არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ქართული

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3 ... 9, 10, 11
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქართული - Page 11 Empty
PostSubject: ***   ქართული - Page 11 EmptyWed Mar 23, 2016 6:23 pm


სიმწვანე დიდ აღმართებს აივლის
და კალთაზე ეამბორება
მწვერვალთა მარადიულ სითეთრეს
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქართული - Page 11 Empty
PostSubject: ***   ქართული - Page 11 EmptyWed Apr 06, 2016 6:54 pm

***
ღვთისმშობელი_
მშვენიერი
და ხალისიანი
როგორც გაზაფხულის
პირველი დილა...

***
მაგრამ ისე სტკიოდა გული
ეკლის გვირგვინი რომ დაადგეს
არც გაუგია...

***
და არც დარდი გაკლია_
დავიწყებული ეკლესიის
ზარივით მძიმე...
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქართული - Page 11 Empty
PostSubject: ***   ქართული - Page 11 EmptyThu Apr 14, 2016 4:21 pm

***
მათხოვარი საკუთარ
ჩრდილს
უმზერს თავდახრილი
და მისი ხელისგული
შენ მოგჩერებია.
***
შემოვიდოდა მამა
მუხლისთავზე
თოვლიან ქუდს დაიბერტყავდა
და ორთქლი მოჰყვებოდა
ჩექმიდან ამოღებულ ფეხს.
***
კაბა გაიზარდა
და გზადაგზა
მოაკლდა ყვავილები.
***
უხმოდ მიფრინავენ
და ღმერთის სიტყვებივით
უხდებიან ჩიტები ერთმანეთს.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქართული - Page 11 Empty
PostSubject: ***   ქართული - Page 11 EmptyTue May 17, 2016 3:12 pm

***
ღრუბლის ტალღები გასხივოსნებული
გადაიარა და არ გაუგია
რომ იმ ღრუბლის ქვემოთ
უფსკრულია ბნელი და მაღალი.
***
იმ ქვეყანაშიც სიყვარულმა
თუ არ გიმეგზურა
შენს სამარეზე ყვავილები
არ გამოჩნდებიან…
***
უძვირფასესი წიგნების თაროზე
დედის თითისტარი და მამის ხანჯალი
ქარქაშში ჩაკიდებულ ელვასავით.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქართული - Page 11 Empty
PostSubject: Re: ქართული   ქართული - Page 11 EmptyThu Dec 29, 2016 12:53 pm

***
ღმერთის თითებივით
სხვადასხვა ზომის
და ერთმანეთზე მშვენიერი
სალამურები...
***
მდინარის სიხარული ისაა
შეყვარებულთა
ჩრდილები რომ გადაუვლიან
და ღმერთის სითბოს აგრძნობინებენ.
***
ვერ შეარიგა ხიდმა ნაპირები
(აქეთ-იქით გაუსხლტნენ)
და ადიდებულმა მდინარემ წაიღო.
***
სიტყვებს ისე ალაგებ
როგორც ღმერთი ყვავილებს
ბილიკის გასწვრივ...
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქართული - Page 11 Empty
PostSubject: ***   ქართული - Page 11 EmptyWed Jun 14, 2017 6:29 pm

***
ზღვა როცა მშვიდია
ხეები უფრო ანათებენ
და ბინდი
მკრთალდება ღრუბელში.
***
მაგრამ რომელიღაც თაიგულს
სამოთხეში
კრაზანა შემოჰყვა...
***
ღმერთმა
იცის იმ ფერის სახელი
სიმღერისას
გულზე რომ გადაგდის.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქართული - Page 11 Empty
PostSubject: Re: ქართული   ქართული - Page 11 EmptyWed Nov 01, 2017 4:28 pm

***
წიგნი დაიხურა
ლოგინი გაიშალა
დადუმდა ონკანი
და გაუჩინარდა ბნელში
ნათურა თავდახრილი.
***
უცებ მქისე ხმაურით
გაიღო ფანჯარა
და კედელს მეზობლისას
სილასავით შემოჰკრა
სინათლის ანარეკლი.
***
სივრცეში-ღრუბელი
ღრუბელში-მე
და ჩემში
ტკივილი ისვენებს.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




ქართული - Page 11 Empty
PostSubject: Re: ქართული   ქართული - Page 11 Empty

Back to top Go down
 
ქართული
Back to top 
Page 11 of 11Go to page : Previous  1, 2, 3 ... 9, 10, 11

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მინიმალისტური პოეზია-
Jump to: