არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ომარ თურმანაული

Go down 
Go to page : 1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyMon Dec 01, 2008 12:54 pm

ომარ თურმანაული  Omar_t17
Omar Tourmanaouli

***
ამქვეყნად მეც წყალი ვნაყე,
სხვათა და სხვათა ნანაყი,
მალე მეც დავიკარგები,
შორ გზას ბარაქას დავაყრი;
იქ არც ქალ მამენატრება,
არც ხინკალი და არაყი...
ზოგი რო ცრემლებს დამაღვრის,
ზოგი ქოქოლას დამაყრის...
აი, იმ ხელებს ვენაცვლე,
ვინაც ზედ მიწას მამაყრის...
სხვა სიამაყე არა მჭირს,
სიკვდილთანა ვარ ამაყი.


ომარ თურმანაული (1959 - 2019)
პოეტი, პროზაიკოსი, ფრანგულად და ფრანგულიდან მთარგმნელი.

დაიბადა 1959 წლის 25 მაისს, დუშეთის რაიონის სოფელ ხილიანში. 1990 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით. თარგმნის ფრანგულ პოეზიას. ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთში.
მონაწილეობდა აფხაზეთის ომში, იქიდან დაბრუნების შემდეგ გამოსცა ომის დღიურები „აფხაზეთი... ჯარისკაცის ჩანაწერები“ (1993). ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთში, სტრასბურგში. წერს პროზას ფრანგულ ენაზე. 1998 წელს გამოვიდა მისი რომანი: „ქვრივი, მერცხალი და ნათელმხილველი“ - La veuve, l'hirondelle et le voyant, traduit du géorgien par Anna Bouatchidze2 et l'auteur, Lyon, La Fosse aux ours, (ISBN 978-2912042064).
ქართულად თარგმნის ფრანგულ პოეზიას, ხოლო ფრანგულად კი ქართულ პროზას. 2010 წელს ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა ბესიკ ხარანაულის რომანი „წიგნი ამბა ბესარიონისა“ - Besik Kharanaouli3 - Le livre d'Amba Besarion (Omar Tourmanaouli a traduit ce livre avec Marie Frering4), Quidam éditeur (ISBN 978-2915018448). ამჟამად თარგმნის ბესიკ ხარანაულის მომდევნო წიგნს „ეპიგრაფები მივიწყებული სიზმრებისათვის“.
გარდაიცვალა 2019 წლის 23 მარტს, სტრასბურგში.

წიგნები
* რა, 1994
* აფხაზეთი... ჯარისკაცის ჩანაწერები", 1993
* ცოდვები და გვირილები (ლექსები); რედ. დავით ახობაძე ; მხატვ. ჯ. ზენაიშვილი. - თბ. : მერანი, 1991. - 84 გვ. ; 17 სმ.. - 2000ც.
* დღე-ღამის დედა (ლექსები) ; რედ. მ. ხეთაგური ; მხატვ. ა. ვართაგავა. - თბ. : მერანი, 1986. - 48 გვ. ; 17 სმ.. - 2000ც.

ბმული:
* http://ka.wikipedia.org/wiki/ომარ_თურმანაული
* https://www.facebook.com/omar.turmanauli
* http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=თურმანაული ომარ
* https://fr.wikipedia.org/wiki/Omar_Tourmanaouli
* https://www.facebook.com/omar.turmanauli

Exclamation


მწერლის მონოლოგი
GeolibTV
Published on May 14, 2012

პოეტისა და მთარგმნელის ომარ თურმანაულის ტელე მონოლოგი.


study


Last edited by Admin on Sun Mar 31, 2019 6:55 pm; edited 26 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyMon Dec 01, 2008 12:56 pm

ომარ თურმანაული  Omar_t15

მაშენებს ვიღაც

მე სიტყვები ვარ. სიტყვის კუბებით
მაშენებს ბედი - ჭკვიანი ბავშვი,
და ჯერ არ ვიცი, რა ვარ მე, კიბე?
კოშკი - რომელსაც სიმძიმე დაშლის?
თუ რაიმე სხვა, რაც დაინგრევა,
სწორედ როდესაც მთავრდება, მაშინ...

მაშენებს ვიღაც; ერთობა ვიღაც;
აქ სიტყვა "ლექსით", იქ სიტყვა "ტაშით";
რომ არ წავიქცე, აქეთ, ორ რიგად
"დედის ლოცვით" და "ტირილით ბავშვის..."
ბოლომდე გავძლებ, თუ წავიქცევი
სწორედ როდესაც ვმთავრდები, მაშინ?..

სიმძიმე ცრემლის ბზარს თუ დამამჩნევს
დაფარავს ღიმილის ნაზი არშიით,
მაგრამ ღიმილი რას გადამარჩენს,
ღიმილი როგორ ამიყვანს ცაში...
გავიგებ, რა ვარ, თუ დავინგრევი
სწორედ როდესაც ვმთავრდები, მაშინ?..


ღამე მილიონიან ქალაქში
მალხაზ უძილაურს

დაიწკავწკავა საბრალობლად ქუჩაში ძაღლმა.
გამომეღვიძა, რომ იტყვიან, მოვედი აზრზე.
წამოიტირა ცოლის გვერდზე მძინარე ბალღმაც.
დამიფრთხა ძილი. წამოვდექი. ჩაიდნით გაზზე
შემოვდგი წყალი ჩაისთვის და ფანჯრიდან მაღლა
შიშით გავხედე მოციმციმე წერტილებს ცაზე:
ვარსკვლავებია?.. ღმერთმა უწყის! იმ ღმერთმა, სადღაც
აბელის სისხლი რომ ღაღადებს დღესაც მის კარზე...

მილიონიან (პირობითად) ქალაქში ახლა
(ჩვენ ხომ ვიცით, რომ მილიონზე ბევრად მეტნი ვართ),
მილიონიან (პირობითად) ქალაქში, მალხაზ,
ჩვენი ცოლ-შვილიც ჩაუწერლად უყურებს სიზმრებს...
ამ ზამთრის ღამეს, ალბათ, ყველა მეორე სახლში,
სოფლელ დედ-მამას, ან დას, ან ძმას ვინმე იფარებს;
მილიონიან (პირობითად) ქალაქში, ახლა,
ქალაქელობას ჩამოსულნიც კარგად ვიფერებთ...

მაგრამ მე სულ სხვა რამე მსურდა, რომ მეთქვა, მალხაზ,
მეთქვა კი არა, უფრო ზუსტად, მეკითხა შენთვის.
მილიონიან (პირობითად) ქალაქში ახლა
თავის ფეხით რომ ანგელოზი გესტუმროს ღმერთის
და გითხრას: „ცოდვა ქალაქისა ცას სწვდება მაღლა,
დროა, რომ იგი აღიგავოს წყალით ან ცეცხლით“.
მთელი ქალაქი რომ დაიხსნას, ერგას კაცს ნახავ?
თუ უბრად წახვალ ქალაქიდან ცოლ-შვილით, ერთი?


გვირილა

გვირილავ, სითბოს ამოჰყოლიხარ
და იღიმები მუდამ იმგვარად,
რომ ჩემთვის ვფიქრობ: „ღმერთს, ამ ორიდან
ნეტავ რომელი ჩვენგანი ვგავართ“.

მგონია, მუდამ ბედნიერი ხარ,
თეთრ ღიმილს ისე უხვად არიგებ.
არ ვიცი, ალბათ... ანდა იქნება
იცი ის, რასაც მე ვერ გავიგებ.

ისეც და ასეც შენზე ცოდო ვარ
და ღმერთს თუ ხედავ, ჩემზეც ანიშნე:
„ეყოფა მაგას კაცად ჯახირი,
მინდვრად ყვავილად სადმე დანიშნე“.

ეგება თვალი მეც ავახილო -
სიკვდილ-სიცოცხლის რამე გავიგო,
სანამდე მომძოვს სოფლის ნახირი,
მომძოვს, ან სულაც ჩლიქქვეშ გამიგებს,

მაგრამ იქნებ შენ ჩემზე შორიდან
უყურებ ღმერთს და არა იცი-რა;
მაშინ გავუყოთ, მოდი, ორივემ
ერთ-ურთს, რაც ჩვეში თრთის და ციმციმებს.

ცოტას იტირებ შენაც, ჩემსავით,
ცოტას, შენსავით, მეც გავიცინებ,
მერე ორივე ერთად დავწვებით,
ჩაგეხუტები და დავიძინებთ.

study


Last edited by Admin on Sat Mar 30, 2019 10:58 am; edited 6 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyMon Dec 01, 2008 12:57 pm

ომარ თურმანაული

დაუმთავრებელი ლექსი

გარშემო მყოფთა მწუხარება და სიხარული,
საპნის ბრჭყვიალა ბუშტებივით რომ მოსწყდებიან,
მათსავე გულებს და მათსავე თვალებს,
და როცა იცი: "უგზო-უკვლოდ გაქრებიან, სულ უშედეგოდ".
და იცი ისიც, რომ "ისინი წყვდიადში არ ჩანს",
და ისიც იცი,
რომ "თავად მზეც თხელი ბუშტია
და საშინლად ეშინია მარადისობის",
მაშინ სხეულის,
შენი სხეულის ფუტუროდან,
ღამის მწუხარე ფრინველივით,
ნაღვლიან ხმაზე გამოჰკივლებს
ბნელ წყვდიადს რაღაც:
"იპოვეო?"
და პასუხს კი არსაიდან არ აღირსებენ,
არც კიო და არც ვერა, ვერაო...
მერე კიდევ რომ გამოჰკივლებს,
კიდევ და კიდევ...


სასჯელი

გამოგერიდე და წავედი.
წასვლისას მითხარ:
"თუ წახვალ, უკან არ მოიხედო".
მე კი გულმა არ გამიძლო, ისევ მოვბრუნდი,
რომ ერთხელ კიდევ შეგხებოდი,
ერთხელ კიდევ რომ...
მაგრამ, ჰოი, საშინელებავ,
აღარსად ჩანდა შენი სხეული,
რომლის სითბო კვლავ ახსოვდათ
ჩემს ხელისგულებს,
ხოლო ჩემი ბაგეების ნაკვალევი
მტვრიან მიწას ემჩნეოდა აცა-ბაცად,
გზადაბნეულის ნაფეხურებივით...

და სანამ მიწად ვიქცეოდი მეც,
ვცდილობდი ნახევრად მიწად ქცეული გონის
დარწმუნებას, რომ "მე შენთან დაბრუნების
გამო კი არა, შენგან წასვლის გამო
ვისჯები".


ეჭვი

რა დამავიწყებს, სულ ცხადად მახსოვს,
წვიმის ყველა წვეთს ვიხსენებ თითქმის
და შენ ხომ ისე ცხადად და ახლოს,
რომ ზოგჯერ ვცდილობ შეგახო ხელი.
თითოეული შენი თმის ღერი,
თითოეული ნერვივით მითრთის...
მაგრამ... ხსოვნის ამ ძვირფასი ტვირთით
ვუახლოვდები თანდათან სიკვდილს
და ვფიქრობ შიშით: "გამატანს ღმერთი
რაიმეს ჩემი სიკვდილის იქით?"


* * *
ჩემს სიყვარულს ხომ
არავისთან არ მიაქვს იის თაიგულები:
ის სტიქიაა,
და ჩემს სხეულს, ფესვებიანად მოთხრილ ხეს,
შენსკენ მოატივტივებს.
და შენი დაგმანული კარის შემტვრევას ცდილობს.

მრცხვენია ჩემი სიყვარულის, მღვრიე მდინარის,
რომლისაც ასე გეშინია,
მაგრამ მე რა ვქნა,
მე ხომ თვითონ მისი მსხვერპლი ვარ.

study


Last edited by Admin on Sat Mar 23, 2019 11:35 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyMon Dec 01, 2008 12:58 pm

ომარ თურმანაული  Omar_t12


ომარ თურმანაული

***
გაუღე კარი ღამეს და როცა წყვდიადი ზღურბლზე შემოდგება, შენც შედექი აქეთიდან იმ კარის ზღურბლზე და თბილი მკერდი მიაბჯინე ბნელეთის ცივ მკერდს... მერე გადადგი ნაბიჯი იქით და ღამის ფსკერზე დაფენილი თოვლის შრიალით ამოივსე ყურის ხვრელები... თოვლს ჯერ შეაკრთობს შენი ფეხისგულების სითბო, მერე თანდათან მიეჩვევა, რადგან თანდათან შენც გაცივდები ღამესავით, გარს რომ გაკრავს და თოვლის ფიფქი მხოლოდ სიმძიმით გამოგარჩევს, გამოგიცნობს იმ ღამისაგან... გაჯახუბნდება ზურგს უკან კარი და კარიც და მისი ხმაურიც შეერევა წყვდიადს და დუმილს და ამაოდღა დასტანჯავ გულს ნათელ სითბოში დაბრუნების მცირე იმედით... ყველაფერი მირაჟი იყო, სითბო და შუქი არასოდეს არ არსებულა; ანდა თუნდაც ყოფილიყო, ხომ არაფერი აღარ არის და ამას რა მნიშვნელობა აქვს... მიდი, იარე... ვის რას უხსნი, ვის რას უმტკიცებ? არარაობას შენს რაობას როგორ აუხსნი... გარდაისახე შენც იმავე არარაობად და მოისვენე... ნუ შფოთავ და ნუ გეშინია: ნებით ჩაყოლა სჯობს ყოველთვის გარდუვალისკენ.

მიდი, იარე... სიბნელეში შენც სიბნელე ხარ, და არავინ იცის არსებობა შენი შენს გარდა; არც ის, რომ დახვალ, არც ის, რომ დგახარ, არც ის, რომ ფიქრობ; არავინ იცის.

ამ ღამეში ნახშირდება შენი სიცოცხლე და სიყვარული, უჰაეროდ იწვის როგორც გიგანტური გვიმრა მიწაში; ამოთხრიან მას მილიარდი წლების შემდგომ და გაითბობენ ხელისგულებს, მისით გამთბარი ცენტრალური გათბობის მილზე ზამთრის ღამიდან ოთახში დაბრუნებული შეყვარებულნი, გარეთ იქნება ღამე შავი შენი ლექსივით, რომელიც იწვის და იძლევა სითბოს და ნათელს.

ნუ სწყევლი ქარს და ყიამათ ღამეს, და ნურც აზრს ეძებ სიტყვათ ქოსში, აზრი აქვს კივილს, აზრი აქვს ღიმილს, ცრემლსაც აზრი აქვს... სიტყვას აზრი არ გააჩნია... დაიკივლე და წყვდიადში დატოვე შენი კივილის ექო, რომელიც ერთხანს იხეტიალებს გზადაბნეული, როგორც ყველა ადამიანი, და არსებობას დაამთავრებს უაზროდ, სადმე ცივი კლდის ქიმზე...

არასოდეს არ თქვა "მიყვარხარ", რადგან არ იცი, შენ ვინა ხარ, არც ის იცი, რაა (ან ვინ), "მიყვარხარო" რომ ეუბნები... და თან ხომ გითხრეს, "სიტყვებს აზრი არ გააჩნიათ", არაფერიც არ თქვა არასდროს...

study


Last edited by Admin on Mon Mar 25, 2019 12:24 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyMon Dec 01, 2008 1:18 pm

ომარ თურმანაული  Codveb10

წიგნის დასახელება – „ცოდვები და გვირილები“ (ლექსები)
ავტორი - ომარ თურმანაული
რედაქტორი - დავით ახობაძე
მხატვარი - ჯემალ ზენაიშვილი
გამომცემლობა - „მერანი“
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 1991
გვერდების რაოდენობა – 84

Exclamation

ომარ თურმანაული

და ვწერ

თბილი ღიმილით ან ცრემლის სითხით
და ტკივილების მწარე კუნწულით
დატვირთული მაქვს ურიცხვი სიტყვა -
ფიქრის ურიცხვი მცირე კუნძული -
არა იმიტომ, დროს, ძირს რომ გვითხრის,
გადავუმალო ფიქრი მცირედი,
მე, თიხით ქმნილმა, სანამ კვლავ თიხის
მღვრიე ბელტებში ჩავიძირები,

ვწერ, რადგან სიტყვის ამოსვლა, თვითონ,
მინდვრად ბალახის ამოსვლასავით,
ბუნებრივია - ჯერ თითო-თითო,
მერე წყვილ-წყვილი, მერე სამ-სამი
და სიტყვა, როგორც ყვავილი სითბოს
სიხარულსა და ტკივილს მორჩილებს;
და თუმცა ვხედავ ყვავილებს ცელით,
სიტყვებს კი ისევ სიტყვით მოჭრილებს,

ისე ვწერ, თითქოს ვიცინი, ვტირი
და ჭირსაც, ლხინსაც ვუძლებ რაღაცით,
რადგანაც ამ დროს ვემორჩილები
ჭირზე და ლხინზე უფრო რაღაც დიდს
და იგი, ჩვენი სულის მპყრობელი,
ჭირსა და ლხინს რომ ქვეყნად არიგებს,
ქედს მახრევინებს: "ესე სოფელი
ასე უქმნია არსთა გამრიგეს".
და ვწერ...

study


Last edited by Admin on Sat May 04, 2019 10:37 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyMon Dec 01, 2008 1:19 pm

ომარ თურმანაული

როგორ მჯობნიან ჩემი ლექსები!..

როგორ მჯობნიან ჩემი ლექსები!..
ჩემზე სუფთანი არიან და ჩემზე წმინდანნი;
ჩემზე დიდნი და ამაღლებულნი;
თუ უყვართ ჩემზე მეტად უყვართ,
თუ წუხან, ჩემზე მეტად წუხან,
ფიქრითაც ჩემზე უკეთ ფიქრობენ
და ჩემზე უფრო ჭკვიანურად ამბობენ სათქმელს...
მერე მიდიან, როგორც მოხუც მშობელს, მტოვებენ
არც ერთმა მე არ მიერთგულა,
ჩემი დაუმთავრებელი, ხეიბარი ლექსების გარდა...
მაგრამ ისინიც, ჩემგან თვითონ საპატრონონი,
უკვე გარეთ, სხვის გულებისკენ იყურებიან,
სხვას უღიმიან, სხვას შესტირიან...
არც ერთმა მე არ მიერთგულა,
ვერც ერთმა სრულად ვერ გამიგო გულისტკივილი.

study


Last edited by Admin on Sat Mar 30, 2019 11:04 am; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyMon Dec 01, 2008 1:20 pm

ფიქრი ექიმის მისაღებში
თამარ რეხვიაშვილს

თუ სულ ესა ვარ: მტკივანი გული,
მტკივანი კბილი, ღვიძლი და კუჭი
და თორმეტგოჯა ნაწლავზე წყლული _
მიწამ შემჭამოს მუჭა და მუჭა!
მიწამ დაშალოს სიცოცხლე ჩემი,
თუ სულ ისა ვარ, რაც ვსვი და ვცეცხლე;
მიწამვე ჩანთქას ამ ჩემი ენის
"ოქროს დუმილი" და "სიტყვა ვერცხლის".
მაგრამ...
ხანდახან, ყვავილს რომ ხედავს
ჩემი თვალები, ავსილი ტანჯვით
და რომ ვივიწყებ ჩემს ბეჩავ ცხედარს
არათანაბრად მფეთქავი მაჯით _
ვხვდები, ექიმო, რომ რაღაც სხვაც ვარ
ამ ავადმყოფი სხეულის იქით
და მინდა, ცოტა მაცალოს კიდევ
სიკვდილმა, თუნდაც სიკვდილზე ფიქრი...

study


Last edited by Admin on Sat Mar 23, 2019 11:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyMon Dec 01, 2008 1:21 pm

ომარ თურმანაული

ჩვენს გულებს, როგორც ოაზისებს მექარავნენი...

ჩვენ არაფერი გვეკუთვნის თურმე.
ჩვენს გულებს, როგორც ოაზისებს მექარავნენი,
დღეები ისე აღმოაჩენენ
და მხოლოდ ერთხანს არწყულებენ
თავის ქარავანს
ჩვენი ცრემლით და ჩვენი ღიმილით.
ჩვენ არაფერი გვეკუთვნის თურმე,
არც ძმა,
არც მტერი,
ყველაფერი ამ დღე-ღამეთა საკუთრებაა,
ამ მომთაბარე მექარავნეთა,
ჩვენს გულებში რომ მხოლოდ ერთხანს იდებენ ბინას...
ჩვენს გულებში მხოლოდ ერთხანს იდებენ ბინას
და მერე ჩვენი სასიკვდილო სარეცლებიდან,
როგორც დამშრალი ოაზისიდან,
ვინ იცის, ვისი გულებისაკენ
გაირეკავენ თავის ქარავანს _
მზეს,
ვარსკვლავებს,
სამშობლოს და სხვას...

study


Last edited by Admin on Sat Mar 23, 2019 11:26 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyMon Dec 01, 2008 1:22 pm

ომარ თურმანაული

ცოდვა

როგორღაც მიყვარს მე ჩემი ცოდვა,
ჩემს სიზმრებში რომ ჩუმად წრიალებს
და გარეთ უნდა რომ გამოვიდეს
და შეხვდეს ცოდვილ ადამიანებს:
ვიცი, რომ მისი ადგილი სწორედ
გარეთ არის და, არა აქ, გულში,
მაგრამ საშინლად ვუფრთხი კვლავ ჭორებს
და ცოდვას გარეთ გამოსვლას ვუშლი.
ის კი იზრდება და იმ წუთს ელის,
მე რომ ვიქნები მასზე პატარა,
რათა როგორც ბავშვს, ჩამკიდოს ხელი
და დღე და ღამე შენთან მატაროს...
ჯერ ტოლები ვართ. გავდივართ გარეთ.
ლაღობს; გაზაფხულს და მზეს შეხარის;
მეჩურჩულება: "ოთხივე მხარეს
ყველა ცოდვილი არის შენსავით"
ნაცნობ ქუჩაზე გავდივართ ერთად;
ნაცნობ ტელეფონს ზუსტად მახსენებს;
მე: "არა-მეთქი... დაგწყევლოს ღმერთმა,
ჩამომეხსენი და მომასვენე".
ვდაობთ. არაფრით არ მიშვებს სახლში,
ვიღლები _ არც მე ვჩანვარ ძლიერი
და ცოტას ვუთმობ, შევდივარ ბაღში
და უცნობ წყვილებს ვათვალიერებ.

study


Last edited by Admin on Sat Mar 23, 2019 11:26 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyThu Mar 19, 2009 12:40 pm

ომარ თურმანაული

ბესიკ ხარანაულს

შეპყრობილი ვარ რატომღაც
შენი ლექსების "შარმ"-ითა:
რისი თქმაც მინდა, შენ ამბობ,
მე რა ვაკეთო კალმითა?
ავდგები, გთარგმნი ფრანგულად,
ან სულ უბრალოდ, გაგრითმავ!



le livre d'amba besarion de besik xaranauli
Othar Pataridze
Published on Mar 12, 2010

Le livre d'Amba Besarion par Besik Kharanaouli , Traduit du géorgien par Marie Frering et Omar Tourmanaouli ."Quidam Editeur", collection : Made in Europe


cheers


ომარ თურმანაული

მიხო მოსულიშვილს

მიხომ რო ნახა იახტა,
შეხტა და აფრებს მიახტა.
თევზიც მიყვარსო, დიახ და
თამაშიც შავ ზღვის ნიავთან!

30. 08. 2013


ომარ თურმანაული  Omar_t16


sunny


Last edited by Admin on Sun Mar 24, 2019 8:18 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
nino nadiradze
Into Armury
Into Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 102
Age : 33
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyThu Mar 19, 2009 5:09 pm

ტკივილიანი და თბილი ლექსები..
განსაკუთრებით ”გვირილა”..
Back to top Go down
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 38
Registration date : 27.02.09

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: . . .   ომარ თურმანაული  EmptyThu Mar 19, 2009 8:08 pm

რა კარგი ლექსებია...
Back to top Go down
http://www.poetry.com
მინდია
Into Armury
Into Armury
მინდია

Male
Number of posts : 171
Age : 33
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyFri Mar 20, 2009 10:31 am

Quote :
ღამე მილიონიან ქალაქში
მალხაზ უძილაურს

ეს მახსოვდა მგონი
ძალიან კარგია
Back to top Go down
http://www.xevsureti.ge
Guest
Guest



ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyFri Oct 09, 2009 2:50 pm

ომარ თურმანაული

ომარას რითმიანი წერილი იმირას
(იმირ მამედლის)

დღეს პოეტებს წასულებსაც კი აღარ სწყალობენ, იმირა!
ნაღდად წასულებზე ვამბობ და არა, ისე, მე და შენ რო წავედით - იმირა და ომარა...
იმირა...
ჰე, ჰეე, იმირა!...
დღეთა საფქვავი თანდათან ჩქარა გასდის ჩვენი ცხოვრების ხვიმირას
და...
ნახე!
ჩვენ თავზეც როგორ ჩამოითოვლა და ჩამოიწვიმირა?!
დრო არ ანსხვავებს იმირას და ომარას!
და ვიდრე არ ჩამოცლილა ჩვენი სიცოცხლის ტომარა (ან ხვიმირა),
მე, ომარამ , ეს უნდა გკითხო შენ,იმირას:
ვთქვათ და შენ ყოფილიყავი ომარა
ხოლო მე,ომარა, რო ვყოფილიყავი იმირა,
ანუ ღმერთს შენთვის რომ მოეცა ჩემი დღეების ტომარა
ალაჰს კი ჩემთვის - შენი დღეების ხვიმირა,
ხომ შეიძლებოდა, რატომ არა?..
ეჰ!..
ხუმრობა მინდოდა იმირა, ჰო, მარა... არა...
არ გამომივიდა... ვერა ვარ ხუმარა...

study
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptySun Apr 11, 2010 2:27 pm

ომარ თურმანაული

ტკივილების გადაფრენა

ფშავის არაგვის ხეობაში,
ქალაქიდან შორს,
სოფელთან ახლოს,
ველ-ტყიანში თეთრად ყვავის პანტის ხეები;
და სადღაც იქვე,
ცხელი მზით და ნოტიო მიწით,
ტანს იმსხვილებს საშეშე რცხილა,
რომ შეაღწიოს ღუმელში და
ცაში გაფრინდეს.

აქ კი, ქალაქში,
სოფლიდან შორს,
პანტებიდან შორს,
ჩემი ტკივილი თავის მუქ ფრთებს იღონიერებს
და ზამთრის პირზე,
როცა მოჭრიან საშეშე რცხილას
და დამწიფდება პანტა ფშავის ტყე-ველიანში
და გადამფრენი ყველა ფრინველი
გაიკრიფება სამშობლო მხარის ტყე-ჰაერიდან,
შემისვამს ფრთებზე ღონიერი, ფრთამუქი ჯავრა
და სოფლამდე ფრენით მატარებს...

გადახვევია რცხილას შეშის სითბო და კვამლი
(კვამლი, ვითომდა ცრემლის მიზეზი);
ძველი ხელადით შემოჰყვება დედის დაღლილ ხელს
პანტის წვენი -
მეგობარი ჩემი სიყრმისა;
ჩამოჯდება პატარა ხანს დედაჩემი ხელსაქმით ხელში;
ჩამოისვენებს პატარა ხანს ჩემი ტკივილი.





study



Last edited by Admin on Thu Mar 21, 2019 9:59 am; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyTue Aug 24, 2010 3:45 pm

ომარ თურმანაული  Omar_t10
La Veuve, l'hirondelle et le voyant de Omar Tourmanaouli (Auteur),
12 août 1999

Broché: 30 pages
Editeur : La Fosse aux Ours (12 août 1999)
Collection : Fosse aux Ours
Langue : Français
ISBN-10: 2912042062
ISBN-13: 978-2912042064
Dimensions du produit: 15 x 10,2 x 0,2 cm

ესეც ომარ თურმანაულის წიგნი ფრანგულად: Omar Tourmanaouli – La veuve, l'hirondelle et le voyant ("ქვრივი, მერცხალი და ნათელმხილველი"), გამომცემლობა La Fosse aux ours – ISBN 2912042062

ბმული
* https://www.amazon.fr/Veuve-lhirondelle-voyant-Omar-Tourmanaouli/dp/2912042062

Exclamation


Last edited by Admin on Thu Mar 21, 2019 12:22 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyTue Dec 21, 2010 10:45 am

ომარ თურმანაული  Omar_t11


ომარ თურმანაული

ზვიად რატიანმა... კი არ დამხატა, ათი წლის წინ "მიწინასწარმეტყველა" აი, ესეთი სიბერე!

მე ეს სურათი ზვიადის (რატიანის) გამო მიყვარს...
საქართველოში სამი წლის არყოფნის შემდეგ რო ჩამოვედი, ყველას ნახვა ვერ მოვახერხე... მათ შორის ზვიადიც (ისევ რატიანი, რა თქმა უნდა) იყო.
ზვიადმა (რატიანმა) ეს პორტრეტი პირდაპირ აეროპორტში მომიტანა გამოფრენის წინა წუთებში...
ასეთი სიყვარული იცის ამ უდიდესმა ადამიანმა.
სურათს ერთ–ერთი ჩემი ლექსის, – "მჯერა, მოხუცო" სახელი (სათაური) ჰქვია.
ასეთი ზუსტი დანახვა (თანაც როგორ დავემსგავსე ათი წლის მერე!) არ არსებობს...
აი, ასეთი სიბერე მიწინასწარმეტყველა ჩემმა მეგობარმა და...
ზუსტად ამიხდა.

Exclamation

მჯერა, მოხუცო

შენ დროს, მოხუცო, ეგ ბევრს უთქვამს შენამდეც ჩემთვის,
და მჯერა, ხალხი სანახევროდ მშიერი იყო;
ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით არვინ გმოსავდა,
რომ ნახირში ათენებდი და აღამებდი,
მაგრამ მაინც რომ წერა-კითხვა ისწავლე თვითონ,
რომ დაოჯახდი,
რომ შვილებიც ბევრი დაზარდე...
მჯერა, მოხუცო, ეგ შენამდეც ბევრს უთქვამს ჩემთვის,
მაგრამ ამ ცაზე, ნაცვლად აი, ამ პლანეტებისა,
შენ დროს, ამბობენ,
მზე და მთვარე ამოდიოდა,
თუ გახსოვს,
მათზე მიამბე რამე...[/size]

(წიგნიდან: "ცოდვები და გვირილები", გამომცემლობა "მერანი", 1991 წ.)

study


Last edited by Admin on Mon Mar 25, 2019 12:30 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyTue Sep 20, 2011 10:11 am

ომარ თურმანაული  Armeni10
Armenian literary magazine GARUN, 1999, # 2, February

ომარ თურმანაულის ორი ლექსის თარგმანი: "ნეტავ არ ვგავდე ჩემს თავს" და უსათაურო. სომხურად თარგმნა ედვარდ ჰახერღიანმა. ლიტერატურული ჟურნალი "გარუნი", 1999 წლის # 2 (თებერვალი). გვერდი 25.

ომარ თურმანაული  P310

http://www.ysu.am/site/index.php?lang=1&page=2&search_keyword&m&y&p_num=3&id=21100 - აქ იხილე თუ რა ჟურნალია ეს "გარუნი"?

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyThu Jun 28, 2012 12:22 pm

ომარ თურმანაული

ნეტავ ჩემ თავს არა ვგავდე

ნეტავ ჩემ თავს არა ვგავდე (ჩემი არაფერი მინდა),
სანატრელი არაფერი არა მქონდეს ამ ქვეყნიდან.
ნეტავი შენ იას ჰგავდე, არა ჰგავდე ადამიანს,
იასავით არ იცოდე, რომ კარგი ხარ, როგორც ია,
გიყვარდე და არ იცოდე, სიყვარული რასა ჰქვია,
მე შენს თმაში თითებს ვხვევდე,
სხივებივით ცხელს და მზიანს,
შენს სულს ვზრდიდე,
როგორც მზის სხივს გაზაფხული გაუზრდია,
თუ მოგჭარბდე,
მოკვდავივით არ ინატრო წვიმა ციდან,
თუ მოგაკლდე,
მოკვდავივით არ იტირო ,,მზესთან მინდა''...
გარედან არ მოიმოსო ძაძა, არცა ბნელი რიდე,
შავი ძაძა მოჟონავდეს შენი ლურჯი თვალებიდან,
შენი ხმიდან მოჟონავდეს, მხრებიდან, თუ ხელებიდან,
ენამჭევრმა რაყიფებმა,
ქებით სულს რომ გხდიან ახლა,
მიწისგან ვერ გაგარჩიონ, ჩაგიარონ გვერდზე მშვიდად,
შენი ძაძის გახდა ჰგავდეს წამოდგომას სამარიდან,–
ერთმანეთი მოგვწყურდეს და, შენ აქედან, მე იქიდან,
ლეთის წყალი ყლუპად შევსვათ,–
გზა გამოჩნდეს სულეთიდან...
არც ცოლივით მომეგებო,
–რომ ინახავს ნამუსს წმინდად,
არც ისე, ვით საყვარელი,
–უნახავი დიდი ხნიდან,
არც ღიმილი მომაგებო,
არც ცრემლები თვალებიდან,
არც მიამბო, რა გადაგხდა ამა წლამდე, იმა წლიდან,–
შევხდეთ,
თითქოს გამოვედით ერთმანეთის სიზმრებიდან;
სიზმარ–ცხადი აგვერიოს
–ცხადს ვყვებოდეთ სიზმარიდან...
ჩვენს მხრებზე გზა გადიოდეს სამზეოში
სულეთიდან.

study


Last edited by Admin on Fri Mar 29, 2019 9:28 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyMon Sep 17, 2012 9:40 pm

ომარ თურმანაული

ზოგჯერ

ზოგჯერ მგონია, რომ ვარ ღმერთის ეული ცრემლი
რომელიც ღმერთში სიმარტოვის წუხილმა ზარდა,
თანდათანობით აავსო და დააშორა მას…
და როცა ღმერთის კენტი ცრემლი მგონია თავი –
ვცდილობ ჩავწვდე დამბადებლის წუხილის მიზეზს
და ევას ვეძებ, ჩემს წყვილს, ღმერთის მეორე თვალზე
ჩემსავით შობილს…
ვეხები ხელით, ბაგეებით,
მაგრამ ისიც ჩემნაირი ცრემლია მხოლოდ,
ისიც ღვთიური სიმლაშით სავსე
და მიჟონავს ჩემს ხელისგულებში…

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyFri May 10, 2013 12:49 am

შარლ ბოდლერი

გიგანტი ქალწული

როდესაც მძლავრი შთაგონებით ბუნება-ღმერთი
საშიშ არსებებს ქმნიდა ჯერაც საკუთარ ხატად,
ნეტავ მრგებოდა ყოფნა გიგანტ ქალუწულის ფერთხთით,
როგორც დედოფლის გვერდით იმის ნებიერ კატას;

ხან ავყოლოდი მასთან თამაშს, თავზარის დამცემს,
მისი სულ-ხორცის ყვავილობა მეხილა, ლაღი,
ხან იმის გულში ანთებული ღადარის მაცნე,
იმის თვალებში ჩაწოლილი მენახა ჯანღი;

ხან იმის მუხლთა ფერდობების აღმგზნებ სირბილეს
შევხოხებოდი და მის ლამაზ ტანზე სირბილით
დავღლილიყავ და, ზაფხულში კი, მზით, გამთანგავით,

მოთენთილი რომ დაიპყრობდა სხეულით მინდორს,
მეც დავწვებოდი უზარმაზარ მთების მაგვარი
ძუძუთა ჩრდილში და მეც მშვიდად ჩავთვლემდი იმდროს.


ფრანგულიდან თარგმნა ომარ თურმანაულმა



Charles Baudelaire

Les Fleurs du mal (1857)
Poulet-Malassis et de Broise, 1857 (pp. 50-51).


XIX

LA GÉANTE


Du temps que la Nature en sa verve puissante
Concevait chaque jour des enfants monstrueux,
J’eusse aimé vivre auprès d’une jeune géante,
Comme aux pieds d’une reine un chat voluptueux.

J’eusse aimé voir son corps fleurir avec son âme
Et grandir librement dans ses terribles jeux,
Deviner si son cœur couve une sombre flamme
Aux humides brouillards qui nagent dans ses yeux,

Parcourir à loisir ses magnifiques formes,
Ramper sur le versant de ses genoux énormes,
Et parfois en été, quand les soleils malsains,

Lasse, la font s’étendre à travers la campagne,
Dormir nonchalamment à l’ombre de ses seins,
Comme un hameau paisible au pied d’une montagne.


ბმული - http://fr.wikisource.org/wiki/Les_Fleurs_du_mal/1857/La_G%C3%A9ante
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyFri Nov 15, 2013 9:00 am

ომარ თურმანაული  Omara10

ომარ თურმანაული

შენ მაინც არ მიღალატებ!

შენ მაინც არ მიღალატებ,
ე, მაგით მაინც მშვიდი ვარ:
ჩემთან ხარ განუშორებლად
მძინავს თუ მოვდი–მივდივარ...
ზოგჯერ მთვრალს მიმავიწყდები,
გამოვფხიზლდები, რიდი მაქვს...
ბოლოს შენ დამინარჩუნებ
თუმცაღა შენზე დიდი ვარ,
ჩემო სიკვდილო...
შენ გარდა,
ყველას ფეხებზე ვკიდივარ...

2013

sunny


Last edited by Admin on Fri Feb 08, 2019 8:52 am; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyThu May 08, 2014 10:37 am

ომარ თურმანაული  18886210

ომარ თურმანაული

მარი-მადლენ ბარტი გარდაიცვალა... ხვალ არის დაკრძალვა. ჩემი დიდი მეგობარი, რომელსაც მე ვერ ვუერთგულე ბოლომდე... მარტო ვარ ჩემი მტკივნეული სინდისის და მისი არყოფნის წინაშე... მეგონა, საფრაგეთით ჩემს იღბალს ვეთამაშებოდი და საფრანგეთი ჩემს ბედისწერად იქცა... ლექსებს აღარ (ვეღარ) ვწერ და ჩემი ოცდაათი წლის წინანდელი ეს ლექსი, რომელიც არავის არ ეძღვნებოდა, მინდა მარი მადლენის ხსოვნას მივუძღვნა...
ავტორი
2014 წლის 6 მაისი


***
კი, ყველაფერი ის ცხადად მახსოვს,
წვიმის ყველა წვეთს ვიხსენებ თითქმის
და შენ ხომ ისე ცხადად და ახლოს
რომ ზოგჯერ ვცდილობ, შეგახო ხელი...
თვითოეული შენი თმის ღერი
კვლავ საკუთარი ნერვივით მითრთის
მაგრამ...
ხსოვნის ამ ძვირფასი ტვირთით
ვუახლოვდები მე თვითონ სიკვდილს
და შიში მიპყრობს: „გამატანს ღმერთი
ამ ხსოვნას ჩემი სიკვდილის იქით?“

1984


sunny


Last edited by Admin on Sat Mar 23, 2019 11:29 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyTue May 13, 2014 8:16 am

ომარ თურმანაული  Omar_t14

ომარ თურმანაულის ლექსები აზერბაიჯანულად, მთარგმნელი - იმირ მამედლი.


ძველი დღიურიდან

1.გამომიკეტეს სახლის კარები
და გუდით მომცეს თბილი ნაცარი
თქვვენი ღიმილი, თქვენი ფიქრი და
გულისტკივილი... თქვენი რაც არის...
გზად უკანონოდ შობილ შვილივით
გაუმხელელი ეჭვი მაწვალებს:
„არის კი ქვეყნად ვინმე ცოდვილი
არის კი ქვეყნად ვინმე მართალი“.

2. „ ...რად იღიმება ირონიულად
ცის შავ სიღრმეში თეთრი ვარკვლავი,
მოსჩანს კი მისგან ჩვენი კალამი,
ჩვენი თოხი, ან ხმალი, სამკლავე,
იქნებ არ ღირდეს წყევლად იუდა,
ერთს რად აქებენ, ან სხვას რად კლავენ“...
შეუცნობლობის მტანჯველ ტკივილის
კიდეზე ჩემი სული კანკალებს...

3. „ ...რანი ვართ ჩვენ ამ თაობიანად,
ან ეს ჩვენს ირგვლივ რაა, რაც არის...
იქნებ ბალახიც ბაობაბია
და ამ ბაობაბს ვუმზერთ სხვა თვალით,
გული, აქ, მკერდში მწოლი ნებივრად
თავს რომ აქა სძრავს, ბოლო სად არის...“
შეუცნობლობის მტანჯველ ტკივილის
კიდეზე ჩემი სული კანკალებს.

4 „ ...იქნება მადლი სულ სხვა რამეა,
იქნება ცოდვაც არის სხვა რამე
– იუდას ცოდვა, იობის მადლი,
ვაი, თუ ცოდვა–მადლი არ არი...
ეს დღე–ნათელი იქნებ ღამეა
და ღამე იქნებ...“ და სხვა მრავალი
– შეუცნობლობის მტანჯველ ტკივილის
კიდეზე ჩემი სული კანკალებს...

5. „ ...სად მივალ, ან ეს რა მიმაქვს გუდით,
ნაცარია თუ ღმერთის სამხარი...
იქნებ ღმერთს აქეთ არა აქვს ბუდე
და მე ეშმას გზას მივლევ ხანხანლით;
ან ეს სვლა რითი სჯობია ყუდილს,
ვინ გამოჰყვება ჩემს სუსტ ნაკვალევს...“
შეუცნობლობის მტანჯველ ტკივილის
კიდეზე ჩემი სული კანკალებს.

6. მიმძიმებს გუდას მრავალი ხატის
მზერა და ვნების ბევრი ზღაპარი:
„იმედი“, „შიში“, „სურვილი“, „ხათრი“...
და აღარსაით ძალმიძს გაპარვა...
წინ ჯერ კუბოს ხე არა ჩანს, არსად,
უკან აღარ ჩანს ჩემი აკვანი
და გარეთ, მთელი ხორცით და სულით,
კუბოს და აკვნის გარეთ ვკანკალებ...



İKİ ARZU

Əlində tabaşır şıltaq bir uşaq
Asfaltın üstünə ağ günəş çəkir.
Dilənçi papağının içindəki sikkələrin üzərində də
Parlayır günəş.
Uzunmu yol var
Asfaltdakı o ağ günəşdən
Papaqdakı günəşə qədər?
Asfaltda da, dilənçinin papağında da
Parlayır günəş...

Körpə qığıldanır,
Zümzümə edir küçədə əyyaş.
Uzunmu yol var
Bu qığıltıdan o zümzüməyə?

Bakirə qızın ilk öpüşündən
Fahişə qadının öpüşünədək
Uzunmu yol var?
Günəş yavaş – yavaş əyilir, batır.
Neçə - neçə adam iki arzuyla baxır günəşə;
“Ay günəş, batma!”
“Tez bat, ay günəş!”
Hardasa ömrün son axşamıdı,
Hardasa sevginin ilk gecəsi döyür qapını.
“Ay günəş, batma!”
“Tez bat, ay günəş!”
Günəş sürətini tənzimləyir bu iki arzu.


KÖHNƏ GÜNDƏLİKDƏN

I

Qapını bağlayıb gedibdir hamı,
Evdə - mən, kədərim, ocağın külü...
Fikirlə doludu bu evin damı,
Bu şübhə xəlvətdə doğulan bic tək
Utanmaz – utanmza üzümə gülür...
Varmı bu dünyada haqlı və haqsız? –
Yer üzü cavabsız, göylər mürgülü.

II

Niyə istehzayla yanır o ulduz,
Niyə bizdən üstün bilir özünü?
Görəsən o bizi görürmü göydən?
Görmürsə, niyə bəs çəkmir gözünü?!
Yer – göyün ovucu, şeytanın qabı.
Hanı sualların şəksiz cavabı!?

III

Bu dünya kimindir, bu aləm kimin
Onu tanımamış özünü tanı...
Sinəmdə vurnuxan dustaq qəlbimin
Əvvəli burdadır,axırı hanı?
Yer – göyün ovucu, şeytanın qabı.
Hanı sualların şəksiz cavabı!?

IV

Günah günah deyil, ilahi, bəlkə,
Savab bildiyimiz savab deyil heç.
Ay Allah, ağzımız dirənib bərkə,
Savab günahdırsa bu günahdan keç.
Yer – göyün ovucu, şeytanın qabı.
Hanı sualların şəksiz cavabı!?

V

Hayana gedirik, yolumuz ulu,
Bu yolu götürüb yarama sarı...
Bəlkə bu yol deyil Allahın yolu
Bəlkə bu yol gedir iblisə sarı?
Yer – göyün ovucu, şeytanın qabı.
Hanı sualların şəksiz cavabı!?

VI

Mələk baxışları çiynimə düşüb,
Bu eşqi boyuma biçə bilmirəm.
Siznlə yaşamaq boynuma düşüb,
Dünyadan heç yana qaça bilmirəm.

Görünmür tabutluq palıd ağacım,
Arxada nişan yox doğma beşikdən.
Eşikdə yaşamaq hər şeydən acı,
Beşiksiz, tabutsuz qaldım eşikdə.

Exclamation


Last edited by Admin on Mon Mar 25, 2019 1:40 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  EmptyWed Feb 11, 2015 11:10 pm

ომარ თურმანაული

***
გულო, რა მალე მეღლები,
გონო, რა ხშირად მემღვრევი,
ტირილი მინდა, ვერ ვტირი,
სიმღერა მინდა, ვერ ვმღერი...
სიცოცხლევ, აღარ მინდიხარ,
ჩვევის გამოღა გებღრევი*...

---
* ფშაურად, „მობღრევა“ - მოჭიდება.

2015

Exclamation

::: Arrow გაგრძელება მეორე გვერდზე - http://armuri.georgianforum.com/t42p25-topic Arrow

study


Last edited by Admin on Thu Mar 28, 2019 2:48 pm; edited 7 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ომარ თურმანაული  Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  Empty

Back to top Go down
 
ომარ თურმანაული
Back to top 
Page 1 of 3Go to page : 1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: