არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ომარ თურმანაული

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptySun Mar 24, 2019 1:27 pm

ომარ თურმანაული  - Page 3 Omar_t10
ფოტოზე: ომარ თურმანაული და კრისტიანი, 2013 - მიხო მოსულიშვილის ფოტო.

ომარ თურმანაული

თავიდანვე...

თავიდანვე ღიმილის სმაილიკს დავსვამ... Smile
იცით რაზე დავფიქრდი? ამ ცხოვრებამ და სიცოცხლემ რომ სულ რაღაც სამოც წელში დამღალა, თან ისე დამღალა რომ სიკვდილი მომანატრა, რომ მოვკვდები, მთელ უსასრულობას რა ვუყო სიკვდილის შემდეგ?... სამოთხეშიც რომ მოვხვდე, უსასრულო სამოთხეც მისი უსასრულობით ჯოჯოხეთია და , ჯოჯოხეთზე ხომ... აღარც მინდა ლაპარაკი... მოკლედ ... დარხეული მაქვს და... არა მარტო მე! კაი, გავიმეოროთ ღიმილის სმაილიკი, მარა.... რა მეღიმება და რა მეცინება!


არიან...

არიან ადამიანები, რომლებთანაც სულიერი კუთხით საერთო არაფერი გვაქვს, მაგრამ გვიყვარან მათი არსებობის გამო... მათი განუმეორებლობის გამო... მათი ბუნებრივობის გამო... აი, როგორც ფოთოლი ან ყვავილი გიყვარს, როგორც ხე გიყვარს, როგორც ქვა გიყვარს...

2018 წლის 2 ნოემბერი

Arrow


Last edited by Admin on Sun Mar 24, 2019 1:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptySun Mar 24, 2019 1:29 pm

ომარ თურმანაული

დიალოგი

–ვინც ვერ მოერგო ცხოვრებას,
მიწიერობის ედემს,
ცხოველთა ფერმის ღორები,
მარგალიტს, ფეხით შედგნენ....
– შემდეგ რა მოხდა, შემდეგ?
– აი ეს მოხდა, ენდე:
აღარავინ არ კითხულობს,
სოხუმს, ჯავას თუ ერგნეთს...
– და თუ ასევე გარძელდა,
როგორს ველოდოთ შედეგს?
– დავემშვიდობოთ წინასწარ
ჯავახს, თრუსოს და გერგეტს!
– ეგრეა ვითომ საქმე?
– ჰო, ეგრე არი, ეგრე!

2015 წლის 23 მარტი


მოფშავლებულნი Smile
Published on Aug 18, 2015

Arrow


Last edited by Admin on Fri Mar 29, 2019 8:34 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptySun Mar 24, 2019 2:27 pm

ომარ თურმანაული

***

„დღესა და ღამეს რა აქვთ საერთო,
ან შავ ობობას და ამ ლურჯ იას?“
საკუთარი პოემიდან „ავტობუსში და უფრო შიგნით“


ია და ობობა,
ფურისულა და მორიელი...
ვინც მათ შორის დაინახავს ერთობას,
იგი საკუთარ თავსაც ამოიცნობს
და არსებობის საიდუმლოსაც...
ერთი ნაბიჯიღა მაკლია...
ნაბიჯი, რომელიც
სიკვდილს სიცოცხლისგან აშორებს...

2019 წლის 8 თებერვალი

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptyMon Mar 25, 2019 11:05 am

ომარ თურმანაული

საქართველო განტევების ვაცის ძიებაში (წერილი პირველი)

1. ვაჟა ფშაველას თემი და ნიცშეს ჯოგი

ამბის დასაწყისში „დავლათიანი“, „საფიხვნოს თავში მჯდარი“ ალუდა ქეთელაური, რომელსაც „სიტყვა მაუდის გზიანი“ და მის ამ გზიან სიტყვას თემიც მოწიწებით უსმენს, ამბის დასასრულს, თემიდან მოკვეთილი, ოჯახთან ერთად თოვლიან ბილიკს მიჰკვალავს, მიდის უხმოდ გაურკვეველი მომავლისკენ, ისე რომ არ იცის, ოდესმე თუ კიდევ ეღირსება მშობლიური ადგილ–გარემოს ნახვა. დედა და ცოლი ბავშვებთან ერთად ტირილითა და ვიშით მიჰყვებიან, როგორც ჩანს ისინი, ,,დიაცნი,,, არც მათ გამძევებელ თემს აკლებენ წყევლა–კრულვას. ამის გამოა რომ გაბრაზებული ალუდა მათ მოუბრუნდება და მკაცრად აფრთხილებს, ,,დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა!,, თემს ნუ სწყევლით, ღმერთი არ განარისხოთო. რატომღა იცავს იმ თემს ალუდა, რომლის ადათ–წესების წინააღმდეგ თვითონვე მიდის ,,ურჯულო,, მუცალის სულის საცხონებლად საკლავის შეწირვით? თუ თემი და მისი მორალი ასე საკრალურად, ასე წმინდად მიაჩნია, რატომღა შელახა თემის მორალი და ადათი? მხოლოდ მუცალის ვაჟკაცობით მოხიბლულმა, აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა? არა, ვაჟა–ფშაველას პოემის შინაარსიდან გამომდინარე ამას ვერ ვიტყვით...
რატომღა იცავს იმ თემს ალუდა, რომლის ადათ–წესების წინააღმდეგ თვითონვე მიდის ,,ურჯულო,, მუცალის სულის საცხონებლად საკლავის შეწირვით? თუ თემი და მისი მორალი ასე საკრალურად, ასე წმინდად მიაჩნია, რატომღა შელახა თემის მორალი და ადათი? მხოლოდ მუცალის ვაჟკაცობით მოხიბლულმა, აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა? არა, ვაჟა–ფშაველას პოემის შინაარსიდან გამომდინარე ამას ვერ ვიტყვით...
წერილის დასასრულს ვეცდები ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, მანამდე კი დღევანდელ საქართველოს გადავხედოთ და დავსვათ კითხვა: ,,გვინდა თუ არა საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობა?,, დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ამ კითხვას დადებითად უპასუხებს: ,,გვინდა!,, დარწმუნებული ვარ იმაშიც რომ ამის შემდეგ, როცა ვიკითხავთ თუ ,,როგორი სახელმწიფო გვინდა?,, გამოკითხულთა აზრები გაიყოფა...
დღევანდელი პოლიტიკური პარტიები იმის ნაცვლად რომ საქართველოს მოსახლეობის აზრთა ამ სხვადასხვაობაზე აკეთებდნენ აქცენტს, იმის ნაცვლად რომ ხალხის ამა თუ იმ ჯგუფის ინტერესებს და სურვილს გამოხატავდნენ და, რაც მთავარია, მათ აჩვენებდნენ გზას შესაძლებელია თუ არა ასეთი (ან ისეთი) საქართველოს აშენება (თუ შესაძლებელია – როგორ, თუ არაა შესაძლებელი – რატომ), მათი პოლიტიკური ოპოზიცონერობა ერთ მარტივ განცხადებამდე ,,ასეთი საქართველო არ გვინდა!,, ან უფრო უარესი, ,,სააკაშვილის ხელისუფლება არ გვინდა!,,ზე დადის! საქართველოში არ არსებობს პოზიტიური ოპოზიცია! ,,პოზიტიურში,, ,,კარგს,, არ ვგულისხმობ! არამედ ოპოზიციას, რომელიც რაიმეს დაწუნების პარალელურად, იმასაც შემოგვთავაზებდა, იმასაც აგვიხსნიდა, ამ ,,რაღაცის,, უკეთ გაკეთება როგორ შეიძლება. ამ მხრივ, როგორც არ უნდა წინააღმდეგობრივი მოგეჩვენოთ ეს, საქართველოს მართლამდიდებლური კლერიკალობა და მათი მიმდევრები ,,პოზიტიურები,, არიან: რაღაც ცხოვრების წესს, თუნდაც უადგილოს, რეაქციულს გვთავაზობენ... მათი ,,აზროვნების,, ნაყოფს... არა, ეს აზროვნების ნაყოფი არაა, მაგრამ... რაღაც ცხოვრების წესს ხომ გვთავაზობენ და ამის მისაღწევად ,,გზასაც,, გვთავაზობენ... იქნებ შემედავოთ რომ ყოველ პარტიას აქვს მისი, ან ასეთი, ან ისეთი საქართველოს აშენების დეტალური პროგრამა და რომ მე უბრალოდ ამ პროგრამებს არ ვიცნობ? კი ბატონო, შეიძლება აქვთ, მაგრამ საქმეც მაგაშია რომ, თუ კი მე, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებით ისე თუ ასე დაინტერესებული მოქალაქე არ ვიცნობ ამ პარტიების აღმშენებლურ პროგრამებს, დედაჩემს, რიგით პენსიონერს და უამრავ სხვა რიგით მუშას, გლეხს თუ უმუშევარს საიდან ეცოდინება? რატომ ეს პარტიები და მათი ლიდერები მათთვის ეთერში დათმობილ დროს, ან მიტინგებს იმისთვის არ იყენებენ რომ ამ ,,ახლებური,, ,მათთვის სასურველი საქართველოს მშენებლობის გზებზე ილაპარაკონ დეტალურად, ჩემთვის და ზოგადად ხალხისთვის გასაგებ ენაზე? დღევანდელი ოპოზიციონერების უმრავლესობის გამოსვლებიდან, მათი განცხადებებიდან მე, რიგით მოქალაქეს, მხოლოდ ერთი დასკვნა გამომაქვს: ,,ოპოზიციონერების უმრავლესობა ამ ხელისუფლებაზე განაწყენებული (შეიძლება სამართლიანად განაწყენებული, მაგრამ) რევანშისტების ჯგუფია მხოლოდ. ისინი მე, როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, არაფერ პოზიტიურს, ცალკეული პოპულისტური და არარეალური დაპირებების (უფასო წყალი თუ დენი და ა.შ.) გარდა არ მთავაზობენ...
გასულ მაისს გამოცხადებული რევოლუცია არ შედგა. ვერშემდგარი რევოლუციის ინიციატორების განცხადებებს რომ ,,მთავრობის მიერ ხალხის დაშინების გამო არ მოხერხდა ამისთვის საკმარისი ძალის მოკრება,, მე ვერ გავიზიარებ. ვფიქრობ რომ დღევანდელი რეჟიმით უკმაყოფილო ხალხის რაოდენობა, ან უბრალოდ ხალხის უკმაყოფილების დონე საკმარისი არ აღმოჩნდა რევოლუციისთვის. საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი არაა ისე გამწარებული მთავრობაზე, როგორც თვით რევანშისტ ლიდერებს სურთ ეს წარმოაჩინონ საქართველოს შიგნით თუ გარეთ. ეს მათი სურვილია რომ ასე იყოს და მათი სურვილი იმდენად დიდია რომ სასურველი რეალურად ეჩვენებათ. მაგრამ ესაც არაა მთავარი: კი ბატონო, ხვალ შეიძლება რეჟიმით უკმაყოფილო ხალხის რაოდენობა რევოლუციისთვის საკმარისი აღმოჩნდეს. კი ბატონო, რევანშისტების მიერ წინასწარ მომზადებული სცენარით, ან სპონტანურად, რევანშისტებისთვის ასე სასურველი რევოლუცია მართლაც ,, შედგეს,, და... მერე? იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერების განცხადებების მიხედვით, რომელთა მთავარი ,,პროგრამა,, ამ რეჟიმის მოშორებაა, როგორ განვსაზღვროთ ჩვენ, რიგითმა, ამჟამინდელი რეჟიმით უკმაყოფილო ადამიანებმა, რა გზას დაადგება ჩვენთვის თითქმის სრულიად უცნობი იდეებისა და ზრახვების მქონე იმ ახალი ხელისუფლების ხელში საქართველო? და ან ვინ მოვა ამ ლიდერებიდან ხელისუფლებაში? ცუდი თუ ცუდზე უარესი ? ბედმა თუ გაგვიმართლა ცუდი მოვა, მაგრამ გაგვიმართლებს? რატომ უნდა შევაგდოთ კიდევ ერთხელ რევოლუციის გაურკვეველი ბედის სასწორზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის მომავალი? ქართულმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ, თუ ის საქართველოს მომავალზე პასუხისმგებლობას იღებს, ეს პასუხისმგებლური დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ თავისი მოქმედებებით ეხლავე უნდა აჩვენოს. გამწარებული ხალხისთვის რევოლუციისკენ მოწოდება არაპასუხისმგებლური მიდგომაა თვით ამ ხალხის ბედისადმი, ქვეყნის მომავლისადმი. მეტსაც ვიტყოდი, რევოლუციური გზით მთავრობის შეცვლისკენ მოწოდება (თუ კი სხვა გზით არასასურველი რეჟიმის შეცვლის მცირე შანსი მაინც არსებობს და მე მგონია რომ არსებობს) დანაშაულია...
ახლა ისევ თემიდან გაძევებულ ალუდას და იმ მომენტს დავუბრუნდეთ, როდესაც იგი თემის მაწყევარ ქალებს მკაცრად მიმართავს: ,, ღმერთს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ, დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა!,,
საკუთარი ქმედების სისწორეში სრულიად დარწმუნებული ალუდაც კი მის გამძევებელ თემს არ გმობს! იგი თემს, თუნდაც ეს თემი პირადად მისი ( როგორც ცალკეული პიროვნების) სამართლიანი ქმედების უარმყოფელი და ამ პიროვნების უსამართლოდ დამსჯელი იყოს, საკუთარ თავზე და საკუთარი ოჯახის ინტერესებზე მაღლა აყენებს. თემმა, ქვეყანამ, საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს არსებობა რათა ოდესმე იგი უკეთესი გახდეს! წინააღმდეგ შემთხვევაში არც ალუდას არსებობას, არც მის თვითგანწირვას თემის მორალის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად, აზრი არა აქვს! არა რადგან, ის რასაც ალუდა აკეთებს, – ,,ურჯულოსთვის,, საკლავის შეწირვა – წმინდა მორალური იდეალებისთვის კი არ აკეთებს, არამედ მისი ეს ქმედება სწორედ თემის სასიკეთოდ არის მიმართული. ალუდამ ალბათ ისიც იცის, ან ხვდება მაინც რომ თემი მის ამგვარ ქმედებას ამჯერად არ მიიღებს. მაგრამ ეს კეთდება იმ რწმენით რომ ეს მისი ,,მანიფესტაცია,, სხვებსაც დააფიქრებს, სხვებსაც ათქმევინებს: ,,ჩვენც ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი...,, ეს თემს წაადგება მომავალში და ამით ალუდას თვითშეწირვაც გამართლებული იქნება.
ალუდას მიერ მოწყობილი ამ ,,მანიფესტაციის,, მომენტში კი თემი (როგორც ეს თითქმის ყოველთვის ხდება ტრადიციულ საზოგადოებაში რაიმე ახალი და მიუჩვეველი მოვლენის გამოჩენისას) მის ამგვარ გამოხდომას საკუთარი არსებობისა და თვითმყოფადობისთვის სახიფათოდ მიიჩნევს და ერთგვარი ,,ჯოგური თვითდაცვის ინსტიქტით (ფ. ნიცშე),, ახდენს მასზე ,,ჯოგურ,, რეაგირებას...
აქ, რაკიღა ნიცშე, ეს დიდი მორალისტი(ან დიდი ანტიმორალისტი, რაც ერთი და იგივეა) ვახსენე, მოდით პიროვნებისა და საზოგადოების და მათი მორალის მიმართ ვაჟა–ფშაველასა და ნიცშეს განსხვავებულ დამოკიდებულებაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა: ვაჟა ფშაველასთან პიროვნებისა და პიროვნული მორალის დაპირისპირება თემთან (საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან) და თემის (საზოგადოების, სახელმწიფოს) მორალთან, თემის უკეთესი მომავლის მიზნით ხდება, თემის მორალის ამაღლების მიზნით, მაშინ როდესაც ნიცშესთვის ,,მორალურობა ჯოგურობის ინსტიქტის გამოვლენაა ინდივიდში,,. ვაჟა–ფშაველასთან პიროვნება ეწირება თემის კარგად ყოფნას, იმ შემთხვავაშიც კი როცა პიროვნებასთან მიმართებაში თემი ტყუის (ისევ და ისევ ეს ,,ღმერთს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ...,,), ნიცშესთან ერი, სახელმწიფო, თემი მხოლოდ და მხოლოდ ჯოგია და მისთვის თავშეწირული პიროვნება ჰეროიკული აქტის ავტორი და ქების ღირსი კი არაა, არამედ ჯოგურ ინსტიქტს დამორჩილებული ინდივიდი, რომელსაც პიროვნული აღარაფერი, ან თითქმის აღარაფერი გააჩნია...
როდესაც საზოგადოებრივ მორალზე ვსაუბრობ, იმაზეც უნდა მივუთითო რომ ჩემი გაგებით ცნება ,,საზოგადოებრივი მორალი,, ისეთივე ნონსენსია როგორც ,,მშრალი წყალი,,. ამიტომ საზოგადოებასთან მიმართებაში მე მირჩევნია ,,მორალი,, ,,ეთიკით,, ჩავანაცვლო. რა განსხვავებაა მორალსა და ეთიკას შორის? ამ განსხვავების საილუსტრაციოდ შარლ პეგის ფრაზა მინდა მოვიტანო კანტის მორალთან დაკავშირებით: ,,კანტის მორალს ხელები არა აქვს დასვრილი,–ირონიულად შენიშნავს შარლ პეგი– რადგან მას ხელები... არა აქვს,,. ეს ერთგვარი ხუმრობა ძალიან სერიოზულიცაა ამავე დროს რადგან... კანტის მორალს ნამდვილად არა აქვს ხელები. მორალს კი რომელსაც ხელები აქვს, ისინი აუცილებლად დასვრილი, ქირურგის ხელებივით სისხლით დასვრილიც კი შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ... ის მორალი აღარაა, არამედ ეთიკა. ზოგიერთი რამ, რაც შეიძლება მორალური არ იყოს, ეთიკურია და პირიქით. ,,ვინმეს სიცოცხლის სანაცვლოდ სხვ(ებ)ის სიცოცხლის გადარჩენა არამორალური, მაგრამ ეთიკურია,, ამბობს ერთი თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი. ამ აზრს ვიზიარებ. თუმცა შორს წავედით და... დავუბრუნდეთ ისევ ვაჟას, ნიცშეს და ბოლოს კვლავ ჩვენს ქართულ დღევანდელობას:
მორალისა თუ საზოგადოებრივი ეთიკის წინააღმდეგ ილაშქრებს ალუდა? ჩემთვის პასუხი ასეთია – საზოგადოებრივი ეთიკის წინააღმდეგ. სხვათაშორის იგივე პასუხია ნიცშესთან მიმართებაშიც. განსხვავება ისაა რომ ნიცშე საერთოდ უარყოფს საზოგადოებრივ ეთიკის ქრისტიანულ იუდევურ ფორმას, სუსტის სიყვარულს, როგორც ,,ჯოგური თვითდაცვის ინტიქტი,,ს გამოვლინებას ადამიანში, ინდივიდუალიზმის ხელის შემშლელს და დამაბრკოლებელს.
ვაჟას ალუდაც მისი თემის მოძველებული ეთიკის წინააღმდეგ ილაშქრებს, მაგრამ არა საკუთარი ინდივიდუალურობის და პიროვნულობის აღსაზევებლად (მას ეს, როგორც თემის რჩეულს და ,,საფიხვნოს თავში მჯდომს,, არ აკლია), არამედ სწორედ ამ თემური ეთიკის გასაუმჯობესებლად, მის გასაძლიერებლად, რომ თემმა შემდგომში ახალ რეალობას გაუსწოროს მზერა და გადარჩეს . თემის, საზოგადოების, სახელმწიფოს თვითიზოლირების დრო წავიდა, ეთნოცენტრიზმი და კლდეებზე შედგმული ციხე კოშკები, ,,ურჯულოთა,, შემოსასვლელებისკენ მიმართული სათოფურებით ვეღარ დაგვიცავენ. თვითიზოლაცია უკვე სიკვდილს ნიშნავს. ალუდას მიერ ნათქვამი ,,ჩვენც ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრიან დედანი... და ,,... ამის თქმით ვწარამარაობთ, ღვთის შვილთ უკეთეს იციან.,, ახალი საზოგადოებრივი ეთიკის დამკვიდრების მცდელობაა , ისევ და ისევ თემის (საზოგადოების, სახელმწიფოს) გადასარჩენად . აქ მინდა მოვიტანო ციტატა ნიცშეს « La Gaya Scienza » –დან: ,,თუ შევხედავთ ჯოგებისა და საზოგადოებების, სახელმწიფოებისა და ქვეყნების იმ მნიშვნელოვან ტრანსფორმაციებს რომლებიც ახლა ხდება და მომავალშიც მოხდება, შეგვიძლია ვიწირნასწარმეტყველოთ რომ კიდევ ბევრი განსხვავებული მორალი წარმოიშობა მომავალშიც. მორალურობა არის ინდივიდში გამოვლენილი ჯოგურობის ინსტიქტი,, (მესამე წიგნი. 116–ე სტატია.)
და კიდევ ერთხელ ვიმეორებ შეკითხვას, როგორი მორალი გვინდა ჩვენ, ვაჟასი თუ ნიცშესი?
ანუ, გვინდა თუ არა ჩვენ სახელმწიფო, საზოგადოება, თემი, ენობრივი და კულტურული ნიშნით გაერთიანებული ერთიანი ორგანიზმი, რომელსაც შეიძლება ზოგჯერ რიგითი ადამიანის, საზოგადოების რიგითი წევრის, ჯარისკაცი იქნება ის, მეცნიერი, პოლიტიკოსი თუ მწერალი შეიძლება შეეწიროს (ზოგიერთ შემთხვევაში კი აუცილებლადაც რომ უნდა შეეწიროს)? იდეალური იქნებოდა ის სახელმწიფო, სადაც პიროვნების თავისუფლება არანაირად არ იზღუდება, მაგრამ თვით იდეალური სახელმწიფოს, იდეალური საზოგადოების ცნებაც კი უკვე გამორიცხავს პიროვნების განუსაზღვრელ თავისუფლებას, ამგვარი იდეალური საზოგადოება და სახელმწიფო არასოდეს არსებულა და ვერც ვერასოდეს იარსებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო თავის უმაღლეს მიზნად პიროვნების თავისუფლებას დაისახავს, იგი ამას, ისევ და ისევ მისი წყობის სახელმწიფოებრივი ანუ საზოგადოებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ვერასოდეს ვერ მოახერხებს... აქედან გამომდინარე, ან სახელმწიფოებრიობაზე უნდა ვთქვათ უარი, ან ჩვენი პიროვნული ინტერესები დამოუკიდებელი ერის (მისი არსებობის ფორმა კი დამოუკიდებელი სახელმწიფოა) ინტერესებს რაღაც დონემდე დავუქვემდებაროთ...

(მეორე წერილი „საქართველო და მისი განტევების ვაცები“ გამოქვეყნდება რედაქტირების შემდეგ, დაახლოებით ერთ კვირაში).

Dec. 5th, 2011

ბმული:
* https://iremamari.livejournal.com/51739.html

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptyMon Mar 25, 2019 11:20 am

ომარ თურმანაული

საქართველო განტევების ვაცის ძიებაში (წერილი მეორე)

2.საქართველო, მიხო–დურგალი და სოციოლოგი რენე ჟირარი

ბევრმა თქვენგანმა ალბათ იცის ეს:
მიხო მუშაობისას ჩაქუჩს ჩაირტყამს თითში და გამწარებული ჩაქუჩს გინებით ისვრის: უუუუ!.. შენი დედა მოვტყან, შენიიი!
იქვე მარო დგას და იცინის: მაგაი რო დედა არა ჰყავ, მიხო?
მიხო ახლა იმას მოუბრუნდება: უუუ! შენ ხო გყავ დედა, შენი დედა მოვტყაააან?!

ეს ანეგდოტი ადამიანის, ამ შემთხვევაში ,,მიხოს,, იმ ფსიქიკურ მდგომარეობას გვაჩვენებს, როგორ ფსიქიკურ მდგომარეობაშიც, ერთხელ მაინც ალბათ ყველა ჩვენგანი აღმოჩენილა: ჩვენში დაგროვილი ფიზიკური თუ სულიერი ტკივილი გამოსავალს თხოულობს და უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უმიზეზოდ ატყდება ჩვენს ახლოს მყოფ ადამიანს თუ საგანს. ცალკეული ადამიანის, ისევე როგორც მთელი საზოგადოების რისხვა, ყოველთვის რაღაც გარეშე ობიექტს მოითხოვს, რომელზეც უნდა მოხდეს მისი ცუდად ყოფნის გამო გამოწვეული დამსჯელი მოქმედების, შურისძიების აღსრულება. გვეჩვენება რომ ჩვენი ცუდად ყოფნის მიზეზი (იქნება ეს კოლექტიური ცუდად ყოფნა თუ ინდივიდუალური) ყოველთვის ,,სხვაა,, ( ,,L’ enfer, c’est l’ autre - ჯოჯოხეთი, ეს სხვაა.,, ჟ.ლაკანი). სინამდვილეში ეს ,,სხვა,, ჩვენა ვართ, ჩვენივე ნაკლი და ავადმყოფობაა, ჩვენი ტკივილი, ჩვენი ცუდად ყოფნა რომელიც რაღაც გარეგანზე პროეცირდება, მცდარი მისამართით, სხვისკენ არის მიმართული. ეს სხვა არის ,,განტევების ვაცი.,,: ,,ყველა იმგვარი ძალადობისა თუ საყოველთაო უბედურების მსხვერპლი საზოგადოება, რომლისგან თავდახსნაც მას არ ძალუძს, მონდომებით იწყებს ,,განტევების ვაცის,, ხელის ფათურით ძიებას. მტკივნეული ძალადობის წინააღმდეგ სასწრაფო და ასევე მტკივნეულ საშველს ინსტიქტურად ვეძებთ. ადამიანებს უნდათ დაიჯერონ რომ მათი უბედურების მიზეზი ვინმე ერთია რომლის თავიდან მოშორებაც იოლადაა შესაძლებელი,, (რენე ჟირარი, ,,ძალადობა და საკრალურობა,, René Girard, « La Violence et le Sacré » Ed. Grasset. 1972. p. 122)

კაცობრიობის ისტორიას ამგვარი განტევების ვაცი არა ერთი ახსოვს. როდესაც რომელიმე საზოგადოება ეკონომიურ თუ მორალურ კრიზისს განიცდიდა, ამგვარ განტევების ვაცებს ყოველთვის ,,პოულობდა,,. დროდადრო ეს განტევების ვაცი ერთი ან რამდენიმე პიროვნება იყო, ზოგჯერ მთელი სოციალური თუ ეთნიკური ჯგუფი. ამგვარი განტევების ვაცის ძიებისა და მისი დასჯის ცდუნებას თვით მეოცე საუკუნის განათლებული და პროგრესული ევროპაც ვერ გაექცა, მან მისი (და საერთოდ კაცობრიობის) ცუდად ყოფნის მიზეზი, ებრაელები ,,იპოვა,, და იმგვარი ,,სამაგალითო,, დასჯა მოაწყო, რომ არა მარტო ევროპა, მთელი მსოფლიო ამ სირცხვილს მისი არსებობის მანძილზე ვერასოდეს ჩამოირეცხავს. ვიმეორებ, მთელი მსოფლიო, რადგან ის რაც ევროპაში მოხდა, ეს არაა მარტო ერთი ქვეყნის, არაა მხოლოდ ნაცისტური გერმანიის სირცხვილი, ეს მთელი მსოფლიოს, თვითეული ჩვენგანის, ახლანდელების თუ ჯერაც არ დაბადებული, ჩვენი მომავალი შვილ–შვილიშვილების სირცხვილია.

როგორაა ,,განტევების ვაცების,, მხრივ საქმე ჩვენს დღევანდელ, ბოლო ოცი წლის საქართველოში, ,,ეგვიპტის მონობიდან გამოსვლათა,, შემდგომ? ახლახანს მოპოვებული დამოუკიდებლობა, ჩვენი მორალური, ეკონომიური და პოლიტიკური კრიზისი ყველანაირ საბაბს იძლევა რომ ყოველივე ამ გაჭირვების მიზეზი, –,,განტევების ვაცი,, – ვეძიოთ; ვეძებთ და ვპოულობთ! ვსჯით კიდევაც და მერე... ახალი ქეჩის (ქეჩი ასევე ვაცია, ოღონდ არა განტევების ვაცი, არამედ ფარის წინმავალი) გარშემო გამართული ტაშფანდურის და აღტაცებული ზეიმის შემდეგ, გულზეხელდაკრეფილნი ახლა მას მივჩერებივართ, ახლა მისგან ველით სასწაულს და მაძღარ ცხოვრებას. ეს მაძღარი ცხოვრება კი არ მოდის. სასწაული არ ხდება! არც მანანა გვაწვიმს თავზე და არც შესაბრაწად გამზადებული დასუქებული მწყრები გვიცვივა ხელებში. და ისევ, თანდათანობით ჩვენი ახალი კერპის მიმართაც კვლავ ბოღმით ვივსებით, ქუჩაში ისევ ყვირილით გამოვდივართ და წინამძღოლ ქეჩს, ჩვენი ყოველგვარი უბედურების მიზეზად ვაცხადებთ, ,,განტევების ვაცად,, ავასახელებთ ხოლმე და ახლა მის შეწირვას თუ გაწირვას ვცდილობთ.

დამოუკიდებლობის შემდგომ პირველი ასეთი ,,განტევების ვაცი,, პირველი ზვარაკი, ზვიად გამსახურდია და მისი მთავრობა იყო...



ზემორე ჩემგან ციტირებული ფრანგი სოციოლოგი რენე ჟირარი, რომელმაც მისი მეცნიერული კვლევის უდიდესი ნაწილი სოციო–ფსიქოლოგიური კუთხით ამ ,,განტევების ვაცის,, ფენომენის შესწავლა გააზრებას მოანდომა, ოიდიპოსის მითის ფროიდის წმინდა ფსიქოლოგიური ახსნისგან განსხვავებულ სოციო–ფსიქოლოგიურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. მისი აზრით ოიდიპოსის ინცესტი და პარიციდი მხოლოდ საბაბია, რომლის საშუალებითაც შავი ჭირით გამოწვეული თებესელთა საზოგადოების ცუდად ყოფნის მიზეზი და შესაბამისად ხალხის რისხვა – ეს ,,სამსხვერპლო კრიზისი,, – ერთ პიროვნებაზე ფიქსირდება. ,,სამსხვერპლო კრიზისით,, შეპყრობილი საზოგადოება მისი ცუდად ყოფნის მიზეზს ეძებს. ყველას ეჭვიანი მზერა საზოგადოების თვითეული წევრისკენაა მიმართული და თვითეულისა– ყველასკენ. ამ დროს საზოგადოების ნებისმიერი წევრი, და არა მარტო ამ საზოგადოების წევრი, არამედ, მიხოს ანეგდოტისა არ იყოს, რაიმე უსულო საგანიც კი, შეიძლება განტევების ვაცად იქცეს. მაშ რატომ მაინცდამაინც ოიდიპოსი? ჟირარის აზრით მასზე ხალხის ყურადღების, ეჭვისა და შემდგომ რისხვის კონცენტრირება, როგორც უცხოზე და ამის გამო საზოგადოებაზე გარდმოსული ღვთის რისხვის მიზეზის პოტენციურად შემცველ ,,ელემენტზე,, უფრო იოლად ხდება. მით უფრო რომ საზოგადოების ცუდად ყოფნის მიზეზს თვით ნათელმხილველი კრეონი ეძიებს და პოულობს. თუმცა საზოგადოების უბედურების მიზეზის ფიქსაცია ოიდიპოსზე, სოფოკლეს ტრაგედიის მიხედვით, არც თუ იოლად ხდება. ამას წინ უძღვის დებატები ტირესიასსა და ოიდიპოსს, კრეონს და ოიდიპოსს შორის და მათი ურთიერთბრალდებები, რაც რ. ჟირარის აზრით სწორედ თებესელთა უბედურების ერთმანეთზე გადაბრალების და ამგვარად ხალხის მრისხანების ერთმანეთზე გადატანის მცდელობაა...

ოიდიპოსის მითის ჟირარისეულ ინტერპრეტაციაში ჩემთვისაც რაღაცებია მიუღებელი. ჩვენ შეგვიძლია მისეული ინტერპრეტაცია გავიზიაროთ ან არ გავიზიაროთ, მაგრამ საქართველოს უახლესი ისტორიისა და დღევანდელი მოვლენების ამ კუთხიდან დანახვა, თუნდაც უბრალო ცნობისმოყვარეობისთვის, საინტერესოდ მიმაჩნია.

განტევების ვაცის ჟირარისეულ ინტერპრეტაციას კიდევაც რომ შევეშვათ და მის მიერ ამ ინტერპრეტაციის სასარგებლოდ მოხმობილ მაგალითებსაც– (როგორიცაა მაგალითად ძველ საბერძნეთში სამსხვერპლო კრიზისის შემთხვევებისთვის – ეპიდემიები, გარეშე მტრის შემოსევის საფრთხე და ა.შ – მზამზარეული ,,განტევების ვაცების,, ინსტიტუტის, Pharmakos-ის და Katharma–ს არსებობა) ნაცვლად მათი დასაბუთებული უარყოფისა ან გაზიარებისა – საერთოდ გვერდი ავუაროთ, ჩვენს ეგზისტენციალურ რეალობაში – რეალურ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, მითოლოგიაში, რელიგიაში და მხარტვრულ ლიტერატურაში ამგვარი ფენომენის, განტევების ვაცის ფენომენის არსებობის ფაქტებს გვერდს ვერ ავუვლით: იგი მაინც, ჩვენგან მიჩუმათებული, ჩვრებში ჩამალული თუ უკანა ფანჯრიდან გადაგდებული, ტრიუმფალური თაღიდან კვლავ და კვლავ შემოვა და პასუხს მოგვთხოვს. ამიტომ სჯობია ჩვენს ცხოვრებაში მის რეალურ არსებობას თვალი გავუსწოროთ, ჩვენი ახლო წარსულიდან და დღევანდელობიდან მოხმობილი მაგალითები გავაანალიზოთ და მისი ნეიტრალიზება თუ არა, მისი ,,მოთვინიერება,, და მართვა შევძლოთ...

რენე ჟირარი ბოროტების ნამდვილი წყაროს დანახვასთან და მის გააზრებასთან დაკავშირებით სწორედ რომ სრულიად საპირისპირო აზრისაა. მისი აზრით: ,,ისეთი დარწმუნებულებიც კი როგორც ჩვენ ვართ იმაში რომ ცოდნა ყოველთვის კარგი რამეა, მაინც მინიმალურ მნიშვნელობას, ან სულაც არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ ცოდნას იმ განტევების მსხვერპლის მექანიზმისა, რომელიც ადამიანებისგან მათი ძალადობის შესახებ სიმართლეს ფარავს.. (რადგან) თუ კი ამგვარი კოლექტიური ტრანსვერის შედეგიანობა ნამდვილად შესანიშნავია, სწორედ იმის წყალობითაა ეს, რომ იგი ადამიანებს ამ ცოდნას, მათი ძალადობის შესახებ ცოდნას უმალავს; იმ ძალადობის შესახებ, რასთან თანაარსებობაც მათ ვერასოდეს შეძლეს,, (ძალადობა და საკრალურობა გვ. 125–126)

მეცნიერმა თავისი საქმისა თვითონ იცის. მასთან მეცნიერულ კამათში შესვლა ჩემი კომპეტენციის ფარგლებს ძალიან სცილდება, მაგრამ, უბრალო ლოგიკის პატივისცემიდან გამომდინარე მინდა გავლით მაინც ეჭვი გამოვთქვა მეცნიერის ამ მოულოდნელი, სწორედ რომ არამეცნიერული დასკვნის მიმართ: რაიმეს ცოდნა რომ საზოგოადოებას ან პიროვნებას მათგან უკვე დაშვებული შეცდომის გამეორებისგან ყოველთვის არ აზღვევს, ასეთი შემთხვევები ნამდვილად ბევრია, მაგრამ საზოგადოებაში არსებული რაიმე სოციალური მოვლენის მექანიზმის არ ცოდნა რომ ამ სოციალური მექანიზმის შედეგიანი მოქმედების გარანტი იყოს, მეცნიერ–სოციოლოგისგან ნამდვილად პირველად მესმის. ამ შემთხვევაში, მეცნიერი, თუ მას საზოგადოებისთვის სიკეთე სურს, ნაცვლად ,,ევრიკას,, ძახილისა უნდა გაისუსოს და მისი აღმოჩენის შესახებ კრინტი არავისთან დაძრას.

ასევე დილეტანტის დონეზე მინდა ეჭვი გამოვთქვა ,,განტევების მსხვერპლის,, ფენომენის, როგორც ,,საძირკვლური,, თუ ,,სასარგებლო ძალადობის,, შესახებ, ,,რომლის გარეშეც – მეცნიერის აზრით –სოციალური ყოფა შეუძლებელი იქნებოდა,, რადგან, თურმე ამ დროს, ყოვლად დამანგრეველ სამსხვერპლო კრიზისის (რომლის დროსაც ყველა ყველას წინააღმდეგ ძალადობს) მოჯადოებულ წრეს, ,,რიტუალური ძალადობის (ყველა ერთის წინააღმდეგ) ასევე მოჯადოებული, მაგრამ კრეატიული და დამცველი წრე ენაცვლება,, (ძალადობა და საკრალურობა – გვ 215 ). მეცნიერის აზრით ,,თუ ადამიანები შეძლებენ თავი დაირწმუნონ იმაში რომ მათს საზოგადოებაში არსებულ ყოველგვარ ძალადობრივ mimesis-ზე პასუხისმგებელი ერთი ვინმეა, თუ მასში დაინახავენ იმ ,,უწმინდურობას,, რაც მათ ყველას აუწმინდურებს, თუ ისინი ამ რწმენაში ნამდვილად ერთსულოვანნი იქნებიან..... ამ განტევების ვაცის განადგურებით ადამიანებს ეგონებათ რომ განთავისუფლდნენ მათი უბედურებისგან და ისინი მართლაც განთავისუფლდებიან მისგან, რადგან მათ შორის აღარ იარსებებს მიმზიდველი ძალადობა,,(!) ამ ჩემთვის მიუწვდომელი მეცნიერული ლოგიკისთვის არ ვიცი, მაგრამ უბრალო არამეცნიერული, ბაზური ლოგიკისთვის ძნელია იმაში გარკვევა, თუ რა ეზოთერული ძალების დახმარებით ხდება იმ ნამდვილი უბედურებისა და შავი ჭირისგან საზოგადოების ,,ნამდვილად,, განთავისუფლება, რომელიც ოიდიპოსის ინცესტიდან და პარიციდიდან თურმე სულაც არ მოდის, მაგრამ რომელიც ნამდვილად ანადგურებს თებესელებს? მეცნიერის მიხედვით მთავარი აქ საზოგადოების იმაში დარწმუნება ყოფილა რომ მათი უბედურება ერთი ვინმესგან ან ერთი რამისგან მოდის (იმასაც არ ქონია მნიშვნელობა, ეს ნამდვილად ასე თუ არა), შემდეგ კი მისგან განთავისუფლება თურმე ყველაფერს ჩვეულ წესრიგში დააყენებს!

მე პირადად, მითუმეტეს ჩვენი, დღევანდელი საქართველოს რეალობის შეხედვარეს, ძალიან მიჭირს რენე ჟირარისეული მიგნებით აღფრთოვანება. საქმე იმაშია რომ, როგორც ამ წერილის დასაწყისში წარმოდგენილი ანეგდოტიდანაც კარგად ჩანს (სადაც მიხოს გამწარებაში და მის განრისხებაში თვითეულს ჩვენი ფსიქიური მდგომარეობაც გვეცნობა), ,,მიხოსთვის,, თუ ,,მიხოთა,, საზოგადოებისთვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს მისი ცუდად ყოფნის მიზეზის მის გარეთ ძიება, პოვნა და მისი დასჯა–განტევება. პირიქით, ეს თითქმის სპონტანურად, პიროვნებისა და საზოგადოების წარმოსახვაზე და გონებაზე ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, როგორღაც ინსტიქტურადაც კი, რეფლექსების დონეზე ხდება. ამგვარი რეფლექსების დონის რეაქცია მიხოს შემთხვევაში კი გვგვრის სიცილს, მაგრამ მთელ ჩვენს საზოგადოებას, მსგავს შემთხვევაში, მთელი სერიოზულობით მიგვაქვს იერიში რაიმე გარეგანზე, რაღაც ,,ჩაქუჩზე,, რომელიც ჩვენ თვითონ გავაკეთეთ და ხელშიც თვითონვე ჩავირტყით! პრობლემა ცალკეული ინდივიდისთვის თუ მთელი საზოგადოებისთვის არა ამ ,,განტევების ვაცის,, მის გარეთ ძიებაში და მის ,,პოვნაში,,, არამედ სწორედ ამ ცუდად ყოფნის რეალური წყაროს პოვნაშია, ჩვენს ხელთუყრელობაში, მოუქნელობაში, რომელიც თუ ყოველთვის არა, უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ჩვენშივეა საძიებელი. ყოველ შემთხვევაში მთელი საზოგადოების ცუდად ყოფნის მიზეზი არ შეიძლება ერთი ადამიანი, თუნდაც მეფე იყოს.თუ ჩვენი საზოგადოება ამაში მაინც დარწმუნებულია, ეს არა თუ საშველის და გამოსავალის ნახვის ტოლფასია ჩვენთვის (როგორც ამას რენე ჟირარი გვაუწყებს), არამედ ეს ჩვენი საზოგადოების პრიმიტულობის, უმწიფარობის მაჩვენებელია. შორიდან ამგვარი საზოგადოება სწორედ რომ ჩაქუჩის ხელში ჩარტყმით გამწარებულ მიხოს გვაგონებს და მისი ყვირილი და გამწარება ჩვენც მხოლოდ ღიმილს მოგვგვრიდა, ეს მიხო ჩვენ თვითონ რომ არ ვიყოთ და ტკივილისგან ჩვენ თვითონ არ ვყვიროდეთ და მარჯვნივ და მარცხნივ ყველას არ ვაგინებდეთ... გავა დრო და თუ ოდესმე სიფრთხილესთან ერთად ჩაქუჩის მოხერხებულად ხმარებასაც ვისწავლით, თუ ისევ და ისევ არ ჩავირტყამთ მას ხელში, ამ შემთხვევის მოგონება ალბათ ჩვენ თვითონ ღიმილს მოგვგვრის...


January 2, 2012


Arrow


Last edited by Admin on Mon Mar 25, 2019 12:13 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptyMon Mar 25, 2019 11:22 am

ომარ თურმანაული

საქართველო განტევების ვაცის ძიებაში (წერილი მესამე)

3. სად არის (სხვა) საქართველო ?


დღევანდელი საქართველოს საზოგადოებას გადავხედოთ: იმდენად ეკლექტკიკურია რომ მისი ერთ მთლიან სუბიექტად, ერთ ,,მიხოდ,, წარმოდგენა და მისთვის ერთი საზოგადოების დარქმევაც გაგვიჭირდება... იგი, ეს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ,,მიხო,, ანუ ,,ჩვენ თვითონ,, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში, უკიდურესი გამწარების ჟამს ვიქცევით ხოლმე ერთ მთლიან, ერთ გამწარებულ და შურისძიებაზე კონცენტრილებულ ,,მიხოდ,,... ამ ერთი და განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, აბა შევხედოთ ამ დაშლილ და გატანჯულ, საკუთარივე თავის წინაღმდეგ მიმართულ ,,საზოგადოებას,, – რანი ვართ და როგორები ვართ?

ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს მზერა წარსულიდან (სადაც ზღვიდან ზღვამდე გადაშლილი საქართველო იმპრესიონისტულ ნახატივით ბუნდოვან ხაზებში, მაგრამ მიმზიდველ ფერებში მოჩანს) პირდაპირ ზეცისკენ გადაგვაქვს და იქ ვცდილობთ დავითისდროინდელი საქართველოს გეოგრაფიული ფართის ზუსტ კვადრატულ კილომეტრებში პროეცირებას. თან ღვთიური ნეტარებით ვაყურადებთ ცოდვილთა განსაკითხავად კაი, ძარღვიანი ქართულით ( შესაძლოა ოდნავ შესამჩნევი მეგრული რბილი ,,ლ,,–თიც) ამეტყველებულ იაჰვეს და ნეტარებით მილულულ თვალებს მხოლოდ დროდადრო ვახელთ ( ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ ნიშნისგებით გადავხედოთ დანარჩენი, რვაათასამდე ,,არაფრისმაქნისი,, ენის მცოდნე ერებს – ინგლისელებს, ფრანგებს, ესპანელებს.... რაღა თქმა უნდა ჩვენს ერთმორწმუნე რუსებსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, უფლისთვის ოდესღაც ასერიგად სათნო ებრაელებსაც, რომლებიც პირდაღებული გაოგნებითა და გაწბილებით მისჩერებიან მათთვის გაუგებარ და , არც თუ ყველაზე მუსიკალურ ენაზე ქვეყნის განსასჯელად ამეტყველებულ უფალს)...

ქართველი მარლმადიდებლების მეორე ნაწილი, ვიდრე მზერას და სმენას ზეციურ საქართველოზე გადავიტანდეთ, მცირე ხნით მიწიერი საქართველოს დღევანდელ მძიმე მდგომარეობაზეც ვყოვნდებით – აქაური საქართველოს გაჭირვებასაც ისე თუ ასე ვამჩნევთ და ამ გაჭირვებიდან გამოსავალს დიდსულოვნად ვთავაზობთ დანარჩენ გზააბნეულ მოძმეთ: ,,ცხოვრების მართლმადიდებლური წესი,, და ,,ეკლესიურობა,,! თუმცა შემდეგ, ,,მართლმადიდებლური ცხოვრების წესის,, მომხრეებს შორისაც ვერ ვრიგდებით: ზოგს ასე გვესმის ,,მართლმადიდებლური ცხოვრების წესი,, , ზოგს – ისე, ზოგს დასაშვებად მიგვაჩნია ქალისთვის შარვლის ტარება და უმანდილოდ სიარული, ზოგს – მომაკვდინებელ ცოდვად და საქართველოში დღეს არსებული ლამის ყველა უბედურების (რაც საკმაოდ ბევრია) სათავედ .

ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთი ნაწილი, ვინც ცხოვრების ,,დასავლურ წესს,, მივიჩნევთ ხსნად, ასევე ქვეჯგუფებად, იმის მიხედვით ვიყოფით, ვის როგორ გვესმის ,,ცხოვრების დასავლური წესი,,... დავამატოთ ამას კომუნისტური წყობის ნოსტალგიით შეპყრობილი ძველი თაობის ერთი ნაწილიც, რომელსაც ცხოვრების ,,სამართლიანი, სტალინური,, წესი, თუ მთლად ქართულ სისხლში არა, ქვეცნობიერში მაინც საფუძვლიანად გვაქვს ,,ეშმაკეული ჩიპივით,, ჩამონტაჟებული.

შემდეგ ახალი, ბუნდოვნად მემარცხენე, ბუნდოვნად ანარქისტულ–მოქრისტიანო ახალგაზრდობა ( ასევე ბუნდოვნად )მოანარქისტო–მოქრისტიანო იდეების უცნაური,რეალურობაში ძნელადმოსანელებელი ნაზავით – სახელმწიფოს, როგორც რეპრესიის ინსტიტუტს რომ უარყოფოფენ და ამ მათგანვე უარყოფილი, ჯერაც ფეხზე ძლივსდამდგარი სახელმწიფოსგან რომ მოთხოვენ ყოველგვარი სხვა სიკეთის, პენსიების, სტიპენდიების თუ უფასო მკურნალობის (და თვით ეროვნული თვითმყოფადობის!) შენარჩუნებას...

შემდეგ კი, როდესაც ჩვენს დღევანდელ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას ეხება საქმე , კიდევ უფრო იხვევა და იხლართება გორდიას კვანძი: ყველა ზემოჩამოთვლილი და ქვემორევერჩამოთვლილი ჯგუფები ერთურთში ვირევით – ვეღარ გაგვიგია ვისი თითი ვის პირშია, ვისი მკლავი ვის წელზე, ან ეს ნამდვილად ჩვენი თითები და მკლავებია თუ, ვთქვათ, ,,ლაოკოონის,, გველების სხეულთა ნაწილებიც მოჩანან ჩვენს სიმწრით დაგრეხილ სხეულებსა და მათ კიდურებს შორის... ერთმანეთში ირევიან ცნებები და პარადიგმები: ვინ საით ვიწევით და ვიქაჩებით, ვინ რას ვგულისხმობთ როდესაც ,,სამშობლოზე,, , ,,ქართულ ტრადიციებზე,, თუ ,,დამოუკიდებლობაზე,, ვსაუბრობთ, აღარაფერი გაიგება...

ჩვენი საზოგადოების ამ სიურეალისტური ეკლექტიკურობის გამოხატვა რომ ფიგურალური ხერხებით ვცადოთ, ზემოხსენებულ ლაოკოონის ჯგუფური ტრაგიზმისა და სადო–მაზოხისტური ჯგუფური პორნოგრაფიის რაღაც ნარევს მივიღებთ; სოციოლოგიური სურათის დახატვის მცდელობა კი, – იმ სხვადასხვა წრეებისა და სიმბოლური ფერების გამოყენებით,– სოციალური სტატისტიკის გადმოსაცემად რომ იყენებენ – სხვადასხვა ფერების ერთმანეთში შერევისგან ალბათ ძალიან მუქ სურათს მოგვცემდა... შემდეგ ამ მუქ სოციო–კულტურულ ,,სურათს,, დღევანდელი საქართველოსთვის დამახასიათებელი რასობრივი იდეისა და კუთხურობის, ქსენოფობიისა და ჰომოფობიის ბუნებრივად მუქ ფერებსაც თუ შევურევთ ... ისღა დაგვრჩება რომ გულზე ხელი დავიდოთ და – ,,ღმერთთან წილნაყარი, აყვავებული მთა–ბარი,, – კი არ ვიმღეროთ ხმამაღლა, არამედ ასევე ხმამაღლა ვაღიაროთ რომ ,, საქმე რთულადაა,,! ჩვენი სასიქადულო პოეტის ეპოქისგან განსხვავებით, როცა ,,საქმე ცუდად იმიტომ უფრო იყო, რომ არ ვიცოდით ცუდად რომ იყო,, ამჟამად ,,ცუდად იმიტომ უფროა საქმე, რომ... ყველა ვტირით რომ ცუდადაა!,,

მოდი ,,მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი,, , შევეშვათ ჩვენი ერისა თუ ჩვენი სამშობლოს ბუნების ,,განუმუორებლობით,, ინფანტილურ, დებილურ აღფრთოვანებასაც და ,,სხვა საქართველოს,, ძიების ნარცისულ–ანანისტურ ტკობაბში ჩაძირვის ნაცვლად გავარკვიოთ: ჩვენს ამ რეალურ, ერთადერთ საქართველოს თუ უცემს მაჯა კიდევ, ჩვენი ეს რეალური საქართველო კიდევ თუ სუნთქავს და, თუ – ჰო, რა ვუშველოთ, როგორ დავაყენოთ ფეხზე ფიზიკურად და სულიერად!

პლურარიზმი, აზრთა სხვადასხვაობა, სხვადასხვაგვარი პოლიტიკური შეხედულებები ყველა დემოკრატიული ქვეყნის თვისებაა. ჩვენი ქვეყნის ტრაგედია ეს კი არაა, არამედ ის რომ, დემოკრატიული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ყოველ ამგვარ დაჯგუფებას თავი საბოლოო ჭეშმარიტების მფლობელად მიაჩნია და ყოველგვარი სხვა მოსაზრების არსებობას დაუშვებლად მიიიჩნევს. ყოველგვარი სხვა მოსაზრების მიმართ აგრესიულია.

ამ რეალობიდან გამომდინარე ელემენტარული ლოგიკა იმის აღიარებასაც მოითხოვს რომ ერთმანეთთან შეურიგებელი სხვადასხვა სარწმუნოების, სხვადასხვა მორალის, სხვადასხვა განათლების და, პირდაპირი თუ ფიგურალური მნიშვნელობით სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე სოციალურ, ეთნიკურ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის რეალური დიალოგი და კონსენსუსი ძნელია. რომ, აი უკვე ოც წელზე მეტია რაც იოლი ,,დიალოგი,, და ,,თანხმობა,, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგვდის, როცა ერთი სიძულვილის ობიექტი, ერთი ,,განტევების ვაცი,, გვყავს შერჩეული. ესაც მხოლოდ მცირე ხნით, რათა ჩვენი ცუდად ყოფნის მიზეზის პროეცირება დროებით მასზე მოვახდინოთ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სხვადასხვა ჯგუფებს შორის სწრაფი და იოლი ,,კონსესუსი,, მხოლოდ ,,ყრუთა და ბრმათა დიალოგით,, არის შესაძლებელი; ანუ ჩვენს შორის არსებულ უამრავ ძირეულ განსხვავებაზე და უთანხმოებაზე თვითეული ჩვენგანის მხრიდან თვალარიდებისა და წაყრუების საშუალებით.

ახლო ისტორიასაც რომ აღარ დავუბრუნდეთ, დღეს ამისი მაგალითი თავისთავად უკვე ძალიან ბუნდოვანი პოლიტიკური წარმონაქმნი ,,ქართული ოცნება,, და მის გარშემო გაერთიანებული ის უცნაური ,,კოალიციაა,, სადაც ინტელო–დემოკრატები და ლიბერალები ერთგვარ სიურეალისტურ, გამაოგნებელ ,,ჰარმონიას,, ქმნიან მოფაშისტო კლერიკალებთან თუ ქრისტიან–ანარქისტებთან, გუშინდელი ზვიადისტები სრულ ,,თანხმობაში,, არიან გუშინდელ ,,პუტჩისტებთან,, თუ შევარდნაძისტებთან და ასე შემდეგ... ამგვარი სიურეალიზმი მხატვრულ ტილოზეც კი ერთგვარ ესთეტიკურ შოკს გამოიწვევდა მნახველში და მით უფრო, ეთიკურ–მორალური თვალსაზრისით, ეს შოკისმომგვრელია რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მაგრამ რაკიღა ეს პოლიტიკური სიურეალიზმი ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური რეალობაა, პასუხი უნდა გავცეთ კითხვას: რა იძლევა ამგვარი უცნაური, არაბუნებრივი, სიურეალისტური პოლიტიკური დაჯგუფების არსებობის საშუალებას?



ამგვარი ,,გაერთიანების,, საშუალებას (უცნაურია მაგრამ ასეა) ამ ახალი ,,პარტიის,, მკვეთრად განსაზღვრული პოლიტიკური ხაზი და მოქმედების გეგმის ქონა კი არა, სწორედ ამ ხაზის და გეგმის სრული არქონა, მისი უკიდურესი ბუნდოვანება იძლევა. ამ ბუნდოვან ფსიქოპოლიტიკურ სივრცეში, ერთგვარი ბახუსური ეიფორიის მსგავს მდგომარეობაში მყოფ ყველა სუბიექტს – იქნება ის პოლიტიკური პარტია თუ რიგითი უპარტიო მოქალაქე – საშუალებას აძლევს ამ ბურუსით მოცულ და უფორმო, ძალიან ზოგად ,,ქართულ ოცნებაში,, მათი სანუკვარი, ურთიერთგამომრიცხავი სურვილები და ოცნებები ჩადონ. ამისთვის მხოლოდ საჭიროა ამ ,,კოალიციის,, ამა თუ იმ წევრის (თუ ლიდერის) მიერ, უნებურად ან შეგნებულად გამოვლენილი არაორაზროვანი პოზიციის დროს (გავიხსენოთ მაგალითად ახლახანს ბ.ივანიშვილის მიერ ერთერთი ქსენოფობიური პოზიციებით ცნობილი გაზეთისადმი მიძღვნილი ქება), ,,კოალიციის,, დანარჩენმა სუბიექტებმა, რომლებიც ამგვარ ხედვას არ იზიარებენ ( ან სულაც საწინააღმდეგო პოზიციაზე დგანან, მაგალითად რესპუბლიკელები) ,,ტაქტიანად,, დახუჭონ თვალი და წაუყრუონ.

კი ბატონო, გასაგებია – ერთობა რაღაც ურთიერთდათმობას ყოველთვის მოითხოვს.

მაგრამ რა საერთო მიზნისთვის ხდება ამგვარი ურთიერთდათმობები თუ თვალისდახუჭვები ამ კოალიციის წევრებს შორის? ამ კითხვაზე ოპოზიციონერთა მხრიდან პასუხი ერთია: ,,იმ სამშობლოს და იმ ერის სიყვარულის გამო, რომელიც (მათივე აზრით) დღევანდელი მთავრობის გამო ძალიან ცუდ დღეშია,,.

სამშობლოს სიყვარული? კაი, მათეულ სამშობლოს სიყვარულში ეჭვს ნუ შევიტანთ. შეუთავსებლობა სამშობლოს სიყვარულში კი არა, როგორც ზემოთ ვთქვით, მათგან ,,სამშობლო,,ს სხვადასხვაგვარად გაგებაშია: ალასანიას და რესპუბლიკელების ,,სამშობლო,, გუბაზ სანიკიძის და ძიძიგურის ,,სამშობლოებს,, არაფრით არ გავს; არც რობერტ სტურუასას, რომელიც თურმე ჯერ კიდევ არანაირად ,,მზად არაა არაქართული წარომშობის პრეზიდენტი ჰყავდეს,,...

აღარ გავაგრძელებ სიტყვას სხვათა და სხვათა სხვადასხვაგვარ ,,სამშობლოებზე,, სადაც ერთმანეთში ასევე, ან უფრო საეჭვოდაა აღრეული ფსევდოეზოთერული თუ ფსევდოქრისტიანული ,,შეხედულებები,,.. ამგვარი ,,სამშობლოების,, ერთი ,,სამშობლოს,, ცნებაში გაერთიანება და ,,ქართული ოცნების,, კოალიციის სუბიექტებისგან თუ მხარდამჭერებისგან ამ ერთი ,,სამშობლოს,, სიყვარული გამორიცხულია. მით უფრო რომ ამ კოალიციის დამმაარსებლის შეხედულებებიც დემოკრატიაზე, მედიის თავისუფლებაზე, დამოუკიდებელ სასამართლოზე, ნაცვლად იმისა რომ თანდათანობით გამოიკვეთოს, თანდათან უფრო ბუნდოვანი და გაურკვეველი ხდება. სხვა გზა არა გვაქვს, გვინდა, არ გვინდა, უნდა ვაღიაროთ რომ ასეთი სახელმწიფოს და ასეთი სამშობლოს არსებობა შეუძლებელია და ისევ დავუბრუნდეთ უპასუხოდ დარჩენილ კითხვას:

რა გვაერთიანებს დღეს საქართველოში მაცხოვრებელ ადამიანებს და თუ არაფერი გვაერთიანებს, როგორ უნდა შევქმნათ იმგვარი საზოგადოება, რომელიც საზოგადოების უმრავლესობისთვის მისაღები იქნება? დღესდღეობით ესაა ჩვენი რეალობა: პოლიტიკური თუ გეოგრაფიული, ესთეტიკური თუ მორალურ–ეთიკური კუთხით ,,სხვა საქართველოს,, კი არა, იმ ერთადერთი საქართველოს პოვნას და დანახვას ვცდილობთ, რომელიც, ვეღარ გაგვიგია არის ნამდვილად თუ არ არის. თუ არის, სად არის და როგორია? თუ აღარაა – რატომ? სად გაქრა?

ჩვენი ერთიანობის აგება მართლმადიდებლური რელიგიის (ან რომელიმე სხვა რელიგიის) უპირატესობაზე, ან თუნდაც კონსტიტუციურ მონარქიაზე დღეს საშიში, თუ შეიძლება ასე ითქვას, სოციალური და პოლიტიკური ატავიზმია. ამ იდეის მომხრეებმა შეიძლება მოგვიყვანონ მაგალითები ქრისტიანულ–მართლმადიდებლური საბერძნეთისა, ან მონარქისტული ევროპული ქვეყნებისა, მაგრამ არა მგონია იმის ლოგიკური დასაბუთება შეძლონ რომ ინგლისის ეკონომიური წარმატება იქ შემორჩენილი მონარქიის დამსახურება არის, ან რომ საბერძნეთი, სადაც გვიანობამდე პასპორტშიც კი აღნიშნავდენ მოქალაქის სარწმუნოებას, ამის გამო ყველაზე მდგრადი და უპრობლემო სახელმწიფო იყოს. პარტიები და პიროვნებები, რომლებიც ამ გზას გვირჩევენ, საზოგადოებას იმგვარი ,,განვითარების,, გზას სთავაზობენ, რაც სახელმწიფოსა და მომავალი ერის ფორმაციისთვის ზიანის მეტს არაფერს მოიტანს (თუმცა კიდევ ვიმეორებ: ეს მათი ბოროტი განზრახვიდან კი არა, მათგან დღევანდელი ტენდენციების და საზოგადოების განვითარების არცოდნიდან მოდის)....



საქართველოში, მისი როგორც ერის და, ჟამი–ჟამ, როგორც სახელმწიფოს არსებობის მანძილზე ბევრჯერ შეიცვალა პარადიგმები, შეიცვალა ასევე ერის აღქმა და გაგება. ფარნავაზამდეც არსებობდა საქართველო, მაგრამ ის ,,სხვა საქართველო,, იყო. შემდგომში ,,ქართლად ყოველი ქვეყანაი იწოდებოდა, სადაც ქართულითა ენითა ლოცვა აღესრულებოდა და ჟამნი შეიწირვოდა,,.

დღეს კი საჭიროა საქართველოს თვითეულ მოქალაქეს ,,ქართველი ერის,, იმგვარი კონცეფცია და საქართველოს სახელმწიფოს იმგვარი კონსტიტუცია შევთავაზოთ რომელიც, მიუხედავად თვითეულის ეთნიკური, რელიგიური თუ სოციალური ჯგუფის კუთვნილებისა, მას უსაფრთხოების, დაცულობის და საკუთარ სახლში, საკუთარ სამშობლოში ყოფნის შეგრძნებას მიანიჭებს; ისეთი სამართალი, როდესაც საქართველოში მაცხოვრებელი ნებისმიერი ეთნიკური წარმოშობის, ნებისმიერი პოლიტიკური ორიენტაციის მოქალაქე თავს უპირველსად ქართველად იგრძნობს და ამით იამაყებს. მხოლოდ ასეთი ახალი ეროვნული იდეოლოგიით გაწონასწორებულ ხალხთა ერთიანობას შეიძლება ვუწოდოთ დღეს ერი. მხოლოდ ამგვარი საზოგადოება და ერი შესძლებს დღევანდელ გამოწვევებზე პასუხის გაცემას და არსებობის გაგრძელებას....

ქრისტიანულ–მართლმადიდებლური რელიგიის, ისევე როგორც რაიმე სხვა რელიგიის (მაგალითად ჯვარ–ხატების ინსტიტუტის) საწინააღმდეგო არაფერი არა მაქვს. მაგრამ არ შეიძლება რომელიმე რელიგიამ თანამედროვე სახელმწიფოს საკუთარი მორალი, საკუთარი დოგმები მოახვიოს. დღევანდელ დღეს ეს სახელმწიფოს და ერის მოგუდვას, მეტიც, ერის თვითმკვლელობას ნიშნავს.

ცნობილია რომ ერის, ეთნოსის, თუ ტომის არსებობა ყოველთვის წინ უსწრებდა სახელმწიფოს არსებობას. სახელმწიფო, თვით მონარქისტულიც კი, არ შეიძლება ყოფილიყო და არც არასოდეს ყოფილა მხოლოდ ერთი ეთნოსის, ერთი რომელიმე ტომის ინტერესების დამცველი. ამის მაგალითი დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოა. მონარქისთვის ყველა მისი ქვეშევრდომი, ყივჩაღი, ოსი, სომეხი, არაბი, ქართველი... და ა შ . მისი ქვეშევრდომია და მისი სამართალი, ვითარცა მზის ნათელი ,,მათ სწორად მიეფინების,,. დღეისათვის ერთპიროვნული მონარქის ფუნქციები, საქართველოს მოქალაქეების თანასწორობის და სამართლიანობის დაცვა საქართველოს დღევანდელიმა კონტიტუციამ უნდა იტვირთოს. იგი მეტ–ნაკლებად იმეორებს და ადასტურებს დღევანდელი მსოფლიოს პროგრესული ქვეყნებისგან აღიარებულ ადამიანის უფლებებს და სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს, ახალი, სიცოცხლისუნარიანი ქართველი ერის ,,შექმნის,, შესაძლებლობას იძლევა.... სწორედ რომ ,,შექმნის,, საშუალებსა რადგან თუ ერი ქმნის სახელმწიფოს, ამ ერის შემდგომ ფორმირებაზე გავლენას ეს სახელმწიფო ახდენს... და კიდევ ვიმეორებ, არ შეიძლება დღევანდელ დღეს შუასაუკუნეებრივი სამართალით, გინდაც რელიგიის თუ ერის რომანტიულ–უტოპიური განსაზღვრებით ვისარგებლოთ. ერმა რომ დღევანდელ გამოწვევებს უპასუხოს და დღევანდელ სოციო–კულტურულ კატაკლიზმებს გაუძლოს, ის დღევანდელი იდეოლოგიით უნდა იყოს აღჭურვილი... შუასაუკუნეების ციხესიმაგრეები, ჰაგიოგრაფიული ტექსტები თუ შუშანიკის მორალი დღევანდელი გამოწვევების წინააღმდეგ უძლურია...

წინა წერილში მიხოს მაგალითზე დავინახეთ გამწარებისგან ჭკუადაკარგული ადამიანი (და საზოგადოებაც) როგორ ეძებს და სპონტანურად პოულობს მისი ცუდად ყოფნის მიზეზს ჩაქუჩის, საკუთარი ცოლისა თუ ცუდი პრეზიდენტის ან ცოდვილი მეფის, ოიდიპოსის სახით. ახლა უფრო რთულ ,,ფსიქოპოლიტიკურ,, სიტუაციაზე გადავიდეთ და საილუსტრაციოდ მიხოს კიდევ ერთი ანეგდოტი მოვიშველიოთ:

მიხოს ეკითხებიან: მიხო, კოლმეურნეობის თავჯდომარედ რო აგირჩიოთ რას გააკეთებ? მიხო: დედაი მაუტყნავ შაქრუასა !

ერთი შეხედვით ეს ,,მიხო,, იმ ,,მიხოსგან (ჩაქუჩი რომ ჩაირტყა ხელში და ამის გამო გამწარებული ცოლზე იყრის ჯავრს),, არაფრით განსხვავდება. ესაც გამწარებული ჩანს და ესაც შურისძიებას ცდილობს. განსხვავება ისაა რომ ეს უკანასკნელი ჩაქუჩის ტყორცნით და გინებით სპონტანურად კი აღარ იოხებს გულს (თუმცა გინებას ესაც არ აკლებს) არამედ ხელსაყრელ მომენტს, კოლმეურნეობის თავჯდომარედ არჩევას ელის რომ შაქრუას ,,დედა მაუტყნას,,. არც აქ არა აქვს არავითარი მნიშვნელობა იმას თუ ამ განტევების ვაცს, ,,შაქრუას,, მართლა მიუძღვის რაიმე ბრალი მიხოს (საზოგადოების) ცუდად ყოფნაში თუ არა. მთავარი აქ ისაა რომ საზოგადოება (მიხო) ნამდვილად იტანჯება. საზოგადოების (მიხოს) ტკივილი და მორალური თუ ფიზიკური ცუდადყოფნა, გინდა ჩაქუჩის ჩარტყმის, გინდა ცუდი მეზობლის თუ ცუდი პრეზიდენტის შემთხვევაში რეალურია. მაგრამ ამ მეორე შემთხვევაში, მიხო მოთმინებით ელის ხელსაყრელ მომენტს, როდესაც მის მიერ მიყენებული სამაგიერო დარტყმა მაქსიმალურად ეფექტური იქნება და მის დამამცირებელ მეზობელ შაქრუას მიწასთან გაასწორებს.

კაით ბატონო – მიხოს შემთხვევაში საქმე მარტივადაა – აირჩევენ კოლმეურნეობის თავჯდომარედ, უტირებს დედას თავის მეზობელ შაქრუას, ერთი ხანობა კმაყოფილი ივლის, ვიდრე რაღაც ისევ არ შეაწუხებს და ამჯერად ეს.... ვანუას ბრალი იქნება! და ასე შემდეგ... მოკლედ შევეშვათ მიხოს, ის ვანუასაც (თუ იმის ცოლსა და დედასაც) ალბათ რამეს მოუხერხებს. ჩვენ ჩვენს საზოგადებას და დღევანდელ სიტუაციას დავუბრუნდეთ: მიუხედავად ბ.ივანიშვილის განაცხადისა, რომ ის და მისი ჯგუფი ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვა, მასთან გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების და მისი მხარდამჭერების განწყობა გვაფიქრებინებს რომ საქმე გვაქვს რევოლუციის წინარე სტადიასთან, როდესაც მათი მხრიდან ამ არჩევნების წაგების შემთხვევაში, ყოველთვის იპოვნიან მიზეზს რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულონ და... კიდევ ერთი ბუნტიც მზადაა. უბრალოდ, წინარე გამოსვლებისგან განსხვავებით ( როდესაც გამწარებული ხალხი თითქმის სპონტანურად გამოდიოდა ქუჩაში და ხელისუფლებას, როგორც მიხო ჩაქუჩს თუ საკუთარ ცოლს დედას აგინებდა) ამ შემთხვევაში, თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსის, პეტერ სლოდერდიიკის (,,მრისხანება და დრო,,) გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ხდება ხალხის ,, სიძულვილის კაპიტალიზირება,, უამრავი გამწარებული მოქალაქის სიძულვილის და მრისხანების ერთ ცენტრალურ, ერთ ,,სიძულვილის ბანკში,, (ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებაში) თავმოყრა და შემდეგ ლიდერის, ანუ ,,სიძულვილის ბანკირის,, მიერ, მისი საჭირო დროს მიმართვა საჭირო მიმართულებით....



ხალხი ქუჩაში ყოველთვის რეალურ პრობლემებს გამოჰყავს, ყოფით პრობლემებს. ასე მოხდა ზვიად გამსახურდიას დროს, ასე მოხდა შევარდნაძის დროს და სრულიად ახლახანს, რამდენიმეჯერ , სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც....

სხვა საქმეა ის რომ ქუჩაში გამოსული ხალხის უკმაყოფილების, თუ მისი რეალური თუ ირეალური სურვილისა და ოცნების მანიპულირება, მისი ,,გამოყენება,, ნამდვილადაა შესაძლებელი ცალკეული ძლიერი სახელმწიფოების მიერ, ამა თუ იმ რეგიონში მათთვის სასურველი ხელისუფლების მოსაყვანად. მაგრამ, კიდევ გავიმეორებ, ქუჩაში გამოსული ხალხი არა რომელიმე გარე სახელმწიფოს ინტერესების გასატარებლად, არამედ საკუთარი ცუდად ყოფნის მიზეზის საპოვნელად, უფრო სწორედ უკვე ,,ნაპოვნი,, თუ ,,მონიშნული,, მიზეზის მოსაშორებლად და საკუთარი, ქართული თუ რუსული, ალჟირული თუ ეგვიპტური ოცნების ასასრულებადაა გამოსული. ერთი სიტყვით – განტევების ვაცის განსატევებლად, მის შესაწირად და ბედნიერების მოსაპოვებლად... მაგრამ... მაგრამ... როგორც ამას იგივე ფილოსოფოსი ამბობს: ,,ყოველი რევოლუციის შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე რომ ცხოვრების თეატრში პირველი ადგილები მაინც ლიმიტირებულია...,,


,,მეოცნებეთა,, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მასში გაერთიანებული პარტიების და პიროვნებების პოლიტიკური და მსხოფლმხეველობრივი განსხვავებიდან გამომდინარე, ეს გაერთიანება სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნება. ჯგუფებს და პარტიებს შორის წინააღმდეგობები თავს იჩენს და, როგორც ეს ,,ნაციონალური მოძრაობის,, შემთხვევაში მოხდა, ხელისუფლებაში ივანიშვილის გარშემო დარჩენილი ,,ერთგულები,, იბატონებენ. ხოლო ეს ერთგულების ჯგუფი ვინები იქნებიან და საით წაიყვანენ ქვეყანას, როგორ წარმართავენ ჩვენს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას, ჩემთვის პირადად ძალიან ბუნდოვანია...

June 3, 2012


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptyMon Mar 25, 2019 11:24 am

ომარ თურმანაული

ვილფრედ მარტანი( Wilfried Martens): საქართველო არაა არც გასაყიდი, არც დასაპყრობი ! La Géorgie n'est ni à vendre ni à occuper

Wilfried Martens–ი:

,,დაე ნუ ეწყინებათ კოალიცია ,,ქართული ოცნების,, ევროპელ მხარდამჭერებს – დიახ, საქართველოში დემოკრატია მართლაც საფრთხეშია. მაგრამ ეს საფრთხე მოდის ჰეტეროკლიტური კოალიცის სათავეში მყოფი ერთი ოლიგარქისგან რომელიც , იკრებს რა ყველას, ვინც კი პრეზიდენტი სააკაშვილის ოპოზიციაში ითვლება, – ექსტრემისტი ნაციონალისტების, ქსენოფობების თუ ჰომოფობების ჩათვლით, – რომელთა ერთადერთი მიზანი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლაა. ,,ქართული ოცნების,, ლიდერის ბრიუსელელ მეგობრებს მე მხოლოდ ის შემიძლია ვურჩიო რომ კარგად გაისიგრძეგანონ მისი (ამ ლიდერის) ნამდვილი ზრახვები რათა მისი ოცნება ამათ კოშმარად არ გადაიქცეს. იმედს ვქონიობ რომ ისინი მას თამაშის დემოკრატიული წესებს მიაღებინებენ და დაარწმუნებენ არჩევნების შედეგები აღიაროს. ადგილზე მყოფ ევროპელ დამკვირვებლებს ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრებათ და ევროპის სახალხო პარტიაც ნდობის კრედიტს მხოლოდ ევროპარლამენტის, ევროკავშირის და ევროსაბჭოს ოფიციალურ მისიებს მიანიჭებს,,Wilfried Martens–ი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი. ბელგიიის ყოფილი პრემიერ მინისტრი

სრული წერილი იხილეთ ამ ბმულზე: http://www.lemonde.fr/idees/article/2012/09/28/la-georgie-n-est-ni-a-vendre-ni-a-occuper_1766365_3232.html

La Géorgie n'est ni à vendre ni à occuper

,,Alors, n'en déplaise aux soutiens européens de la coalition "Georgian Dream", oui, la démocratie est en danger en Géorgie. Mais ce danger vient d'un oligarque qui, à la tête d'une coalition hétéroclite, rassemblant tout ce qui compte d'opposants au président Mikheïl Saakashvili, parmi lesquels des nationalistes extrémistes, des xénophobes et des homophobes, n'a pour seule ambition que de s'offrir la Géorgie. Je ne saurais que conseiller aux amis bruxellois du leader du "Georgian Dream" de prendre la mesure de ses intentions réelles afin d'éviter que son rêve ne devienne leur cauchemar. J'ose espérer qu'ils sauront lui faire accepter les règles du jeu démocratique ainsi que le résultat des élections. Les observateurs européens présents sur place auront de ce point de vue un rôle capital à jouer et le Parti populaire européen ne donnera du crédit qu'aux opinions des missions officielles du Parlement européen, de l'OSCE et du Conseil de l'Europe.,,

Wilfried Martens, président du Parti populaire européen et ancien premier ministre de Belgique
June 3, 2012


September 29, 2012


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptyMon Mar 25, 2019 11:26 am

ომარ თურმანაული

„თფუ შენი!..“ ანუ, ერთი შორისდებულის ფილოსოფია

„თფუ შენი!..“
ამ ბოლო დროს სულ აქლემივით ვიფურთხები....
ცოტახანი უნდა შევჩერდე და ამ მცირე შუალედში (ორ გადაფურხებას შორის) ამ შორისდებულის ფილოსოფიურ–პოლიტიკური გააზრება ვცადო.
„თფუ შენი!..“
ეს სიძულვილის გამომხატველი შორისდებული არაა.
რადგან... სიძულვილი ამაღლებული გრძნობაა.
ისეთივე ამაღლებული, როგორც სიყვარული.
ამაღლებული -- არა რელიგიური, არა ქრისტიანული, არამედ ფილოსოფიური და ფსიქიკური თვალსაზრისით. სიძულვილი სულიერების ნიშანია. სიძულვილი საძულველი ობიექტის ერთგვარ პატივისცემას არ გამორიცხვავს. თუმცა რას ვამბობ, არა თუ არ გამორიცხავს, სიძულვილი შეუძლებელია საძულველის ერთგვარი პატივისცემის გარეშე.
„თფუ შენი!..“ კი მხოლოდ ზიზღის გამომხატველი შორისდებულია.
ზიზღი ფიზიკურია უფრო, ვიდრე სულიერი.
აი, ქუჩაში ან ორღობეში მიმავალს რომ ფიქრი სხვაგან გაგვექცევა და ძაღლის ან საქონლის ნაგავში ფეხს ვტუცავთ, მაშინ აღმოგვხვდება ხოლმე ეს შეძახილი:
„თფუ შენი!..“
მერე ვცდილობთ რაც შეიძლება მალე განვიწმინდოთ მისგან.
ფუნა რომ გვძულდეს, მაშინ ხომ ჩვენ თვითონ მოვძებნიდით მას და ჩვენივე ნებით, ერთგვარი სადისტური სიამოვნებით ვტუცავდით შიგ ფეხს, შევდგებოდით ზედ და .... გავსრესავდით! მაგრამ.... ფუნაზე შურისმაძიებელი გინახავთ ვინმე?
სიძულვილი აღგვამაღლებს...!
ნუ გაგიკვირდებათ, ასეა. სიძულვილი მარტო ჩვენ კი არა, საძულველსაც აღამაღლებს. ან უფრო ზუსტად, ის საძულველი უკვე ამაღლებულია, მაღალია, ჩვენი თანასწორია (ისევ და ისევ მორალური ფილოსოფიის თვალსაზრისით) და ამიტომ იმსახურებს სიძულვილს.
სიძულვილს და ზიზღს მხოლოდ ერთი რამე აქვთ საერთო: ორივე ნეგატიური გრძნობაა.
სიყვარული და სიბრალული კი – ორივე, ასე ვთქვათ, ,,დადებითი,,.
მაგრამ მორალური ფილოსოფიის თვალსაზრისით სიბრალული და ზიზღი უფროა ერთი კატეგორიის ორი ფენომენი: ორივე ფიზიკურ–სენტიმენტალურია. სიყვარული და სიძულვილი კი სხვა, უფრო მაღალი, სულიერი კატეგორიაა. ამის გამოა რომ სიყვარული შეიძლება სიძულვილში გარდაისახოს. ან სიძულვილი გარდაისახოს სიყვარულში (ალუდას და მუცალის ამბავი). საბრალობელისა კი შეყვარებაც ისევე შეუძლებელია როგორც შეძულება.... სიბრალული შეიძლება მხოლოდ ზიზღში გადავიდეს, ან ზიზღი – სიბრალულში.
მე ყველაზე მეტად რატომღაც წურბელა მეზიზღება... და თუ დავფიქრდები, შეიძლება ჩემში მისადმი სიბრალულიც ვიპოვო.
სიბრალულით კი ყველაზე მეტად (ასევე რატომღაც) მეცოდება უვიცი ადამიანი, მით უფრო როცა მას გონიერებაზე გააჩნია პრეტენზია. თუ კარგად დავფიქრდები, შეიძლება ჩემში მისადმი ზიზღიც აღმოვაჩინო.
ანუ „თფუ შენი!..“


July 27, 2013


Arrow


Last edited by Admin on Mon Mar 25, 2019 12:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptyMon Mar 25, 2019 11:30 am

ომარ თურმანაული

ტროპიზმი თუ მეტამორფოზა?

I
ერთი ცნობილი მწერლის ახლახანს გამოქვეყნებულ წერილზე მინდა ვისაუბრო. გამოხმაურებები მის არც მხატვრულ, არც პუბლიცისტურ ნაწარმოებებს არასდროს მოჰკლებია. ახლაც ბევრი იყო. ოღონდ, ბეჭდური პრესისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში. და აქ კი, როგორც უმეტესწილად გვახასიათებს, ორ რადიკალურად დაპირისპირებულ, უმეტესწილად ყოველგვარ არგუმენტებსა და ანალიზს მოკლებულ ,,შეფასებებთან,, გვაქვს საქმე: ერთნი ვლანძღავთ, მეორენი ვაღმერთებთ. ორივენი, უმეტესწილად, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. ეს განსაკუთრებით ჩვეულებრივი მოვლენაა სოციალურ ქსელებში, ყველაზე ,,დემოკრატიულ,, სივრცეში, სადაც, როგორც ერთი ცნობილი მწერალი ამბობს, ნებისმიერი განათლების მქონე ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა თავისი საქმის პროფესიონალსა და პროფესორს თანასწორივით ეკამათოს. კარგია ეს თუ ცუდი, ვერ განვსჯი, მაგრამ ერთი ცხადია: სწორედ სოციალური ქსელები, ბეჭდური პრესისგან განსხვავებით, ელექტროკარგდიოგრამასავით ზუსტად გამოხატავს, არა მხოლოდ თავის ტვინის, არა მხოლოდ ხალხის რჩეულთა აზრებს, არამედ ზოგადად სოციუმის ორგანიზმისას. აქ ფიქსირდება და გამოიხატება სოციუმის ყველა ფენის, ყველა დონის მდგომარეობა. რაფინირებული ანალიზებიდან დაწყებული და მკვეთრი, დაუსაბუთებელი, უხეში გამოთქმებით დამთავრებული...
ლანძღვას, ისევე როგორც გაღმერთებას დასაბუთება არ სჭირდება. იოლია...
იმ გამოხმაურებებშიც, რაც ვნახე, ქალბატონი მწერლის წერილზე კი არა, ქალბატონი მწერლის პიროვნებაზეა საუბარი. იმაზე, ეს პიროვნება რატომ უყვართ, ან რატომ არ უყვართ. მაქებრები ყველაზე უფრო ხშირად მწერლის დიდ მწერლობას და მის ,,დედის ოთახს,, ახსენებენ, მაგინებლები – მისი ,,პუტჩისტური წარსულითა,, და მისი დედის გინებით შემოიფარგლებიან...
ჩვენი ეს რადიკალიზმი კი, როგორც ბევრს ეს გონია, ჩვენი სამხრეთული ტემპერამენტისა და ჩვენი ქართველობის ბრალი არაა. დღევანდელი ქართველობის უმრავლესობის უპირველესი ნიშანი (იმედია ესაც დროებით) სიზარმაცეა. შემდეგ კი, სიზარმაციდან და უსაქმურობიდან ყველა სხვა უბედურება მოდის. მათ შორის ესაც – რადიკალიზმი . დიახ, სიზარმაციდან მოდის იმიტომ რომ აზროვნება, იგივე ადამიანად ყოფნაა. ადამიანად ყოფნა კი (როგორც ამ მწერლის მიერ ხშირად ციტირებული მერაბ მამარდაშვილი იტყოდა) დაძაბულობის ველში მუდმივ ჩართულობას, მუდმივ შრომას ნიშნავს... არგუმენტირებული დასაბუთება რაიმესი, შრომას და გარჯას მოითხოვს. უშრომველად, ანუ აზროვნების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ:
,,ცუდია!,,
,,კარგია!,,
,, ბოზია!,,
,, ანგელოზია!,, და ა შ... ესაა სიზარმაცის ნაყოფი რადიკალიზმი.
მშრომელი, გამრჯელი და მოაზროვნე რომ ჩვენში ცოტაა, ამიტომ ვართ უმრავლესობა რადიკალები და არა – როგორც ჰგონიათ ვიღაც–ვიღაცებს – ,,ტემპერამენტის,, გამო.
ზოგადად, ნებისმიერი ეროვნების ხალხის მასა რომ სიყვარულშიც და სიძულვილშიც რადიკალურია, ესაც მათი აზროვნების ,,სიზარმაციდან,, მომდინარეობს.
ვაღიარებ: არც მე მიყვარს შრომა. აზროვნებაც ძალიან მღლის. აქედან გამომდინარე, მეც ბუნებით რადიკალიზმისკენ ვარ მიდრეკილი: უმეტესწილად, რაც მომწონს მასზე ერთი შეძახილით გამოვხატავ ხოლმე აღფრთოვანებას, რაც არ მომწონს ასევე ერთი შეძახილით შევუკურთხებ ხოლმე და გავივლი.
კარგად მეყოლეთ...
მწერალი, რომლის წერილის შესახებაც მინდა ვილაპარაკო, მშრომელია, არც ტემპერამენტი აკლია და არც აზროვნება უჭირს...
სხვა საკითხია რას და როგორ გვთავაზობს როგორც მისი ტემპერამენტისა და აზროვნების ერთობლივ ნაყოფს... აი, ამაზე მინდა რადიკალიზმის გარეშე ( თავს ძალა უნდა დავატანო) ვისაუბრო.


II
რა ძალა მადგას? რატომ ვირჯები?
ალბათ იმიტომ რომ ზემოხსენებული მწერლის ზემოხსენებული წერილის ,,დარტყმის ძალა,, ჩემს ინერტულ, უძრავ ფსიქოსომატურ მასაზე ძლიერი აღმოჩნდა და ის (ანუ მე) ,,მოძრაობაში მოიყვანა,,. სხვაგვარად იტყვიან, ,,მოთმინებიდან გამომიყვანა,,ო. ანუ, ასე ვთქვათ, ამამოძრავა ჩემს უნებურად. ვერ დავრჩი ,,უძრავად,, ყველაფერი იმის მიმართ რაზეც და როგორი ტონითაც მწერლის წერილშია საუბარი. შემდგომ კი, გამომდინარე იქიდან რომ ჩემი პირადი დამოკიდებულება ამ მწერლის პიროვნებასთან არც უბრალო, მკვახე შეძახილით დავკმაყოფილების უფლებას მაძლევს, იძულებული ვარ პასუხიც არა მხოლოდ უკმაყოფილების გამომხატველი ერთი შეძახილით, ან ერთი მკვეთრი მოძრაობით , არამედ დასაბუთებულად გავცე თუ რა და რატომ არ მომწონს.


III
ეხლა: რა შუაშია ტროპიზმი ან მეტამორფოზა?
მეტამორფოზის განმარტება არავის არ სჭირდება და ის რა შუაშია, ამაზე მოგვიანებით, ამ წერილის ბოლოს ვისაუბრებ. ტროპიზმი კი, თუ ვინმემ არ იცის, ბოტანიკაში დამკვიდრებული ტერმინია და მცენარის რომელიმე ორგანოს (ყვავილის, ფოთლის, ფესვის...) რეაგირებას აღნიშნავს გარეგან გამაღიზიანებლებზე (ტემპერატურა, სინესტე, სინათლე...). მეოცე საუკუნის შუახანებში იგივე ტერმინი ცნობილმა ფრანგმა მწერალმა, ახალი რომანის ერთერთმა ფუძემდებელმა (სხვათაშორის ,,ახალ რომანს,, მგონი მხოლოდ ფუძემდებლები ჰყავდა გამგრძელებლების გარეშე), ნატალი საროტმა ადამიანის ფსიქოლოგიის მიმართაც გამოიყენა.
მოკლედ, ნატალი საროტის ,,ტროპიზმების,, შემდეგ შეგვიძლია გავბედოთ და ვთქვათ რომ ტროპიზმი ესაა არა მხოლოდ მცენარის, არამედ ზოგადად ცოცხალი ორგანიზმის (მათ შორის ადამიანის) ინსტიქტური, ფიზიოლოგიური, თუ გინდათ, ,,ქვეცნობიერი,, რეაგირება გარეგან გამაღიზიანებელ ფაქტორზე თუ ფაქტორებზე. შინაგანი, თვალით შეუმჩნეველი რეაქცია, შეუმჩნეველი რეაქციების მთელი სერია, რომელიც შემდგომში გარეგნულად ხილვადი ხდება. მექანიკური, ან (ადამიანის შემთხვევაში) ვერბალური ფორმითაც გამოიხატება. მცენარე რომ სინათლის ფაქტორზე რეაგირებს, ეს მისი ფოთლების თუ ყვავილების სინათლის წყაროსკენ მიქცევით ალბათ ბევრს შეუმჩნევია (თუნდაც ფანჯარაზე შემოდგმული ოთახის მცენარეების მაგალითზე). იმაზე კი, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი (მწერალიც, დამეთანხმებით რომ ადამიანია), მინდა ზემოხსენებული მწერლის ზემოხსენებული წერილის მაგალითზე ვისაუბრო და ჩემი დაკვირვებები შემოგთავაზოთ. ეს იქნება ჩემი ვარაუდები. ჰიპოთეზები. რამდენად დამაჯერებელი იქნება, თქვენ განსაჯეთ...
ქალბატონ ნაირა გელაშვილის ბოლოდროინდელ პუბლიცისტურ აქტივობებზე მოგახსენებთ: .....
,,პრადალჟენიე (პა) სლედუეტ,,

SATURDAY, NOVEMBER 5, 2016


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptyMon Mar 25, 2019 11:33 am

ომარ თურმანაული

ნ. მ–ს

მრავალსიყვარულგამოვლილი, დაცლილ დოქივით მოკრძალებით
დავიხარე მე შენს სულზე, შენს თვალებზე... დიახ ისე, აი ისე,
დოქი, თითქმის დაცლილი რომ დაიხრება ჭიქისკენ და...
ღვინო კვლავ მოდის... და ღურღურებს, და ლაპარაკობს დამთავრებამდე...
ბოლო წვეთის ხმას ვინ შეიტკბობს, ვინ გაიგებს, ვინ გაიგონებს...


November 29, 2013


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptyMon Mar 25, 2019 11:36 am

ომარ თურმანაული  - Page 3 0mar-2

ომარ თურმანაული – "ჯარისკაცის ჩანაწერები", თბ. გამომცემლობა "ლომისი", 1993 წელი.
(ავტორი აფხაზეთის ომში იყო და ეს ომის დღიურები საფრანგეთში წასვლამდე გამოსცა).


Arrow


Last edited by Admin on Mon Mar 25, 2019 11:57 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptyMon Mar 25, 2019 11:43 am

ომარ თურმანაული

მართლაც...

მართლაც რა ზნე გჭირს ასეთი,
სოფელო, გონით საპყარო:
ვინც შენ გპატრონობს, შენ გივლის,
შენთვის ოფლს ღვრის და ჭაპანობს,
შენს მტერს იმათი სისხლ–ხორცი
როდემდე უნდა აჭამო!..

SUNDAY, DECEMBER 31, 2017


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptyMon Mar 25, 2019 11:46 am

ომარ თურმანაული

სიზმარი

სადღაც, ქალაქის კიდეში,
გადასასვლელთან ვიდექი,
არც იქით არ მივდიოდი,
არც მოვდიოდი იქეთით.
არ ვი, ომარი ვიყავი,
არ ვი, - თორღვა თუ ბიკენტი:
ვიდექი გადასასვლელთან,
ხელები მეწყო ჯიბეში,
წლები კი ( სიავ–სიკეთით
დაცლილი) – ხსოვნის მჭიდეში...
აქ პატარებში არ ვჩანდი,
იქით არ ვჩანდი დიდებში...

სადღაც, ამქვეყნის კიდეში,
გადასასვლელთან ვიდექი...


THURSDAY, OCTOBER 13, 2016


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptyMon Mar 25, 2019 12:13 pm

ომარ თურმანაული

***
მე არაერთხელ უკვე ჩავაკვდი
ხელში საგნების, მოვლენების ფერად სამყაროს;
როგორც ერთი ხე უღრან ტყეში,
წავიქეცი და ტყეს არ დავაკლდი,
და მით უმეტეს, არც შორეულ გზაგასაყარებს...

წაქცევისას მეზობელი ხე რომ ფოთლებს
ჩამოსწყვეტს, ისე ჩამოვწყვიტე
ჩემს ახლობლებს ცრემლი ცქრიალა...
შეკრთნენ ცოტა, ცოტა შეშფოთდნენ
და გააგრძელეს ისევ შრიალი.

და მივხვდი, რომ ხე უღრან ტყეში უფრო მარტოა,
ვიდრე მარტოხე სადმე მაღლობზე ან დაბლობზე...
უფრო მარტო ვართ ერთმანეთთან, ვიდრე მარტვილი,
განრიდებული ჩვენს ცხოვრებას, მეუდაბნოე.

What a Face
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptyMon Mar 25, 2019 12:15 pm

ომარ თურმანაული

***
ჩვენ ჩვენი წილი ვიდარდეთ,
დანარჩენი კი, იდალგო,
როცა ჩვენ გაგვასვენებენ,
გამსვენებლებმა იდარდონ.

Arrow


Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptyTue Mar 26, 2019 12:04 pm

ომარ თურმანაული

სიკვდილის შემდეგ

ლ. ს.

სად წავიდეთ, ჩვენ როცა მოვკვდებით?..
ვიღაც სხვა ვაჟი დაიკავებს ჩემს წილ სივრცეს ამ კედლებს შორის;
სხვა ქალიშვილი
შენს გაციებულ ნაფეხურებს წაშლის, ალბათ, თბილი ტერფებით;
მათი მხურვალე ბაგეები
ჩვენი ვნების ნაშთებს სულ მთლად გააძევებენ ამ ოთახიდან...
ჩვენ სად წავიდეთ, როცა მოვკვდებით?..
სად წავიღოთ ეს სიყვარული, სხეულები რომ აღარ გვექნება;
როგორ ვიმღეროთ, სიმღერა რომ მოგვენატრება,
ან ვარდი როგორ მოვფინოთ მაშინ ცრემლის ღვრით?
რა ეშველება ჩვენს სიყვარულს, როცა მოვკვდებით...

16 ივლისი, 1988 წელი

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptyTue Mar 26, 2019 1:51 pm

ომარ თურმანაული

***

„დღესა და ღამეს რა აქვთ საერთო,
ან შავ ობობას და ამ ლურჯ იას?“
საკუთარი პოემიდან „ავტობუსში და უფრო შიგნით“


ია და ობობა,
ფურისულა და მორიელი...
ვინც მათ შორის დაინახავს ერთობას,
იგი საკუთარ თავსაც ამოიცნობს
და არსებობის საიდუმლოსაც...
ერთი ნაბიჯიღა მაკლია...
ნაბიჯი, რომელიც
სიკვდილს სიცოცხლისგან აშორებს...

2019 წლის 8 თებერვალი

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptyTue Mar 26, 2019 2:36 pm

ომარ თურმანაული

ძველი სურათი

ლამაზი ქალი, თავისთვის,
ყანას მკის ნამგლით, უცელოდ,
რა მაცდუნებლად მარტოა,
უმშობლოდ, უქმროდ, უშვილოდ.
აღარ მასვენებს მაცილი:
„მიდი, მარტოა, უშველე,
შენ თუ არ მიხვალ,
სხვა მივა...
ხელიდან ნუ გაუშვებო...“
მე კვლავ შორიდან ვუყურებ
უღიმილოდ და უცრემლოდ:
„ოი, რა ლამაზები ხართ,
ქალო და ყანავ, უჩემოდ!“

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptyFri Mar 29, 2019 12:24 pm

ომარ თურმანაული

გამოუთქმელი

ღამის სიფხიზლეს მიჩვეულო პოეტის ფიქრო,
რასა იქმ მაშინ, უეცრად რომ შუქი ჩაქრება
და დაბნელდება თეთრი ქაღალდის სცენა
მკითხველის დარბაზებისთვის?
მაშინ შენ უკვე აღარ ეძებ ლამაზ სიტყვებს,
ლამაზ რითმებს, ლამაზ გამოთქმებს -
სიტყვებსა და სიტყვებს შორის,
სახეებსა და სახეებს შორის დახეტიალობ,
რადგან შენი ნაფიქრალი
სიტყვებს შორის და სიტყვებს გარეთ უფრო მეტია,
ვიდრე თვით მათში,
როგორც სივრცე - საგნების და საგნების შუა
და საგნობრივი სამყაროს გარეთ...
შენი საფიქრალ-საწუხარი უფორმოა,
უსახოა,
უსაწყისო და უსასრულო:
ვერ შემოათრევ მას ქაღლდის მცირე სცენაზე,
სიტყვებით ვერ მოხაზავ მას
და მკითხველს ვერ გაართობ იმით...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptySun Mar 31, 2019 2:18 pm

ომარ თურმანაული

ტირილი მთვარის მიმართულებით

ელა გოჩიაშვილს, იმ ლექსის გამო, მეგობარ პოეტს რომ უძღვნის

შენი ლექსის ორი სიტყვა უნდა გთხოვო, რადგან ძალიან გაჭირდა და... ომია და... მე ვერც ომი ვერ შევძელი... შიმშილობაა... აღარც მტკივა, აღარც მრცხვენია, აღარც ლექსი შემიძლია, აღარც სიცოცხლე, არც ჩემს ავადმყოფ დედაზე ფიქრი, რადგან მე უკვე აღარა ვარ, ხოლო თუ კიდევ რამე დარჩა ჩემგან, იგიც ხომ არად ითვლება, რადგან ტკივილიც და სირცხვილიც ჩემი უკვე ჩემზე დიდია, ისე დიდი, რომ მათ ჩემად ვეღარ აღვიქვამ _ დათვისხელა, ანდა ხალხით გაბერილი ვაგონისხელა, ან დამშეული, შემცივნული, ჩაბნელებული ქალაქისხელა ტკივილს და სირცხვილს აბა, როგორ გავითავისებ, მით უმეტეს, რომ იგი იქნებ უფრო დიდია, მე რომ მგონია, იმაზე დიდი და ყველგან მყოფი უფლის მზერასაც კი აბნელებს, მე კი ღმერთთან შედარებით (მეპატიოს ეს მკრეხელური შედარება) აბა რა ვარ და _ კვლავ ვიმეორებ _ ჩემს სირცხვილ-ტკივილს უკვე ჩემად ვეღარ აღვიქვამ და იმ მათხოვარს ვგავარ ახლა, სალუდეში იმ ერთი ცივი ხინკლის მათხოვარს (ცოტა მერე ათიოდე გრამ არაყსაც რომ დაუსხამენ), ვინც ვერაფრით ვეღარ აღიქვამს მთელ ამქვეყნიურ სიმაძღრესა და ფუფუნებას, რაც ჩვენ, მის მოძმეთ, ცოცხლებსა თუ გარდაცვლილებს, სამზეოზე გვიგროვებია და ამ მათხოვარს ვგავარ კი არა, მათხოვარი ვარ და შენი ლექსის, შენი ლექსის ორ სიტყვასა გთხოვ, ამ ორ სიტყვას: "მთვარისკენ ვტირი"-ს, არაყივით მწარესა და ამ მკვდარ გულის სააქაოდ მომაბრუნებელს;
და მაჩუქე ეს ორი სიტყვა, რომ მეც ვიტირო ჩემი მთვარისკენ, რომ შენი მთვარისკენაც ვიტირო (მთვარე ხომ მაინც თითქმის ერთი გვაქვს) და ეგება გავიზარდო და დავეუფლო მეც საკუთარ ტკივილს, ან იქნებ თავად ეს ტკივილი ამ ცრემლს გამოჰყვეს, გამოჰყვეს და დაპატარავდეს, მე გამიტოლდეს... და თუ არც ასე არ მოხდება, მაშინ ამ სიტყვებს მთვარე-ცრემლიან ბილიკად ვაქცევ და მეც გადმოვალ იმ სტრიქონში, შენ რომ ჩამდგარხარ თვალებში ცრემლებჩამდგარი და, მთვარეჩამდგარი იმ ცრემლებში და იმ თვალებში, მეც იმ სტრიქონში ჩამოვდგები
და შენს ცრემლებში ვერცხლისფერად ჩაბზარულ მთვარის რამდენიმე ლამაზ ნამსხვრევს გადმოვიგორებ თითებზე და ხელისგულებზე, ჩემს დამშრალ თვალის უპეებში ჩავიყრი იმათ და მოვატყუებ მაინც ვინმეს, თითქოს ტირილი მეც შემიძლია, ვითომ გრძნობებიც ჯერ კიდევა მაქვს და შეიძლება ცოტახანი ისაც ეგონოთ, რომ მეც შენსავით პოეტი ვარ და მეც შენსავით მთვარისკენ ვტირი.

ომარ თურმანაული  - Page 3 2018_a10

ელა გოჩიაშვილი

სტრასბურგის მთვარე

ომარ თურმანაულს

დედა ქალი
თავის დროზე გაიშრობს ძუძუს;
დედა სამშობლო –
მარადიული მეძუძურია.
ამან კი – ჩვენმა,
ბოლო წვეთებიც გაიბრუნა,
გაიკრა მკერდი სისხლიანი,
ჩამოგვფერთხა მერე კალთიდან,
წამოკრიფა, ვინც ხელში მოხვდა,
და შიშისაგან დაგორგლილი
ჩემი და_ძმები
კნუტებივით ესროლა წყვდიადს.
ვის აგდებ, ვისა!! –
უნიათოდ გამოგესარჩლეთ,
თან
მრავალძარღვა მოვსრისეთ ხელში.
... ჩვენ ერთი მთვარე
აღარა გვაქვს, თურმანაულო.
მაშ, რად არ მოგაქვს
ნარის ყვავილი,
რად არ მიტოვებ კარში ნიშნად,
რომ მოგენატრე
და მოხვედი
და აკაკუნე
და მოგქონდა ნარის ყვავილი
და შინ არ ვიყავ...
ჩვენ ერთი მთვარე აღარა გვაქვს.
მაშ, რად არ ვდგავართ
იმის ქვეშ ერთად,
რად არ ძალუძს, წამოგვეპაროს,
მტკვარში ჩამბალი შუქის თათით
გვიბიძგოს ნაზად,
და ვორონცოვის ხიდზე მიმავლებს
წყვილი ჩრდილი წაგვაყრევინოს...
ჩემი ჩრდილის მეგობარი ჩრდილი
რა იქნა?
... სტრასბურგის მთვარევ,
რა მაგისი მთვარე შენა ხარ! –
შენს ქვეშე მავალს
ერთი ლექსიც ვერ დააცდენინე.
სტრასბურგის მთვარევ,
შენ მაგ კაცის მთვარე არა ხარ!
ფშავის სოფლიდან თბილისისაკენ,
თბილისიდან ფშავის სოფლისკენ,
ნარის ეკალზე იკაწრავს კანჭებს
მაგისი მთვარე. –
რა ხანია, რაც აღარ უნახავს.


July 19, 2011

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptySun May 05, 2019 9:35 am

,,ჩემმა ცოლმაც კი არ იცის, ვინ იქნება ლაურეატი’’
ნობელის კარის დარაჯი

ეს ის კაცია, ვისგანაც მსოფლიოს ნებისმიერი მწერალი კარგი თვალით შემოხედვას ისურვებდა: ჰორაცე ენგდალი (Horace ENGDAHL), 59 წლის,* ნობელის აკადემიის მუდმივი მდივანი. ბლანშოსა და დერიდას მთარგმნელი. იგი იმ ოთხკაციანი კომიტეტის წევრია, რომელსაც ამ შვედური პრემიის ლაურეატის შერჩევა ყოველ წელს ხელეწიფება. ეს ფრანკოფილი ამ აკადემიის დამმარსებლის, გუსტავ III–ის სურათის ქვეშ, მის კაბინეტში, კუნძულ გალმა სტანზე, სამეფო სასახლიდან არც თუ შორს მდებარე შვედურ აკადემიაში ზის და ჭეშმარიტი სკანდინავიური გულახდილობით უამბობს ჟურნალ ,,LIRE,,–ის რედაქციას ჩვენს პლანეტაზე ყველაზე უფრო სასურველი პრემიის კულუარების შესახებ.

როგორ ხდებიან ნობელის პრემიის ლაურეატები?
ჰ. ა. – პირველი საყოველთაო წესია, რომ არცერთ ავტორს არ შეუძლია საკუთარი კანდიდატურის შემოთავაზება. იმ ავტორებს, რომლებიც საკუთარი ნაშრომების სრულ კრებულებს მოძღვნით გვიგზავნიან, აკადემიკოსები ჩვენ შორის ,,თვითმკვლელ კანდიდატებად“ მოვიხსენიებთ. ჩვენ თვითონ ყოველ წელს ვთხოვთ ხოლმე სხვადასხვა აკადემიებს, ასოციაციებს, პროფესორებს, წიგნთან დაკავშირებულ ხალხს და ,რაღა თქმა უნდა, რომ ნობელის ყოფილ ლაურეატებს, წინადადებები მოგვაწოდონ. დაახლოებით სამასიდან ოთხასამდე შემოთავაზება მოგვდის. განსაკუთრებული ყურადღებით იმ შემოთავაზებებს ვეპყრობით, რომლებიც ნობელის პრემიის ლაურეატებისაგან, მაგალითად, გუნტერ გრასისგან ან სიმუს ჰენეი (Seamus HEANEY) მოდის. მომავალში ნობელის არქივები როცა გაიხსნება, გაგიკვირდებათ, ვის გვთავაზობდნენ! ფრანგი აკადემიკოსებისგანაც ვღებულობთ ხანდახან შემოთავაზებებს. პენ კლუბებს რაც შეეხება, ისინი წინანდელთან შედარებით ნაკლებგავლენიანები არიან. ამ შემოთავაზებებიდან –დღესდღეობით ოთხი კაცის შემადგენლობის– ნობელის კომიტეტი აპრილის თვეში არჩევს კანდიდატების შუალედურ, ოცკაციან სიას. არდადეგებამდე ჩვენი ბოლო შეკრებისას კი, მაისის თვეში, ვახერხებთ უკვე short list-ის შედგენას ხუთი კანდიდატის რაოდენობით. არის ასეთი დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც ვინმეს დასახელება რომ მოხდეს, იგი ერხელ მაინც უკვე უნდა იყოს ნამყოფი ,,შორტ ლისტის“ სიაში. ეს დაუწერელი კანონი მოქმედებს 1938 წლიდან მოყოლებული, როცა პერლ ბუეკის (Pearl BUECK) პრემირება პირვესავე წარდგინებაზე მოხდა და შემდგომში ეს არჩევანი არც თუ მთალდ სწორი აღმოჩნდა... შემდეგ ეტაპზე ამ ,,შორტ ლისტის,“ სიას აკადემიის დანარჩენ წევრებს ვანდობთ, რომლებიც ლაურეატს ოქტომბრის თვისთვის ირჩევენ, მანამდე კი, მთელი ზაფხულის განმავლობაში, ყველაფერი უნდა წაიკითხონ. პირველ წელს დასასვენებლად რომ გავემგზავრე ფონტენბლუეში, მახსოვს, სამოცი კილო მარტო წიგნები გავატარე რეგისტრაციაში...

მთელი მსოფლიოს ლიტერატურიდან მხოლოდ ხუთ სახელს როგორ არჩევთ?
ჰ.ა.– ბევრს ვკითხულობთ! საერთო ჯამში ჩვენი აკადემია ათიოდე ენაზე კითხულობს და ლაპარაკობს. მათ შორის, ჩინურზეც. რაც მართალია, ინდურისა და არაბულის სპეციალისტები არა გვყავს. ამის გამო წელიწადში ორჯერ მაინც, უდიდესი კონფედენციალურობის დაცვით, ექსპერტებისადმი მოხსენების დაკვეთა გვიხდება. გვაქვს თარგმანის დაკვეთის საშუალებაც ჩვენთვის, შიდა მოხმარებისთვის. მაგალითად, 1996 წელს სემინარის ფარგლებში სლავისტი მოვიწვიეთ, რომელმაც ვისლავა შიმბორსკას პოემები სიტყვასიტყვით გვითარგმნა. ამ წელს სწორედ ის გახდა ლაურეატი.

,,შორტ ლისტის“ საიდუმლოდ შენახვას როგორ ახერხებთ?
ჰ.ა. – ჩვენი სტატუსი არაადამიანურია: ყოველი სემესტრის დასაწყისში ჩემს კოლეგებს ვახსენებ ხოლმე, რომ ჩვენი შინაგანაწესის მიხედვით აკრძალული გვაქვს ამ თემაზე მეუღლისთვის რაიმეს თქმა. ჩემმა ცოლმა არ იცის, ვინ იქნება მომავალი ლაურეატი! სხვათაშორის, სამხედრო სამსახური დაზვერვის ბატალიონში გავიარე და იქიდან რაღაცები ვისწავლე. მას შემდეგ, რაც რამოდენიმე წლის წინ ორ აკადემიკოსს შორის მაილების გაცვლა-გამოცვლის ,,ჰაკირება“ მოხდა, ელექტრონული ფოსტა საერთოდ ავკრძალეთ. ხუთშაბათობით, ყოველი შეკრების შემდეგ მაგიდიდან ყველა ფურცელს ვიღებთ და საკეპში ვატარებთ. შეკრების შემდეგ კი როცა ახლომდებარე რესტორანში, დენ სილდენ ფრედენში (,,მოოქროვილი მშვიდობა“) წასახემსებლად მივდივართ, კანდიდატებს კოდური სახელებით მოვიხსენიებთ. ამჟამად შემიძლია უკვე გაგიმხილოთ, რომ 2005 წლის ,,ჰარი პოტერი“, რომლის შესახებაც ყველა აკადემიკოსი ლაპარაკობდა, ჰეროლდ პინტერი (Herold PINTER) გახლდათ. ის სწორედ ამ წელს გახდა ლაურეატი. გარდა ამისა, სექტემბრიდან მოყოლებული, ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს ინგლისელი bookmaker-ების საიტებს, სადაც მომავალი ლაურეატების შესახებ ვარაუდები გამოითქმება. თუ სადმე ,,შორტ ლისტში“ წარმოდგენილ კანდიდატს მოვკარი თვალი, ძალიან ვნერვიულობ. თუმცა ერთადერთი შემთხვევის გარდა, როცა იქ წამიერად PINTER-ის სახელმა ოცდაათი სხვა სავარაუდო კანდიდატის სახელებში გაიელვა, საგანგაშო შემთხვევა არ გვქონია.

ფინალური გადაწყვეტილება როგორ მიიღება?
ჰ.ა. – 20 სექტემბრიდან მოყოლებული, ყოველ ხუთშაბათს ვიკრიბებით ამ გადაწყვეტილების მისაღებად. განცხადების მიღების თარიღი ბოლო მომენტში ზუსტდება ხოლმე. მანამდე ძირითადად ორი ან სამი სახელი დომინირებს. გაცხოველებული და არგუმენტირებული დებატები გვაქვს. დღესდღეობით ერთ ერთი ჩვენი წევრის გარდაცვალებისა და მეორის მძიმე ავადმყოფობის გამო 14 აკადემიკოსი ვიღებთ გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ლაურეატობის მოსაპოვებლად 8 ხმა მაინც არის საჭირო. როდესაც უკვე ლაურეატის სახელი შერჩეულია, 12სთ–სა და30 წთ–ზე მე უხმაუროდ ვტოვებ დარბაზს და ჩემს კაბინეტში ვბრუნდები. ვცდილობ, დავუკავშირდე ლაურეატს და სასიამოვნო ამბავი ვაუწყო. კედლის საათი რომ პირველს ჩამოჰკრავს, აგერ, იმ კარს ვაღებ და იქიდან ლაურეატის სახელს ჟურნალისტებსა და მთელ მსოფლიოს ვეუბნები.

რომელი ლიტერატურული მიმდინარეობების მიმართაა ამჟამად ნობელის კომიტეტი უფრო მგრძნობიარე?
ჰ.ა.– შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2004 წელს ალფრედ ჯელინეკის სახით 80–იანი წლების ლიტერატურა შემოვიდა ლაურეატთა სიაში. 50 წლის ასაკის მქონე აკადემიკოსთა თაობამ ერთგვარად განაახლა ჩვენი ინსტიტუტი. მე ვფიქრობ, რომ ლიტერატურა დღესდღეობით მხოლოდ ფიქციითა და პოეზიით ვეღარ შემოიფარგლება. არსებობს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ე წ ,,დოკუმენტური ლიტერატურა,“ , მგზავრული ჩანაწერებიდან შოას აღწერამდე, თუ ლევი სტრაუსიდან ზოგიერთ თანამედროვე ესეებამდე. ამ გზის გაკვალვა ერთგვარად ჩერჩილის (1953), ბერტრან რუსელის (1950), და სოლჟენიცინის (1970) მიერ მოხდა.

საფრანგეთს 1985 წლიდან მოყოლებული, კლოდ სიმონის შემდეგ აღარ ჰყოლია ნობელიანტი. თუ შეგვიძლია, რომ იმედი ვიქონიოთ?*
ჰ.ა.– რა თქმა უნდა. სტრუქტურალიზმის პერიოდი – ბარტი თავისებურად კარგი მწერალიც იყო – და ,,ნუვო რომანის“ (ახალი რომანის) ეპოქა, რომელიც კლოდ სიმონის პრემირებით აღინიშნა, ძალიან ნაყოფიერი გქონდათ. ჩვეულებისამებრ, ექსპერიმენტულ მოძრაობებს შედარებით კლასიკური პერიოდები მოსდევს ხოლმე და ეს ასეც ხდება ამჟამად თქვენთან. კლასიკა კარგ მწერლებს არ გამორიცხავს. იმედი აუცილებლად უნდა იქონიოთ!

ესაუბრა ჟერომ დუპუი
ფრანგულიდან თარგმნა ომარ თურმანაულმა
(ლიტერატურული ჟურნალი ,,ოქსიმორონი’’, 2011 წელი)

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 EmptySat Aug 24, 2019 9:09 pm

ომარ თურმანაული  - Page 3 Omar_t19

ომარ თურმანაულს...
(მანდ როგორ გამოგიგზავნო, არ ვიცი და ფეისბუკზე დავდებ, -- საიდანმე ნახავ, ალბათ, რა ვიცი...)

ძმაო, ომარ!..
ხო იცი, ფუფლო ჭრელია და ვალს კიდევ დაბრუნება უყვარს.
თან რამდენჯერ გვითქვამს, ისე უნდა მოვკვდეთ, სხვები ტიროდნენ და ჩვენ გვეცინებოდესო და...
ამ ჩემს მომზადებულ ვიდეო-ლექსზე რა გითხრა, დიდი არაფერი და რომელი მსახიობი მე ვარ, კარგად წამეკითხა, მაგრამ მანდ, ფონზე ჩვენი საყვარელი ანდალუზიელი და თან ბოშა, მაწანწალა ქუჩის მუსიკოსები არიან და „ფლამენკოს“ უბერავენ სადღაც, ფრანკფურტის ქუჩაში...
ისე უბერავენ, ისე, რომ...
მე ვიტირებ ხოლმე ამ ვიდეო-ლექსის ბოლოსკენ, ჩემთვის, ჩუმად და მსმენელი კიდევ გაილაღებს, ალბათ...
და...
ეგეც შენი ვალი, ხო დაბრუნდა?..
გული მიგრძნობს, ვამთავრებთ, წრის ხაზები დასაწყისისკენ მიისწრაფიან და გზა სადაც დაიწყეს, იქ უნდა დაამთავრონ...
ისე, მეტი უნდა მოგვესწრო, მაგამ რაც გავაკეთეთ და წიგნებს შემორჩა, ეგება ისიც ბევრი იყოს, ისეთი ცხოვრება გამოგვადგა...
ეს წრის ხაზები კიდევ დასაწყისისკენ მიქრიან მეთქი, მიქრიან, მიქრიან და რომ მივლენ...
მორჩა, სულ ეგ იყო...
მოკლედ, მანდ გნახავ, როცა იქნება და მანდაური ჟიპიტაური დამახვედრე, თავისი დამბალ ხაჭოთი, -- მეტი არაფერი მინდა... თამბაქოს აქედან გამომატანენ, ალბათ, და სულ ეგ არი...
---
შენი ცოტად ფშაველი და ვერცთუ ფხიზელი ძმაკაცი,
მიხო მოსულიშვილი.
24 აგვისტო, 2019 წელი.


ცელი და ცრემლი
(ომარ თურმანაულს, 1959 - 2019)
© მიხო მოსულიშვილი, 2019 წლის 27 მარტი

'The scythe and the tear' - Dedicated to my friend Omar Turmanauli (1959 - 2019)
A poem by Mikho Mosulishvili (in Georgian) © 27 March, 2019
This clip is made with 'Flamenco' by Andalusian gypsy street musicians.

* https://www.facebook.com/omar.turmanauli


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ომარ თურმანაული  - Page 3 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 3 Empty

Back to top Go down
 
ომარ თურმანაული
Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: