცოგს?

– ჰერცოგს.

– მიდი და გაიგე შენ! სამშობლოს მოღალატეაო, ძამია.აგენტიო. კი გამოსვეს ციხეში და! უკან მორჩა ბუმბულებიანი შლაპა და ის...

და აქ პროფესორმა ენრიკო გიშველაძე–უმ(ც)როსმა სასიამოვნოტენორით დაამღერა:

La donna e mobile,

Qual piuma al vento,

Muta d’accento

e di pensiero!

ქართლოსმა თავი ჩაქინდრა და საკუთარ ხელებს დააცქერდა.

– არა, წლების მერე კი გაამართლეს, გმირის წოდებაც მიანიჭეს,მაგრამ... ეჰ...

– და ეს ქალი?... – შეახსენა ქართლოსმა.

– ქალი... ქალი... ქალი ნაზი არსებაა, ძამია! იმ საღამოსმერე რაღაცები აერია თავში. ჯილდას არიის მაგივრად საქართველოს ჰიმნი იმღერა მომდევნოსპექტაკლზე... მაგრამ ეგ არაფერი! ვუშველით! მოვარჩენთ! შენ რა იყო, რა ხელები გიკანკალებს?

ქართლოსი მართლაც, ოდნავ მოცახცახე ხელებს დასცქეროდა.

– ეგ არაფერი, – ანუგეშა ექიმმა, – ხელებს ეშველება!მთავარია, სხვა რამე არ აგიკანკალდეს, ძამია, სხვა!

ქართლოსი ჭარხალივით გაწითლდა.

ექიმმა კი განაგრძო:

– გული, გული არ უნდა აგიკანკალდეს, ესა მთავარი! შიშიარ უნდა გააკარო გულს! ჰე, მივხედოთ ახლა საქმეს.

ზომიერმა ღიპმა ერთხელაც შემოხაზა მაგიდა. ექიმი ერთბაშადდასერიოზულდა. მეტიც, გამკაცრდა კიდეც და ასე, გამკაცრებულად თქვა:

– შენს ამბავს დავუბრუნდეთ. მიდიხარ ესე იგი პირდაპირდა ხელს გიშლიან. ერთი მარცხნიდან, მეორე – მარჯვნიდან.

– ზუსტად.

– მარცხენას ზედმიწევნითი აღწერილობა მინდა. დაძაბემეხსიერება და მიდი, აღწერე.

ქართლოსმა კარგა ხანს იყუჩა და მერე დაიწყო:

– რომ მივდივარ... პირდაპირ წასვლას რომ ვეპირები დარომ მივდივარ, მარცხნივ ჯერ არაფერია. მინდორია უხნავი. ჰექტრობით ვერ ვიტყვი ახლა...და უცებ პატარა ტაროსავით წამოყოფს რაღაცა თავს მიწიდან. წამოყოფს და იზრდება. სიმინდისტაროა. როგორ ვთქვა, აღარც კი ვიცი... იზრდება, იზრდება, მსხვილდება, ჯერ ერთსართულიანი სახლისტოლაა, მერე ორსართულიანის,მერე სამიანის... და არის ბაჯაღლო ოქროსფერი! ლაპლაპებს, ლაპლაპებს, თვალს ჭრის. თითომარცვალი თითო ფანჯრისტოლაა... გამოდის რია–რია, ქალების სიცილი, კისკისი, რაღაცნაირ მუსიკას აწუილებენ, აღმუვლებენ... მარამე ვერ ვხედავ ვერავის, ამ ყვითელ ლაპლაპს ვხედავ მარტო.როგორი დასანახია?! და ვიღაცამეძახის ზევიდან, სიმინდის ტაროდან, რომე, ქართლოს! ქართლოს!! ქართლოს!!! სამჯერ ასე.რა გინდა და ვინა ხარ? – შევუძახებ მე. საით გაგიწევია, ქართლოს? – მეკითხება და თანხითხითებს რაღაცნაირად და ... საით გამიწევიადა პირდაპირ! – ვეუბნები მე. თან ბრაზი მომდის, რომე, ვინაა, რა უნდა, რა მისი საქმეამე საით გამიწევია. ჰოდა, ეს ოქროს ტარო მჟღვიალებს,რტიალებს, იმხელაა, რო წამოყირავდეს, იმიან–იმიანა გადასრესს ქვეყნიერებას და ქართლოს!ქართლოოოოს! – მიძახის ისევ, – აქეთ წამოდი, აქეთ! უჰ, მომდის ბრაზი უარესად. დამანებე ვიღაცა ხარ,თავი, – ვუყვირი აქედან, და ვეშურები წინ წასვლას ჩემი გზით, პირდაპირ, მარა რას წახვალ,წამოვა ხოშკაკალასავით ოქროს სიმინდის მარცვალი, ჩამიხერგავს გზას... ქართლოსიიიიი!– მეძახის ისევ, – შემხედე, როგორი კბილები მაქვს?!... ავიხედავ და ვიღაცა ხარხარებს,ხარხარებს, გადმოყრილი აქვს ოქროს კბილები უთვალავი! ხახას ვხედავ მარტო! ჰოდა... რომივაწყდები წინ და რო მინდა პირდაპირ წასვლა, მეღვიძება მაგ დროს.

სიჩუმე ჩამოდგა.

ქართლოსი, ერთ დროს მარკშეიდერი, ახლა კი გლეხი დარდიანად შესცქერის პროფესორს.

– ავად ვარ ძალიანი? – სვამს კითხვას.

ექიმი დუმს. ექიმი ენრიკო გიშველიძე–უმ(ც)როსი დუმს.მერე კი ფიქრიანად ამბობს:

– მარჯვენა. მარჯვენა აღმიწერე ახლა.

და ოდნავ გახარებული იმით, რომ ჯერ კიდევ, როგორც ჩანს,არ იკვეთება მძიმე დიაგნოზი, ქართლოსი შედარებით მხნედ იწყებს:

– მორიგეობით ჩნდებიან. ამაღამ რო მარცხენა არ მომცემსგასაქანს, ხვალღამ – მარჯვენა. რიგ–რიგობით არიან... ახლა, მარცხენა რანაირია. რანაირიადა მივდივარ ჩემთვის, პირდაპირ გაყოლას ვეპირები, მივიმღერი, ხანაც მივღიღინებ...

– უკაცრავად, – ცქვიტად ჩაერთო პროფესორი, – რას მიიმღერი?

– სიმღერას, – გაუკვირდა ქართლოსს.

– რომელს!

– იმას... რა მადლიანად ანათეებს, ჩემი მზე ჩემი მთვარეოოო...– რაც შეეძლო მოგუდა ქართლოსმა ღიღინი, – ბაშიაჩუკში როა.

– აჰა, აჰა. კარგი ძალიან. და შენ ვინ ხარ ხოლმე, ესმითხარი. ყოველთვის შენ?

– ხანდახან გამოერევა რო, კომბლე ვარ, ან ნაცარქექია,ერთხელ რწყილი და ჭიანჭველა ვიყავი ერთად აღებული... ავთანდილიც კი ვიყავი ამასწინათ,ახლა გამახსენდა. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიანო... მანდ რო მიდისავთანდილი წინწინ...

– უჰჰ, კარგი ხარ, ქართლოს! – აღფრთოვანდა პროფესორი.

– გაგრძელებაც ვიცი... – მორცხვად მოახსენა ქართლოსმა,– ვეფხისტყაოსნის ზეპირმცოდნე ვარ მე. შეჯიბრშიაცგავიმარჯვე ადრე.

– უჰჰჰ, რა ხარ შენ, რა! რა ყოფილხარ შენ! მიდი აბა,გამიგრძელე.

ქართლოსი ფეხზე წამოდგა და ისე თქვა:

– მისვე ხმისასიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,

ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან...

იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნისდიან. კიდე გავაგრძელო?

– არ გინდა მეტი, – ამოიფშლუკუნა პროფესორმა დახელი გაასავსავა, – დაჯექი, დაჯექი. – მერე უჯრიდან ქაღალდის ხელსახოცი ამოაცოცა დათვალების მშრალებას მოჰყვა.

– რა გატირებს, ექიმო... – სკამზე ჩაჯდა ქართლოსი.

– არ ვიცი! მოულოდნელი სიხარული, ალბათ... სთენიკურიემოცია...

ცოტა ხანს იყუჩეს. მერე პროფესორმა ჰკითხა:

– შენ ეს მითხარი, დევი არ ყოფილხარ არასდროს? ან ბაყბაყი,ან ისე... ცხრათავიანი!

ქართლოსმა გადაჭრით იუარა:

– აჰ, არა, დევი არ მახსენდება, ექიმო. ან კიდე, ნეტაირაც მაბია, ამ ერთისთვის მიმახედია, რას დავეძებ ცხრა თავს. და ისა, ძალიანი გლახაა,სხვა რომ ვარ ხანდახან, ექიმო?

– შენ რა გითხარი,ქართლოს! ნაცარქექია და კომბლე რა სხვაა, ან რწყილი და ჭიანჭველა! ან ჩვენი ავთანდილსპასპეტი! შენ ხარ ეგენიც, შენ! სიზმრის წესებით ასეა. ქვეცნობიერი, შეუცნობელი, მთელიამბავი! ფროიდი, იუნგი, ჟაკ ლაკანი... ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. შენ სიზმარი გააგრძელეახლა. მიდიხარ, ესე იგი, მიდიხარ და...

– მივდივარ, ბატონო ექიმო, მივდივარ წინ–წინ და რაღაცა გამოჩნდებახელმარჯვნივ, ასე ორას მეტროში... სამასში იყოს, თუ გინდა. შავი!

– შავი?

– შავი, კი. ვუკვირდები ხან ასე, ხან ისე, და... ჩექმადევს გზისპირას, ცალი! ხოდაბუნებია უკან ძვირფასი, ალაგ – ხეხილი კაი მოვლილი. ასე,მუხლამდე ჩექმაა. შავი. და იმ ვერანა ოქროს ტაროსი არ იყოს, იზრდება თანდათან ეს ჩექმა. სიმაღლეშიც იზრდება და სიმსხოშიც! გახდება ასე ჩემიმურთაზის კორპუსისხელა. მურთაზისთან ვარ ახლა. მანამდე მაგულისთან ვიყავი. მანამდე როლანდისთან...

– ჩექმა. – შეახსენა პროფესორმა.

– ჰოდა, მე რა ვიცი, ვისი რა არის, გავივლი ჩემი გზით,ვფიქრობ. წავალ პირდაპირ, როგორც მქონდა გუმანში. და ვუჩქარებ ნაბიჯს. ჩქარა მინდა გავცდე რაღაცაა.ეს ჩექმა კიდევ, ჩემო ბატონო, იზრდება და იზრდება. მოისმის შიგნიდან უცნაური ხმები,ჩხაკუნი, გუგუნი, რახრახი... თან, გეგონება, ზარებიც რეკენ ეკლესიაშიო... და უცებ,მიღრიალებს ვიღაც, რომე – ქართლოს, სდექ! მარჯვნისაააააა–კენ, ერთი–ორიიიი! ჩექმისკენნააააბიჯით იარრრ! აც–დვააა, აცც–დვაა! ასე, ზუსტად.

– უხხხ! – მომუჭა თითები პროფესორმა და პუტკუნა მუშტიმაგიდას დაჰკრა.

– გამანებე, ვიღაცა ხარ, თავი, გამატარე ჩემი გზით,– ვუყვირი მე, მარა გაგიგონია?! ტკაც, ტკუც, ტკაც, ტკუც... – წამოვა სეტყვასავით შავიქლიავი და ღოღონაშო, მარა სიზმარში ვიცი, რო ტყვიაა, ქლიავი კი არა! ამ დროს გაწოლაუნდა მიწაზე, რო არ მოგხვდეს და ვფიქრობ, გავწვები და ასე ხოხვით მაინც წავალ პირდაპირ,მტრის და მომხვდურის ჯინაზე–მეთქი და მეღვიძება მაგ დროს, ექიმო!

ქართლოსმა ვალმოხდილად ამოისუნთქა და ექიმს შეაჩერდა მოსწავლესავით, გაკვეთილს რომ მოყვება და ნიშნისგამოცხადებას რომ ელის მასწავლებლისგან.

მაინც დაამატა:

– ა, ესაა ექიმო. ქვას არ ვსროულობ, მარა, ეს კი მჭირსასე.

ექიმი დუმს. ფსიქიატრიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორიენრიკო გიშველაძე–უმ(ც)როსი დუმს. ფიქრობს არავინ უწყის რაზე.

ფანჯრის იქით კი... მარტს რაღა უკლია! ოდნავ შეკვირტულიტოტი ერაკუნება მინას გარედან, თებერვლის ქარს ეთამაშება, მოლოდინებითაა სავსე, ცისსილურჯე უხარია...

– გასაგებია ყველაფერი, – ნაღვლიანი ხმით ამბობს ბოლოსექიმი, – ახლა მთავარი დარჩა.

– მთავარი?

– მთავარი.

– ნემსი უნდა გამიკეთონ?!! – გადამტკნარდა ქართლოსი,რომელსაც ნემსის ძალიან, ძალიანი ეშინოდა.

– არა. – თქვა ექიმმა, – ახლა უნდა მითხრა, იქ... იმპირდაპირ... რისკენ მიდიხარ. წინ რა არის. რა გეგულება...

უფფ. ამის თქმა იყო და დერეფნიდან ისეთი ტკბილი, ისსეთიტკბილზეტკბილი იავნანა მოისმა, უკეთესს რას ინატრებდი!

და ქართლოსმა ხმადაბლა თქვა:

– თუ არ გამბაწრავ და არსად გამომამწყვდევ, ვიტყვი.

– რას ქვია გაგბაწრავ! ის კი არაა აქ!

– მთლად ისე ზუსტად კი არ ვიცი და კი არ მახსოვს, მაგრამმაინც ვიცი და მაინც მახსოვს.

– რა დაბნეულად ლაპარაკობ, შე კაცო, – მოუთმენლობა დაეტყო ექიმს, – თქვი, თუამბობ, ჰე!

– უკვდავების წყარო მეგულება წინ. – ერთბაშად, რისკიანად ამოთქვა ქართლოსმა და გაჩუმდა.

ექიმი დუმს. ექიმი ენრიკო გიშველიძე–უმ(ც)როსი დუმს.

– არაფერს მეტყვი, ექიმო? – შეჰღაღადებს ქართლოსი.

ხოლო ექიმი ფიქრში წასულად ამბობს:

– შენ არაფერს მეტყვი, ძამია ზიგმუნდ?

– ქართლოს... – ოდნავ ნაწყენად შეუსწორებს ქართლოსი.

– შენ არ გეუბნები, არა, – აწყნარებს ექიმი.

ქართლოსი დაბნეულად მიიხედ–მოიხედავს და დანამდვილებითრწმუნდება, რომ ოთახში მესამე არავინაა.

ხოლო ექიმი კითხვას სვამს. პროფესორი ენრიკო გიშველაძე–უმ(ც)როსიუტკბილესი იავნანის ფონზე სვამს კითხვას:

– „ინფორმატორ–ნიუსს“ კითხულობ, ხომ, ყოველდღიურს?

– კი. მოაქვს ხოლმე მურთაზის. მაგულიც ყიდულობდა ყოველდღე.

– თოქშოუ „გამოსავალს“ უყურებ ყოველკვირას, ხომ?

– კი, უყურებენ ხოლმე და მეც ვუყურებ.

– რადიოსაც უსმენ. „მამულიშვილის ხმას“.

– კი. მარტო როცა ვარ, ტელევიზორს არ ვრთავ და... მაგასვუსმენ.

– და უკვდავების წყარო გინდა.

– სიზმარში, კი.

– და ცხადში? ცხადში არ გინდა, ძამია?

– ცხადში ახლა...

– გინდა! ცხადში რომ გინდა, იმიტომ გინდა სიზმარში!

– წავალ მე, ექიმო... – წამოიწია ქართლოსმა.

მაგრამ ექიმი, ფსიქიატრიულ მეცნიერებათა უდავოდ მელოტიდოქტორი, პროფესორი ენრიკო გიშველაძე–უმ(ც)როსი თეთრი ხალათის ზედა ღილს შეიხსნის დამგზნებარედ ამბობს:

– მეც მინდა! მეც ნეიტრალიტეტი მინდა! შვეიცარიასავით!მეც უკვდავების წყარო მეგულება იქ, ძამია!

– სად... – პირდაღებული შესცქერის ექიმს ქართლოსი.

– სად და იქ! პირდაპირ!


***
გარეთ, მორაკუნე გაკვირტულ ტოტზე ჩიტი შემოსკუპებულადა ცნობისმოყვარედ იმზირება აქ, შიგნით. იმანრა იცის, აქაურობა რა სევდა–დარდების ბუდეა... იმან რა იცის, აქ რა ნუგეშის ბარტყები იჩეკებახოლმე, ან რა იმედის კვერცხები ლაყდება... ან ვინ რას სტვენს, ან ვინ რას ჭიკჭიკებს...ვინ რას ჩხავის, ვინ რას გალობს...

ფრრრრ! – და აიჭრა ცაში...

ვინ იცის, ხომ? – იქნებ გუგული იყო და გადაიფრინა...



2014

study


Last edited by Admin on Mon Apr 22, 2019 9:55 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyWed Apr 25, 2018 1:55 pm

თამრი ფხაკაძე - Page 2 Tamri_18
თამრი ფხაკაძე

ნაწყვეტი რომანიდან "(შ)ორი მე"

მე – ომში

ო, მოყვასო ჩემო! მოვდივარ... მოვდივარ! ტყვიები ზუზუნებს, ჭურვები სკდება, და კვამლის, და სისხლის სუნი ტრიალებს და მომაკვდავთა გმინვა შეტევაზე მიმავალთა ყიჟინას ერწყმის და არა, არა... ნუ გეშინია... მე აქ ვარ... თქვენთან.

სიკვდილი დააბოტებს გადატრუსულ ველზე და შებოლილ მთაგორებზე, და მე კი ჩემი პატარა, წითელჯვრიანი ჩანთით ფეხებში ვებლანდები და ხელიდან ვაცლი მსხვერპლს და ჩემი ომი მაქვს სიკვდილთან და სულ შენით, უფალო... სულ შენით...

ძმაო... რა იყო? რატომ ჩამხობილხარ გაშავებულ, ცხელ ბალახში... რატომ გმინავ ასე... თავი ასწ...

ააჰ!! შავი, საზარელი სიცარიელე დაგრჩენია ცალი თვალის ადგილზე! და სისხლი თქრიალით ჩამოგდის ლოყაზე... მეორე კი, ლამაზი ცისფერი თვალი სადღაც, ქუთუთოს სიღრმისკენ გადაგიქანებია... საბრალო! ხელი მომხვიე... იქნებ... იქნებ კარვამდე მიგიყვანო როგორმე... ჰეი! მიშველეთ! ვინმემ! ვინ მიშველის... უფალო, მხოლოდ შენ! მხოლოდ შენ...

მოდი, მხარზე ჩამომადე ხელი. ასე... ასსსე... მოდი... არაფერია ჩემს ძუძუსთან თუ დაგეკიდა ხელი მოწყვეტით... მე ხომ... და ვარ. მოწყალების... სათნოე...

აი, ასე. სულ მალე მივალთ... აჰა, წყალი მოსვი... მოსვი.

გესმის? სულ ახლოს, სულ აქვე როგორ ჩაგვიზუზუნა სიკვდილმა? აი, კიდევ... კიდევ!..

დავწვეთ უნდა. და ხოხვით წავიდეთ წინ. გულაღმა დაწექი! ასე... მე ხელს ამოგდებ ქვემოდან, ბეჭებქვეშ და გაგახოხებ. ასე... აი, ასე.

საბრალო! რა საზარელ სიღრმედ ქცეულა შენი ერთი თვალი! იმ ადგილზე, სადაც ლურჯი ოკეანე ლივლივებდა და სამყაროს მიამიტ მშვენიერებებს ირეკლავდა, შავბნელი სიცარიელე ჩაგუბებულა ახლა. და სისხლი მოჟონავს... ხელისგულის იდუმალი ხაზივით მოუყვება შენს ლამაზ ღაწვს... ლოყის კიდეს... თითქოს რაღაცას წინასწარმეტყველებს. რაღაცას. ჟრუანტელისმომგვრელად ნაღვლიანს...

რა ლამაზი ხარ! ასეთიც! თვალამოთხრილიც... უფალო შემიწყალე! როგორ ვწევარ ახლა შენ გვერდით... როგორ მისრესს მკლავს შენი ღონიერი სხეული და თან რა უსუსური ხარ...

მივხოხავთ ერთად და გვაწვიმს სიკვდილის წვიმა. და ცოცხლები ვართ მაინც.

კვამლი თვალებს გვიწვავს და მიწაც, რაღაცნაირად ბოღმიანად, ავად ხურს და აღარაა თითქოს ამქვეყნად აღარც ერთი ჩიტი და შეუჭვარტლავი აღარც ერთი ღრუბლის ფთილა და ომია, – ყველაზე საზარელი ამქვეყნიური სისულელე... და სიკვდილი ცდილობს იცოცხლოს...

ახლა... ახლა დაგტოვებ და სხვას მივხედავ... აქედან ლაზარეთში წაგიყვანენ. და ახალ სიცოცხლეს დაიწყებ. ნახევარსფეროდ... ნახევარ სამყაროდ... ნახევარნათლად... ღმერთი იყოს შენი შემწე...

ო, უფალო! განმაგნებინე გზა სიკვდილის ველზე! უფალო, – ვიყო სიცოცხლისმჩუქებელი ანგელოზი... აღმავსე სიყვარულით და უნაზესი სათნოებით... უფალო, – ჩაძირე, ჩაძირე ჩემში შიშის პატარა კუნძულები და დაფარე გულმოწყალების ოკეანით...

და უფალო, ისიც აქაა, ხომ იცი? ჩემი – მეორე. ჩემი ტყუპისცალი... დადის. დაძრწის. თმაგაშლილი. საკინძეჩაღეღილი. არეული.

საბრალო... ისევ იმ სიყვარულს დაეძებს. სად, უფალო?!! აქ?!!

რაღაც, ძალიან მებრალება, უფალო... უშველე რამე... უშველე…





მეც – ომში



აქ ვარ უკვე! აქ ვარ და გეძებ...

კუპრივით შავი კვამლი თვალებზე მძიმედ მაწვება და ჯოჯოხეთის შეგრძნებებით მაფრთხილებს და შიშველ წვივებს და მკლავებს ახლო ცეცხლის სიმხურვალე მწვავს და ნუ, ომში ვარ, მოკლედ...

საყვარელო! სად ხარ! რომელი ხარ...

კვამლის მწარე ბოლქვებს შენი სხეულის სურნელი ერევა. მამრის. მამაკაცის. კაცის... ჩემი კაცის...

აქ ხარ სადღაც...

მთვრალი ვარ შენით. უხსოვარ დროში დამათრე და დღემდე ბარბაცით დავდივარ ჩამქრალ, მოწყენილ გზებზე და გეძებ...

აქ ხარ იქნებ?

და თან ხომ, – მრავალში გეძებ, საყვარელო... ხომ მრავალში გაიფანტე და მეც მრავალში მიყვარხარ...

ტყვიები ზუზუნებენ აქეთ-იქით. სიკვდილის ჯაშუშები. მსტოვრები. მაცნეები. მედროშეები...

და არ მეშინია.

შენს სიახლოვეს ვგრძნობ, საყვარელო და იმიტომ...

რა, აბა? დიდი-დიდი სხეული გამიფლითოს რკინის პატარა, ბრიყვმა ნასხლეტმა. რა, მერე? ხომ ვერ დამისაკუთრებს? მე ხომ რა ხანია, და თან როგორ, – შენი ვარ, საყვარელო? და ისე გეკუთვნი, რომ სხვა ვეღარაფერი წამიღებს...

მე გამოვყევი შენი ჩექმების ნაკვალევს, შენს სუნთქვას, შენი სხეულის სურნელს, შენი ბედისწერის ჩრდილებს და ბილიკებს... და ჩემი უძველესი სიყვარულის ექოს...

ომი ლამაზი სიმახინჯეა საყვარელო, არა? სისხლის ნაკადულებში, კვამლში და სიკვდილის გაყინულ მზერაში არეკლილი უკვდავების ჩუმი ყვავილები...

ჰეი! ექიმო! ომში ვარ! Sono in guerra!
და გადაჭვარტლულ ველზე ჩემი სატრფოს სიცოცხლეს ან სიკვდილს ვეძებ...

აი, აი ის! ჩემი მეორე ცალი. ხედავთ?

პატარა, წითელჯვრიანი ჩანთით უშიშრად დადის სიკვდილის კვალდაკვალ და უფლისგან ნაჩუქარ სიცოცხლეებს არიგებს...

დააბიჯებს რაღაცნაირად, ჩრდილივით უძლეველად და უჩინრად ალისფერ გუბეებში და კვამლის აბლანდულ ფარდებში და სიცოცხლეებს, სიცოცხლეებს არიგებს...

ზურგით ათრევს დაჭრილებს და მგმინავებს და მომაკვდავებს და ჭრილობებს ჰბანს და ლოცვით აძლიერებს.

და მე, ექიმო?

მეც ხომ შემიძლია რამე...

საყვარელო, წამოვიდგენ ახლა, რომ შენ ხარ ეს, – შავი ცისკენ გულაღმა ატრიალებული, სიცოცხლის ბოლო წუთებთან განმარტოებული ჯარისკაცი, შუბლთან ქოჩორი შემხმარი სისხლით რომ მისწებებია... და ორივე ხელი აქეთ-იქით, ფრჩხილებით რომ ჩაუსვია გახურებულ მიწაში... და ტუჩები ოდნავ, სულ ოდნავ რომ გაპობია და სულ ბოლო, სიმწრით ამოსათქმელი სიტყვა რომ უცახცახებს ზედ... და მუცელთან და ოდნავ ზემოთ, გულთან, წითლად რომ შელბობია ხაკისფერი სამოსი... და რომ მორჩა ლურჯი ცა, შორი გზები, ლამაზი სიცილი და ქალის ალერსი...

საყვარელო... წარმოვიდგენ, რომ შენ ხარ ეს...

და სიცოცხლეს ვერა, მაგრამ რაღაცას მაინც გაგატან, გაჩუქებ მაინც ლამაზს, რამეს და აი, ფრთხილად მოგიწვები გვერდით და აი...…აი... ფრთხილად მოგისვამ სახეზე ხელს... და ნაზად და თან გამოთხოვების ჟამის ვნებით და სიგიჟით გაკოცებ აბოდებულ ტუჩებში და მქრქალი ბედნიერებით აგივსებ უკანასკნელ წამებს... და ჩუმი ცრემლებით განგბან მერე...

აჰა, საყვარელო... წაიღე იმქვეყნად ქალის სურნელი და ცრემლი და, ნუღარაფრის გეშინია. მიდი... გაფრინდი...


2005



სამოყვარულო დოკუმენტური ფილმი "მწერალი"
Published on Dec 14, 2017

თამრი ფხაკაძე

C V (ნაწყვეტები რომანიდან)

„ ...ჩაბნელებულ ქალაქს მძიმედ აწვიმდა. თითქოს თვითონ მუქი ღრუბლები ჩამოწეულიყვნენ დაბლა და თავზე აწვებოდნენ სახურავებს, ხეებს, ჩვენს მანქანას. ჩემს სახლს ჩავუარეთ. შუქი ორად - ორ ფანჯარაში ენთო. საიდანღაც გადმოყვანილ-გადმოპარული დენი მხოლოდ ორ ოჯახს უიოლებდა ღამეს. მხოლოდ ორი ოჯახი იყო კავშირში გარე სამყაროსთან. საკუთარ სახლს ცხოვრებაში პირველად ჩავუარე ასე უცხომ, ასე სხვამ. მერე ისიც და მთელი ქალაქიც უკან დარჩა, ბნელმა შეისრუტა და ჩაიხვია. იარაღი არ მქონდა. თავს, როგორც ყოველთვის, არასრულფასოვანად ვგრძნობდი. ამჟამად - უიარაღობის გამო. თან მიკვირდა - ასე მზად ვარ კაცის მოსაკლავად?
ღამის ოთხ საათზე, უღელტეხილი კარგა ხნის მოტოვებული რომ გვქონდა უკან და დანიშნულების ადგილამდე ბევრიც აღარ გვაკლდა, შორეული აფეთქებების ხმა გავიგეთ. სმენა მხედველობად იქცა. რომ არ დამენახა, თვალები დავხუჭე, მაგრამ მაინც ვხედავდი. სიკვდილის აკვამლებული ჭებით დათხრილ მიწას. ალმოდებულ თივის ზვინებს. აალებულ ბალახს და ქვიშას. წითელ ცას.
წარმოსახვა მწირი იყო.
წარმოსახვა ცრუობდა და თავს იტყუებდა. რაღაცებს უფრთხოდა. რაღაცებს გზას უხშობდა. რაღაცების ეშინოდა. არსად ჩანდნენ ადამიანები. არსად ჩანდა სისხლი...
ხმები სულ უფრო გარკვევით ისმოდა. ნაღმები თავში ფეთქდებოდა და იქაც სიკვდილის აკვამლებულ ჭებს თხრიდა და სადღაც, ტვინის რომელიღაც მხდალ და რეალისტ უჯრედს აკვიატებულად ეფიქრებოდა, "რომ მომკლან.". "მერე რა.!!" - დაფდაფებად გუგუნებდნენ გმირული უჯრედები. "იქნებ გინდა კიდეც. იქნებ ო მ შ ი კი არ წამოხვედი, - საკუთარ თავს გამოექეცი. იქნებ ომს მხოლოდ საშენოდ იყენებ." - გადაამლაშეს მამხილებელმა უჯრედებმა, "როგორ თუ გამოვიყ... რას ნიშ... ეგ რა... რა სისულ...!" - დენთივით იფეთქეს შემცბარმა ნახევარსიმართლის უჯრედებმა და ბრძენი უჯრედები კი დუმდნენ, დუმდნენ და წვიმდა ოდნავრიჟრაჟში და შემოქროდა ბრეზენტით გადახურულ ძარაზე წვიმიანი ტყის ჩვეულებრივი, ვითომცაქარაფერი სურნელი, მშვიდობიანი, შეცდომაში შემყვანი.
მოგეჩვენებოდა, რომ ომი მოგეჩვენა.
მაგრამ ისევ, ისევ გიფეთქდებოდა თავში შხამიანი ჭეშმარიტება და იმწამსვე ხვდებოდი, რომ წვიმის ჭექა-ქუხილი არაა ეს, არაა ეს ცის მყუდრო, საავდრო თამაშები და ახლა გეჩვენებოდა, რომ წვიმით ტოტებდამძიმებული, რიჟრაჟიდან ჩანისლულ ლანდებად გამომავალი ხეები ხეები არაა, ადამიანებია, შენი ხალხია, მიუსაფარი, დევნილი, ზაფრისგან ერთიმეორეს აკრული, შეკუმშული, არსაით მიმავალი ამ გაუგებარ ბურუსში...
თითები გეკრუნჩხებოდა უსამართლობის ტკივილით, გული მოუთმენლად გიცემდა, რომ ჩქარა, დროზე ჩარეულიყავი სადღაც, კეთილის და ბოროტის მარადიულ ჭიდილში, შევარდნილიყავი სადღაც, როგორც ხახადაღებულ, მღვრიედ მღელვარე ოკეანეში, მის პირისპირ გულგადაღეღილად მდგარი, შესაკვდომად მზა, პატარა და გოლიათი ერთდროულად.
სიმწრის და აუხსნელი სიამაყის ცრემლი ბურთად გეხირებოდა ყელში, რომ აჰა, გაქვს შესაძლებლობა, ჩაერიო დიდ, საუკუნოვან ქომაგობაში, სულ ძალიან ძველში, შენი არყოფნისდროინდელში, შეგიძლია აჰა, შეიჭრა დიდგორ-ბასიან-ყველაფერ იმაში, რამაც უშენოდ ჩაიარა, სადაც ვერ იყავი საპატიო მიზეზისა გამო და ახლა ხარ, აჰა, ხარრ!
"რომ მომკლან." - მაინც, მაინც ვაგლახობდა ტვინის ისევ ის, ისევ ის მხდალი უჯრედი და ვიღა უგდებდა ყურს! პასუხის ღირსადაც ვიღა ხდიდა უკვე.
რიგრიგობით იღვიძებდა შენთვისვე გასაკვირი, შენთვისვე მოულოდნელი სისხლის წვეთები. ვისი, ვერ გაგეგო. ვერცხლისწყალივით დაგირბოდა ძარღვებში, წინ გექაჩებოდა, არა მარტო დღეის საქომაგოდ, დღევანდლამდისაც გადასარჩენად.
მიყვებოდი, შვებას გრძნობდი, რომ შენთან იყო, შენში იყო, შიშისგან გიცავდა, უკვდავობის იმედით გავსებდა, გარდამავლობის, გაუქრობლობის, ამოუწურავობის.
თავს ვერ ცნობდი და თან პირიქით, უუძველეს საკუთარ თავს დაბრუნებული ისე მშვიდად იყავი, როგორც არასდროს და როგორც არასდროს თავმიგნებული მიდიოდი ერთბაშად ყველაფერში, საკუთარ წარსულში და აწმყოში და მომავალში და ისეთი, ისსსეთი განუმეორებლად შ ე ნ ი იყო წვიმის ყოველი წვეთი, ყოველი ფოთოლი ამ გრძელი, თანმდევი ტყეების, ყოველი გოროხი ამ მარადიული წვიმით დატირებული მიწის...
"მოვდივარ! მოვდივარრ!" - გიცემდა გული და მანქანაში არ იჯექი, წინ უსწრებდი და სახეში კვამლად გცემდა საკუთარი სიკვდილი, გიწვავდა თვალებს და მაინც ხედავდი ზღვის ტალღებზე გაწოლილ მზის პირველ სხივებს, და ყოველ კენჭს სანაპიროზე, რომელსაც შენი სახელი ეწერა, შენი ანგელოზი ეხატა და გელოდა.
წმინდა ომში მიდიოდი..."


ფრენა

ახალი წლის ღამეს უჩვეულო თვლემა მომერია.
წუთიწუთზე ფეიერვერკი უნდა დაწყებულიყო, პატრიარქს უნდა დაველოცეთ, პრეზიდენტი რაღაცებს უნდა დაგვპირებოდა, წინასწარმეტყველ ლეილას უნდა ემცნო დამდეგი წელიწადის მთავარი ქარცეცხლები, საათს 12-ჯერ უნდა ჩამოეკრა, ვაჟთა გუნდს `მრავალჟამიერი~ უნდა ემღერა, კარზე მეკვლეს უნდა მოერეკა, რომლის ფეხსაც დიადი მისია _ ჩემთვის სამსახურის შოვნა და ელეონორას სოხუმში დაბრუნება ჰქონდა დაკისრებული, _ მე კი ძილი მართმევდა თავს და თვალები ზეზეულად მეხუჭებოდა.
მახსოვს, ელეონორა _ ჩემი აფხაზეთიდან ლტოლვილი ხიზანი, ხატის წინ ლოცულობდა. ხან ქართულად, ხან მეგრულად ეჩურჩულებოდა უფალს.
მახსოვს, შეჭაღარავებული თმა რაღაცნაირად, ტრა­გიკულად ჩამოსწეწოდა კეფიდან და მე გავიფიქრე „წელს თმა უნდა შევაღებიო. თუ დაბრუნებაა, დაბრუნება იყოს“.
მახსოვს, გარეთ რამდენიმე სულსწრაფმა ადრიანი შუშხუნები გატყორცნა და ცა ნაირფრად განათდა.
სუფრას ვშლიდი უკვე, მაგრამ უცნაური ძილი ქუთუთოებზე ლოდებად მაწვებოდა.
ძველი წლის უკანასკნელ წამებში თაფლიანი გოზინაყით მოფენილი პატარა თეფში ჯერ კილოგრამებში დამიმძიმდა, მერე ტონებში. ბოლოს ხელიდან მომწყდა და უხმაუროდ ჩაიმსხვრა მოლურჯო ათინათებით აციმციმებულ უფსკრულში.
მერე ჩემი ჯერი დადგა.
მეც _ ერთიანად მივნებდი ვარდნის ვნებას და იმ გოზინაყიანი თეფშივით უხმაუროდ ჩავიმსხვერი ლურჯი ნათებით ამოვსებულ უფსკერო სიღრმეში...
მოვლენები ელვისსისწრაფით განვითარდა.
ვარდნისას გზადაგზა ახალ, უჩვეულოდ მსუბუქ და ფრენია სხეულს ვისხამდი. თვითონ ვგავდი საახალწლოდ გასროლილ შუშხუნას! მივქროდი და უკნიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტ მეწეოდა შეძახილები:
_ ასწიეთ, ასწიეთ! სავარძელზე დავსვათ!
_ სუნთქავს, კაცო, ნუ გეშინიათ!
_ „უფალმან დალოცოს ერი ჩვენი“...
_ დედააააა! მუ მოხუად, მუუუ?! მუ ამბეი, მუუ?!
_ სასწრაფოს დაურეკეთ, სასწრაფოს!
_ ჩემს ფეხს ნუ დააბრალებთ ამ ამბავს!
_ შენი ფეხი რა შუაშია, ადამიანო...
_ „მრაააააა-აააააა-აააა-ვააააააალლლლ“...
_ მობრძანდით, ექიმო! თქვენც, თქვენც, მრავალს დაესწარით!
_ ვა მიჩქუ მუთუნი, ვაა! ტერიტორიული მთლი­ანობას ვოხვეწუდი ღორონთს დო დავარდა მაგი უცებ! ქოდანთხუ პოლს!
_ შენ კარგი ფეხი გაქვსო, იქნებ სამსახური ვიშოვოო და... შემოვედი თუ არა, ექიმო....
_ „წელს ჩვენ კიდევ უფრო სრულვყოფთ დასაქმების პროგრამას! უმუშევრობა ჩვენი ქვეყნის“...
_ გადაღლის ბრალია.
_ საცივი გააკეთა მაგან, ექიმო, გოზინაყი, მჭადებიც კიდო დააცხო... რაღაცა სივიებს აგზავნიდა მთელი საღამო მაგი! მუდგაი ვაკანსიები რენო, ასე თქუ! დიიიდ, ჩქიმ ცოდაა!
_ გასსაგებია.
_ ისე ფოლკლორის სპეციალისტია მაგ. დისერტაცია აქვს დაცული მაგას მთელი მსოფლიოს ანდაზებზე და ფრთოსანი გამონათქვამებზე! მწერალიცაა მაგი კიდო. წიგნებს ჭარუნს მაგი!
_ რატო სულ არ მომტყდა ეს ფეხი!
_ მოკლედ, ლეთარგიული ძილია.
_ მუუ?!
_ რა ლეთარგიული ძილი?!
_ კი მარა, როდის გაიღვიძებს, ექიმო?
_ „თუ მე მივიღებ ხალხის ნდობის მანდატს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, გპირდებით, რომ“...
_ რა ვიცი, ეს ოხერი! საერთოდ, ირევიან ჩემი ფეხისთვის, ოღონდ კი მივიდე სადმე და...
_ მე რა ტერიტორიული მთლიანობა მინდა უმაგისოდ მე?! მაგ მაგაზე ფიქრით იყო სულ და რაღად მინდა აწი უმაგისოდ! ვა მოკო მუთუნი, ვააა!
_ წელს გაიღვიძებს, გაისად თუ როდის, გვითხარით სიმართლე!
_ ოდესმე.
_ მე იმისთანა ფეხი მაქვს, ხვალ დილასვე გაიღვიძებს!
_ მაგას ეძინოს და მე დავბრუნდე?! ვა მოკო, ვააა!
_ გმადლობთ, ექიმო.... იცოცხლეთ... თქვენც მრავალს!
მე კი მივფრინავდი!
ხმები სულ უფრო ყრუდ, სულ უფრო შორიდან მესმოდა და ბოლოს სულაც მიწყდა...


***
ამ მოთხრობას (ან რომანს, ან ხანდახან პოემას ან ლექსს, ან სულაც პიესას _ ჯერ არ ვიცი, რა იქნება, ისე, როგორც ექოსკოპიამდელმა დედებმა არ უწყოდნენ პირმშოს სქესი და მხოლოდ ის იცოდნენ, რომ შ ვ ი ლ ს მოავლენენ) _ შ ე ნ გიძღვნი, რამეთუ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ვერავინ შენ გარდა ვერ ამოავსებს იმ ღიობებს ჩემს თხრობაში, სადაც ვერ მეყოფა სიტყვა და ოსტატობა, სადაც უბრალოდ ხელებს ჩამოვყრი და საკუთარ უძლურებას ვაღიარებ.
მხოლოდ შ ე ნ და ვერავინ სხვა, ქილიკის და „ტფუუიი, ესეც თუ მწერალიაო“ და ამდაგვარების გარეშე აიმეტყველებ ჩემს უმწეო დუმილს.
შ ე ნ მხოლოდ _ არ განმიკითხავ და გეყვარები მაშინაც, როცა მე მეძულება საკუთარი თავი და ათასგზის დავწყევლი დღეს, როცა კალამს წავეპოტინე.
შ ე ნ მოგიძღვნი ამ ყველაფერს გინდ ქაღალდზე, გინდ ქვის სტელაზე, გინდ პაპირუსზე, გინდ ტყავზე, გამოქვაბულის კედელზე ან ზღვისპირა თეთრ ქვიშაზე დაწერილს, გინდ ფანჯრის მინაზე მიჭირხლულს, ან ქუჩის გუბეებში წრეების ხატვით ნაწვიმს... გინდ _ წიგნად აკინძულს, გინდ _ შემოდგომის ფოთლებივით მიმოფანტულს...
შ ე ნ ხომ მაინც.
რაც უნდა იყოს.
შ ე ნ ხომ ყველანაირად.
ყველაფერს.
აი, ასეთი ენაბრგვილობის დროსაც...

2009

study


Last edited by Admin on Mon Mar 18, 2019 1:43 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyWed Apr 25, 2018 2:03 pm

Savaş Veya Bariş (25-44)- öykü Tamri Pkhakadze kitaptan Sessiz Harfler Antolojisi!
Çağdaş Gürcü Edebiyatından Sıra Dışı Öyküler!
Hikâyenin tamamını antolojide Türkçe okuyabilirsiniz!
Parna-Beka Çilaşvili adıyla
2017

თამრი ფხაკაძე - Page 2 1-777-10

Sessiz Harfler Antolojisi - Çağdaş Gürcü Edebiyatından Sıra Dışı Öyküler

Anthology of Silent Letters - Extraordinary Stories from Contemporary Georgian Literature
Short story anthology of twenty Georgian writers: Guram Dochanashvili, Guram Odisharia, Tamri Pkhakadze, Kote Jandieri, Irakli Lomouri, Zurab Lejava, Irakli Samsonadze, Mikho Mosulishvili, Gela Chkvanava, Ana Kordzaia-Samadashvili, Ina Archuashvili, Maka Ldokoneni, Beso Khvedelidze, Beka Kurkhuli, Bela Chekurishvili, Teona Dolenjashvili, Tea Topuria, Luka Bakanidze, Tsotne Tskhvediani
Publisher: Kalem Kultur Dernegi, Istanbul, 2017
Language: Turkish
Translator: Parna-Beka Çilaşvili
ISBN 978-605-84-7873-2
Pages: 316
Size: 13,50 X 19,50 X 2,00
The book is published with support by the GNBC (The Georgian National Book Center)

წიგნის დასახელება - თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგია (არაჩვეულებრივი მოთხრობები თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან)
გამომცემლობა - Kalem Kultur Dernegi, Istanbul
ქართულიდან თურქულად მთარგმნელი - ფარნა-ბექა ჩილაშვილი
ISBN 978-605-84-7873-2
გამოცემის წელი - 2017
გვერდების რაოდენობა - 316
ზომა - 13,50 X 19,50 X 2,00
წიგნი დაიბეჭდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

კრებულში შევიდა ოცი ცოცხალი ქართველი მწერლის: გურამ დოჩანაშვილის ("მუსიკოსი"), გურამ ოდიშარიას ("სიზმარ-ცხადი"), თამრი ფხაკაძის ("ომი თუ მშვიდობა"), კოტე ჯანდიერის ("კონკიას ღამე"), ირაკლი ლომოურის ("ჯო(რ)ჯო"), ზურაბ ლეჟავას ("მაცივარი ლექსისა წილ"), ირაკლი სამსონაძის ("შემკრთალი ქუჩა"), მიხო მოსულიშვილის ("ზამთარმა მოიქნია კუდი"), გელა ჩქვანავას ("დარეჯან კვარაცხელიას შურისძიება"), ანა-კორძაია სამადაშვილის ("ისტორიული მეხსიერება), ინა არჩუაშვილის ("ბალბაწო"), მაკა ლდოკონენის ("ბიშას ბალიშები"), ბესო ხვედელიძის ("ჯადო"), ბექა ქურხულის ("სახლი სხვაგან"), ბელა ჩეკურიშვილის ("პინარის მძივი"), თეონა დოლენჯაშვილის ("მორჩილება"), თეა თოფურიას ("სახლი"), ლუკა ბაქანიძის ("სად ხარ, ლაზარე"), ზვიად კვარაცხელიას ("შვინდა"), ცოტნე ცხვედიანის ("ანდერგრაუნდი ") მოთხრობები.
"თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგიის" მთავარი რედაქტორია ნერმინ მოლლაოღლუ (Nermin Mollaoğlu), გამოცემის რედაქტორია გიზენ ოზგუვენი (Gizem Özgüven), გარეკანის დიზაინერია ბურაქ კარაჯა (Burak Karaca), წიგნის დიზაინერია ადემ შენელი (Adem Şenel).

თამრი ფხაკაძე - Page 2 5-777-10

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით თურქულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Kalem Kultur Dernegi მიერ თურქეთში მოთხრობების ანთოლოგია გამოიცა. გამოცემა 20 თანამედროვე მწერლის - გურამ დოჩანაშვილის, მაკა ლდოკონენის, გურამ ოდიშარიას, მიხო მოსულიშვილის, ირაკლი სამსონაძის, ბექა ქურხულის, გელა ჩქვანავას, ზვიად კვარაცხელიას, ინა არჩუაშვილის, თეა თოფურიას, კოტე ჯანდიერის, ბელა ჩეკურიშვილის, ირაკლი ლომოურის, თამრი ფხაკაძის, ცოტნე ცხვედიანის, ზურაბ ლეჟავას, თეონა დოლენჯაშვილის, ბესო ხვედელიძის, ანა-კორძაია სამადაშვილისა და ლუკა ბაქანიძის მოთხრობებს აერთიანებს. წიგნი თურქულ ენაზე ფარნა-ბექა ჩილაშვილმა თარგმნა.

თამრი ფხაკაძე - Page 2 6-777-10


ბმული:
* http://kalemagency.com/?page_id=5123

study


Last edited by Admin on Thu Feb 28, 2019 10:35 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptySun Jun 10, 2018 9:33 pm

თამრი ფხაკაძე - Page 2 Tmrs_l10

თამრი ფხაკაძე

მე - ლოკოკინა

ხანდახან მგონია, რომ ერთადერთი და განუმეორებელი ვარ. რომ ცისქვეშეთში არავინაა ჩემსავით ერთადერთი და განუმეორებელი... არც ოთხფეხებში, არც ორფეხებში, არც უფეხოებში... იმიტომ, რომ მე - ლოკოკინა ვარ. და მე ვიტვირთე... მე რაღაც ისეთი ვიტვირთე... რაც... რასაც... რაც არავის...
ო, უფალო! რა გულის ამაჩუყებლად ცახცახებს მთელი ეს გამჭვირვალე სიმწვანე...
მე მივცოცავ სადღაც... არსაით... მე უბრალოდ, მივცოცავ და ზურგზე იმას ვგრძნობ, რაც შენ მატვირთებინე უფალო, - ჩემს სახლს! ჩემს ციხესიმაგრეს! ჩემს მძიმე, მაგრამ ტკბილ ტვირთს... როგორ მძიმეს მაინც, ჰა?.. და თან როგორ ტკბილს... და რომ მივცოცავ, უფალო, თან კვალს ვტოვებ... და ამითაც შენ გამომარჩიე სხვათაგან... მივცოცავ ჩემი მძიმე და ტკბილი ტვირთით და ვტოვებ კვალს და ყველამ იცის, - აქ მე ვიყავი, ლოკოკინა, და ბრჭყვიალა, სიფრიფანა კვალი დავტოვე... მხიარული და ნაღვლიანი ერთდროულად...
მაღლა კი სულ ცაა. დიდი და ლურჯი. მე მხოლოდ პაწია ნაწილს ვხედავ, იმიტომ, რომ თავს ვერ ვწევ და მხოლოდ თვალებს თუ ავატრიალებ ძალიან, ძალიან და მაღლა კი არა - წინ, შორს, ჩაგუბებულ სილურჯეს თუ დავინახავ... და დიდრონი ხეები შრიალებენ ზემოთ, და ჩიტები ფრენენ... და მზე?! მზე?!! უფალო, ეს რამხელა ტვირთი ამკიდე! იმხელა, რომ ლამის გამსრისოს ხანდახან... და თან იმდენი რამ არ მინახავს და არ მიგრძნია! არადა, არსებობს სადღაც! უჩემობაში...
მე მხოლოდ ჩრდილების სიგრძე-სიმუქით ვხვდები, სადაა მზე... და კიდევ გუბურაში, გუბურაში ვხედავ ხოლმე წითელი დისკოს ნამტვრევებს... და ალმოდებულ ღრუბლებს...
ახლა ყველაფერი მინდა გითხრა, უფალო! იმიტომ, რომ დიდი, მოოქროსფრო ნათელია ზემოდან ჩამოწოლილი, გარინდული გავკვრივარ მიწას, გარს მაკრავს თბილი ბურუსი და ვგრძნობ, რომ სადღაც აქვე ხარ... სულ ახლოს... იქნებ, ამ ბრჭყვიალა ნამის წვეთებშიც...
ცოდვილი ვარ, უფალო!
არ ვიცი, საიდან დავიწყო...
მე - ლოკოკინა ვარ და ეს შენი ნება იყო. შენი ნებაა, რომ ზურგით დავატარებ საკუთარ სახლს. ან იქნებ მთლიანად იმას, რასაც ადამიანები სამშობლოს უწოდებენ? ვერ გამიგია, უფალო, - თუ ეს ნიჟარა ჩემი სახლია, მაშინ ეს, ირგვლივ ყველაფერი, - სამშობლო გამოდის და თუ ეს ნიჟარა სამშობლოა, მაშინ... მაშინ გამოდის, რომ ირგვლივ ყველაფერი მთელი სამყაროა? და მე მთელ ა მ ხ ე ლ ა სამყაროში ვტოვებ რაღაც კვალს? მერედა, საოცარი არაა? და ცოტა, გასაღიმარიც?..
მაგრამ, უფალო! მსუბუქად და თვინიერად უნდა დავატარებდე ამ ჩემს ტვირთს! მსუბუქად და თვინიერად... მე კი, ზოგჯერ... ზოგჯერ... შემინდე და, იიმხელა სევდა შემომაწვება გულზე, რომ მინდა გამოვძვრე ამ ჩემი სულთანმდევი წიაღიდან და გავვარდე, გადავიკარგო, გავფრინდე - ავიჭრა ზემოთ, უსასრულო, შთანმთქმელ სილურჯეში, დავივიწყო თავი, და დავივიწყო სადღაც, შორს, სურნელოვან ნეშოში ჩაძირული ჩემი სახლი...
ერთხელ...
აი, ყველაფერს გეუბნები, უფალო...
ერთხელ ასეც მოვიქეცი... მთვარიანი ღამე იდგა. გარინდული, მაცდური, უცნაური, იდუმალი ხმებით სავსე... მე მთვარეს ტბორში ვხედავდი შორს, ჩემ გასწვრივ, ბალახებსა და კენჭებს შორის... ის ტბორის ჩამუქებულ ზედაპირზე ირწეოდა და სულ სხვა სამყაროში სახეტიალოდ მიხმობდა. დროდადრო ღამურები მფრინავი შავი ურჩხულებივით გაიფართქუნებდნენ ხოლმე ჩემ შორიახლო და დროდადრო, ბუ გაჰკიოდა საზარელ ხმაზე ღრმა, საშიშ სიშავეში და მე კი, უფალო, იმის მაგივრად, რომ შევყუჟულიყავი ჩემს... არ ვიცი რაში... სახლში, სამშობლოში, თუ იქნებ, სულაც მეში, - ამ ყველაფრიდან გაქცევის გიჟური სურვილი დამეუფლა... სასაცილო არაა, უფალო? ლოკოკინა და გაქცევის გიჟური სურვილი...
დამეუფლა და! თვით ღამურების ფართხუნა, დემონური ფრენაც კი ვინატრე... და უცნაური ლაწალუწით და ბუთა საზარელი გადაძახილებით სავსე წყვდიადში შეჭრაც! თუმცა, რატომ წყვდიადში? ტბორის გლუვ, მოშავოდ მბზინავ ზედაპირზე მთვარე ირწეოდა, ტივტივებდა და მისი მკრთალი ნათელი ირგვლივ ყველაფერს გაყუჩებულ და ნაღვლიან სასაფლაოს ამსგავსებდა... ჰოდა, მეც იქ მინდოდა, უფალო! იმ უცნაურ ჩრდილთა ტორტმანში! იმ შეუცნობელ თავგადასავლებში! მინდოდა პირდაპირ იმ ვეება, უღრან არვიციში შეჭრა!
მაგრამ ზურგზე... ზურგზე ჩემი სახლი მედგა, შენგან ნაბოძები, ჩემი წილხვედრი, და ის ჩემით იყო ის, მე კი მისით ვიყავი მე, ლოკოკინა!
სადღაც, შორიახლო კი ღამეული, გიჟურად მბორგავი სიცოცხალე დუღდა... მტაცებლური ღრენით, ვნებიანი ყმუილით, ცოფიანი ბრდღვინვით და სულაც, დაძაბული, მოცახცახე სიჩუმით სავსე... აი, აი რაზე მსურდა ჩემს ზურგზე სამყაროს შექმნისას ნაგები სიმყუდროვის გაცვლა! ვფიქრობდი ქარისგან დაგლეჯილ აბლაბუდასავით აწეწილ ფიქრებს... ვფიქრობდი, რომ - გავიქცევი!! შორს! შორს... სადღაც... და ყველაფერს ვნახავ... და ყველაფერს ვიგრძნობ... და გულაღმა ამოვტრიალდები და დავინახავ ცას... მთვარეს... ვარსკვლავებს... და მკერდზე გადამირბენენ შავი ღამურების ვეება ჩრდილები... და დავინახავ, როგორ მოწყდება ციდან ვარსკვლავი, როგორ გასკდება გზადაგზა და ფერად, ბრჭყვიალა მტვრად როგორ გადმოიფრქვევა... და იცი, უფალო, აღარც ეს კვალის ტოვება მინდოდა! მინდოდა ვერასდროს ვერავის გაეგო, რომ აქ ვიყავი... მინდოდა, სამყაროს უზარმაზარ საიდუმლოებს შევრეოდი და მეც ერთი პატარა საიდუმლო ვყოფილიყავი...
უფალო, მიმიხვდი, რა მინდოდა? დიდი, უდიადესი გაქცევა!
და თანაც, თვალცრემლიანი ვფიქრობდი, რომ აგერ, რა დროჟამია ასე ვარ... ზურგით დამაქვს ღვთითნაბოძები თუ ღვთითმოსჯილი ჩემი ტვირთი, ჩემი სახლი... ჩემი, ჩემი მთელი ყველაფერი, და ახლა კი, - ვღალატობ...
ვფიქრობდი, რომ - სწორედ ეს სახლი, სწორედ ეს ჩემი ტკბილი ყველაფერი მსრესს, მბორკავს და მაიძულებს ასე ნელა ვიხოხო, თორემ აი, დავტოვებ აქაურობას, გამოვძვრები და ეჰეეეეეი!! გავფრინდები! გავქროლდები! ქარზე უსწრაფესად! უმსუბუქესად! მთავარია... მთავარია უკან არ მოვიხედო. და მიტოვებული, გამოცარიელებული ე ს არ დავინახო... აი, ეს... ჩემი სასახლე - სატუსაღო... არ დავინახო, როგორ დარჩება მთვარის შუქზე მკრთალად გასხივოსნებული მიტოვებული საფლავივით უნუგეშო და სევდიანი. ვფიქრობდი: მორჩა! თავისუფალი ვარრ!! ეს ააამხელა სამყარო ჩემმია! და მე - მისსი!! ავითქვიფები ამ, ამ ააამხელა სამყაროში, ჩავიკარგები ჩემი საბრალო, სასაცილო კვალიანად! მერე... მერე მზე ამოვა! და მე მის ოქროსფერ ნამსხვრევებს კი აღარ დავინახავ გუბურაში, არამედ მთლიანად, ერთიანად შევიგრძნობ და მის ძლევამოსილ ნათელს დავნებდები... ჰოდა,... მთავარია ი ს აღარ გავიხსენო... ის, რასაც ჩემი ერქვა... არ მქონდეს აღარაფერი ჩემი... უფრო სწორად, უფალო, ჩ ე მ ი უნდა გახდეს ყველაფერი! მთელი სამყარო, მთელი თავისუფლება, მთელი სიცოცხლე და თვით მთელი სიკვდილი... ჩემი - ახლა იქნება უზარმაზარი და დიადი რაღაც, და არა ერთი მძიმე და ტკბილი საკანი...
მისმინე, უფალო... სადღაც აქ ხარ ახლა, არა? სულ ახლოს... იქნებ, მთლიანად ეს ხარ, ეს ოქროსფერი თბილი ბურუსი, გარს რომ მაკრავს და გულს რომ მიჩუყებს... ან იქნებ ეს მიწა, - გრილი და სურნელოვანი, ზედ რომ გავკვრივარ...
მისმინე, უფალო...
იმ მთვარიან ღამით შენს ნებასაც ვუღალატე და ნელა, ქურდულად გამოვძვერი ჩემი მშობლიური წიაღიდან და უკანმოუხედავად გავწიე წინ, თავბრუდამხვევი თავისუფლებისკენ!
მივცოცავდი გაცილებით სწრაფად და მსუბუქად უწინდელზე და მთელი ცისქვეშეთი, და თვით ცაც, - ყველაფერი ჩემი იყო! მინდოდა მეყვირა: ეჰეეეეიი! მოვედიიიიი!! და მინდოდა შევშვეროდი და თავი დამეხრჩო ზემოდან მოვერცხლისფრო ჩანჩქერებად გადმოღვრილ მთვარის ნათელში... მინდოდა სათითაოდ ჩამომევლო ნამით დამძიმებული ღამის ყვავილებისთვის და აღტაცებით მემცნო, რომ აი, აქ ვარ! სრულიად თავისუფალი! და ჯერაც არ ვიცი, სად დამიღამდება ან სად გამითენდება... და აი, აღარ დავათრევ იმ თავშესაფარს და ვარ თავშ\ეუფარებელი... როგორც ქარი და წვიმა...
მერე... მერე თითქოს უზარმაზარ, აწყვეტილ მეჯლისზე აღმოვჩნდი და თითქოს, გონიც კი დავკარგე ერთ დიდ მორევად ქცეულ ვნებათაღელვაში და სწორედ მაშინ, უფალო, როცა საკუთარი არსებისთვის რაღაც ახალი სახელი უნდა დამერქვა, სწორედ მაშინ... ერთბაშად მოვიწყინე და ზურგზე, რომელზეც უახლოეს წამებში ფრთების ამოსვლას ველოდი, აი ის ადგილი, სადაც უწინ ჩემი სახლი მედგა, სწორედ ის ადგილი, თითქოს... ამიტირდა...
და დავმძიმდი, უფალო... ნელა, მიწაზე ლამის დასრესილმა განვაგრძე გზა, მაგრამ ირგვლივ თხელი და ბრჭყვიალა ყინულივით იმსხვრეოდა ჩემი ოცნება... და ეს უზარმაზარი თავისუფლება სულს მიხუთავდა... და ისე საოცრად და საბრალოდ დამაკლდა ზურგზე ის სიმძიმე, უფალო! და უიმისობა კი ათასგზის უფრო მეტად დამიმძიმდა და მსრესდა, მსრესდა უიმტვირთობა და უცებ იმასაც მივხვდი, უფალო, რომ სწორედ იმ ტყვეობაშია ჩემი თავისუფლება და სწორედ ის... ის ჩემი პატარა სასახლე - საკანი შობს ჩემს სულში ოცნებებს და ლეგენდებს თავისუფლებაზე, თორემ... თორემ თვით თავისუფლება ერთი დიდი, ხალვათი საკანია მერე, რაკიღა იგემებ და არიქა! ჩქარა! სადაა?! სად?! ავწრიალდი, ავფორიაქდი, უფალო და როგორღა, როგორღა მეპოვა ჩემი სახლი? ჩემი ყველაფერი... ჩემი საკუთარი თავი...
და აჰა, მთვარის სხივზე აბრწყინებული წინ... თუ უკან... - არ ვიცი საით, მაგრამ გამიძღვა ჩემივე საბრალო და სასაცილო ნაკვალევი... უნაზეს, ციმციმა ძაფად მიიკლაკნებოდა იგი ჩემი წარსულისკენ და თან, მომავლისკენ და აჰა! აი, ჩემი სახლიც...
ო, რომ იცოდე, უფალო, როგორ გამიხარდა მისი დანახვა, მისი პოვნა, მისი ეს დიადი აღმოჩენა და მასში დაბრუნება... აჰა, შევძვერი, დავბრუნდი ჩემს მშობლიურ წიაღში და მოვირგე თუ არა ზურგზე, მყისვე მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ჩემი ფრთები, რომელიც ოცნებებში დამაფრენდა...
აი, ყველაფერი გითხარი, უფალო... ახლა ვიცი, რომ გაქცევა არაფერია... მხოლოდ გაქცევაზე ოცნებაა რაღაც და ისიც ვიცი უფალო, რომ... თუმცა, შენ თავად იცი ყველაფერი...
და აჰა, მივცოცავ ახლა ზურმუხტისფერ მარადისობაში, მივცოცავ ჩემი უძველესი ტვირთიანად და მე ვარ მე... ლოკოკინა...
ოდესმე კი, ისევ...

(თარგმნილია გერმანულად იუნონა გურულის მიერ)

ბმული:
* http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0unikumu1--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=unikumu1&cl=CL4&d=HASH012f0ff1eac3967cf53be3e4.12.1

თამრი ფხაკაძე - Page 2 Tamri_14


Зарубежные записки № 24, 2014

Тамри ПХАКАДЗЕ

Я, УЛИТКА
Перевела с грузинского Анна Григ

Иногда мне кажется, что я одна такая… единственная и неповторимая. Что под синим небом нет никого, такого же неповторимого… среди четвероногих, двуногих и даже безногих. Ведь я улитка. И я взяла на себя… взяла на себя что-то такое, чего бы никто… чего бы никогда…
О Господи, как трогательна эта трепещущая прозрачная зелень!..
Ползу куда-то… в никуда… Просто ползу и чувствую на спине то, что взвалил на меня Ты, Господи, — мой дом! Мою крепость! Мою тяжелую, но дорогую ношу… такую тяжелую!.. и такую дорогую!.. И ползу я, Господи, оставляя след… И этим Ты выделил меня среди остальных. Ползу со своей тяжелой и дорогой ношей и оставляю за собой след, и все знают — что здесь проползла я и оставила блестящий и тонкий, едва заметный след… веселый и печальный в то же время.
А наверху повсюду небо. Большое и синее. Я способна увидеть только малюсенькую его часть, потому что не могу поднять голову… только глазами ворочаю изо всех сил, но получается смотреть не вверх, а вперед, вдаль, и вижу только скопившуюся синеву, надо мной же шелестят ветвями огромные деревья, и летают птицы… Но солнце… Господи, велико бремя, возложенное Тобой на мои плечи! Так велико, что вот-вот меня раздавит… И ведь сколько всего я не видела, не ощущала, всего того, что есть там… где нет меня.
О том, где находится солнце, приходится лишь догадываться… определять по длине и густоте теней… и еще — иногда я нахожу в лужах осколки красного диска и воспламенившиеся облака.
Мне хочется сказать тебе все, Господи! Именно сейчас, когда сверху опустилась огромная полоса золотистого света, я прижимаюсь к земле, затаив дыхание и укутанная теплым туманом, и ощущаю Твое присутствие в самой непосредственной близости от меня… может даже, в этих поблескивающих каплях росы.
Грешна я, Господи!..
Даже не знаю, с чего начать…
Я улитка, и на то Твоя воля. По велению Твоему ношу на спине мой собственный дом. Или, может, все то — что люди называют родиной? Вот не понимаю я, Господи, если эта самая раковина — мой дом, то, выходит, все, что вокруг — родина, но, если она, раковина, — родина, так ведь остальное — вселенная? И неужели в этой огромной вселенной я оставляю хоть какой-то след? И разве это не удивительно и не навевает легкую улыбку?..
Господи! Я знаю, что должна не ропща нести свою ношу! Не ропща, с легкостью… Но иногда… прости меня, Господи, иногда такая грусть, такая тоска охватывает душу, что хочется вылезти из вечных недр моей раковины и помчаться прочь, затеряться в пространстве, устремившись ввысь, в бесконечную и всепоглощающую синеву, забыться и забыть про дом, где-то вдалеке утопающий в ароматной куче сырых листьев.
Однажды…
Видишь, Господи, я ничего не скрываю…
Однажды я так и сделала… Стояла лунная ночь — затаившаяся, соблазнительная, странная, полная таинственных звуков и шорохов. Я смотрела на луну, медленно покачивающуюся на темном дне лужи посреди травы и камешков. Она будто призывала меня пойти побродить по свету, узнать другой мир… То там, то здесь, словно драконы, хлопали крыльями летучие мыши, и ужасающим голосом кричала сова в глубокой, страшной тьме, а я вместо того, чтобы укрыться — не знаю — в доме ли, на родине или в себе, почувствовала безумное и непреодолимое желание бежать от всего этого… Ну, разве не смешно, Господи? Улитка и вдруг непреодолимое желание бежать…
Но оно, это желание, охватило мое сердце с безудержной силой! И мне даже захотелось шумно и с демонической силой полететь, как летучая мышь и врезаться в полную странного свиста и леденящего душу совиного переклика тьму… Хотя почему же тьму? На гладкой и отливающей чернотой поверхности лужи плавала луна, и ее бледный свет делал все вокруг похожим не притихшее и печальное кладбище… Туда мне и хотелось, Господи, — в компанию странных колеблющихся теней, непроходимую чащу неизвестности… неизведанный водоворот приключений!
Но на спине… на моей спине стоял дом, дарованный мне Тобой, мой удел, за который я держусь так же, как он — на мне!..
Где-то, далеко или близко, кипела сумасшедшая ночная жизнь… Полная дикого рева, страстного воя, бешеного рычания и даже напряженной, трепещущей тишины. Вот на что я хотела променять уют, воздвигнутый на моей спине еще при сотворении мира! Думала свои мысли, колышущиеся как оборванные пряди паутины… Думала, что убегу… далеко, очень далеко! Туда, где все увижу, все почувствую! Где перевернусь на спину и посмотрю на небо, луну, звезды, и по моей груди пробегут огромные тени черных летучих мышей, и я увижу, как сорвется с неба звезда и, взорвавшись, посыплется блестящей цветной пылью… Знаешь, Господи, мне даже больше не хотелось оставлять за собой след! Пусть бы никто и не узнал, что я была здесь. Я ведь стремилась смешаться с огромными таинствами вселенной и стать хотя бы небольшой, но тоже тайной…
Понял ли Ты меня, понял ли Ты мои желания? Бежать, бежать как можно скорее!
И в то же время, со слезами на глазах думалось мне, уже столько времени я живу так, как живу, ношу на спине дарованный мне Богом, а может, присужденный в качестве наказания, этот груз, мой дом… Все, что у меня есть… а сейчас я словно предаю его…
Думалось мне, что именно он, этот дом, эта моя сладость, давит на меня, сковывает и заставляет ползти слишком медленно, но как только смогу вылезти отсюда, — тогда уже все, свобода! Полечу, помчусь быстрее ветра! Легче ветра! Главное, не оглядываться назад и не видеть оставленное и опустевшее э т о… да, это, — мой дворец, тюрьму… не видеть, как это останется печальным и без единой надежды, едва озаренное бледным лунным светом. Думала: все, я свободна!! Весь этот огромный мир теперь принадлежит мне! А я ему!! Растворюсь в нем, затеряюсь вместе с моим жалким, смешным следом! А потом — потом взойдет солнце! И я увижу уже не золотистые осколки в луже, а познаю его целиком и предамся могущественному свету… Главное, не вспоминать о т о м, что называлось моим… не иметь ничего моего… вернее — теперь все должно стать м о и м! Весь мир, вся свобода, вся жизнь и даже сама смерть во всей полноте… М о е — на этот раз будет огромным, необъятным, а не тяжелой и сладкой темницей.
Выслушай меня, Господи! Ты где-то здесь, ведь так? Совсем близко… Может, Ты весь в золотистом теплом тумане, обвивающем меня и волнующим мое сердце, или в этой прохладной и ароматной земле, к которой я прильнула всем телом…
Выслушай, Господи…
В ту лунную ночь я предала Твою волю. Медленно, крадучись вылезла я из родных недр и без оглядки устремилась вперед, на пьянящую волю!
Я ползла сравнительно быстрее и легче, чем раньше, и все, что под небом и даже само небо — все принадлежало мне! Хотелось крикнуть: Ээээй! Я здесь, я пришла!! И хотелось подставить себя под изливающийся серебром водопад лунного света и утонуть в нем… Хотелось обойти отягченный росой каждый ночной цветок и поведать, что вот она я! Я совершенно свободна!! И пока даже не знаю, где меня застанут ночь или рассвет… И вот, я уже не тащу на себе свой кров и я такая же бесприютная — как ветер или дождь…
А потом… потом я будто оказалась на большом бурном балу и потеряла голову в вихре событий, и именно тогда, когда я уже собиралась наречь свое существование по-новому, именно тогда, Господи, мне вдруг стало тоскливо, и моя спина, на которой вот-вот должны были вырасти крылья, вдруг осиротело заныла…
И я сразу как-то отяжелела, Господи. Медленно, почти придавленная к земле, я продолжила свой путь, а вокруг сыпались тонкие и блестящие, как лед, осколки моей мечты… Я задыхалась среди этой огромной свободы… И с такой неожиданностью и болью почувствовала я отсутствие моей ноши, Господи! Ее отсутствие давило на меня со всей силой, будто на мою спину навалилось нечто втрое тяжелее, и вдруг я поняла, что моя свобода как раз и заключается в моей неволе и что маленький дворец-темница порождает в душе мечты и легенды о свободе… ведь… ведь сама свобода — только ее попробуешь — одна большая тюрьма… Но вот я забеспокоилась, заметалась: где он, мой дом, как мне его найти, Господи? Найти то, что м о е… с е б я…
Передо мной ли, за мной — но сияющий под лунным лучом след, оставленный мной, мой жалкий и смешной след, показывает мне путь. Хрупкой и мерцающей нитью вьется он к моему прошлому и в то же время к будущему!.. Вот, вот мой дом!..
О, если бы ты знал, Господи, как я обрадовалась, завидев его, найдя и вернувшись в него. Вновь забравшись в родные недра и едва пристроив их на спине, я поняла, что это и есть мои крылья, несущие меня сквозь мечты.
Кажется, я все сказала тебе, Господи. Теперь я знаю, что, убежав, ничего не добьешься… только мечта убежать и значит что-то. И еще знаю, что… хотя ты сам все знаешь…
И вот я теперь ползу в изумрудную бесконечность, ползу с моей старой, старинной ношей, и я — это я… улитка.
Но когда-нибудь… опять…

თამრი ფხაკაძე - Page 2 Aaaaaa10

Пхакадзе Тамри
Дата рождения: 1957 г.
Место жительства: Тбилиси, регион Грузия
Прозаик, драматург. Родилась в 1957 году в Тбилиси. В 1974 году окончила филфак ТГУ. С 1980 по 2006 гг. работала в отделе древнегрузинской литературы Института грузинской литературы имени Ш. Руставели. В 1987 году защитила диссертацию на соискание ученой степени кандидата филологических наук. С 2001 года регулярно печатается в грузинских литературных изданиях. Награждена несколькими литературными премиями Грузии, в том числе премией «Саба» и детской премией «Золотое Пёрышко». Автор многих книг и публикаций.

Перевела с грузинского Анна ГРИГ

Exclamation

Публикации автора на Мегалите
Я, улитка. Рассказ. Перевела с грузинского Анна Григ

* http://reading-hall.ru/publication.php?id=10324
* https://www.promegalit.ru/public/9597_tamri_pkhakadze_ja_ulitka_rasskaz_perevela_s_gruzinskogo_anna_grig.html

study

Тамри Пхакадзе – кандидат филологических наук, драматург, прозаик, детский писатель, ауреат престижных национальных и международных литературных премий.

Автор множества рассказов, повестей и сказок ("Я, улитка", "Прометеев огонь", "Длинноносая волшебница Марсия", "Три сказки на новый год", "Веселый поезд", "Гимн алфавиту", "Джио в Африке" "Приключения Глобуса и Луки" и др.) для детей и подростков

Произведения Тамри Пхакадзе написанных легким языком с неповторимым грузинским юмором, наполненных глубоким философским смыслом.

* http://www.readchildren.ru/blog/detskaya-literatura-za-rubezhom-respublika-gruziya/

study


Last edited by Admin on Sun Mar 03, 2019 12:59 am; edited 8 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyFri Jul 13, 2018 12:57 pm

თამრი ფხაკაძე - Page 2 Gaertn12


Gärtnern im Kriegsgebiet und andere Erzählungen

Tamri Fkhakadze, Iunona Guruli

Gebundene Ausgabe: 130 Seiten
Verlag: Dagyeli, J & D; Auflage: 1 (1. August 2018)
Sprache: Deutsch
ISBN-10: 3935597916
ISBN-13: 978-3935597913

Zwei Brüder verlassen ihr Dorf in Richtung Hauptstadt. Der jüngere, Zaliko, will ein richtiger Großstädter werden und heiratet, der ältere, Robinzon, wird von der Sehnsucht nach der alten Heimat geplagt. Zaliko fliegt mit seiner Frau nach Amerika, um eine angeblich schwere Krankheit behandeln zu lassen, Robinzon kehrt während bewaffneter Auseinandersetzungen (wir erfahren nicht, ob in Ossetien oder Abchasien oder anderswo), in sein altes Dorf zurück. Dort erfährt er, dass sein Bruder Haus und Grundstück verkauft und damit seinen Amerikaflug finanziert hat. Damit nicht genug, schreibt ihm der Bruder, dass die Krankheit nur vorgetäuscht war. Aber von seinem Traum vom eigenen bebauten Land will Robinzon nicht lassen. Auf einer benachbarten Brachwiese ackert und sät er, doch die Einschläge kommen immer näher. Die Nachbarn fliehen, einige Männer fallen im Kampf. Der neue Besitzer seines Vaterhauses vermacht ihm Robinzons einstiges Grundstück, um es zu schützen. Und Robinson bleibt, er ist entschlossen, seinen Garten zu verteidigen.

Die Meisterin der kleinen Form kommt nach Frankfurt zur Messe und das Buch im Sommer bei uns heraus: Tamri Fkhakadze »Gärtnern im Kriegsgebiet. Erzählungen« (Aus dem Georgischen von Iunona Guruli)

ამ კრებულისთის გერმანულად თარგმნილია ოთხი მოთხრობა:
* ნუგზარი - ღვთის კაცი
* მე - ლოკოკინა
* ომი თუ მშვიდობა
* ბოსტანი კონფლიქტის ზონაში

თამრი ფხაკაძე - Page 2 Tamri_12


ბმული:
* https://buch-findr.de/buecher/gaertnern-im-kriegsgebiet/
* https://www.amazon.de/G%C3%A4rtnern-im-Kriegsgebiet-Tamri-Fkhakadze/dp/3935597916

study


Last edited by Admin on Tue Mar 19, 2019 2:18 am; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyFri Jul 13, 2018 1:43 pm

თამრი ფხაკაძე - Page 2 House_10

თამრი ფხაკაძე

***
მე მინდა სახლი ზღვაზე.
ყოფნა-არყოფნის ზღვარზე.
ფიქრები რაღაც სხვაზე.
ჩემი ბილიკი ცაზე.
ისეთი არაფერი:
დრო გადიოდეს ასე...

2018



Arrow


თამრი ფხაკაძე - საუბარი მირზა გელოვანზე
გადაცემა „მწერლის დრო“ 02 04 2015

Arrow

21 ივნისი, 2013
როდის გაიტაცა თამრი ფხაკაძე სასულიერო ლიტერატურამ

ფილოლოგი მშობლების გარემოცვაში გაიზარდა, ამიტომ ალბათ ზედმეტი იქნება იმის თქმა, რომ წიგნი ბავშვობიდან შეიყვარა. ერთხანს დედა ბიბლიოთეკაში მუშაობდა და შვილიც დიდ დროს ატარებდა კატალოგებს შორის სირბილში. სანამ თავად ისწავლიდა კითხვას, წიგნებს ბებია-ბაბუა უკითხავდა. ბებია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. ზაფხულობით საჩხერეში, სოფელ ჩიხაში ჩასულ შვილიშვილს ლამაზად წერას აჩვევდა. როცა არ ჩქარობს, ლამაზი კალიგრაფია აქვს, ეს ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობაში რვეულში ნაწერს ყოველთვის უმოწმებდა ბებია და თუ რამე არ მოეწონებოდა, შენიშვნასაც აძლევდა.
თამრი ფხაკაძე პატარებისთვისაც წერს და უფროსი თაობის მკითხველისთვისაც. რამდენიმე მოთხრობაზე, რომანსა და პიესაზე ერთდროულად მუშაობა შეუძლია და თემატიკის ასეთი ცვლილებისას ისვენებს. დაახლოებით 2005 წლამდე თავის ნაწარმოებებს ხელით ქმნიდა, შემდეგ კალამი კომპიუტერმა ჩაანაცვლა. თამრი ფხაკაძის შემოქმედებაში ერთ-ერთი წარმატება 2002 წლის ''პენ მარათონი'' იყო. ფრაზაზე: ''რამდენიმე გაკვეთილი საკმარისი აღმოჩნდა, რომ...'' - მოთხრობა უნდა აეგო. დაწერა მოთხრობა ''გაკვეთილი'' , რომლისთვისაც კონკურსის მესამე პრემია გადასცეს. კიდევ რამდენიმე სხვა პრემიის მფლობელია. მათ შორისაა ''საბა'' და ''ოქროს ფრთა'' ...
აუცილებლად უნდა წაიკითხო ''ჯეინ ეარი'' , ''ჯენი გერჰარტი'' , ''კერი'' . ალბათ მათ გარეშე მკითხველი ქალის ცხოვრება ვერ ჩაივლის

- ბავშვობაში ბებია ''ვეფხისტყაოსანს'' მასწავლიდა. სკოლაში ჯერ კიდევ არ ვსწავლობდი, როცა ამ პოემის პირველი თავი უკვე ზეპირად ვიცოდი. ბებია ყოველდღიურად თითო-თითო სტროფს მაზეპირებინებდა, თან თავისი განმარტებებით, ყველა სიტყვას მიხსნიდა. იმავდროულად ვიცოდი მთელი პოემის ქარგა. პოემა იმდენად მელოდიურია და ისეთი ანბანური განლაგებაა, მის სტროფებს ბავშვი იოლად სწავლობს.

- შემდეგ ამას ალბათ მოჰყვებოდა ''ტომ სოიერის თავგადასავალი'' და სხვა წიგნები...

- მანამდე ვკითხულობდი ნინო ნაკაშიძის მოთხრობებს, განსაკუთრებით მიყვარდა მისი ''უღუ და თეთ''. შემდეგ ჩემს ცნობიერებაში წარუშლელი ნაკადივით შემოვიდა მარკ ტვენის შემოქმედება. იმავდროულად ''ტომ სოიერის თავგადასავალი'' , ''ჰეკლბერი ფინი'' , ''უფლისწული და მათხოვარი'' . ამ სამიდან ჰეკი ყველაზე მეტად მიყვარდა, ის ყოველთვის ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟი იყო. ალბათ იმიტომ, რომ თავისუფალი სული ჰქონდა. პატარა ბავშვს და, საერთოდ, ადამიანს შეცნობილად და შეუცნობლად ხიბლავს თავისუფლება. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა წაიკითხო ''ჯეინ ეარი'' , ''ჯენი გერჰარტი'', ''კერი'' . ალბათ მათ გარეშე მკითხველი ქალის ცხოვრება ვერ ჩაივლის.

- დღეს როგორი მკითხველი ხართ?

- ვერ ვიტყვი, რომ დღეს კითხვას მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე წერას. კარგა ხანია გატაცებული ვარ სასულიერო ლიტერატურით. ახლაც წიგნის ფესტივალზე შევიძინე ძალიან საინტერესო წიგნი ''სარწმუნოების საიდუმლოება'' , რომელიც მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს ეკუთვნის. კარგი საკითხავია და ძალიან საინტერესო, ვინ როგორ მიდის ღმერთამდე... ხშირად ვკითხულობ წმინდა მამების ნაწერებს, იოანე ოქროპირის, ეფრემ ასურელის, ნეტარი ავგუსტინეს აღსარებანს. ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი ქართული ლიტერატურის განხრით დავამთავრე. ყოველთვის მიზიდავდა ჰაგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია. 26 წელი გავატარე ლიტერატურის მუზეუმში ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში. ანბანთქებაზე, თეიმურაზ I-ზე, ჰაგიოგრაფ ავტორებსა და სხვებზე ვწერდი წლიურ თემებსაც. რა თქმა უნდა, სასულიერო ლიტერატურის პარალელურად, ვკითხულობ სხვა ჟანრსაც და მყავს ''ჩემი'' ავტორებიც.

- ვინ არიან ისინი?

- ''ჩემს'' ავტორს ცოტა იუმორი უნდა ჰქონდეს, თუნდაც შავი. ასეთი ავტორები არიან კამილო ხოსე სელა და ბერნარდ ვერბერი.- https://ka.wikipedia.org/wiki/ჭიანჭველები_(რომანი)

- თანამედროვე ქართველ ავტორებზეც გკითხავთ, ბევრი თქვენი მეგობარი და კოლეგაა. მათგან ყველაზე ხშირად ვის კითხულობთ?

- ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გამოვარჩევ აკა მორჩილაძეს.

- ნებისმიერი თაობის წარმომადგენელი ამ ავტორს ასახელებს...

- არ ვიცი, რატომ, მაგრამ ალბათ ამ მწერალს ყველა თავისებურად ხედავს. ზოგს მოსწონს იმიტომ, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე წერს, ზოგს - მისი ისტორიული ქარგის გამო. აკა მორჩილაძის სამწერლო ტექნიკა მომწონს. აკა მოუხელთებელს მოიხელთებს ხოლმე და დაწერს. მას ძალიან სერიოზულ მწერლად ვთვლი. როცა გეჩვენება, რომ რომელიმე ავტორის მსგავსად წერა შეგიძლია, ეს დიდი მწერლობის ნიშანია. სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ დაწერდი ისე, უბრალოდ, გეჩვენება და სწორედ ეს არის დიდოსტატობა (იღიმის).

- პოეზიიდან რომელ ავტორებს დამისახელებთ?

- რატი ამაღლობელის პოეზია მომწონს.

- ბავშვებისთვისაც წერთ, მათთვის წერა უფრო რთულია თუ პირიქით? ხვდებით ხოლმე მათ?

- ისე მოხდა, რომ ახლახან წიგნის ფესტივალზე ჩემს წიგნებთან აღმოჩნდნენ რუსთავის ''კარცერ ლუქსელები'' თავიანთ პედაგოგთან ერთად. ისინი ჩემს წიგნებს იძენდნენ. გოგონამ, რომელიც მათ წიგნებს უფუთავდა, უთხრა, რომ მე იმ წიგნების ავტორი ვიყავი, თუ გნებავთ, ავტოგრაფით გაგატანთო. ეს რომ გაიგეს, საოცარი ამბავი ატყდა (იღიმის). შემდგომ მათ შეხვედრაზე უარი ვეღარ ვუთხარი. ამას არ ვნანობ, უბრალოდ, საკუთარი თავით ვარ გაკვირვებული. არსად დავდივარ, მაქსიმალურად ვარიდებ თავს ინტერვიუებს, ტელევიზიას, შეხვედრებს. რატომღაც არ მიმაჩნია ეს საჭიროდ, თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ვმუშაობ გამომცემლობაში, რომელსაც წინა პლანზე აქვს წამოწეული საბავშვო ლიტერატურა. მათ ჩემი ოთხი წიგნი დაბეჭდეს და ოთხი კიდევ ''გზაშია'' . როცა მკითხველს შენ მიმართ ინტერესი აქვს, უნდა შეხვდე. ასე რომ, გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. თან მივხვდი, რომ არ მაქვს შეხვედრებზე უარის თქმის უფლება.

- ერთი ქალიშვილის დედა ხართ. თქვენ რას უკითხავდით ნინოს ბავშვობაში?

- ფაქტობრივად, იგივე, კლასიკური გზა გავიარეთ, რაც მე ჩემს ბავშვობაში. ყველა ბავშვმა უნდა წაიკითხოს ქართული ხალხური ზღაპრები, უნდა იცოდეს ''ვეფხისტყაოსნის'' ქარგა, შემდეგ უნდა წაიკითხოს ''პინოქიო'' , ''ბურატინო'' , ''ტომ სოიერი'' და სხვა წიგნები. ეს უცვლელი გზაა. იმ გზიდან ვერაფერი ''ამოხტება'' და ვეღარც ''ჩახტება'' . მაგრამ შემდეგ წლებში გაჩნდნენ სხვა პერსონაჟებიც. მე რომ პატარა ვიყავი, არ იყვნენ პეპი და კარლსონი, ისინი შემდეგ შეემატნენ ლიტერატურას. საბავშვო ლიტერატურა დღესაც მდიდრდება სხვადასხვა ავტორის შემოქმედებით. ბოლო წლებში გაჩნდა ''ჰარი პოტერი'' . ასე იზრდება ის ნუსხა, რომელსაც ბავშვები აუცილებლად უნდა ეცნობოდნენ.

- რომელიმე ავტორები ხომ არ წაგიკითხავთ ნინოს რჩევით?

- ნინჩომ ძალიან შეიყვარა ''ალი და ნინო'' . შემდეგ ორჰან ფამუქის შემოქმედება, რომელიც მეც ძალიან მიყვარს. მისი თხოვნით რაღაც-რაღაცები წამიკითხავს. ნინჩო ყველაფერს კითხულობდა ეგვიპტისა და კლეოპატრას შესახებ, რაც კი ხელში მოხვდებოდა. ახლა პატარა ჰყავს და მაინცდამაინც ვერ იცლის კითხვისთვის, მაგრამ მაინც ცდილობს.

- იმ ოთხი საბავშვო წიგნის გარდა, რაც უკვე ახსენეთ, უახლოეს მომავალში თქვენი კიდევ რა გამოვა?

- ''სადიდო'' წიგნებიდან ერთბაშად წამოწყებული მაქვს ოთხი მოთხრობისა და რომანის წერა.

- თქვენ გახასიათებთ რამდენიმე ნაწარმოებზე ერთდროულად მუშაობა...

- დიახ. მე რომ ვწერდი, ''ჩვენ სამნი და ანგელოზი'', იმ დროს გამომცემლობა ''პალიტრაში L'' -ში ვმუშაობდი. რედაქტორი და შემდგენელი ვიყავი სამიჯნურო პოეზიის კრებულისა ''მიყვარხარ'' , იმავდროულად ''ჩვენ სამნი და ანგელოზს'' ვწერდი. ერთხელაც მუშაობის პროცესში ვიყავი. ჩემს წინ მხატვარი მანანა ზარიძე იჯდა, ის კრებულისთვის მინიატიურებს ხატავდა. რაღაცას მელაპარაკებოდა, უცბად გავაჩერე, გავხსენი ''ვორდის'' ახალი ფურცელი და დავიწყე პიესა ''გაფრენის'' წერა. ვერ ვასწრებდი კლავიატურის ტკაცა-ტკუცს. მანანა ვერ მიხვდა, რა ხდებოდა და მერე ავუხსენი, რომ უცებ პიესა მომაფიქრდა და მაშინვე უნდა ჩამეწერა. მიკვირს ხოლმე, ასეთი ამბები რომ ხდება (იღიმის). სხვათა შორის, საინტერესოა რამდენიმე მოთხრობაზე ან რომანზე ერთად მუშაობა. ერთიდან მეორეზე რომ ხტები, ერთმანეთისგან გასვენებს და ერთს არ ეჯაჭვები. ეს იმას ჰგავს, როცა ბევრი სტუმარი მოგივა და ყურადღება ყველას უნდა გაუნაწილო.

- თუ არსებობს წიგნი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ხასიათზე მყოფმა იკითხოთ?

- ასეთია ბავშვობის, სიყრმის წიგნები. ხანდახან, უბრალოდ, გადაიღლები, გამოაღებ კარადას და ისინი ტრანკვილიზატორებივით იმოქმედებენ. მათი კითხვისას უზრუნველ დროში გადავარდები. ეს ის წიგნებია და ისეთივე ძვირფასი, როგორიც ბავშვობის მეგობარი, რომლის გვერდით ჯდომა ხმის ამოღების გარეშე შეგიძლია და მის გვერდით თავს, უბრალოდ, ბედნიერად გრძნობ.

- თქვენს ნაწერებს, წიგნის სახით გამოსულს თუ კითხულობთ ხოლმე?

- ჩემი მოთხრობის დაბეჭდვას ყოველთვის ველი, თან ვღელავ. სრულიად სხვანაირად აღვიქვამ ქაღალდზე დაბეჭდილს. რასაკვირველია, მანამდე ფურცლებზე ამობეჭდილ მოთხრობას ვკითხულობ, მაგრამ წიგნის ფორმით მაინც სულ სხვაა. ჩემს მოთხრობებს ყოველთვის ისე ვკითხულობ, როგორც უცხო მკითხველი.

- ღილაკ ''დილეითის'' გამოყენებას და ნაწარმოებების წაშლას არ გაურბოდით, მახსოვს...

- დიახ, დღემდე ასე ვარ. ნაწარმოები მე თვითონ თუ გადამირჩა, ჩემზე საშინელი ცენზორი მას წინ აღარასდროს დახვდება. რაღაც დროის გასვლის შემდეგ ვიცი ხოლმე დაწერილის წაკითხვა და ყველაფერს დაუნანებლად ვფილტრავ. თუ მეყალბა, ის ნაწარმოები განწირულია, ვანადგურებ. ასე წავშალე დასრულებული რომანის სამი მეოთხედი, რომელსაც ''ის მაინც ბრუნავს'' ერქვა. ასევე გავანადგურე რამდენიმე მოთხრობაც.

- არ გიცდიათ, იმ მომენტში გაერიდოთ, იქნებ მოგვიანებით ნაწარმოებს ''სხვა თვალით'' შეხედოთ?

- ''სხვა თვალით'' არ შევხედავ. დარწმუნებული ვარ, ყველა წაშლილი მოთხრობა და რომანი რომ აღდგეს და ფურცელზე ''გაჩნდეს'' , ისევ ძველებურად წავშლი. ვიცი, რომ ტყუილად არასოდეს ვიღებ ასეთ გადაწყვეტილებას (იღიმის).

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


Arrow


Last edited by Admin on Mon Mar 04, 2019 8:37 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyThu Dec 20, 2018 4:22 pm

Deutschlandfunk (DLF)
17.09.2018

Deutschlandfunk (DLF) ist neben Deutschlandfunk Kultur und Deutschlandfunk Nova eines der nationalen Hörfunkprogramme des Deutschlandradios. (Deutschlandfunk, abbreviated DLF, is a German public broadcasting radio station, broadcasting national news and current affairs).

Ehrengast der Frankfurter Buchmesse

Georgische Literatur im Widerstand

Fast drei Jahrzehnte nach der Unabhängigkeit sucht Georgien nach neuen Formen des gesellschaftlichen Zusammenlebens. Texte entstehen gegen kirchliche Denkverbote, patriarchalische Strukturen und überkommene Rollenmodelle – und spielen eine wichtige Rolle bei der Selbstverortung des Landes und seiner Gesellschaft.

Von Cornelius Wüllenkemper

თამრი ფხაკაძე - Page 2 Tamri_10


Wenn man den mentalen Zustand einer Nation wirklich an ihrer Literatur ablesen kann, so ist Georgien ohne Zweifel ein besonders interessanter Fall. Die gesellschaftlichen und politischen Umbrüche und Konflikte seit der Unabhängigkeit 1991 haben bis heute auch in der Literatur ihre Spuren hinterlassen. Wer die Texte zeitgenössischer Autoren zur Hand nimmt, wird feststellen, dass hier oft unruhige, teils hysterische Erzählerstimmen sprechen, die Erinnerungen, Assoziationen, groteske Imaginationen und surreale Szenerien kombinieren und auf chronologisch lineare Erzählungen verzichten. Das gilt auch für die Psychotherapeutin und Schriftstellerin Tamar Tandaschwili, die mit ihrem Roman „Löwenzahnwirbelsturm in Orange“ über patriarchalische Gesellschaftsstrukturen in Georgien für einen Skandal sorgte.

„Dem Thema der strukturellen Gewalt in patriarchalischen Gesellschaften und wie sie weibliche Identitäten auslöschen kann, bin ich als Therapeutin oft begegnet. Zugleich habe ich es in den Sitzungen mit meinen Patienten oft mit nicht linearen Narrativen zu tun. Man setzt die Geschichte aus Mosaiksteinen zusammen, man springt vor und zurück und fügt langsam einen Stein an den anderen, um am Ende ein größeres Bild zu erhalten. Und lineare Zeitstrukturen spielen da nicht unbedingt eine Rolle.“


Die patriarchalischen Eliten bleiben im Sattel

Tamar Tandaschwili ist überzeugt, dass die Befindlichkeit der georgischen Gesellschaft geprägt ist von der Auflösung alter Gewissheiten und der Suche nach neuen Orientierungsmarken. Sie gilt als eine der Protagonistinnen der jungen feministischen Bewegung Georgiens. Die Hauptfigur von Tandaschwilis Roman ist eine junge Frau namens Elene, die zum Opfer des tiefen Konflikts über gesellschaftliche und kulturelle Werte in Georgien wird. Elenes männlicher Gegenpart und Peiniger ist Mserosa. Der Abkömmling einer bereits zu Sowjetzeiten privilegierten Familie ist es gewohnt, sich das zu nehmen, was er möchte, Positionen, Geld, Macht – und Frauen, so Tamar Tandaschwili im Gespräch.

„Nach dem Ende der Sowjetunion sind die alten Eliten im Sattel geblieben, sie haben die Macht und das Geld einfach nicht abgegeben. Sie konnten ins Ausland zum Studieren gehen, es waren die ersten Georgier, die westliche Bildung genossen. Zurück in Georgien versuchten sie dann, westliche Werte mit der patriarchalischen Tradition und ihrer Vorstellung von Männlichkeit in Einklang zu bringen. Die Figur Mserosa in meinem Roman ist ein Symbol für diese Klasse, die gerne modern wäre, aber innerlich komplett verrottet ist, genau wie die georgische Vorstellung von Männlichkeit.“

In ihrem Roman „Löwenzahnwirbelsturm in Orange schreibt Tamar Tandaschwili:

„Mserosa hatte gerade sein erstes Soros-Diplom aus Ungarn mitgebracht, als er Elene Rewischwili kennenlernte. Ende der düsteren 90er-Jahre gab es sicher nur ein Dutzend Studenten, die die georgischen Grenzen überschritten hatten. Demzufolge wandelte sich Mserosa gleich zu Beginn des Semesters von einem Typen, der auf der Straße herumhing, zu einem Hoffnungsträger. Elene glich mit ihrer wachsfarbenen Haut und dem dunkelschwarzen Haar einer zarten Mamorstatue. Sie war unheimlich (bis zum Sinnesverlust) schön, fleißig und wohlerzogen. [...] Mserosa fragte sich nicht mehr, ob er der Begierde erlag, der Verliebtheit oder der Liebe. Ihm rutschte nur das Herz aus Angst fast in die Hose, dass dieser hellste Stern die Küche eines Anderen erleuchten würde. Mserosa versuchte sein Möglichstes, aber das brachte nichts. Elene kam nicht nur ihm, sondern auch keinem anderen Mann nahe.“


Morddrohungen gegen eine Romanautorin

Als Mserosa erfährt, dass seine Angebetete mit Frauen verkehrt, fällt seine Fassade eines Verfechters von Demokratie und Menschenrechten. In schockierenden Szenen beschreibt Tamar Tandaschwili Mserosas Wandlung zu einer machistischen, gewalttätigen Bestie, die von den alten sowjetischen Eliten und der orthodoxen Kirche Georgiens gedeckt wird. Für ihre deutliche literarisch-politische Stellungnahme ist Tandashwili bei Erscheinen ihres Romans 2016 überschwänglich gelobt und heftig attackiert worden, wie sie erzählt:

„Ich wusste natürlich, dass ich mit diesem Roman polarisieren werde. Meine Lektorin etwa hatte Angst, dass ihr Name im Buch erscheint, weil ich die orthodoxe Kirche kritisiere und sie Angst vor politischen Konsequenzen hatte. Und ich verstand das sehr gut! Für mich war das ein Zeichen dafür, dass meine Provokation funktionierte. Damals erhielt ich viele Nachrichten von jungen Frauen, die mir dafür dankten, dass ich in meinem Roman ihre eigene Geschichte erzählte und sie sich dadurch nicht mehr so isoliert fühlten. Andere wiederrum drohten mir mit dem Tode und schrieben, dass sie wüssten, wo ich wohne und wie sie an mich herankommen. Ich arbeitete damals nebenher als Beraterin einer Initiative für sexuelle Minderheiten und war Morddrohungen bereits gewohnt.“

Tamar Tandaschwili will provozieren und Tabus einreißen, aber vor allem Aufmerksamkeit verstärken für, wie sie sagt, die epidemische Verbreitung sexualisierter Gewalt.


Eine Groteske auf die georgische Gesellschaft

Weniger politisch aber dennoch äußerst eingängig beschäftigt sich auch die Humoristin und Autorin Tamri Pkhakadze mit den Umbrüchen des Geschlechterverhältnisses in Georgien. In ihrer Kurzgeschichte „Ein Mann Gottes“ etwa irrt eine alleinstehende Frau bei dichtem Schneetreiben über den Handwerksmarkt Eliawa im Norden der Hauptstadt Tiflis.

„Der Hof der Holzabteilung ist voller Männer – große, kleine, dicke, dünne, junge alte, rotgesichtige Trinker, grüngesichtige Raucher....Sogar der schwarze Hund, in dessen Augen immer noch ein, wenn auch hart strapaziertes, Vertrauen schimmert, ist männlich. Die ganze Situation ist männlich. Und da bin ich, die einzige Frau, unerwartet und ungebeten, und ich, die Frau will (ich schaue auf den Zettel): eine Mahagonileiste, zwei Meter lang und zwei Zentimeter breit. Aber in Wirklichkeit....In Wirklichkeit will ich natürlich etwas völlig anderes. Ich will während dieses abendlichen Schneefalls zu Hause sein und das Essen zubereiten – den ersten, den zweiten, den dritten Gang. Ich will immer wieder einen Blick auf die Wanduhr werfen und warten: auf den Sohn, der aus dem Institut kommt; auf die Tochter, die von der Schule kommt; dann will ich voller Ungeduld auf meinen Ehemann warten, der zum Eliawa-Basar gefahren ist, um ein paar Sachen zu besorgen. Aber....das Leben ist keine Schokoladentafel.“


Suche nach neuem Geschlechterverhältnis

Zugleich grämt sich Pkhakadzes namenlose Protagonistin darüber, dass sie anders als in ihrem Wunschtraum in Wirklichkeit nie geheiratet hat, weder Dato mit der krummen Nase, noch Ramazi, der im Gefängnis saß, und auch nicht Lekso, der schon drei Ehefrauen hatte. Tamri Pkhakadzes Erzählungen tänzeln gekonnt zwischen schreiender Groteske und feiner Gesellschaftskritik. Der Dame auf der Suche nach der Mahagonileiste hilft schließlich der äußerst galante Nugzari, in dem sie einen „Mann Gottes“ erkennt.

„Nugzari habe ich wirklich auf dem Eliawa-Markt getroffen! Dieser Ort ist Gottes Zorn gegen die Frauen. Da sind Frauen ja noch besser im Krieg aufgehoben als auf diesem Markt! Das Leben der letzten dreißig Jahre hat das Verhältnis zwischen den Geschlechtern in Georgien grob gemacht. Es fehlt an einer gewissen Hochachtung vor der Frau. In meiner Geschichte nimmt nur Nugzari diesen Umstand war und ist bereit, dieser Frau, die völlig verloren ist unter den Männern auf dem Markt, zu helfen. Dabei sind die georgischen Männer eigentlich durchaus galant. Aber der Bürgerkrieg in den 1990ern und der Krieg mit Russland 2008 hat sie hart gemacht.“

Der Kaukasus-Krieg, bei dem Russland auch Georgiens Hauptstadt bombardierte, steht mal mehr, mal weniger offen im Mittelpunkt von Tamri Pchakadze Geschichten. Das gilt auch für ihre preisgekrönte Erzählung „Gärtnern im Kriegsgebiet“ über ein ungleiches Bruderpaar. Während Zaliko mangels beruflicher Perspektive samt Frau aus Georgien in die USA emigriert, verteidigt sein Bruder Robinzon ihren Garten starrköpfig gegen den Einmarsch der russischen Armee. Eine Don Quichotte-Geschichte, mit der Tamri Pchakadze zugleich über die Rolle des Individuums im Krieg räsoniert.


Georgische Frauen im Krieg mit Russland

„Die Erzählung „Gärtnern im Kriegsgebiet“ habe ich auf dem Land bei meiner Mutter geschrieben, direkt an der Grenze zum von Russland okkupierten Teil Georgiens. Während ich mich um den Garten kümmerte, patrouillierte russisches Militär direkt vor meinen Augen. Das war der Beginn des Krieges. In dem Augenblick habe ich bereut, kein Mann zu sein, denn ich hätte ein Gewehr in die Hand genommen und wäre in den Krieg gezogen! Dann wurde mir bewusst, dass ich als Frau auch etwas tun kann, besonders als Schriftstellerin. Ich habe Worte, mit denen ich kämpfen kann! Wir haben in Georgien die Redewendung, dass man einen Menschen mit Worten töten kann.“

Wenn sie schreibt, habe sie kein Geschlecht, gibt Tamri Pchakadze zu Protokoll. Tatsächlich untersucht sie die wankenden Geschlechterrollen innerhalb der georgischen Gesellschaft und auch die Rolle der Frau im Krieg zwar kritisch, aber nie polarisierend. In der Geschichte „Krieg oder Frieden“, die Pchakadze ausdrücklich „den Schriftstellerinnen“ widmet, bittet eine junge Frau um Aufnahme in die Armee, wird aber höflichst abgelehnt, weil sie zu hübsch und außerdem Lyrikerin ist. In der Kurzgeschichte „Ich, die Schnecke“ wagt eine Schnecke sich erstmals aus ihrem Haus und kehrt vor lauter Angst vor der Freiheit schleunigst wieder in ihr Heim zurück. Das kann man als Fabel auf den Freiheitskampf Georgiens oder der georgischen Frauen lesen. Tamri Pchakadze.

„Die Freiheit ist etwas sehr Kompliziertes, das der Mensch nicht immer bewältigen kann. Freiheit kann eine Bürde sein, und deswegen ist es manchmal einfacher, mit einem Traum zu leben als in der Realität. Am Ende will die Schnecke wieder zurückkehren in ihr Haus. Dennoch: auf politischer Ebene ist die Freiheit für uns Georgier das höchste Gut. Wir haben nach der Unabhängigkeit 1991 oft unbesonnen und falsch gehandelt. Und deshalb stehen wir jetzt da, wo wir stehen. Aber ich werde nie aufhören, für unsere Freiheit zu kämpfen.“


„Der König“ als rebellische Stimme Georgiens

Die äußerst instabile politische und gesellschaftliche Situation nach 1991 stellt auch der Musiker, Künstler und Schriftsteller Irakli Charkviani in den Mittelpunkt. In seinem jetzt ins Deutsche übertragenen Roman „Dahinschwimmen“ beschreibt der bereits 2006 verstorbene Autor die Perspektiv- und Orientierungslosigkeit der „Generation Gagarin“, die den Weltraum-Pionier noch als Helden der Sowjetunion kennenlernte. Irakli Charkviani war der Enkel des Ersten Sekretärs des Zentralkomitees der Kommunistischen Partei Georgiens und Sohn eines hochrangigen Diplomaten des Regimes. Zugleich wird er bis heute als wichtigste rebellische und systemkritische Stimme des Landes verehrt. „Der König“, so Charkvianis Spitzname, schreibt in seinem autobiographisch geprägten Roman:

„Auch mein Rufname König ist ein tragisches Zeichen dafür, dass dieses kleine Land nur an Könige glaubt, und falls die Demokratie zumindest eine Rolle als Make-Up übernimmt, ist es schon mal gut, denn die Amerikaner werden es nicht wollen, dass ihr ausgewählter Außenflügel der kaukasischen Demokratie sehr schlecht dasteht. Die Russen haben alles verloren – vom Einfluss bis hin zur Literatur, kurz gesagt, sogar das Gespräch über sie wird unser Buch langweilig machen.“


Literatur als Mittel der Selbstverortung

Irakli Charkvianis „Dahinschschwimmen“ ist der irrlichternde Gedankenstrom eines Drogenkonsumenten, der in Erinnerung schwelgt, dessen Jugend zerstört wurde durch die Behauptung einer Nachbarin, er sei homosexuell, und dessen Leben zerrissen ist zwischen seinem Status als öffentlicher Star, der chaotischen Orientierungslosigkeit seiner Heimat, einer gescheiterten Ehe und hochtrabenden Zukunftsplänen. Charkvianis Roman ist zugleich eine furiose surreale Erzählung über sein Alter Ego Rumi, einem „Zarathustra des 21. Jahrhunderts“, dem Lenin im Traum aufträgt, als Auserwählter mit einem Flugzeugattentat die Umwertung aller Werte anzustoßen. Charkviani jongliert mit ineinander verschwimmenden Figuren, Erinnerungsfetzen, sarkastischen Überzeichnungen, traumgleich assoziativen Szenenabfolgen und unverhohlenen Attacken gegen brüchig gewordene Autoritäten.

Die feministische Literatur von Tamar Tandaschwili, die feine Ironie in Tamri Pkchakadzes Kurzgeschichten über neue und alte Rollenmodelle und die schonungslosen autobiographischen Tiefenbohrungen des rebellischen Stars Irakli Charkviani belegen eindrucksvoll, welche konkrete Bedeutung die georgische Literatur bei der drängenden Selbstverortung des Landes und seiner Gesellschaft hat.


***
Tamri Fkhakadze: „Gärtnern im Kriegsgebiet“
aus dem Georgischen von Iunona Guruli
Dagyeli Verlag, Berlin. 130 Seiten, 18 Euro.

Tamar Tandaschwili: „Löwenzahnwirbelsturm in Orange“
aus dem Georgischen von Natia Mikeladse-Bachsoliani
Residenz Verlag, Salzburg. 136 Seiten, 18 Euro.

Irakli Charkviani: „Dahinschwimmen. Aus dem Leben eines Königs“
aus dem Georgischen von Iunona Guruli
Dagyeli Verlag, Berlin. 179 Seiten, 19.90 Euro.


Links:
* https://www.deutschlandfunk.de/ehrengast-der-frankfurter-buchmesse-georgische-literatur-im.700.de.html?dram:article_id=428286
* http://corneliuswuellenkemper.de/?page_id=16&fbclid=IwAR2u2qkIR7kkmT0njrRbqSLyjub-u_cItlkSZq7K2KhlfpDHz24D8hHoSng -- Georgische Literatur im Widerstand (ამ გადაცემაში თამრი ფხაკაძის ქართული ჩანართები არის შემდეგ დროებზე: 07:55, 08:43, 09:24, 10:05, 10:55, 11:29)
* https://en.wikipedia.org/wiki/Deutschlandfunk

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyFri Mar 01, 2019 12:01 pm

თამრი ფხაკაძე - Page 2 Tamri_11

თამრი ფხაკაძე

ომი თუ მშვიდობა

ეძღვნება მწერალ ქალებს


– გისმენთ, ქალბატონო, დაბრძანდით!
– მე... ომში მინდა წასვლა!
– ომში? კი მაგრამ...
– დიახ, ვიცი, რომ ქალი ვარ.
– თან მშვენიერი...
– ძალიან გთხოვთ, გამიშვით! მიზანში სროლაც ვიცი, საიდუმლოს არგათქმაც... ცხენის ჭენება...
– ქალბატონო...
– ცურვაც... მანქანის ტარება...
დაზვერვაზეც შემიძლია წავიდე...
– ქალ...
– არაფრის მეშინია. აღარაფრის!
– არც ტყვედ ჩავარდნის?
– არც ტყვედ ჩავარდნის.
– არა? თქვენ ხომ ქალი ხართ. თანაც ძალიან მომხიბვლელი...
– მერე რა?
– წარმოიდგინეთ, რომ მტრულად, ცინიკურად განწყობილ მამაკაცებს ჩაუვარდით ხელში. აგრესიულად განწყობილებს. ხომ შეიძლება, მათ მოინდომონ თქვენი... თქვენთან... მოკლედ, თქვენი...
– გასაგებია.
– მერე?
– ეგ გამორიცხულია. ვერავინ მომეკარება.
– ვითომ რატომ?
– მაგიური მზერა მაქვს... და დამცავი ბიოველიც... მე თუ არ მინდა, არაფერი მოხდება.
– რა აბსურდია! დავუშვათ, რომ ჩემი ტყვე ხართ ახლა. აცნობიერებთ განსხვავებას ჩვენს ფიზიკურ ძალებს შორის?
– დიახ, მაგრამ სულიერ ძალებს ვანიჭებ უპირატესობას.
– მოიცათ, მოიცათ... თქვენ ჩემი ტყვე ხართ და მე მიჩნდება თქვენი მოხვევის, კოცნის სურვილი! თქვენი აზრით, ხელს რა შემიშლის?..
არა, ასე ნუ მიყურებთ! გთხოვთ. უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები...
– ახლა გჯერათ?
– მჯერა.
– ჰოდა, გამიშვით! ამ ყველაფრის შორიდან ყურება აღარ შემიძლია!
– დამიჯერეთ, თქვენი, ქალების, საქმე მშვიდობაა და არა ომი. ომი ჩვენ მოგვანდეთ. მამაკაცებს.
– მე...
– კერვა იცით?
– დაკერვას გულისხმობთ? დიახ. ვისაც გნებავთ, იმას დავკერავ! დიპლომატიის უნარი არ მაკლია. შეგიძლიათ, სამხედრო მოლაპარაკებებზეც კი გამგზავნოთ, ან...
– არა.
კერვა პირდაპირი მნიშვნელობით ვიგულისხმე. ქარგვა, ქსოვა... მოკლედ, ხელსაქმე.
– დამცინით?! ახლა საქმის დროა და არა ხელსაქმის! ომია!
– თქვენისთანა მშვენიერი ქალისთვის, დამიჯერეთ, ლამაზიც კი არ იქნება ამდენ ჯარისკაცთან ერთად... გარნიზონობით მამაკაცთან ერთად...
– გარნიზონობით მამაკაცს აბანოში ხომ არ მივყვები! ომში მივდივარ!
– მზარეულობა გეხერხებათ? ბორშჩი...სუპ-ხარჩო... პიურე...
– მზარეულად მიშვებთ?
– ეგეც საქმეა. ჯარისკაცებს დააპურებთ...
– მე სუპ-ხარჩოზე გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია! ნუთუ ვერ გრძნობთ ამას!
– ასე ზუსტად იცით საკუთარი შესაძლებლობები და ადგილი?
– ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენი ადგილი ამ კაბინეტში არაა! სახეზე შინაგანი ძალა და ნებისყოფა გაწერიათ. ღონიერი, ახოვანი მამაკაცი ხართ.
თქვენ ან სამხედრო თვითმფრინავს უნდა დააფრენდეთ, ან ტანკში იჯდეთ, ან...
– ან?
– ან, რა ვიცი, მოწინააღმდეგის ბანაკში რამე რთულ კონსპირაციულ დავალებას უნდა ასრულებდეთ...
– ჰ!
– დიახ, აქ ისე ხართ, როგორც ლომი ქათმის გალიაში!
– მკერავის ნიჭი მართლაც არ გაკლიათ. ახალ თარგზეც კი შეგიძლიათ ადამიანის გამოჭრა...ისე, გამოგიტყდებით, აქ ჯდომას ფრონტზე ყოფნა მართლაც მირჩევნია... რაო, ხომ არ დამპატიჟებთ ომში თქვენთან ერთად?
– ომისკენ ყველას თავისი გზა აქვს. როგორც დაბადებისას ან სიკვდილისას... დაპატიჟებების გარეშე.
– ძალიან ლამაზი ხართ... და რატომღაც გულს სევდით მივსებთ...
– მთელი ეს ამბავი ერთი დიდი სევდაა. მთელი ეს ომი.
– დიახ, ომი სევდაა.
– ხანდახან ვფიქრობ, რომ პოეტი გაიღვიძებს ჩემში და საყოველთაო შერიგებაზე ლექსების წერას დავიწყებ... რომ რომელიმე წმინდანივით ფეხშიშველა ვივლი ცეცხლმოდებულ მიწაზე და ლექსებით ვიქადაგებ მშვიდობას...
– ამისთვის მიდიხართ?
– არ ვიცი. იქ გამოჩნდება, რისთვის. ზოგჯერ ქადაგება აღარ ჭრის და ცეცხლი და მახვილია საჭირო. მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
– მაპატიეთ. ალბათ უადგილო კითხვაა, მაგრამ...
ქმარი გიშვებთ?
– გათხოვილი არ ვარ.
– ჰმ! ორლეანელი ქალწული! არა, ნიუ-ორლეანელი ქალწული! არა, ორლეანელი ნიუ-ქალწული!
– ასე რატომ მიყურებთ ან ვითომ რატომ იღიმებით?
– რაღაც-რაღაცებს ვერ ვიჯერებ.
– რას, მაინც?
– ვთქვათ იმას, რომ საიდუმლოს შენახვა შეგიძლიათ. ეს იმდენად არაქალურია... თქვენ კი ისე ქალური ხართ...
– დამიჯერეთ, ძალიან ბევრი საიდუმლო მაქვს შენახული და ძალიან საიმედოდ.
– სიამოვნებით ვიქნებოდი ერთი მათგანი.
– მისმინეთ, არშიყობის დრო ნამდვილად არ არის. მიშვებთ ომში თუ პარტიზანად წავიდე!
– პარტიზანად? თქვენ?! ტყეში... ღრეში... არა, მაგას ისევ ფრონტი მირჩევნია!
– მაშინ ნუღარ მაყოვნებთ, მომეცით მოწმობა და გამიშვით! აი განცხადება.
– მგონი, ომში წასვლა რაღაც რომანტიკული თავგადასავალი გგონიათ, ჩემო კარგო. იქ მტერი დაგხვდებათ და არა თაყვანისმცემელთა ლაშქარი. მტერი, რომელიც სასიკვდილოდაც გაგიმეტებთ, ლამაზი თვალების მიუხედავად!
– თქვენ რა, ჩემ მაგივრად გეშინიათ სიკვდილის?
– მე არაფრის მეშინია, მაგრამ მგონი პისტოლეტის და ავტომატის სროლა პომადის წასმაში გერევათ!
– ძალიან კარგი!
– რას აკეთებთ? ახლავე დადეთ ადგილზე ჩემი პისტოლეტი!
– აბა, მითხარით, რას ვესროლო? იმ ცარიელ ბოთლს ხომ არა, გარაჟის თავზე რომ შემოუდგამთ? თუ აი, იმ ვოლანს, ქუჩის იქით, ჭადარზე რომ შერჩენილა?
– მოშორდით ფანჯარას, ისედაც მჯერა! მჯერა, რომ კარგად ისვრით! ბოთლსაც მოარტყამთ, ვოლანსაც, გაფრენილ ბუზსაც, მაგრამ ადამიანს?! ადამიანს ესვრით?
– მტერს და არა ადამიანს!
– მტერი, თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანია.
– ჯანდაბა! ვესვრი-მეთქი!
– კეთილი.
– მიშვებთ თუ არა?
– ჯერ არ ვიცი.
– მისმინეთ, თქვენ ხომ ინატრეთ ფრონტზე ყოფნა! ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მაგივრად მივდივარ. თქვენ მაგივრად გამიშვით!
– რისთვის? იმისთვის, რომ ჩემი კუთვნილი ტყვია თქვენ მოგხვდეთ? ჩემ მაგივრად რომ მოკვდეთ, იმისთვის?
– მაინცადამაინც ცუდს რატომ ფიქრობთ? იქნებ პირიქით! იქნებ ჩემმა სიცოცხლემ თქვენი სიკვდილი აისხლიტოს! იქნებ ტყვია, რომელიც თქვენ უნდა მოგხვედროდათ, მე ავიცდინო?
– მითხარით, ასეთი დაჟინებით რატომ მიიწევთ ომში? რა გგონიათ, თქვენი გამოჩენა იქ დიად გარდატეხას მოახდენს? მხარეები გონს მოეგებიან და სასწრაფოდ დაზავდებიან? გგონიათ, ისე გაივლით ტყვიების სტიქიაში, როგორც მოსემ გაიარა ზღვაში?
– ცინიკურადაც ალაპარაკდით?
– არა.
უბრალოდ, მიკვირს. მითხარით, ვინმე მოგიკლეს ომში? ძმა? მამა?
– მე ყოველდღე მიკლავენ ვიღაცას. რა, მაინცადამაინც ძმა ან მამა უნდა იყოს?
– ჰო. არა... მე, იცით... ორი ძმა მომიკლეს.
– ვწუხვარ.
ჩათვალეთ, რომ თქვენი ორი ძმა მეც მომიკლეს.
– ომში შურისძიების სურვილი მიგექაჩებათ?
– არ ვიცი. ამას იქ მივხვდები. ერთადერთი, რაც ვიცი, ის არის, რომ აქ გაჩერება აღარ შემიძლია.
ნაღმივით ვარ. სადაცაა, ავფეთქდები. მეტი აღარ შემიძლია.
გამიგეთ!
– ძალიან კარგად მესმის. ბევრად უკეთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
– მაშინ რაღას ყოყმანობთ? გამიშვით!
– გამოუსწორებელი სისულელე იქნება, რომელიმე ბრიყვი ტყვია მაგ ლამაზ შუბლში რომ მოგხვდეთ და მიზეზი ჩემი ხელმოწერა იყოს...
– ასე რატომ მიყურებთ...
– გიმახსოვრებთ.
– ...დამიმახსოვრეთ? ახლა გამიშვით!
– ომში? არა. პირიქით. ახლა თქვენ უნდა გამიშვათ მშვიდობაში.
– სად?!
– მარადიულ მშვიდობაში...
და თქვენ?
– რა მე...
– თქვენ რაღატომ მიყურებთ ასე... თქვენც მიმახსოვრებთ?
– არ ვიცი. შეიძლება, გიმახსოვრებთ კიდეც...
– ჰო. თქვენი თვალების სიღრმე ბევრს დაიტევს... ძალიან ბევრს...
– მგონი, შეიშალეთ...
– მგონი, მაგრამ მითხარით, სადაა თქვენი მაგიური მზერა და დამცავი ბიოველი? ახლა მგონია, რომ დაუბრკოლებლად შემიძლია მოგიახლოვდეთ... აი, ასე...
– შეიშალეთ...
– მხრებზე ხელი მოგხვიოთ...
– არ...
– და აი ასე, ძალიან ახლოდან ჩაგხედოთ თვალებში...
– მერე...
რას ხედავთ იქ...
– ვხედავ ჩემს შეშლილ თავს... იმასაც, რომ თქვენც შეიშალეთ ჩემთან ერთად და კოცნას ელით...
– მე...
– ...
– გაგიჟდით?! აქ... აქ ხვევნა-კოცნისთვის არ მოვსულვარ!
– იცით, თქვენ იქნებ მართლაც შეძლოთ ამ ომში რამე... ძალიან ლამაზი და ძლიერი ხართ. თან საბედისწერო. ქარიზმა გაქვთ. იქნებ მართლაც შეძლოთ გარდატეხის მოხდენა...
ყოველ შემთხვევაში, ჩემს ომში ეს ნამდვილად მოახერხეთ.
– თქვენს ომში?
– ჩემს შინაგან ომში.
– მაინც რა შინაგანი ომი გაქვთ?
– გრძელი ამბავია. მოკლედ გეტყვით. დავიღალე. მეტი აღარ შემიძლია. მშვიდობა და სიყვარული მომენატრა. გნებდებით!
– მნებდებით? რა სისულელეა...
– ჩათვალეთ, რომ პირველი ტყვე უკვე აიყვანეთ მტრის რიგებიდან.
თანაც ძალიან მნიშვნელოვანი ტყვე!
– არ მესმის. თქვენ რანაირი მტერი ხართ!
– ახლავე აგიხსნით. მე... მე აქ შემოგზავნილი ვარ. აგენტი. ჯაშუში.
– არა!
– სულ ეს არის.
– შეუძ...
– მე იმათიანი ვარ. აქედან სამხედრო მნიშვნელობის ცნობებს ვაწვდი, მეორე წელია.
– ღმერთო ჩემო! ესე იგი...
– დიახ. ესე იგი.
– რა... რა ნაძირალა ყოფილხართ!
– ეს თქვენთვის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, მედალს ორი მხარე აქვს და ყველაფერი სხვადასხვა კუთხიდან დაინახება.
– ჩემი კოცნა როგორ გაბედეთ!
– ჰმ! იუდას ამბორი მოინდომეთ? არ გამოვა.
არც თქვენ ხართ იესო და არც მე – იუდა... მე მამაკაცი ვარ. თქვენ კი – ქალი. ეს კი ყოველგვარ ომზე ძლიერი რამაა...
– ბოდავთ...
– არა. ასე გულწრფელი არასდროს ვყოფილვარ. საშინლად დავიღალე. ომი საკუთარ თავთან ყველაზე საზარელი ომია...
დამღალა ამ ომმა. იმ ომმაც! სამყაროს ყველა ომმა! თქვენი არ ვიცი და ჩემში კი, მგონი, მართლაც გაიღვიძა პოეტმა...
– არ გაინძრეთ!!
– გინდათ გითხრათ, როგორ წარმომიდგენია სიკვდილი? როგორც კაშკაშა, დამაბრმავებელი ნათება და შორიდან კი მუსიკა... თანაბარი, წყნარი... უფრო საორგანო.
– ლამაზად ლაპარაკობთ, მაგრამ გმირის და მოღალატის სიკვდილი სხვადასხვანაირია! არა მგონია, ორგანებით შეგეგებონ! არ გაინძრეთ-მეთქი!
– მე ორივე ერთად ვარ. გმირიც და მოღალატეც. ჩემებისთვის – გმირი. თქვენებისთვის – მოღალატე...
– და ღვთისთვის? ღვთისთვის რაღა ხართ?!
– გმირის და მოღალატის საშუალო არითმეტიკული; ანუ დაღლილი, წინააღმდეგობებით სავსე ადამიანი.
უბედური, საბოლოო ჯამში... და ამ ადამიანს ახლა ერთადერთი რამ უნდა.
– რა?
– ვერ ხვდებით?
– ვერა.
– პისტოლეტი გამომართვით. მინდა, რომ მესროლოთ.
– წესით, მართლაც უნდა გიხვრეტდეთ შუბლს!
– ჰოდა, გთხოვთ! აი, პისტოლეტი. აი, ჩემი შუბლი.
– არა!
– კი.
შეგიძლიათ აქვე, ომში წაუსვლელად ჩაიდინოთ გმირობა. აქვე იძიოთ შური! აქვე გაიმარჯვოთ... ერთი გასროლაღა დაგრჩათ. სხვა მხრივ, უკვე დამამარცხეთ.
– თქვენ... გიჟი ხართ...
– მისმინეთ, ტყვია მაინც არ ამცდება. ნდობა იმათთანაც დაკარგული მექნება და ამათთან ხომ... თვითონაც ხვდებით, რაც მელის. გაშვებით ვერ გამიშვებთ. ეს ორმაგი ღალატი იქნება... დიდ ხმაურს თუ ატეხთ, საშინლად უკმაყოფილო დარჩებით საკუთარი თავით. იმ ქალივით, ჭორიკანობის ქარბორბალა რომ ჩაითრევს და მერე კი ნანობს ენის რატრატს. მოკლედ, ერთადერთი გზა გრჩებათ. უნდა მესროლოთ.
მინდა მართლაც პოეტივით ლამაზად მოვკვდე. სასამართლოების და ტრიბუნალების გარეშე, პრესის და ტელეკამერების გარეშე... ერთადერთი კამერა, რომელშიც მინდა დავრჩე, თქვენი თვალებია.
– მე...
– დამიჯერეთ, იმას, რაც ახლა ჩემში მოხდა, ვერავინ გამიგებს. ამას ვერც აღიარებით ჩვენებაში ჩავწერ, ვერც ადვოკატს ვეტყვი... ჩემები და თქვენები ამ ყველაფერს ორად ორი სიტყვით მონათლავენ: “ჩავარდნა” და “ღალატი”. მე კი, ხომ გითხარით, – ცოტა პოეზია მინდა...
– ჰო.
თქვენ საშიში აღარ ხართ. მართლაც წააგეთ ომი საკუთარ თავთან... ახლა, რომც გაგიშვათ...
– არა. სად უნდა გამიშვათ! ამხელა ტვირთს ვერ აიკიდებთ. ღალატის გრძნობა დაგტანჯავთ. თან, დამიჯერეთ, ჩემი ადგილი ახლა აღარსადაა... კარს გამიღებთ და არც კი მეცოდინება, საით წავიდე.
ჩემი სიცოცხლე სუფთა დაფა რომ იყოს ახლა, ერთადერთ სიტყვას დავწერდი ზედ: “მი-ყვარ-ხართ”... და ხელს გთხოვდით... წამომყვებოდით?
– სუფთა დაფა ვეღარასდროს იქნებით! ღმერთო ჩემო, იჯექით აქ, თვალებში ერთგულებას იგუბებდით, გულში კი...
– ჰო. გულში სიძულვილს ვმალავდი. სიძულვილმა შიგნიდან გამომფიტა, გამომხრა... ომი სიძულვილია. ტყვიებში, ნაღმებში ჩატენილი სიძულვილი, სიძულვილის აფეთქებები, ფეიერვერკები...
სიძულვილი ცეცხლად ედება მიწას, ვისიც უნდა იყოს იგი... მე კი აქედან ამ ყოველივეს ვემსახურები. თვითონაც სიძულვილით დატენილ, ასაფეთქებლად მზა ნაღმად ვიქეცი... დიახ. ასე იყო, მაგრამ მორჩა! ადამიანები სხვანაირად ამყარებენ მშვიდობას, ღმერთი კი სხვანაირად... ჩემი ომი დამთავრდა. თქვენი – ჯერ არა.
აიღეთ პისტოლეტი!
– მე რატომ ამირჩიეთ... რაღა მე გადამიშალეთ გული!
– თქვენ ისე დაჟინებით მიიწევთ ომში... ისე გინდათ, რაღაც თქვენი, საკუთარი ნაკვალევი დატოვოთ მასში, რომ სურვილი გამიჩნდა აქვე, ახლავე მოგცეთ ამის საშუალება... არადა, სიმართლე გითხრათ, თეთრ შროშანს მაგონებთ...
– არა! არ გაინძრეთ!
– ისე შემოფრინდით აქ, როგორც ის თეთრი მტრედი კიდობანზე...
– ჰო, მაგრამ... მე თვითონ ვარ სიძულვილით დატენილი ნაღმი... იმ თეთრ მტრედს კი არა, უფრო იმ ყორანს ვგავარ, კიდობანზე რომ...
– ცდებით! ბევრი რამ შეიცვალა ჩვენში თქვენი აქ შემოსვლის Qწამიდან. ახლა ორივეს სიძულვილი კი არა, სიყვარული გვინდა.
– რას აკეთებთ?
– უკანასკნელ ცნობას გადავცემ.
– რა ცნობას...
– რომ აღარ ვარსებობ.
– იცოდეთ, მე არ გესვრით...
ახლა გარეთ გავვარდები და...
– არა. ამას არ იზამთ. თქვენ მშვიდად, წყნარად, ლამაზად გამისტუმრებთ შვიდობაში, რომელმაც არ იცის ომი. გამიშვებთ შეყვარებულს და თქვენც დარჩებით ეყვარებული დიდ, სულ სხვანაირ მშვიდობაში... ჩვენ მოვუგებთ ომს სიძულვილს და თვითონ ომს, როგორც ასეთს! გენიალურია! გამომართვით პისტოლეტი! ჰეი! მეომარო! ლდიერრრ! ნუ აგიწყლიანდათ თვალები... ნუ აგიკანკალდათ თითები! ეს სწორედ ის არდატეხაა, რომელზეც ოცნებობდით.
გამომართვით და დაუჩქარეთ! ზუსტად ხუთ წუთში აქ თვით გენერალი შემოვა.
– მე... მე სროლა არ ვიცი...
– ძვირფასო, ამას წეღანვე მივხვდი... ბოთლს რომ უმიზნებდით.
– მე... არ შემიძლია...
– ძნელი არ არის. აი, ამას გამოჰკრავთ და მორჩა!
– არა!
– საკუთარ სიკვდილზე ნუ მამათხოვრებთ...
– მე...
– ვიცი. ვიცი, რომ გვიყვარს ერთმანეთი.
– მე...
– მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ამქვეყნად ყველა ომის ბოლო ტყვიას ისვრით! რომ ამ ტყვიით ყველა ომს წერტილს უსვამთ!
– არ შემიძლია...
– წარმოიდგინეთ, რომ ამ გასროლით მთელ კაცობრიობას ჩუქნით მშვიდობას...
– არა!
– ხომ გითხარით, როგორ წარმომიდგენია სიკვდილი? კაშკაშა ნათება და ორგანის ხმა...
დროზე გამიშვით!
– არ შემიძლია...
– მგონი, გენერლის ნაბიჯების ხმაც მესმის. იჩქარეთ! აბა, ერთი, ორი და...
– არა, არ შემიძლია! აიღეთ! გამომართვით! თავი დამანებეთ!
– იცით, ბრმა ტყვიები ამქვეყნად მართლაც დაფრინავენ, მაგრამ ტყვიათა უმრავლესობას თავისი ლოგიკა აქვს. ლოგიკის თანახმად, თქვენი ტყვია ახლა არ უნდა გავარდნილიყო.
– გაჩუმდით!
– კარგი. დამიტოვეთ განცხადება. საბოლოო პასუხს ერთ კვირაში მიიღებთ. ახლა კი ვწუხვარ, უარით უნდა გაგისტუმროთ.
– თუ არ ვცდები, არანაირი მორალური უფლება არ...
– დიახ. ცდებით.
– როგორ...
– ეს გამოცდა იყო.
– გამოცდა?
– დიახ.
– სპექტაკლი დამიდგით?!
– შეიძლება ითქვას.
– მთელი ეს... არა! შეუძლებელია! მთელი ეს ჯაშუშობის ამბავი... მთელი ეს ისტორია...
სპექტაკლი იყო?!
– მთელი ცხოვრება სპექტაკლია, ძვირფასო. ომი – განსაკუთრებით.
– ესე იგი...
– დიახ. ესე იგი.
– ღმერთო ჩემო! ახლა მართლა სიამოვნებით მოგკლავდით!
– სისულელეა! თქვენ ვერავის მოკლავთ. საამისოდ მეტისმეტად ქალი ხართ. მტრის ყველაზე ცოდვილ წარმომადგენელსაც კი ვერ ესროლეთ! პირიქით, ხუთიოდე წუთის წინ მტერი გიყვარდათ...
– გაჩუმდით!
– თქვენ სიძულვილს ვერ ემსახურებით.
სიყვარულისთვის ხართ გაჩენილი. თქვენ... მკვდარს უფრო გააცოცხლებთ, ვიდრე ცოცხალს მოკლავთ...
– ვერ დამიჯერებია! დარწმუნებული ვარ, ცარიელი პისტოლეტი იყო! უტყვიებო!
– ცდებით. შემიძლია ხელისგულზე გადმოგიყაროთ რვავე ტყვია.
– ღმერთო ჩემო! რომ მესროლა?! რომ მესროლა?!
– არ მესროდით. უკვე გიყვარდით.
– გიჟი ხართ! სიკვდილს ეთამაშებით!
– ომში ტყვიის თუ გეშინია და სიკვდილთან თამაში არ შეგიძლია, მეომარიც არ გქვია. თავიდანვე დამარცხებული ხარ! თან, ინტუიციაც უნდა გიმუშავებდეს.
ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა იყო – მსახიობიც, რეჟისორიც, გიჟიც, ბრძენიც, პოეტიც, პროზაიკოსიც...
– იცით, რას ვფიქრობ ახლა?
– ალბათ, ფიქრობთ, რომ ჯაშუში ვარ... და იქნებ ახლა ვტყუი.
– გამოიცანით.
– მშვენიერია! ეჭვი ომში აუცილებელი იარაღია. აფხიზლებს. ბრიყვული შეცდომებისგან იცავს, მაგრამ შეგიძლიათ დაწყნარდეთ და მშვიდი სინდისით მოიგონოთ ჩემი კოცნა. ძალიან მართალი კოცნა იყო.
ეს კოცნა ძალაში რჩება. ის ერთადერთი სიტყვაც, სუფთა დაფაზე... და ისიც, რომ თეთრ შროშანს მაგონებთ.
– რა ხდება, როლიდან გამოსვლა გიჭირთ?
– თქვენ არა?
– სევდიანი ამბავია. რომანტიკული. მაგრამ...თვით გენერლის ნაბიჯების ხმა მესმის... აქეთ მოდის. ახლა ის შემოვა, თავს ისე დაიჭერს, თითქოს არ მიცნობს, თითქოს პირველად მხედავს... და წარმოდგენაც კი არ ექნება, რა კრახი განვიცადე...
– გამიშიფრეთ!
– ფაქტობრივად, გაგიშიფრეთ უკვე. თუ ამ ოთახში ვინმე შემოგზავნილი და ჯაშუშია, ეს მე ვარ.
– ნუ მაცინებთ!
– იცინეთ, რამდენიც გენებოთ! ჩემი მდგომარეობა მართლაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. არც კი ვიცი, რა მელის ასეთი ჩაფლავებისთვის...
– ანუ?
– ანუ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემყვარებოდით. ამან ხელი შემიშალა!
– რაში?
– გრძელი ამბავია. მოკლედ გეტყვით, თქვენზე ეჭვი აქვთ, რომ იოლად მოსასყიდი ან სულაც უკვე მოსყიდული პირი ხართ. არასანდო.
აქ თვით გენერალმა შემომაგზავნა. მე თქვენთვის ხაფანგი უნდა დამეგო. უნდა შემომეთავაზებინა ბევრი რამ: საკუთარი თავი, დიდი ფული, მტერთან თანამშრომლობა...
– სისულელეა! დამიმტკიცეთ!
– ახლავე. ჩანთას გავხსნი და ჩეკს გიჩვენებთ... ეს ავანსი უნდა ყოფილიყო.
– მაჩვენეთ!
– აი... ახლა გჯერათ? რას იტყვით, ბევრი ნულებია, არა?
– ესე იგი...
– დიახ.
ესე იგი...
– და... თვით გენერალმა შემოგაგზავნათ?
– თვით გენერალმა.
– ჯანდაბა! რა სისულელეა! სრული სისულელე! სასაცილოა და მეტი არაფერი!
– ძვირფასო, სასაცილოა თუ არა, საშინლად გაფითრდით... ღელავთ...
– გავფითრდი? მე?!
– დიახ, თეთრ დროშასავით. მართლაცდა, ხომ არ დავზავდეთ?
– ახლავე, დაუყოვნებლივ გავარკვევ ყველაფერს თვით გენერალთან!
– ჩემთან უკვე ყველაფერი გაარკვიეთ?
– აი! მოდის კიდეც! ნაბიჯების ხმა ისმის...
– ძვირფასო!
– ასე რატომ მიყურებთ?
– ეს გამოცდა იყო.
– გამოცდა?
– დიახ.
– რა თქმა უნდა! გამოცდა!
– დიახ.
– საპასუხო გოლი!
– მადლობა ღმერთს! ფერი დაგიბრუნდათ!
– გამოცდა...
– სიცილი საოცრად გიხდებათ! საოცრად! ასე მგონია, სამყაროს ყველა ომი ერთად დამთავრდა და კაცობრიობა ტოტალურად გამარჯვებულია! თან... თან რა გადამდები სიცილი გაქვთ! არადა... ნუღარ მაცინებთ! არადა, თვით... თვით გენერლის ნაბიჯების ხმა მესმის! ღმერთო... რა ლამაზად იცინით! მეგონა, სიცილი საერთოდ არ შეგეძლოთ!
– ჩეკი? ჩეკი საიდანღა მოიტანეთ? ბანკი გაძარცვეთ?
– ააჰ! დაემთხვა ასე! ორი ბინა მქონდა! ერთი გავყიდე. სწორედ დღეს, აქ მოსვლის წინ მომცეს ჩეკი. მინდოდა, ნახევარი ფრონტისთვის შემეწირა, ნახევარი ბანკში შემეტანა, ანაბარზე... მოკლედ, ნახევარი ომს, ნახევარი მშვიდობას...
– მიყვარხართ...
– მშვიდობით. მეც მიყვარხართ.
– თუ დავბრუნდები, ხელს გთხოვთ. ესეც ძალაში რჩება.
– თუ დაბრუნდებით?
– ერთ საათში ომში მივდივარ. არა. უკვე ორმოცდახუთ წუთში.
– როგორ...
– ასეა.
– ორმოცდახუთ წუთში... ღმერთო ჩემო... ორმოცდა... და მე აქ ვრჩები?!
– ძვირფასო, თქვენ იმათ მიეკუთვნებით, ვინც უნდა დარჩეს, ეკლესიაში სანთლები ანთოს და მხურვალედ ილოცოს... დარწმუნებული ვარ, შეგიძლიათ მხურვალედ ლოცვა.
– თქვენ... თქვენ დარჩენა და ლოდინი ნაკლები ომი გგონიათ?! ნაკლები ფრონტი??!
– არა, მე...
– იცით, რა? მოდი, იმ ომში მე გამიშვით, თქვენ კი ამ ომში დარჩით! ეკლესიაში სანთლები ანთეთ, მხურვალედ ილოცეთ და მელოდეთ!
– ყველაფერს თავდაყირა აყენებთ...
– ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ზეციურ კარიბჭესთან ვდგავარ... სულთა განმანაწილებლის წინაშე...
“შენ – იქით, შენ – აქეთ! შენ – სამოთხეში, შენ – ჯოჯოხეთში! შენ – ომში, შენ – შვიდობაში!”
– გენერალი მოდის...
– ჰო. ნაბიჯების ხმა ისმის. მის შემოსვლამდე მინდა საბოლოოდ გავიფანტო ეჭვები...
– მაინც?
– პისტოლეტი მანახვეთ. წეღან სიტყვაზე გენდეთ. ახლა კი რატომღაც აღარ მჯერა, რომ ტყვიები მართლაც იყო შიგ. არ მჯერა, რომ სიკვდილთან ასეთი ირონიული დამოკიდებულება გაქვთ.
– კი ბატონო...
აი, ნახეთ. მანდ ყველა...
– არ გაინძრეთ! ხელები! ხელები თავზე!
– გაგიჟდით?
– არ გაინძრეთ-მეთქი!
– კიდევ რა მოიფიქრეთ? მძევლად აგყავართ? გაითვალისწინეთ, სადაცაა, გენერალი შემოვა...
– გეფიცებით ყველა ზეციურ და მიწიერ გენერალს თავის ნაბიჯებიანად, გეფიცებით ყველა ომს და ყველა მშვიდობას, გესვრით! კალამი! კალამი აიღეთ და ჩემს განცხადებას ხელი მოაწერეთ! ძვირფასო! სწრაფად! სწრაფად!
– ჰმ!
– ჩვენ ერთად წავალთ ომში! ერთი ეშელონით. ერთ ნაწილში. ერთ სანგარში...
– შეგიძლიათ მესროლოთ, მაგრამ ასე არაფერს მოვაწერ ხელს. იარაღი დაუშვით, ლამაზო ქალო. დაუშვით იარაღი. სხვა რომ არაფერი, თქვენ თვითონ შეგზიზღდებით, მაგ მუქარას რომ დავემორჩილო.
– მაშინ... მაშინ თავს მოვიკლავ... ბანალურად ჟღერს, მაგრამ უთქვენოდ სიცოცხლე არ მინდა.
– დაუშვით იარაღი.
– დავუშვი... ახლა?
– ახლა მოვაწერ.
– გმადლობთ. მე... მე...
– არა.
ცრემლი არ გვინდა... ტირილის დრო არც გაქვთ. ნახევარ საათში ეშელონი გადის. ალბათ შინ შეივლით.
– არა. მხოლოდ ჩეკს გავყოფ შუაზე ქვემოთ, ბანკში.
– ...
– ასე რატომ მიყურებთ?
– ბანალურად ჟღერს, მაგრამ... ბედნიერი ვარ.
– რაღაც არ მეშინია მაგ ომის... ჩემთვის ყველგან მშვიდობაა თქვენ გვერდით.
აი, რატომ.

ნახევარი საათის შემდეგ ეშელონში...

– სამხედრო ფორმა ძალიან მოგიხდათ. უფრო ქალურიც კი ჩანხართ ასე.
– წვიმს...
– ჰო. მიყვარს ღამით, წვიმისას მატარებელში ყოფნა.
– გრძნობთ წვიმის სურნელს?
– თქვენი თმის სურნელს ვგრძნობ მხოლოდ.
– რაზე ფიქრობთ?
– ვფიქრობ... ნეტავ ვინ დაგვინთებს-მეთქი სანთლებს... ვინ ილოცებს მხურვალედ...
– თვით გენერალი!
– ვინ?
– თვით გენერალი! აი ის, ნაბიჯების ხმა რომ ისმოდა... სულ რომ მოდიოდა... სულ რომ მოდის...

ბმული:
* http://www.bu.org.ge/m1246?lang=geo - ამ ბმულიდან გადატვრითავთ და წაიკითხავთ თამრი ფხკაძის სხვა ნაწარმოებებსაც: „(შ)ორი მე“, „ვნებანი“, „ის კი სულ არის...“, „ცოდვილთა თავშესაფარი“

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Fri Mar 01, 2019 12:31 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyFri Mar 01, 2019 12:05 pm

თამრი ფხაკაძე - Page 2 Tamri_10

ფრონტის წინა ხაზზე
(თეონა დოლენჯაშვილი ესაუბრება თამრი ფხაკაძეს)

- შენი მოთხრობა „ომი თუ მშვიდობა“, სადაც გმირი ქალი ომში მიდის, მწერალ ქალებს მიუძღვენი. როგორ ფიქრობ, მწერლობა ომია, სადაც მამაკაცები სუსტ სქესს წინა ხაზზე არ უშვებენ?

- კი, ეს მოთხრობა ლიტერატურაში გენდერული ბალანსის „საჭირბოროტო" თემას მივუძღვენი. თითქმის ყველა ფრაზა სიმბოლური დატვირთვის მქონეა. როცა ჩემი გმირი, ფორნტზე წასვლის ანუ მწერლობაში გადაშვების მსურველი ქალი ამბობს სროლაც ვიცი, ცხენის ჭენებაც, ცურვაც, ტანკის ტარებაც, დაზვერვაზეც შემიძლია წასვლაო და ა.შ., ვგულისხმობ მწერლურ ტექნოლოგიებს, წერის მთელ სტრატეგია-ტაქტიკას, მოკლედ, წერას.
ამ მოთხრობის წერისას ფრიად აღშფოთებული ვიყავი იმხანად მოსმენილი ერთი რადიოგადაცემით, რომელშიც ქალურ-კაცურ მწერლობაზე იყო საუბარი და რამდენიმე მამრი შემოქმედი იუმორში შეფუთული კატეგორიულობით მოითხოვდა ქალი მწერლების არასერიოზულად აღქმას, მათი შემოქმედების მარგინალიზაციას.
სამწუხაროდ, ასეთი „მოწინავე" პოზიცია არსებობს. ეს ოფიციალური განცხადებების გარდა, კერძო საუბრებშიც არაერთხელ მომისმენია. მახსოვს, ძლიერი სქესის წარმომადგენელმა ერთმა პროზაიკოსმა ზეპირად წამიკითხა ამონარიდი თავისი ნაწარმოებიდან და მოაყოლა: „ასე შენ ვერასდროს დაწერ, იმიტომ, რომ ქალი ხარ". მოდი და, ნუ დაწერდი ამ ყველაფრის მერე ერთ ალეგორიულ მოთხრობას! ჰოდა, ავდექი და დავწერე.
„თქვენ ხომ ქალი ხართ?... თანაც მომხიბვლელი?..." ხშირ-ხშირად უმეორებს კომისარი ჩემს გმირს, მისი გადაწყვეტილებისადმი ყოვლად არასერიოზული დამოკიდებულებით აღსავსე უმტკიცებს გაცვეთილ თეორიას, რომ ქალის საქმე მშვიდობაა და არა ომი... კერვა, რეცხვა, სუპ-ხარჩო... ჩემი ქალი მაინც მიიწევს და მიიწევს ფრონტისკენ, სუპ-ხარჩოზე გაცილებით მეტის და მნიშვნელოვნის გაკეთება შემიძლიაო, მღელვარებს. ჩვენ, კაცებმა უნდა ვიომოთ ( ანუ ვწეროთ), თქვენ, ქალებმა სანთლები უნდა აგვინთოთ და ილოცოთ ჩვენთვისო, უმტკიცებს ქალს კომისარი და ნუთუ ტყვედ ჩავარდნისაც კი არ გეშინიათო? - უკიდურეს საფრთხეზე უმახვილებს ბოლოს ყურადღებას- ხომ შეიძლება, თქვენს მიმართ აგრესიულად, ცინიკურად, მტრულად განწყობილ მამაკაცებს ჩაუვარდეთ ხელში და ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა მოგაყენონო? აი აქ უკვე ლიტერატურის ტყვეობა იგულისხმება და ყველაფერი იმის ატანა და გაძლება, რისი ატანაც და გაძლებაც ხშირად უხდება მწერალს და განსაკუთრებით მწერალ ქალს. ჩემს გმირს ამ ტყვეობის არ ეშინია. მე მისით აღფრთოვანებული ვარ! ბრავო. ბარაქალა, დედაკაცო! შენს გვერდით მიგულე აწ და მარადის, სანამ ცოცხალი ვარ და ვწერ.
კიდევ რა. მთელი ამ დიალოგის მანძილზე დროდადრო ისმის ვიღაც გენერლის ნაბიჯების ხმა. გენერალმა უნდა გასცეს საბოლოო და უმნიშვნელოვანესი განკარგულება, ბრძანება. ის სადღაც აქვეა, ახლოს, მაგრამ არ ჩანს...
მოთხრობის ფინალი ჩემთვის მისაღებია და ხდება ის, რაც უნდა ხდებოდეს მწერლობაში და კიდევ ბევრ სფეროშიც: კომისარი და ჩემი ქალი ერთ მატარებელში სხედან, ერთნაირ სამხედრო ფორმაში გამოწყობილნი და ფრონტზე მიდიან.
სანთლებს ვიღა დაგვინთებს? - ამბობს კაცი. - ის... გენერალი. სულ რომ ისმის მისი ფეხის ხმა... სულ რომ აქვეა... - ამშვიდებს ქალი.
შენ მშვენივრად ხვდები, რა თქმა უნდა, ვინ იგულისხმება ამ გენერალში... უფრო სწორად - რა. იგულისხმება დრო. დრო, რომელიც იძლევა განკარგულებას, შეკვეთას, გამოაქვს განაჩენი ხსოვნის ან დავიწყების... მისთვის სულერთია შემოქმედი ქალი და კაცი. მისთვის მთავარია ჭეშმარიტი ღირებულება.

- როდესაც შენი მოთხრობების, თუნდაც „ბოსტანი კონფლიქტი ზონაში“ შეფასებისას უთქვამთ, თამრი ფხაკაძე კაცივით კარგად, ძარღვიანად წერსო, არის შენი აზრით ეს კომპლიმენტი?

- სულ მიკვირს, რად უნდოდა შარლოტა ბრონტეს თუნდაც თავისი სამწერლო კარიერის დასაწყისში ფსევდონიმად გვარ-სახელი კარერ ბელი? ან ავრორა დიუპენს - ჟორჟ სანდი? ან მერი ენნ ევანსი რად მოგვევლინა ჯორჯ ელიოტად? საინტერესოა, რატომ იმართლებდნენ მწერალი ქალები წერისას თავს მამაკაცობით? გეცოდინება, ვინ იყო ანდრე ნორტონი. სხვა არავინ, თუ არა ამერიკელი მწერალი - ფანტასტი ელის ნორტონი. ან ვინ იყო რობინ ჰობი? - ფენტეზის დედა და დედოფალი სახელად მარგარეტი!
და რატომ? რატომ უნდა ვწერო, მაგალითად მე, თამრი ფხაკაძემ ვთქვათ, დავით ფხაკაძის ფსევდონიმით? სულ მინდა ჩავწვდე მიზეზს. რის თავიდან აცილებას ცდილობდნენ ეს ქალები? ან რის მოპოვებას?
ჰო, ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ, რომ განსაკუთრებით „ბოსტანი" - კაცური ნაწერია.
არა. არაა ეს ჩემთვის კომპლიმენტი. მაღიზიანებს კიდეც. რამდენია ამქვეყნად ძლიერი სქესის ლიტერატურული პროდუქცია, რომლის ავტორობას არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებდი?
არ ვცნობ კაცურად და ქალურად წერას. ვცნობ კარგად და ცუდად წერას. გენდერული კონკურენცია ლიტერატურაში აზრს მოკლებულად მიმაჩნია. უბრალოდ, არსებობს კარგად და ცუდად წერა. თუნდაც საშუალოდ. ოღონდ ორივე სქესისთვის ერთნაირად.

- საერთოდ, გაღიზიანებს ქალ და მამაკაც მწერლებად დაყოფა? და თუ ყოფენ, როგორ ფიქრობ, რატომ? არსებობს რამე წყალგამყოფი? რა გამოარჩევს ქართველი თანამედროვე ქალი მწერლების მიერ დაწერილ პროზას თანამედროვე ქართველი მამაკაცების დაწერილისგან?

- ქალ და მამაკაც მწერლებად დაყოფა მაღიზიანებს. არ ვიცი, რატომ ყოფენ. ინერციით, ალბათ. რაკი სამყაროში სქესი გაყოფილია ორად, სქესი უნდა გაიყოს ლიტერატურაშიც. დავჯგუფდით! ქალები აქეთ, კაცები იქით. გავნაწილდეთ ვაჟთა გინმაზიებში და კეთილშობილ ქალთა სასწავლებლებში...
ქალი მწერლები და მამაკაცი მწერლები ფიზიკურად, რა თქმა უნდა, არსებობენ. არსებობს ქალი მწერლების შემოქმედებაც და კაცი მწერლების შემოქმედებაც. აქ მთავრდება ჩემთვის საზღვარი. თვითონ ნაწარმოების, თვითონ ლიტერატურული პროდუქტის განხილვისას და შეფასებისას ავტორი ჩემთვის ნეიტრალური სუბიექტია, უსქესოა, უფრო სწორად, ორსქესოვანი, რადგან ...
დავიწყოთ თავიდან. ლიტერატურული პროდუქტის განხილვისას ავტორი ჩემთვის ბი-გენდერია, რადგან ზოგადად და განსაკუთრებით შემოქმედებითი პროცესის დროს ერთი სქესი მოიცავს, შეიცავს მეორეს და პირიქით. ასე რომ არ იყოს, მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცის გენდერული ჩარჩოდან ვერ დაწერდა ტოლსტოი „ანა კარენინას", ვერ დაწერდა ფლობერი „მადამ ბოვარის", ვერც ჟორჟ სანდი დაგვიხატავდა მოპრას, ვერც შარლოტა ბრონტე - მისტერ როჩესტერს... უამრავი მაგალითია საპირისპირო სქესში ლიტერატურული გზით გადანაცვლებისა.
რაღაც ახალი ტერმინი იძერწება, მგონი - მწერლური ბისექსუალიზმი... ქართველ თანამედროვე ქალ და მამაკაც მწერლებსაც მხოლოდ ფიზიკური ნიშნით გავმიჯნავ, სხვა არანაირად. ნაწარმოები ან მომწონს, ან არ მომწონს. ქალი და კაცი არ ვიცი! იცი რა, ხომ არსებობენ ანონიმი ავტორები სამყაროში? ხომ არ ვიცით, ვისია მაგალითად, „ლექსი ვეფხისა და მოყმისა"? ხალხურია, მაგრამ ოდესღაც ვიღაცამ ხომ წამოიწყო და თქვა დიდი ნაწილი? რა ვქნათ, ჩავთვალოთ ეგრევე, რომ კაცის ნათქვამია? იქნებ ქალისაა? და რომ გავიგოთ, რომ ქალისაა, ეს რამეს შეცვლის? თუნდაც მცირედს, იმედგაცრუებას გამოიწვევს? ახლებურად, უფრო კრიტიკულად და უფრო ირონიულად მივუდგებით ამ შედევრს? რა მნიშვნელობა აქვს, ქალისაა თუ კაცის, ხომ სულისშემძვრელად საოცარი, მძლავრი და შეუდარებელია?
აი, სწორედ ასე არა აქვს ჩემთვის ავტორის სქესს მნიშვნელობა ზოგადად.

- მინდა შენი პირველი მოთხრობების კრებული „სანამ დაგვიძახებენ“ გავიხსენო. შეგიძლია იქიდან დღემდე გავლილი გზა შეაფასო? რა გადაფასდა და რა შეიცვალა შენში, როგორც მწერალში...

- ჰო, „სანამ დაგვიძახებენ" ჩემი პირველი კრებული იყო. ახალი წასული ვიყავი „ფრონტზე", ჯერ წესიერად სროლაც არ ვიცოდი, მაგრამ გავრისკე. მგონი, არ იყო ცუდი. „საბა" მიიღო. გამიხარდა. გავთამამდი, წავხალისდი. პატარა აღიარებასავით იყო ეს „საბა". ჰოდა, ავისხი იარაღი, ჩავიცვი ჯაჭვის პერანგი და გადავეშვი ფიცხელში. ხან დამჭრეს, ხან წინ გავიჭერი, ხან ცხენი მომიკლეს, ხან ტყვიების წვიმაში მოვყევი... კარგია. არ ვნანობ. დეზერტირობას ნამდვილად არ ვაპირებ. თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, ისევ იგივე ფრონტზე გავვარდები, ეს ზუსტად ვიცი. შენ მწერალი ხარ და იცი, რას ნიშნავს ეს.
მე საკუთარს ვერაფერს შევაფასებ. თან, ძალიან ადრეა რამის შეფასება. რაღაც დროის გასვლაა საჭირო.
მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მაშინ, როცა ვწერდი მოთხრობებს, რომლებიც შემდეგ გაერთიანდა წიგნში „სანამ დაგვიძახებენ", ძალიან, საოცრად გაფაციცებული ვიყავი გარესამყაროს მიმართ. ყველა ფრაზა, თუნდაც ტრანსპორტში ყურმოკრული, ყველა შემთხვევით დაჭერილი განსაკუთრებული, საინტერესო მზერა, ყველა ამოოხვრა მავანის და ყველა გულიანი გაცინება ჩემი მასალა იყო. ასე ხდებოდა. საოცრად გადასული ვიყავი სხვებში - ადამიანებში, რომლებსაც არც კი ვიცნობდი, სხვების სატკივარში და სიხარულში. ახლა რომ ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. რომანების წერამ მოთხრობებს მომწყვიტა. რომანი, არ ვიცი რატომ, მაგრამ უფრო საკუთარ თავში ჩაღრმავებად მექცა. ასეთი იყო ჩემი სამივე რომანი. საკუთარი შინა სულიერი განაწესით განპირობებული, „მე"-დან ამომავალი. სხვის სვე-ბედში გარევა არც რომანებში დამიკლია, მაგრამ მოთხრობებში ეს მეტი დოზით და უკეთესად იყო, ცხადია. თუნდაც „ბოსტანი" ავიღოთ, სადაც რობინზონი კი არ არის „მე", არამედ მე ვარ რობინზონი. ახლა, ამ ყველაფერს უკვე ვითვალისწინებ და კაცმა რომ თქვას, გაუთვალისწინებლადაც ასე გამოვა: წრეზე წავედი. ისევ სხვებში გადასვლა მინდა. ისევ სხვა უფრო მაინტერესებს და ამით ბედნიერი ვარ. დიდი სიამოვნებით ვწერ იმას, რასაც ახლა ვწერ. მორჩა ავტოპორტრეტული წიაღსვლები...

- როგორია და ვინ არის შენი მკითხველი? ხედავ მას წერისას? წიგნის გამოცემის შემდეგ? რას გვასწავლიან ისინი, გვეხმარებიან თუ ხელს გვიშლიან?

- მკითხველი, ეს რაღაც, მისი უდიდებულესობაა. არა, „ვერ ვეცრუები", რომ მე მას წერისას ვხედავ. წერისას ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რასაც ვწერ. ეს დიდი ხვნა-თესვაა. აიღებ და ჩააგდებ მარცვალს მიწაში. ანუ სიტყვას - ქაღალდზე. ან იხარებს, ან არა. თუ იხარა, მერე მოდის ჟამი მკისა და აი, მაშინ ხედავ მკითხველს. მკითხველს ხედავ მაღაზიის დახლზე ჩენი წიგნის შეცოტავებულ, დამცრობილ რიცხვში, მკითხველს ხედავ ფოსტით მიღებულ პატარა და ტევად გამოხმაურებებში, მკითხველს ხედავ სადღაც შორიდან, შენამდე ქარსმოტანილივით მოფრენილ რაღაც ფრაზებში... როცა შენი ახალი წიგნი გადის შენგან, გასხვისდება , გრძნობ მკითხველს, რომელიც ახლა შენს ნაწერს ითავისებს, განიცდის, მოწონს ან არ მოწონს... ეს არის დრო დიდი ფარული ერთიანობისა. შენ და მკითხველი სამყაროს რომელიღაც, ჯერარაღმოჩენილ განზომილებაში ერთად ხართ, ერთი ხართ, ის ხდება შენ და შენ ხდები ის... დიდებულია!
მკითხველი წერის დროს არც მეხმარება და არც ხელს მიშლის. მაგრამ შუალედებში, როცა ხდება წერისწინა დიდი შესუნთქვა, ანუ იტუმბები რაღაც ემოციებით, ფიქრით, ენერგეტიკით, რწმენით, ნებისყოფით და რაც მთავარია სიყვარულით, მკითხველი, ანუ ზოგადად ადამიანი, ვისთვისაც ამზადებ სულიერ კერძს, ვისაც ეძღვნები, - რა თქმა უნდა, გეხმარება... ის ძალას, იმედს და სიყვარულს გაძლევს... შენ იცი, რომ ის ელის. და როცა იცი, რომ ელის, დიდი სტიმული გაქვს, რომ იმედი არ გაუცრუო...
ძალიან მიყვარს წერა ბავშვებისთვის, რადგან ბავშვებმა განსაკუთრებულად წრფელი და ემოციური მოლოდინი იციან.
მკითხველი ხშირად მპოულობს. FACEBOOK-ზე ძალიან ბევრი წერილი დამიგროვდა სრულიად უცნობი ადამიანებისგან მოწერილი. მწერენ დაუნანებელი სითბოთი. მიანალიზებენ ცალკეულ ფრაზებს, მიხასიათებენ ჩემსავე გმირებს, შეკითხვებს მისვამენ, სიყვარულსაც მიხსნიან... შემიძლია დავიფიცო, რომ ჯერ არ მოუწერია განრისხებულ, შეურაცხყოფილ ან უკმაყოფილო მკითხველს. ჯერჯერობით, მხოლოდ პოზიტივი მოედინება.
მარტო ბოლო რომანის „ CV"-ს შესახებ უკვე იმდენი გამოხმაურება დამიგროვდა, ერთად რომ ავკინძო, წიგნი გამოვა... გამოდის, რომ მარტო არ ხარ. უფრო სწორად, ე რ თ ი არ ხარ, გამრავლებული ხარ, განბნეული ხარ, სხვებშიც ხარ, ბ ე ვ რ ი ხარ... საოცრებაა.
ამ რამდენიმე ხნის წინ უცნობმა ქალბატონმა ჩემს პროფილზე ფეისბუქში დამიდო პატარა ვიდეო. მისი შვილი ჩემს „ხაჭაპურს" ტიტინებს... ასეთი რამ რამდენჯერმე მოხდა. ერთხელ კი ასევე უცნობმა ახალგაზრდა დედიკომ ფოტო დამიდო. ქათქათა ტორტს შოკოლადის ასოებით ეწერა ისევ და ისევ ჩემი „ხაჭაპურის" სტროფი...

- რა ხდება წერისას? არის ეს განსაკუთრებული მდგომარეობა? როგორია შენი შემოქმედებითი სამზარეულო?

- კი. წერა განსაკუთრებული, „საგანგებო" მდგომარეობაა. რა ხდება წერისას ჩემს გარშემო, არ ვიცი. ხოლო რა ხდება ჩემში, ეს ძალიან ძნელი გადმოსაცემია და არა მგონია, ეს დარდუბალა ვინმეს აინტერესებდეს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მე ყოველთვის ძალიან ნათლად...
არა. გადავიფიქრე. არ ვიტყვი. რატომღაც ის კაცი გამახსენდა ახლა, კარლოს კასტანედა და დამამუხრუჭებინა.
შემოქმედებითი სამზარეულო როგორია? ჩვეულებრივი. იწვება, იხარშება, ხან გადამეხარშება, ხან მიმეწვება, ხან მარილი მეტია, ხან მარილი აკლია. მაგრამ, ძირითადად, ამბობენ, რომ გემრიელი ხელი მაქვს.

- მე თავად მეღიმება როდესაც მუზებზე მეკითხებიან, უბრალოდ, რა არის ის, რაც შეიძლება ინსპირაციის წყაროდ იქცეს?

- ზემოთ გითხარი: ეს შეიძლება იყოს ტრანსპორტში ყურმოკრული ფრაზა, ვიღაცის მზერა... მთლად მზა-მზარეულ და აკინძულ ამბავს ვერ ვიტან. ანუ, რაღაც ცხოვრებისეული დაწყობილი ამბავი რომ ლიტერატურულად გადააწყო. არა. ეს არაა საინტერესო. საინტერესოა პატარა ბიძგი და მერე ფანტაზიის ამუშავება. ასაწყობი ნახატები რომაა, ხომ იცი? ათასზე მეტი პაწაწინა დეტალია... წარმოიდგინე, რომ მოგეცა, გებოძა ერთი დეტალი, ან ორი და დანარჩენი 999 შენ უნდა მოიფიქრო, დააშენო და რაღაც შექმნა...

- შეგიძლია ის ტექსტი დაასახელო, რომელზე წერის დროსაც ყველაზე დიდი სიამოვნება მიგიღია?

- „ბოსტნის" წერას სიამოვნება არ ერქვა. მახსოვს, ორჯერ დავლიე საგულე წვეთები. და საერთოდ არ მახსოვს წერის პროცესი. აღმოჩნდა უცებ, რომ რაღაც დავამთავრე და იმ რაღაცას თითქმის, გადაწერაც არ უნდა., კოკისპირულადაა ნაწერი.
თუ ვატყობ, რომ წერას ტანჯვა გამოერია, ოღონდ, ტანჯვა ტექნიკური მხრით და არა სიუჟეტური თანაგანცდის, წერას ვწყვეტ. ტექსტზე თუ ჯახირობ, წასაკითხადაც საჯახირო იქნება.
ზოგადად, წერისას ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ. „CV"-ს წერა განსაკუთრებული სიამოვნება იყო.
და განსაკუთრებული სიამოვნება იყო წერა „ოქროს ბუმბულისთვის" დიდი და სახალისო ზღაპრისა" გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია, მეფე ბუთხუზ პირველი და სხვები". ეს სიამოვნება ჩანს, ჟიურისაც გადაედო, რადგან მეორე პრემია მიბოძა...

- რაზე მუშაობ ახლა და კიდევ ერთი კითხვა - სიყვარული არის მთავარი მასალა შემოქმედებისთვის? და შენი აზრით, რა უფრო ცხელი და ძლიერი უნდა გქონდეს წერისას - გული თუ გონება?

- ამჟამად ვწერ დიდ რომანს. საგას ერთ საგვარეულოზე. არავითარი ავტოპორტრეტი! ჭაჭანებაც კი არაა. მთლიანად სხვების თავგადასავლებში ვარ გახლართული. „ხოლო ეს - კარგია".

- არის თუ არა სიყვარული მთავარი მასალა წერისთვის?

- იცი რა, „პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი"... წარმოგიდგენია, რას კიდებ ხელს, რას ეხები, რაზე აცხადებ ადამიანი პრეტენზიას? და აბა ამხელა ამბავი და ამხელა მიახლება უსიყვარულოდ იქნება?.... სიყვარულია ამ საქმეში მთავარი. დასაწერისაც, წასაკითხისაც, წამკითხველისაც, არწამკითხველისაც... დიდი, მრავალმხრივი სიყვარული.
ხოლო თუ სიყვარულს აქვს მოცული შენი, ანუ მწერლის გულიც და გონებაც, მაშინ ერთიც და მეორეც ცხელი იქნება, არცერთი არ გაგიგრილდება.


გაზეთი „24 საათი“, Weekend, 8 მაისი, 2011

ბმული:
* http://24blog.ge/weekend/story/16371-frontis-tsina-khazze

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyFri Mar 01, 2019 12:53 pm


"ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" - ფილმი აგვისტოს ომზე
TV IMEDI
Published on Aug 8, 2018

Exclamation

ნინო მურღულია

ბესო სოლომანაშვილი: „ვიღებ ფილმს, რომლის გამოც, იმედი მაქვს, რუსეთი პერსონა ნონ-გრატად გამომაცხადებს...“

14.08.2018

რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი ცხოვრების მნიშვნელოვან პროექტს შეეჭიდა. 26 ივლისიდან, კასპის რაიონის სოფელ ქვემო გობში მსახიობები და ადგილობრივი მოსახლეობა გადასაღებ მოედანზე ერთნაირად შრომობს. თამრი ფხაკაძის ცნობილი მოთხობა „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“, რომელსაც გამოქვეყნებისთანავე აღიარება ხვდა წილად, მალე კინოეკრანებზე გადაინაცვლებს. როგორც რეჟისორთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს შევიტყვეთ, ფილმი 2019 წლის მეორე ნახევარში იქნება მზად.

ბესო სოლომანაშვილი:
- აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია და მისი დაფინანსებით ვიღებთ. გადაღებები ერთი თვის განმავლობაში გრძელდება და 26 აგვისტოს დასრულდება. ფილმი 2019 წლის მეორე ნახევარში გამოვა.
ჩვენი მხარდამჭერია ტელეკომპანია „იმედი“. მისი ჟურნალისტი, სალომე შანშიაშვილი ასრულებს იმ ადამიანის როლს, ვისაც მთავარი გმირი საკუთარ ამბავს უყვება… ამბავი ეხება ერთ ადამიანს, რომლის ბოსტანიც კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდება. არ უნდა ომი, მაგრამ რუსული აგრესია აიძულებს, ხელში იარაღი აიღოს.
ეს არის თამრი ფხაკაძის მოთხრობა „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“. სცენარის ავტორები გახლავართ მე, ირაკლი სოლომანაშვილი და თამრი ფხაკაძე. ოპერატორი: გელა ჩინჩალაძე, მხატვარი: მამუკა ესაძე.
მთავარ როლს ასრულებს დუტა სხირტლაძე. ფილმში დაკავებულები არიან მსახიობები გორის და ხაშურის თეატრებიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.

- თქვენთვის, ალბათ, ამ თემაზე მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია…

- ეს არის უმნიშვნელოვანესი! ვფიქრობ, საქართველოს ყველა პრობლემა ამ ერთი პრობლემიდან გამომდინარეობს, ოკუპაციის თემიდან. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი, როგორც ქართველის სათქმელი – თუ ეს ძალადობა არ დამთავრდება, მოძალადე ქვეყანა დაღუპავს ჩვენს პატარა ლამაზ ქვეყანას. ჩვენ გვინდა შრომა, ამაში კი კატეგორიულად გვიშლის ხელს ოკუპანტი ქვეყანა.

- ალბათ, გაქვთ იმედი, რომ ფილმი ამ სათქმელით უცხოურ ფესტივალებზეც წარდგება…

- რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის ქართველმა მაყურებელმა ნახოს და მიიღოს. მეორე რიგში კი, გაემგზავროს რაც შეიძლება მეტ ფესტივალზე. ჩემი ოცნებაა, ამ ფილმის გამო რუსეთმა პერსონა ნონ-გრატად გამომაცხადოს (იცინის). ეს ხუმრობით, მაგრამ მინდა, ასეთი სათქმელი იყოს, რომელსაც რუსეთი მწვავედ აღიქვამს. თუ რუსი რეჟისორები აკრიტიკებენ საკუთარ ხელისუფლებას, ჩვენ მით უმეტეს, გვაქვს ამისი უფლება.

ბმული:
* https://fortuna.ge/fortuna/post/beso-solomanashvili-vigheb-films-romlis-gamoc-imedi-maqvs-ruseti-persona-non-gratad-gamomackhadebs

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyMon Apr 01, 2019 12:54 pm

თამრი ფხაკაძე - Page 2 Tamri_19
The Portrait of Tamri Pkhakadze (A drawing by unknown artist from the Tamri Pkhakadze's Facebook page), 2018.

თამრი ფხაკაძე

თევზის მონოლოგი


fish is mute. fish knows everything.
გორან ბრეგოვიჩ.


ჰეი, გორან!
შენ რა, წინა ცხოვრებაში თევზი იყავი?
............................................................................................................ და იცი
რომ................................................................................. წყალი... სიღრმე... _
სიცოცხლე.................................. ნაპირი _ აღსასრული .................
................................................................................................................................................
................................... ანკესი! სიბრიყვის საზომი .......................................................
...............................................................................................................................................................
.......
...................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
...........................................................ბადე! ............................................................................-
ბედისწერა................................................................................................................................
...........................................................................................................................
..................................................................................... გემები ზედაპირზე... _
......................................................................................................უფალო შეუნდე,
პოეზია..................................................................................................................................................
.............
...............................................................................................................................................................
............
................................................................................. გემები ფსკერზე _ ........................
.................................... საიდუმლო პროზა ................................................
..................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
............................................................ პატარა, ურიცხვი თევზის ქარავნები _ ........................
..................... დემოსი!.......................................................................................
..................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
.................................................................................................................................................
......................................... ხახადაღებული ვეება თევზები, დიდსტომაქიანი
ზვიგენები..................................................................................................................................
_ ძლიერნი ამა წყალთა .............................................................................................
...............................................................................................................................................................
............ ამოფრენის მცდელობები, «თოლიობანა»_ ................................ სიგიჟე!
...................................................................................................................
...........................................................................................................................
...........................................................................................................................
...........................................................................................................................
............................................................................................................ქვირითი _
.................................. გაუკვდავების დაუცხრომელი ვნება, ......................
...............................................................................................................................................................
...........
...............................................................................................................................................................
................... ადუღებული ზეთი ტაფაზე-ჯოჯოხეთი!
........................................................................
..................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
თუნუქის ყუთი. კონსერვის ქილა _ ........................................................................
....................................................................................... ამაზრზენი აღიარება ........................
...................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
............................................................................................. ჩემი უტყვი მზერა ........................
........................_ პრეისტორიული გამოცდილება
...................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
.....................................................................................ჩემი გაუძრავებანი ... _ ........................
.................. პრეისტორიული პოზა ........................................................................................
..................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
............................................................ მზე მსოფლიო ოკეანეში _ რელიგია. .................
...............................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
.......................................თევზთა თანავარსკვლავედი _ ................................................
............................................................................................ სასუფევლის იდეა
...............................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
....................................................................................................................................................
........................................................... პოსეიდონი _ თავსმოხვეული მითი, .................
...................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
.....................ვენერა _ ..............................................................................................................
...................................................................................................................................................
............................................................................................ _ არა ჩემი ხილვა! ........................
სხვისი.......................................................................................................................................
...................................................................................................................................................
.............................................................. ჟანგბადის ბუშტულები, სუნთქვა _
მრავალწერტილი .....................................................................................................................
...................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
.....................დუმილი-თავშესაფარი.......................................................................................
...................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
ჰეი! მებადურებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით? ..................................................
...................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
...................................................................................................................................................
მეძიებდეთ და მპოვებდეთ!


Exclamation


პირისპირ: თამრი ფხაკაძე _ ირაკლი ქასრაშვილი

ირაკლი ქასრაშვილი _ მინდა ისეთი რამ გკითხო, რაც კარგა ხანია მაწუხებს. შენი აზრით, რატომ აღარ კითხულობენ ადამიანები საქართველოში წიგნებს, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გაცილებით ნაკლებად რატომ კითხულობენ? იმას ვერ მოვიტანთ მიზეზად, საინტერესო წიგნები აღარ იწერებაო. პირიქით, ახალი
ნაწარმოებიც ბევრია წასაკითხი და ძველიც უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მე მახსოვს, რომ ბრეჟნევის ეპოქაში ბულგაკოვის «ძაღლის გული» ერთ ღამეში წავიკითხე, თან მაგრად ვიცინე. ახლა ის დახლებზე ან თაროებზე დევს და თითქმის აღარავინ ეკარება. დიდი-დიდი მის მიხედვით გადაღებულ ფილმს უყურონ. ან იქნებ ვაჭარბებ?

თამრი ფხაკაძე _ აშკარად აჭარბებ, ირაკლი. ისეთი ტრაგიკული სურათი დახატე, ბულგაკოვი იმქვეყნად შემეცოდა და საკუთარი თავი _ ამქვეყნად (ბოდიშს ვიხდი ესოდენ თავხედური პარალელისთვის). ის, ვისაც კითხვა უყვარს, ბრეჟნევის დროშიც კითხულობდა და პუტინის დროშიც კითხულობს. შენ გგონია, მაშინ შენს გარდა ბევრი კითხულობდა «ძაღლის გულს»? ან დღეს შენს გარდა არავინ კითხულობს? ასე არაა. ჩვენი თაობა ამ საქმეში მეტ-ნაკლებად სანუგეშო სურათს ხატავს. აი, უმცროს თაობაზე, ანუ დღევანდელ ბავშვებზე მართლაც უნდა ვინაღვლოთ. რაღაც ახალი ათვლის სისტემა დაიწყო მგონი მკითხველების და მომავალი მკითხველებისა. ჩვენს დროს არ იყო მთავარი მოწინააღმდეგე, _ კომპიუტერი, ინტერნეტი. კონკურენცია არ არსებობდა. ახლა ინტერნეტი ყველა ნიშას ავსებს ბავშვის აზროვნებაში და სამწუხაროდ, ეს შეუქცევადი პროცესია! როგორც იტყვიან, აფერუმ იმ მშობელს, ვინც ბურატინოპინოქიო-ტომ სოიერ-ჰეკლბერი ფინს მ ა ი ნ ც წააკითხებს შვილს! მერე ვილაპარაკოთ ყველანაირ საიდუმლო და განძის კუნძულებზე, უთავო მხედრებზე და ასე შემდეგ... ჰო. ჭეშმარიტად _ ვაგლახ!..

ირაკლი ქასრაშვილი _ მართალია, ეს ალბათ უფრო მომავალ თაობას ეხება. ზოგჯერ მგონია, რომ კომპიუტერმა შეჭამა ეს ბავშვები. იცი რა არის, მათთვის კომპიუტერი უფრო იოლია, ვიდრე წიგნი. განსაკუთრებით, თამაშები. მათი სირთულე მოჩვენებითია, რადგან საბოლოოდ რამდენიმე სტანდარტულ ოპერაციას ემყარება.
წიგნის კითხვა კი გართობასთან ერთად აზროვნებაცაა, უფრო მრავალფეროვანი განცდაც, თუ გულისყურით კითხულობ. თუმცა წიგნს ვიზუალური ეფექტი არ აქვს. არადა, რაც კინო გაჩნდა და მერე კომპიუტერი, ეს ეფექტი ალბათ უფრო და უფრო მეტი მოთხოვნილებით სარგებლობს ადამიანებში. თუ დააკვირდები, ახლა ადამიანებს ფილმებიდან უფრო მეტი ციტატები მოჰყავთ, ვიდრე წიგნებიდან. მე მგონი, წიგნების ნაკლებად კითხვა ადამიანების აზროვნების სტილსაც ცვლის და შედეგად, რასაკვირველია, ეს თავისთვად კიდევ უფრო ზემოქმდებს ცხოვრების წესზეც. არა მითიური შეთქმულები ცვლიან ჩვენს ცხოვრებას, არამედ ის საგნები, რომლებთანაც ყოველდღე გვაქვს შეხება. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, და საერთოდ, ამ მოვლენის ცალსახად შეფასება ალბათ შეუძლებელიცაა, მაგრამ ის, რაც ვთქვი, ფაქტია.

თამრი ფხაკაძე _ ზუსტად ვიცი, რომ ეს ცუდია, რადგან:
1. როცა ვიღაც, მით უფრო რ ა ღ ა ც შენს მაგივრად აზროვნებს, ქმნის, ფანტაზიორობს _ საშინელებაა.
2. როცა შესაძლებლობა აღარ გეძლევა, წარმოიდგინო თუნდაც წითელქუდა, ან მგელი და გონებაში უამრავი მზამზარეული წითელქუდა და მგელი გეჭრება _ კოშმარია.
3. როცა შენი წარმოსახვა მანათობელი ოთხკუთხედის პატიმრობაშია, მიცემული აქვს ერთი შეხედვით განუზომელი თავისუფლება და სინამდვილეში, აბსოლუტური მონაა _ საზარლობაა.
4. როცა უბრალოდ, აღარ გაქვს შეხება წიგნის ფაქტურასთან _ ქაღალდთან, აღარ გრძნობ წიგნის სურნელს, აღარ ჩაიჭყიტავ მოუთმენლობისგან ბოლო გვერდებზე, არასდროს დაკარგულხარ ბიბლიოთეკის საცავებში, როცა უბრალოდ, ბალიშქვეშ არ ამოგიდია წიგნი, ან წვიმიან ამინდში მხარ-თეძოზე არ წამოწოლილხარ და გონებაში
რომელიმე დიდებული წიგნის საკუთარი კინოვერსია არ გაგიშვია _ საცოდაობაა.
5.
6.
7. ...
ვიწუწუნეთ, ვივაგლახეთ. ახლა რა ვქნათ?
აღარ ვწეროთ?
დავდოთ კალამი?
ჟიულ ვერნს და მაინ რიდს თუ აღარ კითხულობენ, ცოტა ხნის შემდეგ, როცა წამოიზრდებიან, არც ფოლკნერს და არც დოსტოევსკის აღარ გაეკარებიან და მით უმეტეს, ჩვენ სულ არ გადაგვყვებიან ზედ. ღირს წერა მხოლოდ ერთი, ჩვენი თანამედროვე თაობისთვის? ვერაა რაღაც სახარბიელო სიტუაცია...

ირაკლი ქასრაშვილი _ ძალიან ლოგიკური კითხვა დასვი, საერთოდ ღირს თუ არა წერაო, მაგრამ მგონი, რაც არ უნდა იფიქრო ამაზე, მაინც დაწერ, თუ წერა გინდა, სხვაგვარად არ შეგიძლია. თუმცა ეს ალბათ ცალკე თემაა. რაც შეეხება უწიგნურობას, ჩვენს წინაშე ახალი ცივილიზაცია ყალიბდება, თანაც ძალიან სწრაფად. აი, ეს არის
გასააზრებელი და საკუთარი ადგილის პოვნა ამ ცივილიზაციაშია მნიშვნელოვანი. წიგნის როლი ამ ცივილიზაციაში იცვლება, მცირდება. მე არ ვიტყვი, რომ ქრება, რადგან წიგნებს ყოველთვის ეყოლება მკითხველი, შეიძლება უფრო ნაკლები, ვიდრე ადრე, თუნდაც ასი წლის წინ, მაგრამ მაინც _ ეყოლება. თუმცა, როგორ წიგნებზეა მოთხოვნილება და როგორ წაიკითხავენ წიგნებს _ ესეც ცალკე საკითხია. ჩესტერტონი
ამბობდა, სამსახურის შემდეგ დაღლილი ადამიანი და დასვენებული, მოცლილი ადამიანი სხვაგვარად კითხულობენ წიგნს და სხვაგვარად აღიქვამენო. შეიძლება დავამატოთ, რომ: 1. ისინი სხვადასხვაგვარ წიგნებსაც ეტანებიან; 2. წიგნი სხვა რამით (კინო, ინტერნეტი) იცვლება. მე არ მინდა ვთქვა, რომ ეს მაინცდამაინც კატასტროფაა და სასწრაფოდ რაღაც უნდა ვიღონოთ და ა.შ., რადგან ეს რეალობაა, რომელიც
არსებობს და მისი შეცვლა არა მგონია, შეიძლებოდეს. აშკარაა, რომ ეს ტენდენციები გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება. უბრალოდ, საინტერესოა, მკითხველთა რაოდენობის შემცირება და შეცვლა როგორ იმოქმედებს ლიტერატურაზე. ის უკვე ზემოქმედებს, რასაკვირველია, და თანაც ძალზე დიდი ხანია, მაგრამ საინტერესოა, რა სახით გაგრძელდება ეს პროცესი მომავალში.

თამრი ფხაკაძე _ მკითხველთა რაოდენობის შემცირება და შეცვლა ავტომატურად გამოიწვევს ლიტერატურის შემცირებასა და შეცვლას. როგორიცაა მოთხოვნილება, ისეთია ბაზარი. სამწუხაროდ. შემცირდება მოთხოვნილება წიგნზე? _ შემცირდება ლიტერატურა დახლებზე. გადაგვარდება გემოვნება? _ გადაგვარდება ლიტერატურა. სამწუხაროდ, აქ წამყვანი ძალა, ლოკომოტივი საზოგადოებაა, ანუ შემკვეთი და არა პროდუქტი. პროდუქტი რომ იყოს ხსნა, კი ბატონო, შეგიძლია აავსო მაღაზიის თაროები შექსპირით, სერვანტესით, ფოლკნერით, დოსტოევსკით... მაგრამ თუ მკითხველის გემოვნებაში აღარაფერი ეს აღარ ჯდება და ის დაჟინებით მოითხოვს რაღაც ლიტერატურულ მარაზმს, ბოლოს და ბოლოს, შენც მარაზმს გამოფენ და მუშტარს მოიზიდავ. ავტომატურად აღარ იშვება ახალი შექსპირი და სერვანტესი, აღარც ვაჟა და ილია; იშვება ის, რაზეც მოთხოვნილებაა. დარჩება თითო-ოროლა მანიაკი-მწერალი, რომელიც მაინც ისე დაწერს და თითო-ოროლა «კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს»... კაცობრიობის გლობალურ ინტერნეტიზაციასთან ერთად ისიც არ დაივიწყო, მწერლობა ცოცხალ ორგანიზმად რომ წარმოიდგინო, აღიარებ, რომ უკვე დაბერდა, გამოიფიტა, გადაგვარების ნიშნები დაემჩნა... ყველაფერი ნათქვამია, ყველანაირადაც ნათქვამია, სიბრძნის მარაგი ამოწურულია, ადამიანური ფსიქოლოგია _ გადაღეჭილი...

ირაკლი ქასრაშვილი _ სერიოზული წიგნების მკითხველების რაოდენობა ყოველთვის შეზღუდული იყო, მაგრამ ადრე ისინი განსაზღვრავდნენ საზოგადოების და რაც მთავარია, მკითხველთა გემოვნებას და მგონი, მოთხოვნასაც ბაზარზე. ახლა მოთხოვნას მასიური კულტურის მომხმარებელი განსაზღვრავს, მაგრამ სერიოზულ წიგნებს, მე ვფიქრობ, მაინც ყოველთვის ეყოლება მკითხველი. თუმცა მათი რაოდენობა
შემცირდება და გემოვნებაც შეიცვლება. საერთოდ, მკითხველი ახლა ლიტერატურაში ძალიან ხშირად თამაშისა და ექშენის ელემენტებს ეძებს, ისე როგორც კინოში. დეტექტივების ასეთი პოპულარობაც ამით არის განსაზღვრული. დეტექტივი ახალი ხილი კია შედარებით, ას წელზე ცოტა მეტი ხნისაა, მაგრამ სერვანტესისა და რაბლეს წიგნები უკვე საკმაოდ შეიცავენ თამაშის ელემენტებს, სარაინდო რომანებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

თამრი ფხაკაძე _ ანუ, ცოტა არ იყოს, წრეზე მიდის ლიტერატურა, არა? ყველაფერი ახალი _ კარგად დავიწყებული ძველია... შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ კაცობრიობა-მკითხველს სიმარტივე მოენატრა...
ალბათ, გამარტივება ენით უნდა დაიწყოს, გამარტივება და გასუფთავება. სალიტერატურო ენა დიდი ხანია ათასგვარი მიქსერით აითქვიფა სხვა მინარევებთან ერთად. მიღებული მასით, ანუ ასეთი ცომით მონატრებულ, გასაგებ და მყუდრო ნაწარმოებს ვეღარ «გამოაცხობ»... გამოდის, რომ არჩევანი გვაქვს ენის კვლავ და კვლავ დაბინძურებასა და «ძველმოდურობას» შორის. რას იტყვი, არსებობს ამ შემთხვევაში ოქროს შუალედი?

ირაკლი ქასრაშვილი _ ჩემი აზრით, არსებობს. ეს მწერლის ნიჭიერებაზეცაა დამოკიდებული, თუმცა მე ამ შემთხვევაში არ გამოვყოფდი სალიტერატურო ენას ზოგადად ენისგან. მოდი, ამ შემთხვევაში ქართულ ენაზე ვილაპარაკოთ. სალაპარაკო ენის მკვეთრი შეღწევა სალიტერატურო ენაში საყოველთაო მოვლენაა და ვერც ჩვენ
ვიქნებოდით გამონაკლისი. თუ გინდა, რომ მკითხველი დააინტერესო, უბრალოდ თუ გინდა, რომ გკითხულობდნენ, ცოცხალი ენით უნდა წერო. ცოცხალი ენა კი სალაპარაკო ენაა. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ პირდაპირ გადმოვიტანოთ ქუჩის ენა წიგნებში, მაგრამ რაღაც დოზით ეს საჭიროა. და აქ, მართალი ხარ, ოქროს შუალედის დაცვაა საჭირო. თუმცა ეს ქართულში კიდევ ერთ დამატებით პრობლემას ქმნის _ იმას, რომ ჩვენს სალაპარაკო ენაში ძალიან მრავლადაა სხვა ენებიდან, განსაკუთრებით რუსულიდან და ინგლისურიდან შემოსული სიტყვები.

თამრი ფხაკაძე _ ჩვენი სტუმართმოყვარე ბუნება ენასაც შეეხო. ენის საზღვრებს თურმე არანაკლები დაცვა სჭირდება... ინგლისურ, რუსულ სიტყვებს, ჟარგონსა და დიალექტიზმს თავი რომ დავანებოთ, მეტისმეტი, მიზანდასახული ბილწსიტყვაობა რას ემსახურება? ყოველ ფრაზაში გინების გარეშე აზრი ვეღარ ყალიბდება?

ირაკლი ქასრაშვილი _ ყალიბდება, მაგრამ გაცილებით მეტი ფიქრი და მუშაობა სჭირდება, ნიჭი, კულტურა და განათლება. განცდა და ზომიერება. ეს კი ძნელია, ხშირ შემთხვევაში კონკრეტული მწერლისათვის შეუძლებელიც. გაცილებით იოლია, შეიგინო და მერე იძახო, ცხოვრებაში ასე ხდება და რაკი ცხოვრებას აღვწერ, სხვა გზა არ მქონდაო. ეს ჩემთვის უფრო მწერლური ოსტატობისა და ორიგინალური აზრების ნაკლებობის ნიშანია, მეტი არაფერი. საერთოდ, კარგი გემოვნება მწერლისთვის აუცილებელია. მას ხომ სიტყვებთან აქვს საქმე და როგორც ცნობილია «პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან». მერე ის ადამიანებს გადმოეცა და ახლა რას უშვებიან, მართლაც მხოლოდ ღმერთმა უწყის. კიდევ გავიმეორებ: თუკი მწერალი ბილწსიტყვაობს, ეს ჩემთვის მხოლოდ იმის ნიშანია, რომ მას ტალანტი არ ჰყოფნის და სურს რამდენადმე ყურადღება ეპატაჟით მაინც მიიქციოს. რა თეორიებიც არ უნდა შეთხზას მან ამის ასახსნელად, ეს სინამდვილეში ტყუილი იქნება და თუკი მთლად გადარეული არ არის, პირველ რიგში თვითონ ამ მწერალმა იცის ეს ყველაზე კარგად. თუმცა აქ სხვა პრობლემასაც მინდა შევეხო: ზოგადად იმ ქართულს, რომელსაც
მწერლები კი არა, ამ ქვეყანაში სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებები იყენებენ ოფიციალურ დოკუმენტებში. ეს საერთოდ ცალკე თემაა. კომუნისტების დროს ოფიციალური დოკუმენტები ძირითადად რუსულ ენაზე დგებოდა და ამიტომ ეს ასე მკვეთრად არ იგრძნობოდა. ახლა, როცა ქართული უკვე თხუთმეტ წელზე მეტია, სრულუფლებიანი სახელმწიფო ენაა, მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. უამრავ სამსახურეობრივ საბუთში დარღვეულია ქართული ენის სტრუქტურა, მართლწერა. ნათარგმნ დოკუმენტებზე აღარც ვსაუბრობ. იქ პირდაპირი კალკირება ხდება, ძირითადად ინგლისურიდან. ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ისეთი საბუთი წამიკითხავს, რომლებიც ქართული ასოებით იყო დაწერილი, მაგრამ ქართულ ენასთან
მხოლოდ ოდნავ იყო მიახლოებული. ჩვენთან რატომღაც ითვლება, რომ ქართველმა თუ რომელიმე უცხო ენა იცის, ავტომატურად შეუძლია თარგმნოს იმ ენიდან ქართულად, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ ქართულის ცოდნაც სპეციალობაა და მასაც კარგად შესწავლა ესაჭიროება. შენ, როგორც ფილოლოგს, ეს კარგად გესმის.

თამრი ფხაკაძე _ საერთოდაც, ჩვენს დროში იოლად და გაბედულად ირქმევს ადამიანი სახელად მწერალს, მთარგმნელს, მხატვარს, მომღერალს... ეგრევე «გაზრდილი» დიდოსტატები იმდენია, რომ აღარც კი არის იმის დრო, სათითაოდ «მიეძღვნა» თითოეულს და გაარკვიო, სახელდობრ, საიდან მოვიდა უკვე აი, ასეთი! «გაზრდილი»! როდის მოევლინა ამა თუ იმ სფეროს, როდის აიდგა ფეხი, როდის წამოიზარდა... არადა, შენც კარგად იცი, ერთ გენიოს ქართველ მწერალს როგორ დაუჟინია, არა ვარ მწერალი, გადამწერი ვარო... მარტო მე მითხარი, არავის ვეტყვი, ყურში ჩამჩურჩულე, _ მწერალი დაირქვი შინაგანად, თუ ჯერ არა? მერე მეც გეტყვი...

ირაკლი ქასრაშვილი _ არა, ჩემს თავს მწერალს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ამისთვის რამდენიმე პირობაა საჭირო: 1. უნდა იყოს მთავარი საქმე ცხოვრებაში; 2. სისტემატურად უნდა იბეჭდებოდე; 3. ნაწერები გარკვეულ (საკმაოდ მაღალ) დონეს უნდა აკმაყოფილებდნენ. 4. მკითხველების გარკვეული კატეგორია უნდა გყავდეს.
რადგან მე ამ პირობებს აშკარად ვერ ვაკმაყოფილებ, ვერც მაინცდამაინც მწერალს ვუწოდებ საკუთარ თავს. თუმცა შენ კი ნამდვილად მწერალი ხარ. მე ასე ვფიქრობ.

თამრი ფხაკაძე _ მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შენში, შიგნით მწერალს გრძნობ. ცხოვრობს შენში ასეთი «მოხელე-ჩიქვანი». ერთ მშვენიერ დღესაც, (დაიმახსოვრე), გახსნი ახალ, სუფთა ფაილს და დაიწყებ წერას და ეს შენი ცხოვრების მთავარი საქმე იქნება. ამას მოჰყვება შენი მე-2 და მე-4 პუნქტები, ხოლო მე-3 უკვე სახეზეა. რაც
შემეხება მე, ამ ბოლო დროს საკუთარი თავის მწერლად მოხსენიებას და ფიქრებშიც მოაზრებას მოვუხშირე, რაც თავზარს მცემს! რაც აღსარებაზე სათქმელი ამბავია! და რის გამოც სულ «ორშაბათიდან გამოსწორებას» ვაპირებ. და მეშინია კიდეც, რომ ღმერთმა არ დამსაჯოს ამ თავხედობისთვის და კალამბრგვნილობა არ დამმართოს. ნამდვილად გეუბნები. ალბათ ჩემი ოცნებაა ეს _ მწერალი რომ ვიყო. წერა არანორმალურად მიყვარს. წერისას ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ გულისტკენას ვიშუშებ, თავისუფლებითაც ვტკბები, შეურაცხადი მდგომარეობითაც, რომელშიც იმ დროს ვარ. რას იტყვი, ეს საუბარი ლიტერატურაზე აქ გავაგრძელოთ თუ ლიტერატურულ კაფეში?

ი.ქ.-მე მგონი, უკვე კაფეში შეგვიძლია გავაგრძელოთ. ეს საუბარი ჩემთვის დაუსრულებელია, მაგრამ ახლა მგონი საკმაოდ ვილაპარაკეთ ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე. ასე რომ, მომავალ, ან სულ მალე შეხვედრამდე.

თამრი ფხაკაძე _ შეხვედრამდე.


კრებულიდან: „მონოლოგი და პირისპირ“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 2009

ბმული:
* http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/6781/1/Monologi_%20Da_%20Pirispir.pdf

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyTue Apr 09, 2019 11:36 am

თამრი ფხაკაძე - Page 2 Tamri_17


თე-არტი / the—art
Like This Page · May 13, 2018 ·

თე—არტი თეატრ "ფაბრიკა"—ში...

18 მაისი...

20 საათი...

გ ა ფ რ ე ნ ა

პიესის ავტორი — თამრი ფხაკაძე
რეჟისორი — კახა იაკობიძე
რეჟისორის ასისტენტი - ბექა ბელქანია

მონაწილეობენ:

ბექა ბელქანია, მინდია ქიტიაშვილი, ლევან აღაპიშვილი, თამარ შენგელია, ქეთი ბახტაძე, ანი როსტომაშვილი, გურამ ჭურღულია, ზუკა ნატმელაძე, ქეთი ოქუაშვილი, სანდრო ჩინჩალაძე, ანა ახსაბაძე, შალვა წიკლაური, ხვიჩა გამცემლიძე, აჩი ნარიმანიძე, ბესო კოპილაშვილი, აირა მაისურაძე, გიორგი მეთეფშიშვილი, მარიამ სებუა.

მისამართი: კოსტავას ქ. 59 (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორია)


ბმული:
* https://www.facebook.com/theartii/photos/a.189970524957573/193263057961653/?type=3&theater

king

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyWed Apr 10, 2019 11:08 pm

თამრი ფხაკაძე - Page 2 Crosso10

თამრი ფხაკაძე

კროსსვორდი
(მოთხრობა)

კითხულობს ავტორი, 2006 წელი
- https://soundcloud.com/pkhakadzetamri/krosvordi

king

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyWed May 01, 2019 1:20 pm

თამრი ფხაკაძე - Page 2 3a559fb90f9f66d6d7460e7f5388c6df_L

PRODUCTION: Georgian Director Besik Solomonashvili in Postproduction with Debut Feature

BY ALEXANDER GABELIA

FILMNEWEUROPE.COM
2019-04-05


TBILISI: Georgian writer/director Besik Solomonashvili is in postproduction with Veggie Garden in the Conflict Zone, his debut feature film that he shot in Georgia in August 2018.

Veggie Garden in the Conflict Zone tells the story of a Georgian agronomist, whose house happens to be in the Georgian-Russian conflict zone.

„We want to make a smooth film about a man for whom being a patriot means to love his land. A film with tanks seen through a binocular lens, explosions and far far away the lost ‘veggie garden in the conflict zone’. The story is told in a very specific time, with a very specific background, which is a well-known part of modern world history. This is a drama of a man who is deprived of his home, but who doesn’t want to take a gun, even though he is a patriot. He is defeated by the militarised environment. This is a confrontation between a large militarist state and an individual“, Besik Solomonashvili, who penned the script together with Irakli Solomonashvili and Tamri Pkhakadze, told FNE.

The film produced by BisStudia received a production grant of 97,000 EUR / 299,083 GEL from the Georgian National Film Center in 2018 and it is also supported by the Caucasian Film Service with 22,000 EUR / 64,000 GEL. The total budget is 130,083 EUR / 399,500 GEL.

The film was shot in Tbilisi and near the real conflict zone. The premiere is planned for Tbilisi or Gori in the autumn of 2019.

Veggie Garden In The Conflict Zone by Besik SolomonashviliProduction Information:

BisStudia
besolomana@gmail.com

Credits:
Director: Besik (Beso) Solomonashvili
Scriptwriters: Besik (Beso) Solomonashvili, Irakli Solomonashvili, Tamri Pkhakadze
DoPs: Gela Chinchaladze
Cast: Demetre Skhirtladze, Mamuka Esadze, Salome Shanshiashvili, Vasil Grigalashvili, Giorgi Tsaava, Zurab Revazashvili



თამრი ფხაკაძე - Page 2 Veggie-Garden-In-The-Conflict-Zone-by-Besik-Solomonashvili-2

Link:
* https://www.filmneweurope.com/news/georgia-news/item/117878-production-georgian-director-besik-solomonashvili-in-postproduction-with-debut-feature

king

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 EmptyFri Nov 01, 2019 11:12 pm

„ძვირფასო ბავშვებო და მშობლებო, აი, ამ პატარა პოემით გილოცავთ ქართული საბავშვო წიგნის დღეს!“
თამრი ფხაკაძე,
27 ოქტომბერი, 2019 წელი
(ავტორის ფეისბუქ-გვერდიდან).


თამრი ფხაკაძე - Page 2 Gio_af10

თამრი ფხაკაძე

გიო აფრიკაში
(საბავშვო პოემა)

ერთი დიდი გემი მინდა
თავის თეთრი აფრითა,
გადავცურო მინდა ზღვა და
ვინახულო აფრიკა!

სანამ მოიღრუბლება და
ზღვა ღელვას დააპირებს,
ჰერიიიი! უკვე მივადგები
მე აფრიკის ნაპირებს.
აფრიკაში,
აფრიკაში,
მდინარეა _
ნილოსი!
აფრიკაში,
აფრიკაში,
ჯოგი დარბის
სპილოსი!
მოვახტები სპილოს ზურგზე,
აჩუ, აჩუ! ჰოპა, ჰოპა!
ისე სწრაფად გავაქცუნებ,
ვერ გაგვასწრებს ანტილოპა!
თქვენ გგონიათ, შევშინდები,
თუ გამოხტა ლეოპარდი?!
აი დარდი!
ლეოპარდი
სულ არაა ჩემზე მარდი!
არც ლომების მეშინია
და არც ტახის ეშვების,
ნიანგებით სავსე ტბაშიც
მედგრად გადავეშვები!
გავცურავ და გამოვცურავ,
თუ არ გჯერა, ნახე, მოდი!
_ ჩამოხვედი, ჩემო გიო?
გაიხარებს ბეჰემოთი!
ბეჰე, ბეჰე,
ბეჰეკუდა,
ბეჰე, ბეჰე,
ძილისგუდა,
მიდის, მოდის
ზანზარით
ბეჰე
უ–ზარ–მა–ზა–რი!
მხარზე დამასკუპდება
ჭრელი თუთიყუში.
ჭრელი თუთიყუში
ასე მეტყვის ყურში:
_ამ საღამოს მარრრტორრრქა
სტუმრრრად გეპატიჟება.
მარრრმელადი მიარრრთვი!
მარრრმელადზე გიჟდება!
მივადგები ჯუნგლებში
მაღაზია „ნილოსს“,
და ვიყიდი მარმელადს
ასოცდახუთ კილოს!
_ გამარჯობა, მარტორქა!
ისევ ისე მარტო ხარ?
ნუ ხარ მოწყენილი,
მოიშორე დარდი!
მეგობრებთან წადი,
აჰა, მარმელადი!
ბაობაბი გაგიგია?
რომ იცოდე, რა დიდია!
იმხელაა ბაობაბი,
აბა, სინჯე! აბა, ადი!
სხვა თუ ავა ძნელზე ძნელად,
მე ავძვრები ხეზე ხელად!
იმიტომ, რომ
ნელა-ნელა
ამაცურებს
მახრჩობელა!
გრძელზე გრძელი,
ჭრელზე ჭრელი,
მახრჩობელა
დიდი გველი
კუდით ისე
მატრიალებს,
ვერ აჯობებს
კარუსელი!
მერე უნდა ვინახულო
მაიმუნი გორილა.
მაიმუნი გორილა
თურმე წელში მოხრილა!
ჩემი ნახვა მაიმუნს
ისე გაუხარდება,
ახტება და დახტება
და
წელშიც გაიმართება!!
მერე უნდა გავიყარო
ცხვირში რგოლი ოქროსი,
წინ გორებად დავილაგო
ბანანი და ქოქოსი,
ანანასის წვენს დავლევ
მოხატული ხელადით.
ვეღარ მიხვდით? გავხდები
აფრიკელი ბელადი!
თვალებს დავაბრიალებ!
კბილებს დავაღრჭიალებ!
შუაღამით ჯუნგლებში
კოცონს ავაბრიალებ!
ჩემი შიში ექნება
მალე ყველა აფრიკელს!
ვაი! კოღო დაფრინავს!!
დეეეეე!!
უთხარი, გაფრინდეეეეს!!!

ბმული:
* https://www.facebook.com/photo.php?fbid=2750321264992723&set=a.454004277957778&type=3&theater

king

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   თამრი ფხაკაძე - Page 2 Empty

Back to top Go down
 
თამრი ფხაკაძე
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: