არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ირმა შიოლაშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptySat Apr 30, 2016 5:35 pm

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Irma_s11

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

წინაპარი

ჩემი დიდი წინაპარი - პაპაჩემის პაპის პაპა,
რომელიც მთაში ცხოვრობდა და იყო პოეტი, -
მითვალთვალებს წინა საუკუნეებიდან.
არ ვიცნობდი, მაგრამ ვმეგობრობთ.
ეს მისი სიმღერაა, რომელსაც
მიღმიერი სამყაროდან ვხრიალებ.
ეს მისი სიტყვებია, რომლისგანაც
თითები მაქვს დალურჯებული.
ამარჩია და ჩემში მჟღავნდება.
მისი ბრალია, რომ ასე სანახევროდ ვცხოვრობ.
და როცა მძინავს, ღია თვალებით ვებრძვი ღამეებს.
მისი ბრალია ჩემი აღტაცება ქვებისადმი, კლდეებისადმი.
მან დამიწესა, მყვარებოდა კლდესავით კაცი -
მდუმარე და ძლიერი და სიცხის ამტანი.
დიდი ხნის წინ გაურიგდა ღმერთს, რომ ჩემით
თავის მთა და თავის სიტყვა გადაერჩინა.
ჰოდა, ახლა ლაღად დადის ჩემს სისხლში და
სიტყვისგან დალურჯებულ თითებზე
შიგნიდან მიკაკუნებს.


30. 04. 2016.


study


Last edited by Admin on Thu Jun 06, 2019 8:20 am; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptyMon Oct 10, 2016 9:30 am

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

სამი სიტყვა

დიდი თვალები აქვს ჩემს სიყვარულს,_
ყოველდღე შეუძლია ახლიდან დამინახოს
და ახსოვდეს, რომ როცა ვდუმვარ
ერთდროულად სამ სიტყვაში ვნაწილდები:

პირველი სიტყვა მის თვალებში იკარგება,
მის ჯერ დაუღვრელ ცრემლებს ჰყვარობს,
მისი ცრემლის ხილვებს ჰყვარობს, -
ანუ გარბის რეალობიდან.

მეორე სიტყვა ძლიერია. კლდესავით არის.
დიდი ხნის წინ გადახარშა ძველი ტკივილი,
დიდი ხნის წინ ამოტუმბა ძველი ტკივილი
გულის ყველა ვარდისფერი კაპილარიდან
და ახლა კლდეზე სისხლით მუხის დახატვას ცდილობს.

მესამე სიტყვა ერთგულია. გულუბრყვილოა,
იმახსოვრებს გაწბილებებს, ცრემლებს, სახეებს,
გზებს, მოსახვევებს, სახლის ჭიშკარს, ჭიშკართან კიბეს
და კიბის თავში სინათლის ჭავლს-მზიდან ჩამოღვრილს.

დიდი თვალები აქვს ჩემს სიყვარულს.
ჩემში აღწევს.
დუმილს კითხულობს.

2016


study


Last edited by Admin on Thu Jun 06, 2019 8:20 am; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptyMon Dec 05, 2016 8:43 am

რაინერ მარია რილკე

პოეტი

შენ ჩემგან წასვლას ცდილობ ჟამო, დროის საათო
და შენი ფრთები ჭრილობებზე შოლტივით მირტყამს,
ახლა რაღა ვქნა, ასე მარტომ როგორ გავართო
ეს ჩემი ღამე, ეს ჩემი დღე, ბაგე ან სიტყვა.

არა მყავს სატრფო, არც სახლი მაქვს, არც ის ადგილი
სადაც ცხოვრობენ, ყოფის სხივი მშვიდად უქრებათ,
საგნები, მე რომ საკუთარი თავი ვუძღვენი
მდიდრდებიან და ჩემით სხვებსაც ასაჩუქრებენ.


გერმანულიდან თარგმნა ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლმა


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptyThu Jan 05, 2017 5:51 pm

რაინერ მარია რილკე

მეფე

მეფე თქვსმეტი წლის არის მხოლოდ,
თექვსმეტი წლისა ტახტზე ავიდა.
თვალს ისე ავლებს თავის სამეფოს,
თითქოს უმზერდეს სამალავიდან

საბჭოს უხუცესს, და მერე დარბაზს
და მერე სადღაც, გაღმა სივრცეთა
და გრძნობდეს მხოლოდ ძეწკვის სიცივეს
წაგრძელებული ნიკაპის წვერთან.

და სასიკვდილო მძიმე განაჩენს
უგვიანებდეს ბეჭდის დადებას.
სხვები ფიქრობდნენ, რომ იტანჯება.

იმ სხვებში ნეტავ ეჭვებს ბადებდეს,
შვიდგზის ათჯერ რომ ითვლის ზოზინით,
სანამ განაჩენს ხელს მოაწერდეს.

გერმანულიდან თარგმნა ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლმა.


ორიგინალი:

Der König

Der König ist sechzehn Jahre alt.
Sechzehn Jahre und schon der Staat.
Er schaut, wie aus einem Hinterhalt,
vorbei an den Greisen vom Rat

in den Saal hinein und irgendwohin
und fühlt vielleicht nur dies:
an dem schmalen langen harten Kinn
die kalte Kette vom Vlies.

Das Todesurteil vor ihm bleibt
lang ohne Namenszug.
Und sie denken: wie er sich quält.

Sie wüssten, kennten sie ihn genug,
dass er nur langsam bis siebzig zählt
eh er es unterschreibt.


Rainer Maria Rilke, um den 1.7.1906, Paris


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptyFri Jan 27, 2017 11:01 am

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

ცამეტი წელი

შეხედე, სარკე შევიძინე, ახალი სარკე შევიძინე,
ამ სარკეში გამოჩნდება შენი პროფილი
და შენი სიყრმის სათამაშო, შვილო.
შეხედე შენს ჩრდილს ვეფერები,
ულამაზეს ჩრდილს ვეფერები,
ხელის მოხვევას ვცდილობ,

შენ კი დედის ხელს გაურბიხარ,
დატეხილი ხმით გაურბიხარ
და საკუთარ თავს ეძებ,
მე ჩემს ღრმა გულში ვიხედები,
მერე სარკეში ვიხედები
და თავს უხმოდ ვწევ გვერდზე.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptyFri Mar 24, 2017 7:24 pm

ირმა შიოლაშვილი

მას მერე მჯერა, ღმერთო...

ყოველ კვირა დღეს, როცა ჩემი სიტყვებისგან აშენებულ
ტაძართან ვდგავარ
ვფიქრობ ხიდზე, ჩვენს შორის რომ გადებულა, ღმერთო,
ყველა ხიდი დაიწვება ამ ხიდის გარდა.
არადა მოხდა, _დიდი ხნის წინ ცეცხლი შეუნთეს
სათითაოდ ყველა სიტყვის პირველ ბგერას,
და ელოდნენ, რომ ტაძრის კედლებს
საძირკველი სანთელივით დაუდნებოდათ.
მაგრამ თითოეულ სიტყვას ეყო ბრძოლის ძალა,
აწრიალდნენ ხმოვნები და თანხმოვნები,
პირი შეკრეს და ჟანგბადი ამოახველეს
და გადავრჩი, და გადარჩა ყველა კედლელი.
მას მერე ვდგავარ გულუბრყვილო ბავშვივით და
ყველაზე მეტად მჯერა შენი სიყვარულის,
ჩემში მილიონ აყვავებულ სიტყვად რომ ჩარგე.

8 აპრილი, 2017

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptySat May 06, 2017 10:13 pm

ირმა შიოლაშვილი

ჩემი ცხოვრება

ის ისტორიები,
ის ახალგაზრდობაში გადატანილი ისტორიები:
სარკეში არეკლილი მართალი ისტორიები,
ღამეებში ჩაწნული დაღლილი ისტორიები,
გათენებიდან ამოზრდილი ხასხასა ისტორიები
მზად არიან, აწმყოში შემომისახლდნენ,
მკლავზე ჯაჭვივით შემოეხვივნენ ჩემს ცხოვრებას და
ხელახლა დააწერინონ ლექსები ყველაფრზე,
რაც დამთავრდა და
რაც მაშინ ასე გულუბრყვილოდ გამომივიდა.
ჩემი ცხოვრება_დაფანტული ფერად ღილებად
წარსულს და აწმყოს ერთნაირი სისავსით იტანს,
ხოლო ხეები_ცხოვრებიდან ამოზრდილები
ამ მარადიულ გასაყართან ხეთქავენ კვირტებს,
საუბრობს მიწა,მადლით სავსე, მისი ბაგიდან,
ძველი სიტყვები ამოდიან ცოცხალ იებად,
მე კი ვდგავარ და აღარ ვიცი საით საით წავიდე
ჩემი სარკეში არეკლილი ისტორიებით.
ყველა ამბავი გაიზარდა,
ყველა იმედი გაიზარდა,
მაინც აქ ვდგავარ.

6.05.2017

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptyFri May 19, 2017 3:15 pm

ირმა შიოლაშვილი

ალექსანდრე

შენი იყოს ყველაფერი, რაც მიწაზე ვერ მოვასწარი,
შენ შეინახე სისხლის ჯანმრთელ მოლეკულებში,
გაუნაწილე შვილებსა და შვილთაშვილებს ჩემი სიტყვა,
იმედი მაქვს გაიგებენ,_
ბუნებაში არაფერი არ იკარგება.

შენმა ხელებმა შეიფარონ ჩემი ზამთარი,
შენმა თვალებმა შეიფარონ ჩემი ზაფხული,
ეს ზღაპრები და ლეგენდები_ბებოს დავთარი
დედა _ბუნების სიბრძნეშია გადანახული,

შენ შეინახე ეს ბუნება, გადაგწვდეს საგზლად
ყველა სინათლე, სადაც ჩემი კოდი იდება,
მე მხოლოდ ჩრდილად გამოვყვები შენს ლამაზ აზრებს
და დედის ლოცვას გადაგიშლი გზებზე, ხიდებზე...

2017

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptyTue Jun 06, 2017 12:51 pm

ირმა შიოლაშვილი

ქვა

ჩემს ხელებს მისი სუნი უდის,
ჩემს ტუჩებს მისი სუნი უდის,
შეუძლია დამშალოს და ისევ ამაწყოს,
შეუძლია სამჯერ მომკლას
და სამჯერვე გამაცოცხლოს
ჩემი კაცია.
მას ყველაფრის უფლებას ვაძლევ.

ის ქვა იყო. მე ვიპოვე, სული ჩავბერე
და დავიჯერე რომ მიყვარდა,
ჩემი გული გავუყავი, ჩემი სიტყვა გავუყავი
ის კი მაინც ქვა იყო და
საკუთარ თავს მესროდა ხოლმე.

მე კი ვიცმევდი ლამაზ კაბებს,
ერთი ღამისთვის ნაყიდ კაბებს,
ერთი კოცნისთვის ნაყიდ კაბებს,
ერთი ტანჯვისთვის ნაყიდ კაბებს.
გულს მის ქვის გულზე ვაწებებდი
და სიყვარულს ვეფიცებოდი.
ის კი საკუთარ თავს მესროდა,
გულზე საკუთარ გულს მესროდა,_
ასე ვუყვარდი.

2017

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptySun Sep 10, 2017 11:08 pm

ირმა შიოლაშვილი

პოეტი

ბესიკ ხარანაულს


მიდიოდა.
ბეჭებში მოხრილი ამხელა ნიჭიერებით,
გუდასავით ეკიდა ზურგზე
ათასჯერ გადახარშული ცხოვრება,
რომელსაც ალღო ისედაც ვერ აუღო,
რომელიც მართალია,
მისი ნიჭიერებით იკვებებოდა,
მაგრამ სწორედ მსუყე ნიჭი ადგებოდა
გაბერილ გულზე.
რა ექნა, 21-ე საუკუნის პოეტი ერქვა,
თავი უნდა გაეტანა
ფერადთმიანი შეშლილების ჯგროში,
უჰაერო ქალაქის ყაყანში,
სოციალური მედიის ჯუნგლებში.
მიდიოდა.
ნაბიჯ ნაბიჯ იხდიდა ცხოვრებას,
რომ ცხოვრებისთვის არაფერი დაებრალებინა
რომ მის მწარე გულწრფელობას
ჰქონოდა მხოლოდ საკუთარი ნაღველის გემო.

2017

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptySun Sep 10, 2017 11:10 pm

ირმა შიოლაშვილი

ჩემი ცხოვრება

ის ისტორიები,
ის ახალგაზრდობაში გადატანილი ისტორიები:
სარკეში არეკლილი მართალი ისტორიები,
ღამეებში ჩაწნული დაღლილი ისტორიები,
გათენებიდან ამოზრდილი ხასხასა ისტორიები
მზად არიან, აწმყოში შემომისახლდნენ,
მკლავზე ჯაჭვივით შემოეხვივნენ ჩემს ცხოვრებას და
ხელახლა დააწერინონ ლექსები ყველაფრზე,
რაც დამთავრდა და
რაც მაშინ ასე გულუბრყვილოდ გამომივიდა.

ჩემი ცხოვრება_დაფანტული ფერად ღილებად
წარსულს და აწმყოს ერთნაირი სისავსით იტევს,
ხოლო ხეები_ცხოვრებიდან ამოზრდილები
ამ მარადიულ გასაყართან ხეთქავენ კვირტებს,
საუბრობს მიწა,მადლით სავსე, მისი ბაგიდან,
ძველი სიტყვები ამოდიან ცოცხალ იებად,
მე კი ვდგავარ და აღარ ვიცი საით წავიდე
ჩემი სარკეში არეკლილი ისტორიებით.

ყველა ამბავი გაიზარდა,
ყველა იმედი გაიზარდა,
მაინც აქ ვდგავარ.

2017

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptyThu Sep 21, 2017 10:29 pm

ირმა შიოლაშვილი

მკვდარი მეგობარი

კარებამდე გამომყვა ძველი მეგობარი,
გამომაცილა, თან მესაუბრა თავის წარსულზე
და უსიცოცხლო, მჩატე დღეებზე.
მინდოდა მალე დავმშვიდობებოდი,
გავქცეულიყავი სიცოცხლისკენ,
მაგრამ ის ახლა გაჩერებამდე მომაცილებდა.
მიყვებოდა, ერთმანეთში ურევდა აზრებს,
(მთავარ აზრსაც არაერთხელ გადაუხვია).
ვხედავდი, როგორ აკრობოდა ბაგეზე სიკვდილი,
როგორ მომკვდარიყო ოცი წლის წინ
და ახლა ჩრდილივით მომდევდა გვერდით
მეგობარი, რომელიც მივატოვე,
მაშინ, როცა თავი მოიკლა.

2017, 21 სექტემბერი

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptyMon Oct 30, 2017 4:57 pm

ირმა შიოლაშვილი

***

მაგარი რამეა პატიება,
როცა ძველ მტერს ხელს გაუწვდი და
ყველაფერს დაივიწყებ.
რაღაცნაირი მოდიხარ სახლში_
შავღვინოდალეულივით,
გაბრუებული ბედნიერებით,
გაბრუებული ხელის სიდიდით,
რომელიც მას გაუწოდე
და ამ ჟესტით გამოხატე
რომ დამთავრდა მდუმარე ომი.

2017, 30 ოქტომბერი

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptyThu Dec 14, 2017 11:57 am

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Irma-d10

თეონა გოგნიაშვილი

ჟურნალისტი რომელმაც გერმანულ რადიოში ქართული ენა პირველად გააჟღერა

17:50 13.12.2017

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად გერმანიაში მცხოვრებ ჟურნალისტსა და პოეტს, ირმა შიოლაშვილს გაგაცნობთ.

ერთნაირად წარმატებული ჟურნალისტი, პოეტი და მთარგმნელია. მისი ქართულენოვანი გადაცემები 1999 წლის სექტემბრიდან ბონის რეგიონალურ რადიო Bonn/Rhein- Sieg-ის ეთერში გადიოდა. შეგახსენებთ, რომ ეს არის რადიო, რომელსაც დღეში საშუალოდ 84000 მსმენელი ჰყავს. მისი ლექსები გერმანულად ცნობილმა პოეტმა, საბინე შიფნერმა თარგმნა. თავად მას არა ერთი უცნობი გერმანელი პოეტი ჰყავს ქართულად ნათარგმნი. მისი დისერტაციის თემაც გერმანიას უკავშირდებოდა- ეს იყო „მეორე მოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა“, რომელიც 2005 წელს საქართველოში დაიცვა. ქალბატონ ირმას ბონში დავუკავშირდით.


- ქალბატონო ირმა, მივყვეთ ქრონოლოგიას- როდის და რატომ გაემგზავრეთ გერმანიაში?
— გერმანიაში 90-იანი წლების ბოლოს წავედი. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაძიებელი სული მქონდა და ისევე, როგორც ბევრ საბჭოთა ბავშვს, ევროპაში მოგზაურობა და აღმოჩენები მინდოდა. ასევე გერმანული ენისა და კულტურის უკეთ შესწავლის სურვილი მქონდა. ერთი წელი ქალაქ ბონში ვიცხოვრე, მერე დავბრუნდი საქართველოს საზოგადოებრივ არხზე, სადაც მანამდე ჟურნალისტად ვმუშაობდი და აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი ძველებურად გაყინული იყო. მე კი უფრო შეცვლილი და გაზრდილი ვიყავი და ჩემს ქართულ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა მსურდა. ალბათ ამიტომ ლიტერატურის ინსტიტუტში, ასპირანტურაში ჩავაბარე. ჩემი ქართველი ხელმძღვანელი, პროფესორი დავით თევზაძე ძალიან პროგრესულად მოაზროვნე, დიდი პიროვნება იყო. 79 წლის ასაკში მან მე ბოლო ასპირანტად ამიყვანა. სწორედ მისი სურვილი იყო, რომ შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში (კომპარატისტიკაში) თემა დამეწერა.

- ამ თემისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეპოქა შეარჩიეთ…
— დიახ, ჩემი დისერტაცია იყო თემაზე „მეორე მოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა“, რომელიც 2005 წელს საქართველოში დავიცავი. მანამდე,1999 წელს ბონის უნივერსიტეტს კომპარატისტიკის სასწავლად და ომის შემდგომი ეპოქის საკვლევად მივაშურე. ასპირანტურაში იქაც ჩავაბარე და ჩემი გერმანელი ხელმძღვანელის, პროფესორ როლფ ოელერის ხელშეწყობით, (რომელიც ბონის უნივერსიტეტის კომპარატივისტიკის კათედრის გამგე იყო) დაცვის უფლება მომცეს. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით იძულებული გავხდი, სამეცნიერო ნაშრომი გერმანულ ენაზე ხელახლა დამეწერა, მაინც ვფიქრობ, რომ დისერტაციის საქართველოში დაცვა სწორი გადაწყვეტილება იყო. სამეცნიერო კვლევასთან ერთად, სადაც ერთმანეთს დამარცხებული და გამარჯვებული ერების პოეზიაში ასახული ფსიქოლოგიური მდგომარეობა შევადარე, არა ერთი ჯერ კიდევ უცნობი გერმანელი პოეტი ვთარგმნე ქართულად და ჩემი მაშინდელი კვლევა ამითაც იყო საინტერესო…

- რითი განსხვავდება ირმა, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა იმ ირმასგან, რომელიც გერმანიაში დამკვიდრდა?
— მართალია, გერმანულ გარემოსაც შევეჩვიე და ბევრი კარგი რამ მივიღე გერმანული კულტურისგან, მაგრამ ჩემი იდენტობა ქართულ ენასთანაა გადაჯაჭვული. ჩემი ქვეყნისგან ბევრი სიკეთე და აღიარება მახსოვს და ყველა მათგანი ქართულ სიტყვას უკავშირდება. მშობლიური სიტყვა გულიდან ამოდის და ადამიანები, რომელთაც მესიჯს ვუგზავნი, ხშირად ჩემნაირად გრძნობენ. გერმანელ მკითხველამდეც აღწევს ჩემი პოეტური სიტყვა, გერმანელებსაც ესმით ჩემი, მაგრამ ჩემს ქვეყანაში მშობლიურ ენაზე ყოველთვის სხვანაირად მისმენენ. თუმცა საყოველთაო სათქმელი ყველა ადამიანამდე აღწევს და ენობრივ ჩარჩოებს სცდება. ასე რომ, გერმანულ ენაზე ჟურნალისტობასაც ვახერხებ და ავტორობასაც.

- თქვენ პირველი ქართველი ჟურნალისტი ხართ, ვინც ქართული ენა გერმანულ ეთერში გააჟღერა, როგორ მოხდა ეს?
— ოცი წლის წინ, როცა გერმანიაში ჩამოვედი, დასავლეთში საქართველოს შესახებ ძალიან ცოტა რამ, უფრო სწორედ, თითქმის არაფერი იცოდნენ. მართალია, გერმანულ უნივერსიტეტში სწავლა ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ მაინც ძალიან მაკლდა: საყვარელი საქმე, სტუდია, ეთერი და მიკროფონი. მაშინ სამოქალაქო რადიო „ლოკომის“ არსებობის შესახებ შევიტყვე და იქ ქართულ გადაცემებზე პროექტი მივიტანე. 1999 წლის სექტემბრიდან გავდივარ ბონის რეგიონალურ რადიო „Bonn/Rhein- Sieg“-ის ეთერში, რომელსაც დღეში საშუალოდ 84000 მსმენელი ჰყავს. თავიდან ორენოვანი სიუჟეტებით გავდიოდი ეთერში, 2002 წლიდან ქართულ გადაცემას ყოველი თვის ბოლო შაბათს ნახევარსაათიანი საეთერო დრო დაეთმო და „ქართულ-გერმანული კულტურული ჟურნალი" დაერქვა. 2015 წელს გადაცემას სახელწოდება შევუცვალე, ახალი ქუდი და მუსიკა მოვარგე და „სარკმელი საქართველოსკენ" დავარქვი. ამჟამად მხოლოდ გერმანულ ენაზე მიწევს გადაცემის კეთება, ფორმატმა ამგვარი ცვლილება მოითხოვა, უცხოეთში საყვარელი საქმის კეთება მაძლებინებს, თუმცა ქართული ეთერი ისევ ოცნებად მრჩება.

- ქალბატონო ირმა, ვიცი, რომ გერმანულ „Deutsche Welle“-ში ქართული რედაქციის დაარსების სურვილი გქონდათ და ამის წინაპირობაც არსებობდა, რატომ ვერ განახორციელეთ ეს პროექტი?
— ჯერ იმით დავიწყებ, რომ შარშან, ცნობილმა გერმანულმა არხმა, „Deutsche Welle“-მ შემომთავაზა, მისი სტუდიიდან საზოგადოებრივი არხის ეთერში პირდაპირი ჩართვები გამეკეთებინა, ეს შეიძლებოდა, რომ „Deutsche Welle“-ში ქართული რედაქციის დაარსების წინაპირობა გამხდარიყო. ამ ინიციატივას ჩემი მრავალწლიანი ბრძოლისა და საქართველოს ელჩის, ბატონ ლადო ჭანტურიას მხარდაჭერის შედეგად ფრთები შეესხა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი პროექტი ისევ ქართველმა კოლეგებმა დაბლოკეს. გულდასაწყვეტია, როცა დიდი გერმანული არხის გენერალური დირექტორი მზადაა ქართულ-გერმანული ურთიერთობების ამ ფორმით გაღრმავებისთვის და ქართველი კოლეგები გამოწვდილ ხელზე ხელს არ აგებებენ…

- გერმანიაში თქვენი წიგნი უკვე გამოიცა, 2018 წლის დასაწყისში ახალი წიგნის გამოცემა გაქვთ განზრახული, როგორ ფიქრობთ, თქვენი ხმა გერმანელ მკითხველამდე რამდენად აღწევს?
— 2010 წელს, ცნობილმა გერმანელმა პროფესორმა, ული როტფუსმა „Pop-Verlag“-ში „კავკასიური ბიბლიოთეკის“ სერია დააარსა. სწორედ ბატონი როტფუსის ინიციატივა იყო ჩემი წიგნის გერმანულ ენაზე გამოცემა. ეს 2012 წელს მოხდა. ჩემი „ფოთლების ხიდი“ „კავკასიური ბიბლიოთეკის“ მესამე გამოცემა იყო. 2012-15 წლებში არაერთი გერმანულენოვანი საღამო მქონდა, რასაც ბევრი კეთილი სიტყვა, საგაზეთო სტატია, რეცენზია, რადიოგადაცემა და გაყიდული წიგნი მოჰყვა. მაშინ ლექსების თარგმანზე ხუთმა გერმანელმა მთარგმნელმა იმუშავა, ხუთი მთარგმნელის ხმა ერთ წიგნში არცთუ მარტივად აღსაქმელია, მაგრამ მგონი, ჩემმა ქართულმა სათქმელმა გერმანელ მკითხველამდე კარგად მიაღწია.

- ქალბატონო ირმა, 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მასპინძელი ქვეყანაა და ბუნებრივია, ინტერესი ქართული ლიტერატურისადმი გერმანიაშიც გაიზარდა.
— დღეს გერმანულ გამომცემლობებში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით არა ერთი წიგნი გამოდის. ჩემი ახალი წიგნიც 2018 წელს ამავე ცენტრის მხარდაჭერით გამოვა. ახალი ლექსები ამჟამად ჩემთან ერთად ცნობილმა გერმანელმა პოეტმა საბინე შიფნერმა თარგმნა. იმედი მაქვს, მკითხველის გულამდე ეს წიგნიც მიაღწევს.

- ვიცი, რომ რუსუდან ფეტვიაშვილის გალერისტმა თავის გალერიაში მიგიწვიათ, რა მოჰყვა ამ მოწვევას?
— დიახ, 2012 წელს, ქალაქ მინდენში რუსუდან ფეტვიაშვილის გალერისტმა მიმიწვია და რუსუდანის ნახატების ფონზე მომიწყო საღამო, რომელსაც ერქვა „არქაული საქართველო სიტყვით და ფერით“. მას მერე არაერთი ლამაზი საღამო მქონდა გერმანელ მკითხველთან, მაგრამ ასეთი ფერებითა და სიძველით სავსე შეხვედრა აღარ განმეორებულა.
ირმა შიოლაშვილი

- როგორია თქვენი გერმანული სიყვარული?
— ჩემი მეუღლე, იოახიმ ბრიტცე პროფესიით ფილოლოგია, სლავისტი. ერთმანეთი დიდი ხნის წინ, ბონის უნივერსიტეტის სლავისტიკის სემინარზე გავიცანით. მაშინ იოახიმი სტუდენტი იყო და ერთმა პროფესორმა მას ჩემი რუსულენოვანი წიგნის პრეზენტაციის მოწყობა დაავალა. მე პირველი ქართველი ვიყავი, რომელსაც ის შეხვდა და როგორც თავად ამბობს, მაშინვე თვალი დაადგა. 2001 წელს ჩვენ დავქორწინდით და ამჟამად ორ შვილს ვზრდით. წიგნებსაც ერთად ვთარგმნით. მაგალითად ცოტა ხნის წინ მიხო მოსულიშვილის წიგნის „გედები თოვლქვეშ“ გერმანულ ენაზე თარგმნა დავასრულეთ. წიგნი გერმანიაში ძალიან მალე გამოიცემა.

- რა გაითავისა გერმანულ გარემოში თქვენმა ქართულმა ბუნებამ?
— გერმანიაში კითხვაზე: როგორ ხარ? ხშირად ასე პასუხობენ: ყველაფერი წესრიგშია. წესრიგის გარეშე ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებ. მეც პირველ რიგში, წესრიგი და პუნქტუალობა ვისწავლე. ახლა როცა მახსენდება, თავიდან როგორ გამიჭირდა აქაური რიტმისთვის ფეხის აწყობა, მეღიმება. მახსოვს, ლექციებზე მუდმივად ვიგვიანებდი და ჩემს გერმანელ ჯგუფელებს ალბათ ძალიან უკვირდათ, როგორ შეიძლებოდა, სახლიდან ათი წუთით ადრე გამოსვლა ვერ მომეხერხებინა. ახლა მე თვითონ ვბრაზობ, როცა ვინმე შეხვედრაზე დათქმულ ადგილზე მოსვლას იგვიანებს. ვბრაზობ, როცა რაიმეს მპირდებიან და არ ასრულებენ. კიდევ გერმანიაში ვისწავლე ემოციების ნაკლებად გამოხატვა, ადამიანების არ შეწუხება, საქმეზე პირდაპირ საუბარი, და პუნქტუალობა. ქართული სიტყვიერი გარემო კი ჩემთვის თავიდანვე უმნიშვნელოვანესი იყო და დღემდე ასე რჩება. ხშირად ვამბობ, რომ საქართველოში ბოლომდე მე ვარ, რადგან მშობლიურ ენაზე ვსაუბრობ. ჩემს ქვეყანაში სხვანაირი, ძალიან ნამდვილი ირმა ვარ…

Read:
* https://sputnik-georgia.com/people/20171213/238542587/irma-shiolashvili.html

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptyFri Jan 04, 2019 10:49 am

ირმა შიოლაშვილი - Page 3 0_n10
ირმა შიოლაშვილი, გურამ დოჩანაშვილი, იოახიმ ბრიტცე, სასტუმრო „სკანდიკ ფრანკფურტ მუზეუმსუფერის“ ტერასა, 2018 წლის 12 ოქტომბერს.

ირმა შიოლაშვილი

ფრანკფურტი - ლიტერატურული შეხვედრების ადგილი
(ჩემი ადამიანები ფრანკფურტში)

სხვისი არ ვიცი და, მე ფრანკფურტში საქართველოსთან შესახვედრად წავედი. რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, როცა 20 წელია გერმანიაში ცხოვრობ, ფრანკფურტში ჩამოსული მწერალთა დელეგაცია მართლა არის შენი სამშობლო. მახსოვს, დიდი ხნის წინ, ბონის უნივერსიტეტში სტუდენტობის დროს, ერთ-ერთ სემინარზე მკითხეს, როგორ ხვდები შენს სამშობლოს, როცა იქ ჩადიხარ ხოლმეო. არც დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე, მე პოეტი ქალი ვარ და ჩემს სამშობლოსაც ყოველთვის ლიტერატურულ სიბრტყეში ვხვდები-მეთქი. ჰოდა, ამ ლიტერატურულ სიბრტყეში შევხვდი საქართველოს სასტუმრო „სკანდიკში“. იქ ცხოვრების ექვსი დღე მართლა იყო ჩემთვის ლიტერატურული ურთიერთობების ზეიმის ერთი კვირა.
პირველი, ვისაც სასტუმროს შესასვლელში შევეფეთე, სწორედ ჩემს მიერ ლექსადქცეული ძველი მეგობარი იყო. ახლა მთარგმნელის და მოდერატორის ამპლუაში ჩამოსული. 16 წლის უნახავებს მართლა ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა. ამ შეხვედრას შემთხვევით ბელა შეესწრო და მერე ის ჩემი ძველი ლექსი გაიხსენა „არადა მე სულ მენატრება ჩემი მეგობარი, ჩემი ნამინისტრალი მეგობარი, რომელსაც ალბათ აღარც კი ახსოვს , მინისტრობამდე როგორი იყო“… ეს ძალიან პირადული ლექსი არასდროს დამიბეჭდავს, მაგრამ ბელამ პირადი გზავნილებიდან იცოდა. ფრანკფურტმა დამანახა, რომ ჩემი ნამინისტრალი მეგობარი სრულებითაც არ შეცვლილა და რომ ლიტერატურა მისთვის ყველაზე ნამდვილი და მართალი თავშესაფარია.
გახსნა იყო ზუსტად ისეთი არაჩვეულებრივი, როგორსაც ველოდი. ეტყობოდა, რომ საქართველოს მხრიდან ყოველი დეტალი იყო გათვლილი და გერმანელების მხრიდან ყოველ დეტალში იგრძნობოდა საქართველოსადმი დიდი ინტერესი და პატივისცემა.
საერთოდ, ფრანქფურტმა მეც და ყველას კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველო ევროპაა. რომ ქართული შეგნება, კულტურა და ლიტერატურა ყოველთვის ევროპის ნაწილი იყო. აკა მორჩილაძემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ჩვენ, ქართველები, იმდენად პოეტების ქვეყანა ვართ , მისთვის, როგორც პროზაიკოსისთვის, უხერხულიც კია სიტყვაში გამოსვლა. ამ წინადადებამ, რა თქმა უნდა, ტაში და დადებითი ემოციები გამოიწვია. მოგვიანებით გაზეთებმა ბევრი კარგი რეცენზია დაწერეს თანამედროვე ქართულ ლირიკაზე, ერთ-ერთ სტატიას ასეთი სათაური ჰქონდა: „საქართველო-პატარა ქვეყანა, მაგრამ დიდი ქვეყანა პოეზიის რუკაზე“.

ირმა შიოლაშვილი - Page 3 00_n10
მიხო მოსულიშვილი, ირმა შიოლაშვილი, თათა კოტრიკაძე, ნანა ჭიღლაძე, იოახიმ ბრიტცე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, 2018 წლის 12 ოქტომბერს.

მეორე დღეს, 10 ოქტომბერს, პირველი წარდგენა მანანა თანდაშვილის ლიტერატურულ სალონ „ევტერპეში“ გვქონდა მე, მარიამ წიკლაურს, ბონდო მაცაბერიძეს, გურამ ოდიშარიას და კრისტიანე ლიხტენფელდს. ესეც სიმბოლური დამთხვევა იყო, რომ სწორედ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ფრანკფურტის ლიტერატურულმა სალონმა „ევტერპემ“ ათი წლის იუბილე იზეიმა. „რომანფაბრიკაში“ უამრავმა სტუმარმა მოიყარა თავი, ძირითადად გერმანელი სტუმრები სჭარბობდნენ. მანანა თანდაშვილს თავისი ჩვეული მომხიბვლელობით მიჰყავდა საღამო, ჰყვებოდა სალონის ისტორიას და მადლობას უხდიდა ყველას, ვინც წლების მანძილზე ედგა მხარში. რომანფაბრიკის დირექტორმა, ბატონმა მიხაელ ჰოჰმანმა გაიხსენა, როგორ შეხვდა ათი წლის წინ ახალგაზრდა მომხიბვლელ ქალბატონს, რომელმაც ქართული ლიტერატურული პროექტების მხარდაჭერა სთხოვა და როგორი თავდაჯერებით უთხრა მას ამ ქალბატონმა, რომ დადგებოდა დრო და საქართველო ფრანკფურტის ბაზრობაზე მასპინძელი ქვეყანა გახდებოდა. მე, პირადად, სწორედ სალონის ფარგლებში გავიცანი მანანა თანდაშვილი, მაშინ, როცა პროზაიკოსი ქალების ანთოლოგიას ადგენდა, იმ ანთოლოგიისთვის მე და ჩემმა მეუღლემ - იოახიმმა თამთა მელაშვილის მოთხრობა ვთარგმნეთ გერმანულად. ჯერ კიდევ წლების წინ უჭერდა მხარს მანანა თანდაშვილი ტანდემში მუშაობას. ჯერ კიდევ წლების წინ სჯეროდა, რომ ქართველის და გერმანელის ერთობლივი პროდუქტი წარმატებული იქნებოდა და საქართველოს ოდესღაც უფრო მეტად მოუსმენდნენ და გაუგებდნენ. „ევტერპეს“ სტუმარი პირველად 2014 წელს ვიყავი, როცა ქალბატონმა მანანამ მე, დიანა ანფიმიადი და გიორგი კეკელიძე ერთობლივ პოეტურ საღამოზე მიგვიწვია. ეს პირველი პოეტური საღამო იყო რომანფაბრიკის სცენაზე და, მგონი, ამ ლამაზი ღონისძიების შემდეგ დაიბადა იდეა, რომ პოეტური ანთოლოგიის შედგენა სრულებითაც არ იქნებოდა არარეალური.

ირმა შიოლაშვილი - Page 3 002_n10
ლია მეტრეველი, რუსუდან მოსიძე, მიხო მოსულიშვილი, მანანა თანდაშვილი, ირმა შიოლაშვილი, მარიამ წიკლაური, გერმანელი პოეტი ურსულა ტაისენი, ბონდო მაცაბერიძე - რუმინულ სტენდზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, 2018 წლის 12 ოქტომბერს.

წელს მე და ქალბატონმა მანანამ ერთობლივად შევადგინეთ თანამედროვე პოეტი ქალების ანთოლოგია „მე ბევრი ვარ“, რომელსაც მართლა ძალიან მოუხდა რუსუდან კაიშაურის ლექსის სათაური. სწორედ ეს ანთოლოგია წარვადგინეთ მე და მარიამ წიკლაურმა რომანფაბრიკის სცენაზე. ანთოლოგიაზე მუშაობისას საკუთარ თავზე გამოვცადე, რა ძნელია, ამდენი ნიჭიერი პოეტებიდან 12 ამოარჩიო და, საერთოდ, რა ძნელია, გაიტანო პროექტი, რომელიც წიგნის ცენტრის საბჭოს მიერ არ ფინანსდება. თუმცა, ახალს არაფერს ვიტყვი, რომ როდესაც შენს ნაშრომზე დადებით შეფასებებს ისმენ , ფიქრობ, რომ ამდენი ენერგია და ნერვიულობა მკითხველის სიხარულად ნამდვილად ღირდა.
„ევტერპეს“ პრეზენტაციაზე პირველად შევხვდი პირადად ერთ დიდ გერმანელ ქალბატონს ქრისტიანე ლიხთენფელდს. ჩემთვის მასთან ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიწყო. 90- იანი წლები იყო, უკვე პირველ არხზე ვმუშაობდი, როსტომ ჩხეიძემ ოთარ ჭილაძის „რკინის თეატრის“ გერმანიაში გამოცემაზე რომ მომაწოდა ინფორმაცია და ამ დიდ მოვლენაზე გადაცემის გაკეთება შემომთავაზა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გადაცემაში „ცხრიდან თორმეტამდე“ რამდენიმე ლიტერატორი ჩავწერე. „რკინის თეატრის“ მერე ქალბატონმა კრისტიანე ლიხტენფელდმა ჭილაძის „აველუმიც“ თარგმნა და გამოსცა. ამ დროს უკვე გერმანიაში ვცხოვრობდი და ბონში ვმუშაობდი ჟურნალისტად. ბატონ ოთარს თბილისში დავუკავშირდი და ქალბატონ ლიხტენფელდის ტელეფონის ნომერი გამოვართვი. დავურეკე და სატელეფონო საუბრიდან უკვე შემიყვარდა. მერე ტელეფონით ჩავწერე ჩემი რადიოგადაცემისთვის ბონიდან - ბერლინში. ერთ- ერთი უმაგრესი რესპოდენტი იყო: გონიერი, საყვარელი, ოთარ ჭილაძის და საქართველოს დიდი მეგობარი. არ დამავიწყდება მისი ქართულ ენაზე გაკეთებული მიმართვა ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომელმაც სტუდიაში არაჩვეულებრივი განწყობა შექმნა. მას მერე მთელი 17 წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე ერთხელ წერილი გამომატანა ბატონ ოთართან, რამდენჯერმე ტელეფონითაც ვისაუბრეთ, მაგრამ 2018 წლის 10 ოქტომბრამდე თვალით არ მენახა. ფრანკფურტში კრისტიანე ლიხტენფელდთან შეხვედრა, - ცხოვრების კიდევ ერთი ლამაზი საჩუქარი იყო ჩემთვის.
და, საერთოდ, ფრანკფურტი სავსე იყო ასეთი საჩუქრებით, რადგან ბაზრობის მეხუთე დარბაზი და მასპინძელი ქვეყნის პავილიონი ძალდაუტანებლად იქცა ლიტერატურული შეხვედრების ადგილად.

ირმა შიოლაშვილი - Page 3 8_n10
რუმინელი, გერმანელი და ქართველი მწერლების წიგნები, წარდგენილი წიგნის ბაზრობის რუმინულ სტენდზე და ასევე „დენკბარში“, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, 2018 წლის 10-11 ოქტომბერს.

ჰოდა, 11 ოქტომბერს, ჩემი წიგნის წარდგენის შემდეგ, ქართული პავილიონიდან მეხუთე დარბაზში რომ გადმოვედი, რუმინულ სტენდზე უკვე დაწყებული იყო ინტერნაციონალური კითხვა, Pop Verlag-ის გერმანელი, რუმინელი და ქართველი ავტორების: მიხო მოსულიშვილის, ჰორსტ სამსონის და ბარბარა ცაიცინგერის წიგნების წარდგენა. მიხოს გვერდით, მარცხნივ, ჩემთვის უცნობი, ქართული გარეგნობის ქალბატონი იჯდა, რომელმაც მოგვიანებით მის მიერ თარგმნილ მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებზე“ დაიწყო საუბარი და რომელიც შტეფი ხოტივარი აღმოჩნდა.
ჯერ კიდევ 1999 წელს, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლისას, ჩემმა ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით თევზაძემ მომიტანა შტეფი ხოტივარის სადისერტაციო ნაშრომი ქართულ რომანზე და მითხრა, - ნახე, თუ ამ გერმანელმა ქალბატონმა მოახერხა ქართული ლიტერატურის ასეთ მაღალ დონეზე კვლევა, შენც შეძლებ გერმანული ომისშემდგომი ლიტერატურის კვლევასო და ასე დამილოცა გზა ბონის უნივერსიტეტში ასპირანტურაში სასწავლებლად. რაღაცნაირად სიმბოლური იყო ჩემთვის შტეფი ხოტივარის არსებობა ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ სივრცეში, ქალბატონის, რომელიც ათეული წლების მანძილზე თარგმნიდა ქართულ ლიტერატურას და წერდა წიგნებს ქართულ ლიტერატურულ პროცესებზე, თუმცა, მე ჩემი შტეფი ხოტივარი მყავდა, ჩემი სიმბოლოდქცეული შტეფი ხოტივარი, რომელსაც პირადად ფრანკფურტში შევხვდი.
ასეთი ლიტერატურული შეხვედრები Pop Verlag-მა უნებურად დაგეგმა და წარმატებით იქცა ინტერნაციონალური შეხვედრების რეჟისორად. თუნდაც მიხო მოსულიშვილის და გერმანელი მწერლის და კრიტიკოსის, ერიკ გიბელის შეხვედრა არის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, რომ ლიტერატურულმა გემოვნებამ და ინტერესმა არ იცის არანაირი ნაციონალური საზღვარი. გამოვიდა თუ არა მიხოს წიგნი „გედები თოვლქვეშ“ გერმანულ ენაზე, ერიკ გიბელმა ძალიან საინტერესო რეცენზია დაწერა მიხოს შემოქმედებით სამყაროზე. მიხო და ერიკი ერთმანეთს პირველად ფრანკფურტში შეხვდნენ. მე ამ შეხვედრას შემთხვევით შევესწარი და კიდევ ერთხელ დავინახე, როგორ ერთბაშად შეიძლება იქცეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ლიტერატურული და ადამიანური შეხვედრების დღესასწაულად.
„პოპ ფერლაგი“ 2010 წლიდან გამოსცემს „კავკასიური ბიბლიოთეკის“ სერიას და დღემდე 26 გამოცემას მოითვლის. მათ შორის არაერთ ანთოლოგიას და ლიტერატურის ისტორიას. შტეფი ხოტივართან, როგორც მთარგმნელთან, ჩემი გამომცემლობა დიდი ხანია თანამშრომლობს. როგორც გავიგე, ქალბატონი ხოტივარის მიერ ნათარგმნი „ჯაყოს ხიზნებიც“ არ დაფინანსდა წიგნის ცენტრის საბჭოს მიერ და გამომცემელმა ამჟამადაც გამოცემის სრული თანხა თავის თავზე აიღო.

ირმა შიოლაშვილი - Page 3 4_n10
რუმინელი, გერმანელი და ქართველი მწერლების წიგნების წარდგინებაზე „დენკბარში“, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, 2018 წლის 11 ოქტომბერს.


ამიტომ თქვა შტეფი ხოტივარმა დღის ბოლოს, „დენკბარში“ გამართულ ინტერნაციონალურ ლიტერატურულ შეხვედრაზე, სადაც მიხო მოსულიშვილის „გედები თოვლქვეშ“და მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ ერთობლივად იქნა წარდგენილი, - „თუ ვინმეს ეკუთვნის ჯილდო საგამომცემლო საქმეში, ქართული ლიტერატურის გამოცემასა და პოპულარიზაციაში, ეს გამომცემელი ტრაიან პოპიაო.“ მეც ვეთანხმები ქალბატონ შტეფის. წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ფოკუსში ყოფნა ჯერ იდეის დონეზეც არ იყო დაგეგმილი, რომ „პოპ ფერლაგი“ გერმანელ პროფესორ ული როტფუსის ინიციატივით და რედაქტორობით ქართველ ავტორებს გამოსცემდა. ბოლო ოთხი წლის მანძილზე ბევრი პატარა და დიდი გამომცემლობა დაინტერესდა ქართული ლიტერატურით, მაგრამ ადამიანები, რომლებიც პირველი მერცხლებივით არსებობდნენ, არ უნდა დავივიწყოთ.

ფრანკფურტში მოხვეჭილი აღიარება კარგა ხანს არ დამთავრდება და საქართველოზე, როგორც დიდი კულტურის მქონე ქვეყანაზე, კიდევ დიდხანს ისაუბრებენ გერმანიაში.


ლიტერატურული ჟურნალი „განთიადი“, # 11-12, 2018

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Gant10

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptyMon Jan 28, 2019 11:29 am

ირმა შიოლაშვილი

მეგობრის ბუდე

რა არის ღალატი თუ არა ამოყირავებული სიყვარული,
რომელსაც ერთ დროს შუა გზაზე ხელი გაუშვეს
და წაიქცა, და ვერასდროს ვეღარ წამოდგა,
ვერ გაიმთელა გატეხილი ხერხემლის მალა.
არადა. ისე საწყალია, უსიტყვოდ ხავის
სიმღერებს ჯერაც არარსებულ სურვილებზე,
სიმღერებს ჯერაც არარსებულ საყრდენებზე
და გადაყვლეფილ ხელისგულებს
გულდაგულ მალავს.

არადა, მისი ხელისგულები
ჰგვანან დამჭკნარი ყვავილის ბოტკოს _
გულის გულში იტოვებენ იმედის სხივებს.
თუმცა მაინც უცნაურად იმზირებიან_
სევდიანად _ ვერშემდგარი სურვილივით,
ვერშემდგარი საქორწილო ღამესავით,
რომელშიც საქმრომ უღალატა ჩემს მეგობარს
ძველ სიყვარულთან და ბნელ გულში ეკლად ჩაირგო
წარსულისაგან დაყვლეფილი ხელისგულები.

მეც ვდგავარ და ცხოვრებაზე გულაყრილი
ისე ვიღიმი, როგორც ჩემი მეგობარი,
რომელსაც ხელში უდნებოდა
თავისი ამოყირავებული სიყვარული,
თავისი წაქცეული სიყვარული,
თავისი ხელისგულებგადაყვლეფილი სიყვარული.
იდგა ორპირ ქარში და
ვერ ხვდებოდა,
რომ ღალატისგან იშენებდა ხელებში ბუდეს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptySun Feb 10, 2019 12:57 pm

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Irma-s10

Irma Shiolashvili

(Georgien-Deutchland)

1

ღია გაკვეთილები

არადა ცეცხლის სუნი ჰქონდა მაშინ ყველაფერს,

თვალებსაც, ხელზე ნაოჭებსაც, გზებსაც, ჩრდილებსაც,

თუმცა ვამჩნევდი, მომავლიდან როგორ მზვერავდნენ

ცხოვრების გრძელი, ხშირად ღია გაკვეთილები,

მომწონდა ცეცხლი, და ამიტომ ხელის კანკალით

ვიწვავდი ხელებს და ნაოჭებს ხელისგულებზე

სულს ვუბერავდი და ვეძებდი ჩვენს ღრმა ნაკვალევს

თითებზე, გულზე, ნაოჭებზე, თვალის გუგებში.

აცრილი იყო მომავალი ცეცხლის ალებით,

მზეს ვინახავდი პერანგებზე, გულის ღილებზე

და არ ვამხელდი, რომ ფეხები მიკანკალებდა

ცხოვრების ღია, დაუნდობელ გაკვეთილებზე.



1 -Vom Leben lernen

Damals hatte alles den Geruch von Feuer:

Die Augen, die Linien auf der Hand, die Wege, die Schatten.

Zwar bemerkte ich, wie sie mich aus einem zukünftigen Leben beobachteten

diese langen Lektionen, die meine Leben mir erteilt hatten,

doch mir gefiel das Feuer, und deshalb verbrannte ich

mir zitternd die Hände, in die Handflächen, in ihre tiefen Rillen

pustete ich und suchte nach unseren Spuren

auf den Fingern, in den Herzen, in den Linien, in den Pupillen.

Genährt wurde die Zukunft von Feuerflammen.

Die Sonne war in den Hemden, den Knöpfen der Brusttasche, wo sie verweilte.

Ich verriet nicht, dass mir oft die Füße zitterten

bei den unberechenbaren Lektionen, die das Leben mir erteilte.







2

ხეები

ეს ხეები, აი ეს ხეები

როგორ შეიძლება ვერ დაინახოს კაცმა,

როგორ შეიძლება ბრმად ჩაყლაპოს სიმწვანე,

იაროს და არ უკვირდეს,

თავი ასწიოს და არ უკვირდეს,

თვალებში სიხასხასე აიყვავოს და

ჩვეულებრივი ეჩვენებოდეს სამყარო.

მეც ამ ხეებივით ავიყარე ტანი

ჩვენი სახლის წინ რომ დარგე,

ამ ხეებივით მინდა

მთელი დღე ცისკენ მეჭიროს თვალი,

მიხდებოდეს მწვანე ფერი ბეჭებზე

და ოდნავი ყავისფერი ფეხებთან.

ფეხებზე ბელტები მეცვას,

მიწისგან გავრბოდე და არც გავრბოდე,

გარშემო ბალახები დავიმეგობრო

და მიწიანი პირით მოვუთხრობდე

სიყვარულმა როგორ გამზარდა.



2-Bäume

Diese Bäume, schau dir bloß diese Bäume an!

Wie kann man sie einfach nicht bemerken?!

Wie kann man ihr Grün wortlos schlucken?

Wie kann man an ihnen vorüber laufen und sich nicht wundern?

Den Kopf heben und nicht total erstaunt sein?

Wie kann man in den Augen die frischen Farben blühen lassen

und die Welt danach noch normal wahrnehmen?

Ich bin genauso wie diese Bäume,

die du vor unserem Haus gepflanzt hast.

Ich bin genauso wie sie in die Höhe gewachsen.

Ich möchte genauso wie sie den ganzen Tag lang

meine Augen zum Himmel richten.

Ich möchte, dass Grün auf meinen Schultern gut aussieht

und ich möchte etwas Braun an meinen Füßen,

dass an meinen Fußsohlen Erdschollen kleben,

damit ich für immer nahe bei der Erde bleibe,

auch wenn ich weit fort bin,

damit ich mir die Gräser ringsum zu Freunden mache

und ihnen mit einem Mund voller Erde erzählen kann,

wie die Liebe mich erwachsen gemacht hat.







3

წინაპარი

ჩემი დიდი წინაპარი_პაპაჩემის პაპის პაპა-

რომელიც მთაში ცხოვრობდა და იყო პოეტი,

მითვალთვალებს წინა საუკუნეებიდან.

არ ვიცნობდი, მაგრამ ვმეგობრობთ.

ეს მისი სიმღერაა, რომელსაც

მიღმიერი სამყაროდან ვხრიალებ,

ეს მისი სიტყვებია, რომლისგანაც

თითები მაქვს დალურჯებული.

ამარჩია და ჩემში მჟღავნდება.

მისი ბრალია, რომ ასე სანახევროდ ვცხოვრობ,

და როცა მძინავს, ღია თვალებით ვებრძვი ღამეებს.

მისი ბრალია ჩემი აღტაცება ქვებისადმი, კლდეებისადმი.

მან დამიწესა, მყვარებოდა კლდესავით კაცი-

მდუმარე და ძლიერი და სიცხის ამტანი.

დიდი ხნის წინ გაურიგდა ღმერთს, რომ ჩემით

თავის მთა და თავის სიტყვა გადაერჩინა.

ჰოდა ახლა ლაღად დადის ჩემს სისხლში და

სიტყვისგან დალურჯებულ თითებზე

შიგნიდან მიკაკუნებს.



3-Mein Vorfahr

Er war groß,

der Großvater meines Großvaters –der in den Bergen lebte.

Ein Dichter war er und blickt aus seinem längst vergangenen Jahrhundert her zu mir.

Ich habe ihn nicht mehr kennen gelernt,

aber wir sind so etwas wie Freunde.

Es ist sein Lied aus dem Jenseits, das ich heute singe.

Es sind seine Worte, weswegen meine Finger sich blau färben.

Er hat mich erwählt, um durch mich wieder ins Leben zurückzukommen.

Er ist Schuld daran, dass ich nur halb in diesem Leben stehe,

und dass ich, wenn ich eingeschlafen bin, mit offenen Augen gegen die Nacht ankämpfe.

Es ist seine Schuld, dass ich begeistert bin von Steinen und Felsen.

Er hat mich dafür bestimmt, einen Mann zu lieben, der wie ein Fels ist,

schweigsam und stark, Glut und Hitze ertragend.

Vor langer Zeit schon hatte er mit Gott abgemacht,

dass seine Worte und auch seine Berge durch mich überleben würden.

Und jetzt läuft er durch meine Adern und ist ganz und gar frei.

Und klopft von innen an meine durch seine Worte blau gewordenen Finger.







4

ბონის დღიურიდან

რაინს გულამდე ჩასდის მოწყენა

და ჩემი მზერაც გულამდე ჩასდის,

და თვალის ანკესს-ღრმას და ორწვერას

მოსდევს თევზების სიბრძნე და დარდი.

„ჩემი მდინარე“-ვამბობ და მიკვირს

რომ უცხოს ასე უტიფრად ვჩემობ,

ის კი-მშვიდი და ბებერი წიწკვი,

იხდენს დრო-ჟამის სუნსა და გემოს.



4

Der Rhein

Dem Rhein reicht die Langeweile bis auf den Grund.

Ich schaue hinunter und hinein in sein Herz.

Die Angel meines Auges reicht tief und hat zwei Haken und

sie holt die Weisheit und Wehmut der Fische nach oben.

Du bist mein Fluss, sage ich und wundere mich,

dass ich das Fremde so schamlos für das Meine halte.

Aber er, der uralt ist und eine ruhige Schönheit an sich,

kokettiert mit seinem Geruch und dem Geschmack nach Vergangenheit.







5.ხუთი დღისა და ხუთი თითის ამბავი



დანაღმულია ჩემი ხელები

ჩემი დაბომბილი ხელები,

ჩემი ოკუპირებული ხელები,

ჩემი სისხლაკრული ხელები,

ჩემი მიწააკრული ხელები,

ჩემი უბედური ხელები,

ჩემი ხუთთითიანი ხელები

და

აღარ ვიცი საით წავიღო.



აკრული მაქვს თვალები

რომ საკუთარ თავს დავუმალო

გადამწვარი მინდვრები,

ცეცხლწაკიდებული ტყეები,

პატივაყრილი კარ მიდამო

პატივაყრილი გოგონები,

პატივაყრილი გმირები,

პატივაყრილი ცრემლი..



ოკუპირებულია ჩემი იმედი,

ლიკვიდირებულია ჩემი იმედი,

ხუთ თითში მოქცეულია ჩემი იმედი,

ხუთ თითში მოქცეულია

ჩემი ისტორიაც,

იწვის და გულს მიწვავს,

იწვის და სისხლს მიდუღებს,

იწვის და ხმაჩახლეჩილი მეძახის

რომ გახელილი გულის თვალით უნდა ვიარო…





8 აგვისტო, 2016.



5

Geschichte von fünf Tagen und fünf Fingern

(Nach dem Kaukasischen Fünftagekrieg 2008)

Meine Hände sind vermint,

meine zerbombten Hände,

meine okkupierten Hände,

meine blutverschmierten Hände,

meine erdverschmierten Hände,

meine unglücklichen Hände,

meine fünffingrigen Hände.

Und ich weiß nicht mehr,

wo ich sie hinstecken soll.

Vor meinen Augen trage ich eine Binde,

damit ich die verbrannten Felder nicht sehen muss,

die in Flammen stehenden Wälder,

die entwürdigten Gärten und Häuser,

die entwürdigten Mädchen,

die entwürdigten Helden, die entwürdigten Herzen.

Okkupiert ist meine Hoffnung,

liquidiert ist meine Hoffnung,

eingefangen in fünf Fingern ist meine Hoffnung,

eingefangen in fünf Fingern ist meine Geschichte.

Sie brennt und verbrennt mein Herz mit,

sie brennt und lässt mein Blut sieden,

sie brennt und ruft mir mit heiserer Stimme zu,

lauf zu, lauf weiter offenen Auges!







Damals und Jetzt

Je mehr Zeit vergeht, desto öfter sehe ich mich

– mein früheres Ich –

im Tiflis der 90er Jahre,

in Wake* , beim neunten Krankenhaus,

an der Haltestelle stehend, ein siebzehnjähriges Mädchen,

frisch angekommen in der Hauptstadt,

in einer Stadt, in der es schon lange brennt.

In dem Mädchen keimen trotzdem Hoffnungen und Erwartungen.

Je mehr Zeit vergangen ist,

desto näher fühle ich mich den Nächten ohne Elektrizität,

den beim Schein der Petroleumlampe geschriebenen Gedichten.

Eigentlich sollte ich mich davon entfernen,

eigentlich sollte ich es vergessen,

eigentlich sollte ich sie längst verdaut haben,

meine in den eiskalten Auditorien zitternde Jugend,

diese Jugend, die uns genommen wurde,

die einem verlorenen Fingerring glich – sie glänzte nur für sich.

Für die nächste Generation schon wurde sie zur Brücke.

Diese neue Generation ging laut kichernd über diese Brücke,

eine Brücke, die wir nicht nehmen konnten.

Und jetzt, von hier aus,

in diesem anderen Jahrhundert und in diesem Land ohne Probleme,

weine ich, wenn ich an mein junges Ich denke,

für das es keine Brücke gab,

das belogen wurde und dem man statt einer Zukunft

nur ein eiskalt gefrorenes Auditorium bot.





* Wake: Stadtteil im Zentrum von Tiflis.







ზღვა

აი ჩემი სიყვარული, სამშობლოდ დაბადებული სიყვარული,

წინაპრის ძვლებით შემოღობილი სიყვარული,

წინაპრის ლეგენდებით ნაკვები სიყვარული,

მუხის ფოთლებით ავსებული სიყვარული

მუხის ფოთლებივით მოშრიალე სიყვარული,

ორ დიდ მუჭაში ჩავტიე და ტალღებს მივანდე.

აი, გულიდან გამოვდევნე ყველა მდინარე,

აი, ბაგიდან გამოვდევნე ყველა მდინარე,

აი, ხსოვნიდან გამოვდევნე ყველა მდინარე და ზღვისაკენ ვუკარი პირი!

ზღვა იქცა ჩემი მოთმინების უხმო მსაჯულად

და დიდ მეგობრად, მენდობა და გულამდე მიშვებს,

მეც, ასე სადა, ცარიელი და გარუჯული

ვკოცნი მის კაბას და ტუჩებზე მეკრობა ქვიშა,

და ვწვები მისი გულის ფსკერზე, და ვეძებ ჩემი

სამშობლოს ღობეს და ვიბრუნებ წართმეულ სასჯელს

ნიჟარის სუნთქვად, ხავსის სუნთქვად, და ასე თხემით

ტერფამდე მტკივა ჩემი ქვეყნის დამწვარი მაჯა.

აი ჩემი სიყვარული. აი ჩემი მოთმინება.

ზღვას ქვიშად ჰქონდეს.







Das Meer

Siehe, das ist meine Liebe,

meine mir zur Heimat gewordene Liebe,

mit den Knochen der Vorfahren eingezäunte Liebe,

mit den Legenden der Vorfahren genährte Liebe,

mit den Blättern der Eiche gefüllte Liebe,

die ich mit meinen beiden Händen gefasst und

den Wellen anvertraut habe.

Siehe, ich habe alle Flüsse aus dem Herzen verbannt,

ich habe alle Flüsse von den Lippen verbannt.

Siehe, ich habe alle Flüsse aus der Erinnerung verbannt

und hin zum Meer geschickt.

Dem Meer, Freund und Richter meiner Geduld, kann ich trau´n.

Es verlässt sich auf mich und begleitet mich in mein Herzensland.

Und ich, befreit und sonnenbraun,

küsse sein Kleid und an meinen Lippen klebt sein Sand.

Auf dem Grund seines Herzens lege ich mich nieder,

ich suchte den Zaun meiner Heimat allzu lang,

dann bekomme ich das entrissene Landstück wieder

als Hauch einer Muschel, als Atmen vom Seetang.

Siehe, das ist meine Liebe.

meine mir zur Heimat gewordene Liebe.

Möge dies alles zu Meeressand werden!















____________________________________________



Irma Shiolashvili (geb. In 1974 in Dedopliszkaro, Georgien)



Die Lyrikerin Irma Shiolashvili studierte an der Universität Tiflis Journalistik. Sie arbeitete in der Kulturabteilung des staatlichen Fernsehens, wo sie Fernsehsendungen über zeitgenössische georgische Schriftsteller produzierte. In Georgien hat sie bis jetzt fünf Gedichtbände veröffentlicht.

1999 ging sie nach Deutschland und studierte in Bonn für ihre Dissertation über deutsche und georgische politische Nachkriegslyrik, mit der sie 2005 promoviert wurde. 2007 wurde sie in die Europäische Autorenvereinigung „Die Kogge“ aufgenommen. Irma Shiolashvili lebt in Bonn und arbeitet als Journalistin und Dozentin.



Bücher auf Deutsch:



1. Eine Brücke aus bunten Blättern

Gedichtband. Pop Verlag 2012. Übersetzung von Agnes Giesbrecht-Gossen, Irma Berscheid-Kimeridze, Heide Rieck, Thomas Berstein und Joachim Britze

84 Seiten,
ISBN 978-3-86356-025-6

€ 12,80 Euro



„dies ist ein traumbuch, ein buch der inneren bilder, die sich verknüpfen mit erinnerungen, mit sehnsüchten, mit nichtformulierten, aber vorhandenen wünschen. seltsam korrespondiert der, nur scheinbar, harmlose titel – „Eine Brücke aus bunten Blättern“ – mit dem inhalt, der sich subtil einem land, einem grenzland, der sich ständig annähernd einer in sich selbst kreisenden kultur nähert, die nur zaghaft den einfluss von außen erlaubt; die aber auch nur zaghaft vom eigenen nach außen gibt, ein aufgehen scheint ausgeschlossen.



die verfasserin dieses schmalen bandes, irma shiolashvili, ist – trotz ihrer persönlichen öffnung für das neue, auch für das leben im westen, „im abendland“, wie die georgier manches mal westeuropa betiteln – tief in der georgischen kultur verwurzelt. in dieser kultur des übergangs zwischen okzident und orient, die sich so gerne europa zugehörig fühlen möchte. sie, die verfasserin, ja, die seit jahren in deutschland lebt, die im zwischenreich des austauschs zwischen deutschland und georgien über politsiche lyrik promovierte, leidet an und vielfach auch mit ihrem land.
…irma shiolashvili findet hierfür eine wundersame, eine neue dichterische stimme. eine stimme, die verzaubert und doch wiedererkennen lässt. die lust macht, einzutauchen in die wellen dieser fremd-bekannten kultur.“



.Prof. Uli Rothfuss

2012.



2. Kopfüber

Gedichtband. Pop Verlag 2018. Übersetzung von Irma Shiolashvili, Nachdichtung von Sabine Schiffner.

92 Seiten

ISBN 978-3-86356-222-9

€ 16,50



„Wenn Irma Shiolashvili gefühlvoll ihren Blues aus Worten, Klängen und Farben intoniert, wenn sie – einer Schäferin gleich – zahlreiche Steinsplitter soweit abwehrt, dass sie zwar an unseren Emotionen rütteln, sie aber nicht in Stücke reißen können, dann erweist sie sich als die raffinierte Dirigentin einer komplexen Symphonie poetischer Kommunikation. Wie alle gelungenen Kompositionen übersteigen auch die ihrigen die Grenzen von Geographie und individueller Wahrnehmung. Einzigartig und gleichzeitig universell entziehen sie sich jeder Kategorisierung.

“Hinter dieser Meisterschaft in der sprachlichen Form steht nicht nur eine fähige Dichterin, sondern ebensosehr eine unnachahmliche Kreativität. Man spürt, dass ein außergewöhnlicher Geist in den Rundungen und Kanten von Irmas poetischen Formen wohnt, ein lebendiger und tröstender Geist, aber auch einer, der unnachgiebig vorwärts strebt.“/

Prof. Dana Weber, (MATRIX 1/2017)

ბმული:
* http://levurelitteraire.com/irma-shiolashvili/?fbclid=IwAR0uYnRyMIrsuX3mKOlv5VRjxB0NThfdJcMOLKmnzgr9clTneVGmreEh9IQ

study


Last edited by Admin on Thu Jun 06, 2019 8:21 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptyMon Mar 25, 2019 10:18 am

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Omar_t11
„ომარ თურმანაულის პორტრეტი“ - ზვიად რატიანის ნახატი

ირმა შიოლაშვილი

ომარს

ეს ლექსი დიდი ხნის წინ დავწერე ომარ, Zviad Ratiani- ს მიერ დახატულ შენს პორტრეტს მივუძღვენი. გაოგნებული დარჩი, როცა წაიკითხე (არილში დავბეჭდე სამი წლის წინ). გემშვიდობები ჩემო მეგობარო.
ნათელში იყოს შენი სული...


როგორ გათეთრებულა,
როგორ დაბერებულა ჩემი მეგობარი,
ასაკში შესულა და ასაკიდან მშვიდად მიყურებს;
თითქოს სათქმელიც კანივით დაჭკნობია,
სათქმელივით სავსედ იმზირება სიბერიდან –
ჭრელი და ნაცხოვრები თვალებით მიყურებს.

მე კი არ ვიცი, ტალანების ცივ ნოხებზე
რომელი მდუღარე დუმილი გავუფინო,
რომელი გაწბილება დავუბნიო მძივივით,
რომელი ნათენები ღამიდან ამოვულაგო
დატეხილი მზის სხივები და ვუთხრა,
რომ
სანამ ის ასაკში შევიდოდა,
მე ცხოვრება შუბლზე უშნოდ ჩამოვიფხატე.

2019 წლის 24 მარტი

Exclamation

ბოლოს ერთი წლის წინ ვნახე სტრასბურგში. კათედრალის მთავარ შესასვლელთან დაგელოდები და მერე ერთად წავიდეთ ჩემთანო_ტელეფონზე საუბრისას მითხრა. არასოდეს ამომივა მეხსიერებიდან კათედრალის წინ მდგარი "კაუბოის" ქუდიანი ომარ თურმანაული- სტრასბურგის კოლორიტი. 2018 წლის 6 იანვარი იყო. შობის წინა საღამო მასთან და კრისტიანთან გავატარეთ მე და ჩემმა ქმარ_შვილმა. შემდეგი შეხვედრის ადგილი ბონი უნდა ყოფილიყო. აღარ დაგვცალდა. წავიდა ჩემი მთის მეგობარი. ჩემი ხილიანადან სტრასბურგის მთვარეს ადევნებული მეგობარი...

study


Last edited by Admin on Thu Jun 06, 2019 8:12 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 EmptyMon May 27, 2019 11:26 am

ირმა შიოლაშვილი - Page 3 Irma_s10
Irma Shiolashvili and Joachim Britze - Berlin, Novemner 5, 2018

ირმა შიოლაშვილი

რკინის ფარდიდან სიყვარულამდე

როცა მე წითელი ყელსახვევით სარკის წინ ვიდექი და
პათეტიურ ლექსებს ვიმეორებდი,
შენ სარკის წინ ამაყად ისწორებდი
ბუნდესვერის კაპიტნის მუნდირს,
და გჯეროდა შენი ქვეყნის დასავლური ღირებულებების,
და გეცოდებოდა ყველა წითელყელსახვევიანი ბავშვი.

მე პატრიოტულ ლექსებს ვსწავლობდი სკოლაში
და მიყვარდა ჩემი ლამაზი სამშობლო,
რომელიც ბოლოს წითელი დროშით დაიპყრეს და
თვალებზე რკინის დიდი ფარდა ჩამოაფარეს.
მე ეს ფარდაც მშვენიერი მეჩვენებოდა,
სანამ გავიზრდებოდი და გადავწევდი.

შენ იდექი გახდილი მუნდირით,
თავისუფალი და ნათელი,
მე წითელი ყელსახვევის გარეშე
გადმოვაბიჯე შენს სამყაროში
და გითხარი, რომ მომწონს შენი თავისუფლება,
მაგრამ მაკვირვებს გამომშრალი სიყვარული,
კანონებადქცეული სიყვარული,
რომელსაც ალბათ არასოდეს არ დაარღვევ და
ამიტომაც შემიძლია გენდო.

და, რადგან, კაპიტნის მუნდირს ჩემთან ყოფნა არჩიე,
რადგან წარმატება გაიხადე და თავისუფლება ჩაიცვი,
მზად ვარ ყოველდღე გადაგისხა ძარღვებში
ჩემი სველი სიყვარული,
ჩემი მთებში დაბადებული სიყვარული,
ჩემი მდინარედქცეული სიყვარული
და კანონები გადაგავიწყო.

2019


Exclamation

27 სექტემბერი

_ მაშინ, ოთხმოციან წლებში,
სოხუმში ვიყავი მწერალთა ყრილობაზე და
აფხაზეთიდან ბევრი ჭრელი მოგონება წამოვიყოლე... _
მეუბნება აღმოსავლეთ ბერლინელი პოეტი ქალი,
რომელიც მხოლოდ ერთხელ იყო კავკასიაში.
_ მართლა? _ ვიოცებ
და ენის წვერზე მადგას, რომ დღეს 27 სექტემბერია,
რომ დღეს ჩვენი დამარცხების სექტემბერია,
მაგრამ არ მიყვარს დამარცხებებზე
ხმამაღალი ლაპარაკი
და ვყლაპავ სიტყვას, ენის წვერზე
უიღბლოდ მომდგარს.
რიცხვი 27 ჩადის ჩემს ფილტვებში,
ტყვიასავით დნება და აღვიძებს 25 წლის
წინანდელ ხველას,
რომელიც უნივერსიტეტის ბაღში,
პეტრე მელიქიშვილის ძეგლთან, აგვივარდა
მე და ჩემს ჯგუფელებს,
როცა გავიგეთ, რომ სოხუმი დაეცა!
ჩვენ გვეცვა იმ დღეს დახეული ჯინსები
(მეტი მაინც არაფერი იშოვებოდა იმ დროს),
ვიყავით შემოდგომისფრად ლამაზები და
სევდიანები და
ვაზივით ვეხვეოდით ერთმანეთს,
და ვაზივით ვტიროდით,
რომ ვერ გადავარჩინეთ აფხაზეთი,
რომ აფხაზეთი ახალგაზრდულად
გულუბრყვილო ხელებში ჩაგვაკვდა!


ჩემი ავღანელი გოგოები

ავღანელ გოგოებზე მინდა, მოვყვე _
ჩემს თავსაფრიან ავღანელ გოგოებზე,
ქაბულში რომ დაიბადნენ და
ჯერ კიდევ თოთოებს თითი დაუქნიეს მამებმა:
გოგო ხარ და შენი ხმა არ გავიგოო...
ეს მათმა თვალებმა აირეკლა და როცა მიყურებენ,
მე სასოწარკვეთილ ჩვილს ვხედავ მათ თვალებში!
როცა მიყურებენ, ვხედავ, როგორ შენატრიან
ჩემს ქართულ სითამამეს და გერმანულ თავისუფლებას,
ჩემს ლამაზად შეჭრილ თმას და
ტანზე გამოკვართულ კაბებს...
ალბათ ხანდახან მათ ოცნებას ვგავარ,
ხანდახან ჯავრს ვერასრულებული ოცნებისადმი _
რომელიც ძალიან ღრმა და მგრძნობიარეა.


ამსტერდამი

როცა ძალიან გამიჭირდა, შენი სიყვარული დავიჯერე,
გავხსენი წარსულისკენ ამოჭრილი ფანჯარა და
ნახევრად სიბნელეში დაგიწყე ძებნა,
თან დუმილით გიყვებოდი, როგორ მინდოდა,
ვყოფილიყავი ოცი წლის წინანდელ ამსტერდამში,
სადაც შენს სიყვარულში შემეპარა ეჭვი...
ნეტავ გადამიყვანა ოცი წლის წინანდელ ამსტერდამში,
რაღას არ შევცვლიდი:
შენს ნათქვამ „მაცადეს~ არ დავიმახსოვრებდი,
შენს ნათქვამ „ბევრი ხარ~ არ დავიჯერებდი,
არც ჩემს სანთლის ქალობას დავიჯერებდი,
არც ჩემს აკანკალებულ მუხლებს...
ამოვჭრიდი იმ წუთს, როცა მითხარ:
„მაცადე, ახლა ამ მუზეუმივით
ხელოვნური იქნება ჩემი სიყვარული,
ამ ქუჩებივით ვიწრო იქნება ჩემი სიყვარული,
ამ მდინარესავით წარმავალი იქნება ჩემი სიყვარული,
ახლა მზად არ ვარ, რომ ხელი ჩაგკიდო...~
ნეტავი გადამიყვანა
ოცი წლის წინანდელ ამსტერდამში,
ხელზე ხელს მოგიჭერდი და გეტყოდი:
ამდენს ნუ ფიქრობ, ბიჭო!


* * *
მაგარი რამეა პატიება,
როცა ძველ მტერს ხელს გაუწვდი და
ყველაფერს დაივიწყებ.
რაღაცნაირი მოდიხარ სახლში _
შავღვინოდალეულივით,
გაბრუებული ბედნიერებით,
გაბრუებული ხელის სიდიდით,
რომელიც მას გაუწოდე
და ამ ჟესტით გამოხატე,
რომ დამთავრდა მდუმარე ომი.


მეგობრის ბუდე

რა არის ღალატი, თუ არა ამოყირავებული სიყვარული,
რომელსაც ერთ დროს შუა გზაზე ხელი გაუშვეს
და წაიქცა, და ვერასდროს ვეღარ წამოდგა,
ვერ გაიმთელა გატეხილი ხერხემლის მალა.
არადა, ისე საწყალია, უსიტყვოდ ხავის
სიმღერებს ჯერაც არარსებულ სურვილებზე,
სიმღერებს ჯერაც არარსებულ საყრდენებზე
და გადაყვლეფილ ხელისგულებს
გულდაგულ მალავს.
არადა, მისი ხელისგულები
ჰგვანან დამჭკნარი ყვავილის ბოტკოს _
გულის გულში იტოვებენ იმედის სხივებს.
თუმცა მაინც უცნაურად იმზირებიან _
სევდიანად _ვერშემდგარი სურვილივით
ვერშემდგარი საქორწილო ღამესავით,
რომელშიც საქმრომ უღალატა ჩემს მეგობარს
ძველ სიყვარულთან და ბნელ გულში ეკლად ჩაირგო
წარსულისაგან დაყვლეფილი ხელისგულები.
მეც ვდგავარ და ცხოვრებაზე გულაყრილი
ისე ვიღიმი, როგორც ჩემი მეგობარი,
რომელსაც ხელში უდნებოდა
თავისი ამოყირავებული სიყვარული,
თავისი წაქცეული სიყვარული,
თავისი ხელისგულებგადაყვლეფილი სიყვარული.
იდგა ორპირ ქარში და
ვერ ხვდებოდა,
რომ ღალატისგან იშენებდა ხელებში ბუდეს.



ომი. აგვისტო. იტალია

_ დაიწყევლოს ყველა ომი! _
ვეუბნები ჩემს ცხოვრებას,
რომელიც სწორედ აგვისტოში მამოგზაურებს
იტალიის ძველ ქალაქებში,
თავგზას მიბნევს და
შანტა Mარია-ს ბაზილიკის მეტყველ კედლებზე
მოზაიკით მიჭრელებს თვალებს.
_ დაიწყევლოს ყველა ომი! _
ვამბობ ქალაქ აქვილეიას ჯარისკაცთა სასაფლაოზე,
სადაც ჭაბუკ ჯარისკაცის ძეგლით ცდილობენ,
შეამსუბუქონ ნაადრევად
შეწყვეტილი სიცოცხლის სევდა,
სადაც კედელზე ამოტვიფრულ ლექსით ცდილობენ,
უამბონ დედებს,
რომ მათ შვილებს ჭრილობები ღმერთმა მობანა.
მე კი ვფიქრობ, _
ნეტავ სად დგას ღმერთი ომში,
სად იმალება,
ჭაბუკების მხრების უკან?
სიკვდილის უკან?
რომელი თვალით იხედება,
ან რომელი თვალით ამოწმებს
სიკვდილის სასწორს,
ან ჩამომწყდარ სიკვდილის ლოდებს.
სად არის ღმერთი ომის ცეცხლში, რატომ არ იყვანს
ხელში ჭაბუკებს, როცა საწყლად იწყებენ ბოდვას
დედაზე, ღმერთზე, სიყვარულზე, თავდადებაზე
და იმ მიწაზე, რომლის მხარზეც თავები უდევთ.
სად არის ღმერთი, რატომ იცდის,
რატომ არ მოჰბანს ჭრილობებს შვილებს სააქაოს,
იქ რატომ უცდის...
დაიწყევლოს ყველა ომი _
ვეშაპივით გაწოლილი დედამიწაზე
აქვილეიას საუკუნის სასაფლაოდან
მუხათგვერდის თერთმეტწლიან სასაფლაომდე.


„ლიტერატურული გაზეთი“, # 10 (242), 24 მაისი - 6 ივნისი, 2019

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი - Page 3 Empty

Back to top Go down
 
ირმა შიოლაშვილი
Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: