არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ომარ ხაიამი

Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



ომარ ხაიამი Empty
PostSubject: ომარ ხაიამი   ომარ ხაიამი EmptyWed Jul 08, 2009 10:54 pm

ომარ ხაიამი Saghism

ანა კალანდაძე

ამ სურით სვამენ

"თუ დავიხრჩვები ღვინომ დამახრჩოს,
ვგავდე ყაყაჩოს სათისხალიანს..."
ძლივს მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო,
ომარ ხაიამ!
გული თელილი ბედის ფლოქვებით
მოკვდა, დადუმდა დიდი ხანია..
სულს მაინც შერჩა ღვინო დოქებით,
ომარ ხაიამ!
სურები შექმნეს შენი ტალახით,
ღვინო მოულხენს ყელმოხატულებს...
შენი სუნთქვაა ლურჯი ბალახი
ფეხს რომ უკოცნის ლამაზ ხათუნებს.
გულზე გაღვრიან ღვინოს ლოთები,
ხეებს შეარხევს ქარი ავყია...
ხეებიც სვამენ ღვინოს ფოთლებით
და მთვრალ ყვავილებს გულზე გაყრიან..
ლოყაწითელი ვარდის ყვავილი
ფხიზლობს?! ჩურჩულებს, როგორც მისანი..
ვარდთ რომ დათოვეს მიწა ყამირი,
ბალღებრ ტიროდა, თურმე, ნიზამი...
ეს სურა შექმნეს შენი ტალახით, -
ქართულ მარანში დანახანია
ყელმოქარგული ლერწმის ტოტებით...
და, რა ხანია,
ამ სურით სვამენ ღვინოს ლოთები,
ომარ ხაიამ!..


ომარ ხაიამი Omar_khayyam_vr55


Last edited by ბობო on Wed Jul 08, 2009 11:04 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



ომარ ხაიამი Empty
PostSubject: Re: ომარ ხაიამი   ომარ ხაიამი EmptyWed Jul 08, 2009 11:03 pm

ომარ ხაიამი Ba32

***
ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,
დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე,
დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე,
ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ.


თარგმანი სპარსულიდან ვახუშტი კოტეტიშვილისა.

ომარ ხაიამი Khayamportraitsm


Last edited by ბობო on Sun Jul 19, 2009 7:55 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



ომარ ხაიამი Empty
PostSubject: Re: ომარ ხაიამი   ომარ ხაიამი EmptyWed Jul 08, 2009 11:20 pm

ომარ ხაიამი Holyla10

***
ერთ დროს ეს ჩემი ხელადა, ალბათ, ჩემსავით ღელავდა,
მზეთუნახავის ნაწნავი ბორკავდა ქცეულს ხელადა,
ხელი რომ უდევს დოინჯად, ასე არ ჰქონდა ძველადა,
მიჯნურის ყელზე ეხვია, ლაღად და უდარდელადა.


თარგმანი სპარსულიდან ვახუშტი კოტეტიშვილისა.

ომარ ხაიამი 1233641303050
Back to top Go down
Guest
Guest



ომარ ხაიამი Empty
PostSubject: Re: ომარ ხაიამი   ომარ ხაიამი EmptyWed Jul 08, 2009 11:57 pm

http://ka.wikipedia.org/wiki/ომარ_ხაიამი -
ომარ ხაიამი, სრული სახელი - ყიას ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაბურელი (*1048 – † 1122) - ირანელი პოეტი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი.

ომარ ხაიამი Dulac_rub_loaf_ap

***
ქვეყანა ნახე და რაც ნახე - არაფერია,
რაც თქვი, რაც გულში ჩაიმარხე - არაფერია,
გინდ დამწყვდეულმა ივაგლახე - არაფერია,
თუ გინდ ქვეყანა გადალახე - არაფერია.


თარგმანი სპარსულიდან ვახუშტი კოტეტიშვილისა.

ომარ ხაიამი Omar_khayyam
Back to top Go down
Guest
Guest



ომარ ხაიამი Empty
PostSubject: Re: ომარ ხაიამი   ომარ ხაიამი EmptyThu Jul 09, 2009 12:06 am

ომარ ხაიამი Carpet3

***
გზა გამიმრუდდა და ცხოვრება ჩემი ბნელია,
სიმშვიდე გაჰქრა, კაეშანში ყოფნა ძნელია,
დიდება უფალს, რადგან ქვეყნად ნაღველი მაინც
სახვეწი არ მაქვს და ადვილად საშოვნელია.


თარგმანი სპარსულიდან ვახუშტი კოტეტიშვილისა.

ომარ ხაიამი Omar_Khayyam


Last edited by ბობო on Thu Jul 09, 2009 12:19 am; edited 2 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



ომარ ხაიამი Empty
PostSubject: Re: ომარ ხაიამი   ომარ ხაიამი EmptyThu Jul 09, 2009 12:14 am

ომარ ხაიამი 70072332_957801cff5_m

***
ერთი მოვიდა, სხვა წავიდა, ერი და ბერი,
არავინ იცის საიდუმლო, ბინდით ნაფერი,
ჩვენი ბედისა არრა ვიცით, ამ მცირეს გარდა,
ღვინის სარწყავი ჯამები ვართ, სხვა არაფერი.


თარგმანი სპარსულიდან ვახუშტი კოტეტიშვილისა.

ომარ ხაიამი O035
Back to top Go down
Guest
Guest



ომარ ხაიამი Empty
PostSubject: Re: ომარ ხაიამი   ომარ ხაიამი EmptyThu Jul 09, 2009 12:37 am

ომარ ხაიამი Omar_khayyam_wd44

***
ჩვენ ამა ქვეყნად, დროებით რომ გვერგუნდა ბედად,
მწუხარება და უბედობა კვალდაკვალ გვდევდა,
აფსუს, რომ დარჩა აუხსნელი ეს გამოცანა,
მივალთ და მიგვაქვს ათასგვარი დარდი და სევდა.


თარგმანი სპარსულიდან ვახუშტი კოტეტიშვილისა.

ომარ ხაიამი Rubaiyat_large


Last edited by ბობო on Thu Jul 09, 2009 1:00 am; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



ომარ ხაიამი Empty
PostSubject: Re: ომარ ხაიამი   ომარ ხაიამი EmptyThu Jul 09, 2009 12:47 am

ომარ ხაიამი Image_1_people_bowl

***
სარდაფში გვიხმეს, განთიადმა როცა იალა,
მოქეიფენი, ვინც სასმელმა გაგვატიალა,
ადექ, აავსე ეს ფიალა მჩქეფარე ღვინით,
მანამდის, სანამ ჩვენ ვქცეულვართ ღვინის ფიალად.


თარგმანი სპარსულიდან ვახუშტი კოტეტიშვილისა.

ომარ ხაიამი Omar_khayyam_mf87sm
Back to top Go down
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 44
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

ომარ ხაიამი Empty
PostSubject: Re: ომარ ხაიამი   ომარ ხაიამი EmptySun Jul 19, 2009 6:10 pm

რა საოცარი ნახატებია.........
Back to top Go down
http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Guest
Guest



ომარ ხაიამი Empty
PostSubject: Re: ომარ ხაიამი   ომარ ხაიამი EmptySun Jul 19, 2009 7:51 pm

სოსო მეშველიანი wrote:
რა საოცარი ნახატებია.........

Arrow

ეს ნახატები ასე თუ ისე გამოხატავს ომარ ხაიამის პოეზიას და -

რაკი ომარ ხაიამის პოეზია არ არის მხოლოდ ”ღვინო, დუდუკი, ქალები”, იმიტომ გამოსდით ეგეთი ნახატები...

სუფიები - არის ეგეთი ორდენი მუსულმანურ სამყაროში, რომლის წევრებიც დერვიშებად დახეტიალობენ ინდოეთიდან გიბრლატარის სრუტემდე და თავიანთსას ქადაგებენ...

ომარ ხაიამი კიდევ - თავისას ფიქრობს...
თავისას რომ ფიქრობს და სუფიებისგან განზე გამდგარა - ამიტომაც არის დიდი პოეტი...

ომარ ხაიამი მე ერთადერთ პოეტს მაგონებს ევროპიდან - ფრანსუა ვიიონს.
და თუ რატომ მაგონებს, დავწერ მერე ამაზე...

Idea

და მე მგონია, რომ ეს ძალიან კარგი თარგმანებია ქართულად...

study
Back to top Go down
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ომარ ხაიამი Empty
PostSubject: Re: ომარ ხაიამი   ომარ ხაიამი EmptyThu Dec 24, 2009 3:02 am

mixo, aq iqneb giorgi lobJaniZis TargmanebiC mogeZia da dagedo. kargada aqvs xaiami naTargmni.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5168
Registration date : 09.11.08

ომარ ხაიამი Empty
PostSubject: Re: ომარ ხაიამი   ომარ ხაიამი EmptyWed Jun 13, 2012 3:36 pm



ომარ ხაიამი

***
უქონლობისა არა მჭირს საფიქრალ-სავაგლახო რამ,
ან განა მიტომ არ ვთვრები, ვინმეს არ შევუძრახო რამ.
ღვინოა გულის სალბუნი, მოსალხენ-საინახო რამ.
მე, ჩემო, შენგნით დავბრმავდი, შენ იქნებ დაინახო რამ.



(სპარსულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ).
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5168
Registration date : 09.11.08

ომარ ხაიამი Empty
PostSubject: Re: ომარ ხაიამი   ომარ ხაიამი EmptyTue Aug 25, 2015 8:41 pm

ომარ ხაიამი

***

მარადისობას ვერ შევიცნობთ მძიმე წიგნებით,
ვერ გავიხარებთ ამოუხსნელ გზათა მიგნებით,
ჩვენ მარტოოდენ ფარდის მიღმა ვმსჯელობთ და ვდაობთ
და ოდეს ფარდა აიხსნება, აღარ ვიქნებით.

სპარსულიდან თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა
118-ე რობაი

Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ომარ ხაიამი Empty
PostSubject: Re: ომარ ხაიამი   ომარ ხაიამი Empty

Back to top Go down
 
ომარ ხაიამი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: