არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 გაგა ნახუცრიშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი EmptySun Mar 21, 2010 10:54 am

გაგა ნახუცრიშვილი Gaga-010
Gaga Nakhutsrishvili

უმისამართო

უმისამართოდ ვცხოვრობდი მაშინ,
უმისამართო დამდევდა მთვარეც,
შენ არასოდეს იყავი სახლში
და მე ყოველთვის ვიყავი გარეთ.

მე შენს მისამართს ვეძებდი მაშინ,
სულ წამით შენი დანახვა მსურდა,
უმისამართო მოვიდა ბავშვი
გამახსენდი და მივეცი ხურდა.


გაგა ნახუცრიშვილი
პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი

დაიბადა 1971 წელს. 1988 წელს დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა, 1993 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სწავლობდა როთენბურგის (გერმანია) გოეთეს ინსტიტუტში, ხოლო რეკანატიში (იტალია) იკვლევდა ჯაკომო ლეოპარდის.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად, ჟურნალისტად, კითხულობდა ლექციებს თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ.
2017 წელს ინტელექტმა გამოსცა მისი პირველი რომანი ზამთრის ზღვა.
2003 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემია საბა საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში.
მისი ლექსები ნათარგმნია გერმანულ, სლოვენიურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე და შესულია სხვადასხვა ანთოლოგიაში.
არის ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი და ავტორი არა ერთი პოეტური კრებულისა, რომლებიც, როგორც წესი, თავიდანვე მთლიანად იყიდება და ამიტომ ძნელად მოიპოვება ავტორის პოპულარობის გამო:

წიგნები:
* უაზრო მგზავრი, 1996
* სიმარტივე, 2000
* გამგზავრება და მოლოდინი, 2002
* უცაბედად, 2006
* სხვანაირი დრო, 2007
* გოგო და ევროპა, 2009
* სტროფი, 2012
* მუუ (პიესა, თანაავტორი: ზურაბ ქიქოძე), 2012
* ჰორიზონტს იქით, 2012
* ორი ათას 13, 2014
* სისულელის ტრაქტატი, 2015
* ბარნოვის 122, 2016

ჯილდოები და პრემიები:
ლიტერატურული პრემია “საბა”, კრებულისთვის “გამგზავრება და მოლოდინი” (2003)

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/გაგა_ნახუცრიშვილი
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001414/
* https://intelekti.ge/author_ge.php?id=320
* https://poetry.ge/pages/gaga-nakhutsrishvili/poems
* https://www.lyrikline.org/de/gedichte/3464
* http://gf.ghn.ge/author.php?name=ნახუცრიშვილი%20გაგა
* http://www.geocinema.ge/ge/person.php?kod5=3933
* https://www.facebook.com/gaga.nakhutsrishvili
* http://book.gov.ge/en/author/nakhutsrishvili-gaga-/54/


მწერალთა სახლი, ლექსები - გაგა ნახუცრიშვილი
•Jan 17, 2014

study


Last edited by Admin on Sun Dec 22, 2019 7:33 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 44
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი EmptyWed Apr 14, 2010 3:35 pm

გაგა ნახუცრიშვილი

***
როცა უკუღმა მიწა ტრიალებს,
დრო აღარ რჩება მაშინ სიბრძნისთვის,
სიცარიელეს ვერ აღიარებ
და ცარიელი ხდება სინდისი.

როცა უკუღმა ფეხსაცმელს იცმევ,
როცა ყინვაში დაგრჩება ქუდი,
ქალის სურნელი აუდის სიტყვებს,
შეხვედრა გინდა და კათხა ლუდი.

როცა უკუღმა იწყებ სიარულს,
უკუღმა ბრუნავს ტვინი, აზრები,
უკუღმართობას არქმევ სიყვარულს
და, ალბათ, მხოლოდ მაშინ არ ცდები.

2004


***
ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი
შემოდის, განჯღრევს ნახევრად ფხიზელს,
ოცნებას ადევს ნახევრად ლუქი
და სანახევროდ ახდება ისევ.

ნახევრად ბრძოლა, ნახევრად დაღლა
და ხმა სინდისის ნახევრად ისმის,
ნახევრად გახდილ მიდიხარ ქალთან,
რომელიც არის ნახევრად სხვისი.

ნახევრად რჩები, ნახევრად წახვალ
და სულიც შველას ნახევრად ითხოვს.
ნახევრად დაბლა, ნახევრად მაღლა,
შენ სანახევროდ იცოცხლე თითქოს.

2004

study
Back to top Go down
http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი EmptyFri Feb 08, 2019 9:28 pm



გაგა ნახუცრიშვილი - როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი

რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - ხათუნა ბედელაძე
ხმის რეჟისორი - თამარ გოგლიძე

მონაწილეობენ: ნიკო გომელაური, გიო მგელაძე, ვალერი კორშია, ქეთი ჩაჩუა, რევაზ თავართქილაძე, ნანა ბუთხუზი, ხათუნა იოსელიანი, ხათუნა ბერძენიშვილი.

ჩაწერილია 2001 წელს.


ბმული:
* https://youtu.be/wLrWOE5D87k

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი EmptySun Dec 22, 2019 6:50 pm

გაგა ნახუცრიშვილი

დედოფალს რაღაცა წერილივით

გრძნობებით, ცრემლებით ნურავის გააცინებთ.
ახლა დაიძინეთ.
სიზმრისგან მიიღეთ თქვენ ინფორმაცია.
ასეა,
გიძღვნიდნენ ბარათებს, ბალადებს, ყვავილებს.
თქვენ კი სინამდვილე ვერ გაიადვილეთ.
და მერე აღმოჩნდით საერთო ვაგონში,
ფხიზლობთ და არსებობთ, ოდესღაც, ნამყოში,
სიცივის, სიჩუმის ჩამოდგა ეპოქა
და ერთხმად გაკურთხეს სიკვდილის დედოფლად.
და მე კი ამ ხმების არასდროს არ მწამდა,
უბრალოდ, სიმართლე საშინლად გამწარდა.
რომი და ათენი, ანტიკა, გრაცია,
ახლა კი მოვიდა სხვა ინფორმაცია.
ასეა...
გიძღვნიდნენ ტყუილებს, რითმებს და სასმისებს,
თქვენ კი სამყარო ვერ გაითავისეთ.
და მერე ჩამოდგა ეჭვების სამყარო,
ახლაა გვიანი ეჭვები გაყაროთ.
და ახლა იგრძენით, ღამეა, მარტო ხართ,
და ზღაპრულ სასახლეს ღამეში ათოვდა.
ოღონდ მარტოობით ნურავის გააცინებთ...
ახლა დაიძინეთ!..
სულების სიცივე რადგანაც იცინის,
ვერავის გააოცებთ ამ თქვენი გვირგვინით,
გჭირდებათ გვირგვინი მხოლოდღა ქიმერად,
ვით ღამის სიმღერა,
ლექსიდან ციტატა...
ინათა,
თუ თქვენმა თვალებმა დაკარგეს შუქები?!
წუხდებით...
თუ ხვდებით, მირაჟი წამით რომ ანათებს.
სიცხადის გეყოფათ სევდა და სიმართლე,
სიზმრისგან მიიღეთ თქვენ ინფორმაცია,
ასეა...


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი EmptySun Dec 22, 2019 6:52 pm

გაგა ნახუცრიშვილი

ხულიგანას

მინდა ეს ლექსი დაღუპვას დავუწერო
და მერე მოვკვდე,
სიტყვა თქვენზეა ბატონო მაუზერო,
იქუხე, მორჩეს...


ჩვენ გამოვეთხოვეთ ქალებს, დღესასწაულს
და დავრჩით მარტო,
სანამ მონატრებას გესლით შეწამლავენ
იქუხე, კარგო!


სანამ კიდევ ცოცხლობს რაღაც იმედებით
ყვავილი რტოზე,
სანამ საბოლოოდ მიწას მივედებით
იქუხე დროზე!


დროზე, მაუზერო, სანამ გათენდება,
დროზე მოასწარი,
გრძნობა დაბერდება, გრძნობა გათეთრდება,
გრძნობა მოსაკლავი...

რწმენა ცოცხალია? რაღაც არა მჯერა,
ვიღას შევეფარო...
ბოლო ტყვია დაგვრჩა, მოვკლათ ბედისწერა,
ჩქარა, მეგობარო!


მინდა ეს ლექსი დაღუპვას დავუწერო
და მერე მოვკვდე,
სიტყვა თქვენზეა ბატონო მაუზერო,
იქუხე, მორჩეს!...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი EmptySun Dec 22, 2019 6:53 pm

გაგა ნახუცრიშვილი

დამიჯერეთ, Miss

დამიჯერეთ, Miss
ვარდისფერი გზის,
ოცნებების გვის
ვდგავარ მოწამე.
დამიჯერეთ,ისს
ქარბუქები მხრის
თვალებია ზღვის,
ფერი მომწვანო.
დამიჯერეთ, ისს
ფერმიხდილი თვის
კაბადონი თრთის,
თვალებს მიშტერებს.
დამიჯერეთ, ისს
მოგონება სხვის
აუტანლად მღლის,
მოდით, მიმღერეთ!


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი EmptySun Dec 22, 2019 6:54 pm

გაგა ნახუცრიშვილი

შუქნიშანი

უკვე მოგონება მივეც ანათემას,
უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი.
ღამის მარტოობას ისევ ანათებდა,
ქუჩის მოწყენილი, სველი შუქნიშანი.

დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა,
თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები.
მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა,
მივხვდი, აღარასდროს აღარ გავლოთდები.

ქუჩა სიბნელეში, თითქოს ნახაზია,
როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,
ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია,
შენკენ, დამიჯერე, აღარ ვიყურები.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი EmptySun Dec 22, 2019 6:57 pm

გაგა ნახუცრიშვილი

ვარ ნაპოლეონი

ვარ ნაპოლეონი!..
მომკალით, იცოდეთ, მსოფლიოს დავიპყრობ,
ვიწამე ლუდხანის და ვიღაც ავარას
ვნიშნავდი ჩემს რაზმში დიდ მხედართმთავარად,
სიკვდილიც შემთხოვდა: გრძნობები გავიყოთ,
მომკალით, იცოდეთ მსოფლიოს დავიპყრობ!

ვარ ნაპოლეონი!
მსოფლიოს ხმაურიც ფეხებში მედება,
მე არ მწამს ცრემლები, ხვეწნა თუ ვედრება,
არ მწამს ტრაგედია და მარცხი ცბიერი
უკან არ დაიხევს ავარა მშიერი,
მოვმადლე ავარას მეფური იერი!

ვარ ნაპოლეონი!
ქარები, წვიმები არის სასაცილო,
მოდით, რომანტიზმი ერთად გავაცილოთ
და ჩემთან დადექით ფერმკრთალი ვარდებით,
რადგან სიფერადეც გახდა სასაცილო,
მოდით, სიყვარულიც ერთად გავაცილოთ.

ვარ ნაპოლეონი,
ვიღაცა ოხერი თუ იმპერატორი!..
თქვენ ჩემთან მოხვედით? რა გინდათ, ბატონო?
და რაკი მოხვედით, ხართ გიჟი ან პოეტი,
ბრძოლა ხომ დაიწყო, დგას საღამოეთი
და მაინც იბრძოლეთ, გწამთ იმპერატორის.

ვარ ნაპოლეონი!..
მსოფლიო ცახცახებს და ვიგრძენ დაღუპვა,
არ შეცდეთ მე სისხლი სულაც არ მწყურია,
არ მინდა ოცნების ეჭვებით გალუმპვა
და ვიცი დიდების შიში და შურია.
უბრალოდ, სამყარომ დამღუპოს, მწყურია!

ვარ ნაპოლეონი!..
როცა დავიპყარი სამყაროს ნაწილი
და როცა შევიგრძნე ცრემლები ნამდვილი,
როცა დავიკარგე ცრემლების ქაოსში
და როცა ღრიალით საშინლად დავოსდი, -
არ მსურდა ეჭვებით ოცნების დაღუპვა.

ვარ ნაპოლეონი!..
ლამაზი სიკვდილიც არ არის ამქვეყნად,
მიქარავს ტოლსტოი, ვკვდები ვით ათასი,
ვარ იმპერატორი და თანაც ჯამბაზი!
ძნელია ოცნების, იდეის განდევნა.
ზამთარიც ჩამოდგა ვით ქამელეონი.

ვარ ნაპოლეონი!..
ზამთარი სიმღერებს და ფერებს შეიცვლის,
დავმარცხდი?არ მჯერა და ალბათ შემრისხეს,
მე უკვე დამღუპა სიყალბემ ზამთარის
და სადღაც ივსება უაზროდ დავთარი.
და მეც შევეწირე ფერებს, ქამელეონს,
წადი, ჯანდაბამდის გზა გაქვს, ნაპოლეონ!
მასხრობა ყოფილა ადამის გენია,
დახურეთ ფარდები, ფარდები, მრცხვენია!
ვარ ნაპოლეონი...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი EmptySun Dec 22, 2019 6:58 pm

გაგა ნახუცრიშვილი

ზამთრისფერი მარაო

ქვეყნად რომ ცოდვებსაც არავინ ფარავდეს,
შენ აიფარებდი ზამთრისფერ მარაოს
იტყოდი, დავკარგოთ რწმენაც და სამოთხეც,
უბრალოდ ვიცხოვროთ, ცხოვრებით გავოცდეთ.

ქვეყნად რომ არ იყოს ვნება თუ დრამები,
ხომ მაინც დავრჩებით წვიმიან ღამეში,
ხომ მაინც ვისუნთქებთ ნესტიან დარჩენას,
ხომ მაინც შევხვდებით სიკვდილს თუ გაჩენას.

ქვეყნად რომ არ იყოს იგავი, ზღაპარი,
ხომ მაინც მოხდება უაზრო ამბავი,
ხომ მაინც ვიღაცა შეირთავს პრინცესას
და ფერად ფერებით მორთავენ სივრცესაც.

ქვეყნად რომ არ იყოს სიცივე, ზამთრები,
ხომ მაინც ხანდახან სითეთრiთ დავთვრებით,
ხომ მაინც თავისას მოიტანს სიბერე,
და მუნჯი საფლავი სიკვდილზე იმღერებს.

ქვეყნად რომ ცოდვებსაც არავინ ფარავდეს,
შენ აიფარებდი ზამთრისფერ მარაოს,
რატომღაც იტყოდი, რომ ძლიერ მარტო ხარ,
რატომღაც მოწყენას არჩევდი არყოფნას.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი EmptySun Dec 22, 2019 7:25 pm

გაგა ნახუცრიშვილი

მაწანწალა

სახლების სიჩუმეს ნაბიჯის ხმა მოშლის,
მკრთალი ლამპიონი, სველი ქვაფენილი,
იყო სიყვარული, დაკარგული დროში,
ქუჩა, ჩრდილებით და ფოთლით დაფენილი.
მაწანწალას კვალი მიდიოდა ცისკენ,
სადაც მთავრდებოდა მიწის ცრუ სიმხდალე,
მას უყვარდა ქალი და არ იყო მისკენ,
არც ოცნების შუქი და აღარც იღბალი.
ის ხედავდა სიზმრებს, ხშირს და აბდაუბდას,
და, როცა ფხიზლობდა, თითქოს მკითხაობდა,
თუმცა ქარტეხილებს უკვე გადაურჩა,
მაინც არ ამხელდა თავის ვინაობას.
იგრძნო, სხვა ჟამია, მაგრამ ესეც წავა,
ხალხიც შეიცვლება მოდის სიმრავლეში
და აღარ ისურვა, ისევ ემოძრავა,
ჩვენი დედამიწის სიბრტყე-სიმრგვალეში.
ვეღარ აიტანა ერთ ადგილას მარში,
სულ არ დაეძებდა ჩივილს, საყვედურებს,
რადგან მიდიოდა, მაღლა, შუაცაში,
მიდიოდა, ჰქმნიდა ახალ საფეხურებს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი EmptySun Dec 22, 2019 7:36 pm

გაგა ნახუცრიშვილი Nakhutsrishvili

გაგა ნახუცრიშვილი

თეთრი ცხელება

მოჩვენებები სტოვებენ ბინას,
სადღაც მიქრიან შავი ცხენებით,
მარტოობისგან ვიღაცა გმინავს,
რუხი დღეები თეთრი ცხელებით.

ეჭვები ყოფნას ისევ წამლავენ,
ვიღაცა კარგავს იღბალის ჩანთას,
ტრამალს მოჰყვება ისევ ტრამალი,
არავინ არ ჩანს, არავინ არ ჩანს.

არ ჩანს მირაჟი… თუნდაც მირაჟი,
რამდენიც გინდა ათვალიერე,
ცა დაეცემა უცებ მიწაზე,
და რჩება მაღლა სიცარიელე.

მოჩვენებები სტოვებენ საკანს,
იპარებიან შავი ცხენებით,
ტყვიები ვეღარ შველიან ნაგანს,
და სუჩემეა მხოლოდ შედეგი.

და რჩება მხოლოდ სიჩუმის შიში,
და შავი, შავი, შავი ცხენებით,
რუხი დღეები გვტოვებს და მიქრის,
რუხი დღეები თეთრი ცხენებით.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი EmptySun Dec 22, 2019 7:39 pm

გაგა ნახუცრიშვილი

მუმიები

გვიანი არის, ამ დროს ვერ შეცვლი…
ამ დროს რამდენიც გინდა უკმიე,
ცეცხლი ენთო და შემორჩა ფერფლი,
ვერ გააცოცხლებ მაინც მუმიებს.

ვერ დააბრუნებ ძველ, ჩავლილ კადრებს,
სურათებს რეცხავს დროის საპონი,
ის იყო ბრძენი და მოკვდა ადრე
და ერქვა თურმე ტუტანჰამონი.

ვერ დაინახავ, ბევრი იბრძოლო,
თუნდაც და ბევრის გსურდეს გამხელა,
მას სიყვარული უნდოდა მხოლოდ,
მას სერაფიტა ერქვა სახელად.

რეალობა კი რომანტიზმს ახრჩობს,
იდეალი კი არის წაშლილი,
იყო ბატონის ერთგული სანჩო
და სუფთა გული ჰქონდა ბავშვივით.

ვის აუხსნია ანდა ვინ იცის,
რატომ იცვლიან ნიღბებს, პარიკებს,
და ისტორია არის ცინიზმი,
რადგან გვიტოვებს მხოლოდ თარიღებს.

გვიანი არის, ამ დროს ვერ შეცვლი,
და იმეორებ ერთს და იგივეს,
ცეცხლი ენთო და შემორჩა ფერფლი,
მუმიებს მხოლოდ მოაქვთ სიცივე.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი EmptySun Dec 22, 2019 7:52 pm



მძიმე კაცთან : გაგა ნახუცრიშვილი

•Mar 20, 2014


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი EmptySun Dec 22, 2019 7:53 pm



"ID" #8 - გაგა ნახუცრიშვილი

•Oct 22, 2012


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი EmptySun Dec 22, 2019 7:54 pm

გაგა ნახუცრიშვილი

კითხვები

ნუ მაძლევ კითხვებს.
უპასუხოდ
დავტოვე ყველა...
ნუ მაძლევ კითხვებს,
მე ვუყურებ
ხეებს და ჩიტებს.
შევიგრძნობ, ვცხოვრობ,
ნუ დამიტოვებ
მხოლოდ კითხვებს
შენს სამახსოვროდ.
შენ ჩემთან დარჩი,
მანუგეშე,
რომ არ ვარ მხდალი!..
მთელი მსოფლიო,
ეს მსოფლიო
უჩემოდ ლაჩრობს.
შენ ჩემთან დარჩი,
გამისწორე
ცოტახნით თვალი,
დარჩი, გთხოვ, დარჩი,
ლეგენდისთვის
ნუ მწირავ მარტოს!...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი EmptySat Jan 25, 2020 11:26 am

გაგა ნახუცრიშვილი

ცოტა

იქნება ცოტა, ცოტა მადროვო,
იქნება მომცე სულ ცოტა სივრცე,
ჩემი სიტყვები რომ შევაგროვო,
რამე უცნაურ ლექსად რომ იქცეს,

იქნება ცოტა, ცოტა გადავდოთ,
სადღაც შორეულ მხარეში წასვლა,
მერე წავიდეთ უმისამართოდ,
ეს მოხდეს მერე და არა ახლა.

იქნება ცოტა, ცოტა მადროვო,
ასე სიჩქარე არ ღირდეს იქნებ,
ჩემი სიტყვები რომ მოვაგროვო,
რამე სხვანაირ ლექსად რომ იქცეს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




გაგა ნახუცრიშვილი Empty
PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   გაგა ნახუცრიშვილი Empty

Back to top Go down
 
გაგა ნახუცრიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: