არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ირმა მალაციძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptySun Mar 01, 2009 9:28 pm

ირმა მალაციძე Irma_m11
Irma Malatsidze

ირმა მალაციძე
მწერალი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი და ჟურნალისტი

დაიბადა 1968 წელს, ქ.ხაშურში. 2002 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინსტიტუტი _ კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტი; არის საქველმოქმედო პროექტის "ზღაპრები ირმა მალაციძისაგან" ავტორი (10 ზღაპრის აუდიოჩანაწერი, რომლის გმირებსაც ახმოვანებენ ცნობილი პოლიტიკოსები. აუდიოკასეტები უფასოდ გადაეცა უსინათლო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს).
საბავშვო ჟურნალ "დილის" მიერ გამოცხადებული კონკურსის "ახალი სახელები ქართულ საბავშვო მწერლობაში" პირველი პრემიის მფლობელი;
ლიტერატურული კონკურსების "პენ-მარათონი" და "ლუარსაბ თათქარიძე" ფინალისტი და ლიტერატურული კონკურსის "საბა" ნომინანტი. ლიტერატურული კონკურისის „პენ-მარათონი-2018“ გამარჯვებული ფრანკფურტში.
სისტემატიურად იბეჭდება ლიტერატურულ გამოცემებში. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებში.
ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი აუდიოზღაპრების ავტორი, რომელიც შეიქმნა გაეროს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას” დაკვეთით (2004).
საბავშვო პიესა "სატკბილეთის ქვეყანა" დაიდგა ქუთაისის თოჯინების თეატრის სცენაზე, (2009).
არის საბავშვო ლიტერატურის ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

წიგნები:
* "სატკბილეთის ქვეყანა"; (საბავშვო პროზა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2004);
* "ფატია" (პროზაული კრებული. გამომცემლობა "სიესტა", 2004)
* "ქერამუჭას სკოლა" (საბავშვო პროზა);
* ვლადიმერ ვისოცკი "ვენური არდადეგები" (თარგმანი, პროზაული კრებული. გამომცემლობა "სიესტა", 2009წ)
* "ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში" (საბავშვო პროზა, გამომცემლობა "პეგასი", 2009)
* "სამშვენიეროს ლამაზმანები" (საბავშვო პროზა, გამომცემლობა "შემეცნება" 2010)

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ირმა_მალაციძე
* https://www.lit.ge/books/2-9805-irma-malacidze/
* https://www.facebook.com/imalatsidze
* http://book.gov.ge/en/author/malatsidze-irma/190
* http://agency.apgeorgia.com/Irma_Malatsidze.html


პენ-მარათონი 2018 ფრანკფურტში - გიორგი კეკელიძე #ახალიდღისთვის
Georgian Broadcaster
Published on Oct 16, 2018
მოგზაურობიდან დაბრუნებული წიგნები. პენ-მარათონი 2018 ფრანკფურტში და გამარჯვებული ავტორები გიორგი კეკელიძის რუბრიკაში.
ავტორები: ალეკო შუღლაძე – მწერალი; ირმა მალაციძე – მწერალი.

Arrow


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 9:24 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptySun Mar 01, 2009 9:31 pm


საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე
TV ertsulovneba
Published on Jan 26, 2016

Exclamation

ირმა მალაციძე

სევდია და ფიქრია

ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში, მწვანედ შეღებილ, კოხტა სახლში ერთი პატარა გოგონა ცხოვრობდა. ის გამუდმებით თავის მშვენიერ, თეთრ ოთახში იჯდა და ეზოს სევდიანი თვალებით გაჰყურებდა. მართალია, ეზო სულ მწვანეში იყო ჩაფლული და იმის ყურებას არაფერი სჯობდა, მაგრამ გოგონა მაინც ძალიან დაღონებული იყო. შემოდგომაზე ფოთლები წითლად და ყვითლად იფერებოდა, ზამთარში თოვლი ფარავდა ხეებს და ბუჩქებს, გაზაფხულზე კი თეთრი კვირტებით იმოსებოდა არემარე, მაგრამ გოგონას მაინც არაფერი ახარებდა _ გაჰყურებდა ამ სილამაზეს და დუმდა.
აღარავის ახსოვდა, რა ერქვა გოგონას _ ყველა სევდიას ეძახდა. ამაზე შესაფერის სახელს კაცი მართლაც ვერ მოიგონებდა. ასე გადიოდა დრო, გოგონა კი კიდევ უფრო სევდიანდებოდა. არავინ იცოდა მისი დარდის მიზეზი _ არავის ანდობდა თავის ფიქრებს.
სევდიას სახლის მახლობლად მეორე სახლიც იდგა, ფერად-ფერად ყვავილებში ჩაფლული. ამ სახლში სხვა გოგონა ცხოვრობდა. სევდიასავით ისიც სულ ჩაფიქრებული გაჰყურებდა არემარეს. რაზე ფიქრობდა, არავინ იცოდა. არც მისი სახელი ახსოვდა არავის, რადგანაც დიდი ხანია ყველა ფიქრიას ეძახდა. იჯდა ფიქრია თავის ვარდისფერ ოთახში და ფიქრსა და ოცნებაში ატარებდა მთელ დროს. ეხვეწებოდნენ მშობლები აქეთ ფიქრიას, იქით სევდიას, გადი, ეზოში გაისეირნე, ნახე, გარეთ როგორი სურნელია, როგორ ყვავის ყველაფერი, ან თანატოლებთან მაინც ითამაშეო, მაგრამ ერთიც და მეორეც ჯიუტად ისხდნენ და გარეთ ფეხს არ ადგამდნენ.
ერთ მშვენიერ დღეს ყველასგან მოულოდნელად ფიქრიამ გასეირნება გადაწყვიტა. თითქოს რაღაც იგრძნოო, სევდიასაც სწორედ ამ დროს მოუნდა ეზოში გასეირნება. ორივე გოგონა თითქმის ერთდროულად გამოვიდა ამწვანებულ ეზოში და რამდენიმე წუთში ერთმანეთს შეხვდა.
_ რა გქვია? _ შეეკითხა ფიქრია და გოგონას ყურადღებით დააკვირდა.
_ მე _ სევდია. შენ?
_ მე ფიქრიას მეძახიან.
_ უცნაურია, რატომ დაგარქვეს ეს სახელი?
_ იმიტომ, რომ ფიქრი მიყვარს. დღედაღამ ვზივარ და ვფიქრობ. შენ რატომ დაგარქვეს სევდია?
_ მე სულ სევდიანი ვარ და იმიტომ.
_ რამ დაგასევდიანა?
_ რამ და... მართალია, აქამდე არავისთვის გამიმხელია, მაგრამ შენ არ დაგიმალავ _ იმან დამასევდიანა, რომ სულ მარტო ვარ _ არც და მყავს, არც ძმა. სახლში კი ისეთი მოწყენილობაა, დავსევდიანდებოდი, აბა, რა იქნებოდა.
_ ჰო, მართლაც ძნელია, _ ამოიოხრა ფიქრიამ.
_ შენ? შენ რატომღა გქვია ფიქრია?
_ მე სულ ჩაფიქრებული დავდივარ და იმიტომ.
_ შენ რაზე ფიქრობ?
_ უამრავ რამეზე. განსაკუთრებით კი იმაზე, რომ ძალიან მინდა მქონდეს პუანტები და ვცეკვავდე. ზამთარში, თოვლი რომ მოდის, ფიფქებს ვუყურებ ხოლმე და ძალიან მინდა, მეც მათსავით შემეძლოს ფარფატი. ლამაზი, თეთრი კაბა მეცვას, ფეხზე თეთრი, პრიალათასმიანი პუანტები მეცვას...
ამის თქმა იყო და ფიქრიამ ისე ამოიოხრა, გულიც თან ამოაყოლა. სევდიამაც ამოიოხრა, ჩამოსხდნენ გოგონები ძელსკამზე და ჩუმად დაუწყეს ყურება ამწვანებულ ქუჩას.
უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, სევდია ადგილზე შეხტა:
_ სულ დამავიწყდა, შარშან, დაბადების დღეზე ახალთახალი პუანტები მაჩუქეს, მე კი ცეკვა არ შემიძლია, ამიტომ ყუთში მაქვს შენახული. გაჩუქებ და რამდენიც გინდა, იმდენი იცეკვე.
ფიქრია უცებ გამოცოცხლდა:
_ შეუძლებელია, ნუთუ მე პუანტები მექნება და ცეკვას შევძლებ!
_ რა თქმა უნდა, _ სიხარულით შესძახა ისევ სევდიამ.
მაგრამ უცებ ფიქრია ისევ ჩაფიქრდა:
_ მაგრამ შენ რა გეშველება, შენს ოცნებას რომ ვერ აიხდენ?
სევდიაც ისევ დასევდიანდა.
_ იცი რა, თუ გინდა, მე ვიმეგობრებ შენთან და შენც მარტო აღარ იქნები. შეგვიძლია მთელი დღეები ერთად გავატაროთ, ერთად ვითამაშოთ. შენ იცეკვებ, მე კი შენი მაყურებელი ვიქნები...
_ მართლა შეგიძლია, ჩემი მეგობარი გახდე? _ სიხარულით შესძახა სევდიამ.
იმის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. გოგონები აღარ ისხდნენ მარტოდმარტო, თავ-თავიანთ ოთახებში და მთელ დღეს ეზოში ატარებდნენ. საღამოობით ფიქრია იცვამდა თეთრ პუანტებს და თოვლის ფიფქივით ჰაეროვნად დაქროდა, თითის წვერებზე ტრიალებდა და ცეკვავდა. აღარც სევდია გრძნობდა თავს ეულად _ ახლა მას მეგობარი ჰყავდა. ორივე ძალიან ბედნიერი იყო. პატარა ქალაქის გარეუბანში ისევ ისე მოდიოდა თოვლი, ისევ ხმებოდა შემოდგომაზე ფოთლები, ისევ იფურჩქნებოდა ვარდის ბუჩქები გაზაფხულზე და ისევ მწვანედ გაუდიოდა ხასხასი ხეებს ზაფხულობით. მაგრამ ახლა ისეთი მოწყენილობა აღარ იყო, როგორც წინათ, ახლა სევდია და ფიქრია ძალიან ბედნიერები იყვნენ.

Exclamation

ირმა მალაციძე Thumb_5bf3d03951210

სატკბილეთის ქვეყანა
ირმა მალაციძე;

კატეგორია: საბავშვო საკითხავი
სერია: საბავშვო პროზა
ფორმატი: 13 x 20
გვერდების რაოდენობა: 96
ყდა: მაგარი
გამოცემის თარიღი: 2004
ISBN: 99940-30-26-4


ფასი: 7 ლარი

სატკბილეთი ზღაპრული ქვეყანაა, სადაც ყველაფერი ტკბილი და გემრიელია.
სახლები მურაბის ქილებს ჰგავს, ციდან ტკბილი წვიმა მოდის, შოკოლადის ჯებირებს შორის ლიმონათის მდინარე მოედინება. დღისით ფორთოხლის მზე ანათებს, ღამით ბანანის მთვარე ამოდის. თავისუფალ დროს აქ სულ ცეკვა-თამაშში ატარებენ და ეჭვადაც არა აქვთ, რომ სამწერეთის ბოროტი და შურიანი მეფე ნესტარ მეორე სატკბილეთის აოხრებას აპირებს.

Exclamation
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 3:27 pm

ირმა მალაციძე Irma_m10

ირმა მალაციძე

ვირიკელას მეჯლისი

ერთ სოფელში ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ვირიკელა ცხოვრობდა. დღისით საპალნეს დაათრევდა, საღამოს კი ნამჯას ცოხნიდა. მართლაც რომ ვირულად შრომობდა და ბედ-იღბლით, რასაკვირველია, უკმაყოფილო გახლდათ. ერთხელაც ვირიკელას ცხოვრებაში მეტად საინტერესო ამბავი მოხდა. ისეთი ამბავი, ვირიკელას თვით ყველაზე ლამაზ სიზმარშიც რომ არ დაესიზმრებოდა - მეჯლისზე მიიწვიეს. სოფლის ფოსტალიონმა პირადად გადასცა მას ნამდვილი, მარკიანი კონვერტი, რომელშიც მშვენიერი მოსაწვევი ბარათი იდო. ბარათზე ეწერა:

`ღრმად პატივცემულ ვირს!

გიწვევთ მეჯლისზე, რომელიც ხვალ,

სადილის შემდეგ გაიმართება, ტყის პირას~.

ვირს გაოცებისაგან ისედაც დიდი თვალები გაუფართოვდა.

- მე? მეჯლისზე ვარ მიწვეული?

მეზობლებმა ტაში შემოჰკრეს.

- რა მაგარია! - დაიღრუტუნა ღორმა.

- მეც ვოცნებობ მეჯლისზე! - შეჰყეფა ყურშამ.

- ძალიან გაგიმართლა, მეგობარო! - დაიკაკანა კრუხმა.

მაგრამ ვირიკელამ ყურები ჩამოყარა:

- რა ვქნა, როგორ წავიდე? ნახეთ, რა დღეში მაქვს ჩლიქები, ბეწვიც ისე გამიცვდა, არსად გამოიჩინება. ზურგიც როგორ გადამტყავდა. ასე როგორ გამოვჩნდე საზოგადოებაში, სირცხვილია...

- მართალია, ასე მეჯლისზე ვერ წახვალ, - ჯაგარი მოიქექა ღორმა.

- ნუ გეშინია, რაღაცას ვიღონებთ, - გაამხნევა ყურშამ.

- მაგრამ რას? - დაღონდა კრუხი.

- მეც არაფერი მახსენდება, - თქვა წვერის ცანცარით თხამ.

- მე კი მოვიფიქრე, - შესძახა ამაყად მამალმა და ცალ ფეხზე შესკუპდა, - ვირი ისე უნდა გამოვაწყოთ, რომ ყველას თვალთ დაუბნელდეს.

- მერედა როგორ? სად ვიშოვოთ შესაფერისი ტანსაცმელი? - ყურები ჩამოყარა ყურშამ.

- ეგ მე მომანდეთ! - თქვა ისევ ომახიანად მამალმა, შლაპა დაიხურა, დეზები შეისწორა, ქალაქის ავტობუსში ჩაჯდა და გაემგზავრა.

მეზობლებმა ერთმანეთს გადახედეს. ვირიკელამ ყურები ჩამოყარა და მსხლის ხის ქვეშ უგემურად დაიწყო ბალახის ცოხნა. `ეჰ, სად მე და სად მეჯლისი. ამის იღბალი მე ვინ მომცაო~, - ფიქრობდა.

რამდენიმე საათის შემდეგ ჭიშკართან ქალაქიდან მომავალი ავტობუსი გაჩერდა. იქიდან მამალი ჩამობრძანდა, შლაპა მოიხადა და ჩრდილში ჩამოჯდა.

- რა ქენი? - მისცვივდნენ მეზობლები.

- ძალიან დავიღალე. დაილოცოს სოფელი. ქალაქში ისეთი ხმაურია, უამრავი მანქანა, ხალხი ირევა. ჰაერი ეკოლოგიურად დაბინძურებულია. უჰ, თავი ამტკივდა.

მეგობრები ჩუმად შესცქეროდნენ მამალს და ელოდნენ - ახლა გადავა მთავარზე და ახლაო.

- აბა, რა ქენი, იშოვე რამე ჩვენი ვირისათვის? - ვეღარ მოითმინა ყურშამ.

- ჰმ! რას ჰქვია, ვიშოვე? ისე გამოვაწყობ, რომ ვერავინ იცნოს, - ამაყად თქვა მამალმა და ჩანთა გახსნა. იქიდან - ამოაწყო და ამოაწყო. აბა, თუ მიხვდებით, რა?

რა დაა! მამალი ზოოპარკში წასულა და იქაური ცხოველებისთვის რა აღარ უთხოვია - რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ უკან დააბრუნებდა. ცოტა ხანში ვირი ისე გამოაწყვეს, გუბურაში რომ ჩაიხედა, საკუთარი თავი ვეღარ იცნო.

ვირიკელას მიაბეს: ცხენის კუდი, აქლემის კუზი, სპილოს ყურები, ლომის ფაფარი და მიახატეს ზებრას ზოლები. მხოლოდ თვალები შერჩა თავისი.

- თვალები შენიც ლამაზი გაქვსო, - დაამშვიდეს მეზობლებმა. ყველა აღტაცებით შეჰყურებდა უცნაურად გამოწყობილ ვირს.

- ასეთი სილამაზე არასდროს მინახავს, - დაიკაკანა კრუხმა.

- მართლაც, ძალიან უცნაურია, - შეჰყეფა ყურშამ.

- აბა, შენ იციო, - შესძახეს მეზობლებმა და სოფლის ბოლომდე მიაცილეს.

მიდის ვირიკელა, მიბაკუნობს. ამაყად მიარხევს ცხენის კუდს, ნიავი უფრიალებს ლომის ოქროსფერ ფაფარს, სპილოს ყურებს კი მარაოსავით არხევს.

მალე ტყის პირს მიადგა. სტუმრები უკვე შეკრებილიყვნენ. ვირიკელას გამოჩენაზე ყველა გაჩუმდა და უცნაურ სტუმარს დაუწყო ცქერა.

- ეს ვინაა?

- რა უცნაური ყურები აქვს!

- რა უცნაური ფაფარი!

- გასაოცარია პირდაპირ! - აყაყანდნენ მხეცები.

- მგონი ზებრაა, - ჩაილაპარაკა მელამ.

- რა ზებრა! სად აქვს ზებრას ამხელა ყურები? მგონი სპილოა, - დაასკვნა მგელმა.

- სულაც არა, ნამდვილად ლომია, შეხეთ მის ფაფარს, - ჩურჩულებდა ტურა.

ბევრი იმსჯელეს, მხრებიც დიდხანს იჩეჩეს, მაგრამ მაინც ვერ მიხვდნენ, რა ჯიშის იყო სტუმარი.

ბოლოს მეჯლისიც დაიწყო. ყველა მხიარულობდა და ერთობოდა. მხოლოდ ვირი იყო მოწყენილი. კუდი ხელს უშლიდა, ფაფარი თვალებში ედებოდა და ვერაფერს ხედავდა. ყურებიც ისე უფრიალებდა, ვერაფერი მოეხერხებინა. ერთი სული ჰქონდა, მეჯლისი დამთავრებულიყო და შინ გაქცეულიყო. ბოლოს, მეჯლისის მეფის არჩევის დრო რომ დადგა, ყველამ ერთდროულად ვირისკენ მიიხედა. მხეცებმა ტაში დასცხეს. ვირიკელა სცენაზე აიყვანეს.

- ახლა თქვენს წინაშე წარსდგება მეჯლისის მეფე, ულამაზესი ცხოველი, რომელიც შორეული ქვეყნიდან გვესტუმრა, - გამოაცხადა კონფერანსიე მელამ.

ვირი სცენაზე ავიდა, მიკროფონთან დადგა, მაგრამ არ იცის, რა ქნას.

- გვიმღერე, გვიმღერე! - გაიმა შეძახილები.

ვირმა პირი დააღო და ისე აყროყინდა, არემარე გააყრუა. მხეცებმა ყურებზე ხელები აიფარეს, კურდღელი შეშინდა და ბუჩქებში შეძვრა, ციყვმა შვილები ფუღუროში დამალა. ყროყინებდა ვირი, თავდავიწყებით, სოფლამდე ისმოდა მისი ხმა. ბოლოს, როცა მიხვდა, რომ ყველა შეწუხდა, გაჩუმდა და მაყურებელს გადახედა.

- ეს ხომ ვირია? - აყვირდა მგელი.

დახეთ ერთი ამ თვითმარქვიას, - აჰყვა ტურა.

- აბა, აქედან მოუსვი, შე მართლა უტვინო, - მხარი აუბა მელამ.

- საფრთხობელასავით გამოწყობილა და თავს გვაწონებს, - კისკისებდნენ ციყვები.

ვირმა სპილოს ყურები ჩამოყარა, ცხენის კუდი ამოიძუა და სოფლისკენ წაჩანჩალდა. მიდიოდა დაღონებული, გულაჩუყებული და თავისი დიდრონი, ლამაზი თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.

Exclamation

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Tue Apr 02, 2019 3:41 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 3:30 pm

ირმა მალაციძე

თამარა პავლოვნა, ლუსია, ნატაშა, ლუბა და მე


ქ. კოსტრომა
1989 წ.

რა ამბავია ამდენი ქოთქოთი და ფაცი-ფუცი! ეს ხალხი ჭკუიდან შემშლის! პადუმაეშ, მთავარი ექიმი ატარებს ჩამოვლას! ჩამოივლის, თორემ ერთბაშად დიაგნოზი არ შეგიცვალოთ, აი!

ტოჟე მნე!

პირადად ჩემთვის ყველა ერთი ჭირია - გინდ ის შემოსულა, ახალგაზრდა, სათვალიანი, რა ჰქვია? ანატოლი პეტროვიჩი, გინდ სააღდგომო კვერცხივით მოხატული ექთანი, აქსანა და გინდ მთავარი ექიმი.

ერთი ამათ თავში ჩამახედა - წამოცვივდნენ დილაუთენია, სარკის წინ ჩხუბიც კი მოუვიდათ, თმა დაიბულულეს, პომადა წაითხიპნეს, ლოგინების გასწორება დაიწყეს. ზედ ბალიშები დაასკუპეს, სამკუთხედად მოკეცილი. მაინც რა მოსწონთ ბალიშების ზემოდან დაწყობა... ბალიში ლოგინში გამიგია, თავი რომ დადო და დაიძინო. ან ვერ დაიძინო, მაგრამ იფიქრო მაინც. ან ცხვრები დაითვალო. რა მნიშვნელობა აქვს, რას გააკეთებ - დადე თავი და თუ გინდა, იმღერე.

ესენი კი... რაც დარჩათ, იმ დღეებსაც უაზრო ფაცი-ფუცში ატარებენ. კაი, რაა. დაყენდით. დაიძინეთ და მეც დამაძინეთ. არ მეყო, რაც აქამდე დილაობით ლექციებზე ვირბინე, ან რასაც აწი ვირბენ?

აი, ეს კი საკითხავია - ვირბენ კი?

- Вставай, соня! - საბანზე მექაჩება თამარა პავლოვნა. იცის, რომ ვერაფერს ვეტყვი და იმიტომ მედიდგულება. ნატაშას და ლუბას, იცოცხლე, დავიფრენდი. თამარა პავლოვნა კი ძალზე პატივცემული ქალბატონია არა მარტო ჩვენს პალატაში, არამედ მთელ სართულზე და საერთოდ, მთელ საავადმყოფოში, ამიტომ მის ბუზღუნს მოკრძალებული ზმუილით ვეპასუხები.

- Сразу видно, что студентка! -- ამბობს ისევ თამარა პავლოვნა და თავს ორაზროვნად აქნევს.

დიახაც, სტუდენტი ვარ. მეორეკურსელი. ორი წელია, ამ გზაზე დავდივარ და აქამდე წარმოდგენა არ მქონდა, რა დაწესებულება იყო იმ თეთრ შენობაში, მათემატიკის აუდიტორიის ფანჯრიდან რომ მოჩანდა. ახლა კი ვიცი, მაგრამ რაღა დროს... ისე, კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა დავინტერესებულიყავი. საზრუნავი არ მქონდა, თუ რა! მოახლოებულ ჩათვლებზე მეფიქრა, დირიხლეს თეორემა მეზუთხა თუ იმის გარკვევას მოვყოლოდი, რატომ ჰქონდა იმ შენობიდან გამოსულ ხალხს მჟავე გამომეტყველება. რა ჩემი საქმე იყო. არ ემხიარულება კაცს და არ იცინის.

რა ვიცოდი, რომ ცოტა ხანში მეც აქ ამოვყოფდი თავს, თორემ უფრო ყურადღებით დავაკვირდებოდი. იქნებ ვინმე დამენახა, ფანჯარაში გადმომდგარი, ან გადმოჭყეტილი, როგორც ახლა მე - ჩემს თანაკურსელებს რომ ვუჭვრეტ, ლექციიდან მომავალთ, თორემ დილით ვინ ამაგდებს... ფანჯრის მინაზე პატარა სათვალთვალო ხვრელი გავაკეთე, თითი მივადე, ათი წუთი არ ავუშვი და ყინული ისე დავადნე. ახლა იქიდან ვიჭვრიტები-ხოლმე. არ გამიმართლა, მაინცდამაინც ზამთარში მომიწია აქ ყოფნა. ფანჯრები ისეა მოხატული, გეგონება თოვლის დედოფალმა შეუბერა და გაყინაო. ბავშვობაში ალბათ ასეც ვიფიქრებდი. ახლა კი ზღაპრების აღარ მჯერა. ან როგორ დავიჯერო, როცა ვხედავ, რა ხდება ჩემ გარშემო, ანუ როგორი ხელჩართული ბრძოლაა გამართული არყოფნასა და ყოფნას შორის. ჯერჯერობით, რასაც აქ ვუყურებ, ბედნიერი გამონაკლისის გარდა, ბრძოლა არყოფნის გამარჯვებით მთავრდება.

ვოლგაც გაყინულია. თანაც ისე, ზედ ტანკით რომ გადაიარო, ვერ გაბზარავ. პირველად რომ გაიყინა, ზემოდან სულ არ ემჩნეოდა. მეთევზეებმა ეგრევე წამოიკიდეს მწვანე ყუთები და ყინულის ბურღები და შუაგულ ვოლგაზე ჩამოსხდნენ სათევზაოდ. იმ დილით ავტობუსმა ხიდზე რომ გადაიარა, მეგონა ჰალუცინაცია დამეწყო. არასოდეს მენახა გაყინული მდინარე, თანაც ისეთი, ტალღები ჯერ კიდევ რომ ემჩნევა.. ასე რომ, წყალზე მოსიარულე ხალხის დანახვაზე რამდენჯერმე ფეხზე ვიჩქმიტე, თვალებით მოვიფშვნიტე და მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ახლა კი, ვერ გაიგებ, სად იყო მდინარე და სად ნაპირი. თოვლითაა ყველაფერი დაფარული. „ვალინკებსა და „ბუშლატებში“ გამოწყობილი მეთევზეები ყოველ დილით მოდიან, ბურღავენ ყინულს, ჩაუშვებენ ხვრელში ანკესს და მოთმინებით ელიან, როდის ჩამოჰკრავს ნიშანი. მეც ამ მეთევზეებივით ველოდები, ოღონდ თევზის ანკესზე წამოგებას კი არა, აქედან გაღწევას. არც მოთმინებით გამოვირჩევი, ვცმუკავ, ადგილს ვერ ვპოულობ. ან რა დროს ეს იყო? ნეტავი აქედან ჩქარა გამიყვანა და ვფიცავ, თეორიულ მექანიკას, კი არ ვისწავლი, დავღეჭავ! ანდრეევკინას შაქრად დავადნები და ვეტყვი, რომ მთელი ცხოვრება დირიხლეს თეორემაზე ვოცნებობდი და სამყაროში უფრო მშვენიერი კანონზომიერება არ მინახავს და არც მსმენია! კომკავშირის კრებებზეც ვივლი და ოქმებს საკუთარი ხელით დავწერ! პარტისტორიასაც ვისწავლი, ლენინის ნაშრომებს - ჩავა-ბულ-ბულებ - Шаг вперёд, два шага - назад - ნაბიჯი წინ ორი უკან! სვეტაც ასე გვამეცადინებს, ჩვენი ცეკვის მასწავლებელი, როცა „ტარანტელას“ გვადგმევინებს. ჯანდაბას, ცეკვასაც შეველევი, ოღონდ ცოტა ხნით... ერთი თვით... არა, ორი კვირით. ჰო, ორი კვირით! ღმერთო, ოღონდაც აქედან მალე გამიყვანე!

- Вот он, идет! - აწრიალდა თამარ პავლოვნა. ერთი გამაგებინა, რამ გაახარა. მთავარ ექიმს შლეიფივით მოჰყვებიან ჩვენი ანატოლი პეტროვიჩი, სართულის ექიმი, სვეტლანა ვლადიმიროვნა და ექთანი აქსანა. ცხვირზე სათვალედაკოპსებული ანატოლი პეტროვიჩი „მამაო ჩვენოსავით“ სულმოუთქმელად არაკრაკებს თითოეულის ავადმყოფობის ისტორიას. მე შენ გეტყვი და მოერიდება, პაციენტს პირში ნუ მივახლი, რაღაც დავუმალო, რაღაც მოვატყუოო, გული რომ არ გაუსკდესო, როგორც ჩვენში ხდება-ხოლმე. აბაა! შუბლში ტყვიასავით მოგაჭედებენ, თუ სასიკვდილო არა, ათწლიანი პატიმრობის განაჩენივით დიაგნოზს. არ გინდა ამას გაუძლო?

მთავარი ექიმი უფრო ფრთხილია, ისე სვამს შეკითხვებს, თითქოს დანაღმულ ველზე მიაბიჯებს და აფეთქების ეშინიაო. კაი რამეა ეს ჩამოვლა - ჩამოგივლიან და შეგათვალიერებენ, გასაყიდი საქონელივით. გამოგკითხავენ - რა, როდის და როგორ გტკივა. გაგამხნევებენ, მაგრამ ბევრს ვერაფერს შეგპირდებიან. მერე ისტორიაში ჩაიხედავენ, მრავალმნიშვნელოვნად აწევენ ცალ წარბს, ან ორივეს, გააჩნია, ვის როგორ გამოსდის. ჩვენთვის, ანუ პაციენტებისათვის ჩამოვლას ის სიკეთე მოაქვს, რომ ექიმის გამომეტყველებიდან ვიგებთ, ვის რომელი სტადია, შესაბამისად კი, ვის რამდენი ხნის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. აბსოლუტური სიზუსტით არა, მაგრამ პლუს-მინუს რამდენიმე თვე შეიძლება გამოიცნო. ყველაფრის გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, მე საწუწუნოდ ნამდვილად არ მაქვს საქმე. რა ვიცი, რაღაც ასე მეჩვენება. უფრო სწორად, ჯერ კიდევ მაქვს შანსი, საბოლოო დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ. თანაც ანატოლი პეტროვიჩი ყველაზე დაუძაბავად და ცოტა უდარდელად მარტო ჩემთან იქცევა, ვერ გავიგე, რა ეროვნების ხარ, სახელი გერმანული გაქვს, მამის სახელი - რუსული, გვარი - ქართულიო, - მეუბნება. მგონი, მეარშიყება, მაგრამ ისეთ სახეს ვიღებ, ვითომ ვერ ვამჩნევ - ლუბას მოსწონს ანატოლი პეტროვიჩი.

ერთი თვის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ადამიანის ცხოვრება ერთი დიდი ტკივილია და პატარ-პატარა სიხარულებისაგან შედგება, აბა, შენ ჩვილის ლოყებივით ვარდისფრად რომ გეჩვენება ყველაფერი, მართლა ასე კი არაა საქმეო, სიცილით მოვკვდებოდი - თქვენ ხომ არ გააფრინეთ, თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემს ცხოვრებასთან სევდას რა ხელი აქვს-მეთქი. ან სხვა რა უნდა მეთქვა, სად მეცალა ამაზე დასაფიქრებლად. ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც აქ გამომამწყვდევდნენ, წარსულის მოგონებებზე ფიქრით ასე ნაადრევად თავის შესაქცევად. არა, ეს უკვე მეტისმეტია. რა დროს წარსულზე ფიქრია, ან რა წარსული მე მაქვს - რაღაც ცინგლიანი ცხრამეტი წელიწადი!

ახლა კი გულაღმა ვაგდივარ ნიკელის საწოლზე, თეთრ პალატაში, ჩემზე უარეს დღეში ჩავარდნილი ქალების საზოგადოებაში და საკმარისზე მეტი მიზეზი მაქვს, იღბალი ვწყევლო. მე გეგმებს ვაწყობ, ესენი კი ორწუთიანი პალპაციით მინგრევენ ყველაფერს. ამ ტკივილმა ხომ, საერთოდ, შემაღონა, დათარეშობს ჩემს სხეულში... ვერ გავიგე, ვინ მისცა ნება...

პალატაში სულ ხუთნი ვართ - მე, თამარა პავლოვნა, ლუსია, ნატაშა და ლუბა. თამარა პავლოვნა ადგილობრივ ახალგაზრდულ გაზეთში მუშაობს, რედაქტორის მოადგილეა. მისთვის ყოველ დილით სპეციალურად მოაქვთ ჯერ კიდევ თბილი, ტიპოგრაფიის სუნით გაჟღენთილი გაზეთი. დიდი სიამოვნებით ვკითხულობთ, მე - განსაკუთრებით. ჩემს ასაკზეა გათვლილი და იმიტომ. თუმცა ჭკუადამჯდარი არც ნატაშაა. ათი წლით უფროსია ჩემზე, მაგრამ თავში ორპირი ქარი აქვს. პალატაში, ძირითადად, ის ქაქანებს, ათას სისულელეზე ლაპარაკობს, რა ვიცი. მარტო მაშინ ჩერდება, როცა ტკივილი უძლიერდება. მოიკუნტება-ხოლმე საწოლზე და კვნესის, თან ამ არსახსენებელ დაავადებას დედას აგინებს. ასეთ შემთხვევაში მე ან ლუბა აქსანასთან მივდივართ და ძლიერ გამაყუჩებელს ვთხოვთ. აქსანას ყოველი აბი მკაცრად აქვს აღრიცხული, ამიტომ ჩვენ ვერ გვანდობს და თვითონ მოდის პალატაში, ნატაშას სპეციალურ ბლანკზე ხელს აწერინებს და ვიდრე არ დარწმუნდება, რომ აბმა ნატაშას საყლაპავი ჩაიარა და კუჭამდე მშვიდობით ჩააღწია, პალატიდან არ გადის. როგორც კი ტკივილი ჩაყუჩდება, ნატაშა ისევ ლაპარაკის ხასიათზე დგება. მეორე, რასაც, უფრო სწორად, ვისაც მისი დადუმება შეუძლია, თამარა პავლოვნაა. საკმარისია, ერთი გადახედოს და ნატაშას ენა მუცელში უვარდება.

ლუსია კი მშვიდია, მთელი დღე ზის, ჯემპრს ქსოვს და ფიქრობს. ჯემპრი თეთრია, ლურჯი ზოლებით. ამბობს, ჩემს ბიჭს ვუქსოვ, მეზღვაურობაზე ოცნებობსო. გოგოც ჰყავს, ლენა, ხუთი წლის. ლუსია სოფლიდანაა. კვირაში ერთხელ ქმარს ბავშვები ჩამოჰყავს მის სანახავად. ამიტომ კვირაობით ლუსია უთენია დგება, ერთი საათი სარკის წინ ტრიალებს, გაფითრებულ სახეზე „რუმიანას“ ისვამს, წამწამებს იპრეხს და შვილებთან გალამაზებული ჩადის - არ მინდა, ასეთი ფერმკრთალი მნახონ, და საერთოდ, ჩემს შვილებს ლამაზი მინდა ვახსოვდეო - ამბობს.

ვინ დარჩა? ჰო, ლუბა! სიკვდილსაც დავიწყებია. თუმცა ამის იმედი არც იმას აქვს და რაღა დაგიმალოთ, არც მე. როცა ანატოლი პეტროვიჩი ლუბას ავადმყოფობის ისტორიას კითხულობდა, მთავარი ექიმი ჩუმად იდგა და ისე გავიდა, კრინტიც არ დაუძრავს. ლუბა სართავ ფაბრიკაში მუშაობს, მრთველია. რას ართავ-მეთქი - ვკითხე და რა სულელური შეკითხვაა, რას ვართავ და ძაფსო - მხრები აიჩეჩა.

ბებიაჩემიც ართავდა-მეთქი - გავუცინე. რაო, „პრიადილშიცა“ იყოო? - გაიხარა. არა, ერთი სოფლელი ქალი იყო, თითისტარი ჰქონდა, ზედ კვირისთავს ჩამოაცმევდა და ისე დააბზრიალებდა, არა მგონია, იმ თქვენს ავტომატურ ჯარაზე ნაკლებად დაერთო-მეთქი. მართალია, კვირისთავი რუსულად ვერ ვთარგმნე, მაგრამ ავუხსენი და მივხვდიო - მითხრა. მეტი არაა ჩემი მტერი, ის ვერ მიმხვდარიყო. იმას თითისტარი მხოლოდ მანქანაზე აქვს ნანახი. ჩვენებურ, ხის თასში მბრუნავ თითისტარზე, არ მგონია, წარმოდგენა რომ ჰქონდეს.

თამარა პავლოვნა ყოველ დილით რადიოსთან ჯდება და საინფორმაციო პროგრამას უსმენს. დილის გამოშვება მის ყოფილ ქმარს, სვიატოსლავ ნიკოლაევიჩს მიჰყავს, რომელსაც ჩვენც კარგად ვიცნობთ. ხშირად დადის საავადმყოფოში და ყვავილები მოაქვს ყოფილი ცოლისათვის.

პირველად რომ პალატაში შევედი, ყველამ ისეთი თვალებით შემომხედა, ვიფიქრე, წასულია ჩემი საქმე, მეტი არაა ჩემი მტერი, მე აქედან ცოცხალი ვერ გავიდე-მეთქი. დამხვდურებს ჩემმა გამოჩენამ სიბრალული კი არ აღუძრა, მე მგონი, საკუთარი დარდი დაუპატარავა. პალატაში ყველაზე პატარა მე ვიყავი და ალბათ, ამიტომ, შვება იგრძნეს.

ყოველთვის მეუბნებოდნენ, ინტუიცია ასაკთან შედარებით კარგად გაქვს განვითარებულიო. მართალია, არ მესმის, რა კავშირი უნდა ჰქონდეს ინტუიციას ასაკთან... ასე ისინი ფიქრობენ, ვისაც ჰგონია, რომ ინტუიცია გამოცდილებაა და სხვა არაფერი, მე კი ასე არ ვფიქრობ. ინტუიცია მეექვსე გრძნობაა, შინაგანი ხმა. ჰოდა, შევედი თუ არა, ჩემმა შინაგანმა ხმამ მიკრანახა, კი არ მიკარნახა, მიბრძანა, დაჯექი შენთვის კუთხეში, შეიკეტე შენს ნაჭუჭში, დაადე ბოქლომი და ცხვირი არ გამოყო, თორემ ინანებო.

ისე ყველაფერი აგიხდეთ! ვინ დამაყენა, შემომივარდნენ და გამომათრიეს. ვხვდებოდი, რომ ჩემს თანაპალატელებთან გულის გადაშლა, მათი გასაჭირის მოსმენა და თუნდაც საკუთარის თქმა და გულის მოფხანა დიდი შეცდომა იქნებოდა. მაშინვე არა, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი რატომაც - შიშის მეშინოდა. შიში კი მარდია - მგლის მუხლი, ბუს თვალები და არწივის ფრთები აქვს. მაინც მომერია - ღამღამობით მომდევს და მომჩხავის. დედა კი შორსაა და ვერ მიშველის.

ესენი კიდევ ცეცხლზე ნავთს მასხამენ, შხამს მიმატებენ ისედაც ბოღმით სავსე მოთმინებაში. იცოცხლე, ხმას არ ვიღებ, მაგრამ ყურებს ხომ არ დავიცობ, ვისმენ ჭორს და მართალს ნატაშას მეზობელ ქალზე, რომელსაც ძუძუდან ექვსჯერ ამოკვეთეს კვანძი, მერე კი -È И грудь отсвистнули... როგორ განკურნა ვიღაც ექიმბაშმა უკურნებელი სენით შეპყრობილი ლუბას ბიძაშვილის მეგობარი, როგორ მოაბრუნეს სააქაოში საიქიოს გზაზე შემდგარი, მეოთხე სტადიაში მყოფი ქალი. მე მეგონა, ჭირს გამაგრებული ვხვდები-მეთქი, მაგრამ მართლა ქვითკირის ხომ არ ვარ, დამრია შიშმა ხელი და ისეთი ზლუქუნი ამოვუშვი... კიდევ კარგი, თამარა პავლოვნასაც მობეზრდა ნატაშას და ლუბას გაუთავებელი რატრატი და იყვირა:

- Хватит, у нас его нет, у нас его нет!

გაგახაროს ღმერთმა?! ძლივს არ ჩაიგდეს ენა? თამარა პავლოვნას დაყვირებაზე ორივე გაისუსა. უცებ ლუსიამაც ამოიღო ხმა. აქამდე სულ ჩუმად იჯდა, ახლა კი თამარა პავლოვნას აუბა მხარი:

- В самом деле, что-же вы ребенка-то пугайте?

ბავშვი - ეს მე ვარ. ოთხი ოჯახმიტოვებული ქალის ზრუნვის საგანი. თავს მევლებიან. ჯერ შემაშინეს და ახლა ცივ ნიავს არ მაკარებენ. კარგი დროსია, მაგრამ მაინც არ ვბრაზობ - მომწონს, რომ მანებივრებენ, სახლში მგონია თავი.

* * *

მომბეზრდა დილიდან საღამომდე თეთრ ჭერში ჩამოკიდებული ბურთივით მრგვალი პლაფონის ყურება. კითხვითაც დავიღალე. გუშინ ვიფიქრე, გავალ, დერეფნის ბოლოში ტელევიზორი დგას და ცოტას გავერთობი-მეთქი. თურმე სად ბანაობ! ნატაშამ მითხრა, არ გაგიჟდე და კონცერტის ყურებას არ მოჰყვე - ჩაგქოლვენო. რატომ-მეთქი - გულწრფელად გამიკვირდა.

- Какой все-таки ты еще ребенок! - მითხრა ნატაშამ.

- Тогда почему вообще стоит телевизор? - მხრები ავიჩეჩე.

- Скоро поймешь! - დამაინტრიგა და წავიდა.

მალე მივხვდი, რომ ნატაშა მართალს ამბობდა. ტელევიზორს აქ განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა, როგორც თვით დაწესებულებას, სადაც იგი იდგა. ამაში იმ დილას დავრწმუნდი, როცა უთენია რაღაც ფუსფუსმა გამომაღვიძა. იმ დღეს შემოვლა არ იყო და ვერ გავიგე, სად ეჩქარებოდათ. თვალი რომ გავახილე, ყველა საწოლი უკვე ცარიელი იყო. ნატაშას მოვკარი თვალი - ხალათში ცალხელგაყრილი გავარდა პალატიდან. ლოგინში რაღა გამაჩერებდა, ცნობისმოყვარეობამ ფეხზე წამომაგდო და დერეფნისაკენ მიბიძგა. ტელევიზორის წინ კინოთეატრი დამიხვდა. ავადმყოფები თავთავიანთი სკამებით რამდენიმე რიგად ჩამწკრივებულიყვნენ და მილულული თვალებით მინდობოდნენ ეკრანიდან მომღიმარ და თვალითვალში გაყრილ კაშპიროვსკის. უხმოდ ემორჩილებოდნენ თავიანთ მხსნელს. უსულო საგნებივით ისხდნენ და ეს თაღლითი მათ, როგორც იტყვიან, მასიურად აბოლებდა. წინა რიგში მოხვედრა, ეტყობა, დასწრებაზე იყო. სიკვდილმისჯილთა არმია იმედით სავსე თვალებით შესცქეროდა სასწაულმოქმედ ეკრანს, მე კი ვიდექი, ვუყურებდი და თვალსა და ხელს შუა მენგრეოდა სიმწრით შეკოწიწებული ოცნების კოშკი.

პალატაში როგორ დავბრუნდი, აღარ მახსოვს. შევძვერი ჩემს ჯერ კიდევ თბილ ლოგინში და კატასავით მოვიკუნტე. როგორ მომენატრა დედა. ახლა ხამამაღლა ავტირდები, როგორც ბავშვობაში ვტიროდი, როცა დედა მენატრებოდა. მართალია, იშვიათად გვეფერებოდა, მაგრამ ახლაც მახსოვს მისი სახის სასიამოვნო სიგრილე. რომ გავიზარდე, გამომიტყდა, როცა იძინებდით, მაშინ გეფერებოდით, არ მინდოდა, ზედმეტად გამენებივრებინეთო.

უჯრიდან საფულე ამოვიღე, შარშან ჩემმა ჯგუფელმა, ელკამ მაჩუქა. გავხსენი და თხუთმეტკაპიკიანები მოვიძიე. ოთხი ცალი მაქვს. ლოგინიდან გამოვძვერი და ქვის კიბეებზე დავეშვი, ტელეფონ-ავტომატებისაკენ. საქართველოს კოდს ვკრეფ, მერე ნომერს და... ყურმილს დედა იღებს... ახლა ავტირდები, მაგრამ თავს ვიმაგრებ. დედა შეშფოთებულია.

- სად დაიკარგე, ვერაფრით ვრეკავ, თითქოს ვიღაც იღებს ყურმილს, მაგრამ მერე ითიშება...

ეტყობა, გოგოები უთიშავენ, ან რა უნდა უთხრან..

- ჰო, რაღაც ხაზები აირია.

- წუხელ ცუდი სიზმარი ვნახე. როგორ ხარ?

ვიგრძენი, როგორ დაიწყეს ჩემს სხეულში ჭიანჭველებმა სირბილი. ყელში ისეთი ბურთი გამეჩხირა, ხმას ვეღარ ვიღებ.

-ალო, ალო! - გაჰყვირის დედა.

- ჰო, აქ ვარ... - ამოვღერღე ცოტა ხნის შემდეგ.

- მეგონა, ისევ გაითიშა... თავს გაუფრთხილდი, გესმის?

- მესმის. მანდ რა ხდება, რა არის ახალი?

- ახალი? მამიდაშენი ფანჯრის რაფიდან ჩამოვარდა და დაჟეჟილობა აქვს.

- როდის აქეთაა კასკადიორობა დაიწყო?

- მინებს წმენდდა და... კიდევ შენი თანაკლასელი მაკა მოიტაცეს. საწყალი გოგო თმებით ათრიეს თურმე. მანქანაში კი არ ჩასვეს, ჩაკეცეს.

- მერე?

- მერე რა, ქორწილი აქვს ამ შაბათს.

- აუ, რა ბედნიერი იქნება?

- რა? არ ისიმის!

- არაფერი. კარგი. მონეტა აღარ მაქვს. ახლა გაითიშება... მერე დაგირეკავ...

ყურმილს ვკიდებ. ერთხანს ხელისგულზე დარჩენილ ორ თხუთმეტკაპიკიანს დავყურებ, მერე კიბეებზე ავდივარ. ნაცემი ძაღლივით ვარ. ისევ ლოგინში მივძვრები და კედლისკენ ვბრუნდები. კაშპიროვსკის სეანსი უკვე დამთავრებულა და ჩემი მეზობლები პალატაში ბრუნდებიან. მოკუნტული რომ დამინახეს, ერთმანეთს გადახედეს.

- Что случилось, болит? - მეკითხება თამარა პავლოვნა. უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ. ლუსია ჩემი საწოლის კიდეზე ჯდება და თავზე ხელს მისვამს:

- Тебе-то чего бояться, тебе ещё жить и жить! - მეუბნება. ვერ გავიგე, შემომნატრის თუ მამშვიდებს. ალბათ, ერთიც და მეორეც. ხანდახან მგონია, რომ სიზმარში ვარ. ნუთუ ჩემს თავს ხდება ეს ყველაფერი?

* * *

დრო მიდის. ერთი თვეა, აქ ვყურყუტებ, მაგრამ ექთნების მორიგეობის განრიგისა და პაციენტების გუნება-განწყობილების გარდა, არაფერი იცვლება. არა, ერთი რამ მაინც შეიცვალა. ერთ დილას, როცა თამარა პავლოვნას კედლის რადიოზე ჰქონდა ყური მიდებული და ყოფილი ქმრის ბარიტონით ტკბებოდა, კონსილიუმზე გამოიძახეს. ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა. სახე შეშლილი ჰქონდა. საწოლზე პირქვე დაემხო და აქვითინდა.

- მკერდს მაჭრიანო, - თქვა, ცოტა რომ დაწყნარდა. იმ ღამეს არცერთს გვძინებია, თამარა პავლოვნას ჩათვლით. ჩუმად ვიწექით, თავს ვიკატუნებდით, ვითომ გვეძინა. სინამდვილეში ჩუმ-ჩუმად ვასველებდით ბალიშებს. ყველა საკუთარ სიცოცხლეს დავტიროდით.

მეორე საღამოს თამარა პავლოვნას ყოფილი ქმარი სტუმრების მისაღებ ოთახში დარცხვენილი იდგა და ყოფილი ცოლის აღსარებას ისმენდა, შიგადაშიგ კი თავისთვის ბუტბუტებდა:

- Ты хороший человек, ты не должна была заболеть... დრო ისე იწელება, აღარ ვიცი, როგორ დავაჩქარო კედელზე ჩამოკიდებულ თეთრ საათზე ზოზინით მოძრავი ისრები. ერთი სული მაქვს, როდის ავძვრები საოპერაციო მაგიდაზე და როდის მოვიშორებ ამ ჭირს.

როგორც იქნა, ოპერაციის დღეც დადგა. გარეთ თოვს. მსუყე ფანტელები ისეთი სისწრაფით მოჰქრიან, გეგონება დედამიწის ზურგზე ადგილი აღარ იყოს. ერთმანეთს კაშპიროვსკის პაციენტებივით ეჯიბრებიან, ვინ ვის მოასწრებს დაჯდომას. ადგილის მეტი რაა. თოვლი მოდის და მიდის. მერე ისევ მოდის... ადამიანებიც მოდიან და მიდიან, მაგრამ აღარ ბრუნდებიან. კიდევ კარგი, ახლა საქართველოში არ ვარ. მთელი ნათესაობა დამესეოდა, იქნებოდა ერთი ნერვიულობა და ქოთქოთი. ასე არ ჯობია? უცრემლოდ და უვიშვიშოდ... რუსულად!

მაღალჭერიან, უზარმაზარფანჯრებიან თეთრ საოპერაციოში თითქმის სირბილით შევდივარ და ექიმებთან ჩემი თავი და სხეული ლანგრით მიმაქვს - ა, ბატონო, აქ ვარ, თქვენს წინაშე და თქვენი დანის ქვეშ, თქვენს იმედად და ანაბარად და რაც გინდათ, ის ქენით, ოღონდ მომაშორეთ ეს ჯანდაბიდან მოხეტებული სატკივარი-მეთქი. კი ვიცი, რომ ხელში ჩვეულებრივ მოკვდავებს ვუვარდები, ისეთივე ჩვეულებრივ, მიწიერ არსებებს, რომელთაც ჩემგან მხოლოდ ის განასხვავებთ, რომ უკეთ ერკვევიან მედიცინასა და ონკოლოგიაში, ხოლო არაფერი, როცა საქმე ღმერთისაგან ნაბოძებ სიცოცხლის ვადას და არსებობის ხანგრძლივობას ეხება. ამის არცოდნა ზომას გადასული სიბრიყვე იქნებოდა ჩემგან, ცოდნაზე თვალის დახუჭვა კი, თავის მოტყუება.

გამხადეს და დამაწვინეს. აღარ ვიცი, უხერხულობისაგან სად წავიღო ხელები - გაშიშვლებულ მკერდზე ავიფარო, თუ სახეზე. თავსა და ტანს შორის თეთრი ქსოვილის ტიხარს აფარებენ და უხერხულობა ცოტა მივლის. ახლა თვალებში არავინ მიყურებს. ვეღარაფერს ვხედავ, თეთრი ტილოს გარდა, ამიტომ სმენას ვძაბავ. მესმის რეზინის ხელთათმანების წკლაპუნი, ლითონის იარაღების წკრიალი, ვგრძნობ საანესთეზიო ჩხვლეტას, ხორცის გაჭრას, გაურკვეველ ყრუ ტკივილს და ბოლოს, ნემსისა და ძაფის საკუთარ სხეულზე გვირისტივით გადატარებას. საოპერაციო მაგიდაზე თევზივით ვარ გაშოტილი და ჩემს თავზე გადმომხობილი თვალისმომჭრელი ნათურების ერთობლიობას ავჩერებივარ, მათ გარშემო შემოვლებული ნიკელის ზოლებზე წითელი ლაქა ირეკლება, მაგრამ თვალს არ ვარიდებ. ასე მგონია, თვალი რომ მოვხუჭო, ექიმებს რაღაც შეეშლებათ, საბედისწერო შეცდომას დაუშვებენ და „ტარანტელაც“, დირიხლეს თეორემაც და საოცნებო მომავალიც ოხრად დამრჩება.

ესეც ასე.

ნამდვილი გმირი ხარო - ამბობს ანატოლი პეტროვიჩი. ვიფერებ და საოპერაციოდან პალატისაკენ ისე გავრბივარ, აქეთ-იქით მეგრელი ჭირისუფლებივით ამომდგარი ექთნები სირბილითაც ვერ მეწევიან. რას დამეწევიან, ხუთკილომეტრიან კროსს ოქროს მაჩვენებელზე ვფარავ. ერთი სული მაქვს, ჩემს მეზობლებს იმ თხილისოდენა ხორცმეტზე, იმ წურბელაზე გამარჯვება ვახარო.

- Что, операцию перенесли? - ყველას მაგივრად მეკითხება ლუბა.

- Как перенесли, все! - ამაყად ვაბობ და შეფუთულ მხარზე ვუთითებ. უცებ ოთხივე ლოგინიდან ხტება, ციმციმ მაწვენენ ლოგინში, ცხელი ჩაი მოაქვთ, საბანს მისწორებენ. ეს ჩემი დღეა. დღეს ყველა ჩემზე ზრუნავს, როგორც რომელიმე სხვა დღეს, თითოეულ მათგანზე - ყველა ჩვენთაგანი.

- Вот молодчина, какая ты молодчина...- ბუტბუტებს ლუსია, ვინ იცის, რის ფასად შემონახული იმედით, თუმცა თავისი ბედით უფრო მეტად შეწუხებული, შეშფოთებული, ეჭვებაშლილი და აფორიაქებული.

მთავარი წინაა. ჯერ მარტი მაქვს გასავლელი და ზამთრის ქება-ძაგება მიადრებს - მთელი საუკუნე გავა, ვიდრე ლაბორატორიიდან პასუხი მოვა.

* * *

ერთი თვეა, რაც ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი. ვოლგამ დნობა დაიწყო და მსოფლიო რუკასავით დაიბზარა. სვეტა ისევ გვაცეკვებს „ტარანტელას“, ისევ ვიზეპირებ დირიხლეს თეორემას და ვღეჭავ ლენინის ნაშრომებს. ოღონდ ახლა მეორეს „Что делать?“ -ს. ლენინმა ნამდვილად იცოდა, რა უნდა ეკეთებინა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ და კიდევ რამდენიმე მილიონი ადამიანი ასე ფიქრობდა. საქმე ისაა, რამდენ ხანს გაძლებს.

ხელში კანაფით შეკრული ტორტის კოლოფი მიჭირავს. საქართველოში ვიყო, იცოცხლე, გამოვაცხობდი „ნაპოლეონს“ ან „პრაღას“, აქ კი საკონდიტროში მოთხიპნილი ტორტით ხელდამშვენებული ვბრუნდები სიკვდილმისჯილთა საკანში. მიღების დღე არაა, მაგრამ ლექციები ადრე დამიმთავრდა და აქეთ გამოვიქეცი. დილაობით, როცა ინსტიტუტში მივდივარ, ნატაშა და ლუბა ფანჯრიდან მიყურებენ და ხელს მიქნევენ-ხოლმე. თამარა პავლოვნამაც ორჯერ გადმოიხედა. ლუსია არ ჩანს მხოლოდ.

როგორმე უნდა შევიდე. განყოფილებაში შესასვლელი ყველა გზა ზეპირად ვიცი, მოვახერხებ. გამღვალი თოვლის ნაფლეთებს ფეხიდან ბაკუნით ვიშორებ და კიბეზე მივიპარები. მგონი, ვერავინ შემნიშნა. კი, როგორ არა - ანატოლი პეტროვიჩი ფეხდაფეხ მომდევს:

- Ах ты хулиганка!-ო, მიღიმის და თითს მიქნევს. ეს იმას ნიშნავს, რომ პალატაში ჩუმად უნდა შევიდე და არავინ დამინახოს.

აქ ყველაფერი ძველებურად მხვდება. ნატაშას საწოლზე კუბოკრული პლედი ისევ გარდი-გარდმოა გადაფარებული, ლუბას თერმოსი, როგორც ყოველთვის, თავღია დგას და ადუღებული წყალი ცივი ჰაერის მოლეკულებს სითბოს დაუნანებლად უცვლის. თამარა პავლოვნა საწოლში წევს და წიგნს კითხულობს. ყველაფერი ისეა, როგორც დავტოვე. ერთი რამეა მხოლოდ შეცვლილი - ლუსიას საწოლია ცარიელი. არ მიკითხავს, რატომ. ვხვდები, რომ შეკითხვას აზრი არა აქვს.

ჩემი დანახვა გაეხარდათ. მაგრამ მალე მოიღუშნენ.

- Она не успела докончить свитер, вот он, здесь... - მითხრა ნატაშამ.

Я докончу... - უცებ ბებიაჩემის მიმართ ისეთი მადლიერება ვიგრძენი, ქსოვა რომ მასწავლა...

ნატაშამ ცელოფანის პაკეტში ჩადებული ჯემპრი და თეთრი და ლურჯი ძაფის გორგალი მომაწოდა. მერე ბლოკნოტიდან ფურცელი ამოხია და ზედ ლუსიას, უფრო სწორად, მისი ოჯახის მისამართი დაწერა.

Докончу и перешлю им... - ვამბობ და ვდგები.

ვემშვიდობები, მაგრამ ვაი ამ დამშვიდობებას. ძლივს ამომდის ყელიდან სიტყვები. კარისკენ მივემართები, ზურგი კი სირცხვილით მეწვის. მგონი, როგორც მოღალატეს, ისე მიცქერენ. არ ვიცი, რატომ მივედი. ის კი ვიცი, რომ აღარასოდეს მივალ მათ სანახავად და არ ვიკითხავ მათ ამბავს. ან რატომ უნდა ვიკითხო - ისევ რომ გამიმუქდეს ჩემი ვარდისფერი სამყარო? თუმცა აღარც ისეთი ვარდისფერი. ცოტა არ იყოს, გახუნდა. ვეღარც იმ სურნელს ვგრძნობ, ჩემს საოცნებო მომავალს რომ ასდიოდა. დავეშვი მიწაზე, რაც არ უნდა იყოს, გავიზარდე - ცხრამეტი წლის და ორი თვის შევსრულდი. ცოტა ხომ არაა. ახლა ინსტიტუტში სხვა გზით დავდივარ. ჩემი თანასაკნელები, ალბათ, ყოველ დილით მოელიან ჩემს დანახვას უკვე გამდნარი ფანჯრებიდან. თუმცა ისე დათბა, ალბათ გაღებაც შეიძლება. მე კი არ მინდა მათთვის ხელის დაქნევა. არ მინდა და მომკალით. არ მინდა ვუყურო, თანდათანობით როგორ შემცირდება მათი რიცხვი. მით უმეტეს, რომ გაზაფხულის სურნელი უკვე მიღიტინებს და მიმღვრევს ისედაც ახალგაზრდულად ამღვრეულ ტვინს. ვოლგა უკვე საბოლოოდ დადნა და მასზე ფეხით თუ არა, პატარა გემით მაინც მოვახერხებ გასეირნებას.

მშვიდობით, ჩემო მეზობლებო!

2004 წ.


Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 3:32 pm

ირმა მალაციძე

***
ახლა ყველაფერი არია,
სიტყვებმა ადგილი ვეღარ გაიყვეს
და წინადადებაში დაიწყეს ხტომა...
შიშმა სიყვარულს ხელი უბიძგა,
გადააგდო ხაზიდან და გაიმაგრა პოზიციები,
ტკივილს ეყო კადნიერება და იმედს ჩაენაცვლა,
როცა ის დასასვენებლად მიწვა მინდორზე...
წერტილს კიდევ ორი წერტილი მიუსკუპდა,
რა დროს დასასრულიაო, -
ჩაიცინეს წერტილებმა ორაზროვნად...…
და დაიწყო ბრძოლა:
აღმაფრენის - სასოწარკვეთის,
უნდობლობის - მიამიტობის,
და ტყუილ-მართლის...
მერე, როგორც დაუმორჩილებელ მომიტინგეებს
დაეშვა ჭავლი ცრემლის,
დაფანტა ურჩი მოქიშპეები.
უწესრიგოდ მიყარ-მოყარა
ზემოდან რისხვად ჩამოსულმა...
და აიძულა წერტილს - მოეძებნა თავისი ნიშა.
ახლა ბრძოლის ველი დადუმებულა,
მორწყულია ის მელნის სისხლით
უსულოდ ჰყრია სიყვარული, იმედი, ნდობა...

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 3:33 pm

ირმა მალაციძე

სადღაც შუაში

ვერ დადგა ჩემგან ანგელოზი...
თუმცა ღრუბელი
ციბრუტივით მატრიალებდა,
როცა ქათქათა ფრთებს მარგებდა...
მმოსავდა ჰაერის გამჭვირვალობით
და სხივებს მიბნევდა თმაში...
სულ ფუჭად...
ვერ ვატარე სიმსუბუქე...
ფეხზე ქვა მომაბეს
და ცის ფსკერზე დამიშვეს...
მიწას რომ ეძახიან და
ცოდვისგან რომ იზნიქება...
თუმც ისევ მრგვალია
და ისევ ბრუნავს...
ფერებიც ისევ ხასხასაა და
ზღვაც არ დამშრალა... ჯერჯერობით...
ვეღარც ცოდვილად ვივარგე...
მძიმე აღამოჩნდა ქვის ტარება,
რომელიც უკვე ფეხიდან შემხსნეს
და გულში ჩამიდეს...
მოვძებნე ოქროს შუალედი -
გამოვეკიდე ცასა და მიწას შორის...
ახლაც იქა ვარ - სადღაც შუაში,
ყოფნა-არყოფნის ზღვარზე,
ვერ გამიგია - ვისი ვარ?

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 3:34 pm

ირმა მალაციძე

სალამი, სევდავ!

სალამი, სევდავ!
მოხვედი?
აღარ გელოდი.
მეგონა, სამუდამოდ გაიხურე კარი და
თოვლივით დადნი დილის ლაჟვარდში..…
მეხსიერების შავ უჯრედებს ისევ ახსოვთ
შენი შხამწასმული,
ბასრი ისრების გემო.
შენი ეკლების სილბილე...
ფრთების სიმსუბუქე...
ჩურჩულის გრგვინვა...
ცრემლთა მდუღარება...
და მოლოდინის ყინულოვანი უსასრულობა...
შემოდი სევდავ!
კარი დახურე!
თორემ დაუბერავს იმედის სიო
და ისევ გაგფანტავს
და გადაგკარგავს იქ,
სადაც ვერ აღწევს ვერაფერი,
გარდა ფიქრისა...
ბავშვობის მივიწყებულ სურნელს ახსოვხარ...
ის გიგებს ლოგინს,
ამზეურებს მსუბუქ სასთუმალს
და ყოველ ღამით გიმღერის ნანას...
დარჩი, სევდავ!
არ წახვიდე!
გემუდარები!
უშენოდ სიტყვა აღარ სიტყვობს,
ვერ სწყდება ბაგეს...
ქაღალდიც ფრიად მოწყენილი ელის,
როდის მოუხატავენ კალთებს
იისფერ მელნით...
მოდი ახლოს, ჩემომიჯექი სასთუმალთან
და შემოევლე არშიებად
ჩემს უფერულ და უსახურ სიზმრებს!
სალამი სევდავ!
კეთილი იყოს შენი მობრძანება.
არ მიმატოვო!

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 3:35 pm

ირმა მალაციძე

ილუზია

არსება, რომელიც შევქმენი ფიქრებით,
ოცნებით შევმოსე სადად და ლამაზად,
- დღეიდან, იცოდე, შენ ჩემი იქნები
აღარსად გაგიშვებ - კარს მაგრად ჩავრაზავ.

საუზმედ მოგართმევ ფაფას ილუზიის,
დღისით გამოგკვებავ რითმით და პწკარედით,
მერე შეგეყრები მწვავე ვირუსივით,
ბეწვის ხიდს გავივლით ორივე წვალებით.

გძერწავდი დიდხანს და გძერწავდი ჯიუტად,
შენს თვალებს ვკვეთდი და ვხატავდი საჭრეთლით,
ამ სტრიქონს ვარსკვლავი ცას ჭორად მიუტანს,
მეც, თავს მოვიტყუებ, ვითომ ვერც ვამჩნევდი.

არსებავ, რომელიც შეგქმენი ფიქრებით,
თიხით რომ მოგზილე, და წითელ აყალოდ
ცეცხლად რომ აგანთე... ვეღარ ჩამიქრები,
ღვარცოფმა მთელი რომც წალეკოს სამყარო...

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 3:37 pm

ირმა მალაციძე

გადარჩენა

შეხედე -
გახუნებია ყვითელი ვინსენტს...
დაშვებული აფრებივით
უღონოდ ჰკიდია იმედი ანძებს...
ჩემს უძირო ჩანთაში მიყრილ ნივთებში
გაბნეულა წუხანდელი სიზმარიც...
პაწია თითები იღებენ ტოკატოებს,
სათვალიდან იმზირებიან პაწაწა ეშმაკუნები -
თიკოს თვალები...
სათამაშოდ იწვევენ სასოწარკვეთას.
მარწუხებივით ჩამფრენია
ორი მაშველი რგოლი,
და მიმათრევენ ნაპირისაკენ
თავგანწირვით...
რას შეამჩნევენ ოკეანეში
სულ რაღაც... ცრემლებს...
მლაშე მლაშეს ერევა
და ინთქმება თვალუწვდენელში.
არადა, რა ყვითელი ჰქონდა ვინსენტს...
მზემ თუ გაუხუნა ალბათ…

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 3:40 pm

ირმა მალაციძე

მაკოს მზითევი


წარსული სილამაზის ნარჩენებშერჩენილი, წამწამებაპრეხილი, ისევ ახალგაზრდულად მფეთქავი გულის პატრონი სავარძელში ჩაფლულა და ყავას წრუპავს... მარცხენა ხელის საჩვენებელი-ცერა თითების კომბინაციით სათითისხელა ფინჯანი მიაქვს ჟოლოსფრად შეღებილ ტუჩებთან, შემდეგ მარჯვენა ხელის საჩვენებელ-შუა თითს შორის გაჩხერილი "დამსკი” სიგარეტი. მენთოლიანი.
გარდა ამ ოპერაციებისა, საჩვენებელი სხვა მოქმედებებშიც ყველაზე აქტიურად მონაწილეობს როცა მაკო მრავალმნიშვნელოვან დასკვნებს აკეთებს ამ ცხოვრების სისასტიკეზე, საბაზრო ეკონომიკის უაზრობაზე და ამისთანა რამეებზე. ყველა ამ დასკვნიდან კი ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - ახალ ცხოვრებას მუღამი ვერ დაუჭირა.
მოკლედ, სვამს ყავას, ეწევა მენთოლიან სიგარეტს და დიდი ხნის უნახავ დაქალს ებაასება.
- ეხ, ჩემო რუსო, შენ ხომ მაინც გახსოვს, რა ცხოვრებით ვცხოვრობდი?
- ნწუ...ნწუ...ნწუ... - ასე სინანულს ძირითადად ის დაქალები გამოთქვამენ-ხოლმე, რომელთაც წარსულში შურდათ მაკოსი, ახლა კი შესაშურიც აღარაფერი დარჩენოდა - აღარც სილამაზე, უკაცრავი პასუხია და - სინორჩეზე რომ არაფერი ვთქვათ...
ვერც ოჯახი შეექმნა უფლისწულის მოლოდინში. პრესტიჟული სამსახურიც კომკავშირის რაიკომში თავისი პრივილეგიებით წარსულს ჩაბარებოდა. თითქოს როლები გაეცვალათ...
...ასეა... ოდესმე დუბლიორის დროც დგება...
- მეე... ჩემო რუსოო... ჯანდაბა, როგორ გააბანძეს ეს სიგარეტი, დამახრჩოს ლამის... ჰოო, ჩემო რუსოო, კარგად იცი, ნებისმიერს ცოლად ვერ გავყვებოდი...
- ჰოო... ნწუ...ნწუ...
- აიი, საკაცეთი რო გამწყდარიყოო... ის გახსოვს?
- ვინ, ზაზა?
- აარაა, ზაზა კაი ვინმე იყო... აი, ისა, ჭადის სახელი რო დაგავიწყდება... ლექსო...
- ააა, მახსოვს, როგორ არა...
- აი, ხო ჭკუა ეკეტებოდა არა ჩემზე? მომკალი და იმას ვერ გავყვებოდი, რაა...
"ჰმ! ვითომ დაავიწყდა... რა დაავიწყებს, რაც ლექსოს გამო ცრემლი უღვრია..." - რუსო თვალს მაკოს მიღმა, კედელზე ჩამოკიდული გუგულიანი საათისაკენ აპარებს.
- რა იყო. გეჩქარება? როგორც ყოველთვის...
- ბავშვია გამოსაყვანი სკოლიდან... მერე სადილი, გაკვეთილები...
- არა, არა, ეტა ნე დლია მენია... შენა და... შენ და თენგოს ყველაფერი რიგზე გაქვთ?
- კარგი ერთი, ჩვენი თავი სად გვახსოვს? ბავშვები...
- ოო, ტაკ ნელზია, ჩემო კარგო! არავითარ შემთხვევაში! საკუთარ თავს თვითონ თუ არ ეცი პატივი, სხვები საერთოდ ფეხებზე დაგიკიდებენ. ნუ, აბა, რას გავხარ, ჩაიხედე სარკეში... ვიღას აცვია ასეთი ფეხსაცმელი... ან მაკიაჟს რატომ არ იკეთებ?
- კარგი რა, ნუ მაცინებ, სად მცალია? თმის დავარცხნას ძლივს ვასწრებ. მაკიაჟი არაა...
- არა, კიდევ კარგი არ გავთხოვდი, თორემ მეც ასე ჩავეშვებოდი... ჰო, იმას გიყვებოდი... მოკლედ, მოდის ლექსო უზარმაზარი თაიგულით და მეუბნება... ოო, ამ ტელეფონმა ხომ გააჭირა საქმე... სმოლნია? ალლო! ჰო, მე ვაარ. ნანუკა, სად დაიკარგე, ჩემო კარგო? ჰო, ჰო, ვი­ცი. მომისმინე, ახლა დაქალი მყავს სტუმრად. საღამოს გადმოგირეკავ, კარგი? იზვინი, რა... დროებით... - კიდებს ყურმილს და ხელისგულს შუბლზე იდებს:
- რას გადავრჩი? ორი საათი გამი­ბამდა... შენ მიხსენი...
- ვინ იყო?
- შენ არ იცნობ, მოცლილია რაა. პოლიტიკაზე აქვს გარეკილი... მინდა ახლა მე პოლიტიკა? მაგით ავიშლი ნერვებს? - ეგზოტიკურად ჭრელი მარაოთი ფანტავს მაკო სიგარეტის ბოლს.
- ლამაზია.
- რა?
- მარაო... ლამაზია...
- პიცუნდაში ვიყიდე. კიდევ კარგი, ეს მაინც შემრჩა. მთელი კავშირი მოვიარე და საზღვარგარეთიც, თუმცა სოციალისტური, - მაკო მოგონებებში იძირება, თვალებს ხუჭავს და ცდილობს თავი ისევ იქ, ძალიან ჩეხურ პრაღაში და არანაკლებ ბულგარულ სოფიაში, ან სადმე სხვა სოციალისტური ქვეყნის სოციალისტურ დედაქალაქში წარმოიდგინოს. ბევრი რამ ახსოვს, მაგრამ ბევრიც დავიწყებია - პატარა კი აღარაა...
***
ოროთახიან ხრუშჩოვკაში სულ სამნი ცხოვრობენ - მაკო, მსუქანი კატა ლეო და ბოჰემა. თუმცა სამივეს კარგა გვარიანად მობეზრდათ ერთმანეთი, მაგრამ იტანენ... ჯერჯერობით. დიდი ხანია, მაკოს კუდი ყავარზე აქვს გადებული. დიდი ხანია, ემალება კარზე მომდგარ გაჭირვებას, მაგრამ ბრმისა და მისი ცოლისა არ იყოს, როდემდე დაემალება? წარსულს პარტბილეთთან ერთად ჩააბარა უზრუნველი ცხოვრება და პროფკავშირების საგზურები, ვეღარც ძველი კავშირები შველის - დიდი ხნის წინ დაირღვა. მაკომ კი ვერა და ვერ დაიჯერა. ან არ სურს დაჯერება. პრინციპში, ეს ერთი და იგივეა.
იყო დრო... ოო, თან რა დრო ჴ მაკოს ცხოვრების ოქროს ხანა. უფასო საგზურები სოჩაში, "პაეზდკები" საზღვარგარეთ და "საიუზში", ებრაელებში ნაყიდი "ლევისის" ჯინსები და "მონტანას" ვილვეტის შარვლები... ყიდულობდა და ყიდულობდა ნაირ-ნაირ ჭურჭელს. გადამყიდველებთან, დახლისქვეშეთში... ჭურჭელთან ერთად თეთრეულს, პენუარებს, ხალათებს, ქოშებს. ყველაფერს, რაც სანიმუშო საპატარძლოს უნდა ჰქონოდა ქართულ სინამდვილეში.
გარდა ამისა - კომკავშირი იყო... იყო პარტიაც, მაგრამ კომკავშირი მაინც რაღაცნაირად უფრო აფორიაქებდა სულს - მაშინ უფრო ახალგაზრდა იყო, უფრო ლამაზიც, თაყვანისმცემლებიც - ვედრო მანეთად. ასე იოლად თავს არავის უყადრებდა... როგორც მაგალითად, აგერ ეს, რუსო. გაეკიდა უსახლკაროს, ჯიბეგაფხეკილს...

***
მაკო, ვიდრე მეტრიკას გადაიკეთებდა, ყველა დოკუმენტში მაყვალად მოიხსენიებოდა. უტყდებოდა, რა თქმა უნდა. ამის გამო ცხონებული ბებიამისი საფლავში ბრუნავდა, რაზეც მაკო ზრუნავდა - ყოველ ცისმარე დღეს დილის ლოცვასავით შეჩვენებას უთვლიდა ცხონებულს ასეთი სახელის დარქმევისათვის. მერე, როცა მაკად მოინათლა, თვითონაც დაწყნარდა და მიცვალებულიც დააყენა საფლავში. მაკა და მაკო რაღას გაეყო - ვისაც როგორ მოეწონებოდა, ისე ეძახდა - ვინ მაკას, ვინ მაკოს, ვინ მაკუშას და ვინ - მაკუნას...
წარსულით ცხოვრობდა მაკო. წარსული კი (მოდი, პირობითად ხუთწლედებად დავყოთ) სულ ცხრა ხუთწლედს მოიცავდა. უფრო სწორად, უკვე ცხრა ხუთწლედს. თითოეული მათგანი მაკოს მეხსიერებაში განსაკუთრებული ნიშნით იყო აღნიშნული, როგორც მაშინდელი ხუთწლედები - პარტისტორიის სავალდებულო კურსში. ყოველ მათგანს, გარდა თარიღისა და მოვლენათა ერთობლიობისა, შეგრძნებათა მთელი ბუკეტი ახასიათებდა - სურნელი, გემო, მელოდია... მაგალითად, "კიბოს კისრის" და "ნუგას" გემო ღრმა ბავშვობას აგონებდა მაკოს. იმ დროს, როცა შოკოლადის ქარხანაში მუშაობაზე ოცნებობდა. სტუდენტობას - იტალიური სიმღერის ტკილხმოვანება. "ფელიჩიტა" და რამე...
სტუდენტობის შემდეგ პარტიული მწვერვალის დაპყრობა განიზრახა და კომკავშირის რაიკომში ამოყო თავი. დადიოდა ყრილობებზე, სესიებზე, სხდომებზე, საქმიანი და ლამაზი, "კლიმას" სურნელით ათრობდა ყველას, ვინც შემთხვევით გვერდით ჩაუვლიდა და სურნელს უნებურად მზერასაც მიაყოლებდა. ბევრი კი საგანგებოდ დაეძებდა მაკოსთან შეხვედრას და იგივე სურნელით გრძნობდა მის მიახლოებას.
მაგრამ გათხოვებას არ ჩქარობდა მაკო. ყველაფერს მოვასწრებ, ყველაფერს მოვესწებიო - შესცინოდა თავის თავს სარკეში, რადგანაც იცოდა, ამდენი გულმხურვალე თაყვანისმცემლის პატრონს სანერვიულოდ ნამდვილად არ ჰქონდა საქმე.
დრო კი გადიოდა. და ის რა თქმა უნდა მაკოზეც ისევე მოქმედებდა, როგორც მთელ კაცობრიობაზე. მისი შანსი თაყვანისმცემლების რაოდენობასთან ერთად სულ უფრო და უფრო მცირდებოდა.
- ბედი გაქვს ჩაკეტილი, - უთხრა მკითხავმა ხათუნამ. კი არ უთხრა, ყავის ჭიქაში დაინახა.
მერე დაარიგა:
- გზაჯვარედინზე გადი, ბოქლომი წაიღე, გახსენი და წყალში გადააგდე. ნახე, რამდენიმე თვეში თუ არ გათხოვდე.
- შენ რა გითხარი, როგორ გამაცინე! - აკისკისდა მაკო, მაგრამ მაშინ მეშვიდე ხუთწლედი იწყებოდა... ლოდინის დრო აღარ იყო - აღარც ხუმრობის, სხვათა შორის... ჰოდა, გადაწყვიტა - იყიდა ბოქლომი, რომ არავის დაენახა, შებინდებულზე წავიდა ხიდზე, გახსნა ბოქლომი და ხელუკუღმა მოისროლა მტკვარში.
შენც არ მომიკვდე... თაყვანისმცემლები ჩნდებოდნენ და ისევ ქრებოდნენ ჴ როგორც ვარსკვლავები განთიადზე... მაკოს ღამის დადგომა ახარებდა - დადებდა სოფიიდან ჩამოტანილ ბალიშისპირში გამოკრულ ფუმფულა ბალიშზე თავს, მილულავდა ლამაზ თვალებს და იწყებდა ოცნებას. ოცნებობდა მკაცრად განსაზღვრული თანამიმდევრობით. რაღაც ცხელი ათეულის მსგავსი ცხრილი ჰქონდა დახაზული გონებაში. პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ლექსო იკავებდა. შემდეგ ერთმანეთს ზაზა და დათო ენაცვლებოდნენ.
მაგრამ, ლექსო! ლექსო სულ სხვა იყო...
ასე არავინ იზიდავდა ამქვეყნად, ასე არავინ არ უჩქროლებდა ძარღვებში სისხლს, როგორც ლექსო, მაგრამ...
- რა ვქნა, უწიგნურია, "ჩიპოლინოს" შემდეგ მგონი არაფერი წაუკითხავს... - ჩიოდა მაკო, მაგრამ მაინც არ ეთმობოდა თავისი ხეპრე მიჯნური. მერე მისი აღზრდა განიზრახა - დასაწყისისისათვის მუზეუმები მოატარა, ყველა გამოფენა აჩვენა... იმას კი - ანაღვლეე! მხატვრობა არა, ტოროლა! დიდი-დიდი იმ დარბაზში შეეჭყიტა, ძველი იარაღი რომ იყო გამოფენილი. ყველაფერ დანარჩენს ისე ჩაურბენდა, კედლებზე გამოფენილი შედევრებისაკენ თვალიც არ გაექცოდა. ცნობისმოყვარეობის გამო მაინც...
არ ნებდებოდა მაკო. გულს უყვარდა, სხეულიც ილტვოდა, გონებას კი ვერაფერს უხერხებდა: კარგა ხანს ებრძოდა თავს, კარგა ხანს ელოდა, როცა იქნებოდა, გამოძერწავდა ახალ ადამიანს - სრულყოფილს, ნამდვილ მამაკაცს. მასალა კარგი იყო - ახლა კარგი საჭრეთელი სჭირდებოდა, კიდევ - კარგი ოსტატობა და მახვილი თვალი, რათა ისეთი მხრიდან დაეწყო გამოჭრა, ნაპირი არ ჩამოეტეხა, ხელში არ ჩამსხვრეოდა და ახალს ვინ ჩივის, ძველიც არ დაეკარგა.
ეგრეც მოხდა. ერთ მშვენიერ დღეს მობეზრდა ლექსოს თეატრსა და მუზეუმებში ხეტიალი... კლასიკური მუსიკის კონცერტებზე მთქნარება.... თვალაღებულივით, როგორც ხათუნა ამბობდა. გაექცა მაკოს ლექსო. შორს გაექცა, დაბრუნების პერსპექტივის გარეშე... არც ბოდიში, არც გამოთხოვება, წავიდა და წავიდა - თან მაკოს გულიც გაიყოლა.
იოლი არ იყო მიტოვებული ქალის ტყავში ცხოვრება. თანაც ვისგან მიტოვებულის...
- იპოვიდა ვინმე თავისნაირ გამოთაყვანებულს... ახია ჩემზე, თავი რომ გავუყადრე. მეცოდებოდა - იდიოტი... მეგონა ვუყვარდი და მებრალებოდა...
ამბობდა, როგორ არა, მაგრამ გულს ისევ უყვარდა... ისევ ელოდა... სწამდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაუბრუნდებოდა, მოიძუძუგებოდა, პატიებას ითხოვდა. ამაყი იქნებოდა ამ დროს მაკო, შეუვალი, და არ აპატიებდა.
წლები მიდიოდა, ლექსო კი არსად სჩანდა. არც პატიების სათხოვნელად მოსულა, არც ამბის გასაგებად - არც ფხიზელი, არც მთვრალი. ერთხელაც არ მოსვლია თავში აზრად, დაერეკა მაინც... იმ უტვინო... იმ გასახმობ თავში...
მნიშვნელობა არ ჰქონდა, გარეთ წვიმდა თუ მზე ანათებდა. მაკოს გულში მხოლოდ ცვალებად მოღრუბლულობას დაესადგურებინა, ხანმოკლე წვიმებითა და შიგადაშიგ ელჭექით. იშვიათად თუ გამოაჭყეტდა მზე - ეს იმედი იყო, ერთი ციცქნა, სუსტი, მიმქრალი, მაგრამ მაინც იმედი.
მერე ზაზა გამოჩნდა - სულით ხორცამდე ინტელიგენტი. სათვალით, თხასავით წვერით და დიპლომატით ხელში. სწორედ ისეთი, მაკოს რომ სჭირდებოდა - განათლებული, ერუდირებული, დახვეწილი... რაფინირებული... მოკლედ ისეთი, მაკოს გონება რომ მოუწონებდა და თვალები კი დასტურს მისცემდნენ - კი, ნამდვილად შეგეფერება, წყალი არ გაუვაო.
მარტო გული ჯიუტობდა, ფეხებს აბაკუნებდა - მე მაგას კარს ვერ გავუღებ, ყოველ შემთხვევაში ლექსოს მერეო, ვერ გავიგე, რამ მოგაწონა ეს სარკის წინ დაყენებული მანერები... ეს ხელოვნური ინტელექტი... კაცს რომ შეშვენის, ის ხიბლი არა აქვს, ის თავისუფლებაო....
არ შეეძლო მაკოს ამის უარყოფა. გული არ ტყუოდა - არ იყო მაკო ამ კაცის შემყვარებელი, მაგრამ სად იპოვიდა სხვაგან ასეთ განათლებულს, ასეთ წესიერს, ასეთ... ყოვლად ასეთს... ყველაფერში მაკოზე უკეთ რომ ერკვეოდა - მხატვრობა გინდაა? ლიტერატურაა? ისტორიაა? მუსიკაში - ხომ საერთოდ, მხეცი იყო. მარტო ის არ იცოდა, როგორ შეეყვარებინა თავი შინაბერობის კართან ატუზული ქალისათვის. საკოცნელად გაიწია და - მაკო ისე დაფრთხა... თითქოს კაქტუსად იქცაო - გამოუშვა და გამოუშვა ეკლები...
- კიდევ რომ მომეკაროს, ცუდად გავხდები, - ფიქრობდა მაკო. ფიქრობდა კი არა, ტიროდა, ქვითინებდა, თავის უბედურებას, სხვადასხვა მხარეს გაქცეულ გრძნობებს მისტიროდა - აქეთ გულსა და იქით - გონებას, ორივეს ცალ-ცალკე რომ უყვარდათ - ერთს ლექსო, მეორეს კი - ზაზა...
- რა იქნებოდა, ინტელექტის ტრანსპლანტაცია რომ შეიძლებოდეს - ზაზასი რომ ლექსოს გადაუნერგონ.... რა კაცი მეყოლებოდა გვერდით? რა ბედნიერება... რა "ფელიჩიტა" იქნებოდა! - ამბობდა მაკო, მეცნიერები კი ჯერჯერობით სასწაულებს ვერ ახდენდნენ.

***
შორიდან იგებდა ამბებს - ზაზას შიმშილით სული ძვრება, ცოლ-შვილის რჩენა ისე უჭირს, ლამისაა თავი ბაწარში გაუყაროსო. რა თავში იხლის თავის დოცენტობას და განათლებას... შნოა მთავარი, შნო. აგერ ისეთი, ლექსოს რომ აღმოაჩნდა... ამბობენ, წარმატებული ბიზნესმენია, ფული - ჩეჩქივით, ქალები - რჩეული, სახლი - სასახლე, მანქანა - გაზიზინებული. ვის ახსოვს მაკო? ვის დაკარგვია?
ენატრებოდა ლექსო. ღამეებს ათენებდა მასზე ფიქრში. ამ ფიქრებში იგი ყოველთვის დარცხვენილი მოდიოდა და პატიებას ითხოვდა. თანაც ამას ყოველთვის სხვადასხვანაირად აკეთებდა. მაგალითად, ასე:
მაკო ქუჩაში მიდის... გაზაფხულია... მაკოს გულშიც გაზაფხული დგას, იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებულად ლამაზია და ბედნიერი - სულ რამდენიმე წუთში ლექსომ შემთხვევით უნდა შემოუხვიოს ქუჩის კუთხიდან და შეეფეთოს. აი, ისიც... ასე უეცრად, მოულოდნელად შემოხვდება, თვალებში ჩახედავს და ალმური აედება სახეზე - სირცხვილის, მონატრების, სინანულის... მაკო კი ამაყი იქნება, შეუვალი, კდემამოსილი... ხელში იების კონით (არა, ყოჩივარდები სჯობია) - სხვა მამაკაცის ნაჩუქარი ყვავილებით ხელში... სწორედაც! უკეთ რომ იგრძნოს ლექსომ დანაკარგის მთელი სიძვირფასე.
სად, რომელ ქუჩაზე ან რომელ ქალაქში ხდება მოქმედება, მაკო ფიქრებში ამას არ აკონკრეტებს - ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ლექსო ყველგან ლექსო იქნება - თბილისშიც, სტამბოლშიც და პარიზშიც, ერთნაირად მოღალატე და ერთნაირად... საყვარელი.
...თუმცა არა... აშკარად თბილისში ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ასეთი გაზაფხული, ასეთი გამაბრუებელი იის სურნელით გაჟღენთილი მარტი სხვაგან არსად შეიძლება იყოს, თუ არა თბილისში. შეეფეთება და ეტყვის:
- გამარჯობა, მაკო!
- აა, ეს შენ ხარ? ვერ გიცანი... უცებ... - მაკო გულგრილად, ცალყბად უპასუხებს, რაზეც ლექსოს კიდევ უფრო დაწყდება გული. თვალებით მოეფერება, მეტს ვერ გაუბედავს. ჯერ თმაზე, შემდეგ მხრებზე გადაუსვამს მზერას, სიყვარულით, ვნებით სავსე მზერას, ასე რომ მოსწონდა მაკოს... მერე უეცრად, ისევ იმ ხეპრე გამომეტყველებას წააწყდება მის თვალებში... რაღაც მიამიტურად ბრიყვულს და...
- მაპატიე, მეჩქარება, უნდა წავიდე, - ეტყვის.
- შეიძლება, დაგირეკო?
- არა, არ დამირეკო...
- რატომ, მაკო?
- იმიტომ, რომ... ვთხოვდები, ლექსო...
აი, ასე მიახლის, პირდაპირ, დაუნდობლად. ბარემ გაუსკდეს გული. თვითონაც ხომ მოიყვანა ცოლი ჴ არსად დაეკარგოს. ახლა მისი ჯერია. მასზე ჭკვიანს, მასზე განათლებულს, მასზე დახვეწილს მიჰყვება... ლექსო სიზმარშიც რომ ვერ გახდება, ისეთს...
- მშვიდობით, - იტყვის მაკო და ამაყი მოძრაობით შეისწორებს შუბლზე ჩამოშლილ შავ კულულებს, არა, ქერას - იმ დროს უკვე შეღებილი ექნება, მოუხდება ცისფერ თვალებზე. ეტყვის და გზას განაგრძობს - გამარჯვებული, გულმოფხანილი... იმას კი დატოვებს - გულმოკლულს, სინანულით შეპყრობილს...
ეს სცენა ყოველ ჯერზე სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა ვითარებაში მეორდებოდა. მაკოსაც ყოველ ჯერზე ეცვლებოდა თმის ფერი, ყვავილების ბუკეტიც იცვლებოდა მის ხელში... ლექსოც ხან მარტო ეფეთებოდა, ხანაც იმ კიკიმორა ცოლთან ერთად. ხან იბნეოდა, ხან უფრო გაბედული იყო - ერთხელ კოცნაც კი დაუპირა, მაგრამ მაკომ რა თქმა უნდა, არ დაანება....
ფიქრსა და ოცნებაში კი წლები ილეოდა. მაკოსაც ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო უნაოჭდებოდა ღიმილი. ეს ცელულიტიც მოსისხლე მტრად მოეკიდა. ორმოცს გადასცილდა, ლექსოს დაბრუნების იმედი მხოლოდ სიზმარში თუ უჩნდებოდა, ისიც ძალიან ბუნდოვანი...
მზითევიც კი ისევ ტახტში ეწყო - ნაფტალინის სუნით გაჟღენთილი, ჩრჩილისაგან საიმედოდ დაცული. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოუწევდა ტახტში ყურყუტი, რომ არა დიადი ქვეყნის, მაკოსთვის კი - ქვეყნიერების აღსასრული - აღარც კომკავშირი, აღარც პარტია, აღარც სამსახური და აღარც ლექსო. მაკო მარტოდმარტო შერჩა ამ წუთისოფელს - უფუნქციოდ, უმიზნოდ და უიმედოდ...
ლოდინს აზრი არ ჰქონდა და... მიადგა მზითევს. ჯერ საქორწინო ღამისათვის საგანგებოდ შერჩეული თეთრეული - მოქარგული ბალიშისპირები, კონვერტები, მისი ქალწულობის დასასრულის არშემდგარი მოწმე - ზეწრები გაუყენა მშრალი ხიდის გზას. შემდეგ პირსახოცები, ხალათები, ქოშები გააყოლა - ოთახის, პომპონიანი, ებრაელებში მამასისხლად ნაყიდი თავის დროზე. მზითევიც რომ ამოიწურა, მერე მიხვდა მაკო, რომ ლეოსა და მოგონებების გარდა აღარაფერი დარჩენოდა. მაგრამ ვერც ლეო დააპურებდა დამშეულს და, მით უმეტეს, ვერც მოგონებები.

***
მაკო ახალ ღერს იღებს კოლოფიდან, ნაზად უკიდებს და რუსოს აშტერდება.
- შენა და... რამდენი ნაოჭი გაგჩენია, გოგო...
- პატარა ხომ აღარ ვარ, რას იზამ... ნაოჭსაც თავისი დრო აქვს, ჭაღარასაც...
- ოო, არა! მე ისეთი კრემი მომიტანეს.... ეგ არ მემუქრება...
- კი, როგორ არა... რომ იცინი, შენც გვარიანი ნაოჭი გიჩნდება თვალის კუთხეში...
მაკო თხელ, გრძელფრჩხილიან ხელს იქნევს დაუდევრად:
-სიცილის დროს ბავშვსაც უჩნდება ნაოჭი...
- უნდა გაყოლოდი იმ შენს ლექსოს...
მაკო ჩუმდება... მერე ხველა უტყდება.
- ფუ, რა საშინელებაა... ყავაც სულ გააფუჭეს, სოიოს ურევენ თურმე... ღმერთმა უწყის რას ვსვამთ, რას ვჭამთ...
- ზაზას მაინც უნდა გაყოლოდი...
- არ მიყვარდა...
- შეგიყვარდებოდა... შენ რა, გგონია მიყვარდა თენგო? მთავარი შეჩვევაა, მერე ბავშვები... ზრუნვა და... აბა სხვა კი არაფერია სიყვარული...
- კაი, რაა. ზაზასთვის გემეტებოდი?
- მე შენ მარტოობისთვის არ მემეტებოდი... ამ ოთხი კედლისთვის, ლეოსთვის არ მემეტებოდი... თუმცა ლეოს რას ვერჩი. ეგ რომ არა, სულ მარტო იქნებოდი...
- რას ამბობ, რუსო!
- ჰო, ახლა რაღა დროს ამაზე ლაპარაკია!
- რა თქმა უნდა, გვიანია! ჩემთვის ყველაფერი გვიანია!
- არა, შენზე არ მითქვამს...
- არა, მითხარი... სწორი ხარ - საშინლად გამოვიყურები, ვერანაირი კრემი ვეღარ მიშველის... ჰო, უნდა გავთხოვილიყავი, უნდა გავყოლოდი ზაზას, ლექსოს, პეტრეს, პავლეს, ან რა ვიცი - ივანეს. სულ ერთია ვის, ოღონდაც გავთხოვილიყავი. შენ არ იცი, რა არის მარტოობა!
- ვიცი!
- არა, არ იცი! მე კი... მე... მეც მინდა შენსავით რეცხვისაგან მისკდებოდეს ხელები... თმის დასავარცხნად დრო არ მრჩებოდეს... ზედმეტი წონის მოსაშორებლად წუწუნის გარდა ვერაფერს ვაკეთებდე... მეც ვერ ვამჩნევდე, როგორი კაცი მყავს გვერდით - ჩია თუ ახოვანი, ჭკვიანი თუ სულელი... მეც მინდა, ვინმე ზრუნავდეს ჩემზე... ჯანდაბას, არ ვუყვარდე, მაგრამ ვჭირდებოდე მაინც...
- კაი, მაკო! რა დაგემართა! იმისთვის კი არ მოვსულვარ, ნერვები ამეშალა შენთვის... სიმართლე გითხრა, სხვა რამის სათქმელად მოვედი...
- რის?
- არც კი ვიცი, გითხრა თუ არა... - რუსო ყავის ფინჯანს აწვალებს.
- მითხარი, ნუ გერიდება...
- ერთი ვარიანტია... ვიცი, შენ მეტი შეგეფერება, მარა... რა ვიცი, სულ მარტო ყოფნას... სოფლიდან ჩამოსული ბიჭია. თუმცა რაღა ბიჭი... ცოლს გაეყარა და... მოკლედ, ბინიანი ქალის შერთვა უნდა... ვიფიქრე, იქნებ... კარგი ხელობა აქვს, პურის ფულს მაინც შემოიტანს... ჰა, რას იტყვი?
ორივე ჩაყუჩდა. მენთოლით გაჟღენთილი ბოლი კი ოცნებებს ერეოდა, ტაატით მიიწევდა დაბალჭერიანი ხრუშჩოვკის ჭერისკენ, გველივით ეხვეოდა პრაღიდან ჩამოტანილ, ჯერ კიდევ გაუყიდავი ბროლის ჭაღს და ისე უკვალოდ იფანტებოდა, თითქოს მარტოხელა შინაბერას ფილტვებიდან საერთოდ არც ამოსულიყო.
თავთავიანთ ფიქრებში ჩაეფლენ. მაკო - თავის განუხორციელებელ ოცნებებში, რუსო - თავის პრობლემებზე ფიქრში.
მერე მაკომ ხელი აიქნია, თითქოს ამ ფიქრების გაფანტვა უნდაო, ხმამაღლა დაახველა და:
- მოიყვანე და ვნახოთ! - თქვა ხმადაბლა. თვითონ რომ არ გაეგონა, ისე. მერე სიგარეტის ნამწვი ლითონის ორნამენტებიან საფერფლეს მიაჭყლიტა, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ყინულივით ცივი და არაფრისმთქმელი მზერა ჭერზე, იმ ადგილას გააჩერა, სადაც ახლახან სიგარეტის მენთოლით გაჟღენთილი მძიმე კვამლი შთანთქა სივრცემ.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 3:46 pm

ირმა მალაციძე Irma_m12
Irma Malatsidze by Zaliko Sulakauri--2019

ირმა მალაციძე

მარტორქას მარტო რქა

ერთ უზარმაზარ მდელოზე მშობლებსა და მთელ ჯოგთან ერთად პატარა მარტორქა ცხოვრობდა. თვითონ კი პატარა იყო, მაგრამ ერთი მისი რქა გენახათ! მარტორქას მშობლები ძალიან ამაყობდნენ შვილით:
– ერთი შეხეთ, როგორი ამაყი რქა აქვს ჩვენს პატარას! – ღიმილით შეჰყურებდა დედა.
– სახელოვანი შვილი გვეზრდება. ასეთი რქა, სანთლით რომ ეძებო, არც ერთ მარტორქას არ ექნება, თანაც მის ასაკში! – სიამაყით აღსავსე ადევნებდა თვალს შვილის ცელქობას მამაც.
მარტორქაც გრძნობდა მშობლების სიყვარულით სავსე მზერას და ისე მონდომებით, დაკუნტრუშებდა, ირგვლივ ყველაფერს, თელავდა. ჰოდა, იმდენი იკუნტრუშა, იმდენი იხტუნა, რომ ქვას ფეხი წამოჰკრა, მშობლების ცხვირწინ მალაყი გააკეთა და დედ-მამამ მიშველებაც ვერ მოასწრო, ისე ჩაერჭო მიწაში იმ თავისი საამაყო რქით. რქამ სიმძიმეს ვერ გაუძლო და მოტყდა. ამის დანახვაზე დედა მარტორქას გული წაუვიდა, მამამ კი ისეთი ღრიალი მორთო, მარტორქების მთელი ჯოგი წამში შემთხვევის ადგილზე გაჩნდა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თავს დაასიეს ექიმები, მაგრამ მარტორქის რქას აღარაფერი ეშველა.
ექიმმა თქვა:
– მდაა! მძიმე შემთხვევაა. მქონია რქის გაბ¬ზარვის, დახურული მოტეხილობის შემთხვევები, მაგრამ რქა მთლიანად არასდროს არავის მოუტეხია. ჰმ! ეტყობა, ძალიან ცელქი უნდა იყოს თქვენი პატარა.
– რა გვეშველება, ექიმო? გვირჩიეთ, როგორ მოვიქცეთ. მარტორქა რქის გარეშე რაღა მარტორქაა. თანაც, რა რქა ჰქონდა! – ქვითინებდა სასოწარკვეთილი მამა.
– როგორ დავიღუპე, ჩემი პატარა! – ცრემლებს აფრქვევდა დედა.
– მდაა! არც კი ვიცი, რა გირჩიოთ. როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალზე რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ასეთი რთული ოპერაცია ჩვენი ტყის ამბულატორიაში ჯერ არ გაგვიკეთებია, – ხელებს იფშვნეტდა ექიმი მარტორქა.
მშობლებს იმედი გადაეწურათ. შვილს მოტეხილი რქა თასმით კისერზე ჩამოჰკიდეს, ყველას რომ ენახა, რა დიდებული რქა ჰქონდა ერთ დროს. ამის შემდეგ რქამოტეხილ მარტორქას ყველა მარტოს ეძახდა. რქას აღარავინ ახსენებდა, გული არ ვატკინოთო, – ფიქრობდნენ.
ასე იყო თუ ისე, პატარა მარტო მიეჩვია ურქოდ ცხოვრებას. ერთი მხრივ, მოსწონდა კიდეც, ყველასგან რომ განსხვავდებოდა. ტყეში ყველა იცნობდა, ჯოგშიც პატივს სცემდნენ, ამიტომ სულაც არ ნაღვლობდა რქის დაკარგვას. მხოლოდ მშობლები წუხდნენ და განუწყვეტლივ იმაზე ფიქრობდნენ, რა ეღონათ. ფიქრობდნენ, იქნებ ისეთი დროც დადგეს, ექიმებმა ახალი საშუალება გამოიგონონ და ჩვენს შვილს რქა ისევ მიამაგრონო, მაგრამ ექიმები ჯერჯერობით სანუგეშოს ვერაფერს ეუბნებოდნენ.
ასე გადიოდა დრო. მარტომ სავსებით მიივიწყა თავისი რქა, ხანდახან ეჩვენებოდა, რომ არც არასდროს ჰქონია იგი. ერთ დღეს კი ტყეში უცნაური ადამიანები გამოჩდნენ. ისინი მანქანაში ისხდნენ და ჯოგს გარშემო უვლიდნენ, თან ხელში შავი პატარა კოლოფი ეჭირათ და აჩხაკუნებდნენ. დაფრთხნენ მარტორქები, იფიქრეს, ჩვენზე ნადირობა დაიწყესო და აქეთ-იქით მიაწყდნენ, მაგრამ სროლის ხმა არა და არ ისმოდა. ამან მარტორქები ცოტა დაამშვიდა და აქეთ-იქით სირბილს თავი დაანებეს. მერე კი ისე გათამამდნენ, ადამიანებთან ახლოს მივიდნენ და მათი დათვალიერება დაიწყეს. მარტოც მიცუნცულდა და შავ კოლოფს ცნობისმოყვარედ მიაშტერდა. უცებ ერთმა ადამიანმა ჩანთიდან უცნაური ნივთი ამოიღო, მარტოს მიუახლოვდა და რქის ადგილას რაღაც წაუსვა. შემდეგ რქა კისრიდან ჩამოხსნა და თავის ადგილზე მიამაგრა. რამდენიმე წუთში მარტოს რქა თითქოს ხელახლა ამოუვიდაო. მარტორქები თვალებს არ უჯერებდნენ, ეს რა სასწაული მოხდაო – გაოცებას ვერ ფარავდნენ. მარტოს მშობლები სიხარულისაგან ადგილს ვეღარ პოულობდნენ, არ იცოდნენ, მადლობა რითი გადაეხადათ ამ უცნაური სტუმრებისთვის. აბა, საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ სასწაული ადამიანებმა კი არა, წებომ მოახდინა. თუმცა წებოც ხომ ადამიანის შექმნილია.
ამის შემდეგ მარტო ისევ მარტორქად იქცა, თუმცა ხშირად ეშლებოდათ და მაინც მარტოს ეძახდნენ. მარტოს მშობლებს ეს ძალიან სწყინდათ და ყველას, ვისაც კი ეს ძველი სახელი წამოსცდებოდა, საყვედურებით ავსებდნენ.
თვითონ მარტოს კი სულაც არ სწყინდა, პირიქით, ისე იყო შეჩვეული ამ სახელს, რომ სხვას ვეღარ ეგუებოდა.
ასე კეთილად დასრულდა მარტორქა მარტოს ამბავი.

Exclamation

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 3:49 pm

ირმა მალაციძე Irma_m13

ირმა მალაციძე

ყინვა

სადაცაა, მოთოვს,
ყინვა მინებს მორთავს,
უხარია ტატოს,
უხარია ოთარს.

_ ნეტავ ფანჯრის ხატვას,
ყინვა ჩვენთვის ცდილობს?
არ სჭირდება ნეტავ
ფუნჯები და ტილო?

მოდი, ჩვენ დავასწროთ,
გამოგვივა უკეთ,
თუ გამოვა ღია,
ცოტას გავამუქებთ.

გადაწყვიტეს უმალ,
მოიმარჯვეს ფუნჯი,
ერთს ღებავენ მწვანედ,
მეორეს კი – ლურჯით.

ესეც ასე, მოვრჩით,
უხარია ტატოს,
ახლა როგორც უნდა,
ყინვამ ისე ხატოს.


Exclamation

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 4:00 pm

ირმა მალაციძე

***

აჰა, დავხურე დარაბები - გულის კარი!
ჩავრაზე კი არადა, დავგმანე,
რომ კალმახივით სხმარტალა სხივმაც
ვერ იპოვოს ნემსის სისხო ღრიჭო შემოსაძრომად.
დავგმანე ფანჯრებიც: დავხუჭე ორივ სარკმელი,
რომ არ მაცდუნოს
გაზაფხულზე აფეთქებული ნუშის დამაბნეველმა სიტურფემ,
გადავკეტე ყველა ონკანი -
სუნთქვა შევიკარი,
უეცრად არ გამაბრუოს შროშანის სურნელმა,
არ ააფეთქოს მოგონებები ტერორისტმა გაზაფხულმა,
აბრეშუმის ჭიასავით რომ მოედო მეხსიერებას.
აჰა დავკეტე საზღვარი ყველა - დავწვი ხიდები,
გადავჭერი ბოლოებიც იმედის და მოლოდინისა.
ჩავიკეტე ჩემს სკაში და
ფიჭის კროსვორდის ამოხსნას
ამაოდ ვცდილობ!

Exclamation

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 4:02 pm

ირმა მალაციძე

ბავშვები ასანთით

- მეფენო, ჩაიცვით სამოსი!
შიშველი უკანალი გიჩანთ!

ტრიალებს ჯარა:
ჩქარა!
ჩქარა!
ჩქარა!
წამში 1000 ბრუნვის სიჩქარით, (ბრ/წმ).
გარბის, იჩქარის და წუნის მიჩქმალვით
აშორებს ბოჭკოებს,
ჩაკონილთ,
ჩაკრულებს - ვით მონა დედა-შვილს
(საბრალოთ, ჩაგრულებს...)
- დაუნდობელი მონათმფლობელი.

ბრუნავს თითისტარი!
გრეხს,
ფთილას აწვრილებს,
აგროვებს ნაწილებს და აკოწიწებს
ნისლივით გამჭვირვალე, უხილავ ნართს!
დარდს - ჩაურთავს მეორე წვერად...
სიმტკიცეს ანიჭებს,

ვინაიდანაც გამძლე უნდა იყოს თოკი, რომლითაც ადამიანები გააკეთებენ ყულფებს და თავს გაყოფენ (ნებაყოფლობით).
რათა სიკვდილი იყოს სწრაფი, უმტკივნეულო და ეფექტური.

და ბრუნავს თითისტარი!
ცოდვებით ფეხმძიმეს მასრა ევსება
ცრუ ნაყოფით,
და ყველას სამყოფი მხუთავი აირით...
სულ მცირე - ჰაერიც,
ცოტაოდენი ლავსანი,
და მზადაა - ასთერთემეტი მეფის სამოსი.
(ნამუსიც... კარგი საქონელია)!
არარსებული ოქროს ძაფით ქსოვენ
ასთერთმეტი მეფის მანტიას -
და გარანტიას -
მათი, სიმაძღრის ილუზიით ნაკვები ხალხის ბედნიერების.
მათ კი...
მათ სხვა არც რა სწადიათ.
ცხადია!

მხოლოდ ბიჭუნამ,
საკუთარ ოფშორულ ზონაზე -
ორმაგ უწყვეტ ხაზზე,
აი ასე -
ცალ ფეხზე მდგარმა,
(ვით კალის ჯარისკაცმა)
ჩაიდუდუნა:
- მეფე შიშველია!
მერე ტერიტორია ნერწყვით მონიშნა,
მინის კოლბაში შეგროვილი მოწყალება -
ციფრი ორნიშნა _ მიითვლა და ავტომობილების ზღვაში
შუა დინებას გაჰყვა,
თევზივით...

და ამბობს უღუ: - მეფე შიშველია!
მეფე შიშველია: - კვერს უკრავს თეთ.
მათი არათუ ადამიანებს,
მათი აღარ ესმის ღმერთს!

მზეც თავის სითბოს შავი დღისთვის ინახავს
ცეცხლგამძლე სკივრში.
ამბობენ, დედამიწას ელევაო
დენთის მარაგიც.
გამაგრდით!
შიში - ვერაფერი მოხელეა,
სიკვდილისგან ვერ იხსნის ვერვის,
მით უფრო - ბავშვებს.
ვერც მაშველს მოუხმობს შუაგულ ზღვაში.
თუ გაგიმართლებს - გაირიყები
და გიპოვნიან ქვიშის ლოგინზე - ტაკოაბზეკილს.
და აიტაცებს მასმედია ცხელ-ცხელ ფოტოებს,
და მას ექნება მილიონობით ნახვა,
გაზიარება,
კომენტარებში - აცრემლებული ბევრი სმაილი..
დაივლის ფოტო ყველა ნიუსფიდს!
მთელს პლანეტას!
და გალაქტიკას!
მაგრამ რად გინდა!

და იტყვის პატარა უფლისწული:
- შეხედეთ, მეფე შიშველია!
ვარსკვლავებს ვთხოვოთ დახმარება,
მხოლოდ ისინი თუ გვიშველიან!

თითისტარი კი ისევ ბრუნავს,
და ტანზე იხვევს საუკუნეებს -
უგუნურებებს, რასაც ყველა
ხელმწიფე სჩადის.
ჩადით!
ჩაჰყევით ისტორიას და მიხვდებით -
ასეთი არის ნირი მეფეთა:
გვირგვინი მათი არსობისა
ტკბილი ყოფილა... მათრობელა.
(ან რომელმა დაუმძიმა მის პატრონს მხრები?!).
ხომ ხვდებით?!
და არ მოტყუვდეთ - ეს კაშკაშა ნათება
სულაც არაა შარავანდედი,
ეს გვირგვინიდან არეკლილი სხივია მხოლოდ.
გვირგვინი კი, თუნდაც ოქროსი -
ლითონია, სხვა არაფერი.

ბავშვები? ბავშვები...

ასანთის ალზე ითბობენ თითებს,
ფეხებს ვერ შველიან - შიშველი აქვთ...
ისინი სულაც არ თხზავენ მითებს
მათ იციან - „მეფე შიშველია“!


ბათუმი. „ლექსების გამოფენა“ 2017


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 4:04 pm

ირმა მალაციძე

პოლიეთილენის პარკის სიმღერა

მე პარკი ვარ,
ჩვეულებრივი (ერთი შეხედვით)
პოლიეთილენის პარკი!
მავანის ტვინში მომწიფებული ფორმულა:
[-CH2-CH2-]n
გარანტიაა ჩემი სიმტკიცის.
ჩემს პოლიმერულ ძარღვებში რთული
ქიმიური ნაერთები ჩქეფს,
მოლეკულები და ატომები
ჩემში ისე მჭიდროდ ეკვრიან ერთურთს,
შენ არც კი დაგესიზმრება...
ადამიანო!
შენ ნებაყოფლობით მომყიდე სული,
და მის სანაცვლოდ კეთილდღეობა
და კომფორტი მიიღე.
ამიტომაც ვარ მე – უკვდავი,
შენ კი – მოკვდავი.
მისამღერი:
მე უკვდავი ვარ
შენზე ბევრად უკვდავი!
მე ვარ უხრწნადი,
მე ვერ მჭამს ჭია!
ამიტომაც, შენ, ადამიანო,
გშურს ჩემი,
ო, რარიგ გშურს!
მე ვარ თავისუფალი!
მე ძალმიძს ფრენა!
მე დავფრენ – წამში ასობით
მეტრის სიჩქარით (თუ ქარია),
ხოლო თუ არა – ვეკიდები ნატვრის ხის ტოტზე,
ღამურასავით, თავდაყირა
და ვუმზერ ფანჯრებს.
და მე ვხედავ ყველაფერს,
რაც ხდება მათ მიღმა.
არაფერია ჩემთვის დაფარული,
არაფერი – საიდუმლო.
მე ვუმზერ და ვხედავ:
როგორ ტირის ბავშვი,
რომელმაც საყვარელი ფისო დაკარგა.
იმასაც ვხედავ,
როგორც უმალავენ მშობლები,
რომ ფისო მანქანამ გაჭლიტა და დიდი ხანია,
ჩაფლეს ბაღის ბოლოში.
ვხედავ ბერიკაცს – წელში მოხრილს,
თითქოს მიწას კი არ ებჯინება,
მის კარზე ჯოხით აკაკუნებს
და მორიდებით ითხოვს შესვლას.
ვხედავ, როგორ იზომავს ბერიკაცი
ბოლო პენსიით ნაყიდ,
უკანასკნელ კოსტიუმს.
საგანგებოდ შეძენილს – კუბოში ჩასაცმელად.
ან რა მნიშვნელობა აქვს,
ერგება თუ არა –
მხრებში ხომ არ უჭერს,
ანდა პირიქით.
ყველაფერს მაინც ერთი ბოლო აქვს.
მე ვხედავ, თქვენს სიხარულს და მწუხარებას,
ხან ნამდვილსა და ხანაც – ყალბს (უფრო მეორეს):
იმიტირებულ ორგაზმს,
იმიტირებულ ბედნიერებას!
სხედხართ ერთმანეთში –
როგორც მატრიოშკები,
და ამაოდ ელით,
როდის გახსნის უხილავი ხელი
და გამოგიშვებთ
ერთმანეთის მიყოლებით –
ყველაზე ფაშფაშადან დაწყებული –
ციცქნათი დამთავრებული.
ხან ჭურჭელი ვარ,
ხანაც ნაგვით ვივსებ მუცელს,
მერე აყროლებულ ნაგავსაყარზე ვმშობიარობ.
და ვბადებ ნაგავს –_ შენს ნარჩენებს,
ადამიანო!
ბოსტნეულის ნათალს,
დახეულ ფეხსაცმელებს,
ვადაგასულ ქვითრებს,
გამოყენებულ პამპერსებს,
დამჭკნარ ყვავილებს.
მოვავლენ ამ ქვეყნად და მერე,
ნიავივით მსუბუქი ფრთებით ცად ავიჭრები,
რათა ზემოდან დავხედო სამყაროს,
იმ სამყაროს, რომელშიც
თქვენ ამზადებთ სადილს ¬–
ფცქვნით ხახვს და კარტოფილს,
იხდით გადასახადებს,
ზრდით ბავშვებს და
მარხავთ მიცვალებულებს, როცა სული დატოვებს
თავშესაფარს,
რათა გაიბნეს ნისლისფერ სივრცეში
სამარადისოდ.
გადავუფრენ შენს აშენებულ
ქალაქებს,
ლითონისფერ მეგაპოლისებს,
რომელიმე გიგანტური საწარმოს
სახურავზე ჩამოვისვენებ,
საკვამურ მილზე გადავეკვრები და
ჩავაბრუნებ კვამლს – უკუსუნთქვასავით,
რომ ჩაახველოს ღუმელმა და
მწეველი კაცივით ჩაიწმინდოს
შებოლილი ფილტვები.
მისამღერი:
მე უკვდავი ვარ
შენზე ბევრად უკვდავი!
მე ვარ უხრწნადი,
მე ვერ მჭამს ჭია!
ამიტომაც, შენ, ადამიანო,
გშურს ჩემი,
ო, რარიგ გშურს!
მე ვხოცავ ჩიტებს, ცხოველებს...
შენც გკლავ ადამიანო – თუმცა უჩუმრად,
ნელი სიკვდილით!
და ისევ ვმღერი,
როგორც ყოველთვის,
როცა მემღერება.
არადა რა ხშირად მემღერება!
ან რა ჭკუა მომეკითხება -
ერთ ჩვეულებრივ
პოლიეთილენის პარკს:
[-CH2-CH2-]n

ლიტერატურული კონკურსი „ლიხს იქით და ლიხს აქეთ“. მე-3 პრემია.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 4:05 pm

ირმა მალაციძე

ჟანგის მუზეუმი

მე ცელი ვარ. უბრალოდ ცელი.
იყო დრო - ჩემს ტარს, ჩემს გლუვ ტარს
ეფერებოდნენ გაოფლილი ხელისგულები,
მიმწყდევდნენ, მატყვევებდნენ და მეც
- რისხვად ქცეული თავს ვატყდებოდი ბიბინა ბალახს.
ვცელავდი, როგორც სიკვდილი ცელავს
თავის მსხვერპლთ - ადამიანებს.
სიცოცხლის საწყისიც მე ვიყავი და სასრულიც,
(თუ უსასრულობა, კიდევ საკითხავია).
და ეს ორბუნებოვნება ჩამომაწერდა ჩადენილ ცოდვებს.
მეც, ვცელავდი და ვბუტბუტებდი:

`ალიხ-მალიხ-მალახო,
იქეც თივად, ბალახო,
ცელმა უნდა მოგცელოს,
სათიბო და სანახო.
ალიხ-მალიხ-მალახო,
ავ თვალით არ სანახო~.

მე ნამგალი ვარ.
განლეული მთვარის დარი – ნამგალი.
ფხაალმასიანი, არც ნაკლებ სიავით
ვკაფავდი მღელვარეს _ ოქროს პურს.
ყელამდე ჩაფლული ვაცლიდი საძირკველს
და მიწას თავთავებს.
ნახევარმთვარე!
ნაწრთობი ფოლადის,
ბასრი ხმლის მაგვარი,
ნამგალი!
მე _ საწყისი ანბანისა,
და ნიშანი დროის წარმავლობისა.
იყო დრო _ ძირში ვსხეპდი თავთავებით
დახუნძულულ ყანას და ვღიღინებდი:

თაო, თაო, თავთაო,
ოქროსფერო თავთავო,
ნამგალს უნდა დანებდე
შეაგებო კალთაო.
დრო დამდგარა მკათაო,
მეურჩები რათაო.

მე _ გუთანი ვარ (ვიყავ).
მიწას, ჩემი სტიქიას ისე ვეჭიდებოდი,
ისე ვიდგამდი მასში ფესვებს,
ვეღარ მეურჩებოდა და ჩემს ბასრ კლანჭზე
იფშვნებოდა, როგორც მარილი.
ნამიან ბელტებს ვიწვენდი მკლავზე, ლამაზ ქალივით.
ვაფხვიერებდი და ჩემს შავ ნაკვალევს
მოსდევდა კვნესა:

`მიწავ-მიწავ-მიწაო,
შენ _ მე, მე _ შენ გიცავო,
გუთან _ შენი საბედო
გეტრფის, თავსა ვფიცავო.
მიწავ-მიწავ-მიწაო,
ტკბილო, უნდა მიწამო.

მე კი ჟანგი ვარ _
გესლი რკინისა, რკინის ოქსიდი.
ცელი, ნამგალი, კავი, გუთანი
_ ჩემი საკვებია, ჩემი საკბილო.
და ნუ გამაკრავთ ძელზე მარტოს:
ჟანგბადი, მიწა _ ჩემი თანამზრახველნი, მეხმარებიან,
მუცლის ამოყორვაში.
გავძეხი რკინით!
ჟღალ არშიად შემოვევლე
ერთ დროს მზეზე მოელვარე, ალმას ზედაპირს.
არ გჯერათ?
მოდით ჩემს მუზეუმში, თავად იხილეთ.
მუდამ ღიაა _ ტაძრის კარივით,
იმ ტაძრის, რომელიც არასდროს იკეტება.
მოდით, იხილეთ
ობმოდებულ კედელზე გამოფენილი ექსპონატები
_ ჩემი საკბილო კავეული.
რა ხანია, აქ უდევთ ბინა და ფუჭად Eელიან,
როდის აულესავს პატრონი კბილებს _ დაჟანგულ პირებს.
მე კი _ ხარბად ვხრავ მათ ძვლებს და ვხარხარებ:

გჯაბნე, ჩემო სოფელო
მართლაც წუთისოფელო,
მიწავ _ გუთანს ნატრულო,
მიწავ _ კეთილმყოფელო.
ჟანგს რით ეჭმევინები,
ჩემო ტკბილო _ სოფელო!
ჩემო კარგო _ სოფელო!

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 4:07 pm

ირმა მალაციძე

ხილთა (თავის) ქება

ერთხელ ბაღში-ბაღჩაში
ატყდა ერთი განგაში.
თავს იწონებს ყველა,
ყველა ძლიერ ღელავს.

იპრანჭება მარწყვი:
-ცოტას თუკი მაცდით,
დავმწიფდები მალე,
დღეს არადა, ხვალე.

ცხარობს შავი მოცხარი
-აჰ, რატომ ვარ ცოცხალი?!
ჩვენი ბაღჩის მშვენება
მე ვარ, ნუ შეგეშლებათ!

-მეც დამიგდეთ ყური,
წითლად როგორ ვღუი,
ჩემზე რჩებათ თვალი! -
ამბობს ალუბალი.

ხმას იმაღლებს ვაშლი:
-ახლა ტოტებს გავშლი,
უყვართ ჩემი ნაყოფი,
ჭამენ, მაინც არ ყოფნით!

გაგულისდა ატამი:
-არ გამართეს ტატამი?!
სულ ტყულად ტრაბახობთ,
გადით, თვალით არ გნახოთ!

დაუბერა ნიავმა,
გააღვიძა ქლიავი:
-რაო, აქ რა ხდებაო?
-რა და, თავის ქებაო.

-ფოთლებში რომ ველავდი, -
ეს მე ვიყავ, ტყემალი.
გაისველეთ ყველამ პირი,
ჰაა-ჰაა, მოგჭრათ კბილი!

-მეც არა ვარ ბოლო! -
ბრაზობს მწიფე ჟოლო! –
ვიტამინით სავსე,
სხვა ვინაა ასე?

სად იყო და სად არა,
ბაღში გაჩნდა სანათა,
გოგოს ხელში ეჭირა
ცარიელი კალათა.

ხილს კრეფს ღიღინ-ღიღინით,
და თან თბილად იღიმის:

„ერთი ვაშლი,
ერთი მსხალი,
ერთიც მწიფე ალუბალი,
ერთი ლეღვი
ერთი ზღმარტლი,
ზოგი საღი, ზოგიც მატლით,

ყურძნის დიდი აკიდო,
თაროზე რომ დავკიდო.
კომში,
ჟოლო,
ქაცვი,
მტევნებად თუ მარცვლით.

რა გაჩხუბებთ, კარგებო?
რა ფერი გაქვთ, რა გემო!
ან სურნელი ასეთი
არვინ დაიკვეხნოს!“

შაქარივით ტკბილი,
ნეტავ რაა?
ხი-ლი!

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 4:10 pm


ირმა მალაციძე, ლელა გაფრინდაშვილი შუადღე GDS-ზე
შუადღე GDS / shuadge GDS
Published on Dec 9, 2014
09.12.2014
©️ GDS TV

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 4:12 pm


ირმა მალაციძე შუადღე GDS-ზე
შუადღე GDS / shuadge GDS
Published on Jan 7, 2015
06.01.2015
©️ GDS TV

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე EmptyTue Apr 02, 2019 4:14 pm


"პიკის საათი" 28.11.17 „თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა“
Georgian Public Radio
Published on Nov 27, 2017

საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი იწყებს საბავშვო ჟურნალის გამოცემას „თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა“, რომელ რუბრიკებს მოიცავს ჟურნალი და როგორი იქნება მისი პირველი ნომერი?
გადაცემის სტუმარი: მარიამ წიკლაური, ირმა მალაციძე და გივი ჩიღვინაძე - საბავშვო მწერლები
გადაცემის წამყვანებო: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტასვილი
გადაცემის პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ირმა მალაციძე Empty
PostSubject: Re: ირმა მალაციძე   ირმა მალაციძე Empty

Back to top Go down
 
ირმა მალაციძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: