არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ცირა ბარბაქაძე

Go down 
AuthorMessage
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ცირა ბარბაქაძე Empty
PostSubject: ცირა ბარბაქაძე   ცირა ბარბაქაძე EmptySun Mar 15, 2009 12:03 am

ცირა ბარბაქაძე Tsira-barbakadze-4
Tsira Barbakadze

ცირა ბარბაქაძე
პოეტი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი

ცირა ბარბაქაძე დაიბადა 1965 წლის 29 იანვარს.
1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ქართველური ენები, 2004 წელს — სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ქართული მჭევრმეტყველების ლინგვოპრაგმატიკა.
სხვადასხვა დროს იყო: რიტორიკისა და ზოგადი ენეთმეცნიერების კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის სენატის წევრი.
1996-1998 წლებში იყო ქართული საენათმეცნიერო გაზეთის — „სიტყუაი“ — მთავარი რედაქტორი და გამომცემელი,
1998-2002 წლებში — „ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის“ სერიის პასუხისმგებელი მდივანი. 2006 წლიდან არის სამეცნიერო ჟურნალ „სემიოტიკის“ მთავარი რედაქტორი და გამომცემელი. 2010 წლიდან არის სემიოტიკის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი.
ცირა ბარბაქაძემ სემიოტიკის კვლევით ცენტრში დააარსა სერია: „სემიოტიკური თარგმანები“, რომელიც აერთიანებს შემდეგ გამოცემებს: როლან ბარტის „წერის ნულოვანი დონე“, იური ლოტმანის „მოაზროვნე სამყაროთ შიგნით“, ხოსე ორტეგა-ი-გასეტის „ადამიანი და ხალხი“.
ცირა ბარბაქაძემ 2014 წელს გამოსცა ფენტეზის ჟანრის პირველი პოეტური კრებული, რომელშიც ქართველი ავტორები შევიდნენ.

წიგნები:
* „ლექსები“ (1996 წელი);
* „გამოაღეთ სარკმელი“ (2003 წელი);
* „დუმილის ა(მ)ბები“ (2008 წელი);
* „უცხო ქალაქი“ (2011 წელი)
* „პოეზიის სემიოტიკა = Semiotics of poetry“ - თბილისი, უნივერსალი, 2009. - 182გვ.
* „ქართული მჭევრმეტყველების პრაგმატიკა“ - თბილისი, 2003. - 265გვ.

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ცირა_ბარბაქაძე
* https://www.facebook.com/tsira.barbakadze
* https://www.youtube.com/channel/UCbrJIk8zp4uspJaU1ng1yqA
* http://mastsavlebeli.ge/?tag=ცირა-ბარბაქაძე
* https://m.sputnik-georgia.com/positive/20161125/233945463/tsira-barbakadze.html?mobile_return=no
* https://saba.com.ge/books/details/176
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00013720/
* https://semioticsjournal.wordpress.com/author/semioticsjournal/
* https://burusi.wordpress.com/literature/tsira-barbakadze/
* http://www.biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=ბარბაქაძე%20ცირა

Exclamation


ცირა ბარბაქაძე - დღეს მინდა ცხოვრება უკუღმა ჩავიცვა

Published on Jan 22, 2017
"პოეზიის აფთიაქი"

study
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ცირა ბარბაქაძე Empty
PostSubject: Re: ცირა ბარბაქაძე   ცირა ბარბაქაძე EmptyWed Feb 02, 2011 2:19 am


ცირა ბარბაქაძის "პოეზიის აფთიაქი" იმედის დილაში

Published on May 22, 2017
"პოეზიის აფთიაქი" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოეზიის კლუბია. დაარსებულია საბაკალავრო კურსის: "რა არის პოეზია, პოეტები და მუზები" ბაზაბზე.

"პოეზიის აფთიაქის" იდეაა პოეზიის "გაცოცხლება" მოქმედებაში.

Exclamation

ცირა ბარბაქაძე

* * *
რას მეტყვის ღამის ნიავი,
რა საიდუმლოს გამიმხელს,
საიდან მოდის, სად მიდის,
ვინ გაუხდია სამიზნედ...
ვის კალამს შეფარებია,
ვის ტკივილს იტყვის ამაღამ,
სხვისა არ ვიცი, ნიავქარს
ჩემს სუნთქვას შენთან გავატან...


study


Last edited by Admin on Fri May 24, 2019 2:00 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ცირა ბარბაქაძე Empty
PostSubject: Re: ცირა ბარბაქაძე   ცირა ბარბაქაძე EmptyWed Feb 09, 2011 11:44 pm

ცირა ბარბაქაძე


* * *

მიხოს

ვერ გაჩერდები,
სულ მიდიხარ,
უნდა იწვოდე!
შენც კარგად იცი,
რომ მწერალი დიდი ბავშვია...
და ამიტომაც, მეგობარო,
მე შენ გიწოდე _
კაცი, რომელიც სულ მიდის და
ისევ გზაშია.


წყარო – http://lib.ge/body_text.php?5871


study


Last edited by Admin on Fri May 24, 2019 1:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ცირა ბარბაქაძე Empty
PostSubject: Re: ცირა ბარბაქაძე   ცირა ბარბაქაძე EmptyFri Apr 27, 2018 12:55 am

ცირა ბარბაქაძე


ცირა ბარბაქაძე Th_book_106
წიგნიდან ,,დუმილის ა(მ)ბები’’


გაბრაზებული წერილი

ტექსტად გაქციე...
გამოგკეტე 33 ასო_ბგერაში,
ახლა კარს ვაღებ და
გეუბნები _
გათავისუფლებ...
მზის სხივებივით
აიკრიფე ამ ფურცლებიდან _
სულ ასო_ასო, სულ ბგერა_ბგერა,
წერტილებით და მძიმეებით,
კითხვისნიშნებით...
დამიტოვე თეთრი ფურცელი...
წადი და დარჩი ისევ უცვლელი,
თითქოს იყავი ოკეანე,
კენჭი გესროლეს
და არაფერი არ მომხდარა _
ყველა რგოლი გაიშალა
წყლის ზედაპირზე...

აიკრიფე ანიდან და ბანიდან
და განიდან და... ჰაედან...
თქმულიდან და უფრო მეტად
ართქმულიდან...
და მაპატიე, რომ ვერასოდეს
გადაგითარგმნე, რას ნიშნავდა
მრავალწერტილი...

მე გაპატიებ, რომ შეგეშალე
და რომ ვერასდროს ვერ გაიგე,
რაზე ვყვებოდი...

ბოლო წერილი

სიჩუმის ტყვე ვარ,
წერილებით ვერაფერს შევცვლი,
არეულია...
დაეკარგათ საგნებს სახელი,
დახუჭე თვალი...
ნატვრისთვალი ვიპოვნე შენთვის,
ლექსებში ნუღარ გეშინია თვალის გახელის...

აქ ვარ, მომძებნე,
მე ათამდე გადავთვლი ვიდრე,
ამ სამყაროში...
უთავბოლო ხმაური მფარავს,
გადამაცალე ეს გარსი და არეულ ფიქრებს
თუ გამოჰყვები, მიპოვნი და
ნახავ, რომ სხვა ვარ...

მე ვიხილები შენს თვალებში
და ბავშვურ თამაშს
გეთამაშები...
ადვილია ბედთან თამაში?
შენ კი დაარქმევ ამ სტრიქონებს
საშიშს და თამამს,
და ფურცელივით ადგები და...
სხვაგან გადამშლი...



გამო(მ)იცანი

შენ უნდა იყო,
თანაც არ იყო,
ცხოვრობდე ყოფნა-არყოფნის ზღვარზე,
უნდა ატარო ზღვების დუმილი,
ტალღებითა და მარილით სავსე.
შენ უნდა იყო...
ჰო, ერთი სიტყვით,
უნდა ცხოვრობდე, ვითომ არა ხარ,
რა ვქნა, თუ მხოლოდ ასე შევძლებდი
შენი სულის და ხორცის დანახვას...
უნდა დარჩე და უნდა წახვიდე...
ვერ ამოირჩევ ვერცერთს ორიდან...
და ახლოდანაც ისე გხედავდე,
როგორც გხედავდი გუშინ შორიდან.
გამოიცვალა ზამთრის ამინდი,
ჩვენც უნებურად გამოვიცვალეთ...
მე შენ წინა ვარ_ცის თუ მიწისა,
თვითონ არ ვიცი,
გამო(მ)იცანი.




გუშინ


რაც ხვალ მოხდება _
ეს იყო გუშინ...
აწმყო კი მხოლოდ
დროის ხიდია,
რომელსაც დააქვს
სულიდან სულში
სიცოცხლისა და ტანჯვის იდეა.

ვარ მომავალი,
რომელიც იყო,
გუშინდელ დღეში
რომელიც დარჩა...
მიდის ცხოვრება _
ერთი ხილულად,
ხოლო მეორე _
რომელიც არ ჩანს:

დაფარულია დროის დინებით,
სულ სხვა სივრცეში
ბორგავს და წვალობს,
და ელოდება, როდის იტყვიან _
არსად წახვიდე,
`შეჩერდი, წამო!~

რადგან რაც იყო,
კვლავ ჩვენთან მოვა...
რაც ხვალ იქნება,
არ არის შორი...
იქნებ თქვენ მითხრათ,
რომელი დროა _
გუშინდელსა და
ხვალინდელს შორის?


ნიჟარა

დეკემბრის ქარმა მთელი სამყარო
ხელისგულებზე გადაგიშალა...
სხვა ყველაფერიც _
რაც საიდუმლოდ
გადაგინახა გულში ნიჟარამ.
ჰო, ეს ნიჟარა ჩემი გულია,
შენ რომ კითხულობ
ახლა უჩუმრად
და ნუ იფიქრებ, დაკარგულია
დრო, რომელშიაც ცხოვრობ უჩემოდ.
ვტოვებ ნიჟარას,
ეს სიყვარულიც
აშვებულია, როგორც ულაყი,
ისე ლაღია და უნაპირო,
ქარი დაადგამს ალბათ უნაგირს.

* * *
დღეს ყველა კითხვა ქარს გავატანე,
ვირჩევ დუმილში სიტყვით ხეტიალს,
რადგან ვერასდროს ვერ დავამთავრე
ის, რაც ჩვენ შორის ჩვენზე მეტია...
ასე დავადე სიტყვის ხუნდები
მას, რაც სიტყვაში ვერ ჩაეტია,
და ახლა იმის ახსნას ვუნდები,
რაც მე და შენზე უფრო მეტია...

ბმული:
* https://www.facebook.com/tsira.barbakadze


study


Last edited by Admin on Fri May 24, 2019 1:37 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ცირა ბარბაქაძე Empty
PostSubject: Re: ცირა ბარბაქაძე   ცირა ბარბაქაძე EmptyFri May 24, 2019 1:34 pm

ცირა ბარბაქაძე

***
რა დროა მაშინ...
როცა შენში შეკუმშული
აღარც სიტყვა ვარ და აღარც ბგერა...
რა დროა გარეთ,
როცა ხეები ყვავილობენ
და კვირტები დასტირიან გარდაცვალებას
ნაყოფში...

დააკაკუნე... სამჯერ და გამბედავად...
როცა მეტყვი, მაშინ გამოვალ!
შენში ავყვავდები,
როგორც ატმის ხე...
შენი მკლავები იქცევა
მსხმოიარე ტოტებად...
შენი კიდურები - ფესვებად...

როცა მეტყვი, მაშინ გამოვალ...
მე შიგნით ვიხედები... შენ - გარეთ...
მითხარი, როგორი ამინდია?
გინდა? თვალებს გაგიცვლი!
ისე, როგორც ბავშვები ცვლიან სათამაშოებს:
ხელი - ხელში...
თვალი - თვალში!

დააკაკუნე სამჯერ და გამბედავად...

study


Last edited by Admin on Fri May 24, 2019 2:13 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ცირა ბარბაქაძე Empty
PostSubject: Re: ცირა ბარბაქაძე   ცირა ბარბაქაძე EmptyFri May 24, 2019 2:04 pm

ცირა ბარბაქაძე

***
მე არასოდეს არ ვწერდი სხვაზე,
მე ვწერდი ჩემზე... მე ვწერდი ჩემთვის,
მაშინაც... როცა მე ვწერდი ქარზე...
როცა სიჩუმით სათქმელი ვერ ვთქვი...
სიტყვასაც ხშირად ვაგდებდი ბანზე,
მეტაფორების ხეივანს ვსხლავდი...
მაშინაც, როცა მე ვწერდი ზღვაზე
და საკუთარ თავს არაფრით ვგავდი...
მაშინაც ვწერდი...
ვისწავლე ქარგვა _
ვახვევდი სულზე ფერად სტრიქონებს...
ჰო, ვერაფერი ვიპოვნე, მაგრამ...
ჩემი თავი ხომ გამოვიგონე!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ცირა ბარბაქაძე Empty
PostSubject: Re: ცირა ბარბაქაძე   ცირა ბარბაქაძე EmptyFri May 24, 2019 2:08 pm

ცირა ბარბაქაძე

უცხო ქალაქი

უცხოა ქალაქი, რომელშიც დაგეძებ,
როგორც დაეძებენ ქარები ფოთლებს...
უცხოა ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ,
მისი საზღვრები კილომეტრებით
არ იზომება.

დაგეძებ ქალაქში,
რომელშიც დავდივართ,
რომელიც სავსეა მზითა და ავ-კარგით...
რა ძნელად შეგხვდი და დაგკარგე ადვილად
ქალაქში,
რომელმაც საზღვრები დაკარგა...

ქალაქში ქალაქი... შენი და ჩემია!
და ისევ გიმღერებ... დღეს თუკი გადავრჩი,
შენ, ჩემო, ქალაქში დაკარგვა გჩვევია...
მე კი ვიკარგები შენში... ვით ქალაქში...


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ცირა ბარბაქაძე Empty
PostSubject: Re: ცირა ბარბაქაძე   ცირა ბარბაქაძე EmptyFri May 24, 2019 2:12 pm

ცირა ბარბაქაძე

დავითვლი ნაბიჯს.... რა თქმა უნდა, შენამდე მოსულს...

ამ თეთრ ფურცელზე მოვაგროვებ
ნაბიჯებს _ ფიფქებს...
გამორჩეულებს გადავაცმევ
ნისლის ვუალებს...
დავითვლი ყველას, ჩემგან გასულს
აქეთ და იქეთ...
და უმეტესად, საკუთარ თავს
გარს რომ ვუარე _
დავითვლი ნაბიჯს....
რა თქმა უნდა, შენამდე მოსულს...
რომ მოვიდნენ და უნებურად, ვერ მო(ვ)უარე...

25 ნოემბერი, 2010 წელი.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ცირა ბარბაქაძე Empty
PostSubject: Re: ცირა ბარბაქაძე   ცირა ბარბაქაძე EmptyFri May 24, 2019 2:12 pm

ცირა ბარბაქაძე

***
სუსტია ყველა:
ვინც სიყვარული
გამოკეტა საკუთარ თავში,
მთელი ცხოვრება
ვინც სიზიფეს ლოდი აგორა,
ვინც ისე დაჭკნა,
ვერ მოასწრო ყვავილად გაშლა,
ვინც სიყვარული
მთელ სამყაროს ვერ გააგონა...

სუსტია ყველა....
სიყვარული ვინც ვერ ჩატვირთა
სულში და
ზღვები ვინც აქცია მღვრიე აუზად...
და ვისმა გულმაც
ვერ გაუძლო ასეთ დატვირთვას -
ადგა და შიშით
სიყვარული დააპაუზა....

სუსტია ყველა...


14.07.2016

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 388
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ცირა ბარბაქაძე Empty
PostSubject: Re: ცირა ბარბაქაძე   ცირა ბარბაქაძე EmptyThu Jul 04, 2019 10:18 am

ცირა ბარბაქაძე

***
მე მინდა, ვფლობდე შენს დღეს და ღამეს,
ყველა გაზაფხულს და ყველა თოვას...
გზებს, რომ მიდიან შინიდან - გარეთ,
დროებს, რომლებიც იყო და მოვა...
მე მინდა, ვფლობდე, შენს ყველა ბგერას,
რომელიც უცხო ამბავს მიყვება,
შენი სულის და აზრების ღელვას,
რომ არ ქცეულა ჯერაც სიტყვებად...
და ახლა, როცა ვზივარ და გნატრობ,
მინდა, გაიგო, თუ რამდენს ვბედავ:
მე მინდა, ვფლობდე... და არა მარტო
მას, რასაც მხოლოდ თვალები ხედავს...

🦋
21.03.2016

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ცირა ბარბაქაძე Empty
PostSubject: Re: ცირა ბარბაქაძე   ცირა ბარბაქაძე EmptySat Nov 16, 2019 10:45 am

ცირა ბარბაქაძე

***
ერთხელაც მოვა სიყვარული
სულ ფეხშიშველი,
უსახლკარო,
არაფრის მქონე...
და გზასაც აღარ დაგიტოვებს,
სადმე გაიქცე,
და მერე გეტყვის, რომ ის გზაა,
თავად წაგიყვანს,
ოღონდ მიენდე და გაჰყევი...
ეჭვის ჭიები სათითაოდ
გაანადგურე...
ნუ შეგაშინებს უსახლკარო და ფეხშიშველი,
სინამდვილეში მდიდარია,
მაგრამ არ იცი,
უბრალოდ სურდა,
რომ ასეთი შეგყვარებოდა.



***
ყოველდღე გწერდი დუმილის წერილს,
შენი პასუხიც იყო დუმილი,
დუმილს სდიოდა სისხლი და ცრემლი;
ფეთქავდა სივრცე ჩვენი გულივით.

ბოლოს ხომ მაინც დაინგრა ფიქრით
ციხე, რომელიც დროს ვერ ითვლიდა,
რადგან შენ დუმდი ამ კედლის იქით.
რადგან მე ვდუმდი კედლის შიგნიდან.

🦋
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ცირა ბარბაქაძე Empty
PostSubject: Re: ცირა ბარბაქაძე   ცირა ბარბაქაძე Empty

Back to top Go down
 
ცირა ბარბაქაძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: