არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 თემურ ფირცხალაიშვილი

Go down 
AuthorMessage
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyWed Mar 04, 2009 3:13 pm

თემურ ფირცხალაიშვილი Temur_10
Temur Pirtskhalaishvili

თემურ ფირცხალაიშვილი

დაიბადა 1961 წლის 20 ივლისს, გურიაში, ლანჩხუთში.
პოეტს ძალიან ტრაკიგული ცხოვრება ხვდა წილად, დაეღუპა დედა, მამა, ძმა და ბოლოს თვითონაც ტრაგიკუალდ გარდაიცვალა.

წიგნები:
* „ბედი ხელუკუღმა მცემდა“ (ლექსები), რედაქტორი რევაზ სალია, მხატვარი დავით გვასალია, - ფოთი, 2002 (შპს „კომპიუტერული სტამბა“). - 64 გვერდი, ტირაჟი - 300 ცალი.
* „ბედნიერების უფლებით“ (ლექსების კრებული), რედაქტორი რევაზ სალია, მხატვარი დავით გვასალია,. - ფოთი, 1997. - 52 გვერდი, ტირაჟი - 500 ცალი.

თემურ ფირცხალაიშვილის სახლ-მუზეუმი ლანჩხუთში:
თემურ ფირცხალაიშვილი სახელობის შემოქმედთა მუზეუმი დაარსდა 2011 წლის პირველ მარტს, ხოლო გაიხსნა 2011 წლის 20 ივლისს, პოეტ თემურ ფირცხალაიშვილის დაბადების 50 წლისთავთან დაკავშირებით. მუზეუმი განთავსებულია კერძო სახლში, რომელიც აგებულია 20-ე საუკუნის 50-იან წლებში. დღეისათვის მუზეუმი შენობის მეორე სართულის ორ დარბაზშია განთავსებული. პირველი დარბაზი მთლიანად ეთმობა მწერლებს, პოეტებს, პუბლიცისტებს, ხოლო მეორე დარბაზში გამოფენილია კომპოზიტორების, მომღერლების, მხატვრების, ლოტბარების, მოცეკვავეებისა და ფოტოხელოვანთა შემოქმედება.

ბმულები:
* http://www.biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=ფირცხალაიშვილი%20თემურ
* https://www.facebook.com/pages/category/Author/თემურ-ფირცხალაიშვილი-245444155585368/

What a Face

თემურ ფირცხლაიშვილი

ღამე ყორანივით შავი

ღამე ყორანივით შავი,
უფრო ნერვიული ხველა.
ყველამ დამანებეთ თავი!
თავი დამანებეთ ყველამ!

ხშირად ვიხედები უკან,
ნისლი გაწოლილა მთებზე.
ჩემზე ნერვიულობთ ნუღარ!
ნუღარ ნერვიულობთ ჩემზე!

დაუნდობელია დრო კვლავ,
ბედი ხელუკუღმა მცემდა.
ჩემთან ნუღარავინ მოხვალთ!
მოხვალთ ნუღარავინ ჩემთან!

ღამე ყორანივით შავი,
უფრო ნერვიული ხველა.
ყველამ დამანებეთ თავი!
თავი დამანებეთ ყველამ!



თემურ ფირცხლაიშვილი - „ღამე ყორანივით შავი“

ხატია კუტივაძე Khatia Kutivadze
Published on Feb 3, 2017

Idea
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
Guest
Guest



თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyWed Mar 04, 2009 3:18 pm

თემურ ფირცხლაიშვილი

***
თუმცა მოგონება მზიანია-
ზეცა ალუბლებით დანაფერი.
მაინც ყველაფერი გვიანია,
აღარ შეიცვლება არაფერი.
მალე უნუგეშოდ წარიშლები...
(ბაღში გაძარცული ნაძვებია).
გულზე, ბობოქარი ქარიშხლები,
მძიმე ლოდებივით მაწვებიან.
კვლავაც მოუთმენლად მელოდები,
ზღვები უმიზეზოდ შფოთდებიან.
გადაყვითლებულა მდელო-მთები,
გზაზე გაცრეცილი ფოთლებია.
თუმცა მოგონება მზიანია-
ზეცა ალუბლებით დანაფერი.
მაინც ყველაფერი გვიანია,
აღარ შეიცვლება არაფერი.

***
საღამოა. მთებს გავცქერი შენისლულებს,
ხვალე უნდა უსათუოდ დავიღუპო.
დალოცვილო, ერთი თხოვნა შემისრულე:
მეკუბოვეს შეუკვეთე შავი კუბო.
მერე მშვიდად ჩაატარე პროცესია
(კაცს დამმარხავ არაფერში გამოსადეგს).
მარტოსულთა დავიწყება რომ წესია,
მეც საკუთარ მაგალითზე გამოვცადე.
საბოლოოდ კითხვა ესე მებადება:
ჩემნაირნი ცხოვრებაში რას ელიან?
როცა სულში უსაშველოდ შეღამდება,
ქვეყნად ყოფნა უდიდესი სასჯელია.

***
დღეს ყველამ გულგრილად მიმატოვა.
ზღვა ფიქრი...გონება ნამთვრალევი...
ზამთარი. სიცივე...წვიმა...თოვა...
გულში ღრმა ტკივილის ნაკვალევი.
შეშლილი ფერი აქვთ ევკალიპტებს,
შორს სისხლის ზმანებავ, პანაშვიდო!
გრიგალში მოხვიდე ჩემთან იქნებ,
იქნებ შენ მაინც დამამშვიდო.
თორემ ჩემს გარშემო უფსკრულია,
რადგანაც ცრემლები დროს ენება.
ლეღვივით გახლეჩილს გულს სწყურია,
ოდნავ რომ ეღირსოს მოსვენება.

***
აქეთ მწვანე ფერდობია,
იქით-ლურჯი ფერდობი.
უკვე აღარ გენდობიან,
შენც არავის ენდობი.
მწუხარეა, ვხედავ მთები,
გულში მზეა ნაკლები.
უკვე აღარ მედარდები,
აღარც შენ გენაღვლები...
შენისლულა მთა-კორდები,
წერ სისხლიან სტრიქონებს....
უკვე არვის აგონდები,
შენც არავის იგონებ...
ქრება თეთრი კელაპტრები,
მგონი ქრება სინათლეც.
უკვე არვის ენატრები,
შენც არავის ინატრებ...
აქეთ მწვანე ფერდობია,
იქით-ლურჯი ფერდობი.
უკვე აღარ გენდობიან,
შენც არავის ენდობი.

cheers
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 268
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyWed Mar 25, 2009 3:04 pm

თემურ ფირცხალაიშვილი

***
ცრემლი - ზღვა დაუშრობელი,
ისევე ასველებს თვალს...
ვერაფერს გაიგებს მშობელი,
ვერაფერს უმხელ ძმას.
არადა, როცა ცხოვრებას
პირისპირ შერჩი - რთულს:
სხვას ვიღაც ემახსოვრება,
რაც გიწეწავდა სულს...
ქვეყნად ყველაფრის ნატრული:
სიკვდილს მისწრებად თვლი.
ბედის სამანი მზაკვრილი -
ვინ გადალახა თქვი!
ვერაფერს გაიგებს მშობელი,
ვერაფერს უმხელ ძმას...
ცრემლი - ზღვა დაუშრობელი,
ისევ ასველებს თვალს.

Sad
Back to top Go down
http://www.geogen.ge
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury
nukri bereTeli

Male
Number of posts : 28
Age : 37
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyWed Mar 25, 2009 10:51 pm

ჩემი უსაყვარლესი პოეტია თემური.სამწუხაროდ,ერთადერთი პატარა კრებული,რომელიც მის ბოლო პოეზიის საღამოზე შევიძინე,დამეკარგა. ეს ლექსები და კიდევ ორიოდე მახსოვს,მაგრამ იქნებ კიდევ მოიტანოთ აქ მისი ლექსები,ვისაც გაქვთ.ვისაც ლექსი უყვარს უნდა იცნობდეს ამ პოეტის სამყაროს...

ღამე ყორანივით შავი,
უფრო ნერვიული ხველა.
ყველამ დამანებეთ თავი!
თავი დამანებეთ ყველამ!

ჩემი ცხოვრების აკვიატებული სტრიქონი...
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 268
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyWed Apr 01, 2009 4:30 pm

თემურ ფირცხალაიშვილი

***
ცივი გული აღარაფრით თბება,
თანადგომა ზღაპარია! - არც ველი...
ცხოვრებაში ერთხელ მეგრძნო შვება,
ერთხელ მაინც დამდგომოდა საშველი!
ქვეყანაზე რაში მქონდა ბედი,
თავად ბედმა ბევრჯერ გადამიარა...
ღმერთო, აღარ შემიძლია მეტი,
აღარმინდა ყოფნა ადამიანად!

Question
Back to top Go down
http://www.geogen.ge
nel
Into Armury
Into Armury
nel

Female
Number of posts : 135
Age : 57
Registration date : 21.11.08

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptySat Apr 11, 2009 10:41 pm

***
დღეს ყველამ გულგრილად მიმატოვა.
ზღვა ფიქრი...გონება ნამთვრალევი...
ზამთარი. სიცივე...წვიმა...თოვა...
გულში ღრმა ტკივილის ნაკვალევი.
შეშლილი ფერი აქვთ ევკალიპტებს,
შორს სისხლის ზმანებავ, პანაშვიდო!
გრიგალში მოხვიდე ჩემთან იქნებ,
იქნებ შენ მაინც დამამშვიდო.
თორემ ჩემს გარშემო უფსკრულია,
რადგანაც ცრემლები დროს ენება.
ლეღვივით გახლეჩილს გულს სწყურია
ოდნავ რომ ეღირსოს მოსვენება.


როგორ მომეწონა ეს ლექსები...დადეთ რა კიდევ სხვებიც.....
Back to top Go down
http://www.kibe.ge
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyThu May 06, 2010 4:20 pm

თემურ ფირცხალაიშვილი Fircxalaishvili%20temur

თემურ ფირცხალაიშვილი - ქართული ცის მქებელი პოეტი

ვისაც თემურ ფირცხალაიშვილის შესახებ შორიდან მაინც სმენია, უმრავლესობისთვის ის, პირველყოვლისა, ტრაგიკული ბედის, მარტოობის, ყორანივით შავი ღამის და ბოჰემური ცხოვრების აპოლოგეტ პოეტად არის აღქმული. იმ მცირერიცხოვან სალიტერატურო შეკრებებზეც, რაც მის შემოქმედებას მიძღვნია, იგი, სამწუხაროდ, ყოველთვის და ცალსახად, ასევე წარმოუჩენიათ. არადა, თავად თემურიც და მისი პოეზიაც უფრო მრავალფეროვანი და სხვა ასპექტიდანაც არანაკლებ საინტერესო იყო.

მე შევეცდები მისი პიროვნებისა და შემოქმედების სწორედ ეს, სხვა, თუნდაც ერთი მხარე წარმოვუდგინო მკითხველას.

1988 წელია. ჩვენ დედა-უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ვართ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ბობოქრობს. მასში სტუდენტობაც მასიურად ვართ ჩართული. ტრანსკავკასიური მაგისტრალისადმი მიძღვნილი საპროტსესტო მიტინგი იპოდრომზე შედედბულა. სხვა დროს მსგავსი მანიფესტაციებისადმი თითქოს გულგრილი თემური, არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩვენთან ერთადაა. შემოდგომის ცივი, ცრიატი და მოღუშული დღეა. ქრის ქარი, მგონი ცრის კიდეც. ლამის მოსაღამოვდა, მაგრამ მიტინგი მაინც არ იშლება. არადა, მონაწილეებს აშკარად გვცივა. თემურსაც სახე მიტკალივით გაფითრებია და თხელი ქურთუკის საყელო ამაოდ აუწევია ყურებამდე. ბოლოს ვეღარ ითმენს და მისთვის უჩვეულო სერიოზულად გაბრაზებული ტონით ამბობს:
- რა ვუთხარი მე იმ ბეც პოლიტიკოს ერეკლე მეორეს, მიშა, იმას რომ არ მოეწერა ხელი ტრაქტატზე რუსებისთვის, განა ასეთ დღეში იქნებოდა საქართველო ან განა ასე გავიყინებოდით დღეს ჩვენ აქ?..
გამეღიმა. შევეცადე დამემშვიდებინა, მაგრამ დიდხანს აღარც მიტინგი გაგრძელებულა და ჩვენც გაჩქარებულნი გავემართეთ ბაგებისაკენ, სადაც მთელი ოთხი წლის მანძილზე გვერდი-გვერდ ვცხოვრობდით სტუდქალაქის მაღლივ კორპუსში და, როგორც იტყვიან, ჭირიც და ლხინიც ერთი გვქონდა.

იყო კიდევ მეორე მომენტიც, როდესაც მან, ისევ და ისევ ჩემდა გასაოცრად, კიდევ ერთხელ აშკარად და წრფელად ამოთქვა თავის გულისნადები.

საქრთველოში სამოქალაქო ომი საბოლოოდ ჯერაც არ დასრულებულა. მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, "ძმათამკვლელ ომში დაღვრილ სისხლს ჯერაც ორთქლი ასდის". თემური კარგა ხანია, რაც ლანჩხუთშია, მაგრამ როგორღაც თბილისში ვხვდებით ერთმანეთს და დადიანის ქუჩაზე სასადილოში ვსხედვართ ხინკალსა და ლუდზე. საუბარი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გადადის:
- მოგვჭრა თავი ამ კაცმა გურულებს. მაგან დაღუპა საქართველო. მაგის კისერზეა ეს სისხლის ტბები, ტახტის სანაცვლოდ გაყიდული სამაჩაბლო და აფხაზეთი. ისევ რუსეთისაკენ მიათრევს ქვეყანას. კირჩხიბია, კირჩხიბი და ძაღლის კუდი! - თქვა მან და ჩემთვის ნათელი შეიქმნა მთელი ამდენი ხნის მანძილზე მისი დუმილის ქვეტექსტი.

მიუხედავად პირად ცხოვრებაში განცდილი დიდი მარცხისა (ერთადერთი ძმისა და მშობლების გარდაცვალება, უკურნებელი სენით ავადმყოფობა, სიყვარულში არგამართლება), თემურ ფირცხალაიშვილი, ერთი შეხედვით, მაინც საოცრად ხალისიანი, უდარდელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მისი განუმეორებელი იუმორი, ბოჰემისაკენ დაუოკებელი ლტოლვა, მარადიული ღიმილითა და აღმაფრენით გაჯერებული მასლაათი მხილველს უთუოდ აფიქრებინებდა, რომ ამაზე ბედნიერი ადამიანი ირგვლივ არ უნდა მოიძებნებოდესო. მაგრამ საკმარისი იყო, გცოდნოდა რომ ის პოეტია, წაგეკითხა მისი უნაპიროდ და უფსკეროდ სევდიანი პოეზია, მარტოობისა და უიმედობის ტვიფარით ამოდაღული ლექსები, გცნობოდა იმდენად ახლოს, რომ მონაწილე ყოფილიყავი მისი გულღია მონოლოგების, რომ მაშინვე თანაგრძნობით განიმსჭვალებოდი და და აუცილებლად ჯავრიანად შემოაგინებდი ბედისწერის სიმუხთლესა და სისასტიკეს.

ზოგჯერ მისი სულისწუხილის ნამდვილი მიზეზების ამოცნობა ჩვენ, მის უახლოეს მეგობრებსაც კი გვიჭირდა. მე, პირადად, მაგალითად, სულ მეჩვენებოდა რომ თემური აპოლიტიკური, ეროვნული საკითხებისადმი ინდიფერენტულად განწყობილი პიროვნება იყო და ეს, ცოტა არ იყოს, მაბრაზებდა. მისაყვედურებია კიდეც, როგორ არ გაინტერესებს ეს ბობოქარი ეპოქა, რომელშიც საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ცხოვრება გვიწევს მეთქი! ის დრო ხომ ათწლეულობით დახშული ქართული იდეალების აღზევების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის აპოთეოზი იყო! თემური კი, თითქოს აქ არაფერიაო, სულ არ ჩანდა ავანსცენაზე, თითქოს ერიდებოდა კიდეც და შორიდან უვლიდა იმ ქარიშხლიან ვნებათაღელვას. თითქოს არც ლექსით ეხმაურებოდა მიმდინარე მოვლენებს, ყოველთვის უაღრესად ინტიმური და პირადული თემატიკის ლექსებით გამოდიოდა ოფიციალურ პოეზიის საღამოებზეც და ვიწრო წრეში, სუფრული სიტყვიერი კალმასობებისასაც.

აი, ახლა მე წინ მიდევს თემურ ფირცხალაიშვილის ლექსების უკანასკნელი, შევსებული გამოცემა "მიყვარდით, მიყვარხართ, მეყვარებით" (2004 წელი). ვფურცლავ, ვინ იცის უკვე მერამდენედ, ამ უაღრესად დახვეწილი ლირიკოსის კრებულს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ მის ავტორს დროისა და ეპოქის, სამშობლოს, ეროვნული იდეალების იქით ერთი წამითაც არ უცოცხლია. საკმაოდ მძაფრად და ტრაგიკულად განუცდია ყველაფერი, რასაც კი ადგილი ჰქონია მანამდელსა თუ მისდროინდელ საქართველოს ისტორიასა და ცხოვრებაში.

კრებული დედისადმი მიძღვნილი ლექსით "ისე ლურჯი ცაც ვერ არი..." იწყება და ეს სრულებითაც არ არის შემთხვევითი. და არც ეს ლექსია ის ლექსი, რომელიც მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის მშობელს შეიძლება შეეხებოდეს. ესაა დაფარული ქვეტექსტებით, ალეგორიებითა და სიმბოლოებით სავსე ლექსი, რომელიც თავადვე ითხოვს განზოგადებას და აუცილებლად დედა-სამშობლოსადმი მიძღვნილ არაპათეტიკურ, შიშველი პატრიოტული ფრაზეოლოგიისაგან დაცლილ ლექსად იკითხება:

ისე ლურჯი ცაც ვერ არი...
აღარ ვამბობ მეტს!
შენი ტანვჯის მაცქერალი,
ტანჯული ვარ მეც!..
რამე შეცვლის განა ხვალ-ზეგ:
პირქუშ, ჯვარცმულ დროს?
შენი ცრემლის დანახვაზე,
გულში დარდი თოვს!..
მძიმე ხვედრის ვერ მოთმენა
დამაწყევარს, მტერს!
გადაწურო შენ რომ რწმენა,
მეც ჩავიქნევ ხელს!..
ვალში არვის აღარ ვრჩებით,
რწმენით ვკურნავთ შხამს!
ჩვენ რომ მართლა გადავრჩებით,
წრფელი გულით მწამს!!!

დაკვირვებული მკითხველი ალბათ უთუოდ დამეთანხმება, რომ ამ ლექსის სათქმელი ჩვეულებრივი, ბიოლოგიური დედისადმი სათქმელზე მეტს მოიცავს, გულისხმობს და მასში უფრო ფართო აზრია ჩადებული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს კაცს.

ცრემლი, ზღვა ტკივილი დროს ენება

წერს თემური ერთგან, ხოლო მეორეგან იტყვის:

მეტირება: ღმერთი, ხატი, რჯული,
გვავიწყებენ: - ღმერთსაც, ხატსაც, რჯულს...

და ეს რელიეფური საქვეყნო საწუხარი, ეს ნიშანდობლივი საფრთხე - საზოგადოების განყენება სარწმუნოებისაგან - რომელიც კომუნისტურ-ათეისტურ ეპოქაში საქართველოს ტრაგიკულ რეალობას წარმოადგენდა, აი, ამგვარად ტკივილიანად, ასეთი ლაკონური, დახვეწილი ფრაზებით ხმიანდება მის პოეზიაში.

ცოდვა-მადლი აღარაა თქვენში

ეს გაბრაზებული, წყენისა და საყვედურიანი ფრაზაც უღმერთო დროისა და ეპოქის უსახურ შვილებს ეკუთვნით.

საერთოდ, დროის ფენომენი თემურ ფირცხალაიშვილის შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია. ყოველდღიური რეალობა, რომელშიც მას უწევს ცხოვრება "ულმობელი დროის" ტვიფარითაა დაღდასმული. ესაა მისი ქვეყნის თავს მოხვეული ყოვლისწამლეკავი "წითლადნაფერი მზე", რომელიც ლოგიკურ აპათიასა და უარყოფით მუხტს ბადებს პოეტში, რადგან სწორედ ეს "წითლადნაფერი მზეა" ის, რაც ქართველთა ძირითადი სულიერი ღირებულებების ნიველირებას ახდენს და ყოველივე ეროვნულს წალეკვით, გაქრობით ემუქრება:

გაიხედავ: წითლადაა მზე ნაფერი,
უცებ ბოღმა მოგაწვება ყელში...
ულმობელმა დრომ წაიღო ყველაფერი,
არაფერი აღარ შეგრჩა ხელში...

რომ შეიძლება მოგეჩვენოს კაცს, თითქოს თემურ ფირცხალაიშვილი ოდენ სევდის პოეტიაო, სინამდვილეში თურმე ასე როდია. მისი ლექსებიდან კარგად ჩანს, თუ როგორი მტკივნეული სიმძაფრით განუცდია პოეტს ის პერიოდი, როდესაც მტრისაგან წაქეზებულმა ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა საქართველოში ურთიერთშორის მტრობის, სიძულვილისა და უნდობლობის სინდრომის გაღვივება დაიწყო, როდესაც მათმა უსაქციელო საქციელმა ქვეყანა სამხედრო გადატრიალების, სამოქალაქო ომისა და სისხლის წვიმების პლაცდარმად გადააქცია:

გლოვა ისევ განახლდა
ბოლოს მკვეთრი პაუზის,
საუკუნეს თან ახლდა
სისხლით სავსე აუზი!

იტყვის პოეტი და ამ ოთხ სტრიქონში, მართლაც, მთელი საუკუნე თუ არა, ის უკანასკნელი ათწლეული კი მაინცაა ჩატეული მთელი თავისი სიმძაფრითა და ტრაგიზმით.

ეს "განახლებული გლოვა" და "სისხლით სავსე აუზი", ეს მოურჩენელი ჭრილობა, დიახაც რომ სწორედ ის უჟამური ჟამია, რომელზეც ზემოთ ვწერდი, ძმათაშორის გაჩაღებული ომის მწარე რეალობაა, რომელშიც არცერთ მხარეს არ სურს თავი დამნაშავედ ცნოს და რომლის შესახებაც ასე ღია, შიშველი კონტექსტით საუბრობს პოეტი:

ჟამი - არაერთხელ ნათქვამია -
დაუნდობელია, ცრუ არი...
ყველა ჩვენთაგანი მართალია,
ჩვენში არვინაა მტყუანი.
თუმცა ილეწება ცხრაკლიტული,
ქრება სისხლიანი წარსული...
რწმენა უღვთოდაა გაყიდული,
დროშაც დახრილია ქართული...
სხვისი გამტყუნება ადვილია,
თავი გაიმტყუნო ძნელია.
სისხლი დასაღვრელი დაღვრილია,
თვალში სინანულის ცრემლია...
ჟამი - არაერთხელ ნათქვამია -
დაუნდობელია, ცრუ არი...
ყველა ჩვენთაგანი მართალია,
ჩვენში არვინაა მტყუანი.

და ეს ენით აღუწერელი მწუხარება, ეს "დალეწილი ცხრაკლიტული", ეს "დახრილი ქართული დროშები", სწორედ იმ ადამიანებისა და დროის უკუღმართი საქმიანობის დამღას ატარებს, რომელშიც, თემურის აზრით, გმირისა და ლაჩრის გარჩევა, სამწუხაროდ, შეუძლებელი გამხდარა:

ბევრის გულში ხანძარია,
ბევრიც - წარსულს მისტირის,
აღარც რწმენის ტაძარია,
აღარც ციხე ქვიტკირის...
ხვედრი ეკლის გვირგვინია,
თუკი სიტყვა დაძარი,
ვერ გაიგებ, ვინ გმირია,
ვინ ნამდვილი ლაჩარი...

დროისა და რეალობის ტრაგიზმის შეგრძნებას პოეტში კიდევ უფრო ამძაფრებს და აუტანელს ხდის პიროვნული უსუსურობა, რომ არც მას და არც ვინმე სხვას არანაირად არ შეუძლია რაიმე შეცვალოს, როგორმე ხელი შეაშველოს უფსკრულის პირას მიმდგარ მამულს:

მოელვარე მზე ჩაქრება,
ვრჩები ჯვარზე გაკრული,
მამული რომ მეჩაგრება,
ვარ თავადაც ჩაგრული!

და ეს სწორედ მაშინ, როდესაც:

დრო სისხლით წერს ჯოჯოხეთურ დრამას,
თანაც როგორ წუთი წუთზე ღამდება,
მანამ შენი წყლულის ვეძებ წამალს,
წყლული ჩემი კიდევ უფრო ღრმავდება.

ავი ბედისწერისა და ულმობელი დროისაგან მამულისა და საკუთარი თავის ჩაგვრა თემურ ფირცხალაიშვილმა მის პოეზიაში ერთმანეთთან გააიგივა და ეს სულაც არ ყოფილა ულოგიკობა. მისი ტრაგიკული ბიოგრაფია რაღაცით მართლაც წააგავდა მისივე სამშობლოს, მასავით დაავადებული, უნუგეშო და ყველა ძვირფასი ადამიანის დამკარგავი მამულის ხვედრს. ეს იყო კაცისა და ქვეყნის ჯვარცმის ოსტორია, რომელსაც საკუთარი თვალით ვუცქერდით და, სამწუხაროდ, არც ჩვენ შეგვეძლო არცერთისთვის შველა და რომელსაც ეს სევდიანი პოეტი ასე აღწერდა:

სვე მუხთალი წუთისოფლის მხლებელია,
სულს მიხუთავს ბედისწერა მზაკვრული...
ჩემი ჯვარცმა რაღა სახსენებელია,
ჯვარზე როცა სამშობლოა გაკრული!
საქართველოს, ოდითგანვე ცრემლით ნამულს,
ვეფერები - ქართული ცის მქებელი...
ჯოჯოხეთშიც წავიდოდი, ოღონდ მამულს
დადგომოდა საშველ-სახიდებელი!!!

დიახ, ასეთი მძაფრი და გულწრფელი ტკივილით იყო გაჯერებული პოეტ თემურ ფირცხალაიშვილის პოეზიის პატრიოტული ნოტი, მისი შემოქმედების ერთი საინტერესო მხარე, რომელსაც თავად ის აფიშირებას არასოდეს უკეთებდა და რომელშიც ასეთი სიმართლითა და სისავსით აისახა მისი თანამედროვე ჩვენი ქვეყნის- საქართველოს ქარტეხილიანი ცხოვრების ისტორია, ჯვარცმული ისტორია პოეტისა, რომელსაც დროის მდინარება პარნასზე შეაბიჯებინებს და ქვეყნისა, რომლის სიყვარულსაც, ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანი, ჯოჯოხეთში კი არა, აუცილებლად სამოთხისაკენ მიჰყავს!..


მიშა ღანიშაშვილი
Back to top Go down
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 44
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyThu May 06, 2010 4:25 pm

kargi xar megobaro. ra xania araferi msmenia am poetze gmadlobt ro gamaxsenet. gilocav giorgobas!
Back to top Go down
http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 219
Registration date : 11.11.08

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyThu Oct 28, 2010 3:02 pm

***

საღამოა. მთებს გავცქერი შენისლულებს,
ხვალე უნდა უსათუოდ დავიღუპო.
დალოცვილო, ერთი თხოვნა შემისრულე:
მეკუბოვეს შეუკვეთე შავი კუბო.
მერე მშვიდად ჩაატარე პროცესია
(კაცს დამმარხავ არაფერში გამოსადეგს).
მარტოსულთა დავიწყება რომ წესია,
მეც საკუთარ მაგალითზე გამოვცადე.
საბოლოოდ კითხვა ესე მებადება:
ჩემნაირნი ცხოვრებაში რას ელიან?
როცა სულში უსაშველოდ შეღამდება,
ქვეყნად ყოფნა უდიდესი სასჯელია.
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 268
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyMon Dec 06, 2010 1:45 pm

თემურ ფირცხალაიშვილი

***
ჯვარს გაცვეს გუშინწინ, გუშინაც,
შენ დღესაც გაცვამენ ჯვარზე...
დევნიდი ბოროტ სულს, უჩინარს,
არც ცრემლი შემშრალა თვალზე!
გრძნობ: ტანჯვით მიდიხარ სოფლიდან,
კვლავ ნისლი ჩამოწვა მთებზე...
შენ შენი ვარამი გყოფნიდა,
თან მუდამ ფიქრობდი სხვებზე!
რატომღაც არა გაქვს შენდობა,
ღრმა ტკივილს გულშივე მალავ...
რას იზამ: ბედია ეტყობა,
თავს ზემოთ არაა ძალა!
დევნიდი ბოროტ სულს, უჩინარს,
არც ცრემლი შემშრალა თვალზე...
ჯვარს გაცვეს გუშინწინ, გუშინაც,
შენ დღესვე გაცვამენ ჯვარზე!

:::
Back to top Go down
http://www.geogen.ge
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyWed Mar 06, 2019 8:32 pm

თემურ ფირცხალაიშვილი

***
ძმის, დედ-მამის ხსოვნას

ხანმოკლე სოფელს შემოვრჩი კენტად:
მძაფრი ტკივილით, მწარე ფიქრებით...
მალე ოთხივე ვიქნებით ერთად,
თანაც მარადჟამს ერთად ვიქნებით!
ტანჯვით გადიან სიცოცხლის დღენი,
აღვესრულები ალბად მეც მალე...
როცა შედგება შეხვედრა ჩვენი,
არც დავშორდებით მერე ერთმანეთს!

Idea
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyWed Mar 06, 2019 8:33 pm

თემურ ფირცხალაიშვილი

***

ხან - ხმაური, ხან - ცხოვრება მშვიდი,
ხან -დუმილი... მღელვარება - ხან...
აღარ გტკივა ჩემი დარდი დიდი,
შენ როგორი მეგობარი ხარ!
გულმა გული აღარ იცნო რახან,
მტკივან გულზე ვერარც სალბუნს მფენ...
სიყვარულით ერთხელ რომ ვერ მნახე,
აღარ გქვია მეგობარი შენ!

Idea
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyWed Mar 06, 2019 8:34 pm

თემურ ფირცხალაიშვილი

***
დათოს ხსოვნას

წილად მხვდა ატანა ჯვარცმის,
უშენოდ სიცოცხლე ჭირს.
წვიმაა... შენს საფლავს აწვიმს,
ჩემს გულშიც უღმერთოდ წვიმს...
ტკივილი არაქათს მაცლის,
მერედა, შევჩივლო ვის?
წვიმაა... შენს საფლავს აწვიმს,
ჩემს გულშიც უღმერთოდ წვიმს.

Idea
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyWed Mar 06, 2019 8:35 pm

თემურ ფირცხალაიშვილი

***
წვიმს უკვე თითქმის მთელი კვირაა,
წყალში ცალ ფეხზე თვლემენ ყანჩები.
ტანჯვის მიზეზი ერთხელ თქვი რაა,
თორემ შენს ტანჯვით მეც ვიტანჯები.
მაგრამ მიცქერი მაინც იჭვით, თან
ამბობ: ოდესღაც გულში მზე მენთო.
ხოლო დღეს მართლა რაღა მიჭირდა,
ტანჯვის მიზეზის თქმა რომ შემეძლოს...

Idea
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyWed Mar 06, 2019 8:36 pm

თემურ ფირცხალაიშვილი

***
ძმაო, ლექსებს კვლავაც სისხლით ვწერ,
ჩვენში დარჩეს, ერთი რამე მიკვირს:
ვნების ჯვარზე გაგაკრავენ ჯერ,
მერე დაფნის დაგადგამენ გვირგვინს!
ვერაღ ვძლიე გულში მბორგავ ქარს,
ვცადე, მაგრამ ვერ დავძარი მთები...
დალოცვილო, თუნდაც მაცვი ჯვარს,
ოღონდ აღარ დამიკეცო ფრთები!

Idea
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyWed Mar 06, 2019 8:37 pm

თემურ ფირცხალაიშვილი

***
ძალღონე მეყოფა ნეტავ?
ყოველთვის ამას ვთხოვ გამჩენს...
ცრემლს ბევრის თვალებში ხედავ,
შენს ცრემლებს ვერავინ ამჩნევს.
დრო-ჟამი ამუქებს ფერებს,
საზღვარი არა აქვს ლოდინს.
ბნელშ ვართ... ვაცეცებთ ხელებს...
ერთმანეთს ვიპოვით როდის?!

Idea
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyWed Mar 06, 2019 8:38 pm

თემურ ფირცხალაიშვილი

***
ცრემლი მსდიოდა გუშინწინ, გუშინ,
დღესაც ჰკიდია ცრემლი წამწამებს...
თქვენ მოგონილი სევდა გაქვთ გულშ,
ჩემს გულს ნამდვილი დარდი აწამებს!
როცა იქცევა წუხილი ზვავად,
იგრძნობთ, იღბალი მერგო როგორიც...
ჩემს ნამდვილ ტკივილს მივხედავ თავად,
თქვენ მოუარეთ თქვენს დარდს მოგონილს!

Idea
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი EmptyWed Mar 06, 2019 9:07 pm

თემურ ფირცხალაიშვილი

***
ჩემს გულში მარადჟამს ქარი ქრის,
ცრემლებსაც ვერ ვმალავ ხანდახან...
დავკარგე ყველაფრის ხალისი,
სიკვდილსაც ვეჩვევი თანდათან!
ნუგეში მჭირდება აწი რად:
ცხოვრება ციხეა, კატორღა...
იღბალმა უღმერთოდ გამწირა,
უფალიც შემომწყრა რატომღაც!
გულშია ტკივილი მზარავი:
უბედურ ღამეთა მთეველი...
მშველელი გამოჩნდა არავინ,
არავინ არაა მრჩეველი!
იქნება მაღალი ღმერთი მცდის
ვერაფერს ვერ ვიტყვი წინდაწინ...
იმედის გარეშე (მეც ვიცი):
სიცოცხლე ჯვარცმაა პირდაპირ!
ჩემს გულში მარადჟამს ქარი ქრის,
ცრემლებსაც ვერ ვმალავ ხანდახან...
დავკარგე ყველაფრის ხალისი,
სიკვდილსაც ვეჩვევი თანდათან

Idea
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Sponsored content




თემურ ფირცხალაიშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ ფირცხალაიშვილი   თემურ ფირცხალაიშვილი Empty

Back to top Go down
 
თემურ ფირცხალაიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: