არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 მაია სარიშვილი

Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



მაია სარიშვილი Empty
PostSubject: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptySat Jan 02, 2010 10:02 am

მაია სარიშვილი Maya_s10
Maya Sarishvili

„რაც ოდესმე დამიწერია, ეძღვნება მათ, ვისი ქომაგიც არავინაა. ვისი სახლიც ოთხი ხელჩაკიდებული ქარია. ვისი ძილიც ქვაშია ჩათესილი და ვისი ღვიძილიც - იმავე ქვაში. ვისაც არავინ ეძებს, როცა უფსკრულთა ყბებით ქუცმაცდება“.


მაია სარიშვილი

პოეტი და პედაგოგი. ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი.

დაიბადა 1968 წლის 29 დეკემბერს, თბილისში. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. მისი ნაწარმოებები იბეჭდება 1990 წლიდან. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, ფრანგულ, არაბულ, შვედურ, ჩინურ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე.. მუშაობს „ბაკურ სულაკაურის სკოლაში“ დაწყებითი კლასების მასწავლებლად.
მაია სარიშვილი ყოველდღიურ თემებს კონკრეტულ ნივთებსა და მოვლენებთან მიმართებაში განიხილავს. მისი პოეზია რეალისტურ და ემპირიულ ხასიათს ატარებს და გამოძერწილია ქალის ბუნებისა და სიძლიერის სულიერ ძიებაში. მისი შემოქმედება ისეთი ხატებით ბრწყინავს, რომლებიც თავიანთი სიწრფელით, სხეულებრიობით და ფსიქოლოგიური დამარწმუნებლობით სრულიად ახალ ხმას სძენენ ქართულ პოეზიას.

წიგნები:
* „მიკროსკოპი“ (ლექსები) - თბილისი, სეზანი, 79 გვერდი, 2007 - ISBN 978-9941-9014-1-6
* „ცხადის გადაფარვა“ (ლექსები), თბილისი, მერანი, 40 გვერდი, 2001 - ISBN: 99928-16-96-1

საზოგადოებრივ რადიოარხზე დაიდგა მისი რადიოპიესები (რეჟისორი ზურაბ კანდელაკი):
* „სამი ვედრო თოვლი“, 1996
* „ძალიან ცუდი კაცი“, 2004
* „ჭიამაიების ოჯახი“, 2015
* „კატა ისევ წვიმაში“, 2015

პრემიები და ჯიდოები:
* ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“, წიგნისათვის „მიკროსკოპი“, 2008

ბმულები:
* http://book.gov.ge/en/author/sarishvili-maia-/60/
* http://transpoesie.eu/poets/800
* https://ka.wikipedia.org/wiki/მაია_სარიშვილი
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006796
* http://numerocinqmagazine.com/2011/05/29/three-poems-from-maya-sarishvili/
* https://poetry.ge/poets/maia-sarishvili/poems
* https://www.lyrikline.org/en/poems/7669
* https://www.poetryinternationalweb.net/pi/site/poet/item/9399/9260/Maya-Sarishvili
* http://gf.ghn.ge/author.php?name=სარიშვილი%20მაია
* https://www.facebook.com/maia.sarishvili.9



მაია სარიშვილი
კატა ისევ წვიმაში


რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 15, 2015

რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - ბაკო ხვიჩია

მონაწილეობენ: გიზო სიხარულიძე, ზაზა ლებანიძე, ლილი ხურითი, სოფია ჯაფარიძე, სანდრო ჯანგირაშვილი.

ჩაწერილია 2007 წელს.

study
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptyWed Dec 05, 2012 5:19 pm



Maia Sarishvili Liberty Diaries

Tavisuplebis Dghiurebi / Liberty Diaries - weekly diaries written by Georgia's citizens. The program lends a voice to ordinary citizens, students, and well-known personalities, and tells about people's everyday experiences of Georgia's political and social developments.

RadioTavisupleba on Jun 22, 2008



Maya Sarishvili - Georgia
Published on Jul 26, 2012 by SouthbankCentre

study


Last edited by Admin on Sun Mar 10, 2019 12:43 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptyWed Dec 05, 2012 5:26 pm

url=https://servimg.com/view/13248471/2586]მაია სარიშვილი Maia_s10[/url]
Maya Sarishvili

მაია სარიშვილი

(სიტყვა "სიყვარული")

ეგ სიტყვა - თოთო ბავშვივით მოგდებული კართან,
შენიცაა,ახლა შენ მიხედე.
მე ცოტა ხანი დავისვენებ.
ხოლო უმისოდ,აი,რა ხდება,ნახე:
გავრბივარ.
კაბა მითეთრდება,თმები მეზრდება,
ნოტებით სავსე პარკს ძირი ძვრება,
შემიძლია არ ავკრიფო,ისე გადავახტე.
გავრბივარ.
როგორ მაბერებდა ეგ სიტყვა თურმე.
თმით როგორ მიმათრევდა
შენს სახლში ყოველ საღამოს.
როგორ უბოდიშოდ მიბერავდა და მიჩუტავდა მუცელს.
როგორ მაშინებდა,უჩემოდ ვერ გაძლებო.
აი,არაფერიც არ მომივიდა..


ცოლი

ცოლი
მოწყვეტილი ყვავილივითა დგას
წყალწყალა ქმარში

ვეფერებოდი ...)

ვეფერებოდი ამ ხეთა ნერგებს ოდესღაც.
ახლა ცაში ჩაზრდილან


(ძველი კინო...)

ძველი კინო _
ადამიანების ჰერბარიუმი.

ახლა ქარიშხალმა სხვაგვარად გადააწყო შეშლილები.
სხვაგვარად ჩაამწკრივა.
ბოლოებში ბავშვები დააყენა რითმებად
და წამოვიდა დემონსტრაცია,
როგორც შეშლილთა ლექსი.
მე კი ღიმილი,როგორც ნატკენი ფრთა,
ძირს მეთრევა და უხერხულია.
ვერ ავიკეცე.ვერ ვიმაგრებ.
ჩემს ღიმილზე ებიჯება სუყველას ფეხი -
ხალხმრავლობაში უარესია.
თურმე თავსხმაა.
ავიხედე - წვეთები გვანან პაწაწინა მეგაფონებს,
რომელთაც დავსდევ და სათითაოდ
ყოველ მათგანს ვუკითხავ ლექსებს.
ეს სიგიჟეა.ერთი წვეთიც არ დამრჩენია.
და მახსენდება ბლანტი სცენა
სავსე დარბაზში,
სადაც ავედი ზუსტად ისევე სულელურად,
როგორც ოდესღაც ბავშვობისას,
როდესაც დედა მიკვდებოდა
და მაგიდაზე შევდექი შიშით,
რომ ახლოდან გაეგონა ღმერთს ჩემი ლოცვა...

მამას

მე ვიცი,რაც გაყვირებს ძილში -
შანდლებზე წამოცმული გველები
ენებით გინათებენ ოთახს.
და მართლაც რა საშიშია ეგ მოგუგუნე სიბნელე -
ცბიერი შუქით დაგესლილი...
მე ვიცი,როგორ საპონივით ისვამ ღამღამობით
შენსავე გულს მთელს სხეულზე.
როგორ მონდომებით იცილებ ლაქებს
შენივე გულის ქაფით.
იქნებ,ამიტომაც,
დედა ყოველ ღამით გამოდის სიკვდილიდან
და ვარდებს გირგავს იმ ჩუსტებში,
შენ რომელშიც დილაობით ფეხებს აბიჯებ...
გთხოვ,მიაგენი ჩვენთან სახლში
ჩემს ბავშვობის ხმას.
ალბათ კანფეტების ყუთთან იქნება სადმე ახლოს.
და თუ მარმელადის გოშია აყეფდეს,
ან რამე ამდაგვარი,
ესე იგი, ჯადო ახსნილია...


***
როგორ იქნება ამ ზამთარს ჩემი საქმე?
ვთქვათ,რომც გავმდიდრდე,
დიდფანტელება თოვლს კი არ გამოვიწერ,
მოვიმარაგებ უპრობლემო არხეინ დღეებს,
ოთახებიდან გავაძევებ თავხედ თხუნელებს
და გულმოდგინედ იატაკის ღრმულებს შევავსებ.
წესიერ ნივთებს არ ავურევ წესიერ გზა-კვალს.
დამჯერე ხელი მტვერს აიღებს ხავერდის ნაჭრით.
არ შევადარებ საათის ხმას
ფეხშიშველა ბავშვების ტანტალს.
აღარასოდეს შევადარებ რამეს - რაიმეს...
მაგრამ ვაი თუ დამიძახა იმ ხიდმა ღამით! -
(მას ეშინია,რომ შეუძლია გადახტეს ქვემოთ)
თითებს მიფშვნიან ღონიერი მისი რკინები -
მოაჯირით რომ მეჭიდება
და აღარ მიშვებს...


***
ისევ ჩამქრალა თაფლი -
კაბის კალთით მიტანილი სახლში.
რუხი ფერი დაკრავს,ჩითის გემო
და ჯადოსავით შიშხინებს შიგ რაღაც.რა?
გახელილ თვალებს ვყოფ შიგ
და ასეც ვერაფერს ვხედავ.
არაფრით გამომდის ზეიმი,
კისკისების ალმებით დღეების მორთვა.
და ვერც ვერავისთან ვიტყვი,
რომ ყოველ ღამით
ნაჯახივით ვიქნევ საკუთარ თავს,
რაც შეიძლება სწრაფად რომ მოვჭრა
კიდევ ერთი
და ისევ რაღაცის ხათრით
მოთმენილი დღე...


***
"სულ არ შეგეხები შენ -
მიწას, რომელიც ნამდვილად არსებობ
და არც გედავები.
უბრალოდ არსად ჩავვარდები,
თუ უგზოდ ვივლი, უტერფებოდ.
უბრალოდ სახლიც ყველგან მექნება,
თუ უგზოდ ვივლი, უტერფებოდ.
თუმცა თავსხმაა, ხელს არ ვუშვებ
დედამიწის არც ერთ, არც ერთ ეტლს,
აივნებზე, საძინებლებში და სკვერებში
რაც საბავშვო ეტლებია, ყველა ჩემია.
მხოლოდ აქა ვარ -
მიწის ზემოთ და ეტლებს ირგვლივ
ზეცას კი ვკარგავ - ის უძრავია,
რადგანაც წვიმის გვირისტები - შავი და გამძლე -
გადაატარეს სუყველა ჩიტზე
და ცოცხალი აღარცერთია..."


***
"წამების რიტმში დაიკეცა დღე წერილივით.
და ჩამობნელდა, რადგან კუბოში -
ხის კონვერტში ვარ მოქცეული
ყველაფრიანა, რასაც ვცრუობდი
და გზაში ვარ სადღაცისაკენ.
შენთან კი, ზემოთ,
ყველა მექანიზმი ხელუხლებველია.
მხოლოდ გუგულია ამოგლეჯილი დროიდან -
მოღრუბლული ციფერბლატიდან.
და აი, ხომ ამდენი ჩიტი ჩამოგკივის
მაღლიდან ათასგვარ საიდუმლოს,
დროს მაინც ვერც ერთი გეუბნება".

study


Last edited by Admin on Sun Mar 10, 2019 3:03 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptyWed Dec 05, 2012 5:32 pm

მაია სარიშვილი

***
ჩემს თვრამეტივე მოსწავლეს:
ანას, მიხოს, რობიკოს, ელენეს, დათუნას, თამთას, ნინის, გიორგის, სანდროს, გიგის, ანანოს, ტასოს, ლიკას, ლუკას, ორივე ნიკოლოზს და ორივე მარიამს

დაუკვირდით, დღე როგორ ყანყალებს.
თითქოს ჩვენ კი არ ვირჩევთ, საით წავიდეთ,
ინერციით მივექანებით.
ორივე ხელით წავფრენივარ რაღაც საქმეებს.
ფეხები კი მიწიდან ამსხლეტია
და ასე საცოდავად და ასე ახალი საგანივით
ვსწავლობ თქვენგან იმ სიხარულს,
რომელიც არსად გამომადგება.
ალბათ შენიშნეთ - ძილი, რომელსაც ვერასდროს ვასწრებ,
ძაღლივით დამდევს
და ხან მპოულობს და ხან მკარგავს ამ რყევებისას.
ვერ მიდებენ გულს სერიოზული საქმეებიც -
ათასჯერ დამნომრეს და ჩამომწერეს,
მაგრამ არაფერი გამოუვათ,
ვიდრე ასე ჭასავით ვდგავარ,
ვიდრე დღეები სათლებივით მეთხლაშუნებიან,
რომ ამომაცალონ საიდუმლო,
რომელიც მუდამ უწყალდებათ.
კადრის უკუღმა დატრიალება -
რაიმე დაფშვნილის აღდგენასავით,
ყველა ნატეხი რომ თავის ადგილს უბრუნდება,
ასე უკუღმა ვცხოვრობ თქვენთან
და ფანჯრებს რომ ვხსნი,
თუკი ოდესმე ქვემოთ გადავმხტარვარ,
სათითაოდ უკან ვბრუნდები თქვენთვის.
ჩემი მაგიდის ზედა უჯრაში კი,
თქვენს დაქექილ საშლელებსა და
თქვენს თავმოჭმულ კალმებს შორის
ძალიან საშიში ამბები მიდევს.
გამოვხსნი, დავცქერი, ვახარისხებ.
კარტებს რომ აჭრი, ისე ვთამაშობ.
და რა საოცრად კარგია ასე -
სიგიჟე უჯრაში და ირგვლივ თქვენ -
ვითომ არაფერი...


***
ასე შევეჩვიე დაღლას -
თითქოს ზურგზე ცოცხალი მგელი -
სასკოლო ჩანთასავით უბრალოდ.
ფუნჯივით რბილად შემომდის
მისი ყმუილი ბეჭებში.
დარუხდება და ჩამშვიდდება,
ჩადგება ყველა სხვა ფერი გრიგალივით.
და ჩამოშორდება სახესაც
ღიმილის წნული -
ეს გაიძვერა ბუდე.
ვწერდი:
თითებიც რომ მომყვეს ამ მოქნეულ კარში
და ძვლებიც დამეფშვნას,
გულიც რომ მომყვეს ამ კარებში,
ნაბიჯსაც არ გადავდგამ არსაით-მეთქი.
და მართლაც,
ირგვლივ დღეები გააქვთ და გამოაქვთ.
მე კი ფეხსაც არ ვიცვლი,
დედაც ამ კართან მომიკვდა,
ყველა უცხო ქვეყანაშიც ამ კართან ვიყავი
და ბავშვებიც სწორედ
თქვენს გამოხურულ კართან გავაჩინე.



***
ბავშვებს გამოსდით -
თვალს არაფრით ახამხამებენ!
და ეს სასტიკი გულწრფელობაა,
რადგან ხამხამი კადრიდან ჭრის
წამის თუნდაც მეათასედებს,
რომლებიც ერთად რომ შეკრიბო
და გადააბა,
ერთი სიცოცხლე კიდევ გამოვა.
ეს მოვუგვარეთ -
ლეიბებში - მატყლის ნაცვლად -
ტყვიები ყრია.
მათი პატარა ბალიშები
სავსე არის ჯარისკაცთა ოცეულებით.
წვეთებს კანიდან წერილებივით გვიგზავნიან,
ავად არიან,
მაგრამ არ ვიცით ოფლის კითხვა
და გაუშიფრავ ხელნაწერებს ემსგავსებიან
დამლაშებული პირსახოცები.


***
ქალაქი ვერ გრძნობს მცენარეებს
და საზარელი ტყუილია
როცა შიშისაგან
ზოგჯერ ხეები ეკვეთება, როგორც ფეხები.
მცენარეები საკუთარი ნებით არ სულიერდებიან
და ეს მელანქოლიის მწვერვალია,
რადგან მათ
თავად გაიქრეს სისხლძარღვები, ორგანოები
და იმ უფაქიზეს ზღვარზე დადგნენ,
როცა აქა ხარ,
და თან არა ხარ აქ.


study

©️ „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ - http://arili2.blogspot.com/2010/01/blog-post_1299.html


Last edited by Admin on Sun Mar 10, 2019 12:52 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptyTue Feb 07, 2017 7:19 pm

მაია სარიშვილი

***
ღამის თორმეტ საათზე,
მეტროს ბოლო მატარებელში მოხვედრილები,
მთელი წაღებული ქალაქიანა მიქრიან სადგურ-სადგურ
და მათთანაა რაღაც ისეთი გამაოგნებელი
და გამაშეშებელი სინათლე,
როგორც დაუმსახურებელი სამოთხე.
სინამდვილეში კი, სიმართლე ჩვენკენაა,
ვინც ვერ მივუსწარით ბოლო მატარებელს,
ვისაც ცხვირწინ მოგვეხურა
ბოლო ვაგონის ბოლო კარი,
ვინც დავრჩით ქალაქგატანილ უსულო სადგურში,
სადაც ხმის ამოღებასაც რომ ვერ მოსთხოვ
და ჩასასუნთქადაც რომ ვერ გაიმეტებ,
ისეთი გადაქანცული ჟანგბადი დაგვიტოვეს.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptyThu May 04, 2017 11:39 am

მაია სარიშვილი

* * *
სულ თავიდან როგორ იყო ვეღარ ვიხსენებ.
ახლა ქარხნის მუშასავით მექანიკურად
ვიმეორებ ერთი და იგივე მოძრაობას -
რასაც დღეს ვაწვდი, ფერფლად მიბრუნებს.
მერე ისევ ახალი დღე -
ეს მარტივია, თუ გაზაფხული წააწყვიტე წელიწადს,
როგორც მამალს თავი,
რომ არ იყივლოს აღარცერთი გათენება ისე მჭახედ,
თითქოს ქვის ღობეს ცელავდეს ვინმე.
შვება უკვე აღარსადაა.
ყველა ქოხი სხვადასხვა ზომის ქილებითაა ამოვსებული.
მათში ყრიან სამკურნალო მცენარეებს
და მდუღარე წყალს ასხამენ
და სიბნელეში ინახავენ,
რომ წამებით გამოსტყუონ სარგებელი.
შვება უკვე აღარსადაა.
მძინარე ბავშვი გადაბრუნდა პირით კედლისკენ.
წინათაგრძნობა ძვლების წყვეტილ გვირაბებში ფუვდება
და სახსრებს გუდავს
და ელვის წამიერი გაკრთომა -
როგორც ხელმოწერა საიდუმლო განკარგულებაზე -
წვიმდება ჩუმად.
როგორ უცებ ვხვდები ყველა საიდუმლოს,
როცა გაქცევა უკვე აღარ შეიძლება
და ვერც ვერავის დავუძახებ.
ასეა, დილის შუქს მუდამ დახრა უწევს
ჩვენს მიწურ სახლში რომ შემოვიდეს
და მთელი ღამით სიბნელეში მოტივტივე
ნივთები რომ სამშვიდობოს გაიყვანოს მორიგეობით.
შავწყალნაყლაპი ოთახები
ჯოჯოხეთიდან გამოქცეული ბავშვებივით დგანან -
ყველა ამბისგან მიტოვებულნი
და შუქის კალთას საღამომდე ხელს არ უშვებენ,
ვიდრე თითები არ ეღლებათ
და მორიგი დღეც ვიდრე არ გადის გარეთ
ისე უეცრად,
თითქოს მიტკალი კარის ღრიჭოდან გაასრიალეს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptySat Aug 12, 2017 10:53 am

მაია სარიშვილი

ჩვეულებრივი ამბებიდან

ნაგავი ჩამოგვქონდა უზარმაზარი პარკებით. ჩრდილი საერთოდ არ იდგა გზაზე. ალბათ, ერთი კილომეტრი გვქონდა გასავლელი. აღმოჩნდა, რომ ამაზე ახლოს არ იდგა ბუნკერი . დიტოს პარკიდან გატეხილ თეფშს ჰქონია გამოყოფილი ნისკარტი და ფეხი გაუჭრა. აღარ შემიძლიაო - წუხდა, აქვე გზაზევე წავუკიდოთ ნაგავს ცეცხლიო. ქუდებიც არ გვეხურა. მე თვალები მიბნელდებოდა უკვე სიცხისა და უჰაერობისგან. ვიღაცის ღობიდან გამოჩრილი ხის ტოტები შევნიშნე და იქ შევიყუჟე. მორჩა, ვეღარ წამოვალ, თქვენ გადაყარეთ და მე აქ დაგელოდებით-მეთქი. წავიდნენ ხატია და დიტო წვალებით. ბედად რაღაც მილი ეგდო იქვე და ჩამოვჯექი. მოპირდაპირე ეზოში შავკაბიანი ქალი სარეცხს ფენდა და რამდენიმე ბავშვი ხმამაღლა იცინოდა აივანზე. ნეტა მე ხომ არ დამცინიან-მეთქი, რადგან თან მართლაც სასაცილოდ მეცვა, თან უცნაურად მოგრეხილი ვიჯექი ამ დაბალ მილზე და თან ბავშვების სიცილის მიზეზს რას გაიგებ. მაგრამ ჩემკენ ერთხელაც არ გამოუხედავთ. მგონი, საერთოდ ვერ მხედავდნენ. თავში ცხელი სითხე მეღვრებოდა თითქოს. შემეშინდა და მივედი იმ ბავშვებიან-შავკაბიანი ქალის ეზოსთან, რომ წყალი მეთხოვა, მაგრამ ხმამაღლა დაძახების ღონე არ მქონდა, ხმადაბლა კი ვერ გავაგონე.
ამასობაში დიტო და ხატიაც მობრუნდნენ. შავ პარკს ძირი გაძვრა, ნაგავი ხელებით ავკრიფეთ და გულში ჩახუტებული მივიტანეთ ბუნკერამდეო. მკლავები სულ გაწებილი გვაქვსო. წავედით სახლისაკენ. მზემ კიდევ უფრო მომიჭირა ტვინზე ბრჭყალები. ვერ წამოვალ-მეთქი ბავშვებს ვუთხარი. დავჯექი გაუქმებული მაღაზიის კიბეზე და ვიღაც კაცი გამომელაპარაკა. გაზს ვუმონტაჟებთ ერთ-ერთ მოსახლესო, ახლა მცალია და მე აგიყვანთო. ჩავსხედით მის ჯართითა და მადლით ამოვსებულ მანქანაში და აგვიყვანა სახლამდე.
ამასობაში ნატას და ანასტასიას ტაქსიც გამოუძახიათ, რომლითაც თბილისში უნდა ჩავსულიყავით. მალევე მოვიდა ეს ტაქსი და წამოვედით. გზად სოფო მდივანიც ჩავისვით მანქანაში. ფეხით მიდიოდა ტრასაზე იმ იმედით, რომ ვინმე შეიბრალებდა და ჩაიყვანდა თბილისამდე. სოფო 20-დან 25 წლამდეა მგონი. მინდოდა მეკითხა ასაკი, მაგრამ იმდენჯერ მქონდა ნაკითხი და დავიწყებული, რომ მომერიდა. მე წინ ვიჯექი. სოფო და ჩემი შვილები უკან. უცებ მანქანა უცნაურად ამოძრავდა. მუხრუჭი გამიფუჭდაო - მძღოლმა. ჩაგაგორებთ ნუცუბიძის პლატომდე როგორღაცო. ცოტა ხანს მივგორვდით. მერე შემეშინდა , გავაჩერებინე, ჩამოვედით და ახალი ტაქსი გამოვიძახეთ.
გადმოვალაგეთ თუ არა ჩანთები მანქანიდან, წელს ზემოთ შიშველი ბიჭი გამოგვეცხადა უცებ. ცხენები მყავს აქვე და ვიდრე თქვენი ტაქსი მოვა, გაჩვენებთო. ხუთივენი გაყვნენ. მე ბარგთან დავრჩი და ჩამოვჯექი ჩანთებზე, რომლებშიც გასარეცხი თეთრეული იყო დაუნდობლად ჩატენილი. თუთის ხის ქვეშ დაგვიყრია ბარგი. მიწა მოშავებულ-გაწებილი იყო გასრესილი თუთებით. მეშინოდა ბავშვებს არ გაერისკათ და ცხენებზე არ დამსხდარიყვნენ, ან ცხენს ფეხი არ მოექნია, ან არ ეკბინა უცებ მათთვის. ამ შიშებით ვიყავი ამოვსებული, რომ მოულოდნელად, სულ რამდენიმე წამით, გვერდიდან, ალბათ ოციოდე მეტრის სიშორიდან დავინახე ჩემი თავი: ტრასის პირას, თუთის მაღალი ხის ქვეშ, გასარეცხი თეთრეულით სავსე ჩანთებზე უშნოდ ჩამომჯდარი და გავიფიქრე, რომ ამ ოცკილომომატებულ, ჩანჩურა, ოთხბავშვნაზიდ და გაუსაძლისად გადაქანცულ ქალს არავინ იცის როგორ სჭირდება, რომ წეროს-მეთქი, მაგრამ ძალიან მალევე შემრცხვა, შემეშინდა და სასაცილოდაც მომეჩვენა ეს ყველაფერი და ისევ ჩანთების მოდარაჯე მაიად დავბრუნდი.
მოვიდნენ ბავშვებიც. არ დავმსხდარვართ ცხენებზე, მხოლოდ მოვეფერეთო. ჭუჭყიანი გექნებათ-მეთქი ხელები - შევწუხდი. მერე გამოძახებული ტაქსიც მოვიდა და როგორც იქნა ჩამოვედით თბილისში. საშინლად ცხელოდა და მთელი გზა იმ ერთი ყოფილი მეგობრის ნაჩუქარ ღია ბარათს ვინიავებდი უმწეოდ, რომელზეც, ვიდრე სულ ბოლომდე გადაიცრიცებოდა, ძალიან ლამაზი და მტკიცე ასოებით ეწერა, რომ ოდესღაც ვუყვარდი.

11.08.2017

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptySat Mar 10, 2018 10:14 pm

მაია სარიშვილი

***
პირდაპირ ეზოდან უმიზნებდა თოფს ბაბუაჩემი და ცვიოდნენ ძირს მკვდარი შაშვები. დაცემის ხმა იყო ისე შემზარავი, თითქოს სოფელი ამოყირავდაო. თოფის ხმაზე მეტად მაკრთობდა ეს დანარცხების ხმა. დაივლიდნენ, აკრეფდნენ, ხარშავდნენ და ითხოვდნენ დაგველია. ხოდა, ესხა და ესხა ღრმა თეფშში შაშვის ბულიონი ოქროსფერი სიკვდილივით და ცივდებოდა.
აი, ლომი ვერ დაეცემა ისე გრგვინვით, როგორც მოკლული, ციდან ჩამოვარდნილი შაშვი ეცემა და ფიზიკის ამ ულოგიკო კანონის ამბები ბავშვებმა იციან და ზრდასრულთა მხოლოდ გულსაკლავმა უმცირესობამ.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptyWed Jul 18, 2018 12:53 am

მაია სარიშვილი

***
აღმოჩნდა, რომ ყველა სიტყვა -
მდუღარე წყლის ფსკერზე.
ჩავდივარ, ხორცს ვიწვავ, ამომაქვს,
ვითვლი, ზუსტად ორად ვყოფ:
ზოგი - შვილებს, ზოგი - ლექსებს.
არ ჩავალ-მეთქი დანარჩენებისთვის მდუღარეში.
ქუჩა კი გრძელია და ფართო
და ყველგან თქვენა ხართ.
ხოლო გზად გხვდებით ასეთი სამარცხვინო მე:
კაბა - ცალ მხარეს გრძელი,
რადგან ჩამომერღვა,
დაუვარცხნელი თმა - შავი რეზინით შეკრული
და გულიც კი იაფფასიანი საფულესავით
შესაკრავმოშლილი -
თავისით მეყრება იქიდან
სიმწრით გადანახული
შვილებისა და ლექსების სიტყვები
და ასე გამოდის,
რომ გელაპარაკებით.

2017

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptyTue Aug 28, 2018 10:25 pm

მაია სარიშვილი

რენტგენი

შემიყვანეს თუ არა პალატაში, მაშინათვე ვიცანი ნანა - ჩვენი ყოფილი პიონერთა ხელმძღვანელი. მეოთხე კურსზე ვიყავი, ეს რომ მოხდა. ტოქსიკური განყოფილება იყო და ყველანი მოწამლულები ვიწექით. ნანას რაღაც მჟავა დაელია ქმრის გამო და ტუჩებიც ამომწვარი ჰქონდა. ძმა უვლიდა გასაოცრად. არ შორდებოდა. ღვეზელების გამყიდველ პუტკუნა სომეხ მალვინას წამლები დაელია ცოლ-შვილიანი საყვარელის გამო. და თამარა
- სარეცხის ფხვნილით მოწამლულიყო შემთხვევით. უზომოდ მშვიდი ბებო - ულამაზესი ისტორიებით ამ ჯოჯოხეთში.
11 წლის ვიყავი, ნანა რომ გავიცანი. ვაკის პარკში პიონერთა ბანაკი იყო გახსნილი. იქ მტოვებდა დედაჩემი დილაობით და საღამოს, ინსტიტუტიდან რომ ბრუნდებოდა, მეც სახლში მივყავდი. დაგვსხა ერთხელ ამ ნანამ რამდენიმე გოგო ნაძვნარში და გვეკითხება: იცით, როგორ ჩნდებიან ბავშვები? ყველას გაეცინა, ეტყობა რაღაც იცოდნენ ნაწილობრივ მაინც, მე კი გული შემიღონდა. აივანზე მოგრძო კალათა გვედო, რომლითაც ვარსკვლავიდან ჩამომიშვა ღმერთმა ერთ ზამთარს. ვიცოდი, რომ ყველანი სხვადასხვანაირად იბადებოდნენ და მე კი _ ასე. და ვიცოდი, რომ არავისთან არ უნდა მეთქვა ეს... ნანამ კი სულ ღიმილ-ღიმილით აღგვიწერა ყველაფერი და გაოგნებული ვიყავი _- აბა კალათა?.. ხოდა, ეს ნანა იწვა ახლა ჩემგან ორ მეტრში და ვერაფრით ვბედავდი თავი შემეხსენებინა. ან კი სად ჰქონდა ჩემი თავი? მილიცია იძიებდა მის საქმეს და დაკითხვაზე მოდიოდნენ, ქმრის პასუხისგებაში მიცემას აპირებდნენ.
პუტკუნა მალვინა კი სულ ტიროდა და ტიროდა. ობოლი ყოფილა, დების გაზრდილი. იმ ცოლ-შვილიანი კაცის ნაჩუქარი ზამთრის ქუდი მოატანინა სახლიდან და ის ეხურა ხუთივე დღე იმ გაგანია მაისში.
თამარა ბებო კი იწვა რაღაც სინათლის სვეტივით, ფარდასა და ფარდას შორის შემოპარული მზის შუქივით. გვიყვებოდა, როგორ კეთდება გემრიელი ვარდის მურაბა, როგორ ღებავდა ძაფებს ლილაში, როგორ ქსოვდა ამ ლურჯი ძაფებით პატარა ჩიტებს, რომლებშიც ბამბას ჩურთავდა მერე... თუ სიბერე მეღირსა, ასეთი მინდა ვიყო. მშვიდი, ვარდის მურაბების გემრიელად გამკეთებელი და ლურჯი ჩიტების მქსოველი.
ჩემი გამოწერის დროც რომ დადგა, ეტყობა თავს მოდუნების უფლება მისცა და საწყალ დედაჩემს, ამდენი ღამის უძილოს, სკამზე ჩამოეძინა მთელი გულითა და არსებით. და ზუსტად ამ დროს, ჩვენი მოშლილი ფანჯრიდან, რომელიც ბოლომდის არ იხურებოდა, უცებ საშინელი ხმა შემოვარდა საშიში ნადირივით. ატყდა ერთი ამბავი: პაციენტებისა და მათი მომვლელების ხმამაღალი ლაპარაკი, ექიმების ახსნა-განმარტებები და ათასი სხვა ხმა ირეოდა ერთად, ძაღლებიც კი აყეფდნენ.
როგორც გაირკვა, ფილმის გადაღება მიმდინარეობდა, ბაბლუანის ,,უძინართა მზის,, და კინოსტუდიის მანქანის ხმა ყოფილა, რამაც ყველა ასე გაანერვიულა. მეც შევწუხდი. ჩემს გამო კი არა, დედას გამო, არ მინდოდა გაღვიძებოდა. ავდექი და ფანჯრის დახურვა ვცადე, მაგრამ არაფრით დაიხურა. გავგიჟდი. ავძვერი უცებ რაფაზე და ბეჭებით ავეფარე ამ ღრიჭოს. პალატაში აბსოლუტური სიჩუმე ჩამოდგა. ნუ, მე მომეჩვენა ასე. ვზივარ, ვზივარ, თან დედაჩემის სუნთქვას ვითვლი. ორი ათასამდე თუ ავედი, ეყოფა გამოსაძინებლად-მეთქი, მაგრამ სათვალავი მალევე ამერია. არ მახსოვს, რა დრო გავიდა. უცებ ექიმის გაოგნებულ სახეს ვხედავ. ,,ნუ გეშინიათ, პირველი სართულია., _ ღიმილით ვამშვიდებ. ,,არ ჩამოდის, შვილო, ხმაურს ვაკავებ ბეჭებითო,, -თამარა ბებოა. ექიმი მკლავზე ჩამეჭიდა და ჩამოვედი.
მეორე დილით ე.წ. შემოვლა უნდა გამეკეთებინა გაწერის წინ და ფილტვებზეც გადამიღეს რენტგენი. ეს სურათი დიდხანს მქონდა შენახულის და ზოგჯერ შუქზე გავხედავდი ხოლმე შესამოწმებლად - სულ მეგონა, რომ სადღაც აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო ეზოს ის დამანგრეველი ხმაური, ბეჭებით რომ ვაკავებდი და იმ ოთხი ქალის სუნთქვა, რომელთაგანაც სამი ქიმიით იყო მოწამლული და ერთი, რომელსაც ეძინა - ჩემით.

2018

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptyMon Feb 04, 2019 9:02 pm

მაია სარიშვილი

***
(ჰოლანდიელ ფოტოგრაფს - პიტერ ვან დერ მეერს, რომელმაც როტერდამის ფესტივალისთვის გადამიღო ფოტო)

ფოტოს გადაღება ნიშნავს
როგორც რეზინის სათამაშოს,
ისე მოგიჭირონ სახეზე ხელი,
დაგიბრიცონ ნაკვთები საცოდავად
და თვალებიდან ამოგესხას
მთელი სიცოცხლის მარაგი სევდა.
დაუნდობელი ,,გაიღიმე,, –
ჰგონიათ, ყველაფერი წესრიგში მაქვს,
ყველა ემოცია თავის ადგილას მიდევს.
უკვირთ, საიდან მომაქვს ასეთი ღიმილი –
ძველი ნავივით საწყალი, უფსკერო,
შიგ რომ ვერავის ჩასვამ, რომ სახიფათოა.
სხვების ღონიერ ტუჩებზე კი იალქნიანი ხომალდებია –
მთელი მათი ოჯახებით -
ხელს გვიქნევენ გემბანებიდან.
აქ ამბობენ რომ პოეტი ვარ -
თითქოს იმ სიტყვებს, რომლებიც მოსწონთ,
ქინძისთავებით მიმაგრებენ პირდაპირ ხორცზე.
ასე გარედან ჩემი ამბები არასოდეს მიტარებია.
(სამშობლოში ისევ უკან ჩავიყრი ამათ).
აეროპორტში,
ვიდრე უკლებლივ დავიბრუნებ ყველა სადარდელს,
მოძრავ ბილიკზე
ჩემი დაღლილი ჩემოდანი უთვალავჯერ დატრიალდება.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptyFri Feb 08, 2019 8:57 pm



მაია სარიშვილი
სამი ვედრო თოვლი

რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - რომეო ტერ-გრიგორიანი
მუსიკალური გამფორმებელი - ლალი სეთურიძე

მონაწილეობენ: დარეჯან ხარშილაძე, გოგა გორგასანიძე.

ჩაწერილია 1996 წელს.


ბმული:
* https://youtu.be/T1hU1-2JI2o

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptySun Mar 10, 2019 12:50 am



მაია სარიშვილი
ჭიამაიების ოჯახი

რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 15, 2015

რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - გიორგი ცაგარეიშვილი

მონაწილეობენ: გიზო სიხარულიძე, ზაზა ლებანიძე, ნიკა წერედიანი, ნანა ხურითი, ლილი ხურითი, სანდრო ჯანგირაშვილი, დავით ველიჯანაშვილი.

ჩაწერილია 2006 წელს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptySun Mar 10, 2019 12:52 am



მაია სარიშვილი
ძალიან ცუდი კაცი

რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 15, 2015

რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - ნანა სანდუხაძე
მუსიკალური რედაქტორი - ნინო სარალიძე

მონაწილეობენ: ნანა ხურითი, მერაბ მაისურაძე.

ჩაწერილია 2004 წელს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptySun Mar 10, 2019 12:53 am

მაია სარიშვილი

ფანტელებია – ზეციურ მხეცებს...

ფანტელებია – ზეციურ მხეცებს
ბრჭყალები რომ დააცალეს ხორცებიანად.
მაგრამ ზამთარს შეუძლია
კაპილარებიც ჩაიტოვოს ამ სიქვავეში –
შენთანაც უნდა.
აღრიცხულია ყველა ნერგი ტუჩების ირგვლივ,
რომ რაიმედ კი არ იხარონ,
ეშვებივით ამოელვარდნენ ასეთები –
მთვარის ქვისანი, ჩაზნექილები,
ცარიელი აკვნებივით დარწეულები.
აღარსადა ვართ ასეთები –
ლოცვები თმებად ამოზრდილი
და კეფაზე დახვეული და მოხტუნავე
ვერცხლისწყლის ბურთად.
ხის ტანშიც რომ როგორმე შეძვრე
და შიგნიდან რომ იარო
მისი ტანის ლაბირინთებში,
აღარსადა ვართ,
აღარსადა ვართ შემონახულნი.

study


Last edited by Admin on Sun Mar 10, 2019 12:47 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptySun Mar 10, 2019 11:19 am

მაია სარიშვილი

ალბათ, სამშობლო

აქ ნუგეში მუდამ ასეთია_
ჯერ ფარგლის წვერით ჩაგესობა
და მერე შემოხაზავს წრეს.
აქ სიცილის ოთახშია შეგდებული რაღაც საიდუმლო
და ისევ სარკეები ბრეცენ და ამასხარავებენ სათქმელს...
აქ ზოგჯერ თავისით იხრება მიწა, უნიჩბებოდ.
და ფრთხილად თავისით ირგვებიან ხეები.
აქ ჰაერის ყველა მოლეკულაც რომ
კარებივით სათითაოდ გამომიჯახუნონ,
რჩება დუმილი, რომელივ წმინდანია და მაცოცხლებს.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptySun Mar 10, 2019 12:19 pm

Numéro Cinq

Poems from Microscope
by Maya Sarishvili


Translated by Timothy Kercher and Nene Giorgadze


These rare English translations of the Georgian poet, Maya Sarishvili, come to us through the work of Tim Kercher and his translation partner, Nene Giorgadze. Of Tim’s many translation projects (see another Kercher translation here on NC), I am particularly drawn to Sarishvili’s poems as her work creates a meticulously urgent consciousness—her writing reminds me of the startling humanity of Anna Swir’s poetry mixed with elements of the mysteriously resonate, vulnerable work of Mary Ruefle.

Tim Kercher and I became friends at Vermont College, having survived the famed Lasko pivo, DG-infused Slovenia residency of 2008. Originally from Colorado, Tim currently teaches high school English in Kyiv, Ukraine, his fifth overseas teaching appointment. Tim lived in the Republic of Georgia for the past four years, where he started editing and translating an anthology of contemporary Georgian poetry. His manuscript, “Nobody’s Odyssey,” was recently selected as a finalist for the John Ciardi Prize for Poetry and his poems and translations have appeared or are forthcoming in Iron Horse Literary Review, Quiddity, The Dirty Goat, Poetry International Journal, upstreet, The Minnesota Review, and others.

Co-translator Nene Giorgadze holds an MA in Georgian Literature from Ilia University (Tbilisi, Georgia), has lived in US since 1999, and speaks three languages: Georgian, English, and Russian. She has written poetry and prose since childhood. Her work is forthcoming or has appeared in Ann Arbor Review, Raleigh Review, Rhino, and others

Maya Sarishvili won the SABA Prize for Poetry, Georgia’s top literature award, for her collection, Microscope, which includes these three poems. She is the author of one other poetry collection, Covering Reality (2001), as well as three radio plays. She lives in Tbilisi, Georgia where she works as a third-grade teacher and is mother to four children, ages 5 to 12. Her work has is forthcoming or has appeared in Crazyhorse, Versal, Nashville Review, Los Angeles Review, Guernica, and others.

What a pleasure it is to grapple with and savor these poems.

-Martin Balgach



.
მაია სარიშვილი

ახლა ქარიშხალმა...

ახლა ქარიშხალმა სხვაგვარად გადააწყო შეშლილები.
სხვაგვარად ჩაამწკრივა.
ბოლოებში ბავშვები დააყენა რითმებად
და წამოვიდა დემონსტრაცია,
როგორც შეშლილთა ლექსი.
მე კი ღიმილი,როგორც ნატკენი ფრთა,
ძირს მეთრევა და უხერხულია.
ვერ ავიკეცე.ვერ ვიმაგრებ.
ჩემს ღიმილზე ებიჯება სუყველას ფეხი –
ხალხმრავლობაში უარესია.
თურმე თავსხმაა.
ავიხედე – წვეთები გვანან პაწაწინა მეგაფონებს,
რომელთაც დავსდევ და სათითაოდ
ყოველ მათგანს ვუკითხავ ლექსებს.
ეს სიგიჟეა.ერთი წვეთიც არ დამრჩენია.
და მახსენდება ბლანტი სცენა
სავსე დარბაზში,
სადაც ავედი ზუსტად ისევე სულელურად,
როგორც ოდესღაც ბავშვობისას,
როდესაც დედა მიკვდებოდა
და მაგიდაზე შევდექი შიშით,
რომ ახლოდან გაეგონა ღმერთს ჩემი ლოცვა…

.

[Now, the storm has arrange the insane,]

Now, the storm has arranged the insane,
set down a different order.
Those at the end are children, like rhymes.
A lunatic poem started as a protest.
My smile is thrown down
like a wounded wing
—clumsy me—
I can’t lift it, can’t grip it.
A crowd tramples my lips—
it gets worse in the throng’s midst.
I look up—drops like mini-megaphones.
I chase them down and to each one,
read my poems.
It’s odd. Not a single drop lingers with me.
And I remember the sticky stage
in a packed-out house
where, once upon a time
as a child, I foolishly rose
when my mother was dying
and clumsily climbed up on the table
to make God better hear my prayers…

.

მაია სარიშვილი

ასე არ გამოვა...

ასე არ გამოვა -
ტყეც რომ ამოაყირავო,
ერთ ფესვს ვერ იპოვი ვერსად.
საზარელი სიზმარივითაა
მიწაზე დაუმაგრებელი სამყარო.
ქალაქები უბრალოდ დევს ასფალტზე.
გაშეშებული ზღვები
საითაც დედამიწა გადაბრუნდება,
იქით ცურდებიან -
უშველებელი სამართებლებივით
სრიალებენ უკონტროლოდ...
და ყველანი რა მონდომებით,
რა თითო-თითოდ
ვაცლით სხეულებიდან ძველმოდურ ძარღვებს -
სულ მალე
ფუტკრებიც ვეღარ დაკბენენ
ჩვენს როიალებზე შემოსასმელ
ფაიფურის შვილებს...

.

[It doesn’t work this way—]

It doesn’t work this way—
even when you knock down an entire forest,
you won’t find a single root anywhere.
When not fixed to the earth, the universe
is a nightmare.
Towns float atop asphalt,
seas harden.
Wherever the earth collapses,
it drifts away—
like enormous razors
sliding uncontrollably.
And how enthusiastically we all strip
our bodies
one by one of the ancient veins—
and soon enough
even the bees can’t sting our ceramic children
any longer, children meant to be displayed
on top of grand pianos…

.

მაია სარიშვილი

გესმის ქოშინი?..

გესმის ქოშინი?
აქ ჩემს ოთახს თავის ღამე ჰყავს -
მოახლესავით -
რომ დაბერდა და ვერ უვლის ნივთებს,
ხოლო სიმწრით გამოზრდილი მოჩვენებები
უკვე პირში დასცინიან, ვერ იმორჩილებს.
ფარდაც ვერ იჭერს -
ფანჯრებიდან შემოდის შუქი -
ნეონის მახვილ სხივებზეა
აცმული ძილი -ციმციმა აბრებს
სიტყვებიდან გამოაქვთ სისხლი -
და მეცოდება ასოები - მუნჯი ტყვეები,
რომ ჩაამწკრივეს და აკივლეს გათენებამდე.
შავ ბამბაშია შეფუთული რძით სავსე ჭიქა.
რაც არ იმსხვრევა - ტელეფონის ბლოკნოტიც კი
შავ ბამბაშია -
და იქ ანბანის სულელური რაღაც წესრიგით,
გამოგონილი მეგობრები მიქნევენ ხელებს.

.

[Do you hear the shallow breaths?]

Do you hear the shallow breaths?
Here, my room possesses the night
—as a maid—
from growing old, being unable to manage
to ghosts bred in torment,
in-your-face laughter can’t be held back—
the curtains, too, can bear no more light
entering from windows—
sleep, caught by
sharp neon beams—
the glimmering ads
charming blood from words,
with letters that pity me—dumb slaves
lined up and made to scream till dawn.
The full milk glass is wrapped in black cotton.
Everything that doesn’t break—even the address book
is wrapped in black cotton—
and there, in the alphabet’s impractical manner,
my invented friends are waving goodbye.

___
* http://numerocinqmagazine.com/2011/05/29/three-poems-from-maya-sarishvili/

Exclamation

‘Her poems are like Rilke’s Duino Elegies. Somehow self-sufficient, and somehow something is always happening inside them. Whenever I touch them, whenever I read them over and over again, something else is happening inside me each time. Her poems are naked, containing so much naked feeling and sense, but on the other hand, so much intelligence.’

Zviad. Ratiani, poet


‘In her depiction of every event, object and action Maia Sarishvili wraps reality into a linguistic membrane. Her poetic world gives the means to stop and think. For Maia Sarishvili reality, outside the bounds of poetry, would be like a path on which life would fly past at an unimaginable speed. By means of poetry, however, the poet subdues reality in her verses. This blazes a trail through the tensions of everyday life and chaos.’

Ingrid Degraeve, translator


* http://book.gov.ge/en/book/microscope/91/


study


Last edited by Admin on Sun Mar 10, 2019 12:27 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptySun Mar 10, 2019 12:23 pm


როკ-კლუბი. მაია სარიშვილი

მაია სარიშვილი

სასტიკი პასუხი

თქვენ მეუბნებოდით, რომ ამ ოთხიდან
ორი ბავშვი მაინც უნდა ჩამეძაღლებინა,
მაგრამ ვერ ამოვარჩიე-რომელი…
და ამასობაში დაიზარდნენ.
თავის დაცვა უკვე კარგად შეუძლიათ.
ისე ადვილად ვეღარ დახოცავ…
ერთი რომ მყოლოდა,
ოთხივეჯერ მას ვაკოცებდი
და არავინ ეტყოდა, რომ დანარჩენები
იმ სამი კოცნისთვის დაიხოცნენ.
ვერ მოვიქეცი გონივრულად,
ვერ ამოვითხარე სტერილური თოხებით
შვილები-როგორც გლანდები-
და საქმე საბოდიშოდ გავიხადე,
რადგან სულ მეგონა, რომ
თუ დაგიჯერებდით,
მუცელი მაინც გამომეზრდებოდა
და მთელი ცხოვრება
ზუსტად იმდენი ბორცვი უნდა მეტარებინა,
რამდენ ბავშვსაც ტანში ჩავიკლავდი.
და ესენი კი იქნებოდნენ
ბევრად უფრო საშიშნი და მარადიულნი-
ჩემივე შვილების საფლავების ბორცვები.
თქვენ მეუბნებოდით, რომ ამ ოთხიდან
ორი ბავშვი მაინც უნდა ჩამეძაღლებინა,
მაგრამ ვერ ამოვარჩიე – რომელი,
და ამასობაში დაიზარდნენ,
ლოყებზე თითები მომაფინეს,
ალაპარაკდნენ…


მამას

მე ვიცი,რაც გაყვირებს ძილში –
შანდლებზე წამოცმული გველები
ენებით გინათებენ ოთახს.
და მართლაც რა საშიშია ეგ მოგუგუნე სიბნელე _
ცბიერი შუქით დაგესლილი…
მე ვიცი,როგორ საპონივით ისვამ ღამღამობით
შენსავე გულს მთელს სხეულზე.
როგორ მონდომებით იცილებ ლაქებს
შენივე გულის ქაფით.
იქნებ,ამიტომაც,
დედა ყოველ ღამით გამოდის სიკვდილიდან
და ვარდებს გირგავს იმ ჩუსტებში,
შენ რომელშიც დილაობით ფეხებს აბიჯებ…
გთხოვ,მიაგენი ჩვენთან სახლში
ჩემს ბავშვობის ხმას.
ალბათ კანფეტების ყუთთან იქნება სადმე ახლოს.
და თუ მარმელადის გოშია აყეფდეს,
ან რამე ამდაგვარი,
ესე იგი, ჯადო ახსნილია…



***
წვეულებაზე მოდიან ტანსაცმელები,
რომელთაც ქვეშ ჰყავხართ თქვენ
და მეშინია.
მოხალული თხილი
ათასი მიმართულებით მიექანება
და უჩინარდება ღრმა თეფშებიდან.
უთვალავი ენა.ფერად-ფერადი ტუჩები.
ყბების ქნევის სხვადასხვა რიტმი.
რა უცებ პატარავდება,
მალე კანფეტის ქაღალდშიც შემეძლება
გავახვიო წარსული.
თქვენმა დღეებმა კი მოიფიქრეს
რაღაც ახალი გასართობი –
თანხმობის ნიშნად თავმოქანქარე ქალების გარდა,
ფირიდან ყველა სხვა კადრი რომ ამოჭრეს.
რა ევალება თანამედროვე სევდიანს?
რის მიხედვით შეარჩიეთ ქალები,
რომელთაც ყველაფერი ასწავლეთ?..



(მიკროსკოპი)

არავინ დაშინდა რატომღაც ჩემსავით.
ვერავინ დაინახა უჯრედების წამლეკავი მელანქოლია.
ხახვის ფურცლის უჯრედები,
ოროსნების და ხუთოსნების თმის ღერთა უჯრედები,
დაუჯრედებული მთელი კლასი,
ხედიც – ფანჯრიდან…
უცებ, სამყაროს გარსი აეფხრიწა.
გაუცხოებული გზა სახლისაკენ.
სახლიც – ყველა ოთახით.
უფრო შორს კი –
დაუჯერებელი უცხო მშობლები
დაუჯერებელ სამსახურებში…
რა სევდა. რა ჯადოქრობა.
მიკროსკოპით ნანახი მუნჯი კინო.
თითქოს,
ღმერთი თვალისაკენ რაღაცას ამოგძახის,
მაგრამ მთავარს მაინც არ გეუბნება…



***
ბავშვობისას დარდი ან ასეთია –
რომ ორმოში დგახარ და სიცოცხლე ზემოთაა,
ან ასეთი –
სადაც არ წახვალ,
ოთახის რომელიღაც კუთხე დაგყვება თან.
ან ვერ იცილებ
და ორმოთი უზიხარ დედას კალთაში,
ორმოთი გძინავს
და ორმოთი გაბანავებენ,
ან ოთახის კუთხეს ვერ იცილებ,
როგორც მარადიულ დასჯას და მუქარას.
ან ორმოს გამო
დარდი თანდათან ისე გაშეშებს,
თითქოს ძვლები გიფართოვდება,
ხორცში შედის
და რბილობის ადგილს იკავებს,
ან ამ კუთხიდან
სასტიკად ალესილ მკლავებს
ენებივით ამოყრიან ხოლმე
ყველაზე კარგი მასწავლებლები
და ყველაზე ახლო ნათესავები.
და თუმცა გჭრიან, გჭრიან,
შენ მაინც წყალივით,
მაინც ჯიუტად,
ისევ უწყვეტ ნაკადად
მიედინები დიდობისაკენ,
რომელშიც არა და არ არის ხსნა.



***
საბას

ორსული გედის მუცელში
რომ თოთო გედი წარმოიდგინო,
დილა ასეთი უმწეოა და გამჭვირვალე.
ჩვენ კი წირპლივით გვიზის თვალებში სიკვდილი,
წამწამებიდან ფრჩხილებით ვიფხეკთ.
ხანდახან ვფიქრობ:
შხამიანები ხომ არ გამოდგნენ ის სოკოები –
წინსაფრებზე რომ მივიხატეთ საბავშვო ბაღში.
წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენსავით მუნჯები იყვნენ,
შავად იმიტომ გავაფერადეთ.
მაგრამ დედამ
წინსაფრები საპნიან წყალში ჩაალბო და
რომ ამოიღო,
სოკოები აღარსად იყვნენ.
წყალმა ჩაყარა საშიშ მილებში,
მდინარემ კი ზღვაში ჩაკარგა.
ზოგჯერ მგონია,
შეიძლება ჩვენი ბრალია – ჩემი და შენი,
რომ დღესაც კი ავადაა მზე,
რომელიც ამ ზღვაშია ამონავლები.



***
ქალაქი ვერ გრძნობს მცენარეებს
და საზარელი ტყუილია
როცა შიშისაგან
ზოგჯერ ხეები ეკვეთება, როგორც ფეხები.
მცენარეები საკუთარი ნებით არ სულიერდებიან
და ეს მელანქოლიის მწვერვალია,
რადგან მათ
თავად გაიქრეს სისხლძარღვები, ორგანოები
და იმ უფაქიზეს ზღვარზე დადგნენ,
როცა აქა ხარ,
და თან არა ხარ აქ.



***
ბავშვებს გამოსდით –
თვალს არაფრით ახამხამებენ!
და ეს სასტიკი გულწრფელობაა,
რადგან ხამხამი კადრიდან ჭრის
წამის თუნდაც მეათასედებს,
რომლებიც ერთად რომ შეკრიბო
და გადააბა,
ერთი სიცოცხლე კიდევ გამოვა.
ეს მოვუგვარეთ –
ლეიბებში – მატყლის ნაცვლად –
ტყვიები ყრია.
მათი პატარა ბალიშები
სავსე არის ჯარისკაცთა ოცეულებით.
წვეთებს კანიდან წერილებივით გვიგზავნიან,
ავად არიან,
მაგრამ არ ვიცით ოფლის კითხვა
და გაუშიფრავ ხელნაწერებს ემსგავსებიან
დამლაშებული პირსახოცები.



***
შოთას

ეს კორპუსებიც –
ხეებივით მიწიდან რომ იკვებებიან,
ვეღარ არიან მხოლოდ სახლები.
ბეტონის ფილები და აგურები
ახლა მათი უჯრედებია,
თავიდან თვალით რომ არ ჩანდნენ,
მაგრამ მერე გაუფართოვდათ.
ფრთხილად შევცვალე ყველაფერი, ძალიან ოდნავ.
დავბრიცე წელში გამართული ყველა ოთახი.
გადახრილია აივნისკენ მძიმე კარადა
და მასში ყველა ჩვენი რამე
გადახრილა სულ ოდნავ მარცხნივ.
რა მონდომებით ვცვალე თითქოს,
ძალიან ოდნავ,
მაგრამ გამექცნენ, აყირავდნენ დამჯერე გზები.
ჰაერშიც ისე ულმობელი დაღმართებია,
მოჩვენებები ნაბიჯებს ვერ იმორჩილებენ.



***
ასე შევეჩვიე დაღლას –
თითქოს ზურგზე ცოცხალი მგელი –
სასკოლო ჩანთასავით უბრალოდ.
ფუნჯივით რბილად შემომდის
მისი ყმუილი ბეჭებში.
დარუხდება და ჩამშვიდდება,
ჩადგება ყველა სხვა ფერი გრიგალივით.
და ჩამოშორდება სახესაც
ღიმილის წნული –
ეს გაიძვერა ბუდე.
ვწერდი:
თითებიც რომ მომყვეს ამ მოქნეულ კარში
და ძვლებიც დამეფშვნას,
გულიც რომ მომყვეს ამ კარებში,
ნაბიჯსაც არ გადავდგამ არსაით-მეთქი.
და მართლაც,
ირგვლივ დღეები გააქვთ და გამოაქვთ.
მე კი ფეხსაც არ ვიცვლი,
დედაც ამ კართან მომიკვდა,
ყველა უცხო ქვეყანაშიც ამ კართან ვიყავი
და ბავშვებიც სწორედ
თქვენს გამოხურულ კართან გავაჩინე.



***
დაუკვირდით, დღე როგორ ყანყალებს.
თითქოს ჩვენ კი არ ვირჩევთ, საით წავიდეთ,
ინერციით მივექანებით.
ორივე ხელით წავფრენივარ რაღაც საქმეებს.
ფეხები კი მიწიდან ამსხლეტია
და ასე საცოდავად და ასე ახალი საგანივით
ვსწავლობ თქვენგან იმ სიხარულს,
რომელიც არსად გამომადგება.
ალბათ შენიშნეთ – ძილი, რომელსაც ვერასდროს ვასწრებ,
ძაღლივით დამდევს
და ხან მპოულობს და ხან მკარგავს ამ რყევებისას.
ვერ მიდებენ გულს სერიოზული საქმეებიც –
ათასჯერ დამნომრეს და ჩამომწერეს,
მაგრამ არაფერი გამოუვათ,
ვიდრე ასე ჭასავით ვდგავარ,
ვიდრე დღეები სათლებივით მეთხლაშუნებიან,
რომ ამომაცალონ საიდუმლო,
რომელიც მუდამ უწყალდებათ.
კადრის უკუღმა დატრიალება –
რაიმე დაფშვნილის აღდგენასავით,
ყველა ნატეხი რომ თავის ადგილს უბრუნდება,
ასე უკუღმა ვცხოვრობ თქვენთან
და ფანჯრებს რომ ვხსნი,
თუკი ოდესმე ქვემოთ გადავმხტარვარ,
სათითაოდ უკან ვბრუნდები თქვენთვის.
ჩემი მაგიდის ზედა უჯრაში კი,
თქვენს დაქექილ საშლელებსა და
თქვენს თავმოჭმულ კალმებს შორის
ძალიან საშიში ამბები მიდევს.
გამოვხსნი, დავცქერი, ვახარისხებ.
კარტებს რომ აჭრი, ისე ვთამაშობ.
და რა საოცრად კარგია ასე –
სიგიჟე უჯრაში და ირგვლივ თქვენ –
ვითომ არაფერი…



***
ჩემო საწყალო ლექსებო,
ამსიმძიმე სევდა რომ აგკიდეთ
და სახედრებივით რომ დგახართ
წიგნებში, კომპიუტერებში,
გაზეთებში თუ რვეულებში
და ადგილებიდან რომ არ იძვრით,
ეს ძალიან საშიშ განცდას იწვევს,
ეს აუტანელია.
მე მეგონა, გახვიდოდით ფურცლებიდან
თუ კომპიუტერების ეკრანებიდან,
მეგონა იცოდით გზა –
სადღაც ხომ არის
ტიალი ადგილი ნაგავსაყრელივით,
სადაც სევდის დატოვება შეიძლება.


study


Last edited by Admin on Sun Mar 10, 2019 3:05 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptySun Mar 10, 2019 12:29 pm

მაია სარიშვილი

წვეულებაზე მოდიან ტანსაცმელები...

წვეულებაზე მოდიან ტანსაცმელები,
რომელთაც ქვეშ ჰყავხართ თქვენ
და მეშინია.
მოხალული თხილი
ათასი მიმართულებით მიექანება
და უჩინარდება ღრმა თეფშებიდან.
უთვალავი ენა.ფერად-ფერადი ტუჩები.
ყბების ქნევის სხვადასხვა რიტმი.
რა უცებ პატარავდება,
მალე კანფეტის ქაღალდშიც შემეძლება
გავახვიო წარსული.
თქვენმა დღეებმა კი მოიფიქრეს
რაღაც ახალი გასართობი –
თანხმობის ნიშნად თავმოქანქარე ქალების გარდა,
ფირიდან ყველა სხვა კადრი რომ ამოჭრეს.
რა ევალება თანამედროვე სევდიანს?
რის მიხედვით შეარჩიეთ ქალები,
რომელთაც ყველაფერი ასწავლეთ?..


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptySun Mar 10, 2019 10:27 pm

მაია სარიშვილი Maya_s11

თუ მინდორი, თოვლი და სისხლი რომ წითელია და მოძრაობს, ფუფუნებაა, ერქვას პოეზიასაც ფუფუნება
(თეონა დოლენჯაშვილი ესაუბრება მაია სარიშვილს)

- გუნტერ გრასი იხსენებდა მშვენიერ და მავნებელ სიტყვებს. გაქვს ასეთები? რომელი სიტყვაა ყველაზე თბილი, კარგი და ცუდი. რა გახსენდება მათზე.

- სულ მეგონა, რომ სკოლის წიგნები იყვნენ ამოვსებულნი ამ მავნებელი სიტყვებით. ისინი აგურებივით ეყარნენ სახელმძღვანელოებში და მე არ მინდოდა მათი ჩემში შემოზიდვა. შესავალიდან დაწყებული, სარჩევის ჩათვლით და სიტყვებიც: “ფასი" და “ტირაჟი" სკოლის წიგნების ფურცლებზე უმძიმესები ჩანდნენ. არ მიყვარდა ეს წიგნები. თითქმის არც ერთი. ცოტათი ბიოლოგიის წიგნისადმი მქონდა სხვანაირი დამოკიდებულება. ახლა აღარ ავხსნი რატომ. გვავალებდნენ პრიალა, თეთრი ფურცლები გადაგვეკრა მათზე, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა. ერთხელ ქიმიის წიგნისთვის არ მეყო ეს თეთრი ფურცელი და გაზეთი შემოვაკარი ზემოდან. გაკვეთილზე კი აღმოვაჩინე, რომ მიცვალებულთა გვერდი ყოფილა გაზეთ “თბილისიდან". ოჯახის წევრები და ნათესავები იუწყებოდნენ ვიღაცეების გარდაცვალებას. ძალიან სევდიანი რამ იყო: შიგ საძულველი ფორმულები და ტექსტები, და გარეთ - გლოვა. ეს პოეზიაა. ყოველი სიტყვა, გარდაცვლილთა გვარები, მათი ახლობლების სახელები და ქუჩის სახელწოდებებიც კი ძალიან თბილი იყო და ამაღელვებელი. ხომ თითქოს მკვდრებიანი გაზეთი ეკრა გარედან წიგნს და შიგ უცოცხლესი სიტყვები იდგნენ, მაგრამ ჩემთვის პირიქით იყო.

- იყო პოეტი. თან ქალი. აქ, ამ სივრცეში. ადრე ეს ამაღლებულად, ლირიულად ითვლებოდა.. დღეს კი მეჩვენება, რომ სიგიჟეა. ტვირთი და სიმძიმეა...

- არ ვიცი, ტვირთია თუ არა პოეტობა. როგორც ის არ ვიცი, რომ არ ვხედავდე და არ მესმოდეს, ტვირთის აკიდება იქნებოდა ეს თუ მოხსნა. რა, ეს ადვილია? - ამდენი ბგერა შემოუშვა შენში, ამდენ რამეს შეხედო და კიდევ უთვალავჯერ ჩაჭრა ეს დანანახი, თვალების ხამხამით? ძნელია ძუძუებზე ბავშვები გეკიდოს, მაჯებზე - ბაზრის ჩანთები, კბილებზე - სული, და მაინც წერდე? ისე არ მიყვარს ამაზე დაფიქრება, ისე არ მიყვარს... მოდი, ვითომ ვერ გავიგე, რა მკითხე.

- კარგი. მაშინ ასე გკითხავ. პოეზია ფუფუნებაა?

- თუ მინდორი, გათოვება და სისხლი რომ წითელია და მოძრაობს, ფუფუნებაა, ერქვას პოეზიასაც ფუფუნება.

- საერთოდ რა გაწერინებს?

- შეიძლება მაგალითად, ამინდმაც დამაწერინოს. სწორედ დღეს ვთქვი: ამინდიც ფილმივით შეიძლება იყოს დოკუმენტური და მხატვრული მეთქი. ახლა წვიმს, ჩამობნელდა, ყველაფერი შავ-თეთრია, ნამდვილი, უბრალო, სწორედ რომ დოკუმენტური და ამიტომ მიყვარს ასეთი ამინდი. სულ ლექსებითაა ხოლმე ამოვსებული ასეთი დღეები. აი, ცოტა ხნის წინ ავტობუსში ორი ტყუპი გოგო გავიცანი, 6 წლისანი. ერთ სკამზე ისხდნენ ორივენი. რომელიც ფანჯრისკენ მოხვდა, იმან ჰკითხა მეორეს: გინდა, შენ გადმოგსვა აქეთო? მეორეს გაუხარდა და მადლობა გადაუხადა. ხმები ჰქონდათ უთბილესი. სახეები მშვიდი. გრძელი თმები წარმოუდგენლად უბზინავდათ. დაორთქლილ ფანჯრებზე უნაზესი თითებით ხატავდნენ ყვავილებს. და ამ წვრილად მოხაზული ყვავილების რკალებიდან მოჩანდა ჩვენი ქალაქი - დაღლილი, უხმო, უსიხარულო. არ ვიცი, რა ვუყო ამ განცდას. ლექსებს ვეღარ ვწერ და ვიფიქრე, მოკლედ მაინც მოვყვები-მეთქი.

- და შენთვის წერისთვის საუკეთესო დრო რომელია? დღე, ღამე, შემოდგომა, ზამთარი... ან თუ გაქვს რამე რიტუალები, ჩვეულებები. საყვარელი რვეულები, ფანქრები, ბლოკნოტები...

- საუკეთესო დროა შუაღამე, როცა არავინ იცის, რომ ვწერ. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გამოვაცხადო სახლში, ლექსს ვწერ და ჩუმად იყავით მეთქი. ყოველი ლექსის წერის ამბავი ჩემი საიდუმლოა. აბაზანაში ჩავიკეტები და იქ დავწერ, ოღონდ არავინ დამინახოს და ვერავინ მიხვდეს.
ადრე საკანცელარიო მაღაზიაში ისე შევდიოდი, როგორც ყველაზე იდუმალ დაწესებულებაში. საგანგებოდ ვარჩევდი ბლოკნოტებსა და კალმებს და სულ მეგონა, რომ ისინი წერაში დამეხმარებოდნენ. არც ერთი ლექსი ამ ბლოკნოტებში და ამ კალმებით არ დამიწერია. საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, მაინც ფურცლების ნაგლეჯებზე ვწერდი, ძველ, უკვე ნახმარ, და ფურცლებამოხეულ რვეულებში. აქ უფრო ჩემი გარემო იყო. უფრო შინაურულად ვგრძნობდი თავს. ახლა უკვე შევეშვი საკანცელარიო მაღაზიებს. უბრალო, ჩვეულებრივი კალამი და რვეულიდან დაუდევრად ამოფხრეწილი ფურცლებიც სავსებით საკმარისია წერისთვის.

- მკითხველთან შეხების წერტილები თუ გაქვს. როგორია შენი მკითხველი? თუ ხედავ მას?

- ნამდვილად რომ არ ველოდი, იმხელა სიყვარული მივიღე მკითხველისგან და ეს ცოტა მაფრთხობს, რადგან გულისგულში ხომ ვიცი, ნამდვილად კარგი ლექსისგან ჯერ კიდევ შორს ვარ. ისეთი უხერხულობის განცდა მიჩნდება, თითქოს ჯანსაღი ატმები ჩამოვურიგე მათ, ვისაც ჩემი ლექსები მოსწონთ და ჯერ არ იციან, რომ ყველა ჭიანია შიგნით.
ვიღაც ამბობდა, პოეტს უფლება არა აქვს, უმწეო იყოს, მკითხველს ჩამოეკიდოს კისერზე - მიშველეო. თვითონ უნდა ეხმარებოდეს მათო. მე არ შემიძლია, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ვიყო, 03 ან პატრული. და არც პაციენტი მინდა ვიყო. ვწერ, როგორ გამაოგნეს ადამიანებმა, ნივთებმა, რაღაც ამბებმა. მარტივად რომ ვთქვა, ის, რაც ჩვეულებრივია, არ არის ჩვეულებრივი და ვერ ვითმენ, არ ვთქვა ეს.

- არის ისეთი რამ, რასაც უპირისპირდები შენი ცხოვრების წესით? პოეზიით, ლექსებით?

- ჩემს ლექსზე “სასტიკი პასუხი", მითხრეს, რომ ძლიერი პროტესტია აბორტის თემაზე. მითხრეს, მანიფესტივით უნდა გაიკრას ქალაქშიო. რა ვიცი. როცა ვწერდი, არ მიფიქრია სხვების სინდისზე და სინანულზე მემუშავა. აღელვებულმა დავწერე რაღაც ამბების გამო და უცებ პროტესტი გამოვიდა. არ შემიძლია დასაპირისპირებლად ვწერო. არ გამომივა. შეიძლება ხან ნაჯახივით იყოს ჩემი ლექსი და ხან იადონის ბარტყივით და ორივე ჩემდაუნებურად დაპირისპირება იყოს რამესთან ან ვინმესთან, მაგრამ ასეთი შეკვეთა არასდროს მიმიცია ჩემი თავისთვის, რომ ვემსახურო მანკიერებების და ამგვარების აღმოფხვრას. ხომ არც მზე ამოდის რამესთან დასაპირისპირებლად და არც მიწისძვრა უპირისპირდება რამეს. თუმცა, ორივე შეიძლება ისე აღვიქვათ, როგორც დაპირისპირება. ლექსიც ასეთივე ბუნებრივი მოვლენაა ჩემთვის ამ თვალსაზრისით.

- შენი ლექსები ბევრ ენაზე ითარგმნა და საზღვარგარეთაც გამოიცა.

- ახლახანს ბელგიაში ბელგიური გამომცემლობა “პოეზიის ცენტრისა" და ფლანდრის ლიტერატურული ფონდის დაფინანსებით გამოიცა თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია, რომელშიც შესულია 10 პოეტი: რატი ამაღლობელი, ნიკა ჯორჯანელი, ელა გოჩიაშვილი, შოთა იათაშვილი, რუსუდან კაიშაური, ლელა სამნიაშვილი, ზურაბ რთველიაშვილი, ზვიად რატიანი, ზაზა თვარაძე და მე. ეს პოეტები შეარჩია და თარგმნა ინგრიდ დეხრავემ, რომელიც არის ილიაუნის ნიდერლადური ცენტრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, გამომცემლობა “ლინკის" დირექტორი და უკვე დიდი ხანია ორიგინალიდან თარგმნის ქართულ ლიტერატურას და ეწევა მის პოპულარიზაციას ბელგიასა და ჰოლანდიაში. თბილისში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში ინგლისურ ლიტერატურას ასწავლიდა ამერიკელი პოეტი და ლიტერატორი ტიმ კერხერი, რომელიც დაინტერესდა ქართული ლიტერატურით და დაიწყო მისი თარგმნა. თანდათან ქართული ანთოლოგიის მომზადების და მისი ამერიკაში გამოცემის იდეაც გაუჩნდა. ანთოლოგიისათვის ჩემი რამდენიმე ლექსიც თარგმნა, და თარგმნის პროცესში ჩემი ბოლო კრებულის, “მიკროსკოპის" მთლიანად თარგმნა გადაწყვიტა. ახლა კრებულის სულ 15-იოდე ლექსიღა აქვს დარჩენილი და მის ამერიკაში გამოცემაზე ფიქრობს.

- მილორად პავიჩი ამბობდა, რომ ყველაზე უკეთ იმაზე წერს, რისიც ეშინია. გაქვს ასეთი თემები? თემა, რომელიც მუდმივად გაწუხებს, რომელზეც ყოველთვის შეგიძლია წერო...

- ბავშვობის თემა ვერაფრით ამოვწურე. ბოლო ლექსებიც მაშინდელ განცდებზეა. ლექსისთვის კი არ მოვიგონე, ბავშვობისას მართლა მეგონა, რომ ყველა ოთახს თავის ღმერთი ჰყავდა და ეს ღმერთები ჭაღებში ცხოვრობდნენ. ყველა ოთახის ღმერთზე დავწერე. აი, ლექსი ერთ-ერთ ღმერთზე:

სასტუმრო, მისაღები ოთახის ღმერთო,
შენს ქვემოთ
ხან მაგიდაა გაშლილი სტუმრებისთვის,
ხან - ახდილი კუბოებიდან
მკვდრები ამოგცქერიან.
სტუმრებისა და მკვდრების ოთახის ღმერთო,
შენი ბროლის სასახლე
ჩემი ოთახის ჭერზე კიდია
ერთი უწვრილესი გამტარით
და ზიხარ შიგ უხმოდ.
რა მოხდებოდა, იქამდე გადაგემალე,
მაგ ბროლის ბურთში,
ვიდრე გაიგებდნენ, რომ ვარსებობდი,
ვიდრე მუცელში ჩავჯდებოდი.
ჩამოვხედავდი ზემოდან
უჩემო დედას და მამას -
ჯერ სუფრასთან და მერე კუბოებში -
მათ სასახლეებში,
სადაც მკვდარი სახეები
თავიანთივე თმების უძრავ ჰამაკებში
ექნებოდათ ჩაქვავებული
უჩემოდაც დაღლილებს.



გაზეთი „24 საათი“, Weekend, 10 ოქტომბერი, 2010

ბმული:
* http://24blog.ge/weekend/story/10013-tu-mindori-tovli-da-siskhli-rom-tsitelia-da-modzraobs-fufunebaa-erqvas-poeziasats-fufuneba

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 367
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptyFri Apr 19, 2019 3:47 pm

მაია სარიშვილი

***
ღამის თორმეტ საათზე
მეტროს ბოლო მატარებელში მოხვედრილები
მთელი წაღებული ქალაქიანა მიჰქრიან სადგურ-სადგურ
და მათთანაა რაღაც ისეთი გამაოგნებელი
და გამაშეშებელი სინათლე,
როგორც დაუმსახურებელი სამოთხე.
სინამდვილეში კი სიმართლე ჩვენკენაა -
ვინც ვერ მივუსწარით ბოლო მატარებელს,
ვისაც ცხვირწინ დაგვეხურა
ბოლო ვაგონის ბოლო კარი.
ვინც დავრჩით ქალაქგატანილ უსულო სადგურში,
სადაც ხმის ამოღებასაც რომ ვერ მოსთხოვ
და ჩასასუნთქადაც რომ ვერ გაიმეტებ,
ისეთი გადაქანცული ჟანგბადი დაგვიტოვეს.

2017

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 367
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი EmptyTue Apr 23, 2019 11:06 pm

მაია სარიშვილი

***
ვერც ერთი ხმა ვერ დამეწია,
ისე ზუსტად მივყვებოდი მჭიდრო გვირისტებს.
ძაფთან ერთად ჩავდიოდი თითქოს ბილიკში,
ამოვდიოდი ორ მილიმეტრში
და მერე ისევ ორ მილიმეტრში ჩავდიოდი.
ეს გზა არასდროს მოერღვევა აქაურობას.
ასე არავის გაუვლია, ამ თავგანწირვით -
ერთხელაც არ გადახტომოდა
გვირისტების წყეულ ტირეებს.
ვინ დამაწევდა ამ სიგიჟეში რაიმე ნუგეშს?
ყველამ მხოლოდ მოკლე გზა იცის –
სიყვარულმაც, სიტყვამაც, ფიქრმაც,
ასე გრძელი გზით ვერ გამოგყვება ვერავინ ვერსად,
მით უფრო, თუ იციან,
რომ ვერასოდეს მოაღწევენ შენს დაღლამდე
და შემთხვევით, რომც მოაღწიონ,
ვერც შენ გაიგებ
მოვიდნენ თუ ისევ მარტო ხარ,
არც მათ ექნებათ წარმოდგენა,
მოგიხერხეს რაიმე, თუ ვერ მოგიხერხეს.


flower

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




მაია სარიშვილი Empty
PostSubject: Re: მაია სარიშვილი   მაია სარიშვილი Empty

Back to top Go down
 
მაია სარიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: