არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 სიახლეები

Go down 
Go to page : Previous  1 ... 22 ... 40, 41, 42
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptyThu Mar 07, 2013 12:00 pm

სიახლეები - Page 42 Poster11

დასწრება უფასოა.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptyThu Mar 28, 2013 4:39 pm

სიახლეები - Page 42 Biba10

გელოდებით!
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptyMon Apr 15, 2013 10:05 pm

სიახლეები - Page 42 Mimos-10

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. დარჩენილ ერთ კვირას „საბა“ წიგნების შეძენის კვირეულად აცხადებს და ნახევარ ფასად გთავაზობთ გამომცემლობა „მიმოსის“ წიგნებს - https://saba.com.ge/books/shop#author:101

study


Last edited by Admin on Fri Aug 02, 2013 7:38 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury
ნინო ჭინჭარაული

Female
Number of posts : 82
Age : 31
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: გადავარჩინოთ 2წლის ზუკა!   სიახლეები - Page 42 EmptyWed Apr 17, 2013 1:26 pm

27 აპრილს, 16:00 საათზე, საპატრიაქროს ახალგაზრდულ ცენტრში (სამების ტაძარი) გაიმართება საქველმოქმედო საღამო 2წლის ზუკა მაკარიძის დასახმარებლად, რომელსაც დაუდგინდა მე-4 სტადიის, თირკმელებზე გადასული ძვლის სარკომა და ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რომელიც ჯდება 300 000 ევრო.

საღამოზე დაიდგმება შესაწირის ყუთი.დავუდგეთ გვერდში ზუკას და მის ოჯახს! მცირედი დახმარება ყველას შეგვიძლია, ნუ ჩაუვლით გულგრილად ამ ამბავს.

დარეკეთ ნებისმიერი ქსელიდან 0901800809.
ანგარიშის ნომერია GE71BG0000000305776900, საქართველოს ბანკი,მიმღებია- ზურაბ მაკარიძე

საღამოში მონაწილეობენ :
პოეტები:
გელა დაიაური
მარიამ წიკლაური
მაია გონჯილაშვილი
თეა თაბაგარი
თორნიკე ნაროზაული
ლიკა ოხანაშვილი
ჯარჯი შუქიაური
თემო ჭახნაკია
დეკა ნაყეური
სოფო ჯიჯელავა
გიორგი ესიტაშვილი და სხვები.

მომღერლები:
ანსამბლი "დიდგორი"
ბექა ბუჯიაშვილი
მირანდა მაისურაძე
ხატია ბურდული
მარიამ მჭედლიძე და სხვები

ღონისძიება არის ფეისბუქზეც https://www.facebook.com/events/629621417051830/
Back to top Go down
http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptyTue May 28, 2013 1:44 pm

სიახლეები - Page 42 Plakat10

ხვალიდან, 2013 წლის 29 მაისიდან:
გაზეთი „ახალი თაობა“ + „პიკასო“ (ბიოგრაფია) = 8 ლარს...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 655
Registration date : 17.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptySun Jul 14, 2013 2:38 pm

ერთხელაც იქნება, გავიღვიძებ და ეს ხედნამყოფი ქვა ვიქნები...''
შემოვდივარ ხოლმე აქ ხშირად.ჩუმად ვკითხულობ ხოლმე და გავდივარ.მიყვარს აქაურობა.
მონატრებული და გულთბილი მოკითხვა ბატონ მიხოს.
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptyTue Sep 24, 2013 7:26 pm

სიახლეები - Page 42 Amiran10

პარასკევს, 27 სექტემბერს, 18:00 საათზე გეპატიჟებით ამირან არაბულის წიგნის -- „სულუქცევრად საკითხავნი“ წარდგინებაზე

მისამართი:
თბილისი 0102, დავით აღმაშენებლის გამზირი N68.
https://www.facebook.com/events/521320641288195/?context=create#
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptyTue Sep 24, 2013 7:28 pm

სიახლეები - Page 42 0610

2013 წლის 2 ოქტობერს, 18:00 საათზე, გოდერძი ჩოხელის დაბადების თარიღთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართება მისი წიგნის „ბინდისფერი ხეობიდან ცამდე“ პრეზენტაცია.

წიგნის შედგენაზე იმუშავეს გოდერძი ჩოხელის მეგობრებმა. გამოცემის იდეა ეკუთვნის ომარ ჯაღმაიძეს. წიგნი ილუსტრირებულია მხატვარ ლევან ხარანაულის ოცდაორი ნახატით, ხოლო წინათქმად ერთვის ლევან ვასაძეს ლექსი ,,იქნებ გუდამაყრის ქათქათა ზამთარმა“. წიგნის ბოლოთქმა, სახელად „სულის პეპელა“ დაწერა რედაქტორმა მიხო მოსულიშვილმა, რომელმაც აგრეთვე შეარჩია გოდერძი ჩოხელის 164 ნოველა. წიგნი გამოიცა ,,გრიგოლ ხანძთელის ფონდის’’ მიერ.

პრეზენტაციასთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოეწყობა გოდერძი ჩოხელის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, აგრეთვე პირადი ნივთების, წერილებისა და ხელნაწერების გამოფენა.

ასევე, გამომცემლობა წარმოადგენს თავად წიგნს, რომლის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება საგამომცემლო ფასში, 20 ლარად (მაღზიებში წიგნი უფრო ძვირი ეღირება).

https://www.facebook.com/events/150360471840315/
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 655
Registration date : 17.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptyThu Sep 26, 2013 11:52 pm

ურაკზე დავდე ლიტმოვლენებში.
ბევრჯერ გაგეხარებინოთ მკითხველი.
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptyWed Oct 23, 2013 3:59 pm

სიახლეები - Page 42 Vajaob11
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 655
Registration date : 17.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptySun Nov 17, 2013 10:38 pm

დღეს დავხედე თარიღს და 5 წლის ვართ თურმე უკვეSmile
რამდენი რამე გამახსენდაSmile
სითბოთი,პატივისცემით და მოკითხვით,ბატონო მიხო.
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptyWed Feb 19, 2014 11:36 pm

გახსენით, ნახეთ, მოიწონეთ და დაწერეთ თქვენი აზრი ამ გვერდზე! -- https://www.facebook.com/pages/ვაჟა-ფშაველას-სახელმწიფო-ლიტერატურული-პრემიისათვის/772330226130323

ინფორმაცია:
ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიისათვის

აღწერა:
„ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიისათვის“ - ეს არის გვერდი იმისთვის, რომ საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა შეძლოს თავისი აზრი გამოთქმა ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის შესახებ: როგორი უნდა იყოს ამ პრემიის მიმნიჭებელი ექსპერტთა ჯგუფის და ჟიურის შემადგენლობა, რა პერიდულობით უნდა გაიცემოდეს და რანაირი წესით...
გვერდი შექმნილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიცატივით, რათა საზოგადოებამ ღიად იმსჯელოს ამ პრემიის შესახებ და შემუშვდეს ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის ერთიანი კონცეფცია საზოგადოების აზრის გათვალისწინებით.

იდეის ავტორი: ლელა რაზიკაშვილი Lela Razikashvili
გვერდის კოორდინატორი: მიხო მოსულიშვილი


ყველას ვთხოვ ამ პოსტის გაზიარებას, რათა საზოგადოებამ შეძლოს საკუთარი აზრის გამოთქმა ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის დაარსების შესახებ... --
https://www.facebook.com/pages/ვაჟა-ფშაველას-სახელმწიფო-ლიტერატურული-პრემიისათვის/772330226130323
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptyMon Feb 24, 2014 1:55 am

სიახლეები - Page 42 Vajas_10

გახსენით, ნახეთ, მოიწონეთ და დაწერეთ თქვენი აზრი ამ გვერდზე! -- https://www.facebook.com/pages/ვაჟა-ფშაველას-სახელმწიფო-ლიტერატურული-პრემიისათვის/772330226130323

ინფორმაცია:
ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიისათვის

აღწერა:
„ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიისათვის“ - ეს არის გვერდი იმისთვის, რომ საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა შეძლოს თავისი აზრი გამოთქმა ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის შესახებ: როგორი უნდა იყოს ამ პრემიის მიმნიჭებელი ექსპერტთა ჯგუფის და ჟიურის შემადგენლობა, რა პერიდულობით უნდა გაიცემოდეს და რანაირი წესით...
გვერდი შექმნილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიცატივით, რათა საზოგადოებამ ღიად იმსჯელოს ამ პრემიის შესახებ და შემუშვდეს ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის ერთიანი კონცეფცია საზოგადოების აზრის გათვალისწინებით.

იდეის ავტორი: ლელა რაზიკაშვილი Lela Razikashvili
გვერდის კოორდინატორი: მიხო მოსულიშვილი


ყველას ვთხოვ ამ პოსტის გაზიარებას, რათა საზოგადოებამ შეძლოს საკუთარი აზრის გამოთქმა ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის დაარსების შესახებ... --
https://www.facebook.com/pages/ვაჟა-ფშაველას-სახელმწიფო-ლიტერატურული-პრემიისათვის/772330226130323
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptyFri Feb 28, 2014 8:09 pm

სიახლეები - Page 42 Poster11

წიგნის დასახელება – „დიდი ძუ დათვი“ (მთის ამბავი, პროლოგითა და ეპილოგით), რომანი
ავტორი - მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი - დავით ოძელაშვილი
ტექნიკური რედაქტორი - ნიკა ხვედელიძე
გარეკანზე - თენგიზ მირზაშვილის კომპოზიცია
გამომცემელი - ვაჟა წოწკოლაური
გამომცემლობა - „საუნჯე“
CD დისკი (რომანს კითხულობს ავტორი) - სტუდია „არაგვიანი“
ყდა – მაგარი
ISBN 978-9941-451-14-0
გვერდების რაოდენობა – 152
გამოცემის წელი – 2013

ანოტაცია --
კავკასიონზე მდებარე სოფლის მცხოვრებნი დიდ ძუ დათვს ებრძვიან, რომელიც ანადგურებს სიმინდის ყანებს, ამტვრევს თაფლის სკებს, იტაცებს ცხვარ-ძროხას, ხოცავს მონადირეებს და მათ ძაღლებს, გვერდს უვლის ხაფანგებს. სოფლის ადმინისტრატორი, ბიბლიური სახელით აქაბი, იქ მცხოვრებთა დახმარებით, ცდილობს დიდი ძუ დათვის მოკვლას. და ყველა სოფლელი ხვდება, რომ ეს დათვი აქაბის წარსულიდან მოსული აჩრდილია.

წიგნის ელექტრონული ვერსია -- https://saba.com.ge/books/details/1409

სიახლეები - Page 42 Poster12

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptyThu Mar 13, 2014 5:51 pm

სიახლეები - Page 42 Wardg-10

წიგნის დასახელება – „დიდი ძუ დათვი“ (მთის ამბავი, პროლოგითა და ეპილოგით), რომანი
ავტორი - მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი - დავით ოძელაშვილი
ტექნიკური რედაქტორი - ნიკა ხვედელიძე
გარეკანზე - თენგიზ მირზაშვილის კომპოზიცია
გამომცემელი - ვაჟა წოწკოლაური
გამომცემლობა - „საუნჯე“
CD დისკი (რომანს კითხულობს ავტორი) - სტუდია „არაგვიანი“
ყდა – მაგარი
ISBN 978-9941-451-14-0
გვერდების რაოდენობა – 152
გამოცემის წელი – 2013

ანოტაცია --
კავკასიონზე მდებარე სოფლის მცხოვრებნი დიდ ძუ დათვს ებრძვიან, რომელიც ანადგურებს სიმინდის ყანებს, ამტვრევს თაფლის სკებს, იტაცებს ცხვარ-ძროხას, ხოცავს მონადირეებს და მათ ძაღლებს, გვერდს უვლის ხაფანგებს. სოფლის ადმინისტრატორი, ბიბლიური სახელით აქაბი, იქ მცხოვრებთა დახმარებით, ცდილობს დიდი ძუ დათვის მოკვლას. და ყველა სოფლელი ხვდება, რომ ეს დათვი აქაბის წარსულიდან მოსული აჩრდილია.

წიგნის ელექტრონული ვერსია -- https://saba.com.ge/books/details/1409

https://www.facebook.com/events/1460399304192070/

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptySat May 24, 2014 4:28 pm

სიახლეები - Page 42 Afisha10

პრემიერა
2014 წლის 5-10 ივნისი, 20:00 საათი
მარჯანიშვილის თეატრის სხვენი

მიხო მოსულიშვილი - My Redbreast (ფანტასმაგორიული კომედია)

რეჟისორი - ხათუნა მილორავა
სცენოგრაფია - ლევან წულაძე, შაკო ჩაგუნავა
მუსიკალური გაფორმება - ზურა გაგლოშვილი
ინგლისური ტექსტი თარგმნა - ბაია დევსურაშვილი
რეჟისორის ასისტენტი - ლიკა მამიაშვილი

მონაწილეობენ:
* ნატა ბერეჟიანი (სოფო) - http://www.geotheatre.ge/ge/person.php?ID=726
* ანა სანაია (შოკა) - http://www.geotheatre.ge/ge/person.php?ID=1682
* ზაზა გოგუაძე (ჩიტო) - http://www.geotheatre.ge/ge/person.php?ID=603
* ზაზა იაკაშვილი (ბაქსტერი) - http://marjanishvili.ge/ge/staff/stars?25
* მარიამ სუჯაშვილი (ელისი) - https://youtu.be/DS9764Lmrlo
* კოკო როინიშვილი (თოკო) - http://www.geotheatre.ge/ge/person.php?ID=959

"მე სულ შენი მეჟოლია ჩიტი ვიქნები, ბაქსტერ!“ - აი, სოფი დორნერის ბოლო სიტყვები...


ბმული -
* http://marjanishvili.ge/ge/repertoire/small-stage?184
* http://www.biletebi.ge/default.aspx?id=22&EventID=246034

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptyTue Jan 06, 2015 11:22 am

სიახლეები - Page 42 Qartuli+Audio+Literatura

ქართული აუდიო ლიტერატურა - 5 ტომი ©️ 2006
[From ERM0NIA's own home collection]

თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ წაკითხული საკუთარი ნაწარმოებები. ეს უნიკალური 5 კომპაქტ–დისკიანი გამოცემაა, რომელიც სამწუხაროდ არსად გაყიდულა.

ქართული აუდიო ლიტერატურა - 5 ტომი ©️ 2006


ტომი I (CD 1):

01-02-ბესიკ ხარანაული
03-11-გივი ალხაზიშვილი
12-ლაშა თაბუკაშვილი
13-35-ეთერ თათარაიძე
36-მიხეილ ანთაძე
37-მაკა ჯოხაძე
38-მაკა მიქელაძე
39-40-მიხო მოსულიშვილი


ტომი II (CD 2):

01-ზაალ სამადაშვილი
02-თამრი ფხაკაძე
03-11-შოთა იათაშვილი
12-ბესო სოლომონაშვილი
13-ირაკლი სოლომონაშვილი
14-16-შალვა ბაკურაძე


ტომი III (CD 3):

01-მამუკა ხერხეულიძე
02-ანუკი კორძაია-სამადაშვილი
03-13-ზურაბ რთველიაშვილი
14-თეონა დოლენჯაშვილი
15-ლევან ბერიძე
16-22-ნიკა ჯორჯანელი


ტომი IV (CD 4):

01-თამუნა ყურაშვილი
02-არჩილ ქიქოძე
03-05-ზვიად რატიანი
06-ირაკლი ჯავახაძე
07-17-უჩა ზაქაშვილი
18-რეზო თაბუკაშვილი
19-41-გაგა ნახუცრიშვილი
42-ბესო ხვედელიძე
43-54-გიორგი გამსახურდია
55-60-ლუკა ბაქანიძე


ტომი V (CD 5):

01-სანდრო კაკულია
02-ლექსო ტურიაშვილი
03-18-დავით დეფი გოგიბედაშვილი
19-27-გიო ზანგური
28-38-გიორგი შალამბერიძე
39-41-სოფო გოდუაძე
42-44-ნიკა ანთაძე
45-46-თაკო ბუიღლიშვილი

Size: 290.3 MB
Playtime (all): 06:52:25
Bitrate: 128 kb/s (Joint Stereo)

Download:
ქართული აუდიო ლიტერატურა - 5 ტომი [2006] -- mediafire.com file/n6vmszpvhaiaju1/Tanamedrove+Qartuli+Literatura.rar
Password: erm0nia

Arrow


Last edited by Admin on Thu Apr 04, 2019 1:52 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptySat Jun 06, 2015 2:24 pm

სიახლეები - Page 42 Vazha-11

გულო, არ გასტყდე, გამაგრდი...

ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან ასი წელი 2015 წლის 27 ივლისს სრულდება. ამ დღეს გაიმართება ტრადიციული დღესასწაული „ვაჟაობა“ ჩარგალში. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სწორედ ამ დღეს ელოდებიან ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენის წარმომადგენლები: მწერლები და ლიტერატორები, ხელოვნების სხვა დარგების მოღვაწეები, მეცნიერები, სტუდენტობა, სკოლების მოსწავლეები, მათი მშობლები, მოკლედ, ყველა მოელის ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის დაწესების შესახებ სამთავრობო, ოფიციალურ განცხადებას...

ხოლო იმის შესახებ, თუ როგორ მოვედით აქამდე, მხოლოდ სამ თარიღს შეგახსენებთ:

1. 2013 წლის 26 ოქტომბერი -- საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჩარგალში გამართულ „ვაჟაობაზე“ განაცხადა: „ვაჟა-ფშაველა არის უდიდესი მოღვაწე და ჩვენ ქვეყანას მისი სახელობის პრემია უნდა ჰქონდეს!.. პრემია ჰუმანიზმისთვის დაწესდება და მას კულტურის და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ადამიანები მიიღებენ".

2. 2014 წლის 19 თებერვალი -- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიცატივით, სოციალაურ ქსელში Facebook შეიქმნა სპეციალური გვერდი „ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიისათვის“ - https://www.facebook.com/pages/ვაჟა-ფშაველას-სახელმწიფო-ლიტერატურული-პრემიისათვის/772330226130323?sk=timeline, რათა საზოგადოებას ღიად ემსჯელა ამ პრემიის შესახებ. იმართებოდა განხილვები კულტურის სამინისტროში, ინსტიტუტებში, სკოლებში; იყო მიზნობრივი გადაცემები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით; სოციალური ქსელის ზემოთ დასახელებულ გვერდზე ქვეყნდებოდა მოსაზრებებიც და მერე მიმდინარეობდა მათზე მსჯელობაც... დღეისათვის ამ გვერდის მხარდამჭრია 4394 წევრი და აქ გამოთქმულია ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენის წარმომადგენლის დადებითი აზრი ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით.

3. 2014 წლის 27 ივლისი -- საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩარგალში გამართულ მორიგ „ვაჟაობაზე“ განაცხადა:
„2015 წელს სრულდება ასი წელი ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან... ასი წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც დაგეგმავს შესაბამის ღონისძიებებს. მოგეხსენებათ, შარშან, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აქ, ვაჟაობის დღესასწაულზე გააღრერა ინციატივა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით, და მე მინდა, დაგიდასტუროთ, რომ სამთარობო კომისია, რომელიც შეიქმნება უახლოეს დღეებში, ამ საკითხზე მიიღებს გადაწყვეტილებას“.

ჰოდა, მოდით, ჯერ ვაჟა-ფშაველას 1904 წელს დაწერილი ერთი კარგი ლექსი გავიხსენოთ, და ისე დაველოდოთ 2015 წლის 27 ივლისს და იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი მოლოდინი არ გამტყუნდება...


ვაჟა-ფშაველა

გულო, არ გასტყდე!
(სიმღერა)

გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,
კლდეო, კლდედ იდეგ სალადა!
რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა,
მეცა გყევივარ ავადა.
ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს,
ნუ დავბერდებით შავადა.

სინათლე ნუმც გაგიქრება
და სხივი - მოძმეთ ნუგეში,
ანდერძსა მამა-პაპისას
ფრთხილად ვინახავ უბეში.
ძალნო ცისანო, გვიშველეთ,
საწყალთ ნუ ჩაგვყრით წუმპეში!

გულს ნუ მომიკლავ, უფალო,
იმედს ნუ დამინიავებ,
დაზიანებულს სიცოცხლეს
მეტად ნუ დამიზიანებ;
მიშველე რამა, შენს მადლსა,
წამალს ნუ დამიგვიანებ!

არ მინდა, თავს ლეშად ვგრძნობდე,
უსულოდ გდებულს, ტიალად;
სვავნი, ორბნი და კაჭკაჭნი
მათრევდენ, მჭამდენ ზიარად.
ნუ გადამაქცევ, უფალო,
შხამისა სასმელ ფიალად!

კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზე
გავტყდე, ეს რაღა შნო არი?!
სიმტკიცე მიჭირს დიადი,
ეხლა ისეთი დრო არი.

გამშორდი, სულით სიდაბლევ,
გზაო, მაშინებ ვეღარა,-
იმ თავად, ჩემო სავალო,
შენზე ეკალი ეყარა.
გაკაწრულ-გაფხაჭულები
დღესაც ისევ მჭირს ბევრგანა.
ვიცოდი ძალიან კარგად,
ეს უნდა გადამეყარა
და დღესაც ისევ ძველებრივ
უნდა ვიხადო ბეგარა.
გულო, გაკლდევდი, გამაგრდი,
ნისლი ნუ გადაგეფარა:
თუ აქამომდე გავძელით,
დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა.

1904

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptyThu Jan 25, 2018 2:54 pm

სიახლეები - Page 42 Modern10

2018 წლის 5 თებერვალს , 13.00 სთ-ზე, "ცოცხალი წიგნები" გიწვევთ ინგლისურენოვანი ალმანახის "თანამედროვე საქართველო. პოეზია,პროზა" წარდგენაზე. ალმანახი 57 ავტორის ნაწარმოებების ინგლისურენოვან თარგმანებს აერთიანებს. დართულია ავტორთა ფოტოები და ბიოგრაფიები.
გთხოვთ, მობრძანდეთ, ავტორებიც და მთარგმნელებიც!
მისამართი : თბილისი, სანაპიროს 4, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მე-5 სართული, საპრეზენტაციო დარბაზი.
ავტორებს აქვე გადაეცემათ საავტორო ეგზემპლიარები.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptySun Jan 27, 2019 2:15 pm

„ქართულ ახალ მედიაში, არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ლიტერატურული ბლოგი ,,არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა“ . იგი ლიტერატურული ფორუმია, რომელსაც 500,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს მთელ მსოფლიოში და 2008 წლის 9 ნოემბერს შეუერთდა ინტერნეტ სივრცეს. ,,არმურს“ - ,,არილი“-სგან განსხვავებით აქვს სოციალური ქსელის ფუნქციაც, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დაამატოს საკუთარი შემოქმედებითი პროდუქტი და ჰქონდეს წვდომა ფორუმის წევრებთან, ეს კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებრივ ინტერესს ფორუმის მიმართ და განაპირობებს ბლოგის პოპულარობას. ,,არმურს“ ასევე აქვს რეკლამისთვის განკუთვნილი ბანერები, რაც მის კომერციულობას განაპირობებს. მათი საშუალებითაც ,,არმურის“ დირექტორიატი სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებასა და კონკურსს ატარებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.“ --

©️ ლიტერატურული ბლოგინგი ქართულ ახალ მედიაში, შალვა ბერიანიძე, თბილისი 2018.

ბმული:
* https://geoambebige.blogspot.com/2018/10/blog-post.html

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptyTue Feb 05, 2019 9:20 pm

რევაზ ინანიშვილი - გადაცემაში „ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ", 2019 წლის 10 თებერვალს, 18:30

©️ „ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ", 10 თებერვალი, კვირა, 18:30, 2019, საზოგადოებრივი მაუწყებელი

წამყვანი – ზურა ყიფშიძე
ჟურნალისტი - სალომე გელაშვილი
რეჟისორი - მიხეილ ჭიაურელი
რედაქტორი - ნინო ბიწაძე
პროდიუსერი - მზია ლომთათიძე


გადაცემათა ციკლი „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“ მოიაზრება, როგორც მივიწყებულ ქართველ მსახიობთა, რეჟისორთა, მწერალთა, სკულპტორთა, მუსიკოსთა და მხატვართა პორტრეტები – გახსენება მათი შემოქმედებითი და პირადი ცხოვრების.

გადაცემა ჩაფიქრებულია, როგორც ვიდეოფილმი, 26 წუთიანი ქრონომეტრაჟით, კვირაში ერთხელ.

ბმული:
* https://www.facebook.com/Hoplachvenvtsotskhlobt/videos/255776471987759/
* https://1tv.ge/show/hopla/?tab=overview
* https://www.facebook.com/Hoplachvenvtsotskhlobt/

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 EmptyTue Feb 19, 2019 1:49 pm

სიახლეები - Page 42 Avto_v13

„არმურის“ ადმინისტრატორებისა და რედაქტორების განცხადება

„არმურის“ ფეისბუკის გვერდზე 2019 წლის 17 თებერვალს წაშლილი დაგვიხვდა ანა კორძაია-სამადაშვილის, გელა ჩქვანავას, ლალი გულისაშვილისა და ბაადურ ბალარჯიშვილის პორტრეტები და მათი გვერდების მისამართები „არმურზე“. ხოლო თავად „არმურზე“ მათი გვერდების თავზე აღარ იყო ფეისბუკის მოწონებების აღმნიშვნელი ღილაკი, რომელზეც იწერებოდა ხოლმე, რამდენმა ადამიანმა მოიწონა ეს გვერდები ფეისბუკიდან.
ამ გვერდების გაზიარება რომ ვცადეთ ფეისბუკზე, გაჩნდა შემდეგი წარწერა:

Warning: This Message Contains Blocked Content
Your message couldn't be sent because it includes content that other people on Facebook have reported as abusive.
(„გაფრთხილება: ეს მესიჯი შეიცავს დაბლოკილ შიგთავსს,
თქვენი მესიჯის გაგზავნა არ შეიძლება, რადგან იგი შეიცავს შინაარსს, რომელზეც სხვა ადამიანებმა Facebook-დან შეგვატყობინეს, რომ იგი არის შეურაცხმყოფელი“).

იგივე მდგომარეობა მეორდება „არმურის“ სხვა გვერდებზე და საბოლოო ჯამში გარკვეული „ფეისბუკელი“ ჯგუფისათვის „შურაცხმყფელი“ აღმოჩნდა შემდეგი ავტორების გვერდები, სადაც წარმოდგენილია მათი ფოტოები, ბიოგრაფიები და ნაწარმოებები:

მირზა გელოვანი
ჯემალ ქარჩხაძე
ვახტანგ ჯავახაძე
რეზო ჭეიშვილი
გოდერძი ჩოხელი
ბაადურ ბალარჯიშვილი
ლაშა თაბუკაშვილი
ლელა სამნიაშვილი
ქეთი ნიჟარაძე
მიხო მოსულიშვილი
ნინო სადღობელაშვილი
ლალი გულისაშვილი
თამრი ფხაკაძე
ნათია როსტიაშვილი
ეკა კვიციანი
ირაკლი ლომოური
ზაზა ბიბილაშვილი
თემურ ჩხეტიანი
ნინო ნეკერიშვილი
ომარ თურმანაული
ამირან არაბული
ანა კორძაია-სამადაშვილი
ირაკლი ჯავახაძე
ხათუნა ცხადაძე
გელა ჩქვანავა
ლუკა ბაქანიძე

მოკლედ, ფეისბუკურ ენაზე ამას „დარეპორტება“ ჰქვია, რაც მასიურად ხდება ხოლმე, არასასურველი პიროვნების გვერდის დაბლოკვის მიზნით და რაც „არმურისა“ და მისი ავტორების შემთხვევაში განხორცილედა კიდევაც.
ეს დაბლოკვა ფეისბუკის ადმინისტრაციისგან რამდენ ხანს გრძელდება, არ ვიცით. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ხომ მოიხსნება და მერე ისევ თავიდან უნდა იზრუნონ მორიგი დარეპორტების აქციისთვის, ალბათ.
არადა, ვისთვის და რანაირი ხალხისთვის უნდა ყოფილიყო ზემოთჩამოთვლილი ავტორების ნაწარმოებები შეურაცხმყოფელი, გაუგებარია.
გასაგები და იოლად მისახვედრი კი ისაა, რასაც სულხან-საბა ორბელიანი ამბობს - „შური არს მწუხარებაი სხვისა კეთილსა ზედა“.
19 თებერვალი, 2019 წელი.

ბმული:
* https://www.facebook.com/armuri

Exclamation
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




სიახლეები - Page 42 Empty
PostSubject: Re: სიახლეები   სიახლეები - Page 42 Empty

Back to top Go down
 
სიახლეები
Back to top 
Page 42 of 42Go to page : Previous  1 ... 22 ... 40, 41, 42

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: