არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ომარ თურმანაული

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptyTue Mar 03, 2015 4:14 pm

ომარ თურმანაული  - Page 2 Omar_tourmanaouli-8
"ომარ თურმანაული, 2010" ©️ მიხო მოსულიშვილის ფოტო.


ომარ თურმანაული

***
კითხვამ – ყოფნა თუ არყოფნა –
ჩემამდეც ბევრი იარა;
კითხვამ – ყოფნა თუ არყოფნა –
კვლავ ბევრი უნდა იაროს;
ბევრნაირ სისხლის ამრევი
მეც გულს ჩამეჭრა იარად,
მეც მათქმევინა: „ასეთი
რა ხარ, შე ოხერ-ტიალო!“
ჯერ კი ვთქვი: „თავი მოვიკლა...“,
მერე კი ისევ ვთქვი „არა!“
თოხი ავიღე, სიმინდებს
ძირები მოვუფხვიერე,
წვიმა ვინატრე, გულიდან
ღრუბელმა გადამიარა.
და წასვლა-მოსვლის მიზანი
და ყანასავით ვიცანი _
ამოვა, მოსვლა ის არის,
იზრდება, ყოფნა ის არის,
ტაროს ან თავთავს მოიბამს,
იმისი საქმეც ის არის,
ამაო ფიქრი ღვარძლია,
ხვიარაა და ის არის;
და რადგან ყოფნით არყოფნა
რაა, ვერ გამოვიცანი,
მოვკვდები, მერე ვიფიქრებ
არყოფნაზე და ის არის.

ბმული - https://youtu.be/uoILhxVngvQ

Smile


Last edited by Admin on Sat Mar 23, 2019 11:00 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptySat May 16, 2015 8:50 am

ომარ თურმანაული

ეფემერულობის ელეგია

კ. ლ-ს.

დაე, სჯეროდეთ, რომ შენ არსებობ,
ნუ გაიგებენ, რომ შენ არა ხარ.
გ. ალხაზიშვილი


ვეფერებოდით ერთურთის ლანდებს
და არარსებულ ზღვის წყალში ვბანდით.
ჩვენ არსებობით არ ვგავდით ერთურთს,
ერთმანეთს არსებობით ვგავდით.

გვეჩვენებოდა, მზე გვწვავდა ვითომ...
გვეჩვენებოდა, გვიყვარდა ვითომ...
გვეჩვენეოდა, თითქოს ვიყავით...
თითქოს ზღვა იყო... თითქოს მზე იყო...

და მოჩვენება გრძელდება ისევ
და ერთურთს ისე გრძნობით ვეხვევით,
თითქოსდა მართლა რეალურია
ჩვენი თვალები, მხრები, ფეხები...

თითქოს ვარსებობ, ისე მეხები,
თითქოს არსებობ, ისე გეხვევი
და ვირცხვენთ, თითქოს მართლა ვარსებობთ
და ჩვენს არყოფნას თითქოს ვერ ვხვდებით...


Arrow


Last edited by Admin on Tue Mar 26, 2019 10:53 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptySun Jul 05, 2015 10:22 am

ომარ თურმანაული  - Page 2 Ot-1

ომარ თურმანაული

საკუთარ თავზე ნათქვამი

მოგი... წვი თურმანულო
ლურჯ ზღვაზე თეთრი ნიფხავი
შენ სხვაგან არ გამასდგები
ჯერ კიდევ როდის გითხარი!
ოცი წელია სხვაგან ხარ
მაინც იმ შენ ფშავს მიჰბღავი!


Arrow


Last edited by Admin on Mon Mar 25, 2019 3:17 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptyTue Jan 19, 2016 9:36 am

ომარ თურმანაული

***
ვინც არ გასცა, შოთა ამბობს,
თურმე სულ ტყუილად მოსცდა,
და თუ ღმერთმა რამე მოგვცა
თურმე გასაცემად მოგვცა:
სხვისთვის მოგვცა სავსე გული,
სავსე ბოცაც სხვისთვის მოგვცა...
სხვისთვის საჭიროა მოცლა,
სხვისთვის საჭიროა მოცდა,
სხვისთვის საჭიროა კოცნაც
იმ სხვას კოცნა უნდა როცა...
რაც მომეცი,ღმერთო, სხვისთვის
მე ამ ყველაფრისთვის გლოცავ,
მარა ჭკუაც რომ მოგეცა
სხვებსაც არ აწყენდა, ცოტა...

Arrow


Last edited by Admin on Sat Mar 23, 2019 11:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptyFri Nov 18, 2016 7:23 pm

ომარ თურმანაული  - Page 2 Omar_t10

ომარ თურმანაული

რაღაც, ხუმრობასავით...

ამდენ ხანს ხო ვბერდებოდი,
ეხლა – სანაძლეოს დავდებ –
ზუსტად ამდენივე ხანში
უნდა გავახალგაზრ–დავდე!
ეგერ თქვენ და,
აგერ მე და,
უფალს დავიყენებ თავმდებს:
წლებს, რომლებიც მაბერებდენ,
ჯავრით მათრობდენ და მკლავდენ,
კუდებით ქვებს ვასროლინებ,
როგორც ბოროტების ჩამდენთ...
თუ ქადილი ტყვილად შემრჩეს
ისევე თქვენ გაგიხარდეთ:
აგერ თქვენ და,
ეგერ მე და,
სამარეში ცოცხლად ჩამდეთ,
ქონება კი, ალალ–თქვენი,
მოერევით ვინაც რამდენს!

2016 წლის 18 ნოემბერი, პარასკევი

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptyWed Feb 22, 2017 7:14 pm

ომარ თურმანაული

სიზარმაცის აპოლოგია

პოვნაც ძალმიძს ახალ რითმის,
მაგრამ რისთვის, ძმაო, რისთვის?
ძველი თავზე საყრელად მაქვს,
თითს რომ არ დავადო თითი!



***

ჩვენ ჩვენი წილი ვიდარდეთ,
დანარჩენი კი, იდალგო,
როცა ჩვენ გაგვასვენებენ,
გამსვენებლებმა იდარდონ...

2017


Arrow


Last edited by Admin on Thu Mar 21, 2019 10:02 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptyFri May 12, 2017 12:01 pm

ომარ თურმანაული

ისევ ხუმრობასავით

ალბათ ცოტა თუ გინახავთ
გიჟი, ჩემსავით კერკეტი,
გიამბობთ, რაც დამემართა
ბევრი წიგნების კირკიტით:
პარალელურად ვიკითხე
ვაჟა, ჰუმი და ბეკეტი,
გადავაკეთე ათ–ათჯერ
ათივე მცნების საკეტი,
შევკარი ეკლექტიკური
მორალის ჭრელი „ბუკეტი“,
ანუ ერთგვარი, ახალი
ადამიანის მაკეტი
და სინას მთაზე ავბობღდი
ახალ მცნებათა პაკეტით
იმასთან, ყოფნა-არყოფნის
ვისაც ხელში აქვს ბერკეტი
(ვინც ზოგს წარმოუდგენია
როგორც მოხუცი,
ბერკუტი,
ზიარჭურჭელის მაგვარად
სავსე რისხვით და სიკეთით),
აღვიღე თავი, ის იყო
მინდოდა მეთქვა: „უკეთუ...“,
რომ რისხვით გამაწყვეტინა:
„ნუ ახურებო, მოკეტე!..
დამთვრალხარ ჟიპიტაურით,
გინა ვისკით თუ საკეთი!
სატანას მიუყარეო
ეგ შენი ლოცვის საკენკი!“
პირზე შემაშრა სათქმელი
და შეცბუნებულ O.K.–თ
ძირს ნაწილ–ნაწილ დავეშვი,
როგორც რუსული რაკეტა...

P.S.
და რაკი გამხელილი სჯობს
ცოდვა და არა „სეკრეტი“,
გეტყვით, რომ მუზამ გამწირა
და ვწერ ბახუსის შეკვეთით...

2017

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptySat Sep 09, 2017 1:59 pm

ომარ თურმანაული

ფშავლის სიმღერა

გამოვლილ გზას რომ მივხედავ,
დეკიანსა თუ ივლიანს,
შორიდან უფრო კარგა ჩანს –
უფსკრულის თავზე მივლია,
მაგრამ ხრამების ყურებით
თვალები არ დამიღლია:
ხან ღვინის ჭიქას ვუმზერდი,
ხან ქალის მკერდს თუ იღლიას;
მე რომ ხრამებში მეხედნა,
ძირშავ და ფერდებსისხლიან
კლდეებს ვერ გადმოვიდოდი,
ისეთი ავი ხიბლი აქვთ...

2017

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptyWed Nov 22, 2017 9:31 am

ომარ თურმანაული

იქნებ...

„ჰარი–ჰარალე, ჰარი–ჰერო და
ჰარუ–ჰარალო, ჰარი–ჰერო და...“
ეს უძველესი ჰანგი, მოტივი
ამირანი რომ გულში მღეროდა,
ფოთლებს უხმობდა მზისკენ ტოტიდან,
ყვავილს უხმობდა მზისკენ ღეროდან...
„ჰარუ–ჰარალო, ჰარი–ჰერო...“ და...
იფურჩქნებოდა მთა და, მდელო და...
ჰოდა...
დევებიც გაიგებენო,
ამირანს იქნებ მიტომ სჯეროდა

22 ნოემბერი, 2017

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptySat Nov 25, 2017 10:26 am

ომარ თურმანაული

***

„ვართ პოეტები საქართველოსი...“
გალაკტიონი

ზოგს რომ არყის სუნი გვიდის,
ზოგს „პრიმის“ და „გონიოსი“.
ზოგი ნიჭიერი რომ ვართ,
ზოგი თითქმის გენიოსიც.
ვართ ქართველი პოეტები,
ერგასი და მგონი ასიც:
ზოგს ევროპა უფრო მოგვწონს,
ზოგს კი ქროლვა ბორიოსი,
სადღაც სტალინისტებიც გვყავს,
ფანებიც გვყავს ბერიასი,
ფშავშიცა ვართ, ხევსურეთშიც,
სვანეთშიც ვართ, გურიაშიც...
ჩიტებიც ვართ გალიაში,
ლომებიც ვართ ლელიანში,
უკვდავებაც ძაან გვინდა,
პრემიებიც მერიასი...
ვართ ერგასი,
ასერგასი
(იქნებ რამდენიმე ასიც!),
მაგრამ ამ ერთ ქვეყანაში,
ერთ პატარა ქვეყანაში
ერგასი და ასერგასი,
და ორასი,
და სამასი
– რაში გვინდა გენიოსი?–
არაგველი გვინდა რაშით!

THURSDAY, NOVEMBER 24, 2016

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptyMon Nov 27, 2017 5:57 pm

ლა­შა­რო­ბა - ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გავ­რ­ცელ­და: "17-ში მი­ვე­ახ­ლე­ბით "ხო­შა­რის სათხუთ­მე­ტოს", 18-ში - "ლა­შა­რის ჯვარს" და 19-ში - "თა­მარ დე­დო­ფალს".

ბარ­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბით 19 ივ­ლისს სა­ღა­მოს. ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია შე­მოგ­ვი­ერ­თ­დეს. ხატ­ში წა­მომ­ს­ვ­ლე­ლებს შე­ვახ­სე­ნებთ: უნ­და წა­მო­ი­ღოთ სა­მი თაფ­ლის სან­თე­ლი - სა­მი ხა­ტის­თ­ვის, სა­მი ქა­და კვერ­ცხი­სა და ღო­რის ქო­ნის გა­რე­შე, და სა­მი ბოთ­ლი ღვი­ნო; საგ­ზა­ლი, სა­ძი­ლე ტო­მა­რა, კა­რა­ვი. ოც ლარს შევ­კ­რებთ საკ­ლა­ვის­თ­ვის. თბი­ლი­სი­დან გა­ვალთ შა­ბათს შუ­ადღი­სას". ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რი ხრი­დო­ლის აკა­დე­მია იყო, თო­რემ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მე­გობ­რულ სივ­რ­ცე­ში დი­დი ჟრი­ა­მუ­ლი იდ­გა "ლა­შა­რო­ბა­ზე" მი­მავ­ლე­ბის და მა­თი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის. და არ იფიქ­როთ, მხო­ლოდ ძი­რით ფშა­ვე­ლე­ბი აქ­ტი­უ­რობ­დ­ნენ. ამ უძ­ვე­ლეს რი­ტუ­ა­ლებ­ზე დას­წ­რე­ბა, რა­საც მთის ხა­ტო­ბე­ბი ჰქვია, ბო­ლო დროს ბა­რის მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ახალ­გაზ­რ­დებ­ში. ლა­შა­რის ჯვა­რი ფშა­ვის მთა­ვა­რი სა­ლო­ცა­ვია. სა­კულ­ტო ცენ­ტ­რი არაგ­ვის ხე­ო­ბის ზე­და წელ­ში, სო­ფელ ხო­შა­რის მო­მიჯ­ნა­ვე ე.წ. "ლა­შა­რის გო­რა­ზე" მდე­ბა­რე­ობ­და. ლა­შა­რის ჯვა­რი ით­ვ­ლე­ბო­და მო­ლაშ­ქ­რე ღვთა­ე­ბად, რო­მე­ლიც "გიშ­რის ფრთი­ა­ნი ნის­ლა ცხე­ნით" წინ მი­უძღო­და საყ­მოს ლაშ­ქ­რო­ბებს. რო­გორც ფშა­ვის თორ­მე­ტი­ვე თე­მის მფარ­ველს, მას­ვე შეს­თხოვ­დ­ნენ სახ­ნავ-ნა­თე­სის ბა­რა­ქი­ა­ნო­ბას, ადა­მი­ან­თა კე­თილ­დღე­ო­ბას, ავად­მ­ყო­ფო­ბი­სა და ზი­ა­ნი­სა­გან დაც­ვას. ლა­შა­რის ჯვა­რი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მდი­დარ ღვთა­ე­ბად ით­ვ­ლე­ბო­და, რო­მე­ლიც ფლობ­და მრა­ვალ შე­მო­წი­რულ გან­ძე­უ­ლო­ბას (მათ შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ფე­ე­ბი­სა­გა­ნაც), ად­გილ-მა­მუ­ლებს, ზვრებს კა­ხეთ­ში.

არ­სე­ბობს შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ ლა­შა­რის ჯვა­რი აგე­ბუ­ლია ლა­შა გი­ორ­გის მი­ერ. ლა­შა გი­ორ­გის სა­ხელს უკავ­ში­რებს მას ხალ­ხუ­რი გად­მო­ცე­მაც, მაგ­რამ ღვთა­ე­ბის ფუნ­ქ­ცი­ის, ის­ტო­რი­უ­ლი და ენობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ლა­შა­რის ჯვა­რი წარ­მარ­თუ­ლი, ას­ტ­რა­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ღვთა­ე­ბა უნ­და იყოს, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნულ ხა­ნა­ში ლა­შა გი­ორ­გის სა­ხელს შე­ერ­წყა.

"ლა­შა­რო­ბა" თი­ა­ნეთ­ში, ხევ­სუ­რეთ­სა და ფშავ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა. იწყე­ბა 12 ივ­ლისს და ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ხდე­ბა მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვის რი­ტუ­ა­ლი, ხე­ვის­ბე­რის მი­ერ წმინ­და დრო­შის (სა­ლო­ცა­ვის) გა­მობ­რ­ძა­ნე­ბა, მლოც­ველ­თა და­ლოც­ვა. ასე­ვე იმარ­თე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი დო­ღი და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

რო­გორც ფშა­ვე­ლი პო­ე­ტი ომარ თურ­მა­ნა­უ­ლი გვიყ­ვე­ბა, სხვა ხა­ტო­ბე­ბის­გან ლა­შა­რის ხა­ტო­ბის გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნი ისი­ცაა, რომ იქ, ლა­შა­რის ხა­ტო­ბის ღა­მეს, ქალ-ვა­ჟე­ბის წაწ­ლო­ბაც მი­ღე­ბუ­ლი წე­სი ყო­ფი­ლა.

ომარ თურ­მა­ნა­უ­ლი: "ლა­შარ­ში ეს ერ­თ­გ­ვა­რი საკ­რა­ლუ­რი რი­ტუ­ა­ლი ყო­ფი­ლა, ერ­თ­გ­ვა­რად სა­ვალ­დე­ბუ­ლოც. მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვის რი­ტუ­ა­ლი კი ყვე­ლა ხატ­ში ერ­თ­ნა­ი­რად ტარ­დე­ბა. მლოც­ველს მოჰ­ყავს აღ­თ­ქ­მუ­ლი საკ­ლა­ვი - ჭე­დი­ლა, კუ­რა­ტი ან, უბ­რა­ლოდ, ქა­და-პუ­რე­ბი და სან­თე­ლი მო­აქვს, თუ არა­ფე­რი აქვს შეთ­ქ­მუ­ლი. დე­და­ლი სა­ქონ­ლის შე­წირ­ვაც შე­იძ­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბის სა­ხელ­ზე, ოღონდ უშო­ბე­ლი უნ­და იყოს, ცხვა­რი - ში­შა­ქი და ფუ­რი - უშო­ბე­ლი. საკ­ლა­ვებს ან ხე­ვის­ბე­რი ჰკლავს, რო­ცა ბევ­რი საკ­ლა­ვი არაა, ან მი­სი დამ­ხ­მა­რე - დას­ტუ­რი; ლოც­ვას და ვედ­რე­ბას საკ­ლა­ვის პატ­რო­ნის­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის ხე­ვის­ბე­რი კითხუ­ლობს, შემ­დეგ დას­ტუ­რე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან. თუ ვა­ჟის გა­სა­ნათ­ლა­დაა საკ­ლა­ვი და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, ბავშვს საკ­ლა­ვის სის­ხ­ლით "გა­ნათ­ლა­ვენ" - შუბ­ლ­ზე სის­ხ­ლით ჯვარს ას­ვა­მენ და ამის შემ­დეგ ეს ბავ­შ­ვი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ სა­ლო­ცა­ვის ყმად ით­ვ­ლე­ბა, ანუ მი­სი მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა."

ჩვენ, თურ­მა­ნა­უ­ლე­ბი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე გვა­რი, მა­გა­ლი­თად, გა­რაშ­ვი­ლე­ბი და სხვა, გო­გო­ლა­ურთ თემს ეკუთ­ვ­ნი­ან... თურ­მა­ნა­უ­ლი დე­და­ჩე­მის გვა­რია. მა­მის მხრი­დან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ვარ, ანუ ბუ­ლა­ლა­უ­რი... ბუ­ლა­ლა­უ­რე­ბი თა­ვის მხრივ უძი­ლა­ურ­თა თე­მის შე­მად­გე­ნე­ლი გვა­რია. უძი­ლა­ურ­თა თე­მის სა­ლო­ცა­ვი კი კო­პა­ლაა. მე მა­მა-პა­პა­თა სა­ლო­ცავ­ში მო­ვი­ნათ­ლე, ანუ კო­პა­ლას ყმა ვარ და კო­პა­ლას­თ­ვის ბუ­ლა­ლა­უ­რად ვით­ვ­ლე­ბი."

ფშა­ვის ხე­ვის­ბე­რად დღეს იოსებ კოჭ­ლიშ­ვი­ლია სა­ხელ­დე­ბუ­ლი. ლა­შა­რის ხატ­ზე ამ­ს­ვ­ლე­ლებ­საც ის და­ლო­ცავს. ერ­თი ეგ არის, თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს ამ­დე­ნი საკ­ლა­ვის და სის­ხ­ლის და­ნახ­ვა, ცო­ტა არ იყოს აწუ­ხებს. ასეთ ხა­ტო­ბებ­ზე ისე­თი გრძნო­ბა მაქვს ხოლ­მე, თით­ქოს ძველ წარ­მარ­თულ რი­ტუ­ალს ვეს­წ­რე­ბო­დე და ცო­ტა ში­შიც მიპყ­რობს. თუმ­ცა სა­ში­ში არა­ფე­რია, პი­რი­ქით, ერ­თის მხრივ ხალ­ხის რწმე­ნა, მე­ო­რეს მხრივ კი ხა­ტის ძა­ლა ერ­თი­ა­ნად გვი­ცავს და გვმფარ­ვე­ლობს.

მწე­რა­ლი მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 80-იან წლებ­ში ფშავ­ში გე­ო­ლო­გად მუ­შა­ობ­და, ლა­შა­რის გა­დაღ­მა, სო­ფელ ახად­თან კლდე­ზე მო­ცურ­და და სიკ­ვ­დილს სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა, ხე­ლი და ხერ­ხემ­ლის მა­ლა მო­ი­ტე­ხა. ავად­მ­ყო­ფო­ბის მე­რე ფეხ­ზე რომ წა­მოდ­გა, გა­დაწყ­ვი­ტა, სა­მად­ლო­ბე­ლი ჭე­დი­ლა შე­ე­წი­რა ლა­შა­რის ხა­ტის­თ­ვის.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი: "ლა­შა­რო­ბის კვი­რა იყო, ცხვა­რი რომ ავიყ­ვა­ნეთ. ხატ­ში დი­დი მუ­ხა დგას და იმის გვერ­დით კლა­ვენ. მე სან­თე­ლი ავან­თე. იქ სულ ნი­ა­ვია და თუ არ და­ი­ჩო­ქებ და ხე­ლებს არ მო­ა­ფა­რებ, ჩაქ­რე­ბა. ხა­ტის ძა­ლა ისე­თია, და­გა­ჩო­ქებს. ასე ვი­დე­ქი, ვიდ­რე სან­თე­ლი არ ჩა­იწ­ვა. სა­ლო­ცავ­შიც ვერ შეხ­ვალ, თა­ვი თუ არ და­ხა­რე, იქაც თავ­მ­დაბ­ლო­ბას გთხოვს. ეს ჩვე­ნი ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე­ლი მეხ­სი­ე­რე­ბაა. ლა­შა­რი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნე ფი­ქა­ლის ქვა, რომ­ლის შიგ­ნით ოქ­როა. მე გე­ო­ლო­გი ვარ და ვი­ცი, რომ ის თქმუ­ლე­ბაც ლა­შა­რის მთა­ზე მდგა­რი მუ­ხის შე­სა­ხებ, "ბე­რი გი­ორ­გი მეც ვი­ყავ, ცას ვე­ბი ოქ­როს ში­ბი­თაო", სი­მარ­თ­ლეს შე­ი­ცავს. ამ ად­გი­ლას ქვა­ში მარ­თ­ლა არის ოქ­რო."

მან­ქა­ნე­ბი არაგ­ვის ნა­პი­რე­ბამ­დე მი­დი­ან და ჩერ­დე­ბი­ან. კარ­ვებს აქ დად­გა­მენ და მა­ღალ გო­რამ­დე აღ­მართს ფე­ხით აუყ­ვე­ბი­ან. ქა­ლე­ბი გარ­კ­ვე­ულ ად­გი­ლამ­დე მი­დი­ან, კა­ცე­ბი - ხატ­თან უფ­რო ახ­ლოს. ღა­მის გა­თე­ნე­ბაც რი­ტუ­ა­ლუ­რია, თუ და­გე­ძი­ნა, რა­მეს მოგ­პა­რა­ვენ და გა­ძებ­ნი­ნე­ბენ, მა­გა­ლი­თად, ფეხ­საც­მელს. აბა, რა გა­ძი­ნებს ხა­ტის კარ­ზე მი­სულს? ამი­ტომ ღირ­სი ხარ, ცო­ტა გაწ­ვალ­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა ლა­შა­რის მთა­ზე მდგარ მუ­ხას, მი­სი ლე­გენ­და ომარ თურ­მა­ნა­ულ­მა ასე გვი­ამ­ბო: ლა­შარ­ში ერ­თი მუ­ხა მდგა­რა, რო­მე­ლიც ოქ­როს ში­ბით ცას ყო­ფი­ლა მიბ­მუ­ლი და ან­გე­ლო­ზე­ბი იმ ში­ბით, რო­გორც კი­ბით, ადი­ოდ-ჩა­მო­დი­ოდ­ნენ თურ­მე. ვიდ­რე ეს მუ­ხა იდ­გა, ფშავ­ლებს ომ­ში თურ­მე ვე­რა­ვინ ამარ­ცხებ­და. ზუ­რაბ ერის­თავს ფშავ­ლე­ბის და­სა­მორ­ჩი­ლებ­ლად და "მო­საქ­ცე­ვად" ფშავ­ში რამ­დენ­ჯერ­მე წა­რუ­მა­ტებ­ლად გა­უ­ლაშ­ქ­რია. ლა­შა­რის მუ­ხის მად­ლი იფა­რავ­და ფშავ­ლებს! უც­დი­ათ იმ მუ­ხის მოჭ­რა, მაგ­რამ რამ­დენ­ჯე­რაც ცულს და­არ­ტყამ­დ­ნენ და ნა­ფო­ტი ავარ­დე­ბო­და, ის ნა­ფო­ტი ისევ უკან, თა­ვის ად­გი­ლას ჯდე­ბო­და თურ­მე! ამ დროს აფ­ცი­ა­ურთ თე­მი­დან (ამ­ჟა­მად აფ­ცი­ა­უ­რე­ბი ფშავ­ში აღარ ცხოვ­რო­ბენ, მთი­უ­ლეთ­ში არი­ან) ვი­ღა­ცას გა­უ­ცია ამ მუ­ხის სა­ი­დუმ­ლო და ზუ­რაბ ერის­თა­ვის­თ­ვის ასე­თი რჩე­ვა მი­უ­ცია, მოჭ­რის დროს მუ­ხას კა­ტის (კა­ტა უწ­მინ­დურ ცხო­ვე­ლად ით­ვ­ლე­ბა) სის­ხ­ლი უნ­და მი­ას­ხათ და მო­იჭ­რე­ბაო. ასე მო­უჭ­რი­ათ ლა­შა­რის ლე­გენ­და­რუ­ლი მუ­ხა. ამის შემ­დეგ ფშავ­ლებს და­უწყევ­ლი­ათ აფ­ცი­ა­უ­რე­ბის თე­მი და ფშა­ვი­დან მო­უკ­ვე­თავთ. ჩვენ აფ­ცი­ა­უ­რებ­თან ცოლ-ქმრუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაც კი გვეკ­რ­ძა­ლე­ბა. აფ­ცი­ა­უ­რე­ბი, წე­სით, ისევ მო­დი­ან ლა­შარ­ში სა­ლო­ცა­ვად, მაგ­რამ საკ­ლავს რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე სწი­რა­ვენ და ლა­შა­რის ჯვარს იმ ად­გი­ლას ევედ­რე­ბი­ან, სა­დაც ამ მოჭ­რი­ლი მუ­ხის წვე­რი და­ე­ცა.

19 ივლისი, 2011
* http://24blog.ge/news/story/18482-lasharoba-qristianobamdeli-mekhsiereba

Arrow


Last edited by Admin on Thu Mar 21, 2019 10:04 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptySun Dec 31, 2017 2:21 am


ემიგრაციამ ომარ თურმანაულს მსოფლმხედველობა ვერ შეუცვალა

ბელა ჩეკურიშვილი
გაზეთი "24 საათი", რევიუ - 2008-02-12, 14:21

"სერიოზულად მიფიქრია საფრანგეთში ლაშარის ჯვრის ნიშის წაღებაზე"

ემიგრაციაში წასული ხელოვანის შემოქმედება ვერასდროს იქნება ისეთი, რასაც იგი სამშობლოში ქმნიდა. თუმცა კი, ეს ცვლილება არც მხოლოდ უარყოფითს ნიშნავს და არც მხოლოდ დადებითს. 90-იან წლებში საფრანგეთში წასული პოეტი ომარ თურმანაული ამბობს, რომ ლექსებს აღარ წერს, სამაგიეროდ მთარგმნელობით საქმიანობას ეწევა და პროზაში მუშაობს.

ამჟამად იგი თარგმნის ბესიკ ხარანაულის ბოლო რომანს "ეპიგრაფები მივიწყებული სიზმრებისათვის", ხოლო გამოსაცემად მზად აქვს "ამბავი ამბა ბესარიონისა", რომლის პირველი ნაწილი საფრანგეთის ერთ-ერთ ლიტერატურულ გაზეთში დაიბეჭდა კიდეც.

ომარ თურმანაული სტრასბურგში ცხოვრობს და თავს თარჯიმნობით ირჩენს. თანამშრომლობს ორგანიზაციასთან, რომლის სახელია "მიგრაცია. ჯანმრთელობა. ელზასი". ძირითადად რუსეთიდან და ჩეჩნეთიდან ჩასულებთან უწევს თარჯიმნობა.

ნოსტალგიას რაც შეეხება, მისი თქმით, სამშობლო თვითონ მასშია.

ომარ თურმანაული: "სამშობლოს განსაზღვრება ვერ ვიპოვე. ვიცი, რომ მიყვარს, შეიძლება იმაზე მეტად, ვისაც შეუძლია ცხრა განსაზღვრება მომიტანოს. ვერ ვიპოვე იმიტომ, რომ ეს არის შენი სიცოცხლე, შენი სიკვდილი, შენი ენა და პირველ რიგში, შენ თვითონ ხარ. არ არსებობს სამშობლოს განსაზღვრება, ისე როგორც ღმერთის განსაზღვრება არ არსებობს. ეს არ არის ლამაზი მთები, ხმამაღალ სიმღერებში რომ მღერიან ხოლმე. ერთ ლექსში მაქვს: "არაფერია სამშობლოში შვების მომგვრელი, სასიხარულო, სასიმღერო, არაფერია." თუმცა, სერიოზულად მიფიქრია საფრანგეთში ლაშარის ჯვრის ნიშის წაღებაზე. თუ რამის მწამს და მიყვარს, ყველაზე მეტად ჩვენი მთის სალოცავების. ფშავ-ხევსურები, სადაც მიდიოდნენ, თავისი სალოცავის ნიში მიჰქონდათ ხოლმე თან. რა მოხდება, საფრანგეთშიც თუ წავიღებ?".

ომარ თურმანაულს ლექსების წერა ემიგრაციაში წასვლის გამო არ შეუწყვეტია, როგორც ამბობს, მას სკეპტიციზმი გაუჩნდა საკუთარი თავის მიმართ: "მაშინაც, როცა ვწერდი სკეპტიკოსი ვიყავი, მაგრამ მაშინ ამ სკეპტიციზმს ლექსით გამოვხატავდი. ყველა პოეტს ჰგონია, რომ განუმეორებელს ამბობს, თუმცა, ყველა ადამიანი ხომ განუმეორებელს ამბობს, მაგრამ რას ემსახურება ეს ლექსები? არსებობს შექსპირი, ჯოისი, რუსთაველი, უდიდესი სიმდიდრეა დაგროვილი მსოფლიო ხელოვნებაში და ერთ დღეს დავფიქრდი: "შენ, ომარ თურმანაულო, ვინ ხარ"? ვთქვათ და გავხდი შექსპირის დონის პოეტი, მერე? ემიგრაციაში წასვლამდე აფხაზეთის ომში ვიბრძოდი რიგით ჯარისკაცად და ვნახე, ისეთივე სისასტიკე ხდება დღესაც, რაც შექსპირამდე ხდებოდა, ადამიანები არაფრით გაკეთილშობილებულან. და ჩემი ლექსები რას ემსახურება? წავედი დათმობაზე და დავიწყე თარგმნა ფრანგულიდან ქართულად და ქართულიდან ფრანგულად, თუმცა, ჩემთვის დღიურებს მაინც ვწერ, მექანიკურად ვაგრძელებ წერას ხან ქართულად, ხან ფრანგულად"

იგი ერთ ლექსში ამბობს: "ვწერ, რადგან სიტყვის ამოსვლა თვითონ, მინდვრად ბალახის ამოსვლასავით, ბუნებრივია, ჯერ თითო-თითო, მერე წყვილ-წყვილი, მერე, სამ-სამი"... მისივე თქმით, ახლა ეს ძალა აღარ ჰყოფნის, ბალახის ძალა. ყველანაირ ამოსვლას ხომ რწმენა უნდა, ბალახმა თუ ძალა დაკარგა, ვეღარ ამოვა, ასევეა ლექსი.

ომარ თურმანაული საფრანგეთში აფხაზეთის ომის დამთავრების შემდეგ წავიდა. როგორც დღეს იხსენებს, ომიდან დაბრუნებული, ფაქტობრივად, ქუჩაში აღმოჩნდა და თავისი თაობის პოეტებთან გელა კიკოლაშვილთან და უშანგი გაბიტაშვილთან ერთად იმ წიგნების გაყიდვა დაიწყო, რასაც მთელი ცხოვრება განძივით აგროვებდა. თუმცა კი, იმ წლებში წიგნები ძალიან ცოტას თუ აინტერესებდა. როგორც ახლა იხსენებს, ემიგრაციაში რომ არ წასულიყო, იმ სასოწარკვეთის ჟამს ან სასმელი მოკლავდა, ანდა თვითმკვლელობით დაასრულებდა სიცოცხლეს, როგორც, მაგალითად, ბადრი გუგუშვილმა.

თუმცა, საფრანგეთში ნულიდან კი არა, ნულს ქვემოდან დაიწყო ცხოვრება. საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანი უცხო ქვეყნის რეალობას ვერ წარმოიდგენდა. რასაკვირველია, კომფორტია, როცა ენა იცი და პარიზში შეგიძლია, გამვლელს ჰკითხო, ესა თუ ის ქუჩა სად არის. ასევე კარგია, როცა ენისა გარდა, ამ ხალხის კულტურაზეც გაქვს წარმოდგენა მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მუშაობის უფლება არ ჰქონდა და არც არავინ მისცემდა.

ემიგრანტი პოეტი დღეს უკვე მარტივად ყვება 12 წლის წინანდელ ამბავს: "რამდენიმე ღამე ქართველ სტუდენტთან გავათენე, მაგრამ მასაც უჭირდა და ქუჩაში გავედი. გავიკითხე და მითხრეს, რომ არსებობს უფასო ღამის გასათევები, სადაც დღეში ერთხელ აჭმევენ კიდეც. იქ მარტო ლტოლვილები კი არ დადიან, უსახლკარო ფრანგებიც, მათხოვრები. ყველანაირი ხალხი შემოდიოდა ღამისგასათევად და ბაღლინჯო გამიჩნდა. წარმოიდგინეთ, პარიზში, მეოცე საუკუნის დასასრულს რომ ბაღლინჯო დაგკბენს!. ბოლოს კათოლიკური ჰუმანიტარული ორგანიზაცია "კარიტასი" დამეხმარა, მომცეს ოთახი, სადაც ერთ აფრიკელთან ერთად ვცხოვრობდი, მერე კი დახმარება გამიწია ორგანიზაციამ "საფრანგეთი თავშესაფრის ქვეყანა", რომელმაც სტრასბურგში გამგზავნა. სტრასბურგში დავუკავშირდი "მწერალთა საერთაშორისო პარლამენტს", რომლის თავმჯდომარე იყო ცნობილი ირანელი მწერალი სალმან რუშდი. მათ მომცეს ბინა და სტიპენდიაც დამინიშნეს".

იმისათვის, რომ სტრასბურგელი მწერლებისთვის თავი გაეცნო, ფრანგულად თარგმნა რამდენიმე საკუთარი მოთხრობა, ერთი მოთხრობა კი "ქვრივი ქალი, მერცხალი და მკითხავი" პატარა წიგნად გამოსცა. ამჟამად იგი კლოდ სიმონის რომანის "ფლამანდის გზის" ქართულ თარგმანზე მუშაობს. კლოდ სიმონი ახალი ფრანგული რომანის წარმომადგენელია, და როგორც თურმანაული ამბობს, როგორც ამ ჟანრის ყველა წარმომადგენელი, ძალიან ახლოს დგას მასთან. ომარ თურმანაულმა ჯერ კიდევ ემიგრაციაში წასვლამდე თარგმნა ნატალი საროტის "მარტრო", რომლის გამოცემაც ჯერ ვერ მოხერხდა.

საკუთარ შემოქმედებას რაც შეეხება, ბოლო დროს იგი ფრანგულად წერს. ამჟამად მუშაობს რომანზე, რომელიც ახალი ფრანგული რომანის სტილს განეკუთვნება. ეს არის ერთ წინადადებად ჩაფიქრებული ნაწარმოები, რომლის თხრობა ალტერნატიული სურათებით მიდის და წერტილი მხოლოდ რომანის დასასრულს დაისმება.

ემიგრაციაში წასვლის სიკეთეებზე საუბრისას თურმანაული პირველ რიგში ასახელებს იმ უამრავ წიგნსა და ავტორს, რომელთა გაცნობის საშუალება მას საქართველოში ნაკლებად ექნებოდა. სხვა მხრივ კი, მის მსოფლმხედველობაში დიდი არაფერი ცვლილება არ მომხდარა, იგი ისევ იმად დარჩა, რაც იყო და არც ცხოვრების სტილი შეუცვლია. საფრანგეთშიც მწერლებთან და მთრგმნელებთან მეგობრობს, რომლებიც მისი ცხოვრების წესს სწორად აღიქვამენ და ამ მხრივ დისკომფორტი არ ექმნება. ყველაფრის მიუდხედავად, ძირითადი პრობლემა, რომელიც ემიგრანტი პოეტის წინაშე იდგა, იყო ის, რომ ახალ სამყაროში ეპოვა მეგობრები. მან ბევრ ფრანგს გააცნო და შეაყვარა საქართველო, რომლებიც უკვე დამოუკიდებლად აგრძელებენ ურთიერთობას ჩვენს ქვეყანასთან.

ემიგრაციაში წასული ადამიანისთვის ყველაზე ძნელი მეგობრების სიკვდილის ამბის გაგებაა. და რადგან მას გარდაცვლილები არ უნახავს, თითქოს ისინი კვლავ ცოცხლად რჩებიან. როგორც ამბობს, იგი ერთდროულად დაატარებს მათ სიციცხლესაც და სიკვდილსაც: "რომ ჩამოვდივარ, ბადრი გუგუშვილს ვეძებ ქუჩებში, ასე მგონია, სადმე შემხვდება თავისი როხროხით. აქ რომ ხარ და ადამიანის სიკვდილს ესწრები, ამ ამბავს ინელებ, იქ კი სხვანაირად აღიქვამ".

როგორ ჩანს საფრანგეთიდან თანამედროვე ქართული ლიტერატურა? ომარ თურმანაულის აზრით, ძალიან ბევრი რამ სხვადასხვა ევროპული მიმდინარეობების წაბაძვით იქმნება და ხშირად ეს კარიკატურულ ფორმებს იღებს, თუმცა კი, ისეთი მწერლებიც არიან, რომლებიც ნიჭიერად ხარშავენ თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს.

"კი იძახიან, რომ მას შემდეგ, რაც დაიწერება, ლიტერატურა მსოფლიო მნიშვნელობის ხდება, მაგრამ იგი მანიც ლოკალური გარემოს მიხედვით იქმნება და იმ სამყაროს თვისებების მატარებელია.

განსაკუთრებით ყალბად ჩანდა ქართულ ლიტერატურაში შემოჭრილი სკაბრეზული გამოთქმების ნიაღვარი. რასაც ევროპელი თუ ამერიკელი მწერლები სათქმელის გამოსახატავად ბუნებრივად იყენებენ, ქართველ მწერლებთან ეს მხოლოდდამხოლოდ მკითხველის პროვოცირების მიზნით ხდებოდა, თანაც უგემოვნოდ და უნიჭოდ.

თუმცა, მიხარია, რომ საქართველოში პოეზია ცოცხლობს, უამრავი წიგნი გამოდის. ბესიკ ხარანაულმა გამაოცა, იმდენს წერს. აღფრთოვანებული ვარ იმ წიგნებით, რაც ვნახე, თუმცა კი აქვეა "თქვენი ქსელი ჯეოსელი" და მსგავს ეფექტებზე აგებული რაღაცეები. მთავარია, რომ პოეზიის მდინარე მიედინება და ძველი თაობის მწერლებიც აგრძელებენ წერას, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმით თავს ვერავინ ირჩენს."

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptyWed Jul 04, 2018 8:38 pm

ომარ თურმანაული  - Page 2 Omar_t11

ომარ თურმანაული

***
ღამე...
აივანზე ვდგავარ...
აივნის წინ წყალი ჩადის...
თავს დავიშვერ – არ ვი, რა ვარ...
ავიშვერ და მთვარე ჩამდის...
აივანი სახლისაა,
სახლი არის ვიღაც სხვისი
ეს ქვეყანაც, ეს მდინარეც
სხვისი არის...
რავი ვისი...
ღამე...
აივანზე ვდგავარ...
ვინ ვარ,
რა ვარ,
ვეღარ ვხვდები
ვეღარც გასასვლელი ვნახე,
დაბლა?..
მაღლა?...
ვიხედები...

2018

Arrow


Last edited by Admin on Thu Mar 21, 2019 12:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptySun Aug 12, 2018 10:39 am

ომარ თურმანაული

მართლაც...

მართლაც რა ზნე გჭირს ასეთი,
სოფელო, გონით საპყარო:
ვინც შენ გპატრონობს, შენ გივლის,
შენთვის ოფლს ღვრის და ჭაპანობს,
შენს მტერს იმათი სისხლ–ხორცი
როდემდე უნდა აჭამო!..

2017


პესიმისტური

გზა სახლიდან და სკოლამდე,
მერე სკოლიდან – სახლამდის...
რა კარგი ბიჭი ვიყავი,
რა მაგარ გეგმებს ვსახავდი:
მჯეროდა ქვეყნის სატკივარს
მის შვებად გარდავსახავდი,
მაგრამ ვერც–რა თქვენ გიშველეთ
(სიმწრის ცრემლები ახლაც მდის),
ვერც – თავს ...
იმედიც გამიქრა...
გემშვიდობებით...
ნახვამდის...

2018

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptyThu Mar 21, 2019 12:47 pm

ომარ თურმანაული

***
რა მანძილია, ვფიქრობ ჩემთვის,
სასადილოდან
(სადავ ვზივარ და უგემურ კატლეტსა
ვსინჯავ)
უსუპის ძმისწულის _ ცამცუმის
კოშკამდე?
ეჰ, იქ კარგია.
რაც არ უნდა შორი გზა იყოს, ღირს
წასვლა,
მაგრამ გზას ვინ მასწავლის?..
რაღა თქმა უნდა, გზად ათასი
ფათერაკია.
ვიცი ისიც, რომ გზაჯვარედინზე
შეიძლება სწორედ იქით მომიხდეს
წასვლა,
საიდანაც არ ბრუნდებიან,
მაგრამ მერე რა...
გზას ვინ მასწავლის?
გუშინ მივიღე დედის წერილი
და მივხვდი, რომ ღრმად შემიტოპავს,
მივხვდი, რომ უნდა მივატოვო
ეს უცნობი ქალ-ვაჟები,
ეს უცნობი ჭარმაგები და მოხუცები,
რომლებიც აგერ, ჩემ პირდაპირ,
ჩემს ზურგს უკან, თუ იქეთ-აქეთ
კითხვის ნიშნებივით მოხრილან
და თავიანთ თეფშებსა და ჯამებს
ჩასცქერენ:
იღიმებიან, არ ვიცი, რატომ,
ლაპარაკობენ, არ ვიცი, რაზე...
და მიდიან, არ ვიცი, საით...
თვითონ, თვითონ თუ იციან?
არც ეს არ ვიცი.
უცნობი ქალ-ვაჟები,
უცნობი ჭარმაგები და მოხუცები...
ნუთუ მეც ერთი ამათგანი ვარ,
მეც ერთი მუქი კითხვის ნიშანი?..
გზები და გზაჯვარედინებიც
დახვეულან კითხვის ნიშნებად
და ყოველი გზის დასაწყისშიც
მოჩანს მხოლოდ კითხვის ნიშანი...
რას ნიშნავს ეს?
სად არის ის გზაჯვარედინი,
სადაც წერია:
`მარჯვნივ წახვალ _ ცხენს
მოგიკლავენ,
მარცხნივ წახვალ _ თვითონ
მოკვდები,
პირდაპირ წახვალ _ შენც და ცხენიც
დაიღუპებით~.
რა მანძილია სასადილოდან,
უსუპის ძმისწულის _ ცამცუმის
კოშკამდე?
სად მთავრდება სამფლობელო კითხვის
ნიშნების,
და სად იწყება ის ქვეყანა,
სადაც ყველას და ყველაფერს სახელი
ჰქვია,
დევებს _ ბეღელა, ბაყბაყა და
ცხრათავიანი,
ღვთისშვილთ _ კოპალა, იახსარი,
პირქუში, გიორგ,
ხალხს _ მირიანი, ამირანი, ნინო,
ქეთევან...
დღეს რომ დღე ჰქვია
და ღამეს _ ღამე...
რა მანძილია სასადილოდან,
უსუპის ძმისწულის _ ცამცუმის
კოშკამდე?
მერე რა, თუ მეც და ცხენიც
დავიღუპებით,
იქ ხომ მკვდარიც ამხელს თავის
წუხილს,
სატკივარს,
ვინაობას:
`...ძმისწული ვარ უსუპისი,
სანამ ვიყავ, მტერი ვმუსრე,
არ შევჭამე ჯავრი მტრისი,
მოვკვდი, მხოლოდ ჯავრი ჩამყვა
ერთი დევის _ ბაყბაყისი~...
რა მანძილია სასადილოდან
უსუპის ძმისწულის _ ცამცუმის
კოშკამდე?

Arrow


Last edited by Admin on Sat Mar 23, 2019 11:33 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptyThu Mar 21, 2019 12:48 pm

ომარ თურმანაული  - Page 2 Omar_t10
"ომარ თურმანაული, 2010" ©️ მიხო მოსულიშვილის ფოტო.


სალამია:

***
აგერ ხელი და აგერაც
ჩემი ყანწი და ქვევრები,
რაში გჭირდება დაკერვა,
ჭილოფს მიგიგავს ნევრები.
თუ გსურს მოიხსნა "ზაპოი",
ულვაში დაბლა დაუშვი
და ჩვენთან ერთად წამოი
საარყო ფასანაურში.


flower


ზემოური, იგივე ომარ თურმანაული:


***
არც მე მოგიველით ჩოხით,
არც თქვენ გამიშალეთ ნოხი...
წვერთეთრი და თმაჭაღარა,
მთვრალი, ოთხით შემოვხოხდი.
რა მითხარით, ან მე რა ვთქვი
არყით ჩათუთქული ხოხრხით? –
აღარ მახსოვს... ქე გიცანით
ბუნდად, ტანის მიხვრა-მოხვრით...
ესეთია ბედი ყველა
მარტოსულისა და ოხრის.
როგორც მოველ, ისე წავალ
გულისტკივილით და ოხვრით...
მშობლიური მიწა არა,
მშობლიური ქვა და გოხი
მიმაქვს, რომ იქ, უცხოეთში
თავში ვირახუნო ორმხრივ:
"ჩემი კაფიობა მოვტყან,
თქვენი - კაფიების ქოხი".


jocolor


Last edited by Admin on Sat Mar 23, 2019 10:05 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptyThu Mar 21, 2019 12:49 pm

ომარ თურმანაული

***

ლ. ს.

და მრავლდებოდა ჩვენს შორის სიტყვა,
ყოველწამს სიტყვა მოცვიოდა ჩვენი ბაგიდან;
სიტყვებმა, როგორც ქვიშის გროვამ
ორნივ დაგვფარა
და ერთმანეთს ვეღარ ვხედავდით.
ალერსის დროსაც ერთურთს კი არა,
ერთმანეთის სიტყვებს ვკოცნიდით.
ბოლოს ავმაღლდით,
ამოვედით სიტყვის გროვიდან
მივუახლოვდით ცას,
შევღიმეთ ერთურთს თვალებში,
„როგორ გამხდარხარ“, მითხარი შენ
და მე ეგ ორი სიტვის მარცვალიც
ქვიშასავით მოგაცილე ბაგიდან ბაგით...
მერე დავწექით სიტყვის ქვიშის ნელთბილ გორაზე
და სიყვარულის ყოვლისმომცველ მდუმარებას
მივაყურადეთ.


Arrow


Last edited by Admin on Sun Mar 24, 2019 8:24 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptyThu Mar 21, 2019 1:49 pm

ომარ თურმანაული

***
(წაკითხულ იქნეს მხოლოდდამხოლოდ იოსებ გრიშაშვილის სტილში, აი, „ძველო თბილისოს“ რომ კითხულობს, ისე)

„წავიდა თოვლი, მოვიდა მიწააააა“,
გულზე დაკიდულ საფლავის ჯვრებიიიით...
გაზაფხულია...
წიწკანას წიწიიიინს
ვუსმენ და ვქრებიიი, თოვლივით ვქრებიიიი
და ვიძირები იქ, სადაც შფოთიიიი
აღარ იქნებაააა, არც ეს მთა–ველიიიი!
სადაც იქნება ომარ (ხაიაააამ),
შოთა (ჩანტლაძე და რუსთაველიიიი),
და მაჭუტინოს დაუსხამს ღვინოოოოს
თვითონ გოეთე ფეხზე ადგომიიიით,
მოგვილოცავენ ქრისტეს აღდგომაააას
ნიზამი, რუმი და კიდევ სხვებიიიი...

2019 წლის 14 იანვარი

Exclamation


Last edited by Admin on Tue Mar 26, 2019 10:55 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptyThu Mar 21, 2019 1:53 pm

ომარ თურმანაული

***
იყო და არა იყო რა, იყო ორი ცია და ერთი ასო.
ერთად წარმოადგენდენ ასო–ცია–ციას...

***
თვით ფარაონთა ზეძლიერების
მაქსიმუმია – მინი მუმია!

***
უსახელონო, ჩემნაირნო, ერთ სიტყვას გეტყვით:
ვინც თავს ვირჩენდით კალოს ლეწვით და კაკლის ბერტყვით,
ჩვენ, უსეხელოდ დავიხსენით გაქრობისაგან
სახელიანნი: შოთა, დანტე და... თავად ღმერთი!

***
მივდიოდი სოფელ–სოფელ
მომყეფავდენ ძაღლები,
მათთვის ეს გართობა იყო,
ჩემთვის იყო დამღლელი.

2018

Exclamation
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 367
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptyFri Mar 22, 2019 12:58 pm

ომარ თურმანაული

შიშვლად ცხოვრება
(მოთხრობა)

ძილ-ბურანში კარვის თავზე წვიმის ხმაური და ქარი, კარვის კედლებს რომ ძრავს არ მაძლევს ღრმად ჩაძინების საშუალებას. ვწვალობ. ვიღვიძებ. ვაყურადებ... არავითარი წვიმა და ქარი. სიჩუმეა. ტყეში ჩიტებიც არ ჟივჟივებენ. მაშასადმე, გათენებამდე ჯერ კიდევ დროა. რამდენი დრო - ვერ გაიგებ. შეიძლება - ოცი წუთი, შეიძლება - ორი საათი ან კიდევ მეტი. ძლივსშესამჩნევი პირველი სხივი ერთბაშად ჩნდება; ფრინველებიც სწორედ ამას ხვდებიან ხოლმე აჟიოტაჟით; გეგონება მთელი ღამე კი არ სძინავთ, დაძაბულები ამ წამს ელიან. სიბნელეში, ხუთიოდ მეტრზე, ჯერ ერიკას კარავიც არ ჩანს... რამდენჯერმე ვტრიალებ, თითქოს იმაზე ფიქრს რომ ერიკა აქ აღარაა წეღანდელი კოშმარივით მოვიშორებდე; გუშინ საღამოს პოლიციამ აიყვანა... ტყიდან გასულებს შეგვეჩეხნენ; მე მქონდა ჩემი მწვანე საბუთი, ერიკას - არა. ვადაგასული საბჭოეთის ვადაგასული პასპორტი ჰქონდა; თავისთავად მნიშვნელოვანი სამუზემო ექსპონანტი, მაგრამ პოლიციელების სამკაციანმა ექსპერტიზამ შიგ ვერაფერი ფასეული ვერ დაინახა... რომელ მხარეს ვიწექი რომ გამომეღვიძა? ბავშვობაში დედა მირჩევდა, ცუდი სიზმარი რომ მოიშორო სხვა გვერდზე უნდა დაიძინოო. რამდენჯერმე ვტრიალებ ვიდრე ჩავიძინებდე... მიწურ სახლში ვარ. ჩემი ბავშვობის სახლს წააგავს - ბნელი, დაბალი. უფრო დაბალი, ვიდრე იყო ჩემს ბავშვობაში. ცხრა წლის ბავშვსაც შიგ გამართული სიარული გაუჭირდება. მუხლებში და წელში მოხრილი, ჩაცუცქული დავდივარ თითქმის. კედლები, ჭერი, დედაბოძი ბუხრის კვალისგან გამურულია. ერთი კედელი, უკანა მხარეს სულ არა აქვს, მის ადგილას შავი ხვრელია, გამოქვაბული... იატაკი მიწისაა, უსწორმასწორო; ჩამქრალ ბუხარში, ზედადაგარზე, გამურული დიდი ქვაბი დგას; ძველებური, სპილენძის ქვაბი. ჩაცუცქული ვუახლოვდები. შიგ ჩატოვებულ ხის ჩამჩას ვიღებ; შიგთავსს ვურევ და ვაკვირდები - სიბნელეში, ერთადერთი გამურული სარკმელიდან მომავალ სუსტ სინათლეზე ბრინჯის სუპს ვარჩევ შიგ თხლად დაჭრილი ხორცის ნაჭრებით. ერიკაც იქვე დაბაჯბაჯებს, ისიც ჩემსავით იძულებით ჩაცუცქული, მუხლებში და მხრებში მოხრილი; ჩემს ზურგს უკან ჩაიარა, კედელთან ბებოს საწოლზე დაჯდა. მინდა ვუთხრა რომ ეს ჩემი ადგილია, რომ იქედან სულ ახლახანს მე წამოვდექი. ნაწყენი ვარ მაგრამ არაფერს არ ვეუბნები; ბრინჯის წვნიანს ბებიაჩემის ხის ჯამში ვუსხამ; სუპი ცივია... მეღვიძება კვლავ; ამჟამად ეს შარდის მოწოლის ბრალია უკვე... უცნაური სიზმრები იყო; თუმცა სიზმრების უმრავლესობა უცნაურია, თვით ფაქტი, რომ სიზმარი ვნახე უფრო მაკვირვებს - დიდი ხანია აღარაფერი დამსიზმრებია. ამბობენ სიზმრებს ყველა ხედავსო; თან ყოველ ღამე, მაგრამ, თურმე არ გვამახსოვრდება... სიზმრების არ ნახვასა და იმათ ვერდამახსოვრებას შორის რა სხვაობაა? არა მგონია ვინმე სიზმარში ნანახმა და გაღვიძებისას დავიწყებულმა გულმავიწყობა გვისაყვედუროს; ყოველ შემთხვევაში ერიკას, აქ რომ იყოს, არ ექნებოდა სასაყვედურო - კარგად მახსოვს ჩემს მიწურ სახლში გორილასავით დაბაჯბაჯებდა... აქ გავიცანი სამი თვის უკან; თურმე ამ ტყეში მეორედ იყო; სამი წლის წინ, ზამთარში მხოლოდ ერთი თვე დარჩა; მერე მეგობარმა ქალმა, ვისთან ერთადაც აქ რუსეთიდან გადმოიხვეწა, სიცივეს და, უფრო კი იმ იმედების გაცრუებას ვეღარ გაუძლო, ევროპაში ცხოვრებისგან რასაც ელოდა და მიატოვა... ის ერთი თვე კი, აქვე, ქალაქში, გიტარაზე დამღერებული "კატიუშათი" მოგროვილი ევროპული მონეტებით კვლავ რუსულ არაყს ყიდულობდნენ რომ გამთბარიყვნენ; ვერცა თბებოდნენ, თვრებოდნენ მხოლოდ; მერე ჩხუბობდნენ; ქალი უფრო მალე თვრებოდა და საყვედურებს იწყებდა ხოლმე; ერიკა კი ამასობაში გიტარაზე რაღაც სიმღერას აღიღინებდა; ბოლოს იგიც უკვე მთვრალი, ყელში მოწოლილი ბოღმისგან სიმღერა რომ გაუწყდებოდა, გადადებდა გვერდზე გიტარას, წამოდგებოდა და - ტკაპ! - ტკეცავდა; ქალს ერთერთ თვალს ჩაულურჯებდა; მეორე დღეს კვლავ გადიოდნენ ქალაქში და სიცივისა და არყისაგან ჩახლეჩილი ხმით ისევ მღეროდნენ; საღამოზე კვლავ არაყს სვამდნენ, თვრებოდნენ დაისევ ჩხუბობდნენ; ქალი ისევ საყვედურობდა; ერიკა, მთვრალი, კვლავ გადადებდა გვერდზე გიტარას, წამოდგებოდა - თქაფ! - ქალს ახლა მეორე თვალს ჩაულურჯებდა; ბოლოს მოსწყინდა; ერთ დღეს გიტარა რომ გადადო, ქალს ხელი აღარ გაუტკაცუნა - გადაბრუნდა და დაიძინა; მისი მეგობარი ქალი იმედგაცრუებული დარჩა; შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე, ბოლოს ქალმა ერიკას თვითონ გაარტყა ხელი; ერიკამ მას არც ამაზე არ უპასუხა, ლოყაზე ხელი ჩამოისვა, გადაბრუნდა და დაიძნა; მომდევნო დღეს ქალმა კიდევ გაარტყა ხელი; ერიკამ მხოლოდ ჩაიხითხითა; ამაზე ქალი მთლად გაცოფდა - ერიკას დანა დაარტყა მხარში... ერიკამ ქალს დანა წაართვა და ამჯერად კიდევ ერთხელ გაარტყა ხელი; ქალმა იტირა, დაჭრილი მხარი არყის ნარჩენით ჩამობანა, შეუხვია და დაიძინეს; მერე დაშორდნენ: ქალმა გერმანიისაკენ გაუტია ბედის საძებრად, ერიკამ კი თავის გიტარით - ნორვეგიისკენ... სიმღერ-სიმღერით მთელი ევროპა შემოიარა, მაგრამ ყველგან პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრეს... ძველი სამხედრო ოფიცერია... თორმეტი წელი იმსახურა საბჭოთა ჯარში; ადრე საჭბოთა ოფიცრები, ერიკასავით საზღვარგარეთ ვინც მსახურობდა, კარგად ცხოვრობდნენ; შვიდი წელი ჩეხეთში იყო, ხუთი წელი გერმანიაში; ბერლინის კედლის ნგრევის პროცესს იქვე დაესწრო; კედლის ნანგრევებს ხელიც შეახო; ხელშიც აიღო ერთი ნატეხი, ატრიალა, სინჯა თითებით, დაყნოსა კიდეც, შემდეგ ჯიბეში ჩაიდო და სულ თან დაჰქონდა თილისმასავით; მეც მაჩვენა - ჩვეულებრივი ბეტონის ერთი ნატეხი იყო, ცემენტისა და ქვების ნარევი; კარგი თილისმა არ აღმოჩნდა - ამის შემდეგ არაფერში არ უმართლებდა: პირველი ცოლი ამ ამბების შემდეგ გაშორდა; სამხრეთ რუსეთში, ქალაქ სოჭში მისი ამღზრდელი ბებოც მერე გარდაიცვალა; ბებოს ბინა სასამართლომ სხვებს მიაკუთვნა; ცოტა ხნის შემდეგ ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარზე ყველა ქვეყანამ უარი უთხრა; ბოლოს, აი, პოლიციამ ის აიყვანა, მე აქვე დავრჩი... რომ მიჰყავდათ ბეტონის ნატეხს ისევ ხელში ატრიალებდა. გადააგდე-მეთქი, ვუთხარი...

საშარდე მილის წვა არ მასვენებს. შარდდენის ასე გახშირებაც ამ სინესტის და სიგრილის ბრალია ალბათ; მშრალ ლოგინში, თბილად როდესაც ვიძინებდი, ღამე მოფსმა არ მჭირდებოდა. ერთი ხანობა თავს ვიტყუებ რომ შეიძლება გადამიაროს; ადგომა და გარეთ გასვლა არ მეზარება - იმის წარმოდგენაზე რომ სიბნელეში შეიძლება კარვის ირგვლივ მოღოღიალე ფილოქსერებს დავადგა ფეხი, მთელ ტანში მბურძგლავს; ფიზიკურად ვერ ვიტან ამ უხერხემლო ლორწოიანებს; დღისით, თუ არ წვიმს, თითქმის არ ჩანან - სიმშრალეზე მოძრაობისას მეტი ლორწოს და ენერგიის ხარჯვა უხდებათ და უაზრო დანაკარგებს ერიდებიან; უხერხემლონი კი არიან, მაგრამ ვერ იტყვი რომ ჭკვაც არა აქვთ! მზიან ამინდში გრილ, ნესტიან ნეშომპალაში, ბნელ ხვრელებში იმალებიან, შესაძლოა კარვის ქვეშაც - ჩემი კარვის იატაკი ხომ მუდამ სველია; შიგნით მუდამ შმორის სუნი დგას; პირველად თავის შემოყოფისას - აუტანელი, მერე ვეჩვევი; ტანსაცმელებს და ფეხსაცმელებს ამ სუნისგან დასაცავად ცელოფანის პარკებში ვაწყობ; თუმცა მე თვითონ მგონი სინესტის, ობისა და ნეშომპალის სუნი გამიჯდა და სახეზეც, როგორც გარედან კარვის ქსოვილს ხავსის და ობის ფერი დამედო... ნაწვიმარზე გუბეში რომ ჩემს სახეს ვხედავ ამგვარი შთაბეჭდილება მრჩება... სარკეც არა მაქვს ჩემი ეს შთაბეჭდილებები რომ გადავამოწმო - პირს ვარაუდით ვიპარსავ უკვე სამი თვე არის... საღამოობით, მზე რომ უკვე დასავლეთით გადაიხრება ჯერ კოღოები გამოდიან ჩემს საძებნელად - ჩამასობენ ხან აქ, ხან იქ თავის ნისკარტებს, არხეინად, თითქოს დედამ სპეციალურად ამათთვის მშობა; ვაფართხალებ ხელებს, ფეხებს არ მეშვებიან; სხედან ჩემზე თავდახრილები, გატრუნულები, თითქოს ცოცხალი ადამიანის სისხლს კი არ სვამენ, ამერიკული დეტექტივის კითხვით არიან გატაცებულნი; ვიტყაპუნებ ხელებს გიჟივით; სისხლის წვეთებში აზელილი მათი გამჭვირვალე ფრთები და ხორთუმები ჩემს კანზე რჩება ან ტანსაცმელზე... ამ დროს კარავში ჩაგუბებული მძიმე სუნის მიუხედავად შიგ მივძვრები, კოღოსაწინააღმდეგო ბადეს ვკეტავ, სანთელს ვანთებ ჰაერი რომ "გავაჯანსაღო"; კარვის ნესტიან კალთებს თავი და ფეხები რომ არ შევახო, სინთეტური ღრუბელების ბალიშებზე (ერიკამ რომ საიდანღაც გამოჩხრიკა) წელში ვიხრები და სანთლის ალს ძაღლის პოზაში მოკუნტული, "თათებზე" თავჩამოდებული მივჩერებივარ; რაც ერიკა აქ აღარაა, სანთლის ალია ჩემი ღამის კომპანიონი. ძილი თვალებს რომ დამიელმებს სულის შებერვით, ან პატრუქზე საჩვენებელი და ცერა თითის მოჭერით ვაქრობ... შემდეგ უკვე არა უშავს რა, ისე თუ ასე მაინცა მძინავს, ღამღამობით რომ, როგორც ახლა, მოსაფსმელად გარეთ გასვლა არ მჭირდებოდეს: ჩვეულებრივად საშარდე მილის და საშარდე ბუშტის წვისგან ვიღვიძებ ხოლმე; სანთელს ვანთებ; კოღოსაწინააღმდეგო ბადის გახსნამდე მისი გარეთა ზედაპირის შესწავლას ჯერ შიგნიდან ვცდილობ; ზედ ყოველთვის სამ-ოთხ, ზოგჯერ მეტ - შვიდსა და რვა ფილოქსერას მაინც ვპოულობ. ეს ადვილი სულაც არ არის - გამჭვირვალე ფარდის შიგნითა ზედაპირი შუქს ირეკლავს და გარეთა მხარეს, სიბნელეში არაფერი თითქმის არა ჩანს; მათი განლაგების ადგილებს ოდნავ მუქი აჩრდილებით თუ გამოვიცნობ. მსგავს მომენტებში დაძაბული ვარ; უსათუოდ იმ მეცნიერის გამოხედვა მაქვს ჯერაც უცნობი ფენომენის დაკვირვებას რომ აწარმოებს; ან იმ მკითხავის, სანთლის ალში ვინმეს მომავლის ნახვას რომ ცდილობს და შიგ კარგს რომ ვერაფერს ხედავს... ვერ გავიგე ეს ცხოველები კარვის ამ სინთეტიკურ ქსოვილზე რას ნახულობენ; ირგვლივ ქორფა ფოთოლ-ბალახი, რომელსაც თვით დახვეწილი პირისგემოს მქონე ვერც ერთი ლოკოკინა ვერ დაიწუნებს, უამრავია; მათ აჩრდილებს წკიპურტებს ვურტყამ; ყველა ამგვარი დარტყმის შემდეგ, ხელი ცეცხლზე დამწვარივით სწრაფად გამომაქვს... იმის მტკიცება, რომ ესენიც ღმერთის შექმნილი არსებებია მორწმუნე კაცსაც (ფანატიკოსი თუ არ არის) შერცხვება ალბათ... ჩემმა მთიელმა წინაპრებმა ამნაირი საზიზღარი ცხოველების, მცენარეების, უკეთური მოვლენების ასახსნელად კარგი გამოსავალი ნახეს - შესაქმის რთულ პროცესში მამაუფალთან ერთად ეშმაკიც ჩართეს; შესაქმემ უფრო ლოგიკური, თანაც უფრო საინტერესო, აზარტული სახე მიიღო: თეთრი (კეთილი) ფიგურებით ღმერთი თამაშობს, შავით - ეშმაკი; დრო და დრო ღმერთსაც და ეშმაკსაც სვლები ეშლებათ - ღმერთი ცუდსა ქმნის, ეშმაკი - კეთილს... შესაქმის ასე ბიპოლარული გააზრება - კოღოები, ფილოქსერები... - ჩემთვის უფრო მისაღებია... ზოგი ისე მაგრადაა კარვის ფარდაზე მიწებებული ორი, ხან სამი დარტყმა სჭირდება რომ მოვაშორო; ამასობაში კი შარდი უფრო მაწვება ხომლე; ცალი ხელით საქმეს განვაგრძობ, მეორე ხელი (სანთლიანი) ატკიებული სექსისკენ მიმაქვს (მცნება სექსი ჩემს ამ ორგანოს მსგავს მომენტებში უფრო ნაკლებ ესადაგება ვიდრე ჩემი ოცი თითიდან რომელიმეს, ან თუნდაც ენას); შარდი წვეთებად გამდის ხოლმე, ტრუსიკს მისველებს; ხვნეშა-ხვნეშით, ხელში ჩემი ფეხსაცმელებით ბოლობოლო გარეთ მივძვრები; ნესტიანი, თითქმის სველი ფეხსაცმელების შიშველ ფეხებზე ამოცმაც კი არაა დიდად სასიამოვნო... ხანგრძლივი შეკავებისაგან დაჭიმული პროსტატის კუნთი ვეღარ ახერხებს მოშვებას და სითხის გაშვებას; რაც შემიძლია ვიჭინთები, სუსტ ნაკადად გამოყოფილი თბილი შარდი კი სიბნელეში იქვე, შიშველ ფეხებზე დამდის; შარდის ბუშტი ნელა, მაგრამ მაინც იცლება; შვებით ვსუნთქავ; უფრო ვფშვინავ და სიამითაც ვკრუტუნებ ბოლოს; მუცლის ქვედა ნაწილში და საშარდე მილში ტკივილების დაცხრობის კვალად მაღლა თავში ჰუმანური აზრიც კი მომდის; მაგალითად, რომ ფილოქსერებთან ხელჩართულ ბრძოლას აზრი არა აქვს და რომ თვით ჩემი მათდამი ზიზღს უნზდა ვებრძოლო; წკიპურტების კვრით და მითუმეტეს მათი გასრესვით ზიზღის დაძლევა არ მოხერხდება... გასრესილი ფილოქსერა ბევრად უფრო საზიზღარია; ნაზად უნდა ავიყვანო და ფრთხილად გადავსვა გარეული ვაზისა ან სუროს ფოთოლზე; მერე მზერაც სიყვარულით მივადევნო შიშისაგან (ხელში აყვანის დროს) შეკუმშული მისი მწითური (ან ყავისფერი, ან მონაცრისფრო) სხეული რომ თანდათანობით კვლავ გაიშლება; თავზე ანტენებს ისევ ამოშლის; მიაბრუნებს, მოაბრუნებს მათ; გაცურდება, გასრიალდება... განა ლამაზი არაა ეს სანახაობა? სიყვარულით თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ... არა, ნამდვილად მშვენიერი სანახავია. დიდებული! არის რაღაც მის მოძრაობაში - ნუ შეგვრცხვება ვთქვათ - ჯენტლმენური, რაინდული... თუნდაც მეფური. რატომაც არა? ოთხ ქიმს, როგორც მეფურ გვირგვინს რომ თავზე დაიდგამს, შემდეგ თავს რომ მეფურ ღირსებით მიაბრუნებს და მოაბრუნებს, შემდეგ დინჯად, თავაღერილი გასრიალდება... ღმერთის ქმნილება არ არის ამ დროს?.. რაღაც ამგვარი ამაღლებული იდეებით ავსილი თავით ვამთავრებ ხოლმე ამ ღამეულ, ხანმოკლე გასვლებს... ვამთავრებდი, ერიკა რომ აქ მეგულებოდა. რამდენიმე მილიარდი ადამიანით დასახლებულ დედამიწაზე ერთი მაინც რომ შენს გვერდითაა, ერთისთვის რომ მაინც შენი არსებობა, შენი წუხილი, შენი ფიქრი რაღაცას ნიშნავს, ეს ძალას გაძლევს მსგავსი ჰუმანური ფიქრისთვის; როცა მარტო ხარ, კოღოებიის და ფილოქსერების გარდა როდესაც არავის არ აინტერესებ (თან უკანასკნელთ ძალზე ზერელედ) მაშინ... მაშინ... ისევ გვერდს ვიცვლი. გარეთ გასვლის რიტუალის შესრულება ასე არასდროს დამზარება; შარდის მეტი მოწოლისგან ტკივილები მთელ სხეულში მივლის; სანთლის ანთების და გასასვლელის მეცნიერული ყურადღებით შესწავლსი დროს უკვე არა მაქვს; გვერდზე მოწყობილ ფეხსაცმელებს სწრაფად ვიცვამ შიშველ ფეხებზე და გავრბივარ... ტყეში კვლავ ბნელა; სიჩუმეში შარდის ნაკადის მაყვლის ფოთლებზე დაცემის ხმა გარკვევით ისმის; და დრო და დრო ჩემი გმინვა ჯერ ტკივილისგან, შემდეგ შვებისგან... ბავშვობაში ერთი უფროსი ბიჭისაგან მოვისმინე, რომ როცა ძაან გეფსია და ფსამ ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობსო; იმ ბიჭის სახე ბუნდოვნად მახსოვს, შავ თეთრ ფერში; შეიძლება მისი შავ-თეთრი სურათიდან, მათ ოჯახში კედელზე რომ იყო ბოლოს მიკიდებული - თხუთმეტი წლის ტრაგიკულად გარდაიცვალა... გიგია ერქვა; იმანა თქვა: "ძაან, ძაან რომ მოგეფსმევა და ბოლოს მოფსამ, ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს"... ახლა, ამ და მსგავს მომენტებში ვფიქრობ გიგია შეიძლება მართალი იყო; ტყის სიჩუმეში ჩემი ჯერ კვნესა, შემდეგ სიამის კრუტუნი ისმის. ადრე ერიკას ჩემი ხმაური აღვიძებდა თავის კარავში; სიბნელიდან ნამძინარევი ხმით რამდენიმე სახუმარო სიტყვას ისროდა; შემდეგ სიჩუმე იდგა ტყეში გათენებამდე. გულის სიღრმეში ერიკას კარვის მხრიდან ისევ იმის ხმას ველი. ჩემი კვნესა, შემდეგ კრუტუნი უპასუხოდ რჩება და შვებით გამოწვეული სიამოვნებაც ის აღარაა; კარვისკენ მძიმე გულით ვბრუნდები; ფეხი მიცურავს; ვიგინები: თფუ! საზიზღარი ფილოქსერები!.. თუ ესენიც ღმერთის მიერ შექმნილებია, უსათუოდ ეს ღმერთის მიერ დაშვებული შეცდომა არის; ერთ-ერთი, ალბათ... ვიღაცამ ისიც კი დაასკვნა, ადამიანიც ღმერთის მიერ დაშვებული შეცდომააო; გამოდის რომ შეცდომების გარდა ღმერთს თითქმის არაფერი უკეთებია. იმ ვიღაცამ კი ალბათ ეს დასკვნა საკუთარ თავზე დაკვირვებიდან გამოიტანა; ამგვარი დასკვნა უსაფუძვლო არ უნდა იყოს (საკუთარ თავზე დაკვირვებიდან ვამბობ მეც ამას)... თუმცა ესაა, ეს შეცდომები, ღმერთის მიმართ რომ თანაგრძნობით გამაწყობს ზოგჯერ. ამ აფექტურ მომენტებში თავს როგორღაც ახლოს ვგრძნობ ღმერთთან; იმდენად ახლოს, რომ ეჭვიც კი მეპარება ჩემს არსებობაში... ადამიანთან შედარებით, ვთქვათ სიმართლე, ფილოქსერა არც ისე დიდი შეცდომა არის, მაგრამ სულაც შეიძლებოდა რომ შეცდომა არ ყოფილიყო. მაგალითად, მისი ზღვაში ბინადარი ზოგიერთი უხერხემლო ბიძაშვილივით მარგალიტებს რომ იძლეოდეს ლორწოსა და შავი განავლის სამაგიეროდ. დღეს იქნებ კიდეც შეიძლება მათი გარდაქმნა - მცირეოდენი გენეტიკური ქირურგია და, ღმერთის ნებაც თუ იქნება, ერთბაშად გარდაიქმნებიან, არა თეთრი და არც შავი მარგალიტების, არამედ მწვანე, ყვითელი, ლურჯი, წითელი, იასამნისფერი, ლაჟვარდოვანი მარგალიტების მწარმოებელ ფილოქსერებად. უკეთესი იქნებოდა ადამიანის ჩაურევლად ეს ღმერთს თვითონ ექმნა. უფრო მეტად უკეთესი კი, რომ ეს პირველი გარდასაქმის ექსპერიმენტი მას ჩემი კარვის ირგვლივ დაეწყო... გავიღვიძო და კარვის ირგვლივ დამხვდეს ლამაზად მოფენილი ყველა ფერის მარგალიტები... რაში გამოვიყენებდი? ნაღდად არ ვიცი. ამიტომ ღმერთი ფეხქვეშ არ მიფენს ამ მარგალიტებს. არც თეთრს, არც შავს, არც ფერად-ფერადს. არავითარი გარდასაქმის ექსპერიმენტი და სასწაული ჩემთან არ ხდება; არც ერიკასთან; ჩვენთან მხოლოდ გარდაქმნა ხდება, პერესტროიკა. ამის შედეგი - ერიკას ხელში ობოლი მარგალიტის ნაცვლად ბერლინის კედლის ნატეხი შერჩა; ერთად-ერთი თავშესაფარი, ბებიამისის ბინა წაართვეს და სხვას მისცეს, მას, ვისაც ჰქონდა... ყველაფერი ისე ხდება, როგორც წერილს არს. ინტერნატში რომ ვსწავლობდი, შაბათ-კვირას სხვაგვარ ზღაპრებს გვიკითხავდა რომელიმე ჩვენი ამღზრდელი - ან ოლია, გათხოვილი და უშვილო, ან სირანა გასათხოვარი; კოღოებზე და ფილოქსერებზე ლაპარაკი იქ არ იყო, მაგრამ იყო თათში ეკალჩასობილი ვეფხვი, რომელსაც კეთილი პრინცი ეხმარებოდა, ეკალს აძრობდა; სანაცვლოდ ვეფხვი ბალანს აძლევდა: "კეთილო კაცო, აი, აიღე ჩემი ბალანი; როცა ძალიან გაგიჭირდეს იმ დროს დაწვი, ჩემი სახელიც ახსენე და იქ გავჩნდებიო!" ზღაპრებში იყვნენ ასევე შავი ან წითელი ჭიანჭველები, მელა, დათვი, მგელი, ბატები, გედები, მტრედი... ხარი წიქარა; გომბეშოც იყო, მზეჭაბუკად რომ იცვლის სახეს; და სიკეთე იმარჯვებდა, ყველგან, ყოველთვის; კოღოები და ფილოქსერები იმ ზღაპრებში არა ყოფილან; ისინი აქ, ამ ნესტიან ტყეში არიან, თანაც ბევრნი, ძალიან ბევრნი; აქ ამ ტყეში არც იმის იმედი მაქვს რომ სიკეთე იზეიმებს, რომ ბოლობოლო რომელიმე ჩემგან დანდობილი კოღო, სისხლის მოწოვა რომ ვაცალე (ალბათ ოლიას ან სირანას წაკითხული ზღაპრის გავლენით) და გამაძღარი, კმაყოფილი რომ გაფრინდა, ერთ საღამოს მოფრინდება და შემეკითხება: "კეთილო კაცო, მითხარი რატომ მოგიწყენია? რით დაგეხმარო?" თუმცა მოდიან (და შეიძლება ისინიც, ვინც ერთხელ უკვე მომწოვეს სისხლი - სახეებიც და ჩაცმულობაც ერთნაირი აქვთ, ვერ განასხვავებ), მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ და ისევ სისხლი მომწოვონ... ასე მგონია, ღმერთი მისგან შექმნილი ამ პატარ-პატარა შეცდომების, კოღოების საშუალებით, ცდილობს მისი დიდი შეცდომის, ადამიანის მიწის პირიდან საერთოდ წაშლას. რატომაც არა? ჩვენი გამოსწორების მიზნით მისგან გამოყენებულმა რადიკალურმა მეთოდებმა (წარღვნა, ცეცხლი და თვით საკუთარი შვილის მოგზავნა) სასურველი შედეგი ხომ არ გამოიღო! და აი, ახლა ამგვარად ცდილობს... ადრე ერიკასაც კბენდნენ; ამ სატანჯველსაც ვინაწილებდით; ახლა მთელი ტყის კოღოებს ერთადერთი მე შევრჩი ხელში... ღმერთის, ეშმაკის და კოღოების ხელში ცოდოა ადამიანი. რაღა თქმა უნდა ამისი თქმა დედა ანდრესთვის უხერხულია... დედა თუ და? ორთოდოქსული ტრადიციით არასაეკლესიო პირი მოლოზონს მგონი დედას მიმართავს... დედა ანდრე, კათოლიკეა, ფრანცისკანელი; მითხრა რომ და დამიძახეო; ისიც მითხრა რომ ცხრამეტი წლის შესულა თურმე მონასტერში და ახლა, ორმოცი წლის შემდეგაც არაფერს ნანობს; მე არ მიკითხავს თუ ნანობთ-მეთქი; ვკითხე რამდენი წელია-მეთქი მონასტერში ხართ; ორმოციო, მიპასუხა და გააგრძელა, ცხრამეტი წლისა შევედი და ახლა, ორმოცი წლის შემდეგაც არა ვნანობო; მე რომ ხმა არ ამოვიღე, დაამატა, ცხრამეტი წლის რომ ვიყო ისევ იგივე გზას ავირჩევდიო; ასე იყოს, მაგრამ მე ეს არ მიკითხია; ორმოცი წლის ვარ, მაგრამ არც მე არაფერს ვნანობ. მიუხედავად იმისა რომ ამასობაში უამრავი პროფესია, უამრავი საცხოვრებელი ადგილი და ცხოვრების ორი თანამგზავრი გამოვიცვალე; ახლა აქ ვარ, ტყეში, კარავში; ოცდამეერთე საუკუნის ცივილიზებულ ევროპაში შუასაუკუნეების ქრისტიანი ბერივით ვცხოვრობ; თუმცა ვერ ვიტყვი, ცხრამეტი წლის რომ ვიყო ახლა იგივე გზას ავირჩევდი თქო; იმიტომ არა, რომ არაფერი არ მომწონს ჩემი უკვე განვლილი ცხოვრებიდან, რომ მთელი ორმოცი წლის წარსულს შეცდომადა ვთვლი - ორი ცხოვრება თუ მეძლევა, მეორედაც ზუსტად იგივე რატომ ვიცხოვრო, ამას ვერ ვხვდები; მოსაწყენი იქნება ძაან... ამის თქმას დედა ანდრესათვის რაღა თქმა უნდა რომ არ ვაპირებ. დედა ანდრე კარიტასის სასადილოში გავიცანით მე და ერიკამ; რომ გაიგო ტყეში ვცხოვრობდით ძალზე შეწუხდა; მას შემდეგ თვითონ გვაკითხავდა, კონსერვები და პური მოჰქონდა, რომ გაიგებს ერიკა გუშინ პოლიციამ წაიყვანა, შეიძლება კიდეც იტიროს...

წვიმის სიზმარი ამიცხადდა - სამი დღე-ღამე კარავს თავზე წვიმა ასხამდა. შეუჩერებლად. გარეთ მხოლოდ მოსაფსმელად, ტყის სისველისთვის ჩემი სისველის მისამატებლად გავდიოდი ან, კიდევ უფრო იშვიათად - ტალახისთვივს ჩემი ტალახის. გამიგია ცრემლის და შარდის შემადგენლობა ერთნაირია; ან რომ თითქმის ერთნაირია. გამოდის რომ თითქმის ვტიროდი. დანარჩენ დროს წვიმის ხმაურს ვაყურადებდი. ყველანაირ პოზიციაში: წამომჯდარი, გულაღმა მწოლი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე მოკუნტული, კარვის ნესტიან კალთას ანდა სანთელის ალს მიჩერებული... გარეთ ცეცხლის ანთებაზე ოცნება არ შეიძლებოდა; თუმცა... ოცნება შეიძლებოდა. მხოლოდ და მხოლოდ. ვოცნებობდი სიმშრალეზე, სითბოზე, ცეცხლზე... სანთელს დღისითაც ვანთებდი ზოგჯერ და ვუყურებდი დასამშვიდებლად. ვინ მოიფიქრა ჯოჯოხეთის სიმბოლოდ ცეცხლი? ჯოჯოხეთი სინესტე და წვიმაა უფრო - უდროობაში განფენილი მონოტონური წვიმის ხმაური; და სინესტე, ძვლებში რომ ატანს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელი ტყე თავისი ფლორით, ფაუნით და ჩემი ჩათვლით თანდათან წყალში იხსნებოდა ერთ მღვრიე მასად, ყელაფერი უფორმო და უსახური, ცივი ტალახის სახეს იძენდა... როგორც იქნა გამოიდარა - წუხელის რომ მოსაფსმელად გამეღვიძა მაშინ შევნიშნე. ჰაერი დღესაც ისევ სულის შეხუთვამდე ნესტიანია; უკვე არა იმნაირად, რომ თევზებმა, როგორც ერთი თანამედროვე ლათინოამერიკული მწერლის რომანშია, ჰაერში ლაღად სრიალი შესძლონ, მაგრამ დაბლა ადგილს ვეძებ ფეხი სად დავდგა ფილოქსერა რომ არ გავსრისო; და იქიდანაც მერე სწრაფადვე უნდა ავიღო ვიდრე ზედ არ ამაცოცდება; მზის სხივებსაც აღარ უფრთხიან; თითქოს უფრო სწრაფები და მოქნილები მეჩვენებიან... ამდენი მაინც არასოდეს არ მინახია. სამწუხაროა ფერად-ფერად მარგალიტებს რომ ჯერაც არ ჰყრიან. დილას ცეცხლის ანთება ვცადე: სველი შეშით ეს ძაან გაჭირდა. ჩავუჟინდი - ცივი კონსერვების ყლაპვა აღარ შემეძლო. საზიზღრობაა: გახსნისას თავზე მოგდებული ქონის დანახვაც ცუდად მხდის უკვე. პირველ ორ ლუკმას არა უშავს, შიმშილს როგორღაც გადააქვს ყელში. მერე უკვე მეზიზღება ეს ხორციც და, უფრო კი ის ხორცის, ტყავის და ძვლების მასა, თვითონ მე რომ ვარ... წვიმის გუბეში როცა საკუთარ ანარეკლს ვხედავ, ის სურათი მიდგას თვალწინ, ჩემმა მეგობარმა მხატვარმა, ბადრიმ აქეთ მომავალს რომ მისახსოვრა აეროპორტში; ახლა ვხვდები რომ ეს ჩემი პორტრეტი არის; ჩემზე უფრო ასაკოვანი. დაახლოებით ორმოცზელს გადაცილებული, ნაადრევად თმაწვერგათეთრებული კაცი; ყელზე, ჩანს ძველი ჩვევისამებრ, დარდიმანდულად მოხვეული შინდისფერი, გრძელი შარფით და მწვანე კურტკით... ეტყობა რომ ახალგაზრდა ხელოვანის ბოჰემური ცხოვრებიდან მხოლოდ ჩაცმის უცნაური მანერა შერჩა; დანარჩენი... თითქმის ჭაღარა, უწესრიგოდ გაჩეჩილი თმა და წვერი, მწვანე კურტკაზე რაღაც საეჭვო, მუქი ლაქები მიანიშნებს რომ ქუჩაში მაწანწალებთან ღამის თევა მისთვის უცხო არ უნდა იყოს. გამხდარი და გრძელი სახე; ერთად შეყრილი, მაღლა კონუსისებურად აზიდული წარბები და ამ წარბების ქვეშ სასოწარკვეთით სავსე თვალები სადღაც შორ წერტილს მისჩერებიან; ან, უფრო სწორედ, დასჩერებიან. შორს, მაგრამ დაბლა... თითქოს რაღაც თვალჩაუწვდენ, შიშისმომგვრელ უფსკრულს ჩაჰყურებს; ან სადმე მაღალსართულიანი სახლის - ერთ-ერთი იმ სახლის მსგავსის, მის ზურგს უკან, ღამის ვარსკვლავიანი ცის ფონზე რომ ჩანან - სახურავზე დგას და ქუჩას ჩასცქერს ვიდრე დაბლა გადაეშვება (მისი გამომეტყველებიდან შეიძლება ასეც ვიფიქროთ)... შვიდი წლის წინათ, აქეთ მომავალს, ჭაღარა კი მქონდა აქა-იქ, მაგრამ ასე მთლად ჭაღარა არა ვყოფილვარ; მწუხარე კი, უსათუოდ, მაგრამ ასეთი განწირულის გამოხედვა არა მქონია; უთუოდ არა; ამნაირი გამოხედვის მქონე ადამიანები გამოსავალს ან აღარ ეძებენ, ან, თუ ეძებენ უკვე არა სხვა ქვეყანაში - ადგილზევე პოულობენ საამისო საშუალებას: თოკი და ხე; თოკი და ჭერი; მაღალი სახლის სახურავი და დაბლა ასფალტი... თვითონ ბადრიმ, სამი წლის შემდეგ აქ გავიგე, თავი მოიკლა... აკვარელით შესრულებულ ამ სურათზეც იმ კაცს სახეზე ეს მომწვანო ელფერი დაჰკრავს გუბეში რომ ჩემს სახეს ვამჩნევ. დედა ანდრეს უნდა ვთხოვო სარკე რომ ეს შთაბეჭდილება გადავამოწმო - ამნაირი მსგავსება ჩემს და შვიდი წლის წინ დახატულ ამ მამაკაცის პორტრეტს შორის სიურეალისტურია, დაუჯერები... ბოლო ბოლო ცეცხლი ავანთე. სველი შეშა ბოლავდა და თვალებს მიწვავდა; "ჩემი სახის იერს ახლა ცრემლები აკლდა!" გავიფიქრე და მოულოდნელად კარგ გუნებაზე დამაყენა თვითირონიამ; თვითირონია გონებისთვის იგივეა რაც პულსი გულისთვის; ამ სიტყვების გაგონებაზე ფსიქიატრს ალბათ შეეძლო ეთქვა: "ჯერ ცოცხალია, თუმცა... ვერაფრის იმედს ვერ მოგცემთ". უკვე გაღვივებულ ნათკვერჩხალს აღარ მოვეშვი, ცეცხლად ვაქციე, ნამდვილ კოცონად, ზედ მიმატებულ სველ ტოტებსაც რომ ადვილად სწვავდა. კარვის თავზე მოყვავილე ცაცხვის სურნელმა ჩემი ბავშვობის დროინდელი ცაცხვის ნადუღის არომატი მომანატრა და ცხელი სითხის ის მხურვალება, სხეულს შიგნიდან რომ ეფერება; არა მარტო სიცივისგან, მარტოობისგან გგონია რომ განთავისუფლებს; ყოველ შემთხვევისთვის ასატანს ხდის სიცივესაც, მარტოობასაც; წყალი კონსერვის კოლოფით წამოვადუღე... ახლა, კოცონთან ჩაცუცქული, სურნელოვან სითხეს ვყლუპავ, ვიგემოვნებ მცირე ყლუპებად; თან ვცდილობ რომ ჩემი ბავშვობის მოგონებებში სლოკინივით მომაბეზრებლად შემორეული პრუსტისეული მოგონებები მოვიგერიო - როდესაც თავში ყველაფეში რიგზე არა გაქვს, შედევრებიც ნერვებს გვიშლიან...


ჟურნალი "ცისკარი", # 1–2, 2003 წელი


cheers

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptySat Mar 23, 2019 8:35 pm

ომარ თურმანაული  - Page 2 Omar_t13

ომარ თურმანაული

პირველად იყო... და არა იყო რა

(ავტობიოგრაფიული ზღაპარი)

0 .

მწერლობა იმდენად სერიოზული რამეა რომ... გაგეცინებათ. მით უფრო დიდი მწერლობა. მოკვდებით სიცილით.თუ,რა თქმა უნდა, სერიოზულ რამეზე თქვენც ჩემსავით გეცინებათ...
მწერლობა, ჯერ ერთი რომ, ცხოვრებაა თვითონ, მწერლის ცხოვრება. როგორც კალატოზობაა კალატოზის ცხოვრება, გლეხისა – ხვნა, თესვა, მესაქონლეობა, ბოზისა –ბოზობა და ა.შ... ცხოვრება კი იმდენად სერიოზული რამეა, რომ... მეცინება. ძალიან სერიოზული რამ ჩემთვის ძალიან სასაცილოცაა...
თანაც მწერლობა მარტო მწერლების კი არა, ერთგვარად მკითხველების ცხოვრებაცაა. მკითხველი ხომ თითქმის ყველა ვართ და, აქედან გამომდინარე, მწერლობა თითქმის ყველას ცხოვრებაა. ჩემი,შენი,მისი... ჩვენი,თქვენი,მათი... ეს ძალიან სასაცილო,ანუ ძალიან სერიოზული რამეა. ეს.მწერლობა...
რეალისტური მწერლობა ხომ არის ყველანაირი გაგებით ცხოვრება? არის! არარეალისტური მწერლობაც რეალური ცხოვრებაა. ყოველ შემთხვევაში ავტორისთვის მაინც აუცილებლად. კაფკას სიზმრისეული მწერლობა მისი რეალური ცხოვრება არ იყო?
ან... « იყო და არა იყო რა… » არაა ცხოვრება?
მეტსაც ვიტყვი : უპირველესად სწორედ ეს « იყო და არა იყო–რა, იყო ერთი... » იყო.
იგი იყო « იყო და არა იყო რა… » და « იყო და არა იყო რა … »-სთან იყო
და ყოველივე მისგან იშვა...
ეს იმდენად სერიზული და იმდენად სასაცილოა, რომ სიცილით გაიგუდები. მოკვდები.
სიკვდილზე უფრო სერიოზული და სასაცილო კი (მისი სერიოზულობის გამო) სხვა რაა, თუ არა ისევ სიცოცხლე, რაც ცხოვრებასა და მწერლობასაც გულისხმობს.
ვინღა არ წერდა – ჰამურაბი თუ მერაბი...
რის შესახებ აღარ წერდენ და...
რაღაზე არ წერდენ და არ წერენ – თიხის ფირფიტაზე, ქვაზე, ხეზე, კომპიუტერის ეკრანზე თუ... სილაზე...
ვინც სილაზე წერდა, უთუოდ სკეპტიკური თვალით უყურებდა მწერლობასაც, მწერლებსაც და მკითხველ–მწიგნობრებსაც, უთუოდ იცოდა, რომ არის მწერლობა დამწერლობის გარეშე, არის სიტყვა, რომელიც წარმოთქმისთანავე თავისით იწერება ადამიანის სუფთა გულზე, როგორც ბავშვის გულზე « იყო და არა იყო რა... „ რომლისგანაც ყოველი იშვა.
რასაც ვამბობ, ამას სკეპტიციზმი ჰქვია.
მე სკეპტიკოსი... არა... სკეპტიცისტი ვარ... ესაა ჩემი ცხოვრების ფილოსოფია.
მე ვარ სკეპტიცისტი, რომელიც ოპტიმისტია.
მე მინდა მოგითხროთ ერთი სკეპტიცისტი ადამიანის ცხოვრება.

1 .

ყველაფერი, რაც ადამიანმა მარადისობის ღირსად მიიჩნია, ქვაზე აკეთა – ქვაში კვეთა, ქვაზე წერა და... მერე დიდხანს ისევ ქვაში კვეთა, წერისთვის კი უფრო მოხერხებულ, სველი თიხის ფირფიტებზე წერისა და შემდეგ მისი გაქვავების მეთოდს მიაგნო...
« რა ამოძრავებს კიპარისის ტანს » უკვე ქაღალდზე დაიწერა და მისივე საშუალებით მოვიდა ჩვენამდე...
როგორც ნივთიერება, ქაღალდი ქვაზე გამძლე ვერაა, მაგრამ ჩემთან, თქვენთან, ჩვენს შვილებთან და შვილიშვილებთან მისვლისთვის მეტი საშუალება ჰქონდა, ვიდრე ქვას და... მოვიდა...
ვინმეს თუ წაგიკითხავთ სილაზე დაწერილი წიგნი : რომელიმე ქვეყნის ისტორია, ან რომანი, ან მოთხრობა, ან ზღაპარი ან... ლექსი მაინც?
წაგვიკითხავს სილაზე დაწერილი « გივის + ნანა = სიყვარულს » ან « ამინას + ... » და რაღაც მსგავსი
ამინა, ლალი, ქალთამზე, გივი, ნანა და ა.შ. მხოლოდ სახელები არაა, მხოლოდ ქვიშაზე დაწერილი სიტყვები არაა სიტყვის გრამატიკული გაგებით, მათ უკან ნამდვილი სიტყვები იგულისხმება, სიტყვის სახარებისეული გაგებით, ესე იგი არსი, ამ შემთხვევაში კი ადამიანი, ისიც ქვიშით, სილით, თიხით, მიწით ქმნილი, ლამაზი და საინტერესო, ღმერთის სახე, ღმერთის ხატი, მაგრამ მყიფე და ადვილად შლადი, როგორც ყველა სილაზე დაწერილი სიტყვა. ქარის ერთი შემობერვა კმარა, ზღვის ერთი ტალღა და ამ ლამაზი, სიყვარულთან ტოლობის ნიშნით დაკავშირებული სიტყვისგან მხოლოდ სილა დარჩება ...
ამინა შემთხვევით არ მიხსენებია :
... დღეს სტრასბურგის საავადმყოფოს ონკოლოგიურ განყოფილებაში თარჯიმნად დამიბარეს. წინასწარ ყოველთვის არ ვიცი, ვისთვის ან რა ენაზე (ქართულად თუ რუსულად) მომიწევს თარჯიმნობა. ახლაც ასეთი შემთხვევა მქონდა. ექთანმა ბოდიში მომიხადა, ექიმი დაკავებულია, მოცდა მოგიწევთ და, თუ გსურთ, მოსაცდელში დაელოდეთ, თუ არა და პალატაში შეგიძლიათ შეხვიდეთ და პაციენტს გაესაუბროთო. მოსაცდელში ლოდინი, პაციენტთან ერთად თუ მის გარეშე, ხშირად მიწევს ხოლმე. ან პაციენტს ვეცნობი და ვესაუბრები, ან იქ დახვავებული ჟურნალებიდან რომელიმეს ამოვირჩევ ხოლმე და, გააჩნია რა შინაარსის ჟურნალს წავაწყდები, ან ნახევრად შიშველი ლამაზმანების გამოხედვას რიგრიგობით ვუსწორებ მზერას, ან რაიმე ფილოსოფიური თუ ფსიქოლოგიური სტატიის გაგებას ვცდილობ. ერთნაირი გატაცებით. მოსაცდელში არც ჟურნალები არ იყო, არც ვინმე, რომ მასთან საუბრით გამერთო თავი. პალატაში შევედი – ორი საწოლი, ორი ავადმყოფი ქალი ვენებში მიერთებული წვეთოვნებით. საწოლების პირდაპირ, კედელზე ორი ტელევიზორი. ერთს (ჩართულს) ორმოცდაათიოდე წლის ქალი მისჩერებოდა და ჩემს რუსულ მისალმებაზე არავითარი რეაგირება არ მოახდინა. აქეთა საწოლში ახალგაზრდა ქალის გადაპარსული, ლამაზი თავი გაინძრა და ვიდრე რუსულ მისალმებაზე მიპასუხებდა, ერთხანს დიდი, ცისფერი, გაოცებული ტბებით მიყურა. მერე რუსულადვე მიპასუხა და... ცისფერმა თვალებმა გაოცება განაგრძეს. მე ვუთხარი, რომ თარჯიმნად ვარ მისთვის დაბარებული. დაბრძანდით, მითხრა. სკამიდან იასამნისფერი ბამბის ხალათი ავიღე და ვიდრე საწოლის საზურგეზე მოვუნახავდი ადგილს, ერთხანს თითებში ვჭმუჭნიდი. დავჯექი. თვალები დაიხუჭნენ და ახალგაზრდა ქალის გადაპარსული თავის, მაღალი ყელის და შიშველი მხრების ყურება მდუმარედ, მისი სილამაზით თანდათან გაოცებულმა განვაგრძე. თითქოს ეს მშვენიერება არ კმაროდა, ზეწრიდან მკლავი, შიშველი, გამოცურდა, კიდევ ერთი ცალკე, ერთი ქალის სამყოფი სილამაზე...
ვენაში წვეთოვანით...
ექიმის მოსვლამდე უკვე ვიცოდი მისი სახელი –ამინა– და გვარი (....), მისი წარმომავლობა – ჩეჩენი, ასაკი –ოცდასამი წლის, სამი წლის ბავშვი ჩეჩნეთში, დედამისთან დაუტოვებია. ბავშვის მამა? – შევეკითხე. რატომღაც მოველოდი, რომ ომში დაიღუპაო, მეტყოდა. გამშორდა! – მითხრა და, არ მომჩვენებია, გაიღიმა. ექიმის მოსვლის შემდეგ ექიმისთვის მიცემული მისი პასუხებიდან უფრო მეტი შევიტყვე. მშობიარობის შემდეგ იღლიის ქვეშ ჯირკვალი გაუსივდა. დიაგნოზი – ლიმფური ჯირკვლების კიბო. სად და რა მკურნალობა ჩაიტარეთ? – ქიმიოთერაპია ორგზის, მოსკოვში და ნალჩიკში. მათ შუალედში ასევე რადიოთერაპია. რადიოთერაპიის შედეგად მარცხენა ფილტვის ზედა მხარე დაუზიანდა და სუნთქვაც უჭირს. ქიმიოთერაპიის დროს რა წამლებს ღებულობდით? ჩამოთვალა წამლების სახელები, რომლებიც ექიმმა უკეთ იცოდა, ვიდრე მე და თარგმნა არ დამჭირვებია. ახლობლები გყავთ აქ ვინმე? არა, მხოლოდ რამოდენიმე ნაცნობი... თითქოს ამის დასტურად ამ დროს პალატაში თავზე ხილაბანდწაკრული ქალი შემოვიდა (ჩეჩენი ქალების უმეტესობა აქაც ხილაბანდით დადის)... ექიმმა ცოტახანი გამოკითხვა კიდევ განაგრძო ვიდრე იტყოდა : « მკურნალობის მხრივ ყველაფერი სწორადაა ჩატარებული, ჩვენც ალბათ იგივე მკურნალობას ჩავატარებდით, ან თითქმის იგივეს... რა თქმა უნდა, ვეცდებით რომ მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ. თუმცა ილუზია არ უნდა შევიქმნათ... ტკივილები თუ გექნებათ, არ მოგერიდოთ, გვითხარით... შეკითხვები გაქვთ? » ამინამ, არაო და, თვალები დახუჭა. შემდეგ ისევ გაახილა : « კი... ერთი შეკითხვა... შეიძლება? » « გისმენთ! » « თუ, ვთქვათ, ფეხმძიმობის დროს უკვე დაავადებული ვიყავი, არის ბავშვის დაავადების საფრთხე? ». კითხვა ექიმს ვუთარგმნე და შემდეგ მისი პასუხი –არა! ეს გადამდები დაავადება არაა! – ამინას. იმან ერთხანს მე მიყურა ეჭვით, თითქოს ექიმის კი არა, ჩემი არ სჯეროდა. მე ექიმს შევხედე. ექიმმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პასუხი. მეც კიდევ ერთხელ ვთარგმნე. ამინამ ისევ დახუჭა თვალები...
პალატის გარეთ ხილაბანდიანი ჩეჩენი ქალისთვისაც მომიწია თარჯიმნობა. იმის უფრო ზუსტად გაგება სურდა, თუ რა შანსი რჩებოდა ამინას. ვიდრე ექიმის პასუხს ვუთარგმნიდი, რამდენიმე წამით მე თვითონ ჩამივარდა ენა. მერე ვთარგმნე – ყველაფერს ვიღონებთ მაგრამ სასწაულის გაკეთება არც ჩვენ შეგვიძლია. თვითონ პაციენტმაც უნდა იცოდეს ეს, რომ სწორად განსაზღვროს, როგორ მოიქცეს, დაბრუნდეს სამშობლოში და რამოდენიმე დღე შვილს უყუროს კიდევ, თუ აქ რამოდენიმე დღით გაიხანგრძლივოს სიცოცხლე... ყველაფერი შეიძლება რამოდენიმე კვირაში, ან რამოდენიმე თვეში დამთავრდეს.
ამინა, ნანა გიორგი თუ მამედ მხოლოდ სახელები, მხოლოდ სიტყვები არაა მათი გრამატიკული გაგებით. მათ უკან ნამდვილი სიტყვა, არსი იგულისხმება, ისიც ასევე თიხაზე თუ თიხით ლამაზად დაწერილი და მყიფე – ქარის ერთი შემობერვა, ზღვის ერთი ტალღა კმარა ამ მშვენიერების გასაქრობად...
მიწა იყო, მიწად მიიქცა...
ამინა!

2 .
ვირტუალურ სივრცეში, ვირტუალურ გვერდებზე წერა ისეთ შეგრძნებას მიტოვებს, თითქოს სილაზე ვწერდე – ერთი ქარის შემობერვა, ზღვის ერთი ტალღა საკმარისია და ყველაფერი გაქრება...
არაა ეს სასაცილო?
ჩემი მეგობრებიც ქვიშაზე დაწერილი სიტყვებივით გაქრნენ, წაიშალნენ!.. რა აზრი აქვს მათი სახელების ხელახლა ქვიშაზე ჩამოწერას, რა აზრი აქვს მათზე წერას ამ ქვიშაზე, მაგრამ მაინც... უნდა ჩავჯდე სილაში და ყველაფერზე და ყველაზე ვწერო, ვინც და რაც გამახსენდება. მერე ქარი დაუბერავს, ან ზღვის ტალღა მოვარდება და მეც და ჩემს ნაწერსაც წაგვშვლის... ან დედა დამიძახებს. მანამდე კი დრო მაქვს. მგონია დრო მაქვს ...

3.

იყო და არა იყო რა, ერთხელ... გავჩნდი . გონს რომ მოვედი – არ მახსოვდა როდის და საიდან გავჩნდი. ეხლაც თავს ვიმტვრევ ხანდახან ამაზე, მაგრამ ვერ ვიხსენებ. გონს კი ასე, ხუთიოდე წლისა მოვედი, მთებს ვუყურებდი ... უფრო მთების დასალიერს და... მეშინოდა.
ამ შიშმა მომიყვანა ცნებას? შიშმა მშობა, ვითომ?
ქვეყანა, სადაც ვიყავი ერთი შეხედვით პატარა არ იყო,– სახლი, ეზო, ირგვლივ მთები, შუაში მდინარე... მთელი დღე, ან ორი დღეც რომ მეღოღიალა, ბოლოში მაინც ვერ გავიდოდი მარა... ერთ დღესაც რომ მთის, « დედამიწის » კიდეზე მისულს ფეხი დამცდენოდა და გადავშვებულიყავი იმ... სიცარიელეში, მერე?... დედაჩემი იქვე სიმინდს თოხნიდა, შიშისა არაფერი ეტყობოდა. ეს ცოტა მამხნევებდა, რომ იქვე არ ჩამეფსა და ღნავილი არ მომერთო. ან როგორ უნდა ამეხსნა ეს შიში დედისთვის, ლაპარაკი არ ვიცოდი. ასე რომ, სხვებისა არ ვიცი, ჩემთან კი სიტყვა კი არა, შიში იყო პირველი. სიტყვები მერე იშვნენ შიშისგან. სიტყვების უპირველესი ფუნქციაც ესაა – გამოხატონ შიში და ეჭვი. აღტაცების გამოხატვას, ჩვენ კი არა, ცხოველებიც ახეხებენ. შიში გვაიძულებს ჯერ აზროვნებას, მერე მეტყველებას.
მოკლედ შეიძლებოდა ასეც მეთქვა : ხუთიოდე წლისამ ჰორიზონტს შევხედე, გონს მოვედი, შემეშინდა და ენა ამოვიდგი :
– იმ მთების იქით რა არის, დედი?! _ ვიკითხე
დედა თოხის ტარს ჩამოეყრდნო, ერთხანს დაღლილმა ღია პირით ისუნთქა. გაღიმებულმა მიყურა, მერე ხელისზურგით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და თვითონაც მთებს გახედა. –მთების იქითაც მთებია, შვილო! –ო და გაღიმებულმა გააგრძელა თოხნა, ვითომც არაფერი
« მთების იქითაც მთებია ? ... » ქვეყნის საშიშმა დასალიერმა ერთი ხეობით იქით კი გადაიწია და ცოტა კი დავმშვიდდი, მაგრამ... იმ მთების იქითა მთების იქით ხომ აუცილებლად მთავრდება დედამიწა და ... ერთ დღეს...

4.

მოგვიანებით რენემ (დეკარტმა) დაახლოებით ასეთი რამ მითხრა –რაიმეში ეჭვი რომ შეიტანო, ამისთვის ხომ ჯერ შენ უნდა რაღაცა იყოო? – ალბათ-მეთქი, ვუპასუხე არც თუ მთლად დარწმუნებულმა, იმან კი ეს ჩემი პასუხი ერთმნიშვნელოვან თანხმობად მიიღო და გაუტია –ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობო! – დავფიქრდები- მეთქი და თავი დავხარე. თავდახრილს კი რენეს მიმართ ასეთი შეკითხვა გამიჩნდა –რენე, ძმაო, ეჭვი იმაში რატო არ გეპარება, რომ ყველაფერში ეჭვი გეპარება-მეთქი? და დარწმუნებული როგორა ხარ, რომ ნამდვილად აზროვნებ, იქნებ ეგაც გეჩვენება- მეთქი? –კაიო, მითხრა, ვთქვათ და ყველაფერი მეჩვენება, მარა რომ მეჩვენებოდეს ყველაფერი (ან რაიმე) ჯერ ხომ მაინც მე უნდა ვიყოო? აქ თავის დახრა აღარც დამჭირვებია, რადგან შემდეგი კითხვა უცებ მომივიდა თავში – რენე იქნებ გეჩვენება ისიც, რომ ხარ და ისიც, რომ აზროვნებ-მეთქი!? – ეეე, ძმაოო, მითხრა, შენ, მგონია, ძველ ბერძენ სკეპტიცისტებსაც გადააჭარბეო, ხელი ჩაიქნია და წავიდა... იმის მერე ჩემი დანახვაც აღარ უნდა. საზოგადოებაშიც თვალს მარიდებს, ვითომ არც მიცნობდეს. მოვიმდურე ძმაკაცი! ოდესმე წერილს მივწერ, ვეცდები შემოვირიგო. ვეტყვი, რომ მისი წყენინება სულაც არ მინდოდა და რომ პირიქით, მინდოდა მასავით რაიმე ამოსავალი, რაიმე რეალური საყრდენი წერტილი მეპოვა ამ ილუზიურ სამყაროში და... რომ ვერ ვახერხებ...

(პირველი ნაწილი)


დაიბეჭდა ელექტრონულ ლიტერატურულ ჟურნალში „ოქსიმორონი“, N1. 2011 წლის თებერვალი. იბეჭდებოდა გაგრძელებებით რამდენიმე ნომერში.


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptySat Mar 23, 2019 10:42 pm

ომარ თურმანაული  - Page 2 Omar__10
ომარ თურმანაული თავის შვილთან, ლევანთან ერთად, 2012 წელი.

ლევან თურმანაულიც წერს მოთხრობებს - http://armuri.georgianforum.com/t719-topic#10912

Exclamation

ომარ თურმანაული

მოვა გასული გაზაფხული

ყველაფერს სძინავს, ალბათ, ძალზე უდროო დროა –
გაკვირვებული მთვარე თვალად ქცეული მიმზერს.
გაოცებული ვარსკვლავებიც ხმას ვერ იღებენ.
ცაც თითქოს მიწას საყვედურით მისჩერებია:
“ამ დროს კაციშვილს რა უნდა გარეთ?”
და უხერხულად იშუშნება ჩემს ფეხქვეშ მიწა
და დუმს,
დუმს დამნაშავის დუმილით.

ისეა ირგვლივ ყველაფერი დამუნჯებული,
რომ მძინარე მზეს გააღვიძებს ეს მდუმარება,
მოვა და დასავლეთის მხრიდან
უდროო დროს ამოიხედავს.
და დაიბნევა დამნაშავე მიწა, უკუღმა დატრიალდება
და შემოდგომა მიბრუნდება ზაფხულისაკენ.
უკვე სიყვითლეშეპარული ფოთლებიც ისევ გამწვანდებიან
და ნელა-ნელა იქცევიან ისევ კვირტებად,
მოვა გასული გაზავხული და
იმ ქუჩის მოსახვევიდან,
სადაც მაშინ თვალს მიეფარე,
გამოჩნდები და (გამომშვიდობების ნიშნად)
შენი პაწია ხელი ისევ
იმ გარდასული გაზაფხულის ჰაერს შეარხევს,
კვლავ შებრუნდები, მოხვალ ჩემამდე,
მობრუნდები და გამიღიმებ, გადამეხვევი.
გასული გაზაფხულის ჰაერს ღრმად ჩავისუნთქავთ,
გარდასული მღელვარებით კვლავ ავღელდებით
და დიდხანს, დიდხანს ვისაუბრებთ,
ან უფრო სწორად,
ძალიან დიდხანს მოვუნდებით ყველა სიტყვის,
ყველა ღიმილის, ყველა ცრემლის უკან წაღებას,
და სულ ბოლოს ჩვენ პირველად შევხვდებით ერთ-ურთს,
მე გაოცებას, აღტაცებას, ვნებიან მზერას წავიღებ უკან,
შენ – შენს წკრიალა ხმას და მორცხვ ღიმილს,
ყველა ფიქრს უკან ჩავიბრუნებთ,
და ყველა სიზმარს,
და უცნობები წავალთ ჩვენი ბავშვობისაკენ...


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptySun Mar 24, 2019 12:26 pm

ომარ თურმანაული

***
უსახელონო, ჩემნაირნო, ერთ სიტყვას გეტყვით:
ვინც თავს ვირჩენდით კალოს ლეწვით და კაკლის ბერტყვით,
ჩვენ, უსახელოთ დავიხსენით გაქრობისაგან
სახელიანნი: შოთა, დანტე და... თავად ღმერთი!

2018 წლის 2 დეკემბერი


***
ბოლო სიტყვის თქმა მინდა და
გულს რომ არ ჩამრჩეს ხინჯადა,
გეტყვით -
„ნახვამდის...“

2018 წლის 13 დეკემბერი


***
თვით ფარაონთა ზეძლიერების
მაქსიმუმია – მინი მუმია!

2019 წლის 21 დეკემბერი


***
სადაცაა სამოცი წლის გავხდები.
ჰოდა...
ფაქტიურად გამხდარიც კი ვარ.
სამოცის თითქმის გამხდარი და,
როგორც ყოველთვის – გამხდარი.
კაცმა რომ თქვას, მენტალურად
სულ ერთი და იმავე ასაკის ვარ
თვრამეტი წლის შემდეგ
და სულ გამხდარი.
სულ სულგამხდარი
და სულ ხორცგამხდარი...
არა, ვის რა ფეხებზე ჰკიდია ჩემი სიგამხდრე,
მარა მაინც ვამბობ:
სადაცაა სამოცისა გავხდები
და უკვე გამხდარიც ვარ.

2019 წლის 21 იანვარი


Arrow


Last edited by Admin on Sun Mar 24, 2019 2:26 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptySun Mar 24, 2019 12:39 pm

ომარ თურმანაული

უცხოეთში დარჩენილი...

ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფენომენი დავით გურამიშვილია: საკუთარი ქვეყნისგან მიტოვებული; იძულებით უცხოეთში მცხოვრები და შემდეგ... მისივე არჩევანით უცხოეთში დარჩენილი... რომელიც ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართულად წერდა და საქართველოსთვის წერდა...


ჩემს თვალწინ...

განსაკუთრებით დიდი დეპრესიის მომგვრელი ისაა, რომ ჩემი მოკლე სიცოცხლის განმავლობაშიც კი, ჩემს თვალწინ უამრავი „უკვდავი მწერალი“ მიეცა უდროო დავიწყებას.


თითქოს არაფერი...

თითქოს არაფერი, მაგრამ ჩემი გარდაცვლილი მეგობრების ხმების განუმეორებელი ჟღერადობა მახსენედება... იმ ხმებს ვეღარავინ გაიმეორებს. ვერც მათ გაიმეორებს ვერავინ...

2018 წლის 13 დეკემბერი



სადღაც, ვიღაც...

ზიგმუნდი რას მეტყოდა ნეტა ამ წუხანდელ სიზმარზე:
სადღაც, ვიღაც ჩემი ლექსების კრებულიდან ლექსებს მიკითხავდა. მე მხოლოდ მისი შინაარსი მეცნობოდა, მარა არა თვითონ ტექსტი. მკითხველს ვეუბნებოდი, ეს ახალგაზრობაში ნათქვამი ლექსია, აღარ მახსოვდა, მადლობა რომ გამახსენე მეთქი...
კაი ლექსი იყო, სხვათაშორის...
სიზმარში კალამი არ მქონდა, თორემ ჩავიწერდი და დავათარიღებდი 80-იანი წლებით...

2018 წლის 15 დეკემბერი


არავინ იცის...

არავინ იცის, რაა სიკვდილის იქით.
არც ის იცის ვინმმემ, დაბადებამდე რა იყო.
აქედან გამომდინარე, ისაც არ ვიცით, რაც გვგონია, რომ ვიცით, ანუ სიცოცხლე.
ჰოდა... გმირობა ის კი არაა, როცა რაღაც იდეით შეპყრობილი მტრის ტანკს უვარდები ქვეშ...
გმირობაა, როცა იცი, რომ არაფერი იცი; როცა იცი, რომ სავარაუდოდ ვერასდროს გაიგებ რამეს და ცხოვრებას ისე აგრძელებ, თითქოს არაფერი:
დადიხარ სამსახურში, ბავშვებს რაღაცებს უხსნი და ასწავლი (ამ დროს თვითონ არ იცი არაფერი), თოხნი, მოგყავს მოსავალი...
ანუ, ისე ცხოვრობ, თითქოს ამ ცხოვრებას აზრი ჰქონდეს... ესაა გმირობა.

Arrow


Last edited by Admin on Sun Mar 24, 2019 9:06 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 EmptySun Mar 24, 2019 1:05 pm

ომარ თურმანაული

სხვა ეზოში მოვხვდი, ეტყობა...

შეიძლება მეშლება, მარა მე ასე მახსოვს, შიმშილობის და სიცივის წლები იყო... 90 იანები... ან შეიძლება უფრო ადრე, 80 იანები?
მოკლედ, თვითონ ამბავი არაფერი განსაკუთრებული არაა, მაგრამ ამ ამბის ერთადერთი ცოცხალი, უმნიშვნლო მოწმე მეღა დავრჩი იმ დიდ ადამიანებს შორის და... გიამბობთ... არ მინდა დაიკრაგოს:
ნაღდი პოეტი კოტე ამირიძე (ღმერთმა აცხონოს), არაპოეტურად მოკრძალებული და უხმაურო, თითქმის უსიტყვო კაცი, ლესელიძის რომელიღაც შესახვევში ცხოვრობდა; მისი ნახვა ღამის (დილის) ორ საათზე მოვინდომეთ მისმა მთვრალმა მეგობრებმა –
მთარგმნელმა გოგი მაჭუტაძემ (ღმრეთმა აცხონოს),
პოეტმა–ერუდიტმა უშანგი გაბიტაშვილმა (ღმრეთმა აცხონოს)
და მე, იმ დროს „იმედისმომცემმა, დამწყებმა პოეტმა“ (აღარც დამწყები ვარ და აღარც იმედის მომცემი, ჰოდა... მეც მაცხონოს ღმრეთმა)...
მოკლედ, სადღაც ლესელიძის ქუჩის მიდამოებში ვეძებთ კოტეს ბინას, რომ დალევა გავაგრძელოთ...
მივდექით, მოვდექით და ერთ მაღალ (მგონი. შავად შეღებილ ) რკინის ჭიშკარს და უფრო მაღალ კედელს მივადექით რომელიღაც შესახვევში...
„ესააო“, - უშანგიმა თქვა დაბეჯითებით, გაბიტაშვილმა (ღმერთმა აცხონოს)...
„ჰოო, იმ ადგილსა ჰგავსო“. - თქვა გოგი მაჭუტაძემ (ღმრეთმა აცხონოს), ცალი თვალი მოჭუტა და მოკაკვულ, საჩვენებელ თითზე იკბინა...
კარები კი დაკეტილი იყო და ვერ შევდიოდით...
ჰოდა:
„მაგი ჩემზე იყოს მეთქი“, - მე ვთქვი, იმ დროს „იმედისმომცემმა, დამწყებმა პოეტმა“ და ახალგაზრდული ენერგიით გადავბობღდი ბეტონის ღობეზე...
ჰმ...
სხვა ეზოში მოვხვდი, ეტყობა...
ერთხანს ხან ვის კარს მივადექი, ხან ვისას, ვიდრე რამდენიმე ჯანიანი, გაბედული ახალგაზრდა არ გამოვიდა... და ეზოში, წიხლქვეშ გამიგეს...
კარგად რომ დამზილეს და დამასისხლიანეს წიხლებით, გააღეს ჭიშკარი და გამომისროლეს გარეთ...
იქ კი ჩემი უფროსი მეგობრები, ერუდიტი პოეტი უშანგი გაბიტაშვილი (დამუნჯებული ჩემი სისხლიანი სიფათის ნახვით) და ასევე გაოგნებული, პირში მოკაკვულთითჩადებული გოგი მაჭუტაძე დამხვდენ და დიდხანს ხმას ვერ იღებდნენ...

(გაგრძელება აღარ იქნება)

2018 წლის 1 ნოემბერი

Exclamation

::: Arrow გაგრძელება მესამე გვერდზე - http://armuri.georgianforum.com/t42p50-topic#14983 Arrow

study


Last edited by Admin on Thu Mar 28, 2019 2:48 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ომარ თურმანაული  - Page 2 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ომარ თურმანაული
Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: