არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ირაკლი სამსონაძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ირაკლი სამსონაძე Empty
PostSubject: ირაკლი სამსონაძე   ირაკლი სამსონაძე EmptyFri Dec 17, 2010 1:19 pm

ირაკლი სამსონაძე Irakli13
Irakli Samsonadze

ირაკლი სამსონაძე

– (დ. 31 მაისი, 1961, თბილისი, საქართველო), ქართველი დრამატურგი, მწერალი.სექციების სია [ჩვენება]

ბიოგრაფია:

ირაკლი (ლაშა) გივის ძე სამსონაძე დაიბადა 1961 წლის 31 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1978-1983).

1985 წელს ჟურნალ “ხელოვნებაში” გამოქვეყნდა მისი პირველი პიესა “შუაღამისას”.

1992-1996 წლებში იყო ალმანახ “დრამატურგიის” მთავარი რედაქტორის მოადგილე, ხოლო 1996-98 წებში – ამავე ალმანახის მთავარი რედაქტორი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

არის საქართველოს მწერალთა კავშირის და თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი 1986 წლიდან დღემდე.

1988-1989 წლებში მუშაობდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” შემოქმედებით სახელოსნოში, რომელსაც ხელმნდძღვანელობდა რეზო თაბუკაშვილი, შექმნილი აქვს სცენარები.

გამოცემული წიგნები:
* „ტრიპტიქი“, თბილისი, "მერანი", 2000 წელი, (პიესები) – ISBN: 99929–16–08–2.
* „გარეუბანი“, თბილისი, გამომცემლობა "სანი", 2003 წელი, (მოთხრობები) - ISBN: 99940-705-7-6.
* "ყურთბალიში", თბილისი, გამომცემლობა "არეტე", 2004 წელი – ISBN: 99940-810-0-4
* "ინდაურის კვერცხი", თბილისი, გამომცემლობა "არეტე", 2010 წელი – ISBN: 978–99940–054–13–8


მისი სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები:
„ეტლი შარაგზაზე“, 1989, რეჟისორი დავით ქვარცხავა.
„დოგა დოგა“, 2006, რეჟ. დ. ქვარცხავა.

საქართველოს თეატრებში დადგმული სპექტაკლები:
“შუაღამისას” - ახალციხის თეატრი, 1985 წელი, რეჟისორი გ. მაცხონაშვილი.
“ბედნიერი ბილეთი” - შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 1986-87 წლების სეზონი, რეჟისორი გია ანთაძე.
“აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე” - შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 1990-91 წლების სეზონი, რეჟისორები: გოგა თავაძე და გ. ბარაბაძე, დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა.
“იქ სადაც ღვარად მოედინება” - შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 1995-96 წლების სეზონი, რეჟისორი გ. თავაძე.
“ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი” - შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 2006, 2007 და 2010 წლების სეზონი, რეჟისორები რობერტ სტურუა, ანდრო ენუქიძე.
“ბედნიერი ბილეთი” - მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 1986-87 წლების სეზონი, რეჟ. შალვა გაწერელია.
“აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე” – მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 1990-91 წლების სეზონი, რეჟისორი შალვა გაწრელია.
“შუაღამისას” - ახმეტელის თეატრი, 1986-87 წლების სეზონი, რეჟისორი მარლენ ბესტავაშვილი.
“აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე” – ახმეტელის თეატრი, 1991-92 წლების სეზონი, რეჟიოსორი გიორგი შალუტაშვილი.
“მეხუთე პერსონაჟი” – ახმეტელის თეატრი, 2007-008 წლების სეზონი, რეჟ. გ. შალუტაშვილი.
“იქ, სადაც ღვარად მოედინება” - რუსთავის დრამატული თეატრი, 1995-96 წლების სეზონი, რეჟისორი კ. აბაშიძე.
“ტელეშოუ მიწისძვრის სინდრომით დაავადებულთათვის” – რუსთავის დრამატული თეატრი, 1996-97 წლების სეზონი, რეჟისორი ლ. სვანაძე.
“ინდაურ ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი” - საბავშვო ზღაპარი რეჟისორი კ. აბაშიძე , 1996-97 წლების სეზონი.
“აბეშურა – ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი” - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, 2003 – 04 წლების სეზონი, რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე.
“ბებო მარიამი, ანუ ტრადიციული ქართული სუფრა” - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, 2005-06 წლების სეზონი, რეჟისორი ნ. ლორთქიფანიძე.
“ხილვები გზაგასაყართან” - ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2003 – 04 წლების სეზონი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია.
” მეხუთე პერსონაჟი” - ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2007 – 08 წლების სეზონი, რეჟისორი გ. შალუტაშვილი.
“სიყვარული კვარცხლბეკზე - “თეატრში ათონელზე”, 2007 წელი, რეჟისორი ანდრო ენუქიძე.
“კონსენსუსი” - 2008 წელი, რეჟისორი დ. ქვარცხავა.
“საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში” - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2005-06 წლების სეზონი.
2007 წელს რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე განხორციელდა პირველი ქართული თეატრალური სერიალი “13-12 = 1″ (სერიალის ავტორი – ი. სამსონაძე, რეჟისორი – ნ. ხუსკივაძე, დადგმის ხელმძღვანელი რ.სტურუა).
"ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით" (კომიკური იგავი ერთ მოქმედებად, გიორგი თავაძესთან თანაავტორობით)
"დაბოლილი მთვარე გაპრიალებულ იატაკზე" (ირაკლი სამსონაძის და გოგა თავაძის კომიკური იგავი) – შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 2009–10 წლების სეზონი, რეჟისორი გოგა თავაძე

მინიჭებული პრემიები:
სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (პიესების კრებული “ტრიპტიქი”, 2001 წელი).
ლიტერატურული პრემია “კვალის” ლაურეატი 2002 წელი მცირე რომანისათვის “ყურთბალიში”.
ლიტერატურული პრემია “საბას” ლაურეატი დრამატურგიაში 2005 წელს (მონოპიესა “ბებო მარიამი, ანუ ტრადიციული ქართული სუფრა”).
სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია “დავით აღმაშენებელი” პიესისათვის “აბეშურა – ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი”, 2010 წელი.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის 2010 წლის კონკურსზე „ახალი ქართული პიესა“ პირველი პრემია დაიმსახურა ირაკლი სამსონაძის ნამუშევარმა „კლინიკური ქორწინება“.

ბმულები:
* http://ka.wikipedia.org/wiki/ირაკლი_სამსონაძე
* https://www.facebook.com/IrakliSamsonadzeIrakliSamsonadze/
* https://www.intelekti.ge/author_ge.php?id=5
* https://1tv.ge/elit_author/irakli-samsonadze/
* http://book.gov.ge/en/author/samsonadze-irakli/35
* http://www.bu.org.ge/m1196?lang=geo
* http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=330
* https://www.imdb.com/name/nm8684883/
* http://literatursalon-euterpe.de/IrakliSamsonadze.php

Exclamation


ბენეფისი - ირაკლი სამსონაძე
Iberia TV
Published on Jun 4, 2016

study


Last edited by Admin on Tue Mar 12, 2019 4:23 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ირაკლი სამსონაძე Empty
PostSubject: Re: ირაკლი სამსონაძე   ირაკლი სამსონაძე EmptyFri Dec 17, 2010 1:22 pm

ირაკლი სამსონაძე Irakli10
Irakli Samsonadze©️Photo by Maka Miqeladze, 2011

ირაკლი სამსონაძე

ორნი ყველას წინააღმდეგ

ამ დაკარგულ ცხოვრებაში მართლაც რომ ბევრი დაიკარგა, მათ შორის გოჩა და ნიკო. ორმოცისთვის მიეღწიათ, მაგრამ ვერც ოჯახს მოჰკიდებოდნენ და არც საყვარელი საქმე გააჩნდათ. თანაკლასელები იყვნენ. თუმცა, მათი მეგობრობა დიდ დროს არ ითვლიდა. მოწაფეობის ხანაში არ ძმაკაცობდნენ. სტუდენტობისას მითუმეტეს. სამი თუ ოთხი წლის წინ აღმოაჩინა ნიკომ გოჩა, გოჩამ კი ნიკო, რადგან სწორედ მაშინ შეუდგნენ ლოთობის ერთფეროვან, მომქანცველ გზას. არა, თხრილში თუ ქვაფენილზე მძინარე არავის ენახა ისინი. ხელგაწვდილებს ჯერჯერობით არ ჩამოევლოთ სახინკლეში და არც სხვისგან დატოვებული ლუდით დაესველებინათ გამომშრალი ხახა. აქამდე არ მისულიყო მათი საქმე, მაგრამ ამისკენ კი მიდიოდნენ თანდათანობით; ამ გზაზე იდგნენ, შეიძლება ითქვას, გზის შუაწელს მიახლოებოდნენ, კაცისთვის ყველაზე დამამცირებელი ფეხებზე მკიდაობა გზის მეორე მონაკვეთში ჩამომჯდარიყო ქვაზე და გულდინჯი თავდაჯერებით ელოდა ორივეს. ამჟამად კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ გოჩასა და ნიკოს ინტერესთა სფერო უაღრესად დაუკონკრეტდათ, ბრინჯის მარცვალივით დაუპატარავდათ და ისეთი მაღალი, მყარად ნაგები ღობით შემოესაზღვრათ, გეგონება, დიდი სიმდიდრის პატრონები არიან და თავის საუნჯეს ქურდის ცბიერ თვალს არიდებენო. არაყი და არაყი – ფიქრის ასარიდებლად თუ დარდის მოსაკლავად; ან სულაც იმიტომ, რომ მოთხოვნილებად ქცეულიყო სასმელი, მორჩა და გათავდა.

გოჩამ თბილისის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. მშობლები სტუდენტობისას გარდაეცვალა. ჯერ მამა – მსმელი, შარიანი კაცი; შემდეგ, მეხუთე კურსზე, დედა – ჩუმი, რაღაცით მუდამ დამფრთხალი ქალი. ხასიათით დედას ჰგავდა, გარეგნობით მამას. ყოველ შემთხვევაში, მამამისივით სუსტი მხედველობა ჰქონდა და ამიტომაც სათვალეს ატარებდა. მინების მიღმა ბაყაყივით ცივი, დაჭყეტილი თვალები მოუჩანდა გოჩას, მაგრამ საკმარისი იყო სათვალე მოეხსნა, იმ წამს იგრძნობდით, რა უბოროტო და უსუსური კაცი იდგა თქვენს წინაშე. განსაკუთრებით მაშინ მჟღავნდებოდა გოჩას უსუსურობა, როცა რაიმე საბუთის მოპოვება ხდებოდა აუცილებელი. თრგუნავდა სახელმწიფო დაწესებულებათა დერეფნები და მოხელეთა გაუგებარი ენა. სულელი კი არ იყო, იცოდა რატომაც იქმნებოდა ასეთი გადაულახავი წინაღობები უბრალო ცნობის ასაღებად, მაგრამ ვერ ახერხებდა ისე მოქცევას, როგორც უნდა მოქცეულიყო, ან, რასაც ელოდნენ მისგან. ამით კიდევ უფრო ითრგუნებოდა; ეჩვენებოდა, რომ ოფლიან ხელისგულში ნაწვალები ფული სამარცხვინოდ დასველებულიყო და საკუთარი მოუქნელობით შეწუხებული, მადლობითა თუ ბოდიშით ეცლებოდა მძიმე დერეფნებსა და თითქოს სწორედ ამ დერეფნებისთვის შექმნილ მკაცრ, უგერგილო, გაღეჭილ ადამიანებს. მოკლედ რომ ვთქვათ, მორიდებული, წესიერი ადამიანი იყო ბუნებით; მართლაც დაკარგული ამ დაკარგული ცხოვრებისთვის, მართლაც თავის თავსღა შერჩენილი. ჰო, პატარა ეშმაკობას თუ არ ჩავუთვლით უწესობად. ავტოფარეხის დარაჯად მუშაობდა და რადგან ზამთრის ღამეები ასეთი ცივი იყო, შემოდგომისა ასეთი სევდიანი, ზაფხულისა ასეთი ჩახუთული და გაზაფხულისა ასეთი ლამაზი; ხოლო ავტოფარეხის მეპატრონე კრძალავდა სამუშაო საათებში ყოველგვარ სასმელს, გოჩამ მურას სადგომთან მოიძია ერთი მიჩუმათებული ადგილი და იქ გადამალა ჭიქა, ჭიქასთან ერთად კი ბოთლით არაყი. ჩამოუვლიდა ღამით ავტოფარეხს, იქითაც მიაქცევდა ყურადღებას, აქეთაც მიხედავდა მისახედს, მაგრამ მურას სადგომთან ცოტა მეტხანს შეყოვნდებოდა. ჩაიჩოქებდა, რათა უცხო თვალს არ შეენიშნა, არაყს ჩამოასხამდა ჭიქაში, გადაჰკრავდა, ნაცნობი სუნით სუნთქვას გაიხსნიდა, უფილტრო სიგარეტს ჩაანაფაზებდა და მერეღა წამოდგებოდა ფეხზე. შესაძლოა, ხვდებოდნენ მის ეშმაკობას. ალბათ ხვდებოდნენ კიდეც, მაგრამ მორიგეობისას ისე არასოდეს თვრებოდა, რომ ფეხი არეოდა; თანაც უპრეტენზიო, წესიერი კაცი იყო, მხოლოდ წამლად იღებდა სამუშაოზე სასმელს, ჰოდა, ისინიც პატიობდნენ.

ნიკო გოჩაზე შფოთიანი გახლდათ. წარსულის მოგონებებში უყვარდა ხელის ფათური. იქ დაეძებდა რაღაცას. როგორც წესი, გაზვიადებულად წარმოაჩენდა ხოლმე თავს. თურმე ბიჭობაში მასაც ეთქმოდა სიტყვა უბანში; პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბიჭებთან ერთად, თურმე, ხშირი სტუმარი იყო ლუდის ბარისა და რადგან ოციდან ოცდახუთ კათხამდე ლუდს სვამდა, ნიძლავებს იგებდა; პრარაბად მუშაობისას, თურმე, იმდენი ფული ეშოვნა, რომ ბარე ორს არ დასიზმრებია. ასეთი, თურმე, ბევრი იყო ნიკოს მოგონებათა სკივრში. ყოფილ ცოლს, თურმე, ერთი გადაკრული სიტყვა არ აპატია და ამიტომ მიუთითა კარზე. ცალკე ოჯახად მცხოვრები ძმა ფულს კი არ ჩუქნიდა, არამედ, ნიკოს ვალს ისტუმრებდა, რადგან თავის დროზე მასზეც დიდი ამაგი ჰქონდა, თურმე, ნიკოზე და მოხუც მშობლებზეც. ამ მოსაწყენ მელოდიაზე, მოსაწყენი, ხშირად გამეორებული სიტყვებით ერეკებოდა თავისას შფოთიან, ლაყაფა სიმთვრალეებში. სიფხიზლეში კი გოჩასავით ჩუმი იყო.

ასეთი დღეებიც გამოერეოდა ხოლმე გოჩასა და ნიკოს ცხოვრებაში. რამდენიმე ფხიზელი დღე, რადგან ჯერ კიდევ ფეთქავს თავდაცვის ინსტინქტი და უფრო ძალუმად ფეთქავს სასმელისგან გაღიზიანებული ნაღველი. ერთ კვირამდეც გაუძლიათ ასე, მაგრამ უინტერესო, არასრული არსებობით შეძრულებს ისევ არყით გაუქარვებიათ ეს არასასიამოვნო შეგრძნება. ძირითადად ჩამოსასხმელ სპირტსა და ჩამოსასხმელ ჭაჭას სვამდნენ (კაცმა არ იცის, ჭაჭა იყო თუ არა). ის უფრო იაფიც ჯდებოდა და მიზანსაც უფრო მალე აღწევდა. ამიტომაც ასდიოდათ ცოტა მჟავე სუნი. დღიდან დღემდე ლოთობაში ჩართულ ადამიანს ავიწყდება, რომ აბანო თუ აბაზანა არსებობს ქვეყნად. დილაობით, უჟმურ პახმელიაზე გაახსენდებათ ხოლმე. ალბათ, ამიტომაც იბანენ პირს ასეთი საქმიანი, ნერვიული მოძრაობებით. თმას გულდასმით ისველებენ ცივი წყლით. ამის შემდეგ პირსახოცით შეიმშრალებენ. გაქონილი, დატკეპნილი თმა არაბუნებრივად იწყებს ბზინვას და სავარცხლის ნაკვალევს სწორ, თანაბარზომიერ ხნულებად იბეჭდავს გაზინთულ ზედაპირზე. გზის იმ მონაკვეთში, რომელშიც გოჩა და ნიკო იმყოფებოდნენ, ასეთი სახე ჰქონდა ლოთობას. თუმცა სხვა, უფრო სახიფათო ნიშნებიც იკვეთებოდა თანდათან: უკვე აღარ იზიდავდა დალეული არაყი მისაყოლებელს; პურის შესუნთქვაღა ჰყოფნიდა, თუნდ საკუთარ მაჯაზე ცხვირის მიბჯენა თქვი. ავადმყოფური, მკლავებთან ჩამომჩვარული სიგამხდრეც ახლოს იყო და კანსაც მუქი ფერი მისცემოდა ღვიძლის ავადობით. ჰო, ამ გზაზე იდგნენ, მიბორძიკობდნენ, შუაწელისთვის მიეღწიათ თითქმის, გზიდან გადასახვევი კი არც მარჯვნივ ჩანდა და არც მარცხნივ. ერთი გზა იყო – ლარივით გაჭიმული და ოღრო-ჩოღრო.

როგორც ახეტიალებულ ადამიანებს სჩვევიათ, მათაც მოიძიეს თავისთვის საშველი – ბავშვობა და მოწაფეობის ხანა გააიდეალეს. მართალია, არ ძმაკაცობდნენ იმ წლებში, მაგრამ ეჩვენებოდათ, რომ მაშინაც ისევე გასაგებნი და მახლობელნი იყვნენ ერთმანეთისთვის, როგორც ახლა. გაიხსენებდნენ ფეხბურთის თამაშს სკოლის მოედანზე. მასწავლებლებს. თანაკლასელებს. შატალოებსა და მეათე კლასში მოხშირებულ ქეიფებსა თუ ექსკურსიებს. ამით ფანტავდნენ ჭიქიდან ჭიქამდე ჩამოწოლილ სიცარიელეს; ამით ახალისებდნენ უეშმაკო, ლოთურ სუფრას.

იმ დღესაც ასე მოხდა. ასორმოცდაათ-ასორმოცდაათი გრამის შემდეგ სასიამოვნოდ გამლღვალმა ტვინმა ნიკოს გაახსენა, რომ 14 მარტი იყო და, რადგან 14 მარტი იყო, ესე იგი ქეთის დაბადების დღეც გახლდათ. ქეთიზე ისაუბრეს. ადღეგრძელეს. დალიეს. ყველა კლასში მოიძებნება თითო-ოროლა ისეთი გოგონა, რომელიც განა მარტო ყოველწლიურად აღნიშნავს დაბადების დღეს, არამედ კლასის შეკრებების სულისჩამდგმელიცაა. ქეთიც მათი რიცხვიდან იყო. გულგახსნილი, მხიარული, გაუთხოვარი, მაგრამ ამის არდამტყობი, რადგან თითქოს კლასზე გათხოვილი.

– მივიდეთ. – მოულოდნელად წამოსცდა ნიკოს. წამოსცდა თუ არა, ინანა კიდეც, რადგან იგრძნო, მარტო ქეთისთან მისვლას კი არ სთავაზობდა გოჩას, არამედ იმ დამღლელ ცხოვრებასთან შეხვედრასაც, რომელსაც გამოექცნენ, თუ გამოერიდნენ, თუ მიივიწყეს, თუ იმან, იმ ცხოვრებამ მიივიწყა ესენი, თავად კი მხოლოდ შეეგუენ გარიყულობას.

– სად უნდა მივიდეთ... – ტუჩი აიმრიზა გოჩამ. შემდეგ შეცბა. დაიბნა. და ეს რომ დაემალა, სათვალის მინის გაწმენდა მოიგონა.

ნიკოზე უცნაურად იმოქმედა გოჩას შეცბუნებამ. მივიწყებული უპირატესობის განცდა დაეუფლა და მოეჩვენა, რომ გოჩას დაყვინთული აქვს უკვე, რადგან კლასელების ნახვა აშინებს, მას კი არ დაუყვინთავს; არა, ამის საბუთად ისიც კმარა, თუ რა დაუდევარი სითამამით შესთავაზა ქეთის დაბადების დღეზე მისვლა თანამეინახეს. ალბათ, ამ შეგრძნებითა და ასორმოცდაათი გრამი არყით გათამამებულმა აალაპარაკა აღტკინებით, ამან დააჟინინა თავისი. ყველაფერი ახსენა: ის გაიდეალებული მოწაფეობის ხანა, რომელშიც ერთად იყვნენ ნიკო, გოჩა, ქეთი, მანანა, ზურა, დათო, მეორე დათო და საერთოდ ყველა, მთელი კლასი განურჩევლად ბიჭებისა და გოგონებისა. ერთობლივი შატალოები, ქეიფები და ექსკურსიები. ფეხბურთის მოედანიც კი. თუმცა, რა საერთო ჰქონდა ქეთის ფეხბურთის თამაშთან, გაუგებარი დარჩა. და რა კარგი იყო; და მიდი რა, ბიჭო; და მართლა ხომ არ დაგიყვინთავს; და კლასელი გოგონები გიტარაზე იმღერებენ; და თუკი სხვებისთვის არის ქეთის ბინის კარი ღია, ჩვენ ვისზე ნაკლებნი ვართ; და მიდი, შეჩემა, ჰო; და...

– კარგი, – უეცრად თქვა გოჩამ. თქვა და გაიცინა. ასე ბავშვები იცინიან, როდესაც საგმირო ხასიათის ამბავს ისმენენ უფროსისგან. ისმენენ. ისმენენ. თავფეხიანად ერთვებიან ამ ისტორიაში. თანაგანცდით იმუხტებიან და შემდეგ, როდესაც კულმინაციამდე მიაღწევს ამბავი, როცა ყველაზე ვაჟკაცურ თვისებებს ამჟღავნებს მთავარი გმირი, ბავშვებს გულისშემძვრელი უსუსურობით გაეცინებათ ხოლმე. ჰო, ბავშვები და ცხოვრებისთვის დაკარგული, სუსტი ადამიანები, როდესაც მათთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ, ერთნაირი სიცილით იცინიან. ჯერ სათვალეს ჩაჩერებულმა გაიცინა გოჩამ. კარგი, თქვა. უსათვალო მზერა მიაპყრო ნიკოს, ისევ გაიცინა და თითქოს საგარეოდ გამოეწყო უკვეო, თითქოს იმის მისანიშნებლად, რომ მისი გადაწყვეტილება მყარი იყო, სათვალე გაიკეთა.

ნიკო მიხვდა, შეეტოპა. არ უნდოდა ქეთისთან მისვლა. ეზარებოდა და ერცხვინებოდა, რადგან აღარაფერი აკავშირებდა თანაკლასელებთან. ყველაზე მეტად კი ის აშფოთებდა, რომ თავად წამოიწყო ეს საუბარი და მისდაუნებურად ლიდერობა დაიჩემა. ერთადერთი, რაც შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს სთავაზობდა, ყვავილების ფული იყო.

– ყვავილები? – იკითხა ნიკომ.

– ხუთი ლარი მაქვს, – თქვა გოჩამ, – გუშინ ვიმორიგევე.

ახლა ქეთისთან მიდიოდა ის ბილიკი, რომელიც ნიკოს მთვრალი ახირებით გამოიძენძა წყვდიადიდან. თუმცა, ჯერ შუადღე იყო და არავინ იცის, რა მოხდებოდა საღამომდე. ამიტომაც ჩამოასხა არაყი.

– მე არ მინდა, – თქვა გოჩამ, – საღამომდე არ დავლევ.

– მიდი, კაცო, – თქვა ნიკომ, – იქამდე ცხრაჯერ გამოფხიზლდები.

– არა, – თქვა გოჩამ, – არ მინდა.

– არ გინდა და ნუ გინდა, – თქვა ნიკომ, შემდეგ კი დალია.

გოჩამ იფიქრა, რომ საღამომდე მართლაც დიდი დრო იყო და მანაც დალია.

ბოთლი ჩაიცალა. ნიკომ ისევ დააპირა არყის ამოტანა, მაგრამ ამჯერად გოჩამ შეუვალობა გამოიჩინა. ისე ძალიან მოუნდა ახლა ნორმალურ სუფრასთან ყოფნა, სადაც იცინიან, გიტარაზე მღერიან და ბედნიერი, სავსე მაგიდით თავადაც გაბედნიერებულნი სვამენ ღვინოს, რომ გაჯიუტდა, გაჯიქდა და თავისი გაიტანა.

– გამოვიძინოთ, – თქვა გოჩამ, როდესაც ნიკოს აღტკინება მიანელა, – გამოვიძინოთ და ქეთის დაბადების დღეზე მივიდეთ.

გოჩა ტახტზე მოთავსდა. ნიკო ძველ, გასაშლელ სავარძელში. თავ-თავის ფიქრში წასულებმა მოწიეს სიგარეტი. არ ეძინებოდათ. მერე ალაპარაკდნენ. დიდხანს ლაპარაკობდნენ. შიში ალაპარაკებდათ და მათდაუნებურად სრულიად სხვა ხასიათის მოგონებებს სთავაზობდა მეგობრებს. გაიხსენეს, რომ ერთხელ ქეთიმ თვალი აარიდა მათ; რომ დათოსთან ფულის სასესხებლად მისული ნიკო თანაკლასელმა უარით გამოისტუმრა; რომ მეორე დათო ძალიან გაამპარტავნდა; რომ მანანა არავის კარნახობდა, შეეძლო კი კარნახი, რადგან ფრიადოსანი იყო და პირველ მერხზე იჯდა; რომ საერთოდ, ისინი, ყველანი, ძალიან შეიცვალნენ.

ახლა ეს ორნიღა იყვნენ და დანარჩენები. ყველას აღმოაჩნდა ხინჯი. რატომღაც არც ერთი არ იყო საკმარისად გულგახსნილი და ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო წესითა და რიგით. მერე გადაწყვიტეს, რომ აღარ წავიდოდნენ ქეთისთან. ყვავილებისთვის დაგულებული ხუთი ლარით ორი ბოთლი ჭაჭა იყიდეს, სამი ლარი კი პახმელიისთვის გადაინახეს. დალიეს. დათვრნენ. მაინც იმათზე ალაპარაკდნენ. იმ ყველაზე. იმ დანარჩენებზე. ლაპარაკ-ლაპარაკში კვლავ გაკარგდნენ კლასელები. რაც არ უნდა იყოს, ბავშვობა ერთად გაუტარებიათ. კარგები არიან. რამდენი სიკეთე ახსოვთ ზურასგან. დათოსთან. მეორე დათოსგანაც. უნაკლო არავინ არ არის. გოჩასა და ნიკოსაც ხომ აქვთ ნაკლი? კი. როგორ არა აქვთ, იმიტომ, რომ უნაკლო მართლაც არავინ არის.

– ჰოდა, მივიდეთ!

– სად უნდა მივიდეთ, დავთვერით!

– მერე რა, ახლა ყველა მთვრალი იქნება.

– არა, რა დროს მისვლაა.

– დამიჯერე, მივიდეთ. გოგოები გიტარაზე იმღერებენ.

– კარგად მღეროდნენ.

– თითო ჭიქას დავლევთ, მოვეფერებით კლასელებს და წამოვალთ.

– მივიდეთ?

– გეუბნები, ახლა ყველა მთვრალია იქ.

– მივიდეთ და მივიდეთ!

წავიდნენ. ყვავილები უბნის ჯიხურში შეიძინეს. გალახული ყვავილები იყო, მაგრამ მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ ამისთვის. გაამაყებულნი, მთვრალნი და გაბავშვებულნი იყვნენ. ამ მდგომარეობაში მივიდნენ.

ქეთი შეეცადა, შეცბუნება არ შეემჩნია. რა თქმა უნდა, გადაკოცნეს. რა თქმა უნდა, ეს ვინ მოსულაოც! – თქვეს აქა-იქ. თუმცა, თავდაპირველად, ავის მოლოდინში სუფრა ცოტათი მოიბუზა კიდეც. მითუმეტეს, მარტო კლასელები კი არ ჰყავდა სტუმრად ქეთის, სხვებიც იყვნენ – სუფთად პირგაპარსული კაცები ჰალსტუხებითა და კოსტუმებით, ჩამაკიაჟებული ქალები ძვირფასი კაბებითა და სამკაულებით. ბროლის ჭაღი. ვერცხლის დანა-ჩანგალი. ესენი კი ცივი წყლით დასველებული, გაზინთულ-ალაპლაპებული თმით, რომელზეც სავარცხლის სწორხაზოვანი ხნულები მოსჩანს. საყელოაქერცლილ პერანგებსა და სკოლისდროინდელ სვიტრებში. საკმაოდ ჩაშავებული ფრჩხილებითა და გამოლენჩებული ღიმილით, რომელიც, თითქოს, სხვებსაც ეპატიჟებოდა, რათა ასეთივე ღიმილი აეკრათ სახეზე.

თამადამ შემოსწრებულების სადღეგრძელო შესვა. განსაკუთრებით ქართულ წესს გაუსვა ხაზი, რითაც, ფაქტობრივად, ის თქვა, რომ წესის ხათრით, თორემ საერთოდ არ იყო სათქმელი არაფერი. ფეხზე წამოდგნენ. ძალიან ყურადღებით მოუსმინეს თამადის ორაზროვან სადღეგრძელოს და ზედმეტად შესამჩნევი მადლობა გადაიხადეს. აქეთ-იქიდანაც შეაწიეს მოკლე და სხარტი – გაგიმარჯო-თ! ისინიც თავს უქნევდნენ სუფრას, ემადლიერებოდნენ და გამოლენჩებულ ღიმილზე ეპატიჟებოდნენ. შემდეგ ნიკომ გადაიხადა სამადლობელი. ყველას სიყვარული გამოუცხადა და გოჩას გადასწვდა. აქო და ადიდა მეგობარი – მისი ნიჭიერება, მისი განათლება, თავმდაბლობა, გულიანობა, და საერთოდ, ყველაფერი, რადგან გოჩა კი არ ადღეგრძელა, არამედ მათი აქ მოსვლის გამართლებას შეეცადა, მათი ცხოვრების, მათი ასეთობის გამართლების სურვილმა ალაპარაკა ამდენ ხანს. მაგიდა კი ხმაურობს. ჭამენ. სვამენ. იცინიან. აინუნშიც აღარავინ აგდებს შემოსწრებულებს. თავისი ვალი მოიხადეს და სიმართლე რომ ითქვას, არავის აინტერესებს, რას იტყვის ერთი ლოთი მეორე ლოთზე. ნიკო კი მაინც ლაპარაკობს. ლაპარაკობს და ლაპარაკობს. გოჩა თავდახრილი უსმენს ნიკოს. მერე გოჩა ადღეგრძელებს მეგობარს. ის უფრო მორიდებულია. უფრო ხმადაბალი. თუმცა, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან რა ხმამაღალიც არ უნდა იყოს, სუფრა მაინც იხმაურებდა. ჭამენ. სვამენ. იცინიან. გოჩა კი თავდახრილ ნიკოს ადღეგრძელებს. ვის დაკარგვიან, ვის დაკარგვიან, მაგრამ მაინც რომ ლაპარაკობს, მაინც რომ აწუხებს რაღაცის გამოხატვისა თუ ამოთქმის სურვილი? მერე თამადამ მოიგდო აღვირი ხელში. მაგიდის წევრები დააოკა. სათქმელი თქვა. ოჯახიც ადღეგრძელა და მფარველი ანგელოსიც. ესენი კი ჩაკარგულები. უკვე მიჩუმათებულები.

გოგოებს არ უმღერიათ იმ საღამოს. ან, თუ იმღერეს, მათ მოსვლამდე იმღერეს. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მალე დაიშალნენ. ისინიც იძულებულნი გახდნენ, სხვებთან ერთად წასულიყვნენ – ვერდაკმაყოფილებულნი. სითბოს არიდებულნი. სიმღერამოსაკლისებულნი. თითქოს კონცერტზე მივიდნენ, უკანასკნელი ფულით ბილეთი შეიძინეს, კონცერტმა კი ვერ ივარგა.

ერთი გზა ჰქონდათ და წაბანცალდნენ. მიბანცალებენ.

– კარგები არიან, მაგრამ მაინც აკლიათ რაღაცა...

– ჰო, აკლიათ.

– სითბო თუ სიყვარული თუ... არ ვიცი, მაგრამ აშკარად აკლიათ...

– ხვალ რა ვქნათ?

– რა უნდა ვქნათ, ამოვალ...

– წამოიყოლე...

– ვისგან?

– მალვინასგან.

– კარბიტია, არაყი კი არა.

– ნისია არა მაქვს მალვინასთან.

– კარგი.

მიდიან, მიბანცალებენ.

– ვერ არიან მაინც იმ დონეზე კლასელები.

– ჰო, ვერ არიან. ადრე ამოდი.

– გააღებს თუ არა, ამოვალ.

ერთ გზაზე მიდიან. იმ გზას არც ბილიკი ერთვის, არც შარა. ლარივით გაჭიმულა. ხანდახან ფეხი წამოედებათ ხოლმე აყრილ ასფალტზე. ხელს შეაშველებენ ერთმანეთს. გზა ღამის სიჩუმეში ჩაკარგულა. იმ გზაზე მიდიან. მიბანცალებენ. ლაპარაკობენ დროდადრო. მიდიან. მიბანცალებენ. ერთი გზა აქვთ, იმ გზაზე მიდიან.

Exclamation


Last edited by Admin on Tue Mar 12, 2019 4:16 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ირაკლი სამსონაძე Empty
PostSubject: Re: ირაკლი სამსონაძე   ირაკლი სამსონაძე EmptySun Jun 19, 2011 8:35 am

ირაკლი სამსონაძე Indaur10

წიგნის დასახელება - "ინდაურის კვერცხი"
ავტორი: ირაკლი სამსონაძე
თემა: დრამატურგია
ISBN: 978–99940–054–13–8
გამომცემლობა: არეტე
გამოცემის წელი: 2010
გვერდების რაოდენობა: 200
ყდა: რბილი
ფასი: 9.00 ლარი

ანოტაცია: ირაკლი სამსონაძის ოთხი პიესა–ზღაპარი სასაცილო, მოსულელო რეფორმატორ ინდაურსა და ასევე სასაცილო, რეტროგრად მგელზე გვიამბობს. ამ ისტორიებში ბევრი რამ გეცნობათ. არაა გასაკვირი, ფსიქიატრიულ კლინიკაში თუ აფრიკის სავანაში განვითარებული ამბები ხომ ადვილი შესაძლებელია, თბილისშიც მომხდარიყო. ბევრი რამაა შესაძლებელი თეატრშიც და ზღაპარშიც...

ირაკლი სამსონაძე Arete10

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ირაკლი სამსონაძე Empty
PostSubject: Re: ირაკლი სამსონაძე   ირაკლი სამსონაძე EmptySun Jul 08, 2012 1:10 pm

ირაკლი სამსონაძე Leas_s10

წიგნის დასახელება: "ლეას საათი"
ავტორი: ირაკლი სამსონაძე
კატეგორია: მხატვრული
გამომცემლობა: ინტელექტი
ფორმატი: 14.5X20.5
გვერდები: 316
ყდა: რბილი
ენა: ქართული
წელი: 2011
ID: 20489
ISBN: 9789941430930
ფასი: 11.2 ლარი

ანოტაცია: ირაკლი სამსონაძის რომანი სამი საუკუნის საქართველოს აცოცხლებ. ერთი გვარის– ბაგართ– ცხოვრების კვალდაკვალ. ბაგარები თავის დასამკვიდრებლად ჩამოდიან უცხო ქვეყანაში და მათთვის სულერთია, ვის სამსახურში ჩადგებიან. ამ მიზნის აღსასრულებლად, მთავარია დაეფუძნონ, კარ–მიდამო გაიჩინონ, წარჩინებული გვარის ქალი შეირთონ და შთმომავლობა ჰყავდეთ.



study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ირაკლი სამსონაძე Empty
PostSubject: Re: ირაკლი სამსონაძე   ირაკლი სამსონაძე EmptyThu Dec 20, 2012 9:01 am

ირაკლი სამსონაძე Samson10

წიგნის დასახელება: "შემკრთალი ქუჩა" (ნოველები)
ავტორი: ირაკლი სამსონაძე
კატეგორია: მხატვრული
გამომცემლობა: ინტელექტი
გვერდები:
ყდა: რბილი
ენა: ქართული
წელი: 2011
ISBN:

ანოტაცია: ირაკლი სამსონაძის მიერ ბოლო წლებში დაწერილ ნოველებს შეიძლება ერთდროულად მკაცრიც ვუწოდოთ და ნოსტალგიურიც. ეს წიგნი ცხოვრებაზეა – ყოველდღიურ მოძრაობაზე, მიმქრალ და ჩაკარგულ ადამიანებზე, რომლებიც მწერალს დავიწყებისთვის არ ემეტება.

თითოეული შტრიხი, პერსონაჟებისგან ნათქვამი სიტყვა თავს იმისთვის იყრის, რომ ნამდვილი ოსტატის ხელში შთამბეჭდავ, ორიგინალურ სურათად გამთლიანდეს.

ამ სურათზე სახეღიმილიანი პოლიტიკოსის მოულოდნელი გამოჩენით შემკრთალი ქუჩაცაა, მექათმე გაბრიელის თავაღერილი ინდაურებიც და "ტკივილში გამოტარებული შვებაც", რომელიც ძნელ დროზე დაწერილ წიგნს იმედით ავსებს.

ირაკლი სამსონაძე Irakli13

study


Last edited by Admin on Tue Mar 12, 2019 3:53 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ირაკლი სამსონაძე Empty
PostSubject: Re: ირაკლი სამსონაძე   ირაკლი სამსონაძე EmptyFri Feb 08, 2019 8:22 pm


ირაკლი სამსონაძე - ბებო მარიამი ანუ ტრადიციული ქართული სუფრა

რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - თამარ გოგლიძე
მუსიკალური გამფორმებელი - ლალი სეთურიძე

მონაწილეობენ: ზინა კვერენჩხილაძე.

ჩაწერილია 1997 წელს.

ბმული:
* https://youtu.be/dcH2Cs_bIYY

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ირაკლი სამსონაძე Empty
PostSubject: Re: ირაკლი სამსონაძე   ირაკლი სამსონაძე EmptyTue Mar 12, 2019 4:19 pm

ირაკლი სამსონაძე

შემთხვევა, რომელიც არ მავიწყდება

ცხოვრების გზაზე ზოგჯერ ისეთი შემთხვევა შეგეყრება, რომელიც მუდამ თან გდევს. არ არის აუცილებელი, რაიმე განსაკუთრებული ამბავი იყოს, სულ უბრალო თავგადასავალი, ხშირად, ბედისწერის ნიშანს შეიძენს და იდუმალ კანონზომიერებად თუ ფარულ გაფრთხილებად გარდაისახება ადამიანის ცნობიერებაში.

ეს ამბავი 18 წლის წინ, როგორც ახლა ვამბობთ ხოლმე, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, მე, ჩემს ძმას და ჩემს ორ მეგობარს – დათოსა და გიორგის, მეტსახელად “ბაიკოს“, ერთად გადაგვხდა თავს.

კაცმა რომ თქვას, დიდი არაფერი ამბავია, არც მეგულება ადამიანი, რაღაც მსგავსი რომ არ გადახდენოდეს ყმაწვილკაცობაში, მაგრამ ერთი შტრიხი აქვს ჩვენს თავგადასავალს, რომელიც, სიმართლე გითხრათ, თავადაც მაწუხებს, იმდენად მეტაფორული, წინასწარ მოფიქრებული, გალიტერატურულებული შეიძლება გამოჩნდეს ვიღაცის თვალში. მერწმუნეთ, რეალურ ცხოვრებაში იყო ასე, და იქნებ ამიტომაც იქცა ეს შემთხვევა ჩემი ცხოვრების თანამდევად.

თუმცა, სანამ ამბავს მოგითხრობდეთ, შევეცდები, იმდღევანდელი თანამეინახენი გაგაცნოთ.

ჩემი ძმა რვა წლით არის ჩემზე უფროსი. მაშინ უკვე ცოლ-შვილს იყო მოკიდებული. ის 28”ისა იქნებოდა, მე – 20–22-ისა. უცხო ენების ინსტიტუტში მუშაობდა ისტორიის კათედრაზე. საკმაოდ დაბალი ხელფასი და ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა. მიუხედავად ასაკში 8-წლიანი სხვაობისა, უცხო ადამიანს ხშირად მე ჩავუთვლივარ უფროსად, ჩემი ძმა კი – უმცროსად. ბიჭური აღნაგობისაა, სახეზეც მარადიული ბიჭის გამომეტყველება აქვს – წვრილძვალაა, თხელნაკვთიანი. ბერძნული, ცხვირი აქვს, წაბლისფერი, ოდნავ ტალღოვანი თმა. როცა თმა მოეზრდება, რომელიღაც ამერიკელ კინოვარსკვლავს ემსგავსება (იმათი რიცხვიდან, რომ არ ბერდებიან), როცა თმას დაიდაბლებს, მე-2 თუ მე-3 კურსელ თბილისელ სტუდენტს ჰგავს.

ხმამაღალი, უდარდელი, ჩაბჟირებამდე სიცილი იცის ჩემმა ძმამ, ცხონებულ ბაბუაჩემს კრეჭელა შეურქმევია მისთვის მოფერებით. უხდებოდა კიდეც ეს სახელი – ძალიან ლამაზი, მძივებივით ჩაწყობილი კბილები ჰქონდა.

ჩემი ძმა გამოუსწორებელი ოპტიმისტია. უყვარს კამათი და ხშირად გამოთქვამს პარადოქსულ აზრებს, აზრის ჩამოყალიბებისთანავე კი მრავალმნიშვნელოვნად დააყოლებს ხოლმე – გაიგე შენა!.. მიმნდობი ხასიათი აქვს, ცოტა მჩატე ხასიათი, ამის გამო ბევრი ტკივილი თუ იმედგაცრუება უგრძვნია, მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტია, ალბათ იმიტომ, რომ კეთილი, უბოროტო გული აქვს.

დათო და გიორგი ჩემი თანაკლასელები არიან. დათო მეორე კლასიდან გადმოვიდა ჩვენს სკოლაში. მე და დათო მეგობრებიც რომ არ ვყოფილიყავით, მაინც დამამახსოვრდებოდა მისი პირველი შემოსვლა კლასში. ძალიან დიდი იყო ტანად, მსუქანი, წითელლოყება, სქელი თეძოებით და ტანთან შედარებით პატარა, დახრილი მხრებით. რაღაცნაირი გაბუსკნული იყო, ღაბაბიანი, გაბრაზებული ჩანდა რატომღაც.

როცა ცოტა წამოვიზარდეთ და “სამი მუშკეტერი” წავიკითხეთ, დათომ მუშკეტერების ხატვას მოუხშირა. ძალიან სასაცილო მუშკეტერებს ხატავდა. წამახვილებული ულვაშები ჰქონდათ იმ მუშკეტერებს, ფაშფაშა შარვლები ეცვათ, მხრებში ჩამოკვეთილები იყვნენ, კანჭებში არაბუნებრივად დაწვრილებულები, რაღაცნაირი ელიფსური მუშკეტერები გამოსდიოდა ნახატზე. დათოს ნაკლებად იტაცებდა ის თამაშები, რითიც მაშინ ვერთობოდით ბავშვები – კოჭის, საშლელისა და სალკის მოთამაშე არასოდეს მინახავს. თავისებური ბავშვი იყო, იმ ადრეულ წლებში მგონი, ჩემთან გამოძებნა მხოლოდ საერთო ენა. მიუხედავად ამისა, მისი ბუტია ხასიათის წყალობით, ერთი წლის განმავლობაში ხმას არ მცემდა. ეს შემთხვევაც კარგად მახსოვს. შესვენებაზე, ჩვეულებრივ, ბავშვები ომობანას ვთამაშობდით ხოლმე სკოლის დერეფანში. დათო არც იმ თამაშში იღებდა მონაწილეობას. დინჯად გამოვიდოდა საკლასო ოთახიდან, ლილისფრად შეღებილ მოაჯირს მიეყრდნობოდა და ჩვენს წიოკობას გულგრილი სახით შესცქეროდა. მაშინაც მოაჯირს მიყრდნობილი იდგა. მე უხმლოდ ვეხმალავებოდი ვიღაცას და შემთხვევით იდაყვი გავკარი დათოს მუცელში. ეტკინა, მოიკეცა, გაწითლდა. პატიება ვთხოვე. ხმა არ გამცა. ერთი წელი არ გამცა ხმა. რას იზამ, ბუტიაა. გაწითლება ვახსენე. სანამ დათო გადმოვიდოდა ჩვენს კლასში, მე ვწითლდებოდი ყველაზე მეტად ბავშვებს შორის და გატანჯული ვიყავი ამ თვისების გამო, რადგან საყოველთაო ყურადღებას ვიქცევდი. დათო შემეხიდა. ჩემი სიწითლე მონაგონი იყო მის სიწითლესთან. სულ უბრალო მიზეზითაც ისე აუჭარხლდებოდა სახე, იფიქრებდი, უშველებელი წითელი ბუშტი გასკდება სადაცააო.

დროსთან ერთად ყველანი ვიცვლებით. დათოს ცვლილება იმაში გამოიხატა, რომ მაშინ პატარა დათო იყო, ახლა ორმეტრიანი დათოა. პროპორციები არ დარღვეულა, ზუსტად ისეთივეა, როგორიც ბავშვობისას იყო, მხოლოდ გაცილებით დიდი.

ხასიათის კაცია დათო, გააჩნია, რა ფეხზე ადგება დილით. ხან გულჩათხრობილია, ხან – ლაქლაქა და დამღლელი, ყველაზე კარგი სანახავი კი მაშინ არის, როცა მეგობრებში ქეიფობს, თანაც თამადობს, თანაც ლაღობს და, რაც მთავარია, ხუმრობა”ოხუნჯობის ხასიათზეა. კარგი იუმორის გრძნობა აქვს – სხარტი, მოქნილი, სახიერი. ძალიან მთვრალი უნდა იყოს, რომ მისი ხუმრობა ცინიზმში გადავიდეს. სმით კი ბევრს სვამს, კარგად იტანს სასმელს.

მაშინ, ანუ 18 წლის წინ, დათო კინოსარეჟისორო ფაკულტეტს ამთავრებდა. როგორც ყველა კინორეჟისორი, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, სამყაროს შიშის მომგვრელ, სევდიან ან ლამაზ კადრებად აღიქვამდა და ალბათ ამიტომაც, თავისი ფერადი სიზმრების კინოსურათად ქცევაზე ოცნებობდა. ფერადი სიზმრები რაღაც წარმოუდგენელი სიხშირით აკითხავდნენ დათოს და, როგორც წესი, ამ სიზმრების გვირგვინი, ვიღაც ეგზოტიკური, ჩვენთის უცნობი ქალები იყვნენ. იუმორის გრძნობაზე მოგახსენეთ, განსაკუთრებული შთაგონება მაშინ ეწვევა ჩემს ორმეტრიან მეგობარს, როცა გიორგი, ანუ “ბაიკოც” მის გვერდით არის. კარგად არიან შეთამაშებულები. ეს რომ ამთავრებს ოხუნჯობას, ის იწყებს მერე. თამაშობენ პინგპონგს და, მერწმუნეთ, თუ ფორმაში არიან, არაფერი სჯობს მათ ცქერას. მრავალსერიანი ღადავი მიდის – საკუთარ თავზე, რაიმე მოვლენაზე თუ კონკრეტულად ვინმე პიროვნებაზე. ისეც ხდება ხოლმე, რომ ერთმანეთს ამოიღებენ მიზანში, თუ დათომ იმარჯვა, მაშინ ბაიკო თვალებს მოწკურავს და რაღაცნაირი გაუცხოებული, არავისკენ მიმართული მისამართით ჩაილაპარაკებს – კაცი არა ხარ, ქაქი არ გიჭამია?! – სწორედ ეს უმისამართობა, თუ ეს გაუცხოებული მზერა კეთილგანწყობის სასწორს უმალ ბაიკოსკენ გადახრის ხოლმე.

გიორგის მისმა უფროსმა დამ შეარქვა “ბაიკო”. დაინახა სახვევებში გახვეული ბავშვი და “ბაიკოო“ – თქვა. ამის შემდეგ ყველა ახლობელისთვის გიორგი ბაიკოდ იქცა. ბაიკო პეწენიკი კაცია, უყვარს კარგად ჩაცმა, უყვარს სისუფთავე. აქვს სტილის გრძნობა – მკაცრად კლასიკური, რაფინირებული. ძალიან უყვარს უცხოური სუნამოები, რაღაც კარდენები და ჯანდაბები, რაც ჩემთვის ძალიან უცხოა და, სწორედ ამიტომაც, ის ჩემს გოიმობას დასცინის, მე – მის ზიზილპიპილობას.

მიუხედავად ასეთი დახვეწილი, ფაქიზი გემოვნებისა, ბაიკო ხშირად ხვდება სახაშეში – შეშლილი სახით, ყალყზე შემდგარი შეთხელებული თმითა და მიმოზებით... შემინდოს დიდი პოეტის სულმა ეს შედარება, მაგრამ ბაიკოს ზოგად დახასიათებას მიმოზები და შეშლილი სახე მართლაც უხდება. წარმოიდგინეთ, თბილისურ კი არა, რაღაც სხვა, იქაურ მოდაზე ჩაცმული კაცი, – აწეწილი თმით, მილულული თვალებთ, გამთენიის ხანს, ორთაჭალის რომელიმე “ზაბიგალოვკაში”, სადაც, ალბათ, სამზარეულოში ვირთხები ბუდობენ; სადაც იკრიბებიან სახედაბიჟვინებული უხმაურო ლოთები; დგას სასმელის, ხაშისა და შეგუებულობის მძიმე სუნი, თეთრხალათიანი, თმაგაჭაღარავებული ქსენია კი ერთმანეთზე შემოწყობილ ცარიელ მათლაფებს მიაქანდარებს სამრეცხაოსკენ; მათლაფებს, რომელთაგან ერთ”ერთზე, სწორედ ჩამოტეხილ კუთხეში, ამაზრზენი შავი ბეწვი მოსჩანს არშიყად მოხვეული.

არადა, წინა დღე რა კარგად, იმედისმომცემად, მრავლისაღმთქმელად და სასიამოვნოდ იწყებოდა – სრულიად ახალი პერანგი, სრულიად ძვირფასი სუნამო. შემდეგ სუფრა. თბილისელ გოგოსთან ფლირტაობა, რომელიც, რატომღაც, თავაწყვეტილ, გიჟურ სმაში გადაიზარდა და ლოგიკური გაგრძელება მეორე დღის გამთენიისას ორთაჭალის რიგით სახაშეში ჰპოვა.

ბაიკო გურმანიც გახლავთ. აქაც არ ღალატობს თავის სტილს, აქაც მკაცრად კლასიკურია – კიტრისა და პამიდვრის სალათაზე მრგვალად დაჭრილი ხახვი და არავითარი ძმარი თუ ზეთი – რას არ აკეთებს, ჩაქაფულიდან დაწყებული, ელარჯით დამთავრებული. ბევრი უცხოური კერძის მომზადებაც იცის – ამით ამაყობს და საამაყოც ბევრი აქვს: სუფრას როგორ აწყობს, არ იკითხავთ? ხელოვნების ნიმუშია, სუფრა კი არა. მერედა, როგორ უყვარს მეგობრების გამასპინძლება და თავისი ნახელავით ყელყელაობა? საერთოდაც, უყვარს მეგობარი, უყვარს ლამაზი ცხოვრება და ფიქრი ჰაერიდან ფულის შოვნაზე. ალბათ ამიტომაც, კომუნისტების დროში, იმ ავადსახსენებელ საბჭოთა კავშირში, სადაც სარეკლამო საქმე საერთოდ არ არსებობდა, ბაიკომ სწორედ ეს ხელობა ირჩია და თეატრალურ ინსტიტუტში ახლად გახსნილ ფაკულტეტზე ჩააბარა.

მე უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი და უკვე ვიცოდი, რომ ამ საქმეს არ გავყვებოდი. მწერლობაზე ვოცნებობდი ბავშვობიდან, იქნებ მატრაკვეცობით იყო გამოწვეული ჩემი სურვილი, იქნებ, მართლაც, ვგრძნობდი რაღაც უხილავ კავშირს კოსმოსთან, რაც ხშირად მაიძულებდა – განვმარტოებულიყავი, ვარსკვლავიანი ცისთვის მეცქირა დიდხანს, თვალმოუშორებლად; და ავვსებულიყავი აუხსნელი, უეცრად მოწოლილი, ყოვლისმომცველი სევდით, რომელსაც ასევე აუხსნელი შვება ახლდა თან. იქნებ. თუმცა, თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჟურნალისტიკაზე იმიტომ ჩავაბარე, მეგონა, რაღაც საერთო იყო მწერლობასა და ამ პროფესიას შორის. იმჟამად კი უკვე ვიცოდი, რომ ჩემგან ჟურნალისტი არ დადგებოდა. ღმერთი, რჯული, არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ, ახალგაზრდული მაქსიმალიზმისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჟურნალისტის პროფესია. მაშინ ეს ჩემთვის თავის გაყიდვის ტოლფასი იყო.

ახალგაზრდები ვიყავით, კაცებად მოგვქონდა თავი, მაგრამ ბავშვური ბევრი იყო შერჩენილი ჩვენში – რაღაც უდარდელობაც იყო. მუდმივი ღადავი. მე ჩემს მეგობრებზე ვღადაობდი, ისინი ჩემზე ღადაობდნენ, სამივენი კი, ჩემი ძმის ერთ უცნაურ თვისებაზე, რომელსაც ამ ამბავთან პირდაპირი კავშირი აქვს: ვთქვათ და, გაგვიჩნდა ფული. ვიყიდდით ვიღაცისგან ნაქებ ღვინოს, თანაც ბევრს, მივაყოლებდით იმ ღვინოს სათანადო მისაყოლებელს, გავშლიდით ჩემს სახლში პურმარილს. ვთქვათ და, შემოგვესწრო ჩემი ძმა, შევიპატიჟებდით მონდომებულად. გვინდა, იმანაც ნახოს რა ღვინო ვიშოვეთ. “ნახე, ბიჭო, რა ღვინოა, გასინჯე!” – არ დალევდა. ცოცხალი თავით არ დალევდა. მოიმიზეზებდა რაღაცას – ან კბილის ტკივილს, ან იმას, რომ ღვინოს საერთოდ ვერ იტანს, სულაც გადაუდებელ საქმეს მოიმიზეზებდა. მოკლედ, წამის წამში ჩაამჟავებდა სიტუაციას. უფრო ხშირად, რა თქმა უნდა, სტუდენტურად ვლოთობდით. მაშინ ყველაზე გამსვლელი, თანაც იაფფასიანი ღვინო “გარეჯი” “კაცზე ორი ბოთლი. ჰა, ჰა, კარგ შემთხვევაში, სამი. ძეხვი, ათიოდე კვერცხი, მაღაზიის ტყემალი, რომელსაც შემდეგ ნივრით, ქინძითა და წიწაკით ვკმაზავდით. ვთქვათ და, შემოგვესწრო ჩემო ძმა. რა თქმა უნდა, შევიპატიჟებდით, ოღონდ ცალყბად, ყასიდად “ხომ არ დალევ?“ – დაახლოებით, ამ ფორმით. აუცილებლად დალევდა. ის კი არა, ხელებსაც მოიფშვნეტდა, “ვახ, ბიჭებო, სვაამთ?” – გვეტყოდა რაღაცნაირი გულისშემძვრელი მზადყოფნით, გულღიად გაგვიცინებდა, თავის ლამაზ კბილებს გვაჩვენებდა, ანეკდოტსაც იტყოდა და ბოთლს მისწვდებოდა. – საჯარიმო ჭიქა არ მერგებაო? – ამასაც მოაყოლებდა.

სამივენი ერთმანეთს გადავხედავდით. განსაკუთრებით მეტყველი სახე დათოს ჰქონდა. გადიდდებოდა თითქოს შეშმუშვნაში, კისერ”ღაბაბს აიგრეხდა, წამოწითლდებოდა ცოტა.

– ახლა დავიწყეთ, ეს წუთია! – უპასუხებდა დათო.

ვიცინოდით დათოს პასუხზე და რეაქციაზე. რა გათვლილი გვქონდა! მიდი და იჩალიჩე ახლა. მართლაც და, ზუსტად სამ კაცზე იყო გათვლილი ეს ზასტოისდროინდელი ჩვეულებრივი საღამო.

ჰო, ზასტოისდროინდელი, ჩვეულებრივი, ერთფეროვანი საღამოები. მაშინაც უფულობა, მაშინაც სიდუხჭირე, მაგრამ რაღაცნაირი უდარდელობაც. რაღაცას მოიფიქრებ. ჩალიჩი მოგიწევს, მაგრამ მოიფიქრებ.

– ფული არა გაქვს? – ბუნებრივია, პირველი კითხვა ჩემს ძმასთან არის.

– ჩვენ კარგად ვიყოთ, ფულის ოხერი დედაც ვატირე, მასმევთ საჯარიმოს თუ არა? – ერთობ ზოგადად გვიპასუხებდა ჩემი ძმა.

ხო ვიცი, არა აქვს. არც გაემტყუნება, დაბალხელფასიანი კაცია, თანაც – ცოლშვილიანი. ისევ ჩვენ უნდა მივდგეთ”მოვდგეთ. ჩვენი საშოვნელია. ისიც ვიცი, რაღაცას მოვახერხებთ, მაგრამ ამ ჩემი ძმისა ვერ გამიგია. არ უყვარს სასმელი, რაღა ამ მჟავე “გარეჯზე” გაიგიჟა თავი. სიტუაციას ვერ გრძნობს. უდარდელია. უდარდელი იქნება, აბა, რა იქნება, მსმელი არასოდეს ყოფილა, – გათავდება სასმელი? კარგად იყავით, ბიჭებო! – ხელსაც დაგვიქნევს. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ, ეს რომ სმას ამთავრებს, მაშინ გვეშლება საღერღელი. მიუხედავად ბიჭური აღნაგობისა, მჭამელი მაგარია ჩემი ძმა, ღმერთმა შეარგოს, მსმელი არ არის და რას ითხოვს ამ საჯარიმოებს, ვერაფერი გამიგია. მოკლედ, რაც ჩვენ გვაღელვებს, მისთვის უცხოა, გაუგებარია და, რაც მთავარია, სიტუაციას ვერ გრძნობს, თუ არ სცნობს, არ ვიცი. ჩემი ძმის ამ თვისებამ და ჩვენმა აჭრილმა პახმელიამ შეგვყარა სწორედ იმ შემთხვევას.

თერთმეტი საათი იქნებოდა დაწყებული, დათომ და ბაიკომ რომ მომაკითხეს. შევკრიბეთ ფული. იმდენია, რომ მაღაზიიდან ბოთლების, კვერცხებისა და ტყემლის მსუქანი ქილის თრახვას, შემდეგ კი სამზარეულოში თითხნაობას, სადმე წესიერ, მყუდრო ადგილას წასვლა სჯობს. ვიღაცის ხელით გაკეთებული და მორთმეული სჯობს. ჰოდა,იმას ვფიქრობთ ხმამაღლა – სად წავიდეთ.

შემოდის ჩემი ძმა, ახლახან გაიღვიძა. ცოლ-შვილი ცოლოურში ჰყავს გასტუმრებული, სამსახურში არ ეჩქარება, კარგად არის გამოძინებული.

– იპოდრომზე ახალი დუქანი გაუხსნიათ, იქ პური იჭმება, თითებს ჩააკვნეტო, – ამბობს. – თანაც, სიიაფეა, ახალგახსნილიაო, – ამბობს. აქტიურია ძალიან, ჩვენ – პახმელიით გათანგულები. ბაიკოს მილულული მზერა აქვს. დათო ზარმაცად მიწოლილა ტახტზე. ის და უჰაერობა თუ პახმელია ერთად ავსებენ ჩემს პატარა ოთახს.

– ყოფილხარ იქა? – ეკითხება დათო ჩემს ძმას. ტახტს ხომ ფარავს თავის უზარმაზარი სხეულით, ფეხები ნახევარ ოთახზე აქვს გაშოტილი, ზარმაცად ეკითხება.

– მითხრეს, – პასუხობს ჩემი ძმა. – ისეთმა ხალხმა მითხრა, დაეჯერება. თანაც სიიაფეაო. კარგი პურიც იჭმებაო.

ვინ არის ეს ხალხი, რატომ უნდა ვენდო იმათ პირის გემოს და ჯიბეს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად გაისმა ეს იპოდრომის დუქანი. სივრცეა თითქოს. ჰაერია. კარგია რაღაც. რაღაც ახალია. სიახლეა.

ჩემს ძმასაც აღმოაჩნდა ცოტაოდენი ფული. დავთვალეთ, ვიანგარიშეთ – ქაბაბი, არაყი, ხინკალი ხუთ”ხუთი. ლუდი. – გვყოფნის. გვყოფნის და გვყოფნის. გამალებით ვიცვამთ მე და ჩემი ძმა. გამალებით ვეშურებით. ფეხებში ვედებით ერთმანეთს.

როგორც კი შინიდან გავაღწიეთ, ხასიათზე მოვედით ყველანი. სექტემბრის სასიამოვნო, ოდნავ მოთენთილი დღეა. ჩვენს განწყობას უხდება, ჩვენს რიტმშია ის დღე. მიზანდასახულობაც გაჩნდა. ესეც კარგია. დათო ხუმრობს, ბაიკოს აღადავებს.

– კაცნი არა ხართ, ქაქი არ გიჭამიათ!. – ამბობს ბაიკო გაურკვეველი მისამართით.

გვეცინება. რატომღაც გვიხარია. გვიმჩატდება ხასიათი.

ამჩატებულობის პიკზე შევაღწიეთ იპოდრომის სასაუზმეში. დახლთან მდგომ მედუქნეს შინაურულად ვესალმებით. ისიც მოხარულია ჩვენი ხილვის. კარგი სალამი აქვს.

– რაც შეეხება მენიუს?..

– სულო და გულო, რაც გინდა.

– სასმელს რაც შეეხება?

– ინატრე რამე. ნებისმიერი.

– დახე, დახე.

(გაგრძელება ქვემოთ)

Exclamation
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ირაკლი სამსონაძე Empty
PostSubject: Re: ირაკლი სამსონაძე   ირაკლი სამსონაძე EmptyTue Mar 12, 2019 4:19 pm

ირაკლი სამსონაძე

შემთხვევა, რომელიც არ მავიწყდება

(გაგრძელება)

მართლაც კარგია, ხომ იცი. ფასს არ ვეკითხებით, ძალიან ლაღად ვართ შემოსულები. ან კი, რა დიდი სხვაობა უნდა იყოს, რა ფასებიც სხვა დუქნებშია, ის ფასები იქნება აქაც. რატომღაც, იმ მედუქნის დასანახად, ძალიან მძიმე პახმელიის თამაშს ვიწყებთ. პახმელიაზე კი ვართ, მაგრამ უფრო მეტს ვთამაშობთ, ვიდრე სინამდვილეში ვართ. სასწრაფოდ ვითხოვთ არაყს, ჩამოსასხმელ ლუდსა და მჟავეს.

– სალათა მოგვაწიე უცებ, უფროსო! ცხარე წიწაკა დააჭერი.

– კაცი არა ხარ, ცოტა მოუჩქარე! – ეუბნება ბაიკო მედუქნეს.

მედუქნე სალათას ჭრის. ქვემოდან ამოგვხედა. შენი რომ ესმის კაცს, შენს მდგომარეობაში თავ”ფეხიანად რომ არის შესული, ისე გვიღიმის. ვიცინით. კიდევ კარგი, – ქაქი არ გიჭამიაო– არ მიაყოლა თავის საფირმო სიტყვას ბაიკომ და, საერთოდაც, ისე ვიქცევით, ვატყობ, რომ ხუთ– ხუთ ხინკლობით დათვლილი სინამდვილე გვავიწყდება თვალსა და ხელს შუა.

სიმართლე გითხრათ, ერთი შეშფოთება მაშინ შევშფოთდი, ჩემმა ძმამ ხელები რომ მოიფშვნიტა და ქაბაბს სუკის მწვადი სჯობიაო, – თქვა. რას რა სჯობია, ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ მოიცადე, შენი ჭირიმე, ჩუ.

– სუკის მწვადი ან მუჟუჟი. – ამბობს ჩემი ძმა.

– ჩუ. – ვიმეორებ მე.

– არ გვინდა ხინკალი, არავითარი სხვაობა არ იქნება. – ხმას უდაბლებს ჩემი ძმა.

– შემარგე ერთი ჭიქა – ვპასუხობ მე.

დავლიეთ. მედუქნის მიერ მოტანილი სალათა მივაყოლეთ. მართლაც, კარგი წიწაკაა. ცხარე. პურიც კარგია. თონის პური. დაწინწკლული რაღაცნაირად. კვამლის სურნელი აქვს. წაგაქცევს, ისეთი სურნელი. სალათა უცებ გათავდა. მეორე თეფშს ვითხოვთ.

– ყველიც მოაყოლე, უფროსო, ჩვენ რომ არ გითხრათ, შენ არ იცი?!..

– გუდის, გუდის! – ამატებს ჩემი ძმა.

გუდის და გუდის, რა გიყო ახლა, მომბეზრდა. მოდი, თითოც.

პირველი ბოთლი არაყი და ოთხი კათხა ლუდი ისე დაილია, რომ სალათაზე, ყველზე და მჟავეზე ვიყავით ჯერაც. გათბა, გალღვა, გალამაზდა. მოვწიეთ სიგარეტი. რა კარგად იწევა.

მაღალი ფანჯრებიდან ცოტა მოთენთილი, ლამაზი სექტემბერი მოჩანს, კიდევ ტირიფის ხე მოჩანს, ორი თუ სამი მანქანა, ონკანი, მწვანედ შეღებილი გრძელი სკამი. სკამზე არავინ ზის. სიმშვიდეა.

დათო მორიგ ფერად სიზმარს იხსენებს, შემდეგ ჩუმდება, ფანჯარაში იცქირება. ბაიკო ლექსს ამბობს. ვიღაც თანამედროვე პოეტის ლექსს. კარგ ლექსს, თანაც მოკლეს. მოუხდა განწყობას.

მოდის ქაბაბი. სასმელიც.

– ბიჭებო, დამიჯერეთ, სუკის მწვადი ან სულაც მუჟუჟი. არ გვინდა ხინკალი, დამიჯერეთ მე თქვენ!.. – თავს გვახსენებს ჩემი ძმა. მაგიდაზეა გადმოხრილი, სწრაფ– სწრაფად, სხაპასხუპით, დარწმუნებით ამბობს.

სიტუაციას ვერ გრძნობს!.. მე, ბაიკოს და დათოს ახლა დასალევი უფრო გვინდა, ვიდრე მუჟუჟი და სუკის მწვადი. სხვანაირი განწყობაა. ლამაზი სექტემბერია, თანაც ცოტა მოთენთილი. ლექსი მინდა ახლა, რაღაც სხვა მინდა. იქნებ სიყვარული, იქნებ ანგლობა. ყოველ შემთხვევაში, ანგარიში არ მინდა. მაინც გვაანგარიშებინა. უფრო სწორედ, თვითონ იანგარიშა. აი, ასევე, მაგიდაზე გადმოხრილმა იანგარიშა. წავიდა ფიქრი ანგარიშისკენ. ვიანგარიშეთ. ორ შამფურზე გვყოფნის. გვყოფნის და გვყოფნის, მოვატანინოთ, თუ ასე გულით გსურს!

– ორი სუკის მწვადი, უფროსო, ერთი ბოთლი არაყიც!..

ლუდს აღარ ვიღებთ. გვეშინია, არ დავიწვათ. ჩემმა ძმამ ხელები მოიფშვნიტა. მეორედ მაშინ გამკრა გულთან რაღაცამ. ანეკდოტს ამბობს. იცინის. რა ლამაზი კბილები აქვს ამ ოხერს.

ოთხი შამფური მოგვიტანეს. შეეშალათ, გვეგონა, ოთხი შეუკვეთეთო. არ ვიმჩნევთ, იხტიბარს არ ვიტეხთ, ლაღად ვართ თავიდანვე შემოსულები. ვითვლით ჩვენთვის. აუჰ. ვიღეჭებით უშნოდ.

– პასპორტი ვისა აქვს? – ვკითხულობთ.

ბაიკოს სტუდბილეთი აღმოაჩნდა. არ დაიტოვებენ, უცნობი დუქანია. ფიქრის სიმძიმე და სიმაძღრე ერთად გვაწვება. ფუჭდება ეს ლამაზი, ცოტა მოთენთილი სექტემბრის დღე.

– დანახარჯი მოვითხოვოთ, ამის მიხედვით ვიმოქმედოთ! – ამბობს დათო.

ასეც ვიქცევით.

რასაც ვფიქრობდით, ორი იმდენი გვითხრეს. წაუუსინდისოეს, მოკლედ. თუმცა, შეგუებულები ვიყავით, ბევრს რომ მოგვაწერდნენ, ძალიან ლაღად შემოვედით თავიდანვე. ჩასუქებული მედუქნე მკაცრად მოწყენილი მეჩვენება. არ უნდა შევიმჩნიოთ, თორემ იქ არის ცუდად საქმე. ავიწყვიტეთ ხელმეორედ.

– ხინკალი ოცდაათი, ორი მუჟუჟი, არაყი, ლუდი!..

მედუქნე გამოცოცხლდა.

უნდა გავიქცეთ, სხვა გზა არ არის. იქამდე კი ეჭვი არ უნდა აიღონ. მედუქნის მოწყენილი გამკაცრება ნაღდად არ გვაწყობს. საით გავიქცეთ, – ამასაც ვკითხულობთ. – სამანქანო გზისკენ არ შეიძლება. მანქანით გამოგვედევნებიან, თანაც მილიციაც იქვეა. ისევ იპოდრომისკენ. მეორე გზით, ტყე– ტყე გადავალთ სამშვიდობოს.

ჯერ დათო გავიდა ტუალეტში. მალევე გამობრუნდა. ჩამოჯდა სკამზე, ვითომ გრილდება, ხინკლის მოჭუპრვას იქ ელის. ჩემი ძმაც გავიდა, მოუშვა ონკანი. წყალს ისხამს პირზე. მე და ბაიკო ერთად გავედით.

– უფროსო, შენ იცი, მეორე ტაიმს ვიწყებთ!..

მედუქნე გვიღიმის. გვიღიმის, მაგრამ დაკვირვებულად.

შევჯგუფდით გრძელ სკამთან, ვეწევით სიგარეტს. გავმართეთ მუხლი – ხინკლის მოჭუპრვას ველოდებით სუფთა ჰაერზე.

– ხინკალი ოცდაათი! – შინაურულად გვიხმობს მედუქნე.

– ჰო, ოქრო, ახლავე!..

ახლავე კი არა, “პლეტი”, ბიჭებო!.. გინება გვესმის. ვიღაც მანქანისკენ გაიქცა. “პლეტი”, “პლეტი”. იქით მივრბივართ, სიღრმეში. მგონი, მოგვდევენ. წინ დათოს მსუქანი თეძოები მიდი”მოდის. რა სირბილი სცოდნია ამ გასიებულს. ღობეში ვძვრებით. ხეებია, რაღაც ჩირგვები. მივრბივართ. წამოვედე ჩირგვს, კინაღამ წავიქეცი. მივრბივართ. გავაღწიეთ ამ ხეებსა და ჩირგვებს. იპოდრომისკენ მიმავალი გზა. გვეცინება ხანდახან. ჩემმა ძმამ გადაგვასწრო ყველას. ის კი იცინის. გავუსწარი დათოს. ბაიკოს შეთხელებული თმა ქროლვაში იწეწება. ჩემი ძმა ძალიან დაგვშორდა. მაგრად გარბის, საქმიანად. რცხვენია ალბათ. ჩვენც გვრცხვენია, მაგრამ ჩვენ მაინც სტუდენტები გვქვია. იმან იკითხოს. რას დაეწევი. შორს არის უკვე.

– იპოდრომზე! იპოდრომზე! – გვესმის უკნიდან დათოს ყიჟინა.

შევაჭერით იპოდრომზე. თურმე ნუ იტყვი და, დოღია! სწორედ ეს – თურმე, ნუ იტყვი და დოღია– არის ის შტრიხი, თავში რომ მოგახსენეთ. ცხენების საჯირითო ბილიკები, გვერდით მოასფალტებული გზა. იმ გზაზე მივრბივართ ახლა. ერთად მივრბივართ თითქმის, იქით – ცხენები და ჟოკეები, აქეთ – ჩვენ და მედუქნის გინება. აღარ გვესმის ეს გინება, მაგრამ მაინც მიგვარბენინებს, მაინც გვარტყმევინებს ქუსლებს კისერზე. გადაგვასწრეს, რა თქმა უნდა, ცხენებმა. ჩაგვიქროლეს თქარათქურით. მივრბივართ ისევ. ტრიბუნებზე ჯგუფ– ჯგუფად შეფენილა მაყურებელი. ვინ იცის, ფსონს ჩამოდიან ჩვენზე. ავრბივართ ტრიბუნებზე. სიცილიც გვესმის. რას დავეძებთ, თავად გვეცინება ჩვენს თავზე. მოვიბრუნეთ სული, ჩამოვსხედით ერთხანს. შემდეგ, ჩემთვის იქამდე უცნობი გზით დავტოვეთ იპოდრომი. გავედით სამშვიდობოს.

ის დღე ისე დამთავრდა, როგორც უნდა დამთავრებულიყო, ბოლომდე გავიჟღინთეთ, იმ დონეზე, რომ აღარც გვათრობს სასმელი. შემომაწვა მერე ნაღველი, საღამო ხანისკენ შემომაწვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ საღამო ხანს ვიგრძენი, რომ ეს შემთხვევა, ეს, ერთი შეხედვით, სახალისო თავგადასავალი ოდესღაც სხვაგვარად გამახსენებდა თავს.

მას შემდეგ 18 წელი გავიდა. ხუმრობაა – 18 წელი. მაინც მახსოვს ჩვენი თავგადასავალი. ისე, ბოლო ათი წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ყველასთვის. არ ვწუწუნებ, ღმერთმა დამიფაროს. საწუწუნო და სავაივიშო არც არაფერია – დიდი ამბები ხდება. ახალი წესრიგი ყალიბდება მსოფლიოში. ახალი წესრიგი მსხვერპლს ითხოვს. ასე იყო და მუდამ ასე იქნება – მსოფლიო მასშტაბის გარდაქმნათა სიმძიმე ღატაკი ქვეყნების ღატაკ მოქალაქეთა მხრებმა უნდა იტვირთოს, სხვანაირად როგორ გინდა, ბუნებრივიცაა და ლოგიკურიც.

ყველაფერი კარგად მესმის. მესმის, განა არ მესმის. უბრალოდ, გული მეწურება ხოლმე, როცა ჩემი ძმის ლამაზ, მძივივით ასხმულ, თეთრ კბილებს ვეღარ ვხედავ. ღრძილების ანთებამ ხუთიოდე კბილი შეარჩინა ქვედა ყბაზე, მოვაქუჩეთ ცოტაოდენი ფული, რაც მოგვიხერხდა ამ გაჭირვებაში. ვნახეთ ნაცნობობით პროთეზისტი. კარგად მიგვიღო. ის ცოტა ფულიც იკმარა, მაგრამ ვერ გაუკეთა კარგი პროთეზი. ვერ ხმარობს კაცი და რად გინდა. მოგვეხათრა მეორედ შეწუხება. ნაცნობობით ვიყავით მისული, თანაც, ცოტა ფული აიღო. არა უშავს, გამოსწორდება ალბათ საქმე. სულ ასე ხომ არ იქნება. მოვახერხებთ რაღაცას. სიცილი მაინც გულიანი შერჩა ჩემს ძმას. ვცდილობ, თვალი არ ავარიდო. არ გამოდის. ვარიდებ თვალს. მაშინაც ვარიდებ თვალს, მარადიული ბიჭის სახე ღრმა მოხუცებულივით რომ მოეჭმუჭნება საჭმლის ლოღნისას. მაშინაც ვარიდებ თვალს, სიგარეტის წევისას არაბუნებრივად რომ შეესრუტება ლოყები. მაშინაც, წამით რომ გაუყუჩდება რაღაცას, ქვედა ტუჩ– ყბა წინ რომ წამოეწევა, ჩამოუვარდება ლოყები, თვალებში კი მშიერი სიბერე ჩაუდგება. მაინც ოპტიმისტია. ახლა უფრო მწარე ოპტიმისტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ხომ ასე აერია ცხოვრება, რა ხანია უმუშევარია, ცოლს გაეყარა, შვილებს ვერ ნახულობს ხშირად, მაინც ოპტიმისტია. თუმცა, ვინ იცის, რატომ არიან ამ დროს ოპტიმისტები.

დათო უპროფესიო კაცად იქცა. გასაკვირიც არ არის, დიდი თანხა სჭირდება კინოსურათის გადაღებას. ამ ბოლო დროს ხშირად ახსენებს მამამისს, გენიალურ კაცს, ვაჟა ბიძიას. – სად მქონდა ჭკუა, დამეჯერებინა მამაჩემისთვის, ჩამებარებინა ღვინის ტექნოლოგიურზეო, – ამბობს. ეს კია, რომ ძალიან ხშირად იმეორებს ამას. თითქოს თავს იმართლებს ვიღაცასთან თუ თავს იმათრახებსო, ვერ გაიგებ. ფერადმა სიზმრებმა დატოვეს დათო. ეგზოტიკურმა ქალებმაც დატოვეს სიზმრებთან ერთად. მის ხუმრობას კი ცოტა ღვარძლი შეერია. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, არც ისე ბუტია აღმოჩნდა. ერთ მორიგ სიმთვრალეში, სრულიად უმიზეზოდ ბაიკომ ხელი გაარტყა. დათომ მოუთმინა. მასთან სახლში საბოდიშოდ ასული ერთიანად აწურული ბაიკო ჩვეულებრივად მიიღო. ვითომც არც არაფერი ყოფილა, ისე ჩაატარა ყველაფერი. ალბათ იმიტომ, რომ ბაიკოს ყველაზე მეტად გაუჭირდა ჩვენს შორის. გამოსკოველებულმა სოხუმელმა აფერისტმა დიდ ფულში გადააგდო. აკითხავენ მევალეები – ბაიკოს ეძახიან აფერისტს. მე ხომ ვიცი, სხვამ თუ არა, რა აფერისტია ბაიკო. გაყიდა სახლი. რა სახლი უშველის იმხელა ვალებს.

ამას წინათ იყო ჩემთან. ძველი, თუმცა კარგად გახამებული პერანგი ეცვა. ფეხსაცმელიც ძველი ეცვა. ძვირფასი ფეხსაცმელი კი იყო თავის დროზე, მაგრამ შეელახა იერი იმ ფეხსაცმელს. დავლიეთ ცოტა. კარტოფილის კერძებზე მელაპარაკა დიდხანს, იქნებ იმიტომ მელაპარაკა, მის საქმეზე რომ არ მეკითხა არაფერი. არც ვკითხავდი. ვიცი, არ სიამოვნებს. მართლაც, რამდენი კერძი მზადდება თურმე კარტოფილისგან. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. განვიტვირთეთ იმ დღეს. სხვა ამბებთან ერთად, ჩემგან მოთხრობილი ამბავიც გავიხსენეთ. ვიცინეთ.

მე კი, მე რა. ცოლი, ორი შვილი, დედა და ძმა. ჩემი ოჯახი ეს არის. ვეწევით ჭაპანს, როგორც შეგვიძლია, რთული დროა. კი არ ვწუწუნებ. საწუწუნ”სავაივიშო არც რა არის. მსოფლიოში ახალი წესრიგი მყარდება. რა არის ისტორიისთვის ათი წელი. არც არაფერი. მესმის, განა არ მესმის. ყველას გვესმის. თანაც, რამდენს ჩემზე მეტად უჭირს. ჰე, ვინ მოთვლის. მე ხანდახან დაკვეთას მაინც მივიღებ თეატრიდან. აქა– იქ ჰონორარსაც გამოვკრავ ხოლმე ხელს. დამიბერდა დედა, მაგრამ ისიც მეხიდება. მოწაფეები აიყვანა. ცოლსაც ჰყავს რამდენიმე მოწაფე. ფორტეპიანოში ამეცადინებს. ვცოცხლობთ ჯერჯერობით. ნისია მაღაზიაც გვაქვს. თუ ძალიან გაგვიჭირდა, იმ მაღაზიის მოიჯარადე ლუბასთან მივდივარ ხოლმე... ლუბა დეიდას ვეძახი, ალბათ იმიტომ, რომ მთხოვნელი ვარ და მინდა, შინაურულად გავათბო სიტუაცია. ლუბა დაძმობას მიხსენებს. ალბათ იმიტომ, რომ არც ისე ბებერი ვარო, – მეუბნება. თანაც მამუნათებს, როგორც მე მესმის შენი, შენც ისევე გამიგე, მეც ჩემი ვალდებულებები მაქვს, ფული დროზე მჭირდებაო, ამას მეუბნება. ვხვდები, განა არ ვხვდები. მაინც ლუბა დეიდას ვეძახი. ამ ბოლო დროს კი ძალიან დავუგვიანეთ ფულის გადახდა. ზაფხულია. არც დედაჩემს ჰყავს მოწაფეები, არც ჩემს ცოლს. თეატრალური სეზონიც დაიხურა. ვერაფერს გამოვკარი ხელი. ტვინი ამტკივდა, იმდენი ვიფიქრე, სად მეშოვა ლუბას გადასახდელი ნისია. ვერაფერი მოვიფიქრე. გაკრეფილია ყველა ქალაქიდან. რომც იყვნენ, ამ რთულ დროში ვის რა უნდა სთხოვო. ტყუილად ავიტკიე ტვინი. ვეშმაკობთ ახლა მე და ჩემი ცოლი. ბავშვებს ვაგზავნით მაღაზიაში. შეთქმულებივით ველოდებით, როდის გაიღვიძებენ. რცხვენია ჩემს ცოლს მაღაზიაში ჩასვლისა. მეც მრცხვენია. კი გავუგზავნე ბავშვის ხელით ლუბას წერილი, მაგრამ რა ვიცი. ვერიდები პირადად ნახვას. ესმის იმასაც. არ მაწუხებს. არა, არა, კი არ ვწუწუნებ. მართლა ყველაფერი მესმის. მესმის, როგორ არ მესმის, გამოსწორდება, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი საქმეც. ზაფხული მიჭირს, თორემ სექტემბრიდან რამე საშველს ვნახავ. ერთი კი მეამაყება, სიმართლე გითხრათ, არ გავყიდულვარ ამ რთულ დროშიც. არც ერთ პარტიულ ბირჟაზე არ შემისვენებია მუხლი. კი მეპატიჟებოდნენ ისე. უარი ვთქვი. იქნებ ჩემი ბრალიცაა, იქნებ მართლაც ჩემი უხიაგი ხასიათის ბრალია, რომ ასე უჭირს ჩემს ოჯახს. იქნებ მართლაც უნდა შევყოვნებულიყავი რომელიმე ბირჟასთან. რომ არ შემიძლია?! დღესაც ვერ ვცნობ ხუთ– ხუთ ხინკლობით დათვლილ სინამდვილეს. ამ დროს ბავშვები მეჩაგრება. არა, სხვანაირად არ გამიგოთ, არ ვწუწუნებ, უბრალოდ, გული მწყდება, რადგან ხანდახან გავიხსენებ ხოლმე ჩემს ყმაწვილკაცობას და უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მართლაც იყო რაღაც უხილავი კავშირი კოსმოსთან, დღეს კი ამ კავშირს ვეღარა ვგრძნობ. ის რომ ვიგრძნო, შვებაც მომიხსნიდა გულიდან სიმძიმეს. დედა, ჩემო ძვირფასო, ლამაზო, მოხუცებულო დედა! შენ ხომ გახსოვს, ნამდვილად გახსოვს, რომ შენს ვაჟს რაღაც სხვა სხივი ედგა თვალებში, ვიცი, უთქმელად გესმოდა ჩემი, სწორედ ამიტომ მომაჩერდებოდი ხოლმე სიყვარულით, რაღაც სევდიანი სიამაყით. მაგრამ, დედა. როგორ გითხრა. მარცხი ხრჩოლავს ჰაერში. ტვინს მატკიებს. ვარსკვლავიანი ცა უკან დარჩა, დედა. წინ რაღაც ჩირგვებია და უკუნი ღამე. ორიოდე შორეული ვარსკვლავი მოჩანს გაცრეცილად. მივდივარ, დედა, იქნებ მივრბივარ კიდეც. არა, სირბილისთვის ჰაერი არ მყოფნის. ვეხლები რაღაცას. ჩირგვებია. საიდანღაც შემზარავი ჩაკისკისება ისმის. არ დავარდე, ბიჭო, მიდი, შვილები გყავს დასაზრდელი, შე მაიმახო, უნდა გაძვრე რომელიღაც ღობეში. გააღწიო უნდა. ნუ ედები ჩირგვებს. ჰაერი დაიჭირე კბილებით. მიდი, თორემ ობლად დაგრჩებიან შვილები ამ ველურ ყოფაში, ბიჭო. სადღაც შუქი გაკრთა. ვიღაცის გარაჟია. რა უნდა ხეებში გარაჟს. ალოკილი სიფათები. გაქორვაჭრებულ ხელისუფალთა ალოკილი სიმართლე. მოდი, გენაცვალე, მოდი, დაისვენე. დაჭრილი ხომ არ არის? დაჭრილია?! ღობეს ეხლები. ვარსკვლავიანი ცა უკან დარჩა. ნაცნობი ხმებია. ბიჭებო, სადა ხართ, ბიჭებო! სადღაც არიან. აქვე არიან. ტვინი. რატომ დაიღალა ასე ტვინი. რა ტკივილი სცოდნია. ჩირგვებია. კინაღამ. კინაღამ. არა, ღობემ გიშველა. ახლა ხეები. სადღაც არიან ბიჭები, აქვე არიან.

"ჩვენი მწერლობა", № 11, 2001

Exclamation
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ირაკლი სამსონაძე Empty
PostSubject: Re: ირაკლი სამსონაძე   ირაკლი სამსონაძე Empty

Back to top Go down
 
ირაკლი სამსონაძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: