არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 Wang Wei - ვან ვეი

Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



Wang Wei - ვან ვეი Empty
PostSubject: Wang Wei - ვან ვეი   Wang Wei - ვან ვეი EmptyTue Sep 15, 2009 9:08 pm

Wang Wei - ვან ვეი 655px-11
A portrait of Fu Sheng, allegedly painted by Wang Wei.

ვან ვეი (მო ძე. 701 - 761 წწ.). ცხოვრობდა ტანის ეპოქაში. ეს იყო ჩინეთის სახელმწიფოს გაძლიერებისა და გაერთიანების ჟამი, რომლის დროსაც უმაგალითოდ აყვავდა ხელოვნების ყველა დარგი. ვან ვეი გამორჩეულია უაღრესად ინტიმური ლირიკით, იყო შესანიშნავი გრაფიკოსი და კალიგრაფი. მისი შემოქმედება ბუნების წიაღში დანთქმული ადამიანის ფიქრებისა და ვნებების გამხელაა, რომელიც დაოსიზმის, ბუდიზმისა და უძველესი ჩინური მითოსის ფესვებით იკვებება.

http://en.wikipedia.org/wiki/Wang_Wei_(8th_century_poet)


Last edited by ბობო on Tue Sep 15, 2009 9:30 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



Wang Wei - ვან ვეი Empty
PostSubject: Re: Wang Wei - ვან ვეი   Wang Wei - ვან ვეი EmptyTue Sep 15, 2009 9:20 pm

Wang Wei - ვან ვეი Wang_w11

გაზაფხულის ღამეს ბამბუკის ქოხში ჩინოვნიკ ციან ცის ვუძღვენი ეს ლექსი

მდუმარებს ღამის უკუნეთი
და მე ამ ღამით

სადღაც, შორიდან
ყრუდ ჩამესმის ძაღლის ღავღავი.

მშურს შენი,
რადგან აქ, ამ ქოხში ზამთარ-ზაფხული

ცხოვრობ კაცთაგან განდგომილი,
გადმოხაფრული.

კრეფავ ბალახებს,
შენს წინაშე მდელო ბიბინებს.

და არად აგდებ
ხელმწიფეთა ზიზილ-პიპილებს.


თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.

Wang Wei - ვან ვეი Wang_w12
Back to top Go down
Mademoiselle

Mademoiselle

Female
Number of posts : 2
Age : 27
Location : წერილები
Job/hobbies : ოცნება,კითხვა,სეირნობა
Humor : :)
Registration date : 15.11.09

Wang Wei - ვან ვეი Empty
PostSubject: Re: Wang Wei - ვან ვეი   Wang Wei - ვან ვეი EmptySun Nov 15, 2009 11:22 pm

აღმოსავლური ლიტერატურა რატომღაც ადრე არ მაინტერესებდა...
წელს დაი სიჟის ერთი მოთხრობა წავიკითხე და მომეწონა.
Smile
ახლოს უნდა გავიცნო უფრო.
ამ ადამიანსაც გავეცნობი
Back to top Go down
http://aliceandcoffee.blogspot.com/
Sponsored content




Wang Wei - ვან ვეი Empty
PostSubject: Re: Wang Wei - ვან ვეი   Wang Wei - ვან ვეი Empty

Back to top Go down
 
Wang Wei - ვან ვეი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: