არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ტარიელ ხარხელაური

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
Tabagari Tea

Female
Number of posts : 125
Age : 33
Registration date : 27.12.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyMon Oct 25, 2010 7:02 pm

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Tariel17



შენ გამახსენე,
ჩემო მამულო,
რამე თუ დამრჩეს დაუკოცნავი...
Back to top Go down
Guest
Guest



ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyFri Oct 29, 2010 5:41 pm

დიდი მადლობა აქაურ ხელმძღვანელობას ტარიელ ხარხელაურის მშვენიერი გვერდისათვის და მეც დავამატებ ერთ ინტერვიუს:

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Tariel10

07:17 / 29-10-2010

"საქართველო მარგოს მდგომარეობაშია"

23 ოქტომბრის წვიმიან საღამოს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზში საზოგადოება მთის სურნელითა და ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პოეზიის სიყვარულმა შეკრიბა ერთად. სცენაზე ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი ტარიელ ხარხელაური იდგა და თავისი ლექსებით გვათბობდა. დარბაზში უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო, თუმცა მსმენელის რეაქციიდან ჩანდა, რომ მათსა და ჭარმაგ პოეტს შორის ასაკობრივი ზღვარი წაშლილი იყო. უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ტარიელ ხარხელაურის პოეზია დროსა და სივრცეში იმგვარადაა დაბინადრებული, რომ კიდევ არაერთი თაობის სათქმელად და გულისფეთქვად იქცევა. პოეზიის საღამოს ორგანიზატორები ახალგაზრდა პოეტები: ნუკრი ბერეთელი, ირაკლი ყალიჩავა და მინდია გოგოჭური იყვნენ. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი ბატონი ტარიელია.


- ბატონო ტარიელ, მედიასახლი "პალიტრა" აპირებს იმ 50 წიგნის გამოცემას, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა, სანამ ცოცხალია. ასეთად რომელ წიგნებს მიიჩნევთ?
- ჩემი აზრით, ასეთია ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია", ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა, რომელიც პირადად ჩემთვის ბიბლიის ტოლფასია. აუცილებელია გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჩხეიძის, ძმები ჭილაძეების გაცნობა. ასეთ ავტორებად მიმაჩნია ბალზაკი და ტოლსტოიც... მაგრამ თუ საქმე საყვარელ მწერალზე მიდგება, ვაჟა-ფშაველას დავასახელებ. გამორჩეულად დიდი ნაწარმოებია "გველისმჭამელი". ამ ნაწარმოების ფილოსოფიური სიღრმე და ვაჟას სამყაროს ჭვრეტა, წვდომა უსაზღვრო გაოცებას იწვევს.

- მისი შემოქმედება თქვენს პოეზიასაც ხომ არ კვებავს?
- ვაჟას, მიუხედავად იმისა, რომ ასე ძალიან მიყვარს, გავურბივარ. ტიტანია და ნებით თუ უნებლიეთ შენსას გაკარგვინებს, ამიტომ მხოლოდ მაშინ ვკითხულობ, როცა წერას მოვრჩები. პოეზიისთვის არა, მაგრამ გონებისთვის ვაჟა ძალიან დიდი საზრდოა.

- პირველად როდის იგრძენით, რომ კალამი გიხმობდათ?
- ბავშვობისას, მაგრამ მაშინ მრცხვენოდა. კალამი კაცის საქმედ არ მიმაჩნდა. მთაში ვიყავი გაზრდილი და სხვანაირი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ გასაქანი არ მომცა და მაინც თავისთან მიმიყვანა.

- რთულია ლიტერატურის სამყაროში ადგილის დამკვიდრება?
- თუ მკითხველს გულწრფელად ელაპარაკები, სათქმელს აუცილებლად მიიტან, რაც უნდა დიდი სახელები იყოს შენამდე და შენ შემდგომ.

- ვაჟას გარდა, რომელი პოეტი მოგწონთ?
- გასაკვირი არ იქნება, თუ გალაკტიონს დავასახელებ. ძალიან მიყვარს ტერენტი გრანელი, გიორგი ლეონიძე, ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი...

- ახალგაზრდა მწერლებს თუ ეცნობით?
- აუცილებლად, რადგან თუ თანამედროვე ლიტერატურას, პოეზიას არ კითხულობ, ვერ მიხვდები, ირგვლივ რა ხდება. უამრავ ახალგაზრდა ავტორს ვიცნობ და მიხარია, რომ ნიჭიერი თაობა მოდის. ისინი ქართული ლიტერატურის ისტორიაში თავიანთ სიტყვას იტყვიან.

- როგორ ფიქრობთ, წიგნმა აქტუალურობა ხომ არ დაკარგა?
- სამწუხაროდ, წიგნი დღეს აქტუალური არ არის, მით უმეტეს - ახალგაზრდებში. ისინი ტექნიკური საშუალებებით მიღებულ ინფორმაციას სჯერდებიან, რაც არასწორია... წიგნს ვერაფერი შეცვლის.

- მთა გამორჩეულად გიყვართ, ქალაქში იშვიათად ხართ. როგორც პოეტი, თავს იქ უფრო ლაღად გრძნობთ?
- მთა უავტორო წიგნია, რომელსაც ჩემეულად ვკითხულობ. ბუნება უმთოდ ვერ წარმომიდგენია, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ მთას ჩემს ლექსებში დიდი ადგილი ეთმობა.

- ჩვენი დღევანდელობა რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?
- დღევანდელი საქართველო მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებს" მაგონებს. საქართველო მარგოს მდგომარეობაშია. საწყენია, მაგრამ რეალობას ვერსად წავუვალთ.

- წიგნიერი ადამიანები დაფასებული თუ არიან?
- სამწუხაროდ, არა. ისინი არ სჭირდებათ, რადგან სხვანაირად აზროვნებენ, ქვეყანას სხვაგვარად ხედავენ.

- რის წაკითხვას გვირჩევს ტარიელ ხარხელაური?
- დავით გურამიშვილი ვიკითხოთ. ჩვენს ქვეყანას დღესაც "ქართლის ჭირი" სჭირს.

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)



წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/27560-qsaqarthvelo-margos-mdgomareobashiaq.html#ixzz13kry0X5u


ხუმრობა:

ბატონო მიხო, ამ წერილში დაბეჭდილი ტარიელ ხარხელაურის ფოტოსურათი ხომ თქვენი გადაღებულია და აი, აქედან არის წაღებული:

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Tariel17

ვიღაცა უჩივის ჟურნალ "გზას" და ხუთი ათასი ლარის გადახდას ითხოვს კომპენსაციის სახით, - ჩემი სურათი უნებართვოდ რატომ დაბეჭდეთო და თქვენ რას ფიქრობთ?

sunny
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptySat Oct 30, 2010 9:48 am

კარგი იქნებოდა, მიეწერათ, ვინც გადაიღო.

თუმცა ჩივილი და სასამართლოში სირბილი მართებული არ მგონია, სანამ ფოტოების საავტორო უფლებების დაცვის რაიმე მექნიზმი არ იარსებებს.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyWed Dec 01, 2010 11:06 am

***
დღეს თუ არ მოვკვდი, ცოცხალი
აღარ ვიქნები ხვალიდან.
ჩამოაბერტყა ცარსკვლავნი,
მზე ჩამოიღო მხარიდან,
შეაღო სულეთის კარი,
დაუკითხავად ჩავიდა...


Last edited by გამრიგე on Wed Dec 01, 2010 11:19 am; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyWed Dec 01, 2010 11:10 am

***

გზადაგზა ვფინე ნათელი –
გამოყოლილი მზიდანა,
შავიღა დავრჩი აჩრდილი –
დამსხლტარი ღრუბლის ფრთიდანა.
ცრემლებადა მდის – რაც კია
ტკივილად მოდის ციდანა.
ვერ შევქმენ, ვერა ამინდი
სამყაროების ცვლიდანა.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyWed Dec 01, 2010 11:12 am

***

მთებო, ნისლები უნდა აგყაროთ, –
არაფერს ვტოვებ, ნისლების გარდა.
გახედეთ ერთი! – არ ჰგავს სამყარო
ფშაველი ქალის მოქსოვილ ფარდაგს...
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyWed Dec 01, 2010 11:16 am

***

ვინ თქვა ღრუბლების ტირილი
ან ცრემლი ვინ თქვა ღრუბლისა,
წვეთებად ცნობა ვინა თქვა
შავად დამდნარი შუბლისა...
ეს ვარამია, მსოფლიო,
ჩვენში რომ იწყებს დუღილსა,
დანდობა კაცთა გონების –
დილის, შუადღის, მწუხრისა...
ჩვენ გვიბრუნდება უკანვე
ღამეულ ფიქრთა საქსოვად,
მიწა ხან წვიმად იღვრება,
ციდან ჩამოდის ხან თოვლად.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyWed Dec 01, 2010 11:56 am

მოუსმინოთ და ვნახოთ თუ როგორ კითხულობს ტარიელ ხარხელაური თავის ლექსებს:

https://www.youtube.com/watch?v=df0VpDjZAyE

https://www.youtube.com/watch?v=rFWXGE3HJc0&feature=related

https://www.youtube.com/watch?v=WwNIMgsH-Hs&feature=related

https://www.youtube.com/watch?v=eQEGCpLN6X0&feature=related

https://www.youtube.com/watch?v=HKvOY37ax1g&feature=related

https://www.youtube.com/watch?v=cgzlExfWiS0&feature=related

https://www.youtube.com/watch?v=5Y66Zj5f11k&feature=related

https://www.youtube.com/watch?v=OGTKp9tt8Pw&feature=related



study

***
ჩაქრნენ ვარსკვლავნი,
ზეცა იცლება,
ცვარად ეღვრება
ციდან იელებს.
ვეღარც მზის მოსვლით
ვერ შეივსება
ეს შემზარავი სიცარიელე.
კლდეებს ნაწყლულევთ
ნისლით ვუხვევდი.
ცაო, როგორ მღლი
შენი უფლობით...
წუხელ სიკვდილი
მეწვა მუხლებზე
და მე და ქარი
ვჭირისუფლობდით.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyWed Dec 01, 2010 3:32 pm

***

დღეს?! -
დღეს ნუ იტყვით,
ხვალ თვითონ მოვალ,
მოვალ ქარებით,
მოვალ გვალვებით,
რომ პლანეტათა
დასრულდეს გლოვა -
მე მზესთან ერთად
დავიკრძალები.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
დადა
Front of Armury
Front of Armury
დადა

Female
Number of posts : 61
Age : 35
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyTue Feb 08, 2011 5:59 pm

***
დარდი ფიქრი და ტკივილი
ჩემგან მოედო სამყაროს,
რას ამბობ ნისლო ტირილი
შენ როგრო უნდა მასწავლო,
ეს მე ვარ კლდეთა კალთებზე,
ცრემლად რომ ჩამოვწანწკარობ...



მიყვარს ტკვილამდე ეს ადამიანი.
Back to top Go down
http://uferula.blogspot.com/
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury
ნინო ჭინჭარაული

Female
Number of posts : 82
Age : 31
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyTue Feb 08, 2011 7:09 pm

დადა wrote:



მიყვარს ტკვილამდე ეს ადამიანი


მეც I love you


* * *

ჯავრო,რა ძაან მაჯავრებ,
ჯავრო მამულის ჩემისა,
ხან გამაშიშვლებ საჯარედ,
ხან ფრთას დამკრავ და შემნისლავ.

კრძალვით მიმკეცავ საძვალეს,
შემძრას ხმამ ძვალთა ფშვენისამ,
გაძაღლდა და არ მიწყდება
ნერვი ბოროტის თმენისა
Back to top Go down
http://xevsurety.blogspot.com
დადა
Front of Armury
Front of Armury
დადა

Female
Number of posts : 61
Age : 35
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyMon Feb 21, 2011 7:10 pm

***
(გოდერძი ჩოხელს)




ჩემს ფიქრებს თეთრი ფერი ერევა,
...ფერი, რომელსაც ნიადაგ ვლოკლდი,
თავი მოვიკლა?
სისულელეა!
ვერც ეს გზა აგყრის პოეტის ბორკილს.
არა!
არ არი არც ეს გზა სრული,
ქარებსაც ბევრჯე ვევნე-ვესალმე...
არის სიკვდილი და არის სული,
მაგრამ არსებობს სხვა გზაც - მესამე.
იქ უნდა დადგე,
სადაც მზეების
უზარმაზარი ლანდი დაირხა,
არა?! -
მონა ხარ საშინელების,
თავს რაღად იკლავ, ისეც მკვდარი ხარ.
ძმაო, მოგბღავი,
ძმაო, მოვკივი,
შენს ბებრ სისხლში ჟრჟოლვად გავივლი;
სიცოცხლე მითხარ, თორემ სიკვდილი
წარმოუდგენლად არის ადვილი.
Back to top Go down
http://uferula.blogspot.com/
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyTue Mar 01, 2011 11:02 am

ტარიელ ხარხელაური

მაშ ვინ, თუ არა ისინი

ბესიკ ხარანაულს, მის ლევანს, ჯარჯი ფხოველს, ომარ თურმანაულს, ზელიმხან უძილაურს, მიშა ღანიშაშვილს, ტრისტან მახაურს, ცოტნე ალბუთაშვილს და ყველას, ხემწიფე ლაშარის ჯვრის ყმათა...


ქარო, ნუ ამეშარები,
ისეც მტანჯავენ იჭვები,
ვინ სთქვა, ამოწყდნენ ფშავლები,
მხარბრტყელი ლეგა ბიჭები?!
სირცხვილი, შენი სირცხვილი,
სულ იმას ცდილობ, ავცრელმდე.
მაშ ვინ, თუ არა ისინი,
ამ მზეს რომ აბარბაცებენ?
ნუ მაწოკებ ნისლივით,
კლდენი ფიქრს აღარ მიმხელენ,
მაშ ვინ, თუ არა ისინი,
ღრუბლებს რომ მკერდზე იხვევენ?!
სივრცე წითლდება სისხლივით,
სისხლისფრად ათოვს ზმანებებს,
მაშ ვინ, თუ არა ისინი,
ამ მთებს რომ ატორტმანებენ?!
სთქვი, რამდენს მახეტიალებ,
სთქვი, რა გაკლდება გავთენდე,
რომ ისინია, ტიალო,
ღამით რომ მთვარეს ანთებენ...
სთქვი, ჯოჯოხეთის აჩრდილო
და გასაწირი გამწირე,
ვინ ათქრიალებს ამ სერებს,
ვინ აწიოკებს არწივებს?!
და ნუღარ ამეშარები,
ისეც სავსე ვარ იჭვებით,
სთქვი, რომ ღრეობენ ფშავლები,
მხარბრტყელი, ლეგა ბიჭები.
შენ დამამშვიდე მაინცა,
მუხის დახრილო ნაგრილო,
ფშავი რომ ჯერ არ არ წაიქცა,
სიკვდილი გავიადვილო!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
ნეკერა
Into Armury
Into Armury
ნეკერა

Female
Number of posts : 142
Age : 34
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyMon Mar 07, 2011 2:04 am

***

ვერ აგაცილე დაღლა
გბანდი, ცრემლებით გრწყავდი.
ვერ აგიყვანე მაღლა,
ვერ აგამაღლე ცამდის.
სტირი,
უჩემოდ სტირი,
ნანობ უჩემოდ, ნანობ.
ვერ გიმკურნალე ტკივილს,
ჩემი ტკივილის გამო.
მე გაგიხუნე ფერი,
ცრემლი გიქციე წყაროდ.
ვერ შეგაშველე ხელი,
ვერ გაგიფრთხილდი, ქალო.
ისევ გარიდებ თვალებს,
წარბებს ქვემოდან გიმზერ,
ვერ დაგისვენე მთვარე
მკერდთან შებნეულ ღილზე.
ტვირთად გიქციე წლები,
ჩასცქერ ჩაღვენთილ სანთელს.
ვერ გავუმაგრე ფრთები,
შენ რომ მიზრდიდი მართვეს.
ვწუხვარ, ვეღარა ვშველი,
არც სურვილი მაქვს ამის.
ვდგავარ ნისლიან ველის
და გასაყართან ღამის.
გასვლა შენგანაც მინდა,
გავალ ღრუბლების ზემოთ.
მზე მე გიქციე ბინდად,
მე დაგაღამე, ჩემო.
ვერ აგარიდე დაღლა,
გბანდი, ცრემლებით გრწყავდი.
ვერ აგიყვანე მაღლა,
ვერ აგამაღლე ცამდის.


ძალიან ხშირად მენატრება ტარიელ ხარხელაურის მადლიანი დარიგება და მამაშვილურად გულში ჩაკვრა...
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/forum.htm
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyWed Oct 26, 2011 10:10 pm



* 2010 წლის 8 ნოემბერი – ილია ჭავჭავაძის პრემია ტარიელ ხარხელაურს (საგურამო)

Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyThu Nov 10, 2011 8:43 pm

ტარიელ ხარხელაური

მეუფე თადეოზს

კლდედ გაუტეხლად მაქცია
არ დასათმენის თმენამა,
ვერ შემძრა, ვერ ჩამომშალა
სულ მუდამ ქართა ფშვენამა,
შიგნით ნახარში ტკივილს
გარეთ ცრემლებად დენამა.
სიტყვა წამცდარი, გონების
უკან აბრუნა ენამა.
მოვედი, შენთან ვიუბნო,
ასე მიბრძანა ზენამა.
ის, რაც მძიმეა ერთისთვის,
ორმა იოლად ზიდოსა,
თავი ფიქრისთვის გვჭირდება,
არა, ბალიშზე იდოსა,
ფეხებზე დასაკიდები
ფეხებზე დაიკიდოსა.
სხეულის მჭლედ ზიდვა გვმართებს,
რო სულმა გაიმინდვროსა!
ლოცვა არც უსანთლოდა მწამს,
არც მარტო სანთლის წვის დროსა.
გონების სულ რყევა გვმართებს,
ობი არ მოიკიდოსა!
ვინ გვკითხავს, სასუფეველი
სად როგორ დავიმკვიდროთა.
შენს წინ ვარ ღირსო მამაო,
მდაბლად დახრილის თავითა,
სიკვდილში გალაღებული,
ვერშედრეკილი ავითა.
სული ვერ ჩამოქცეული,
ჩამოძენძილი გვამითა,
ვერ იქნა სამყაროს რისხვა
ვერ გავანელე ამითა!
არც თავადა მთხოვს მშვიდობას,
არც მე მივდივარ ზავითა,
თუ რამე ცოდვას ჩავდივარ,
ეგებ შენ ამხსნა ჯვარითა.
დღეს ან ხვალ გასვლა მომიწევს
ჩემზე წინ გასულთ გზებითა,
ვალს გავუსტუმრებ სამზეოს
ჯავრისგან დახრულ ძვლებითა.
სხვას ვერც რას მტრობით დავაკლებ,
ვერც გაყრა შერიგებითა.
მცირის კარგის ქმნა გვანაყრებს,
ბევრით სისხლის სმით ვძღებითა,
ხვალ უფალსა ვთხოვთ შენდობას,
დღეს თუ ავს რასმე ვშვრებითა.
ვერც ვნახე კაცი საფლავში
ჩასული თავის ნებითა,
ხდება განგების, უფლის და
ეშმაკთან გარიგებითა.
ეგებ, ცოდვაა მამაო,
შენ წინ რომ გიფენ წუხილსა.
კლდის ჩამოქცევაც მინახავს,
მტვრად, ნაცრად ქცევა მუხისა,
როცა ნაკლებად მჭირდება,
იქ ჩამობერტყვა მუხლისა,
უნდა ბოლავდეს ნიადაგ,
წესი ესაა ბუხრისა.
მიწა მზადაა ავდრისთვის,
ცა როცა იწყებს ქუხილსა.
ვინ მკითხავს ან აბრძანებას,
ანდა ჩამოსვლას მწუხრისას.
არც ჭკვაში მომდის, განვსაჯო
საკეთებელი უფლისა.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptySat Jul 21, 2012 1:59 pm

ტარიელ ხარხელაური


***
როგორ დამყურებ, ცავ,
უსახურო,
შუბლს რომ ეღვრება - შენი
ცრემლია,
ცრემლით გინდა, რომ
ამგლიჯო სურო,
ტანს რომ გველივით
შემომხვევია...
ვერა, ვერ კურნავს
ცრემლი იარებს,
მასნეულებს და უფრო
მაწყლულებს,
ცაო, მაღალო, დააგვიანე,
მე აჩრდილებმა
დამანაკლულეს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyMon Jul 23, 2012 8:53 am

ტარიელ ხარხელაური

***
‎(თეონა ქუმსიაშვილს)

მუცოს გალობით მიუხველ -
სდუმდა, შენ დუმილს არ გთხოვდა,
მზაკვრობას რად ვერ მიუხვდი -
სიმშვიდეს რომ არ დასთმობდა.
შენი სიმღერა ჭიუხებს
აასხი ვერცხლის მძივებად,
არღუნი - რად ვერ მიუხვდი -
ამას არ გაპატიებდა.
მზიდველნი ბევრი ჭირ-ვარმის
მთები - თალხ ნისლებს იცმევენ,
მოდგნენ კლდეები მტირალნი
და მკერდი ჩამომიცრემლეს.
არწივნი მოთქმით მოდიან,
სისხლს მიმღვრევს გულის ლაჩრობა,
ზოგჯერ ტკივილსაც სცოდნია
თურმე ცრემლების დაშრობა.
ვდუმდი - რო უნდა მებღავლა,
მიმუხლთა ქარმა, არ მემხრო -
შემძრა, ცა და ქვეყანა
უნდა ერთბაშად დამემხო.
ვერ დაგიტირეთ, გავქვავდი,
ჯავრი ჰყეფს ფიქრთა სამრეკვლოს,
მოვწყდი ზვავივით დავქანდი,
მზად ვარ სამყარო წავლეკო.
ცრემლებად უნდა დავშალო,
მთელს პლანეტაზე მოვფინო,
რომ მოჰყვე ციხის ნაშალო -
რაც სჭირს ამ შეშლილ მსოფლიოს,
რომ დაჭკნა და გაიცრიცა,
ტკივილს ვეღარც ეს მიამებს,
ნაბორგვი დედამიწისა -
მაღლა ვერ ააქვთ მყინვარებს.
მთათა სულს მიფრთხობს ქვითინი,
ცაო, შენც მხრები დაუშვი...
სიკვდილი ზეობს ფითრივით -
ჩემს დაობლებულ მამულში.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyFri Oct 19, 2012 8:40 pm

ტარიელ ხარხელაური

***
‎გახსოვს წლები - ?!
ქარი გახსოვს?! - ზათქით მქროლი...
გახსოვს თოვლი?!.და ხეები შენათრთოლი...
ჩვენი სახლის საბუხრედან შავი ბოლი
ადიოდა...
გახსოვს ეზო?!.
და ეზოში დიდი ძაღლი...
სთქვი:
- პატრონმა არ აუშვას...
მომეკარი...
გახსოვს, რომ არ გაგიჯავრდი?!
და მითხარი: - არა უშავს...
გაზაფხულდა... და ფერებით განაოცებთ...
მიეფერე აკაციებს...
მე როგორღაც დამავიწყდა: - არ გაკოცე...
შენ კი ეს არ მაპატიე...
გახსოვს?!წლები...
ქარი გახსოვს?! - ზათქით მქროლი...
ჩვენი სახლი...
საბუხრიდან შავი ბოლი ადიოდა...
სოფელში რომ გიჟი კაცი დადიოდა...
მოკვდა...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyMon Feb 04, 2019 8:23 pm

ტარიელ ხარხელაური

საუბარი სულეთში

ვხედავ _ როგორც პოეტი
აქ ნაკლებად გჭირდებით,
ვცხოვრობ უარყოფილი ჩემით და ჩემ მიერვე,
სულ ფეხებზე მკიდია, ალბათ გაგიკვირდებათ,
რომ თქვენ შორის დავდივარ ზიზღნარევი იერით.
ამაზე რომ ვსაუბრობ, ნუ გგონიათ ადვილი,
ჩემთვის ნაცნობ პროფილებს თვალს ვარიდებ
ლირიკით,
დაკარგული ღიმილით, დაკარგული ნაგრილით,
ყვითელ მტვერში ვმოძრაობ
ჭორფლიანი ბილიკით.
არც ძალიან მაღელვებს, ისიც მიკვირს, რომ
გიკვირთ,
ახსნა-განმარტებანი ახლა ჩემთვის რთულია,
ამ თანამიმდევრობით, ამნაირი ლოგიკით
დღეს რომ გესაუბრებით, თითქოს უცნაურია.
დღეს ეს უცნაურობა ჩემს ხასიათს ამყარებს,
ჩემში ფრთხილად შემოდის მთვარის
შემოჩრდილება,
რაც არ უნდა გიკვირდეთ,
ზურგით მიდგას სამყარო,
როგორ ჰფიქრობთ, _
ამ სახით შევძლებ თქვენს მორჩილებას?
მანძილი კი ჩვენ შორის, სამწუხაროდ, იზრდება,
რომ გითხრათ ამის გამო
გავწითლდი და მრცხვენია...
ვარსკვლავები იწყებენ ჩემში შემოხიზნებას,
კარგად მესმის, ეს თქვენთვის ძნელი მოსასმენია.
რეალური სივრციდან შორსა ვარ და, ვერთობი,
რა ვქნა, მეხალისება, ვისაუბრო სიზმრებით,
მზეა დაკავებული ჩემი ტვინის შეთბობით,
დროში კი, ბატონებო, უსასრულოდ ვიზრდები...


* * *
არ გედავებით, ჟამი გასრულდა,
ჟამი ბრძოლით და, ჟამი ხმაურით,
მე განვაახლე ომი წარსულთან
მეტად სასტიკი და უცნაური.
ყოფნის მწუხარე დასასრულია,
დღეს არც სისხლის სმას არ ვერიდები,
სისხლი ვარ, სისხლი, სისხლი მწყურია,
როგორც მე სისხლი, სისხლს მე ვჭირდები.
არ გედავებით, რადგან მგლის მადა
შემოდის ჩემში ნიღბის გარეშე,
იყო დრო, როცა სამყაროს ვგავდი
და მზის ნათელი მედგა თვალებში...
ახლა კი, ახლა, _ როგორც ვამპირი,
გავხდი სისხლიან ძარღვთა მლოკავი,
დღეს კაცად ყოფნას აღარ ვაპირებ,
დიახ! თქვენ ჩემში კაცი მოჰკალით!..
რა სირცხვილია, ითხოვთ შენდობას
და მე მიგზავნით წყევლას საყდრებით,
ვწუხვარ, რომ გიკვირთ, აღარ გენდობით,
მე საკუთარი ტვინით ვნაყრდები.


* * *
უკვე გვიანია, ან ძალიან გვიან,
შენზე მონატრებას ერთ სტრიქონში დავტევ,
რადგან სიყვარული აღარ შემიძლია,
თავს ლაღად ვგრძნობ, როგორც
ჯოჯოხეთში დანტე.
უამრავი ფიქრით სივრცე განისლულა,
ამრევია გზები და გაგნება მიჭირს,
დღეს ვარ ამაზრზენად აპოკალიფსური,
გავბნეულვარ დროში, სნეული ვარ იჭვით.
ეპოქათა რღვევას ვერ დავხვდები მშვიდი,
სიმხურვალე დღეთა არცთუ სასურველი,
მარადისობაში გარღვევაა დიდი,
მე კი შენზე ფიქრი როგორ მასულელებს...
ახლა მაციებს და, წყლის ნაპირთან ვზივარ,
და თრთის ყველა ნერვი შენით მოშხამული,
ყვითელია ფიქრი, და ყვითელი მზეა _
რაღაც მეტისმეტად არა კოშმარული.
მე განვიცდი, მგონი, უშენობით შეშლას,
ძალზე ანარქიულ ემოციის ტყვე ვარ,
სასურველო, მიჭირს დღეს შემოსვლა შენში,
შენით სიყვარულის მინდა შემოტევა.


* * *
ვცრუობ, უფალო, როდესაც ვამბობ,
დავდებ კალამს და,
არ დავწერ ლექსებს,
დღეს პოეზიამ პატივი დამდო
და ისევ მანდო მუზების მწყემსვა.
ყველა პირობას, შენთვის მოცემულს,
მავიწყდება და, უფალო, ვარღვევ,
შენს დიდ ტაძარში
როგორც მლოცველი
ვდგავარ და, სისხლი ახმება ძარღვებს,
ვტირი, უფალო,
ცოდვებით სავსემ
რომ დავარღვიე ყველა პირობა,
ვტირი, უფალო, და ვიცი _
ასე?!.
თვითონ ადამიც არა ტიროდა...


2018

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyThu Feb 21, 2019 11:05 pm

ტარიელ ხარხელაური

***
ოდესღაც მიყვარდი?! - არ ვიცი,
ამდაგვარს ვერაფერს ვიგონებ,
გრგვინვა რომ მოჰყვება ქარიშხალს,
ჩემს შენგან დაწყევლილ სტრიქონებს.
თენდება, აქ მაინც ბნელია,
იქ, სადაც, ოდესღაც ვიწვოდი,
ვიცოდი - რომ გითხრა, ძნელია,
ვიცოდი... ალბათ, არც ვიცოდი...
და მე რომ მგონია, ქარია...
ქარია, ან იქნებ, არ არის,
ვინ მეტყვის - არის თუ არ არის,
ამაში ჩემი რა ბრალია.
არ არის,
არ არის,
არ არის!
და მაინც ვერაფერს ვიგონებ...
ვერა და წერასაც ვასრულებ,
საშინლად გაცივდა სტრიქონი.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 EmptyThu Apr 18, 2019 8:17 am

ტარიელ ხარხელაური

ვიტირე

ამდენი ხანი,
იქნებ არც უნდა მეტირა,
რაც სხვას უქნია, იგი ვქენ,
რა უნდა მექნა, მეტი - რა...
გულს დახვეული ტკივილი
ცრემლებად გამომეტირა,
ვინ რამეს მიმიხვდებოდა,
მებღავლა, თუნდა მეყვირა,
მთას ვდგავარ, შავი ნისლები
შემოვილაგე ირგვლივა,
ისევ ის ხარი ვიქნები,
მიწას რომ სჩხვერს და მიჰგრგვინავს,
არასდროს გავიმზიანებ,
ბინდი ვიყავ და ბინდი ვარ,
მოგიკვდე, სულ არ მადარდებს,
გინდივარ თუ არ გინდივარ.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 3 Empty

Back to top Go down
 
ტარიელ ხარხელაური
Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: