არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ლი ცინ-ჯაო

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ლი ცინ-ჯაო Empty
PostSubject: ლი ცინ-ჯაო   ლი ცინ-ჯაო EmptyMon Mar 02, 2009 11:18 pm

ლი ცინ-ჯაო 419851
ლი ცინ-ჯაო ჩინურად 李清照

ბიოგრაფია ინგლისურად - http://en.wikipedia.org/wiki/Li_Qingzhao

ჯარჯი ფხოველის მიერ თარგმნილი ძველი ჩინური პოეზიის მცირე ანთოლოგია - ”ყვავილი სარკეში”:

ლი ცინ-ჯაო (1084 – 1151) - სონგების დინასტიის ხანის პირველი ჩინელი პოეტი ქალი. მას ”ტკბილ-ხმოვანი საფოს” შემდეგ მიიჩნევდნენ ქალთა პოეზიის მეტრად. დაიბადა შანდუნის პროვინციაში. მისი მამა გახლდათ დიდვეზირი და ლიტერატორი. ბედის ტრიალმა პოეტი ქალი არაერთხელ დააშორა მშობლიურ ადგილებსა და საყვარელ მეუღლეს. სწორედ განშორებისა და მოგონების სევდა მსჭვალავს ლი ცინ-ჯაოს ლექსთა წიგნს, რომელსაც ”თლილი იასპის სტრიქონები” დაარქვა თავად ავტორმა.

ლი ცინ-ჯაო Wenxue11_01


Last edited by ადმინისტრატორი on Tue Mar 03, 2009 2:38 am; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ლი ცინ-ჯაო Empty
PostSubject: Re: ლი ცინ-ჯაო   ლი ცინ-ჯაო EmptyMon Mar 02, 2009 11:28 pm

ლი ცინ-ჯაო 200px-Li_Qingzhao_statue
Statue of Li Qingzhao in the Li Qingzhao Memorial, Jinan

***
ისევ ვხედავ სიშორეებს ცისფერს,
მწუხრის კარად დიან ნისლის ქულები,
ჩვენ, ორივე შევზარხოშდით ისე -
დავივიწყეთ გზები დასაბრუნები.

სიამენი მიიწურნენ ნელა,
აწ ნიჩბების მალი მოსმა გველის.
გარეშემო ლოტოსის ზღვა ელავს,
ლოტოსია და ფათალო სველი.

ახლა ხოფებს მოვუსხდებით ისევ,
მკერდზე შხეფი გადაგვევლოს უნდა...
შორს შემკრთალი თოლიები წიაქით
მიფრინავენ,
მიფრინავენ გუნდად.


თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.


Last edited by ადმინისტრატორი on Tue Mar 03, 2009 12:13 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ლი ცინ-ჯაო Empty
PostSubject: Re: ლი ცინ-ჯაო   ლი ცინ-ჯაო EmptyMon Mar 02, 2009 11:52 pm

ლი ცინ-ჯაო Li_QingZhao



***
გამდნარა უკვე დაისის ოქრო,
მწუხრის მზე ადგათ
იასპის ნისლებს.
ჩემთან აღარ ხარ, წუხილის ბოქლომს
სული მიენდო,
შორსა ხარ ისევ.

და შებუმბლული ტირიფი ბოლავს,
და თავს მახსენებს ფლეიტა მოთქმით.
მღერის ფლეიტა ჭკნობაზე მხოლოდ
და იდუმალი რიალებს ორთქლი.

უკვე გავიდა იუანსიაო,
იგი გვიტოვებს სიხარულს ნანატრს.
მაგრამ დაგყეფენ თავზე ქარები...
შავი ღრუბლები დაგვტოვებს განა?

მე მეგობრები მეწვივნენ. ეტლი
გვიცდის დიადი. იდიდე, ლხინო!
სიმარტოვე მსურს,
არ მინდა მეტი -
არცა სიმღერა
და არცა ღვინო.


თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.


Last edited by ადმინისტრატორი on Tue Mar 03, 2009 12:13 am; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ლი ცინ-ჯაო Empty
PostSubject: Re: ლი ცინ-ჯაო   ლი ცინ-ჯაო EmptyTue Mar 03, 2009 12:12 am

ლი ცინ-ჯაო Lqz1



***
როგორც იქნა, ჩადგა ქარის ხველა,
ყვავილები ძირს გაშლილა ნისლად.
ვეღარა ვწევ მე დაღალულ ხელებს,
ნაღვლით მავსებს მიწურვილი დღისა.

უცვლელია ეს ქვეყანა, ვხედავ.
შენ არა ხარ, მწუხარებას ჩემსას
ვინღა იგრძნობს, ვინღა იცნობს, ნეტავ.
ცრემლი მცვივა, ვერ ვაჩერებ ცრემლსა.

გაზაფხულზე შუანსია კარგი,
უკეთესი არ მეგულვის არსად.
ო, რომ შევძლო, ავიკრიფო ბარგი,
შუნსუნისკენ ავედევნო წყალსა...

მაგრამ ნავი განა ზიდავს კიდევ
ვარამს, მე რომ მომდებია გესლად...
ვშიშობ, როცა მოვცილდები კიდეს,
ძირს წავალ და დავემხობი ფსკერსა...


თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ლი ცინ-ჯაო Empty
PostSubject: Re: ლი ცინ-ჯაო   ლი ცინ-ჯაო EmptyTue Mar 03, 2009 12:34 am

ლი ცინ-ჯაო Li_Kung-lin
A painting of court ladies and one man on horseback, dressed in upper class outing apparel, a 12th century painting by Li Gonglin, as well as a remake of an 8th century original by Tang artist Zhang Xuan.



***
მოვიდა თოვლი, მეიხუაც გაშლილა უკვე,
ყოველთვის ამ დროს ჰყვაოდა იგი.

მოვწყვიტე ტოტი ალისფერი და ჩავაწანი,
ის ჩავაწანი ყვავილთა გვირგვინს.

ვაგლახად გახმნენ ყვავილები, აღარ მამკობენ,
აღარც ელვარებს გვირგვინი ჩემი.

და ცრემლი მცვივა წუხილისა, ცრემლმა ამკაფა,
ჩამომეცვარა სამოსი ცრემლით.

და მარტოდმარტო ვეგებები შორეთს მყოფელი,
ახალ წელს ვხვდები დიაცი ობლად.

ვეღარ ვიხსენებ, როს შემფიფქა ჭაღარამ ასე,
ან როდის იქცა სიბერედ ყოფნა.

საღამოვდება. დაიხუვლებს მწუხრის ხანს ქარი.
უკვე ახლოა წყვდიადის რიგი...

აწ მეიხუას ნუღარ ეძებთ, ვერ ნახავთ უკვე -
მიწურვილა და დამჭკნარა იგი.


თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.

ლი ცინ-ჯაო Liqingzhao

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ლი ცინ-ჯაო Empty
PostSubject: Re: ლი ცინ-ჯაო   ლი ცინ-ჯაო EmptyTue Mar 03, 2009 12:53 am

ლი ცინ-ჯაო Lqz



***
უსასრულო ღამემ როდი მომიტანა
სიხარული მწუხარების მერე.
სულ ამაოდ ვიჩქაროდი ჩაიანში,
სიზმრის გზებიც სულ ამაოდ ვთელე.
კარგად ვიცი, გაზაფხული დარიანი
დაგვანახვებს სილამაზეს რამდენს.
აგიზგიზდნენ ყვავილები მთვარიანში
და ჩრდილები აიზიდნენ ცამდე.
მაგიდაზე სასმისების ქაოსია,
სურათია გარდასულის დღეთა.
ღვინის სურნელს ერთვის მეის სურნელი,
კბილისმკვეთი
მოჟონავს და წვეთავს.

შევზარხოშდი და ყვავილებს ვეუბნები:
”რატომ გიკვირთ ეს ჭაღარა, ნეტავ?
გაზაფხულის დღეებიც ხომ დათვლილია,
ჭკნება იგი ჩვენს დღეებთან ერთად”.


თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.

ლი ცინ-ჯაო 64d71e296a038970361ae875556500b1
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ლი ცინ-ჯაო Empty
PostSubject: Re: ლი ცინ-ჯაო   ლი ცინ-ჯაო EmptyTue Mar 03, 2009 1:09 am

ლი ცინ-ჯაო Bampfa_1967.12_1_2



***
ფიქრი. ფიქრი. გულში სევდის არილია,
მზაფრავს და მეხვევა იგი.
ავდარია, აწ ყოველი აირია,
სიცარიელეა ირგვლივ.

შუქი იალებს და ისევ წყვდიადია,
ყიამეთს გავყურებ ისევ.
უამინდობისას ღვინოც უძლურია -
ნათელს ვერ დაგვაფენს პირზე.

მწუხრში მწუხარე ხმა მიწყდა, მიილია:
”ძველო მეგობარო, გტოვებ!”
სივრცეს გარჭობილი ბატის წივილია -
შორეთს რომ შეწვდენას თხოვენ.

აქ იყო ქრიზანთემას ბაღი აღერილი,
ჰყვაოდა, ჭკნებოდა, ძველის -
ძველი ვისღა ახსოვს, სიმწრით დაფერილი?
მხოლოდღა მეუფებს მტვერი.

სარკმელთან ვდგავარ, რაღაცას მოველი და
ისევ მწუხარება მათოვს.
უბედურ ცხოვრებას ვეღარ მოვერიდე -
წვიმაა, წვიმაა მარტო.

უტუნი ფესვებამდე სველი არის,
მიმწუხრის ნათელიც მიდის.
და ცას, თითქოს ჩემი სული არი,
ედება წყვდიადი დიდი.


თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.

ლი ცინ-ჯაო 7ff6d2d4672c6ffb3ab69aa9febefa67
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ლი ცინ-ჯაო Empty
PostSubject: Re: ლი ცინ-ჯაო   ლი ცინ-ჯაო Empty

Back to top Go down
 
ლი ცინ-ჯაო
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: