არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 სიახლეები

Go down 
Go to page : Previous  1 ... 13 ... 22, 23, 24 ... 32 ... 42  Next
AuthorMessage
kekelidze

kekelidze

Male
Number of posts : 5
Age : 35
Location : tbilisi
Job/hobbies : student
Humor : ....
Registration date : 03.06.09

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyWed Jun 24, 2009 10:34 am

28 ივნისს, 18 საათზე, წიგნის ფესტივალის ფარგლებში დიდუბის საგამოფენო დარბაზის 11 პავილიონში გამოცემლობა ,,სიესტა" წარმოგიდგენთ ლიტერატურლ კონკურს ლიბ.გე–ს გამარჯვებულ ავტორთა კრებულს ,,15–15"




ლიტერატურულ კონკურს lib.ge-ს (რომელიც თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ტარდება) ჟიურიმ პირველ ეტაპზე შეირჩია თხუთმეტ–თხუთმეტი ნომინანტი

პოეზია:
ინგა ანდღულაძე – დამემატე
ალექსა ჩიღვინაძე – ხესთან იდენტობის გაცნობიერების პროცესი
ზურა ჯიშკარიანი – ავტოსაგზაო მოძრაობის წესები
რეზო გეთიაშვილი – ზღვის პოემა
სანდრო ლორთქიფანიძე – ცათამბჯენებივით
ეკა ქევანიშვილი – გოგონებისთვის
კოკა არჩვაძე – კეთროვანთა
შალვა ბაკურაძე – საღვთომან ნისლმან
ნინო სადღობელაშვილი – სახედარი
ბელა ჩეკურიშვილი – ღია ბარათი ანუ, მე ვხედავ დედას
თეა თოფურია – წასვლა დაიწყო
ქეთი თუთბერიძე – პიანინო ანუ რიტუალი არიელისთვის
პაატა შამუგია – მომხდართა ლოცვა
სალომე შენგელიძე – რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე
თამთა დოლიძე – თუ

პროზა:

ბესო ხვედელიძე – ყვითელი ზოლი
რატი რატიანი – Bravo Pour Le Clown
ნესტან-ნენე კვინიკაძე – დევები მთებში წვანან
ნინო თარხნიშვილი – ქაბულში, ყვავილების ქუჩაზე
ალეკო ცქიტიშვილი – შემჩნეული შეცდომების გასწორება
თამთა მელაშვილი – სხვა ფერი
გურამ ნავროზაშვილი – უნივერსალური სალეწი-სადრესელა
ჯაბა ზარქუა – ზაზუნას თვითმკვლელობა
ტატო გოგოლაძე – ჩარლი
მარიანა ნანობაშვილი – ჩემი მომავალი მკვლელი
გურამ მეგრელიშვილი – ავაზაკები
დათო გაბუნია – ბეჩავი
მიშა ბახსოლიანი – სიზმრების კვირეული
დათა ფირცხალავა – კროსვორდი
კოკა არჩვაძე – თავგასების საიდუმლო ამბავი



გამოცემლობა ,,სიესტა“ ნომინატებს საერთო კრებულად გამოსცემს
ყველაზე ახალგაზრდა ნომინინატს ჟურნალი ,,ლიტერატურული პალიტრა“ გაუფორმებს ჟურნალის ერთწლიან უფასო ხელმოწერას


5 ივნისს, 15 საათზე , თბილისის საკრებულოს შენობის ფოიეში (თავისუფლების მოედანი) გაიმართება დაჯილოდოვება (სტუმრები დაიშვებიან მხოლოდ მოსაწვევებით), გამოვლინდება ორივე ნომინაციაში სამ–სამი გამარაჯვებული – 1 პრემია განსაზღვრულია 500, მეორე – 400, ხოლო მესამე 300 ლარის ოდენობით.
ჟურნალმა ,,მადიანმა" ექვსივე პრიზიორისთვის დააწესა ჟურნალის ნომრები და ასევე ,,თელიანის ველის" ამ ჟურნალისვე ეტიკეტით ჩამოსხმული ღვინო.

პოეზიაში პირველ ადგილზე გასულისთვის რადიო ,,მუზამ“ დააწესა კონცერტგაბეუს სამეფო ორკესტრის ანთოლოგია, საკონცერტო ჩანაწერები (1960–1970 წლები, 14 დისკი)
წიგნის მაღაზიათა ქსელი, ,,პარნასი" ექვსივე პრიზიორს გადასცემს წიგნებს.

პოეზია

1– შალვა ბაკურაძე

2– ეკა ქევანიშვილი

3– ალექსა ჩიღვინაძე

პროზა

1– ნინო თარხნიშვილი

2– გურამ ნავროზაშვილი

3- ალეკო ცქიტიშვილი
Back to top Go down
http://lib.ge
bao
Into Armury
Into Armury
bao

Female
Number of posts : 387
Age : 59
Registration date : 11.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyWed Jun 24, 2009 2:39 pm

cheers cheers cheers

შემიძლია ყოველგვარი დაზღვევისა და გადასახადის გარეშე გაგიზიაროთ სიხარული!!!


გამოვიდა ნინო სადღობელაშვილის რომანი "ორსული" (გამომცემლობა "პეგასი").
შეგიძლიათ შემოუერთდეთ ჩემს მილოცვებს და გადამასწროთ კიდეც რიგში. თბილისის წიგნს ფესტივალზე ეს ახალი წიგნიც იქნება წარმდგენილი!!!!


ვულოცავ ნინოს და წარმატებებს ვუსურვებ "ორსულს". flower
.
queen
Back to top Go down
მინდია
Into Armury
Into Armury
მინდია

Male
Number of posts : 169
Age : 34
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyWed Jun 24, 2009 5:08 pm

bao wrote:
cheers cheers cheers

შემიძლია ყოველგვარი დაზღვევისა და გადასახადის გარეშე გაგიზიაროთ სიხარული!!!


გამოვიდა ნინო სადღობელაშვილის რომანი "ორსული" (გამომცემლობა "პეგასი").
შეგიძლიათ შემოუერთდეთ ჩემს მილოცვებს და გადამასწროთ კიდეც რიგში. თბილისის წიგნს ფესტივალზე ეს ახალი წიგნიც იქნება წარმდგენილი!!!!


ვულოცავ ნინოს და წარმატებებს ვუსურვებ "ორსულს". flower
.
queen

ვულოცავ ნინოს Smile მიემატა ჩემს წიგნისფესტივალზემოსაძიებელთა სიას რადგან აქამდე სანატას წიგნამდე ვერ მივაღწიე Embarassed
Back to top Go down
http://www.xevsureti.ge
გაგა
Into Armury
Into Armury
გაგა

Male
Number of posts : 146
Age : 109
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyWed Jun 24, 2009 7:31 pm

საუკუნეა, არ მოვსულვარ თქვენთან Smile

მოველ და ყველას მოგესალამებით,
ყველას მოგიტანეთ იასამანები!


(პერიფრაზი მგონი სალუქვაძის პოეზიიდან, თუ კარგად მახსოვს)
Back to top Go down
http://www.saqartvelovgaikhare.com
Guest
Guest



სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyThu Jun 25, 2009 8:55 am

გაგა wrote:
საუკუნეა, არ მოვსულვარ თქვენთან Smile

მოველ და ყველას მოგესალამებით,
ყველას მოგიტანეთ იასამანები!


(პერიფრაზი მგონი სალუქვაძის პოეზიიდან, თუ კარგად მახსოვს)

cheers

ნადირათ გაგას გაუმარჯოს!
ეგ იასამნები აქაურ ქალბატონებს დაურიგე და სად რას გივლია, ეგრე რო დაგვეკარგე?

ახალი ამბავი კიდე ის არი, რო - აი, უყურე, რა წერილი მომწერა გიო არაბულმა ამ დილას:

"გამარჯობა, ბატონო მიხო..... დღეს გავიგე დრამის რეჟისურაში ქულები... ყველზე მაღალი ავიღე და უფასოზე მოვხვდი... ორ ეტაპად მქონდა - წერა და გასაუბრება... ეროვნული გამოცდებიღა დამრჩა... იქ მინიმალურიც რო გადავლახო, მყოფნის მაინც... ჯგუფი ნუკრი ქანთარიას აჰყავს ...."

Exclamation

მოდი, გაგავ, მივულოცოთ გიო არაბულს ეს წარმატება და კარგი რეჟისორი დამდგარიყოს!
ქართულ სცენას, რაც სანდრო ახმეტელი აღარა გვყავს, ძალიან აკლია მთის რიტმი და იქაური სული და, - გიო იქნება ეგეთი ხედვის რეჟისორი, ალბათ...

მთავარია, ბოლომდე მიჰყვეს ამ საქმეს...

Idea
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1345
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyThu Jun 25, 2009 9:23 am

ვულოცავთ გიოს ამ დიდ წარმატებას, cheers king
უფრო დიდი წარმატებები მიგველოცოს მომავალში. sunny
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury
მინდია

Male
Number of posts : 169
Age : 34
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyThu Jun 25, 2009 10:10 am

ვუერთდები მილოცვებს cheers cheers cheers გიო მაგარი კაცი ხარ ძაან და ესე გააგრძელე, დანარჩენი ყველაფერი იქნება Wink
Back to top Go down
http://www.xevsureti.ge
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 60
Registration date : 10.11.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyThu Jun 25, 2009 11:29 am

გენაცვალე შენა, შე ნიჭიერო და ძალიან კარგო ბიჭო და კარგო ადამიანო...

გაიხარე ჩემი გახარებისთვის! ახლა ბესიკ ხარანაულის ახალი რომანის ელექტროვერსიას ვკითხულობ და ვისურვებდი, ეს მშვენიერი ფშავ-ხევსურული საგა ოდესმე კარგი რეჟისორის ხელში მოხვედრილიყოს. Very Happy

ძნელია?!
ბესიკი ბრძანებს: ჰიპერბოლელებისთვის(ხევსურებისთვის) ცნება "ძნელია" არ არსებობსო...
sunny sunny sunny
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
არაბული
Into Armury
Into Armury
არაბული

Male
Number of posts : 183
Age : 28
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyThu Jun 25, 2009 11:54 am

ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის... მეც ძალიან გახარებული ვარ...

მეც ძალიან მაინტერესებს ხარანაულის ახალი რომანი.... ქიტომ (ბესიკის შვილიშვილმა) მითხრა მაგ რომანზე ცოტა რამ....

ერთი სული მაქვს როდის გამოვა....

სამი საყვარელი პოეტი მყავს დღეს: ტარილე ხარხელაური, ბესიკ ხარანაული და ჯარჯი ფხოველი... (სამივე მთიელები Razz )

კიდევ და კიდევ დიდი მადლობა მოლოცვისთვის.... flower
Back to top Go down
http://lib.ge/
bao
Into Armury
Into Armury
bao

Female
Number of posts : 387
Age : 59
Registration date : 11.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyThu Jun 25, 2009 2:36 pm

cheers

მეც გილცავ ,გიო, ერთი ბეჩავი ჰიპერბოლელი და სანატას ნათქვამს ამინს დავაძახებ!
cheers
Back to top Go down
beqa_

beqa_

Male
Number of posts : 19
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : net developer
Humor : ...
Registration date : 27.02.09

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyFri Jun 26, 2009 11:28 am

ვაჰ ვაჰ ვაჰ, რა კარგი ამბავი Smile

გიო გილოცავ ძმაო და აბა შენ იცი სულ წინ წინ და უნდა იარო Smile

და დაეფერო შენს დიდ წინაპრებს Smile
Back to top Go down
http://www.xevsureti.ge
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
Tabagari Tea

Female
Number of posts : 123
Age : 34
Registration date : 27.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptySun Jun 28, 2009 2:32 pm

გიოოო, გილოცავ ისევ და აქაც!Smile

უამრავი წარმატება მოგველოცოს კიდევ, ძალიან ნიჭიერო! Wink

მიყვარხარ! flower
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
bao

Female
Number of posts : 387
Age : 59
Registration date : 11.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyTue Jun 30, 2009 11:08 am

ყურადღებააააააააააააა!
მაქვს სიახლეების მთელი წყება! ზოგი ძველია, ზოგი ახალი და ზოგიც მარადიული!






'"პირველი რადიო", ფმ 102,4 გადაცემაში "პიკის საათი", ყოველ ოთხშაბათს, 08.15 წუთიდან აშუქებს მწერლისა და წიგნის ამბებს, ავტორია ეკა ტალახაძე. ჰოდა წინა ოთხშაბათს, რომ არაჩვეულებრიავი , "ბურძგლებიანი" სიუჯეტი შემოგვთავაზა "სანათას წიგნზე" და რომლის მოსმენა შეგიძლიათ "რადიო1.ჯე "ვებგვერდზე, ამ ოთხშაბათს ანუ ხვალ, 1ივლისს გვთავაზობს პოეტ რობერტ მესხთან საუბარს.

მოუსმინეთ!

მარადიული სიახლეებიდან კი გატყობინებთ, რომ თუ ვინმეს მოგეპოვებათ ბესიკ ხარანაულის წიგნი "ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისათვის", რომანი, 2005 წელი, და გსურთ გაყიდოთ, გააჩუქოთ ან გადააგდოთ, რადგან ამ წიგნის წამკითხველი ვეღარ მოისვენებს და თქვენ კი მოსვენებით ცხოვრება გადაგიწყვეტიათ, სანამ გადააგდებდეთ, შემატყობინეთ და დავდგები იმ ფანჯრის ქვემოთ, რომ მაინცადამაინც მე მომხვდეს თავში და არავინ დამასწროს! თუ გინდათ, მაგ ფანჯრის ქვეშ რომ გახვრეტილი აგურია, იქ ამოვდებ თანხას წინასწარ და მე რომ წავალ, მერე აიღეთ დამშვიდებული სინდისით!

lol!
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1345
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyTue Jun 30, 2009 3:07 pm

გამოიცა ვაჟა ხორნაულის ახალი წიგნი ”ტანმორჩილი პოემები”(გამომცემლობა ”ეგრისი”,რედაქტორი ზაურ მოლაშხია).
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
renuari
Into Armury
Into Armury
renuari

Female
Number of posts : 118
Age : 59
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyThu Jul 02, 2009 12:37 am

საბა-2009


საუკეთესო დებიუტი-

დიანა ანფიმიადი და გიორგი კეკელიძე!
queen king

გ ი ლ ო ც ა ვ თ!!!!!!!!!! flower flower flower flower flower flower flower
Back to top Go down
Guest
Guest



სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyThu Jul 02, 2009 8:38 am

პრემია „საბას” გამარჯვებულები

ლიტერატურული პრემია “საბას” რიგით მეშვიდე დაჯილდოება თიბისი ბანკში გაიმართა.
2008 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები დასახელდება.
გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი შეადგენდა 36 ათას ლარს.
ჟიურის შემადგენლობა ასეთი იყო: დავით წერედიანი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ანდრო ბუაჩიძე, მალხაზ ხარბედია და რატი ამაღლობელი.

ნომინაცია ”წლის საუკეთესო პროზაული კრებული”

გიგი სულაკაური - ”თამაში რევოლვერით” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)


ნომინაცია ”წლის საუკეთესო პოეტური კრებული”

ბათუ დანელია - MIRABILIS VITA (ინოვაცია)


ნომინაცია ”წლის საუკეთესო რომანი”

თეონა დოლენჯაშვილი - ”მემფისი” (სიესტა)


ნომინაცია ”წლის საუკეთესო პიესა”

ლაშა ბუღაძე - ”ნაფტალინი” (წიგნის სახელოსნო)


ნომინაცია ”წლის საუკეთესო თარგმანი’

გიორგი ეკიზაშვილი - დანიელ ტერაკის ”ძაღლი, ძაღლი” (აგორა)


ნომინაცია ”წლის საუკეთესო კრიტიკა, ესსეისტიკა და
დოკუმენტური პროზა”


ლევან ბრეგაძე - ”მოთხრობები ლიტერატურაზე” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)


ნომინაცია ”წლის საუკეთესო დებიუტი”

დიანა ანფიმიადი - ”შოკოლადი” (სიესტა)

გიორგი კეკელიძე - ”ოდები” (სიესტა)


ამასთან, ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა ჭაბუა ამირეჯიბი.

Arrow

გამარჯვებულ ავტორებს - ყველას მივულოცოთ.

Neutral

მაგრამ აქვე უნდა ითქვას ორი მოკლე შენიშვნაც:

1. ნეტავ, ისევ ხომ არ გრძელდება საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრის პრაქტიკა - ერთმანეთს რომ ჩამოურიგებენ ხოლმე ამ პრემიას?..
2. შორტ-ლისტებში რაც შეიძლება კარგი მწერლები უნდა მოახვედრო, მაგალითად, ტარიელ ხარხელაური თავისი მშვენიერი პოეტური კრებულით ”მინდვრის ფსალმუნები” და მერე მაინც შენთვის სასურველი კანდიდატურა გაიყვანო, რომ - აი, რა მაგარ მწერლებს აჯობა ჩვენმა ფავორიტმაო...

Rolling Eyes

ისე კი, როგორც რატი ამაღლობელმა აღნიშნა, აქამდე სულ ორმოცდარვა ავტორს აქვს მიღებული ”საბა” - და ამ ავტორებიდან თუ უმეტესობამ დამსახურებულად მიიღო ეს პრემია, კარგი იქნება... თორემ, დაუმსახურებლად ”ნობელიც” ბევრს აქვს მიღებული...

Wink
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury
renuari

Female
Number of posts : 118
Age : 59
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyThu Jul 02, 2009 12:02 pm

ეჰ, ბობო, ტარიელის გვარი რომ გავიგონე-ეჭვიც არ შემეპარა, რომ გაიმარჯვებდა....თუმცა მის პოეზიას ამით არაფერი დააკლდება.
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
bao

Female
Number of posts : 387
Age : 59
Registration date : 11.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyThu Jul 02, 2009 3:52 pm

ხალხნო და ლიტერატორ-მწერლებ-გუშემატკივრებო!
"მონიტორინგის ჯგუფის" სახელით მოგახსენებთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა და ყველაფრისა, წელს მაინც ნუ ვუსაყვედურებთ საბას პოეზიისათვის!

ახლა შევედი ლიტგეს ფორუმზე და მილოცვა მინდოდა, მაგრამ ისეთი ჭაპანწყვეტაა ჭაბუას "ქებაში", უკანვე გამოვედი!

ისევ აქ ვამჯობინებ "ქადაგად დავარდნას" geek
გამარჯვებულებს სახალხოდ ვულოცავ , თორემ პირადად ჩემს ფავორიტებს უკვე მივულოცე გამარჯვება!

კონკურსი იმის კონკურსია, რომ ვიღაც გაძვრება და ვიღაც გავა! ვიღაც საერთოდ ვერ ამოვა მატარებელში! არა უშავს! მე ბათუს ვგუკლშემატკივრობდი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენზე არანაკლებ მიყვარს ტარიელი.
ძალიან სასიამოვნო იყო, რომ დებიუტში ორს მიეკუთვნა გამარჯვება! და ბევრი ვიცინე, პრიზი რომ არ ჰქონდათ საკმარისი.
ეს როგორ გავიგოთ, როგორც ჟიურის ნაივურუბისა და დამოუკიდებლობის მესიჯი? ჩაეთვალათ!!!! მომწონს ასეთი გემრიელი მოულოდნელობები და ისიც ნიჭიერების სასარგებლოდ. ბრავოოოოოოოოო! (მაგრამ გამარჯვებულთა სკამების დათვლა დამავიწყდა... ფეხზე ხომ არ დარჩა ვინმე?)
Very Happy ნამდვილად გამახარეს და ვისურვებდი, რომ სამომავლოდაც "ეცუღლუტა" ასე ლამაზად და წრფელად ჟიურის!

ოღონდ აქვე ვიტყვი, რომ გული დამწყდა, შორტლისტებში რომ არ მოხვდა კრებული "შუაღამის იავნანა" Sad


Last edited by bao on Thu Jul 02, 2009 5:48 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
bao

Female
Number of posts : 387
Age : 59
Registration date : 11.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyThu Jul 02, 2009 3:56 pm

ვისაც მთელი ოთხი საათი ეცლება შაბათ დილიდან (ცხრიდან) ან თუ არ ეცლება, ყურები მაინც ესხმება თავზე მოცლილად, შეუძლია ჩართოს რადიო, ფმ 102,4 და უსმინოს დიანა ანფიმიადთან საუბარს ღია ეთერში და დარეკოს და მიულოცოს კიდეც!!! "პერედაჩი"-ის შეგზავნა საჭირო არ არის!!!! lol!
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury
renuari

Female
Number of posts : 118
Age : 59
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyThu Jul 02, 2009 6:26 pm

ბაო-მენანინეSmile

რაღა დაგიმალოთ და მე ცუდად ვიცნობ-ბათუ დანელიას შემოქმედებასSad

თქვენ, ჩემო კეთილო, იმდენი ხახვის ფურცელი ჩამიყარეთ კომპში, რომ აუცილებლად გამოვყვები და გავეცნობი...უფ,უფ, რა ბედნიერი ვარ იმასთან შედარებით, ვისაც წაკითხული აქვსSmile...ყველაფერი წინ მელოდება!

"შუაღამის იავნანა" კი- შესანიშნავი რამაა !
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury
renuari

Female
Number of posts : 118
Age : 59
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyThu Jul 02, 2009 7:09 pm

ხელებს ბევრი შლის სიყვარულისთვის,
მაგრამ სულ ცოტა ხდება მაესტრო.

ბათუ დანელია


ეს მაესტროს ნათქვამია!

გვერდი ვერ ვნახე და აქ ვულოცავ! flower flower flower flower flower
Back to top Go down
Guest
Guest



სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyThu Jul 02, 2009 10:21 pm

Arrow

წლევანდელი ”საბაც” საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრის წინა წლებში კარგად აპრობირებული პრაქტიკის გაგრძელება იყო, სხვა არაფერი...

Wink


Last edited by ბობო on Sun Jul 05, 2009 12:14 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
Tabagari Tea

Female
Number of posts : 123
Age : 34
Registration date : 27.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyThu Jul 02, 2009 10:41 pm

ბობო-ბატონო, მეგონა ჩემი გულიდან მესმოდა თქვენი სიტყვები ტარიელზე...


გმადლობთ ამისთვის! flower


ვულოცავ ყველა გამარჯვებულს, სამომავლო წინსვლის სურვილით!
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
bao

Female
Number of posts : 387
Age : 59
Registration date : 11.12.08

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyFri Jul 03, 2009 2:06 pm

ეხლა თავები არ დამასლეკინოთ!!!!!

ბობო, ტარიელი რამხელაა, ნუ მასწავლი, მაგრამ ბათუ რო ღირს იყო, მაგაშიც ნუ შეგეშლება და ვინც ერთ პოეტს მეორეს დააზომებს, იმას დედა ეტირებააააააააააააააააა!!!!!

ახლა აქ სხვა რამისათვის მოვედი:
ხვალ დილით, რვის ნახევარზე ჩართეთ რადიო და ფმ 102, 4ზე მოუსმინეთ ეკა ტალახაძის ინტერვიუს ბორიოსთან - რობერტ მესხთან და მიხვდებით ,რაც ხანდახან, გვავიწყდება ხოლმე, რაა მთავარი!!!!
ახლა სამსახურში ვზი და არა მცალია თქვენთან საკამათოდ და რო მოვალ, აქ ვიღაცეებს ვერ ექნებათ საქმე კარგად!!!!!


Last edited by bao on Wed Jul 08, 2009 10:58 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
გაგა
Into Armury
Into Armury
გაგა

Male
Number of posts : 146
Age : 109
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 EmptyFri Jul 03, 2009 11:36 pm

გიო, გილოცავ სულით და გულით. Smile
Back to top Go down
http://www.saqartvelovgaikhare.com
Sponsored content




სიახლეები - Page 23 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 23 Empty

Back to top Go down
 
სიახლეები
Back to top 
Page 23 of 42Go to page : Previous  1 ... 13 ... 22, 23, 24 ... 32 ... 42  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად? (საცნობარო)-
Jump to: