არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ირმა შიოლაშვილი

Go down 
Go to page : 1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyTue Dec 02, 2008 6:39 pm

ირმა შიოლაშვილი Irma-s10
Irma Shiolashvili

ირმა შიოლაშვილი

ირმა ივანეს ასული შიოლაშვილი დაიბადა 1974 წლის 29 მარტს დედოფლისწყაროს რაიონში. 1991 წელს დაამთავრა დედოსფლისწყაროს პირველი სასუალო სკოლა, 1996 წელს - უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის და ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კათედრაზე ასპირანტურაში. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა".
ირმა შიოლაშვილი ათი წელია გერმანიაში ცხოვრობს. წლების მანძილზე ბონის რეგიონალური რადიოს (Bonn/Rhein-Sieg) ეთერში უძღვება გადაცემას ქართულ კულტურაზე. არის ევროპელ მწერალთა გაერთიანება "კოლგეს" წევრი. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ და გერმანულ ენებზე.
არის ჟურნალისტი Dr. der Philologie-ში.
ცხოვრობს Bonn, Germany-ში
დაქორწინებული Knows German, Georgisch, ჰყავს ორი შვილი.
”ფოთლების ხიდი” ირმა შიოლაშვილის მეოთხე პოეტური კრებულია, რომელშიც სხვადასხვა წელს შექმნილი ლექსებია შესული.

გამოცემული წიგნები:
* "არარსებული სიტყვა" (ლექსები), რედაქტორი ლია შარვაშიძე, თბ. "მერანი", 1992
* "მოლურჯო თაღი" (ლექსები რუსულად და ქართულად), თარგმანი ბექა ლაშხიასი, ქართული ტექსტის რედაქროტრი შოთა ნიშნიანიძე; რუსული ტექსტის რედაქტორი მაია გაიდაროვა, თბ. "მეცნიერება", 1996
* "ცრემლის ნაფეხური" (ლექსები), რედაქტორი ლეილა მესხი - თბ. "მერანი", 2002 - ISBN 99928-946-0-1
* "ფოთლების ხიდი" (ლექსები), რედაქტორი მიხო მოსულიშვილი, თბ. "საარი", 2009 – ISBN 978-99940-60-75-7

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ირმა_შიოლაშვილი
* https://www.youtube.com/channel/UCq-CQhoHMoTObif0wek8O2g
* https://en.wikipedia.org/wiki/Irma_Shiolashvili
* https://de.wikipedia.org/wiki/Irma_Shiolaschwili
* https://www.facebook.com/irma.shiolashvilibritze
* https://www.youtube.com/watch?v=NaECEP-agFU


ირმა შიოლაშვილი, დაჯილდოვება " წარმატებული ემიგრანტი"
Published on Mar 16, 2017

study


Last edited by Admin on Thu Jun 06, 2019 8:22 am; edited 19 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyTue Dec 02, 2008 6:40 pm

ირმა შიოლაშვილი Surati10
ირმა შიოლაშვილი


პოეტის მონოლოგი

რაღაცა ტყდება და ბოლო წერტილს
სვამს ფოთოლცვენა და გაორება,
ვერ შევიყვარე ცხოვრება მეტად,_
სახეში ისე მცემა ცხოვრებამ,
გავდივარ ჩემი შეშლილი წრიდან
და ზეცის თაღებს ვესათუთები,
მწერდა და მშლიდა, მწერდა და მშლიდა
ამ დასაქცევი ყოფის წუთები
და ახლა ასე დაღლილს და მართალს
და უსაშველოდ ნათელს და მარტოს
ლოდინი გულზე ლოდივით მადევს
და სიზმრებივით არეულ მარტებს
ვიგონებ თრთოლვით და ვინც მიყვარდა
ბოლო წერტილს ვსვამ იმის თვალებთან,
რადგან, ყოველი ყოფა იყო და
სიზმარი იყო სიზმრისგარეთა.

1995.


Last edited by Admin on Tue Mar 29, 2011 12:07 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyTue Mar 10, 2009 7:44 pm

ირმა შიოლაშვილი Irma_s11

ბარათი საქართველოს

მე შენ გეკუთვნი და არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი
ამ უსაზღვრო და მარტოობით შეღებილ ცის ქვეშ-
სადაც ბეღურებს წელიწადის ყოველ დროს სცივათ,
სადაც სწავლობენ, რომ წარსულზე მარადი დარდი
სისუსტის დიდი ნიშანია და... არ დარდობენ.
მე კი ვდგავარ და ბედნიერებას ვთამაშობ
უცხო კედლების დუმილში შეყუჟული
და ამ ყოფიდან ამოზრდილი ეკლები მაღრჩობს;
შენი სურნელი შერჩენია სამშვივნელს სარჩოდ
და საოცარი, მადლიანი სიტყვების სარჩევს
ვალაგებ გულში, საგანგებოდ, ხმაურით გდარდობ
ასე ძალიან ავადმყოფს და მაინც მშვენიერს,
და ვამჩნევ, როგორ უკვირთ კედლებს, როგორ ირეკლავს
გერმანული ბიურგერტუმის ცივი მშვენება-
ჭრელი, ნატიფი პორცელანი ოქროს ხაზებით,-
ჩემს ემოციის მდინარეებს, უსიტყვოდ სუნთქავს
ძველისძველ ბგერებს-კავკასიის ჩამონათალებს-
ქართულ სატკივარს რას გაუგებს დედინაცვალი..
მე კი შენს მკერდზე დამბნევია ყველა მარცვალი,
შენი შვილი ვარ და არ ვიცი, როგორ მოგბანო
ეგ სისხლიანი ჭრილობები, რა დაგაფინო
დაღლილ თვალებზე, დაჟეჟილ და ნაწამებ მხრებზე,
სიტყვებს და სიტყვებს, კიდევ სიტყვებს შენთვის ვაქუჩებ
და მტკივა გული-შენ რომ გგავს და... შენ რომ მაჩუქე.

2008


sunny
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
Guest
Guest



ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyTue Mar 10, 2009 8:07 pm

ირმა შიოლაშვილი

გაზაფხულის და ფოთლის ბალადა

რაღაცნაირად მიყვარდება ეს გაზაფხული-
თბილი, გულწრფელი სურვილებით,
ცოცხალი მზერით
და თითებს ვიწვდი
მისი მწვანე მიმართულებით.
თავადაც ისე მაკვირდება,
თითქოს მისი ნაწილი ვიყო,-
მისი გულიდან ჩამოჭრილი-
ფოთოლივით გამძლე და სადა,
არ მაწუხებდეს ღამეები,
არ ვწერდე ლექსებს,
არ მივტიროდე ჭაობებს და
საწუთროს ავდარს;

მაგრამ რადგანაც ფოთოლს ვგავარ - უნდა ვუძლებდე
ავდრებსაც, მზესაც, კალიებსაც, მიყვარდეს უნდა
ყოველი მწვანე გაზაფხული, ყოველი წვიმა,
სიოს ჩურჩული, აპრილების ჩვეული სურდო
და არასოდეს დამავიწყდეს ჩემი წარსული -
მიწის მადლი და შემოდგომის მარადი შიში
და დატოტვილი მდუმარება - ცამდე ასული
და ჩემს ძარღვებში მოთქრიალე გენი და ჯიში,
სანამდე ფოთლის დარდი მაწევს - უფლება არ მაქვს
ეს გაზაფხული გავაწბილო - მზეს რომ არ იშლის
და პოეზია - გულის შიგნით ფრთხილად რომ დამაქვს,
აპრილის ფოთლებს ვუსახსოვრო ღვთიურ სანიშნედ.

2008


ირმა შიოლაშვილი Poezii10
პოეზიის კალენდარი, 2011


sunny
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 655
Registration date : 17.11.08

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyTue Mar 10, 2009 8:59 pm

ძალიან გამიხარდა ირმას აქ ყოფნა.
მეც გამორჩეულად მომეწონა,ბობო, ეს ლექსი.
ირმას ლექსები ერთი კრებულიდან ვიცი ...შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ.
როგორც ვიცი ,ირმაც ქიზიყელია და ვ ვაშემ პალკუ პრიბილოSmileSmileSmile ნიჭიერი ადამიანები ჰყავს თქვენს მადლიან კუთხესSmile
Back to top Go down
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyWed Mar 11, 2009 2:12 pm

ლუკას

ოდესმე აღარ დაგჭირდები-
ამ ჯინსისფერი ქურთუკივით გამიხდი და სახლიდან წახვალ...
მე, ალბათ, კალთას ჩამოვაწყობ გადაღლილ მაჯებს
და სევდაში და მოლოდინში დავიდნობ სახეს

და, ჩემს სიცოცხლეს ოქროს ტოტი ჩამოატყდება...
შენ კი... შენ- დედა გენაცვალოს-უნდა იარო
მხრებგამართულმა, ლამაზმა და სავსემ მარტებით,
სიყვარულებით, სურვილებით, ყოფის ხვიარებს

მხარი უქციო და ხანდახან ხელის წავლებით
უსიტყვოდ ჰკითხო დედის მაჯას-რატომ წრიალებს...
მხოლოდ ხანდახან-თორემ, დედა დაგეწამლების,-
შენ უდარდელად, უტკივილოდ უნდა იარო....
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 59
Registration date : 10.11.08

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyWed Mar 11, 2009 3:12 pm

irma shiolashvili wrote:
ლუკას

ოდესმე აღარ დაგჭირდები-
ამ ჯინსისფერი ქურთუკივით გამიხდი და სახლიდან წახვალ...
მე, ალბათ, კალთას ჩამოვაწყობ გადაღლილ მაჯებს
და სევდაში და მოლოდინში დავიდნობ სახეს

და, ჩემს სიცოცხლეს ოქროს ტოტი ჩამოატყდება...
შენ კი... შენ- დედა გენაცვალოს-უნდა იარო
მხრებგამართულმა, ლამაზმა და სავსემ მარტებით,
სიყვარულებით, სურვილებით, ყოფის ხვიარებს

მხარი უქციო და ხანდახან ხელის წავლებით
უსიტყვოდ ჰკითხო დედის მაჯას-რატომ წრიალებს...
მხოლოდ ხანდახან-თორემ, დედა დაგეწამლების,-
შენ უდარდელად, უტკივილოდ უნდა იარო....

"დეეედამც გეწამალებაო..."
ირმა, მომწერე პირადში შენი სკაიპის სახელი და დღესვე უნდა გამოგიგზავნო ჩემი თეოს ნამღერი ეს სიმღერები და გაგათბო და გაგახარო...
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 59
Registration date : 10.11.08

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyThu Mar 12, 2009 9:54 pm

ირმა , გახსენი ამ საფიხვნოს მეილბოქსი წერილები გაქვს.
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyWed Mar 18, 2009 2:20 am

nini wrote:
ძალიან გამიხარდა ირმას აქ ყოფნა.
მეც გამორჩეულად მომეწონა,ბობო, ეს ლექსი.
ირმას ლექსები ერთი კრებულიდან ვიცი ...შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ.
როგორც ვიცი ,ირმაც ქიზიყელია და ვ ვაშემ პალკუ პრიბილოSmileSmileSmile ნიჭიერი ადამიანები ჰყავს თქვენს მადლიან კუთხესSmile


nini, madlobas gixdit Tbili sityvebisTvis.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
keso
Front of Armury
Front of Armury
keso

Female
Number of posts : 96
Registration date : 28.12.08

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyMon Mar 23, 2009 12:26 pm

irmas mivesalmebi, Very Happy Zalian gamexarda Seni gverdis danaxva, leqsebic siamovnebiT wavikiTxe.
am zafxuls unda Segxvedrodi, magram, samwuxarod, omma ar dagvacala.. imedia, momaval jerze yvelaferi sxvanairad iqneba Very Happy I love you I love you
Back to top Go down
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyThu Dec 10, 2009 3:52 am

***
დიდი ხანია, სამი რამე კარგად გამომდის:
წერა, ტკივილში შეყუჟვა და გრძელი დუმილით
დამორჩილება შენი ღრმა და ლურჯი თვალების;
დიდი ხანია, რაც მიწოდებ პირველ ნახევარს
და გებრალები. და ხანდახან არც გებრალები
როცა ვცდილობ, რომ მზარეულის როლი მოვირგო
და დავწვა ტაფა, ანდა კვერცხი, ანდა წავიდე
აღელვებული სასეირნოდ, რადგან გავწბილდი
და შენი გრძელი მოლოდინის ცოდვა დავიდე.
დიდი ხანია, აკვირდები, როგორ მეშლება
ბაგიდან ლექსი და თავიდან თმების თავშალი
და თვალებიდან გრძელი სევდა როგორ ეშვება
მრგვალი მიწისკენ, რომ ბალახის სუნი წაშალოს
და გითხრას, როგორ ვარჯიშობდა მთელი ცხოვრება
რომ ყოფილიყო თეთრი მიწა-შენი ნაწილი,
როგორი თმენიტ მოელოდა გამეორებას
ამ სამყაროში-ხანდახან რომ ასე აწბილებს.
17.11.2009
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyThu Dec 10, 2009 10:48 am

***
დიდი ხანია, სამი რამე კარგად გამომდის:
წერა, ტკივილში შეყუჟვა და გრძელი დუმილით
დამორჩილება შენი ღრმა და ლურჯი თვალების;
დიდი ხანია, რაც მიწოდებ პირველ ნახევარს
და გებრალები. და ხანდახან არც გებრალები
როცა ვცდილობ, რომ მზარეულის როლი მოვირგო
და დავწვა ტაფა, ანდა კვერცხი, ანდა წავიდე
აღელვებული სასეირნოდ, რადგან გავწბილდი
და შენი გრძელი მოლოდინის ცოდვა დავიდე.
დიდი ხანია, აკვირდები, როგორ მეშლება
ბაგიდან ლექსი და თავიდან თმების თავშალი
და თვალებიდან გრძელი სევდა როგორ ეშვება
მრგვალი მიწისკენ, რომ ბალახის სუნი წაშალოს
და გითხრას, როგორ ვარჯიშობდა მთელი ცხოვრება
რომ ყოფილიყო თეთრი მიწა-შენი ნაწილი,
როგორი თმენიტ მოელოდა გამეორებას
ამ სამყაროში-ხანდახან რომ ასე აწბილებს.
17.11.2009


...
მართალი გულის ლამაზი სევდა.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyMon Dec 14, 2009 3:03 am

...
იმ სურვილებით უნდა გავქვავდე
ხეს რომ დაადნა წვიმის წვეთებად,
ყველას წვიმების მადლი გფარავდეთ-
მე... ჩემი მადლიც მეიმედება
და გდარდობთ. და ეს შეშლილი მარტი
როცა ტკივილებს აცლის მზეტიალს,
მე გამოვდივარ სახლიდან მარტო
და დაღლილ ცრემლში ვიწყებ ხეტიალს
1992.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury
ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 46
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyTue Dec 15, 2009 12:14 am

დიდი ხანია აქ არ შემომიხედავს, ირმა. მართლაც გამახარა თქვენმა დანახვამ და სიმართლე გითხრათ, ისევ იმ საღამოს შთაბეჭდილებით ვარ დღემდე. მოგიკითხეთ და უღრმესი მადლობა ჩემს ნაცოდვილარზე გამოხმაურების გამო. ღმერთმა მიმრავლოს სულით ხორცამდე ადამიანები და მე მათზე წერა-კითხვა არ მომწყინდება flower
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyWed Dec 16, 2009 12:20 am

ეკატო (ეკა ტალახაძე) wrote:
დიდი ხანია აქ არ შემომიხედავს, ირმა. მართლაც გამახარა თქვენმა დანახვამ და სიმართლე გითხრათ, ისევ იმ საღამოს შთაბეჭდილებით ვარ დღემდე. მოგიკითხეთ და უღრმესი მადლობა ჩემს ნაცოდვილარზე გამოხმაურების გამო. ღმერთმა მიმრავლოს სულით ხორცამდე ადამიანები და მე მათზე წერა-კითხვა არ მომწყინდება flower

Cems mogonebebSiC araCveulebriv adamianad darCiT. yovelTvis gamixardeba armurze TqvenTan Sexvedrebi.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
თეკლე
Way at Armury
Way at Armury
თეკლე

Female
Number of posts : 26
Age : 39
Registration date : 17.12.08

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyWed Dec 16, 2009 4:50 pm

irma shiolashvili wrote:
ლუკას

ოდესმე აღარ დაგჭირდები-
ამ ჯინსისფერი ქურთუკივით გამიხდი და სახლიდან წახვალ...
მე, ალბათ, კალთას ჩამოვაწყობ გადაღლილ მაჯებს
და სევდაში და მოლოდინში დავიდნობ სახეს

და, ჩემს სიცოცხლეს ოქროს ტოტი ჩამოატყდება...
შენ კი... შენ- დედა გენაცვალოს-უნდა იარო
მხრებგამართულმა, ლამაზმა და სავსემ მარტებით,
სიყვარულებით, სურვილებით, ყოფის ხვიარებს

მხარი უქციო და ხანდახან ხელის წავლებით
უსიტყვოდ ჰკითხო დედის მაჯას-რატომ წრიალებს...
მხოლოდ ხანდახან-თორემ, დედა დაგეწამლების,-
შენ უდარდელად, უტკივილოდ უნდა იარო....

ისეთი სითბოა მხოლოდ დედას რომ შეუძლია შვილისთვის გაიღოს
მოგიკითხე მონატებულო და დამდეგი ბარბარობა მოგილოცე!
Back to top Go down
http://www.geowebi.com/kato/
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyMon Dec 21, 2009 3:06 pm

 ორი სიტყვა ცრემლზე და პოეტზე

მე ვარ ცრემლი, რომელიც
მეგობრებმა მიატოვეს
იმიტომ, რომ ბავშვობა ვერ დატოვა.
ვიცი, მზარდია ინტერესი,
როცა ცხოვრებაზე მსჯელობენ პოეტები;
მე მიყვარს პოეტები,
რომელნიც ბავშვობას ვერ ტოვებენ
და რჩებიან ცხოვრებაში
აუხსნელ განტოლებად.
მე მიყვარს ყვავილებიც,
რომლებიც პოეტებს ეჭირათ ოდესღაც,
მერე კი ქუჩაში ვიღაცას აჩუქეს,
რადგან არ შეეძლოთ,
აღტაცება არ გაებნიათ და
არ შეეკრთოთ მიწიერები
და ხელები... პოეტის ხელები
მთვარეაკრული და გაცრეცილი,
მარჯვენა შუათითი აქერცლილი
(მთვარის სიზმრებისგან)
მიყვარს, დამიჯერეთ!
სიზმარი დილამ გამიჩერა,
როდესაც ჩემი დაჭორფლილი მარტოობიდან
ამოშალეს მზის აღტაცება
და განმეორდა რაღაც მარადი...
ბავშვობას მუდამ სიზმრებს ვპარავდი
რომ არ გავეძევებინე თავის სამფლობელოდან,
ყელზე ბავშვობის სიზმრებმოხვეული,
თმებზე ვარსკვლავებით,
ხელში საკრავით, რომელიც
იასამნის ჩურჩულს გამოსცემდა
ვდარაჯობდი გულუბრყვილობას
და ცხოვრებაში ვბრუნდებოდი
ჭრელი პირობით
რომ არასოდეს შევმტვერავდი
შემოქმედის დიდ მარტოობას,
არ უარვყოფდი მარადიულ შინაგან გვემას...
და დღეს, გაზრდილმა მეგობრებმა
უხმოდ დამტოვეს
მარადიული ბავშვობის და სინათლის გამო.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyThu Dec 24, 2009 1:09 am

***
გემუდარები, გამიღე კარი.
სიტყვა, რომელიც ერთ დროს გამომრჩა,
მე მოგიტანე ახლა პეშვებით,
გემუდარები, კარი გამიღე!
ასე ადვილად ვერ შევეშვები
დაგმანულ კარში შეჭუჭკულ ლოდინს
და რწმენისა და იმედის ლოდებს
ვერ ჩამოვაგლეჯ ჩემს მარტოობას,
...სისულელეა ჯიუტი ღობე
ყინულოვანი, თეთრი თითებით,
მე, თუმცა, მთვარის სატრფოდ ვითვლები
მაინც მთავარი დავტოვე შენთან_
უბავშვურესი სულის მითები
და მოყვავილე სინათლე ფერთა;
და ახლა, სიტყვა მომაქვს პეშვებით,
რომლითაც უნდა გადავარჩინო
შენს სულში თითქმის გახუნებული
ჩემი თითების ანაბეჭდები,
სავსე ვარ შენი დიდი სურვილით
და სურვილს იქეთ არ ვიხედები.

გემუდარები, კარი გამიღე
1999.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyThu Dec 24, 2009 1:38 am

-----------------
ისეთი ვნებით ველოდები წელსაც გაზაფხულს,
სიცოცხლედ ვწვეთავ,
როგორც მაშინ,-
როცა შენი ნაბიჯების გაგონებისას
კიბეზე გულის მზეს გიფენდი
კართან სიტყვის უცნაურ ღრუბელს
და ვწითლდებოდი-
როცა შენი ხშირი სუნთქვიდან
ამოზრდილ სურნელს მეცხრე ცაზე კვამლად ავყავდი.
----
დღესაც მზადა ვარ- შენი რწმენის ფესვთან ავყვავდე
გაჩუქო კიდევ ორი შვილი-ტყუპი თვალებით
დრო წარსულიდან მომავლამდე სიტყვით გამყავდეს
და თეთრ ღაწვებზე გამოყრილი ეჭვის ხალები
კანს ავაცალო, ხელუკუღმა ვესროლო ღამეს
და მერე გულზე დაგეხვიო სხივად ირიბად
რომ სისხლში ჩაგრჩეს საუკუნის მდუღარე წამი
აყვავებული შვილებად და ზღაპრის გმირებად.
....
შენს გრძელ ღამეში შემოვალ და ზღაპრად ჩავწვები
მარტის მომწვანო თვალებით და თეთრი ღაწვებით.
2010.


Last edited by irma shiolashvili on Mon Apr 19, 2010 2:17 am; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyThu Dec 24, 2009 3:14 am

irma shiolashvili wrote:
***
გემუდარები, გამიღე კარი.
სიტყვა, რომელიც ერთ დროს გამომრჩა,
მე მოგიტანე ახლა პეშვებით,
გემუდარები, კარი გამიღე!
ასე ადვილად ვერ შევეშვები
დაგმანულ კარში შეჭუჭკულ ლოდინს
და რწმენისა და იმედის ლოდებს
ვერ ჩამოვაგლეჯ ჩემს მარტოობას,
...სისულელეა ჯიუტი ღობე
ყინულოვანი, თეთრი თითებით,
მე, თუმცა, მთვარის სატრფოდ ვითვლები
მაინც მთავარი დავტოვე შენთან_
უბავშვურესი სულის მითები
და მოყვავილე სინათლე ფერთა;
და ახლა, სიტყვა მომაქვს პეშვებით,
რომლითაც უნდა გადავარჩინო
შენს სულში თითქმის გახუნებული
ჩემი თითების ანაბეჭდები,
სავსე ვარ შენი დიდი სურვილით
და სურვილს იქეთ არ ვიხედები.

გემუდარები, კარი გამიღე
1998

ai, am leqsis germanuli Targmani:

* * *




Mein Herz fleht dich an:
Öffne bitte die Tür!
Eine handvoll vergessene Worte
Hab ich dir wieder gebracht.
Ich flehe dich an,
öffne bitte die Tür!
Ich verzichte nicht einfach
auf die Hoffnung im Türspalt
und die winzigen Klumpen
von Glauben und Hoffnung.
Ich kann mich nicht lösen
vom Einsamkeitsfluch.
Zäune des Starrsinns
sind Unsinn.
Mit Eiszapfenfingern
steh’ ich –
die Geliebte des Mondes genannt,
ließ ich das wichtigste bei dir,
den überkindlichen Mythos der Seele
und blühendes Licht der Farben;
Jetzt bring’ ich zurück
eine Handvoll vergessene Worte,
damit deine Seele
den früheren Abdruck
meiner farblos gewordenen
Finger erkennt …
Nur ein einziger Wunsch
Überflutet mein Herz
Und blickt nicht darüber hinaus.
Ich flehe dich an
Offne bitte die Tür!

1998

Übersetzt von Agnes Giesbrecht
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
bao
Into Armury
Into Armury
bao

Female
Number of posts : 387
Age : 59
Registration date : 11.12.08

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyFri Dec 25, 2009 8:18 pm

mokitxva irmas!
verc me vwer aq qartuli SriftiT,magram qarTulad mogikiTxav,Svilebian-leqsebianad. flower
Back to top Go down
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptySat Dec 26, 2009 12:01 am

bao wrote:
mokitxva irmas!
verc me vwer aq qartuli SriftiT,magram qarTulad mogikiTxav,Svilebian-leqsebianad. flower


mariam, Zvirpaso, didi madloba, rogor damwyda guli, wels piradad rom ver gagiCani!arada, Zalian Cemiani mgonixar:-)
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
keso
Front of Armury
Front of Armury
keso

Female
Number of posts : 96
Registration date : 28.12.08

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptySat Dec 26, 2009 3:28 pm

madloba irma, mokiTxva-molocvistvis, mec damwyda guli, rom ver gnaxe, magram iseTi zafxul-Shemodgoma zamTari maqvs mezobelsac ki ver vnaxulob karis... eg araferi Shen xom kargad xar , Zalian momewona leqsebi, eseni bolos rom dade, ar mqonda wakiTxuli:)
Back to top Go down
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyThu Jan 21, 2010 4:11 pm

keso, madloba , Zvirpaso, ai, kidev axali leqsi.
ლუკას

უზარმაზარი სიყვარული მომისაჯეს
შენი ქალაქის თოვლიანმა ქუჩებმა.
მაშინ, როდესაც სხეულიდან
თოვლის გუნდად ჩამომიგორდი.

უკვე ვიცოდი
რომ უსიტყვოდ უნდა მებრძოლა
ყველა ქუჩასთან, სადაც ლამაზ ტერფებს დადგამდი
უნდა გამეყო შენი მზერა, შენი სიცილი
ყველა დაღმართთან, მოსახვევთან,
და გრძელი სიტყვით მოგწვდომოდი ჩემგან გაქცეულს.

დღესაც ასეა-სიტყვის ლაგამს გამოგდებ-ხოლმე
და ჩემთვის უცხო დედა-ქალაქს ვეჯიბრები
ხასხასა ხმებით, დედის ხმებით...
რომ მოგახედო წუთით მაინც ჩემი მუცლისკენ
სადაც თოვლის და სიყვარულის გუნდები დნება.

იანვარი, 2010.

Irma Shiolashvili

Lukas

Mit riesiger Liebe haben mich bestraft
Die verschneiten Straßen deiner Stadt,
Damals als du aus meinem Körper
Als Schneeball hinunterfielst.
Ich wusste es schon,
Dass ich ohne Worte kämpfen sollte
Mit jeder Straße,

Die du in der Zukunft betreten würdest
mit deinen schönen Fußsohlen…

Ich sollte dein Schauen, dein Lachen
Mit jedem Gefälle und mit jeder Kurve teilen,
Um dich von mir Davongelaufenen
Mit weitreichendem Wort wiederzuerlangen.
Heute ist es genauso:
Mit Wort-Zügeln ziehe ich an dir
Und trete mit klaren Worten, Mutterworten
In Wettstreit mit deiner Stadt ...
Damit du nur für eine Minute
Zu meinem Bauch zurückblickst,
Wo Schnee- und Liebesbälle schmelzen.


übersetzt von Joachim Britze

Smile
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი EmptyThu Jan 21, 2010 4:14 pm

ორშაბათი

დატეხილია ჩემი თითები
და მზერა- ისე სევდიანი
რომ სიზმრებსაც გადააბრუნებს.
ჩემში მთავრდება ორშაბათის
მშვიდი საღამო
და თითებიდან სისხლთან ერთად
საღამო წვეთავს.

ხოლო ის კაცი,
ვინც ჩემს მზერას ძაფი გამოსდო
და გულზე ძაფის გორგალივით
გადაიხვია,
დგას ორშაბათის ჩამოთოვლილ
გზაგასაყარზე...
ჩემი ცხოვრება ორშაბათის შეჯამებაა
და აღარ ვიცი, რას მივენდო,-
ამ კაცის ღიმილს-
რომელმაც ჩემი სევდა
გულზე გადაიხვია
თუ ბრძნულ ნათქვამს, რომ
ორშაბათით იწყება კვირა
და ხვალე ყველა ორშაბათებს
ჩამოიტოვებს.

1999.

Exclamation

::: Arrow გაგრძელება მეორე გვერდზე - http://armuri.georgianforum.com/t44p25-topic Arrow

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
Sponsored content




ირმა შიოლაშვილი Empty
PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   ირმა შიოლაშვილი Empty

Back to top Go down
 
ირმა შიოლაშვილი
Back to top 
Page 1 of 3Go to page : 1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: