არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ზვიად გამსახურდია

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია - Page 2 EmptySat Feb 16, 2019 8:01 pm

ზვიად გამსახურდია - Page 2 Zviad_12

ზვიად გამსახურდია

ლაშარის ხატი
(ვახტანგ რაზიკაშვილს)

აღარ კიაფობს იმედის სხივი,
მტერმა მოწამლა წყარო ყოველი.
შვებას არ ჰბადებს ცათა განივი,
არც მთა როშკისა, ჯანღის მთოველი.

ფშავის ქედებში ჩაკირულ ვულკანს
ამოადუღებს კვლავ აღმაფრენა,
ვუმზერ შენს გვერდით შავთვალა გულქანს
და სულს მოიცავს ფარული ლხენა.

აღარც ჩაფხუტი, აღარც საწვივე,
დატყვევებული ხარ ბრძოლის ჟინით,
ფშავის ხმელ წიფელს ფოთლები გცვივა,
აღარ გამხნევებს მხედართ ყიჟინი,

თავს დაგვდგომია მნათი ლაშარი,
უფლის მეტოქე, მთათა მგოსანი,
წმინდა გიორგის თეთრი ლაშქარი
ცად აღმომხდარი მზის შუბოსანი.

დიდის ლაშარის ხატის ხატი ხარ,
გამეხებული ხატმბრძოლი სული,
მამულის გლოვა და ნიშატი ხარ,
თავად ვაჟა ხარ გაქვავებული.

study


Last edited by Admin on Sat Feb 16, 2019 9:04 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია - Page 2 EmptySat Feb 16, 2019 8:02 pm

ზვიად გამსახურდია

ღამე იღვენთება

ღამე იღვენთება.
ლამპარი გენთება
ვიცი სარკმელთან.
რა მთვარის
რა მცხრალი
შუქია
ზეცა რა მუქია
განქარდა
ცამ ცვარი
რომ მთოვა
წამება დამთავრდა.
ლამპარი ითენთება
ვიცი სარკმელთან.
ო სასოწარკვეთა!
სიბნელეს სმენ მთები
ცაზე იკარგება ვარსკვლავთა კენტები.
თენდება
მთვარე იფერფლება
ივერცხლება ცა
საცაა
მერცხლები
აცრიან კამარას
და სულის ამარა
იწვოდი
აშალე შრიალით შენი ლები
ო ვცოდე
ცამ ციურ ცელებმა
შხამიან თასებად
მიტია
წვათა გაასებით
ო მომიტევე
წყარო ალმასები
ლალნარევ სადაფთა დასები
დათრთვილულ სიზმართა გოდების მჩენლები
ეგ
შენი
ცრემლები.

study


Last edited by Admin on Sun Feb 17, 2019 10:22 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია - Page 2 EmptySat Feb 16, 2019 8:03 pm

ზვიად გამსახურდია

მიძღვნა
სონეტი

საპირისპირო განათების სხივი ფარული,
შემოესალტა დაუტირებ სახვათა კრებულს,
ვით შეღამების შუქ-ჩრდილები მთას დაფიქრებულს,
ეწვევა სულის საკურთხეველს ახლა სხვა რული.

გრაალის კოშკი შორით მოსჩანს ქიმ-გაბზარული,
პალლას ათინას, სიბრძნის ველზე უშფოთვლად რებულს
"შავი ყორანი აზის თავზე" და გაფითრებულს
გარს ახვევია დემონების ბილწი არული.

მოსალოდნელი მწუხარების კუშტი მაყარი,
მტკიცედ მივყვები მე ნაკვალევს მზიურ შუბისას,
შენ, თმაგაშლილი, თავზე ნაცარგადანაყარი

მლოცავ, მპირდები გრძნეულ სიტფოს შენი უბისას.
მე ვარ სიზმარი, შენ- სიზმრების მხილველი ჩუმი,
მე ვარ ცხედარი, შენ სუდარის ხარ აბრეშუმი.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია - Page 2 EmptySat Feb 16, 2019 8:05 pm

კონსტანტინე გამსახურდიას წერილი ზვიად გამსახურდიას

"მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრივ, გული მტკივა, როცა შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრივ, მიხარია, რომ შენ, სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია და მითარგმნია მე ჰომეროსის სიტყვები: "ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს". ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი.
გზაში გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები, ყველანი სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწევს რაიმე მაღალი და ზემყარი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსებოდა იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც, ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეებისათვის მოლაშქრედ არ წარმომედგინა თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი.
შენი მამიკო."

1955 წლის 8 დეკემბერი


ზვიად გამსახურდია - „საქართველოს სულიერი მისსია“ (ლექცია, წაკითხული იდრიატის ფესტივალზე, თბილისში, 1990 წლის 2 მაისს).

ზვიად გამსახურდია - Page 2 Zviad_11

study


Last edited by Admin on Sat Feb 16, 2019 9:05 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია - Page 2 EmptySat Feb 16, 2019 8:06 pm

ზვიად გამსახურდია

უძღები შვილი

ვით უძღები შვილი სოფლად, ვერ წაუველ ვერსადაო,
თვალთა შენთა მშანთავ ნათელს, მეუფეო ზეცათაო!

ქვესკნელს დამნთქა სულთა მტერმა, სად შენა და მე სადაო,
მომიძიე კრავი შენი, მეუფეო ზეცათაო!

გულისთქმათა განმგებელო, მსურს, ამლაგმო, მესადავო,
სულთა მწეო, ყოვლისმძლეო, მეუფეო ზეცათაო!

სინანულის ცრემლთა რუებს აწ კი უნდა ესათაო,
მოხვედ ჩვენად სინანულად, მეუფეო ზეცათაო!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია - Page 2 EmptySat Feb 16, 2019 8:07 pm

ედვინ არლინგტონ რობინსონი

მინივერ ჩივი

მინივერ ჩივი ჟამთა მოზარე,
ერკინებოდა საწურთოს მუხთალს.
ქვეყნად გაჩენას მოსთქვამდა მწარედ,
ნიადაგ სწუხდა.

მინევერს სწვავდა წარსულის ეშხი,
ხმალთა კვესება, მხედართ ყიჟინი,
(ლომგულ რაინდთა ზმანებით შეშლა
და ცეკვის ჟინი).

მინევერს სწვავდა, რაც აღარ იყო,
ეზმანებოდა წარსულის ძვრები,
კამელოტის და თებეს გარიყვა,
პრიამეს მტრები.

იყო მოაზრე სხვათა დიდების
მრავალ სიბრძნეთა მცნობი, უფალი,
ხან რომანტიკის გაბედითების,
ხან ხელოვნების ჭირისუფალი.

უყვარდა ძლიერ მედიჩის გვარი,
თუმც არ ენახა თვალით აროდეს.
ეზმანებოდა ცოდვილთა ჯარი
აწ და მარადის..
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
მინვერ ჩივი გვიან შობილი
ხშირად ფიქრობდა, ხშირად ფიქრობდა:
ცეცხლი თუ სწვავდა ჩაუქრობელი,
ღვინით იქრობდა.


ინლისურიდან თარგმნა ზვიად გამსახურდიამ


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია - Page 2 EmptySat Feb 16, 2019 8:11 pm

ზვიად გამსახურდია

სასწორთვალა და უწონადი ხმის ჭაბუკი

იყო ერთი კაცი. ამ კაცს თვალებში სასწორი ჰქონდა, რომელსაც შეეძლო მხოლოდ ხმის აწონა. ქვეყანაში, სადაც იგი ცხოვრობდა, მზე არ ამოდიოდა, ყოველივე ყინულით იყო დაფარული, ამიტომ ყინულეთი ერქვა ამ მხარეს. ქვეყანას მართავდა მეფე, რომელიც თავის კარისკაცებად ღებულობდა მხოლოდ ისეთ ხალხს, რომელთან იცოდნენ თავიანთი ხმის წონა. ხმა კი აიწონებოდა მხოლოდ სასწორთვალას თვალებით. ასე რომ, ამ კაცთან ყოველდღე მოდიოდნენ მნახველნი და სთხოვდნენ აეწონა მათი ხმა. იმდენად უცნაური იყო ეს ქვეყანა, აუწონლად არავის ესმოდა არც საკუთარი და არც სხვისი ხმა. ასე რომ, ადამიანები ვერას აგებიდნებდნენ ურთიერთს სასწორთვალას დაუხმარებლად.

სასწორთვალა შემოუშვებდა კაცს თავის დარბაზში, რომელსაც ვერცხლის ჭერი ჰქონდა და ოქროს იატაკი. აქ თაროებზე სასწაროთვალას ხელ-ფეხი, გული და შიგნეული ელაგა, ყელგან თითო ნაწილი იდო მისი, ხოლო თავი არსად ჩანდა.
შემდეგ იგი დააკვირდებოდა მნახველს და ეტყოდა: “მომიყევი შენი სიზმარი” და რა მოუთხრობდა მნახველი სიზმარს, სასწორთვალა აიღებდა საკუთარ ენას, დაანთებდა ჩირაღდანივით (ვინაიდან მის სახელმწიფოში მხოლოდ მან იცოდა, რა იყო ცეცხლი), შემდეგ ჩასდებდა ამ ჩირაღდანს თავისივე მკლავისაგან გაკეთებულ შანდალში, ახლოს მოუხმობდა მნახველს, ყურში ჩასჩურჩულებდა რაღაც საიდუმლოს , ულვაშის თითო ღერს გამოართმევდა და გაისტუმრებდა.

ხელმწიფე აწინაურებდა ამგვარ ხალხს, მამულსაც უბოძებდა, კარზედაც ღებულობდა, მაგრამ დიდხანს როდი გრძელდებოდა მათი ბედნიერება. ქალაქის განაპირას იყო ბეწვი ხიდი, რომელსაც სიცილის ხიდი ერქვა. ამ სახელმწიფოში წესად ჰქონდათ: როდესაც ვინმე მოათავებდა ხელმწიფის სამსახურს და მოისურვებდა მის დიდებულად გახდომას, უნდა გასულიყო ქალაქიდანმ გაევლო სიცილის ბეწვის ხიდი, გადაეარა ცოფიანი კატების მინდორი, რომელიც მის მიღმა მდებარეობდა, აქ თუ ფრთები გამოებმებოდა, გადაეფრინა ცივი თუთიყუშის კლდეზე, თავს მოევლებოდა ათასწლოვან კიპარისს და, თუ არ გადაიქცეოდა კიპარისის გირჩად, კვლავ მობრუნებულიყო ქალაქში.

დიდებულობის სურვილი თითქმის ყველას ჰქონდა, ამიტომ მრავალი სცდიდა ბედს, მაგრამ ვინც კი გავიდა ქალაქიდან , ყველას ან სიცილის ბეწვი ჩაუტყდა და ჩავარდა თაღლითი მძივების მდინარეში, ან გაითოშა ცივი თუთიყუშის კლდეზე, ან კიპარისის გირჩად გადაიქცა და გახმა. გირჩებს კი ყოველდღე ჰკორტნიდა მელისყურა არწივი, რომელიც მახლობელი კლდის თხემზე ცხოვრობდა. მხოლოდ სამმა კაცმა მოახერხა უკან დაბრუნება და ესენი აქცია ხელმწიფემ სამ მთავარ დიდებულად.

ერთ დღეს ამ ქვეყნის მეფესთან მივიდა მისანი და უთხრა:
“დრო მოდის, როდესაც მოვაჭრეებმა ადგილი უნდა დაუთმონ ცეცხლის ხაბაზებს. ამ ხაბაზებს თავის ქალებში ექნებათ თორნე, გულის კვესით შეძლებენ ენაზე ცეცხლის წაკიდებას დ ამგვარად გამოაცხობენ თორნეში უკვდავების პურს. ხმა საერთოდ აღარ ექნებათ მათ. მართალია, მათი ცეცხლი უხმოდ იმღერებს, მაგრამ იგი გააუფასურებს შენი კარისკაცების მჭექარე ხმებს. ხმის სახელმწიფოს ცეცხლის სახელმწიფო შესცვლის, ხოლო თავად შენ სიცილის ხიდზე მოგიწევს გასვლა”.
“ჰო, მაგრამ ვინ განახორციელებს შეუძლებელს?”- ჰკითხა შეშფოთებულმა ხელმწიფემ მისანს.
”უწონადი ხმის ჭაბუკი”,- მიუგო მისანმა.
”ჰო, მაგრამ ვინ დასძლევს მაგ ჭაბუკს?”- ჰკითხა ხელმწიფემ.
”ვინც ასწონის მის ხმას”,- უპასუხა მისანმა და გაქრა.

ხელმწიფემ მაშინვე შეჰყარა დარბაზის ერნი და გაანდო ყოველივე, რაც მისანმა ამცნო. წინ წამოდგა სამი დიდებული და სიტყვა ითხოვეს. პირველმა დიდებულმა თქვა: “მე ვიცი ეგ ჭაბუკი, მზის მიუვალ კოშკში ცხოვრობს. არავის უნახავს, მისი აუწონავი ხმა კი მრავალს სმენია. ჯადოსნურ ჩანგს აჟღერებს. მისი თორმეტსიმოვანი ჩანგი ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ბრინჯაოს, ტყვიის, ვერცხლისწყლის და რკინის ხმებს აფრქვევს. ეს ლითონები ფრთოსნებად იქცევიან ჭაბუკის სიმღერაზე, ხოლო ფრთოსნები გარს უვლიან კოშკს შვიდფერი ნათებით. კოშკის საძირკველი ვარსკვლავეთშია, ხოლო სახურავი-სულეთში. ჭაბუკის მეგობრები არიან გველი, არწივი და მზისფორეჯოვანი კალმახი”.

მეორე დიდებულმა თქვა: “მზიური რაშით დაქრის იგი ზეცაში, ელვის ლახტი უპყრია ხელთ. შვიდფერი მშვილდით ესვრის ცეცხლოვან ისრებს მიწაზე მიყინულ კიბოებს. თუ კიბო დასჭრა ისარმა, მშვენიერ ლოტოსად გადაიქცევა იგი”.

მესამე დიდებულმა თქვა: “იგი მოგონების მთაზე ზის, აქედან სამას სამოცი წყრთის მანძილზე. არწივი ჰყავს მოშინაურებული, რომელიც მელისყურა არწივს ემტერება. ვისაც ეს არწივი მოიტაცებს, ის გახდება მისი მერიქიფე”.

”თქვენ ვინ გამცნოთ ეს ყოველივე?”- ჰკითხა ხელმწიფემ.
პირველმა დიდებულმა უთხრა: “გეტყვი ალიონზე”. მეორე დიდებულმა უთხრა:”გეტყვი დილით”. მესამე დიდებულმა კი უთხრა:”გეტყვი შუადღეზე”.

დაღამდა თუ არა, ხელმწიფემ მოიხმო სასწორთვალა. იგი მოვიდა.
”სასწორთვალავ, რა მიხსნის სიცილის ხიდისაგან?”-ჰკითხა ხელმწიფემ.
”ოხვრა”,- მიუგო სასწორთვალამ.
”რა დაჰბადებს ოხვრას?”- ჰკითხა ხელმწიფემ.
”მოგონება”.
“რისი მოგონება?”
”სიცილისა”,- იყო პასუხი.
”სასწორთვალავ, რა გვიხსნის ჭაბუკისაგან?”
”რომელი ჭაბუკისაგან?”
”უწონადი ხმის ჭაბუკისაგან”.
სასწორთვალა დადუმდა.
ხელმწიფემ კვლავ გაუმეორა კითხვა.
”ჩემი აუწონავი არ არსებობს არაფერი ამქვეყნად”,-მიუგო სასწორთვალამ და გაქრა.
ხელმწიფეს იმედი მიეცა და დაიძინა.
მეორე დილით ქალაქს მოადგა ერთი უბრალო მწყემსი ბიჭი, ცალ ხელში კომბალი ეჭირა, მეორეში კი - აბგა. ქალაქში შიშიანობა იყო, ამიტომ მეფეს მოჰგვარეს ყმაწვილი.
”ვინ ხარ?”- ჰკითხა ხელმწიფემ.
”ერთი უბრალო მწყემსი ვარ”,-იყო პასუხი.
”კი მაგრამ, ცხვარი სადა გყავს?”
”ვისაც კომბალს შევახებ, ყველა ჩემი ცხვარი გახდება”,- უთხრა მწყემსმა.
”ყველა?”- ჰკითხა ხელმწიფემ.
”ყველა, ოთხი კაცის გარდა ამ ქალაქში”,- მიუგო მწყემსმა.
”ვინ არიან ეგენი?”
ვისაც შენ უსმენ, ხელმწიფეო!”
”მაშ, მეც მაგათში ვარ?”
”არა, შენ არ უსმენ შენს თავს, ხელმწიფეო!”
”შენ ვინ გამოგგზავნა?”
”შენ თვითონ მეფეო!”
”რისთვის?”
”შესარიგებლად”
”ვინ უნდა შეარიგო?”
”შენ უნდა შეგარიგო შენსავ თავთან”.
ხელმწიფემ მოიხმო სამი დიდებული.
”ვინ არის ეს კაცი?”- ჰკითხა მათ.
”არ ვიცით”,- მიუგეს დიდებულებმა.
”მწყემსია”,- უთხრა ხელმწიფემ.
”დაგიმტკიცოს”,- თქვეს დიდებულებმა.

ჭაბუკი მწყემსი გამოვიდა მოედანზე და ხალხში გაერია. შემდეგ დაუწყო ხალხს საუბარი, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას, ვინაიდან მისი ხმა ჯერ არ აეწონა სასწორთვალას. ამიტომ არავის ესმოდა ჭაბუკისა; მაგრამ მალე დაიწყეს ჯგუფ-ჯგუფად შეგროვება მის გარშემო, ვინაიდან, სადაც იგი დგებოდა, ყინული იწყებდა დნობას და არნახული, ცხოველმყოფელი სითბო ეფინებოდა გარემოს, თუმც მზე არ ანათებდა იმ ქვეყანაში არასდროს.

ხელმწიფე შეშფოთდა, რადგან იცოდა, რომ ყინულის დადნობა მისი მეფობის დასასრულს მოასწავებდა. შეჰყარა კარისკაცები და უთხრა: “ჩქარა ავლაგმოთ ეს თავხედი, თორემ ხალხს თავგზას აუბნევს, ამასობაში უწონადი ხმის ჭაბუკიც მოვა და შავი დღე დაგვადგება. კარისკაცები შეცვივდნენ სასახლეში, გამოიტანეს ლითონის საყვირები, მოიშველიეს ჯარი და დასცეს ნაღარა, მაგრამ მწყემსის ხმა უფრო გაძლიერდა და კიდევ უფრო მეტი ხალხი შეგროვდა მის გარშემო. რაღაც კარისკაცებისთვის გაუგებარი სიტყვებით მიმართავდა ხალხს, რაც კარისკაცებს კიდევ უფრო მეტად ახელებდა. რა დაინახეს, არაფერი გამოდისო, მოინდომეს ქვით ჩაქოლვა მწყემსისა, მაგრამ დასწვდნენ თუ არა ქვებს, ქვები ვარდებად გადაექცათ ხელში. ამასობაში მწყემსის ხელში აყვავდა კომბალი, მან დაუარა თავის გარშემო შეყრილ ხალხს და, ვისაც კი მიაკარა კომბალი, ყველა ოქროსმატყლიან ვერძად აქცია. ამის დანახვამ მთლად გაახელა ხელმწიფე და კარისკაცები და ახლა დიდი თოკი გამოიტანეს მწყემსის შესაკრავად, მაგრამ დახე საოცრებას: თოკი ხელიდან გაუსხლტათ, მწყემსს შემოერტყა გარს და უზარმაზარ გველად გადაიქცა, რომელმაც კუდი პირში დაიჭირა და ზღუდედ შემოევლო მწყემსს და მთელ ფარას. “მწყემსია, მწყემსი”,-ამბობდა შეშფოთებული ხელმწიფე.

”არა”,-მიუგეს კარისკაცებმა, - ჯადოქარია და თავგზას გვიბნევს”.

ამასობაში ვერძებს რქებს შორის ანთებული კელაპტრები ამოუვიდათ, ციდან შვიდფერად აელვარებულ კამარად წამოვიდნენ ფრთოსნები და დაასხდენნ ანთებულ კელაპტრებს, მაგრამ ფრთოსნები არ დასწვა ცეცხლმა, არამედ უფრო ააელვარა, ისე გაბრწყინდა იქაურობა. ხალხი ვერ სცნობდა ურთიერთს, იმდენად გამშვენიერდა ყველა. მხოლოდ ხელმწიფის კარისკაცები გაშავდნენ და მაჯლაჯუნებს დაემსგავსნენ. ამასობაში, მწყემსის უბრალო ტანისამოსი ელვისაგან დაწნულს დაემსგავსა, სახე მზესავით გაუბრწყინდა, თვალები ვარსკვლავთა უელვარესი გაუხდა, შემდეგ მოიმარჯვა შვიდფერი მშვილდი და დაუშინა ცეცხლის ისრები ირგვლივ შემოჯარულ გათოშილ კიბოებს, რომელან გაეგოთ მისი მოსვლა და ჯგუფ-ჯგუფად მოიწევდნენ მოედნისაკენ. ქვით მოპირკეთებული მოედანი ხასხასა, მწვანე ბალახმა დაფჰარა,. ლივლივა თეთრი ლოტოსებით დამშვენდა მინდორი; ბალახს ალი ედებოდა აქა-იქ, დაწვით კი არავის წვავდა.

მაშინ კი მიხვდა ხელმწიფე, რომ მის სამეფოს უწონადი ხმის ჭაბუკი ესტუმრა. აფრინა კაცი სასწორთვალასთან. იგიც დაიძრა თვალების რაჩხუნით, მაგრამ რა მიუახლოვდა მოედანს, დაბრმავდა, დაეცა მიწაზე და გადმოაგდო შავი ენა, რომელიც სრულიად დანახშირებულიყო წარმავალი, უმადლო ცეცხლისაგან.

ახლა სამი დიდებული მოიხმო ხელმწიფემ. მათ დანახვაზე უწონადი ხმის ჭაბუკი შეიცვალა. იგი ისეთივე უბრალო მწყემსად გადაიქცა, როგორიც იყო მოსვლის ჟამს. დიდებულების დანახვაზე გველმაც გახსნა წრე და მიუშვა ისინი მწყემსთან. ფრთოსნებმაც დასტოვეს ოქროსმატლიანი ვერძები, კელაპტრებიც ჩაქრნენ. დიდებულებმა გამოსტაცეს ჭაბუკს აყვავებული კომბალი, რომელიც მაშინვე გახმა, ბორკილი დაადეს ქედზე, წაიყვანეს და უზარმაზარ ხაროში ჩააგდეს, შემდეგ მიწით ამოავსეს ხარო. მერმე წავიდნენ, მორეკეს ხიდის გამოღმიდან ცოფიანი კატები, შეუსიეს ცხვრებს და მუსრი გაავლეს. სისხლის ტბა დადგა მოედანზე. გველიც ნაკუწ-ნაკუწად აქციეს კატებმა, დიდებულები სახეგაბადრულნი დაბრუნდნენ ხელმწიფესთან.

”მოვიშოროთ თვითმარქვია,- უთხრეს მათ მეფეს,-ახლა კი მხსნელად მოევლინება შენს სამეფოს უწონადი ხმის ჭაბუკი”.
”მაშ, ეს არ იყო ის ჭაბუკი?”- ჰკითხა ხელმწიფემ.
”არა”,- მიუგეს დიდებულებმა.
”მითხარით, ვინ გითხრათ, რომ ეგ არ არის უწონადი ხმის ჭაბუკი?”.
როდესაც შესაღამოვდა, პირველმა დიდებულმა უთხრა ხელმწიფეს: “მე ეს მითხრა საწორთვალამ”.
როდესაც შეღამდა, მეორე დიდებულმა უთხრა ხელმწიფეს: “მე ეს მამცნო ცივი კლდის თუთიყუშმა”.
ხოლო შუაღამისას მესამე დიდებულმა გაანდო ხელმწიფეს: “მე კი ეს მამცნო მელისყურა არწივმა”.
მეორე დილით არნახული მუსიკის ჰანგებმა გამოაღვიძეს ხელმწიფე და დიდებულები. ღა გამოვიდნენ, საოცრად შეცვლილი დახვდათ ქალაქი. სად იყო ყინული და პირქუში ამინდი! სივრცე შვიდფერად გალობდა. თორმეტხმად ასხივებდნენ მიწაზე ჩამოსული გაცოცხლებულ მნათობთა დასები. ვერძების ნასისხლარზე უცნაური გარეგნობის ხალხი ამოსულიყო. თაის ქალები თორნეებად ქცეოდათ, აღარც აბედი სჭირდებოდათ, აღარც კვესი, გუით ინთებდნენ ენებს, ხოლო ენით თავისქალის თორნეებს, საიდანაც ნელსურნელება იქვეოდა ენით უთქმელი.
”უკვდავების სახაბაზო”,-ეწერა ქალაქის გალავანს ფიქრის ასოებით.

მეფემ უცნაური სისუსტე იგრძნო. კარისკაცებმა უკან დაიხიეს. უეცრად ცა გაიხსნა და გამოჩნდა ცეცხლის მერანზე ამხედრებული შვიდფერმშვილდოსანი ჭაბუკი. “დაუბრუნდი შენს თავს, მეფეო”,-დაუძახა მან მეფეს, ხოლო დიდებულებს მიმართა: “გასწით თქვენს ქალაქში”.
მეფე სიცილის ხიდისაკენ გაემართა. ხიდის თავთან მისანი დაუხვდა, რომელმაც უწინასწარმეტყველა ჭაბუკის გამოჩენა. მეფე დააკვირდა მისანს და სასწორთვალა შეიცნო. მას აღარ ჰქონდა თვალებში სასწორი, სასწორი ახლა ხელთ ეპყრა მას, ხოლო ემორე ხელში ახალი, ჯერაც აუნთებელი ჩირაღდანი ეკავა. “ვერავინ ასწონის მის ხმას,-უთხრა მან მეფეს,-არც ამათი გამომცხვარი პური აიწონება, ხოლო მათი ცხოველმყოფელი ცეცხლი იმედის მომცემია”.

მეფემ ხიდზე შედგა ფეხი. დიდებულებსაც სურდათ მიჰყოლოდნენ, მაგრამ სასწორთვალამ შეაჩერა ისინი. “თქვენთვის ეს ხიდიც დაკეტილია. თქვენი გზა სხვა მიმართულებით მიდის”. და უჩვენა მათ დავიწყების მდინარე.
ხელმწიფემ გაიარა ცოფიანი კატების მინდორი, მათ ნაცვლად გრანიტის ლომები დაუხვდა, შემდეგ ცივი თუთიყუშის კლდე, რომელიც თეთრი ფარშავანგის მინდვრად ქცეულიყო, და შეეკედლა კიპარისის ჩეროს, რომელსაც ჩამოეხსნა მელისყურა არწივი.

დიდებულემა თაღლითი მძივების ქალაქში დაივანეს, რომლის გალავანსაც აწერია: “დავიწყების ქალაქი”. ამ ქალაქის სივრცეა ცოფიანი კატების გადმობრუნებული ტყავი, შუა ქალაქში მოედინება მდინარე, რომელსაც ჰქვია: “გამდნარი ცივი კლდის თუთიყუში”, ხოლო ქალაქის მკვიდრთათვის ყოველდღიურად იდგმება წარმოდგენა: “მელისყურა არწივი-ოცნება”. ამბობენ, სასწორთვალას თავი და გული დავიწყების ქალაქშია, ხოლო ხელ-ფეხი და შიგნეული უკვდავების სახაბაზოში, ხოლო თავად სასწორთვალა არსად არ არის, არც იქ არის და არც აქ.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია - Page 2 EmptySat Feb 16, 2019 8:13 pm

ზვიად გამსახურდია

ბოდლერი

იგი დიდების კარნავალია,
სხვათა დიდება მასთან უქმია;
მან ბოროტების სატურნალიას
ეშმაურ ლექსად ამბრი უკმია,

სიკვდილის შავი თესლი ბოდლერი
ავ ზმანებათა წარღვნად მბადები,
სუნთქვა მიხდილის სული მბდოველი,
წყევლა - ქვესკნელით ნაღაღადები,

იყო კუზენი დიდი სატანის,
და როს შესცვალა ბედმა ტაროსი,
ჰაშიშის გველმა მორკალა ტანი,
და გამოეყო ცას იკაროსი.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია - Page 2 EmptySat Feb 16, 2019 8:14 pm

შარლ ბოდლერი

უცხო

- იდუმალებით მოცულო კაცო, მითხარ, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად: დედა, მამა, დაჲ თუ ძმა?
- არა მყავს დედა, არც მამა, არც ძმა და არცა დაჲ.
- მაშ მეგობრები?
- მაგ სიტყვების აზრი დღემდე უცნობია ჩემთვის.
- იქნებ სამშობლო?
- არც კი ვუწყი, რომელ განედზე მდებარეობს იგი.
- მშვენიერება?
- მე მზადა ვარ შევიყვარო მშვენიერება, თუ იგი ღვთაებრივი იქნება და უკვდავი.
- ოქრო?
- მე მძულს ოქრო, ისევე როგორც თქვენ გძულთ ღმერთი.
- მაშ რაღა გიყვარს ბოლოს და ბოლოს, საოცარო უცხოელო?
- ღრუბლები მიყვარს... ჰე, ცის ტატნობზე რომ მისცურავენ...
ის საოცარი ღრუბლები.


პროზაულად თარგმნა ზვიად გამსახურდიამ.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია - Page 2 EmptySat Feb 16, 2019 8:54 pm

ზვიად გამსახურდია

არწივი და ბაყაყები

ერთ წუმპეში ბაყაყები ამბობდნენ, არასოდეს გვინახავსო არწივის ფრენა.
ამის მიზეზი შემდეგი იყო: რამდენჯერაც დააპირა არწივმა აფრენა, ისეთი შხუილი შექმნეს მისმა ფრთებმა, რომ ელდანაცემი ბაყაყები წყალქვეშ გაუჩინარდნენ. შემდეგ კი, როდესაც ისინი თავს ამოჰყოფდნენ წყლიდან, არწივი უკვე ღრუბლებში იყო. ამის გამო ბაყაყები ამტკიცებდნენ, არწივმა საერთოდ არ იცისო ფრენა (სამაგიეროდ მათთვის ფრენის ხელოვნების მწვერვალი იყო ჭაობის ნემსიყლაპია, რომელიც ჭაობის ზედაპირს არ სცილდება და ამის გამო “გველისთავის მპარსველსაც” უწოდებს ხალხი).



თერსიტეს გაცოცხლება

აინშტაინის ფარდობითობის თეორიის განვითარების შედეგად ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს შექმნეს მრავალგზის ნაწინასწარმეტყველევი “დროის მანქანა”, რომელმაც შესძლო გარდასულ ჟამთა ისტორიული პირების, აგრეთვე მხატვრულ ნაწარმოებთა გმირების გაცოცხლება. ახალი აგრეგატი საკმაოდ კაპრიზული აღმოჩნდა. თავდაპირველად იგი არ ემორჩილებოდა თავის შემქმნელთა ნებას და თვითნებურად მოქმედებდა. ყველაზე პირველად მან გააცოცხლა ცნობილი ისტორიული პირი, ძველ საბერძნეთში მცხოვრები კუზიანი თერსიტე, აგამემნონის, აქილევსის, ოდისევსის თანამოლაშქრე ტროას ომში, რომელიც გამოირჩეოდა არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი სიმახინჯით და ღვარძლიანობითაც. შურით შეპყრობილი გამუდმებით ლანძღავდა გმირებს, აქილევსს, ეანტს და სხვათა, რამეთუ თავად სულით ჯაბანი იყო და არ ხელეწიფებოდა მათგვართა საქმეთა ჩადენა. სწორედ, ამიტომ უთავაზა მას ოდისევსმა თავისი კვერთხი და ჩააჩუმა სამუდამოდ.
ასე რომ, ეს ვაჟბატონი გააცოცხლა დროის მანქანამ ყველაზე ადრე. თერსიტეს წარბიც არ შეუხრია ახალი ადამიანის დანახვაზე, მას ერთი წუთითაც არ ეუცხოვა ახალი გარემო და წამსვე განაგრძო ძველი საქმიანობა. მან მიმოათვალიერა გარშემო მყოფნი და დაუწყო ძებნა ყველაზე მეტად ღირსეულებს. მისი ლანძღვა-გინების და ცილისწამების პირველ ობიექტად იქცა თავად “დროის მანქანის” გენიოსი გამომგონებელი. შემდეგ სხვა ნიჭიერ და ღირსეულ ადამიანებსაც მიადგა იგი. ბოლოს ისე მოაბეზრა ხალხს თავი, რომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს თერსიტეს “ანულირება”, ანუ ისევ წარსულში გადაყვანა, მაგრამ ამაოდ. გამოირკვა, რომ მათ მანქანას შეეძლო მხოლოდ წარსულიდან გამოხმობა სავალალო აჩრდილებისა, მათი უკანვე ჩადენა კი წარსულში მას აღარ ხელეწიფებოდა. მაშინ თერისტემ თავად გაანდო მათ თავისი მდგრადობის საიდუმლო: “მე ზოგადადამიანური მოვლენა ვარ, ყველა დროისთვის დამახასიათებელი, ამიტომ თქვენ ვერასგზით ვერ მოახერხებთ ჩემს ლოკალიზებას მხოლოდ წარსულში. მე რომ შემთხვევითი, ან არატიპიური მოვლენა ვყოფილიყავი, მაშინ შესძლებდით ჩემს ანულირებას. ამჟამად კი მე უფრო შევძლებ თქვენს ანულირებას, ვინაიდან თქვენისთანები უფრო ეკუთვნიან წარსულს, ვიდრე ჩემისთანები. ამაოდ ზრუნავთ, ვინაიდან ჩემია აწმყო და რაც მთავარია, მომავალი”. ამის შემდეგ თერისტე თავისუფლად დაპარპაშებს და ცდილობს თავისი საკუცთარი “დროის მანქანის” გამოგონებას, რომლითაც შესძლებს ყველა ღირსეული და პატიოსანი ადამიანის გადადენას წარსულში.



ბრმების ქვეყანა

ბრმათა ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი თვალხილული ექიმი, რომელმაც იცოდა ბრმათა მკურნალობა. ნაცვლად იმისა, რომ მისთვის კლინიკა მიეცათ, იგი შინ ჰყავდათ დამწყვდეული და არ აძლევდნენ უფლებას ხალხში გასულიყო და უსინათლოთათვის ემკურნალა, ვინაიდან ამ ქვეყნის ხელმწიფე და დიდებულნი არწმუნებდნენ ხალხს: “თქვენ თვალხილულნი ხართ, ხოლო ის ერთი მეტიჩარა, რომელიც ვითომდაც თვალის ახელას გპირდებათ, თავად არის ერთადერთი ბრმა ჩვენს სამეფოში და სახლშიც იმის გამო გვყავს დამწყვდეული, რომ თვალხილულები არ დაგვიბრმაოს და გარდა ამისა, თავად არ გადაიჩეხოს სადმე და არ დაშავდესო”.



თევზები და გველთევზა

იყო ერთი გველთევზა, რომელსაც ფარფლ-ქერეჭი თევზისა ჰქონდა, შხამი და საზრიანობა კი – გველისა. გველთევზა ნაპირზე ცხოვრობდა და ხანდახან თუ ჩააკითხავდა წყალში თავის მოძმეთ. თევზებმა უთხრეს: “რა გინდა მაგ ხრიოკ ნაპირზე, გადმოსახლდი ჩვენთან, წყალში, განა ვერ ვხედავთ, ვით იტანჯები მანდ უწყლობით, შენ აქ გვჭირდები თევზებს, შენი ადგილი აქ არისო.
გველთევზამ მიუგო:
“განა წყალი არ მირჩევნია ამ უხეირო სამკვიდრებელს, წყლისათვის დავბადებულვარ, მაგრამ ამ ნაპირზე თქვენთვის სახიფათო, ვერაგი მეთევზეები რომ მომრავლებულან, ჯერ იმათ უნდა დავუგესლო ფეხები, რათა ვეღარ შესძლონ წყალში ბადის გადმოსროლა და თქვენი ერთიანად განადგურება. როდესაც მათ ფეხს ამოვუკვეთავ ამ ნაპირზე, მეც თქვენთან გადმოვალო წყალში საცხოვრებლად. მანამდის კი, მეც რომ თქვენსავით წყალში ვიცხოვრო ნიადაგ, შხამს დამიკარგავს წყალი და მტრებს ვეღარ მოგაშორებთ, ამიტომაც გამიწირავს თავი და აქ, ამ ნაპირზე ვარ ჩასაფრებული, ფათერაკი რომ აგარიდოთ. თქვენმა და ჩემმა შემოქმედმა გველად იმადაც მაქცია, რომ თქვენ წყალში იცხოვროთ და განამრავლოთ თევზთა მოდგომა, მე კი აქედან უნდა გიყარაულოთ. საზიანოა ეს ჩემთვის, მაგრამ ჩვენი მოდგომის გადასარჩენად ასე არისო საჭირო



ორი ლომის ამბავი
ერთხელ ცირკის მხეცები ზოოპარკში ჩამოატარეს, სურდათ ენახათ, თუ ვით შეხვდებოდნენ მათ გალიაში დამწყვდეული თვისტომნი. ერთი ყველაზე სამაგალითოდ გაწვრთნილი ლომი თავის მოძმის გალიასთან შეჩერდა და უთხრა: “ეჰ, რარიგ მებრალები, ძმობილო, აქ ჩამწყვდეული, გაძვალტყავებულხარ, თვალებში შუქი ჩაგქრობია ნიადაგ ერთ ადგილას გდებით და გალიაში წრიალით. წამოდი ჩვენსას ცირკში, ჩვენი ბატონი კარგად გაჭმევს, არაფერს მოგაკლებს, საზოგადოებაც დიდი გეყოლება. აბა, აქ გდება რას მოგცემს, შენს სანატრელ უდაბნოში, ხომ იცი, მაინც არავინ გაგიშვებს, რახან აქ მოხვედი, სიკვდილამდე აქ უნდა გალიო დღენი შენნი”.
გალიის ლომმა კი მიუგო:
“ეჰ, ძმობილო, რარიგ გადაუგვარებიხარ კაცს, თავისუფლება მონობაზე რომ გაგიცვლია. ისევ ის მირჩევნია, აქ ვიჯდე მოწყენით, ვიდრე კაცის მონა ვიყო და მისი მათრახის ტკაცუნზე ვიხტუნო და ვიჯამბაზო. აქ ის მაინც ვიცი, რომ არავის მონა ვარ და იმასაც ვერავინ ამიკრძალავს, ხანდახან დავიქუხო გულდარდიანმა და უდაბნოს სევდა განვიქარვო, შენ კი ხმის ამოღებაც აკრძალული გაქვს, რათა შენმა გრუხუნმა ცირკის მაყურებლები და მომსახურენი არ შეაშფოთოს. ჩვენი მოდგმა მაინც გადაშენების გზაზეა დამდგარი, მალე ასპარეზი ლომ-ვეფვთა ნაცვლად ვირთხებსა და ტურა-მელიებს დარჩებათ, ასე, რომ, აქაც მშვიდობიანად დავლევ ჩემს დღეებს”.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია - Page 2 EmptySat Feb 16, 2019 8:56 pm

ზვიად გამსახურდია

მთვარიანი მთა

მთვარიანო მთავ,
ფორიანო ხევ,
ცვრით იებს რომ რთავ,
ხომლიან ცას ხევ.
ნისლი უხვად გდის,
უცხო სამოთხევ,
გცრიან მარადის
ქარით ქარამდის.
მე შენი ნთებით,
სხივთა ზვინ დებით,
ბრეთ ამინდებით
ცრემლი არა მდის,
მხოლოდ ღვარამდის
ცა როს მინდება,
ტაროსს მინდობილს
ოხვრა მინდება.
ლარებს წინ დებულს
ვეუარები,
მთვარე შინ ძმობილს
მეხვიარება.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია - Page 2 EmptySat Feb 16, 2019 8:58 pm

ზვიად გამსახურდია

პოეტი და მუზა

1. დაცემული მუზა

მუზამ აიღო ქრთამი,
სხვას მიეკედლა მუზა,
მისწევდა მის ფრთათა ჩქამი,
მტრის კართან აიტუზა.

მუზამ იყარა ქოში,
კალთები აიკეცა,
ვაჭარ პოეტთა ბრბოში
ცქრიალებს მატრაკვეცა.

მუზამ გაუგო გემო
პატივს ხალათს და ჩინსა:
“ნურც გამიხსენებ ჩემო,
დიდებულთ თვალის ჩინსა”,

მითხრა და უცებ გაქრა,
არც უდარდია ჩემზე,
მუზა გამხდარა აფრა
დიდ სოვდაგართა გემზე.

გადაივიწყა ცრემლით,
რარიგ თუთქავდა გულებს,
მუზა გამხდარა გრდემლი,
ზედ სჭედენ ვერცხლის ფულებს.

გასწირა ოქროს ვერძი,
გახდა ღორების მწყემსი,
გახდა პოეტი თერძის
მაქო, ძაფი და ნემსი,

გადაივიწყა გედი,
გახდა ბატების ძიძა,
ირჩია ხარჭის ბედი,
ტრფიალი დაამიწა,

ო, აღარ გალობს ქნარზე
მზიურ ოცნების ნავში,
მუზა მიადგა კარზე
ვაჭარ პოეტთა კავშირს,

მათ კი ქვესკნელის ურჩხულს
მუზა მიჰგვარეს ხასად,
უსმენს ღვთაებრივ ჩურჩულს
ქვეწარმავალი ნასად.

დავჯექ და ცრემლი ვღვარე,
ვჭამე პეშვებით მიწა.
თავს მადგა შავი მთვარე
და… უცებ გამეღვიძა.



2. ჭეშმარიტი მუზა

აჰა, უეცრად გაქრა
ეს საზარელი ხილვა,
მუზამ ფრთის წვერი გამკრა,
ნაზად დამიწყო კილვა:

“რად დაიჯერე ჩმახი,
ეგ სიზმარია კრული,
დიდ პოეზიის ჭაღი,
დიდ აღმაფრენის სული

განა ჩაჰქრება ოდეს,
თუნდ ჩამოიქცეს ზეცა,
ავდარს სიამედ მოსდევს
ბადრი მთვარე და მზეცა.

იმად ვიცვალე სახე,
აღარ გამოვჩნდი ცადა,
რახან მიჯნურად გსახე,
შენი გამოცდა მწადდა.

არ შეორგულდი, ვიცი,
არ ამედევნე თანა,
არ შეგიბღალავს ფიცი
და პოეზიის მანნა

სასოწარკვეთილს, გულმწყრალს
ცრემლი გდენია თქეშად,
მაგრამ სინდისი ურცხვად
შენ არ მიჰყიდე ეშმას

და მის მსტოვართა ბრბოში
არ გაერიე შენა,
არ დაიჯერე როში,
არ წაიბილწე ენა.

ჩემის დაცემის მნახველს
ცრემლის გდენია ღვარი,
მაგრამ ჩემს წმინდა სახელს
გიჩურჩულებდა ქარი.

განა დაისის ღრუბლის
ცის კაბადონზე ფენა.
ჩემი ნათელი შუბლის
შენთვის არ იყო ჩენა?

განა ტალღათა ტაში,
განა ნიავთა ნანა
არ გიმღეროდა მაშინ,
რომ დაგყვებოდი თანა?

ამიერიდან შენთან
იქნება შენი მუზა,
შენთან ჩაუშვა ღუზა,
შენს სულში ჩაიღვენთა”.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ზვიად გამსახურდია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ზვიად გამსახურდია
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: