არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური (ნისლი მთათა ზედა) - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena, or to be exact - library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ბექა ახალაია

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
დადა
Front of Armury
Front of Armury
დადა

Female
Number of posts : 62
Age : 35
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Sun Jan 31, 2010 10:28 pm

ემიგრანტი


შენ ათას ცხრაას ოცდაოთხის დეკემბრის მერე
ცხოვრობ პარიზში,გადმოხვეწილ მოძმეთა გვერდით,
ნოსტალგიური ნოველების დაგჩემდა წერა,
გული იმდენად ჩქარა ფეთქავს,მოძველდა მკერდი.

შიში ხანდახან,სირცხვილი კი ნაკლებად ჭამე,
ხშირად ფანჯარას გამოაღებ(საამოდ გრილა)...
ორგაზმივით რომ განიცადა უმთვარო ღამემ,
მარტის პირველი ორშაბათის მზიანი დილა,

მოგაწვა დარდი.(რა აზრი აქვს შიშისგან თრთოდე),
თუმცა იმედის არ დაუშვი ალამი დაბლა,
შუა მონმარტრზე მოგენატრა მეგრული ოდა,
ჯანდაბას ყველა ვერსალი და ელემი-კებლე,

ჯანდაბას ძვირად შეკერილი (ჩოხასთან) ფრაკი,
ყველა გვირგვინი,ეპოლეტი,მედალი,მიტრა.
პაპის აკლდამას სქელი ხავსი მოედო რაკი,
სიზმარში პაპამ საყვედური ადვილად გითხრა.

ამ ვიწრო ჩიხში ყოველ ღამე ხმარებით დაღლილ,
რომ მოეთხუპნა ყველა ფერის აკვარელს კალთა,
პაბლო პიკასო სეირნობდა(პატარა ძაღლით)
თავისზე მაღალ(თავნახევრით) საყვარელ ქალთან...

ორმოცდაორი წელიწადი სირბილით,ქშენით,
შფოთით წითელი იმპერიის ელოდე დაშლას,
ყველა იმედი ბოლოს კვდება,თუმცა კი შენი-
ფრანგულ მიწაზე დაქცეული ლუდივით დაშრა.

(როცა იხსენებ,ყველა გრძნობა გულივით მიგდის,
ოდიშურ ცას რომ ვარსკვლავები წრიულად ება)
ვერა და მაინც ვერ ეღირსე სიბერით სიკვდილს,
ჩაგიმონტაჟეს წყეულ ფილტვში წყეული კიბო.

ვერ ეღირსები (იცი) გულზე მამულის მიწას,
დაღლილი სულით მტრებისაკენ მოძულედ ილტვი
და მთელ სხეულზე მარხვასავით ტკივილებს იცავ,
მერე იმდენად სწრაფად სუნთქავ,მოძველდა ფილტვი


lol!
Back to top Go down
http://uferula.blogspot.com/
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 221
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Wed Apr 28, 2010 9:41 am

ბექა აბუთიძეს

არაყი.ლუდი.სიგარეტი და წყვილი ჭიქა.
აკუტაგავა(ფანჯარაზე),პეტეფი,ოშო
და გულთან ახლოს ყველა ყლუპი დარდივით მიგვაქვს,
რომ გაგვიმძაფრდეს სამყაროზე შეტევის ხოში.

მე გეტყვი:,,სრული სიმართლეა,თუმცა კი მწარე,
(ახლოს,ფარდულში ნელი ცეცხლი ადუნებს დარაჯს)
მღვრიე ენგურში ჩაძირულა მსუქანი მთვარე,
მომეცით ხელი,გითანაგრძნობთ ბატონო თარაშ!"

შენ მეტყვი(ცუდი წინათგრძნობის დაბერავს ქარი):
,,ფიცი სიცრუე ყოფილა და ლიტონი მარტო,
ლოტხენი გუშინ გაყოლია ფულიან არიფს,
გთხოვთ ნუ ჩაიდენთ სისულელეს ბატონო ვერტერ!"

როგორც ჰგონიათ,არც ისეთი ფართოა შარა,
შემხვედრ დანტესებს მეგობარო არ ვუმზერთ თმენით,
ვბრაზდებით მერე პოეტები პუშკინის დარად,
დიდი ხნის უკან დადუმებულ მაუზერს ვტენით.

თოვლში და ჭყაპში სასიკვდილოდ დავხუჭავთ თვალებს,
მკვდარი მგოსნების ჩამოივლის სულების მარში,
ჩვენს ამბავს ირგვლივ გაიგებენ ძალიან მალე,
მოგვაკითხავენ მეგობრები ქალაქის მორგში.

დანომრილ გვამებს შეხედავენ ძრწოლით და რიდით,
დაუყვებიან მიცვალებულ(ამრიგად) ქოროს:
ახალაია-ნომ.მეხუთე,პირველი რიგი,
აბუთიძე კი-ნომ. მეათე,იმ რიგის ბოლოს!



საოცარი!
საოცარი!
საოცარი!


sunny
Back to top Go down
kikinobelle

kikinobelle

Female
Number of posts : 4
Age : 33
Location : aqve
Job/hobbies : meocnebe
Humor : gaigime naochebis nu geshinis:)
Registration date : 29.07.10

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Thu Jul 29, 2010 5:26 pm

ვატყობ,რომ უკვე სიმშვიდე მშია,
სითბომოდებულ ვაწვალებ ვაზნებს,
საკიდზე ვკიდებ იქაურ გნიასს
და მტვრიან ქურთუკს მოვიცვამ ტანზე cheers uuuuuf... ai aseti leksia....gaixare sunny
Back to top Go down
http://www.armuris safixvno.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 275
Age : 37
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Mon Dec 20, 2010 5:56 pm

მე და უსახელო აფხაზი


,,ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები
და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი.
ქორი, წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა,
ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში.
ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვები,
ბევრჯერ ეგ თხებიც ჩვენს ქარჩახებს რქებით ეკიდა
და მორდუ აქეთ თუ როდესმე დააცხიკვებდა,-
ხვიჩას სიცოცხლე! - ეძახოდნენ აფხაზეთიდან.
ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ,
ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს.

ოდიშში ვარ,
ქორწილში ვარ… ცხენს ვაჭენებ… ჰაიდა…
„ოდოიას“ გადმოუხტა „ურაიდა რაიდა“…

ნიშნიანიძე


იქ, სადღაც მთებიდან იშლება ნანატრი, ნანატრი სამოთხე,
დაცხა და ჭაობებს ბურუსის საბანი, საბანი არ უნდათ...
თქვენთან ხომ დამთავრდა ლამაზი ქალებით ნაქები მიზიტხუ,
ჩვენთან კი დაიწყო ფეხმარდი ცხენებით განთქმული ისინდი.

დაწოლილ ყანაში გაჩრილი ნიავი საოცრად ჩაჩუმდა,
შენ ვიწრო ბილიკებს ულაყის ნატორალს კარტივით ურიგებ.
ბინდისას მესტუმრე სოფელში და მიხმე ჭიშკართან: ,,აფშუმა!",
მე ძმურად შეგხვდი და გითხარი ღიმილით: ,,მოზოჯი შურიგე!"

ჭურებთან ქეიფს ხომ სულ, სულ სხვა ეშხი აქვს(გარეთ კი თენდება),
თქორია და სწუხარ-ეჰეჰეი, არ დადგა სამგზავრო დარიო...
თქვენკენაც, ჩვენსკენაც ღამეებს ათევენ შვილმკვდარი დედები,
შენ ალბათ არც იცი... ენგურში თევზიც კი ლიფსიტამკვდარია.

შენ, ჩემო ასასო, ერთ-ურთის ტყვიიდან მოკლული სამოყვრო
(ჩამოვჯდეთ ერთად და) ვიგლოვოთ(ცრემლებიც დავღვაროთ ულევად).
ორივემ ხომ ვიცით, ეგ ჩვენი მიწები გაღმა და გამოღმა,
(ერთი გვაქვს სამშობლო და) ჰგვანან ერთმანეთს გაჭრილი გულივით.

ჩვენ უნდა თაობებს სხვა ძმობა, სხვა გრძნობა, სხვა ხიბლი ვუჩვენოთ
და დარჩეს თავისთავს ჩავლილი წარსული-საზარლად საზარი,
შენ, შვილის ქორწილში ხმამაღლა იმღერებ(დამპირდი) თუ ,,ჩელას",
მე როცა მოვკვდები, აქ, ჩემი სახლიდან ისმოდეს ,,აზარი"!..

იქ, სადღაც იშლება ნანატრი, ნანატრი, ნანატრი სამოთხე,
დაცხა და ჭაობებს ბურუსის საბანი, საბანი არ უნდათ...
თქვენთან ხომ დამთავრდა ლამაზი ქალებით ნაქები მიზიტხუ,
ჩვენთან კი დაიწყო ფეხმარდი ცხენებით განთქმული ისინდი!
Back to top Go down
http://www.geogen.ge
persefone

persefone

Female
Number of posts : 1
Age : 29
Location : tbilisi
Job/hobbies : pilosopher
Humor : ...
Registration date : 09.05.11

PostSubject: ტანზე ნაცვამი მიხდება თორი... magaria :*   Sun May 15, 2011 3:31 am

ბექა ახალაია

არდაძინების რეკვიემი ნეკერას

... დიდი დიღომი. ძველი ბინა. ჩვენი საერთო
მეგობრის სახლი. ბინდი წვება, მაგრამ ჯერ ისევ
დღის სინათლეა. მეგობრები ვსხედვართ სუფრასთან.
და სწორედ მაშინ ავდექი და ძმად გაგეფიცე.
მერე, ყოველთვის მახსენებდი, რომ შენ იყავი
ჩემი პირველი დადნაფიცი, და მეც ყველასთან
ვიმეორებდი. და დანარჩენს, რაც კი მემართა,
ცრემლის წვეთები ნაპირებზე გამორიყავენ...
მთელი არსებით ვერიდები მარტო დარჩენას,
შენი არყოფნის თან მჯერა და თანაც არ მჯერა,
ასე, სრულიად დაბნეული, ვრჩები წარსულთან,
მაგრამ ვიცი, რომ რაღაც კარგი ჩემთვის დასრულდა.
ნუ დაიძინებ, დამიჯერე,
ნუ დაიძინებ,
ძილი სიკვდილის მინდვრებია, ნუ დაიძინებ!

... ღამე. ვეწევი აივანზე. ვფიქრობ. გავყურებ
მთაწმინდის წითლად განათებულ ანძას, სამებას,
და ეს დღე, როგორც ხსოვნის წიგნი, უკვე დავხურე,
ეზოს კუთხეში ატეხილ და გაძვალტყავებულ
ძუკნას ხვადების თან დაჰყვება მთელი ამალა...
საკუთარ თავზე მეცინება სიმწრით: დილიდან
ვდუმვარ, არ მითქვამს ჩემებისთვის შენზე, იმიტომ,
რომ სულ ცოტა ხნით სიკვდილისგან გადამემალე.
რას დავაბრალო, სიბრიყვეს თუ გულუბრყვილობას
ეს ყველაფერი?! მეც ძაღლივით უხმოდ ვილოკავ
იარას, და ეს, ალბათ, არის სასოწარკვეთა...
შენს უბანს ვეძებ. რა თქმა უნდა, არ ჩანს აქედან.
ნუ დაიძინებ, მეგობარო,
ნუ დაიძინებ,
ძილი სიკვდილის ველებია, ნუ დაიძინებ!

... დილა. სიჩუმე. სიხალვათე. სადღაც ლოტკინის
თავზე მიფრინავს თვითმფრინავი. ბლომად ჭილყვავი
ბაღის ხეებზე. რომ გცოდნოდა, როგორ გვატკენდი,
არამგონია ასე ადრე წასულიყავი.
ვცდილობ ძახილი ავაწვდინო შენთან, ზეცამდე,
და თუმცა უკვე გვიანია მონანიება,
მაინც გეძახი: ვერ მოვედი, გთხოვ პატიებას,
კუბოში, თუნდაც ლამაზად მწოლს, ვერ დაგხედავდი.
აქ კი გრძელდება: მიჰყვებიან მდორე დინებებს,
ბავშვებს და ძაღლებს ძველებურად ასეირნებენ,
მინი-მარკეტებს აღებენ და ისევ კეტავენ,
და სული ისევ სულს დაეძებს, მონათესავეს.
ნუ დაიძინებ, თუ ღმერთი გწამს,
ნუ დაიძინებ,
ძილი სიკვდილის ტყეებია, ნუ დაიძინებ!

... საღამო. ქუჩა. უშენობით სავსე ყელამდე
მხარს ვუქცევ ხეებს, ლამპიონებს და სააფიშე
ტუმბოებს. ჩემით დაწყებული, ახლა ყველა მძულს,
სადაც შენ წევხარ, იმ მიწაზე რომ დავაბიჯებთ.
ზოგჯერ დაცინვა (თან ასეთი!) იცის განგებამ,
რა დროს ქუჩებში დაკარგვაა და გზის არევა:
პარკში კონცერტი. მსმენელები. მგლოვიარე ვარ,
ამ ცეკვასა და სიმღერაში რა მესაქმება,
თითქოს ბგერები, ლურსმნებივით, ნერვებს მიხვრეტენ,
და მე გავრბივარ გადამკვეთი ქუჩის კიდემდე,
იქიდან მარცხნივ. გამვლელები შემომცქერიან
და გზას მითმობენ, ტემპს ვუმატებ, ჩემი ჯერია.
ნუ დაიძინებ, ძალიან გთხოვ,
ნუ დაიძინებ,
ძილი სიკვდილის ყანებია, ნუ დაიძინებ!

... ნაშუადღევი. სოფელი და სახლი. ეგრისის
ქედის კონტური ბურუსს მიღმა. ჩალის ზვინები
კაკლის ტოტებზე, ერთმანეთს რომ ისე ეკვრიან,
როგორც ბარტყები სველ ბუდეში. ჩავიძირები
ამ პასტორალურ ნირვანაში წამით, სულ რაღაც
წამით და ისევ ამოვყვინთავ, ბოსელს ფარავენ
კივის ყლორტები, დაკოჭლებულ კივის ტალავერს
მამა ბოძს უცვლის. სველ ბალახზე ვწვები გულაღმა,
ცას ავცქერი და მახსენდება: ტობავარჩხილზე
ერთად ასვლა რომ გადავწყვიტეთ, ადრე, არც ისე
დიდი ხნის წინათ. ორღობეში გაბმულ საუბარს
ყურს ვუგდებ. გაღმა პროცესია აღმართს აუყვა.
ნუ დაიძინებ, გეხვეწები,
ნუ დაიძინებ,
ძილი სიკვდილის სერებია, ნუ დაიძინებ!

... შუადღე. ღრუბლით დაფარული ცა და მამათა
მონასტრის ეზო და კელიის ვიწრო სარკმელი
ზურგს უკან, მთელ ამ სიჩუმეში ფიჭვის საკმევლის
სურნელი. ვფიქრობ იმაზე, რომ თეთრად გავათევ
მორიგ ღამესაც. საკუთარ თავს სად გაექცევი,
ვერც შენი თავის, ვერც კაცის თუ ღმერთის შეწევნით
ვერ მოიშორებ ვერც ტკივილებს და მათ მიზეზებს,
და ვეუბნები კაცს, რომელიც ეზოს კიდეზე
მოთიბულ ბალახს მისდგომია რკინის ორკაპით,
და ბერს, რომელიც ახარისხებს ცოცხის სორგოებს,
და ბიჭს, რომელსაც ეს სიჩუმე უკვე მობეზრდა,
და ქართულ ნაგაზს, მოკლედ დაბმულს ბოსტნის ღობესთან,
და ძველ გალავანს, საფლავის ქვებს, თეთრად მოხრეშილ
ბილიკებს, ვაშლებს, შემალულებს სადღაც ფოთლებში,
მშიერ მტრედებს და მათთვის დაყრილ პურის ნამცეცებს,
ტანაყრილ კედარს და მის გვერდით გამხმარ კვიპაროზს:
საკუთარ ძილშიც შეიძლება მხარი აგექცეს,
და სიმზრის ნაცვლად სიკვდილში რომ გადაიპარო.

ნუ დაიძინებ, ჩემო დაო, ნუ დაიძინებ...

2018

Sad
Back to top Go down
http://...
Sponsored content




PostSubject: Re: ბექა ახალაია   

Back to top Go down
 
ბექა ახალაია
Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: