არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ეკა ბაქრაძე

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკა ბაქრაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   ეკა ბაქრაძე - Page 2 EmptyTue Apr 09, 2019 11:13 am

ეკა ბაქრაძე - Page 2 Eka_ba11

ეკა ბაქრაძე

ამეთვისტო

ფიფქი იყო და ხელში ჩამაკვდა,
ცრემლი იყო და გადმომეღვარა,
აღარ იყო და თვალში დამაკლდა,
იყო და ახლოს არ მომეკარა.
გული იყო და ამიყოლია,
ქარი იყო და გამიყოლია,
დარდი იყო და გადამიყოლა,
ზღაპარ იყო და არა იყო რა...
ათასმეერთე ფიქრით გავერთე,
ათი მცნებით და გზნებით ვიცხოვრე,
ხატი იყო და სანთლად ავენთე,
ლოცვა იყო და სული ვიცხონე.
დარდი იყო და ვერ შეველიე,
მარტო იყო და ვერ შევერიე,
მარტი იყო და გამომეპარა,
კერპი იყო და არ მომეკარა!
ცრემლი იყო და გულზე დამაკვდა,
სიზმრად ჩამყვა და ჩამიყოლია,
ცეცხლი იყო და ქარი დამაკლდა,
ქალი ვიყავ და... დამიყოლია!

Exclamation


ვაჟა აზარაშვილი - ეკა ბაქრაძე
გამოქვეყნდა 4 მარ. 2016-ში

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Tue Apr 09, 2019 11:17 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკა ბაქრაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   ეკა ბაქრაძე - Page 2 EmptyTue Apr 09, 2019 11:15 am

ეკა ბაქრაძე

დაბურულ ტყეში
(უფროს კოლეგას)

დაბურულ ტყეში განიმქრა ბინდი,
ჯანღმა დატოვა ტევრი უღრანი.
გამთენიის ჟამს ესოდენ მშვიდი
ძილ-ბურანიდან გაკრთა მუხნარი.
ნაძვებმა დილა გაიხალისეს,
მარადიული სიმწვანით მორთეს,
იებმა ნამით უბე აივსეს
და დაუკოცნეს კალთები კორდებს...
ისევ დაიმშვენა მიწამ გაზაფხული...
მაღალ ფერდობზე კი დაზაფრული,
ნამეხარი და განძარცული
ხმელი წიფელი განზე გამდგარიყო.
ოდესღაც ამაყად აღმართული
იმ ნატვრისფერი აღარ იყო...
უსმენდა ქარის მოტანილ მოტივს,
ხასხასა ფერებს ვეღარ ფერავდა
და დაკვირტული ხეების ტოტებს
ჭმუნვაშეყრილი მზერით ზვერავდა.
მიწიდან ახალამოზრდილ ყლორტებს
დამზრალი ტანით მზეს უჩრდილავდა.
დადგა დილა და... პატარა ნერგმა
აივსო პეშვი ზეცის ბადაგით,
ადგილის დედამ უკურთხა გენი,
გაუთბო ფესვი და ნიადაგი...
როდესაც შენი ყლორტი და ჯიში
მზისკენ ისწრაფვის და ნაირფერობს,
ნუ ჩაუდგები გაზაფხულს ჯიბრში,
სულს ნუ წაიწყმედ, ხმელო წიფელო!

Exclamation


ეკა ბაქრაძის პოეზია

TV IMEDI

გამოქვეყნდა 28 თებ. 2013-ში

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Tue Apr 09, 2019 11:48 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკა ბაქრაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   ეკა ბაქრაძე - Page 2 EmptyTue Apr 09, 2019 11:22 am


ეკა ბაქრაძე eka bakradze and gio
გამოქვეყნდა 28 სექ. 2010-ში

Exclamation

ეკა ბაქრაძე

პატარა უფლისწულის მონოლოგი

შვილს გიორგის

ეგზიუერის "პატარა უფლისწული"-ს წაკითხვის შემდეგ

შეჩერდით ერთ ხანს. სწორედ ამ ვარსკვლავის ქვეშ, და ყმაწვილი თუ დაინახოთ, რომელიც იცინის, შეკითხვაზე პასუხს არ იძლევა და ოქროსფერი თმა აქვს, უთუოდ მიხვდებით, ვინც არის იგი. და თუ ეს მოხდა, გთხოვთ მანუგეშოთ - შემატყობინოთ, რომ იგი დაბრუნდა.

ქუჩაში,ქალაქში,
მტვერსა და ტალახში
დავბრუნდი...
არ ვიცი საიდან მოვედი..
სად გაუჩინარდა ის ასტეროიდი,
აქ ვინ მომიყვანა?!
-ანდა ეს ქვეყანა
რასა ჰგავს მითხარით,
ეგება ამიხსნათ!!!
ამდენი ცოდვილი
ვინ უნდა დაიხსნას?!

-ხელები ჩასჭიდეთ კაცებო ერთმანეთს!
პატარა პრინცივით თავზე არ დამესხას...
ის გველი, ღმერთმანი, კიდევ თუ დამგესლავს:
ცას თვალზე ვარსკვლავი ცრემლივით მოსწყდება...
დაცარიელდება სამყარო სრულად...
რადგანაც სიცოცხლე -
ნათლის ჩქერალებით დაღვრილ ვარსკვლავებად მოსული სულია.

რომ მოვშინაურდე
და გველის ნაკბენი
დიდი ხნის ნატკენი
გულივით მომირჩეს-
მოდით ჩემს სახსოვრად
დახატეთ ბატკანი!!!
ჩაკეტეთ ყუთში და
სანთლები აანთეთ!!!
უდაბნოს ქვიშაში პაწაწა მარცვალი გაბრწყინდა!
შეხედე, მზესავით ანათებს!!!

-რას ჩასჩერებიხართ ამდენ ხანს ქაღალდებს
-დახატეთ კაცებო!!! ბატკანი დახატეთ!!!
რომ მარადიული წამივით დახანდეს სინათლე!!!
სულში რომ არ შემოგვაღამდეს...
ანგელოზის პირით უფალი ღაღადებს!!!
დახატეთ კაცებო, ბატკანი დახატეთ!!!

დაიქცა ქვეყანა...
-კაცებო რას შვებით!!!
ჩვენ მაინც დაგვინდეთ უმწეო ბავშვები...
-შეჩერდით-ხომ ხედავთ ცეცხლს ეთამაშებით,
-რას შვებით კაცებო
-კაცებო რას შვებით!!!
მომიშინაურდით!!!
დახატეთ ბატკანი!!!
კაცებო!!!
ხატებთან სანთლები აანთეთ!!!
უდაბნოს ქვიშაში პაწაწა მარცვალი გაბრწყინდა!!!
შეხედე, მზესავით ანათებს!!!

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკა ბაქრაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   ეკა ბაქრაძე - Page 2 EmptyTue Apr 09, 2019 11:27 am

ეკა ბაქრაძე

სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი

სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი,
როგორც ნაჭუჭში
კაკლის ლებანი, ეკალში — ზღარბი
და კუ — ბაკანში...
ძრწიან ვნებანი და ბორგავს სული,
ვით პატიმარი ვიწრო საკანში.
ისე მარტივად ჩამსვეს სხეულში,
როგორც ჩარჩოში ჩასვა სურათი.
გემი რომ ვიყო, ყოფიერების მიჯნას
ზღვასავით გადავცურავდი.
ფერფლი რომ ვიყო, ქარს გავყვებოდი.
კვამლი რომ ვიყო, ჭავლს ავყვებოდი.
წვიმა რომ ვიყო, დავიღვრებოდი და თქაფათქუფით დავიღლებოდი
და ვიქნებოდი სრულიად არსად!
ყველგან და არსად, ყველგან და არსად!..
მაგრამ... ქალი ვარ — ადამის ნეკნი
და სუნთქვა მეკვრის,
აკრძალულ ნაყოფს ვიდრე ვიგემებ, ცოდვით დაცემის პირველი დღიდან მოაქამომდე ბევრი ვიგვემე...
ევა — ეს მე ვარ!
მისატყუარი, სამოთხის ბაღში
ვდგავარ შიშველი...
არ თქვა უარი! ვაი, რომ მერე
მისტერიებით ვეღარ გიშველი...
მხრებზე მაყრია წარსულის ჟანგი,
ჟანგმა თოფი და
მიწამ ჟანგი შემიჭამა უკვე სრულიად,
ამაყი პრინცი — სანდო და კარგი,
ახლა იმ ზღაპრის
დასასრულია ტყის პრინცესას თავშესაფარში,
ურომლისოდაც არ იქნებოდა,
ვერ ერქმეოდა ალბათ
ზღაპარი...

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკა ბაქრაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   ეკა ბაქრაძე - Page 2 EmptyTue Apr 09, 2019 11:28 am

ეკა ბაქრაძე

ვარსკვლავთცვენა

შემომეჩვია გაუცინარ დღეთა სალმობა,
იმედებს ვკემსავ ყუნწმაგარი, ბრტყელი მახათით.
ყოველგვარ ტკივილს შესატყვისი უნდა წამლობა,
მე კი ტკივილით საუფლოში უღვთოდ დავხანდი.
ვინ იცის, იქნებ მილიონი სინათლის წელი
ცითგან დაღვრილი ნათლის სვეტი ჩემად მოსული
იყო მარტოდენ ანარეკლი, რაღაც ღვთიური
იდუმალებით საუკუნოდ გარემოცული.
ის ვარსკვლავი კი (რას გაიგებ) ვაითუ ჩაქრა,
ვაითუ მოსწყდა ცის კიდეს და მწუხრში შთაინთქა,
იქნებ აუხდა საწადელი პატარა გოგოს,
ვარსკვლავთცვენის ჟამს იდუმალ რომ გულში ჩაითქვა.
აუჰ, დაღვრილა მილიონი სინათლის წელი,
ნათლის ჩქერალი ალბათ ისევ ისე გზაშია,
ნატვრისფერ ტკივილს ვარსკვლავთცვენა ისევე შვენის,
ახლა ის გოგო გულუბრყვილო, დიდი ბავშვია.
ნატვრაც ჟამივით გამოხდება, ალბათ, ახდება
ვარსკვლავთცვენის და იდუმალი სულის მისნობა,
და სამყაროსაც ნუგეშივით ჩაუსახლდება
დაღლილ თვალებში გამომკრთალი მარადისობა!

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკა ბაქრაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   ეკა ბაქრაძე - Page 2 EmptyTue Apr 09, 2019 11:35 am

ეკა ბაქრაძე

თამარაშენი

თამარაშენი...
მკვიდრად ნაშენი,
სულს ჩაკირული
თეთრი ტკივილი...
დუმს სამაჩაბლო -
ჩემი და შენი,
წყალს გაყოლილი
ძველი ტივივით...
თამარაშენი...
ყრმობის ნარჩენი,
დედის ხსენივით
გადმოდენილი...
მარადიული
განაჩენივით,
უკურნებელი
სევდა დევნილი...
ცხოვრება მიდის,
ვით ბეწვის ხიდი,
ცრუ იმედივით
დაუნდობელი...
და სიყმაწვილის
სიზმარი მშვიდი,
მონატრებული,
როგორც მშობელი.
მიეახლება
წარსულის ხილვებს
აქაფებული
ზვირთით ლიახვი,
ნაცნობ ოცნებას
მოისურვილებს
და აბორგებულ
ტალღად მიახლის...
დგას დაფურცლული
ვარდით ნამშვენი,
ცრემლის ვუალით
შემობურვილი -
თამარნაშენი...
ჩემი და შენი -
ჯერ არნახული
სიზმრის წყურვილით...

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ეკა ბაქრაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   ეკა ბაქრაძე - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ეკა ბაქრაძე
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: