არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 თამრი ფხაკაძე

Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: თამრი ფხაკაძე   Sun Jan 30, 2011 12:32 pm


Tamri Pkhakadze

თამრი ფხაკაძე

დაიბადა თბილისში. 1957 წელს, 28 ივლისს.
1974 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა და ამავე სკოლასთან არსებული მუსიკალური ათწლედი, ფორტეპიანოს კლასი.
1979 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1980 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "დავით ჯიმშერის ძე ჩოლოყაშვილის ცხოვრება და შემოქმედება".
2001 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობები.
არის რამდენიმე სალიტერატურო პრემიის, მათ შორის ლიტერატურული პრემია «საბას” ლაურეატი.
გამომცემლობა "პეგასის" მთავარი რედაქტორი.

"წიგნებს ვწერ და ჭერში ვაწყობ!" – ამბობს თამრი ფხაკაძე საკუთარ თავზე – http://www.facebook.com/profile.php?id=100000446292287#!/profile.php?id=100000446292287&sk=info

გამოცემული და ჭერში დაწყობილი წიგნები ესენია:

* "სანამ დაგვიძახებენ" (”დიოგენე”)
* "ვნებანი" (”პალიტრა ლ”)
* ”ჩვენ სამნი და ანგელოზი” (”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)
* ”ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”
* ”გაფრენა”
* ”CV” (”შემეცნება”)
* ”ხაჭაპური” (პალიტრა ლ”)

წყარო – http://libofund.com/მწერლები-ფხაკაძე.php

თამრი ფხაკაძე არის ავტორი შემდეგი წიგნებისა:

2003 – „სანამ დაგვიძახებენ“ (პროზაული კრებული) – გამომცემლობა „დიოგენე“.
2005 – „(შ)ორი მე“ (რომანი) – გამომცემლობა „დიოგენე“. -- http://www.bu.org.ge/x3420?lang=geo
2006 – „ვნებანი“ (პროზაული კრებული) – გამომცემლობა „პალიტრა – L“.
2007 – „გაფრენა“ (პიესა) – გამომცემლობა „აბული“ (2009 წელს პიესა დაიდგა ხულოს სახალხო თეატრში, 2010 წელს კი – ბოლნისის მუნიციპალურ თეატრში).
2007 – „ჩვენ სამნი და ანგელოზი“ (რომანი) – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.
2009 – „CV“ (რომანი) – გამომცემლობა „შემეცნება“.
2010 – „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ (მოთხრობა) – გამომცემლობა „შემეცნება“ (სპექტაკლის სახით მზადდება ორ თეატრში: თავისუფალ თეატრში (რეჟისორი – ავთო ვარსიმაშვილი) და ზესტაფონის სახელმწიფო დრამატულ თეატრში (რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე); ორივე პრემიერა სექტემბრისთვისაა დაგეგმილი).

თამრი ფხაკაძის სახელგანთქმული მოთხრობა „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრაში“, №6, ივნისი, 2005.

თამრი ფხაკაძეს გამოცემული აქვს აგრეთვე საბავშვო წიგნები: ლექსებისა და პოემების კრებული, „ხაჭაპური“ და „გიო აფრიკაში“. გამოსაცემად მზადდება კიდევ რამდენიმე.
2005 წელს თოჯინების სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა დადგა მისი პიესა „ხავსისქუდას ოინები“.

თამრი ფხაკაძეს მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია, მათ შორის – „საბა“ (2004), „ოქროს ბუმბული“ (2009).

თამრი ფხაკაძე არის ასევე წარმატებული მთარგმნელი, სცენარისტი, რედაქტორი და ა.შ.

ბმული:
* http://book.gov.ge/en/author/pkhakadze-tamri-/108/
* https://en.wikipedia.org/wiki/Tamri_Pkhakadze
* https://de.wikipedia.org/wiki/Tamri_Pchakadse
* http://ka.wikipedia.org/wiki/თამრი_ფხაკაძე
* http://www.bu.org.ge/m1246?lang=geo
* https://www.facebook.com/tamri.fkhakadze
* https://youtu.be/R7fP64afhzA - სანამ დაგვიძახებენ (რადიოდადგმა), 2002

sunny


Last edited by Admin on Wed May 09, 2018 9:35 am; edited 17 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Sun Jan 30, 2011 12:39 pm

თამრი ფხაკაძე

ვინ არის ყველაზე ალალი მსმენელ-მკითხველ-მაყურებელი


| აპრილი 18, 2010 on 2:43 |

ებლიტფო: თამრი, რას იტყვი ზოგადად, თანამედროვე ქართული სამწერლო ენის შესახებ? როგორი ენით უნდა წეროს დღეს ქართველმა მწერალმა? რა აზრის ხარ სლენგის მოჭარბებულობაზე თანამედროვე ქართულ პროზაში?

თამრი ფხაკაძე: ენას, ჩემი აზრით, ძირითადად ასაზრდოებს ხალხური სიტყვა, სოფელი, ანუ მეტ-ნაკლებად სტერილური გარემო, რომელიც დღეს მაქსიმალურად ინახავს ენის სიწმინდეს. გარემო, სადაც საბედნიეროდ, ენა კვლავ მდიდრდება, მაგრამ არა უცხოური, არამედ საკუთარ წიაღში «გამომდნარი» ახალი, ზუსტად მიგნებული, ხატოვანი სიტყვებით.
ყოველგვარი «ზაციის» ნიშნით აღბეჭდილი შეუქცევადი პროცესი: ურბანიზაცია, კომპიუტერიზაცია, გლობალიზაცია და ბევრი სხვა დიდ საფრთხეს უქმნის ენის თვითმყოფადობას.
რასაკვირველია, მწერალმა გარდა იმისა, თუ რა თქვას, იმაზეც უნდა იფიქროს, თუ როგორ თქვას. და თუ ორიენტაციას გვარიანად შემღვრეული ენის დაწმენდისკენ აიღებს, დიდ სამსახურს გაუწევს შთამომავლობას.
სლენგი ენის დღევანდელობის ნაწილია. იგი არსებობს და «სირაქლემას პოზა» არაფერში გამოგვადგება. ის ისევე ( მოდით, რაკი სლენგს ვეხები, გავიღიმებ და ასე ვიტყვი) «გაიჩითება», «გაეძრობა» თანამედროვე მწერლობაში, როგორც თანამედროვე მეტყველებაში. ეს გარდაუვალია.
თუ ჩემი გმირი ე.წ. «ძველი ბიჭია», მე ვერ ვასაუბრებ მას აკადემიკოსივით. ყველა პერსონაჟი თავისი, საკუთარი სიტყვიერი მასალით იხატება ან იძერწება, უბრალოდ, არ უნდა გადაამლაშო. ისევე, როგორც არ უნდა ჩაშაქრდე ყალბ და თვითმიზნურ ტკბილქართულობაში.
მთავარია, ფაქიზად მოეპყრა შენი მშობლიური ენის «სასიტყვეთს», ძირითად სასაძირკვლე კრისტალს და ამ ფონზე ფრთხილად, ზომიერად გამოიყენო სლენგი, როგორც ახალი, მოდური სამშენებლო მასალა…

ებლიტფო: რას იტყვის თამრი ფხაკაძე ქართველ მამაკაც მწერლებზე? რით განსხვავდებიან ისინი ქართველი ქალი მწერლებისაგან?

თამრი: თამრი ფხაკაძე არ ყოფს მწერლებს ქალებად და მამაკაცებად. მწერლობა შეიძლება დაყო კარგ და ცუდ მწერლობად, მწერლები კი _ ნიჭიერებად და უნიჭოებად. ხელოვნება ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, სადაც ძლიერი და სუსტია არა სქესი, არამედ ნიჭი და «რუხი ნივთიერება». რაც შეეხება რაოდენობრივი უპირატესობის თემას, რომელიც საყოველთაოდ ცნობილ და ბანალურ პასუხს მოითხოვს, _ სიამოვნებით ავუხვევ გვერდს.

ებლიტფო: როგორ ახერხებ წერო დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც?

თამრი: პატარებისთვის წერა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, დიდებისთვის წერა კი… (ეცინება) არა, არ გამოდის სიტყვებით თამაში. ვერ ვიტყვი, რომ დიდებისთვის წერა პატარა სიამოვნებაა. ესეც დიდია.
პატარებისთვის ვიცლი პატარა შუალედებში. როცა ძალიან ვიღლები დიდობით, დიდებისგან (ანუ, დიდი ადამიანებისგან. დიდება ჯერ ნამდვილად არ მწვევია) და სადიდოს წერით. ეს საუკეთესო და უსწრაფესი დასვენების ხერხია, მთელი «დიდური» თავსატეხების ჩამოფერთხვის და სასიცოცხლო ძალების განახლების საუკეთესო შანსი.
მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ასეთი ეგოისტური მოტივების გამო ვწერ საბავშვო ლიტერატურას. ასე არაა. უბრალოდ, მიყვარს ბავშვები, მიყვარს მათი მოსმენის მანერა, მიყვარს ბავშვი მკითხველი და მაყურებელი. ორი წლის წინ თოჯინების აკადემიურმა თეატრმა ჩემი ზღაპარი «ხავსისქუდას ოინები» დადგა. პრემიერაზე სცენისკენ ხანდახან თუ გავიხედავდი. ძირითადად პატარა მაყურებლებისკენ ვაპარებდი თვალს და მათი უგულწრფელესი აღტაცება მახარებდა.
ბავშვი ყველაზე ალალი მსმენელ-მკითხველ-მაყურებელია. არ მოეწონება? _ ერთს დაამთქნარებს საყვარლად და განაჩენიც გამოტანილი იქნება შენი შემოქმედებისთვის. არავითარი დიპლომატიური მოქნილობა და ცრუ ქათინაურები… ეს მომწონს. საინტერესოა.

ებლიტფო: სატირისა და იუმორისთვისაც იცლი, არა?

თამრი: თანაც, დიდი სიამოვნებით. მგონი, მთელი ცხოვრება ვწერ ფელეტონებს და იუმორესკებს. ხან ფსევდონიმით, ხანაც უფსევდონიმოდ. ეს ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, რისთვისაც მასალა არასდროს ილევა.

ებლიტფო: თამრი, რატომ აღარ თარგმნი?

თამრი: არ ვიცი, ოდესღაც დიდი სიამოვნებით ვთარგმნე დოროთი პარკერის ნოველები. აირის მერდოკის «ქვიშის კოშკი» და კიდევ რაღაც-რაღაცები. თარგმნამ სერიოზულად მიბიძგა წერის დაწყებისკენ. ალბათ ეს იყო ჩემი მთარგმნელობითი საქმიანობის მისია ჩემს ცხოვრებაში. წერა მომანდომა. ახლა უბრალოდ ამის დრო აღარ მრჩება, თორემ სურვილი ხშირად მიჩნდება.

ებლიტფო: ახლა რაზე მუშაობ?

თამრი: ახლახანს დავასრულე რომანი «ჩვენ სამნი და ანგელოზი», რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. ცოტა ხანს დავისვენებ. ახალ შემოქმედებით განწყობას დაველოდები. ძალადობა არ მომწონს, განსაკუთრებით მუზების მიმართ.

ებლიტფო: რას იტყვი ლიტერატურულ კონკურსებზე?

თამრი: არაა ცუდი გამოგონება. თუმცა მთავარ ჟიურიდ შემოქმედებისთვის მაინც დროს ვთვლი. თუ რამდენიმე ათწლეულს მაინც არ დაკარგავს ნაწარმოები აქტუალობას, ეს მისთვის ყველაზე დიდი პრიზი იქნება.

ებლიტფო: რას უსურვებდი ალმანახ «თაობებს»?

თამრი: იგივეს, რასაც ყველა ახლობელს: დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, წარმატებას, სიყვარულს და სიხარულს.

წყარო - http://taobebi.site.ge/wordpress/?p=1524

Idea


Last edited by Admin on Wed Apr 18, 2018 1:39 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Sun Jan 30, 2011 12:48 pm

თამრი ფხაკაძე

ცოდვილთა თავშესაფარი

(მოთხრობა)

დილით სანდრო ცოლის ფიქრებმა გამოაღვიძა. ეს რაღაც ახალი ნიჭი იყო. აქამდე მხოლოდ ხატვის აწუხებდა... და სიყვარულის.
“ვეღარ გიტან, სანდრი... _ ფიქრობდა ცოლი, _ ვეღარ გიტან. მ ე _ შ ე ნ! წარმოგიდგენია? ვეღარ ვიტან შენს ხმას... სხეულს... შენს ნახატებს... უტოპიებს... შენს უნაყოფო სექსს!.. შენ... შენ დედად ვერ მაქციე! შვილი ვერ ჩამისახე... არადა, ათი წლის შვილი უნდა მყავდეს ახლა! ა თ ი ს !
სანდრი! ამას ვერასდროს წარმოვიდგენდით, მაგრამ მინდა გიღალატო... ასე გადავწყვიტე. გადავწყვიტე ვინმესგან შვილი გავაჩინო. ეს ვინმე გოგაა... შენ არ იცნობ.
გადავწყვიტე, ცხოვრება ტყუილში გავატარო. შენ გეგონება, რომ რაღაც ბედნიერი გამონაკლისი მოხდა, რომ შვილი მაჩუქე... მაგრამ ეს შენი შვილი არ იქნება. და შენი სიცოცხლეც გავა ტყუილში, სანდრი. ტყუილში! სამაგიეროდ გამოცდი მამობას. ტყუილის გარეშე ამას ვერასდროს იგრძნობ...
გოგა არასდროს გაშორდება ცოლს. ბავშვს კი მამა უნდა ჰყავდეს. მეც მხოლოდ ამიტომ არ გაგეყრები! მხოლოდ ამიტომ აგიტან, სანდრი...
ამ ყველაფერზე შენ არასდროს გიფიქრია. შენ ხომ ნახატების მამა ხარ! ნახატების მშობელი! ჩემი არშემდგარი დედობის არაფერი გესმის. ეს მაცოფებს, სანდრი! ამან ყველაფერი გააფუჭა. აღარ მიყვარხარ. აღარ მაღელვებ. მეცოდები ცოტა და ეგაა. არადა, მიყვარდი...”
გარეთ წვიმდა. შრიალით. სურნელოვნად. მარტივად.
სიმარტოვე ჩაგუბდა ოთახში. სანდროს გასაკვირად იოლად გადასატანი, გულგრილი. უბრალოდ, თვალების გახელა და მისი დანახვა იყო გარდაუვალი. მეტი არაფერი.
თვალები ნელა გაახილა. ცოლს შეხედა. ღალატში თითქოს ამოვლებულს, ღალატით თითქოს უკვე განაყოფიერებულს. სხვისას.
ქალს გაუჭირდა მზერაში მოწოლილი აღსარების რამე სხვად გარდაქმნა. შეთხზული ჩვეულებრივობით ჰკითხა:
_ ყავა მოგიტანო?
სანდროს არაფერი უპასუხია. გულთამხილავობის ბავშვობიდან ნანატრმა ნიჭმა ერთბაშად დაამხო მისი ბედნიერების ციხე-კოშკები.
სხვა ცხოვრებაში იყო უკვე. ფეხს იდგამდა ახალი ადამიანი. სადღაც დარჩა მთელი წინა სიცოცხლე.
კართან მისულმა ერთხელ კიდევ მოხედა ქალს, რომელიც ათი წლის წინ გიჟურად შეიყვარა, რომელიც ხატა მძინარე, მღვიძარე, დაღლილი, დასვენებული, ჩაცმული, შიშველი, ვარდისფერი, ცისფერი, მთვარისფერი... რომელიც ტილოებზე აქცია სევდად, ვნებად, ოცნებად, გამოუთქმელ განწყობილებებად...
_ მართალი ხარ, _ თქვა ბოლოს.
_ რაში... _ შეუცნობელი მხილება იგრძნო ქალმა.
_ ყველაფერში.
_ მე...
_ არ იდარდო. მამა მაინც ეყოლება. მთავარი მამა, ხომ იცი, სადაა... _ თავი ზემოთ აიქნია, _ უმამო არავინაა.
_ სანდ...
კარი გაიხურა და კიბეზე დაეშვა. გარეთ შეეგება ჟინჟღლიანი თავისუფლება, ოთხივ მხრით სავალი გზა და მთელი დარჩენილი სიცოცხლე.
მარკეტში შეუხვია.
_ მრგვალი თუ თორნის? _ ჰკითხა ქალმა, რომელთანაც ყოველ დილით რიტუალურად ყიდულობდა პურს არსობისა.
_ სიგარეტი, _ უპასუხა კუშტად.
_ თქვენ... ეწევით? _ დუნედ გაიოცა იმან.
_ დღეიდან.
_ მე, პირიქით, დღეიდან დავანებე, _ თქვა ქალმა და მერე ფიქრად განაგრძო _ “ოღონდ დამეწყოს, ოღონდ დამეწყოს და მთელი ცხოვრება არ მოვწევ! ბავშვის ხსენება და კობას წასვლა ერთი იქნება”...
_ ჰმ! _ ჩაიცინა სანდრომ, _ ვის რა ანგრევს...
_ ბატონო? _ გაუკვირდა ქალს.
_ მისია?
_ რა...
_ ბავშვი მისია? კობასია?
_ დი... დიახ...
_ თუ მისია და მაინც მიდის, კარგი ნაძირალა ყოფილა.
მერე გარეთ გავიდა და გაოცების მეცხრე თვეში დატოვა ქალი.
წინ იყო დამამშვიდებელი ა-რა-ფე-რი და არ-სა-ით Dდა ახალი ნიჭი. სანდრომ თავისი სიცოცხლის პირველი, უვიცი ნაფაზი დაარტყა და ამ ყველაფერში შევიდა.
სხვათა ფიქრებით მოკირწყლული გზა არსაით გადადიოდა დღეებზე და წლებზე, ჩრდილებზე და მზეებზე, ნაღვლიან გაოცებებზე, იმედგაცრუებებზე და იშვიათ აღტაცებებზე.
მიუყვებოდა და გზადაგზა კარგავდა სახელს, მოგონებებს, საკუთარ ნაფეხურებს...
ყველაფერი იყო. ჩრდილოეთი და სამხრეთი, უდაბნო და ოკეანე, მონსტრები და მონასტრები, ღამეული კოშმარები, შარაგზის და ოთახის ყაჩაღები, ყვავებივით მოყრანტალე ცრუ წინასწარმეტყველები, შეყვარებული გიჟები, ცოცხლებს შერეული, შეუმჩნევლად აღმდგარი მკვდრები, ფიქრებამღვრეული წმინდანები და თვითგასამართლებით დატანჯული, გასათნოებული მკვლელები, ფრთამოტეხილი ფერიები, იალქნებდაგლეჯილი, დამსხვრეული თავგადასავალთა მაძიებლები...
ცოდვილთა დიდი თავშესაფარი იყო, რომლისთვისაც შეგეძლო თავზეც გადაგეფრინა და ხოხვითაც გერტყა წრეები; რომელსაც ხან სიცრუის ნისლები ფარავდა, ხან ამპარტავნების ქარიშხლები ანგრევდა, ხან სინანულის წვიმები ნამავდა, ხან განწმენდის წამიერი ნათელი ასხივებდა...
შეგეძლო გეხატა დიდი ტილოები და ფრესკები, გეწერა ტრილოგიები და მატიანეები, შეგეთხზა სიმფონიები და საგალობლები... ყველაფერი მაინც ზღვაში წვეთი იქნებოდა. დარჩებოდი ვერმთქმელად მაინც...
შეგეძლო სადმე, მინდორში ამოსულიყავი ყვავილად, გეცქირა სადად მზისთვის... მაინც მერე ან გაგსრესდა ჩექმა, ან, უბრალოდ, შეხმებოდი ღეროზე და მტვრად მოგფანტავდა ქარი... ვერსად გაექცეოდი ყვავილის ბედს.
შეგეძლო ყოფილიყავი გამოქვაბულში დაყუდებული მართალი, გარიდებული სიცრუეს და ტკივილს... მაინც მერე დაგამძიმებდა მობარებული აღსარებები და გაქცევდა მტირალ ლოდად...
შეგეძლო ყოფილიყავი ძლევამოსილი დროშებით ტახტის ამღები თვით სამართალი... მერე მაინც ნელა, ნელა გამოხრავდა ნიადაგს შენი ტახტის ქვეშ უსამართლობა, ღალატი. სიცრუის ჭრელი გველები შემოგისრიალდებოდნენ ყოველი მხრიდან და დაგიწყებდნენ სისინს ახალ სიმართლეზე, დაგშხამავდნენ იმ ახალი სიმართლით, მოგიწამლავდნენ სისხლს და გაგიყენებდნენ შორ გზას, რომელზეც მეფენი იქცევიან მწირებად და მასხარებად...
ჰო! შეგეძლო ყოფილიყავი მასხარაც! Gგეცინა ყველაფერზე და საკუთარ თავზე, გევლო ხელებით და ტაში დაგეკრა ფეხებით, პეპლების საჭერით გეჭირა ბოროტება და სიცილის ცრემლებით გეტირა... ბოლოს მაინც სევდა აგატირებდა და ნიღაბს უკან დაემალებოდი ახორხოცებულ ბრბოს...
შეგეძლო ყოფილიყავი ოქროს და ვერცხლის მონეტებით ჩამოსხმული კეთილი ქანდაკება, გევლო და გევლო და გეფრქვია წყალობა და კარს მომდგარი ყველა უპოვარიც შეგეშვა შენი სულის მოოქრულ სასახლეებში და გებნია მუჭობით და ტომრობით თვალი პატიოსანი... ბოლოს მაინც გაიშვერდი თვითონ ხელს და ითხოვდი ნუგეშის და უანგარო სიყვარულის გროშებს...
საინტერესო იყო. ცოდვილთა თავშესაფარში ყველაფერი ძველებურად რჩებოდა. სოდომ-გომორებიც ხურდა ბილწი ვნებით, გოდოლიც ყაყანებდა, ახალი იაკობები ეჭიდებოდნენ ღმერთს, ქვრივებიც ბოლო გროშებს სწირავდნენ უფალს...
პირველსავე ნისლიან საღამოს, პირველსავე ხიდზე ცალფეხა მათხოვრის ფიქრებს უსმინა.
“გადავვარდები და დავისვენებ, მაგის... _ ფიქრობდა ნისლში გამლღვარი, გაცრეცილი ლანდი. სველ მოაჯირს გადამხობილი, წერასატანილად გაბედული, _ არააა, თევზებო? ჯიგრებო?!..
არადა, ამდენი ხურდა არასდროს მომიგროვებია, მაგის... სამი მუჭი იქნება. მეტი! წავსულიყავი, ცხელი მეჭამა რამე. არაყიც ზედ. ამოიყრება, წავა ფსკერზე...
თევზებოოოოოოო!
ფულები გინდათ, ჯიგრებო? რაში გინდათ, რა! არ გკიდიათ?!
ბედნიერებოო!!
ამ კასტილს რა ვუყო კიდე! დავტოვო თუ ამიანა... ფუი! იქაც ამით რო ისა!
ოეეეეეეე!!!!!! კალმახებო-ორაგულებო-ზვიგენებოოო!!! კასტილიანა დამხრჩვალი გინახავთ, ჯიგრებოოო?!
ჩემ ადგილზე ეგრევე ქოსა დადგება! ისე მოსწონს, გეგონება ისა...
დადგეს, რა! მაგის მერე სხვა დადგება. იმის მერეც. მათხოვარი არ დაილევა. არც უნდა დაილიოს! ღმერთმა ეგრე დააწესა. მათხოვარი რომ არ იყოს, ღმერთი სხვებს როგორ გამოცდის? ვინ კეთილია, ვინ _ ისა...
გაიგეთ, ჯიგრებო? საჭირო ხალხი რო ვართ, გაიგეეეთ?!
ღმერთმა იცის კიდე, რომელი მეტი მათხოვარია!
მე რო იმათ კაპიკებს ვთხოვ ხელგაშვერილი, რა, ისინი არაფერს მთხოვენ?! Mმთხოვენ რომელია! ეგენი მთხოვენ, თუ მთხოვენ... ცოდვების პატიებას! კეთილი კაცის სახელს! სამოთხეს! სასუფეველს ხუთ თეთრში!
მე რატო მთხოვენ, ჯიგრებო?
სსსსსსსსსსს! ხმა!
ცოტათი ღმერთი ვარ და იმიტომ!
ღმერთმა არ თქვა, მათხოვარს ვინც წყალობას აძლევს, მე მაძლევსო? მერე?! რა გამოდის?! ტვინები გაანძრიეთ, თქვენი!..
მაგრამ დავიღალე... კაცობითაც და ღმერთობითაც... აღარ მინდა!
გაააადმოვეშვა ახლა! თხლააააშ! დაგიხეთქოთ გულები!
მათხოვრები თქვენც გყავთ? თევზი მათხოვრები...
ეს რას დამდგარა, ნეტა! გეგონება, მისმენს, მაგის...
ჩემი მთელი ოქრო-ვერცხლი ხო არ დავუტოვო? სიფათზე ეტყობა, არ ულხინს... ვუანდერძო სამი მუჭა ხურდა, მაგის...”
_ არ მინდა შენი ოქრო-ვერცხლი, _ სანდრო ნელა მიუახლოვდა, _ არ მინდა შენი სამი მუჭა ხურდა. შენი ფიქრები მეტი ღირს. კარგად ფიქრობ. რატომ უნდა მოკვდე... იფიქრე ჯერ ეგეთები...
_ შენ რა, ღმერთი ხარ?.. გადაცმული? _ მოაჯირს ხერხემლით აეკრა ცალფეხა.
_ მე რა ღმერთი ვარ... ახლა არ ფიქრობდი, მე ვარ ცოტათი ღმერთიო? მე უბრალოდ... ეეეჰ! ეგ გრძელი ამბავია... წადი რა, ცხელი რამე ჭამე კუთხეში... არაყიც ზედ! ცხოვრებაზე იფიქრე...
_ ღმერთი... _ დაიჩურჩულა ცალფეხამ. უკან-უკან დაიხია, ბინდს შეერია. მერე ჰყვებოდა ოხშივრიან სარდაფებშიც, აქოთებულ მიწისქვეშა გადასასვლელებშიც, ყველგან, _ ღმერთი გამომეცხადა ხიდზე, თავი არ მომაკვლევინა, მითხრა, წადი, არაყი დალიე კუთხეშიო... უსმენდნენ, იცინოდნენ, ხარხარებდნენ, კიდევ აყოლებდნენ.
საინტერესო ტანჯვა იყო. სანდრო ფიქრების გაუვალ ტყეებში და უსასრულო ტრამალებზე მოგზაურობდა, ფიქრების ზღვებზე ცურავდა, ფიქრების კრატერებში და ჯურღმულებში იჩეხებოდა, ფიქრების მწვერვალებს დაჰფრენდა თავს...
პირველსავე გამზირზე რევოლუციის ეიფორიაში აღმოჩნდა.
როგორც ნაფოტი, ისე გაიტაცა ნიაღვრებად დადენილმა ხალხმა. ადიდებული მდინარე დემოსი დამანგრეველ სტიქიად ქცეულიყო, შეუფერხებლად არღვევდა გზადაგზა ჯებირებად აღმართულ პოლიციელთა კორდონებს, ბარიკადებად ჩახერგილ მანქანებს, თანდათან ღონივრდებოდაY ყოველი მხრიდან მოერთებული შენაკადებით, გუგუნით მიიწევდა წინ, წინ, სანამ გამომწვევად დიდ მოედანზე არ ჩაიღვარა და წამებში არ დატბორა იგი.
იქ, სახელდახელო ტრიბუნაზე, მიკროფონი ღაღადებდა. მდინარე ნდობის და იმედის გატრუნულ ზღვად იქცა...
მრავალი ათასი ერთნაირად აღფრთოვანებული, ერთნაირად მინდობილი, დაუეჭვებელი ფიქრი გადაედო. თავი რაღაც დიადი, ბრწყინვალე ერთობის ნაწილად იგრძნო. ღრმად, ღრმად შეცურა სამართლიანობის ქარიშხლებით ნაკვებ ტალღებში, თვითონაც ერთ მართალ, კრიალა ჭავლად იქცა და მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა საკუთარ თავს, როცა ამ ერთგვაროვან რწევაში რაღაცას ისე შეეჯახა, როგორც კლდოვან კუნძულს, ალესილ რიფს.
ეს იმ კაცის ფიქრი იყო, ოდნავ განზე მდგომის, თვალებიდან შეკავებულ ცრემლს რომ ასხივებდა.
“ტყუილია! მორიგი ტყუილია! საბრალო ჩემო ხალხო, ჩემო ჭრელო და ახლა ერთფერო... ჩემო ბრძენო და ახლა ბრიყვო... კიდევ რამდენჯერ უნდა წაგლეკოს ცრუმესიათა სიცრუემ! კიდევ რამდენჯერ უნდა იქცე ხან დამარცხებული გამარჯვებულების, ხან გამარჯვებული დამარცხებულების არმიად! საბრალო ჩემო ქალაქო! კიდევ რამდენჯერ უნდა დაგტბოროს სიყალბემ!..”
სანდრომ თვალი თვალში გაუყარა კაცს და მიახალა:
_ ხალხი არასდროს არაა ბრიყვი! სიჭრელესაც მაშინ კარგავს, მაშინ ხდება ერთფერი, როცა საჭიროა! არმიადაც საკუთარი ნებით იქცევა!
კაცს ოდნავ გაეღიმა.
_ ასეთი ჯაშუშების მომზადებაც დაიწყეს უკვე?
_ ჯაშუში არ ვარ. უბრალოდ, სხვისი ფიქრები მესმის...
_ თანაგიგრძნობთ, _ თქვა კაცმა.
_ აქ ყველა ერთ ფიქრს ფიქრობს ახლა. სიმფონიასავით შერწყმულად. ეს დიდი სილამაზეა, _ სანდრომ ხალხს გადახედა.
_ მაშინ ორკესტრს თავი დაანებეთ და დირიჟორის ფიქრებს მოუსმინეთ! _ კაცმა ტრიბუნისკენ გაიქნია თავი, საიდანაც, როგორც მდინარე ზღვაში, ისე ჩაედინებოდა სიტყვათა ნიაღვარი იმედიანად ჩაყუჩებულ, თვალებანთებულ ხალხში.
სანდრო უხმოდ გაეცალა კაცს. ტრიბუნისკენ გაიკვლია გზა. სულ ახლოს, სულ ორ ნაბიჯში დაუდგა ორატორს, რომელმაც პირველივე პაუზისას გაიფიქრა: “მორჩა რა! მგონი, ეყოფათ!” და იქვე მდგომ თანამეტრიბუნეს გადახედა. თვალებით გაისაუბრეს. იმან შეკავებული ხარხარი ოდნავ ღიმილში ჩატია და თავისთვის გაიფიქრა: “საკაიფოდ დააბოლა! კლასიკურად! რა ცხვარია მაინც ხალხი! რა ცხვარია, ჩემი... სიტყვა მოარგე და მზადაა, რა!” “აბა, რას იტყვი, ვის მისცემენ ხმას?!” _ განაგრძო პირველმა, მეორეს კი უცებ რაღაც ქვემძრომი გაეკლაკნა მზერაში და გაიფიქრა: “ჯერ მიდი, იქაქანე, ჯერ მჭირდები!”
სანდრომ სიტყვა ითხოვა. საზარელი საიდუმლო ერთიანად აცახცახებდა.
ახედ-დახედეს, ვერ შეიცნეს, იჭოჭმანეს, წაითათბირეს და მიკროფონთან მიუშვეს.
ღელავდა. თვალწინ ადამიანების ოკეანე გადაეშალა. მარტივ და საშიშ ერთგულებაში გაყუჩებული, ფხიზელი, გაფაციცებული მოლოდინით გატრუნული. ყოველგვარი უცხო სხეულის დაუნდობლად შთასანთქავად მზა.
სანდრომ მოსხლეტით ამცნო:
_ ტყუილია! ეს ყველაფერი ტყუილია! _ და მღელვარებისგან შეკრული სუნთქვა ოდნავ დაიოკა.
ოკეანე წამით სულ გაუძრავდა, გაირინდა და მერე მყისვე აიშალა.
_ გაათრიეთ!
_ ვინ ოხერია!
_ მოგზავნილია ვიღაც!
_ გახიეთ ცემაში!
_ პროვოკატორი!
სანდრომ ხმას აუწია:
_ დამიჯერეთ, ხალხო! მე ფიქრები მესმის! ამათი ფიქრები გავიგონე! დამიჯერეთ!
ლიდერი ორატორი შემწყნარებლურად იღიმებოდა.
_ ამან... აი ამან, _ ხელი მისკენ გაიშვირა სანდრომ, _ მორჩა, ეყოფათო, ასე გაიფიქრა! თქვენზე, ხალხო! ისედაც ჩვენ მოგვცემენ ხმასო!.. და აი ამან... ამან...
_ რაო, მე რაღა გავიფიქრე, დიდო მისანო! გვაუწყე! _ სიტუაციას სხვა გეზი მისცა მეორემ, აჯამბაზდა.
_ შენ, შენ გაიფიქრე, რომ ცხვარია ხალხი! რომ გასაღები უნდა მოარგო და მორჩა! წაიყვან საითაც გინდა! რაო? არა? ასე არ იფიქრე?! მე ფიქრები მესმის! ეს ჩემი უბედურებაა!
ლიდერ-ორატორმა მსუბუქად, სანდროსგან ვითომ ფარულად დაიტრიალა საფეთქელთან საჩვენებელი თითი და გაიღიმა. გაიღიმეს ირგვლივაც. მერე ვიღაცამ გაიცინა. ჯერ კანტიკუნტად აჰყვნენ. მერე აგორდა სიცილი, ოკეანე ათახთახდა, დაუნდობლად, გამწირავად.
“სიტყვასიტყვით ეგრე იყო, _ ფიქრობდა შეშფოთებული, ნაძალადევად მოღიმარი ორივე ლიდერი, _ ვინაა, საიდან გამოტყვრა!”
შეუმჩნევლად მოვიდა სასწრაფო და გაფითრებული სანდრო ფსიქიატრიულში გააქანა.
იქ გავიდა სავსე მთვარეებით განათებული თვეები.
კედლებზე კაცობრიობის გარდასულ გმირთა ლანდები დაბორიალობდნენ, ღამეულ სიჩუმეში შორეული ჩურჩული, ბუტბუტი და ცრემლიანი კვნესა მოჟონავდა... ზოგჯერ კი მაკარონის სუპების და მტკივნეული სიზმრების მწკლარტე ანაორთქლით სავსე დერეფნებს განწირული, ველური ღრიალიც გადასერავდა ხოლმე, შეშინებულ, დაფეთებულ პალატებში ნაწილდებოდა და რჩებოდა იქ საწოლების ქვეშ, ბალიშებში, ღამის სიბნელეში მოელვარე, დაჭყეტილ თვალებში...
ფიქრები იქაც იყო.
“მე ვარ ფლეიტა! მე ვარ ლა-ლა-ლააააა... დაუკარით ჩემზე...”
“იმას მოვკლავ! ღღღღღღ! იმასაც მოვკლავ! იმასაც! ღღღღღღღ! ეს ვინაა! ამასაც!”
“თუ შეიძლება, ყველამ ნეფერტიტი მიწოდეთ! ოღონდ არ მომეკაროთ! არ მომეკაროს არავინ! არ მომეკაროს არავინ!”
“მომიტანენ ვალს, გავისტუმრებ პენსიას! სინუსპენსია, კოსინუსპენსია, ტანგენსპენსია, კოტან... მომიტანეთ, შვილო, ვალი! გავისტუმრო პენსია!”
“ჰე მამულო! ოდეს გიმზერ! ოდენ გიმღერ! მონა შენი... შენ როსღა აყვავ... აყვავ... აყ... აყ...”
“დამიჭერენ, ჩამსვამენ, დამიჭერენ, ჩამსვამენ, დამიჭერენ, ჩამსვამენ, დამიჭერენ...”
ერთხელ ლიდერთაგან ის, მზერაში ქვემძრომგაკლაკნილი, ესტუმრა პალატაში, თანამშრომლობა შესთავაზა, დიდი ფული. რა აღარ. სულ ამაოდ.
მერე კი ერთ დღეს სანდრომ წარმოუდგენლად მიუწვდომელი და ამოუცნობი ფიქრი გაუხმოვანა მკურნალ ექიმს. მანაც, შეძრულმა და დარცხვენილმა, დაუყოვნებლად ცნო ტელეპათიის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულად, გარეთ გაუშვა და შეატოვა დიდ კითხვის ნიშანს, _ სადაა ჭეშმარიტი საგიჟეთი...
სანდრომ თავისუფალი, ყოვლად ადეკვატური ნაფაზი დაარტყა და ქუჩას გაუყვა.
საზღვარგარეთ გადაკარგვა მოუვიდა აზრად. სადმე იქ, სადაც უცხო ენას ვერაფერს გაუგებდა. ვერც იმ ენაზე ნაფიქრს. აიტაცა ამ აზრმა. ანუგეშა.
პირველსავე რაღაც ფირმაში, საიდანაც ხავსსჩაჭიდებულ ადამიანებს საზღვარგარეთ გზავნიდნენ სამუშაოდ, კინაღამ კაცი მოკლა...
ის კაცი ხან “სირტაკივით” რიტმულად სხეპდა დაპირებებს, ხან შტრაუსის ვალსივით თავბრუდამხვევად, ხან ბრაზილიურ “სამბასავით” ეგზოტიკურად... ხან ინგლისური ღირსეულობით, ხან გერმანული სიზუსტით, ხან ფრანგული მომხიბვლელობით... იმის მიხედვით, ვის სად უშვებდა.
საბუთებს, პასპორტებს, სისხლის ბოლო წვეთივით გაღებულ დოლარებს კონვერტებში დებდა, უჯრაში ალაგებდა და მშვიდად იღიმებოდა. უფრო _ ქალებისთვის.
_კომპიუტერს ფლობთ? _ ეკითხებოდა, _ რომელ უცხო ენას? ექთანი ხართ? დიდებულია. ძიძად? კი ბატონო! რასაკვირველია! მზარეულად... მმმმ... მზარეულად ცოტაQ ჭირს, მაგრამ მე დიდი ნაცნობობა მაქვს. რამეს მოვახერხებთ. აჰა, აჰა, დიახ, ბარში დაუკრავთ ჯაზს, აჰა, პიანინოზე. გასაგებია. მშვენიერია.
“შენ რა საძიძო ხარ, ოქრო! _ გაიფიქრა მერე ზეთოვანად, _ ნახე, რა ძუძუები გაზის! ერთ-ორ თვეში შენგან პუტანკას დააყენებენ, იმის დედა... სტამბოლიდან ტრაპიზონამდე დაგიდგეს რიგი! შენც, ოქრო! ექთნობა არა, ჩემი ისა! სტრიპტიზისთვის ხარ გაჩენილი, შენი! მაგ კოხტა უკანალს რო მიგაშვერინებენ ბარში, გაგიჟებული კაცებისთვის, შავ ტანგაში გამოდებულს, მერე გაიხსენე შენი ექთნობა! მაყუთი რო წამოვა კოკისპირული! მაგ უკანალის მაგარი იმედი მაქვს, ოქრო! დაიცა შენ!..
იქამდე ჩაგათრიოთ და მერე სდიეთ პასპორტებს! ბორდელებში სხვა პასპორტები დაგჭირდებათ, კუკლებო! ის პასპორტები გქონდეთ წესრიგში და...”
სანდრო შეშლილივით წამოიჭრა და ეგრევე ყელში სწვდა.
_ ნაბიჭვარო! შე ნაბიჭვარო! _ ხრიალებდა და თავს მაგიდაზე არახუნებინებდა კაცს, _ შენს ცოლს აცეკვე სტრიპტიზი! ცოლს ააშვერინე უკანალი, შე ნაგავო!! შენი დედა...
15 წუთის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში საგანგებოდ გამოყვანილი ჯიშის ჯეელები ზუსტ წერტილებში უბაგუნებდნენ.
მერე ოცკაციან საკანში გაატარა უმზეო, უმთვარეო და კიდევ უბევრრაღაცო წლები...
ფიქრების მეტი რა იყო!
“აქედან გავიდე, მაგას მოუ... მაგას? მაგის სისხლს დავლევ!.. მოვკლავ მაგ, მაგ...”
“ქალლი! ქალი მინდა! ლამაზი. მახინჯი, ზანგი, კოპლებიანი, სულერთია! ქალი იყოს, მაგის... ქალლლიიუუუუუააააუუუუხხხხ!”
“გავალ, ეგრევე სოფელში ავალ... დავეგდები მდინარის პირას... ეგრე ვეგდები! სამი დღე! ერთი კვირა! ჩიტები იჭიკჭიკებენ. ცა იქნება. რამე...”
“ასი წელი არ ვაღიარებ! ვერც მიაგნებენ ასი წელი! მე ვიცი, რა და როგორ... მე ვიცი, დანა რა რბილად წავიდა... მე ვიცი, ბოლოს როგორ შემხედა...”
ფიქრების ფოსტალიონობა რომ დაეწყო, ფული შეეძლო ეშოვა. დიდი ფული, მაგრამ მხოლოდ დიდი სევდა იშოვა.
ცდილობდა, დაეგმანა ყველა ნასვრეტი, საიდანაც მის თავის ქალაში სხვათა ფიქრები ნემსებივით ჩხვლეტია ქარებად იჭრებოდა. ცდილობდა, მდუმარე მარტოობა მოეპოვებინა. ამდენი ფიქრის ალყაში თვითონ ვეღარ ფიქრობდა. მსმენელად იქცა.
ფიქრის საშუალება მას შემდეგ მიეცა, რაც ოცკაციანი საკანი თანდათან დაცარიელდა, რაც თანდათან იკლო ოფლის, საპირფარეშოს სუნმა, ხვრინვამ, “ბალანდის” გულისამრევმა ოხშივარმა, გინებამ, ყაყანმა.
სათითაოდ გადააბარგეს სადღაც. რემონტი იწყებოდა.
სანდრო თითქოს მიავიწყდათ. ისიც მარტოობას მინებდა, მოეშვა.
გისოსიან სარკმელში ცის ნაგლეჯი მოჩანდა. იქ ფილმი გადიოდა. დაუსრულებელი სერიალი, სახელად “რაც იყო”... ფილმს ხან წვიმის ვერცხლისფერი ფარდები ედებოდა ფონად, ხან თოვლის ჩუმი სტუმრობა, ხან ვარსკვლავთცვენა, ხან ქარის სიგიჟე, ხან მზის ცხელი ალერსი.
გარეთ ხან მოშიმშილეთა, ხან დამშეულთა აქციები აწყდებოდა გაუმტარობას, როგორც ბუზი მინას, _ ჰაერის შეუვალ ფენას... გარეთ ხან ამა სოფლის მაძღარნი ქადაგებდნენ მსუქან მოძღვრებებს სისადავის სიკეთეებზე... ხან მექორწილეები ჩაიპიპინპიპინებდნენ, ჩქარები, მოუთმენლები... ხან უცებ სიკვდილი ჩამოივლიდა, მიასვენებდნენ ვინმეს, მიაცილებდნენ დროის ნაგლეჯს მარადისობაში...
გარეთ დრო გადიოდა.
სანდრო ფიქრობდა, რომ ციხე გარეთაა. რომ გარეთ ყველა დროის პატიმარია. სიცოცხლეები საათის ისრებს დაჰყვება. გარეთ ხან ადრეა, ხან გვიან. ხან უკანმოუხედავად გაურბიხარ დროს, ხან ის გაგირბის, გათამაშებს...
გარეთ დრო ყველაზე დიდი ავტორიტეტია. ყოვლისშემძლე ნათლია. მისია ვენდეტაც და ომერტაც. ჟამია ხან რის, ხან რის...
სანდრო ფიქრობდა, რომ დაღალა მაჯაზე ცქერამ. აბა, რა არის მაჯაზე ცქერა? _ “სიყვარულს აკლია 15 წუთი!” “სიკვდილის 10 წუთია...” “ბედნიერების ნახევარია...” “ზუსტი იმედგაცრუებაა...”
ფიქრობდა, რომ დიდი დრო გაატარა დროში. რომ უდროობის დროა უკვე.
ზოგჯერ ფრენდა. უფრო მაშინ, როცა გაზაფხულის მალემსრბოლი ქარები დაქროდნენ გარეთ და რაღაცას, ძალიან ამაღელვებელს იუწყებოდნენ... როცა ნათელჩამდგარი ღრუბლები დიდ მდინარეებზე დაძრული ყინულებივით მიცურავდნენ, მათ ზევით კი ლურჯად გუბდებოდა მარადისობის სივრცეები და სიღრმეები... ვისთვის _ ზეციური სასუფეველი, ვისთვის _ კოსმოსი, სინათლის წლები, ვისთვის _ ღმერთი...
ღმერთობა მოუნდებოდა ხოლმე. ამდენი ფიქრის მცოდნე გულთამხილავად მიიჩნევდა ხოლმე თავს. ბევრი რამ იცოდა. მეტისმეტად ბევრი.
იცოდა, რა იმალებოდა შეუვალი, ცივი მზერების და მოზომილად გამოცრილი ხმების უკან. იცოდა, როგორ ეხვეოდა სიცრუე სიმართლის შარავანდედში, როგორ იძერწებოდა სიბრიყვისგან სიბრძნე, როგორ თამაშობდა სიკვდილი უკვდავებას და ეშმაკი _ ღმერთობას...
ადამიანურ გრძნობათა სალაროდან ნდობა სასაცილოდ ზედმეტ განძად ეჩვენა. უნდობლობის ამარა დარჩა.
მოსწონდა ხანდახან ღმერთობა. ცურავდა და ფრენდა სადღაც, ყოვლისმცოდნეობის მზეებში, კარგავდა სხეულს, დაჰყვებოდა უკვდავება, თავისუფლება, სიბრძნე.
ზემოდან მოჩანდა ღრმა, ჩასაფლობი ნისლები და გულისამაჩუყებლად ცოდვილი დედამიწის სიგლუვე.
იქ დარჩენილიყო მობეზრებული და ნანატრი წვიმები, უბიწო და შერყვნილი თოვლები, ნაცნობი და უცნობი ქარები, განცდილი და განუცდელი სიყვარულები და სიძულვილები...
ზემოდან მოჩანდა ისიც _ სამშობლო. წყლის და ხმელეთის უსასრულობაში ჩაკარგული პატარა, აკვიატებული წყალი და ხმელეთი... ის ჩაძირულიყო მწიფე ყანების, მთვრალი ვენახების, მსუყე საძოვრების მკვრივ სურნელში, კრისტალებივით ნაკვეთი კლდეების და ხუჭუჭა მთების ჩრდილებში, მდინარეების, ტბების და ზღვის უძირობაში... საკუთარ ერთადერთობასა და განუმეორებლობაში.
ხალხი იყო. ხან ჭრელი, ხან ერთფერი. ხან დამაქცევარის, ხანაც ასწლეულებში ერთი მესიის მშობელი, ხან დიდგულა, ხან დიდსულოვანი, ხან ჯვარზე გამკვრელი, ხან გარდამომხსნელი. ერთად _ ხალხი. ცალ-ცალკე _ ადამიანები. მათი ფიქრები ნისლად ადგა თავს ბებერ მიწას...
ღმერთობა ადვილი არ იყო. იღლებოდა სანდრო ღმერთობით. არც მოთმინება ჰყოფნიდა, არც სიყვარული, რისხვა და მიტევება... ადამიანობას ნატრობდა, არცოდნის და მინდობის სიმშვიდეს.
ერთ ჟანგისფერ საღამოს ციხის კედლებით ალყაშემოვლებულ ეზოში ასეთ ფიქრს გადააწყდა: “არაფერი შემეშალოს! გავიმეორო... ოთხ საათზე დაცვა შეიცვლება, ხუთის ათ წუთზე ნიშანს მომცემენ, ხუთის თხუთმეტზე სამრეცხაოში გამიყვანენ. ხუთის ნახევარზე მანქანა დადგება. უკანა კარს გავაღებ და...”
_ მეც შენთან ერთად წამოვალ, _ უთხრა სანდრომ, _ აქ ვეღარ დავრჩები. გარეთ მინდა.
_ სად წამოხვალ, ტოო?!.. _ თავი მოისულელა იმან.
მაშინ სანდრომ სიტყვასიტყვით გაუმეორა, ოთხზე რომ დაცვა შეიცვლება, ხუთის ათ წუთზე რომ ნიშანს მისცემენ, ხუთის თხუთმეტზე რომ სამრეცხაოში გაი...
_ არ გამთქვა! _ შეევედრა ის, _ ბაზარი არაა, ერთად მოვხიოთ! მაგრამ... ვინ ხარ, ტოო?
_ არავინ, _ თქვა სანდრომ.
ყველაფერი გეგმის მიხედვით აეწყო.
გარეთ გაზაფხულის გუბეები იდგა, შიგ ჩანდა გაგლეჯილი ღრუბლებიდან თავდაღწეული სილურჯე და თავისუფლების ქარს შორეული ატმის ყვავილები მოჰქონდა...
პირველსავე მოსახვევში სანდრომ მეძავი შეიყვარა...
ქალს უმოკლესი ჟოლოსფერი ქვედაკაბა და შავი ქურთუკი ეცვა. თმა კეფაზე აეკრა და შიგ ქარსმოყოლილი ატმის ყვავილი გაებნია. თვალებში მეძავური სევდა და გულგრილობა ედგა. ჟოლოსფრად შეღებილ თხელ ტუჩებს კი ამოუცნობი ღიმილი უმშვენებდა. რომელიღაც დავიწყებული ზღაპრის გმირს ჰგავდა...
_ რატომ იღიმები... _ ჰკითხა სანდრომ, რადგან ქალის ფიქრი აფრენას აგვიანებდა.
_ ისე მიყურებ, თითქოს ნახატი ვიყო გალერეაში, შედევრი რაღაც, _ თქვა იმან და უცებ მოიწყინა, გასაცოდავდა.
_ ხარ კიდეც, _ თქვა სანდრომ.
ერთმანეთს ისე უყურებდნენ თვალებში, თითქოს რაღაც ენით უთქმელი, მისტიკური აღმოაჩინეს.
_ შენ რა, არ ფიქრობ? _ ჰკითხა ბოლოს კაცმა. ქალის ფიქრების შეუღწეველმა იდუმალებამ გული აუჩუყა, სიმშვიდით აავსო. მოეჩვენა, რომ ის დაიბრუნა _ მარტივი ადამიანური ბედნიერება! ნეტარი უმეცრება!
ქალი უხმოდ გაუყვა ქუჩას. სანდრო მოჯადოებული ჩრდილივით მიჰყვა.
არ უწყოდა, რას ფიქრობდა ეს დაცემული ანგელოზი და არც სურდა სცოდნოდა! მსუბუქი და ბედნიერი მიაბიჯებდა ახლად ქცეულ რაღაც ძველში.
მერე ქალს დაეწია. უცნაური მადლიერება ცრემლად ებჯინებოდა ყელში.
_ გინდა, გინდა, ერთად ვიცოცხლოთ? _ ეუბნებოდა გზადაგზა, _ ერთად დავბერდეთ, ერთად მოვკვდეთ... სიკვდილის მერეც გვიყვარდეს ერთმანეთი... მითხარი, გინდა? ოღონდ... ოღონდ ასეთი იყავი. კარგი? ასეთივე. სულ. ფიქრებს ნუ წამაკითხებ! ფიქრებს ნუ წამაკითხებ... აღარ მინდა. ძალიან დავიღალე...
მიდიოდნენ.
ქუჩა მინდორმა შეცვალა, მინდორი _ რბილმა, სურნელოვანმა მიწამ... მიწა _ ქათქათა ღრუბლებმა, საღამო _ დილამ... გაზაფხული _ ზაფხულმა... წელიწადი _ მეორემ, სიცოცხლე _ სიკვდილმა, სიკვდილი _ სიცოცხლემ...
მიდიოდნენ.


წყარო - http://lib.ge/body_text.php?1548



Last edited by Admin on Sat May 12, 2018 8:00 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Sun Jan 30, 2011 12:56 pm



წიგნის დასახელება – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში"
ავტორი – თამრი ფხაკაძე
ISBN 978-9941-9109-2-0
გამომცემლობა – "შემეცნება"
ყდა – რბილი
გვერდების რაოდენობა – 56
წელი – 2010
ფასი – 5.30
ანოტაცია – მოთხორბის მთავარი გმირისთვის, რობიზონისთვის საკუთარი მიწა-წყლის პატარა ნაგლეჯი სამშობლოს ზოგადი განსახიერებაა. კონფლიქტურ ვითარებაში იგი ხვდება, რომ ფესვები გაცილებით ღრმად ჰქონია გადგმული ამ მიწაში, ვიდრე წარმოედგინა....

წყარო - http://biblusi.ge/index.php?page=shop.product_details&category_id=420&flypage=flypage.tpl&product_id=1561&option=com_virtuemart&Itemid=19


Last edited by Admin on Wed Mar 16, 2011 1:57 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Sun Jan 30, 2011 1:17 pm



წიგნის დასახელება – "ვნებანი"
ავტორი – თამრი ფხაკაძე
ISBN 99940-53-32-9
გამომცემლობა – "პალიტრა L"
ყდა – რბილი
გვერდების რაოდენობა – 192
წელი – 2006

ანოტაცია – თამრი ფხაკაძის მესამე წიგნი. მოთხრობები, რომელთა გმირები კვლავ სიყვარულის, თავისუფლების, შემოქმედების, ომის, მშვიდობის, შეცოდებისა თუ სინანულის ვნებათა წიაღში ცხოვრობენ და კვლავ ეძებენ პასუხებს კაცობრიობის თანამდევ მარადიულ კითხვებზე, კაცობრიობისა, რომლის ისტორიაც ერთი გაბმული, უსასრულო ვნებაა...


Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Wed Mar 16, 2011 2:02 pm



2011 წლის 16 მარტს, 19 საათზე პრემიერაა თავისუფალ თეატრში.
წარმოდგენილი იქნება თამრი ფხაკაძის მოთხრობის "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" მიხედვით შექმნილი სპექტაკლი.
რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი.

flower


Last edited by Admin on Wed Mar 16, 2011 10:08 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Wed Mar 16, 2011 10:07 pm

2011 წლის 16 მარტს, 19 საათზე პრემიერაა თავისუფალ თეატრში.
წარმოდგენილი იქნება თამრი ფხაკაძის მოთხრობის "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" მიხედვით შექმნილი სპექტაკლი.
რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი.



საინტერესო ნამუშევარია, – უბრალოდ, სადად და ფსიქოლოგიური სიღრმით შექმნილი სპექტაკლია და ყველას ვურჩევდი ნახვას...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Thu Mar 17, 2011 11:31 am

"არყოფნა არ არსებობს, სადღაც ყოველთვის არსებობ"...

არ ვიცით, არის თუ არა ეს წიგნი ავტორის ავტოპორტრეტი, მაგრამ სიმბოლურად და მეტაფორულად ჩვენი ეპოქის ბიოგრაფია ნამდვილადაა გადმოცემული. მთავარი პერსონაჟი ქრონოლოგიურ დროს კი არ მიჰყვება, თავად ცდილობს დასძლიოს დრო.

ახალგაზრდა, მშვენიერი ქალბატონი ეროვნული ბიბლიოთეკის ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში, მცირე აუდიტორიის წინაშე მოკრძალებით იდგა, თავისივე წიგნით ხელში: "შენ, მხოლოდ შენ, არ განმიკითხავ და გეყვარები მაშინაც, როცა მე მეძულება საკუთარი თავი და ათასგზის დავწყევლი დღეს, როცა კალამს წავეპოტინე"...

რომანი "სმ" იმდენად აქტუალურია და თანამედროვე, რომ წაკითხვისას თუ მოსმენისას, მეჩვენებოდა რომ ამ ნაწარმოების გმირად ვიქეცი. თითქოს მე მივდიოდი ომში, თითქოს მე ვწერდი ქვიშის ეტრატზე, თითქოს მე ვაგზავნიდი სხვადასხვა დაწესებულებებში საკუთარ "სმ", სამუშაოს მოთხოვნით... ფრაზები მაიძულებდა დამეჯერებინა, რომ ვიღაცას ჩემი ფიქრები წაუკითხავს, დაუხვეწავს და მხატვრული სახე მიუცია.

ქალბატონ თამრი ფხაკაძის ახალი რომანის პრეზენტაცია ეროვნული ბიბილოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. საღამოს ეტყობოდა, რომ წინასწარ არაფერი იყო დაგეგმილი, ძირითადად ავტორი კითხულობდა და საღამოს წამყვანი ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და საქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გოგი კილაძე უაღრესი კეთილგანწყობით ქმნიდა ატმოსფეროს. გამომსვლელებლი რატომღაც ძალიან ცოტას საუბრობდნენ. იქნებ იმიტომ, რომ ავტორისთვის დაეთმოთ "სცენა", ან იქნებ იმიტომ, რომ ამ კამერული შეხვედრის ფორმატი მოხსენებებსა და ანალიტიკურ გამოსვლებს არ გულისხმობდა. საღამოს დასასრულს რამდენიმე ადამიანს გავესაუბრეთ.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ამ წიგნმა ძალიან დიდი ძალა მოგცათ. რა ტიპის ძალას გულისხმობდით.

ჯემალ ქირია (მწერალი) - ვგულისხმობდი ლიტერატურულ ძალას. მე უკვე სამოცდაათი წლის ვხდები, თავად მწერალი გახლავართ. მე ვიცი, როგორ იწერება წიგნები. ისიც ვიცი, შემდგომ მისი საბოლოო შედეგი როგორი უნდა იყოს...

პირადად არ ვიცნობდი თამრი ფხაკაძეს. წიგნის წაკითხვის შემდგომ მოვიძიე მისი ტელეფონი და შთაბეჭდილება გავუზიარე... ის ჭეშმარიტად მომავლის მწერალია.

გიორგი კილაძე: ამ ადამიანის ნაწარმოებები ყველამ უნდა წაიკითხოს, ნებისმიერ ასაკში. ყველა თავისას იპოვის მათში... თამრი ფხაკაძეს აქვს რამდენიმე შესანიშნავი რომანი, მოთხრობები... უკანასკნელი რომანი "სმ" საოცრად ემოციურია და შთამბეჭდავი. თამრი ფხაკაძემ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.

მას აქვს ერთი საოცარი მოთხრობა "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში". ეს საოცრებაა... წაკითხვისას მომინდა, რომ მეც იქ მეცხოვრა, თამარაშენის სოფელში...

***

სხვათა შორის, ჩვენ ისიც გავიგეთ, რომ "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" უკვე პიესად გადაკეთდა და წელს რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი დგამს "თავისუფალ თეატრში".

სოსო ტაბუცაძე (კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე): ის პროზა, რომელსაც თამრი წერს, არსებითად, შემოქმედებითი თვალსაზრისით, არის პოეტური პროზა. თუ დააკვირდით, როცა ავტორმა წაიკითხა ამონარიდი რომანიდან, სწორედ ისეთი ემოცია, ექსპრესია გამოიხატებოდა, როგორც ლექსის კითხვისას. თამრის მე ბავშვობიდან ვიცნობ და ვმეგობრობ. ზუსტად ვიცი, ის ვერ დაწერს ვერც ერთ სტრიქონს, თუ გულზე არა აქვს გადატარებული. ამასთან ერთად, წიგნში გადმოცემულია ყოფითი პრობლემები, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა. წინა ნაწარმოებებთან შედარებით, ამ რომანში ემოციური მუხტი მოჭარბებულია. ჩემი აზრით, თამრი აქ არ უნდა გაჩერდეს. ის აქოჩრილ ტალღაზე დგას, ანუ ისევ განაგრძობს წერას.

- რა შეიძლება ვუწოდოთ ამ წიგნის თემატიკას.

- ეს არის რეფლექსია, ქალის პროზა, რომელშიც დიდი ენერგია ღვივის.

***

რომანის ავტორს რამდენჯერმე მივუახლოვდით, მაგრამ ის ნაცნობ-უცნობებთან საუბრობდა და ლოდინი ვარჩიეთ. ბოლოს თვითონ მოგვძებნა: გისმენთო.

***

- სინამდვილეში დაგიწერიათ თუ არა საკუთარი "სმ". - ვკითხეთ მწერალს.

- მაგის მეტი რა მიკეთებია. რასაკვირველია, ეს ჩემი ცხოვრების ანარეკლია. ვფიქრობ, ჩემ წიგნში ბევრი შემოქმედი ადამიანის სათქმელია გადმოცემული. წიგნი ყველაფერზეა: სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, უბრალო ადამიანურ ურთიერთობებზე... გაუსაძლისი წინააღმდეგობანი, ბარიერები ბევრია, მაგრამ დავრწმუნდი იმაში, რომ მიუხედავად პრობლემებისა, შესაქმნელი მაინც შეიქმნება.

- ყველაზე დიდი წინააღმდეგობა რა შეგხვედრიათ.

- ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ჩემთვის იყო და არის უმუშევრობა. უმუშევარი როცა ხარ, იძულებითი საფიქრალი გემატება ყოფით საკითხებზე. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხონ, ყველაფერი კარგად იქნება, თუკი ადამიანი აკეთებს საყვარელ საქმეს, უყვარს თავისი სამშობლო. დასაწერი მაინც დაიწერება, სიყვარული, მოთმინება და იმედი მოგვცემს ძალას...

- ბოლომდე გადმოეცით სათქმელი თუ დაგრჩათ კიდევ რაიმე, რაც გინდოდათ გეთქვათ.

- დარჩა კიდევ, ძალიან ბევრი, დარჩა, მაგრამ ქაღალდი და კალამი ამისთვის არსებობს... ფიქრი შემდგომ წიგნზე უკვე დავიწყე.

***

ეს საუბარი საღამოს დასასრულს გაიმართა, იქამდე კი (დასასრულამდე) ქალბატონმა თამრი ფხაკაძემ ფრაგმენტი წაიკითხა თავისი რომანიდან და ჩვენ, აღტაცებულნი იმდენ ხანს ვუკრავდით ტაშს, სანამ თავად არ გვთხოვა, გვანიშნა, გაჩერდითო.

აი, ეს ფრაგმენტიც:

..."ჩაბნელებულ ქალაქს მძიმედ აწვიმდა. თითქოს თვითონ მუქი ღრუბლები ჩამოწეულიყვნენ დაბლა და თავზე აწვებოდნენ სახურავებს, ხეებს, ჩვენს მანქანას.

ჩემს სახლს ჩავუარეთ. შუქი ორად - ორ ფანჯარაში ენთო. საიდანღაც გადმოყვანილ-გადმოპარული დენი მხოლოდ ორ ოჯახს უიოლებდა ღამეს. მხოლოდ ორი ოჯახი იყო კავშირში გარე სამყაროსთან.

საკუთარ სახლს ცხოვრებაში პირველად ჩავუარე ასე უცხომ, ასე სხვამ. მერე ისიც და მთელი ქალაქიც უკან დარჩა, ბნელმა შეისრუტა და ჩაიხვია.

იარაღი არ მქონდა. თავს, როგორც ყოველთვის, არასრულფასოვანად ვგრძნობდი. ამჟამად - უიარაღობის გამო.

თან მიკვირდა - ასე მზად ვარ კაცის მოსაკლავად.

ღამის ოთხ საათზე, უღელტეხილი კარგა ხნის მოტოვებული რომ გვქონდა უკან და დანიშნულების ადგილამდე ბევრიც აღარ გვაკლდა, შორეული აფეთქებების ხმა გავიგეთ. სმენა მხედველობად იქცა. რომ არ დამენახა, თვალები დავხუჭე, მაგრამ მაინც ვხედავდი. სიკვდილის აკვამლებული ჭებით დათხრილ მიწას. ალმოდებულ თივის ზვინებს. აალებულ ბალახს და ქვიშას. წითელ ცას.

წარმოსახვა მწირი იყო.

წარმოსახვა ცრუობდა და თავს იტყუებდა. რაღაცებს უფრთხოდა. რაღაცებს გზას უხშობდა. რაღაცების ეშინოდა. არსად ჩანდნენ ადამიანები. არსად ჩანდა სისხლი...

ხმები სულ უფრო გარკვევით ისმოდა. ნაღმები თავში ფეთქდებოდა და იქაც სიკვდილის აკვამლებულ ჭებს თხრიდა და სადღაც, ტვინის რომელიღაც მხდალ და რეალისტ უჯრედს აკვიატებულად ეფიქრებოდა, "რომ მომკლან.". "მერე რა.!!" - დაფდაფებად გუგუნებდნენ გმირული უჯრედები. "იქნებ გინდა კიდეც. იქნებ ო მ შ ი კი არ წამოხვედი, - საკუთარ თავს გამოექეცი. იქნებ ომს მხოლოდ საშენოდ იყენებ." - გადაამლაშეს მამხილებელმა უჯრედებმა, "როგორ თუ გამოვიყ... რას ნიშ... ეგ რა... რა სისულ...!" - დენთივით იფეთქეს შემცბარმა ნახევარსიმართლის უჯრედებმა და ბრძენი უჯრედები კი დუმდნენ, დუმდნენ და წვიმდა ოდნავრიჟრაჟში და შემოქროდა ბრეზენტით გადახურულ ძარაზე წვიმიანი ტყის ჩვეულებრივი, ვითომცაქარაფერი სურნელი, მშვიდობიანი, შეცდომაში შემყვანი.

მოგეჩვენებოდა, რომ ომი მოგეჩვენა.

მაგრამ ისევ, ისევ გიფეთქდებოდა თავში შხამიანი ჭეშმარიტება და იმწამსვე ხვდებოდი, რომ წვიმის ჭექა-ქუხილი არაა ეს, არაა ეს ცის მყუდრო, საავდრო თამაშები და ახლა გეჩვენებოდა, რომ წვიმით ტოტებდამძიმებული, რიჟრაჟიდან ჩანისლულ ლანდებად გამომავალი ხეები ხეები არაა, ადამიანებია, შენი ხალხია, მიუსაფარი, დევნილი, ზაფრისგან ერთიმეორეს აკრული, შეკუმშული, არსაით მიმავალი ამ გაუგებარ ბურუსში...

თითები გეკრუნჩხებოდა უსამართლობის ტკივილით, გული მოუთმენლად გიცემდა, რომ ჩქარა, დროზე ჩარეულიყავი სადღაც, კეთილის და ბოროტის მარადიულ ჭიდილში, შევარდნილიყავი სადღაც, როგორც ხახადაღებულ, მღვრიედ მღელვარე ოკეანეში, მის პირისპირ გულგადაღეღილად მდგარი, შესაკვდომად მზა, პატარა და გოლიათი ერთდროულად.

სიმწრის და აუხსნელი სიამაყის ცრემლი ბურთად გეხირებოდა ყელში, რომ აჰა, გაქვს შესაძლებლობა, ჩაერიო დიდ, საუკუნოვან ქომაგობაში, სულ ძალიან ძველში, შენი არყოფნისდროინდელში, შეგიძლია აჰა, შეიჭრა დიდგორ-ბასიან-ყველაფერ იმაში, რამაც უშენოდ ჩაიარა, სადაც ვერ იყავი საპატიო მიზეზისა გამო და ახლა ხარ, აჰა, ხარრ!

"რომ მომკლან." - მაინც, მაინც ვაგლახობდა ტვინის ისევ ის, ისევ ის მხდალი უჯრედი და ვიღა უგდებდა ყურს! პასუხის ღირსადაც ვიღა ხდიდა უკვე.

რიგრიგობით იღვიძებდა შენთვისვე გასაკვირი, შენთვისვე მოულოდნელი სისხლის წვეთები. ვისი, ვერ გაგეგო. ვერცხლისწყალივით დაგირბოდა ძარღვებში, წინ გექაჩებოდა, არა მარტო დღეის საქომაგოდ, დღევანდლამდისაც გადასარჩენად.

მიყვებოდი, შვებას გრძნობდი, რომ შენთან იყო, შენში იყო, შიშისგან გიცავდა, უკვდავობის იმედით გავსებდა, გარდამავლობის, გაუქრობლობის, ამოუწურავობის.

თავს ვერ ცნობდი და თან პირიქით, უუძველეს საკუთარ თავს დაბრუნებული ისე მშვიდად იყავი, როგორც არასდროს და როგორც არასდროს თავმიგნებული მიდიოდი ერთბაშად ყველაფერში, საკუთარ წარსულში და აწმყოში და მომავალში და ისეთი, ისსსეთი განუმეორებლად შ ე ნ ი იყო წვიმის ყოველი წვეთი, ყოველი ფოთოლი ამ გრძელი, თანმდევი ტყეების, ყოველი გოროხი ამ მარადიული წვიმით დატირებული მიწის..

"მოვდივარ! მოვდივარრ!" - გიცემდა გული და მანქანაში არ იჯექი, წინ უსწრებდი და სახეში კვამლად გცემდა საკუთარი სიკვდილი, გიწვავდა თვალებს და მაინც ხედავდი ზღვის ტალღებზე გაწოლილ მზის პირველ სხივებს, და ყოველ კენჭს სანაპიროზე, რომელსაც შენი სახელი ეწერა, შენი ანგელოზი ეხატა და გელოდა.

წმინდა ომში მიდიოდი..."

მასალაზე მუშაობდნენ ნინო გელაძე, ხატია ცარციძე, მარკეტინგისა და მედიაკომუნიკაციების ინსტიტუტის სტუდენტები



წყარო - http://www.open.ge/index.php?m=12&y=2010&art=5289


Last edited by Admin on Wed Apr 25, 2018 11:42 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Fri Jun 10, 2011 9:34 pm



წიგნის დასახელება – "გლობუსას და ლუკას თავგადასავალი"
ავტორი – თამრი ფხაკაძე
გამომცემლობა – “პეგასი”
გამომცემელი – მარინე ცხადაია
მხატვარი – ლორეტა აბაშიძე–შენგელია
კომპიუტერული უზრუნველყოფა – ეკა წიქარიშვილი, ნინო კაპანაძე
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2011
ISBN 978–9941-9179-8-1
გვერდების რაოდენობა – 72
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Wed Nov 16, 2011 11:51 pm

თამრი ფხაკაძე

***
...ყველაფერ იმას, რაც იქ დავტოვე...
ყველაფერ იმას, რაც აქ დამიხვდა...
ყველაფერს, რაც კი გან–მი–ოც–ნებ–და
და ისე გალღვა, რომ არ ამიხდა...
ყველას, ვისთვისაც ვიყავი კარი...
ყველას, ვისთვისაც ვნიშნავდი სიმებს,
ძელს ანდა ლერწამს, საკანს ან ბუდეს,
ანდა უბრალოდ, წერტილს ან მძიმეს...
დღეებს, ღამეებს, დღეებს, ღამეებს
ჩამქრალს, ანთებულს, ჩამქრალს, ანთებულს...
ანთებულს, ჩამქრალს ჩემს შეყვარებულს,
შუქურას ზღვაზე – ჩამქრალს, ანთებულს...
გუბეებს, სადაც ჩანდა სამყარო...
ბასრ მახვილებად დაცემულ წვეთებს...
ყველაფერს, რასაც ავირეკლავდი –
მზის ლოკოკინებს და მთვარის გედებს...
სიბრძნეს, მიგნებულს სისულელეში,
ხელისგულიდან აფრენილ კოცნას...
ბევრ რასმეს კიდევ დავიფიცებდი,
როდესაც...
ანდა უბრალოდ,
როცა...


თამრი ფხაკაძე, რომანიდან "CV", გამომცემლობა "შემეცნება", 2009. გვერდები 41-42.

___
ბმული - http://www.facebook.com/notes/tamri-fkhakadze/მე-და-ლექსი-ისიც-პროზიდან/303596679658233

study



Last edited by Admin on Tue May 01, 2018 1:14 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Thu Mar 22, 2012 12:45 pm

"-შენ რა, ლექსებზე გადახვედი?
მხრები ავიჩეჩე.
-აკი მარტო პროზაო?
თავი უნუგეშოდ ჩავკიდე:
-ან ერთი ვის რად უნდა, დი, და ან მეორე. არავის.
-რა სისულელეა, -წამოფრინდა დი ქვიდან და აქეთ-იქით ფრენას მოჰყვა, - იქ თუ არ უნდათ, აქ გვინდა, გენაცვალე... შენი ორი რომანი ყველას მოეწონა აქ. ერთი-ორი ანგელოზის აზრიც ვიცი. რაღაც პატარ-პატარა შეცდომები აქვს დაშვებული ანგელოზებზე წერისასო, მაგრამ ისეთიც არაფერიო... მე მაშინვე ვუთხარი, ჩემი დაქალია-მეთქი! ისე მიხაროდა, კარგი რამეები რომ თქვეს, ოცი შრე შემოვიფრინე სიხარულისაგან! იცი რა? შეუვალი შრიდანაც გამოაღწია სიგნალმა! ხელოვანთა შრიდან, ესე იგი. ვიღაც-ვიღაცეებს მოეწონათ. ჰემინგუეის მოეწონა თურმე. ბულგაკოვს... პრინციპში ბორხესსაც... ბალზაკს - არა! არც მერიმეს! ჩვენებიდან არ ვიცი, არაა ჯერ სიგნალი. რა გინდა, ვერ გავიგე, ჰემინგუეის აზრი ცოტაა?! უკაცრავად რაა, ვაჟუნა მოგისწრაფაშვილის აზრს აღარ აღემატება, ვერ გავიგე?! ჟიურის ის რომ იყო! რაღაც!"
- თამრი ფხაკაძე, რომანიდან "CV", გამომცემლობა "შემეცნება", 2009. გვერდი 41.



წიგნის დასახელება: CV (რომანი)
ავტორი: თამრი ფხაკაძე
სერია – ცა
რედაქტორი: ლია შალვაშვილი
კომპიუტერული უზრუნველყოფა: ბადრი ჩუგოშვილი
დიზაინი: ნინო კაპანაძე
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 360
ISBN 978-9941-9108-4-5
გამომცემლობა: შემეცნება
გამოცემის წელი: 2009



Last edited by Admin on Sun Jul 29, 2012 10:06 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Thu Mar 22, 2012 12:55 pm



წიგნის დასახელება: სამნი მზის ქვეშ (რჩეული მოთხრობები)
ავტორი: თამრი ფხაკაძე
სერია – ახალი ქართული ლიტერატურა
იდეა: ბესო ხვედელიძე
კომპიუტერული უზრუნველყოფა: დათო მოსიაშვილი
დიზაინი: ანო კიკაჩეიშვილი
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 312
ISBN 978-9941-192-44-9
გამომცემლობა: პალიტრა ელ
გამოცემის წელი: 2011

ჩვიდმეტი მოთხრობა
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Thu Nov 29, 2012 11:34 pm



წიგნის დასახელება: სანამ დაგვიძახებენ
ISBN - 13: 99928-59-98-9
სათაური: სანამ დაგვიძახებენ
ავტორი: თამარ ფხაკაძე
გამომცემელი: დიოგენე
გამოცემის თარიღი: 2003
საბას პრემია: ლაურეატი
ენა: ქართული
გვერდები: 288
კატეგორია: მოთხრობა
გაყიდვები: 2
ნახვები: 378
რეიტინგი: 0

მოთხრობები:

* ლამზირა
* უბანში
* აქ
* ვენერა და ბოტიღელი
* ბადე
* ანჯელასთან
* ჰონორარი
* თადეოზა
* სანაპიროზე
* მუდმივი კავშირი
* მოლოდინი
* გაფრენა
* ხეობის ლანდები
* გაკვეთილი
* ზიზი
* ალიკო
* ვინ უდარაჯებს დარაჯებს?
* ორმაგი დღე
* მთვარის ჩურჩული
* სამნი მზის ქვეშ
* მზიან-მთვარიანი ზღვები
* ჟამი არს რისა?
* სანამ დაგვიძახებენ...

ლამზირა

ნეტავ იცოდეთ, რა ძალიან უნდოდა ლამზირას გათხოვება! სულ უნდოდა და თანაც, სულ სხვადასხვანაირად.
თვრამეტი-ოცი წლისას ოცნებებში მზეჭაბუკი ელანდებოდა, ძალიან რომ წააგავდა გაღმაუბნელ ოქრუაშვილს. აი, სამი ძმანი რომ არიან, შუათანას.
ჩააშტერდებოდა ხოლმე ეს ჩვენი ლურჯთვალა ლამზირა სარკეს გამწარებით და, სწუნობდა თავს. რაღას არ გამოედევნებოდა!
„აბა ეს ცხვირია? აი, აქედან რო ცოტა ასე მოდიოდეს, კიდევ ჰო… ან აი, ასე მაინცა… აესეთ ცხვირიანი ვის გინდა თვალში მოუხვიდე. იმასაა? ემ ჭორფლებს რაღა ეშველება! რამოდენა ჭორფლიაა… ძაან უნდა ეხლა იმას ჭორფლიანები…
აგე, ფირუზას გოგო… მადონა. ჯერ სახელი ნახე! მადონა... აბა, ლამზირაა დასარქმევი? ვერ გაიხედ-გამოიხედეს აქეთ-იქითა?! ვიღასა ჰქვია ლამზირა… სუყველას რაღაცა მოეხერხება, თაკოო, თიკოო… ლამზირასა რა?! ლამზო?
ნწ! გავსუქდი. ძროხასავითა ვარ…
აბა, მადონას ააქ ტანი! იცვამს კიდეცა. ჯინსის სარაფანიც იყიდა ეხლა. ჯინსის სარაფანა რო მომცა… რა ღირს ნეტა…“
შემოდგომა დადგა და მზეჭაბუკმა, გაღმელ ოქრუაშვილს რომ ჰგავდა, ერთი ჩასუქებული, უყელკისერო, მოკლემკლავება გოგო შეირთო. ლამზირამაც მზეჭაბუკებზე გული აიცრუა. თავი მაღლა ასწია. უფრო შორს გაიხედ-გამოიხედა. სარკეში ორეულსაც სხვა თვალით დააკვირდა. მოეწონა. კუნაპეტ თმაში ცისფერი ღიღილო ჩაიბნია. ღიღილოს სიცისფრემ თვალებზე გადაჰკრა…
ერთხელაც, იმ სათაყვანებელმა მადონამ უთხრა:
გოგო, რა ლურჯი თვალები გაქვს, შე ოხერო… ნეტა ეგეთი მომცა! შავ თმაზე, იცი, რა უცხოა?
უცხოა და უცხო იყოს! ლამზირამაც, მიბნიდა ის ლურჯი თვალები და შიგ ჩაძირა თავისი ლამაზი ოცნება-საიდუმლონი.
შიგ ჩაძირა თავისი ლამაზი ოცნება-საიდუმლონი.
გათხოვება უნდოდა. ოღონდ, ახლა სულ სხვანაირად. ოცდახუთი წლისას საკუთარი თავი მიჯნურივით ხიბლავდა. თავის ოთახში ჩაკეტილს სარკის წინ გაშიშვლება და ორეულის თვალიერება ათრობდა. არავისთვის, არავისთვის ემეტებოდა ეს სილამაზე და სისუფთავე. ვინ? ვინ უნდა იყოს ამ ხორბლისფერი ათინათების, ამ გლუვი ბზინვარების, ამ საიდუმლო შუქ-ჩრდილების ღირსი… ვინ? ვინ ამოიცნობს ამ ლურჯ თვალებში ჩაძირულ ოცნებებს?
ჯინსის სარაფნები და ეგეთები აღარ ადარდებდა. მთელი მსოფლიოს ჯინსის სარაფნებსა და სხვა რამ ეგეთებს ლამზირას ახლა მის ფეხქვეშ გაფენილ მწვანე მოლზე მოტორტმანე საკუთარი ჩრდილი ერჩია.
თაყვანისმცემლების მაცდური, ბრჭყვიალა აბლაბუდა მუდამ თან სდევდა. გათხოვება უნდოდა კიდეც, ძალიანაც უნდოდა, მაგრამ ვინ? აბა, ვინ?
სიმამრის ნაჩუქარ „იკარუსზე“ მჯდომი, რეისში მიმავალი ან რეისიდან მომავალი მზეჭაბუკ-ოქრუაშვილის დანახვაზე დედოფლურად იღიმოდა.
ესა? ეს არონინა ოცნებების ბრჭყვიალა ყინულებზე? ეს შემოსვა ფრთიან რაშზე? ამას უნდა მოერთმია ოქრო-ვაშლი და უკვდავების წყაროს წყალი? გაქრა მაგისი თავი! „იკარუსზე“ ჯდომაც ეყოფა და მარგარინ-ტომატების ზიდვა იმ თავისი მურთხისათვის… კინაღამ სახელი არ შეიცვალა?! ლამზირა… ძალიანაც კარგი, თუ არავის ჰქვია.
მოკლედ, თავი შეიყვარა. სხვა ვეღარავინ. ოცდაათს რომ გადაშორდა, გათხოვება სულ სხვანაირად მოუნდა, უფრო მწიფე, უფრო მსუყე, უფრო ველური სურვილით. მისი ოცნების მამაკაცი ციური ნისლებიდან ძირს დაეშვა და მუხლმაგრად დადგა მიწაზე. ახლა ლამზირას განიერი მხარ-ბეჭისკენ, მაგარი კისრისკენ, ღონიერი ბარძაყებისკენ, ბანჯგვლიანი მკერდისა და მკლავებისკენ გაურბოდა თვალი. მისი დედოფლური სიმშვიდე ვნებიანმა ფორიაქმა შეცვალა. საკუთარი თავით ტკბობა სიამოვნებას აღარ ჰგვრიდა.
უნდოდა, სხვა დამტკბარიყო და დამთვრალიყო მისით.
ლამაზი, ველური ცხოველივით დააბიჯებდა და მამაკაცის სურნელს ხარბად ეძებდა ჰაერში, უწინ იების და ყოჩივარდების უბიწო არომატით რომ აბრუებდა…
გასაკვირია და, იმ მუტრუკს, იმ ხვადს იმას, იმ ოქრუაშვილსაც კი რაღაც ახლებურად შეხედა.
საჭეს ჩაფრენილი მზით გარუჯული მკლავები რაღაც იდუმალ, მიწიერ ძალაზე მიანიშნებდა…
მთვრალივით დადიოდა.
გათხოვება უნდოდა, უნდოდა ცოლ-ქმრული მსუყე, ღონიერი და ვნებიანი ცხოვრება. ორსულობა. შვილიანობა. ქმრის ოფლიანი პერანგების რეცხვა. ტრიალი. ბზრიალი და მხურვალე, უძილო ღამეები.
ჰო, მაგრამ… თაყვანისმცემელთა ის ბრჭყვიალა აბლაბუდა შეთხელდა და გაუფერულდა… ისეთი არავინ ჩანდა, რომ ლამზირას მის ქსელში გაბმა მოსურვებოდა… ტუჩაბზუებით, ჰოჰო, რა მწარედ იტყოდა ხოლმე:
მაგას გავყვები?! ეგეც თუ კაცია, დედაჩემო! ვერ ნახე, ჩაის როგორა სვამდა? ნეკაგაბზეკილი…
ან:
თხასავით რო იკიკინებს, კაცია ეგა?!
ან:
რა კაცი ეგაა, არცა სვამს, არც ეწევა, ლაპარაკში ფერი-ფური მისდის...
კარგად იცოდა, რაც უნდოდა.
ეეე… ხალხს რა გამოეპარება!
მთელი მისი არსება ნდომას და ვნებას ისე ძალუმად ასხივებდა, რომ რაღაც ფარულმა საფრთხემ მამაკაცებს მისი ხელის თხოვნის ხალისი თანდათან დაუკარგა. ახლა, სულ სხვანაირები წამოიწყეს…
ლამზირ, იქით კვირა რესტორანში უნდა დაგპატიჟო! უარი არ მითხრა, ოქრო!..
ლამზირა, შენ ერთი „ჰო“ სთქვი და… ეს ქვეყანა ფეხქვეშ უნდა გაგიფინო! ხელისგულზე უნდა გატარო… ჩიტის რძეში უნდა გაბანაო! ერთი „ჰო“ სთქვი, ლამაზო…
ლამზირ! საით მიდიხარ, დაჯე, მიგიყვან გენაცვალე…


მოთრობის გასარძელებლად შეიძინეთ წიგნი შემდეგ ბმულზე - https://saba.com.ge/books/details/131

study


Last edited by Admin on Wed May 09, 2018 9:50 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Wed Jul 17, 2013 9:04 pm



წიგნის დასახელება -- „გაფრენა“ (პიესა-წარმოდგენა ორ მოქმედებად)
ავტორი -- თამრი ფხაკაძე
მხატვარი - ნინო კაპანაძე
კომპიუტერული უზრუნველყოფა -- მალხაზ მესხი
გამომცემლობა -- „აბული-7“
ISBN 978-99940-69-26-2
გამოცემის თარიღი -- 2007
ენა -- ქართული
გვერდები -- 72
კატეგორია -- დრამატურგია
დაიდგა -- ხულოს თეატრი, რეჟ. როინ სურმანიძე, 2009 და ბოლნისის მუნიციპალური თეატრი, რეჟ. ზურაბ ხვედელიძე, 2010





study


Last edited by Admin on Wed May 09, 2018 9:44 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Wed Apr 18, 2018 11:58 am

თამრი ფხაკაძე

მო­ლო­დი­ნი

სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლო­დან „ზო­ნის“ N108 პა­ტი­მარს ხვე­ლე­ბა და­აწყე­ბი­ნა, ჩა­მოდ­ნა, თვა­ლე­ბი ამ­ო­უ­ღამ­და. ფიქ­რ­თა მდი­ნა­რე­ბაც შე­ეც­ვა­ლა. ად­რე სულ აქ­ე­დან გას­ვ­ლის შემ­დ­გომ ცხოვ­რე­ბა­ზე ფიქ­რობ­და… ახ­ლა მო­გო­ნე­ბებ­ში ჩა­ი­ძი­რა. აქ მოს­ვ­ლამ­დელ ცხოვ­რე­ბა­ზე უფ­რო ეფ­იქ­რე­ბო­და…
ახ­ვე­ლებ­და და ფიქ­რობ­და…
ფიქ­რობ­და და ახ­ვე­ლებ­და…
ხრი­ო­კი, მო­რუ­ხო-მოყ­ვი­თა­ლო მთე­ბი მის ავ­ად­მ­ყო­ფუ­რად მო­დუ­ნე­ბულ მზე­რას თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ნავ­ლე­ბულ წყურ­ვილს ურწყუ­ლებ­დ­ნენ.
რომ ახ­ვე­ლებ­და, ეჩ­ვე­ნე­ბო­და თით­ქოს ეს ბე­ბე­რი მთე­ბი ექ­ოს გა­მოს­ცემ­დ­ნენ და თით­ქოს… თით­ქოს ის­ი­ნიც, მა­სა­ვით მო­რუ­ხო-მოყ­ვი­თა­ლო ფე­რი­სა­ნი, მა­სა­ვით ახ­ვე­ლებ­დ­ნენ და მა­სა­ვით წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბებ­ში იძ­ი­რე­ბოდ­ნენ…
რო­ცა ღო­ნი­ე­რი, სი­ლი­ა­ნი ქა­რი მთე­ბის ნაპ­რა­ლებ­ში და­გუ­გუ­ნობ­და, N108-ს უც­ნა­უ­რი, ვე­ლუ­რი ფო­რი­ა­ქი იპყ­რობ­და… ქა­რის აწყ­ვე­ტი­ლო­ბა გა­და­ე­დე­ბო­და და იწ­ყე­ბო­და ფიქ­რ­თა დამ­ღ­ლე­ლი, თან ლა­ღი თა­რე­ში გან­ვ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის ლა­ბი­რინ­თებ­ში. იქ, სა­დაც ხან იებ­ის, ხან არ­ყის, ხან პუ­რის, ხან დენ­თის, ხან სის­ხ­ლის და ხან საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის თმის სურ­ნე­ლი იდ­გა…
ახ­ვე­ლებ­და და ფიქ­რობ­და.
ფიქ­რობ­და და ახ­ვე­ლებ­და.
იტ­ან­ჯე­ბო­და. მე­რე თა­ვის ტან­ჯ­ვას ახს­ნა მო­უ­ნა­ხა.
ეს არ­ა­ქა­თის­გა­მომ­ც­ლე­ლი ხვე­ლა N108-მ ცი­ხის კედ­ლებ­ზე ბევ­რად უფ­რო ზე­ვი­თა სას­ჯე­ლად მი­ი­ღო და თა­ვი ლა­მის რჩე­უ­ლა­დაც ჩათ­ვა­ლა…
ეს ხვე­ლა მი­სი ტყვე სი­ცოცხ­ლის, თით­ქ­მის, სი­ა­მა­ყედ იქ­ცა. იმ­ი­ტომ რომ, თით­ქოს, აი ეხ­ლა კი, ნაღდს იხ­დი­და. ნაღდ სას­ჯელს. და ვინ იც­ის, რო­დემ­დე…
ოქ­ტომ­ბ­რის ბო­ლოს ექ­ი­მებ­მა გა­სინ­ჯეს და იქ­ვე, ორ­შა­რის გა­დაღ­მა “ტუბ.ზო­ნა­ში” გა­და­იყ­ვა­ნეს.
იქ ყვე­ლა ახ­ვე­ლებ­და. ხვე­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ო­ბას წარ­მო­ად­გენ­და.
N108-ემ თა­ვი ახ­ლა უბ­რა­ლოდ, სნე­უ­ლად იგრ­ძ­ნო. ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ ავ­ად­მ­ყო­ფად. და უდრ­ტ­ვინ­ვე­ლო­ბაც სად­ღაც გაქ­რა…
გი­ჟურ­მა ამ­ბოხ­მა აიტ­ა­ნა. მო­უნ­და სი­ცოცხ­ლე, მო­უნ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მო­უნ­და ამ ხვე­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა… გი­ჟუ­რად… გი­ჟუ­რად მო­უნ­და!
ფიქ­რობ­და და ახ­ვე­ლებ­და…
ახ­ვე­ლებ­და და ფიქ­რობ­და…
„ჯერ ახ­ალ­გაზ­რ­და კა­ცი ვარ… გა­ნა მორ­ჩა ცხოვ­რე­ბა! რათ მორ­ჩა! ალ­მა­სი­ვით ბი­ჭი მეზ­რ­დე­ბა… ან­გე­ლო­ზი­ვით ცო­ლი მიც­დის გუ­ლის­ფან­ც­ქა­ლით წე­ლი­წა­დი­ცა და! წე­ლი­წა­დი რა­ღაა…
დე­და­ჩე­მია უფ­რო ცო­დო… ხან­შია. ისა ეხ­ლა, უნ­და დას­ვა და სი­ბე­რის დღე­ე­ბი სიტ­კ­ბო­ში გა­ა­ლე­ი­ნო…
გა­ვი­დე…
ეს­ე­ნი ხო და, – ნო­და­რა მე­ნატ­რე­ბა. რო აღ­არ გა­იძ­ლე­ბა!
რაც ეგ ჩე­მი ცო­ლის­ძ­მაა, უძ­მო­ბა აღ­არ გა­მი­გია… ბა­რე ბევ­რი ძმა ვერ გა­წევს ეგ­ეთ ძმო­ბა­სა…
აბა, გა­ი­ო­ზას ბი­ჭებ­სა ძმე­ბი ჰქვი­ათ? და­ჭა­მეს ლა­მი­საა ერთ­მა­ნე­თი მტკა­ვე­ლა მი­წის­თ­ვი­ნა…
ან რამ­დე­ნიც გინ­და, კა­ცო!
ან­ი­კოს მაზ­ლიშ­ვი­ლებ­სა… ბად­რია და ბა­დუ­რა რო არ­ი­ან, ძმე­ბი ჰქვი­ათ მა­გა­თა? სად რა­სა ყბე­დო­ბენ ერთ­მა­ნეთ­ზე, სად რა­სა ჩმა­ხა­ვენ…“ აუტყ­დე­ბა ხვე­ლა… უს­აშ­ვე­ლო…
„შე­ჭა­მა გუ­ლი… გუ­ლი შე­ჭა­მა ამ ხვე­ლე­ბა­მა! მა­რა არ შე­ვეჭ­მე­ი­ნე­ბი! დე­დას ვუ­ტი­რებ.
გა­ვი­დე აქ­ე­და­ნა…
ნო­და­რა­ზე არა ვფიქ­რობ­დი? ნო­და­რა­ზე ვფიქ­რობ­დი, ჰო…
აი, ხო მიყ­ვარს ჩე­მი ლა­ლი არაა, და იმ­ის ძმო­ბი­თა კი­დე, ათ­მა­გათ მიყ­ვარს.
ეხ­ლა რო, ნო­და­რა ჩემ აეს­ეთ ხვე­ლე­ბას შეს­წ­რე­ბო­და არაა, ლა­მის თა­ვის ჯი­გარს ამ­ო­ი­ღებ­და და მე ჩა­მიდ­გამ­და, ის­ე­თია. ის­ე­თი გუ­ლი­საა…
რო აქ წა­მო­მიყ­ვა­ნეს და, აეგ­რე და­მარ­ტყა ხე­ლი ბეჭ­ზე და რო­გო­რა თქვა? ძმაოო, მე შე­ნი მსა­ჯუ­ლი არა ვარ. ჩემ­თ­ვინ, რა ძმაც იყ­ა­ვი, ის ძმა დარ­ჩე­ბი ციმ­ბირს იქ­ი­თაც რო გა­გიშ­ვა­ნო. შე­ნი ოჯ­ა­ხო­ბის დარ­დი არა გქონ­დეს, აქა ვა­არ მეო და კა­ცო­ბის ამ­ბა­ვი იყო, ალ­ბათ და კა­ცო­ბის ამ­ბავ­ში შე­ნი მჯე­რაო. ალ­ბათ, ეგ­რე იყო სა­ჭი­როო და შენ ად­გილ­ზე არაა, იქ­ნე­ბა მე უარ­ე­სიც მექ­ნაო…
ეგ­ეთს რო გა­გა­გო­ნებს და ზურგს კი რო არ შე­მო­გაქ­ცევს ჭი­რი­ა­ნი­ვი­თა, ეგა პა­ტა­რა ამ­ბა­ვია?
გა­ვი­დე აქ­ე­და­ნა…
აუტყ­დე­ბა ხვე­ლა…
და­ვიღ­რ­ჩე, ლა­მი­საა… ამ­ის…
გა­ვი­დე აქ­ე­და­ნა…
რო და­ვი­ჭერთ მე და ნო­და­რა ბა­დე­ებ­სა და წა­ვალთ მტკვარ­ზე… წა­ვიყ­ვანთ ბიჭ­სა.
სა­ღა­მო­ზე, დავ­ხარ­შავთ მა­რილ­წყალ­ში ნა­ბა­დუ­რევ­სა. გა­მო­ა­ლა­გებს ჩე­მი ლა­ლი ჭი­ქა-სა­ი­ნებს… ცხელ-ცხელ პუ­რებს, მწვა­ნილს… ღვი­ნოს…
მი­ვი­ჯენ ჩემ მო­ხუ­ცე­ბულ დე­და­სა გვერ­დით და…
ნო­და­რა რო იმ­ღე­რებს!
ნო­და­რა რო მღე­რის, კა­ცო, უც­ნა­უ­რო­ბა მჭირს. ჯე­რა, მგო­ნია რო მთე­ლი სა­დარ­დე­ლი შე­მო­მე­სია თქო… მე­რეა და, უც­ებ, მგო­ნია რო, პი­რი­ქით… რაც სა­დარ­დე­ლი იყო, თა­ვი და­მა­ნე­ბა-თქო. რო უს­მენ ნო­და­რას სიმ­ღე­რა­სა არაა, ვერ გა­მი­გია, ვდარ­დობ თუ პი­რი­ქით, აღ­ა­რა ვდარ­დობ… აბა უც­ნა­უ­რო­ბა არაა? აღდ­გო­მას აქ­ე­თია…
აუტყ­დე­ბა ხვე­ლა…
– აღდ­გო­მას აქ­ე­თია, აღ­არ ამ­ო­სუ­ლა…
აუტყ­დე­ბა ხვე­ლა…
მომ­კა­ლი ბა­რემ და და­მას­ვე­ნე შე ოხ­ე­რო! და­მეგ­ლი­ჯა გუ­ლი! ამ­დე­ნი ხვე­ლე­ბა აღ­არ გა­მი­გია, კა­ცო…
ჩემ ბიჭს რო­გორ უყ­ვარს?! ნო­და­რა ძია და ნო­და­რა ძია…
ნო­და­რა ძია და ნო­და­რა ძია…
ღმერ­თო, მა­ღირ­სე აქ­ე­დან გას­ვ­ლა…
ღმერ­თო გა­და­მახ­დე­ვი­ნე ამ­ო­დე­ნა სი­კე­თე და ძმო­ბა…
ნუ მომ­კ­ლავ აქა…
აუტყ­დე­ბა ხვე­ლა…
ვერ მო­მე­რე­ვი, შე­ნი! ვე­რა! იმ­დე­ნი რა­მე გა­და­მარ­ჩენს როო…
ჯერ მარ­ტო, რო, გა­ვალ აქ­ე­და­ნა და რო ჩა­ვი­სუნ­თ­ქავ!..
აქა, ჰა­ე­რიც პა­ტი­მა­რია. არ გერ­გე­ბა, ჯან­ში არ მი­დის…
აი, რო გავ­წ­ვე­ბი მტკვრის პირ­ზე… რო ავ­ხე­დავ ლურჯ ცა­სა… ჩე­მი რო იქ­ნე­ბა… ჩე­მი რო იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი… მტკვა­რიც… ცა­ცა და…
რო მო­ვი­ჯენ გვერ­დ­ზე ჩემ ბიჭ­სა.
– მა­მი, ის რა­თაა ისე?
– მა­მი, ეს რა­თაა ასე?..
ეგ­რე იქ­ნე­ბა? ეგ­რე იქ­ნე­ბა, ნე­ტა? მო­მეჩ­ვე­ვა? ცი­ხის კარ­ზე რა მა­მაშ­ვი­ლო­ბის გე­მო ვნა­ხეთ ან მე და ან იმ­ა­ნა! ისე გა­ი­ზარ­და, გვერ­დ­ში არა ვყო­ლი­ვარ. მეცხ­რე წელ­შია. ცო­ტაა? მა­გის­თ­ვინ კი ცო­ტაა მა­რა, ჩემ­თ­ვინ?
ნო­და­რა რო არა ჰყო­ლო­და!
ნო­და­რას რო არა…
აუტყ­დე­ბა ხვე­ლა…
ღმერ­თო! ხო არ გამ­წი­რავ? ხო არ მო­მი­ღებ ამ ოხ­რით ბო­ლო­სა? რო­გო­რაც მა­შინ მიშ­ვე­ლე, ი ოხ­ე­რი გო­დერ­ძა რო გა­და­არ­ჩი­ნე, ცოცხა­ლი და­ტო­ვე, – და კა­ცის­მ­კ­ვ­ლე­ლი რო არ გამ­ხა­დე, ახ­ლაც მიშ­ვე­ლე ღმერ­თო…
ცხვარს და­გიკ­ლავ ჯვარ­ზე!
ნუ მომ­კ­ლავ აქა!.. ტყუ­ი­ლად ხო არ და­ა­ლო­დი­ნე ამ­დენ ხანს ჩე­მი საწყა­ლი ოჯ­ა­ხო­ბა?
თუ მომ­კ­ლავ და, შე­ნი ნე­ბაა, ღმერ­თო!
ჩე­მი ჯვა­რიც ეგა ყო­ფი­ლა…
მა­შინ, არაა, მა­შინ მინ­და ჩე­მო ნო­და­რა, შე­ნი ძმო­ბა და კა­ცო­ბა, ძმაო…
ფიქ­რობ­და და ახ­ვე­ლებ­და…
ახ­ვე­ლებ­და და ფიქ­რობ­და…
მეტს და მეტს ოც­ნე­ბობ­და…
მე­ტად და მე­ტად ეხ­ვე­წე­ბო­და ღმერთს…
პა­ტი­მა­რი N108

* * *
– ბა­ბო, რით ვე­ღარ მი­ვე­დით…
-რა ვი, ბა­ბო, კაკ­ლი­მუხ­ლუ­ხო­სა­ვით მი­ღო­ღავს ე ავ­ტო­ბუ­სი და რას მი­ვი­დო­დით… და­ი­ღა­ლე, ბა­ბოს მზეო?
– არა… ისე ვთქვი.
– ცო­ტა­ცა, ბა­ბო და მი­ვალთ.
– ბა­ბო, და­ხე, რა­მო­დე­ნა აკ­ი­დო­ებ­სა ჰყი­დი­ან! რა­მო­დე­ნე­ბია, ქა­ლო!..
– ეგა სუ თურ­ქუ­ლე­ბია, ბა­ბო… სათ­ვა­ლო­ე­ბი… გე­მო­ზე გა­ნა ჩვენ­სას სჯო­ბია…
სი­ჩუ­მე…
– ტა­რო­ე­ბი ხო არ დაგ­რ­ჩა?
– არა, ბა­ბო. ქვა­ბით­ვე ჩავ­დე, ცხელ-ცხე­ლე­ბი…
სი­ჩუ­მე…
– ლო­ბი­ა­ნე­ბი ხო არ დაგ­რ­ჩა!
– არა, ბა­ბო ჩავ­დე ყვე­ლა­ფე­რი, ჩე­მო მალ­ხა­ზო.
სი­ჩუ­მე…
– რათ მო­იწყი­ნე, ბა­ბოს ბი­ჭო?
– ისე…
– რათ ისე, ბა­ბო?..
– შენ რა­ღათ ტი­რი.
– არა ვტი­რი, მზემ და­მაჭყი­ტა თვა­ლებ­ზე და…
– ტი­რი!
– აჰა. აღ­ა­რა ვტი­რი, ჩე­მო სი­ცოცხ­ლე.
– იტ­ი­რებ და, ცხვირ-პი­რი და­გი­წით­ლ­დე­ბა… შე­გატყობს მა­მა­ჩე­მი.
– უი, არა ბა­ბო. აგე, აღ­ა­რა ვტი­რი… აბა შე­მომ­ხე­დე!
სი­ჩუ­მე…
– აგე, გა­მოჩ­ნ­და! აგე, აგე! აქ­ით ცი­ხე, იქ­ით – სა­ა­ვად­მ­ყო­ფო! ხე­დავ?
– ხო, ბა­ბოს ბი­ჭო… ვხე­დავ, მაშ!
სი­ჩუ­მე…
– მე არ შე­მო­ვალ შიგ­ნი­თა…
– უი, რა­თა ბი­ჭო?
– რომ მკითხოს ნო­და­რა ძი­ა­ზე რა­მე…
– გკითხავს, მაშ არ გკითხავს?! ხო და­გა­რი­გეთ ში­ნა, ჩე­მო მალ­ხა­ზო. ვაჟ­კა­ცო­ბა უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნო. ყო­ჩა­ღად უნ­და დად­გე. არ­ა­ფე­რი არ შე­გატყოს, ბა­ბოო…
– შე­მატყობს.
– არა, ბა­ბო! ვერ უნ­და შე­გატყოს, ავ­ა­თაა, ბა­ბო, ცო­დოა. იმ­ან რო ნო­და­რა ძი­ას სიკ­ვ­დი­ლი გა­ი­გოს, იმ­ან რო ეგ გა­ი­გოს… შვი­ლოო…
– ნუ ტი­რი. თვა­ლე­ბი და­გი­წით­ლ­დე­ბა…
სი­ჩუ­მე…
– რო მკითხოს, ნო­და­რა ძი­ამ ჩემ­თან რა და­გა­ბა­რაო?..
– ვაჟ­კა­ცო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნე, ბა­ბო… კა­ცი ხა­არ უკ­ვე. უთ­ხა­რი, – და­მა­ბა­რა, ცო­ტაც გა­უ­ძელ-თქო… ოჯ­ა­ხო­ბის დარ­დი არ გქონ­დეს-თქო.
– ნუ ტი­რი!
სი­ჩუ­მე…
– ბა­ბო, შე­მო­ვალ შიგ­ნი­თა. ვერ შე­მატყობს.
– ეგ­რე, გე­ნაც­ვა­ლე, ეგ­რე, აბა შენ იცი…
სი­ჩუ­მე…
– ბა­ბო…
– ჰო, ბა­ბოს მზეო…
– იცი, რო­გორ მიყ­ვარ­და ნო­და­რა ძია?..
– ვი­ცი, შვი­ლო…
– მა­მა­ჩე­მიც მიყ­ვარს…

* * *
პა­ტი­მა­რი N108 გი­სო­სებს იქ­ით მტვრი­ან შა­რას გას­ც­ქე­რო­და და შორს… შორს უკ­ვე ხე­დავ­და კი­დეც ყვი­თელ ავ­ტო­ბუსს.
ელ­ო­და და ახ­ვე­ლებ­და.
ახ­ვე­ლებ­და და ელ­ო­და.
აგ­ვის­ტოს ცხე­ლი, მტვრი­ა­ნი ქა­რი ხრი­ოკ მთებ­ში და­თა­რე­შობ­და…
თით­ქოს ღო­ნი­ე­რი, ნამ­დ­ვი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბით ტკბე­ბო­და.

2001 წ.


study


Last edited by Admin on Wed Apr 25, 2018 11:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Wed Apr 18, 2018 12:21 pm

About 'Kitchen Gardening in a War Zone' by Tamri Pkhakadze

"It is a long time since I have felt the breath of our land anywhere, in the way that Tamri Pkhakadze portrays it in Kitchen Gardening in a War Zone. The feeling is just like the health of somebody you love."

-- Mikho Mosulishvili, writer, the magazine Literary Palette (# 6, June 2005, Tbilisi)

* http://book.gov.ge/en/book/kitchen-gardening-in-a-war-zone--/149/

study

"Tamar Pkhakadze’s Bostani konfliktis zonashi (Garden in the Conflict Zone [2010]) was initially written as a play in 2004. The writer added new details after the war in 2008 and published it as a short story. The text tells the story of a Georgian farmer, Robinson. His fate presents him with two challenges: his brother has sold their father’s land and property for the sake of a better future; and the village that contains this land has turned into a conflict zone. For Robinson the land is a source of self-identification and expression; he starts a garden near his former home and thus establishes a mini-fatherland. “You blessed land, why do you require constant protection, why are you so fatally sweet?” (Pkhakadze, Bostani 89)—Robinson addresses these words to the land in his garden, a garden that he does not own any more. He cannot abandon it during a military attack and dies there. Pkhahadze emphasizes the ambiguous status of modern reality and traditional Georgian national values through the fact that Robinson protects an imaginary fatherland, the garden that has a symbolic meaning for him."

-- Georgian Literature since the Rose Revolution: Old Traumas and New Agendas by Mzia Jamagidze & Nino Amiranashvili, Department of Comparative Literature Ilia State University, Georgia, 2016

* http://www.concentric-literature.url.tw/issues/Memories%20on%20the%20Move%20Asian%20Connections/8.pdf

study


Last edited by Admin on Wed Apr 25, 2018 8:12 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Wed Apr 18, 2018 12:35 pm

თამრი ფხაკაძე

ანჯელას­თან

ავ­ტო­ბუს­მა თვა­ლუწ­ვ­დე­ნე­ლი მინ­დ­ვ­რე­ბი უკ­ან მო­ი­ტო­ვა და სოფ­ლე­ბის­კენ გა­და­უხ­ვია. თა­კა­რა ზაფხუ­ლის­გან გა­მომ­შ­რა­ლი მი­წის ბუ­ღის ნაც­ვ­ლად ღია ფან­ჯ­რე­ბი­დან ახ­ლა მწი­ფე ვაშ­ლის და საგ­ვი­ა­ნო ვარ­დის მოტ­კ­ბო სურ­ნე­ლი შე­მო­იჭ­რა.

კა­ფან­და­რა, მზე­ჩა­კი­დულ­მა დე­და­კაც­მა მის გვერ­დით დე­დის მუხ­ლებ­ზე მჯდომ ბი­ჭუ­ნას ლო­ყა­ზე ხე­ლი მო­უ­თა­თუ­ნა და ჰკითხა:

– და­ი­ღა­ლე, ბა­ბო?

ბი­ჭი დე­დას მი­ეტ­მას­ნა. მო­ი­ღუ­შა.

– და­იღ­ლე­ბო­დი ამ­ო­დე­ნა გზა­ზე. მაშ!

დე­და­კაც­მა ეს მე­რამ­დე­ნედ გა­პა­რა თვა­ლი ბავ­შ­ვის დე­დი­სა­კენ, მაგ­რამ ის უწ­ინ­დე­ბუ­რად ფან­ჯა­რა­ში იყ­უ­რე­ბო­და და სა­უ­ბარს არ აპ­ი­რებ­და.

– შენ რა გქვია, დე­დას ბი­ჭო? – არ მო­ეშ­ვა ბი­ჭუ­ნას დე­და­კა­ცი.

– ნი­კა.

– სო­ფელ­ში მიხ­ვალ, ბა­ბო? შენს ბა­ბოს­თა­ნა, შენს პა­პას­თა­ნა, არა?

– ან­ჯე­ლას­თან მივ­დი­ვართ ჩვენ, – ბღვე­რით თქვა ბიჭ­მა.

– უი! – პირ­ზე ხე­ლი აიფ­ა­რა დე­და­კაც­მა.

– ნი­კა!- ფან­ჯ­რი­დან სა­ხე მო­აბ­რუ­ნა დე­დამ.

– რა უჭ­ირს შვი­ლო, ბაღ­ლია. ამ­ან რა იც­ის, სად რა თქვას, – აჩ­ქა­რე­ბით ალ­ა­პა­რაკ­და დე­და­კა­ცი, – თქვას. გა­ნა რა მოხ­და. მეც იმ კუ­დი­ან­თან არ მი­ვე­ხე­ტე­ბი? ჭი­რი ჩემ თავ­სა… გუ­ლი უკ­ან მი­მე­ქა­ჩე­ბა, ფე­ხე­ბი – წინ. გაქ­რა იმ­ის თა­ვი! მი­თომ რა­მე იც­ის. რას იზ­ამ! მკითხავ-მარ­ჩი­ე­ლის საქ­მე ეგ­რეა… კი ვუ­ვარ­დე­ბით ხა­ხა­ში და…

ახ­ალ­გაზ­რ­და ქალ­მა ის­ევ ფან­ჯა­რა­ში გა­ი­ხე­და.

“იდ­ი­ო­ტო! არ­ა­კა­ცო!” – ფიქ­რობ­და ნერ­ვი­უ­ლად. – “კრე­ტი­ნო… არ­ა­ა­და­მი­ა­ნო… აი, რა დღე­ში ჩა­მაგ­დე! აი, სად ვარ შე­ნი არ­ა­კა­ცო­ბის წყა­ლო­ბით! ახ­ლა ეს უტ­ვი­ნო დე­და­კა­ცი გა­და­მე­კი­და. ღმერ­თო, მა­ლე მა­ინც მი­ვი­დო­დეთ! კრე­ტი­ნო! არ­ა­კა­ცო! მე­ზიზ­ღე­ბი…”

– დე, ნა­ხე, ხბო! – დაჰ­ქა­ჩა ბიჭ­მა.

დე­და­კა­ცი ის­ევ არ­ატ­რატ­და.

– გიყ­ვარს, ბა­ბო, ხბო? იი… რა ნი­კო­რა ხბო მყა­ავს, რო იც­ო­დე! წა­მო ჩემ­თან! ეთ­ა­მა­შე ნი­კო­რა­სა, ჰა? წა­მოხ­ვალ ჩემ­თა­ნა?

ბიჭ­მა თა­ვი გა­იქ­ნია.

– უი, რა­თა ბი­ჭო?! იცი, რა ეზო-კა­რი მაქ? აემ­სის­ხო ვაშ­ლი… მსხა­ლი… ლეკ­ვი­ცა მყავს. ორი, გა­ნა ერ­თი!

დე­და­კა­ცი გა­ჩუმ­და და ბიჭს მი­აც­ქერ­და, აბა, რა ჰქნა ლეკ­ვე­ბის ხსე­ნე­ბა­მო.

– რა ქვი­ათ… – შე­ე­კითხა ბი­ჭუ­ნა.

– არც არ­ა­ფე­რი. ჯერ არ და­მირ­ქ­მე­ვია.

– ლა­მა­ზე­ბია?

– ლა­მა­ზე­ბი, მაშ!

– იკ­ბი­ნე­ბი­ან?

– უი, რა დროს იმ­ა­თი კბე­ნაა, ბა­ბო! ემ­ო­დე­ნე­ბი არ­ი­ან, აი!

დე­და­კაც­მა ორი მუშ­ტი და­ა­ნა­ხა.

ბიჭს გა­ე­ცი­ნა.

– მაშ, არა მკად­რუ­ლობ, არ მო­დი­ხარ ჩემ­თა­ნა, არა? – არ ეშ­ვე­ბო­და დე­და­კა­ცი.

ბი­ჭი აირია. უხ­ერ­ხუ­ლად შე­იშ­მუშ­ნა.

– ლეკ­ვი რო გა­ჩუ­ქო, მა­ინც არა?

სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. დე­და­კაც­მა ოდ­ნავ გაჰ­კ­რა იდ­აყ­ვი ბი­ჭის დე­დას.

– და­ხე, და­ხე… ამ­ას და­ხე, გო­გო… ყუ­რის ბი­ბი­ლო­ი­ა­ნათ რო გა­წით­ლ­და, ქა!.. და­და-და­და, რა ქნა ლეკ­ვის ჩუ­ქე­ბა­მა!

– დეე, – თქვა ბიჭ­მა ვედ­რე­ბით.

– რა დე! რა დეე! ქალ­ბა­ტო­ნო, არაა სა­ჭი­რო! თქვენ თქვე­ნი გზით წახ­ვალთ, ჩვენ ჩვე­ნით. ამ­ან კი ერ­თი წე­ლი ლეკ­ვ­ზე უნ­და ინ­ერ­ვი­უ­ლოს ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ. ის­ეც არ გვაკ­ლია სა­ნერ­ვი­უ­ლო…

დე­და­კა­ცი გა­ჩუმ­და. მზით გა­ხუ­ხუ­ლი, ფუს­ფუ­სა ხე­ლე­ბი მუხ­ლებ­ზე და­იწყო და კა­ბის სწო­რე­ბას მოჰ­ყ­ვა.

“ჰმ! ნე­ტავ ეს რა­ზე უნ­და მი­დი­ო­დეს ან­ჯე­ლას­თან?” – ფიქ­რობ­და ახ­ალ­გაზ­რ­და ქა­ლი, – “ალ­ბათ ძრო­ხა აღ­არ იწ­ვე­ლე­ბა… ან კიტ­რი არ ის­ხამს…

იდ­ი­ო­ტო! არ­ა­კა­ცო!

არ­ა­კა­ცო… იმ კახ­პა­ზე, იმ არ­ა­ქალ­ზე რო­გორ გაგ­ვ­ც­ვა­ლე…

რა­ტომ…

რა­ტომ, საყ­ვა­რე­ლო…

რა და­გა­კე­ლი…

ჩე­მო სი­ცოცხ­ლე… ჩე­მო სიყ­ვა­რუ­ლო…

ერ­თა­დერ­თო…”

– ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ რა­თა… გა­ნა მარ­თ­ლა ვერ ვა­ჩუ­ქებ? – ჩა­ეს­მა დე­და­კა­ცის ხმა­დაბ­ლა, დარ­ცხ­ვე­ნი­ლად ნათ­ქ­ვა­მი. მო­უტ­რი­ალ­და და ძა­ლი­ან მარ­თა­ლი მზე­რით დაბ­ნე­ულ­მა ჰკითხა:

– თქვენც ან­ჯე­ლას­თან მი­დი­ხართ, არა?

– მეც, მაშ!

– ნე­ტავ, კარ­გად მკითხა­ობს?

– რა ვი­ცი, შვი­ლო, მა­ქე­ბა­რი­ცა ჰყავს და მა­ძა­გე­ბე­ლიც. ეგ­ეთ ად­გი­ლას, მა­ნამ მი­დი­ხარ, მა­ქებ­რე­ბი­სა უფ­რო გჯე­რა. ეგ­რეა…

– ჰო, ეგ ეგ­რეა.

ავ­ტო­ბუ­სი ხტუნ­ვი­თა და ჯიყ­ჯი­ყით შე­უყ­ვა აღ­მართს.

– ად­რეც ყო­ფილ­ხართ ან­ჯე­ლას­თან? – ჰკითხა ცო­ტა ხნის შემ­დეგ ახ­ალ­გაზ­რ­და ქალ­მა დე­და­კაცს.

– არა, შვი­ლო. ნამ­ყო­ფე­ბი ბევ­რი ვი­ცი, მაგ­რამ მე არა ვყო­ფილ­ვარ. ეხ­ლა, ე ბი­ჭის წე­რი­ლი რომ არა, ან­ჟე­ლას­თ­ვის მეცხე­ლა?! რთვე­ლი კარ­ზეა…

– ბი­ჭი?

– შვი­ლიშ­ვილ­ზე გე­უბ­ნე­ბი, შვი­ლო, ალ­მა­სი­ვით ბი­ჭი მყავს… შვი­ლიშ­ვი­ლი. და­მე­ჩაგ­რა, მო­უკ­ვ­დეს ბა­ბო. დე­და არ შერ­ჩა და მა­მა ცოცხა­ლი… ვაი, ჩემ დღე­სა.

“ღმერ­თო ჩე­მო…” – გა­ი­ფიქ­რა ახ­ალ­გაზ­რ­და ქალ­მა.

დე­და­კაც­მა თვა­ლებ­ზე გა­ის­ვა ხე­ლი.

– ბა­ბოს ბი­ჭია, ბა­ბოს გა­მოზ­რ­დი­ლი… სა­მი წლი­სა და­მირ­ჩა ხელ­ზე. აბა, მითხა­რი, იმ­ას ეღ­ა­ლა­ტე­ბო­და? თო­რე მე რა­ღათ მინ­დო­და მზის შუ­ქი ჩე­მი შვი­ლის დამ­მარ­ხავ­სა…

– დაწყ­ნარ­დით. – ხელ­ზე ხე­ლი და­ა­დო ახ­ალ­გაზ­რ­და ქალ­მა.

– ჰო­და… უმ­აღ­ლე­სი და­ამ­თავ­რა ბა­ბოს ბიჭ­მა და შე­ნაო, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტიო, დახ­ვი­ეს ხე­ლი და სა­მი თვით გა­მიგ­ზავ­ნეს… შუა დე­კემ­ბ­რამ­დის!..

– სად?

– სა­მუ­შა­ოდ, შვი­ლო. ცხრამ­თა­სი­ქი­თა. გერ­მა­ნი­ა­ში.

– რა უჭ­ირს მე­რე… რა შო­რია. ჩე­მი დის­შ­ვი­ლიც იქაა. სწავ­ლობს.

– ღმერ­თ­მა გა­გი­ხა­როს… ჰო­და, წუ­ხე­ლის წე­რი­ლი მო­მი­ტა­ნეს. ჩემ ბიჭს მო­ე­წერ­ნა, ბა­ბოო, ეს­ე­თი და ეს­ე­თი ქვე­ყა­ნააო… ეს­ე­თი და ეს­ე­თი სა­მუ­შაოაო… კაი ხელ­ფა­სიო… ყვე­ლა­ფე­რიო…

– ჰო­და, აბა…

დე­და­კა­ცი ახ­ლო მი­ეტ­მას­ნა ახ­ალ­გაზ­რ­და ქალს და შეთ­ქ­მუ­ლი­ვით ჩას­ჩურ­ჩუ­ლა:

– გო­გო­ე­ბიო!

– რა?

– გო­გო­ე­ბი ჰყავთ აქა ლა­მა­ზე­ბიო…

– მე­რე რა?

– რა­ღა რა! გა­დამ­თი­ე­ლი ქა­ლის­თ­ვინ მინ­და შვი­ლო? გა­დამ­თი­ე­ლი ქა­ლი მი­მი­ხე­დამს ჩემ ნა­ფე­რებ ბიჭ­სა? ბა­ბოს ბიჭ­სა?

– ჰოო…

– აგე! შე­ნაც ჰოო, მე­უბ­ნე­ბი. ჭკუ­ა­ში და­გიჯ­და. გო­გი­ა­ანთ რძალ­მა კი­დევ, მი­თომ რაო, მად­ლო­ბა­ცა თქვას იქ­ა­ურ­მა თუ იკ­ად­რაო!.. გა­უშ­ვი, ბე­დი ნა­ხოს, აქ წვა­ლე­ბა­სა, იც­ხოვ­რებს იქ მე­ფუ­რა­თო, ქა! გა­ი­გე, შე­ნა?!

– ჰმ…

– მაშ! რო აღ­არ და­მუ­წა პი­რი! რა­ღა­ცის ჯან­და­ბა ქა­ლა­ქე­ლო­ბას მის­ცე­მე­ნო. მე­რე რო­ცა უნ­და, აქ ჩა­მო­ვა, ისე, – იქ­ა­უ­რი ერქ­მე­ვაო. ავ­დე­ქი და ვუთხა­რი, ჩემ მა­ხო­სა არც ქა­ლა­ქე­ლო­ბა აკ­ლია აქა და არც სოფ­ლე­ლო­ბა მეთ­ქი! უც­ხო მი­წა­ზე რათ უნ­და და­მირ­ჩეს, მი­წა არაა ეს­ათ­ქო?! – გა­იქ­ნია ხე­ლი ფან­ჯ­რის­კენ.

– იქაო, გა­ნა ეგ­ე­თი წვა­ლე­ბაა, აქ როაო, გო­გი­ა­ანთ რძალ­მა, მი­თომ გა­ე­გე­ბა რა­მე! უწ­ვა­ლე­ბე­ლი სა­მოთხის ბა­ღი იყო და მორ­ჩა ის­ი­ცა თქო, – ეგ­რე ვუთხა­რი. სულ ენა მე­ბორ­კე­ბო­და ბრა­ზის­გა­ნა. ეს ქვე­ყა­ნა წვა­ლე­ბი­სა­ათ­ქო. – ეგ­რე ვუთხა­რი, – ჰო­და, თა­ვი­სას ეწ­ვა­ლოს ყვე­ლა! თა­ვი­სა­ში ნაწ­ვა­ლებს უფ­რო ტკბილ ლუკ­მა­სა სჭამს-მეთ­ქი! მაშ!

– მე­რე? იმ­ან რაო…

– რაო! გა­იკ­რი­ჭა, რო­გორც არ იც­ის! შე­ნაო, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლად ამ­ბო­ბო. მა­ხო­სა, სწო­რედ რო კაი გაფ­რონ­ც­ქი­ლი უც­ხო­ე­ლი ქა­ლი მო­უხ­დე­ბაო. მა­ხო­საო, ქა­ლო! ბა­ბოს ბიჭ­სა! ძა­ან იც­ის მე­რე იმ უც­ხო გომ­ბი­ო­მა ჩემ მა­ხოს წი­წა­კი წნი­ლი ურ­ჩევ­ნი­ან თუ ნივ­რი­სა! რძე მი­უ­ტა­ნოს უზ­მო­ზე­და თუ მა­წო­ნი!

სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. დე­და­კაც­მა ხე­ლე­ბი მუხ­ლებ­ზე და­იწყო და ჩა­ჩუმ­და.

ახ­ალ­გაზ­რ­და ქალ­მა ის­ევ ფან­ჯა­რა­ში გა­ი­ხე­და.

“ძრო­ხა­ში არ ყო­ფი­ლა საქ­მე… საქ­მე მა­ტილ­და­ში ყო­ფი­ლა… ან ფრი­და­ში… ააჰ! მა­ჰო! მა­ინ… რო­გო­რა აქვთ? მა­ინ ლი­ბე… მა­ინ ისა… მა­ინ სი­ცოცხ­ლე… იჰ ლი­ბე დუ… მა­ინ საყ­ვა­რე­ლო…

ღმერ­თო! ღმერ­თო…

ეს ქა­ლიც ცო­დოა… ნუ­თუ ყვე­ლა ცო­დოა ამქ­ვეყ­ნად?

შენც ცო­დო ხარ, იცი? ეგ კახ­პაც…

ყვე­ლა.

ყვე­ლა…”

ფან­ჯა­რა­ში შე­მოჭ­რილ­მა თი­ვი­სა და და­სიცხუ­ლი ვარ­დე­ბის სურ­ნელ­მა გუ­ლი აუჩ­უ­ყა. სა­ხე ბი­ჭუ­ნას თმა­ში ჩა­მა­ლა. ახ­ლა შვი­ლის სურ­ნელ­მა და­ათ­რო. ცრემ­ლი მო­ე­რია. ან­ჯე­ლას­კენ სვლა საპ­ნის ბუშ­ტი­ვით ლა­მაზ ტყუ­ი­ლად და სი­სუ­ლე­ლედ მო­ეჩ­ვე­ნა.

“რა ტკბი­ლია ყვე­ლა­ფე­რი… რა ლა­მა­ზია. ეს გზაც… ეს დე­და­კა­ციც…

ნე­ტა აქ იყო ეხ­ლა, საყ­ვა­რე­ლო…

შენ­თან მინ­და… შენ­თან მინ­და…

შენ?

შენც გინ­და… შენც, შენც…

ეგ გა­ივ­ლის… გა­ივ­ლის და ის­ევ ჩვენ­თან მოხ­ვალ. ეგ უბ­რა­ლოდ, სი­სუ­ლე­ლეა…

ის­ევ ერ­თად ვიქ­ნე­ბით, არა, საყ­ვა­რე­ლო?

ის­ევ ერ­თად ვიქ­ნე­ბით. სულ… სულ…”

– ეგაა, მო­ვე­დით. ჩავ­დი­ვართ, – თქვა დე­და­კაც­მა.

სუფ­თა ჰა­ე­რის სა­ხე­ზე მო­ლა­მუ­ნე­ბა და მი­წა­ზე და­ბი­ჯე­ბა ეამ­ათ. ავ­ტო­ბუ­სი არ­იხ­რიხ­და და გზას გა­უდ­გა.

– ესა, მაღ­ლი­თა ორ სო­ფელ­შიც ავა და უკ­ან ჩა­მოტ­რი­ალ­დე­ბა, – თქვა დე­და­კაც­მა, – წა­მო, შვი­ლო, ერ­თად ვი­ა­როთთ…

– მე აღ­არ მინ­და, – თქვა ქალ­მა.

– რაო, შვი­ლო? – გა­უკ­ვირ­და დე­და­კაცს.

– აღ­არ მინ­და, ან­ჯე­ლას­თან, გა­და­ვი­ფიქ­რე.

დე­და­კაც­მა ერ­თი-ორი ნა­ბი­ჯი წინ გად­მოდ­გა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რედ, გა­ფა­ცი­ცე­ბით ჩა­აშ­ტერ­და. მე­რე ნელ-ნე­ლა გა­და­აქნ-გად­მო­აქ­ნია თა­ვი.

– და­და­და­და… ქა­ლის გა­ჩე­ნის დღე და­იწ­ვა, ქა­ლის.

ცო­ტა ხანს კი­დევ უყ­უ­რა, მე­რე ხა­ლი­სი­ა­ნად თქვა:

– რა­კი გულ­მა ეგ­რე გითხ­რა, ეგ­რე­ცა ჰქე­ნი, შვი­ლო! ქა­ლის გუ­ლი ოხ­ე­რია, ტყუ­ი­ლათ არ­ა­ფერს იტყ­ვის…

ბი­ჭი აქ­ეთ-იქ­ით იბ­რი­ცე­ბო­და. მზით გა­ჯე­რე­ბულ სიმ­წ­ვა­ნეს მთლი­ა­ნად და­ეპყ­რო მი­სი გუ­ლის­ყუ­რი. სიმ­წი­ფით, სი­ნო­ყივ­რით სავ­სე ჰა­ერს თით­ქოს და­ეთ­რო.

– მაშ, არა? – ერთხე­ლაც ჩა­ე­კითხა დე­და­კა­ცი ქალს.

ქალ­მა თა­ვი გა­აქ­ნია.

– არა, არ მინ­და. ის­ე­დაც ვი­ცი ყვე­ლა­ფე­რი. ის ავ­ტო­ბუ­სი ჩა­მო­ივ­ლის და გავ­ყ­ვე­ბით.

ბიჭ­მა გაკ­ვირ­ვე­ბით ახ­ე­და დე­დას, კარ­გა ხანს ჩუ­მად იყვ­ნენ.

– იცი, რას გეტყ­ვი? – თქვა ბო­ლოს დე­და­კაც­მა, – რა­ღაც, მეც აღ­არ მი­მი­წევს გუ­ლი.

– “ის­ე­დაც ვი­ცი, საყ­ვა­რე­ლო”, – ახ­ლა გულ­ში გა­ი­ფიქ­რა ქალ­მა, – “სხვა არ­ა­ფე­რი მინ­და გა­ვი­გო”.

– გუ­ლი მა­ინც უკ­ან მე­ქა­ჩე­ბო­და, აკი გითხა­რი კი­დეც და ამ­ათ ჭკუ­ა­ზე ვი­ა­რო?!

დე­და­კაც­მა მუხ­ლებ­ზე და­იკ­რა ხე­ლის­გუ­ლე­ბი.

– მეც ვი­ცი, გა­ნა! მეც ვი­ცი! აქა ბრჭყვი­ა­ლებს ჩე­მი მა­ხოს ბე­დის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი! ბა­ბოო, ასე მწერს, ნე­ტავ ერ­თი ჩვენს ეზ­ო­ში გა­მა­ტა­რა… მტკვარ­ზეც მა­თევ­ზა­ვა, რთვე­ლი მა­მარ­თ­ველ­ვი­ნაო… ეგ­რე მწერს, ჩე­მი მალ­ხა­ზი! ჩა­მო­ვა. იქ რათ და­ურ­ჩე­ბა ვის­მე. აქ ჩა­მო­ვა თა­ვის ბე­ბერ ბა­ბოს­თა­ნა… აქაა მი­სი სუ­ლი და გუ­ლი და რათ არ ჩა­მო­ვა! მე რო ჩე­მი ბე­ბე­რი გუ­ლი მეტყ­ვის ჩე­მი საქ­მი­სას, ი კუ­დი­ან­მა ან­ჯე­ლამ რა უნ­და მითხ­რას იმ­ის­თა­ნა. რა­ღად მინ­და…

ბიჭს მო­უტ­რი­ალ­და და მხი­ა­რუ­ლად დას­ძა­ხა:

– არაა, ბა­ბო?!

ბიჭს ლო­ყე­ბი ავ­არ­დის­ფ­რე­ბო­და. გა­ოფ­ლილ შუბ­ლ­ზე ქო­ჩო­რი მის­წე­პე­ბო­და.

– ეხ­ლა ჩა­მო­ივ­ლის ჩვე­ნი ავ­ტო­ბუ­სი, ჩავ­ჯ­დეთ ში­გა და ჰე­რიიი… ნი­კო­რას­თა­ნა! ლეკ­ვებ­თა­ნა! სა­ხე­ლე­ბიც შენ და­არ­ქ­ვი, ბა­ბო და მე­რე, რო­მელ­საც ხელს და­ა­დებ, იმ­ას გა­ჩუ­ქებ. ჩე­მი მა­ხო და­მე­ფი­ცე­ბა!

– დეე… – ახ­ე­და ბიჭ­მა დე­დას.

– ძა­ლი­ან გინ­და? – გა­უ­ღი­მა ქალ­მა.

– ძა­ლი­ან. წა­ვალთ, დე?

– ჰო, წა­ვალთ.

– მარ­თ­ლა?!

– ჰო, მარ­თ­ლა, მარ­თ­ლა.

– აუ, დეეე!

– ლო­გი­ნე­ბი­ცა მაქ… სა­ბან გო­ბა­ნი­ცა… მაღ­ლი­თა ოთ­ა­ხებ­ში და­გაწ­ვენთ, გა­ნა დაბ­ლი­თა­ში. დავ­ჯ­დეთ… ვი­ქა­ქა­ნოთ. გემ­რი­ე­ლი პუ­რი­ცა ვჭა­მოთ. არაა, ბა­ბო? ამ­ა­ღამ ჩე­მი სტუმ­რე­ბი ხართ. ამ­ა­ღამ რა­თა!.. მა­ნა­მაც გა­გე­ხარ­დე­ბათ…

მზე სა­ძოვ­რე­ბის­კენ გა­დახ­რი­ლი­ყო. ჰა­ერს ოქ­როს­ფე­რი ბუ­რუ­სი შე­ე­რია. ნი­ავს შო­რე­უ­ლი მინ­დ­ვ­რე­ბი­დან და ჭა­ლე­ბი­დან მათ­რო­ბე­ლი და თით­ქოს ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი სურ­ნე­ლი მოჰ­ქონ­და…

2008

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Wed Apr 18, 2018 12:39 pm

თამრი ფხაკაძე

შინაბერას მონოლოგი ზეციური საქართველოდან

ომის დროს მე შინაბერა ვიყავი.
შინაბერებისთვის ომი განსაკუთრებულად ომია. იმიტომ, რომ შინაბერები განსაკუთრებულ მშვიდობაში ცხოვრობენ. განსაკუთრებულად მშვიდ მშვიდობაში. ძალიან მყუდროში და თვინიერში.
მეც ეგეთ მშვიდობაში ვცხოვრობდი და უცებ: ბააჰ! ბუუჰჰ!! დდ-დდ-დდ!!
ჩემს ადგილზე ნებისმიერ სხვა შინაბერას თავგზა აერეოდა.
მაგრამ მე – კატა მყავდა! ეს დიდი რამაა.
მე მყავდა ოქროსფერი, ირანული კატუნა. ისე თვალშისაცემად ლამაზი, რომ ომის დროსაც კი იქცევდა ყურადღებას.
არადა, ომის დროს ადამიანები აღარაფერს აქცევენ ხოლმე ყურადღებას. აღარც ლამაზ განთიადებს და დაისებს, აღარც შორიდან მონაბერ მელოდიას… მით უმეტეს, კატას!…
მაგრამ ჩემი – იქცევდა!
უფრო ხშირად ხელში აყვანილს დავატარებდი., გულზე მიხუტებულს.
გრძელ პურის რიგებშიც კატამიხუტებული ვიდექი ხოლმე.
ზოგი ქალი ჩვილით იდგა.
მე – კატით.
ზოგჯერ ჩვილბავშვიანებს ურიგოდ ატარებდნენ. ცოტა უფრო პირქუშად და ნაძალევად, ვიდრე მშვიდობისას, მაგრამ მაინც.
ჰოდა, ერთხელ – მეც გამატარეს! ურიგოდ!
და მარტო იმიტომ კი არა, რომ თვალშისაცემად ლამაზი იყო ჩემი კატა და ყველა დახიბლა…
არა. მათ ჩემი სიყვარული იგრძნეს…
იგრძნეს, რომ იმ დედებზე ნაკლებ როდი მიყვარდა ჩემი კატა,
ჩვილები რომ აეხუტებინათ…
არც შემცდარან. მე ჩემი კატისთვის დედა ვიყავი.
ეს ისეთი სიამაყით მავსებდა…

მე ის შემოდგომის ერთ მზიან დღეს ვიპოვე.
მაშინ ჯერ კიდევ მშვიდობა იყო.
იმ დღეს დილიდან ვქარგავდი.. თავი არ ამიღია. მერე ლურჯი ძაფი გამომელია და საყიდლად გავიქეცი.
ლურჯი – ანგელოზის თვალებისთვის მჭირდებოდა. ანგელოზს ვქარგავდი.
თაფლივით დღე იყო. ტკბილი, ოქროსფერი და ბიბლიური.
უცებ, ვხედავ, ჭადრის ქვეშ ჩამოფენილ ფოთლებში ოქროსფერი მორგვი მოგორავს… სწორედ იმ მულინის ძაფის მორგვს წააგავდა, რომლითაც ანგელოზის გაშლილი თმა ვქარგე…
დავიხარე და კნუტი იყო. სამყაროს პირველი, მზიანი ნაგლეჯი აღმოეჩინა და ათვალიერებდა…
გული ისე შემიფრთხიალდა, ძარღვებში ისეთმა სითბომ დამიარა, თითქოს ჩვრებში გახვეული ჩვილი ვიპოვე!
ხელში ავიყვანე, ცოტა ხანს გულისკანკალით ველოდე, ვინმე თუ მოიკითხავდა, მაგრამ არავინ გამოჩენილა.
ჰოდა, წამოვედით.
მულინის ცისფერი ძაფი ვიყიდეთ ანგელოზის თვალებისთვის, ერთი პარკი რძე… და ახალი ცხოვრება დაიწყო.
განსაკუთრებული შინაბერა გავხდი. კატიანი.
აქამდე მჯერა, რომ კატუნა იმ ლურჯთვალა ანგელოზმა გამომიგზავნა, მე რომ ვქარგავდი.
სულაც არ ვბრაზობდი, ჩემი მულინის ძაფის ფერად-ფერად გორგლებს რომ დაერეოდა ხოლმე! ისე საყვარლად, ისე მიამიტად ერთობოდა…
მერე წამოიზარდა.
ძლიერი, მოქნილი და ლამაზი კატა დადგა.
შვილი რო წამოესწრებათ ხოლმე დედებს, ისე მეამაყებოდა მისი გაზრდა.
თავის მოვლაც კი დავიწყე!
თმა მუქ ჩალისფრად, სწორედ მის ბეწვისფრად შევიღებე. სათვალის ჩარჩოც გამოვიცვალე. ის ძველი, ბებრული გადავაგდე და კოხტა, ოქროსფერი ვიყიდე.
დედები რომ იპრანჭებიან, – ფეთხუმური იერით შვილი არ შევარცხვინოთო…
ყოველთვის მშვენივრად ვიცოდი, რომ შეუხედავი ქალი ვიყავი.
მარცხენა თვალი ოდნავ გამირბოდა სადღაც, განზე. ცხვირი კეხიანი მქონდა და ყურის ბიბილოები კი ისეთი უჯიშო, საყურეს ვერანაირად რომ ვერ მოიხდენდა.
მაგრამ სკვერში, სკამზე რომ დავჯდებოდი ხოლმე და მუხლებზე ჩემს კატას დავიჯენდი, გული მაინც წყნარი ნეტარებით მქონდა სავსე და ცხოვრება მზეთუნახავებზე არანაკლებ მიხაროდა.
თითქმის ყოველი ასეთი ჯდომისას ვინმე ნელა, ოდნავ წინ წამოხრილად მოგვიახლოვდებოდა და ჩემს კატას აღტაცებული, ტკბილი ღიმილით დააცქერდებოდა.
ზოგჯერ ეს “ვინმე” მამაკაცი იყო და მე სულაც არ ვღიზიანდებოდი, არც იმედგაცრუებას ვგრძნობდი, რომ იგი მე კი არა, ჩემმა კატამ მიიზიდა…
სულაც არა! პირიქით, სიამაყით ვნეტარებდი. ლამაზი შვილის დედებივით. შეფერებული, თავმომწონე სიამით რომ ისმენენ მათ ქება-დიდებას…
ომი რომ დაიწყო, წინასწარ ვიცოდი, რომ მოვიგებდით. იმიტომ, რომ გულში თითქოს საჭრეთლით მქონდა ამოტვიფრული: “ყველაფერი კარგად იქნება!”
და ეს სულ კატის წყალობით!..

ომის დროს ძალიან გამიჭირდა.
ერთხელ, როცა მარტოხელობის პენსია 3 თვით დამიგვიანეს, შიმშილიც ვიგემე.
სწორედ იმ ხანებში, სკვერში მჯდომს ვიღაც ომიანობისთვის შეუფერებლად მსუქანი ქალი მომიახლოვდა და რაღაცნაირად, მბრძანებლურად მკითხა:
– ირანულია?
– ჩემია, – ვუპასუხე მე.
– შენი კია, მაგრამ ირანული თუა-მეთქი!
რადგან ის ქალი მოარულ გატიკნილ საფულეს ჰგავდა, საფრთხე ვიგრძენი.
– არ გავყიდი. არასდროს. – ვუთხარი.
– 100 დოლარს მოგცემ – მითხრა ქალმა.
ხმაც კი არ ამომიღია.
– ორასს, – თქვა და ჩემს ბადურას დააცქერდა. ორი ცალი სტაფილო და 300 გრამი ვერმიშელი მქონდა ნაყიდი.
წამოვიწიე და მან კი მითხრა:
– კარგი, სამასი იყოს, არაა პრობლემა.
ისე წამოვედი, არაფერი მითქვამს.

მერე, ომი დამთავრდა.
ყველა ამბობდა, რომ წავაგეთ, მაგრამ მე არ მჯეროდა.
არც ახლა მჯერა!
ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ერთხელაც იქნება, მოვიგებთ.
იმიტომ, რომ ის “ყველაფერი კარგად იქნება” აქაც გამომყვა, ზეციურში…
ჩემმა კატუნამ, მისი სხეულის მყუდრო ღუღუნმა ისეთი საუკუნო იმედით ამავსო, ყველა ომიდან გამარჯვებული რომ გამოჰყავხარ.

ერთხელ, – ეს უკვე ომის მერე, – სკვერში ვისხედით…
წვიმას იწყებდა. მაგრამ ნელა, რაღაცნაირად, ყოყმანით.
ირგვლივ ყველა აჩქარდა, წამოიშალა, მე და ჩემი კატა კი ვისხედით და წვიმას ველოდით. პატარა თავგადასავალი გვინდოდა და იმიტომ.
და უცებ ჩვენსკენ სიმპათიურად შეჭაღარავებული მამაკაცი დაიძრა.
უკვე ვიცოდი: ჩემმა კატამ მიიზიდა. აი, თვით ასეთიც კი!
გული დედობრივი სიამაყით ამევსო და გავუღიმე.
მაგრამ მ ა ს კატისთვის არც შეუხედავს და თქმითაც…
– წვიმის არ გეშინიათ? – მკითხა.
– წვიმის?.. არა, – ვუპასუხე..
ძალიან, ძალიან გამიკვირდა, კატაზე რომ არ თქვა რამე. ცოტა არ იყოს, შეურაცყოფილიც კი დავრჩი.
– ესე იგი, რომანტიკული ქალბატონი ყოფილხართ, – თქვა კაცმა და ჩვენს გვერდით ჩამოჯდა.
მე მაინც ჩავიჩოჩე, თუმცა შუაში ორი ადამიანი დაეტეოდა.
მეორე დღეს ისევ მოგვიახლოვდა. მესამე დღესაც.
მერე, ერთ საღამოს მითხრა, ძალიან სათნო და მიმზიდველი ქალბატონი ბრძანდებითო და ჩემს კატას ზურგზე გადაუსვა ხელი.
კატუნამ ბეწვი ბრაზიანად აშალა და ნეტა, ნეტა მაშინვე მიმეპყრო ამისთვის ყურადღება.
– ხომ ლამაზია? – ვკითხე მე.
– ვინ…
– ჩემი კატა! – ვითაკილე მისი გულგრილობა კატუნას მიმართ.
– ძალიან…
– ჰო. ძალიან ლამაზია. – დავუბეჯითე მე.
– ძალიან, – თქვა მან, მერე ხელი კატუნადან მარჯვედ გადმოაცურა ჩემს ხელზე და დაამატა:
– იცით, რა? მოკლედ რომ ვთქვა… და გულახდილად… ძალიან მომწონხართ. მე აი, იქ ვცხოვრობ… – ფანჯრები დამანახა, – ყოველ საღამოს გხედავდით… თქვენ… არავის არ გავხართ. … მართლა ძალიან მომწონხარ…
და ხმის დადაბლებისთანავე “თ” მოაკლო.
მინდოდა მეკითხა: “თვალი რომ გამირბის?” “კეხიანი ცხვირი რომ მაქვს?” “და უჯიშო ბიბილოები?”
მაგრამ არ ვკითხე.
სიმპათიური, შავგვრემანი, შეჭაღარავებული მამაკაცი იყო. მისი ხელის სიმხურვალემ ომზე მეტად ამრია და სუულ ცოტა ხნით ჩემი კატუნას თბილი ღუღუნი გადაფარა…

ჯვარს რომ ვიწერდით, ჩემი კატა გარეთ, ტაძრის წინ მჯდომ ერთ უპოვარ ქალს ჩავაბარე.
– ორივე ხელი კარგად მოხვიეთ. არ გაგექცეთ…” – ვუთხარი.
იმან უკბილო პირით გამიცინა და მკითხა:
– მერე რაღა გავისვირო, სვილო?

ტაძარში სულ ხუთნი ვიყავით.
გრილოდა და ჩვენი ნაბიჯების ხმაც რაღაცნაირად, გრილად და სუფთად ისმოდა.
მეჯვარეებს არ ვიცნობდით. ტაძარშივე, ვიღაც უცნობ ქალს და კაცს ვთხოვეთ…
მეგონა, გულს არ დაუდებდნენ საქმეს, მაგრამ შევცდი. თვალები უბრწყინავდათ და მიფუჩეჩებაზე სულაც არ იყვნენ. ძალიან მოინდომეს.
აი, მე კი სწორედ მაშინ, როცა მღვდელმა მკითხა, თანახნა ხარ თუ არა, ცოლად გაყვე ამ მონას ღვთისას და ჭირში, ლხინში, ავადმყოფობაში და სამუდამოდ მის გვერდით იყოო, თავში სულ სხვა აზრი მომივიდა! უფალო მომიტევე!
ვიფიქრე, ის ქალი, კატუნა რომ მივაბარე, ხომ სულ უპოვარია!
მოდი და, სწორედ ახლა, დაადგეს თავს იმ მსუქანი ქალივით ვინმე და შესთავაზოს 300 დოლარი? ხომ ეგრევე მისცემს?! ის ხომ მისი დედა არაა! ორასადაც მისცემს! ასადაც…. 1 ლარადაც!…
ისე ავფორიაქდი, რომ მღვდელს ხმამაღლა, მოუთმენლად დავძახე:
-თანახმა ვარ, თანახმა!
და მზემომდგარ გასასვლელს გავხედე.

მე და ჩემი ქმარი შევთანხმდით: ერთ თვეს ჩემს ბინაში ვიცხოვრებდით, მეორეს – მისაში (ისიც მარტო იყო) და ასე…
პირველი თვე ჩემთან მოვითხოვე.
ჯვრისწერის ღამით, ჩემს სიცოცხლეში პირველად, საწოლში მამაკაცი შემომიწვა.
კატუნა, როგორც წესად გვქონდა, ჩემს ფეხისგულებთან თბილი, ფუმფულა გორგალივით იდო. მაგრამ უწინდებურად მყუდროდ არ ღუღუნებდა!… მოუსვენრად, იჭვნეულად წრიალებდა.
ჩემმა ქმარმა, როგორც მოველოდი კიდეც, ალერსი დამიწყო.
ჯერ შუბლი დამიკოცნა, მერე თვალები. ჩემს კეხიან ცხვირსაც მიუალერსა. უჯიშო ბიბილოებმა კი რატომღაც, სულ გაახელა. ერთთავად მეჩურჩულებოდა, რა ტკბილი და რა გემრიელი ხარ, რა კანი გაქვს, რა სურნელი… რა ლამაზი ხარ…
მე კი, – მეჩოთირებოდა.
იმიტომ, რომ არასდროს, არცერთ სარკეს არ უთქვამს ჩემთვის ლამაზი ხარო. სარკეები კი, არ ტყუიან.
თანდათან მის სინაზეს მოუთმენლობა დაეტყო, მოუთმენლობას, -უხეშობა.
აღმოჩნდა, რომ ჩემი ფეხები ვერა და ვერ დარჩებოდა უწინდელად გაშოტილ მდგომარეობაში…
ტუჩების, თვალების, ბიბილოების ნაზი წუთები გაქრა და რაკიღა ამის უფლება თვით ზეცისგან ჰქონდა მიღებული, ჩემმა ქმარმა იერიში ჩემს ფეხებზე მიიტანა!
ის ახლა ფაქიზად როდი ჩურჩულებდა ლამაზ-ლამაზ ტყუილებს. დაუნაწევრებლად ბურდღუნებდა და საქმიანად ფათურობდა.
ბევრიც არ უფიქრია, ისე გაჰკრა წიხლი ჩემს კატას და კედელს მიანარცხა.
სიბნელეში მწვანედ გაანათა ორმა თვალმა და გამწარებული, შეურაცხყოფილი ჩხავილიც გაისმა.
ეს ვერ ავიტანე.
ჩემს ქმარს ბანჯგვლიან მკერდში ვატაკე ორივე ხელისგული, წამოვუხტი საწოლიდან და ჩემს კატუნას ვეცი.
ავიყვანე, გულზე მივიხუტე და სასტუმრო ოთახში გავედი.
ჩემი საბრალო კატა ისეთი ნაწყენი იყო! ისეთი ნაწყენი!!
მეგონა, ვეღარასდროს დავიბრუნებდი.
თავი მეზიზღებოდა და მთელი ღამე ასე დაუფიქრებლად დაკარგულ შინაბერულ მშვიდობას მივსტიროდი…
დილით გაირკვა, რომ ჩემი ქმარი არანაკლებ შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებულია.
ისევ ის მითხრა: მართლა არავის გავხარო. ოღონდ განსხვავება ვიგრძენი.
მივხვდი, ადრე ეს კარგი ეგონა, ახლა კი – ნამდვილი საშინელება და ქვეყნის დაქცევა!…
მერე კი, ჩემს კატუნას დაუფარავი მტრობით დააცქერდა.
კატას თვალები მწვანე, ბრაზიან კოცონებად აენთო და ბეწვიც წამოეშალა.
არა. ერთმანეთს არასდროს შეიყვარებდნენ.
მეორე საღამოს ჩემმა ქმარმა მითხრა, თუ გააცნობიერებ, რომ გათხოვილი ქალი ხარ და საერთოდაც, ქ ა ლ ი ხარ, საძინებელში შემოდიო.
მაგრამ მე ვერაფერსაც ვერ ვაცნობიერებდი.
მთელი ერთი თვე სასტუმრო ოთახში მეძინა, ტახტზე და ჩემი კატუნა ჩემს ფეხისგულებთან უწინდებურად ღუღუნებდა…
თითქოს ძველი ბედნიერება დაბრუნდა!
რომ არა დროდადრო საძინებლიდან შემოღწეული ხვრინვის ხმა, ასეც იქნებოდა…
ასე გავიდა პირველი თვე.
მე კი.. ისევ ქალწული ვიყავი.

მეორე თვე შეთანხმებისებრ, ჩემი ქმრის სახლში უნდა გაგვეტარებინა.
მის სახლში თავს დაუცველად და ეულად ვგრძნობდი და ჩემ კატას უფრო მივეჯაჭვე. მხოლოდ ის იყო იქ ჩ ე მ ი.
პირველსავე საღამოს ქმარმა განმიცხადა, კატას საძინებელში არ გავაჭაჭანებ, სამზარეულოში ჩავკეტავთ და სიყვარულით მშვიდად დავტკბებითო.
ხმა თავის სახლში უფრო მტკიცედ და მბრძანებლურად უჟღერდა. ბოლთასაც უფრო დიდი და მოურიდებელი ნაბიჯით სცემდა.
ჰ! დავტკბეთო…
რა დამატკბობდა?!
ღამით, სანამ ჩემი საწოლშიუფლებამოსილი ქმარი სინაზიდან უხეშობამდე და ჩურჩულიდან ბურდღუნამდე გზას გადიოდა, მე ყური სულ იქით მქონდა… სამზარეულოსკენ!
იქ ჩემი კატა ისე მარტოსულად, ისე მიტოვებულად გაჰკნაოდა, რომ სხვა არაფერი მესმოდა და ვერაფერს ვგრძნობდი. ტკბობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო!
კვლავ ვატაკე ორივე ხელისგული ბანჯგვლიან მკერდში ჩემს ქმარს, კვლავ წამოვუხტი ლოგინიდან და ჩემი კატუნასკენ გავქანდი.
ხელში ავიყვანე, გულზე მივიხუტე და ცხარე ცრემლით ვთხოვე პატიება…
ცოტა ხანში ზეწარშემოხვეული ჩემი ქმარი დაგვადგა თავს და თქვა:
- ეგ კატა ოჯახს დაგვინგრევს.
თეთრ ზეწარშემოხვეული რომელიღაც რომაელ თუ ბერძენ ფილოსოფოსს ჰგავდა. და ეგრე, ფილოსოფოსურადაც თქვა.
მე ხმა არ ამომიღია. არც მანაღვლებდა დიდად, რას ამბობდა. წესიერად არც ვუსმენდი. ჩემი კატუნას ღუღუნს თუ ხიხინს ვაყურადებდი. მინდოდა მეგრძნო, აღსდგა თუ არა ჩვენი მშვიდობა…
– და… ორივეს ვერ გაგვწვდება ეგ შენი სიყვარული? – მკითხა ქმარმა, – მეც და მაგ კატასაც?
“მაგ კატასაც” ისეთი ზიზღით გამოცრა, მივხვდი, სინამდვილეში სიყვარულის ნასხლეტსაც არ გაუნაწილებდა არავის.
სად იყო და სად არა, მე-8 კლასში კარგად ნასწავლი საზეპირო ამომიტივდა და მშვიდად ვთქვი 3 ათეული წლის მერე:
– ვერავის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად.
დიდად არ გაკვირვებია, რადგან თვითონაც ექნებოდა გაზეპირებული ეს სიტყვები თავის მე-8 კლასში. ის კი არა, ჩაცინებით ბრძანა:
– ჰმ! მაშინ ერთსაც გეტყვი!
და იმავე, მე-8 კლასის სახელმძღვანელოდან სხვა საზეპირო მოაყოლა:
– დედაკაცის ბუნებაი იწრო არს!
– არს და იყოს! – მივახალე მე და ჩემი კატუნა გულში უფრო მაგრად ჩავიკარი.
ჩემი ქმარი ბოლთის ცემას მოჰყვა. იმდენი და ისე გამწარებით სცა, ზეწარი ჩამოსძვრა და ფეხებში აებლანდა.
მის ბანჯგვლიან, უცხო სხეულს თავზარდაცემით ავარიდე თვალი.
ზეწარი ბრაზიანი სისინ-შიშინით შემოიხვია და სწორედაც რომ ბერძენი პროკურატორივით განაცხადა:
-მოკლედ ასე: ან კატა, ან მე!
და საძინებელს მიაშურა.
მე ფიქრისთვის ნახევარი საათი მოვითხოვე, მაგრამ 25 წუთში გავედი და ვამცნე:
-კატა.
და წამოვeდი.
სამუდამოდ.
უწინდებურად ქალწული.

მე და ჩემი კატა ბედნიერ და უბიწო, სიყვარულით სავსე ცხოვრებას დავუბრუნდით. მშვიდობას, რომელსაც ომი ვერაფერს აკლებს.
ის უკვე დიდი, შეუდარებელი კატა იყო.
უღრუბლო ბედნიერების ხანა გვედგა, მაგრამ ერთ დღეს თავი შეუძლოდ ვიგრძენი.
მეორე დღეს – უარესად.
მესამე დღეს ექიმთან წავედი.
– მმმდააა. – თქვა ექიმმა, – ეხინოკოკია.
– საშიშია? – ვკითხე.
– მმმ. საკმაოდ. სასწრაფო ოპერაცია გესაჭიროებათ.
– და… ეგ რისი ბრალი უნდა იყოს, ექიმო… ეგ ეხინო…
ექიმი ჩემს მუხლებზე მოკალათებულ კატას დააცქერდა, და თქვა:
– დიდი ეჭვი მაქვს, რომ სწორედ მაგის. მუხლებზე რომ გიზით.

საოპერაციოში რომ მიმაგორებდნენ საკაცით, გვერდიდან ექთანი ქალი მომსდევდა და დამჩურჩულებდა:
– ქალბატონო… არ ინერვიულოთ… მე ვიცი, რას ნიშნავს კატის სიყვარული… მე თვითონაც მყავს… ციმბირული. ხვადი. სანამ აქ იქნებით, თქვენს კატას ჩემთან წავიყვან… თუ საწინააღმდეგო არაფერი…
თავი უხმოდ დავუქნიე და ძლივს ამოვთქვი გამშრალი ტუჩებიდან:
-ნა… დუღი უყ… ვარ…ს….

აქეთ შუა ოპერაციისას გამოვფრინდი…. ზეცისკენ.
ახლაც არ ვიცი რამ გამაბედინა ეს თვითნებობა!…
ჩემს აქ დატოვებაზე ბევრი იბჭეს და იფიქრეს აქ, ზემოთ.
რაკი ეხინოკოკს შევეწირე, უდანაშაულო მსხვერპლად შემრაცხეს და გზაც, თითქოს, ხსნილი იყო…
თან, უბიწო ქალწული ვიყავი და კაცმა რომ თქვას, დიდი ისეთი ხელჩასაჭიდი ცოდვაც ვერ მომიძებნეს გარდა იმისა, რომ კატისგან კერპი შექმნაო…
მაგრამ ესეც მომიტევეს, რადგან მშვენივრად იცოდნენ, რა მხურვალედ ვლოცულობდი ყოველღამ ძილის წინ და რამდენ მადლობას ვუძღვნიდი უფალს ჩემი კატუნას ჩუქებისთვის…
არც ის დავიწყებიათ, ერთთავად ლურჯთვალა ანგელოზებს რომ ვქარგავდი ხოლმე…
მოკლედ, ახლა აქ ვარ, ზეციურ საქართველოში.
თუმცა “ზეციური საქართველო” ძალიან პირობითი ცნებაა.
ზეცა ზეცაა!
და სულაც იოლად გადავფარფატდები ხოლმე ზეციურ საფრანგეთში… ან ზეციურ მადაგასკარზე…
აქ ხომ არაა სასაზღვრო-გამშვები პუნქტები… ვიზები და გრინ- კარტები…
იფრინე შენთვის, იფარფატე…
აქედან ჩემს კატუნას ვხედავ.
ის უკვე დიდი, ჯიშიანი კატაა და უკვე განიცადა დედობა…
მანდ, ზოგჯერ ვიღაც-ვიღაცები მიხსენებენ.
აი, ისაო… კატით რომ დადიოდაო… ნწ, ნწ… რა ძალიან უყვარდაო… საწყალი, შეეწირა კიდეც მაგ სიყვარულსაო…
მე კი, – ბედნიერი ვარ, რომ სიყვარულს შევეწირე. ჩემი კატუნას სიყვარულს… და არ მოვკვდი რამე სხვა, ჩვეულებრივი და უფერული სიკვდილით… თუნდაც, ქმრის არსიყვარულით…
ახლა დავფარფატებ ხოლმე ამ თვალუწვდენელი, ნათელჩამდგარი მდელოების თავზე და მიხარია ჩემი სიყვარულსშეწირულობა.
ისე აქ, ზეციურში, ძირითადად სულ ეგეთები არიან, – სიყვარულს შეწირულები. სიძულვილს შეწირული აქ ვერავინ გაჭაჭანდება.
უფრო, სამშობლოს და უფლის სიყვარულს შეწირულები ჭარბობენ.
კატისას, მგონი ჩემს მეტი არავინაა…
სულ ვიკვლევ აქ სიყვარულის ამბავს და რაობას…
აი, გუშინ, სულმნათმა პოეტმა პირადად მითხრა, რომ სიყვარული აღგვამაღლებს…
მე მინდოდა მეკითხა, რა უჭირს, თუ კატის-მეთქი… თუკი მას ჩემი დედობა მივუძღვენი მეთქი? და სიცოცხლე?
მაგრამ არ მიკითხავს. მყისვე გადავიფიქრე რატომღაც…
ჰო. ძირითადად, აქ პოეტებთან და წმინდა მამებთან ვსაუბრობ ხოლმე.
უცნაურია, მაგრამ, ასურული, კოპტური, ფინიკიური და ძველი ბერძნული ისევე კარგად მესმის, როგორც ძველი ქართული..
სწორედ ახლახანს, თვით ნეტარ ავგუსტინესთან ერთად გადავუფრინე მარადიული სიმშვიდის მინდვრებს… ის მესაუბრებოდა. მე კი მესმოდა…
ნიავს ქნარის ტკბილი ხმა მოჰყვებოდა.
ჩვენ სიყვარულზე ვლაპარაკობდით. დიდ, ღვთაებრივ სიყვარულზე.
მე ჩემს კატუნაზე დავაპირე სიტყვის ჩამოგდება და ისევ გადავიფიქრე.
მაგრამ ახლა უკვე მივხვდი, რატომაც….
მე ხომ მასში მხოლოს კატა კი არა, ადამიანი, მთელი კაცობრიობა, მთელი სამყარო და… თვით… თვით უფალი მიყვარდა…
რაღა საჭირო იყო ამ სიყვარულში ეჭვის შეტანა და ჩემი სიყვარულის თითქოსდა დაკნინება? ან თავის მართლება?
ჰო, მართლა… ამასწინათ იმ სიტყვების ავტორი ვნახე, მე-8 კლასის სახელმძღვანელოდან რომ გავიზეპირე… “ვერავის ხელეწიფების…”
ბევრი არ მიფიქრია, ჩემი სრული თანხმობა და აღფრთოვანება გამოვუცხადე… სრული თაყვანისცემა!
მან ქნარი განზე გადადო და სათნო ღიმილით მითხრა, რომ მხოლოდ და მხოლოდ “სულელთა ყოველთა უდარეის იყო…” და მხოლოდ “ნეტართა მათ ოხით ჰპოვა ორკერძოვე ლხინებაი უძლურებათა მისთაი” წერისას… და რომ ბევრად ადრე, უფლის უნათლესმა მოციქულმა ბრძანა იგივე სიბრძნე…
მისმა დიდებულმა სიმდაბლემ რაღაც იმდაგვარი მომგვარა ფარფატა სულში, რასაც მანდ ცრემლს უწოდებენ…
მას მერე დავფრენ და ვეძებ თვით იმ უნათლეს მოციქულს…
ვიფრენ ასე მსუბუქად, აუჩქარებლად დროში და სივრცეში, რომელსაც საზღვარი არ აქვს და ოდესმე ვიპოვი.
არ შემიძლია, ჩემი სრული თანხმობა და მადლიერება არ გავუზიარო…

P.S. აქ სათვალე აღარ მჭირდება. ისედაც გხედავთ ყველას…

2009

study


Last edited by Admin on Sun Apr 22, 2018 12:53 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Wed Apr 18, 2018 12:46 pm

თამრი ფხაკაძე

მედუზა და ფისო-კატა
(ლიტერატურული ზღაპარი)

ზღვის ნაპირზე ერთი ბებერი მებადური ცხოვრობდა. მთელ დღეს ზღვაში ატარებდა. თევზაობდა და თევზაობდა, არ ეზარებოდა.
საუზმედაც თევზი ჰქონდა, სადილადაც და ვახშმადაც, მაგრამ არ ბეზრდებოდა. ძალიან უყვარდა თევზი.
მებადურს ერთი კატა ჰყავდა. მოფერებით ფისო-კატას უძახდა და ძალიან ანებივრებდა. ყველაზე მსუქან თვზს იმას აჭმევდა და საღამოობით ეთამაშებოდა კიდეც.
ცხოვრობდნენ მებადური და ფისო-კატა მხიარულად და უდარდელად.
მაგრამ ერთხელ, მებადური ზღვაში ორი დღე დარჩა და ფისო-კატამ ძალიან მოიწყინა.
აღარ იცოდა, თავი რითი გაერთო.
ხან მაგიდაზე შეხტა და ჩამოხტა, ხან თაგვს გაეკიდა, ხან ბადის საქსოვი თოკის მორგვი აგორავა...
ვერა და ვერ გამხიარულდა. გამოვიდა ფისო-კატა ქოხიდან და გაუყვა ზღვის სანაპიროს.
ძალიან, ძალიან ცხელოდა. მზე ისე ჩახჩახებდა, რომ მის სხივებზე ზღვას ლაპლაპი გაუდიოდა. კენჭები კი სანაპიროზე ისე გაცხელებულიყო, ფეხს ვერ დააბიჯებდი.
დაცხა ფისო-კატას და ზღვაში გაგრილება გადაწყვიტა. ბევრი აღარ უფიქრია, შეცურა და აადგაფუნა ტალღები.
უცებ დიდი, ულამაზესი მედუზა დაინახა.
- ჰეი! - დაიკნავლა ფისო-კატამ, - რა კარგია, რომ გნახე! საშინლად მოწყენილი ვარ! წამო, ნაპირზე გავიდეთ და ვითამაშოთ!
- რას ამბობ?! - გაუკვირდა მედუზას - ნაპირზე რა მინდა? ჩემი ადგილი წყალშია!
ფისო კატამ ყურიც არ ათხოვა, დაავლო თათი მედუზას და გასცურა ნაპირისკენ!
ბევრი იცურა თუ ცოტა იცურა, გავიდა ნაპირზე ფისო-კატა. მედუზა ცხელ ქვიშაზე დააგდო და უთხრა:
- აქ დამელოდე! ფეხი არ მოიცვალო! მე ქოხში მივირბენ და ბადის საქსოვი თოკის მორგვს მოვიტან! ვაგორაოთ აქეთ-იქით და ვიმხიარულოთ! ნახავ, როგორ გაერთობი!
- მცხელა... - დაიჩურჩულა საბრალო მედუზამ, მაგრამ ფისო-კატას არც გაუგია! უკვე შორს იყო! ქოხისკენ მირბოდა.
ოჰ, როგორ ჩქარობდა ფისო-კატა, რომ იცოდე! ბადეების საქსოვი თოკის ძებნაში თევზის სუფით სავსე ქვაბი გადააყირავა, თაროდან თევზებზე წიგნი გადმოაგდო და მებადურის საყვარელი ფინჯანიც გატეხა, ოქროსფერი თევზი რომ ეხატა ზედ!
ბოლოს დასტაცა ბადეების საქსოვი თოკის მორგვს თათი და იქით გამოიქცა, სადაც მედუზა დატოვა. ერთი სული ჰქონდა, მორგვის გაგორებობანა ეთამაშათ!
მაგრამ დახე, რა მოხდა?! მის მოსვლამდე საბრალო მედუზა მზის სხივებზე ყინულის ლოლუასავით დადნა! ერთი ბეწოც კი არ დარჩა!
განა ტყუილად გაიძახოდა, ჩემი ადგილი წყალშიაო?!
მაგრამ ჩურჩუტმა ფისო-კატამ რა იცოდა, მედუზები მზეზე რომ დნებიან! იფიქრა - მემალებაო!
აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ აბა რას ნახავდა?!
ჰოდა, ეს ამბავი იმიტომ გიამბე, რომ შენც იცოდე, - მედუზის ადგილი წყალშია! ნაპირზე ნუ გამოიყვან! თავი დაანებე, ვინმე სხვას ეთამაშე, ჩემო კარგო!


კაჭკაჭის ოქრო-ვერცხლი და ბულბულის გალობა

ცოდი, ამიერიდან იცოდე - კაჭკაჭებს ძალიან უყვართ ბრჭყვიალა რაღაცები: ბრილიანტის ბეჭდებით დაწყებული და შოკოლადის ქაღალდებით დამთავრებული. სადაც რამე ბრჭყვიალას დაინახავენ, დასტაცებენ ნისკარტს და ფრრრ! პირდაპირ ბუდეში მიაქანებენ.
ჰოდა, ერთხელ, უღრან ტყეში კაჭკაჭი ლოლა წიფლის ტოტზე შემოჯდა და დაიწყო ტრაბახი:
- მე ოქროს ბეჭედი მაქვს! მე ვერცხლის საყურე მაქვს! მე მარგალიტი მაქვს! მე ბრილიანტი მაქვს! შოკოლადის ბრჭყვიალა ქაღალდები მაქვს! ესა მაქვს! ისა მაქვს! ყველაზე მდიდარი ვარ!
შემოსკუპდა შორიახლოს ციყვი და უსმენს.
მოცუნცულდა თაგუნა და უსმენს.
მოსკუპ-სკუპდა ბაჭია და უსმენს.
მოცოცდა კუ და უსმენს.
მოძუნძულდა მგელი და უსმენს
მოფუმფულდა მელაკუდა და უსმენს.
მობანდალდა დათვი და უსმენს.
კაჭკაჭი ლოლა კი სულ უფრო და უფრო ატრაბახდა:
- მე უმდიდრესი ვარ! მე ოქროს გორები მაქვს! ვერცხლის მთები მაქვს! ამდენი ბრილიანტი სად წავიღო, აღარ ვიცი!
მაგრამ უცებ, შორიდან უნაზესი გალობის ხმა მოისმა. ვარდის ტოტზე ბულბული შემომჯდარიყო და თვალდახუჭული სტვენდა...
გადახტა ციყვი ხიდან ხეზე, ტოტიდან ტოტზე, ბულბულის შორიახლოს დასკუპდა და უსმენს...
წაცუნცულდა თაგუნა და ისიც უსმენს.
წასკუპ-სკუპდა ბაჭია და ისიც უსმენს.
წაცოცდა კუ და ისიც უსმენს.
წაძუნძულდა მგელი და ისიც უსმენს. გინდ დაიჯერე და გინდ არა, ცრემლიც კი მოადგა თვალზე.
წაფუმფულდა მელაკუდა და ისიც უსმენს ბულბულს თვალებმინაბული.
წაბანდალდა დათვი და ისიც უსმენს.
კაჭკაჭი კი ისევ თავის ბუდესთან იჯდა წიფლის ტოტზე და გაიძახოდა:
-ჰეი! სად წახვედით! მე ოქროს მთები მაქვს! ვერცხლის ზვინები! ბრილიანტის გორები!
მაგრამ მისი ოქრო და ვერცხლი არავის ახსოვდა. ყველა ბულბულის გალობას უსმენდა...
ოჰ, რომ იცოდე, რა ტკბილი გალობა იყო!
შორიახლოს მაყვალს ვკრეფდი და მეც გავიგონე...


თეთრი პეპლების ამბავი

დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ ყველა პეპელა თეთრი იყო. ერთხელ, კეთილი ფერია ანგელოლა შუა მწვანე მინდორში დაჯდა და პეპლების გაფერადება დაიწყო.
საღებავიც ბლომად ჰქონდა და არც საქმე ეზარებოდა.
ზოგ პეპელას წითლად ღებავდა, ზოგს ყვითლად, ზოგს ცისფრად, ზოგს ჭრელა-ჭრულად!
ყოველი მხრიდან მოფრინავდნენ თეთრი პეპლები. ზოგი აფრიკიდან მოფრენილიყო, ზოგი ამერიკიდან, ზოგი ავსტრალიიდან... ისე ძალიან უნდოდათ პეპლებს გაფერადება, რომ არც ზღვების გადმოფრენა ეზარებოდათ და არც ოკეანეების! მოფრინავდნენ და მოფრინავდნენ!
იმდენი იყვნენ, მათი სითეთრისგან ლურჯი ცა აღარ მოჩანდა!
კეთილი ფერია ანგელოლა იჯდა ხასხასა მოლზე და დაუზარლად აფერადებდა პეპლებს.
მალე ფერად-ფერადი პეპლები აფარფატდნენ და არემარე ერთი-ორად გაალამაზეს!
- რა ლამაზები ვართ! - დააშრიალებდნენ წითელ ფრთებს წითელი პეპლები, - მფრინავ ყაყაჩოებს ვგავართ!
- ჩვენ კი მფრინავ პატარა მზეებს, - თავს იწონებდნენ ყვითელი პეპლები.
- ჩვენ?! ერთი ჩვენც შეგვხედეთ! განა რა სილამაზე შეედრება ჩვენს ჭრელა-ჭრულა ფრთებს! - ნარნარად ფრენდნენ დიდრონი ჭრელი პეპლები.
კეთილი ფერია ანგელოლა ცოტა არ იყოს, დაიღალა კიდეც, მაგრამ რა ექნა?! თეთრი პეპლები ქვეყნიერების ყველა მხრიდან მოფრინავდნენ და მოფრინავდნენ და გაფერადებას სთხოვდნენ. უარს ხომ არ ეტყოდა?
აფერადა და აფერადა ფერიამ პეპლები ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე და აბა გამოიცანი, რა მოხდა მეოთხე დღეს?
რა და, საღებავი გამოილია!
შეწუხდა კეთილი ფერია ანგელოლა!
- არ ინაღვლოთ, - უთხრა გაუფერადებლად დარჩენილ თეთრ პეპლებს, - ახლავე ფერადი საღებავების პლანეტაზე გავფრინდები, საღებავებს მოვიტან და გაგაფერადებთ!
ასეც მოიქცა. ფრრრ! - ფერადი საღებავების პლანეტაზე გაფრინდა, მაგრამ ჯერაც არ დაბრუნებულა! ეტყობა, ის პლანეტა ძალიან შორსაა. ვინ იცის, იქნებ ხვალაც კი ჩამოფრინდეს!
მის დაბრუნებამდე კი თეთრი პეპლები თეთრ პეპლებად დარჩებიან. მე თუ მკითხავ, ძალიანაც ლამაზები არიან! მოფარფატე თეთრ შროშნებს ჰგვანან! ან სულაც, თოვლის ქათქათა ფიფქებს!
თეთრი პეპელა რომ ვიყო, ნამდვილად არ გავფერადდებოდი! ვიფრენდი ყვავილიდან ყვავილზე მთელი დღე და ძილითაც ყვავილზე დავიძინებდი!
ჰო, მართლა, ძილზე გამახსენდა - შენი ძილის დროა, პატარავ!
თვალებს თუ დახუჭავ, ყვავილებიან და პეპლებიან მინდორს დაინახავ...

study


Last edited by Admin on Wed Apr 18, 2018 1:36 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Wed Apr 18, 2018 1:20 pm

თამრი ფხაკაძე

ანა-გოგოს წერილი

საყვარელო თოვლის პაპა,
ჩემს ნატვრასაც გეტყვი, აბა.
საახალწლოდ მომიტანე
ფუშფუშებიანი კაბა!

ზედ ეხატოს
მზე და მთვარე.
ვარსკვლავებიც
ჰქონდეს, ბარემ!

რომ ჩამოჰკრავს თორმეტჯერ,
საახალწლოდ საათი,
შენც მოქროლდი მარხილით!
არ იარო ტაატით!

ვერცხლის ზანზალაკები
მალე მომიწკარუნე!
დაგახვედრებ გოზინაყს,
პირი ჩაიტკბარუნე.

გელოდები,
იცი, როგორ?
აბა, გკოცნი.
ანა-გოგო.


თოვლი

ფავორიტებში დამატება
თეთრმა თოვლმა, ქუნქულამ
არემარე დაფარა.
_ გიხარია?
_ ძალიან!
_ ვიგუნდავოთ?
_ აბა რა!

_ ეს ვინ მოდის?
_ გიგა.
_ თან რა მოაქვს?
_ ციგა.
“ციგა სხვებსაც ათხოვე”, _
დედამ დაარიგა.

ჩვენ არ ვიცით დაღლა!
რა ვაკეთოთ ახლა?
_ თოვლის პაპა დავდგათ
იმ გორაზე, მაღლა!

ეერთი გუნდა,
ოოორი გუნდა,
ახლა თავის დადგმაც უნდა!
ორი თვალი, ცხვირი, პირი, _
პაპა დადგა გასაკვირი!
ხელში _ ჯოხი.
თავზე _ ვედრო.
_ რა აკლია?
_ თოვლის ბებო!

უჰ, რამდენი ვიხალისე?!
დამიწითლდა ლოყები.
ახლა სახლში გავიქცევი
და ამ ამბებს მოვყვები!

ფიფქი მოდის, არ ილევა.
ისევ თოვს და თოვს და თოვს...
ბაბუ ამბობს: ამისთანა
დიდი თოვლი არ მახსოვს...

ბებო ამბობს: ცხელი ჩაი
ხომ უხდება ასეთ ამინდს?
ჰოდა, ჩაიც მიირთვით და
ეს ცხელ-ცხელი ლობიანიც!


დილა ასე დაიწყე

ფავორიტებში დამატება
მინდა მოგცე, პატარავ,
რჩევა გამოსადეგი:
ზამთარ-ზაფხულ, ყოველდღე,
დილით ადრე ადექი!

თუნდ სიზმარში გათოვდეს
შოკოლად-მარმელადი,
თუნდაც ინდიელების
იყო ძილში ბელადი,

თუნდაც იყო სიზმარში
პრინცესა ან დევ-გმირი -
მაინც დროზე წამოხტი,
დაიბანე ხელ-პირი!

გაიხეხე კბილები,
ეგ რა დასაზარია?
მერე დასცხე ვარჯიში,
წვიმაა თუ დარია!

ერთი, ორი, _ განმკლავი!
ერთი, ორი, _ ზემკლავი!
ყოჩაღ! არ გემუქრება
შენ დღეიდან წელკავი!

დილაობით მიიღე
სახლში ორი სტუმარი:
მზე და სუფთა ჰაერი,
არ მოგთხოვენ პურ-მარილს!

თუკი არ დამიჯერებ,
ნიშანია ეგ იმის,
რომ სულ მალე მოგიწევს
შინ მოწვევა ექიმის,

ყლაპვა მწარე წამლების,
დიდი ნემსის დარჭობა,
აღიარე, მაგ ამბავს
გაკაჟება არ ჯობდა?!

გაკაჟება, პატარავ,
ყველა შარს აგაცილებს,
თვითონ გაუმკლავდები
ვირუსებს და ბაცილებს!

ესე იგი, შევთანხმდით!
მზე, ჰაერი, ვარჯიში.
ახლა დროა საუზმის,
ისაუზმე, რა გიშლის!

რძე სუფრაზე თუ არის,
თქმა არ ვარგა უარის!
რძეს ვინც დალევს _ ვეფხვია,
ვინც არა და _ კუ არის!

ყველი, პური, კარაქი,
კვერცხი, ფაფა მანანის,
ის მიირთვი, რაც არის,
ნუ ითხოვ, რაც არ არის!

ახლა არ შეგახსენებ
კვლავ კბილების გახეხვას
და შინიდან გასვლის წინ
დიდ სარკეში ჩახედვას!

ვინმემ რომ არ გიწოდოს
აჯაგრული ჩოჩორი,
კოხტად გადაივარცხნე
კულული და ქოჩორი.

სკოლა ალბათ, ახლოს გაქვს,
დობილო ან ძმობილო?
ჰოდა, მისვლა სკოლამდე
სჯობს უავტომობილოდ!

თავად მოგეხსენება,
დღე რომ დილით იწყება,
მოდი, ასე დაიწყე!
უკეთესი იქნება!


ციყვი და ხავსისქუდა კაცუნა

ფავორიტებში დამატება
უღრან,
უღრან,
უღრან ტყეში,
ფუღუროა წიფლის ხეში.

შიგნით ციყვი შეყუჟულა,
არ ადარდებს წვიმა თქეში.

წვიმა ასხამს მარცხნიდან,
წვიმა ასხამს მარჯვნიდან,
იყურება ციყვუნია
პაწაწინა ფანჯრიდან.

ო-ჰო-ჰო, რა ღვარია?!
ო-ჰო-ჰო, რა ქარია?!
უკვირს, უკვირს ციყვუნას,
დარი რამ გადარია?!

სულ წვიმას რომ უყუროს,
ვინ მიხედავს ფუღუროს?

ჰოდა, სანამ სველდება
ნაძვი, მუხა, წიფელი,
დადგა ციყვმა ღუმელზე
ჩაიდანი წითელი.

სუფრა გადააფარა
პაწაწინა მაგიდას,
დაალაგა ნუგბარი,
რა გინდა, რომ არ იდგას!

თხილი, ჩირი, კაკალი,
მურაბა და შაქარი,
ტკბილი კვერი, შაქარლამა,
რაღა დარჩა?
მარტო ჭამა!

ერთი კაცი ცოდოა
თქმულა, პურის ჭამაში.
ერთი ციყვიც ცოდოა,
თურმე, თხილის ჭამაში!

უცებ,
უცებ,
უცებ,
გარეთ
ტოტმა გაიტკაცუნა!

_ კაკ-კუკ! კაკ-კუკ!
_ ვინ არის?
_ ხავსისქუდა კაცუნა!

ხავსის ქუდი _სველი!
ხავსის ჯუბა _ სველი!

დაფაცურდა ციყვი:
_ არ აგტკივდეს ყელი!
სიცხემ არ აგიწიოს!
სიტკბომ არ დაგიწიოს!
მერე მწარე წამლების
ყლაპვამ არ მოგიწიოს!

ჯერ ღუმელთან გათბე უნდა,
საყვარელო ხავსისქუდა!

მერე ჩაი ცხელი, ცხელი,
ნამცხვარი და კარამელი!

ხავსისქუდა კაცუნამ
პირი ააცმაცუნა.

ჩაი ზუსტად,
ზუსტად,
ზუსტად
ცხრა ფინჯანი დალია.

ცხრა ღვეზელი მიაყოლა
გემრიელი ძალიან.

ჯერ ხუთი და მერე ათი
გადასანსლა შოკოლადი!

კარამელი, რაც კი იდო,
სულ მიირთვა თითო-თითო.

მურაბა რომ ამოსვლიპა,
შემოსძახა: იფა, იფა!

_ რა კარგია აქაო!
დააყოლა კაკაო.

იტკბარუნა დიდხანს პირი.
ჭამა თაფლი,
ლეღვის ჩირი,
თაფლაკვერი, შაქარლამა
არ დატოვა, სულ შეჭამა!

მიაწოდა ციყვმა ჟოლო:
- იქნებ ესეც დააყოლო?

სწორედ ჟოლო,
სწორედ ჟოლო,
სწორედ ჟოლო იყო ბოლო!

ძლივსღა, ძლივსღა,
ძლივსღა შეძლო
ხავსისქუდამ ადგომა!
და თქვა უზარ-მაზარი,
დიიდზე_დიიიდი
მ ა დ ლ ო ბ ა!

გარეთ ამასობაში
წვიმას გადაუღია,
მზე გამოჩნდა ჩახჩახა,
ცა_ კამკამა, გულღია!

ალბათ, დამეთანხმები
ჩემო კარგო, ამაში:
კარგ ამინდში ჯობია
გარეთ ხტუნვა-თამაში!

ციყვუნამ და კაცუნამ
მზეზე ირბინ-ირბინეს,
ტყის პირი და მინდორი
უცებ შემოირბინეს!

ჩაურბინეს ყანისპირს,
ჩაურბინეს ვენახებს,
გააცინეს მეველე,
მეწისქვილე,
მებაღე!

აბა, ახლა ნახვამდიის!
გკოცნიიიი!
კარგად მენახეე!

study


Last edited by Admin on Wed Apr 18, 2018 1:33 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Wed Apr 18, 2018 1:27 pm

თამრი ფხაკაძე

ზიზი


მოკლედ, ზიზი ესეთია: საშუალო სიმაღლის. ოდნავ...

არა. მოდით, ასე გავაკეთოთ: ვითომდა, ზიზიმ განცხადება გამოაქვეყნა გაზეთში. აი, ერთმანეთს რომ ეცნობიან, თუ საბედოებს რომ ეძებენ, იმნაირში. ზიზის განცხადება ასეთი იქნებოდა: "ვარ 50 წლის, საშუალო სიმაღლის, ოდნავ პუტკუნა, შავთმიანი, მწვანეთვალება მომხიბვლელი მანდილოსანი. წესიერი. პატიოსანი. გაუთხოვარი. დამთავრებული მაქვს კონსერვატორია. მიყვარს კლასიკური მუსიკა, ლიტერატურა... ვარ შესანიშნავი მეოჯახე, მიყვარს ბავშვები. გამომეხმაუროს მამაკაცი, რომელსაც ექნება ბეთჰოვენის სიძლიერე, მოცარტის სინატიფე..." და ა.შ.

და, დიახ, სწორედ ასეთმა ზიზიმ თებერვლის ბოლოს გაყიდა ძველისძველი როიალი "ბეკერ", გააქირავა ნოტებით, გრამფირფიტებით (სულ ვერდი, სულ შტრაუსი...) და კიდევ მრავლად ნატიფ-ნატიფი ნივთით სავსე ბინა თურქ ბიზნესმენებზე და სოფლისკენ გასწია. გასწია, მაშ, სოფლისკენ - მაღალქუსლიანი ტუფლით, პაწია ხელჩანთითა და ყელზე - მარგალიტის ასხმითა.

იქ, სადღაც მუხრანთან მამაპაპისეული სახლი ელოდა. მიტოვებული ეზოთი, მორღვეული ღობით, უცეცხლური და გამოთოშილი.

მოკლედ, მიდიოდა ზიზი და მიუხაროდათქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ არც უკან რჩებოდა ფეხები... მაღალქუსლიანტუფლიანი...

ახლა, რატომ არ რჩებოდა უკან ფეხები, არა ვთქვათ? იმიტომ არ რჩებოდა, ჩემო ძვირფასო იმანო, რომ მრავლად საფიქრალ-სატანჯველს გამოექცა იმ ფეხებით. რა დასამალია და, შიმშილსაც...

გავაგრძელო? ნწ. არ გვინდა. გამგები უკვე გაიგებდა.

ჰოოდა, ახლა წინ რატომ არ მიუხაროდა ზიზის, - იმისაცა ვთქვათ ცოტა. არაფერი იცოდა და იმიტომ. რაც იცოდა, უკან დარჩა. პრიალა პარკეტზე პაკუნი, ტელეფონზე ჭუკჭუკი, ჰაიდნი, შოპენი, ყავა... და კონცერტები - ღია. დახურული...

წინ?

აგე, მიჯიყჯიყებს ზიზიიანი ავტობუსი გაზაფხულისპირული თოვა-წვიმებით გაფუებულ მინდვრებზე. ჯერაც ცივა. ჯერაც სუსხია. ჯერაც მოშაოდ პრიალებენ შიშველ-ტიტველი, სველი ხეები...

აგე, პატარა ფარა... სიცივისგან მობუზულ მწყემსს ცელოფანი წამოუხურავს თავზე, ფეხიდან ფეხზე ინაცვლებს, ხელებს იფშვნეტს... "ჰეეე-ო!" - ხანაც შეუძახებს სამწყსოს, დუნედ, მორჩილად, მყუდროდ შექუჩებულს... წვიმს. ცხვარსაც მატყლზე თანაბრად დასდებია თქორი და ავტობუსის მინაზეც, მოგროვდა, მოგროვდა და წამოგორდა წვეთები...

ზიზიმ ცივ მინას შუბლის კუთხე მიადო და წვიმას აჰყვა. აცრემლდა, მოკლედ. ატირდა და ფიქრობდა იმაზე, რომ... თუმცა ზიზი მუსიკით ფიქრობდა. შოპენის რომელიღაც "ფანტაზია-ექსპორტით" და იგი უჩუყებდა გულს და საიდან სადაო... სად შოპენი, სად კიდევ მუხრანის გადასახვევიდან ავტობუსით ჩიქჩიქი თოვლჭყაპიან გზაზე, მაგრამ მაინც, რაღაცნაირად, ესადაგებოდა ერთმანეთს და ზიზის ლოყებზეც, როგორც მინაზე წვიმის წვეთები, წამოგორდა კურცხალი...

ეჰ! ეს ისე... რა სისულელეა! ასწია ზიზიმ თავი და გაიხედა შორს. წვიმით დანისლული თავისი ახალი ცხოვრებისკენ...

მოკლედ, ჩამოვიდა ავტობუსიდან და წვიმით გაჭყეპილ, დამბალ მიწას რომ დააბიჯა, იმწამსვე მიხვდა, - "ფრანცუზკების" ჟამს ჩაევლო... კალოშის ჟამი დამდგარიყო.

შეაღო სველი, დამჩიჩული ხის ჭიშკარი. შევიდა თავის ეზოში. სულ ჭყაპა-ჭყუპით გაიარა დატბორილ მიწაზე და ჩამოლუმპული კიბით აივანზე ავიდა. აჰა! გასაღებიც ამოიღო პაწია, ვარდისფერი ლაქის ხელჩანთიდან და შევიდა შინ. ეგაა, მორჩა, ახალი ცხოვრებაც დაიწყო.

იმავდღეს, ან რად უნდოდათ მოხმობა, მაგრამ, მოუხმო ზიზიმ მეზობელ-გულშემატკივარს. ცოტა "ბეკერ"-ის ფულიც დაატრიალა და უკვე, საღამოს ცხრა-ათი საათისათვის, მისი სახლის საკვამურიდან კვამლი ადიოდა... ოთახში იმედიანად გუგუნებდა ღუმელი, აივანზე ბლომად დაჩეხილ-დაპობილი შეშა ელაგა, ღუმელზე ჩაიდანი თუხთუხებდა და ვის რა აღარ მოეტანა, კიდევ... ცხელ-ცხელი თონის პურიო და ერბოსავით ყველიო, ფელამუში და ჩურჩხელაო, მჭადის ფქვილი, კვერცხი, შინაური ლორი და მუხრანული მწვანილიო... და ზიზი, ღუმელს მიფიცხებული, სახეწამოწითლებული, ბედნიერსაც ჰგავდა.

- ახლა, მითომ, გაძლებ აქა? - მერამდენედ ეკითხება ნაზო, ეზოსყურის მეზობელი.

- გავძლებ, ალბათ, ნაზო... გავძლებ, - პასუხობს ზიზი.

- ემ ტალახში, ქალო? ემ ძროხებში და ღორებში? ქალაქელი ქალი. ბინებში ნაცხოვრები?!

- დააყენე ენა შენცა! რას უტეხ ქალს გულსა, - შეუტევს შავტუხა ანიკო.

- ან შენ რა ნახე აქა სიკეთეი და ან ამან რა უნდა ნახოს! ქალაქში ბინები მომცა და აქეთ თუ გამოვიხედო, ისიცა ნახე! - არ თმობს ნაზო...

- უიმეე, უიმეე... ქალო, შენ არ იყავი, აღდგომის წინა, ექიმთან რო გყვანდა ფიდოი, სამი დღითა, იგრეთი ჩამოხვედი, ლამის იყო, ძროხა და ღორი დაგეკოცნა მონატრებითა! შენ არ იყავი, ქალო? ჰაი, ჰაერი არა მყოფნიდა და, ჰაი, მიწაზე რო ვერა ვდგამდი ფეხსა და... ეხლა გამიხდი ქალაქელი ტურფაი?

- იიჰ... ამის ყბაში ჩავარდნასა... - მოტყდა ნაზო და იმავწუთს შეუტია, - ქალო, მე განა ვიძახი რო არ მიყვარსთქო! სულიცა მცვივა, ისე მიყვარს, მაგრამა, ძნელია, ამის ოხრობა აღარ იქნა, ძნელი...

- ადვილი ფელამუშის ჭამაა...

- ესა, შეუჩვეველი როა, იმას ვიძახი, თორე...

- შეუჩვეველია და შეეჩვევა... მა!

გაღიმებული ზიზი ცეცხლის სითბოს გაებრუებინა, მოეთენთა... ვითომ მასზე კი არა, ვიღაც სულ სხვაზე იყო საუბარი, ისე ისმენდა ქალების კამათს და თან... ეეჰ, რა არის მაინც ეს სულიერი წყობა... თუ რა ჰქვია?.. ისევ იმ შოპენის "ფანტაზია-ექსპრომტის" ფონზე ისმენდა და ხედავდა ყოველივეს და იმით გაჯერებული, რაღაცნაირად, შემწყნარებლურად იღიმებოდა...

მარტის ბოლოს "ბეკერ"-ის ფულით ზიზიმ შნოიანი წაბლა ძროხა იყიდა ნაზოსთან საზიაროდ.

ნაწვიმარზე მზეგამოხედული ამინდი იდგა. მიწას თბილი ოხშივარი ასდიოდა. ვითომ, - ყველაფერი ისევ ისე იყო... ვითომ! ჯერ ისევ შავ-თეთრი იყო არემარე. მიწა, ხეები... ჩამუქებული, ჩაშავებული, ალაგ-ალაგ სისველისგან მბზინავი ცივად... თვალისმომჭრელად... ცა - თეთრ-მორუხო, არეული, მზიან-ქარიანი... სიმწვანე არსად ჭაჭანებდა... მოკლედ, ვითომ ყველაფერი ისევ ისე იყო. არადა, მოდიოდა რაღაც! ყოველი მხრიდან... ციდან, მიწიდან, ყოველი მხრიდან რაღაც დიდი, ძლევამოსილი, ლამაზი მოდიოდა... ჯერ არ ჩანდა, მაგრამ მოდიოდა და ყველა ელოდა...

ზიზიმ, ნაზომ და ნაზოს ქმარმა ფიდომ წაბლა ძროხას ზიზის ეზოში უკრეს თავი, ეხლა თითქოს უფრო დაიმისეს, უფრო მშვიდად ახედ-დახედეს.

- კაი ძროხაა, - თქვა ფიდომ. - ინდე, რა ჯიქანი ააქ!

- მაა! - თქვა ნაზომ.

- წავედი აბა მე, - თქვა ფიდომ, - საქმე მააქ... გუდრონსა ვხარშავთ ზეითა...

- გუდრონა ხაარ, მართლა, გუდრონაი! - წააყოლა ნაზომ.

ჩამოსხდნენ აივანზე და ნაზომ საქმიანად იკითხა:

- რას დაარქმევ ეხლა ემ საქონელსა...

ზიზიმ, აბა, რა იცოდა.

- რა დავარქვა?

- რა ვი! წაბლაი, ლამაზაი... ნოთიაი... დაარქვი, რომელიც გაგეხარდება!

- კარმენი... ტოსკა... ნორმა...

დაიწყო ჩამოთვლა ზიზიმ.

- აიდა... მიმი... ვიოლეტა... ლუჩია...

- დაიცა, დაიცა... რა უცხოებია, ქალო, არც ერთი რო არ გამიგონია!

აი, ის კარგი იყო... კარგა მოხვდა ყურსა...

- ტოსკა?

- ნწ. არა, არა...

- ჩიო-ჩიო-სანი?

- უიმეე... ქალო, მაგდენი დრო სადაა, ძროხას ემსიგრძე სახელი უძახო!

- აიდა?

- ოოო! ჰაიდაი! ჰაიდა! კარგია ეგა. ჰაიდა იყოს! უფრო კარგია. ეხლა, განა ისინი ცუდები იყო, მაგრამა... ეს უფრო ძროხულია... ჰაიდა...

- ჰ არ უნდა. აიდა, - შეუსწორა ზიზიმ.

ერთი-ორი კვირის შემდეგ ზიზი უკვე მარჯვედ წველიდა ძროხას. პატარა სკამით მიუცუცქდებოდა აიდას ჯიქანთან... იდგა თივის, ნაკელის და რძის სუნი და ზიზი... - ჩხრ-ჩხრ! ჩხრ-ჩხრ! - კოხტად ასრიალებდა თითებს... იმ თითებს, როიალ "ბეკერ"-ზე მსუბუქად რომ დააქროლებდა ვალსებს და სონატებს...

ერთხელ, ალუბლობაზე, თბილისიდან დილის ავტობუსი რომ ჩამორიხინდა, თან ზიზის მეგობარი, მეგი ჩამოიყვანა. მეგის რომ, აი, იმ გაცნობის გაზეთში განცხადება გამოექვეყნებინა, შიგ ასეთები ეწერებოდა: "ვარ 50 წლის, მაღალი, წარმოსადეგი მანდილოსანი, ქერად შეღებილი თმით, მუდამ მოვლილი, პროფესიით - ხელოვნებათმცოდნე. მატერიალურად უზრუნველყოფილი. ვარ ქვრივი. შვილები დაბინავებულნი არიან საზღვარგარეთ. მამაკაცი, რომელსაც ყურადღებას მივაპყრობდი, უნდა იყოს ნამდვილი თბილისელი, სიმპათიური, შეძლებული" და ა.შ.

ჰო. აი ეს და ასეთი მეგი ორმა სამმა მისით აღფრთოვანებულმა ბავშვმა მიაცილა ზიზის სახლამდე და ზიზიც გამოვიდა... ცომიანი ხელებით, იმიტომ რომ პურს ზელდა, და შუბლთან, თმაზე ფქვილშეფრქვეული...

- ბოჟე მოოი, ზიიიზი! - ხელი ხელს შემოჰკრა მეგიმ და ამით, ფაქტიურად ყველაფერი თქვა. და რაც მერე კიდევ თქვა და ჟესტ-მიმიკა (ე.წ.) დახარჯა, - ისიც სულ ეს "ბოჟე მოოი, ზიზი" იყო.

ხოლო, როდესაც მეგიმ ზიზის ძროხის აიდობა გაიგო, ფსიქოლოგიური განსჯები წამოიწყო და ძირითადად იმეორებდა: "ზიზი, ეს ხომ დეფიციტია... ბოჟე მოი, ეს ხომ დეფიციტია, რაც..."

აჰ, თავისი დეფიციტების ამბავი ზიზიმ უკეთ არ იცოდა? მშვიდად იღიმებოდა და მალ-მალე ხან რას სთავაზობდა სტუმარს, ხან რას... ეს ჩემი მაწონიო... ეს ჩემი პურიო... ეს ჩემი ნადუღიო... ვაჰ, ბედნიერსაც რომ ჰგავდა?! მეგი მაინც ეჭვით აკვირდებოდა...

მერე ზიზიმ ალუბალი დაუკრიფა და საღამოს ავტობუსით თბილისისკენაც გამოისტუმრა... და იმან, მეგიმ ავტობუსში ასვლისას რომ გადაჰკოცნა, უჩურჩულა: "რა ვიცი, ზიზი... რა ვიცი..." და თან ჩამოტანილ ქალაქურ-ბუდუარულ სურნელთან ერთად ცოტა თივა-რძის, მიწა-ბალახ-ბულახის სურნელიც წაიყოლია და წავიდა...

დაბრუნდა ზიზი თავის ეზო-ყურეში. ბებერი კაკლის ძირას, ძელსკამზე ჩამოჯდა და დაიწყო ფიქრი იმ სიდიდის რაობაზე, რომლითაც მეგის დასცილებოდა. ეს არც დრო იყო... არც მანძილი... არც... მოკლედ, რაღაც შეუცნობელი, აქამდე უცნობი სიდიდე იყო...

ახლა სხვა რამეებზე დაიწყო ფიქრი ზიზიმ. გზის და დენის ქვითრებზე. ნასესხებ-გასტუმრებულ ლარებზე და ორლარიანებზე... გადამწვარ ტელევიზორზე... ჭურჭლის კარადად ქცეულ მაცივარზე...

იჰ, ერთი!..

შორს მდინარეს გადახრილი მზე დაადგა და აალაპლაპა ოქროსფრად. შინდზე ჩიტი შემოჯდა. ქანაობდა მსუბუქად და გალობდა... ქანაობდა და გალობდა...

ორღობეში ბავშვებმა ჩაირბინეს.

- სალომეეე... სააა-ლოოო... - იძახის ერთი თავდაუზოგავად.

ზიზი ჭიშკართან მივიდა და გასძახა:

- რომელი იძახდა ეხლა სალომეო?

- ჟუჟიაი, - უპასუხა რამდენიმემ.

- აბა, რომელი...

- მე, - წინ წამოდგა ჟუჟიაც. ალუბლის ჭამისგან ტუჩები დასწითლებოდა. ხელშიც ალუბლის კუნწულა ეჭირა. კაბაზე ბირკები დაჰკვროდა.

- აბა, მოდი ჩემთან, მოდი, საქმე მაქვს...

ჟუჟია ეზოში შემოვიდა.

- მოდი, მოდი, ჟუჟი... აქ ჩამომიჯექი...

გოგონა ძელსკამზე ჩამოჯდა. წითელქოშებიანი, დაკაწრული ფეხები ჰაერში გამოეკიდა.

- ბებოს სახელი გქვია? - ჰკითხა ზიზიმ.

- ჰო. ჟუჟუნა ჰქვია ჩემ ბაბოსაცა და...

- ჟუჟი, იცი, რომ ძალიან-ძალიან კარგი ხმა გაქვს?

გოგონამ თავი ჩაღუნა და მხრები აიჩეჩა. ფეხები გააქანავა ჰაერში.

- არ გინდა, მომღერალი გახდე?..

- რა ვი... - თქვა ჟუჟიამ. ალუბლის კუნწულას აწვალებდა თითებში.

- აბა, მოდი და რასაც მე დაგიმღერებ, ის გაიმეორე. კარგი? აბა... მი-ი-ი-ი-ი-ოოოოო-ოოო - დაარაკრაკა ზიზიმ.

ჟუჟია ფეხებს იქნევდა და თავჩაღუნული იჯდა. ყურები გაუწითლდა.

- მი-ი-ი-ი-ი-ო-ო-ო-ო. - ისევ დაუმღერა ზიზიმ.

- მიიიიიიოოოოო... - თავაუღებლად ჩაიდუდუნა ჟუჟიამ.

- კარგია. აბა, ეხლა ასე... ლა-ლაააა.

- ლა-ლაააა...

- ლა-ლა-ლააა.

- ლა-ლა-ლაააა.

- ა-აააა...

- ა-აააა...

- ჟუჟი, საოცარი ხმა გაქვს, - აღტაცებას ვერ მალავდა ზიზი, - ესეთი არაფერი მსმენია. სიმღერებისთვის ხარ გაჩენილი... გინდა... გინდა მუსიკაში გამეცადინო?

წათამამებულმა ჟუჟიამ დიდრონი თვალები შეანათა და თავი დაუქნია.

ზიზი კი... ზიზი თავზე ხელს უსვამდა, შორს, მოლაპლაპე მდინარისკენ იცქირებოდა და ხმადაბლა ამბობდა:

- მე შენთან მეორე მარია კალასი უნდა დავაყენო, ჟუჟი... იცი მარია კალასი? არ იცი?.. გაიგებ. ყველაფერს გაიგებ. ყველაფერს მოგიყვები. შენ მხოლოდ მე დამიჯერე... ჟუჟი... შენ მხოლოდ მომყევი, ჩემო გოგო... მერე... ნორმას იმღერებ... გაგიგია ნორმა?.. არ გაგიგია... ყველაფერს გაიგებ... ყველაფერს გაიგებ... მერე, ჟუჟი... შენ იმღერებ მილანში.. ლასკალას სცენაზე... მე კი, კულისებში ვიდგები და ვიტირებ... ხო? ხო, ჟუჟი?..

ჩამავალი მზე ლამაზ ოცნებასავით აბრჭყვიალებდა მდინარეს...

2001 წ.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Sat Apr 21, 2018 7:47 pm

თამრი ფხაკაძე

ბოლო გზაზე
(კინომოთხრობა)

ეს მოთხრობა არ არის ინდაურებზე.
ეს მოთხრობა სიყვარულზეა.
ეს მოთხრობა ცხოვრებისეულ თეატრზეა, სადაც ყველას აქვს თავისი მთავარი როლი და სადაც, ერთიც ვნახოთ და თეთრი გედი კი არა, არამედ შეუხედავი, სავსებით არაგრაციოზული ინდაური გამოფართხუნდება ერთხელაც სცენაზე და ისე დაუვიწყრად ითამაშებს, თქვენი მოწონებული! ცრემლთა დენა არ აგცდებათ!

...
დეკემბრის ერთ თეთრ დილას მოსე ბაბუამ ჩვეულებისამებრ აღარ გაიღვიძა უთენია, ჩვეულებისამებრ არ შეუნთო ღუმელში შეშას ფიჩხი და ტოლის ნაკუწი, ჩვეულებისამებრ არ მოიმარჯვა პატარა თასით სიმინდი, არ ჩადგა ფეხი ძველ ბოტებში და არ წაფრატუნდა საქათმისკენ, სადაც მის მოლოდინში ინდაურები მშვიდად ყურყუტებდნენ.
აღარ დაიძრა მეზობლებისკენ მოსე ბაბუას საკვამურიდან პატარა, შეჩვეულ ღრუბლად გახუხული პურის და შემწვარი კომშის სურნელიანი კვამლი, აღარც პაწია ქოთნით ადრიანად შემოდგმული ლობიოს ოხშივარი...
საათიც გავიდა. ორიც. მოსე ბაბუას ინდაურები ბნელში უკვე აფორიაქებულად დაწრიალებდნენ და შეშფოთებულად ლაღლაღებდნენ _ კაცთათვის გაუგებარ ენაზე
გამოთქვამდნენ შიშებს და ეჭვებს. საქათმის დამჩიჩულ ფიცრებს შორის შემოჭრილ მზის შუქს ალმაცერი მზერით აკვირდებოდნენ, თითქოს ცდილობდნენ ნათლის ამ პაწია ნაგლეჯებში დაენახათ ბნელით მოცული აწმყო და მომავალი.

...
ღობის იქით ახალგაზრდა ქალმა ჭაზე შემოდგა წყლით სავსე ვედრო, გათოშილი, გაწითლებული ხელები ერთ მუჭად შეკრა, რამდენჯერმე დაიორთქლა და თქვა:
_ მოხუცი არ ჩანს რაღაც. ინდაურებისთვისაც არ უჭმევია ეტყობა... ცეცხლიც არ დაუნთია...
ქმარი სახლის გადმოსათოვლად ემზადება, ნიჩაბს არჩევს იქვე, ფარდულში.
_ გადადი, რამე არ უჭირდეს, _ ამბობს თავაუწევლად.
_ გადამყევი, მეშინია მარტოს.
_ რისი, გოგო...
_ არ ვიცი.
კაცი ფარდულიდან გამოდის, ცას ასცქერის, თვალს უშტერებს ჩამოგუბებულ
სითეთრეს წამით, თითქოს ცოლის შეუცნობელი შიშის მთესველი იმ რაღაც უხილავის ხილვა უნდაო.
_ წამო, ჰა, გადავიდეთ, _ ამბობს.
...
მოხუცი კარს არასდროს კეტავდა არც შიგნიდან, არც გარედან.
შევიდნენ. ნახეს.
მოსე ბაბუა, ინდაურების მწყემსი, სხვა, დიდ მწყემსს გაჰყოლოდა მარადიული
მინდორ-ველებისკენ...
...
სოფელი არითმეტიკაა. მარტივი და უტყუარი ორჯერ ორი. წავლენ, წამოვლენ მეგაპოლისები _ ცათამბჯენებად წამოჭიმავენ ცხოვრებას, უმაღლესი მათემატიკის ფორმულებად გამოთვლიან, მრავალუცნობიან განტოლებებად აქცევენ და რა? ორჯერ
ორზე დგანან. სოფლის არითმეტიკაზე.
საძირკველი ეგაა.
სოფელი ანბანია: ანი, ბანი, განი, დონი... მიაწყდებიან, მოაწყდებიან მეგაპოლისები, ტრაქტატებად დადებენ, კონსტიტუციებად გაწერენ, დოქტრინებად აქცევენ ცხოვრების შუქ-ჩრდილებს, ადამიანური ურთიერთობების პროზა-პოეზიას ისევ და
ისევ ცათამბჯენებად აახვავებენ და ანბანზე კი დგას ყველაფერი, სოფელზე...
...
სიკვდილი დიდი მისტიკაა, მაგრამ მასაც აქვს საქმიანი მხარე.
მოსე ბაბუას ეზოში ხმადაბალი, საქმიანი საუბრებია.
შეშის ფარდულში შეგროვილან ქალები.
ორკესტრია. თავისი დირიჟორით.
თავისი პირველი ვიოლინოთი.
დოლებით და ფლეიტებით...
_ თქვენ ორმა ლობიო დაარჩიეთ, გარეცხეთ და ამ ქვაბში მოხარშეთ, _ თქვა დირიჟორმა. ღონიერი, ტანადი ქალია. აწყობილი, იმედიანი. დიდი ქვაბი თონეზე გადებულ ფიცარზე დადო. თბილი ჟაკეტის ჯიბიდან ქაღალდის ფურცელი ამოიღო
და ჩააცქერდა:
_ საკმაზი იზოს მოაქვს, ნიგოზი _ ლარისას, თევზზე წასული არიან კაცები, კარტოფილი სოსიკოს მოაქვს... ბრინჯი, ზეთი გვაქვს...
_ ვის მოაქვს, ვისია? _ აზუზუნდა რამდენიმე ვიოლონჩელო.
_ მე მომაქვს, _ ქალმა წამით ასწია თავი და ისევ ფურცელს ჩააცქერდა, _ ყველს ყველანი ჩამოვალთ თითო წველას ძროხიანები. ნადუღსაც. ღვინის ამბავი კაცებმა
იციან. ცოტა თვითონაც დარჩენია ცხონებულს და დათუნამ, ჩემსას დავამატებო მგონი... ჰო. კიდევ რა. მჭადს რას ვშვრებით?
_ მე და ლალი დავაცხობთ, _ ჩინჩლიანი ხმით ამბობს ფლეიტა, _ ჩვენი იყოს ფქვილიც და დაცხობაც.
_ კარგი ძალიან, _ ქალმა ჯიბიდან პასტა ამოიღო და რაღაც ჩანიშნა ფურცელზე, მჭადის ამბავი ალბათ, _ პურის ფქვილს ყველანი ჩამოვალთ თითო კილოს და ომარი ჩააცხობს ფურნეში, გაახარებს ღმერთი.
ახმიანდა ორკესტრი ცოტა ხანს.
მერე ჩაჩუმდა ისევ.
_ ლიმონათების ფულია დასადები და ეგაა.
_ რა უყვარდა საწყალს! _ ომახიანად ჩაჰბერა ვალტორნამ, _ ყოველ
მეორე დღეს ყიდულობდა ჩემთან. მსხალს უფრო. მსხლის ვიყიდოთ ახლაც,
რა არი!
_ სუფრებს, ჭურჭელს შენ და ნათიამ მიხედეთ, _ დირიჟორი მარჯვნივ
იქნევს ჯოხს, ორი ფაქიზი ვიოლინოსკენ, _ წკრიალებდეს ყველაფერი.
_ ნამცხვარს მე დავაცხობ, _ ოდნავ ყრუდ დაამღერა არფამ, _ ქადებს.
_ გაიხარე, სალომე, გაიხარე! ღმერთი შეგვეწევა, ქალებო, არაფერი დავიზაროთ, მადლია!
ნაზად, შეწყობილად ახმიანდა ორკესტრი. მელოდია სევდიანი და ოდნავ პათეტიურია. წუხან, ჩივიან საკრავები, კვნესიან...
ნაგუნდავები ბავშვები შემოგროვდნენ ეზოში, ლოყებდაწითლებულები,
დათოშილ-გახურებულები ერთდროულად. ორიოდე წუთით მოთოკილი,
დამორჩილებული ხალისი და მხიარულება მაინც უსხლტებათ ტუჩის კუთხეებში, თვალებში, აცმუკებულ ხელ-ფეხში...
აირია ორკესტრი, გაიფანტა სევდიანი მელოდია. დაფაცურდნენ ქალები:
_ კისერში გაყრია თოვლი, ბიჭო, რას ჰგავხარ!
_ დედა, ჩემი სიკვდილი! გაყინული გაქვს ლოყები სულ, სახლში გაიქეცი, დედიკო!
_ ქუდი რატომ არ გახურავს, შვილო!
_ სად იყავი, გოგო, მოგკლავს ბებიაშენი!
სიცოცხლე კოცონად აგუზგუზდა ერთბაშად სიკვდილის ნაფეხურებზე, თითქოს მინავლულ ცეცხლს ნავთი მიასხეს...
...
კაცები მარანში შეგროვებულან.
იაფფასიანი სიგარეტის მყრალი კვამლი ერევა თოვლის სუსხიან სურნელს.
ასწლოვანი საწნახლის თავზე არყიანი ბოთლი დგას, თონის პური დევს _ ნახატია. თლილი მინის პატარა ჭიქები უჭირავთ ხელში.
_ აცხონოს გამჩენმა ღმერთმა, _ ამბობს ერთი, ცოტა ხანს ფიქრიანად დასცქერის ჭიქას და გადაჰკრავს.
_ აცხონოს, ნათელში ამყოფოს, _ გადაჰკრეს სხვებმაც.
თოვამ იმატა. ჭის გვერდით მიმჯდარი შავი ძაღლი წამოდგა, დაფიფქული ბეწვი შეიფერთხა და ფარდულში შემოილალა, საწნახლის ქვეშ შეიყუჟა, თავი წინა თათებს დაადო და კაცებს ამოხედა. აწყლიანებულ თვალებში მსოფლიო სევდა ედგა.
_ ვისია? _ იკითხა ერთმა.
_ ჩემი, _ თქვა მეორემ, _ ასე დამდევს საცა წავალ.
_ ჩემი ქალზეა შეჩვეული, დაყვება ფეხდაფეხ, _ მესამემ.
_ თვითონ შეუჩენდი, რო ვიცი შენი ამბავი, _ მეოთხემ.
ხმადაბლა ჩაიხვიხვინეს, აფრუტუნდნენ.
_ ჰე, საქმეს მივხედოთ, საქმეს, _ პირველმა, _ ქვეყანა საქმეა!
_ რაღა საქმეა ამდენი, შე კაცო! მტერი და ავი, საფლავი, სასახლე, მოგვარებულია ყველაფერი. ზურია და კოტიკო თევზზე არიან წასული და ეგაა, ქალები კი აკეთებენ თავისას.
_ ამას უყურე! ბიჭო, მაგიდები და სკამები გადმოსატანია, ბრეზენტი გადასაჭიმი, დენი გადმოსაყვანი...
_ ეგ კიი..
_ აბა, ცხონებულის გაცოცხლება არ დაუვალებია ჩვენთვინ არავის...
_ ჰე, ერთიც ვთქვათ და...
ჩამოაწკრიალეს ერთიც ჭაჭა:
_ შეგვეწიოს, ჯანი მოგვცეს, გაძლება.
გადაჰკრეს. წაიტეხეს თონის პურის ლუკმა. ხელები, ცხვირები დასწითლებიათ, ფეხს ინაცვლებენ მალიმალ.
სულ აქვე, სულ ახლახანს ჩავლილი სიკვდილის ნაკვალევს თოვლი გამალებით ფარავს, ფაფუკი, ბრჭყვიალა თოვლი _ ლამაზი, მსუბუქი ნუგეში და თავის მოტყუება...

...
_ ახლა ერთი საქმე. ინდაურებს რა ვუყოთ? _ იკითხა ქალმა და დაკეცილი
ფურცელი ჟაკეტის ჯიბეში ჩაიდო.
_ უი, დედა, ინდაურები! _ ლოყაზე ხელი იტკიცა მეორემ, _ დავხოცეთ მშივრები, ქალო!
_ ვაჭამე მე, _ მესამემ, _ სიმინდი დავუყარე.
_ ჰოდა, იმას ვამბობდი, რა ვუყოთ მეთქი ინდაურებს? _ ისევ დასვა კითხვა
თავქალმა.
_ იყონ ასე ჯერ. ჯერ არავის ცალია მაგათთვინ...
_ დედა, რა მოუჭირა, ქალებო?! წამწვა ცხვირ-პირი!
გამალებით, რაღაცნაირად, საქმიანად თოვდა. დეკემბრის თოვლი _ ყველაზე თოვლი, ადვილად დასადები, ძნელად დასადნობი _ ამატებდა და ამატებდა, საათობრივ უბრუნებდა შნოს ნაფეხურებდამჩნეულს, ნავალს, შელახულს...
_ აღარც აიღებს თებერვლამდე...
_ მოკლედ, რახან ვერაფერს მეუბნებით, ასე ვიტყვი მე, _ თქვა ქალმა, _
ჯერ ასე და მერე ისე არ უნდა ამ საქმეს. არც დიდი მოცლა და არდადაგები.
თორმეტი ინდაურია სულ. ჰოდა, როგორც ყიდდა ცხონებული საახალწლოდ, ისე
დავყიდოთ ჩვენც, იმ ფასად.
_ სამ-სამ თუმნად?
_ ჰო. ოცდაათ-ოცდაათ ლარად. კი მოუწევს სამას სამოცი ლარი.
_ ისე დავინაწილოთ შე ქალო, რაღად უნდა საწყალ მოსეს ჩვენი 360 ლარი! ბილეთი აქვს ასაღები იქამდი თუ სასტუმროს ქირას მოთხოვენ!
რამდენიმემ ჩაიფხუკუნა, ხელისგული ააფარა უადგილო სიცილს.
_ ნუ იცი შენ წუპაკი ლაპარაკი, გოგო, _ თავქალმა, _ იმ თავის ნაშრომ და
ნაწვალებ ფულად ავდგებით და პატარა ქვას მაინც დავადგამთ! სოფელი ვართ თუ
რა ვართ! რაღაი არ გვხედავს, წავგლიჯოთ მკვდარს მისი ნაწვალები, ხომ?! ერთ საცივს გადავაყოლოთ სინდისი და ნამუსი?!
_ სწორია, სწორია, _ ქალებმა, _ ქვა დავადოთ, წავაწეროთ ლამაზად...
_ ვიხუმრე, შე ქალო...
_ გლახა არც ხუმრობა ვარგა და არც არაფერი...

...
ინდაურები მოწყენილად მდუმარებდნენ საქათმეში. უხალისოდ წაკენკეს უცხო
ხელით შემოყრილი მარცვალი. არსად ჩანდა ბებრულად მოცახცახე, დაკოჟრილი,
კეთილი და თითქოს მოლაპარაკე ხელები, რომლებისკენაც უფრო მიუხაროდათ, ვიდრე საკენკისკენ. ამ ხელებს ზაფხულიდან ზამთრამდე შემორჩენოდათ სურნელი
მოხარშული, ქატოგარეული ჭინჭრისა, რომელსაც ზოგჯერ პირდაპირ ხელისგულიდან კენკავდნენ... მაშინ ინდაურები პატარა, ღინღლიანი ჭუკები იყვნენ. ოჰ, რა კარგი იყო ამ კეთილ ხელებთან თამაში, ზედ შეხტომა, ჩამოხტომა, ისევ შეხტომა, ისევ ჩამოხტომა... ან ორ ხელს შორის, როგორც ბუდეში, ისე მოყუჩება... ამ ხელებით დაყრილ მარცვალს სხვა გემო ჰქონდა. შეჩვეული... თანაც ის ნაცნობი,
მოგურგურე ხმა! ის კეთილი ბუტბუტი და ჩიფჩიფი!...
რაღაც ხდებოდა.
დარეტიანებულებივით დაბორიალობდნენ ინდაურები ბნელ, უჟმურ და საშიშ საპყრობილედ ქცეულ საკუთარ სადგომში, აქამდე თბილსა და საიმედოში...
ღრიჭოებიდან ცივი, სუსხიანი სითეთრე ატანდა ალესილ, სახიფათო ნამსხვრევებად.


...
_ როგორ არ ჰყავდა, შვილო, ყველაც ჰყავდა საწყალს... _ კითხვაზე მიუგებდა
ახალგაზრდა რძალს დედამთილი, _ მე თვითონ ამ სოფლის რძალი ვარ და
წინაპრების არაფერი ვიცი, მაგრამ ისე, როგორც ახლა მე შენ გეუბნები, ცხონებული
ჩემი დედამთილისგან ვიცი, რომ ერთი და ჰყოლია, გაღმა გათხოვილი, კალმით ნახატი, ულამაზესი! აქაური ბიჭი ჰყვარებია და გაღმელს კი მოუტაცნია. იმ ქმარს გლახა სიმთვრალე ჰქონია, ეჭვიანიც ყოფილა. ერთხელაც გაგიჟებულა და ის საცოდავი თავისივე ნაწნავით მოუხრჩვია.
_ ნაწნავით?...
_ ნაწნავით.
_ უიმეე, _ დაიზაფრა გოგო, მერე უცებ გაიცინა, _ მგონია, თმა აღარ გავიზარდო ცხოვრებაში მაგის გამგონემ.
მჭადებს აცხობდნენ. დიდ ტაფაზე. პატარა, დახატულ კოკრებს. ხელისგულებში
ამრგვალებდნენ, აბრტყელებდნენ გუნდებს. ხელები ჰქონდათ _ მარდი და მოხერხებული, ოღონდ რძალს _ პუტკუნა და ოდნავ გაუბედავი, დედამთილს _ ხმელხმელი, მცოდნე, გაბედული.
_ ცოლიც ჰყავდა ცხონებულს. მე რომ მომიყვანეს, უკვე აღარ გამოდიოდა კარში.
სახსრებმა დააგდოო, ასე ვიცი და მე თუ მკითხავ, დარდმა დააგდო, სახსრები
რას უზამდა... აბა, ერბინა ეზოში შვილიშვილებს, სახსრები თუ მოერეოდა... შვილის
დარდმა მოიდნო, აშოროს ღმერთმა ყველას, შვილო...
_ ერთი ჰყავდათ?
_ ერთი. მე რომ მომიყვანეს, აღარ იყო უკვე... მაღარო ჩამონგრეულა და შიგ მოყოლილიყო... უიმე, გახედე, შენ შემოგევლე, ხოარ გამოასვენეს საცოდავი... რამე
შემოიცვი, ყინავს!
გოგომ ფაჩუჩები გაიხადა, წითელ ბოტებში წადგა ფეხები და გავიდა.
შემოვარდა ჩამთბარ შუშაბანდში სუსხი და ფანტელი.
ქალმა ცომიანი ხელები შეიფერთხა და სკამზე ჩამოჯდა.
ცეცხლი ტკაცუნობს ღუმელში. წითლად მანათობელი სამკუთხა ათინათი თამაშობს იატაკზე, ღუმლის კარწინ.
ქალმა ცეცხლს თვალი გაუშტერა, ყოფნა-არყოფნის ფიქრმა წაიღო ცოტა ხნით.


...
კაცები შეშის საჩეხს შეჰფარებოდნენ.
ორი-სამი მოხუცებული სკამებზე იჯდა.
_ რამდენით იყო, ესე იგი, თქვენზე უფროსი, სიმონ ბაბუა? _ ზედ ყურთან
ჩაეკითხა ყველაზე მხცოვანს ერთი, სიგარეტიანი ხელი განზე გაიშვირა თან.
_ რაო, ბაბუა? _ თოვლის ფიფქივით მსუბუქად იჯდა სკამზე მოხუცი.
_ უფროსი, უფროსი რამდენით იყო მეთქი მოსე, უფროსი!
_ კიი, უფროსი იყო, ბაბუა, აპა?
_ რამდენით, რამდენით!
_ ოთხმოცდაცხრის ვარ, ბაბუა, ოთხმოცდაცხრის.
_ ე ბიჭო, დაანებე თავი, არ ეყურება, ხო ხედავ!
არ ანებებს თავს, მაინც ჩასძახის:
_ უფროსი რამდენით იყო მოსე, უფროსი!
მორიდებულად, დაბნეულად იღიმება მოხუცი:
_ კიი, ძალიანი თოვაა ბაბუა, ძალიანი...
_ აგერ არაა მოსეს პასპორტი, თუ ასე გაინტერესებს ხნოვანება? _ გაცრეცილ
პასპორტს უწვდის ერთი იმას, დაჟინებულს, _ ასის ხდებოდა მარტში.
_ ასის?!
_ ასის...
სიჩუმე ჩამოდგა. ეჭვებშერთული, მაგრამ მაინც იმედიანი სიჩუმე.
ასის!
ჩუმად, თავისთვის, ბუნდოვნად კარგ ხასიათზე დადგა ყველა.
ასის...

...
პროცესია ნელა მიიკვლევს გზას თოვლში.
სულ წინ კუბო მიცურავს თეთრ ბურუსში, როგორც გემის ცხვირი.
_ არ არი ბუმბულივით? _ ამბობს ოთხთაგან ერთი.
_ აბა, ბიჭო! საწყალმა ნოდარამ რო ჩაგვაწყვიტა ჭაჭები, ღმერთმა ნათელში
ამყოფოს...
_ ორთავე, ორთავე, ისიც და ესიც...
თოვლი ჭრაჭუნობს ფეხქვეშ _ მშრალი თოვლი, ფიფქა თოვლი.
ქალები ქოლგებქვეშ შეყუჟულები მიდიან.
ქოლგები თეთრია ყველა, დათოვლილი.
_ ვინ დარჩა ესე იგი, ვინ ხედავს მაგიდებს? _ ხმადაბლა კითხულობს ერთი.
_ ნანიკო და რუსო დარჩნენ, _ პასუხობენ.
_ რაღაა მისახედი, შე ქალო, დალაგება უნდა მარტო თეფშებზე. მანამ მივტრიალდებით კიდეც გაშლიან...
_ პურები დამცხვარია, ხო?
_ კი, კი. ლობიო, წანდილი, ფლავი, კარტოფილი, მჭადები, ხაჭაპურები... მზადაა
ყველაფერი.
_ უჰ, ძაან ყინავს...
_ ძაან, ძაან...
_ ამნაირში ნუ მომკლავ, ღმერთო და რა გინდა ჩემგან!...
_ უჰ, ბეჩა ნაზი!
_ რა იყო, სულ ვიქნები თუ?
_ სულ ვინ ვიქნებით...
_ ძაან ხვატში და პაპანაქებაში სიკვდილს ამისთანაში მირჩევნია ისევ, _ ფაშფაშა, მძიმე ქალი ამბობს. სიკვდილზე ლაპარაკისთვის შეუსაბამოდ ლოყებღაჟღაჟა,
მკვრივსახიანი...
_ უი, ბეჩა! ახლა ამან დაიწყო! გაჩუმდით, გოგო...
მთები, თეთრი მთები გარინდულან გარშემო. სუსხი და სითეთრე ეჟვნის წკარუნივით ამკვეთრებს ყველა ბგერას, შორს არ უშვებს, იქვე ტოვებს.
შავი ძაღლი მიტუსტუსებს კაცების ფეხდაფეხ.
_ ინდაურების კარგად აგროვდა... _ ქოლგებქვეშ ამბობს ერთი, _ სუყველა
აქავე გაიყიდა, სოფელში.
_ მოსეს ინდაურს ვინ არ იყიდის, ქალო, ათასი შენი გყავდეს! დედა შვილს
ვერ მოუვლის, ის იმათ უვლიდა...
_ აბა, საწყალი...
_ უთენია გადიოდა ჭინჭარზე ზაფხულში. ახალ-ახალს უკრეფდა სულ, უხარშავდა...
_ საკუთარი ხელით აჭმევდა, ქალო, პაწია ბავშვებივით...
_ საწყალი...
მიიწევენ წინ.
დიდი, რუხი ხომალდი მიცურავს თითქოს თოვლის ზღვაში. თოვლმჭრელი, სახელად „მოსე ბაბუა”. წინ _ მსუბუქი, იოლი კუბო მიიკვლევს გზას მარადისობისკენ, ერთი დიდი ხომალდის ცხვირი, სხვა რა!
ღელე მილიკლიკებს გასიპულ, დათოვლილ ქვებს შორის, დათოვლილ ნაპირებს
შორის.
ტკაც! თოვლი იფრქვევა მისი სიმძიმით ჩამოტეხილი ტოტიდან.
_ ქალებო, _ ამბობს ერთი, _ ამდენ პუტუნ-პუტუნს, სირცხვილია ჩვენი, ვიტიროთ ეს საწყალი მოხუცებული ცოტა მაინც...
_ მართალია ისე...
_ ჰე, მანამ სოფელში ვართ... მანამ გავედით...
_ დაიწყე და...
_ დაიწყოს ვინმემ და...
_ შენ დაიწყე...
_ ჰე, დაიწყეთ რომელიმემ...
ვერ იწყებს ვერავინ.
ასი წელი! ასი წელი! _ ფარულ, შეუცნობელ აღტაცებად უდგათ გულებში... იმხელა
ნუგეშად... იიიმხელა შვებად...
_ ვერ ვიწყებ ვერაფრით ქალებო და რა ვქნა! განა არ მეცოდება, მარა...
_ მეც ასე, გოგო...
_ მეც...
_ გასაკვირი, პირდაპირ, რა გაგვიხდა ერთი კურცხალი...
არ ეტირებათ!
ასი წელი... ასი წელი ბუნდოვანი, გაუაზრებელი სიხარულის სხივად უდგათ
თვალებში და არა ცრემლად.
ამა სოფლის სოფელში მდუმარე ხომალდი მიცურავს სითეთრეში.
და უცებ ფრთების ფართქუნი მოისმის რომელიღაც ეზოდან. დიდი, თეთრი ინდაური ღობეზე შეფრენილა და კისერწამოწვდილი იმზირება ქვევით. მანძილს
ზომავს, ყოყმანობს, გადმოფრინდეს თუ არა.
და ხტება.
ძნელად, მოუქნელად მოფართხუნობს თოვლში, პროცესიას ეწევა და ლაღლაღით
მოსდევს კუდში.
მის ხმაზე მეორე ინდაური გამოიფხორება რომელიღაც შეღებული ჭიშკრიდან
და მოიჩქარის...
_ ქალო, ვისი არიან ეს ინდაურები? _ გამოცოცხლდა ქოლგისქვეშეთი.
_ ერთი ნანიკოსია, მეორე _ ანდროსი...
_ ქშ! აქშიო!
_ აქშა! გაბრუნდით უკან! აქშა! აბა თუ ეყურებათ რამე!
_ ბეჩა, მიხედონ მაინც..
_ ვინ მიხედავს, შე ქალო, ნანიკო იქ დარჩა, ანდროს კუბო მიაქვს...
მესამე ინდაური მოიფხორება წისქვილსუკნიდან. მეოთხე მოჩანს ორღობეში...
_ ესენი ვიღასია, ქალო...
_ არ ვიცი...
ოთხი ინდაური მიჰყვება პროცესიას და ხმამაღლა ლაღლაღებს. კაცებიდან უკან
იხედება რამდენიმე.
_ რა იყო, ვისები არიან...
_ აქშა, აქშა! _ წითელ ქოლგას იქნევს ახალი პატარძალი.
_ დაინახე, ქალო, ჩემიც რო მორბის!
მორბის, თოვლში ეფლობა და ისევ მორბის მეხუთე ინდაური, მოლაღლაღებს
გზად მოთქმით...
და უცებ ერთი აზრი მოგუდულ ჩოჩქოლად მოვარდება!
_ მოსეს ინდაურებია!
_ ტირიან, ქალო, ტირიან!
_ პატრონს ტირიან!
_ დედააა, რას ვხედავ ამას!
_ ვაიმე, მოსე ბაბუა, რატომ არ ხედავ, რა ამბავია, რატომ არ გესმის!..
_ იქნება ხედავს კიდეც და ესმის კიდეც, ბევრი ვიცით ჩვენ...
_ ამისთანა არაფერი მინახავს...
_ დედააა, დამბურძგლა სულ...
_ გვაჯობეს ინდაურებმა, ქალებო!
_ გვაჯობეს, გვაჯობეს...
_ მოსე ბაბუაააააა.. ამათ გამოხედეეეეე, ამათი სიყვარული ნახეეეეე...
წამოვიდა, წამოგორდა ალალი, გულიანი, დაუყვედრებელი ცრემლი.
მიმქრალი ნაღვერდალივით გაღვივდა,
გახურდა გულები, დაინთო ცეცხლად სიყვარული...
შედრკა სუსხი.
შელღვა თოვლი...

„ლიტერატურული გაზეთი“, 11 - 24 აპრილი, 2014

ბმული:
* http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/112948/1/Literaturuli_Gazeti_2014_N7.pdf

study


Last edited by Admin on Wed Apr 25, 2018 11:43 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Sat Apr 21, 2018 7:55 pm

თამრი ფხაკაძე

ვენერა და ბოტიჩე­ლი

სა­ღა­მო­ხანს ქა­რი ამ­ო­იჭ­რა, მო­ყა­რა ღრუ­ბე­ლი და მა­ლე კო­კის­პი­რულ­მა წვი­მა­მაც და­უშ­ვა. ვერ იტყ­ვის კა­ცი, პრეს­ტი­ჟულ უბ­ან­ში პრეს­ტი­ჟუ­ლად წვიმ­და და არ­აპ­რეს­ტი­ჟულ­ში – არ­აპ­რეს­ტი­ჟუ­ლა­დო.

ორ­ი­ვე­გან ერთ­ნა­ი­რად უთ­ქა­ფუ­ნებ­და. ერთ­ნა­ი­რად რეცხავ­და თქე­ში აქ­ეთ ელ­ი­ტა­რუ­ლი რეს­ტორ­ნის, იქ­ით კი მა­მა-პა­პუ­რი სა­ხინ­კ­ლის მი­ნებს. ერთ­ნა­ი­რად უშ­ხა­პუ­ნებ­და სა­ხუ­რა­ვებს, რა­ფებს, კი­ბე­ებს, ას­ფალტს… ერთ­ნა­ი­რად ლუმ­პავ­და ჭად­რებ­სა და ბზის ბუჩ­ქებს.

პრეს­ტი­ჟულ უბ­ან­ში სო­ლი­დუ­რი მა­მა­კა­ცი სო­ლი­დურ სა­ვარ­ძელ­ში ჩაფ­ლუ­ლი­ყო და ამ უეც­არ, ნაჩ­ქა­რევ თქეშ­ზე ფიქ­რობ­და. ფიქ­რობ­და და სა­გან­გე­ბო სე­სი­ას ამს­გავ­სებ­და. ქა­რის და­ბერ­ვა… ღრუბ­ლე­ბის უც­ებ შეყ­რა… თქე­ში… კენ­ჭის­ყ­რა… კონ­ს­ტი­ტუ­ცია… მუხ­ლე­ბი…

ახ­ლა სხვა მუხ­ლებ­ზე წა­მო­ე­ფიქ­რა. წა­ცურ­და ოც­ნე­ბებ­ში ბრა­სით… ბა­ტერ­ფ­ლა­ით… ბა­ყა­ყუ­რით. მე­რე სუ­ლაც, ძა­ლი­ან ღრმად ჩაყ­ვინ­თა… ჩა­ი­ძი­რა…

ტე­ლე­ფონს სატ­რ­ფოს ხე­ლი­ვით ნა­ზად დას­წ­ვ­და და პრეს­ტი­ჟუ­ლი უბ­ნი­დან არ­აპ­რეს­ტი­ჟულ­ში ზარ­მა გა­იწ­კ­რი­ა­ლა.

– ალო!

– ირ­მა… მე ვარ, სი­ცოცხ­ლე…

– დი­ახ. კი.

– წვიმს მან­დაც?

– კი… დი­ახ.

– არ მო­გე­ნატ­რე? არ შევ­ხ­ვ­დეთ?

– რა­ტო ჩურ­ჩუ­ლებთ?

– კარ­გი, კარ­გი პა­ა­ტა. შე­გეხ­მი­ა­ნე­ბი ცო­ტა ხან­ში. სპა­სი­ბა, ძმაო.

წვიმ­და კო­კის­პი­რუ­ლად. პირ­და­პირ და მი­კიბ-მო­კიბ­ვის გა­რე­შე.

ცო­ტა ხან­ში:

– ალო. ირ­მა, მე ვარ ის­ევ…

– რას ამ­ბობ­დით, რა პა­ა­ტაო?..

– რა ბავ­შ­ვი ხარ, ვგიჟ­დე­ბი! ჩე­მი ცო­ლი შე­მო­ვი­და.

– აა. მე­რე რა?

– ჰმ. მე­რე რაო… შე­ნი ნახ­ვა მინ­და, ირ­მუშ­კი. გინ­და რეს­ტო­რან­ში დაგ­პა­ტი­ჟო?

– რეს­ტო­რან­ში?

– ჰო. იცი, ამ წვი­მა­ში რა კარ­გი იქ­ნე­ბა?

– რა ვი­ცი.

– წა­ვი­დეთ?

– რა ვი­ცი. ნამ­ცხ­ვარს ვაცხობ ეხ­ლა და…

– მაგ ნამ­ცხ­ვ­რე­ბის ცხო­ბა-გა­ყიდ­ვა შე­ნი საქ­მე არაა, ჩე­მო სი­ცოცხ­ლე..

– აბა?

– აბა და კარგ რეს­ტო­რან­ში უნ­და იჯ­დე და იქ­ით უნ­და უკ­ვე­თავ­დე ნა­ირ-ნა­ირ ნამ­ცხ­ვარს. გა­მოპ­რან­ჭუ­ლი. ფე­ხი-ფეხ­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი. ფე­ხი გაკ­ლია, თუ…

– ხე­ლი!! გაგ­ლა­ხავ იც­ო­დე!

– რაო?

– ჩემ ძმას ვე­უბ­ნე­ბი… თქვენ არა. კრემს ჭამ­და და…

– თქვე­ნო­ბით რა­ტომ მე­ლა­პა­რა­კე­ბი, ირ­მა, გულს მტკენ… და­ი­კოც გყავს, პა­ტა­რა, ხო?

– კი, ეთ­უ­ნა.

– მოკ­ლედ, ჩა­იც­ვი ახ­ლა და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მანდ ვარ.

– ვერ დავ­ტო­ვებ…

– ნამ­ცხ­ვარს?

– ბავ­შ­ვებს. ნამ­ცხ­ვარს კი მოვ­რ­ჩე­ბი უკ­ვე…

– მმმ… და­უ­ტო­ვე ვინ­მეს… მე­ზო­ბელს…

– არ დარ­ჩე­ბი­ან ეს­ე­ნი სხვას­თან. ჩემ­ზე არ­ი­ან მო­წე­პე­ბუ­ლი.

– მა­გას არც მე და­ვი­წუ­ნებ­დი…

– გცემ, იც­ო­დე, შა­კო! მა­ცა­დე ლა­პა­რა­კი! მო­შორ­დი მა­გას!

– ალო!

– ალო. დი­ახ.

– მოკ­ლედ, უთ­ხა­რი შა­კოს, წა­ვალ ახ­ლა და მა­გარ კომ­პი­უ­ტერს მო­გი­ტან-თქო…

– არ უყ­ვარს ამ­ას მა­გი…

– არა? შენც, რაც უყ­ვარს, იმ­ას და­პირ­დი. ორ­ი­ვეს. ბიჭ­საც და გო­გო­საც.

– მარ­თ­ლა?

– აბა?! რა უყ­ვართ, მითხა­რი…

– ეთ­უ­ნას უყ­ვარს…

– ჰო. თქვი, ნუ გე­რი­დე­ბა.

– თბი­ლი პალ­ტო…

– ჰო­და, შე­ვი­ა­როთ და… შა­კოს რა უყ­ვარს?

– შა­კოს… თბი­ლი ბა­თინ­კი…

– თქვი, მე­რე ჩე­მო სი­ცოცხ­ლე! შენ თქვი და! ჩე­მი ტყუ­ი­ლი კაცს არ უნ­ა­ხავს ჯერ! მე რომ კაცს დავ­პირ­დე­ბი… მით უფ­რო, – ქალს…

წვიმ­და. უტ­ყუ­ა­რად, ალ­ალ­მარ­თ­ლად უშ­ხა­პუ­ნებ­და…

სწო­რედ ამ დროს არ­აპ­რეს­ტი­ჟუ­ლი­ვე უბ­ნის ერ­თი სა­ხინ­კ­ლი­დან ახ­ალ­გაზ­რ­და გა­მო­ვი­და. პილ­პილ­მოყ­რი­ლი ხინ­კ­ლით რის­კი­ა­ნად და­ნაყ­რე­ბუ­ლი, შე­ხუ­რე­ბუ­ლი და ჯი­ბე­და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი. მე­რე რა! აგ­ერ, მი­სი შინ­დის­ფე­რი, 80-იანი წლე­ბის “ჟი­გუ­ლი”, ზედ ტაქ­სის ნიშ­ნით. წა­ვა. გა­უყ­ვე­ბა ნელ-ნე­ლა გა­ლუმ­პულ ქუ­ჩებს. ტაქ­სია რა! ჩაჯ­დე­ბა ვინ­მე. ძმაო, ერ­თი იქ­ით წა­მიყ­ვა­ნე… და გაჩ­ნ­დე­ბა ორი კა­პი­კი! იქ­ნე­ბა რა, რა­მე იქ­ნე­ბა!

წა­მო­ი­წია ქურ­თუ­კის სა­ყე­ლო, მი­ირ­ბი­ნა მან­ქა­ნას­თან, ჩაჯ­და და გა­უყ­ვა და­ნი­აღ­ვ­რე­ბულ ას­ფალტს.

ო, რას წვიმ­და!

პრეს­ტი­ჟულ უბ­ან­ში სო­ლი­დუ­რი მა­მა­კა­ცი ცოლს სო­ლი­დუ­რად და­ეთხო­ვა, პა­ა­ტას ვი­თომ­გა­მო­ი­სო­ბით და არ­აპ­რეს­ტი­ჟუ­ლის­კენ გა­ას­რი­ა­ლა ვერ­ცხ­ლის­ფე­რი “მერ­სე­დე­სი”. იქ­ით, სა­დაც გო­გომ წინ­სა­ფა­რი ლურ­ს­მანს მი­ა­კი­და, გა­და­იც­ვა რაც უკ­ე­თე­სი ებ­ა­და, აიკ­რა თმა და ფან­ჯა­რას­თან დად­გა.

– მარ­თ­ლა მო­მი­ტან თბილ პალ­ტოს?

– მარ­თ­ლა, ჰო.

– მეც? მარ­თ­ლა მო­მი­ტან ბა­ტინ­კებს?

– ჰო. ჰო. ესე თქვა და…

– ვინ?

– ვინც. არაა შე­ნი საქ­მე.

– კამ­ფე­ტიც უთ­ხა­რი.

– და ბარ­ბი!

– ცო­ლად მო­გიყ­ვანს? – ეკ­ითხე­ბა შა­კო.

– ხო, აბა?! კა­რი არ­ა­ვის გა­უ­ღოთ.

– აუ, რა ბედ­ნი­ე­რი ხა­არ!.. – ლო­ყას ხე­ლის­გულ­ზე ჩა­მო­დებს ბი­ჭი.

– რა­ტო, ვი­თომ?

– მან­ქა­ნით რო იკ­ა­ტა­ვებ…

წვიმ­და…

წვიმ­და…

სიგ­ნა­ლის შემ­პა­რა­ვი ხმა გა­ის­მა.

გო­გო კი­ბე­ზე ჩარ­ბო­და. თან რა­ღაც არ სი­ა­მოვ­ნებ­და. ეუც­ხო­ვე­ბო­და რა­ღაც.

– კამ­ფე­ტე­ბი უთ­ხა­რი!

– ხო, კარ­გი, კარ­გი. ჩა­კე­ტეთ კა­რი.

– და ბარ­ბი!!

– ნამ­ცხ­ვა­რი არ შე­ჭა­მოთ! ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლია დი­ლით…

– არ შევ­ჭამთ…

წვიმს.

წვიმს.

შინ­დის­ფე­რი ტაქ­სი ელ­ი­ტა­რულ რეს­ტო­რან­თან შე­ჩერ­და. რა იცი, რა ხდე­ბა ას­ეთ თქეშ­ში… ვინ სად მი­დის… ვის რა უნ­და. მდი­და­რი ხალ­ხია. ფუ­ლი არ ენ­ა­ნე­ბა.

ცხე­ლი სა­ხინ­კ­ლის სი­ა­მეს ჯერ არ გა­ევ­ლო. აღ­არ ცი­ო­და. ახ­ლა რა­მე ლა­მაზ თავ­გა­და­სა­ვალ­ზე ოც­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და…

გვერ­დით ვერ­ცხ­ლის­ფე­რი მერ­სე­დე­სი შე­მო­უს­რი­ალ­და. წვი­მით ჩა­მო­ნა­რეცხ მი­ნებს იქ­ით გო­გო და­ი­ნა­ხა. იქ­ით – ფრი­ად სო­ლი­დუ­რი მა­მა­კა­ცი. სა­უბ­რო­ბენ. “ნე­ტა რა­ზე?.. პრინ­ციპ­ში, რა ჩე­მი საქ­მეა…”

წვიმ­და.

წვიმ­და.

ვერ­ცხ­ლის­ფერ მერ­სე­დეს­ში:

– ამ რეს­ტო­რან­ში მივ­დი­ვართ? – გო­გო ოდ­ნავ აბ­უ­ზუ­ლი, ოდ­ნავ შე­ში­ნე­ბუ­ლი გას­ც­ქე­რის აბრ­ჭყ­ვი­ა­ლე­ბულ მი­ნებს.

– არა. აქ არა. აქ ეხ­ლა, მე უნ­და ავ­ი­დე ცო­ტა ხნით. ალ­ი­ბი­სათ­ვის.

– რის­თ­ვის?

– ა-ლი-ბი-სთვის. აქ ეხ­ლა პა­ა­ტა ქე­ი­ფობს. ჩე­მი ძმა­კა­ცი. ავ­ალ ცო­ტა ხნით. გა­მი­გე? გა­მი­გე სი­ცოცხ­ლე? ალ­ი­ბი იცი რა არ­ის? არ იცი. შენ იცი ის… ნა­პა­ლე­ო­ნი… ჩი­ტის რძე…

– მა­ლე მოხ­ვალთ?.. მოხ­ვალ?

– სულ მა­ლე. რა­მე რო იყ­ოს, პა­ა­ტა იტყ­ვის, ჩემ­თან იყოო, რა!

– მე­რე რა?

– მოკ­ლედ, აი შენ, მაგ­ნი­ტო­ფონს ჩა­გირ­თავ. აჰა, შენ ჟურ­ნა­ლე­ბი… გა­მო­ვალ და წა­ვალთ. ამ­ა­ზე უკ­ე­თეს რეს­ტო­რან­ში.

– პალ­ტო და ბათ… – წა­მოც­და გო­გოს. გა­წით­ლ­და.

– რა­ზეა ლა­პა­რა­კი! ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა…

წვიმ­და…

წვიმ­და…

რეცხავ­და ტყუ­ილს და მარ­თალს…

ხინ­კ­ლის სი­ა­მე ნელ-ნე­ლა ქრე­ბო­და. არც ლა­მა­ზი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ჩან­და.

ტაქ­სის­ტი, – იგ­ი­ვე სან­დ­რო, – იგ­ი­ვე ერთ დროს მხატ­ვა­რი, – სა­ზურ­გეს გა­და­აწ­ვა და სი­გა­რე­ტი გა­ა­ბო­ლა.

წინ რეს­ტო­რა­ნი ბრჭყვი­ა­ლებ­და, რო­გორც ხო­მალ­დი ღა­მე­ულ ზღვა­ში.

– “თით­ქოს მი­ცუ­რავს” – გა­ი­ფიქ­რა…

ამ დროს მან­ქა­ნის კა­რის რბი­ლი ჯა­ხუ­ნი მო­ეს­მა. მო­ი­ხე­და. ვერ­ცხ­ლის­ფერ “მერ­სე­დეს­ში” გო­გო მარ­ტო დარ­ჩა. კა­ცი რეს­ტო­რან­ში შე­ვი­და. სო­ლი­დუ­რად.

გო­გოს ლა­მა­ზი პრო­ფი­ლი და აკ­ე­ცი­ლი ბუ­ლუ­ლა თმა აკ­ვა­რე­ლის გა­და­რეცხი­ლი ნა­ხა­ტი­ვით მო­ჩან­და წვი­მი­ან მი­ნებს იქ­ით.

წვიმ­და.

იქ, გა­ჩახ­ჩა­ხე­ბულ რეს­ტო­რან­ში კი:

– ვააა, ვინც მო­სუ­ლა, გა­უ­მარ­ჯოს! ვერ მო­ვა­ლო, და…

– მე და, ჩემს პა­ა­ტას­თან ვერ მი­ვი­დე?!

– აგ­ა­შე­ნა ღმერ­თ­მა! ბა­ტო­ნე­ბო, ბა­ტო­ნი მალ­ხა­ზი შე­მოგ­ვი­ერ­თ­და და…

– ცო­ტა ხნით, პა­ა­ტას ვე­ნაც­ვა­ლე… ცო­ტა ხნით, სამ­წუ­ხა­როდ გა­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მე მაქვს. მე­ლო­დე­ბი­ან.

ეგ­ე­თებ­ში გა­მოც­დი­ლი პა­ა­ტა და­ბალ ხმა­ზე ეუბ­ნე­ბა:

– ვინ გე­ლო­დე­ბა, შე გოთ­ვე­რა­ნო…

– ერ­თია…

– რა­ტო მე­რე? ორი ყო­ფი­ლი­ყო შე კა­ცო. გე­ფიქ­რა, ძმაო ძმა­კაც­ზე. გა­გე­კე­თე­ბი­ნა პრე­ზენ­ტი! კარ­გი, და­ჯე, და­ჯე, მო­იც­დის ვი­ღა­ცა. აბა, ბა­ტო­ნე­ბო… და ა.შ.

წვიმ­და…

“ერ­თი სა­ა­თი მა­ინც იქ­ნე­ბა, რაც მარ­ტო ზის ეს ჭუ­კი…” – ფიქ­რობ­და მხატ­ვარ­ყო­ფი­ლი ტაქ­სის­ტი 80-იანი წლე­ბის “ჟი­გულ­ში”.

“ცო­დოა ეს კაი გო­გო. ძა­ა­ნაც აზრ­ზე ვარ ეხ­ლა, მანდ რა პონ­ტი­ცაა…”

“პრინ­ციპ­ში, რა ჩე­მი საქ­მეა, ტო…”

“ჰმ! რო­გორ ზის?.. გა­მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი ჩი­ტი­ვით”.

“ეეე. გაფ­რინ­დი, ჩი­ტო, სა­ნამ ლა­მა­ზი ხარ. შენ ამ­ა­თი გა­ლი­ის არა ხარ”.

“რას ვა­ხუ­რებ, ეხ­ლა. პრინ­ციპ­ში, მე რა! იც­ის რაა ბი­ძამ, რა და რო­გორ…”

“აუ, რას წვიმს?”

“ისე, ბი­ძამ კი იც­ის თა­ვი­სი საქ­მე, მაგ­რამ ამ­ან?! ნა­ხე, ნა­ხე, რო­გორ ზის… ნე­ტა რა ფიქ­რე­ბი მო­უ­დის ეხ­ლა იმ ჩურ­ჩუ­ტა თავ­ში?..”

“ჯერ, ეტ­ყო­ბა, არ­ა­ფე­რია… არ­ა­ფე­რი არა აქვთ ჯერ. რა­მე რო იყ­ოს, გა­მოზ­მა­ნავ­და უკ­ვე. ჯერ ვერ უყ­ი­დია ბი­ძას…”

“აუ, და­ი­ხუ­თა, რა­ღაც…”

მი­ნა ჩა­მოს­წია. ერთ­მაგ მი­ნა­ში უკ­ეთ და­ი­ნა­ხა გო­გო. მერ­სე­დეს­ში მორ­ჩი­ლად, უთ­ავ­მოყ­ვა­რე­ოდ მომ­ლო­დი­ნე.

“შაჭყა­ლი!.. ეხ­ლა ავდ­გე­ბი და… გა­ვუ­ღი­მებ, რო­ცა მო­ი­ხე­დავს”…

და გა­უ­ღი­მა. გო­გო და­იბ­ნა და იქ­ით მი­ი­ხე­და.

“ჰმ! შერ­ჩხ­ვა!.. ისე, გე­მოვ­ნე­ბა კარ­გი გქო­ნია, ბი­ძა­ჩე­მო. ბო­ტი­ჩე­ლის ვე­ნე­რა გინ­და და­ით­რიო? ბო­ტი­ჩე­ლის ვე­ნე­რა გინ­და იყ­ი­დო, ჯი­გა­რო? მაგ­რამ, ეგ რო შე­უ­ფა­სე­ბე­ლია, ჩე­მი ძმა? რო არ იყ­ი­დე­ბა?..

სა­ი­დან­ღაც, ცე­ლო­ფან­წა­ფა­რე­ბუ­ლი დე­და­კა­ცი გაჩ­ნ­და.

– და­მეხ­მა­რე, შვი­ლო…

რას და­ეხ­მა­რე­ბო­და. სა­ხინ­კ­ლე­ში ამ­ო­იტ­რი­ა­ლა ჯი­ბე.

დე­და­კა­ცი ახ­ლა მერ­სე­დესს მი­ად­გა. მი­უ­კა­კუ­ნა.

– და­მეხ­მა­რე, გე­ნაც­ვა­ლე…

გო­გომ რის ვა­ი­ვაგ­ლა­ხით მი­აგ­ნო და მი­ნა ჩა­მოს­წია. დე­და­კაცს ხე­ლის­გულ­ზე ხურ­და და­უ­დო. ის­იც ბურ­ტყუნ-ბურ­ტყუ­ნით წაფ­რა­ტუნ­და.

ახ­ლა მხო­ლოდ წვი­მა­ღა ედ­გათ შუ­ა­ში. ორ­ი­ვე მი­ნა ჩა­მო­წე­უ­ლი იყო.

ად­გა და, ის­ევ გა­უ­ღი­მა გო­გოს.

– მე თქვენ არ გიც­ნობთ… – მო­ეს­მა წვი­მის იქ­ი­დან.

– იმ­ას ხო იც­ნობ, იმ­ას… – თა­ვი რეს­ტორ­ნის­კენ აუქ­ნია ვაჟ­მა.

“უნ­და მოვ­ტე­ხო აქ­ე­დან. უნ­და მოვ­ტე­ხო… ვე­ნე­რა – ბო­ტი­ჩე­ლის. მერ­სე­დე­სი – ბი­ძას. მა­გის…”

გო­გო ამ­დე­ნი ლო­დი­ნის­გან საკ­მა­ოდ დაღ­ლი­ლი ჩან­და.

– ტაქ­სი ხომ არ გჭირ­დე­ბა? – გას­ძა­ხა ვაჟ­მა შინ­დის­ფე­რი “ჟი­გუ­ლი­დან”.

– მე?! – გა­უკ­ვირ­და გო­გოს.

– შენ, შენ! შენ გჭირ­დე­ბა, თუ გჭირ­დე­ბა! სახ­ლ­ში წას­ვ­ლა არ გინ­და?

– სახ­ლ­ში?! – გო­გოს სა­ხე გა­მო­უ­ცოცხ­ლ­და. ამ თა­მა­შის ენა თით­ქოს, უც­ებ გა­ი­გო.

– მინ­და! მინ­და სახ­ლ­ში!

– მე­რე? აგ­ერ, ბა­ტო­ნო, ტაქ­სი!

“უნ­და მოვ­ტე­ხო აქ­ე­დან. უნ­და მოვ­ტე­ხო… ეგ­რე არაა, ბი­ძა­ჩე­მო, ვე­ნე­რე­ბი ეგ­რე და­ა­ი­ა­ფოთ… სიყ­ვა­რუ­ლის ქალ­ღ­მერ­თია ეგ… ბო­ზო­ბის და ახვ­რო­ბის კი არა…”

გო­გო აწ­რი­ალ­და. აფ­ო­რი­აქ­და. გა­საფ­რე­ნად მზად იყო.

შინ! თა­ვის სუფ­თა, მყუდ­რო ბუ­დის­კენ… მაგ­რამ ოდ­ნავ ფეხს ით­რევ­და.

“მან­ქა­ნის ფიქ­რი აქვს” – მიხ­ვ­და ვა­ჟი.

– გად­მო­დი და ეგ­რე და­ტო­ვე! მი­ხე­და­ვენ, შენ ნუ გე­ში­ნია.

– მარ­თ­ლა?

– მარ­თ­ლა, მარ­თ­ლა! ჰა, დრო­ზე ეხ­ლა! მო­ხიე მან­დე­დან!

და გო­გო­მაც “მო­ხია”. გად­მოფ­რ­თხი­ალ­და ვერ­ცხ­ლის­ფ­რად მო­ელ­ვა­რე გა­ლი­ი­დან და…

რამ­დე­ნი­მე წამ­ში მდი­ნა­რედ ქცე­ულ ქუ­ჩა­ზე მიშ­ხ­რი­ა­ლებ­დ­ნენ…

– შენ… თქვენ…

– მე ვარ სან­დ­რო ბო­ტი­ჩე­ლი.

– ბო­ტი… ვინ?

– ვაჟს გა­ე­ცი­ნა.

– არა, სან­დ­რო კი ვარ, მაგ­რამ ბო­ტი­ჩე­ლი არა, რათ­ქ­მა­უნ­და, შენ რა ყვე­ლა­ფე­რი გჯე­რა, ტო…

– რა­ტო…

– შე­ნი სა­ხე­ლი შე­გიძ­ლია არ მითხ­რა. ის­ე­დაც ვი­ცი. ვე­ნე­რა გქვია.

– ვე­ნე­რა?.. არა. ვე­ნე­რა დე­და­ჩემს ერქ­ვა… მე ირ­მა მქვია…

– ირ­მა არა, ის… ვე­ნე­რა ხარ შენ, გა­ი­გე? ვე-ნე-რა…

წვიმ­და…

წვიმ­და…

– აქ გა­ა­ჩე­რე, – თქვა გო­გომ.

მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის ხმა­ზე ფან­ჯა­რას ბავ­შ­ვე­ბი მო­აწყ­დ­ნენ.

– ეგე, ჩე­მი და და ძმა!.. მე მე­ლო­დე­ბი­ან.

– გინ­და, მან­ქა­ნით ვაგ­რი­ა­ლოთ?

– მართ… მარ­თ­ლა?!!

– მარ­თ­ლა, ჰო… ადი, ჩა­მო­იყ­ვა­ნე. ბენ­ზი­ნი ბლო­მად მის­ხია…

გო­გო კი­ბე­ზე არ­ბო­და. ფრთა­შეს­ხ­მუ­ლი.

“არ მინ­და იმ­ი­სი არ­ა­ფე­რი…

არც პალ­ტო… არც ბა­თინ­კი…”

წვიმ­და და არ­ცერ­თი წვე­თი არ ერია ტყუ­ი­ლი.

ნაღ­დად წვიმ­და… ძა­ლი­ან ნამ­დ­ვი­ლად…


2008


study


Last edited by Admin on Wed Apr 25, 2018 11:43 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Sat Apr 21, 2018 7:57 pm

თამრი ფხაკაძე

ბადე

გიჟ-გო­გი­ას ბა­დით თევ­ზა­ო­ბა ამქ­ვეყ­ნად ყვე­ლა­ფერს ერ­ჩია. კა­ცობ­რი­ო­ბი­სა­გან რად­რო და ჟა­მია ამ­ოკ­ვი­ა­ტე­ბულ კითხ­ვას – რა არ­ის ბედ­ნი­ე­რე­ბა? – გიჟ-გო­გია და­უ­ფიქ­რებ­ლად უპ­ა­სუ­ხებ­და, – მდი­ნა­რე­ში ბა­დით თევ­ზა­ო­ბაო.

ბედ­ნი­ე­რიც იყო. ერ­თი იმ­ი­ტომ, რომ იც­ო­და, რა აბ­ედ­ნი­ე­რებ­და. მე­ო­რეც იმ­ი­ტომ, რომ ის, რაც აბ­ედ­ნი­ე­რებ­და, არც მი­უწ­ვ­დო­მელ ნის­ლებ­ში იყო ჩაფ­ლუ­ლი და არც მტან­ჯ­ვე­ლად მი­უგ­ნე­ბე­ლი.

ჰა ბურ­თი და ჰა მო­ე­და­ნიო, რომ იტყ­ვი­ან! ჰა ბა­დე და ჰა მდი­ნა­რე… გიჟ-გო­გი­აც მზის ჩას­ვ­ლამ­დე ქსნის პი­რას და­ფუს­ფუ­სებ­და, წყალ­ში შე­დი­ო­და, გა­მო­დი­ო­და, სა­ა­თო­ბით იდ­გა ჩქერ­ში ბა­დე­მო­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი. თა­ვი­სას მხი­ა­რუ­ლობ­და. თა­ვი­სას აკ­ე­თებ­და. ლიც­ლი­ცა ტალ­ღე­ბი ტან­ზე ერთ­გუ­ლად ეალ­ერ­სე­ბო­და, სა­ხე­ში მდი­ნა­რის ნი­ავ­ქა­რი სცემ­და – გემ­რი­ე­ლი, ტე­ნი­ა­ნი, უღ­ა­ლა­ტო… წყალ­ში ჩაღ­ვ­რი­ლი მზის ბრჭყვი­ა­ლა ათ­ი­ნა­თე­ბი მის სი­მარ­ტო­ვეს ჯა­დოს­ნუ­რი სი­ლა­მა­ზის ალ­ყა­ში აქ­ცევ­და… თევ­ზე­ბის სრი­ალ-პრი­ა­ლი და სხმარ­ტა­ლი ხომ სულ ჭკუ­ა­ზე შლი­და! რომ ჩაც­ლი­და ბა­დეს კას­რ­ში და ერთ­მა­ნეთ­ზე ჩაკ­რულ-ასხ­მარ­ტა­ლე­ბულ დიდ-პა­ტა­რა თევზს და­ხე­დავ­და, ბედ­ნი­ე­რი იყო გიჟ-გო­გია…

ღმერ­თი, რჯუ­ლი, ეს თევ­ზი არც შემ­წ­ვა­რი უჭ­ა­მია, არც მო­ხარ­შუ­ლი. გიჟ-გო­გია მა­გის მუშ­ტა­რი არ იყო. თო­ნის პუ­რი, პრა­სი, ლო­ბიო და ცი­ვი წყა­ლი ყვე­ლა­ფერს ერ­ჩია.

ჰო­და, რომ ჩას­ც­ლი­და-მეთ­ქი კას­რ­ში ბა­დეს, ცო­ტა ხანს უყ­უ­რებ­და პირ­დაფ­ჩე­ნი­ლი, მოს­ხ­მარ­ტა­ლე თევ­ზე­ბის ტან­ჯ­ვას… სულ ცო­ტა ხანს… მე­რე და­ავ­ლებ­და კასრს ხელს, მდი­ნა­რეს თავ­დაღ­მა ჩა­უდ­გე­ბო­და და… სულ უნ­დო­და ხმა­მაღ­ლა და­ეყ­ვი­რა, მაგ­რამ გულ­ში დას­ძა­ხებ­და: “მი­ჩუქ­ნია თქვენ­თ­ვინ სი­ცოცხ­ლეეე”. მო­იქ­ნევ­და კასრს, და აბა, მა­შინ იყო ბედ­ნი­ე­რი თუ იყო! კუდს რომ მო­იქ­ნევ­და თევ­ზი და წყალს გა­ე­რე­ო­და, ჰე, – ჰე, – ჰე, – ჰე, – ჰე, – კას­რით ხელ­ში იდ­გა და ნაწყ­ვეტ-ნაწყ­ვეტ, ალ­ა­ლი გუ­ლით იც­ი­ნო­და ეს ჩვე­ნი მო­ა­ბა­დი, სოფ­ლის მალ­ხი­ნე­ბე­ლი გიჟ-გო­გია. თუმ­ცა, გი­ჟი რად იყო? გა­ნა ცო­ტას უოც­ნე­ბია, ნე­ტა ზო­ო­პარ­კის გა­ლი­ე­ბი და­მახ­ს­ნე­ვი­ნა და მხე­ცე­ბი გა­რეთ გა­მო­მაშ­ვე­ბი­ნაო… ან ჩი­ტე­ბი, იად­ონ-თუ­თი­ყუ­შე­ბი იმ გა­მო­კე­ტი­ლი­დან მაღ­ლა ცა­ში გა­მაფ­რე­ნი­ნაო…

გიჟ-გო­გი­ამ ოც­ნე­ბა ცხა­დად იქ­ცია. იჭ­ერ­და თევზს და უშ­ვებ­და. იჭ­ერ­და და უშ­ვებ­და. კი­დევ იჭ­ერ­და და უშ­ვებ­და…

და ბედ­ნი­ე­რი იყო.

ერთხე­ლაც, ძილ­ში კა­ცი გა­მო­ეცხა­და. ჭარ­მა­გი. დი­დე­ბუ­ლი სა­ნა­ხა­ვი. შიშ­ველ ტან­ზე წელ­თან თეთ­რი ქსო­ვი­ლი ერტყა. ერ­თი­ა­ნად მზით გა­რუ­ჯულს (თუმ­ცა იმ რუჯს რა­ღაც­ნა­ი­რი, მომ­წ­ვა­ნო ელ­ფე­რიც დაჰ­კ­რავ­და) სხე­ულ­ზე წყლის წვე­თე­ბი უბრ­წყი­ნავ­და. ხელ­ში ბა­დე ეჭ­ი­რა და ბიბ­ლი­ურ მო­ა­ბადს წა­ა­გავ­და. იმ კაც­მა გიჟ-გო­გი­ას უთხ­რა:

– მე შე­ნი პა­პის-პა­პა ვარ, ბი­ჭო. თეთ­რი სპი­რი­დო­ნი. მე­ბა­დუ­რო­ბას და­ეხ­სენ, თო­რემ მდი­ნა­რე­ში დაღ­რ­ჩო­ბა გი­წე­რია ჩემ­სა­ვით. შენ­თ­ვის, გო­გია, უკ­ე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ…

მაგ­რამ ცივ ოფლ­ში გაღ­ვ­რილ გიჟ-გო­გი­ას და­ფე­თე­ბულს გა­მო­ეღ­ვი­ძა და ეგ იყო, ვე­ღარ გა­ი­გო, რა იქ­ნე­ბო­და მის­თ­ვის უკ­ე­თე­სი.

მე­ო­რე დი­ლას ერ­თი კი გა­ხე­და მდი­ნა­რეს ალ­მა­ცე­რად და სა­თო­ხარ­ში გაჰ­ყ­ვა მე­ზო­ბელს ფე­ხე­ბის ფრა­ტუ­ნით. სა­ღა­მომ­დე ისე თოხ­ნა, თა­ვი არ აუღია.

– ბი­ჭო, რამ გა­გა­ცო­ფა, შე ოხ­ე­რო! თა­ვი ჩა­ა­კა­ლით­ქო, გითხა­რი?! – ხშირ-ხში­რად გას­ძა­ხო­და სა­ღა­მოს­პი­რის­კენ მე­ზო­ბე­ლი, მაგ­რამ გო­გია უბ­ა­გუ­ნებ­და და უბ­ა­გუ­ნებ­და თოხს გა­მომ­შ­რალ მი­წას, თვალს არ აც­ი­ლებ­და. თა­ვი­დან არ­ა­ფე­რი და, ნა­შუ­ად­ღევს მე­რე… გა­საკ­ვი­რია, რო­გორ, მაგ­რამ ის მი­წის შავ-შა­ვი გო­რო­ხე­ბი თან­და­თან ალ­იც­ლიც­და, აბრ­ჭყ­ვი­ალ­და და წყლის პა­წია ჭავ­ლებს და­ემ­ს­გავ­სა. მზის ჩას­ვ­ლი­სას ნი­ავ­მა უფ­რო და უფ­რო ძა­ლუ­მად რომ დაჰ­ბე­რა, გიჟ-გო­გი­ამ თო­ხი და­აგ­დო და თავ­დაღ­მარ­თ­ში სირ­ბი­ლით და­ეშ­ვა. ქსნის პი­რამ­დე არ შე­უს­ვე­ნია. იქ კი მო­ცე­ლი­ლი­ვით ჩა­ი­კე­ცა შეგ­რი­ლე­ბულ რი­ყე­ზე და მზე­ზე მობ­რ­ჭყ­ვი­ა­ლე წყალს ხარ­ბად, მო­ნუს­ხუ­ლი­ვით მი­აშ­ტერ­და. გაღ­მა ნა­პირ­ზე დი­დი ტი­რი­ფი წყლის­კენ თით­ქო უფ­რო გად­მოზ­ნე­ქი­ლი­ყო. გე­გო­ნე­ბო­დათ, ლა­მაზ ქალს თმა გა­უშ­ლია და მდი­ნა­რე­ში ალ­ივ­ლი­ვებ­სო… ბუჩ­ქ­ნა­რი­დან ჩი­ტე­ბის სტვე­ნა აღ­წევ­და. მზე წყალს გაჰ­რე­ო­და. გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე – ოქ­როს­ფე­რი ჭავ­ლე­ბი ნო­ტიო ნი­ავს რა­ღაც იდ­უ­მა­ლი, მაც­დუ­რი ბუტ­ბუ­ტით ავ­სებ­და, აბ­რუ­ებ­და.

გიჟ-გო­გია რი­ყე­ზე იჯ­და, მუხ­ლებ­ზე ნი­კაპ­ჩა­მო­დე­ბუ­ლი. თვა­ლებ­ში თავ­და­პირ­ვე­ლი ხარ­ბი აღ­ტა­ცე­ბა თან­და­თან უნ­ელ­დე­ბო­და და მის ად­გილს ნაღ­ვე­ლი იჭ­ერ­და. თეთ­რი სპი­რი­დო­ნას სიტყ­ვე­ბი გულს უკ­ოდ­და.

– წყალ­ში დაღ­რ­ჩო­ბა გი­წე­რია… წყალ­ში დაღ­რ­ჩო­ბა გი­წე­რია…

რი­ყემ გა­იხ­რი­ა­ლა. ვი­ღა­ცამ და­უ­ძა­ხა: – ბი­ჭო, გიჟ-გო­გია არა ხარ შე­ნა?

გიჟ-გო­გი­ამ იმ უდ­არ­დე­ლო­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი სი­ა­ლა­ლით გა­უკ­რი­ჭა:

– ჰო, მე ვარ.

– რა­ღა შე­ნა ხარ, ბა­დე ხელ­ში არ გი­ჭი­რავს და წყალს შო­რი­დან გას­ც­ქე­რი… რაო, და­ი­ლია თევ­ზი ქსან­ში?

– აღ­ა­რა ვთევ­ზა­ობ.

– ე! რა­თა ბი­ჭო!

– აიმ­ან ეგ­რე მითხ­რა… ძილ­ში მო­ლან­დე­ბულ­მა.

– ვინ მო­ლან­დე­ბულ­მა, ბი­ჭო, რა­ებს ბო­დავ…

– თეთ­რ­მა სპი­რი­დონ­მა, აი, ძილ­ში მა­მე­ლან­და და ისაო… შე­ნაო, მე­ბა­დუ­რო­ბას თა­ვი და­ა­ნე­ბე, წყალ­ში დაღ­რ­ჩო­ბა გი­წე­რიაო…

– ე?!

– ეგ­რეა…

– მე­რე­და, რა გა­გაძ­ლე­ბი­ნებს, შე სა­ცო­დაო, დღე­და­ღამ წყალ­ში ეგ­დე და…

– დღე­სა ვთოხ­ნე, – შეს­ცი­ნა გიჟ-გო­გი­ამ.

– ეეჰ! თა­ვი შე­ურ­ცხ­ვა იმ შენ სპი­რი­დო­ნა­სა… – ხე­ლი ჩა­იქ­ნია მგზავ­რ­მა და რი­ყის ხრი­ალ-ხრი­ა­ლით გა­უდ­გა გზას.

“რათ შე­ურ­ცხ­ვა… აბა, მაშ არ ეთქ­ვა და დავ­მ­ღ­რ­ჩ­ვა­ლი­ყა­ვი, არა?!” – ფიქ­რობ­და გიჟ-გო­გია.

ბინ­დი ჩა­მოწ­ვა. მე­რე და­ღამ­და. გიჟ-გო­გია სი­ცი­ვემ აიტ­ა­ნა. წა­მოდ­გა და ში­ნის­კენ წაფ­რა­ტუნ­და.

“ხვა­ლა­ცა ვთოხ­ნი, ზე­გა­ცა… მა­ზე­გა­ცა”, – ფიქ­რობ­და გულ­ში.

მაგ­რამ გა­თენ­და თუ არა, ქსნის პი­რას და­ერ­ჭო, ბა­დით და კას­რით ხელ­ში.

რი­ყე­ზე ჩაჯ­და. თეთრ სპი­რი­დო­ნა­ზე ცო­ტა არ იყ­ოს, გულ­მო­სუ­ლი იყო.

“ნე­ტა არ მოს­ც­ლო­დეს ზოგ-ზო­გი­ერ­თ­სა! სა­და­ცა არ­ის, იქ ეტ­ე­ო­დეს! რას მა­მე­ლან­და, რო მა­მე­ლან­და! მე ვე­ლან­დე­ბი იმ­ა­სა?!”

ბრა­ზი თან­და­თან ერ­ე­ო­და.

“ისა, არაა, გულ­ზე სკდე­ბა რო ის იქაა და მე აქა! ად­გა და გულ­ზე გა­ხეთ­ქილ­მა ყვა­ვი­ვით დამ­ჩხავ­ლა თავ­ზე­და. ვი­ნა სთხო­ვა, რო! ვთხო­ვე, მა­მე­ლან­დეთ-თქო? მი­ხე­დოს იმ თა­ვის სა­მოთხე­სა! მე, აქა არა, მინ­და წყალ­ში და­ვიღ­რ­ჩ­ვე­ბი და მინ­და კი­დე­ვა ისა… ცეცხ­ლ­ში და­ვიწ­ვე­ბი! ეგ­რე!”

გაბ­რა­ზე­ბულ­მა დას­ტა­ცა ბა­დეს ხე­ლი და თა­ვის საყ­ვა­რელ ჩქერ­ში შე­ვარ­და. ბა­დე მო­ის­რო­ლა და ჩა­ფი­ნა თა­ვი­სე­ბუ­რად.

ოჰო, ჰო, რა ეამა! რა ეამა ის გრი­ლი ალ­ერ­სი შიშ­ველ ფე­ხებ­ზე… ის წყლის იდ­უ­მა­ლი ბუტ­ბუ­ტი… გა­ხუ­რე­ბულ შუბ­ლ­ზე ის ნო­ტიო ნი­ა­ვის ფე­რე­ბა… აგე, თევ­ზიც გას­ხ­მარ­ტალ­და ბა­დე­ში!

“აბა, თუ და­ვიღ­რ­ჩე! აბა!” – გა­ი­ფიქ­რა გულ­მო­ცე­მულ­მა, თით­ქ­მის ძვე­ლე­ბუ­რად ბედ­ნი­ერ­მა გიჟ-გო­გი­ამ და სწო­რედ ამ დროს, წყალ­მა ფეხ­ქ­ვეშ მოზ­რ­დი­ლი ქვა გა­მო­ა­ცა­ლა და შე­უ­ქან­და, შე­უ­ქან­და გუ­ლი და ზუს­ტად მა­შინ მზე­საც შავ-შა­ვი ღრუ­ბე­ლი აეფ­ა­რა… მხი­ა­რუ­ლი ბზინ­ვა-ბრჭყვი­ა­ლი სა­შიშ ბინ­დ­ბუნ­დად იქ­ცა. წყლის რაკ­რა­კა ბუტ­ბუ­ტი რა­ღაც შემ­პა­რა­ვი, ბე­დის­წე­რა­სა­ვით იდ­უ­მა­ლი ხმით შე­იც­ვა­ლა და და­ზაფ­რულ გიჟ-გო­გი­ას სი­ცოცხ­ლე­ში პირ­ვე­ლად შე­ე­შინ­და თა­ვი­სი სა­ნუკ­ვა­რი მდი­ნა­რის… ბა­დეც იქ მი­ა­ტო­ვა და სლი­პი­ნა ქვებ­ზე ბორ­ძიკ-ბორ­ძი­კით ნა­პი­რის­კენ მი­აწყ­და. გუ­ლი ყელ­ში მობ­ჯე­ნო­და. მუხ­ლე­ბი ეკ­ე­ცე­ბო­და. მდი­ნა­რე კი თით­ქო ჩაფ­რე­ნო­და და არ უშ­ვებ­და.

ძლივს გა­აღ­წია. ღო­ნე­მიხ­დი­ლი რი­ყე­ზე ჩაჯ­და და ყუ­რებ­ში აბ­რა­გუ­ნე­ბულ გუ­ლის ხმას ჩა­უღ­რ­მავ­და.

მე­ო­რე, მე­სა­მე დღეს ხან ვის ეხ­მა­რა სა­თოხ­ნ­ში, ხან ვის. სო­ფელს მი­სი სიზ­მ­რის ამ­ბა­ვი მოს­დე­ბო­და. ზო­გი ეღ­ლა­ბუ­ცე­ბო­და, ზოგს ებ­რა­ლე­ბო­და…

ბად­რია მე­წის­ქ­ვი­ლის დე­დამ კაკ­ლის ჩე­რო­ში გვერ­დით მო­ის­ვა და უთხ­რა:

– ბი­ჭო, რას ჩა­მოგ­ტი­რის ცხვირ-პი­რი! მარ­თ­ლა იმ მდი­ნა­რე­ში ბა­დის ტურ­ტურს მის­ტი­რი ამ­ო­დე­ნა კა­ცი?

გიჟ-გო­გი­ამ თა­ვი ჩაჰ­კი­და.

– რათ აღ­არ თევ­ზა­ობ? – არ მო­ეშ­ვა ქა­ლი.

– გა­ნა არ იცი… სიზ­მარ­ში მო­ლან­დე­ბულ­მა მითხ­რა.

– ვი­ცი, ვი­ცი. მოვ­კა­რი ყუ­რი. აქ­ეთ მამ­ხე­დე, რა გითხ­რა. დარ­დი მოგ­კ­ლამს თუ მდი­ნა­რე, ერ­თი არაა? ნე­ტაი იმ სპი­რი­დო­ნას ყრან­ტალს რა ყურს უგ­დებ! რა­სა დნე­ბი სან­თე­ლი­ვი­თა! და­ი­ჭი ი შე­ნი ბა­დე და ით­ევ­ზა­ვე! გუ­ლი გა­ი­ხა­რე, ბევ­რი იც­ის სპი­რი­დო­ნა­მა!

გიჟ-გო­გი­ამ კი თქვა:

– ეგ­რე­ცა ვქე­ნი, მა­რა…

– მა­რა რა?

– მაღ­რ­ჩობ­და. რა­ღა რა…

– რა­ზე შე­ატყე, რო?

– ქვე­ბი გა­მა­მა­ცა­ლა ფეხ­ქ­ვე­ში­და­ნა და მივ­ქონ­დი…

დე­და­კა­ცი ჩა­ფიქ­რ­და. მე­რე მუხ­ლ­ზე ხე­ლი დაჰ­კ­რა გიჟ-გო­გი­ას:

– ბი­ჭო, რო­გორ აქ­ამ­დი ვერ მივ­ხ­ვ­დი! იმ­ა­ნა, სპი­რი­დო­ნა­მა, ქსან­ზე თქვა!

– ქსან­ზე?

– ქსან­ზე, მაშ! შე­ნა ქსან­ზე არ თევ­ზა­ობ ხოლ­მე

– ჰო.

– ჰო­და, შენც ჩა­დი და მტკვარ­ზე ით­ევ­ზა­ვე, შე და­ლოც­ვი­ლო! მტკვარ­ზე ხო არ უთქ­ვამს!

გა­ი­ხა­რა გიჟ-გო­გი­ამ. მტკვა­რი რა, იქ­ა­ვე არ იყო? შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი­ვით ზედ იმ­ის სახ­ლ­წინ არ ერთ­ვოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს მტკვა­რი და ქსა­ნი?!

მე­ო­რე დღეს მტკვარს მი­ა­შუ­რა. ახ­ა­ლი ბა­დით. გა­იძ­რო შარ­ვა­ლი. ბა­დე მო­ი­მარ­ჯ­ვა. წყალს მი­ად­გა. თბი­ლი თუაო და ფე­ხი ნა­პირ­თან­ვე გა­აჭყამ­პა­ლა წყალ­ში. თვა­ლი უფ­რო იქ­ით გა­ექ­ცა. იქ­ით, სა­დაც მდო­რედ, თა­ნაბ­რად მო­იზ­ნი­ქე­ბო­და სქელ-სქე­ლი, სა­ში­ში ტალ­ღე­ბი.

“სად იყო ამ­ო­დე­ნა წყა­ლი… რამ­დე­ნია, ბი­ჭოოო…” – ფიქ­რობ­და გიჟ-გო­გია. პირ­და­ღე­ბუ­ლი მიშ­ტე­რე­ბო­და მდი­ნა­რეს, თით­ქოს პირ­ვე­ლად ხე­დავ­სო. მე­რე მოტ­რი­ალ­და, შარ­ვა­ლი ჩა­იც­ვა და რი­ყე­ზე დაჯ­და.

“მარ­თა­ლია პა­პა­ჩე­მის პა­პაი… და­იღ­რ­ჩო­ბი მა რა მო­გი­ვა ემ­ო­დე­ნა წყალ­ში. დრო­ზე არ მითხ­რა, ბი­ჭოო?! ან აქ­ამ­დე რო­გორ არ და­ვიღ­რ­ჩე, ეგაა საქ­მე… ბე­დი რო მა­მე­ლან­და… ბე­დი!”

გა­დი­ო­და დღე­ე­ბი, დრო ის­ე­ვე თა­ნაბ­რად, მდო­რედ მი­ე­დი­ნე­ბო­და, რო­გორც მდი­ნა­რე.

გიჟ-გო­გი­ამ მო­იწყი­ნა. ისე მო­იწყი­ნა, გი­ჟო­ბი­თაც აღ­არ მი­მარ­თავ­დ­ნენ, გო­გი­ა­ო­ბით და­უწყეს მი­მარ­თ­ვა.

უფ­რო ხში­რად ქსნის პი­რას, ერთ ამ­ო­ჩე­მე­ბულ ლოდ­ზე იჯ­და და ჯო­ხით სი­ლა-კენ­ჭებს ქე­ქავ­და.

ერთ­ჯერ, ასე რომ იჯ­და, შო­რი­ახ­ლო ბი­ჭე­ბი თევ­ზა­ობ­დ­ნენ. ბა­დე კას­რ­ში რომ ჩა­ცა­ლეს, ერთ­მა გა­მოს­ძა­ხა:

– ჰეი! გო­გია! აქ მო­დი, ნა­ხე რა ამ­ბა­ვი თევ­ზია!

გიჟ-გო­გია წა­მო­იზ­ლაზ­ნა და იქ­ით გას­წია.

– ეს ვედ­რა შე­ნია. მაგ თევ­ზ­სა, რაც გინ­და, ის უყ­ა­ვი! – უთხ­რა იმ ბიჭ­მა, რო­მელ­მაც და­უ­ძა­ხა. სხვებ­მაც მხა­რი აუბ­ეს.

– შე­ნია, შე­ნი. რაც გინ­დო­დეს, ის უყ­ა­ვი.

კარ­გად იც­ოდ­ნენ გიჟ-გო­გი­ას გუ­ლის დარ­დი.

გიჟ-გო­გი­ა­მაც კასრს ხე­ლი წა­ავ­ლო და ისე, უბ­რა­ლოდ გა­ი­ფიქ­რა, მოწყე­ნი­ლად: “მი­ჩუქ­ნია თქვენ­თ­ვის სი­ცოცხ­ლეო!..” და თევ­ზე­ბიც უნ­დი­ლი ტყა­პატყუ­პით ჩაც­ვივ­დ­ნენ წყალ­ში.

კარ­გა ხანს გას­ც­ქე­რო­და იმ­ათ კვალს. მე­რე კას­რი სი­ლა­ზე დად­გა და გა­მოტ­რი­ალ­და… მად­ლო­ბაც და­ა­ვიწყ­და. სუ­ლაც და­ა­ვიწყ­და ის ბი­ჭე­ბი…

მზე ჩა­დი­ო­და. გიჟ-გო­გია ეზ­ოს ჭიშ­კარ­თან, ხის მორ­ზე იჯ­და. თო­ნის პურს ღიღ­ნი­და და სად­ღაც იყ­უ­რე­ბო­და… არ­სად, მი­სა­თი­თე­ბელ­ში, კაც­მა რომ თქვას…

ას­კილ­ზე შაშ­ვი შე­მოჯ­და და გა­ლო­ბას მოჰ­ყ­ვა.

ბინდ-ბუნ­დი ჩა­მოწ­ვა. უფ­რო. სულ უფ­რო. გიჟ-გო­გი­ას თვალ­ზე ცრემ­ლი გა­უბ­რ­წყინ­და. ლუკ­მას ცრემ­ლი ჩა­ა­ყო­ლა. მე­რე ას­ლუ­კუნ­და. თა­ვი მუხ­ლებ­ში ჩარ­გო და გუ­ლი ამ­ო­უჯ­და. მხრე­ბი უხ­ტო­და. ერ­თი­ა­ნად ცახ­ცა­ხებ­და, ახ­ლა თვი­თონ ჰგავ­და ბა­დე­ში მომ­წყ­ვ­დე­ულ, ასხ­მარ­ტა­ლე­ბულ თევზს…

სი­ცოცხ­ლის მჩუ­ქე­ბე­ლი კი არ­ა­ვინ ჩან­და…

2008


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4573
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   Mon Apr 23, 2018 11:06 am



Fkhakadze, Tamri - Tamri Pchakadse
Ein Garten im Kriegsgebiet. Erzählungen.
Übers.: Iunona Guruli
Dagyeli Verlag, August 2018 – ISBN: 978-3-935597-3

Zwei Brüder verlassen ihr Dorf in Richtung Hauptstadt. Der jüngere, Zaliko, will ein richtiger Großstädter werden und heiratet, der ältere, Robinson, wird von der Sehnsucht nach der alten Heimat geplagt. Zaliko fliegt mit seiner Frau nach Amerika, um eine angeblich schwere Krankheit behandeln zu lassen, Robinson kehrt in sein altes Dorf, mitten ins Kriegsgebiet, zurück. Dort erfährt er, dass sein Bruder Haus und Grundstück verkauft und damit seinen Amerikaflug finanziert hat. Damit nicht genug, schreibt ihm der Bruder, dass die Krankheit nur vorgetäuscht war. Aber von seinem Traum vom eigenen bebauten Land will Robinson nicht lassen. Auf einer benachbarten Brachwiese ackert und sät er, doch die Einschläge kommen immer näher. Die Nachbarn fliehen, einige Männer fallen im Kampf. Der neue Besitzer seines Vaterhauses vermacht ihm Robinsons einstiges Grundstück, um es zu schützen. Und Robinson bleibt, er ist entschlossen, seinen Garten zu verteidigen.

-- Aus der Broschüre: "Ehrengast Georgien, Neuerscheinungen in deutscher Sprache, Herbst 2017 – Dezember 2018", die Seite 9.

Link:
* https://www.book-fair.com/images/fbm/logos/fbm--ehrengast/2018/neuerscheinungsliste_georgien_april2018_64899.pdf

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: თამრი ფხაკაძე   

Back to top Go down
 
თამრი ფხაკაძე
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: