არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ეთერ თათარაიძე

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ეთერ თათარაიძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   ეთერ თათარაიძე - Page 2 EmptyFri Mar 08, 2019 11:13 am

ეთერ თათარაიძე - Page 2 Etero-10

ეთერ თათარაიძე

***
ქურდ ქისტსავით ჩასაფრებულ სიბერეო,
ცქრიატსავით მომსვლელაო ჩქარო,
თმაში თვირთვილ-ჭირხლის უხვად
დამთოვა’ო,
ღონე წართმის, უღონობის ჩქამო.


***
ბაკურიანთ ბერდედა
კარებში ზის დანავლულ,
მაინც თვალებს ამზევებს,
სიტყვა მოზდის დათაფლულ.
მომოალზე ილოცებ,
თავის დღეებ დანაცრულ,
ხანთხან რა’იმ ნალაღებ,
ბევრჯელ ტკივილ წანაპკურ...
ბაკურიანთ ბერდედა
ზის ეგ სიკვდილ დანატრულ

***
ღარსი გძელ აივან,
ცივ-ცივ მარნის ღვინით,
აღარც წელში გადრეკილ
ოსე პაპის ღიმილ.

***
დამქანც იამ მზისქვეშ ყოფნამ,
სიცივემა დ ყინულმ
სულ გულღონვიდ ღიმილმა დ
ცრემლის ლოლო წკირულმ
სიყვარულის გულის კარ
გადაგმანულ კირულ.


***
ბალღების შმაკა-შმიკ დგას
ჩამჩუმ ჩამდგრ ოთახში,
ლურჯ თვალთ ძილ აქვ შეპარულ
იას თიხის ქოთანში,
ღურბლებ იღვენთებიან
ცის საცრემლო კოკაში.


***
ჩემ გაჩენას ღმერთ არ იყვ,
ჩემ წილ მასკვლავს ძაძებ ეცვ,
ჩემზე გვამანატკივარ
დედას გარ-მირგვლ გველებ ეწვ.
ჩემ გაჩენასეშმაკ იჯდ,
ნაღმეჭ პირში ერთ კმილ ეშჭვ,
იცოდ, ღმერთ დაძალულ ხყვანდ,
არ ეპარვოდ სულბნელს ეჭვ.
საქსლოს თვალებ ჩაწყვ-მოწყვეტილ
ხამლ ფარდაგში ჩეჩარ ბეჭ,
მელნად დაღვრილ ღურბლებში
გად-გადმემალ მასკვლავთ კენჭ.
ჩემ გაჩენას ღმერთ მკვდარ იყვ,
ჩემ მასკვლავ -მგლოვ,მთვარე-ბერწ.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ეთერ თათარაიძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   ეთერ თათარაიძე - Page 2 EmptyFri Mar 08, 2019 11:18 am

ეთერ თათარაიძე

***
ფიქრზე ერთგულ არაფერს,
არ გაუჩენავ უფალს
ფიქრით ცა-მყარს შემიფრენ,
იმედს მიხვევ მფუთავს.
ფიქრით სამზეოს გავლევ,
ვისთანაც გულს უხარს,
ვისთანაც გინდ ჭერს იფარ,
გიჟიკჟიკებ ბუხარს.
ვისთანაც გინდ ლამაზად-
სოფელს გავლევ უქარს,
ფიქრზე ერთგულ არაფერ,
არ გაუჩენავ უფალს...


***
დანახავსარს _ დანანავლს,
მინასვენებს კარებს
დანაცალარ შარისაკ
მინაკემს ხქონდ თვალებ.
უკვე განაზდა’ვაით
დანამძიმარ ტარებ
გვერდს ეყარად ღრიჭოში
მიძვრებოდეს ქარებ.
დანამჭნარალ პირს ეფინ
სევდის ფარა-ფარებ.


***
რა’ივ, დედო, მძიმდება
ი’სრეც ნაჯაფ მუხლებ,
ბაბე გარევ გმინავსა:
`სოფელს აღარ ვუხდებ~.
ანად თებროს ეზოში
ბილიკ ხო არ უქმდებ,
საბედა’ის ძაგ-ძუგით
რომა ხო არ დუნდებ,
სერო ჩამოდისაღა,
გზას მეტ დროს ან უნდებ,
მათიკო-დათიკოთა
ხსოვნა ხო არ ხუნდებ...
რა’ი, დედო, ნაღალ გულ
ხო არ წყლულდებ-ფუვდებ.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
 
ეთერ თათარაიძე
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: