არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ზურაბ გორგილაძე

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზურაბ გორგილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ გორგილაძე   ზურაბ გორგილაძე - Page 2 EmptyWed May 01, 2019 10:53 pm

ზურაბ გორგილაძე - Page 2 Zurab_12

ზურაბ გორგილაძე

ალბათ

(ზ - ს )

გამოგტყუებენ სიცილს, ამბორს გიყოფენ ამოდ,
და გაღმერთებენ, - ვიცი!..
თქვენი მეუღლის გამო.

მე მათ უბადრუკ ქვიცინს და მოთმენობას ვნანობ,
თავს გევლებიან, - ისიც!..
თქვენი მეუღლის გამო.

მე იმთავითვე მძაგდა და ამთავითვე მეწვის,
ამ პროვინციელ ქალთა, -
მეჩშანობა და პეწი.

მედიდურობა ყალბი, არარაობა მათი!...
მე თქვენს მეუღლეს ალბათ, -
თქვენს გამო ვცემდი პატივს.



ზურაბ გორგილაძის სახლის რეაბილიტაცია იწყება

TV 25
Published on Jun 27, 2018


study


Last edited by Admin on Thu May 02, 2019 9:52 am; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზურაბ გორგილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ გორგილაძე   ზურაბ გორგილაძე - Page 2 EmptyWed May 01, 2019 11:01 pm

ზურაბ გორგილაძე

ამბობენ

მყუდროებას და ფოთლებს ამდორებს,
მივიწყებული ტყეში ბილიკი...
ამბობენ, თურმე, შენ მე დაგტოვე...
ძვირფასო, ეს ხომ იყო პირიქით?

დღეებს უცნაურ ცასთან მივყავდით,
გვდევდა ტოლთა და სწორთა ქილიკი...
ამბობენ, თურმე, მე არ მიყვარდი,
არადა ეს ხომ იყო პირიქით?

და ვზივარ ახლა ჩამქრალ ბუხართან,
რა მოხდა? - იტყვის ვინმე ქარაგმით.
ვინ ვის სძულდა და ვინ ვის უყვარდა,
მხოლოდ მე ვიცი და სხვამ არავინ!

Exclamation



ხელშეკრულება ზურაბ გორგილაძის სახლის გამოსყიდვაზე

ფონდი წმიდა ანდრიას ჯვარი
Published on Jun 20, 2014
იუსტიციის სახლში პოეტ ზურაბ გორგილაძის სახლის გამოსყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა, პოეტის ოჯახის წევრების ინიციატივით სახლი გადაეცემა კულტურის სამინისტროს, მომავალში კი გორგილაძის შემოქმედებითი სალონის სახლ-მუზეუმად გადაკეთდება.


study


Last edited by Admin on Thu May 02, 2019 9:56 am; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზურაბ გორგილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ გორგილაძე   ზურაბ გორგილაძე - Page 2 EmptyWed May 01, 2019 11:04 pm

ზურაბ გორგილაძე

ქალი, სამლოცველო...

დაცხრა ყვავილთა და ფერთა ბატალია,
ახლა ველთაშიგან ქარნი კრიახობენ,

რაღაც... მდიდრობის და ძარცვის ბადალია,
ქალთან სიცოცხლე და ქალთან სიახლოვე.

რა ვქნა, ვერ ვიყავი ბრგე და ახოვანი
და სულ ვაღმერთებდი ამ წვას, ამ იარებს,
ქალი სამლოცველო, მაღალთაღოვანი,
მაინც მლოცველების ერთად გავიარე.

ქალთან ვერ ვიგლოვე ჩემი მარტოობა,
ქალთან ვერ გავძეხი ჩემი მარტოობით,
მუდამ შორეული ვნება მპატრონობდა,
მუდამ შორეულის სურვილს ვპატრონობდი.

ვიცი, უღმერთობა ღმერთსაც უხარია,
მაგრამ ამნაირი? მაგრამ ამოდენი?
ისე შეშლილია ჩემი მწუხარება
ეჭვის ტყეებიდან ვის არ გამოდენის.

ღმერთო დიდებულო მოვედ აღსარებად,
ამ ბრმა აგონიით ალბათ განგებ მცდიდი,
ისე ძვირფასია ჩემი გამწარება,
არცერთ სიხარულში რომ არ გაგიცვლიდი.

დაცხრა ყვავილთა და ფერთა ბატალია,
ახლა ველთაშიგან ქარნი კრიახობენ,
რაღაც... მდიდრობის და ძარცვის ბადალია,
ქალთან სიცოცხლე და ქალთან სიახლოვე.

Exclamation
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზურაბ გორგილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ გორგილაძე   ზურაბ გორგილაძე - Page 2 EmptyWed May 01, 2019 11:10 pm

ზურაბ გორგილაძე

გადმოვარდნილს გოდერძით თუ...

გადმოვარდნილს გოდერძით თუ
ხინოს მთით თუ ორცვითაო,
თაგოს მთვარე თავდგირიძის
თუნთასავით მკოცნიდაო,
წიფლი ფოთოლ ლექსებს ვწერდი,
გულ-ბალანის მოწვითაო,
პირჭიკჭიკა ვარსკვლავები,
სულ მთებზე გადმოცვივდაო,
ამ დუნიას შენს დირეღთან
გორვა-გორვით მოვცვითავო,
ჩემი სულის კუკული ხარ,
არ იფიქრო მოგწყვიტავო.



გადმოვარდნილს

Published on Jan 16, 2014
კითხულობს ზურაბ გორგილაძე


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზურაბ გორგილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ გორგილაძე   ზურაბ გორგილაძე - Page 2 EmptyWed May 01, 2019 11:12 pm

ზურაბ გორგილაძე

მშვიდობით

მშვიდობით!.. დიდხანს ვერაფერს მოგწერ,
კარდაკარ ვივლი ხმაგაკმენდილი,
გავხდები ბევრი ავ-კარგის მოწმე,
და დროს შევხედავ შემცბარ ღმერთივით.
ვივლი, ბიბლიურ სამოსით ვივლი,
გავწევ კახაბრელ გლეხის შეგნებით, –
და ღვთის სასწორზე შეგდებულ გვირგვინს
შემიმკობს შენი ეჭვის ეკლები.
ამაოებას ვერავინ აღგვის,
ღმერთის პირმშოა ყველა ღვიძილი,
დავდევ ბახჩაში შეპარულ თაგვებს
და კატა სხვენში კვდება სიცილით.
არ ვიცი საით, ოცნების ნავი,
ამდენი ვაზიც ჯვარზე დაწნული,
სულში დაღლილი მუსიკა ყვავის
თუ კედლებს მიღმა ტირის ქალწული?
არ ვიცი!.. მე კი ვერაფერს ვყვედრი,
ლახვრებს განკითხვის ჟამად მოღერილს,
მღვრიე ფოთლებად გუბდება მდედრი
და ცხელ ნესტოებს ხეთქავს ოხერი.
მშვიდობით!.. დიდხანს ვერაფერს მოგწერ,
ვივლი, ბიბლიურ სამოსით ვივლი
და შენ გახდები პირველი მოწმე,
სამშობლო როგორ დამადგამს გვირგვინს.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზურაბ გორგილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ გორგილაძე   ზურაბ გორგილაძე - Page 2 EmptyWed May 01, 2019 11:13 pm

ზურაბ გორგილაძე

ომარ ხაიამის მონოლოგი

ჩემს საუფლოში ფოთლები ცვივა,ფოთლები ცვივა,
ფოთლები ცვივა,
გადაჰქრის ქარი, გადმოჰქრის ქარი ქარვისფერ ველებს,
ქვესკნელს ასველებს, ქვესკნელს ასველებს მწუხარე წვიმა
და მღვრიე ღვარი, ო, ნიაღვარი ცას მიასვენებს.

ჩემს საუფლოში ნელდება ჩრდილი, ნელდება ჩრდილი,
ნელდება ჩრდილი,
ღვინისფერ ჩარდახს, ღვინისფერ ჩარდახს სურვილობს საზი,
ცრემლებზე მაზის, ზედ გულზე მაზის ჩიტი და ტირის,
სად გადაჰქარდა, სად გადაჰქარდა სატრფო ლამაზი.

ოჰ, ასე გავჩნდი... არავის ნებით, არავის ნებით,
არავის ნებით,
არავის თხოვნით,არავის ხათრით, ხატი და რჯული, -
და ვიღაც უვლის და რაღაც უვლის გადაშენებით,
უმაღლესს ყოვლად, უაღრესს ყოვლად, - ბუნების სურვილს.

ჩემს ბორკილებში ჟინი ქვითინებს, ჟინი ქვითინებს,
ჟინი ქვითინებს,
ზეიმობს აზრი, ზრიალებს აზრი, მსაჯულის ყოვლის,
ტკივილის თრთოლით, ცრემლების თრთოლით ცას
ვაგვირგვინებ
და კუბოს ზარავს, ოჰ, კუბოს ზარავს ზარების თოვლი.

ჩემს სურვილებში ბუნება კვდება, ბუნება კვდება,
ბუნება კვდება,
ამოდის ბოლი, გადადის ბოლი ვნებების ნორჩის,
ჩვენებებს ლოშნის, ჩვენებებს პორჭყნის ველური კდემა
და მრჩება ყოვლად, ოჰ მრჩება ყოვლად უმანკო ჩონჩხი.

ჩემს სიმღერაში ძეგლს ვუგებ სევდას, ძეგლს ვუგებ სევდას,
ძეგლს ვუგებ სევდას,
საკუთარ სისხლში, საკუთარ სისხლში ხარხარებს ღმერთი,
ბახუსის კვერთხით, ბახუსის კვერთხით საწუთრო მდევდა
ჭრილობებს ვიხსნი, იარებს ვიხსნი ბახუსის ფერხთით.

მე სული მიჭრის... მე სივრცეს ვეძებ, მე სივრცეს ვეძებ,
მე სივრცეს ვეძებ,
ვარსკვლავებს ზემოთ,ვარსკვლავებს ქვემოთ
საწუთროს ვტეხდი,..
სიმღერით ვზილავ, ტირილით ვზილავ ვარდების ველზე
საკუთარ სხეულს, საკუთარ სხეულს საკუთარ ფეხით.

მინდოდა იქნებ სხეულის ახსნა, სხეულის ახსნა,
სხეულის ახსნა,
დაბმული ოდით, დაბმული ოდით ველურის ქოხთან,
ამაოდ ოხრავ, ამაოდ ოხრავ, - ვაი ჩვენს თავსა,
თავარქვათ ბედი, ვუწოდოთ ბედი, რაც უკვე მოხდა.

არსობის ბეთლემს გააქვს ყიჟინი, გააქვს ყიჟინი,
გააქვს ყიჟინი,
მე ყველას სჯულის, მე ყველას სულის კამარას ვიცნობ,
სამარადისოდ ერთმანეტს ებრძვის შიში და ჟინი
და კვდება ჟინი, მარცხდება ჟინი სამარადისოდ.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზურაბ გორგილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ გორგილაძე   ზურაბ გორგილაძე - Page 2 EmptyWed May 01, 2019 11:25 pm

ზურაბ გორგილაძე

ქალის განა მოტყუება

რაც არ უნდა ბრმა ვნებების ნათელ ალზე იწვოდე,
ვნებებს ნუ დაედევნები, ქალი უნდა იცოდე!

თუ უნაზეს ცბიერებით გულის სწორი გიწოდეს,
გქონდეს მამრის ძლიერება, ქალი უნდა იცოდე!
ბზინავს. მაგრამ ნება-ნება, მზეზე სკდება ყავარი,
ქალის განა მოტყუება?-მოგებაა მთავარი.
ასავსავებს ბრბო შავ ხელებს, მიეთით და მოეთით,
ქალი რჩეულ სისულელეს უჩუმდება ყოველთვის.
დაივიწყე თუ ოდესმე მისგან რამე გტკენია,
ქალმა უნდა გააჩაღოს კერიაც და გენიაც.
ქალმა უნდა შეაჩვენოს ვინც სიზმარში ბოროტობს,
ქალმა უნდა დაგვცინოს და დაგვიტიროს ბოლო დროს.
თუ უნაზეს ცბიერებით გულის სწორი გიწოდეს,
გქონდეს მამრის ძლიერება, ქალი უნდა იცოდე!


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზურაბ გორგილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ გორგილაძე   ზურაბ გორგილაძე - Page 2 EmptyWed May 01, 2019 11:28 pm

ზურაბ გორგილაძე

ძველი გაკვეთილები

რომ მსახურებ, – ვის მსახურებ,
ვის ტახტს ვარცხნი, ვის სოფელში წვები...
უპირველეს! – უნდილაძე გაიხსენე,
უნდილაძის უპატრონო ძვლები.
ჩანგის მეფე გაიხსენე!
ჩალმის ფარფლი თავსამკაულს ზედან,
სპარსის ენით გაბანგული მღერალობა,
და... ისპაჰანს დაგლეჯილი დედა.
მოურავიც გაიხსენე!
გულმძვინვარე ხმალ-ხაფი და კვერთხი,
დაცამხობილ ტახტებსა და სატახტოებს,
შაჰს და ხონთქარს რომ უფენდა ფერხთით.
გაიხსენე! – მაშრიყიდან მაღრიბამდე
ახვეტილი ალაფიც და ღალაც,
ზურგში დანა, ყმობასა და ერთგულებას,
შვილის თავი, _ უზენაეს ღალატს.
ყველაფერი ამოყარეს...
პატივის და პატიების ღირსი,
მაცოდინე! – რომელ ქართველს დაუფასდა
უღელი და სამსახური სხვისი.
მტრისას! მტრისას! რაც წაჰკიდეს,
რაც დამართეს! – ძმავ, შვილო და მამავ,
სხვის თეოზე აყეფებულ მგელ-ქოფაკებს,
სხვის ყოფაზე აყივლებულ მამალს.
სადროშოებს, სამრეკლოებს, საფიხვნოებს,
სისხლს აკლია! – ლხინად ვარ თუ მიჭირს,
სხვის ღორძინს და ძლიერებას გადაკლული,
შვილთა ჩვენთა სახსარიც და ნიჭიც.
კარგად გაისიგრძეგანე! –
შენი გმირიც, შენი ურჩიც, მხდალიც...
რას ეტყვიან თავმომწონე თაობები
ერთ ჩექმაში დაბერებულ სტალინს.
რაღა დროის... დამტვრევიათ რქები ხარებს,
სხვის უღელში და გუთანში ნაბამთ
უპირველეს! – შენს ქვეყანას მოუარე,
დამბადებელს ემსახურე, ბაბა!


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზურაბ გორგილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ გორგილაძე   ზურაბ გორგილაძე - Page 2 EmptyWed May 01, 2019 11:32 pm

ზურაბ გორგილაძე

ახალ წელს

უმთავრეს, უმთავრეს, უმთავრეს სამშობლოს
სამშობლოს, ჩემს ჩანგს რომ აღაგზნებს პირველი,
ახალ წელს, ახალ წელს, ახალ წელს ვულოცავ
მე მისი მარადის ცისფერი ფრინველი.

უმაღლეს, უაღრეს, უნაღდეს ხალხს ქართველს,
მის ქუდს და ყაბალახს, ჯაგანს და ულოსა,
მის მაღალ ოცნებას, მის ზევსურ მოწყენას,
მის თავს და მოსწრებას მხურვალედ ვულოცავ.

ბრძენსა და გამგებელს, უხვსა და მოწყალეს,
მის ჩანგს და საჭრეთელს, მის გრდემლს და უროსა,
მის თორს და ტყავკაბას, სახნავს და საკაფავს,
მის ყველა კარგ ამბავს მხურვალედ ვილოცავ.

ჩვეულ ორნამენტებს, კავებს და კარედებს,
სულ სალოლიავო და საგუგუნო ცას,
ახალ ფშავ-ხევსურეთს და სოფლებს მესხურებს,
მის მეკვლე_მეგზურებს ვულოცავ, ვულოცავ.

დახანჯლულ მხარმკლავებს, დაშაშრულ ტორაღებს,
მის სარაინდოს და საუფლისწულოსა,
კახეთით, კოლხეთით წამოსულ ფერხვავებს,
მათ ხელს და ხელხვავებს მხურვალედ ვულოცავ.

მის ყველა კაი ყმას ხარივით მივბღავი,
ვდგავარ გონიოსთან, სარფთან თუ ხულოსთან,
დიდქართულ ტვირთებით დადრეკილ დიდბიჭებს,
მის ბონდოს, მის ბაკურს, მის თენგიზს ვულოცავ.

შატბერდთან, ხახულთან, პარხალთან, ტაოსთან,
ჩვენს ძველ სამზეოსთან, ჩვენს ძველ სარჯულოსთან,
კვლავაც, რომ ბალღები ქართულად მღერიან
იმ ქართულ სიმღერას, იმ ბალღებს ვულოცავ.

სულ მაღლა და მაღლა აღანთე ჩოგანი
და კვლავაც ხამს დაბლა შემოჰკარს რბილოსა,
ჩემო მარჩენალო, ჩემო დამმარხავო,
ხალხო და ქვეყანავ, გილოცავ, გილოცავ!

Exclamation


ზურაბ გორგილაძის გახსენება

ქართული ტელევიზია
Published on Nov 1, 2016


study


Last edited by Admin on Thu May 02, 2019 9:58 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზურაბ გორგილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ გორგილაძე   ზურაბ გორგილაძე - Page 2 EmptyWed May 01, 2019 11:48 pm

ზურაბ გორგილაძე

ჭკვიანი ქალი დასცინის ლამაზს

ჭკვიანი ქალი დასცინის ლამაზს,
ლამაზი ქალი დასცინის ჭკვიანს,

სულ ასე იყო ამ ქალურ თამაშს,
ადამის ვაშლის ნაფცქვენი ჰქვია.

ადამს კი... სადღაც მიურბის თვალი
და ველ-მინდვრებში მოხეტეს ბუნდად,
ჯერ უნდა ყოვლად ლამაზი ქალი
და მერე ქალი ჭკვიანი უნდა.

Exclamation
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ზურაბ გორგილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ გორგილაძე   ზურაბ გორგილაძე - Page 2 EmptyWed May 01, 2019 11:50 pm

ზურაბ გორგილაძე

გადაწყდა, გტოვებ...

გადაწყდა, გტოვებ...
სამუდამოდ გივიწყებ, გტოვებ,
ჩემს ჭირის ზიარს, ლხინის ზიარს,
გადაწყდა გტოვებ...
გშორდები, მივალ და არ მინდა ,
მოხედვა უკან,
დამარქვან უნდო, უცხვირპირო,
დამარქვან გულქვა,
აღარ მოვწამლავ შენი შხამით
ნებიერ წუთებს,
მეყო რაც მბანგე, რაც მაბრუე,
მთენთე და მთუთქე,
აღარ წამყვება შენი სუნი
ფინთი და მწკლარტე,
რაც უნდა მწვავდე, მახელებდე,
მსურდე და მწამდე.
ვეღარ ამიწვავს დაღლილ თვალებს
მაგ შენი თმების, -
ცისფერი ბინდი, სამუდამოდ გემშვიდობები.
გადაწყდა, მაგრამ...
მაგრამ როცა რჯულსა და ქრისტეს,
ჯიბეებს ვიჩხრეკ, გპოულობ და...
გაბოლებ ისევ.

king
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ზურაბ გორგილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ გორგილაძე   ზურაბ გორგილაძე - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ზურაბ გორგილაძე
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: