არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ირაკლი ყალიჩაური

Go down 
AuthorMessage
irakli yalichauri



Male
Number of posts : 1
Age : 32
Location : tbilisi
Job/hobbies : nadiroba
Humor : mxiaruli
Registration date : 20.04.10

ირაკლი ყალიჩაური Empty
PostSubject: ირაკლი ყალიჩაური   ირაკლი ყალიჩაური EmptyTue Apr 20, 2010 6:45 pm

###(ყაჩაღი ვარ და სულ შენზე მეფიქრება) (რა თქმა უნდა თეას და ძმადნაფიცებს ისევ)

მე ყაჩაღი ვარ, ვიმალები ტყე-ტყე და მერე,
განთიადამდე შენზე ვფიქრობ,არ მეძინება,
ვტენი იარაღს და სიბნელეს დავაფრთხობ სროლით,
უსაშველოა მთელი ღამე მარტოკა ყოფნა.

დილით კი მოვა ალბათ ვინმე ჩემი დამხმარე,
საჭმელს მომიტანს,იქნებ ღვინოც წამოიყოლოს,
"შენმა ძმაკაცმა ჟანდარმები დაიფრინაო,
შორ გზაზე სდიეს და ჩვიდმეტი ჩამოუყრია."

გამიხარდება,რა თქმა უნდა,ვიტყვი... გენაცვა,
შენ დაგელოცოს ძმაო ხელი,ვფორიაქდები,
თვითონ რას შვრება?ამ კითხვისაც კი მეშინია,
ხო არ მომიკლეს ძმადნაფიცი,ჩემთან გაზრდილი.

თვითონ?რა უჭირს ამ სიტყვებით მეც დავმშვიდდები,
მერე ავდგები,ჩოხის კალთებს ჩამოვიფერთხავ,
შენი სოფლისკენ გორა-გორა ჩავიპარები,
ღამის სიბნელეს შემოვყვები ჩუმად შენს სახლთან.

შენ გეშინია,მომეკრობი ტირილით მკერდზე,
სავაზნე გვიდგას შუაში და ახლოს არ გიშვებს,
ჩუმად გაკოცებ თვალებში და უფრო ჩუმად კი,
"არ გათხოვდე"თქო,ნიავივით ჩაგიჩურჩულებ.

დილით ამოვალ მეგობართან,ის ცეცხლთან თბება,
ჩემი ლოდინით დაღლილ თვალებს შემომაფეთებს,
ხო მშვიდობაა მეგობარო,თან გამიცინებს,
მეც შენი ნახვის სიხარულით ამიყოლიებს.
Back to top Go down
http://urakparaki.com
 
ირაკლი ყალიჩაური
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: