არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ზაზა ხალვაში

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზაზა ხალვაში Empty
PostSubject: ზაზა ხალვაში   ზაზა ხალვაში EmptyFri Aug 20, 2010 7:58 am

ზაზა ხალვაში Zaza_khalvashi
Zaza Khalvashi

ზაზა ხალვაში

დაიბადა 1957 წლის 17 მაისს, ბათუმში, ცნობილი პოეტის ფრიდონ ხალვაშის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიური ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ლიტერატურათმცოდნეობის განხრით, ასევე საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით 1983 წელს (თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო).
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, აჭარის ტელერადიო დეპარეტამენტის თავმჯდომარედ, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის მაღალმთიანი რაიონების რესურსცენტრის უფროსად, 2007 წლიდან არის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

მხატვრული ფილმები:
* ჟამი ("საქართველოს ტელეფილმების სტუდია", 1985),
* აქ, ჩვენთან ("ქართული ფილმი", 1990),
* მიზერერე („ქართული ფილმი“ და კომპანია „ვერძი“, 1996),
* ისევ სსრ კავშირში (სამი სერია, აჭარის ტელევიზია, 2000.),
* მგლების ხორუმი (ტელეკომპანია „იმედი“, 12 სერია, 2003)
* სოლომონი (2015)
* ნამე (2017)

პრემიები და პრიზები:
* მონპელიეს (საფრანგეთი) ხმელთაშუაზღვის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის "ვერცხლის პრიზით" (1992წ.)
* მიუნჰენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის "არსენალი" დიპლომით საუკეთესო რეჟისურისათვის, (1993წ.)
* მიუნჰენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალზე "არრე" ჟიურის სპეციალური პრიზით (1994წ.)
* ბაბელსბერგის (გერმანია)ახალგაზრდული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზით საუკეთესო უცხოური ფილმისათვის (1992წ.)
* მოსკოვის (რუსეთი) ახლაგზარდული საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზით საუკეთესო დებიუტისათვის (1992წ.)
* მოსკოვის (რუსეთი) XIX საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზით პირველი ფილმისათვის (1992წ.)
* პარიზი (საფრანგეთი) სპეციალური პრემიერა საფრანგეთის კინოცენტრში
* ფილმი "მიზერერე" დაჯილდოვდა რიგის (ლატვია) საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზით (1977წ.) ასევე ანაპა (რუსეთი) სნგ და ბალტიისპირეთის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომით (1997წ.)
ბათუმი (საქართველო) საერთაშორისო კინოფესტივალის "ოქროს არწივი" პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის და საუკეთესო სცენარისათვის (1997წ.), ბერლინი (გერმანია) სპეციალური ჩვენება პროგრამით "ახალი ევროპული კინო" 1998 წ. ფილმი ნაჩვენები იქნა სპეციალური პროექტის ფარგლებში "თანამედროვე ქართული კინო" აშშ-ი, რუსეთში, ამიერკავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში 1996-1998წწ.
* ფილმი "ჟამი" კიევის (უკრაინა) სტუდენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის (1982წ.)
* მხატვრული ტელეფილმი "მგლების ხორუმი" 2003 წელს გავრცელდა აშშ-სა და ევროპის გაქირავებისა და საკაბელო მაუწყებლობის ქსელში.
* ზაზა ხალვაშის ფილმები ასევე ნაჩვენებია ამსტერდამის, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ზაზა_ხალვაში
* https://en.wikipedia.org/wiki/Namme


SOLOMON - a film by Zaza Khalvashi, 2015


Zaza Khalvashi
Published on Dec 19, 2017

The film “Solomon” depicts a story of one unknown, talented musician, who is trying to establish himself through his art in one of the provincial Black Sea cities of post-Soviet Georgia, which is characterized by nihilism and indifference. Solomon’s music can only be heard during feasts, in the basements or on the beach. The only person, who understands him, for whom his existence is essential, is his small daughter, who lives in the orphanage and rarely sees her divorced parents.

..."As for the Georgian Panorama – the competition dedicated to national films – a jury including film historian and critic Ulrich Gregor, festival organiser and coordinator Erika Gregor, and film journalist Hossein Eidizadeh handed out the Prometheus for Best Film to 'Solomon' by Zaza Khalvashi, the story of an unknown, talented musician, who is trying to establish himself through his art in one of the provincial Black Sea cities of post-Soviet Georgia."

Cineuropa

study


Last edited by Admin on Sat Feb 23, 2019 10:37 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზაზა ხალვაში Empty
PostSubject: Re: ზაზა ხალვაში   ზაზა ხალვაში EmptySat Feb 23, 2019 10:10 pm


NAMME - a film by Zaza Khalvashi (Georgia)

Zaza Khalvashi
Published on Sep 7, 2018
* https://www.hollywoodreporter.com/news/oscars-georgia-selects-namme-foreign-language-category-1138930

Zaza Khalvashi's poetic and lyrical film that pitches the natural world against industrial progress had its international premiere at the Tokyo Film Festival.

ნანა აბულაძე

რატომღაც მეგონა, რომ ,,ნამე” რამდენიმე კინომოყვარულისთვის იქნებოდა საინტერესო

„ნამე“ – ასე ჰქვია კინორეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმს, რომელიც წელს „ოსკარისთვის“ იბრძოლებს უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში. ეროვნული კინოცენტრის სპეციალურმა კომისიამ „ოსკარზე“ გასაგზავნი 6 ფილმიდან „ნამე“ ფარული კენჭისყრით შეარჩია.
როგორც აღნიშული კომისიის წევრებმა განაცხადეს, ფილმს თავისი სტილი, ენა და თხრობის განსაკუთრებული მანერა აქვს, თანამედროვეა და ზუსტად პასუხობს დღევანდელი კინოს სტანდარტებს. უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში გასამარჯვებლად ფილმს წინ დიდი გზა ელოდება, ის აღნიშნულ კატეგორიაში ჯერ სხვადასხვა ქვეყნიდან გაგზავნილი 90 კონკურენტი ფილმის ხუთეულში უნდა მოხვდეს, შემდეგ კი გამარჯვებულად დასახელდეს, თუმცა ის, რომ ფილმი საქართველოს წარადგენს, უკვე ძალიან დიდი წარმატებაა ქვეყნისთვის და საამაყოც.
გოგონა, სახელად ნამე ზებუნებრივი ძალებით არის დაჯილდოებული, თუმცა ამ ძალას მაშინ კარგავს, როცა პირველად შეუყვარდება. ფილმში აღწერილია ზემომთიანი აჭარის ერთ-ერთი ოჯახის ისტორია, სადაც ადამიანები სხვადასხვა მრწამსით ცხოვრობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ზაზა ხალვაშის ახალ მხატვრულ ფილმში, ძირითადად, ხულოს თეატრის დასის მსახიობები მონაწილეობენ. ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის 24 თებერვალს გაიხსნება, მანამდე კი გაზეთ „აჭარას“ „ნამეს“ რეჟისორი ზაზა ხალვაში ესაუბრა.

– არაერთი კინოხელოვანის განცხადებით, თქვენს ფილმს გამარჯვებულად დასახელების საკმაოდ კარგი შანსი აქვს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
– უკვე ის ფაქტი, რომ საქართველომ ჩემი ფილმი აირჩია, ძალიან სასიამოვნოა. გულწრფელად რომ გითხრათ, სურათი არც ჯილდოებისთვის და არც ფესტივალებისთვის შემიქმნია. ეს იყო ჩემში ძალიან დიდი ხნის ნაგროვები განცდები, ძალიან პირადული, სუბიექტური და ჩემთვის ძალიან ინტიმური. თუ ასეთ ხმაურს და ინტერესს გამოიწვევდა, ვერ წარმომედგინა, რატომღაც მეგონა, რომ `ნამე~ რამდენიმე კინომოყვარულისთვის იქნებოდა საინტერესო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. მოლოდინი, უპირველესად, არის ის, რომ უამრავ საინტერესო ადამიანს შეხვდები, უამრავი ხალხი ნახავს შენს ფილმს, გაიცნობს შენს ქვეყანას, რეგიონს, კულტურას, რაც, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია.

– აღსანიშნავია რელიგიური შემწყნარებლობა, რომელსაც თქვენ ფილმში უსვამთ ხაზს. ოჯახში სამი ძმიდან ერთი ათეისტია, მეორე – მუსლიმი, მესამე – მართლმადიდებელი მღვდელი. როგორ შეძელით ბალანსის შენარჩუნება ამ აქტუალური საკითხის გადმოცემისას?
– „ნამე“ არ არის ე.წ. ნარატიული, თხრობითი ფილმი, ეს არის მედიტაციური, უფრო ტრანსცენდენტური, კონკრეტულ ატმოსფეროსა და ვითარებაზე დაყრდნობილი. ჩემს ფილმს განწყობის, ჩუმ, ფიქრის ფილმს ვეძახი, სადაც მაყურებელსა და გამოსახულებას შორის მყარდება რაღაც უხილავი ურთიერთობა და შენ თანდათან ხდები ამ რეალობის აუჩქარებელი, აუღელვებელი მონაწილე. ჩემთვის არ ყოფილა თვითმიზანი რაიმეს მოთხრობა, რომლის ყურების შემდეგ უბრალო დასკვნას გამოიტან. ეს არის განწყობა და ის ატმოსფერო, რომელშიც ცხოვრობ, ის მითოლოგია, რომელიც თითქოს არ არსებობს, ამ დროს კი შენ გვერდითაა. ყველა ის მესიჯი, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, კერძოდ, რელიგიური შემწყნარებლობა გადმოვეცი. ისეც სიმბოლურია, რომ ძმები არიან სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, ამავე დროს, მათ გვერდით არსებობს მითოლოგიური სამყარო, წყალი, თევზი… და ჩვენ თვალწინ ეს ყველაფერი ტრანსფორმაციას განიცდის. დღეს მოდის ახალი ფორმები, ინდუსტრია, ტურიზმი… მე არ ვიცი, ეს პროცესი კარგია თუ ცუდი, ალბათ, ტექნოლოგიური განვითარება სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ არა იმ მითოლოგიის ნგრევის ხარჯზე, სადაც ადამიანები ძალიან თავისუფლად გრძნობენ თავს. ადამიანს ლეგენდა, მითოლოგია, რომანტიკა სჭირდება, ეს კი ყველაზე უკეთესად ბუნებაში და ბუნებასთან კავშირში მიიღწევა. ძალიან საინტერესო სტატიები დაიწერა, გამოკვლევები. ახლახან მივიღე გერმანელი და ინგლისელი მეცნიერების – ფსიქოლოგების კვლევა, რომლებიც მედეას ფენომენზე მუშაობენ დიდი ხანია. მათ შემთხვევით ნახეს ჩემი ფილმი და ისეთი კვლევა გამომიგზავნეს, ჩემი თავი ხელახლა აღმოვაჩინე. აი, ასეთი რამ გამოიწვია ამ ფილმმა, ასეთი ფიქრი და დამოკიდებულება. საერთოდ, ამ ტიპის ნაწარმოებებს დიდი პოპულარობა არ ემუქრება, არ არის ეს მასობრივ მაყურებელზე გათვლილი, მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდებს ძალიან მონატრებიათ ფილოსოფოსობა, ფსიქოლოგიური სიღრმეების ძიება. კინო მარტო ნარატივი არ არის, კინო, ამავე დროს, რეალობის ვიზუალიზაციაა, რაშიც ვხედავდი მე ჩემს ფუნქციას, ჩემს თავს და ჩემი ფილმის დანიშნულებას. მოგეხსენებათ, კინო სინთეზური ხელოვნებაა, მაგრამ მას აქვს ერთი ენა და ჩემთვის ამ ენის ძიების პროცესია ეს ფილმი, იმის ძიების, თუ რამდენადაა შესაძლებელი, გამოსახულებით გადმოსცე ის, რაც მხოლოდ შენს ფიქრსა და აზრშია.

– „ნამეს“ გზავნილი – საზოგადოებას…
– ჩემი ფილმი ამბობს იმას, რომ ადამიანები ერთი ღმერთის შვილები ვართ, რომ ღმერთი ჩვენთან არის. არ აქვს მნიშვნელობა, რა აღმსარებლობისა და ფილოსოფიური შეხედულების ხარ, მთავარია, იყო ადამიანი. რომ შენ წინ, ირგვლივ და შენში არსებობს ბუნება, რომელთანაც აუცილებლად უნდა იყო თანაზიარობაში, თანაფარდობაში, შერწყმული მასთან, თუ გინდა, რომ ამ ქვეყანაზე ადამიანურად იცხოვრო.

– კინემატოგრაფია დღეს…
– ქართული კინემატოგრაფია ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა თავისი მნიშვნელობით და დატვირთვით, წამოვიდა ახალი სახელები, ახალგაზრდა რეჟისორები. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ წელს „ოსკარისთვის“ კონკურსში ისეთი კატეგორიის და ისეთი დონის ფილმები იყო წარმოდგენილი, რომ ვერ ვიფიქრებდი, ჩემი ფილმი თუ მოხვდებოდა ჟიურის ინტერესის ფარგლებში, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქართული კინემატოგრაფიის თამასა მაღალია და ის საერთო ევროპულ ფერხულში ღირსეულად არის ჩაბმული. რა შედეგს მიაღწევს „ნამე“ „ოსკარის“ დაჯილდოებაზე, ამის გასარკვევად წინ ბევრი ეტაპია გასავლელი. ეს ყველაფერი ამერიკაში გაირკვევა, სადაც გავემგზავრებით ჯგუფი. მოგეხსენებათ, რომ ფილმი ლიტვის, საფრანგეთისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია. ამიტომ ეს ქვეყნებიცაა ჩართული. წინ დიდი მუშაობა გველოდება.

P. შ. კინორეჟისორმა გაგვიმხილა, რომ ის ამჟამად ქართულ-ჩინური ერთობლივი ფილმის სცენარზე მუშაობს, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. გაზეთი „აჭარა“ წარმატებებს უსურვებს ჩვენს საამაყო კინორეჟისორს.

სექტემბერი 20, 2018

"Namme" a winner of the National Film Center and is work of Georgian-Lithuanian companies. Zaza Khalvashi started to work on scenery many years before the film's premiere.
"I wrote the script in 2010, since I was in search of financing, and that's my turn on the screen. In 2016, I got the funding of the National Film Center and I worked," recalls Director in interview.

ბმულები:
* http://gazetiajara.ge/2018/09/20/ზაზა-ხალვაში-რატომღაც-მე/
* https://en.wikipedia.org/wiki/Namme


study


Last edited by Admin on Sat Feb 23, 2019 10:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზაზა ხალვაში Empty
PostSubject: Re: ზაზა ხალვაში   ზაზა ხალვაში EmptySat Feb 23, 2019 10:15 pm

ზაზა ხალვაში Namme

ნინი შველიძე

ნამე, სხვა გეგმებით

„-მე თხუთმეტი წლისა ვიყავი
ხვალ კვირა იყო
და მე მქონდა ჩემი გეგმები.“

ბესიკ ხარანაული

თუ საბჭოთა კინოში მამის იერსახის ყოველი რეპრეზენტაციისას სრულიად გამიზნულად, „კუსტარულად“ შეიქმნება, მამის, როგორც იდეალურისა და შეუმცდარის ხატი, უკვე პოსტსაბჭოთა კინოში მამის ამ ხატს, გაბრაზებული შვილები მამებისავე მონდომებით დაამსხვრევენ.

შეიძლება ითქვას, ზაზა ხალვაში ფილმით “ნამე“, ოსტატურად მოახერხებს თავის დახსნას როგორც საბჭოთა, ისე პოსტსაბჭოთა რადიკალიზმის ტყვეობიდან, საბოლოოდ კი პოეტური კინოს დახმარებით, შექმნის მამის იმგვარ ხატს, რომელსაც მაყურებელი ვერასდროს განიხილავს ერთმნიშვნელოვნად კარგის ან ცუდის, კეთილის ან ბოროტის კონტექსტში.

ხალვაშის მიერ შემოთავაზებული მამა (მამა-მკურნალი, ალი) კინომაყურებელს უფრო ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღების“ იმ გმირს მოაგონებს, რომელიც ვერაფრით შეეგუა, რომ მის შვილებსაც აღმოაჩნდათ საკუთარი, სხვა გეგმები.
„სხვა გეგმების“ განხილვადებას რეჟისორი ნაბიჯ-ნაბიჯ შეეცდება, როცა მაყურებელს მამა-მკურნალის შემდეგ, მორიგეობით (სახლი, ეკლესია, სკოლა) უჩვენებს შვილებსაც, სულ სხვა დროის მკურნალებს ( მოლა, მოძღვარი, მასწავლებელი).

ისტორიას პროვინციულ სოფელში მცხოვრებ მამაზე, მის სამ ვაჟსა და ქალზე (ნამე), რეჟისორი მინიმალური დაძაბულობის ხარჯზე, თანდათანობით, გადააქცევს მამათა და შვილთა ბრძოლის, ხმაურიანის ნაცვლად ჩუმ, ძალადობრივის ნაცვლად „მშვიდობიან“ ისტორიად, რომელიც მაყურებლის გონებაში შესაძლოა მხოლოდ ფელინისეული „ლა სტრადას“ შეგონებით დაგვირგვინდეს, „ყველას თავისი გზა აქვს“.

იქ, სადაც კაცები საკუთარ გზას, მამასთან ინტერესთა კონფლიქტის მიუხედავად იპოვიან, ხალვაში ფილმის მთავარ გმირად აქცევს ახალგაზრდა ქალს, რომელიც მამის მფარველობის (ძალაუფლების) ქვეშ, მამის „უნდაში“ ჩაკარგული, მაყურებლის თვალწინ გაიაზრებს როგორ აღარ უნდა ცხოვრება.

კინოეკრანზე ნამეს პირველი გამოჩენისთანავე, სადაც მამა-შვილი ერთად აღავლენს განკურნების მაგიურ რიტუალს, მაყურებელი შორი და ახლო ხედების მონაცვლეობით, უკვე „მჭვრეტელის“ რანგში დაინახავს, როგორ იმეორებს უბედური შვილი ტრადიციას, როგორც ტანჯვას.

ფილმის ყველაზე სევდიანი სცენით, რიტუალის მიწურულს, სადაც უფუნქციოდ დარჩენილი ნამე ფანჯრიდან გაჰყურებს საკუთარი ეზოს ზღურბლზე მდგარ კაცს, რომლისთვისაც ჰაერში, ხელის ნაზი მოძრაობით, თითქოს უთქმელ სიტყვებს ხატავს, რეჟისორი თვითონ „დახატავს“ იმ სამყაროს სურათს, რომელსაც თან ახლავს ღიაობის დეფიციტი, მორჩილება და ჩუმი ტანჯვა.

მორჩილების საწინააღმდეგო დაუმორჩილებლობა, შეჯერებული ისევ და ისევ ჩუმი ტანჯვით, ნამეს მიერ თავშლის მოხსნისასაც გაცხადდება, რითაც რეჟისორი მაყურებელს მიზანმიმართულად შეამზადებს ახალგაზრდა ქალის (საკუთარი) სულ სხვა გეგმების სანახავად.

ტრადიციების სრული დაცვით (როგორც მედეასთან), კაცის გამოჩენა ქალის ცხოვრებაში „ნამეშიც“ იქცევა ერთდროულად მამისეულ სამყაროსთან გაუცხოებისა და საკუთარ თავთან გაუცხოების დაძლევის საშუალებად.
თუ რეჟისორი ორი (მითოსური, მეცნიერული) სამყაროს შერწყმას, ქალის, როგორც მამის მიერ მოწესრიგებული მითოსისა და კაცის, როგორც რიცხვების, მეცნიერული სამყაროს გადაკვეთით აჩვენებს, კონტრასტებს ქალის მდუმარე სამყაროში, კაცის ტექნოლოგიური სამყაროსთვის დამახასიათებელი ხმაურით (მანქანის ხმა) შემოიტანს (მახვილის ძალა). ამიტომ შემთხვევითი ვერ იქნება თუ ნამეს სიყვარულის ისტორია მაინც და მაინც მითოსური სამყაროსთვის უცნაური დამთხვევით, მანქანის გაფუჭებით დაიწყება, სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება, კაცსა და ქალს შორის პირველი კონტაქტი კი ტექნოლოგიური სამყაროსთვის ასევე უცნაურ, საკრალურ სივრცეში, წყალში მოხდება.
ორი სამყაროს შერწყმის სირთულე, უხერხულობა და სევდა, ყველაზე მკაფიოდ მაშინ გამოჩნდება, როცა რეჟისორი ქალსა და კაცს, შეზღუდულ სივრცეში, ერთ პატარა მანქანაში (სიმბოლურია) “შეხიზნავს“. გამოჩნდება მანამდეც, როცა ნამე, სოფლის მაღაზიაში ტუჩებს წითლად შეიღებავს, თუმცა ტუჩსაცხის ყიდვას ვერ გაბედავს. ყველა ამ ცდელობას, განსხვავებული სამყაროების გამოცდილების გაცვლისას, ზაზა ხალვაში მსუბუქად შემოიტანს ფიზიკური მანძილის შემცირებით (მანქანა, მაღაზიის დახლი), გმირების ალაპარაკების, ხშირად კი ბევრად დამაჯერებელი, უსიტყვო დიალოგების მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ „განკურნების ტრადიცია“, მაგიური წყლის დაშრობასთან ერთად თითქოს გაქრება, რეჟისორი ყოველგვარი მორალიზმის გარეშე, თანაბრად გადაანაწილებს მამებისა და შვილების პასუხისმგებლობას, მათ შორის ყოველგვარი ბარიკადების აღუმართავად. განსხვავებულთა თანაარსებობის მეტაფორად „ნამეში“ მამათა და შვილთა შრომის საერთო ნაყოფი, თაფლი და წყალი იქცევა. შვილების დრამასთან ერთად ზაზა ხალვაშს შეუმჩნეველი არც მამების დრამა დარჩება, რომელებიც შვილებს სთხოვდნენ წმენას, რომელიც თავად აღარ ჰქონდათ (ალის წყალი ლაბორატორიაში მიაქვს).

ისტორია, რომელსაც ზაზა ხალვაში მითოსისგან დაისესხებს, მოგვიანებით კი ისევ დაუბრუნებს მითოსს, როგორც ნამე მაცოცხლებელ თევზს მდინარეს („წყალზ ე გავლით“), შესაძლოა დარჩენილიყო კიდეც ტრადიციულ მამათა და შვილთა ბრძოლის ამბად, რომ არა სამი, თითქოს უჩინარი (დისჰარმონიული), მოფუსფუსე ტრაქტორებით სავსე კადრი. სწორედ ამ კადრების მეშვეობით გადააქცევს რეჟისორი ლოკალური მნიშვნელობის ამბავს გლობალური მნიშვნელობის, ახალ ძალაუფლებაზე მოყოლილ ამბად.

„ნელი კინოსთვის“ დამახასიათებელი საშუალებებით, ფორმისა და იდეის იდეალური თანაკვეთით, ხალვაში შეაღწევს იდუმალი პროცესის სიღრმეში (საკრალიზაცია-დესაკრალიზაცია), სადაც მამათა და შვილთა ბრძოლაში, მოწესრიგდება სრულიად ახალი სამყარო, რომელიც მაგიური კულტურების გაქრობით გამოწვეულ სევდას მალავს.
საგულისხმოა, რომ მსგავსი სევდა, სწორედ ტრაქტორებით გამოჩენით მოგვრილი 1930 წელს მიხეილ კალატოზიშვილთან, „ჯიმ შვანთეში“ უკვე გვინახავს. საგულისხმოა ისიც, რომ კალატოზიშვილი სწორედ ბუნებას აქცევს სახელმწიფო-ცენზორის „გაცურების“ საშუალებად, ზაზა ხალვაში კი ისევ და ისევ ბუნების მეშვეობით შეძლებს, ყველა იმ თემაზე საუბარს, რომელიც სხვა ფორმით საზოგადოება-ცენზორს განარისხებდა.


15.02.2019


ბმული:
* http://demo.ge/index.php?do=full&id=1650

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ზაზა ხალვაში Empty
PostSubject: Re: ზაზა ხალვაში   ზაზა ხალვაში Empty

Back to top Go down
 
ზაზა ხალვაში
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მზერის გადანაცვლება :: კინო არმურზე: კამერითაც ცხონდების კაცი-
Jump to: