არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ქეთა დიდიშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

ქეთა დიდიშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქეთა დიდიშვილი   ქეთა დიდიშვილი - Page 3 EmptyWed Sep 12, 2018 7:44 pm

ქეთა დიდიშვილი

მარტოობისა

მოვიდა ჩუმი ფოთოლცვენა მორცხვი ალმურით
აღარ მაქვს არსად გასაქცევი, არც დამალული,
მინდოდა მეთქვა, მომენატრე, მაგრამ არ ვუხრი
ქედს ამ მდუმარე მოგონებებს, ვადაგასული
და გახარჯული ერთგულების სანუგეშებლად_
სიტყვებს, რომლებიც სულ უბრალო ქარია ახლა...
უმისამართო, შემოდგომის ქარივით მძიმე
ვერ მიიტანენ ადრესატთან სიტყვები სათქმელს,
მინდოდა მეთქვა, მომენატრე და მივხვდი უცებ,
რომ განშორება სიტყვებს ძალას სულივით ართმევს...
დგას შემოდგომა სტატიური, როგორც სურათი,
როგორც მშვიდი და უჩარჩოო, ან ვრცელი პანო,
სცვივათ ფოთლები უნაბებს და მიწას უმხელს,
რაც თავის დროზე ხემ შვილივით ვერავის ანდო...
ქარი კი, ქარი_შემოდგომის ძილისპირული
დაყვება ტაძრის გუმბათმოხსნილ ხავსიან კედლებს
და როგორც ფუნჯი, მღებავის და არა მხატვრის,
ერთ დროს სალოცავ, ძვირფას ხატებს აუფერულებს...
რა საბრალოა სიყვარული მიტოვებული,
ტაძრის კედელთან მიყუჟული, შეციებული,
პირდაფჩენილი ბარტყებია მისი თვალები,
უმისამართო კითხვებია მისი თვალები,
მაწანწალა ძაღლია მისი სიყვარული,
მასავით ლოკავს იარებს და პატრონს ეძებს...
პასუხები კი ღამურებივით თავდაყირა კიდია ჭერზე...

2018

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

ქეთა დიდიშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქეთა დიდიშვილი   ქეთა დიდიშვილი - Page 3 EmptySun Oct 13, 2019 8:37 pm

ქეთა დიდიშვილი

* * *
რატომ იყურებიან ხეები წყალში?
რატომ ეკიდებიან თავდაყირა გუბეებში?

რომელ ჩაძირულ განძს დაეძებენ?
ნუთუ ისინიც თავის გაცრუებულ იმედებს მიჰყვებიან ფსკერზე?!



* * *
გინდა გაიგო, რას ვგრძნობ?
დამხრჩვალი ხეები მინდა გაჩვენო,
თავით რომ ეკიდებიან წყალში
და რეალურის ნაცვლად
მოჩვენებითი, არეკლილი ცისკენ ისწრაფვიან.
იცი, რას გრძნობენ, როცა ხვდებიან,
რომ თავისი წარმოსახვის ხაფანგში აღმოჩნდნენ?
მათ მარყუჟებშებმულ ტოტებზე ჩამომხრჩვალ თვითმკვლელთა გვამებზე
თავად იხრჩობენ თავს.

2019

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
 
ქეთა დიდიშვილი
Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: