არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ანა კალანდაძე

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5553
Registration date : 09.11.08

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptySun Dec 15, 2019 4:11 pm

ანა კალანდაძე - Page 2 Ana_ka10

ანა კალანდაძე

***
მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ
ბროწეულები!


Arrow


Last edited by Admin on Tue Jan 14, 2020 12:39 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5553
Registration date : 09.11.08

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptySun Dec 15, 2019 4:13 pm

ანა კალანდაძე

ისევ ბერდედას

ჩემო ბერდედავ, ზიხარ ყორესთან
და არწივის თვალს მიდამოს ავლებ.
ახლა, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ჯვარობას წავლენ...
ამღა და ჭიმღა და ახიელი...
შეიყრებიან ხატში სოფლები...
აღარ ქსოვ წინდას, - შენ თითქოს გესმის,
გრძნობ, სოფელს როგორ ამწყალობებენ...
შენ... ფეხმორთხმული ზიხარ შუაფხოს,
ლამის ასი წლის ზღვართა მისული...
სახლში დაგინთავ, ბეჩავ, სანთლბი
და ათენგენას ძალას ფიცულობ...
ისევ იყნოსე მწარე ბურნუთი,
ისევ მოსძებნე წინდის ჩხირები...
მაგრამ... შენ ისევ ველურ ყიჟინით
ჩაგიქროლებენ არხოტვნები...
იქნებ... არწივის თვალი გატყუებს?
თვით შესევიან ქისტების სოფლებს,
თუ... მათ ცხენდაცხენ მოჰყვება ღილღო?
მათ გაჰყვე... მუხლი შენ აღარ გერჩის,
არწივის მზერას მიდამოს ავლებ...
ალბათ, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ხატობას წავლენ...


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5553
Registration date : 09.11.08

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptySun Dec 15, 2019 4:15 pm

ანა კალანდაძე

მკვდართა მზე ვარ. . .

ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები. . .
კორჩიოტას, კორჩიოტას თესლი გალხვა,
ორთქლად მიდის ნესტიანი სუნთქვა მიწის;
ნაკადულის სიმღერებში სძინავს ღალღას. . .
ლხენით ვისმენ ბეღურების წივ-წივ, წივ-წივს. . .
ამოდიან, ბალახების სუნთქვა მესმის,
მაგრამ. . . მაინც გული რისად მეხურება?
ვარდის ტოტზე შერჩენილი ხმელი თესლი
აკენკეს და გაიტაცეს ბეღურებმა. . .
ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები. . .


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5553
Registration date : 09.11.08

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptySun Dec 15, 2019 4:16 pm

ანა კალანდაძე

ნათელა ბალიაურის მონაწერი

ბევრს ახსოვთ სისხლი ამ ხეობებს და
გზათა ვიწროთა...
ვაჟკაცის ფასი... ჩვენც ვიცოდით და
ქისტმაც იცოდა.
(კარგად არჩევდნენ მეტოქეები
გმირსა და ლაჩარს!):
მტრის გვამთა შორის... იცვნეს დიაცი,
როს დასწვდნენ ჩაჩქანს...
ხელი არ ახლეს იმის იარაღს
ამ წმინდა ძალით, -
გვერდით დაუდვეს ჩაჩქანთან ერთად
თავისი ხმალი...
იცოდა ქისტმაც ვაჟკაცის ფასი,
მასზე წუხილი, -
მკვდრებს არ შესწირეს ხევსური ქალი,
ხელ არ უხლიათ...
ეს, ამღას იყო...
ბევრ ახსოვთ სისხლი
გზათა ვიწროთა...
ვაჟკაცის ფასი...
ჩვენც ვიცოდით და
ქისტმაც იცოდა!


Arrow


Last edited by Admin on Sun Dec 15, 2019 4:23 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5553
Registration date : 09.11.08

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptySun Dec 15, 2019 4:23 pm

ანა კალანდაძე

ისევ ბერდედას

ჩემო ბერდედავ, ზიხარ ყორესთან
და არწივის თვალს მიდამოს ავლებ.
ახლა, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ჯვარობას წავლენ...
ამღა და ჭიმღა და ახიელი...
შეიყრებიან ხატში სოფლები...
აღარ ქსოვ წინდას, - შენ თითქოს გესმის,
გრძნობ, სოფელს როგორ ამწყალობებენ...
შენ... ფეხმორთხმული ზიხარ შუაფხოს,
ლამის ასი წლის ზღვართა მისული...
სახლში დაგინთავ, ბეჩავ, სანთლბი
და ათენგენას ძალას ფიცულობ...
ისევ იყნოსე მწარე ბურნუთი,
ისევ მოსძებნე წინდის ჩხირები...
მაგრამ... შენ ისევ ველურ ყიჟინით
ჩაგიქროლებენ არხოტვნები...
იქნებ... არწივის თვალი გატყუებს?
თვით შესევიან ქისტების სოფლებს,
თუ... მათ ცხენდაცხენ მოჰყვება ღილღო?
მათ გაჰყვე... მუხლი შენ აღარ გერჩის,
არწივის მზერას მიდამოს ავლებ...
ალბათ, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ხატობას წავლენ...


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5553
Registration date : 09.11.08

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptyTue Jan 14, 2020 12:10 pm

ანა კალანდაძე

შემოდიოდა ჩვენში კალანდა

და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს ,
სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ, მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩლაკებით
ჩვენში კალანდა...

1945

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ანა კალანდაძე
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: