არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 გალაკტიონ ტაბიძე

Go down 
AuthorMessage
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 57
Registration date : 14.12.08

PostSubject: გალაკტიონ ტაბიძე   Tue Nov 03, 2009 4:09 am




სასიხარულო ამბავი გალაკტიონის პოეზიის მოყვარულთათვის:
''გალაკტიონის კვლევის ცენტრის'' მიერ მზადდება გამოსაცემად სამეცნიერო-ლიტერატურული კრებული

''გალაკტიონოლოგია 5''

კრებულს აქვს რუბრიკა ''მოგონებათა თოვის...'', რომელშიც ტრადიციულად ქვეყნდება დღემდე უცნობი მოგონებანი გალაკტიონზე
იმედია, თქვენს შორის აღმოჩნდებიან ადამიანები ,ან მათი ახლობლები, რომელთა ხსოვნასაც შემოუნახავს არაერთი საინტერესო მომენტი გალაკტიონის ცხოვრებიდან.

კარგი იქნება, თუ აქ დააფიქსირებთ ამ ეპიზოდებს ან დამიკავშირდებით აქვე, ფორუმზე პირადი შეტყობინებით.
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com/t34-topic
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4574
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გალაკტიონ ტაბიძე   Mon Oct 22, 2012 9:22 am

გალაკტიონ ტაბიძე

სასაფლაონი

სარკოფაგიდან დგება მუმია. რა სიჩუმეა. ჰაერი ლურჯი აბრეშუმია.
ორხიდეები ეცემა ნილოსს, როს მხურვალება ქვიშაზე კვნესის,
უნდა რომ სული არ მიისილოს, უნდა სამარე ჰპოვოს რამზესის.

ის იყო მეფე. ახლაა მტვერი. რომ საუკუნეთ რიგი გარიყოს,
არ შეუძლია იყოს პირფერი. არ შეუძლია მტვერი არ იყოს.
და საუკუნეთ რიგს თვლის მუმია: მზიანი დღეა, თუ სამუმია..


Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4574
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გალაკტიონ ტაბიძე   Tue Aug 20, 2013 9:50 pm

გალაკტიონ ტაბიძე

ქარი ჰქრის

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს
ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის...
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!

1920

Arrow

Galaktion Tabidzé

Le vent

Bruit du vent, cri du vent, gémissement,
Et le feuilles emportées par le vent,
Et les arbres ployés et tout nus,
Où es-tu? Où es-tu? Où es-tu?…
Neige et pluie, pluie et neige, neige et pluie,
Je ne puis te trouver, je ne puis!…
Seuls tes yeux sont toujours avec moi,
Nuit et jour, en chemin, sous mon toit.
Ciel couvert, ciel couvert et le vent,
Bruit du vent, cri du vent, gémissement…

Traduction de Tatiana Avaliani

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4574
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გალაკტიონ ტაბიძე   Mon Sep 09, 2013 5:33 pm

გალაკტიონ ტაბიძე

თეთრი პელიკანი

გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს,
გაანათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირებს.
ასე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
ასე რეკავს საზანდარი -
უქმი, შემაქცევარი,
რომ ისმოდეს საიათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მიეთოვოს, მოეთოვოს
კედლებს ფარშავანგები.
სული სტირის და როს ნანას,
კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,
დაანებე ფიროსმანას
სევდიანი ტვირთები,
რომ წავიდეს ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
რომ რეკავდეს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.
ოცნებაო, ჩემო ძველო,
ვართ ღამეთა მთეველი,
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დაგვრჩა დაულეველი.

1919
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4574
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გალაკტიონ ტაბიძე   Sat Sep 05, 2015 1:37 pm

გალაკტიონ ტაბიძე

* * *
თქვენ გენატრებათ ლოჟა, პარტერი.
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი.

მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს,
ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.


ბმული - http://www.galaktion.ge/?page=Poetry&year=1925&p=1&id=2560
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4574
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გალაკტიონ ტაბიძე   Sun Dec 17, 2017 10:04 am

გალაკტიონის უცნობი ლექსი, რომელიც პოეტმა 1922 წელს კახეთში, ყვარლის მთებში ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმთან სტუმრობისას დაწერა. ორიგინალი ხელნაწერი, რომელსაც გალაკტიონის ხელმოწერაც ამშვენებს, კოლექციონერმა ნიკოლოზ დარსაველიძემ აღმოაჩინა.


გალაკტიონ ტაბიძე

* * *
ეს მშობლიური ქარია,
ეს სოფელია მძინარე.
არ ვიცი, რად მიხარია
ვაზი, ყანები, მდინარე...

მთამ ნისლი შემოიხვია,
გზაც სიარულმა დალია.
ის ძველისძველი ციხეა,
ის კიდევ წინანდალია...

1922, აგვისტო


ბმული - https://youtu.be/PX0y-LSz4Yg

ესაა ფრაგმენტი გალაკტიონის ცნობილი ლექსიდან:


ეს მშობლიური ქარია

I
შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
აიმართნენ კოშკები
ცისა და ნესტანისა.
გახსოვს? ტოტი ქარისა
აქანებდა მთვარესა...
“ნეტა ახლა სადა ხარ
და რომელსა მხარესა”.
მგლოვიარე ბინდებით
იბურება ყვარელი,
ვაზით და სიმინდებით
მიდის გზა საყვარელი;
ჩანს შორეულ ჩრდილების
კიდეებზე მონთება
და ომგადახდილების
ოხვრა მომაგონდება.
შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
ეცემიან კოშკები
ცისა და ნესტანისა.

II
ეს მშობლიური ქარია.
ეს სოფელია მძინარე.
არ ვიცი, რად მიხარია:
ვაზი, ყანები, მდინარე.
დღემ ნისლი შემოიხვია,
გზაც სიარულმა დალია,
ის - ძველისძველი ციხეა,
იქ კიდევ წინანდალია.
წინანდალს ვაზი ამშვენებს,
ახმეტას - ვაშლი წითელი.
როგორ რთავს, როგორ აშენებს
აკიდოების მკიდელი.
იქ ტყეა მთვარით ქსოვილი,
ვით ლოენგრინეს სიზმრი,
ლაჟვარდით გადათოვილი
და ვერცხლით ნათილისმარი.

III
შუქი გაიშალა,
წყალი დაიფერა,
სიო დაიბერა,
ჩალა გაიჩალა,
სიზმარს აბარია
ველი შენაფერი...
ახლა ყველაფერი
ოქროს ზღაპარია.
არც ხმა, არც ჩურჩული,
ბინა - მინაგნები,
თვალებდალურჯული
თრთიან იალქნები.
ძილი მეგონება:
უცებ ქაოსიდან
მთვარემ ამოზიდა
ლურჯი მოგონება.

1922 წელი

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: გალაკტიონ ტაბიძე   

Back to top Go down
 
გალაკტიონ ტაბიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: