არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 გურამ რჩეულიშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

გურამ რჩეულიშვილი Empty
PostSubject: გურამ რჩეულიშვილი   გურამ რჩეულიშვილი EmptyTue Aug 24, 2010 10:32 am

გურამ რჩეულიშვილი Guram_17
Guram Rcheulishvili

გურამ რჩეულიშვილი
გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი (დ. 4 ივლისი, 1934, თბილისი ― გ. 23 აგვისტო, 1960, გაგრა), ქართველი მწერალი.

გურამ რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი(თსუ) ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წ. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე.მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: "შემოდგომა ბაბუა კოტესი", "სათაგური", "სიყვარული მარტის თვეში", "ნელი ტანგო", "თვირთვილა", "უსახელო უფლისციხელი" და "სიკვდილი მთებში". მოთხრობათა პირველი კრებული "სალამურა" მისი გარდაცვალების შემდეგ, 1961 წელს გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. მას შესანიშნავი წიგნები უძღვნა მეგობარმა ნუგზარ წერეთელმა: "მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ" და ,,აი, მე, გურამი ვდგავარ თქვენს წინ.” მისი სცენარებით გადაღებულია ფილმები – "ალავერდობა”, "უსახელო უფლისციხელი”. გურამის ცხოვრება მისსავე მოთხრობებს ჰგავდა სიმართლით, სისავსით, სიღრმით და თვით ლაკონურობითაც. გ. რჩეულიშვილი თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო თავისი ცხოვრებისეული და მწერლური სტილით, იგი მუდამ განსაცდელს ეჭიდებოდა, თითქოს ეძებდა კიდეც, აკი შეეწირა კიდეც სხვისი სიცოცხლის გადარჩენას... იგი 1960 წ. 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქ. გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად. გურამ რჩეულიშვილი დაკრძალეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე.

ბმულები:
* http://ka.wikipedia.org/wiki/გურამ_რჩეულიშვილი
* https://en.wikipedia.org/wiki/Guram_Rcheulishvili
* https://poetry.ge/poets/guram-rcheulishvili

Exclamation


Last edited by Admin on Thu Mar 14, 2019 11:30 am; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

გურამ რჩეულიშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   გურამ რჩეულიშვილი EmptyTue Aug 24, 2010 10:36 am

მუნჯი ახმედი და სიცოცხლე

ზღვაზე უმთვარო, მოწმენდილი ცა იყო. წყნარი, პატარა ტალღების ხმა ძლივს ისმოდა ქვიშიან ნაპირზე, წყალში ვარსკვლავების სინათლე იდგა; იქ მათ ბაც შუქში კატარღა მიცურავდა.იმ ნაპირის გასწვრივ, სადაც სიბნელეში მოჩანდა მკრთალი მბჟუტავი ნათურები. ზღვა წყნარი იყო, ნაპირზე სინათლეები ჩანდა და გემბანზე მშვიდად უკრავდა მეზღვაურის გარმონი. ასე იცურებდა კატარღა დილამდე, მერე შევიდოდა ნავსადგურში, აიღებდა სანოვაგეს; შუადღისთვის უკან დაბრუნდებოდა ზღვაში; ღამის სიწყნარეში ისევ გამოჩნდებოდნენ ნაპირის სინათლეები, ზოგი კაშკაშა, ზოგი მბჟუტავი; სხვა სინათლე კი სულაც არ ჩანდა კატარღიდან, არ ჩანდა სანაპიროდან მოშორებული შუქი, არ ჩანდა ფარდაჩამოფარებული სახლებიდან ის სინათლე, რომელიც ძლივსღა ბჟუტავდა კერაზე.
აქ, ნაპირზე, მიმქრალ ცეცხლთან იჯდა ბებერი მეთევზე. მუნჯი ახმედი გამხდარი, ჩამოყრილი მხრებით და უძლური სხეულით სიცოცხლეს უნარჩუნებდა კერას; ნახევრად დამწვარ ფიჩხს შეწევდა ღრმად, ალი მაღლა იწევდა, ამ დროს კატარღიდან ჩანდა ეს შუქი სხვა სინათლეებთან ერთად, მერე ისევ ეფარებოდა ნაცარი ალს, ნაცრის ქვეშ ძლივსღა ცოცხლობდა ცეცხლი. მიმქრალ ნაღვერდალს ხელახლა აღვივებდა ახმედი. ალი უნათებდა შეკრულ კრიჭას, დანაოჭებულ სახეს და ბერვის დროს წინ გაშვერილ ტუჩებს. ძაღლის ლეკვი იწვა ცეცხლის პირას, პატრონის შიშველ, ცივ ფეხზე ედო თავი და თვლემდა. ძაღლის სითბოს გრძნობდა პატრონი. ახმედი იყუდებდა თუნგს, დიდი, მძიმე ყლუპებით სვამდა წყალს. მერე შემოვიდოდა სედა, მოხუცებული ქალი, რომელიც სიბერისას შეიკედლა მეთევზემ, ისიც დაჯდებოდა ცეცხლის პირას და ყვინთავდა. არც ერთს არ აგონდებოდა არაფერი, შავი გადაჰფარებოდა ახმედის მეხსიერებას, არც ჰქონდა ბევრი რამე გასახსენებელი, მაგრამ რომ შესძლებოდა, მოიგონებდა თავის დიდ ბარკასს, წყლით გაბერილ სახეებს, რომელთაც თავისი სიცოცხლის ფასად გამოსტაცებდა ხოლმე აღელვებულ ზღვას. მოიგონებდა მამას, რომელმაც ასწავლა თევზაობა. მაინც ახსოვდა რაღაც ახმედს, ეს უფრო ტკივილს ჰგავდა, ვიდრე მოგონებას _ ეს იყო ლილი, `ზღვის საჩუქარი~, რომელიც შემდეგ მისი ცოლი გახდა.
ყველა ამ მოგონებიდან ახლა მხოლოდ ყრუ, უფერული შეგრძნება ჰქონდა მოხუცს გულში. წინათ, სულ წინათ, ამ ახმედისაგან შორს, რომელიც აქ იჯდა ბებერი და უძლური, იყო სხვა ახმედი, ღონიერი, ახალგაზრდა ახმედი, რომელსაც ჰყავდა ლილი.
ახმედი მიდიოდა ლილისთან ერთად ზღვის ნაპირზე, მერე მხარულით გაჭრიდა ტალღებს, ჩაყვინთავდა, დიდხანს არ ამოყოფდა თავს წყლიდან, შეშინებული გოგო მუხლამდე შედიოდა ზღვაში, ნაპირთან მიცურებული ახმედი ფეხში სტაცებდა ხელს, წყალში ითრევდა.
შემდეგ ისევ მიდიოდნენ ნაპირის გასწვრივ. ნახევრად შიშველ ახმედს მხოლოდ დაკერებული ძველმანი ეცვა. უზარმაზარ თითებს უხერხულად აქანავებდა, ხანდახან გოგოს დაადებდა მხარზე, მხარი ნებდებოდა ძალას და მორჩილად იხრებოდა მკლავის სიმძიმის ქვეშ. ქვიშიან ნაპირზე სხდებოდნენ, ორივენი უყურებდნენ ღელვის მატებას და ფიქრობდნენ ერთმანეთზე. ლილიმ იცოდა, რომ ახმედისთანა მეთევზე არავინ იყო, არც ამისთანა მძლავრი მკლავები ჰქონდა ვინმეს; ლილიმ იცოდა, რომ ახმედი თითქმის ნავში გაიზარდა. ზღვის წყლით დასველებული თმა დიდ გაშლილ კულულებად ეყარა შუბლზე და ძალიან სასიამოვნო იყო ხელის მოსაკიდებლად. ლილი ხუთი წლის წინ მიატოვა ვიღაც კაცმა, მიატოვა იმის შემდეგ, რაც ის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც დეიდა იულიას ეძახდა. დეიდა იულია ზღვაში მოკვდა, ღელვისას ბარკასს დაარტყა თავი. მაშინ ისინი შუა ზღვაში იყვნენ. იმ კაცმა ქალის ცხედარი ბრეზენტის ტომარაში შეახვია და ზღვაში ჩაუშვა. ბევრი იტირა ლილიმ, როცა ნაპირზე გამოვიდნენ. ხუთი დღის შემდეგ კაცი სწრაფად მიიმალა. შიმშილით გულშეწუხებული პატარა გოგო მარტო დარჩა ნავში. იმ ადგილებში თევზაობდა ახმედი მამასთან ერთად, მან პირველმა დაინახა ცარიელი ბარკასი, რომელიც ტალღებზე ქანაობდა; იქით გაცურა. ნავის ძირზე პატარა გოგოს უმოძრაო სხეული დახვდა. ნაპირზე ძლივს მოასულიერეს, ლილი ერქვა.
ახმედი გოგოზე სამი-ოთხი წლით იყო უფროსი. მის პოვნამდე მან მხოლოდ ის იცოდა, რომ ჰყავდა მამა, ჰქონდა ქოხი და ზღვა. ზღვას მაშინ ეძახდა კარგს, როცა ბევრი თევზის დაჭერას შეძლებდა. ადრე დავაჟკაცდა ფიზიკურად. თხუთმეტი წლისა ზღვაში ღრმად შესული ათენებდა ღამეს. მისთვის წყალი იგივე იყო, რაც მიწა, უფრო მეტიც: ის აძლევდა თევზს, რითაც ცხოვრობდა. ზღვა მისთვის არც ლამაზი იყო და არც უშნო. ზღვა იყო ის, ურომლისოდაც ცხოვრება ვერ წარმოედგინა ახმედს. მისი სწორები ზღვისპირა ჯაგებში თამაშობდნენ, ის კი, თუ თევზაობის დრო არ იყო, შეცურდებოდა ნავით შორს, დაწვებოდა ძირზე, მზე უწვავდა დაკუნთულ ბეჭებს, სიამოვნებისაგან ინაბებოდა ბიჭი.
წინა შემოდგომის მიწურულს, სანამ ლილის იპოვიდნენ, ზღვაში ღელვამ მათი ბადეები დაწყვიტა, დაუმსხვრია ნავიც. გრძელი ზამთრის ღამეებში იჯდა ცეცხლის პირას ახმედი და ახალ ბადეებსა ქსოვდა. მოიწყინა უზღვოდ, უნავოდ კი წყალი არ უყვარდა. საათობით დადიოდა ქსოვის შემდეგ ქვიშიან ნაპირზე მარტო, მოწყენილი. ერთხელ ზღვამ დამტვრეული ნავი გამორიყა. ახმედმა ის სეზონის დაწყებამდე შეაკეთა, მერე მარტო შეცურდა ზღვაში ბადეების დასაგებად. ამდენი ხნის დაშორების შემდეგ წყალში შესვლას არ გამოუწვევია მის გულში დიდი სიხარული. ეს ამბავი მისმა სხეულმა მიიღო როგორც აუცილებელი, ურომლისოდაც წარმოუდგენელი იყო მისი არსებობა: პირველივე ბადეები თევზით სავსე ამოვიდა, სანაპიროზე კი თევზი იშვიათი საშოვნელი იყო. კარგ ფასში გაყიდეს ნანადირევი. ახმედის გულში იმედი შეიპარა, რომ მეორე სეზონისათვის ახალ, დიდ, იალქნიან ნავს იყიდდა. მას სჯეროდა ზღვის. ზღვა აძლევდა საჭმელს, ზღვამ მისცა ძველი ნავი, იქ დაიჭირა ყველაზე მეტი თევზი და ისევ აყიდვინებდა ახალ, დიდაფრებიან ნავს. ერთ დღეს, როდესაც ბადეები სავსე იყო თევზით, ზღვამ მოუტანა ახმედს ლილი. ის სუსტი იყო, სიცოცხლე ოდნავ ცხოვრობდა მის სხეულში და ახმედმა გააღვიძა იგი. თბილად დააწვინა თავის ქოხში, შენახული ფულით საჭმელი მოჰქონდა, ძირითადად _ თევზი, რადგან სწამდა, რომ ზღვისა ყველაფერი კარგი და მარგებელი იქნებოდა: ლილიც ხომ ზღვამ მოუტანა ახმედს. გოგო ჩქარა წამოდგა ფეხზე, ის პატარა იყო, _ სულ თორმეტი წლის. დახეული კაბა ეცვა, მხრებზე ხშირი კულულები ეყარა. დააბიჯებდა ახმედის გვერდით ზღვის ნაპირას. ბიჭის ფართო ნაფეხურები ღრმად აჩნდებოდა ქვიშას, გოგო კი თითქოს ფეხსაც არ აკარებდა მიწას, ისეთი მკრთალი იყო მისი ნატერფალი. ახმედთან ერთად დაიწყო ლილიმ თევზაობა; დაჯდებოდა ნავში, შიშველ ფეხებს წყალში ჩაყრიდა და მღეროდა. სიმღერა სულ ბუნდოვნად ახსოვდა, სადღაც გაგონილი. ხმა ზღვის ჰაერისაგან გაუუხეშდა, მღეროდა უსწოროდ, უსმენოდ. ახმედი უსვამდა ნიჩბებს, ზორბა მკლავებზე კუნთები ბორცვებად აჯდებოდა და თვითონაც ჰყვებოდა სიმღერას სახის მოძრაობით. მერე გოგო ბადის ამოღებაში ეშველებოდა, ნაპირზე გამოტანილი ნადავლი ბაზარზე მიჰქონდა გასაყიდად. ახმედი კი იჯდა ზღვის პირას და ძირს უცვლიდა ბარკასს, რომელმაც გამორიყა ლილი. იჯდა მარტო, უყურებდა ზღვას, ზღვა არც უყვარდა, არც ეჯავრებოდა; ზღვა იყო აუცილებელი მისი არსებობისათვის, აძლევდა ყველაფერს, რაც სჭირდებოდა, ზღვამ მისცა პატარა ამხანაგი ლილი, რომელიც თევზაობაში ეშველებოდა, მღეროდა და დაჭერილ `სტავრიდკას~ ყიდდა ბაზარში.
გადიოდა დრო და ახმედი გრძნობდა, რომ ზღვამ უფრო მეტი მისცა მას, ვიდრე თევზაობაში მომხმარებელი. ამას სულ ბუნდოვნად გრძნობდა და არ იცოდა, ამ საჩუქრისათვის რა სახელი დაერქმია.
ახლა კი ისხდნენ ორივენი წყლის პირას. ღელვა მატულობდა. ახმედი მალულად უყურებდა ლილის მუცელს, უკვირდა, რომ ასე უცბად მოხდა ყველაფერი. ეს უცებ მოხდა, ერთი წლის წინ, წინა სეზონში. ლილი მღეროდა, შიშველი ფეხები წყალში ჰქონდა ჩაშვებული, ახმედი ბადეს ეზიდებოდა, მერე ლილიც ეზიდებოდა მასთან ერთად, გოგოს მკერდი ხვდებოდა ვაჟის მკლავს ბადის ქაჩვისას და სასიამოვნო სითბო ეღვრებოდა სხეულში. ახმედი დიდხანს აჭიანურებდა ბადის ამოღებას, თევზი გარბოდა, მაგრამ ამას აღარ აქცევდა ყურადღებას. უნდოდა, ბადე ძალიან გაგრძელებულიყო. ლილიც უფრო ახლოს იწევდა ნახევრად შიშველი ამობურცული მკერდით. თევზი კი გარბოდა. წინათაც ხდებოდა ასე, მაგრამ ახმედი ძლევდა თავს, ლილიც აშორებდა ხოლმე მკერდს მის მკლავს, ეზიდებოდა თევზით სავსე ბადეს და ქალიც მხოლოდ მის დამხმარედ რჩებოდა.
ლილი დამხმარეზე მეტი იყო ახმედის გულში, მაგრამ არ იცოდა ვაჟმა, იმ მეტისათვის რა სახელი დაერქმია.
ახლა განსაკუთრებით ნელა ქაჩავდნენ ბადეს, მერე ახმედმა ხელი შეუშვა, ბადე წყება-წყებად ჩაიშალა წყალში და თევზი გაიქცა. `ოჰ, თევზი~, _ დაიძახა ლილიმ და უკან გადაიწია, დაძონძილ კაბაში მზისგან დამწვარი კანჭები გამოჩნდა. ახმედმა ბარძაყში მოჰკიდა ხელი, მაღლა აიყვანა და მიიკრა. გოგო თმებში ჩაეჭიდა, მაგრად მოქაჩა, მერე ძალაგამოლეულმა ჩატოვა შიგ სუსტი თითები: ნავი ქანაობდა და შეიძლებოდა ორივე წყალში გადაეყარა. ახმედმა ფრთხილად დააწვინა ლილი ნავის ძირზე. დიდხანს იწვნენ ასე, ზევიდან ღრუბლებში გაჩხერილი მზე აცხუნებდათ, ნავი ირხეოდა ტალღებზე. როცა ლილი სკამზე დაჯდა, თვალები ცრემლიანი, მაგრამ მხიარული ჰქონდა და ზურგზე ნავის ძირს დაგებული სწორი, დატიხრული ფიცრის ანაბეჭდები ეტყობოდა. ახმედი მძიმედ უსვამდა ნიჩბებს, ახლა მან იცოდა, რომ ზღვამ თევზის ჭერაში დამხმარესთან ერთად აჩუქა ცოლი.
ყველაფერი ეს მოხდა ერთი წლის წინ.
ახლა იჯდა ახმედი ლილის გვერდზე, ზღვის ღელვას უყურებდა, რომელიც სულ უფრო მატულობდა. უყურებდა დიდ, დატეხილ ტალღებს, ჰორიზონტზე გაწოლილ შავ ღრუბლებს, ზოგ ადგილას სხივებისაგან გაწითლებულ წყალს და ძალიან უნდოდა ეთქვა რამე ლილისთვის: მას უყვარდა ზღვა, ზღვაზე მეტად მისი საჩუქარი _ თავისი ცოლი, მაგრამ არ იცოდა, როგორ გამოეხატა ეს გრძნობა. მან არც ის იცოდა, რა ერქვა იმას, როცა რაიმე სიამოვნებდა, თანაც ყველაზე ძალიან. ყრუ ტკივილი იგრძნო, რომ ვერ გააგებინა ცოლს თავისი ფიქრი, წამოდგა, მძლავრი ბიძგით შეაცურა ნავი წყალში, პირველივე ნიჩბის მოსმით გადაახტუნა ერთ ტალღას, მერე მეორეს. ლილი ნაპირზე იდგა და ხელს უქნევდა, ის ხმამაღლა კისკისებდა, ახმედმა მარცხენა მაღლა ასწია, თეთრი, მსხვილი კბილები გამოაჩინა გაცინების მაგიერ. ის ბედნიერი იყო, ზღვაში შესული ახმედისა ესმოდა ცოლს.
საღამოს ლილი მარტო იჯდა ქოხში. შუა ცეცხლზე წყალი დუღდა; აკერებდა ახმედის წითელ ხალათს, რომლის ჩაცმის დროსაც მისი ქმარი ყოველთვის კმაყოფილ სახეს იღებდა და კუნთებს ბერავდა.
შებინდებისას ბადეების დაგებას მორჩა მამა-შვილი, ახლა დიდხანს ზღვაში დარჩენა აღარ სიამოვნებდა ახმედს, თუ ლილი თან არა ჰყავდა წაყვანილი, თევზაობის მერე გამალებული უსვამდა ნიჩბებს ნაპირისაკენ. ამ დროს თვალები ებერებოდა, შეკრული კრიჭა უხრჭიალებდა, დაბერილი ნესტოებიდან მძიმედ უშვებდა ჰაერს. ძალიან ეჩქარებოდა უკან დაბრუნება ყოველთვის, როცა ლილი მარტო იყო სახლში. შიში რა იყო, არ იცოდა, არც ის იცოდა, თუ რა იყო უშიშრობა, მაგრამ მისთვის გამოუცნობი ძალა ეუბნებოდა, რომ საჩუქარი, რომელიც ზღვამ მოუტანა, შეიძლებოდა ისევ უკან წაეღო რამეს.
მძლავრად შეაგდო ნავი ნაპირზე. ლილი ქოხის კარებში იდგა. ახმედმა თავი ასწია, კბილები გამოაჩინა, მერე ზურგი შეაქცია და ნელა დაიწყო ნავის ნაპირზე გამოთრევა: ასაღელვებელი უკვე აღარ იყო არაფერი. ახმედის მამამ ჯანბეგმა გამოტოპა წყალში, მერე ქოხში შევიდა და ბადეები დაყარა.
_ ნახე რა დიდი და ხორციანია, _ თქვა მან და თევზი დაანახვა ლილის.
_ ეგ ვიცი, რა თევზიც არის, ახანში მოხვდა, ალბათ, _ გაიცინა ქალმა.
_ არა, ახმედმა დაიჭირა ანკესით, აჰა, ბიჭო, ტყავი გააცალე, _ გადაუგდო მამამ თევზი. ახმედმა დაიჭირა, ქამარზე ჩამოკიდებული პატარა დანა გაიძრო და თევზი მუცლიდან აფატრა.
_ შენ დაიჭირე, არა, ახმედ? _ მივიდა მასთან ლილი. ახმედმა თეთრი კბილები გამოაჩინა, ლილიმ თმაში ჩასჭიდა ხელი, თავისკენ მოიწია.
_ გიყვარვარ, ახმედ?
_ უყვარხარ, მერე როგორ, _ გაიშხლართა ჯანბეგი ტახტზე და კედლისაკენ გადაბრუნდა, _ წინათ სულ მოღუშული იყო. ახლა დაავიწყდა კიდეც, რომ ლაპარაკი არ შეუძლია.
ახმედი იღიმებოდა. თევზის ქერცლები ცეცხლის პირას ცვიოდა, ზოგ ახალდაცემულს ალი იტაცებდა, ატკაცუნებდა. მან ჯოხის შამფური გამოთალა, თევზი წამოაცვა, მერე ლილის დაანახვა.
_ ჰო, შეწვი, _ თქვა ქალმა.
ახმედი ჩაცუცქდა, ცეცხლი გაქექა და შამფური ნაკვერჩხალზე დადო, თან მხიარულად გაიქნია თავი.
_ იცი რა გემრიელია შემწვარი, უ, რამდენი მიჭამია ეგ წინათ, _ თქვა კედლისაკენ გადაბრუნებულმა ჯანბეგმა.
_ ეტყობა, ახმედსაც უყვარს, _ ლილიმ ისევ მოჰკიდა ქმარს თმაში ხელი.
_ უყვარს, მაშ, მაგ თევზით გავზარდე, იმიტომ არის ეგეთი ღონიერი.
_ ღონიერი ხარ, ახმედ? _ მოქაჩა ქალმა თმა.
_ ეგეთი ღონიერი, ტყუილია.
_ ღონიერია, მაგრამ... ხო, ახმედ? _ ისევ მოქაჩა თმა.
ახმედმა შამფური გადააბრუნა.
_ ვერ ლაპარაკობს, არა? _ თქვა ლილიმ, თითქოს პირველად გაიგო და თმაზე ხელი შეუშვა.
ჯანბეგს ხმა არ ამოუღია, ახმედმა იგრძნო, რომ ლილი შეიცვალა, დანაღვლიანდა, მორცხვი ღიმილით ახედა, ქალი დაიხარა და თავისი პატარა ცხვირი მოუსვა ლოყაზე.
_ უნდა გაიპარსო, _ თქვა მან.
_ ხვალ მივცემ ფულს და წავყვები, _ წამოჯდა ჯანბეგი ტახტზე და მუგუზლებზე დამსკდარ თევზს დააშტერდა, მერე მზერა ლილის წამოსულ მუცელზე გადაიტანა, _ თევზის ფულებიც ასაღები გვაქვს, თორემ ჩქარა სტუმარი გვეყოლება, არა?
ახმედმა თავი ასწია, ლილი კიდობნისკენ წავიდა, პატარა, წითელი პერანგი ამოიღო და ქმარს დაანახვა. ახმედს თვალები აუპრიალდა, ჯანბეგმა კმაყოფილებით ჩაიბუზღუნა:
_ შენ შეკერე? ძალიან კარგია, ახლა შარვალი შეუკერე, ხო იცი, ბიჭი იქნება!
ლილიმ სკივრიდან მწვანე შარვალი ამოიღო.
_ აი, _ თქვა მან, _ ესეც...
ახმედს სიამოვნებისაგან ტუჩები აეხა, გაუბედავად დაადო ლილის მუცელზე თითი.
_ ჰო, ჰო, _ თავი დაუქნია ცოლმა.
ღამდებოდა და თენდებოდა.
კმაყოფილების რიტმით ივსებოდა ახმედის გული. გრძნობდა ჭარბ ძალას ხელებში, რომლითაც უსვამდა ნიჩბებს და რომლითაც ბავშვივით აყვანილი ეჭირა ლილი. ახლა მისი ასე ტარება ყველაზე ძალიან შეუყვარდა ახმედს. დადიოდა ქვიშიან ნაპირზე. მკლავებზე გადაწვენილ ცოლს არწევდა, თან მის წამოსულ მუცელს უყურებდა. ახალი ძალა იღვრებოდა მის გულში. ებერებოდა ბიცეფსებიც. ფიქრობდა, რომ ის თევზი, რომელსაც აქამდე იჭერდა, აღარ იქნებოდა საკმარისი, ის ქოხი, სადაც ის ცხოვრობდა, გაცილებით პატარა და უშნო იყო, ვიდრე მათი ქოხები, ვინც სოფელში ცხოვრობდნენ; იმ ქოხებში ყველგან დარბოდნენ პატარა ბავშვები, რომელთაც ლილის შეკერილის მსგავსი პერანგები ეცვათ. ლილის სიარული აღარ შეეძლო, ის იწვა და ძალიან შეწუხებული სახე ჰქონდა. ახმედის გული ვერ იტანდა ცოლის ტანჯვას. საღამო ხანს თვითონვე მიდიოდა ბაზარში.
მიდიოდა ბაზრისაკენ, რომელიც ამ დროისთვის უკვე დაკეტილი იყო. გზადაგზა გრძელ ხის ფეხებზე შესკუპულ ქოხებს ათვალიერებდა. ერთხელ, ასეთი სეირნობის დროს, დიდი ბარკასის უფროსმა მეთევზემ შეიპატიჟა, მაგიდასთან დასვა. აქ ღვინო დალია ახმედმა, სასმელი თბილ სითხედ ჩაიღვარა მის სხეულში, მგრძნობიარე და რბილი გახდა. შეუჩვეველი ჩქარა დაითრო. თვალები გაუფართოვდა, ხარბად უყურებდა კედელზე ჩამოკიდებულ დიდ, ჭრელ ფარდაგს და არშიებიან, თეთრ პირსახოცს, მერე მზერა კარადაზე გადაიტანა, საიდანაც საჭმელი გამოიღო დიასახლისმა. მასპინძელი იცინოდა, მხარზე ხელს ურტყამდა, რაღაცას უსურვებდა. ახმედმა იცოდა, რომ სურვილი ეკუთვნოდა ლილის კარგად ყოფნას, რომელიც იწვა მის ძველ ტახტზე და ბავშვს ელოდებოდა. უცებ დაეპატრონა ახმედის გონებას ცოლის სახე. ავადმყოფურად მოუნდა მისი ნახვა, წამოდგა და გამოუმშვიდობებლად დაეშვა კიბეზე. მასპინძელი გარეთ გამოჰყვა.
_ წავიდა? _ ხმამაღლა იკითხა მეორე ოთახიდან მასპინძლის ცოლმა, როცა კაცი უკან შებრუნდა.
_ წავიდა, ზღვასთან ყოფნა მოუნდა მუნჯს, _ თქვა ღიმილით ქმარმა.
ახმედი მირბოდა ზღვის გასწვრივ. წვრილი ქვიშა იფრქვეოდა გვერდებზე, ხრაშუნობდა. ზღვის გულში მთვარის შუქი იყო ჩაღვრილი. გარეშემო ტალღებზე ღრუბლის ჩრდილები დადიოდნენ, მერე მთვარე დაიმალა და შორს ზღვაში ნაპირისაკენ მომავალი გემის სინათლე გამოჩნდა. ახმედმა ზღვას გახედა და მოუმატა სირბილს. მის ქოხში სიბნელე იყო, შიგ შევარდნილ ახმედს ღრუბლებიდან გამოსული მთვარის სინათლე დაეცა ზურგზე. ლილის თავი უკან ჰქონდა გადავარდნილი, სხივები მის მოდუნებულ სახეს კიდევ უფრო აფერმკრთალებდა, ახმედი ჩამოჯდომას აპირებდა ტახტზე, მაგრამ ქალი უცებ გაიმართა, ხელი უღონოდ ჰკრა და საბნის ნაგლეჯში გახვეული რაღაც მიიხუტა. ახმედი სიბნელეში იდგა. მთვარე ანათებდა ლილის გრძელ, ჩამოყრილ თმებს, გაშტერებულ, უცრემლო თვალებს და იმ ნაგლეჯში გახვეულ რაღაცას, რომლისაც მხოლოდ დამანჭული სახე მოჩანდა. დიდხანს იჯდა ასე ქალი. თვალები უფართოვდებოდა. გაშტერებული უყურებდა მრგვალ, წითელ დისკოს. ახმედი მიყუჟული იდგა. მისი სხეული გრძნობდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა. ზღვა კი ხმაურობდა, შავი ღრუბლები დადიოდნენ აჭრილ წყალზე, მერე ღრუბლებმა მთვარე დაფარეს და ახმედის ქოხში მთლიანად დაბნელდა. სიბნელეში ქვითინის ხმა გაისმა. ქვითინებდა ბავშვზე დამხობილი დედა, მერე საბანი გადააცალა, თავს უსვამდა მის სხეულს, თმით ფარავდა ახალგაჩენილის ერთიბეწო ტანს. ახმედმა თავისდა უნებურად დაანთო ცეცხლი. ჯერ ცოტათი მოუკიდა ხეწაწს, მერე ალმა იმატა, ნელა გაანათა ოთახი. დედის სხეულის ქვეშ იწვა უმოძრაო ბავშვი კისერზე დახვეული ჭიპით, რომელსაც ის დაბადებამდე დაეხრჩო.
გვიან შევიდა ქოხში მოხუცი ჯანბეგი, მდუმარედ მივიდა ცეცხლთან, რომლის ალიც ძლივსღა ბჟუტავდა, უმოძრაოდ მჯდარ ახმედს დაადო მხარზე ხელი. მას მამის შემოსვლა არ გაუგია. ოდნავ შეაკრთო ხელის შეხებამ. მოხუცი მის გვერდზე ჩამოჯდა, ლილი აღარ ქვითინებდა, ის ბავშვზე დამხობილი უმოძრაოდ იწვა.
_ ჯერ ახალგაზრდები ხართ, _ ყრუდ თქვა ჯანბეგმა. ლილიმ ამოისლუკუნა, ახმედმა სიბნელეში გაარჩია, როგორ შეირხა მისი მხრები და გული შეეკუმშა. მისი სხეული ჰაერში სიკვდილის, სიმარტოვის სუნსა გრძნობდა; პირველად თავის სიცოცხლეში მოუნდა ტირილი, მაგრამ არც ლილისთან მისვლა შეეძლო, რომ მოფერებოდა.
_ ჯერ... _ დაიწყო ისევ ჯანბეგმა, _ რას იზამ, შვილო, ახალგაზრდები ხართ.
ქალი ნერვიულად იქნევდა თავს, დიდ კურცხლებად ჩამოსდიოდა ცრემლები.
_ ახმედ, ასეთი გაჩნდა, იცი? მკვდარი! _ ქვითინებდა ლილი. ახლა, როგორც არასდროს, უნდოდა, რომ ქმარი მისულიყო და მოალერსებოდა. ახმედი უმოძრაოდ იჯდა, ვერ აიძულა თავი, მიახლოებოდა იმ ადგილს, სადაც იწვა სიკვდილი _ პატარა, მაგრამ საშიში და უცნობი.
მეორე დღეს დაასაფლავეს ბავშვი ქოხის გვერდზე, ახმედმა ყვავილები დაკრიფა, ლილიმ მიიტანა და დააწყო. გადიოდა დრო.
აღარავინ არ იგონებდა იმ სიკვდილს, მაგრამ ის ჩანდა ყველაფერში. ჩუმი გახდა ლილი, ახმედი უფრო მეტ ხანს რჩებოდა ზღვაში და თავის ცოლს დამნაშავესავით მორიდებულად უყურებდა. მხოლოდ ჯანბეგის ლაპარაკს შეჰქონდა პატარა სიცოცხლე ოჯახში. იტანჯებოდა ახმედის გული, მაგრამ არაფრის თქმა არ შეეძლო, მხოლოდ კუნთები ჰქონდა ძველებურად ძლიერი, უსვამდა ნიჩბებს, ექაჩებოდა უზარმაზარ ბადეებს. ღამით ძველ ტახტზე იწვა, ზორბა მკლავებში მოქცეულ ლილის კოცნიდა თვალებზე, აწყნარებდა. ახმედს უნდოდა, რომ ცოლთან ერთად გატარებული ყოველი ღამე უსასრულო გამხდარიყო. დილა კი აბოლოებდა ამ უსასრულობას, ტოვებდა მას უცოლოდ. მთელი დღე მის გონებაში იდგა ის დრო, როცა ლილი დაწვებოდა მასთან, წინათ არ იცოდა ახმედმა, ეს დრო თუ უსასრულო არ იყო, ახლა კი ხვდებოდა და ეშინოდა შეუცნობლად. ამ აღმოჩენამ ააფორიაქა ის, აქამდე ეგონა, რომ დარდის მიზეზი მარტო ბავშვის სიკვდილიდან იწყებოდა, ნაწილობრივ ეს სწორიც იყო, მისი სიკვდილის შემდეგ დაებადა შეუგრძნობელი შიშის გრძნობა, რომლითაც ხვდებოდა ყოველ დილას.
სწორედ დილით ებადებოდა, ტახტიდან ადგომისას, ეს აზრები, როდესაც მარტო რჩებოდა ლილი. ეს აზრები მიჰყვებოდნენ მთელი დღე, თევზაობის თუ ბადეების ქსოვის დროს, და კვდებოდნენ დაღამებასთან ერთად, როცა ცოლს თავის მძლავრ მკლავებში გრძნობდა.
მარტო ჯანბეგი იყო თავისთვის, შეუმჩნევლად, როცა ლილის ახმედთან ლაპარაკი უნდოდა; გაგებინებით ისინი აგებინებდნენ ერთმანეთს, მაგრამ როცა ხმის გაცემა უნდოდა, მაშინ ელაპარაკებოდა მოხუცს, ისიც შეეჩვია ამ როლს. მათი საუბარი ნაწყვეტ-ნაწყვეტი იყო, ის გრძელდებოდა ვახშმობისას, იმის მერეც, როცა ლილი ახმედის გვერდზე იწვა, ჯანბეგი კი თვლემდა კუთხეში დაგდებულ ტყავებზე. ამ დროს ახმედი თავს კარგად გრძნობდა, მათ საუბარს თავის კუთვნილებად იღებდა. ლაპარაკი ქალს უქრობდა შიშს, რომელიც სიჩუმეში იბადებოდა მეთევზის ფარღალალა ქოხში. შიში მოდიოდა ზღვიდან და ხმელეთის იქით გადაჭიმული შრიალა ტყეებიდან. ასეთი შიშის დროს ღამე ჭუჭრუტანებიდან შემოდიოდნენ ეშმაკები ან ორთავა დევები ხარხარით, ცეცხლი ღვივდებოდა კერაში, ნაკვერცხლდებოდა. მოჩვენებები ცეკვავდნენ ცეცხლის ენების გარშემო და ყელზე ჭიპშემოხვეული ბავშვის ხორცსა ჭამდნენ. შეშინებული ახელდა თვალებს ქალი, ახმედის მკლავები მაგრად უჭერდა მის ტანს, მაგრამ მოჩვენებები უფრო გათამამებული ახტებოდნენ ნიჩბებს, არღვევდნენ ზღვას, მოათრევდნენ ნავებს, ძვირფას განძეულს და იტაცებდნენ მას ახმედის მკლავებიდან: კანკალებდა ლილი.
_ ჯანბეგ, ჯანბეგ, თენდება არა?! _ იძახდა ის.
_ ჩქარა, ჩქარა ამოვა, _ ბოხი, ჩახრეწილი ხმით პასუხობდა ბებერი მეთევზე.
ადამიანის ხმების ეშინოდათ სულებს და გარბოდნენ. ცარიელდებოდა ოთახი, გარეთ ზღვა ხმაურობდა, ხმელეთიდან ისმოდა ხეების შრიალი, ძაღლები ყეფდნენ, ალიონზე ყიოდა მამალი. ახმედის მკლავები, რომლებიც ისევ მაგრად შემოხვეოდნენ მის სხეულს, კვლავ საიმედო საფარველი ხდებოდა.
ავად გახდა ზამთარში ჯანბეგი. იწვა სიცხიანი და ბოდავდა. ბოდვის ხმები მთელი ღამე ებრძოდნენ სულებს, ბოლოს ხმები იმარჯვებდნენ, ცარიელდებოდა ოთახი მოჩვენებებისაგან. ისვენებდა ლილი.
მომდევნო ღამეებში ხმები მისუსტდა; ერთხელ, როცა მთვარეს ღრუბლები აეფარა, სულ მისუსტდა ჯანბეგი.
სულებს აღარ ეშინოდათ მისი უაზრო ბგერების და მოჩვენებებით აივსო ოთახი. ლილის ძახილზე მოხუცი იწვა ჩუმად, აღარ აწუხებდა შვილიშვილის მკვდრად დაბადება და მუნჯი შვილის მარტო დატოვება ამ ქვეყანაზე.
დილითაც იწვა მოხუცი, მერე მთელი დღე იწვა კიდევ. ცხედრის დასაფლავება მესამე დღეს გადაწყვიტეს, როცა ახმედი ძველი ნავის ფიცრებით კუბოს გააკეთებდა. საღამომდის მორჩა დურგლობას, კუბო ქოხის კუთხეში ააყუდა. ლილი ტახტზე იჯდა მიყუჟული, მერე ფეხაკრეფით ადგა, მივიდა შუაცეცხლთან, რომელიც ოდნავ ბჟუტავდა, გძელი ალმოდებული ფიჩხი აიღო და ჭრაქს მოუკიდა; ჭრაქმა ჯერ ლიცლიცი დაიწყო, მერე აინთო. ძველი ქოხის კედლები გამოაჩინა. ჭერში თოკზე ასხმული გამომხმარი თევზები ეკიდა მძიმე ბადეების გვერდზე. ისინი საცობებით იყო მოკაზმული წყალზე სატივტივოდ, კოჭებში ორი მთელი ნიჩაბი ჩანდა პირდაპირ გარჭობილი, რომელზედაც მეთევზის ფარცხები და დამტვრეული ნიჩბები ეყარა. პირდაპირ ეკიდა ახმედის დაკერებული ტანისამოსი. ახმედი კართან იჯდა, ხის ურდულის ქვეშ. დროდადრო თავმომწვარ ფიჩხს უნთებდა ცეცხლს, ალი ცოტა ხნით ნელდებოდა ახალი შეშის მიმატებამდე.
ლილი გარეთ გავიდა. კარი ჭრიალით გაიღო. როცა შემოვიდა, კარმა ისევ დაიჭრიალა. ლილიმ ქვაბით წყალი შემოიტანა, შუაცეცხლის თავზე დაკიდებულ კავში ჩაკიდა, ახლა მან მიუმარჯვა ფიჩხი. ალმა ქოხის ძველი, სუფთა კედლები გაანათა. ლილიმ ცოცხს მოჰკიდა ხელი, სინათლეზე გამოჩენილი აბლაბუდა ჩამოწმინდა, შემდეგ თევზი გამოშიგნა, დაღლილი მიუჯდა ახმედს გვერდით. ცეცხლმა იკლო. ახმედმა ხელი გადახვია. ქალი სუსტი მხრებით მიეკრა მის მკერდს. ის კანკალებდა, ეშინოდა ქოხის სიჩუმის და ცდილობდა ჭრაქის მხარეზე არ გაეხედა. იქ, ჭრაქის ქვეშ, ახმედის მკვდარი მამა იწვა საბანგადაფარებული. ერთხანს ასე ისხდნენ, შემდეგ ახმედი წამოდგა, ცულს დაავლო ხელი, თაროდან ლურსმნები ჩამოიღო. დილიდან დამზადებული ფიცრებით კუბოს თავსახურის კეთება დაიწყო. კაკუნის ხმამ ლილი გაამხნევა. მოუნდა ვინმეს დალაპარაკებოდა, მაგრამ ჯანბეგი უკვე მკვდარი იყო, ნიშნებით კი არ შეეძლო ახმედისათვის ყველაფერი ეთქვა, თან ასეთი ლაპარაკი ღამით უფრო აშინებდა.
ახმედმა კუბოს თავი გააკეთა, ისევ მიუჯდა ლილის და ხელი გადახვია. კერაში ცეცხლი სულ მიქრა, ქვაბში ჩაყრილი თევზი მოიხარშა, აღარავის შეუკეთებია ფიჩხი, მარტო თაროზე მდგარი ჭრაქი ბჟუტავდა, რომლის ქვევითაც საბანგადაფარებული ცხედარი იყო. ქოხს შიში და სიცარიელე პატრონობდა. ახმედის მკლავები მას მანამდე იფარავდნენ, სანამ სინათლე ენთო. ჭრაქში კი საწვავი თავდებოდა. ახმედისათვის ამ წუთში არ იყო არც შიში, არც სიცარიელე. იყო მხოლოდ ლილი, რომლისთვისაც ხელი ჰქონდა გადახვეული და რომელიც თრთოდა მის მკლავებში.
მთელი ღამე მოდიოდნენ სულები. ახლა დევები უფრო დიდები იყვნენ. პატარა ეშმაკებმა დაიკავეს ყველა კუნჭული ქოხში. ხითხითებდნენ, ენას ყოფდნენ, იმანჭებოდნენ. კუთხეში შავად მდგარი კუბოდან გამომძვრალი ვიღაც ასფეხა ცეცხლის ენებში ცეკვავდა, გრძელი ხელები იგრიხებოდნენ, თითქმის ხვდებოდნენ ქალის სახეს, მერე ჯოჯოებმა ზურგით შემოათრიეს კიდობანი.
_ ჯანბეგ, ჯანბეგ! _ ყვიროდა ლილი.
ჯანბეგი დუმდა, დევები იქვე იყვნენ. მარტო ქალის ხმის არ ეშინოდათ. უპასუხოდ დარჩენილი ძახილისაგან უფრო გათამამებული დარბოდნენ ეშმაკები.
_ ჯანბეგ, ჯანბეგ! _ ისევ ყვიროდა მთელი ხმით ის.
გაღვიძებული ახმედი კუნთებს ბერავდა, კბილებს ახრჭიალებდა. ახლა ისიც დევს ჰგავდა, ქალს გადახტომა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო, მკლავები არ უშვებდნენ.
_ მიშველეთ, მიშველეთ! _ განწირულად დაიწივლა მან და უცებ გაქრნენ სულები. თვალებდაჭყეტილი ლილი საწოლზე იჯდა, ახმედს კეტისათვის დაევლო ხელი. ღია კარში ცოცხალი კაცის სილუეტი ჩანდა, მის უკან კი ზღვა იყო, წყნარი, თეთრი.
_ მე ვარ, ახმედ, _ თქვა სილუეტმა. ახმედმა იცნო ახალგაზრდა მეთევზე, _ აქეთ მოვდიოდი და შენი ყვირილი შემომესმა...
ახმედმა ზურგი შეაქცია და ტახტზე დაწვა. ის კაცი წავიდა. ადამიანის ხმისაგან დამფრთხალი სულები ღამე იმალებოდნენ.
დილა წყნარი იყო და მზიანი.
აფორიაქდა ახმედის გული. გათავდა ღამე, გათავდა ლილისთან ერთად წოლის კიდევ ერთი დღე. საღამომდე ვერ ნახავდა მას. უსვამდა ნიჩბებს ზღვის სიღრმისკენ. ის არ ფიქრობდა არც შიშზე, არც ლილიზე, მხოლოდ შეუცნობელი, ცუდის რიტმი იყო მის გულში. გათავდა ღამე, რომელიც გაატარა ცოლთან ერთად და არ იცოდა, მეორე ღამეს გაატარებდა თუ არა მასთან, რადგან გრძნობდა, რომ ისევე როგორც ცვლიდა ღამეს განშორების დილა, შეიძლებოდა შეცვლილიყო ასეთი ცხოვრება ცოლთან ერთად სხვა ცხოვრებით.
მამის დასაფლავების შემდეგ უფრო დაეპატრონა ეს განცდა. ის ნაწილი, რასაც ავსებდა ჯანბეგი თავისი ლაპარაკით ლილისთან, ცარიელი იყო. ამ სიცარიელისა ეშინოდა ახმედს. ეს სიცარიელე ხელს უშლიდა, რომ ძველებურად ყოფილიყო ცოლთან. პირველად ეს სიმყუდროვე დაარღვია სიკვდილმა _ ის სიკვდილი ეკუთვნოდა ბავშვს, მეორედ სიმყუდროვე ისევ სიკვდილმა დაარღვია _ ქოხის უკან დაასაფლავეს ჯანბეგი.
ამ ამბების მერე მოიწყინა ლილიმ, აღარ იყო მხიარული, აღარ ეალერსებოდა ახმედს, ღამე საშინელ სიზმრებს ხედავდა, თრთოდა, ყვიროდა.
ერთხელ თევზაობიდან დაბრუნებულ ახმედს სახლი ცარიელი დაუხვდა. აღარ იყო იქ ლილი. იჯდა ახმედი მარტო ცივ, პატარა ქოხში და გრძნობდა, რომ ის, ვინც უკითხავად წავიდა, აღარასოდეს დაბრუნდებოდა. მხოლოდ ზღვა დარჩა მისი ერთგული. ღამე, დიდი ქარისა და ტალღების ხმაურის დროს, ეჩვენებოდა ქალის ყვირილი, დაფეთებული გარბოდა გარეთ, მერე ცურვით შედიოდა წყალში. თავისი სიცოცხლის საფრთხის ფასად გამოჰყავდა წყლით გაბერილი ადამიანი, წყალს წურავდა მისი სხეულიდან და სიცოცხლეს უბრუნებდა.
თევზაობის შემდეგ ხშირად ეგდო ნახევრად შიშველი ზღვის ნაპირას და ელოდა დამტვრეული ბარკასის პოვნას, რომლის ძირზეც იწვებოდა ზღვის საჩუქარი. ყოველ ღამე ტკივილით ევსებოდა გული. იწვა მარტო და იმედად მხოლოდ დილა ჰქონდა. დილას შეეძლო მოეტანა ნავი, დაებრუნებინა ლილი. მზის ამოსვლამდე ჯდებოდა ახმედი ნავში. უსვამდა ნიჩბებს, შორს გადიოდა ზღვაში. ერთადერთი, რაც დარჩა მას, იყო ძალა. ძალა უნაზღაურებდა ყველაფერს და უძალოდ ცხოვრება ვერ წარმოედგინა მის სხეულს.

(დასასრული ქვემოთ)


Last edited by გამრიგე on Tue Aug 24, 2010 10:41 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

გურამ რჩეულიშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   გურამ რჩეულიშვილი EmptyTue Aug 24, 2010 10:39 am

მუნჯი ახმედი და სიცოცხლე

(დასასრული)

გადიოდა დრო.
ახმედის ძალა ეხმარებოდა თევზით ღარიბებს, იკედლებდა ღამის გასათევად მგზავრებს, არჩენდა ზღვის ტალღებიდან სხვის სიცოცხლეს. მისთვის სიცოცხლის გადასარჩენად არ არსებობდა წინააღმდეგობა. მან, მარტო დარჩენილმა, ყველაზე კარგად იცოდა, რა იყო სიკვდილი. მას ხომ სიკვდილმა წაართვა ლილიც _ ასე ფიქრობდა ის.
კიდევ გადიოდა დრო.
და დაბერდა ახმედი. ზღვის წყალმა მხედველობის ნაწილი დაუკარგა. ახლა კარგის და ცუდის შეგრძნება აღარ იღვიძებდა ისე ძლიერად მის გულში. მოდუნდა. დაივიწყა წინანდელი დარდი, დაივიწყა ის სიხარული, რასაც იწვევდა სხვისი შველა.
კიდევ გადიოდა დრო და ახმედმა დაკარგა ძალა _ თავისი ერთადერთი იმედი. მაშინ შეიკედლა მოხუცი სედა, ნახევრად გიჟი მოხუცი ბაზრის ქალი და გადაგდებული ძაღლის ლეკვი.
ღამე ძაღლის ლეკვი კართან წკმუტუნებდა, მერე გულზე მოსული უყეფდა ლანდებს სიბნელეში. ახმედი იჯდა წელში მოხრილი ცეცხლის პირას, ფიჩხს ქექავდა, უბერავდა ნაღვერდალს. დასუსტებულ ძვლებზე დამჭკნარ ხორცად დაკიდებული ერთ დროს ძლიერი ბიცეფსები ჟანგისფრად მოჩანდა ალზე. ბრუ ეხვეოდა, მაგრამ მიუძლურებულს რატომღაც არ სწყინდა თავისი უმწეობა, ვეღარცა გრძნობდა.
გარეთ ლეკვი ყეფდა, მერე შევარდა ქოხში კუდის ქიცინით და ისევ გაიქცა. ახმედმა იცოდა, რომ ახლა ბებერი სედა შემოვიდოდა. ბებერმა სედამ წყლიანი თუნგი დაუდგა გვერდზე ბებერ მეთევზეს. იქვე დაჯდა თვითონაც ცეცხლთან, მიმჭკნარ მკერდს უნათებდა ალი. ის იჯდა თავდახრილი, ყვინთავდა, მერე თბილ მიწაზე მიწვა და მიეძინა. ახმედმა ისევ გაქექა ცეცხლი. სედას მკერდი ჩახსნილი გულისპირიდან თეთრ-წითლად გამოჩნდა. ახმედის ფეხთან ლეკვი წკმუტუნებდა, ცხელი ენით ულოკავდა ხელისგულს, ბუნდოვნად იღვიძებდა მიბერებული ვნება მეთევზის გულში. ის ქალი, ვინც პირველად ვნება გაუღვიძა, ისე შორს იყო, რომ გახსენება აღარ შეეძლო, გრძნობა დიდი ხანია ჩაუქრა. დარჩა მხოლოდ ის ინსტინქტი, რომელსაც ოდესღაც იწვევდა ლილის შიშველი სხეულის დანახვა. ეს ახლა თითქმის გაუფერულებული განცდა შეინარჩუნა მისმა გულმა იმ ძველი ამბებიდან სიყვარულის, იმედის გაცრუების და სიკვდილის სიძულვილის ყრუ ტკივილთან ერთად.
სადღაც გაიქექა მისი შეგრძნება, მას შემდეგ აღარ ენახა ასე ახლოს ქალის სხეული. ახლა უყურებდა და ოდესღაც განცდილი მკრთალად უფორიაქებდა მიბერებულ სხეულს, ძაღლი კი ულოკავდა მლაშე ხელისგულს, სასიამოვნოდ უთბობდა. ნელა წამოდგა, ჩოჩვით გადაჯდა მოხუცი ქალის გვერდზე. ისევ გაქექა ცეცხლი, დიდხანს უყურა, მერე დამჭკნარი ხელი დაადო ქალის მკერდს. სადღაც გაქრა გაღვიძებული შეგრძნება, მკერდი ცივი, უგრძნობელი იყო. გარეთ გავარდნილი ლეკვი ისევ უღრენდა ლანდებს. წელათრევით გადმოჯდა თავის ადგილას ახმედი; ახლა სიშიშვლეს ვეღარ ხედავდა; მხოლოდ გრძნობდა, რომ სწყუროდა წყალი. თუნგი მოიყუდა. სვამდა დიდი, მძიმე ყლუპებით და უფორმო სიცოცხლე იპყრობდა მის სხეულს. ცივი წყალი გადადიოდა ყელში, ეღვრებოდა გულზე. სხეული გრძნობდა, რომ ის ცოცხალი იყო; ეს სიცოცხლე იჯდა დანგრეულ ქოხში, ნახევრად მიმქრალ ცეცხლთან, რომლის პირასაც იწვა ბებერი ქალი, ეს სიცოცხლე გრძნობდა, რომ ლეკვი, რომელიც გარეთ ყეფდა, შემოვიდოდა და ხელისგულს აულოკავდა, ცეცხლი, რომელიც ქრებოდა, ფიჩხის შეკეთებისას ისევ დაიწყებდა თამაშს, ისევ გაანათებდა შიშველ მკერდს, ლეკვის ენას და კედელზე ჩამოკიდებულ ბადეებს.


Exclamation
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

გურამ რჩეულიშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   გურამ რჩეულიშვილი EmptySun May 22, 2011 5:11 pm

გურამ რჩეულიშვილი Shatili

გურამ რჩეულიშვილი

ბათარეკა ჭინჭარაული
(მოთხრობა)

იშვიათია ისეთი მთა სამოსახლო, როგორიც ხევსურეთია; თუშეთს, ხევს, სვანეთსაც კი აქვს ვაკე ადგილები გაშლილი ქედების ძირში ან ხეობების გასწვრივ, მხოლოდ ეს კუთხე გაუწირავთ ღმერთებს ციცაბო ფერდობებისა და ბასრი ჭიუხების ანაბარად.
მოწყვეტილი ვაკის სამყაროდან, ცხოვრობდა ეს ხალხი არაგვის ხეობებში, დაყოფილი პირაქეთ _ ბარისახოსა, ბაცალიგოს და პირიქით _ არხოტის, შატილის თემებად.
ძნელია მათ შორის მიმოსვლა ზაფხულშიაც კი. მხოლოდ ხატობები ან სხვა რაიმე დღესასწაული ყრის ერთად ერთი ხეობის მცხოვრებლებს წელიწადში სამ-ოთხჯერ, უფრო სწრაფად აგროვებს ამ ხალხს ომის ყიჟინა, საერთო მტრის წინააღმდეგ დაძახებული. მათთვის სხვა დანარჩენი დრო მიდის მარტო კაცის ბრძოლაში ბუნებასთან და საკუთარ კერპ-აგრესიულ ხასიათ-ვნებებთან, რომელთა თითოეული წვრილმანის გამოხატულება დანაშაულზე "ცხვარ-ძროხის გადახდის" კანონით არის განსაზღვრული; მთელი იურისპრუდენციული კოდექსებია შექმნილი სისხლის გამოსყიდვის შესახებ უსისხლოდ, რომელიც შვიდი-რვა თაობა გრძელდება ყოვლად საზარალო, დამამცირებელი კანონებით მკვლელის ოჯახისათვის და სასარგებლო ჭირისუფლებისთვის. უცნაური, ნამდვილად ხევსურული ხასიათიდან გამომდინარე სიტყვებით თავდება ეს სქელტანიანი დაუწერელ კანონთა წიგნი: ყველაფერი ამის შესრულებით (იგულისხმება ცხვარ-ძროხის გამოსასყიდის აღება სისხლის აღების მაგიერ) დაკმაყოფილება, ხევსურული კაცური ადათებით, სირცხვილი არის. ჯვარპერანგიანი ვაჟები კი სირცხვილს არ ჭამენ არასოდეს და ერთ მკვლელობას ხშირად მთელი გვარების ამოწყვეტა მოჰყვებოდა ხოლმე. საპასუხო სისხლის აღება, პატიოსნების დაცვა თავისი თუ მიცვალებულის სულისა გაცილებით მაღლა დგას აქ, ვიდრე რაიმე სოციალური ანაზღაურება. აქ პოეზია განუკითხავად ბატონობს პროზაზე, პოეზია თავისი "ულოგიკო" ვნებებითა და გამოხატვის შეუდარებელი დრამატული სიმშვენიერით. შემთხვევითი არ არის, რომ აქ ფოლკლორი, აწყობილი ხევსურული ლექსით, თავისი ღირსების შეგრძნებით, კლასიკურ სიმაღლემდე ადის. ყველა ხევსური, როგორც წესი, პოეტია;
ყველაზე კარგს კი იმათგან ის დაწერს, რომელიც სხვაზე მეტად და ღირსებით იტანჯება, ვერმიღწეულის ვნებით შეპყრობილი, ლექსის თქმამდე.
ასეთი ლექსია თავისთავად მოკლე დროში ლეგენდად ქცეული შატილი.
როცა ამ მოთხრობაში ნახსენები ხალხი ცხოვრობდა, ას ოცი კოშკი იყო ამ სოფელში და უფრო მეტი ოჯახი; სავსე ომებითა და მშვიდობით ცხოვრობდა საქართველოს უკიდურეს საზღვართან გაშენებული ეს ქალაქსახელმწიფო. ახლაც კი ნახევრად დანგრეულ შატილს ვინც ნახავს, ეგონება, რომ ბერძენმა ღმერთებმა ოლიმპოს მიტოვების შემდეგ აქ გადმოინაცვლეს, ამ პოლისში, რომელიც არავის სჭირდებოდა არასდროს, თუ თვითონ არ მოაგონებდა თავს სამყაროს.
არ არიან შატილელები ძუნწები თავის ჩვენებაში; იტაცებენ საქონელს, იღებენ სისხლს, ტეხენ დავას და თვითონ ავალიანებენ სხვებს. ომობენ გაზაფხულზე გზების გახსნისთანავე, არბევენ, უმოყვრდებიან ქისტებს თუ ხევსურებს (ისინი ასე ეძახიან თავის თანამეტომეებს, თვითონ შატილიონები ჰქვიათ). მთელი ზაფხული, შემოდგომაზე გზების დაკეტვამდე, თავს უბამენ, ამთავრებენ სისხლის საქმეებს ან გულში ჯავრს იდებენ და უცებ, თოვლების ჩამოყრისთანავე, კუტებივით სხდებიან.
ძნელად ეჩვევიან ხევსურის კაცები ოჯახს; ზაფხულის ჯაფისგან ილაჯგაწყვეტილი თუ ჯანზე მოსული ქალები კრიახობენ გრძელი ზამთრის ღამეებში, წივისა და ვნების სუნით ივსება მთელი სოფელი, ბოლავს, ჟინს იკლავს, იღვივებს, არაყსა ხდის, ლუდსა სვამს და ღრეობს რიგრიგით კოშკიდან კოშკში დაზამთრებული სოფელი. თეთრია ყველაფერი შატილის გარშემო, თეთრია კოშკის სახურავებიც, მხოლოდ სიპისგან ნაშენი კედლები, ერთმანეთში ჩახლართული კიბეებითა და ბანებით, დგანან შავად, ავი მიუკარებლობით, საომრად, ჰარმონიულად შეზრდილნი ბუნებრივ ტიტველა კლდეში.
ზამთრის დღის უმოქმედობისგან იღლებიან კაცები, სახლის საქმე მათ არ ეკითხვით, დაძრწიან ღამენაწოლები ცოლებთან და მთელი დღე ლოთობენ, ბუბუნით არჩევენ შუღლის ამბებს.
ამ დაზამთრებული ლაბირინთის კიდე-წვეროში ცხოვრობს ბათარეკა ჭინჭარაული. თითქმის ცარიელია მისი კოშკის უზარმაზარი ტალანები. გამოუსვლელად წევს ის თავის ჯიშიან ქალთან მთელი დღეები და თივაზე მიგებულ ქურქებზევე სვამს ერთნახადს. რამდენჯერმე მოუვიდა მოპატიჟე მოგვარეებიდან სხვებთან ერთად არყის მისაღებად, სისხლის საქმეების გასარჩევად და საღრეობოდ. "დიაცს გაახლებთ თქვენთან სალაყბოდ", ბუზღუნებს ის ყველა მოპატიჟებაზე და აუდგომლადა წევს. ვერაფრით ვერ ეგუება დაუდეგარი მოშუღლე ბათარეკ ზამთრის უმოქმედობას. პანკისში მართებთ მისი სისხლი, ომალოში უნაგირი მოჰპარეს, ვერცხლით ნაკაზმი, ათი იმდენი თვითონ დაუშავა სხვებს, ვერ ისვენებს სახლში გამომწყვდეული. ამ ზამთარში ისეთი ზვავები ჩამოყარა, ისეთი მოთოვა, რომ გვერდზე სოფელშიაც კი არ შეიძლება გასვლა; თავისუფლად დადიან ჭიუხებიდან ქვევით დაწეული ჯიხვები. გმინავს ბათარეკ და გულმკერდს უჯიჯგნის ცოლს. მოუშვა წვერი და ჩაებურძგნა ხასიათი.


აღარ არიან ქედების ძირში ნაზი იები, აღარ იკრიფება ქედზე შეფენილი შავშალა ხილი; იმათ ადგილზე დაუსრულებლივ დევს თოვლი და ათოვს ზევიდან. ზის კოშკის ზემოთა მუხლში ქურქების შუაში ჩამჯდარი მზია, ბათარეკას ცამეტი წლის ქალიშვილი. ვიწრო სარკმლიდან იყურება დღე, როცა ფიფქები ჩანან, ღამე, როცა თოვლიც კი შავდება; სწორ, ჩამოთლილ თითებს ისვამს ღაწვებზე დილით, უჩოლკოდ, უსარკოდ ივარცხნის შუადღემდე თმებს. მისი სახე გაკვირვებულ, გაბრწყინებულ თვალებადაა ქცეული; არ არის არავინ მის გარშემო; სადღაც გულის სიღრმეში ამ სიმარტოვისგან განსაკუთრებით კარგად გრძნობს მზიას სხეული, რომ ის უნაკლოა, ამ შეგრძნების მუდმივი თანხლება, სხვისი ყოფნის უსურვილობის ზღვარამდე, კარგსა ხდის მას.
შეყვარებულია ყველაფერი მის გარშემო: სიპისგან დატეხილი კედელი უხმოდ, პირქუშად, გამოუმჟღავნებლად. დიდი, ოთკუთხედი კიდობანი ვაჭრულად, მზაკვრული იერით ქონებას ჰპირდება გოგოს და მით იბირებს; უხმარი ხმლები იბრძვიან შეუჩერებლივ, ნაპერწკლის ცვენით – ათას სიყვარულს ჰპირდება მათ ქალის გული. მხოლოდ უზარმაზარი ცხვრის ქურქი, რომელშიაც ის გახვეულა, ეალერსება მის სხეულს, მატყლში ჩარგული ტუჩებით ასუნთქებს მზია მას თავის სურვილებს და ეკრობა. თავზე იხურავს ზევიდან ტყავსაბანს, რომლის ქვეშაც მთელი სამყარო ჩანს: კაცები, კოშკები, საქონელი, შუღლი და თვითონ. იმას, როგორც ყველა ხევსურის ბავშვს, ოთხი სახელი ჰქვია, იმათგან მზიას შემდეგ უყვარს თამარი, ქართული სახელი, დანარჩენი ორი, სანდუა და ბუბა, ეჯავრება, ისინი პატარას მომავალ ქმრიან ჯაფაზე უყვებიან ქვეშეცნეულად. უცნაურია, საიდან გამოვიდა ასეთი ქალი შატილის კოშკში; არაფრით არ შეუძლია იშრომოს, ან თესოს, ან მომკას, ან მოზილოს, დაგვაც კი. ის დადის, უზომოდ შეყვარებული თავის თავში, კიბეებზე და ისეა ამ გრძნობისგან გაბრუებული, რომ სიტყვებით ამ სიყვარულსაც კი ვერ არქმევს სახელს. კიბეზე ასვლისას ხშირად ეჩვენება, თითქოს წინა საფეხურს უფრო უყვარს, ვიდრე იმას, რომელზედაც ფეხი უდგას. უდედო ნუკრივით მფრთხალი, მშვენიერი და უსუსურია მისი სიყვარული. ის ისეა შეპყრობილი ამ ხალისით, რომ არაფერზე არ შეუძლია შეჩერდეს. ზის ქურქში გამოხვეული ეს უცნაური არისტოკრატი ქალი, რომელიც ბუნებამ აქ, შატილში, გააჩინა და ელის. არ არის გაწბილებული მისი მოლოდინი, ის ყველაფერში ხედავს მას, დიდი ანთებული თვალები, გრძელი გაკვირვებული წამწამებით, ყველაზე პატარა საგანსაც კი არ უშვებენ თავის გარშემო შეუყვარებლად.
თითქმის არ იცნობს მზია სოფლის მცხოვრებლებს, თავისი დედ-მამაც კი არ იცის როგორია, უცნაური, მთლიანი სისავსით ხედავს იგი მის გარშემო ყველაფერს, როცა ელაპარაკებიან, პასუხობს სრულიად ბუნებრივად, ხალისით, ისევე როგორც ზის ხოლმე მარტოკა კოშკის თავში. არ ანაწევრებს არაფერს მისი სხეული და გონება. არც ერთი ნაწილი არ გამოიყოფა იმ ლეგენდიდან, რომლის მოყოლითაც ის იძინებს, რომელიც ესიზმრება დაძინებულს და არც ესიზმრება.
ეს ამბავია ჯიხვებზე მონადირე ვაჟისა, რომელმაც ოჩოპინტრე გაანაწყენა და დაისაჯა. აღუკვეთა მას ნადირი ამ ღმერთმა. დაბადებით არაფრის კეთება არ შეეძლო მონადირეს გარდა ნადირის ხოცვისა; დადის ახლა, ეძებს ფსიტს, ნიამორს, ჯიხვს; საკმარისია თვალი მოჰკრას ჭიუხის ბოლოში, რომ ისინი გაქრნენ; ქედიდან ქედზე ღამე, დღე, თოვლში, მზეში, წვიმაში, მეხში დადის და ეძებს. ჩამოხმა ვაჟი, გაუტყდა სხეული, მთელი დღეები ლოცულობს, რომ შეუნდონ.
მაშინ ოჩოპინტრემ აპატია დანაშაული, რადგან სხვა არაფრის კეთება არ შეეძლო ამ კაცს. მოუვიდა ისევ ნადირი, აევსო ხორცი, აუყვავდა სული, ამღერდა მისი ბუნება. პატიების წინ ნადირობის ღმერთმა ერთი პირობა დაუდო – არ მოეკლა ხარ-ირემი, თორემ უარესად დასჯიდა მას. ხინჯად შეეპარა ეს პირობა მონადირეს, ახსოვდა ის ყველა ჯიხვის დანახვისას, ნიამორის დევნისას, ფსიტის მოკვლის დროს. მოუდიოდა ნადირი, ხოცავდა და ეხში დადგმულ ნიშებთან სწირავდა ნაწილს მპატიებელს – აღუთქვამდა პირობის შესრულებას. ღია იყო მის წინ ფეხმარდი თხების დევნისას ჭიუხების კარი, ზვავი გზას აძლევდა, მდინარე ვიწროვდებოდა და თავის სხეულზე უვნებლად ახტუნებდა; ულევი ჰქონდა ტყვია_წამალი, ხალისი, ვნება და არც ერთი წამით არ ავიწყდებოდა, რომ არ უნდა მოეკლა ხარირემი.
მზემ ხეობა მიატოვა საღამო ხანს, ბნელში დარჩა მოკლული ჯიხვი, რომელიც ეხში ჩამქრალი ნაკვერჩხლების წინ დააგდო ვაჟმა. სხივები ქედის გასწვრივ გაწვნენ და დააბრმავეს თავისი სიმშვენიერით მონადირე. მთის დატეხილ ხერხემალზე ხეობიდან ავარდნილ ხარირემს გამოუდგა, მთელი ღამე სდია გონებაგაშავებულმა და დილით მიეწია. ისრის სასროლად მოზიდულ მშვილდს მზის პირველი სხივი დაეცა ოჩოპინტრეს თვალთან ერთად. ხელიდან გაუვარდა პირის გამტეხს სასროლი, მოსაზიდად მოხრილი მკლავი გაუშეშდა, აეყარა ძარღვები წყრთასა და მხარს შუა, არფის სიმებივით გაება და დაიჭიმა, ტანი ცხენს შეეზარდა, რომ არ შეჩერებულიყო მისი ჭენება ნადირის საძებნელად და მეტი სიმწუხარე მიეყენებინა ნადირობის უნარს მოკლებულისათვის; მხოლოდ საისრე მარჯვენა ხელი დარჩა თავისნებაზე მოძრავი; ჩამოჰკრავდა ამ ხელს სიმებად ქცეულ ძარღვებს და მღეროდა, რადგან არაფერი შეეძლო ნადირობისა და იმ ვნების გამოხატვის გარდა, რომელსაც მასზე მოგონებით სიმებს ათქმევინებდა.


ძლივს მიეჩვია ოჯახს ბათარეკა ჭინჭარაული. ავად გაუხდა ცოლი, თვითონ შეუდგა სახლის საქმის კეთებას. დაასუფთავა სახლი, ორი ქურქი გამოიყვანა, მერე ხმლები დაპოხა და ლუდი მოხადა მეზობლების დასაძახებლად. ამოაქოთა ჩაწყობილი სკივრი, ჭრელი პერანგები ამოარჩია, ისევ ჩააწყო, გახეული ბანდულები დაიკერა და ცოლისგან დაწყებული ბეჭი თვითონ გამართა. მთელი ვნება ოჯახის საქმეზე გადაიტანა, ჩათბა სახლში, თითქოს დაიღალა და მოეწონა საქალო საქმე, არ დატოვა არც ერთი კუთხე აუქოთებელ-დაულაგებელი და ზემო კოშკში ავიდა მესამე დღეს.
ბუნებით ნაზი, ავაზაკივით უჟმური იყო ხასიათით და ქცევით ბათარეკ. დაშტერებით, გაბრაზებული უყურებდა ის ჭერში დაკიდებულ აბლაბუდებს, რომელშიაც თავი გაერჭო, მიყრილ ნივთებში ფეხი აერია და თავის ქალს დააშტერდა ოჯახის საქმეს მოკიდებული კაცი. ბოროტად აელდნენ კაცის თვალები, ისევე როგორც საქონლის პარვისას ამხანაგის უმოქმედობის დროს გაბრაზებულს სჩვეოდა.
თითქოს რაღაც კიდევ მოემატა მზიას პოეზიას და ქუთუთოები უფრო გაუბრწყინდა მამის დანახვაზე. გული მოულბა ბათარეკას და თვალებმა არგამოსამჟღავნებლად უფრო ავად დაიწყეს ყურება, სულში შეჭრილ სისუსტესთან ერთად უცებ მოაწვა მთელი ზამთრის უმოქმედობის სევდა, ბრაზი და მთელი ხმით დაიღრიალა:
– რად არ ეხმარები დედასა! ქალავ...
მზია ახლო მივიდა გაღიმებული და ვერაფრით ვერ შეძლო დამორცხვება ან თავის მოკატუნება, ისეთი მართალი იყო თავის თავთან, იმდენად არაფრის მთქმელი იყო მისთვის ეს ბრალდება. ბათარეკამ თითქოს გაიგო, რომ შვილმა აჯობა სიმართლეში, რო არაფერი იყო სახლში საქნელი, საქმე აქ ვერ ჩერდებოდა, ნამდვილი კაცური, და უცებ დაიმორცხვა, ოჯახის საქმით ანთებულმა, მზიას წინ.
ეს დამორცხვება ასე გამოხატა მან:
– ქალავ!!
– ა!?
– რისი მაქნისი ხარ სახლში ტყუილა მჯდომარე!?
– ა?! მამავ...
– ათასი ჭირი, ქალო!!! – დაიგრგვინა კაცმა. არ უნდოდა მზიას ამ სიტყვების გაგება და შეწუხებულმა სარკმლისკენ მიიხედა.
ასულის თვალების მოშორებამ თავისი მაგნიტური წრისგან გაუშვა ის და იმ ბრაზის გადმონთხევის საშუალება მისცა, რომელიც თავისი თავისადმი იგრძნო შვილის დანახვისთანავე. ეს ბრაზი იმ დანაშაულიდან მოდიოდა, რომელშიც არც ბრალი ჰქონდა თვითონ და რომლის არც გამოსწორება შეეძლო. ერთ ვნებად შეიკრა ის, რაღაცის წინააღმდეგ ამხედრებული, სილის გაკვრით დაანთხია ასულს ყველაფერი და კიბეებზე დაეშვა ბუბუნით.


თვითონ ვეღარ გაბედა კაცმა ზევით ასვლა და მეორე დღეს, სადილობისას, ავად გამხდარი დედა აუგზავნა საჭმელით შვილს. ჭერხოს შუაში გამქრალი შუაცეცხლის ჯაჭვზე ჩამოეხრჩო მზია ბათარეკას ასულს თავი.

1959

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

გურამ რჩეულიშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   გურამ რჩეულიშვილი EmptyThu Mar 14, 2019 11:12 am

გურამ რჩეულიშვილი


ნელი ტანგო
საუბარი ცეკვის დროს


ცურვის დროს თითქმის არასოდეს არა ფიქრობენ, განსაკუთრებით - როცა მკლაურით მიდიან. ალბათ, ამიტომ მიყვარს ცურვა და ყველაზე მეტად მკლაური.
სოხუმის საცურაოზე ცალთვალა სომეხი ემიგრანტი გიტარას აკვნესებდა. ჩარდახის ქვეშ გახურებული ქაღალდის თამაში იყო. სილაზე, შუა მზის გულზე, უღმერთოდ იხრუკებოდნენ რუსები. გიტარა კი უკრავდა.

პატარა თორმეტი წლის იგორი შევარდა წყალში და სუფთა, დამუშავებული მკლაურით გაცურა. მისი ფეხები შეუწყვეტლივ, თანაბარი სიჩქარითა მუშაობდნენ. მარცხენა მკლავის მოსმისას სახის ნახევარს წყლიდან იღებდა და ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, მერე ისევ წყალში ყოფდა ამოსასუნთქად, თან მარჯვენას უსვამდა. ხელები გამართული და მოდუნებული ეშვებოდნენ.

- აი, მაგისგან ნამდვილად გამოვა კარგი მოცურავე. - თქვა იგორის მამამ და თავის მეუღლეს დამწვარ მხარზე ხელი დაადო.
- ჰო, გამოვა. - დაუმოწმა მეუღლემ. - ივანე, აიღე, კაცო, ხელი, ხომ იცი, მეწვის ბეჭები.
- აკი გითხარი, წაისვი-მეთქი ოდეკოლონი. - ივანემ ხელი ჩამოიღო.
- კარგი, დღეს წავისვამ. - ღიმილით უთხრა მეუღლემ, ორივემ ზღვისკენ გაიხედა.
ბავშვი გამაფრთხილებელ დროშას გასცდა და იმავე სისწრაფით მიდიოდა. დაღლა მაინც არ ეტყობოდა. ორმოცამდე ნაბიჯი კიდევ იცურა ასე, შემდეგ ბაყაყურზე გადავიდა. ფეხებს ბოლომდე ღუნავდა ისე, რომ მუხლისთავები ერთ სწორი ხაზის სხვადასხვა ბოლოში ექცეოდა და ლამაზი, მოქნილი მოძრაობით აძლევდა ბიძგს წყალზე ჰორიზონტალურად გაწოლილ სხეულს. ერთდროულად გამართულ ხელებს ოდნავ მოუსვამდა, თავს ამოყოფდა მაღლა, შეისუნთქავდა და ისევ იმეორებდა იმავე მოძრაობებს.
ცოლ-ქმარი ახლა ქვიშაზე წამოჯდა.
- კარგად ცურავს. - თქვა ქმარმა.
- ძალიან, ნახე, რა მოქნილი მოძრაობები აქვს. - სახე გაუბრწყინდა ცოლს.
- მომავალში პირველი ადგილი ექნება. - დაბეჯითებით დაიქნია თავი ივანემ. - ლიდა, გახსოვს, ვალერიც რა კარგად ცურავდა.
- აბა, აბა, რა ვაჟკაცი იყო! - ახლა ქალმა დაადო მხარზე ხელი მეუღლეს.
- გახსოვს, როგორა ცურავდა, შეეძლო მთელი ექვსი საათი თავისუფლად გაეძლო წყალში. ივანემ მეუღლეს წელზე ხელი მოხვია და მკერდზე მიიყრდნო. ერთხანს ასე ისხდნენ. სიჩუმე ისევ ქმარმა დაარღვია:
- სწორედ მაგ ცურვამაც დაღუპა, რიგასთან იპოვეს მესამე დღეს დამხრჩვალი; ვინ იცის, რა მოუვიდა.
- ივან! იგორსა ხედავ? - ქალი მსუბუქად დაეყრდნო მის მხარს და წამოდგა.
ივანემ თითი გაიშვირა. შორს ძლივს მოჩანდა ბავშვის თავი. ლიდამ უხალისოდ გაიცინა: იგი წელამდე შევიდა წყალში, შემდეგ ბრასით გაცურა. ნაპირზე დარჩენილი ივანე ახლა ისევ გულდაღმა დაწვა. კარგა ხანს იყო ასე; მზე უწვავდა ბეჭებს, მერე გაიფიქრა, “დიდი მოუსვენარი ქალია ლიდა, სულ დედას დაემსგავსა იგორიც, თუმცა რაღა შორს მივდივარ, მეც ეგეთი გული მაქვს. კარგია შორს, ტალღებში ცურვა”. სუსტმა ნიავმა ქვიშა აყარა. ივანეს ცალ თვალში მტვერი ჩაუვარდა. იგი წამოჯდა და წვალება დაუწყო ქუთუთოს. ზღვაზე პატარა, ხუჭუჭა ტალღები აიშალა.
გიტარა კი უკრავდა შეუსვენებლივ.
დამკვრელს შავი, გახუნებული ხალათი ეცვა და თავზე ძველი ჭილოფის ქუდი ეხურა.
ივანე წამოდგა. ქარმა კვლავ მოაყარა ქვიშა. შორს, ტალღებში ხან იკარგებოდა, ხან გამოჩნდებოდა ვიღაცის თავი, კარგა მოშორებით, იმ მიმართულებით მეორე მიცურავდა. მან ქუდის ფერზე იცნო ცოლი. წინა მისი ბიჭი უნდა ყოფილიყო. იგი კარგად დაუკვირდა. “ნეტა რატო არა ბრუნდება უკან, მთელი საათია, რაც შესულია, კაცი ორი დღით ჩამოსულხარ და ეგ მაიმუნი მაშინაც არ გაცლის დასვენებას.” - გაიფიქრა ივანემ და ზღვაში შევიდა, მერე თავისი ზორბა მკლავებით შეცურა. რამდენიმე მოსმით დროშებს გასცდა, შემდეგ ბაყაყურზე გადავიდა. ფართო მკერდით აპობდა ორმოცი წლის ვაჟკაცი ტალღებს და არაფერზე არა ფიქრობდა, მხოლოდ ცდილობდა, სწორი გეზი არ დაეკარგა. კარგა ხანს იცურა ასე, მერე ზურგზე გადმობრუნდა და ნაპირს გამოხედა - ხუთასიოდე მეტრი ჰქონდა გავლილი. ცოლი და შვილი კი არა ჩანდნენ. იგი ახლა ისევ გულზე გადმოტრიალდა, მერე გაიხსენა წყალბურთის ილეთები და მოქნილი მოძრაობით წყლიდან წელამდე ამოვიდა. წამნახევარი შეიმაგრა თავი. მისგან მარცხნივ და წინ, სამასიოდე ნაბიჯზე შეამჩნია თავისები. არაფერი გაუფიქრია, ისე აამოძრავა სხეული. როცა მიუახლოვდა, მეუღლის გაფითრებული სახის დანახვაზე უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო. მას ქუდი დაეკარგა და თმა თვალებზე ჰქონდა ჩამოშლილი. ქალმა უხმოდ მიაბრუნა თავი შვილისკენ. ივანემ თავის ვაჟს შეხედა. მას სახე დამანჭოდა ტკივილისაგან. მამამ დაყვინთა, ხელით მოუსინჯა ფეხები და განასკვულ ადგილას უკბინა. იგორმა ცოტა შვება იგრძნო. მან ნელა გაცურა ნაპირისაკენ. ახლა ლიდა გახდა ცუდად. მას მთელი სამასი ნაბიჯი ზურგით ეთრია ვაჟი და ახლა ძალაწართმეული ძლივსღა იდგა ტალღებზე.
ღელვა კი სულ მატულობდა.
ივანემ მეუღლის ხელი მხარზე გადაიდო და შვილის მიმართულებით გაცურა. ძლივს მიიწევდა წინ. იქ იგორი იწვა წყალზე, უფრო ტანჯული სახით.
- მა... - ძლივს ამოიოხრა და მთელი ყლუპი მარილიანი წყალი ჩაუშვა მუცელში.
- მა... ახლა წვივ-ი, ბარ-ძა-ყიც გა-მენასკ-ვა. - ის ფსკერისაკენ წავიდა. ივანემ ძლივს მოასწრო თმაში ეტაცა ხელი, დედამ ბოლო ძალა მოიკრიბა და ბავშვს მხრებში ამოუჯდა. მამა მხნეობდა. მან ცოლს მარჯვენა ხელი ჩააკიდებინა ბავშვის მარცხენისათვის და თვითონ შუაში ამოყო თავი. დედა-შვილი აქეთ-იქიდან ჩამოეკიდა ბეჭებზე. იგორს გული უწუხდა. “ასე არ ივარგებს, ბევრ წყალს ყლაპავს”, გაიფიქრა ივანემ და ერთი ხელით თავი აუწია ბავშვს. ახლა იგი ფეხებითა და ცალი ხელით მიცურავდა. ლიდას თვალები ჩაუსისხლიანდა; იგი გაშტერებული უყურებდა პატარას. მისი მარჯვენა საბედისწეროდ ჩასჭიდებოდა შვილის მაჯას.
ივანემ შორს დროშა დაინახა. ცოტა გული მოეცა. თავისუფალ ხელში თითქმის სულ გამოელია ძალა. მომატებული ტალღები თავზე უვლიდა მათ. ტანს ჰორიზონტალურად ვეღარ აჩერებდა, ახლა წყლის სიღრმიდან აძლევდა ბიძგებს სხეულსა და ზედ დაკიდებულ თითქმის უგონო ცოლ-შვილს. ორივენი ბევრ წყალსა ყლაპავდნენ, რაც უფრო ამძიმებდა მის ტვირთს. სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ სულ ახლოს მოჰკრა წითელ დროშას თვალი და გამხნევდა - ნაპირამდე ორმოცდაათამდე მეტრიღა რჩებოდა.
შუადღის სიცხესა და გახურებულ ქარს მოცურავეები ჩარდახის ქვეშ შეერეკა. ვიღაცა ფეხზე წამოდგა და ხელი ზღვისკენ გაიშვირა;
- შეხედეთ, კაცო, მთელი დღე რო წყალში იყვნენ, არ მოსწყინდებათ.
- აბა, მერე მთელი ოჯახი როგორა ცურავს. - დაუმოწმა მეორემ, თავი წამოსწია, შემდეგ წყალს მოაშორა მზერა და წინ დაგდებულ აგურის ცხრიანს შესაფერი ვაჟი დაარტყა.
- ვინ არიან? - თავაუღებლივ იკითხა ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მელოტმა და თვალი მეზობლის ქაღალდისკენ გააპარა.
- როგორ არ იცი, ხარკოველები, ჩვენ ქვევით ცხოვრობენ, - უპასუხა იქვე მჯდარმა ცოლმა, რომელიც საუბარსა და ქაღალდის თამაშს გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს.
- ჰო, ჰო, რა მოხვედი? ყვავის ცხრიანი? კარგია, კარგი, მაგას კოზირის ქალი! - მელოტმა კმაყოფილებით გადაიხარხარა, - გაჭრილია. წავიდა? ახლა, კოლია, შენ გამიმაგრდი.
გიტარა ახლა ქაღალდის მოთამაშეთა დაკვეთით უკრავდა.
ზღვაში, დროშას გამოცილებულ ივანეს თვალთ დაუბნელდა. დედა-შვილმა გრძნობა დაკარგა. მხოლოდ ჩაჭიდებული ხელი დარჩა ლიდას ისევე. ივანე ვეღარა ხედავდა ვერაფერს. მან შვილის თავს შეუშვა ხელი და იმითაც მოუსვა. იგი ვეღარც დროს, ვეღარც შიშს ვერა გრძნობდა.
მხსნელებმა გამოიყვანეს თავთხელი წყლიდან სამივენი ნაპირზე და ფიცრებზე გააწვინეს. საცურაოს ექიმმა ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა თითოეულს. მალე იგორი და ლიდა გრძნობაზე მოვიდნენ. დედას ძლივს გააშვებინეს შვილის მაჯას ჩაჭიდებული ხელი. გონზე მოსულმა ქალმა გულზე მიიკრა პატარა, რომელსაც თვალები დაეჭყიტა და ფიცარზე უმოძრაოდ იწვა.
მთელმა საცურაომ აქ მოიყარა თავი.
გიტარის დამკვრელი სომეხი ემიგრანტი თითის წვერებზე აწეული იყურებოდა ცალი თვალით.

საღამოს კაფეში ჯაზი “ისტამბულს” უკრავდა. წყვილები გამალებული ცეკვავდნენ. ლამაზმა, წაბლისფერთმიანმა ქართველმა მოძრავტანიანი რუსის გოგონა გამოიწვია საცეკვაოდ. ნელა შეცურდნენ მოედანზე. ბიჭი ფიქრობდა: “ნეტავი რაზე ველაპარაკო, მომწყინდა სულ ერთი და იგივე: საიდან ჩამოხვედით? როდის? მერე ჩვენი ბუნების ქება და ბოლოს კომპლიმენტი - “თქვენ მშვენივრად გაშავდით”.
“ისტამბული კონსტანტინოპოლიდან” გაისმოდა მოედანზე; ბიჭს სახე აუმეტყველდა, მერე თითქმის ჩურჩულით დაიწყო:
ბიჭი : იყავით დღეს საცურაოზე?
გოგო: რა თქმა უნდა, დღეს საუცხოოდ დამწვა მზემ.
ბიჭი : გეტყობათ, კარგადა ხართ გაშავებული; მართლა, დაესწარით იმ ამბავს?
გოგო : ჰო, ჰო, იშვიათი შემთხვევაა, დედა-შვილს აუარებელი წყალი უყლაპავთ, მაგრამ გადარჩნენ.
ბიჭი : აბა, საწყალი მამა, იმან გამოათრია. ნეტა იმასაც წყალი ეყლაპა.
გოგო : მაშინ გადარჩებოდა, ექიმმა თქვა, ზედ ნაპირთან აქვსო გული გახეთქილი უბედურს.
ბიჭი : საცოდავი, კარგი ვაჟკაცი კი ყოფილა.
გოგო : რა თქმა უნდა, ახლა ცოტანი არიან ასეთები. ჯაზი ახლა მელოდიურ ტანგოში გადავიდა, ბიჭმა ახლოს მიიკრა ქალი:
ბიჭი : მაგრამ მენდეთ, მაინც არიან.
ქალი აილეწა, მერე ვაჟკაცს ახედა, მოეწონა მისი ლამაზი, მზისგან გარუჯული სახე და მთლიანად მინებდა ნელ ტანგოს.

წელი 1956. აგვისტოს 23.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

გურამ რჩეულიშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   გურამ რჩეულიშვილი EmptyThu Mar 14, 2019 11:21 am

გურამ რჩეულიშვილი


***

მე მომერია დიდი სურვილი დავწერო

ჩემი ბიოგრაფია,

პირობას გიდებთ არ ვიქნები ორიგინალური,

ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით

და თავმდაბალი,

საუკეთესო ჩემს თვისებებს მიეკუთვნება _

და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი ორიოდ სიტყვას:

არა ვყოფილვარ არასოდეს რეპორტიორად,

არა ვყოფილვარ ასოთამწყობი,

არ განმიცდია ასოების, ლაქის სუნის და

ახლად გამოსულ გაზეთების არომატი,

არც დიდ ქუჩებში მიმუშავია



ფეხსაცმლის მწმენდავად,

წარმოიდგინეთ აფრიკაშიც კი არ ვყოფილვარ

და ლომიც კი არ მომიკლავს.

და ამის შემდეგ, ალბათ, აღარც



გაგიკვირდებათ,

რომ არ მყოლია მეგობარი

არც კონდუქტორი, არც შოფერი, არც ლოთი, არც შფოთი,

არც ჯიბგირი, არც ქურდი, არც ბოზი,

არც მღვდელი, არც ზანგი, არც კომუნისტი,

არც სომეხი, არც რუსი,

არც დანტე, არც უიტმენი, არც ტოლსტოი.

მიყვარდა მხოლოდ ბედისწერა

როგორც ერთობა კაცისა და ბუნების

ყველა კანონების,

მიყვარდა მეფე ოიდიპოს

თავისი ვნებით, თავისი ბედით,

დანიის პრინცის ჰამლეტის ყველა სისუსტეები

და ჩაილდ ჰაროლდის მოწყენილობა.

მიყვარდა ნაპოლეონი თავისი პოზით,

მიყვარდა ჰიტლერი თავისი სიგიჟით

და მიყვარს ლენინი _ რატომ არ ვიცი!?

მიყვარს მწვანე ბალახი თავისი სიჩუმით

და კაცი თავისი ნერვიული ხმით,

წინასწარმეტყველში მიყვარს

მისი კაცური ტანჯვა

და არა მისი წინასწარჭვრეტა.

კაცში არ მიყვარს თავმდაბლობა,

ძაღლში კი ის, რომ ყეფა არ იცის.

მე ვიცი:

ცოცხალ სამყაროს აქვს ორი ხმა:

კაცის და მხეცის.

ო, რუსთაველო, მესხო მელექსევ,

ერთიანი მსოფლიოს

პირველო პოეტო,

ჩემო სამშობლოვ, საქართველო,

მცხოვრებო ცხოვრებით



მთელი მსოფლიოსი.

დიდო სამყაროვ, რატომ გარიყე ის,

ვინც ყველაზე მეტად ცხოვრობს შენით,

გრძნობს შენს თავს, გამოგხატავს შენ,

მღერის შენზე, გრძნობებზე,

ომში ვაჟკაცობაზე,



სიყვარულზე, მეგობრობაზე,

ბრძოლაში მშვიდობაზე,

მღერის ისე, რომ მხოლოდ სოფოკლე

და შექსპირი

იყვნენ ღირსი ქართველობის.

ო, ბედისწერავ, უსამართლო თუ სამართლიანო,

რატომ ტოვებ ჩრდილში

რუსთაველს და საქართველოს,



რატომ? რატომ? რატომ?!

ხომ არ გეშინია შენი თავის?!

აქ არის ყველაზე მეტი პრანჭია,

ყველაზე მეტი უსაქმური,

ყველაზე მეტი მშიშარა

აქ არ არის კონტრასტი!

აქ არიან მხდალები და ნიჭიერები,

აქ არიან არტისტები ცხოვრებაში,

უიღბლოები ნამდვილ სცენაზე,

აქ არიან უხმო მომღერლები.

დამალეთ, დამალეთ, დამალეთ

ეს ქვეყანა!




***

იმ მიუწვდომელ მშვენიერებას

ბავშვი რომ ხედავს

ქალის სხეულში,

თავის პატარა გაურყვნელი წმინდა ხელებით

როცა დაბერილ თეთრ ძუძუებს

ვნებით უჭყლიტავს,

ვცდილობ მივაგნო,

როგორც ერთი წლის დაბადებიდან

მოურიდებლად თავის დედას გაუხსნის საკინძს

ვარდისფერი ძუძუსთავების დასაწაფებლად.

ისევე წმინდა,

ისევე დიდი,

არის სურვილი ჩემი.

მხოლოდ მორალი დაწესებული გარეშემო

მე შეურაცხმყოფს,

ტყუილ ბრალსა მდებს

და მეც ბრალდებულს

ცოდვისთვის შობილს,

გულის სიღრმეში

მიხარია ეს განაჩენი.

და სხვებთან ერთად

ნეტარ წამებს

შევურაცხყოფ

ენის გაკილვით,

ან იმ ბიბლიურ დაბალი

კაცის მიერ მოგონილ

მაღალ სიტყვებით:

“მე დავამდაბლე აი, ეს დიაცი

და ამ დიაცს დღეის შემდეგ

უწოდეთ ბოზი.

მე აქ ვმაღლდები პირუტყვული

უკუპროპორციით

და თავს ტაშს ვუკრავ,

რადგან არ ვგავარ ვნებააშლილ

ქალთაგან ნაცემ

იმ უძლურ სხეულს,

ვინც იცემა კაფეში ბოზთაგან,

რომ ნამთვრალევმა,

ღამენატეხმა,

დამდაბლება მათი ვერ შეძლო

და საოცარი ყველაფრის მხეთქი

ხმა ამომძახის გეენის ცეცხლივით:

შენ კაცი ხარ, დიდი კაცი, სანამ გიდგება,

და ნახევარი ადამიანი...




სიგიჟე

ჟანგი, ჯანღი

ღამე ბნელი

დიდთვალება ტყეში მგელი.





***

ერთხელ ღამე, ერთხელ ღამე,

კოცნა ყოველ ღამე,

ცხელი ბარძაყები,

ხელი ბარძაყებში,

კოცნა ბარძაყებში

და

მართლა ღამე, მართლა ღამე,

ცივი ბარძაყები,

ხელი ბარძაყებში

ძილი უგრძნობელი.

და ჩემში გაჩნდა ორივე ერთად:

ეჭვი და სიყვარული.



გულგადაღეღილი

ქალები, კაცები;

საუბარი ციკლონზე,

სიმღერა ჯაზების.

ქალები, კაცები,

ღია მანქანები,

კისრამდე შეკრული

მილიციელები.

შუა დღის მოდუნება

სიცხეზე.

კისკისი საღამოს

ბაღებში

და პოდიეზდები

ღია ბარდაგები,

ხოში და ხურუში

გადახლართულები.



ჩემს გოგოს მაღალი წელი,

ლამაზი ტუჩები, სავსე მკერდი

აქვს,

აქვს სილამაზე და ის ჩემია,

აქვს სიყვარული და ის ჩემია,

აქვს ერთგულება და ის ჩემია,

ვარ კმაყოფილი, ვარ უდარდელი.

აქვს ყველაფერი და ის ჩემია.

და არ ვიცოდი მე _ სიყვარული.

და ერთხელ ვნახე ის სხვასთან ერთად,

საუბრობდნენ,

ბევრჯერ მინახავს ის სხვასთან ერთად

მოსაუბრე

და მაშინ ვნახე, არ ვიცი რატო,

და მაშინ ვნახე მე სიყვარული

და ჩემში გაჩნდა ორივე ერთად:

ეჭვი და სიყვარული.




უკრავს ლუი არმსტრონგი

არმსტრონგი უკრავს:

კბილებდაკრეჭილი,

თვალებდაჭყეტილი

შავკანიანი

ძუძუს სწოვს ლედის.

თმები ბოქსი,

ცხვირი ჩაჭყლეტილი შუაში,

ნეკზე ფრჩხილი,

მოდის მიკიტანი.

ბიჭები შაყირობენ:

აბა, განი!.




წერილი ჩემს მეგობრებს ანუ ერან!


იცით, რას ამბობს ერანა!

_ მე შენი მეგობრები რად მინდა

ან იმათი პატივისცემა,

მე შენ მინდიხარ,

მე ბიჭი მარტო ღამე მინდა

და ისინი, თუ ღამე იქნებიან

ჩემთან,

მაშინ შენი მეგობრები ხომ

აღარ იქნებიან?!

_ გიჟია! _ მეუბნება.

“გიჟი ვარ, მართლა~ ვფიქრობ მეც.

იცით, ვინ არის ეს?!

ეს ირენ კი არ არის,

ბერძენთა ქალღმერთი,

არამედ ერან,

აღმოსავლელი წარმოშობით,

უფრო მეტიც,

სპარსელი იეზიდი

თბილისში გაზრდილი.

დედა ატლასი,

მამა არყუთა,

ძმა თემურა.

დროისა და

ცივილიზაციის შეგრძნების გარეშე.

ერან პატიოსანი არ არის

და არც ბოზია,

არც გამოცანა,

იმისი ახსნა არ შეიძლება.

იმასთან მარტო უნდა იცხოვრო,

რადგან მხოლოდ ამ დროს მიხვდები

მის სიყვარულს.

ის ღამეა დაბადებული

სიბნელის სამეფოში

და ღამე ბატონობს,

ღამე ტირის,

ღამე მღერის,

ღამე წევს უხმოდ,

ღამე წივის,

ღამე არ იძინებს

და გაუთავებლივ შეუძლია ალერსი.

თუ ჩაგეძინა,

გაიქცევა და აღარ მოვა აღარასოდეს

შენთან,

ის დღის სინათლეს ვერ უძლებს,

მხოლოდ ღამე ბრწყინავენ მისი თვალები.

დღისით ის ქრება,

დღისით იმალება,

დღის ეშინია

და თუ ნახე, მზის სხივები როცა ანათებენ,

არ დაიჯერებ, რომ ღამის ღმერთი

მხოლოდ მონას ჰგავს

დღის სინათლეზე.

ერანა მღერის _

ღამის ღმერთი _

ვნებით გავსების და დაცლის

უთვალავ საფეხურებს შუა:

ო, შავო ღამევ,

რატომ ხარ ჩემთვის ასეთი ნათელი

და რატომ ვერ გხედავენ შენ სხვები!

ო, ყარაგიოზ,

ო, შავთვალება ღამე,

მე ყველაფერი მიყვარს შენი,

შენ ჩემი მონა ხარ.

_ მე ვარ ქალბატონი,

მე ვარ ღამის ღმერთი.

ო, ყარაგიოზ, ო, შავთვალებავ!.


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

გურამ რჩეულიშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   გურამ რჩეულიშვილი EmptyThu Mar 14, 2019 11:24 am

გურამ რჩეულიშვილი


დევს თავის ქალა

სატივეზე ტივი შევკარ
ტივი იყო ნაძვის ხისა
მტკვარი ქვიანი, მტკვარი კლდიანი
მტკვარი მღვრიე და ხიფათიანი
სატივეზე ტივი შევკარ
და ნიავს მიაქვს ყვითელი ჩალა
იშლება შენი თმა თაფლისფერი
და მტკვრის ნაპირას გველი
შხამს ტოვებს.
და მტკვრის ტალღებში უშხამო გველი
ებრძვის მეტივეს.

И подо мной вода пресная
вода мутная, змея ядовитая
და
მტკვარი ქვიანი, მტკვარი კლდიანი
მტკვარი მღვრიე და ხიფათიანი.

დალიეთ ბურახი
ოფლი შეგაშრებათ
შეჭამეთ ნაყინი
გაიგრილეთ გული.
ზემოთ ჩანს დუქანი
მივდივარ,
ჩავდივარ,
არ ვჯდები:
თაროდან მიყურებენ მე
`პოლბუტილკები~.

მე არ ვარ მარტო –
ნათესავები,
ძმაკაცები,
და საყვარელი.
მე არ ვარ მარტო
და მარტოობა
ყველაზე მეტი
ალბათ აქ არის.
ისევ ის ქარი,
ასფეხა ქარი,
ზღვების ხმაური,
ზვავების ლეწვა,
ჩემი გრძნობები
ავადმყოფური
და თოვლის სამარეში
ნაპოვნი კაცი,
და მიწის სამარეში
ნაპოვნი კაცი
და თოვლის სამარიდან
მიწის სამარისკენ
კაცები, ჩონჩხები,
ჩონჩხები ხორცებით.
ავადმყოფური ჩემი
გრძნობები,
ნათესავები,
ძმაკაცები,
საყვარელი –
მე არ ვარ მარტო
და მარტოობა
ყველაზე მეტი
ალბათ აქ არის.

ნედლი ბალახი
მწვანე,
გამხმარი ბალახი
რუხი,
კუნძები – ფესვებით,
ხეები – ფესვებით,
ხევიც – ფესვებით
და კაცი
შავი,
რუხი
ოფლისფერი
თუ ჟანგიანი,
და ესკავატორი უფერული.
მიწა
შავი,
მიწა
თეთრი,
მიწა
რუხი
და ხევი ფესვიანი,
სავსე კუნძებით, სავსე
ფესვებით
სავსე ბალახით.
ესკავატორი გავსებულ
ხევზე
შედის და ტკეპნის.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

გურამ რჩეულიშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   გურამ რჩეულიშვილი EmptyThu Mar 14, 2019 11:26 am

გურამ რჩეულიშვილი

ქუჩაში

ტრამვაი მიგორავს ქუჩაზე,
ქუჩა არ არის ფართო,
ქუჩა არ არის ვიწრო.
გურამი დგას და იცდის,
ეწევა სიგარეტს `პრიმას~.
ტრამვაი მიდის,
მანქანები მიდიან,
ხალხი მიდის,
გურამი დგას და იცდის.
მის ფეხებთან აგდია ნამწვი,
ტრამვაი მიდის.
გურამი გადადის ქუჩაზე,
გურამი მიდის,
წეღან ხო მოსწია, კიდევ მოსწევს მერე.

В РОДНОМ ГОРОДЕ

ქვები,
ქვები,
ქვები დაფენილი.
ქვაფენილი.
მტვერი
ნაფეხური.
ფეხები,
ფეხები
ვობლების,
ჭიქები ჩაის
არაყით სავსე.
ვიწრო შარვლები,
კლოში,
მაკინტოში
ქუჩაზე ეზოში
სანაგვე ყუთი,
ყუთში ნაგავი,
ყუთის უკან ბოზი
ბუზები.
ქაღალდი ტკბილი და შხამიანი
ბუზის სიფათით.
წარწერა ბუზიანი:
მოსპეთ ბუზები.
ბოზი ნაგვისყუთთან,
ბოზი ნაცემი
ნამტირალევი.
ქუდები,
შლაპები
კლოშები,
ყოჩები.
ბუტილკა შარვლები
მაკენტოშები.

მიხაკი, ზამბახი, ყვავილთა ჯარი,
რკინის მოაჯირი, ოქროსფრად სკამი
და სადღაც ქარი, ასფეხა ქარი
მტვერი ჰაერში, ბოღმის ტრიალი.

მიხაკი, ზამბახი, ყვავილთა ჯარი
და გათელილი საფლავის თავი:
კუზიანი და დიდცხვირა
იქ მესაფლავე ჩაივლის,
ხელში ვედრა უჭირავს,
უვლის ახალ საფლავებს.

და სადღაც ქარი, ასფეხა ქარი
გადამხმარ ყვავილებს მიაყრის ღობეს
და გადასული სკამიდან ფერი.
ვაჟკაცი დგება:
ყვავილი ხმება,
საღებავი ქრება
მოაჯირი ტყდება.

მიდის ხევისკენ, მოათრევს ლოდებს
გულზე დაიწყობს და ათამაშებს.

ხეზე მივცოცავ,
ნაძვის მტვრით ვივსები,
მელოტზე მედება ფერფლი და ჭუჭყი.
კენწეროს ვაღწევ,
ქვევით ვიხედები,
იქ პატარები ფეხბურთს თამაშობენ.
გადაღმა ბაღში სიმღერა ისმის.
აქ ქარი მირტყამს,
დარჩენილ ჭაღარას მიშლის.
კენწერო ირწევა,
გული ფართოვდება,
ცივ ჰაერს ისუნთქავს ტანი.
ბავშვები მხედავენ,
ზევით მოცოცავენ,
ტოტები იმტვრევა,
მოდიან მაინც.
დგას მოხუცი უქუდო კაცი
– ალეკო, – ეძახის ის შვილს, –
ახლავე ჩამოდი! მანდ მტვერია
და ჭუჭყი.
ბაღში ზის მანანა, ჩემსავით ჭაღარა,
თვალები უცინის,
ღელავს,
ჩემს რწევას უყურებს
და ვგრძნობ, რომ ამბობს:
რა ახალგაზრდაა ჩემი ბიჭუნა,
მე კი დავბერდი!

1958
ოდესა


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

გურამ რჩეულიშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   გურამ რჩეულიშვილი EmptyThu Mar 14, 2019 11:29 am

Гурам Рчеулишвили

ДРАМА В ТРЕХ ДЕЙСТВИЯХ

1.
В стенах дышал амур,
где-то замерла страсть,
на диване
лежала она
и не дышала.
Черная юбка,
белая кожа
до...
и опять
страсть
подо мной, как
мост над буйной рекой
замерев я,
Огромное тело:
– Ирэн! ты моя,
не даруй мне дитят.
– Да, я Ирэн, навек твоя,
о Гурам!
– Приходи завтра.
– Значит, пока.
Настало завтра
пришла она
в тысячу первый раз.

2.
На тротуаре дышала зима,
за переулком
на мостовой
гудел мотор.
Машина-
автомат:
0-3,
опять
0-3
скорая помощь
покойнику,
чтоб успели забальзамировать
огромное тело
покрыв горсточкой земли
и
камнем:
последняя память от Ирэн!:
Слезы,
слезы,
слезы
детей ведь сам не хотел.

3.
Огромная, как тело Гурама,
Комната холодная
с дубовой дверью:
здесь проживает Ирэн!
Ночь,
Стужа
и
Сон.
из-за дверей без стука
входит он,
черный кот,
с огромным хвостом.
– Ирэн, забыла ты страсть?
– Нет.
– Ирэн, не жди меня.
– Нет.
– Ирэн, я сон!
– Нет!
Нет!
Нет!
Было шумно и пусто на сердце
будь что будет
стукало в ушах
и я шел один
не злясь ни на кого
огромная, пустая
без голоса валялась улица
и лишь звонок трамвая
слышался издалека
гул нарастал понемногу
вместе со зноем и пылью
будь что будет
вливался голос в пустое сердце
и шумно, ужасно становилось там
– Гурам – услышал голос
обернулся
– здравствуй – услышал опять
это кто-то из знакомых поздоровался так.
кивнул я тоже головой и ускорил шаг
У мостовой
на больших часах стрелка указывала –
пять!
мы шли вдвоем
Ирэн и я
– Вчера получила развод – сказала она –
ты не рад Гурам?
И вот мы встретились снова
на чердаке
где Вы
вешали белье
а я
как и прежде голубей ловил
– Гурам! – воскликнули Вы –
семь лет прошло разлуки
– Ирэн! что Вам нужно здесь
– Я в этом доме
живу давно
с тех пор как вышла замуж
– А я недавно – сказал без вопроса
– перешел.
Было сыро и сухо
вокруг чирикали божьи птицы
по жестяному покрову крыши
капал дождь
– как твой муж поживает –
застегивая штаны,
спиной к ней
осведомился я
– Вы сволочь Гурам – сказала она
и привстала
свежий слой извести стряхивая с себя –
Ведь я любила же Вас – продолжала
опять
Было лето
сушеное белье
собрала она
спотыкаясь
спеша
спустилась одна
со слезами
– Вас любили Вы отвергли
и ради тебя (почему то перешла на ты)
изменила я брачному долгу
пусто
тяжело было одному
оставатся на чердаке вспоминая
о прежней любви
которая только что повторилась.
Потом опять пошел дождь
стряхнул я тоже с себя пыль
и медленно спустился вниз
Грязная
шумная
улица лежала впереди
по мостовой оборванный пацан бежал
кричал семечки!
семечки!
Улыбнулся я почему то
и подумал сквозь грусть:
Гораздо приятнее
быть любовником Ирэн
чем
мужем которого недавно обманули.
Шумно и скучно в восьмом номере
давай испробуем люкс
обхватив большой лапой
Вашу грудь
вылепленную на мою ладонь
целую
рву
рубашку
теперь!
А ведь недавно
в прибрежных лесах где как Дали
с огромной золотой косой
до темноты гуляли Вы
или пляж на Черном море
где я по утрам
до восхода солнца
за Вами наблюдал:
как вы голая
гордая
как богиня
выходили нз волн одна
и после этого только
луч первый вливался на землю
как кинжал алмазный
страстный
острый
желанный
и исчезали Вы
в пышном,
персидском халате.
Исчезло то и...
Теперь Вы для меня больше не
Венера
восставшая из пены
а просто
Ирэн!




В ДУШЕ МОЕЙ ПРОИСХОДИЛО!

Я перед прелестью пустой
Пустыни преклоняюсь
В минуты порывов полной
И неожиданной страсти
Ночь да луна или лучше
Безлунность
Когда даже сияющие звезды
Поглощает тьма
И ветру рад
И таинственному шелесту безмолвия
Лишь бы стоять и быть
Королем!
О! как это мало!
Когда простой пастух
и так король,
Рядом пасутся несколько
Усталых лошадей
О пастух и король!
Я твой раб! Гурам
Пришел просить на
коленях отдать хоть
на минуту клочок
Безмолствующей пустыни
И коня.



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

გურამ რჩეულიშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   გურამ რჩეულიშვილი EmptyThu Mar 14, 2019 11:36 am

გურამ რჩეულიშვილი

დიალოგები

- ვა, რამდენს ლაპარაკობენ!
- სცივათ.
- ჰოო.
- რა, ჰო, სცხელათ, ზოგიც შეყვარებულია.
- რა ვიცი, მაგათი დედაც ავატირე.
- რო არ შაიგინო, არ იქნება.
- მორჩი, შენი.
- რა ჩემი?
- დედაც ავატირე.
- ჰოო.

ქარია, ცივა

- ჩქარა, დავიხრჩვი.
- ერთი შენი!
- რა ჩემი?!
- ახლა ჩხუბი ატეხე.
- რა ჩემი, თქვი.
- აკი იხრჩობოდი.
- თქვი-მეთქი!
- დაიძრა უკვე.
- ჩახტი მერე.
ლიანდაგი აკოკრებულზე იდგა. მიწა იყო დაქანებული. ორთქლმავალმა სვლას უმატა. ბაქანზე ორნი იდგნენ თოვლში.
- ძლივს არ გავგრილდით?
- ჰო, ქარია.
- ვა, რა ცხელოდა.
- საით მივდივართ?
- მე ვიცი.
- შენ ყველაფერი იცი.
- აბა, როგორ.
- ხედავ, რა ქარია?
- ჰო, მეც შემცივდა.
- ქარია.
- ყურები მაძრება.
- მატარებელშიც ციოდა.
- რა ციოდა, კინაღამ დავიხრჩვი.
- ჰო, ცხელოდა.
- აკი ციოდაო!
- დაიწყე ისევ ჩხუბი.
- არა ვარგიხარ, ისა თქვა.
- რა შუაშია ეგ.
- ისე, დოყლო ხარ.
- მე, დოყლო?
- ჰო, შენ.
- კარგი, ვიყო.
- აკი არა ვარო!
- თუ ძმა ხარ, თავი დამანებე, მცივა.
- ჰო, ცივა.
- ქარსაც ახლა მოუნდა ამოვარდნა.
- ერთი მაგისი.
- ნახე, მაინც რამდენია?
- ალბათ, ათამდე.
- ათი მენეთი?
- ჰო, დიდი მენეთი.
- არა უჭირს, ფულია.
- მეც ეგ არა ვთქვი!
- ჰოდა, მორჩი.
- შენ რა, ისე პრიჩინა გინდა?
- მორჩი, მაჩვენე აქ.
- რათა?
- მერე გეტყვი.
- აჰა, ნახევარი.
- სწორია?
- ჰო.
- მაიტა კიდე!
- რათა?
- კარგი, გქონდეს.
- ცივა, კაცო.
- ცივა, მაშ.
- ადგილი არ იცი თბილი?
- შენს ჩხუბში გზა დავკარგე.
- ცივა.
- მე რა გიყო?
- შენ არ თქვი, ქოხი ვიციო?
- ჰო.
- მერე?
- მერე რა?
- წადი შენი მატყუარა დედაც...
- ისევ.
- ქარია, ცივა.
- მე რა გიყო, მეცა მცივა.
- ერთი შენი.
- მორჩა.
- რა მორჩა?
- ხმას აღარ ვიღებ, რაც გინდა იგინე.
- რაც გინდა ქენი, შენი დედაც...
- რათა, კაცო?
- ცივა, შე ბუმერაზო, ცივა.

წელი 1957. მარტის 8.

ცხელა, დავიძინოთ

- ეგ ხევი რა არის?
- არაფერი, ნახევარია.
- წყალი არ მოდის?
- არა.
- ეგრეც ვიცოდი.
- აბა, რაღას მკითხე.
- ისე, ცხელა.
- მერე რა გალაპარაკებს?
- შენ უფრო მეტს ლაპარაკობ ახლა.
- ახლა შენ.
- კარგი ერთი.
- კარგი და კარგი.
- იცი რა?
- რა?
- მოდი, შევეშვათ თხრას.
- შევეშვათ.
- წყალი არ იცი სადმე?
- წყალი არა ისა, აგე მანდა დგას კოკაში.
- ოჰო, კარგია.
- რაღა კარგი, თბილია.
- თბილიც არის, მტვრიანიც, მაინც წყალია.
- შენ მართალი ხარ, რა მაგის პასუხია, მართლა შევეშვათ.
- ძაან კარგს ვიზამთ.
- კოკას რა ვუყოთ, კაცო?
- მაიტა აქ.
- შენ თვითონ აიღე.
თიხის კოკის ნამტვრევები ნანგრევის კედელთან ჩამოცვივდა.
- ესეც ასე.
- ჰო.
- ახლა?
- მორჩა.
ნანგრევების ქვევით ველი იყო. ველზე ხე არ იდგა. ველის იქით ვენახი. ყურძენი მკვახე იყო. ბაღში ფანჩატური იდგა.
- ხედავ?
- ჰო.
- გინდა, დავიძინოთ.
- ნახე რა საკითხავი.
- რას იკბინები ყველაფერზე.
- მორჩი.
- რათა?
- ცხელა, დავიძინოთ.
- მე რა, არა მცხელა?
- ერთი შენი.
- რა ჩემი?
- არაფერი, დავიძინოთ.

წელი 1957. მარტის 8.

მე ხომ გუშინ გაგიცანი

-ხედავ, რა ახლოა.
- აბა?
- აგერ, აგერ იქ.
- როდის მივალთ?
- ერთ საათში.
- მე არ მინდა.
- რატო?
- მეშინია.
- რისი?
- არაფრის, ისე.
- რა ისე?
- ნუ წავალთ, რა.
- აბა, რა ვქნათ.
- აქ დავსხდეთ.
- კარგი.
მდელო იყო მწვანე. ბალახი რბილი.
- იცი, რა?
- არა.
- როგორ გითხრა, არ ვიცი.
- რა უნდა მითხრა?
- იცი, რა?
- ხო გითხარი, არა-მეთქი, ოი, რა დიდი ხელი გაქვს?!
- არა, რას ამბობ.
- არა, კი; ღონიერი ხარ?
- არა, რას ამბობ.
- რა არა, ნახე, რა კუნთები გაქვს.
- იცი, რა?
- არა, ხო გითხარი.
- წამო რა, იქ.
- სად?
- აი იქ, წეღან რომ მივდიოდით.
- მეშინია.
- რისი?
- არ ვიცი.
- აქ არ გეშინია?
- აქ არა.
ბიჭმა თავის თათში მოიქცია გოგოს ხელი, მერე მოუჭირა.
- მტკივა, იცი!
- რათა?
- იმიტომ, რო ღონიერი ხარ, თანაც ამხელა ხელი გაქვს.
- ჰო, შენ პატარა მტევანი გაქვს.
- მე კი, ნახე, რა თხელია.
- აბა?
- აი,
- ჰო, მართლაც, რა თხელია, მეშინია, არ მოგტეხო.
- არც ისე სუსტია, შენ რომ გგონია.
- გინდა გატკინო?
- აბა, სცადე.
- არა გტკივა?
- არა.
- არც ახლა?
- არა.
- არც ახლა?
- არა.
- აბა, რატო წითლდები?
- ხო ვითმენ, შენ რა გინდა.
- კარგი, გვეყო, აღარ გატკენ.
- როგორც გინდა. მართლა, იცი, რა?
- რა?
- აბა, მარცხენათი თუ მატკენ მარცხენას.
- კარგი.
- არა მტკივა.
- აბა ცრემლი რა არის?
- არ ვიცი.
- როგორ?
- ისე, არ ვიცი.
- იცი, რა?
- არა.
- ცრემლებს ვერ ვიტან, მეცოდები.
- მოვიწმინდო?
- არა.
- რათა?
- მე თვითონ მოგწმენდ.
- ვაჟა!
- რა?
- ვაჟა!! თვალებზე კოცნა არ ვარგა, ცუდი ნიშანია.
- აბა რა ვქნა, ცრემლს ვინ დაგიშრობს?
- არ გინდა, სირცხვილია ასე.
- ვისი?
- არავისი, ისე.
- რა ისე?
- სირცხვილია, გეუბნები.
- განა ვინმე გვიყურებს?
- არა.
- აბა?
- შენი!
- ჩემი?
- ჰო.
- რათა?
- რა უნდა თქვა, მე ხომ გუშინ გაგიცანი.
- მერე?
- არ ვიცი, განა ასე ხდება?
- არც მე ვიცი, ალბათ.
- ვაჟა!
- რა?
- მართლა აკეთებ მაგას?
- რას?
- მაგას.
- ჰო.
- შენი არა მჯერა, მე კი მართლა ვიღებ, ვაჟა, ჰო.
- კიდე ტირი?
- არ ვიცი.
- მომეყრდენი, აი ასე.
- ვაჟა!
- რა?
- თვალებში კოცნა არ ვარგა.
ვაჟი ყვრიმალს დააცხრა, მერე ტუჩებს.
- ვაჟა!
- რა?
- სირცხვილია.
- ვისი?
- შენი.
- ჩემი რატო?
- ისე, არ ვიცი; მე ხომ გუშინ გაგიცანი.

წელი 1957. მარტის 8.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

გურამ რჩეულიშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   გურამ რჩეულიშვილი EmptyThu Mar 14, 2019 11:39 am

გურამ რჩეულიშვილი

ნიკო ფიროსმანაშვილი

სუფთა თეთრ კედელს პირდაპირ ეფარება ირმის სურათი. მის ფონზე იწერება სურათის შესავალი წარწერები.
მიდის დიქტორის ტექსტი: 1918 წელს ქალაქ თბილისში უაღრეს სიღარიბესა და სულიერ მარტოობაში გარდაიცვალა თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი. დრომ თითქმის არ დატოვა მოწმე, რომელიც მოგვითხრობდა მისი ცხოვრების შესახებ. მოკვდა ის ისეთივე მარტო, როგორიც იყო მთელი სიცოცხლის მანძილზე: ლოთი, უპატრონოდ, უამხანაგოდ ბნელ სარდაფში მიტოვებული. უკვალოდ მიიკარგა სადღაც საფლავი, დარჩა ლეგენდა მთვრალ ფიროსმანაშვილზე _ ამბავი იკითხება მხოლოდ მისი ნახატებიდან.
ისტორიამ თითქოს ცნობისმოყვარეობის გასაღიზიანებლად შემოინახა რამდენიმე ფრაგმენტი მისი ცხოვრებიდან: დაიბადა 1863 წელს ისტორიულად უბატონო მხარე ქიზიყში, სოფელ მირზაანში. მამის სიკვდილის შემდეგ დედა, 7-8 წლის ქალ-ვაჟით სახლდება თბილისში /მიდის დოკუმენტური სურათები თბილისის ყოფიდან/.
ცხოვრობდა ღარიბთა უბანში. მრავალფეროვანია თბილისური ბოჰემა, მოქეიფე ყარაჩოხელები, კინტოები, ბაზარი, დუქანი, დაღლილი ჭუჭყიანი მეკურტნეები, ხელოსნები, ქალები ხელგაწვდილი ბავშვებით, ინტელიგენცია გახუნებულ და ახალ ფრაკებში პენსნეებით, პოლიციელები, მეეზოვე – აშკარა სურათი რევოლუციამდელი დეკლასიური საზოგადოებისა.
ასეთ ატმოსფეროში წამოზრდილი ფიროსმანაშვილი ხსნის რძის საწარმოს, აქვს გარკვეული წარმატება ვაჭრობაში, მაგრამ, თავისი ხელგაშლილობის წყალობით, ორ-სამ წელიწადში კოტრდება, ხდება ლუმპენპროლეტარი და ნაცნობები კარგავენ მის კვალს.
აღმოაჩინეს ის, უკვე როგორც მხატვარი, 1912 წელს, ფიზიკურად მოტეხილი, გალოთებული. ამ დროისათვის მას უკვე ჰქონდა მოხატული თბილისის დუქნების დიდი ნაწილი, უამრავი აბრა და ტილო. ხანმოკლე გამოდგა მხატვართა წრეებთან მისი ნაცნობობა. უკვალოდ იკარგება ფიროსმანაშვილის მედიდური პიროვნება თბილისის ჯურღმულებში.
თითქმის უცნობია ამ ადამიანის მხატვრული ბიოგრაფიაც, რომლიდანაც შიგადაშიგ ცნობილი ხდება: უმეტესი ცხოვრება გაატარა ბნელ სარდაფში /ჩანს ეკრანზე ყველაფერი/, რომლის ერთ კედელს ღებავდა თეთრად, მეორეს შავად, ზელდა თავისი ხელით ბუხრიდან გამოღებულ ჭვარტლს, ფშვნიდა ფეხით ცარცს, ხატავდა თეთრ კედელზე შავით, შავ კედელზე თეთრით უცებ, უბრალოდ, ხელის რამდენიმე მოსმით. შავ მუშამბაზე მუშაობის დროს ფონის ნაცვლად ტოვებდა მასალის პირვანდელ ფერს. ფერებიდან ხმარობდა აგრეთვე წითელს, ცისფერს, მწვანეს, ყვითელს, რომელთა შერწყმითაც იღებდა საკუთარ საღებავს. ჩრდილს იყენებდა არა განათებისათვის, არამედ ფორმის შესაქმნელად /დეტალი/.

____________

ხატავდა ნიკო ფიროსმანაშვილი ერთ ჭიქა არაყზე და უსასყიდლოდ, შემკვეთთა სურვილით და თავისი ნებით. მუშაობდა შიგ დუქნებში ქეიფის დროს, ხალხის თანდასწრებით, თავის შედევრებს ამთავრებდა საათებში.
ივსება თეთრი და შავი კედლები მოქეიფე კინტოებით, მოქალაქეებით, ყველგან, მუყაოსა თუ მუშამბებზე, რჩება თავშეუკავებელი ლხინი, გაკვირვებული კინტოს თვალებივით, ხელებაწეული, გულუბრყვილო ლხინი. მოქეიფეები არღანზე, მოქეიფეები დილით, მოქეიფეები საღამოს, მეცენატ-შემკვეთთა სახის ზუსტი ასლები, რომელთა დაკვეთაც საოცარი შინაგანი ჰარმონიით ერწყმება მხატვრის სურვილს, ერთ მთლიან სხვის ღრეობად არის გადაქცეული თითქმის მუნჯი შემოქმედის ნახატები.
წარმოშობით მასავით გლეხი მედუქნე უკვეთს დახატოს სოფელი: მიწა, კალო. იქმნება გენიალური ფრესკა კალოზე მომუშავე გლეხებისა; ღმერთული ტკბობა, გამოწვეული დოვლათის შექმნით /სურათი _ `კალო~/. საკუთარი სურვილით თუ მეცენატ-მედუქნეთა დაკვეთით, გაუთავებლად ეძლევა ლხინს, შრომას, ბავშვობის სილაღეს /სურათები. მისი ფუნჯით ასახული კახეთი/. ჩვენ წინ დევს უტყვი, არაცოცხალი ლხინი /ნატურმორტი/, რომელიც დაწყებას ელის, ნაყოფი, რომელიც ელის მოკრეფას. დიდებული კახური ნატურმორტი. მასში იხატება მაღალი ხელოვნების არსი: აქ ყველაფერი გაქვავებულა უზარმაზარი სიცოცხლისაგან. თითქოს ხორცი შეისხა ამ სურათში /სურათი `რთველი~/ ნატურმორტმა. შრომა, ქეიფი, ღვინო, დათვი, უკანა ფეხებზე დამდგარი, გაქვავებული უძრავი კაცი, ფეხებჩაწყობილი საწნახელში, საქართველოს ცხოველმოქმედი კერპივით. ავტობიოგრაფიული შტრიხივით იყოფა მხატვრის ოჯახის ქალაქში გადმოსახლების დროიდან სურათი _ ქალი, მიმავალი გზაზე კოკით და ბავშვებით /`ქალი კოკით და ბავშვებით~/. ფიროსმანაშვილების ოჯახი მოდიოდა სოფლიდან ცარიელი, უდოვლათო. აქ, ნახატში, თითქმის მოშორებულია მთელი გარეგნული მხარე მისი ბიოგრაფიისა: სამივენი დატვირთულები არიან სიცოცხლით, იმედით სავსე კოკებით, მხოლოდ დედას ეხატება სახის ოვალში ოდნავი შეშფოთება. უცნაური, ხაზგასმული უშიშრობით მიდის წინ პატარა ბიჭი, არავითარ სიმძიმეს არა გრძნობს ის დიდი კოკისგან, რომელიც საოცარი ძალდაუტანლობით უჭირავს მას ხელში. მარადიული ბიბლიური ფრესკებივითა დგანან გამოსახულებები /სურათები/: დედა, რომელიც ბავშვს აწვდის ყურძენს, ბაბუა, რომელიც უკვე წამოზრდილს ღვინოს აგემებს.
გადმოცემის მიხედვით, უყვარდა ფიროსმანს ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა, იცნობდა საქართველოს წარსულს. თავისებურად აცოცხლებს მისი ფუნჯი შამილის დროს, მიურიდებს, /სურათი `ყაჩაღი მთვარიან ღამეში~/, რომელმაც ცხენი მოიპარა, ხატავს თამარ დედოფლის და ერეკლე II-ის პორტრეტებს. დიდი შინაგანი ძალით ამეტყველებს იმ ადამიანთა სახეებს, რომლებიც ისტორიულ ფიცს აძლევენ გიორგი სააკაძეს /სურათი/.
ახლა ჩვენს წინ დგება სულ სხვა სამყარო, დახატული არაჩვეულებრივი სიმარტოვისა და უდიდესი შემოქმედებითი გულახდილობის დროს. ხის ტანის ფონზე ზის შველი, სიცოცხლით სავსე სხეულითა და თვალებით: ლომი, ირემი, ერთ ნახტომად შემართული ჟირაფი, ღორი მთელი ოჯახით, დათვი ბელებით, მარტო დათვი გადაჭრილ ხეზე მთვარის ქვეშ, დატვირთული აქლემი, ჯუჯა მეუდაბნოეთი და სხვ.
ოდესღაც ფიროსმანაშვილს გამცილებლად უმუშავია მატარებელზე. ყველაფერი ხატია ამ პეიზაჟში: ვაგონები, გემი, ზღვა, ბათუმის სახლები. შემდეგ სურათებში უფრო მთლიანად იპყრობს ბუნებას მისი ტალანტი: /სურათი/ `ნადირობა~ _ სურათის ცენტრში ოლიმპიური სიმშვიდით კლდის ქიმზე მდგარი ჯიხვით, ქოხი და ურემი ფრინველების ფონზე. /სურათი/ დაუსრულებლად ღრმა მთვარიან ცაში /სურათი/: მწყემსი მიერეკება ნახირს, მიდის მარტო ურემი და ისევ ხალხი /სურათი/.
ყველგან _ ხალხი და ღრეობა, ყაბახი, წინ გამოსული მოხუცითა და ბავშვით. დიდი მხატვრული ტექნიკით იქმნება ორთაჭალელი მეძავი ქალები, უნაზესი ყვავილების ფონზე, სავსე ხორცითა და ანგელოსურად ჰაეროვანნი. აი, მისი შეყვარებული `აქტრისა მარგარიტა~, ვნების განსახიერება და ბავშვის ნაკეთები ფიტულივით მიუკარებელი. ამ ქალს უძღვნა, ლეგენდის მიხედვით, შეყვარებულმა ნიკალამ არარსებული შავი ვარდი, რის ყიდვასაც მთელი ქონება შესწირა. ფიროსმანაშვილის გამოფენის მნახველები ერთხმად თანხმდებიან `მეეზოვის~ გენიალობაში: უცნაურად თეთრი წინსაფარი ჰკიდია ამ კაცს, ხელში, როგორც ხედავთ, არა ცოცხი, არამედ სკიპტრა უჭირავს. თავზე მას სახელმწიფო გვირგვინი ადგას, წარწერით Дворник. ეს მარტოსული, თავისებური უარმიო, უცნობი მბრძანებელი, მედიდური და საცოდავი. კლდეებშუა, შიგ წყალში დგას მებადური, ლოქოთი ხელში /სურათი/. ერთმანეთის პირისპირ დგანან მუდმივად ფეხზე სადგომად განწირული მოუხერხებელი ფიგურები მუშებისა /სურათი/. მარტო პორტრეტი მეკურტნისა, ასეთი ნაცნობი, ახლობელი სახელით: `მუშა სოსო~.
მძაფრად იჭრება ხალხების ცხოვრებაში ომი. თავისი მხატვრული ვალი მოიხადა მის მიმართ ფიროსმანაშვილმაც /სურათები: `ომი ზღვაზე~, `დაჭრილი სალდათი~, `არწივი გლეჯს კურდღელს~ და სხვ./.
თითქმის მთავრდება ნიკო ფიროსმანაშვილის სურათების გულისტკივილამდე მოკლედ ჩვენება. კოლოსალურად დიდი რაოდენობა შექმნა მან ნახატებისა, უმრავლესობა დროის უმოწყალობით, დაუდევრობისაგან, საღებავის ცუდი ხარისხისაგან დაიკარგა სამუდამოდ. მცირე, მაგრამ ყველაზე დამახასიათებელი ნაწილი შენახულია.
`მილიონერი უბავშვებოთ და ღარიბი ბავშვებით~ წარმოადგენს უდიდესი ეპოქალური ღირებულების ფრესკას, თავისი სიმარტივით და ჩანაფიქრის სიღრმით. დიდ ობიექტურ სიმაღლემდეა ასული ნახატი `დიდმარხვა საქართველოში~, რომელიც ავტორს ბუნების წიაღში გამოუტანია. დინამიურობის მაგალითს წარმოადგენს ეს პატარა დეტალი: ორი ბავშვი, დამხობილი და ხელებაშვერილი.
ამბობენ, ძალიან უყვარდა საწყალ ნიკალას აღდგომა დღე, მისტიური ქეიფი ამ დროს ბუნების წიაღში /სურათი/. ლეგენდად იცხოვრა, თქმულებად დარჩა მისი ამბავი ამქვეყანაზე, ამის შესახებ ჰყვებიან მისი უკვდავი ქმნილებები. დგას პატარა ბატკანი სააღდგომო სამზადისში, წითელი დროშით და მხატვრის ხელით მიწერილი სიტყვებით: `მადლობა ღმერთსა რო დაგვასწარით აღდგომასა, ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად!~
აღდგომა დღეს მომკვდარა მხატვარი /დიდი სურათი: ბატკანი, ბრტყელი, წითელი ლენტით კისერზე/.

1958 წლის შემოდგომა

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

გურამ რჩეულიშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   გურამ რჩეულიშვილი EmptyThu Mar 14, 2019 11:41 am

გურამ რჩეულიშვილი

ალუდა ქეთელაური

/ოცდახუთწუთიანი კინოსთვის/

დაგუბებულ ხეობაში საზარელი ჭიხვინი ისმის. ყორნების გუნდი ფერდაზე იშლება და შავი ჩრდილები გორახებზე გადადიან. ზევით მარტო ქორი დაბოინობს. ჭიხვინი მეორდება უფრო ძლიერად, ხეობიდან უმხედრო, ყაჯარგადაფარებული და ლაგამამოდებული ცხენი ამოვარდება /ყაჯარი ოდნავ გვერდზე აქვს მოქცეული და გარსაკრით არაა დამაგრებული/. ჭენებით ეშვება ფერდაზე. მხოლოდ ცხენის ფლოქვების ხმა ისმის. ცხენის საჭენებელ გზაზე, ქვევით, კლდის ქიმთან, ზის არწივი _ დიდი, მოხუცი, დინჯი. ცხენი ზედ ვარდება თითქმის მას. ის დინჯად იწყებს ფრენას, ნელა იქნევს უზარმაზარ ფრთებს. ცხენი ქვევით მიჭენავს, ის სულ პატარავდება, არწივი კი სულ იზრდება და თითქმის მარტო ის მოჩანს. ისმის ისევ ჭიხვინი. არწივის ლანდი ბოინით გადადის არღუნის წყალზე, ხევში ჩაყრილ ლოდიანებზე. უმხედრო ულაყი გაშლილ ხევში გრძელი ოთხით იკლანკება ბილიკზე. ისმის ფლოქვების ხმა. არწივის ფრთების ჩრდილი ხან დაეწევა, გაუსწრებს, ხან ჩამორჩება ულაყს.
- - - - -
შატილში დილაა, სიწყნარე. ძროხები დიდი ქვის ჩარდახებიდან გამოდიან, შუკებში ერთდებიან და ნელა ეშვებიან არღუნისაკენ. ისმის მელოდია `შამილი შევა ციხეში~. კალთებაკეცილი, ფეხშიშველა დედაკაცი, პაჭიჭებში გამოწყობილი, შუაზე გატეხილი ჯოხით, უჯავრდება ნადირს. მელოდია ლოცვაა, დინჯი, აუჩქარებელი. სადღაც თავლაში ცხენი აბია; ლოცვის ტემპი იზრდება. ჯერ ბუნდოვნად შედის მუსიკაში ფლოქვების ხმა. თავლაში დაბმული ცხენი თავსა სწევს, ნელა ხვიხვინებს. მელოდია ხელდება, მუსიკის რიტმი იზრდება, შიგ კიდევ სხვა ხმები შედიან; გზიდან ისმის საზარელი საპასუხო ჭიხვინი. უმხედრო ცხენი დაოთხებული შევარდება შატილის კარებში.
მელოდია ბეთჰოვენის სიმფონიაში გადადის. გარშემო ყველაფერი იღვიძებს. საიდანღაც მზის წვერი ჩანს და სოფელს სხივს ურტყამს. ბანები მოძრაობენ, ქალები, ქერა ჩოლკებით და ხევსურული ჩიხტაკოპებით, შრიალებენ. მერე რომელიმე შერბის და ქმრისთვის იარაღი გამოაქვს. სიმფონია უფრო ხელდება და ეცემა.
- - - - -
შატილი ქრება
- - - - -
ვიღაც მიფორთხავს კლდეზე. მარჯვენაში თოფი უჭირავს, მარცხენა თავისუფალი აქვს. ფარ-ხმალი წელზე ჰკიდია. კლდე დაქანებულია, ლიპი. გარშემო სრული სიჩუმეა. ოდნავ ისმის ადამიანის სუნთქვის ხმა. სადღაც ნაშალი მიწა იყრება ხეობაში. ხრიალებს. კლდე ფერდაზე გადის. ის, ვინც მიხოხავდა, ცერად ჭრის ფერდას, შემთხვევით ფეხს ადგამს ლოდიანს. ლოდიანი ადრევე ჩანს, რომ ძლივს იკავებს თავს დაქანებულზე. ის ნელა იღებს სიჩქარეს, მერე უზარმაზარი მალაყებით გადადის და თან წვრიმალ ქვებს იყოლიებს. მთელი ხეობა ზანზარებს უხეში ხმებისაგან, ხევსურის მხოლოდ გამალებული ნაბიჯებიღა ჩანს.
- - - - -
იქით, გადაღმა ხეობაში, ნაშალის ხმა გრძელდება. აქ ეს ხმა უფრო ხშირია და არამკვეთრი. ათიოდე ძროხა და ექვსი ცხენი ძუნძულით მიჰყვებიან ფერდას. ქისტები ფეხდაფეხ მისდევენ, ხანდახან ისმის ჩუმი სტვენა. ერთი ქვევიდან მისდევს ნახირს, ქვიდან ქვაზე ხტის და მიმართულებას აძლევს, მეორე უკნიდან უჯავრდება, ჩქარობენ. თოფი ერთს მარცხენაში უჭირავს, მეორესაც მარცხენაში, თავისუფალ ხელში სახრეები უჭირავთ. ფერდა უფრო დამრეცი ხდება. ბილიკი იკლაკნება და ქარაფზე თითქმის შვეულად ეშვება წყლისკენ. ნახირი წინა ფეხებზე დაბჯენით ძლივს ეშვება ქვევით. ქისტი უკნიდან აჩქარებს. მეორე ზევიდან მოექცა და ისიც აჩქარებს. სიჩუმეა. ახლა ნაშალი აღარ იშლება. მზე იპარება ხეობაში. იმ ქისტის თოფს, რომელიც ზევიდან უვლის ნახირს, სხივი ურტყამს, იარაღი პრიალებს. სულ ბოლო ცხენი, რომელიც საბელჩადგმული მიჰყავს მეორე ქისტს, კისერს აბრუნებს და ნელა ხვიხვინებს. ხეობა უფრო იბურება, გზაც უფრო ეკიდება დაღმართზე. საოცარი სიჩუმეა. ამ სიჩუმეში უეცრად იჭრება თოფის ხმა. ხმა იზრდება, მთებს აწყდება, გრიალებს და ათას თოფის ხმად იშლება. შორს სულ ბუნდოვნად ისმის წყნარი მელოდია. ის წყდება თითქმის. ფერდობიდან დაგორებული ქისტი ჯერ ნელა, მერე სწრაფად მიგორავს ბილიკისაკენ. თოფი ბუჩქზე ეკიდება. ქისტს მკერდი აქვს შენგრეული, ნახირი გვამს თელავს, გვამი ლოდიანებს ეჯახება, სკდება, მელოდია შორს ისმის, ის ნერვიულია, ნაწყვეტებით. წყლის პირას ნახევრად წყალში გდია დაჩეხილი ქისტი. ის მკვდარია. ნახირი რაღაცის მოლოდინში ჩერდება. ხეობაში ჩქამი არ ისმის.
სიჩუმეში სროლა ახალი ძალით მეორდება; ლოდს ამოფარებული მუცალი გასროლილ თოფსა ტენის. ისმის საპასუხო სროლა. მერე სიჩუმე. თავიდან დავლილი ალუდა ლოდიანებზე ხტება და ახალ ადგილას საფრდება. მის ჩასაფრებამდე ისევ ისმის მუცალის თოფის ხმა. მზე ერთნაირად იღვრება ხეობაში. სიჩუმეში თოფზე უფრო ვარდება ქისტის ხმა.
_ არა გჭირსაა, რჯულძაღლო!
სიჩუმეში ისმის ალუდას პასუხი:
_ ნუ გგონავ მჭირდეს, რჯულძაღლო!
ხმები მკვეთრია და სადღაც სიღრმიდან მოდის. ის არც მუცალს ეკუთვნის, არც ალუდას.
სროლა გრძელდება; ხეობა ხან განაბულია, ხან თოფის ხმით ივსება. წამლის ბოლი ამოდის ორივე მხრიდან, მერე ბოლი იშლება, იზრდება და სადღაც ერთდებასავით. მზე სხივებად გადის მასში. ქეთელაური ახალ სამალავში ხტება და იქიდან ესვრის. მოჩანს მუცალის გაშეშებული სახე, მარცხენა ხელს მუცელზე იკიდებს, პირიდან დუჟთან ერთად სისხლი გადმოსდის.
_ არც ახლა გჭირსა, რჯულძაღლო?!
მთელი ფილტვებით იძახის ალუდა და ლოდიანის თავზე ამოდის. ის მთელი ტანითა ჩანს. მუცალი ბალახს იტენის ჭრილობაში. ცდილობს ადგეს, ჯერ მუხლებზე დგება, მერე იმართება ისიც და ისვრის. ტყვია ალუდას გულზე დაკიდებულ ხატს ასკდება და მასთან ერთად იფშვნება. მუცალი ძალას კარგავს; ალუდა შეტორტმანდება და ისევ ასობს ლოდიანს ფეხებს. მუცალი თოფს სწევს ჰაერში და ქეთელაურის მხარეს ისვრის.
_ ახლა შენ იყოს, რჯულძაღლო, _ ამბობს. ხეობა განსაკუთრებით ჩაგუბებულია წამლის ბოლით, ხმა ისმის ჩახრეწილი, მაგრამ უდრეკი. მუცალი ნელა ეშვება მუხლებზე, მერე მოსხლეტით ეცემა. მარჯვენა ზევით გაშვერილი რჩება, მარცხენა ტანქვეშა აქვს მოყოლილი, ფეხები _ მთელ სიგრძეზე გაშხვართული. სიჩუმეა.
შეუმჩნევლად იპარება ბლუზის ხმები. ხეობაში გაურკვეველი ფერია. ბლუზის რიტმით ალუდა ეშვება ხეობისაკენ. ის წელში ხან მოხრილია, ხან ზომაზე მეტად გაშლილი, სახე ღრმა და ჩაფიქრებული აქვს. აქამდე გაჩერებული ნახირი ნელა იწყებს უკან გზაზე სიარულს, მიიზლანზება. ცხენის ფლოქვები ბლუზის ტაქტს ურევენ. ქეთელაური თავზე ადგას პირველად მოკლულ ქისტს, მერე იხრება; ყამით ჭრის მარჯვენას, მარჯვენიდან თქრიალით გადმოდის სისხლი, სისხლთან ერთად ჰაერში აფრიკული ბუგების ხმები დარბიან. სისხლი ნელა კლებულობს, მერე წყდება. ალუდას თვალები უელავს, ხელში მოჭრილი მარჯვენა უჭირავს, სისხლი მაჯას უწითლებს. სისხლის შეჩერებასთან ერთად ალუდა იღუშება. ბუგები წყდება და ისევ ბლუზი იწყება. მოდუნებული მიჰყვება ზევით ფერდას ქეთელაური, ერთ ხელში თოფი უჭირავს, მეორეში ორი ხელი ჩანს: თავისი და მოკლული ქისტის. რაღაც შეუცნობელი ხდება მასში, ბლუზის ხმა გაურკვეველია, განწყობის გარეშე. მუცალი ლოდის ძირში გდია, ალუდა მის თოფს იღებს და თავზე ადგას. ქისტს ცალი ხელი ტანქვეშა აქვს მოყოლილი, მარჯვენა გაშვერილი აქვს მთელ სიგრძეზე, თითები ძლიერი და ოდნავ მოკრუნჩხულია. ახლა ალუდა მარტო მუცალის მარჯვენას ხედავს. მის გონებაში ის იზრდება, იკრუნჩხება, უზარმაზარ ძალას, ვაჟკაცობას გამოხატავს. ალუდა ხელიდან უშვებს მუცალის ძმის მარჯვენას და მუცალის მარჯვენას იღებს, მას მთელი მკლავი აჰყვება, შემდეგ ხელს უშვებს. მკლავი გაშოტილი ეცემა, თითები ოდნავ მოღუნულია, ისინი იშლებიან ალუდას გონებაში სულ სწორად და პირვანდელ ფორმას იღებენ. მუსიკის ხმებში რაღაც ქვითინის მაგვარი იპარება, მერე ბლუზი წყდება და კაცის ხმამაღალი ქვითინი ისმის. ალუდა უმოძრაოდ დგას. ქვითინის შემდეგ მუსიკა გრძელდება. ქეთელაური ქისტს თავისივე ხირიმს უდებს მტევანში, მერე გაფანტულ იარაღს უწყობს და ნაბადს აფარებს.
ბლუზში ყორნის ხმა იპარება. მთის ნაოჭებზე დინჯად გადადიან კაცის ლეშის მჭამელი ფრინველის ლანდები, მერე მაღლა იწევენ და ისევ ქვევით ეშვებიან, მოდუნებული მიდის ალუდა შატილისაკენ. შორს, იქით ბილიკზე, გაღმა გასული ნახირი მიიზლაზნება. ალუდას გზა ქედზე გადის და შატილს გადასცქერის. სოფელი შავია, დაბურული. არღუნი შატილის წყალს უერთდება, წყალს ორივე მხარეს მხედრები ჭრიან, მერე სოფლის კედლებში იკარგებიან. ვიღაცეები ჩამოშლილ ხიდს აკეთებენ, ბერი დედაკაცი საფქვავაკიდებული მიდის წისქვილისაკენ. ალუდა თხემზე ზის და თავის სახლს უყურებს გონებით.
- - - - -
მისი კოშკის კედლები სავსეა მოჭრილი მარჯვენებით. თვალებს ხუჭავს, მერე ხელს ისვამს, ეჩვენება, რომ მარჯვენები მოძრაობენ. ბლუზი რიტმს იღებს, მერე მარჯვენები კედლიდან ჩამოდიან და თავის პატრონებს უბრუნდებიან. ბლუზი რიტმულ ჯაზში გადადის. მარჯვენაში ყველას უკვე ხმალი აქვს. ამხედრებული ალუდა ტრიალებს მტრებში. ისმის აფრიკული ბუგების ხმა, ბრძოლა ხელდება. მერე რიტმი ეცემა, დახოცილი ყრია მტერი, რიტმი ისევ ვარდება მაღლა, პირზე დუჟმომდგარი ალუდა დარბის დახოცილებში და ჭრის მარჯვენებს, მერე არეული თვალებით აჭედებს კოშკის კედლებზე. ხელები სისხლითა აქვს მოსვრილი, სისხლი წვეთავს მიჭედილი მტევნის თითებიდანაც.
- - - - -
სწრაფად დგება ქეთელაური. ჯდომასა და ფიქრს ცუდი აზრები მოაქვს, აჩქარებული ეშვება ბილიკზე. ახლა უკვე ბლუზის ხმა არეულია. ქეთელაური თითქოს ხვდება მოუსვენრობის ნამდვილ მიზეზს. ისმის ნერვიული ნაბიჯების ხმა. საქსაფონებს ცვლის მარტო ბარაბანი, ან მარტო ნერვიული ვიოლინო. ალუდა ახლად გაკეთებულ ხიდზე გადის. ვიოლინოს ნერვიული ხმა ყრუდ ისმის მხოლოდ მისთვის, სოფელში მუსიკის მხიარული ხმები დგას. აქ უკვე გაიგეს მისი გამარჯვება და ეგებებიან.
ხალხი ბანზეა გამოფენილი. ვაჟკაცები ვაჟკაცური შურით უყურებენ მას. ქალი მტირალა ბავშვს აჩუმებს, მერე ხელში იყვანს და, ფეხმორთხმული, ბანზე ჯდება. შუკაში დატვირთული ცხენები ჩამოდიან მოტეხილ კლდეზე, კაცები საფიხვნოში სხედან. ალუდა ნელა უახლოვდება მათ.
_ მაგვიხვედ მშვიდობით, ალუდავ! _ ბუბუნებენ ფეხზე ამდგარი ხევსურები ერთად. ხევისბერი ყალიონს ფხეკს საჩხიკინებლით, რომელიც გრძელი თოკით ჰკიდია ჩიბუხს, მერე მხარზე გადაკიდებული დიდი ტყავის ჩანთიდან წეკოს იღებს, ხელისგულზე იყრის, მერე დანით ცერზე ითლის ყლორტს, წეკოში ურევს და ჩიბუხს ტენის. ქეთელაური თავაწეული იყურება ხევისბერის იქით. უხეშად იღიმება ხევისბერი. ალუდა თავის ამბავს ჰყვება, ჯერ ხელით უჩვენებს მთის მიმართულებას, მერე ამბობს:
_ ორნ იყვნენ, თოფი ვიხმარე.
ჩუმდება. ყველანი მას უყურებენ, ის აგრძელებს:
_ იმ ცხონებულსა მუცალსა
რკინა სდებიყო გულადა!
_ რას ამბობ, ალუდავ! _ მთელი ხმით ბუბუნებს ხევისბერი, _ ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა.
_ ვაჟკაც იყვ მუცალი, _ უპასუხებს ალუდა. - იმ ცხონებულსა ვაჟკაცსა ტყვია სდებიყო გულადა, _ იმეორებს და განაგრძობს: ვერ გავიმეტე მუცალი მარჯვენის მოსაჭრელადა.
ხევისბერები იფხორებიან, უფრო ამჭიდროებენ რკალს მის გარშემო, მერე იშლებიან, ვიღაც ბოროტად იღიმება, გვერდზე რაღაც ბუბუნი ისმის. საიდანღაც ყრუდ, მაგრამ მკაფიოდ მოდის ხმა:
`მოკვდი, სიკვდილი გირჩევნავ,
რა ხარ სიცრუის მთქმელადა
გამუქცევიხარ ქისტიშვილს!
გადუქცევიხარ ქალადა.
მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ,
უკვენ მისდევდი მა რადა?!~
ხევსურები, ზურგშექცეული ალუდასკენ, იშლებიან, აშკარად წირავენ მას. ვიღაც ბრუნდება და ქვევით იხედება, იქიდან მინდია მოდის ყაბარდოული ულაყით. ის ვიღაც ქვევითვე უყვება ალუდას ამბავს, ბოროტად იცინის. მინდია იღუშება. გამწყრალი უყურებს ხევსურებს. ისმის მინდიას ხმა:
`_ ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს...
ადვილად მტერი მოგიკვდესთ,
ადვილ გავიგო მართალი.~
ვიღაც ქალს კოშკიდან ერთი კოტორი, ყველი ნახლეჩი და მოხარშული ცხვრის ბეჭი გამოაქვს, მერე უნაგირზე უკან ჩაბმულ ნაბადში უტენის მინდიას. ცხენი ოთხით წყდება ადგილიდან.

- - - - -
ღამეა.
ისმის მელოდია დაისიდან `მაროს ტირილი~, ასრულებს ორკესტრი, შორს ოდნავ გასარჩევად მიჰყვება ხმა. ალუდას სახლში შუაცეცხლი ანთია. მორთხმული ბერდედა ყველის ხინკალს აკეთებს, ცომს აბრტყელებს, შიგ ყველს ახვევს, მერე ტაბლაზე ალაგებს და შუაცეცხლზე ჩამოკიდებულ ქვაბში ყრის. ცეცხლთან კაბააწეული პატარა გოგო და უშარვლო ბიჭი დგას. თბებიან. ალუდას ცოლი ლელა ქსელზე მუშაობს, მაქოს გაუყრის, ძაფებში ჩაბეჭავს, მერე კავით ასწორებს ძაფებს, ისევ უყრის მაქოს და ბეჭავს. თვალები დიდი, მოწყენილი და ოდნავ წყლიანი აქვს.
ბერდედა ტაბლას წმენდს, ზედ ხინკალს აწყობს, ხინკალი ცხელია და ოხშივარი ასდის, იქვე დგას ჯამით ერბო, ყველის დიდი ნატეხი გდია. უხმოდ ჭამენ ქალები, პატარები ფეხზე დგომელა ვახშმობენ.
ცეცხლი ბიჭის შიშველა უკანალს ანათებს. ალუდა ნელა მოდის დარბაზის სიღრმიდან, `მაროს ტირილში~ ქალების გუნდის ხმები იჭრება, ის ხინკალს წატეხს, ერბოში აწობს და ისევ ბრუნდება. ბერდედა ქვევიდან უყურებს. ლელას სახე უაზრო და შეწუხებული აქვს. იქით, საითაც ალუდა შევიდა, ბნელა და არაფერი არა ჩანს; ჯაზის ხმებში, რომელიც ჰარმონიულად შედის მელოდიაში, ისმის ნაბიჯების ხმა _ იქიდან ჩუმად გამოდიან ალუდასა და მუცალის ლანდები, მერე ელვის უსწრაფესად გამოჩნდებიან ეშმაკის ლანდები და რქიანი დევები უკნიდან, სიზმარი მიდის.
- - - - -
-
წვიმა კლდეს რეცხავს, პატარა რუები მთის ნაოჭებში ჩადიან, ჰაერში მხოლოდ ბუნების ხმებია. ქვევიდან ნისლები ამოდიან ქედზე და უფრო ზევით იწევენ მწვერვალისაკენ. სადღაც მზე ატანს, ისევ იბურება. მერე ნისლი იყრის, ფერდის ნაოჭებში ჩამორეცხილი მიწა ჩანს, მზეს ისევ ეფარება ღრუბელი. გაღმა ფერდაზე ლოდზე დასობილან ჯიხვები, წინა ფეხები კლდის ქიმისათვისა აქვთ მიბჯენილი, ქვევით უფსკრული იწყება, ოდნავ შესამჩნევად მიდის წყალი. აქეთ, ქედზე, ალუდა ლოდს ფარად იყენებს და თხემ-თხემ უვლის ჯიხვებს, ბანდულები პიტალოზე ძლივს იკავებენ ფეხს; ახლა ჯიხვები გვერდიდან ჩანან, აქედან ეპარება ალუდა. დიდ ცხვრის ბოხოხს, რომელიც თავზე ხურავს, ბალანს აცლის და ქარს უშვერს. ბალანი ჯიხვებისაკენ მიდის; აქედან მიპარვა აღარ შეიძლება, სულ პატარა ქარსაც კი შეუძლია გასცეს მონადირე. ჯიხვებმა უკვე იყნოსეს საფრთხე და მწვერვალისაკენ იწევენ. მწვერვალი დიდია, მასიური. უზარმაზარი ზვავები ყრიან კლდის ნაპრალებში. ჯიხვები მწკრივად გადადიან თოვლზე, მერე ისევ კლდე იწყება, საჯიხვე ბილიკით. ისინი დინჯად და ამაყად მიდიან. შეუმჩნევლად ეპარება მთას სიბნელე, ნისლი მწვერვალებიდან ხეობაში იხევს, ის რძისფერი ხდება, მწვერვალის თავზე შავი ღრუბლები დაბოინობენ, ელვა უფსკრულს ანათებს. წვიმს. მეხის ხმა, ერთი და ძლიერი, ათას პატარა ხმებად იშლება მთებზე. ალუდას ლანდი, დაღლილი, გადადის ქედზე. ის ჯერ მხოლოდ ელვის დროს ჩანს, ქედზე უფრო ნათელია აქ, ელვის გარეშეც შეიძლება მისი გარჩევა. ჰაერში ერთმანეთს ცვლის წვიმის ტკაპუნი, ხეობის შრიალი და მეხის გრგვინვა, ხან სამივე ერთად ისმის. ქეთელაური ქედზე დგას; მის ქვევით უზარმაზარი შავი ლოდის სილუეტია. მკვეთრ ზიგზაგად იხატება მთელ ცაზე ელვა. ლოდიანზე ფეხებახლეჩილი დგას კაცი, მხარზე ჯიხვგადადებული. `უუ~ იძახის ალუდა. კაცი არ იძვრის, მერე ერთმანეთისაკენ მიდიან. მეხი ახლაღა ვარდება. მათი ლანდები ერთმანეთს ხვდებიან. იმ სხვას მუცალის სახე აქვს, ის არის. ალუდა უხერხულად იღიმება, ისინი ხელს ართმევენ ერთმანეთს; ქეთელაურს მისი მარჯვენა ჩაუბღუჯია და არ უშვებს, ამღვრეული თვალებით უყურებს მას. ლოდიანის უკან მონადირეთა ნიშია, ნიშში ხმელი შეშა აწყვია და კათხითა დგას წყალი. მუცალი ცეცხლს ანთებს, ალუდა წყალსა სვამს. ის დიდხანს სვამს. ალი ორივეს სახეს ანათებს. სახეები დამსკდარი და წითელი ჩანს. ნაკვერჩხლებზე ჯიხვის მწვადები იწვება. ნაკვერჩხლები დიდია, ვარვარა. ალუდა მწვადს ატრიალებს, ის შიშინებს, სკდება. შიშინი ძლიერდება. ახლა ალუდას თვალები მხოლოდ ნაკვერჩხალს და შამფურს ხედავენ. შამფურზე ჯიხვის ხორცის მაგიერ მუცალის მკლავია წამოცმული, მუცალი აღარსად არის, გაქრა. მკლავი სკდება, შიშინებს, თითები იკრუნჩხებიან. ისევ მხოლოდ შიშინი და ტკაცუნი ისმის. ალუდა გამალებული გლეჯს მარჯვენას, ჭამს და კიდევ შია. სახეზე ოფლს ასხამს. სადღაც კუთხეში მუცალის ახეული პირი და დაკრეჭილი კბილები ჩანს, ალით განათებული. ისმის ხარხარი. გარშემო შიშინია მწვადის, ნაკვერჩხალზე რამდენიმე შამფური დევს და რამდენიმე მტევანი იწვება, თითები იპრანჭებიან, ხარხარი ძლიერდება, ალუდა გამოხრულს აგდებს და სხვა მარჯვენას გლეჯს, სახეშეშლილი ბორგავს.
- - - - -
`მაროს ტირილის~ მელოდია ადრინდელის გაგრძელებაა და დასასრულს უახლოვდება. ბერდედა მიმქრალ ცეცხლთან ზის და ყვინთავს.
- - - - -
თენდება.
გარეთ შატილი იღვიძებს. მზის სხივი ალუდას ბანს ურტყამს. შიგ შედის ჭერხოში. მოჩანს კოჭებზე ჩამოკიდებული ჭრელი წინდები, ძველი ტანსაცმელი, ნამგალი, იარაღი, გუდანურები. გარეთ კოშკზე ძვლად ქცეული მარჯვენები კიდია, ზოგი სულ ახალია, ხორცი კიდევა აქვს შერჩენილი, ძროხები შუკებში ერთმანეთს უერთდებიან. ისმის სალამურის ხმა. ბერიდედაკაცი შუაში გატეხილი ჯოხით უჯავრდება ნახირს. სადღაც ჭერხოში დედა სცემს შვილს. სალამურის ხმაში ფლოქვების ხმა იპარება, ახლა მხოლოდ ის ისმის. ბანზე ჩოლკიანი ქალები გამოდიან. საფიხვნო კაცებით ივსება. ვიღაც მეორედ ტენის ყალიონს. შუკაში ჭენებით ამოდის მინდია, ალუდა კოშკის თავზე დგას. მისი სახლი საფიხვნოს გვერდზეა, ხევსურები იშლებიან ადგილებიდან.
მინდია უნაგირზე ჩამოკიდებულ მარჯვენას ხსნის და ალუდასკენ იხედება გამარჯვებული, თანაგრძნობის გამომხატავი სახით. თემი დარცხვენილი უყურებს მას. სიჩუმეში ისმის ალუდას მკვეთრი ხმა.
_ თუ ხელის მოჭრა მდომიყო,
გან ვერ მოვსჭრიდი თავადა?!
მას სახე განრისხებული აქვს. გაკვირვებული ხევსურები დაბნეულები უყურებენ მას. მინდია დარცხვენილივითაა, ფეხდაფეხ მიჰყავს ცხენი ქვევით. უკან მდუმარე შატილის შუკა იკლაკნება; მოქნევით ისვრის მუცალის მარჯვენას ხევში. მერე ცხენს მოახტება და მიაჭენებს კლდეზე.
- - - - -
მკვეთრად ისმის საიდანღაც ხმა:

`წესი არ არის მტრის მოკვლა,
თუ ხელ არ მასჭერ დანითა.
ვაი ეგეთას სამართალს,
მონათლულს ცოდვა-ბრალითა.~
- - - - -
მთის ფერდობზე რამდენიმე ხე დგას, ხეებს შუა ხატია. ხატამდე გზა კლდიანია, იქაც მხოლოდ აქა-იქ მოჩანს მწვანე. ნიამორის რქები კოჭებზე მწკრივადაა დაკიდებული, ჯიხვის რქები პირდაპირ აჭედია ბოძებზე. უკანა ოთახიდან ბოლი ამოდის, ხატის გარშემო მთვრალი ხევსურები ყრიან. აქა-იქ ყელგამოჭრილი საკლავი გდია უპატრონოდ. ყველგან სისხლია დაქცეული. ქალები წაბლისფერი ჩოლკებით და ხევსურული ჩიხტაკოპებით ხატის მიჯნაზე დგანან მწკრივად. დასტურებს ლუდი მოუტანიათ, ასმევენ. ზოგ ქალს აღვირი უჭირავს, ცხენზე გადაკიდებული ხურჯინიდან საკლავს ამოუყვია თავი, დასტურს საკლავი მიჰყავს ზევით. ხევისბერი ვერცხლის შეწირულობით ახუნძლულ ჯამზე მიკრულ სანთელს ანთებს კვარით, საკლავს ავედრებს ღმერთს. მისი შემწირავის კარგად ყოფნას სთხოვს. სიჩუმეა. ისმის ხევისბერის ხმა:
_ ღმერთო, შეუნდე მზექალას, კარგად იყვენით, ქალებო!
_ მშვიდობა მოგცესთ, ჭირი გაშოროსთ! _ ბუბუნებენ ხატის წინ მდგარი ხევსურები, ზოგი მთვრალი ფეხზე დგება, ბუბუნებს და ისევ იძინებს. დაჩოქილი ხევისბერი კლავს საკლავს, სისხლი ასხამს გადაჭრილი ყელიდან. საკლავი მატულობს, დაკლულებს ატყავებენ, ზოგს იქვე აბამენ დაკვლის მოლოდინში. დილიდან მთვრალები იღვიძებენ. ღრეობა გრძელდება. დასტურები უზარმაზარ ლუდის თასებს დაარბენინებენ, ვიღაც არყის შესმაზე ამბობს უარს. დასტური კისერში ჰკიდებს ხელს და ძალით ასმევს. ის, ვინც ძალადობდა, მორჩილად სვამს. მერე სუფრასთან რაღაც ჩოჩქოლი ტყდება. ისმის ხევსურული სიმღერა, ის ხან მაღლა ადის, ხან ნელა გრძელდება, თავისთვის. ჩოჩქოლი ისევ წყნარდება.
- - - - -
გაღმა ფერდას ქეთელაური მოჰყვება, ვერცხლის იარაღში ჩამჯდარი. საბლით კურატი მოჰყავს, კურატი ხან მორჩილად მოსდევს, ხან დაიღმუვლებს და იქაჩება. ალუდა აუღელვებელია, კურატის ბრძოლას ვერც კი გრძნობს. ბილიკი ხევში ჩადის, კურატიანად იკარგება შიგ ალუდა.

- - - - -

ხევის თავზე, ხატის საზღვრის იქით, ვიღაცეები ეჯიბრებიან ჯირითში, უბელო ცხენებზე გადამსხდარნი. წაბორძიკებული ცხენი ერთს შორს ისვრის, ის წელმოთრეული დგება. ხატში სიცილია, მერე ღრეობა გრძელდება. ნელა უახლოვდება სამსხვერპლოს ალუდა.
_ მახველ მშვიდობით, ალუდავ, _ ისმის ბუბუნი ყოველი მხრიდან. ქეთელაურს პირდაპირ ხევისბერთან მიჰყავს კურატი. იქვე მხოლოდ რამდენიმე ხევსურია, სხვები ღრეობენ. ხევისბერი ხანჯალმოღერებული წყალობის სათქმელად ემზადება. ალუდამ უნდა უთხრას მისი სახელი, ვისაც სწირავს. სიჩუმეში ისმის მისი ხმა:
_ ეს სამხვეწროა, ბერდიავ, ძოღან მოკლულის ქისტისა; მუცალს ეტყოდენ სახელად. _ ხევისბერი იღუშება. ხევსურული სიმღერა იზრდება და ბოროტ ხმებს იღებს. იწყება თვალებით ბრძოლა. ბერდია, ჯაგარაშლილი, სიტყვას ამბობს დაბღვერილი, განრისხებული, ოღონდ ბუბუნით და ხმადაბლა. ალუდა ნელ-ნელა ხელდება. ყელმოღერებული კურატი ბღავის საზარლად, მელოდია დაგუბებულია რაღაც შინაგანი ძალით, რაღაცის მოლოდინში, და უცებ სკდება; გაცოფებული ქეთელაური ერთი მოქნევით ჭრის თავს კურატს. სამარისებური სიჩუმეა და ამ სიჩუმეში ისმის ხევისბერის შემზარავი ხმა:
_ გაგონილაა....
ხევსურები ადგილებიდან იშლებიან და რკალად ერტყმიან ალუდას. ის თავაწეული დგას. ხევისბერი ორივე ხელით უჩვენებს მასზე. წრე ალუდას გარშემო ვიწროვდება. სახეები ათასნაირია: ბოროტი, თანამგრძნობი, ბრიყვული, უაზრო. ხატის კართან თვალზე ცრემლმომდგარი დგას მეორე დიდი ვაჟკაცი მინდია, თორმეტი ქისტის შუბით მომკვლელი. მას დახმარება არ შეუძლია, თემი დიდია და ძლიერი, თემის წინ გამსწრებს ალუდას ბედი მოელის.
იწყება ოპერა `დაისის~ უვერტიურა.
ქვევით, ხევში, ბავშვების ყიჟინი ისმის. ერთი, ჯოხის ცხენზე გადამჯდარი, მორბის ხატისკენ. ჯოხის ბოლოზე მარჯვენა კიდია, გაცვეთილი და უფერული. ვიღაც იხედება ბავშვისაკენ, სხვებსაც ახედებს. ბავშვი კბილებდაკრეჭილი მიდის თემთან. ყველანი მარჯვენას უყურებენ.
_ მუცალის მარჯვენა არის! _ აღელვებული ამბობს მინდია. ხატის გარშემო კუდაბზეკილი ძაღლები დარბიან. ხევისბერი მძიმედ მიდის მარჯვენისაკენ, ხევსურები გზას აძლევენ. ის იხრება, ხელში იღებს. უყურებს ზიზღით, მერე ძაღლს უგდებს. კუდაბზეკილი ძაღლი ყნოსავს, მერე კუდს ლაჯებშუა იკრავს, იყუჟება და წკავწკავით მიძუნძულებს მარჯვნიდან შორს.
_ ძაღლი ძაღლის ძვალს არა სტეხს. _ ბუბუნებენ ხევსურები. კლდეზე დაგდებული ნათრევი მტევანი გდია მარტო.
____
შატილში მშვენიერი დილაა. მთის ნაოჭებში ნისლები მიყუჟულან, ხეობაში კი მზეა, მხარზე თუნგშედგმული ქალები წყალს ეზიდებიან ზევით. ისინი სულ მაღლა ადიან შუკით. ახლა შატილი ქვევიდან ჩანს. შატილის წყლის მხრიდან ატყორცნილ კლდეზე სამ-ოთხსართულიანი კოშკებია ამოსული. კოშკის ბანებზე სიცოცხლეა. ქვევიდან ჩანს: პატარა გოგო მორბის ბანზე უფსკრულისაკენ, გადასავარდნამდე ერთი ნაბიჯით იქით ჩერდება, ქვევით იყურება, იქ წყალი მიდის ვიწრო ზოლად.

- - - - -

ბავშვი თავსა სწევს და იღიმება. იქითა მხარეს საფიხვნოა, ის სავსეა კაცებით. ისმის წიტების, ხველების ხმა და ამოდის ბოლი. საფიხვნოს გვერდზე ჩანგრეული კოშკი დგას, შებოლილი კედლებით. კედლებზე აქა-იქ მოჩანს გარუჯული ძვლადქცეული მარჯვენა. ეს ალუდას ნასახლარია.

- - - - -

მზე მაღლა ადის, მერე ქვევით ეშვება. ოპერა `დაისის~ უვერტიურის წყნარი ნაწილი თავდება. აქა-იქ ქარი ნაშალი კლდის მტვერს შლის და წუის. მელოდია უფრო მაღლა ადის, ქარი მატულობს, უფრო მატულობს, ტორტმანით მიდის ალუდა ქედისკენ. მელოდია ზიგზაგებით ადის მაღლა, ჩუმ ნაწილში ქარის ხმა განსაკუთრებით ძლიერად ისმის. ქეთელაურის მარტო ზურგი ჩანს. ქედზე ნისლები ბოინობენ, ზოგჯერ იხსნებიან, ნახლეჩში ჩანს, რომ ხეობაში მზეა, ისმის ცხენების შემზარავი ჭიხვინი და ქალი წვრილი, კივილისნაირი ხმით ჰყვება მუსიკის ხმას. ახლა ერთად მოჩანს ალუდას მხრები და ზევით, კლდის ქიმზე, მორთხმული ლელას წყლიანი თვალები. ბავშვები თმებზე ეჭიდებიან დედას. ქარი სერავს ყველაფერს, ცაზე ელვა იკლაკნება, შავი ღრუბელი დევების ფორმას იღებს, იშლება, მერე თმებგაწეწილ დედაბერს ემსგავსება. ქარის ქროლვაში ქიმზე დედაბრის სილუეტი მოჩანს. ხელები, გრძელი თითებით, სადღაც შორს მიდიან, ძონძად ქცეული კაბა და თმები ქარისაგან წინაა გაწელილი. გრძელი თითები ელვასთან ერთად იკლაკნებიან. ქალის ხმა, რომელიც მუსიკას მიჰყვება, ზარში გადადის. კივილთან ერთად ისმის შემზარავი ჭიხვინი. ყველაფერი გახელებულია. ელვაზე ქეთელაურის ზურგის სილუეტი ჩანს, რომელიც კიდევ მაღლა მიდის.
- - - - -
-
ხეობაში თოვლი მოდის. უჩვეულო სიწყნარეა. სიწყნარეში დაშვებული მელოდია წყნარადვე გრძელდება. თოვლზე მოჩანს შიშველი ფეხების ნაფეხურები. ძველ ნაფეხურებს თოვლის ფიფქები ავსებენ, ისინი /ფიფქები/ არიან დიდი და დინჯი. წინ ახალი ნაფეხურები ჩანს. ხეობაში ფეხმძიმე ქალს /ზურგიდან ის ლელასა ჰგავს/ მიჰყავს შვიდი წლის ფეხშიშველა ბიჭი. მათი ტანსაცმელი ძველია, დაკონკილი. შორს მოჩანს დათოვლილი შატილის კარები, ისინი უახლოვდებიან მას და იკარგებიან შიგ. უკანასკნელ ნაფეხურებს თოვლი ავსებს.

დასასრული.

[1957 წელი]

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




გურამ რჩეულიშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   გურამ რჩეულიშვილი Empty

Back to top Go down
 
გურამ რჩეულიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: