არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ოთარ მამფორია

Go down 
AuthorMessage
Nicoletta La Chatte
Guest



ოთარ მამფორია Empty
PostSubject: ოთარ მამფორია   ოთარ მამფორია EmptySat Apr 25, 2009 11:40 am

ოთარ მამფორია Photo0n

ოთარ მამფორია

დაბადების თარიღი: 1 იანვარი, 1924
გარდაცვ. თარიღი: 17 სექტემბერი, 2000 (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია: დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს, ხოლო შემდეგ მოსკოვის მ. გორკის სახელობის უმაღლესი ლიტერატურული კურსები.

ავტორია ლექსების, მოთხრობების, პიესებისა და საბავშვო მოთხრობების 50-მდე კრებულისა. თარგმნა ესენინი, ბლოკი, ევტუშენკო, პასტერნაკი.

ბიბლიოგრაფია
საქართველო ჩირაღდანად მინთია! : ლექსები და პოემა (ავტორი). - თბილისი, პირველი სტამბა, 1999. - 134გვ.
ჩემი ქუთათური რაინდები : დრამატ. რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1995. - 244გვ.
ცისკრის ვარსკვლავი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1959. - 133გვ.

* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001152/


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:36 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ოთარ მამფორია Empty
PostSubject: Re: ოთარ მამფორია   ოთარ მამფორია EmptySun Apr 26, 2009 11:42 am

ოთარ მამფორია ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ავტორია...შესანიშნავი პოეტი და დრამატურგი...არაჩვეულებრივი ადამიანი....საოცარი იუმორის მქონე...სხვათაშორის გამოცემულია მისი იუმორისტული გამონათქვამები...სიცოცხლეშივე გამოსცა და მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვისაც ეს წიგნი აჩუქა...ის იყო თბილისისა და ქუთაისის კოლორიტი...მქონდა მასთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა...
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ოთარ მამფორია Empty
PostSubject: Re: ოთარ მამფორია   ოთარ მამფორია EmptyMon Apr 27, 2009 1:25 pm

ოთარ მამფორია დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში...წელი სამწუხაროდ, არ მახსოვს...პროფესიით იყო ფილოლოგი...მართლაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყოლია...იმ დროისთვის ითვლებოდა ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ...საოცარი ფიზიკური გარეგნობისა და ნიჭიერების გამო...მე მინახავს მისი ახალგაზრდოების ფოტოები და მართლაც წარმოუდგენლად სიმპატიური ახალგაზრდა იყო...ამის გამო დაუგვიანდა დაოჯახება და ბუნებრივი იყო მეგობრების წუხილიც...საოცარი იუმორის პატრონი იყო...რომ წაიკითხოთ მისი ,,მამფორიზმები”, ამაში თავად დარწმუნდებით...ასევე იყო საოცარი თამადა და პურ-ღვინოს მოყვარული...მისი ლექსები ძალიან პოპულარული იყო იმ დროის ახალგაზრდობაში...მისი პიესები ანშლაგით გადიოდა თეატრებში...მაგალითად, გახმაურებული პიესები ,,მეტეხის ჩრდილში’’...,,იეთიმ გურჯი’’...მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ...ზეიმი იყო მასთან ურთიერთობა...შესანიშნავი მთხრობელი...განცვიფრებდა თავისი ენაკვიმატობით...გვიან დაოჯახდა...ჰყავს ქალიშვილი ნინო მამფორია...სახელი შეიძლება მეშლება...ისიც მწერალია...თუმცა ამ ბოლო დროს არ წამიკითხავს არაფერი...
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ოთარ მამფორია Empty
PostSubject: Re: ოთარ მამფორია   ოთარ მამფორია EmptyMon Apr 27, 2009 1:49 pm

ოთარ მამფორია

ქალები ამბებს ჰყვებიან ისევ

ქალები ამბებს ჰყვებიან ისევ,
შენც იტყვი რამეს, ქალი ხარ რადგან,
და ჩვენს სიყვარულს ახსენებ ისე,
ვით მგზავრობაში ყურმოკრულ ამბავს.
გულში კი სევდა გაჩნდენა ძველი,
რად ვთქვიო, შენს თავს დაჰყვედრი თვითონ,
და კლავიშებზე დახრილი ხელით,
გაწყვიტავ სიტყვას, არ გახსოვს თითქოს,
მაგრამ ამბავი განაგრძეს სხვებმა.
ვეღარ დამალე სათქმელი მაინც,
გაგიცივდება ტუჩშეუხებლად
ჩინურ ფინჯანში დასხმული ჩაი...
გვიან კისკისა ქალები წავლენ,
დაირაზება დარბაზის კარი
და მოგონებით ანთებულ თვალებს,
ვით საშიშ ხანძარს, შეხედავს ქმარი...

Exclamation
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury
ბექა ახალაია

Male
Number of posts : 29
Age : 33
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

ოთარ მამფორია Empty
PostSubject: Re: ოთარ მამფორია   ოთარ მამფორია EmptyMon Jun 08, 2009 3:20 pm

1924 წელს დაიბადა მამფორია.ბავშვობაში მფრინავობა უნდოდა თურმე..რამდენადაც ვიცი,გიგა ლორთქიფანიძე ეძმაკაცებოდა და მაგან უწოდა მამფორიას ენამახვილურ ნაკვესებს ,,მამფორიზმები".გალაკტიონს უყვარდა თურმე ნამეტანი და ,,ვეფხოს" ეძახდა.გალაკტიონზე ძალიან კარგი ტოკუმენტური მოთხრობები აქვს დაწერილი.ძალიან ბევრ ენაზეა თარგმნილი მისი ლექსები.თვითონაც კარგი თარგმანები აქვს ესენინის,ბლოკის,პასტერნაკის..მოკლედ მაგარი კაცი იყო ეგა..ერთი ლექსი აქვს,ასე მთავრდება:

,,უშბაც გუგუნებს მთათა ფერხულში,
ქვევით უსმენენ ქვანი დუმილით,
მთვარე კი გდია გიჟმაჟ ენგურში
და ტალღებს მიაქვს სვანის ქუდივით..."
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ოთარ მამფორია Empty
PostSubject: Re: ოთარ მამფორია   ოთარ მამფორია EmptyWed Feb 20, 2019 2:51 pm

ოთარ მამფორია

ნიბლია

თოვს და ქუჩაში გავედი,
ნიბლია ვნახე გარეთ,
მისი ლამაზი თვალები
მაგონებს მე შენს თვალებს.

ქარში ფიფქები მიქრიან,
შენ კი თვალებით ბრწყინავ,
შინ შევიყვანე ნიბლია,
გაუთოშია ყინვას.

მე შენზე ფიქრმა დამთოვა,
სად ხარ სუსხიან ღამეს,
ნიბლია სახლში დავტოვე,
მე გამოვვარდი გარეთ.

დაგეძებ, სად არ დაგეძებ,
შენ მენატრები როგორ,
ნიბლიასავით თოვაში,
არ გამეყინო, გოგო!

1950

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ოთარ მამფორია Empty
PostSubject: Re: ოთარ მამფორია   ოთარ მამფორია EmptyWed Feb 20, 2019 2:53 pm

ოთარ მამფორია

გაყიდული ძაღლი

წლები ტანჯვის და წარღვნის
სასოწარკვეთით რეკდა,
ძაღლის ბაზარზე ძაღლი
შვილს გაუყიდა დედამ.
და ლუკმაპურის ფასად
გამოეთხოვენ ქარში,
წასვლა უჭირდა ძაღლს და
ცრემლებს ყლაპავდა ბავშვი.
იმ ოთხ სუსხიან ზამთარს
ომმა არ გადაიღო,
ძაღლი მობრუნდა, მაგრამ
შინ აღარავინ იყო...

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ოთარ მამფორია Empty
PostSubject: Re: ოთარ მამფორია   ოთარ მამფორია EmptyWed Feb 20, 2019 2:55 pm

ოთარ მამფორია

ყაყაჩო

დღისით შენს ბაღში ვღიღინებ,
ღამით ყვავილებს ვდარაჯობ,
პირველად შენ გამიღიმე
და მერე შენმა ყაყაჩომ.
მთვარის ნათელზე ვიხილე
მწველი თვალები მებაღის,
ახლა კი ბაღი იღვიძებს
და იზმორება ვენახი.
ყაყაჩო მაგ შენი ბაღის,
გიშრის წამწამა ყაყაჩო,
მე ყოველ ღამით მეძახის,
როცა შენს ფანჯრებს ვდარაჯობ.
ვფიცავ ამ მიწის დიდებას,
მარჯვენა გვიჭრის ვაჟკაცებს,
მე ხმლით ავკაფავ მტრის რისხვას
შენი თვალების კაშკაშზე.
შენ ყვავილები ახარე,
ვარდების მოვლას სხვა რა სჯობს,
და გულზე გადამაყარე
მაგ შენი ბაღის ყაყაჩო!

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ოთარ მამფორია Empty
PostSubject: Re: ოთარ მამფორია   ოთარ მამფორია Empty

Back to top Go down
 
ოთარ მამფორია
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: