არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”

Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” Empty
PostSubject: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” EmptyThu Mar 05, 2009 2:44 pm

იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” Fujiwara_no_Teika
ფუძივარა-ნო ტეიკა (ინგლისურად - Fujiwara no Teika; იაპონურად: 藤原定家), აგრეთვე ცნობილია ფუძივარა-ნო სადაი-დ ან სადა-დ (1162 – 26 სეტქემბერი, 1241).

კლასიკური იაპონური ტანკას კრებული ”ასი პოეტის ასი ლექსი” 1235 წელს შეუდგენია ფუძივარა-ნო ტეიკას.

ფუძივარა-ნო ტეიკას ბიოგრაფია ინგლისურად უნდა წავიკითხოთ აქ - http://en.wikipedia.org/wiki/Fujiwara_no_Teika

რუსულად აქ - http://ru.wikipedia.org/wiki/Фудзивара_Тэйка

მე რუსულად მაქვს ეს წიგნი:

იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” Pbucket

და ინტერნეტში რუსულად უნდა წავიკითოთ ამ მისამართზე - http://lib.ru/JAPAN/japan100.txt

იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” 42798573
ფუძივარა-ნო ტეიკას ნახატი, შესაძლოა თავის შვილთან, ტამეისთან ერთად.

იაპონურიდან ქართულად უთარგმნია ირმა რატიანს და იქნებ დავდოთ აქ ამ თარგმანის ნიმუშები?

sunny


Last edited by ბობო on Thu Mar 05, 2009 3:25 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 655
Registration date : 17.11.08

იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” Empty
PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” EmptyThu Mar 05, 2009 3:18 pm

იმპერატორის მრჩეველი იაკომოჩი

როცა კაჭკაჭთა იდუმალ ხიდზე
ნაპერწკლებს გაჰყრის მეუფე ჭირხლი
და თრთვილის ფარდაგს გადააფენს კრიალა ხელით,
ვიცი, ახლოა დასასრული გრძელი ღამისა...
დგება ნათელი...




პრინცესა ისე

ო, ღმერთო ჩემო,
მინდა მწამდეს, მინდა მჯეროდეს,
რომ გულისსწორთან განშორება მოკლეა ისე,
ვით ბამბუკების ტანად ჯუჯა ლერწამ-ხლართები
ნანივას ქვებით გადაკირწყლულ სანაპიროზე...


იმპერატორის უმცროსი მრჩეველი მესაფუსა

ტაკასაგოზე, მთის ფერდობზე ჰყვავის საკურა,
აყელყელავებს ტოტებს...
ვაითუ ნისლი, სქელთითება,
ან სულაც ღრუბლის ფუმფულა ქულა,
უსახურ ლიბრად გადაეკრას ამ სილამაზეს...


საგამი

ნუ მიბრაზდები, მომიტევე, თუკი ცრემლები
კვლავ მდის ღაწვებზე...
ვტირი დაკარგულ სიყვარულზე
და მასთან ერთად -
მიტოვებული ქალის სახელზე.



შინტოს ოფიციალური პირი ტოშინარი

ვერ გავექეცი ამ სამყაროს ვარამს და ტკივილს,
არ ჩანს საშველი...
ვშიშობ, გახიზნულს უდაბურ მთებში,
მომწვდება მაინც
დაჭრილი ირმის ამობღავლება უკანასკნელი...

Idea

ქალბატონი ნინო დარბაისელის პოსტიდან სხვა ფორუმზე...
Back to top Go down
Guest
Guest



იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” Empty
PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” EmptyThu Mar 05, 2009 4:07 pm

ეს კარგი თარგმანია!

იქნებ დადოთ კიდევ და ისიც მითხრათ, სად იყიდება ირმა რატიანის ეს წიგნი...
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 655
Registration date : 17.11.08

იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” Empty
PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” EmptyThu Mar 05, 2009 4:18 pm

მაღაზია ''სანტა ესპერანცაში'' .
ასევე, ლიტერატურის ინსტიტუტის კანცელარიაში/ მეორე სართული,კოსტავას 5,მეტრო ''რუსთაველის'' პირდაპირ/.
Back to top Go down
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” Empty
PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” EmptyFri Mar 06, 2009 3:22 pm

ერთი სასაცილო ამბავი მინდა გავიხსენო ამ გამოცემასთან დაკავშირებითSmile)

სტუდენტობის პერიოდში 10 მანეთად შევიძინე ეს წიგნი ჭადრაკის სასახლესთან წიგნების ბაზრობაზე...ვდგავართ ბიჭები უნივერსიტეტის ბაღში და მე ,,ვმარიაჟობ’’ ჩემი შენაძენით...ცხონებული თემურ ფირცხალაიშვილი პახმელიაზეა...შიგადაშიგ ფურცლავს ამ წიგნს, მაგრამ აშკარად ეტყობა, რომ ,,სხვაგან ქრის მისი გონება’’...სხვა რა გზაა, უნდა ვიხსნათ განსაცდელისგან მეგობარი... ყველამ მოვიქექეთ ჯიბეები, მაგრამ იმდენი არ გვიგროვდება, ხინკლითა და ლუდით საფუძვლიანად ვისიამოვნოთ...ადვილად მოსალოდნელია, ორაყზეც გაგვეხსნას მადა და მზად ხომ უნდა ვიყოთ?...,,ღორმუცელა” თემო გამოსავალ პოულობს და მეუბნება:,,ერთი ამ იაპონელების...ასეთს კიდევ ნახავ და იყიდი...ბარემ გავაძლიეროთ ჩვენი ბიუჯეტი და მოვილხინოთ კაცურადო’’...,,თუ გაყიდი, მოსულათქო...’’თემომ:,,იქნება ამ ბაღში ვინმე შენნაირიცო და 8 მანეთადაც დავუთმობო’’...ბევრი რომ არ გავაგრძელო, იყოჩაღა გურულმა და ვიღაცას ძალით აყიდინა 8 მანეთად ,,იაპონური ლირიკა’’...რას გვეყოფოდა ჩვენი შეკოწიწებული ფული, მაგრამ იმ დღეს თემურა ილოცებოდა:,,ეს გაუმარჯოს იაპონელებს, ასეთი გენიოსი ლირიკოსები რომ ჰყავთო და იმ ქართველ სტუდენტსაც, ვინც გადამარჩინა გურულიო’’...მე ხომ სალაპარაკო თემა ვიყავი ამის შემდეგ: ,,ეს რა გააკეთა გუჯამო!...წარმოუდგენელია, რომ მაგას ეს წიგნი გაეყიდა, მაგრამ ძმაკაცის ტანჯვას ვერ გაუძლო და აბა რას იზამდაო..”.მოკლედ, მაგრად ვხალისობდით ამის გახსენებაზე...Smile
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
Guest
Guest



იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” Empty
PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” EmptyFri Mar 06, 2009 8:26 pm

გუჯა შენ ისე არ გაჩერდებოდი, მერე მაინც იყიდდი იაპონელ ლირიკოსებს...

Arrow

მე აქ მოვიყვან თარგმანებს თამაჩ ჩხენკელის თარგმანების წიგნიდან ”აღმოსავლური პოეზია”, მერანი, 1981 წელი.


გო ტოკუტაირ

***

შემოგარენი მწვანითაა დამშვენებული,
შინ მიმავალი ვჭვრეტ მშვენიერ ამა არეთა
და აღარ ვჩქარობ:
ამ ქვეყნად რომ შენ არ მეგულვი,
წყნარი ღიმილით რომ არ მხვდები სახლის კარებთან.
Back to top Go down
Guest
Guest



იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” Empty
PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” EmptyFri Mar 06, 2009 8:28 pm

ცუნენობუ

***
შესაღამურდა. კარიბჭესთან აჩქამდა ბრინჯი,
გზის პირს ჩრდილები დაიკლაკნენ შავლეგ ფესვებად
და მშვიდად, მშვიდად -
როგორც ცათა ზეგარდმო ნიჭი,
სახელი ერდოზე შემოდგომის ღამე ეშვება.

თარგმნა თამაზ ჩხენკელმა.
Back to top Go down
Guest
Guest



იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” Empty
PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” EmptyFri Mar 06, 2009 8:35 pm

მინამოტი-ნო შიგუეკი



***
სიავეთა დღეს უცნაურად გული გაქეზებს
და შეჭირვებულს - წუთისოფის ბჭეთაგან გასვლად
გინდა სხეული შეიმუსრო,
ყრუ ქარაფებზე
ზათქით, ღრიალით შელეწილი ტალღების მსგავსად.


თარგმნა თამაზ ჩხენკელმა.
Back to top Go down
Guest
Guest



იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” Empty
PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” EmptyFri Mar 06, 2009 8:44 pm

ჯუნტოკუ-ინ



***
ძველი სასახლე, სუროს ფოთლებს რომ ეკონება,
ქვის რუს პერანგში ჩაჟანგული ხავსით და ხვიფლით, -
დგას ოცნებებში -
დაბერებულ, ყრუ მოგონებად,
როგორც დიდი ხნის გარდასულზე შთენილი ფიქრი.


თარგმნა თამაზ ჩხენკელმა.
Back to top Go down
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
კობა (მატეკარი)

Male
Number of posts : 208
Age : 63
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” Empty
PostSubject: haiku   იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” EmptyMon Aug 24, 2009 9:13 am

ახლახანს წავაწყდი ვინმე ირიკუს ჰაიკუს და ასე ითარგმნა

შემოდგომის ნისლია -
საკუთარი მდუმარებით
უერთდება ყვანჩალა.
Back to top Go down
http://alternativa.ge
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” Empty
PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” EmptyFri Apr 06, 2012 10:28 pm

"ასი უძველესი იაპონური ლექსი"

50

იოშიტაკა ფუჯივარა

***
სიკვდილი არ მაფრთხობდა,
სიცოცხლე არ მართობდა,
შეგხვდი და მომეძალა ფიქრი სევდიანი...
რაგინდ გრძელიც მქონდეს სიცოცხლე ბოძებული,
ხანმოკლე იქნება ჩემი ხეტიალი...


იაპონურიდან თარგმნა ირმა რატიანმა.

––––

Фудзивара-Но Ёситака
953-974

***
Только ты одна
Стала тому причиной:
Жизнь я не берег,
А вот сегоня молюсь,
Чтоб длилась вечно она.


Перевод Владимира Соколова

––––
50. ФУДЗИВАРА-НО ЕСИТАКА

Из-за тебя одной
О жизни, которой прежде
Не дорожил ничуть,
Теперь помышляю вседневно:
Да будет долгой она!


––––
და ესეც იაპონური:

50

FUJIWARA NO YOSHITAKA

***
Kimi ga tame
Oshikarazarishi
Inochi sae
Nagaku mogana to
Omoi keru kana.



–––––

და ინგლისური:

YOSHITAKA FUJIWARA

DEATH had no terrors, Life no joys,
Before I met with thee;
But now I fear, however long
My life may chance to be,
’Twill be too short for me!



ბმული – http://www.sacred-texts.com/shi/hvj/hvj051.htm

study


Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” Empty
PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი” Empty

Back to top Go down
 
იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: