არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრი Empty
PostSubject: თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრი   თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრი EmptyThu Oct 31, 2013 10:20 pm

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

თელავის თეატრის ისტორია ერეკლე II მეფობის პერიოდში იწყება. მეფე ერეკლეს მიერ რუსეთში სწავლა-განათლების მისაღებად გაგზავნილმა ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა (დავით ბატონიშვილი, ერასტი თურქესტანიშვილი, ივანე ორბელიანი, გიორგი ავალიშვილი), სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გადაწყვიტა თეატრალური დასის შექმნა. თეატრს სათავეში ედგა გიორგი ავალიშვილი. ამავე დროს თეატრში სპექტაკლებს დგავდა თეატრალური ხელოვნებით გატაცებული გაბრიელ მაიორი. "ერეკლეს თეატრში" ასევე მოღვაწეობდა დავით მაჩაბელი "წარჩინებულთა მესაკრავეთა და მსახიობთაგან მეფისაი, მუსიკოსი და კომედიანტი და ესე იყო უფროსი მსახიობთა და ცნობილი იყო სამეფოსა სახლსა შინა". 1795 წელს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას, მაჩაბელი იარაღასხმული მიუძღოდა მებრძოლ მსახიობთა რაზმს. იგი გმირულად დაიღუპა თანამებრძოლებთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში. ამავე ბრძოლაში დაიღუპა გაბრიელ მაიორიც. ქართული პროფესიული თეატრის განახლების შემდეგ, პირველ ოფიციალურ ცნობას თელავის თეატრის შესახებ 1867 წელს გვაწვდის გაზეთი "ივერია". თელავის თეატრში მოღვაწეობდნენ ცნობილი ადამიანები: მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ლადო მესხიშვილი, დავით აწყურელი (გამყრელიძე), ვასო აბაშიძე, ნატო გაბუნია, ალ. ყაზბეგი, სერგო ზაქარიაძე, კოტე მარჯანიშვილი და სხვ. დღეს თელავის თეატრმა 253 სეზონი გახსნა და მის შემოქმედებას კარგად იცნობს მთელი საქართველო.

ვებ-გვერდი -- http://www.telavitheatre.ge/


Arrow

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრი Telavi10

Rolling Eyes

Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
 
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მზერის გადანაცვლება (მხატვრობა, კინო, თეატრი, მუსიკა) :: თეატრი არმურზე: მელპომენე და თალია-
Jump to: