არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ნინო სადღობელაშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 3 EmptyMon Feb 11, 2019 8:51 am

ნინო სადღობელაშვილი - Page 3 Nino_s13
მწერალი ნინო სადღობელაშვილი - სერგო წურწუმიას ნახატი, 2018

Exclamation

ნინო სადღობელაშვილი

გაიფოთლა ქარები

გაიფოთლა ქარები.
დაჩნდა ნიაღვარები,
საით უნდა წახვიდე
ან რომელი მხრიდან!
ესეც შენი სამოთხე,
ესეც შენი სამოთხე.
ენი საიმოცნებო
ლურჯო სერაფიტა!..

ვისი მზისთვის მღეროდი,
განთიადებს ელოდი,
ნაკადულებს შველოდი
წასკდომოდნენ მიწას..
ესეც შენი სიმღერა,
გული გადაიღერა,
უხმოდ მღერას ვინ ისმენს
სხივო სერაფიტა!..

მთვარემ შუქი გალია..
გაჭირდება ძალიან
ძვლებზე შემონაცვამი
ნაზამთრალი მიწა.
შენს ბაღში რომ კვალია
თეთრი იასამანის,
ჯვარს იწერდა სისხამზე
შენი სერაფიტა..

ჟამი მიაქვს ქარავნებს..
დრო რომ მოგიპარავდეს!
დრო რომ დაგიფარავდეს
ხმელეთით და ზღვითა!
საით შენი ოცნება,
საით შენი სამოთხე,
საით გაგიწევია
ლურჯო სერაფიტა!..


study


Last edited by Admin on Wed Apr 10, 2019 10:09 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნინო სადღობელაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 3 EmptyFri Mar 15, 2019 4:39 pm

ნინო სადღობელაშვილი

ბამბაზიის სამოთხე

პირმომტვრეული მაკრატლით ჭრიდა პატარა ბამბაზიის შარვლებიდან კურდღლებს, ციყვებს და ბამბუკებს.

ჭრიდა, დიდის ამბით კედლებზე აწებებდა.

მთელი საღამო ამ საქმეს მოანდომა. თითის წვერებით მოქმედებდა, ფრთხილად და საგულდაგულოდ. მაკრატლის თითო შემოტარებაზე უნებურად პირს აყოლებდა და მთელი ტანით ზევითკენ იწეოდა.

ბოლოს გამოჭრა როგორც იქნა. შუქზე გახედა ბავშვობაამოცლილ შარვლებს და იქვე გადაყარა.

მერე გაყინული ჩაი მოსვა. ტელეფონზე რაღაც ნომერი აკრიფა და ლაპარაკი გააბა:

- ...როგორა ხართო... დედაშენი როგორ არისო... კიდევ აწუხებს თირკმელებიო? მე რომ კაბა გამოგიგზავნე, მოგერგოო?.. ჩემი ქალიშვილობისდროინდელიაო, მაგაში გამოწყობილი მაგნოლიის ყვავილს ვგავდიო - ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეუბნებოდნენო... მეც ვარ, რა ძველებურადო... ორი მოსწავლე მყავს, ისინიც - თავს არ მანებებენ, შენზე უკეთესთან ვისთან მოვემზადებითო, თორემ, მე კი აღარ შემიძლიაო... ეჰ, დავბერდიო... ჰო, მართლა - წუხელ დამესიზმრეთო... მე და რატი ვიყავით მდინარის პირას, კენჭებს ვისროდით და ამ დროს თქვენც გამოჩნდით, თეთრი ნავით მოდიოდითო... რა სასაცილოები იყავით, დედაშენი შიგ ძლივს ეტეოდა, იმის თეძოების რხევისგან ნავს ჭრიალი გაჰქონდაო... ჰო, მეჩქარება ეხლა მე, ძალიან მეჩქარება და მგონი კარზეც ზარიაო...

ცოტა ქარი იყო, ფანჯრებამდე აწვდენდა ტოტებს. მარტო ეს ხმა იდგა ოთახში,

მხოლოდ ეს და მეტი არც არსაიდან იძვროდა სიცოცხლე.

ღამით ისევ მოვიდა რატის ლანდი. ჩამოუჯდა ცხვირწინ და გაუბოლა მურაბაში გაცვლილი სიგარეტი.

ჰო, ეგრე, - ვანოს, მეზობელს, დიაბეტი და ბევრი სიგარეტი ჰქონდა. რატის - დედამისის მოხარშული მურაბა და, კიდევ - დედამისი ჰყავდა. ცვლიდა ხოლმე, საღამოობით, ლამპის შუქზე ნარდს რომ თამაშობდნენ ან კროსვორდებს როცა ხსნიდნენ ან გაზეთებზე როცა ლაპარაკობდნენ და, რატი ყოველთვის დედის ცხვირწინ ეწეოდა. იჯდა და თან ეწეოდა და თან კედლებს ათვალიერებდა რატის ლანდი. ყველგან თვითონ იყო. იმის გალერეად გადაეკეთებინა დედამისის მთელი სახლი.

... რატი, გრემში ექსკურსია გახსოვს?.. მე და შენ რომ ვიმღერეთ და მერე ექოს რომ ვუსმენდით, მთებს რომ ჩვენს სახელებს ჩავძახებდით ხოლმე?

და თუშეთი? სამი ჭრილობით რომ ჩამომიხვედი... უხ, იმ ერკემალის რქებს ეხლაც ვწყევლი, ჩანგალივით რომ წამოგიგო ზედ... არა, მაინც კარგი იყო. თუშური რომ მასწავლე, გახსოვს? - „ჯეელებ რაგვერ ხართა, დანადუმარნო...“

გახსოვს, ჩვენი მეზობელი, ვანო, „დედაკაცს“ რომ მეძახდა ხოლმე და მე რომ მწყინდა, ძალიან მწყინდა.

დედაკაცო, წყალი მომაწოდე...

დედაკაცო, შენს გახარებას, ეგრე ნუ იბღვირები...

დედაკაცო, გვაცადე მე და შენს ბიჭს კაცურად საუბარი!..

მაშინ მწყინდა, ეხლა მენატრება... გახსოვს?

და თეკლა, მე რომ ბეჭედი მომპარე, იმას რომ წამოაცვი ცერა თითზე!..

და ხო, ხო, ახსოვს რატის ლანდს და უფრო გამწარებით ექაჩება სიგარეტს.

მერე, ამ დანისლულ ოთახშიც ინათლებს.

ჰე, გადტოვებ აწი... - გამთენიისას იტყვის ლანდი და უხმაუროდ შეაშრება კედლებს.

დილის ათ საათზე ლაურა მოვიდა. ფანჯრები დაუხსნა, მტვერი გადაუწმინდა, თეთრეული გამოუცვალა, მიბან-მობანა და ჩამოუჯდა ცოტა ხნით, წინ ყავა დაიდგა და მინაბულმა დაიწყო სმა.

მეც მინდა... - შეეხვეწა მოხუცი.

მოიცა, ხო, მოგიდუღებ! - გამოსცრასავით ლაურამ და ზლაზვნით მოადუღა.

გიყვარს ხო ყავა, ლენა დეიდა? შენ რა გითხარი მე!.. - შესციცინა თვალებგადმოკარკლულ მოხუცს, რომელმაც ვერაფერი ვერ გაიგონა.

გიყვარს ხო ყავა! გიყვარს! - უყვირა ლაურამ.

თავი დააქნია.

მარა, შენ რა იცი იმისთანა ყავა, ჩემს სამშობლოში რო ადუღებდნენ! - ესეც ხმამაღლა.

სადაა შენი სამშობლო?! - გაიოცა ლენამ.

იქა... რო გამოგვრეკეს ცხვრებივით. აბა ის იყო ყავა, თუ თორე, ეს წყალწყალა ახლა შენისთანებს თუღა მოატყუებს.

თაგვის სუნია... - უცებ ცხვირი შეიჭმუხნა მოხუცმა.

თაგვის კი არა, იმის!.. შენ რო ფსამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, იმის ბრალია ეგ. რა გითხრა, შედი იმ დასაწვავში, რამე როცა მოგინდება-მეთქი!

უხეშად მისწი-მოსწია სკამები და იატაკი სველი ტილოთი მოამშრალა.

არა, თაგვის სუნია... გაუბედავად თქვა მოხუცმა და თვალები აუწყლიანდა.

ჩემი პური არ შეჭამოს...

რა გიქნია ეს, ლენა დეიდა! - მოისმა უცებ მეორე ოთახიდან კივილი.

ლენამ შეშფოთებით გახედა ქალს და უცებ დამშვიდდა. ღიმილით წაეტანა ხელებზე.

რა გიქნია ეს, რას დაგიმსგავსებია ეს საცოდავი ტანსაცმელი, ვისია?!

მომეცი... - ფრთხილად გამოართვა ბამბაზიის დაფხრეწილი შარვლები და პერანგები, ერთად დააგორგოლა და იღლიაში ამოიჩარა. - აი!.. - ანიშნა კედლებზე.

და, ლაურამ კინაღამ ენა გადაყლაპა მოულოდნელობისგან.

რა არი ესაა, ლენა დეიდა! როგორ გადიწკეპებია ესენი, როგორ ავადღლიზო აქედან!

რა უნდა აადღლიზო, ეს სამოთხეა!..

მშვიდად უპასუხა ლენამ და ლაურა მიხვდა, რომ ახლა მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ახლა - არა.

- ჯანდაბას შენი თავი!... - ჩუმად ჩაილაპარაკა, - აჰა, ეს პური და კალბასი, ეს ტყემალი, სუპი ქვაბშია, არ მოიმშიო. მე ხვალ მოვალ. კარები არავის გაუღო, გაიგე? - ხმამაღლა უთხრა.

მოხუცმა თავი დაუქნია და უსაზღვრო ნეტარება იგრძნო, რადგან ლაურა წავიდა.

ლენამ ერთი-ორჯერ კიდევ გადარეკა ცოცხალ და გარდაცვლილ ნათესავებთან და წერილის დასაწერად დაჯდა.

„ქეთინო, შვილო“...

- დაიწყო და უცებ ხელებში საშინელი სიმძიმე იგრძნო, ვერაფრით დაიმორჩილა კალამი.

ამ დროს კარებზე ზარი დარეკეს და ისიც გახარებული წამოფრინდა, ამ სიმძიმისაგან ოდნავ გათავისუფლებული.

ლექსო იყო, რატის ძმაკაცი, რასაკვირველია, მთვრალი.

უყურა მოხუცს, უყურა, მერე მის ხელს დასწვდა, მკვდარი ჩიტივით დაიდო ხელის გულზე და ძველებურად, მაღალფარდოვნად აკოცა.

მოხუცი გაიბადრა, - რა ლამაზი ხარ, ლენა დეიდა, შენ გენაცვალოს ჩემი გახუნებული სიცოცხლე!

მხრებზე ხელმოხვეულმა შეიყვანა ოთახში.

ისხდნენ. სულ ლექსო ლაპარაკობდა. ხელებს იშველიებდა და თვალებს ხშირ-ხშირად ხუჭავდა.

- აი, შენ რომ ვინმემ გაგაბრაზოს, ხო იცი არა, ძაღლივით დავგლიჯავ, ლენა დეიდა, ცოცხლად შევჭან, შენ რომ ვინმემ გაწყენინოს, შენ ჭკვიან თვალებზე რო ცრემლი დავინახო, რატის სულს ვფიცავარ!... ის ქალი ხო არ გიტრაკებს, ლენა დეიდა, მე იმის სუყველაფერი... რა ნუ ვიგინები, განა არ ვიცი, ეგეთი ძაან მზრუნველი რატო იჩითება? საიდან მოგაგნო, ვინ აღმოაჩინა! ეხლა გახდა შენი ნათესავი? რატის მაგაზე არასდროს მოუყოლია!... არ დაეჩაგვრინო, ლენა დეიდა, ისედაც ხო ხედავ, ნახევარი სახლი გაგიზიდა, მე მაგის ანგარებიანი დედა ვატირე!.. რა ნუ ვიგინები, შევიგინები კი არა, შენ დაკრულზე ვაცეკვებ, შენ ოღონდ მითხარი, ცუდად ხო არ გექცევა!..ხო არ გიყვირის ან რამე!.. საჭმელს გიმზადებს?.. მე ხო იცი... ხშირად არა მცალია და ვერ მოვდივარ ხოლმე, თორე, ვისი რამე გვინდა, მე და შენ ხო ძმები ვართ, ლენა დეიდა, შენ ჭაღარა თავს შემოვევლე... განა დამავიწყდება, ლენა დეიდა, დედაჩემს რო უვლიდი და... პურის რიგში რო იდექი ჩვენი გულისათვის და... არა, რატო არ უნდა მოვყვე! არავის დაეჩაგვრინო, ყველას დედა უტირე, გაიგე? ეს ცხოვრება ეგეთი ყოფილა! რა ვიცი, მე ვიცი, აბა ვინ იცის ამ ცხოვრების!.. რატის სულს ვფიცავარ, იმ ქეთინოსაც ერთხელ იქნება მაგრა გამოგილანძღავ, რა არი ესა, დაგტოვა მარტო და აღარც ჩამოიხედა აქეთკენ. ბავშვი მეც მენატრება,ჩემი მერცხალივით გოგო, რატიევნა... სურათები მაინც გამოგიგზავნოს იმ ჩემისამ...

ფულს გიგზავნის, ლენა დეიდა? ის ლაურაა თუ ვიღაც ფეხებია, ის იღებს? შენ გაძლევს? შენ სადა ხარჯავ, ლენა დეიდა?...

მაწონს ყიდულობ?.. ჩემო პატარა ბავშვო... რა საყვარელი ხარ, ლენა დეიდა... როგორ გაგთრებია ფრჩხილები!.. რა? მე რად მინდა? რატის სახელზე ვიყიდო? არა კაცო, ისე ვიყიდი... კარგი რა, ლენა დეიდა!... ოოო, არ გამოგართმევ!.. ეს ბევრია, ამ ფულით მთელი ლუდის ბარი მომივა...

კარგი ჰო, მადლობა... მადლობა ლენა დეიდა და, რატი გაგინათლოს ღმერთმა. შენც ამოგიტან ცივ ლუდს, არ გინდა? არა? მარწყვი იყოს, კარგი. მადლობა ლენა დეიდა, ჯიგარი ხარ...

გაუბედავად ჩაიკეცა ჯიბეში მოხუცის მოცემული ფული და ისევ ლაურას გინებით და ლენას ფერებით გავიდა ოთახიდან.

უსიტყვოდ დაღამდა. ვერ დაწერა ლენამ რძლის სახელზე მისაწერი წერილი



* * *
მერე, ბევრი დღის შემდეგ, იმ ბიჭმა ლექსში ახსენა ქალი, რომელიც ღამე მტკვრის პირას დაინახა და დიდხანს ცნობისმოყვარედ უყურა, რადგან ეგონა, მდინარეში გადახტომას აპირებდა.

ლექსი მსუბუქი და რაღაცნაირად თვითკრიტიკულიც გამოუვიდა. ყველაფერში სირთულეს რომ ეძებდა და ტრაგედიას რომ ხედავდა, იმის გამო ისჯიდა თავს.

არადა, ის ქალი მოხუცი ლენა იყო, საღამოს თავისი სახლის კედლებიდან თავდაღწეული. ძალიან მშვიდად იჯდა ხიდის მოაჯირთან, სიგარეტს ეწეოდა და ფიქრადაც არ მოსვლია მსგავსი სისულელე.

ბიჭი არავინაც არ იყო. ისე, მოპოეტო გამვლელი. ამ ეპიზოდში შემთხვევით მოხვდა.

სიგრილე ამოჰქონდა ახორკლილი მდინარიდან ნიავს. ადამიანები კანტი-კუნტად დაიარებოდნენ. როგორც ყოველთვის, წყვილად, ან მეწყვილის ძებნაში გართულები. ამ ქალაქში მარტოდმარტო სიარულისთვის ბევრი ძალაა საჭირო.

სიგარეტის ნამცეცებზე მტრედები ისხდნენ. ლენას ფეხის წვერებს უკორტნიდნენსავით. გაყინული თვალებით შესცქეროდა ღრუბლებს, რომლებიც სქელი ზამბახებივით გაკროდნენ ზეცას, როგორც მიტოვებულ სასაფლაოს.

ბავშვობიდან უყვარდა მათგან ათასნაირი ფიგურის გამოჭრა. ზოგი ადამიანს ჰგავდა, ზოგიც - ცხოველებს, კოშკებს, ურჩხულებს... მაშინაც ასე იჯდა ხოლმე სახლის აივანზე და გასცქეროდა. და ისე ადვილი, ისეთი ადვილი იყო ამ დროს სახლში ატეხილი წივილ-კივილის მოთმენა!.. აი, თეფშები!.. ჩინური პაგოდებით მოხატული თეფშები ზეცის ლანგარზე, რომლებიც სულ ახლახან მამამ ფეხით დაამსხვრია... აი, ქოთანი, შუადღის ათინათებით აბრჭყვიალებული, ღრუბლის ქოთანი, რომელიც ფრენისას სულ შემთხვევით ასცდა დედის საფეთქელს და კედელს მიენარცხა... აი, სიტყვების ნამცეცები, ბათქაშჩამოშლილი კედელივით დაფხრეწილი სიტყვების ნამცეცები, რომლებსაც სასიკვდილო ტყვიებით ესროდნენ ერთმანეთს მშობლები და ყველა მათგანი ღრუბლებსაც ხვდებოდა... აი, თოკი, ზეწრის თოკი, რომელსაც პატარა გოგო ყოველღამე ჩუმჩუმად გრეხდა, რადგან ერთ მშვენიერ დღეს ამ აივნიდან გადამძვრალიყო ბოლოს და ბოლოს... - და - ბოლოს...

აი, თოკი...ცის ნაგლეჯებისგან დაგრეხილი, რომელიც მას ყოველთვის აკავებდა.

კარგად შეიყნოსა ჰაერი და გაიღიმა - აღარსად იყო თაგვის სუნი. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დაუყვა დაღმართს. შიოდა და საკბილოს ეძებდა.

- ე, ბებო ნახე! - გაუკვირდათ სადარბაზოსთან ატუზულ ბიჭებს მისი მაღალი ქუსლები და ცოტა სულელური, მსუბუქი მიხვრა-მოხვრა.

- ეხლა ეს იქნება ადამის ხნისა, მარა, ეტყობა რამე? საღოლ, ქალებო!

ლენამ ამრეზით გახედა, ნაბიჯს ოდნავ აუჩქარა.

ბრჭყვიალებდნენ ბარაქიანი ვიტრინები, მადის აღმძვრელი საშაქარლამოები. დატკბილული საფუნთუშეები.

შესცქეროდა თავმომწონედ გადმოფენილ ბლითებს და ღვეზლებს და უნებურად გამხიარულდა. გაღიმებულმა შეყო თავი ერთ განათებულ ჯიხურში, მიიხედ-მოიხედა და დაიძახა:

- მშია რა!...

საცხობის სიღრმიდან ორმა თავმა გამოიხედა. მერე ერთმა უკმეხად იბრუნა პირი და მეორეს ანიშნა - შენ მიხედეო. მეორე ზლაზვნით წამოვიდა და ქალს შეაშტერდა.

- რა გნებავთ?

- ერთი ღვეზელი. ერთი ვაშლის ნამცხვარი. ერთი - ნაღების წვენი.

- ოო, აი მაგ უკანასკნელზე ვერ მოვრიგდებით - გაიღიმა

თეთრწისაფარაფარებულმა და კიდევ უფრო შეაშტერდა ლენას.

- კარგი. რაც არის ეგ არის, ჩიტები წვენებს არც სვამენ.

კაცი შეიჭმუხნა. ცოტა გაკვირვებით შეუთვალიერა თვალები.

- ჩიტები რა შუაშია?

- აუჰ, გავიცნოთ ერთმანეთი - დამსახურებული პედაგოგი, უპარტიო, თავისუფალი მოქალაქე...

სახელი არ ათქმევინა, არ დაამთავრებინა. პირდაპირ ჩაუტენა გასაცნობად გამოწვდილ ხელში, რაც უნდოდა და ჯიხურის სარკმლის დახურვა დააპირა.

აფხაზეთის გმირის დედა...

მოესმა ქალის შიგნიდან. და ყბა აუკანკალდა. მერე მხრებში მოკიდა ხელი და სინათლეზე ძალით შემოათრია. მოხუცს დამყოლი სხეული ჰქონდა. წინააღმდეგობის ნატამალიც არ გაუწევია.

- ჯანდაბას შენი თავი!... - ჩუმად ჩაილაპარაკა, - აჰა, ეს პური და კალბასი, ეს ტყემალი, სუპი ქვაბშია, არ მოიმშიო. მე ხვალ მოვალ. კარები არავის გაუღო, გაიგე? - ხმამაღლა უთხრა.

მოხუცმა თავი დაუქნია და უსაზღვრო ნეტარება იგრძნო, რადგან ლაურა წავიდა.

ლენამ ერთი-ორჯერ კიდევ გადარეკა ცოცხალ და გარდაცვლილ ნათესავებთან და წერილის დასაწერად დაჯდა.

„ქეთინო, შვილო“...

- დაიწყო და უცებ ხელებში საშინელი სიმძიმე იგრძნო, ვერაფრით დაიმორჩილა კალამი.

ამ დროს კარებზე ზარი დარეკეს და ისიც გახარებული წამოფრინდა, ამ სიმძიმისაგან ოდნავ გათავისუფლებული.

ლექსო იყო, რატის ძმაკაცი, რასაკვირველია, მთვრალი.

უყურა მოხუცს, უყურა, მერე მის ხელს დასწვდა, მკვდარი ჩიტივით დაიდო ხელის გულზე და ძველებურად, მაღალფარდოვნად აკოცა.

მოხუცი გაიბადრა, - რა ლამაზი ხარ, ლენა დეიდა, შენ გენაცვალოს ჩემი გახუნებული სიცოცხლე!

მხრებზე ხელმოხვეულმა შეიყვანა ოთახში.

ისხდნენ. სულ ლექსო ლაპარაკობდა. ხელებს იშველიებდა და თვალებს ხშირ-ხშირად ხუჭავდა.

- აი, შენ რომ ვინმემ გაგაბრაზოს, ხო იცი არა, ძაღლივით დავგლიჯავ, ლენა დეიდა, ცოცხლად შევჭან, შენ რომ ვინმემ გაწყენინოს, შენ ჭკვიან თვალებზე რო ცრემლი დავინახო, რატის სულს ვფიცავარ!... ის ქალი ხო არ გიტრაკებს, ლენა დეიდა, მე იმის სუყველაფერი... რა ნუ ვიგინები, განა არ ვიცი, ეგეთი ძაან მზრუნველი რატო იჩითება? საიდან მოგაგნო, ვინ აღმოაჩინა! ეხლა გახდა შენი ნათესავი? რატის მაგაზე არასდროს მოუყოლია!... არ დაეჩაგვრინო, ლენა დეიდა, ისედაც ხო ხედავ, ნახევარი სახლი გაგიზიდა, მე მაგის ანგარებიანი დედა ვატირე!.. რა ნუ ვიგინები, შევიგინები კი არა, შენ დაკრულზე ვაცეკვებ, შენ ოღონდ მითხარი, ცუდად ხო არ გექცევა!..ხო არ გიყვირის ან რამე!.. საჭმელს გიმზადებს?.. მე ხო იცი... ხშირად არა მცალია და ვერ მოვდივარ ხოლმე, თორე, ვისი რამე გვინდა, მე და შენ ხო ძმები ვართ, ლენა დეიდა, შენ ჭაღარა თავს შემოვევლე... განა დამავიწყდება, ლენა დეიდა, დედაჩემს რო უვლიდი და... პურის რიგში რო იდექი ჩვენი გულისათვის და... არა, რატო არ უნდა მოვყვე! არავის დაეჩაგვრინო, ყველას დედა უტირე, გაიგე? ეს ცხოვრება ეგეთი ყოფილა! რა ვიცი, მე ვიცი, აბა ვინ იცის ამ ცხოვრების!.. რატის სულს ვფიცავარ, იმ ქეთინოსაც ერთხელ იქნება მაგრა გამოგილანძღავ, რა არი ესა, დაგტოვა მარტო და აღარც ჩამოიხედა აქეთკენ. ბავშვი მეც მენატრება,ჩემი მერცხალივით გოგო, რატიევნა... სურათები მაინც გამოგიგზავნოს იმ ჩემისამ...

ფულს გიგზავნის, ლენა დეიდა? ის ლაურაა თუ ვიღაც ფეხებია, ის იღებს? შენ გაძლევს? შენ სადა ხარჯავ, ლენა დეიდა?...

მაწონს ყიდულობ?.. ჩემო პატარა ბავშვო... რა საყვარელი ხარ, ლენა დეიდა... როგორ გაგთრებია ფრჩხილები!.. რა? მე რად მინდა? რატის სახელზე ვიყიდო? არა კაცო, ისე ვიყიდი... კარგი რა, ლენა დეიდა!... ოოო, არ გამოგართმევ!.. ეს ბევრია, ამ ფულით მთელი ლუდის ბარი მომივა...

კარგი ჰო, მადლობა... მადლობა ლენა დეიდა და, რატი გაგინათლოს ღმერთმა. შენც ამოგიტან ცივ ლუდს, არ გინდა? არა? მარწყვი იყოს, კარგი. მადლობა ლენა დეიდა, ჯიგარი ხარ...

გაუბედავად ჩაიკეცა ჯიბეში მოხუცის მოცემული ფული და ისევ ლაურას გინებით და ლენას ფერებით გავიდა ოთახიდან.

უსიტყვოდ დაღამდა. ვერ დაწერა ლენამ რძლის სახელზე მისაწერი წერილი



* * *
მერე, ბევრი დღის შემდეგ, იმ ბიჭმა ლექსში ახსენა ქალი, რომელიც ღამე მტკვრის პირას დაინახა და დიდხანს ცნობისმოყვარედ უყურა, რადგან ეგონა, მდინარეში გადახტომას აპირებდა.

ლექსი მსუბუქი და რაღაცნაირად თვითკრიტიკულიც გამოუვიდა. ყველაფერში სირთულეს რომ ეძებდა და ტრაგედიას რომ ხედავდა, იმის გამო ისჯიდა თავს.

არადა, ის ქალი მოხუცი ლენა იყო, საღამოს თავისი სახლის კედლებიდან თავდაღწეული. ძალიან მშვიდად იჯდა ხიდის მოაჯირთან, სიგარეტს ეწეოდა და ფიქრადაც არ მოსვლია მსგავსი სისულელე.

ბიჭი არავინაც არ იყო. ისე, მოპოეტო გამვლელი. ამ ეპიზოდში შემთხვევით მოხვდა.

სიგრილე ამოჰქონდა ახორკლილი მდინარიდან ნიავს. ადამიანები კანტი-კუნტად დაიარებოდნენ. როგორც ყოველთვის, წყვილად, ან მეწყვილის ძებნაში გართულები. ამ ქალაქში მარტოდმარტო სიარულისთვის ბევრი ძალაა საჭირო.

სიგარეტის ნამცეცებზე მტრედები ისხდნენ. ლენას ფეხის წვერებს უკორტნიდნენსავით. გაყინული თვალებით შესცქეროდა ღრუბლებს, რომლებიც სქელი ზამბახებივით გაკროდნენ ზეცას, როგორც მიტოვებულ სასაფლაოს.

ბავშვობიდან უყვარდა მათგან ათასნაირი ფიგურის გამოჭრა. ზოგი ადამიანს ჰგავდა, ზოგიც - ცხოველებს, კოშკებს, ურჩხულებს... მაშინაც ასე იჯდა ხოლმე სახლის აივანზე და გასცქეროდა. და ისე ადვილი, ისეთი ადვილი იყო ამ დროს სახლში ატეხილი წივილ-კივილის მოთმენა!.. აი, თეფშები!.. ჩინური პაგოდებით მოხატული თეფშები ზეცის ლანგარზე, რომლებიც სულ ახლახან მამამ ფეხით დაამსხვრია... აი, ქოთანი, შუადღის ათინათებით აბრჭყვიალებული, ღრუბლის ქოთანი, რომელიც ფრენისას სულ შემთხვევით ასცდა დედის საფეთქელს და კედელს მიენარცხა... აი, სიტყვების ნამცეცები, ბათქაშჩამოშლილი კედელივით დაფხრეწილი სიტყვების ნამცეცები, რომლებსაც სასიკვდილო ტყვიებით ესროდნენ ერთმანეთს მშობლები და ყველა მათგანი ღრუბლებსაც ხვდებოდა... აი, თოკი, ზეწრის თოკი, რომელსაც პატარა გოგო ყოველღამე ჩუმჩუმად გრეხდა, რადგან ერთ მშვენიერ დღეს ამ აივნიდან გადამძვრალიყო ბოლოს და ბოლოს... - და - ბოლოს...


(გაგრძელება ქვემოთ)

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Fri Mar 15, 2019 4:40 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნინო სადღობელაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 3 EmptyFri Mar 15, 2019 4:40 pm

ნინო სადღობელაშვილი

ბამბაზიის სამოთხე


(გაგრძელება)

აი, თოკი...ცის ნაგლეჯებისგან დაგრეხილი, რომელიც მას ყოველთვის აკავებდა.

კარგად შეიყნოსა ჰაერი და გაიღიმა - აღარსად იყო თაგვის სუნი. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დაუყვა დაღმართს. შიოდა და საკბილოს ეძებდა.

- ე, ბებო ნახე! - გაუკვირდათ სადარბაზოსთან ატუზულ ბიჭებს მისი მაღალი ქუსლები და ცოტა სულელური, მსუბუქი მიხვრა-მოხვრა.

- ეხლა ეს იქნება ადამის ხნისა, მარა, ეტყობა რამე? საღოლ, ქალებო!

ლენამ ამრეზით გახედა, ნაბიჯს ოდნავ აუჩქარა.

ბრჭყვიალებდნენ ბარაქიანი ვიტრინები, მადის აღმძვრელი საშაქარლამოები. დატკბილული საფუნთუშეები.

შესცქეროდა თავმომწონედ გადმოფენილ ბლითებს და ღვეზლებს და უნებურად გამხიარულდა. გაღიმებულმა შეყო თავი ერთ განათებულ ჯიხურში, მიიხედ-მოიხედა და დაიძახა:

- მშია რა!...

საცხობის სიღრმიდან ორმა თავმა გამოიხედა. მერე ერთმა უკმეხად იბრუნა პირი და მეორეს ანიშნა - შენ მიხედეო. მეორე ზლაზვნით წამოვიდა და ქალს შეაშტერდა.

- რა გნებავთ?

ერთი ღვეზელი. ერთი ვაშლის ნამცხვარი. ერთი - ნაღების წვენი.

ოო, აი მაგ უკანასკნელზე ვერ მოვრიგდებით - გაიღიმა

თეთრწისაფარაფარებულმა და კიდევ უფრო შეაშტერდა ლენას.

კარგი. რაც არის ეგ არის, ჩიტები წვენებს არც სვამენ.

კაცი შეიჭმუხნა. ცოტა გაკვირვებით შეუთვალიერა თვალები.

ჩიტები რა შუაშია?

აუჰ, გავიცნოთ ერთმანეთი - დამსახურებული პედაგოგი, უპარტიო, თავისუფალი მოქალაქე...

სახელი არ ათქმევინა, არ დაამთავრებინა. პირდაპირ ჩაუტენა გასაცნობად გამოწვდილ ხელში, რაც უნდოდა და ჯიხურის სარკმლის დახურვა დააპირა.

აფხაზეთის გმირის დედა...

მოესმა ქალის შიგნიდან. და ყბა აუკანკალდა. მერე მხრებში მოკიდა ხელი და სინათლეზე ძალით შემოათრია. მოხუცს დამყოლი სხეული ჰქონდა. წინააღმდეგობის ნატამალიც არ გაუწევია.

შენა ხარ?.. - ბურდღუნებდა კაცი და მოქანდაკესავით უვლიდა გაქვავებულ ქალს.

სიტყვები არ გამოსდიოდა, თითქოს რაღაცას უფრთხოდა, რაღაცის წამოცდენისა ეშინოდა.

ვინ ბრძანდებით... - ერთი ამოსცრა ქალმა და ხელები გაითავისუფლა.

ვერ მიცანი?.. მართლა ვერ მიცანი?..

ღიმილით ეუბნებოდა კაცი.

ლენა... ოდნავ გაოცებული უყურებდა, მერე თავისი ღვეზელი ჩაბღუჯა და ღიღინით დაიწყო ჭამა.

ლენა.. რა მოგსვლია!.. ცხვირწინ ჩამოუჯდა კაცი, სახე ხელისგულს ჩამოაყრდნო.

მიყურეთ, მიყურეთ. მე ძალიან ლამაზად ვჭამ. - შესცინა ქალმა.

მართლა არ გახსოვარ? არ გადამრიო ეხლა!.. კაცი შესცქეროდა ჭამის დროს ამოძრავებულ ნაოჭებზე, ჩამქრალ თვალებზე, გალეულ ხელებზე.

დღეს რა დღეა? - უცებ ქალმა ჰკითხა.

წითელი პარასკევი.

ერთი მკაცრად შეავლო კიდეებგაჭუჭყიანებულ წინსაფარზე თვალი და აღარ გაუღიმია. ტუჩებმოკუმულმა განაგრძო ჭამა.

ვინ გამოგიშვა გარეთ... შენი ცოდვა ედოს... ამ შუაღამისას ქუჩაში რას აკეთებ?

სახლში დავიღალე, - გულწრფელად ამოიოხრა ქალმა.

კედლის გაფქვილული საათი წუთებს ხმაურით მიერეკებოდა.

გავიგე რატის ამბავი, მარა... ვერ მოვედი. ხო იცი, შენი ქმრის გამო და რამე... მაგრათ ისა... მაგრათ მეწყინა, რა... ეხლა სად არი იმის ცოლ-შვილი, შენთან ცხოვრობენ?

რაღაც გაკლიათ... აი, გიყურებთ და რაღაც გაკლიათ, არ მომწონხართ.

რაღაც ყოველთვის მაკლდა თქვენში! მომრუშხული ამბობდა ქალი თავისთვის, გულუბრყვილოდ.

აი, ყოველთვისო! ესე იგი მიცანი! არ შეცვლილხარ, ისევ ის ქალი ხარ! მიცანი არა, გენაცვალე? - და ისევ მიეტანა.

რაღაც... ათინათი გაკლიათ, ჰო! მოვიფიქრე. ა-თი-ნა-თი! უშუქოდ დადიხართ, მეც მაბნელებთ. გაწიეთ, რა...

შე საცოდავო... რას დამსგავსებიხართ... ეგეთი ჭკვიანი, ეგეთი კარგი... მე გამომყოლოდი! მიგეტოვებინა ის შენი ქმარი და... მაინც ხო თვითონ მიგაგდო პირველმა! არ გეუბნებოდი? ხო გეუბნებოდი!.. ცივ ნიავს არ მოგაკარებდით შენ და იმ შენ შვილსაც. ეს მაინც ხო არ დაგემართებოდა!

გაიწიეთ რა... მეფარებით... - ისევ ისე, გულუბრყვილოდ ამბობდა ქალი.

შენი სიამაყე რა ვთქვი! სულ ეგეთი ამაყი და ყელმოღერებული რო დადიოდი. აგე, რა გიქნა ცხოვრებამ. აგე... ეხლაც არა გჯერა ჩემი?

მაცადეთ... - ხელებს ითავისუფლებდა მოხუცი.

უჰ... ამას ვეღარ წარმოვიდგენდი ესეთს თუ გნახავდი... არა, მართლა ვერა მცნობ თუ იგონებ? იქნებ ამ ყველაფერსაც მართლა იგონებ, ჩემ გასაგიჟებლად? აბა შემომხედე!.. კარგად... კარგად...

ატრიალებდა აქეთ-იქით ლოყებათრთოლებულ ქალს.

მომეშვით რა... ჭამა მაცალეთ... თქვენ მობეზრებული გექნებათ ესენი, თავად აცხობთ. ხო თავად აცხობთ?

კი... - პასუხის გაცემა მოუნდა კაცს.

მე ვერ ვაცხობ ასე კარგად! - გაუღიმა.

დამცინი?.. კიდევ დამცინი კაცო, ეხლა მცხობელადაც მიწუნებ?.. რა ვქნა, რჩენა ხომ გვინდა ოჯახში... შენ ის მითხარი, მარტოდმარტო ვინ გამოგიშვა ამ მდგომარეობაში!

ოხ, რა მომაბეზრებელი ყოფილხართ! თქვენ ვინ გიძლებთ სახლში!.. თანაც, ათინათი გაკლიათ. აი, თვალებს რომ დახუჭავ და მაინც რომ ხედავ, ის გაკლიათ... მომშორდით, მე წავედი...

მოიცა!.. - უცებ იყვირა კაცმა. - სად მიდიხარ!

სახლში... - მხრები აიჩეჩა ქალმა.

მარტოს არ გაგიშვებ!

- სახლში თაგვები მყავს. შეგეშინდებათ და მერე ყვირილი უნდა მორთოთ. მე კი არ მიყვარს მშიშარა და მყვირალა კაცები!

- მოიცა!.. - ისევ იყვირა კაცმა, - გაგაცილებ. ერთი წუთით დამელოდე, აი, ეს ტანსაცმელი გავიხადო და ეხლავე მოვალ.

ქალი ჩუმად შესცქეროდა.

- ხო დამელოდები? აქ იჯექი! არ ადგე! - მხრებზე ისე დაჰკრა ხელი, გეგონება იატაკში ჩააჭედა, არსად რომ არ გაქცეოდა... მერე უცებ შეიხსნა წინსაფარი და საცხობის სიღრმეში გაუჩინარდა.

- ოჰ... რა მომაბეზრებალი კაცია!.. თავი ამატკია. - გაიფიქრა ლენამ, ჯიბიდან ხურდა ამოიღო, მაგიდაზე დააწყო და ფეხაკრეფით გაეცალა იქაურობას.

ფერად-ფერადი ფიქრები უციმციმებდა გონებაში: „მგონი მოვეწონე, რა გასაკვირია, მოვეწონებოდი, მაგისთანებისათვის ამირევია თავ-გზა! მარა, რაღაც მაინც აკლდა. ვერ ანათებდა, რა!.. უჰ, როგორ მიყვარდა აქამდე ეგ კაცი, მეც არ ვიცი...“

მერე თვითონვე მიუგდო ყური თავის ნათქვამს და ხმამაღლა გაიმეორა: „როგორ მიყვარდა ეგ კაცი აქამდე...“ რაღაცა შეერჭოსავით გულის კედელში. ეტკინა, მაგრამ არ შეიმჩნია, თავი გააქნია, თითქოს ფიქრები გამოიბერტყაო და შვებით ამოისუნთქა. „ეხლა მოვუყვე ეს მარიკას, გაგიჟდება!..“

გვიანღამემდე იბორიალა ქუჩებში. ერთი-ორმა ძაღლმა გვარიანად შეაშინა. მერე ერთი შედარებით განათებული სადარბაზო ამოარჩია, პირველივე კიბეზე ჩამოჯდა, ტანსაცმელი კიდევ უფრო შემოიფუთნა და დაქანცულს მაშინვე ჩაეძინა.

სიზმარში ნახა: ის თეთრწინსაფრიანი კაცი მორბოდა ქუჩაში და განწირული უყვიროდა. მერე ხეების თავზე მოექცა და მათი კენწეროები გადმოირბინა - იქნებ ზევიდან მაინც დავლანდოო. ეს კი თავისი სახლის აივანზე იჯდა, იქიდან შესცქეროდა წერტილივით კაცს და სიცილით კვდებოდა. მერე ვითომ იმ კაცმა ერთი ხის კენწეროზე ბუდე იპოვა. ბუდეში ვითომ რატი იჯდა, ამოიყვანა პირდაღებული რატი და მაღლა ასწია - აი, ეს მაინც დაინახე, ეხლა მაინც გამოჩნდიო... და მაშინ კი წამოფრინდა ეს და დააპირა წერტილივით კაცისკენ გაქანებულიყო, მაგრამ ვერა. ვერ ადგა. რაღაცაზე დიდი თოკით იყო დაბმული...

ისე, ცხადში, მართლა ირბინა იმ თეთრწინსაფრიანმა, საცხობიდან რომ გამოვიდა და ქალი რომ ვეღარ დაინახა. აქეთ ეცა, იქით ეცა, ბევრიც უძახა, მაგრამ ვინ გააგონებდა!.. სახლში მოწყენილი მივიდა. ცოლის გემრიელ ვახშამზე უარი თქვა, არც შვილებს ჩაუყარა წლობით გაუხსნელ ყულაბაში ფული. დილით ცოლმა ბალიშის ქვეშ ხურდები აღმოუჩინა და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ დაასკვნა - უკვე კაპიკებს დასდევს, სულ გაუვაჭრდა სულიო...

აბა, რა იცოდა, ის ხურდა ლენამ დაუწყო წინა საღამოს მის ქმარს მაგიდაზე. მეტი არც ღირდა მისი გვერდემმომწვარი ღვეზელი.



* * *
სახლში, რომლისთვისაც არაფერი ადამიანური უცხო არ ყოფილა, პატარა სასამართლოსმაგვარი რამ გაიმართა.

ლაურა სახეაწითლებული, აღელვებული გადი-გამოდიოდა ოთახში და ნახევრადჩამქრალ სიგარეტს ჰაერში ასავსავებდა.

- არა, მე რა პასუხს მცემდი ერთი. ამხელა უტვინო ქალი როგორა ხარ! სად მიდიოდი, რომ მიდიოდი, რა გითხარი მე, არსად წახვიდე-მეთქი, ჩემს აქ არ ყოფნაში ფეხი არსად გაადგა-მეთქი! - ყვიროდა.

ერთი-ორი მეზობელი განგებ ტრაგიკული სახით იჯდა ოთახის სხვადასხვა კუთხეში. ზოგი ფეხზეც იდგა.

ლაურა, თავის სიმართლეში და განგების ძალით თავიდან აცდენილ საშიშროებაში დარწმუნებული, კიდევ უფრო მეტ ექსპრესიას მატებდა სოლო გამოსვლას.

- გეკითხები, ლენა დეიდა, რა მოხდებოდა, შენ რომ შემთხვევით ამ პატიოსან ქალს არ ეცნე და სახლამდე არ მოეყვანე! გადაბრუნებოდა ვთქვათ ამასაც ფეხი - (მეზობელზე ანიშნა) - არ წასულიყო იმ ღამით თავის გოგონასთან... შენ ვინ მოგნახავდა და საერთოდ, რა პასუხს გვაძლევდი ჩვენ, ამაზე არ გიფიქრია?

მოხუცი თავჩაღუნული იჯდა. ათასში ერთხელ ცრემლი უმწიფდებოდა თვალებში და მძიმედ სცვიოდა, ხმას არ იღებდა.

- რა გაკლია, ლენა დეიდა, ძმურად მითხარი, რა!.. ჩემ ხელში რა გაკლია, გაკლია რამე?..

მღელცვარებისაგან ყველა სიტყვა შემოეფანტა ლაურას.

- იქნებ ამ პატიოსანმა ხალხმა იფიქროს, რომ მე შენ ყურადღებას არ გაქცევ, მე შენ გავიწროებ... რამეს გაკლებ... ხომ ვარ მეც ცოდვა, რა პასუხი მივცე ამ ხალხს, ლენა დეიდა?!..

„ხალხი“ თავის კანტურით ეთანხმებოდა ყველაფერზე. მერე ისიც ერთხმად აღნიშნეს, რომ ლაურას მათი მეზობლისთვის მართლა არაფერი დაუკლია.

- ჭირი იმ შენ რძალსაც, რომ ვერ მოგხედა ერთი!.. მე რატო უნდა მიწევდეს ამეებზე ნერვიულობა!

თავი ვეღარ შეიკავა ლაურამ და ატირდა.

მოხუცი თითებს იწვალებდა და ისევ ისე, ათასში ერთხელ წყდებოდა თვალებიდან მწიფე ცრემლები.

- ხალხო, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ასე აღარ შეიძლება. ახლა ეს გარეთ ბორიალს მიეჩვევა, ვინ იცის როდის გაგვეპაროს, რა მოიწიოს, მე სულ აქ დასაჯდომად არ მცალია. ვერც თქვენ უყარაულებთ დღედაღამე. რამე უნდა მოვიფიქროთ...

და, ჩუმად ფიქრი და საუბარი დაიწყეს ისე, რომ მოხუცს არაფერი ესმოდა.

მოგვიანებით, ცოტა დამშვიდებული სახეებით მეზობლები ოთახიდან გალაგდნენ. ლაურა კი რამდენიმე წუთით აივანზე გავიდა, გული გაიგრილა. მერე შემობრუნდა და ლენას ზურგიდან დაუჯდა. მოხუცი არც განძრეულა.

- ეხლა მარტო მე და შენ ვილაპარაკოთ... - წყნარად უთხრა ლენას. ქალმა გაიღიმა.

- სად იყავი გუშინ, ლენა დეიდა? - მაქსიმალური სიმშვიდით ჰკითხა ლაურამ.

ქალმა მხრები აიჩეჩა.

- არ იცი, არა? კარგი. მე შენთვის ვინ ვარ. ლენა დეიდა?

ქალმა ისევ მხრები აიჩეჩა.

- არც ეს იცი, არა?... მაშინ მითხარი, ჩვენს წამებას ბოლო როდის მოეღება, ლენა დეიდა?

ხვალ... - უცებ უპასუხა მოხუცმა.

ხვალ? - ახლა ლაურამ გაიკვირვა. - ხვალ რა ხდება?

ისე...

მაშინ, თუ ისე, დღეს რატო აღარ!

ისტერიკის მისხალი გაჩნდა ლაურას ხმაში.

დღეს ვერა... წითელი პარასკევი ყოფილა.

ოჰოჰო! ეგ უკვე იყო. დღეს სხვა დღეა და მე და შენ რაღაც უნდა ვქნათ. უნდა გადავწყვიტოთ!

რა უნდა გადავწყვიტოთ, შვილო!..

ლაურას წამით სისხლი გაეყინა. ეს „შვილო“ რაღა უბედურებაა!.. - გაუელვა.

- რა და შენ ყველაფერი უნდა იცოდე, ლენა დეიდა. პატარა აღარ ხარ და, უნებურად შვებით ამოისუნთქა.

მოხუცმა ფართე თვალებით შეხედა. სადღაც გონების კუნჭულში გაცხარებით ზუზუნებდა რაღაც.

გაბოზებულა შენი რძალი იმ დასაწვავში! - ძალიან ხმამაღლა თქვა ლაურამ.

რა?.. - მართლა ვერ გაიგო ლენამ.

გაბოზებულა შენი რძალი საზღვარგარეთ! ბოზობით ნაკეთებია ეს ფული, რასაც გიგზავნის! გაიგე?

გაიგო. უფრო ძალიან აზუზუნდა გონებაში რაღაც.

იმ შენი რძლის დაქალი ჩამოვიდა უკვე. დამირეკა, შევხვდი. მომიყვა. აღარ დაელოდოსო, შენზე მითხრა. იქ ისე წახდა, აღარც ღირს მაგის აქ ჩამოსვლაო... არ გეუბნებოდი, მეცოდებოდი.

ესეც გაიგო.

ბავშვი კი ყოფილა კარგად. მაგრამ დედამისთან ურჩევნია...

ჩუმად იყო.

მითხარი რამე, ლენა დეიდა, რა კრიჭა შეკარი! კარგად ხო ხარ!.. - აღიზიანებდა მოხუცის სიჩუმე. ის კი ისევ ისე იჯდა და ყველაფერი კარგად ესმოდა.

დეგენერატი ისა!.. სულ ეგრე იციან, წავლენ და აუშვებენ აფრებს! აბა, აქ იბოზონ, თუ მაგრები არიან!.. ხო კარგად ხარ, ლენა დეიდა, წყალი ხო არ გინდა?

ჩუ... - ტუჩებზე ხელი მიაფარა უცებ, - იქნებ უყვარს?..

ეს ისე თქვა, ისე, გულწრფელად, რომ ლაურა ვეღარ მიხვდა, მას დასცინოდა თუ თავის რძალს. სამზარეულოდან წყალი გამოიტანა, თვითონაც მოსვა და მოხუცსაც მიაწოდა.

რად გინდა ეხლა ესეთი ფული, რა ჯანდაბად გინდა... შევუთვალოთ აქედან, რომ აღარ გჭირდება... მისგან რო აღარაფერი არ გჭირდება!..

ჰო, შევუთვალოთ - დაეთანხმა.

შენ არ შეგეშინდეს, ლენა დეიდა, აქ არა ვარ? იცი, ერთი კარგი ადგილი ამოვარჩიე შენთვის. აბა, ამ სახლში გამომწყვდეული როდემდე უნდა მყავდე! ხო ხედავ, მეც ვმუშაობ, სულ აქ ხომ ვერ დაგიჯდები! იქ კიდე, ისეთი კარგია... მე ვიყავი, ვნახე, თან ჩემი ძალიან ახლობელი მუშაობს, შენზე მითხრა, დედოფალივით მოვუვლიო. თან, ხალხია იქა, შენი ტოლები, უფრო მხიარულად იქნები!

გაუბედავად ეფერებოდა მხრებზე და ცდილობდა, მისი თვალები მოეხელთებინა.

ხო, ლენა დეიდა? რას იტყვი, წავიდეთ იქა?

სად... - ხმადაბლა იკითხა მოხუცმა.

იქა... კარგ სახლში. მე მოვალ ხოლმე, ცხელ საჭმელს მოგიტან, ყავას მოგიტან. შენ იქ იმდენ დაქალს გაიჩენ! მერე გამაცანი ხოლმე ისინი და ვიყოთ ასე... აქ ცოდო ხარ, ლენა დეიდა, შენ გულს გადაასკდები, მოგონებები შეგჭამენ... თან მარტო! უიმე, საშინელებაა!

ტელეფონი იქნება?

ლაურას სიცილი აუტყდა.

ალბათ კი. რა ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია. ვისთან უნდა დარეკო ხოლმე, ლენა დეიდა?

ქეთინოსთან... - თქვა და კიდევ ერთი მწიფე ცრემლი დაიგორდა ხელებზე. სულ ვეღარ გაარკვია ლაურამ, ესმოდა ეს ყველაფერი მოხუცს თუ მალავდა, რომ ესმოდა.

ჩვენებს უკვე ველაპარაკე. ყველამ მოიწონა ეს აზრი. ეხლა ოცდამეერთე საუკუნეა, ლენა დეიდა, დასაძრახი კი აღარაფერია ამაში. რა ვიცი... ნეტა ერთი, კაცმა არ იცის სადა ჯობია, აქ თუ იქ სადაც გეუბნები...

ყველაფერი უკვე მოეგვარებინა. რამდენიმე დღეში მაღალ ქუსლებზე შემდგარი და ჩანთაატატებული მოხუცი ერთ პირქუშ საავადმყოფოში ტაქსით მიიყვანეს. იქ გულისხმიერად შეხვდნენ. როგორც ჩანს, მოეწონათ. ჩააცვეს თეთრი, უხალისო პერანგი და მიუჩინეს თავისი კუთხე.

დერეფანში ბლომად პასკის ნაფხვენები ეყარა და აჟივჟივებული პაციენტებიც მხიარულად ულაწუნებდნენ წითელ კვერცხებს ერთმანეთს მოტვლეპილ თავებზე.

ყველას საქმიანი იერი ჰქონდა და დიდი ფუსფუსი იყო ატეხილი. მოხუცმა მალევე გაარკვია - ახლად დამთავრებული ომიდან სიკვდილს გადარჩენილები და დაჭრილები შინ ბრუნდებოდნენ თურმე. პაციენტები დიდ დახვედრას უწყობდნენ. ყველას ყვავილები უნდა სჭეროდა ხელში და იქამდე მდგარიყო „ლოდინის ადგილას“, სანამ ჩამოსულებს შორის თავისიანს, ნაცნობს არ აღმოაჩენდა.

ასე დაუბრუნდებოდა ყველა ერთმანეთს და არავინ აღარ იქნებოდა მარტო - ეს ჩანაფიქრის ავტორის მიზანი იყო.

ლენას საავადმყოფოში სიყვარულიც ეწვია. იქ იპოვა კაცი, რომელსაც, მისი თქმით - ათინათი ჰქონდა და ისინი ყოველ საღამოს ერთად სეირნობდნენ აკაციის ხეივანში.

ჰქონდა ტელეფონიც. ის ხშირად რეკავდა თავის ცოცხალ და გარდაცვლილ ახლობლებთან და ათას რამეს უყვებოდა.

ხანდახან ძალიან ცუდად იყო. გონების კუნჭულში გაუსაძლისად ზუზუნებდა ხოლმე რაღაც და არაფერი შველოდა. ამ დროს მთელი სხეული ეკრუნჩხებოდა და ეგონა, ახლა მაინც გაწყდებოდა ის საძაგელი, უხილავი თოკი და ახლა მაინც დააღწევდა თავს გარშემო ყველაფერს... მერე ისევ დამშვიდდებოდა, გაყუჩდებოდა და პატარ-პატარა ფიქრებით ირთობდა თავს.

ერთხელ, ერთადერთხელ ააღელვა მხოლოდ ძველი ნაცნობის გამოჩენამ. თავის პალატაში ლექსო ესტუმრა - რატის ძმაკაცი. მთვრალიც არა, უფრო - ნამთვრალევი. რაღაცნაირი, მორიდებული ჩანდა. თავდახრილი შესცქეროდა. მერე ძველებურად ხელები დაუკოცნა და მოჰყვა ლაპარაკს:

- შენ შემოგევლოს ჩემი ფერმკთალი სიცოცხლე, როგორა ხარ, ლენა დეიდაო, ეს რა აპარტამენტები მოუწყვიათ შენთვის, ამას ვიფიქრებდითო?!.. არა, ისე არა უშავს, მე უფრო საძაგლობა მეგონა... შენი ჭირიმე, ჩემო პატარა ბავშვო, ჩემო თეთრო ბავშვო, ლენა დეიდაო... ვინ იცის, იქნებ აქა სჯობია, მე ამ ცხოვრების დედაც და სუყველაფერიც... რა ნუ ვიგინები, შევიგინები კი არა, მეტსაც ვიზამ, შენ აქ ხო არავინ გიტრაკებს ან რამე... ხო კარგად გექცევიანო... მაგრად გული მტკივა, მტკივა კი არა, ლამის არის გასკდეს და გაწყალდეს, აქ რომ მეგულები, მაგრამ კაცმა არ იცის, იქნებ ესე ჯობიაო, ლენა დეიდა... იმ ლაურამ, აქ რომ მოგიყვანა, მე ამაზე ბევრი ვიფიქრე. ერთიხანი იმის დახრჩობაც კი მინდოდა კატასავით, მარა, შენ არ იცი, გარეთ რა საგიჟეთია, ეს იმასთან მოგონილია და, იქნებ ესე უფრო უკეთესი იყოს, ლენა დეიდაო... რატის სულს ვფიცავარ, ოდესმე ხომ ის ქეთინოც ჩამოვა, სულ ენით უნდა ვალოკინო რატის საფლავი, ეს რა ქნა იმ დამპალმაო... რა ნუ ვილანძღები, შენი გულის ჭირიმე, აბა რაღა დამრჩენიაო... მე ვარ რა, ძველებურად, დაკერებული შარვალივით... დიდი ცხოვრებისათვის აღარ გამოვდგები. პატარებში გავდივარო... შენი სახლი - ჰო! მოგენატრა, ლენა დეიდაო?.. ხშირად ავდივარ, ძალიან ხშირად... მე და ის ლაურა ვალაგებთ ხოლმე და... ისაო... რა, შევრიგდითო? კი რავი, მე მაგის აუტირებელი დედაცაო... არა, ცუდი ქალი არ უნდა იყოს, რას გაიგებ ქალებისასო... ჰო, ეგრე, ავდივარ ხოლმე, მივალაგებთ, მერე იმ კრესლოებში ჩავსხდებით, ავიღებთ ჭიქებს და ლუდს და ვსვამთ, ხო იცი, როგორ გვიყვარდა მე და რატის ლუდიო... როგორ მენატრები, ლენა დეიდა და, ერთი სულ მინდოდა მეკითხა, იმ შენ ოთახში კედლებზე რეები გაქვს მიწებებული. ბამბაზიის კურდღლები და ბამბუკები?.. მომწონს რომელია, კაცო, რო ვწევარ და... კი არადა, რო ვდგავარ და ვუყურებ და ეს ერთი ციცქნა რეებია ან რატოა, ვფიქრობო... ლაურას კი ვეკითხები, მარა აბა იმან რა იცის, იმან შენი ლამაზი ამბები საიდან იცისო... რატის ბავშვობის შარვლებიაო?.. რას მეუბნები, ლენა დეიდა, შენ ამოჭერი სათითაოდო?.. აუ, საღოლ,რა! აუ, რა მაგარი ხარ,ლენა დეიდა, მოდი ხელებში გაკოცოო... და, რა არის ეგა?.. სამოთხეაო?.. ჰო, მეც არა ვთქვი, რათ მიყვარს შენი სახლი, სამოთხე არა ყოფილა შიგაო, სამოთხე... ლენა დეიდა, შენ რა იცი, ეგ რა არისო!.. ეჰ, სადმე მეც რომ ჩემი სამოთხე გამომაჭრევინა და მერე თუ გინდა მეც აქ მოვხვედრილიყავიო...

აბა, წავედი ეხლა ლენა დეიდა და, რატის სულს გაფიცებ, თუ ვინმე გაბრაზებს ან გიყვირის, ან რამე, მითხარი და დედას ვუტირებო... წავედი აბა და დარდი არ გქონდეს... ჰო, ჩემი დარდიო...

ეს ერთადერთხელ იყო. მეორე დღეს ლენამ და მისმა რამდენიმე მეგობარმა საჩვენებელი ფრენის დროს ახალ პლანეტაზე გადაინაცვლეს.


ბმული:

* http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0unikumu1--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=unikumu1&cl=CL4&d=HASH012f0ff1eac3967cf53be3e4.23.1

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 3 EmptyFri Mar 15, 2019 10:50 pm

ნინო სადღობელაშვილი

მწვანე ჩაი

ეს დაგეგმილი შეხვედრა იყო,
საქმიანი, გამიზნული.
პატარა მაგიდა ავირჩიეთ,
მწვანე ჩაის ვსვამდით
რიგრიგობით,
ბევრს ვლაპარაკობდით.
დროდადრო უხერხულად
ვახველებდი, როცა სიტყვები
იმას არ ამბობდნენ,
რაც გულში მქონდა.
ისაც ოსტატურად იყო
შენიღბული,
სიტყვასიტყვით _ შავი სათვალით.
დავცინეთ პოეტებს,
რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობენ
მკვდრის გაცოცხლებას _
მკვდარი დროის, მკვდარი
სიყვარულის და ამისთანა
სისულელეების.
რიგრიგობით ვაღიარეთ, რომ
ცხოვრება პოეზიაზე მეტია და
საინტერესო, რომ
ლექსებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვწერთ და
მასვე ვუკითხავთ
მარტოობის წყვდიადში,
სიცარიელის ხაროში
უიმედოდ ჩავარდნილები.
ვუყურებდი დაჟინებით,
საფეთქლებზე ჭაღარის ბზარები
მეათასედ გადავუთვალე და
ფიქრში მთელი ეს სცენა
ისევ ლექსად წარმოვიდგინე.
მაწანწალა ძაღლი შემოვიდა და
ჩვენს წინ მშვიდად გაწვა,
მასაც თავისი ადგილი ჰქონდა
ამ კაფეში,
ამ სითბოში,
არავინ არღვევდა ერთმანეთის
მყუდროებას,
საზღვრები იყო მტკიცედ
დაცული და სანდო,
მე ეს ძაღლიც მაშინვე
ლექსში შევიტანე და
გავაგრძელე მისი ყურება,
მან კი სიჩუმე განაგრძო,
უდაბნოს სიჩუმე,
რომელიც თურმე
ზღვის მიქცევის მერე გაჩნდა მასში.
ბოლოს ჩვენი 19 წლის შვილი
შემოვიდა,
ძაღლს მიუწვა,
მასაც თავისი ადგილი ჰქონდა,
სითბოს კუნძული,
ერთადერთხელ დავხედე და
მორკალულ ზურგზე მზერა
ხელისგულივით გადავუტარე,
ჩვენს 19 წლის შვილს,
რომელიც, შესაძლოა მართლაც
გვყოლოდა,
რომლის ადგილიც ყველგან იქნებოდა
იმ ლექსის გარდა,
ამ კაფეში ფიქრით რომ
ვწერდი,
მარტოობის წყვდიადში,
სიცარიელის ხაროში ჩავარდნილი
საკუთარი თავისთვის...

2019

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 3 EmptyTue Mar 19, 2019 1:25 am

ნინო სადღობელაშვილი

კალენდარი

ეს საქმე მაისის შუა რიცხვებში ჩავინიშნე.
კალენდარზე, წითელი ფანქრით.
მკაფიოდ და ომახიანად.
ახლა თებერვალია და დღეების სპეკალს
ქარი ამსხვრევს ლურჯი ტოტებით,
მაისამდე სამი თვეა,
სამი თვის აუწონელი შესაძლებლობა,
რომელიც, ყველაზე ბოგანოსაც რომ შეაჩეჩო
ბოლოს და ბოლოს, გზაში გალევს,
ერთ ძაღლს მაინც დაიმეგობრებს,
სიხარულის ნახშირორჟანგს გაუყოფენ
ურთხლის ხეები.
კალენდარზე, წითლად მონიშნულ მომავალზე
ობობა დაეკიდა.
ვუყურებ და ვფიქრობ,
რა უფლებით გადავახტი დღეებს და თვეებს,
რა იმედით ჩავინიშნე რაღაც, გაურკვეველ დროში
როცა შესაძლოა ხვალ მანქანამ გამიტანოს,
ან სწრაფად პროგრესირებადი სიმსივნე აღმომაჩნდეს,
ან ვინმემ ქუჩაში თავი გამიხეთქოს,
აი ასე, უცებ, შემთხვევით,
რა, არ დარბის სიკვდილი
გიჟის სამოსით?
რა უფლებით შევპირდი მომავალს,
რომ აუცილებლად ვიქნები
მაისის შუა რიცხვებამდე,
მით უფრო იმ კონკრეტული საქმისთვის,
ან უფრო სხვა საქმეებისთვის?
იქნებ ესაც გაქრობის ფარული შიშია,
მარტო თავის კი არა, მომავლის მოტყუება,
ეს თამამი თავდაჯერება,
ეს გეგმები და საქმეები?..
ვინ გვაიძულებს,
ცხოვრება კალენდარს მოვარგოთ,
ან რაც ახლაა, იმას აწმყო ერქვას,
მაისს კი მომავალი?
ადამიანს თავის თავი არასდროს ყოფნის,
არც დრო, არც სიცოცხლე,
მხოლოდ სიზმარში ვხედავ ხანდახან:
ვდგავარ ოთხ მხარეს მკლავგაშლილი
თეთრი კედელი,
სინათლის ყურძნებს აქანავებს ჩემს მუცელზე
თხელი ნიავი
და აშრება ფენა-ფენა ყველა სურათი,
რაც იყო და რაც იქნება
ან რაც ახლაა,
ვდგავარ, ვუყურებ,
კედლის თვალებში ოკეანის მარილი ჩამდის
და ამ მარილით
ცხრამთასიქით მყვირალობის ირმებს ვაპურებ.

2019

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 3 EmptyTue Mar 19, 2019 1:41 am


იფიქრე ხმამაღლა

GeolibTV
Published on Aug 1, 2012

მწერალი ნინო სადღობელაშვილი პროზასა და კინოსი Non-fiction-ის ჟანრზე საუბრობს

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 3 EmptySun Apr 07, 2019 12:05 pm

ნინო სადღობელაშვილი

სული ჩემი

სული ჩემი განაპირა მდინარეა...
ის მოდის მინდვრიდან ჭალაზე,
ყანიდან ტყისკენ...
ის მოდის დიდ პაპის ყელიდან,
ურმული ქვებზე
თოარიკით მოაქვს და
სეთიბედნიერია
როცა სიმღერით მოდის!..
სული ჩემი განაპირა მდინარეა
და რა ძალა აქვთ მდინარეებს
რომლებიც მთვარის ძირსი წვანან?
წამოაგებთ ხოლმე ხანდაან
ფსკერის სიზმარი,
ვარსკვლავი გადაცდებათ
ელდისგან,
შფოთავენ თვალებდაჭყეტილები და
ეს შფოთვაც რაღაცის გასენებაა ალბათ...
როცა სული განაპირა მდინარეა,
შეგიძლია შენთავსვე გაუნაპირდე,
მუხლებქვეშ შეიკეცო ტალღები აგაუყვე გზას...
ლურჯია მისი ტევრი და
ალაგ-ალაგ თევზები
ბატონებად აყრია...
დგახარ, მაგრამ
ტანში მდინარე დაგიდის,
დუმარ, მაგრამ
საიდანღაც მღერი...
ასე მღეროდნენ შენამდე
ამვლელ-ჩამვლელები,
ზაფული იყო მათი ტემბრი და
თუთის წვენი-ტკბილმოვანება,
მიჰქონდ-მოჰქონდათ პირით წყალი,
მარტოობის ჭაში ასხამდნენ,
საღამოობით წკრიალებდა ხოლმე
ჭის ოწინარი და
ეს დრო იყო,
მდინარე რომ ფსკერზე
კენჭებს ითვლიდა...
თითო კენჭი-
თითო წელი, თითო საათი...
სიმღერა ჯობდა
წარმავალის უგუნებობას...
როცა სული განაპირა მდინარეა და
შენ კი ვინმეს
ნესტოებდაბერილი დაეძებ,
ჩახედე ტალღებს,
ფურცელ-ფურცელ რომ მოაქვთ
ცისკრიას ფსალმუნი,
მწვერვალის ცრემლივით
ქვევითკენ გორავენ...
ჩახედე მათ და
გაიხსენი გულისპირი,
შენც ის ხარ
ვინც უნდა ტალღებთან იცეკვოს,
ვინც მდინარეში ტაატით შევა და
თავზე სივებს გადაიფარებს...
სული ჩემი განაპირა მდიონარეა,
მიდის, მიყავხარ
მოღიღინე მარადისობა.

study


Last edited by Admin on Tue Apr 09, 2019 1:22 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 3 EmptyMon Apr 08, 2019 10:59 am


ნინო სადღობელაშვილი - წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

Published on Jan 31, 2019
ტვ ერთსულოვნება
2019

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 3 EmptyTue Apr 09, 2019 12:01 pm


,,ნიღბებს მიღმა" ნინო სადღობელაშვილი 23 -10 -2018

TV4. ge
Published on Oct 25, 2018

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 3 EmptyTue Apr 09, 2019 1:20 pm


ნინო სადღობელაშვილი
Published on Sep 6, 2012
ნინო (ნინია) სადღობელაშვილი კითხულობს თავის ლექსს ..


* * *
შენ, ვინაც ამ დილით ხეები შემოსე
და დრო შეუმოწმე ქოთნიან აივნებს,
შენ თბილი ხელებით ტოტზე რომ შემომსვი
და გულში გამივლე...

შენი ჩანაცვამი, გუბეშენასვამი,
გზაგამონაცვალი ქოშებით დავალ.
საკოცნად გამოწვდილ ბაგეებს დავყვირი
რომ: და ვარ... და ვარ...

წყვილებად წავიდნენ შრიალა ღრუბლები,
შენ, ვინაც ღრუბლებსაც ცა გამოუნახე,
პატარა ტოტიდან კრძალვით გეუბნები:
ღრუბლებს დაუძახე!

შენ, ვინც მომახარე ყველა გაზაფხული,
მოკუმულ მუჭში ვინც სინათლე ჩამიდე,
ვინც შორს გამიტყუე...
ისე გამიტყუე, რომ არც კი დამინდე!..

თოვლის სიმძიმისგან ხერხემალშემუსვრილს
იმდენს მატარებდი უკაცო ღამეში!..
შენ, ვინაც მოტეხილ რტოებზე შემომსვი
და ხელი გამიშვი!

ზევიდან პატარა სახლები მოჩანან
პატარა ბებრები. პატარა ალაგი.
ეს ალბათ, _ ძალიან რომ არ გაიმეტო
პატარა ქალაქი!..

გაფრინდნენ ფრთადახრით კეთილი სიზმრები,
რომლებიც ოდესღაც შენ თვითონ მანახე.
ჩემს ტოტებს ათასი ქარი და გრიგალი
შენ შემოალახე...

და ახლა მარტოდენ ღრუბლები მკენკავენ
შემჭკნარი ხილივით უღონოდ თავდახრილს.
არ გესმის, _ შორიდან ღრუბლები რეკავენ:
გადახტი!.. გადახტი!..

ვერ გადავურჩები დამშეულ ნისკარტებს,
ზეცას ჩამაყოლებს ყველა ამათგანი.
და შენ კი, რომელმაც შიშველი მიკადრე,
შენ _ ელი,
შენ _ ელი, ლამა საბაქთანი!


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 3 EmptyWed Apr 10, 2019 9:57 am

ნინო სადღობელაშვილი - Page 3 Nino_s14
ნინო სადღობელაშვილი - 2019

Exclamation

ნინო სადღობელაშვილი

გვირილა

ვუყვარვარ-
მზის სხივმა გაშალა კალთა და ზედ გადამიგორა,
სველია სინათლის ალერსი..
დედაჩემს სადაფის ქაფი სდის ძუძუდან და
მჭიდროდ მიკონებს,
ტაატით შევყავარ ხვალეში..

არ ვუყვარვარ-
ნისლებია ბილიკებზე წებოსავით დანაგლესი,
სახლში გათავებაზეა წინაპრების მარაქა,
გამომიკრეს კარგადყოფნის უტყუარი განაწესი,
მომიხურეს გასაფრენი დარაბა..

ვუყვარვარ-
დავხუჭე თვალები. შუბლი მაქვს მცხუნვარე,
თვალს უკან კრთებიან უცხო მხრის პეპლები,
და მოდის სიზმარი!.. და არის სიზმარი!
და მიჯნურს-სააქაოს, სიზმრებით ვეყრები!..

არ ვუყვარვარ-
მარტო მივდევ ციცინათელებს.
მრავალძარღვა ხე;ოსგულში ნაღველს ვახველებ,
ვინღა არი ამ დახშული სულის მნახველი?..
მარტო მივდევ ციცინათელებს.

ვუყვარვარ
და კაცი მქვია, მთებში ვწევარ მე.
ბალახს ქარი მიშრიალებს, არას ვნატრობ მეტს..
ჩემთვის თოვს და ჩემთვის იშლის განთიადი თმებს..
ასე როგორ დამავიწყდა, მე რომ ვიყავ მე!..

არ ვუყვარვარ..
ჩემს ნაბარ ყანაში სხვისი ზღვა მოვიდა.
ჩემს ნატირალ გობში სხვა პური ამოვიდა.
ჩემს ნაცქერალ ცაში სხვა ჩიტი აფრინდა.
ჩემს გულში უწვეთოდ გაწვიმდა.

მიყვარხარ..
მიყვარხარ..
მიყვარხარ..

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 3 EmptyThu Apr 25, 2019 3:38 pm

ნინო სადღობელაშვილი

პეტრეს სიმღერა

დილის ჭვირული ალმური,
მზეგაფოფრილი ხვალე...
თუ მაინც უნდა უარგყო,
არ მომაშორო თვალი.
ჩაჭრილა გულის ნაპრალში
სიცარიელის ცეცხლი.
უფსკრულის ტბორი ირეკლავს
ზეცას უთაღოს, მეცხრეს...
ჭალაში კვდება ქედანი -
ჩემი სურვილის აღე.
რად გინდა ჩემი უარი,
სულის გამხმარი ყაღი.
იწვის გადაშლილ ფურცლებში
სირცხვილის მატიანე.
თუ მაინც უნდა მიპოვო
საწყევრად, სატიალოდ,
თუ სხვას არავის ეყოფა
ჩემდენი ცრემლი თუნდა
და ბედზე ხელაღებულმა
მე თუკი მაინც უნდა!..
ამხსენი ეს სიყვარული,
ვიდრე ლაჟვარდით მოხვალ.
სიცოცხლე უნდა ვიმღერო...
უარგყოფ - ნიშნავს, რომ ხარ.

2019

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ნინო სადღობელაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 3 Empty

Back to top Go down
 
ნინო სადღობელაშვილი
Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: