არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ნუციკო დეკანოზიშვილი

Go down 
Go to page : 1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyTue Nov 18, 2008 6:15 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი Nuciko11
Nutsiko Dekanozishvili

სად ხართ ბოჰემური პოეტები...

მიხო მოსულიშვილს

დილა დამადგება
ბატონივით,
ოხერ ჩამონათვალს
დამიტოვებს...
ბაღში აყვავებულ
ალუბლის ხეს
რიხით შეადარებს
ატმის რტოებს...
მერე, სიამაყით
შემახსენებს,
რომ დრო ფულია
და ფული - ჭუჭყი!
და მე ლოგიკურად
დავასკვნი, რომ
ადრე გაღვიძება
არის ფუჭი!
მერე, უსასრულოდ
ვიფარფატებ,
ათას უაზრობას
მოვედები...
ხელი მომაშველოს
ვინმემ დროზე -
სად ხართ
ბოჰემური პოეტები!
სად ხართ, დროის
ფუჭად მფლანგველები
რაღაც ლექსებზე და
სონეტებზე!
მე დღეს ტრიუმფალურ
თაღთან ვდგავარ
და დროს ვაგირავებ
მონეტებზე...



ნუციკო დეკანოზიშვილი
პოეტი

ნუციკო დეკანოზიშვილი არის ნინო გოგიაშვილის ფსევდონიმი. დაიბადა 1973 წლის 17 ივნისს, თელავში. მისი ლექსები შესულია თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიაში და სხვადასხვა ლიტერატურულ კრებულებში. სალიტერატურო ჟურნალებში იბეჭდება ლიტერატურული გამოხმაურებები ცნობილი კრიტიკოსების, ლიტერატურათმცოდნეებისა და პოეტების ავტორობით. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, იაპონურ და იტალიურ ენებზე.
გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში. მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციოებსა და სემინარებში.

განათლება
* 2011 ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი
* 2007-2010 ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, დოქტორანტი ქართული ლიტერატურის მიმართულებით.
* 1991-1996 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ენა და ლიტერატურა. (წარჩინებით)
* 1980-1990 თელავის #4 საშუალო სკოლა (წარჩინებით)

სამუშაო გამოცდილება
* 2009- დღემდე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასისტენტ პროფესორი ქართული ლიტერატურის მიმართულებით
* 2008- დღემდე ლიტერატურული საიტი წწწ.ურაკპარაკი.ცომ, რედაქტორი
* 2007-2009 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი, მოწვეული მასწავლებელი ჟურნალისტიკის მიმართულებით.
* 2008-2009 ლიტერატურული საიტი წწწ.ლიტელიტ.გე და მიხო მოსულიშვილის ინტერნეტ ჟურნალი „არმური“ , რედაქტორი
* 2006-2009 ალავერდის ეპარქიის გაზეთი „გზა და ჭეშმარიტება“, რუბრიკა „კლასიკოსები რელიგიის შესახებ“
* 2000 გაზეთი „ახალია ეპოქა“ , კახეთის რეგიონალური კორესპონდენტი
* 1998-2003 თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრი“, საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა, წამყვანი.
პირდაპირი ეთერი, გადაცემა „სტუმარ-მასპინძელი“, ავტორი და წამყვანი. წინა- საარჩევნო პიარკამპანიები, წამყვანი.

ტრენინგები
* 1999 ტელე-სტუდია „ინტერნიუსის“ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ჟურნალისტიკაში, უძღვებოდა ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი მარკ უაილი

სხვა
* 1999 ევრაზიის ფონდის მიერ გამოცხადებული სატელევიზიო გრანტის „საჯარო დებატები პირდაპირ ეთერში“ მფლობელი.
* 2011 ახალგაზრდა პოეტის, ნინა ნეკერის პოეტური კრებულის „ნაფეხურები“ რედაქტორი.
* 2009 ლიტერატურული საიტის წწწ.ურაკპარაკი.ცომ ბეჭდური გამოცემის რედაქტორთა საბჭოს წევრი
* 2009 გამოვიდა ჩემი პირველი პოეტური კრებული „ამინდები ბის-ზე“
* 2008-დღემდე – იბეჭდება ჩემი ლექსები ჟურნალებში: „ლიტერატურული პალიტრა“, „ქართული მწერლობა“, “ცისკარი” და „ჩვენი მწერლობა“ , ლიტერატურული ფსევდონიმით - ნუციკო დეკანოზიშვილი
* 2010 – 2011 წლების პოეტურ კალენდრებში - „365 ლექსი“, პოეზია, ლიტერატურული ფსევდონიმით - ნუციკო დეკანოზიშვილი
* 2010 „უკანასკნელი ინტერვიუ ქართველ კლასიკოს პოეტთან, მუხრან მაჭავარიანთან“, ჟურნალი „ქართული მწერლობა“
* 2010 ბათუმის ლიტერატურული კონკურსის „ასი ლექსი“ ჟიურის წევრი
* 2011 –სალიტერატურო ჟურნალის “ჩვენი მწერლობა” წლის პრემიის ლაურეატი პოეზიის ნომინაციაში საქართველოს მასშტაბით.

წიგნები
* „ამინდები ბის-ზე“ (ლექსები), რედ. მიხო მოსულიშვილი, მხატვ. ნუციკო დეკანოზიშვილი, თბ. საარი, 2009 - გვ. 180 - ISBN 978-9940-60-69-6
* „ნამსხვრევები“ (ლექსები), რედ. როსტომ ჩხეიძე, მხტვარი კარლო ფაჩულია, წინათქმა - მაია ჯალიაშვილის, გამომცემლობა „საუნჯე“, 2012, ISBN 978-9941-442-26-1

ბმულები:
* https://www.facebook.com/nuciko.dekanozishvili
* http://tesau.edu.ge/failebi/cv/humanitaruli/cv%20nino%20gogiashvili.pdf
* http://www.biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=დეკანოზიშვილი%20ნუციკო
* http://maiajaliashvili.blogspot.com/2013/05/blog-post.html
* http://www.poetipoesia.com/?audiolibro=nutsiko-dekanozishvili
* http://www.atelierpoesia.it/portal/it/poesia-it-mul/poesia-estera-mul/item/228-nutsiko-dekanozishvili-tre-inediti


"ცოცხალი წიგნები " კახეთში - ნუციკო დეკანოზიშვილი

Published on Oct 9, 2015


Nutsiko Dekanozishvili-01 Novembre veneziano
PoetiPoesia Rubrica
Published on May 25, 2015

Arrow



Last edited by Admin on Tue Jun 18, 2019 1:23 pm; edited 10 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyTue Nov 25, 2008 7:51 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი

ჩაიჩოჩეთ

დღეს ისე მინდა, რაღაც ვწერო - როგორც არასდროს...
ხედავთ, ბატონო? - გამიარა უკვე სურდომაც,
იქნება ვინმემ მარიფათი სესხით გადამდოთ,
რომ გიპოვოთ და დავიბრალო მერე ქურდობა.

ბატონო, ხედავთ? - ნისიებზე ვაბნევ სიყვარულს,
ამ დროს კი ბანკში ვალად მადევს კრედიტი ღმერთის,
გაკოტრებული ვაჩხრიალებ გრძნობას - მიქარულს,
ვიღაც ფრანტი კი დაძენძილი მეთოდით მეტრფის.

ნასვამ საღამოს მხოლოდ ღამის ლოგინი შია,
ნაბახუსევი გარიჟრაჟზე აუსვამს ვნებას,
იანვარს - წაშლილს, იანვარს - გახდილს, იანვარს - მზიანს
ყინულის ქალი ცეცხლის გულით ალპებში ნებავს.

ხედავთ, ბატონო? - არ მჭირდება თითების ქნევა -
ისედაც შუბლზე მივიკერე მშვიდი იმიჯი,
გარწმუნებთ - ისე წესიერი და ისე მხნე ვარ,
რომ, იქნებ, ტვინიც გაგიხვრიტოთ! იქნებ - ვინ იცის...

ახლა კი, ცოტა ჩაიჩოჩეთ, ცოტა, ღმერთმანი...
მჭირს ლოიალურ-ჰუმანური ძლიერი სენი!
გადამდებია, საშიშია - თქვენი კვნესა - მე,
ხედავთ, ბატონო? - მიღიმით და ვერაფერს მშველით.


Last edited by Admin on Tue Jun 18, 2019 1:11 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyTue Dec 02, 2008 5:31 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი

გიმეორებ...

ნარკოზით გალეშილი ფსიქიკა გიმეორებს:
დამსაჯეს მე-კურტიზანი და
დამასვეს დამღა.
თავგადაპარსული ვიმეორებ
იესოს ლოცვას-
-უფალო, შემიწყალე...
ამ დროს კი მესმის ძველი,
ჩახვეული ფირიდან-
-ნინო, მიყვარხარ...
და მახსენდება როგორ ვკრავდი
მე შენთვის ვნებას ქვიშისფერი თმით,
როდესაც წმინდა ნინო ვაზის
ჯვარს კრავდა...
მერე, დედიშობილა ვიწექი
სიძვის სამსჯავროზე და
ყელს მჭრიდნენ, მონა ქალივით
ყურს მიხვრეტდნენ და
ძალით მგლეჯდნენ შენს ამონასუნთ
ნახშირორჟანგს-ადენომას.
ვერ მოგიცილე-
-მხოლოდ ქირურგიული მეთოდით.
და ახლა, ყელდასახიჩრებული,
დაშანთული, იცი,
რას გეტყოდი?
ვნატრობ, მალე გამეზარდოს თმა,
მერე ბევრი ნარდი მოვზიდო
და ფეხებზე გცხო,
შენი ერთი ამოსუნთქვის ფასად-
-ყურის ბიბილოს და ყელის გასაყართან...


Last edited by Admin on Tue Jun 18, 2019 1:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptySun Dec 14, 2008 7:51 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი

შე ლოთო!

შე ლოთო!
მიგიხვდი მკაცრ ფილოსოფიას -
- ქუჩაში ატუზულს რომ გსჯიან თვალებით
გამვლელი სვავები, შენ - ისე მორჩილი
და ისე გლახაკი - ქრისტეს ედარები.
სირჩებით არწყული მუდმივი სიმშვიდე
გიფეთქავს ძარღვებში და ხელისკანკალით
დაქნეულ ცხოვრებას მზერით ექაჩები
ნესტიან სარდაფში,
სადაც იღბლიანი ცხოვრობდა ნიკალა,
ლოთობდა
და კიდევ, ბევრს სვამდა ბრგე გალაკტიონი-
- კითხულობ საღამოს დანგრეულ ლოგინში,
კითხულობ "ფიესტას" და გჯერა, რომ სადღაც-
- ბედნიერ ქალაქში მზე აღმობრწყინდების!
შემთხვევით მორჩენილ ხის ორიოდ ნაპობს
სტუმრისთვის ინახავ...
მიგიხვდი, შე ლოთო!
სისხლი გეწამლება მდარე ალკოჰოლით
და ღვიძლის ფუნქციას ნაღველი ითავსებს,
ხდები ჯვრის მტვირთველი... საკუთარ გოლგოთას
უკვეთავ ბარაბას, იმზადებ მინაწერს:
სიყვარულს ვეძებდი მე ფეხარეული
და ღვინის მორევში დავახრჩე პილატე!
ლოთო!
ეგ მიქცევა და ჩემი მოქცევა
ბოლოს ერთ კალაპოტს ავსებენ სიცოცხლის
და ყოველ დილით შენ გაქვს ბედნიერება
იფიქრო - გადავრჩი...
მადლობა უფალს! და...
და ისევ დაიწყო მჯიღების ბრახუნი
ქვესკნელის კარებზე...
როდესაც ეგ სისხლი სულ ღვინო გახდება
ხორცი კი - ჩაიში ჩამბალი სუხარი,
დაიკრავ სამსჭვალებს მთრთოლვარე ხელებით
და ასე - განწმენდილს - წაგიყვანს უფალი...

შე ლოთო!
გაიწი, უნდა ჩამოგიჯდე გვერდით და გისმინო...


Last edited by Admin on Tue Jun 18, 2019 1:26 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
მინდია
Into Armury
Into Armury
მინდია

Male
Number of posts : 169
Age : 34
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyMon Dec 15, 2008 1:02 pm

ნუცას ეს ლექსი ძალიან მიყვარს

საგაზაფხულო აღსარება

ჩემს უსაყვარლეს იღუმენია იოანას!

მოვედი, დედაო,
მხდალი და ფერმკრთალი,
მიწის ღონიერმა მეწყერმა წამიღო...
ბავშვივით წრფელი ვარ და მაინც ვერაგი,
თქვენ უნდა გამიგოთ!

ვევნები...
ღიმილს კი ვერაფრით ვივიწყებ,
მაგიჟებს აპრილის საღამოს სუნთქვა,
ტალანდოს რაკუნში მაცხოვარს ვუღიმი,
იქნებ, მიშველოთ და
გამიგოთ უნდა...

გაზაფხულს მოვყევი კაბების ფრიალით,
გზა და გზა დაღვრილი აპრილი ვაგროვე,
მინდვრის ყვავილებით ოცნება შევკონე
და ისიც მაცხოვრის ფეხებთან დავტოვე...

ჩემს სულს რა ვუთხარი,
დედაო,
გული კი,
საშინლად ლამაზი ცოდვისთვის მაქეზებს...
თქვენს ძაძებს ვემთხვევი
და ხელებს გიკოცნით,
უნდა მაპატიოთ,
დედაო!
გაგენდეთ...


Cool
Back to top Go down
http://www.xevsureti.ge
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyThu Dec 18, 2008 2:36 am

ნუციკო დეკანოზიშვილი

თოვლმა გამახსენა
(ბარბარობა)

თოვლმა გამახსენა
ანათემა -
რუხი, ფიფქიანი
ყელსახვევი,
მოკლე ნაბიჯების
გამართლება -
შენ და ჩემი ქუჩის
შესახვევი,
ხესთან მოხამხამე
ლამპიონი,
ტოტის ნამთვრალევი
რევერანსი,
თოვლი -
პოეტური რაციონი,
სველი თითები და...
მერე რა-თი
ცრემლის სიცივეზე
დაბრალება,
თმებზე მოთოვილი
ზამთრის მესა,
ვნებით არეული
ბარბარობა
თოვლმა გამახსენა...
ბარდნის დღესაც...


Last edited by Admin on Tue Jun 18, 2019 1:28 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
ნეკერა
Into Armury
Into Armury
ნეკერა

Female
Number of posts : 142
Age : 34
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptySat Dec 27, 2008 8:56 pm

მინდია wrote:
ნუცას ეს ლექსი ძალიან მიყვარს

საგაზაფხულო აღსარება


Cool
მეც :პ
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/forum.htm
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptySat Jan 03, 2009 4:27 pm

ძლივს მოვედი... Embarassed
დღესაც ბედობაა და გილოცავთ!

Smile

და ქრისტეშობას ვსუნთქავ

მიუხედავად ყველაფრისა, ძილის წინ,
როცა თოვლიანი ქუჩა სუდარას მაგონებს,
ყინული-ტყუილს,
მე ვკითხულობ:
დედის ლოცვას (ნეტავ, თეკლას სძინავს?),
შვილის ლოცვას (დედა, ალბათ, დაიღალა),
ლოცვას სნეულთათვის (ჩვენ სნეულები ვართ),
სამშობლოსათვის (ღვთისმშობელო, დაგვიფარე),
მიცვალებულთათვის (მამა და... ),
სულიერი მოძღვრისათვის (ალავერდელი მიტროპოლიტი);
და ვტირი ჩემი უმადურების გამო-
- ამხელა სიმდიდრის პატრონი,
ღარიბივით ჩამქრალი თვალებით
რომ დავდივარ და
სიცოცხლის მეშინია,
სიკვდილისაც...
მერე, ვაყოლებ ოპტინელი ბერების ლოცვას;
"უფალო, მომეც მე ძალი,რაითა სრულიად
მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა".
და ქრისტეშობას ვსუნთქავ -
თოვლი ბავშვობას მაგონებს,
ყინული-სრიალს.
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyMon Jan 12, 2009 10:28 am

ნუციკო დეკანოზიშვილი

მოდიხარ!

მოდიხარ,
შენივე ფეხები
გახელებს
სახადი სენივით,
კაბა ამღვრეული
გეხება,
მუხლისთავს გილოკავს
სვენებით,
მრგვალი თეძოების
რხევაზე
სახლები ქუჩებში
გარბიან,
ვის გაახსენდება
ევა და,
ვინ ჩაიქირქილებს-
-ავყია,
მოდიხარ,
თითქოს ფეხშიშველი,
ველურად
ლაღი და აშარი,
თვალებით რამდენმა
გიმღერა -
საქმე არ გახადო
საშაროდ!
მაგარი ბიჭები
რომ იყვნენ,
ჩორთით მოგყვებიან
ხვადები,
მოდიხარ,
სიცოცხლეს მოიქნევ
თასმებაწყვეტილი
სანდლებით!


Last edited by Admin on Tue Jun 18, 2019 1:28 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury
nukri bereTeli

Male
Number of posts : 28
Age : 37
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyMon Feb 02, 2009 7:00 pm

ჩემს მხატვარს

გოია ხატავდა შემოსილ მარიას,
შიშველი მახა კი ბოლეროს ცეკვავდა...
მახა ვნებიანი, ლამაზი ქალია,
მხატვარი ტილოზე შეხებას ბედავდა...

ხანძარი გაჩნდა და მეხანძრე არ იყო!
როლები გაცვალეს ფუნჯმა და ნატურამ-
-ქალმა სიყვარულის დახატვა დაიწყო,
გოია მიხვდა და... დაუთმო კაცურად!

შენს წინ შემოსილი შიშველი ვვარდები
და ჩემი პარტია მე უკვე ვიცეკვე,
რიტმს ფეხს აუწყობენ მაისის ავდრები,
მახა კი ღიმილით შემიქებს სიცელქეს...

შემოსილს შიშველი სულისა მრცხვენია
და თუ ჩემს დახატვას შენ მაინც არ იშლი,
მე გადმოვიბირებ მაგ ამაყ გენიას
და სველ პალიტრაზე ბნელ ფერებს წაგიშლი!

არ ვიცი რა მქვია-მახა თუ მარია,
ჟამ-კარი ამებნა და ვეღარ მიშველი!
ტილოზე გოიას ფერმკრთალი ქალია-
-ვნებით შემოსილი და სულით შიშველი...

ჩემი ნუცი! sunny
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyTue Feb 03, 2009 7:48 pm

ნინეა (მე გტირი...)

მე გტირი, ძვირფასო! შენს სამოსს იები აჰკვრია,
ნოტიო მიწაზე თითებით გიხატავ ქარტიებს,
სევდა ასვენია მზის გულზე, თუმცა კი მარტია,
გადამცდი, ნაგროვებ ვნებაში დამტოვე, მატირე...

უხმო კადრებივით დადიან ქალაქში... ვაიმე!
გაზაფხულს ვეხები სიზმარაყოლილი კერტებით,
დასრულდა სიცოცხლე-სიკვდილის თამაში ყაიმით,
ძველისძველ აივნებს სიცილით დაუსკდათ მკერდები.

ან და თუ...ვიბნევი, რატომღაც, პირველად-ვაი, რომ
მე გტირი , ძვირფასო! ტირილი საშინლად მიხდება,
ავხორცი სხივებით მზე თავგადაკლული შაირობს,
სასწაულს ვეძებ და მივყვები სიშორეს იმდენხანს,

რომ გტირი, ძვირფასო! რომ გტირი, რომ გტირი... ალიონს
მოვხვიე მზერა და შევბღავლე უშენო ნინეა!
ისეთი შენი ვარ, სიკვდილის დავთრები ავრიე,
მე გტირი, ძვირფასო! და მიწა ორმაგად მძიმეა...


sunny sagamomshvidobis, chemo kargebo
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyTue Feb 10, 2009 1:48 pm


ნუციკო დეკანოზიშვილი

თუნდაც დაცინვით

რომელი ერთი...
რეისების მუდმივი მგზავრი
პირში სიგარით, ყელში ბოღმით და თავზე შლაპით, -
აი, ეს კაცი მეუბნება, რომ აქვე - სადღაც
იყო სიკვდილი - განახლების დიადი შტამპი.

რომ აქვე ვთხრიდით საფლავებს და აქვე ვმარხავდით
ცოცხალ სიყვარულს, პარკინსონით ავადმყოფ ვნებას.
აი, ეს კაცი დამიმოწმებს, რომ მე დაღლამდე
ვიგონებ მარტის ქარებივით არეულ ვერბლანს.

რომელი ერთი...
მოგიყევით უკვე მრავალი,
ირეალობით ავაქაფე ღამე-სქოლიო,
ქუჩაში გამვლელს პოეტების ფეხზე მავალი
ვუყვები სონეტს და ერთადერთს! -
ასე მგონია.

გინდა თუ არა, უნდა უთხრა სიცოცხლეს რაღაც,
თუნდაც დაცინვით,
თუნდაც რიხით,
როგორც ამ კაცმა,
ყველა რეისზე რომ ახურავს უცვლელი შლაპა
და ტუჩის კუთხეს ექაჩება ღიმილი მკაცრი.

და პარეზივით მორჩენილი სიმშვიდე ცალფა
მყვება რიჟრაჟის სინანულად, რომ ჩემს თავს გავცდი..


Very Happy

დაუწერნია ნუციკოსა აეს ლექსი და ”ურაკპარაკზე” გამგზავნა, იქ არისო.
ვაახ, ნუციიი! - და ახალი რო დაწერე, აქაც არ უნდა მოიტანო ხოლმე, კაცოო?!
რათ დამარბენინებ ეგრე აქეთ-იქითა ამ ბებერ კაცსა?! Wink


Last edited by Admin on Tue Jun 18, 2019 1:29 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyTue Feb 10, 2009 6:46 pm

მიხო, საღამომშვიდობის Smile

ჩემი ფოსტა, რატომღაც, არ ხსნის წერილებს და ვერ გეხმიანები Crying or Very sad

შენიშვნა მიღებულია Embarassed

აქ ყველას გეფერებით და გმადლობთ სიყვარულისთვის. I love you

მინდიამ კი მშვენიერი სიურპრიზი მომიწყო-თელავში მესტუმრნენ იოჰანი და ბექა ფიცხელაური bounce flower
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyWed Feb 11, 2009 11:51 am

მიხო, ""ამ ბებერ კაცსაო""-რომ წერ, ახლაღა მივაქციე ყურადღება და სულ რაღაც ათიოდ ზამთარში მეც მაგ ასაკის ვიქნები და რა ვიცი... ლექსად უკეთ გამომდის და ლექსად გეტყვი...

ათიოდ ზამთარში...

ჩემს ქეთი ახვლედიანს!
ფიქრობ, დავბერდები?
ათიოდ ზამთარში
ჩამივლი მშვიდად და
უდარდელ მთქნარებით...
სკეპტიკურ ღიმილით
ოჯახს მომიკითხავ,
ხარბ თვალებს გააძღობ
კისკისა ქალებით?
ღერი არ შეგერხეს
იქამდე, ძვირფასო,
(თმის ღერი ვნებასთან
რა მოსატანია!)
სანამ გადაგივლი
მძიმე სახადივით,
სანამ მოგცილდება
შენ ჩემი მანია...
მექნება ნაოჭი-
-ძალიან ქალური,
და თითლიბაზური
ფერმკრთალი ღაწვები,
თხემიდან ტერფამდე
გველივით დაგივლი,
მთელი ბრწყინვალებით
შიგ გულში გავწვები...
ფიქრობ, დავბერდები?
ათიოდ ზამთარში
იქნებ, სააქაოს
საერთოდ ვერ მნახო...
ქარს ავედევნები
მაცდური ალივით,
რომ, ვითომ შემთხვევით,
ტუჩები შეგახო...

sunny


და გამიხარდა, რომ გაგას მოეწონა ჩემები და უფრო მეტად გამიხარდა, როცა მისი ლექსებიც წავიკითხე Smile

გმადლობ flower
Back to top Go down
გაგა
Into Armury
Into Armury
გაგა

Male
Number of posts : 146
Age : 108
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyThu Feb 12, 2009 3:27 pm

არჩანდა wrote:
დილა დამადგება ბობო ბატონივით

დილა დამადგება
ბატონივით,
ოხერ ჩამონათვალს
დამიტოვებს...
ბაღში აყვავებულ
ალუბლის ხეს
რიხით შეადარებს
ატმის რტოებს...
მერე, სიამაყით
შემახსენებს,
რომ დრო ფულია
და ფული-ჭუჭყი!
და მე ლოგიკურად
დავასკვნი, რომ
ადრე გაღვიძება
არის ფუჭი!
მერე, უსასრულოდ
ვიფარფატებ,
ათას უაზრობას
მოვედები...
ხელი მომაშველოს
ვინმემ დროზე-
-სად ხართ-
-ბოჰემური პოეტები!
სად ხართ, დროის
ფუჭად მფლანგველები
რაღაც ლექსებზე და
სონეტებზე!
მე დღეს ტრიუმფალურ
თაღთან ვდგავარ
და დროს ვაგირავებ
მონეტებზე...

ძალიან ლამაზია ნუციკო Smile
ტრიუმფალური თაღი... რემარკი...
იქ ქალს აღარ მახსოვს რა ერქვა, ქირურგის (მგონი რავიკის) შეყვარებულს... წვიმაში რომ იჩქარის...
კიდევ კარგი მოვედი ამ ფორუმზე (ღვთისა და არჩანდას ნებით) – რამდენი კარგი, ხალასი და ემოციური ლექსი წავიკითხე.
Back to top Go down
http://www.saqartvelovgaikhare.com
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyTue Feb 17, 2009 7:40 pm

სიქსტის მადონა (ფრაგმენტი)

ეს საუბარი არც თუ ისე თემატურია,
მით უფრო, როცა ოთახს ათბობს ხავერდი ლისტის,
გავჩუმდეთ... თეთრი თებერვალი ვიდრე მურიან
ზამთრის მითების საბუხრესთან მორჩილად გვიცდის,

ტუჩებზე თითებს აგაფარებ და ნაკიანი
ხასიათივით დაჩემებულს შეგხსნი ჭრილობას,
ღიმილში სალბუნს გავატარებ, რომ ნაგვიანებ
თოვლივით მოსვლას სიყვარული მაინც ცდილობდა,

ცოდვა სჯობს მაინც გამხელილი-როცა მოვიდა
(ეს ფრაგმენტები, თუმცა, არა-თემატურია),
ხელებს მუხლებზე ვიფარებდი... და ხარს კორიდა
დაღლილი კაცის ნაბიჯებით ისე უვლია,

რომ ერთხელ არც კი გაიხსენა წითელი ნიშა!
სიმშვიდე მგვრიდა ფუფუნებას და ჟღერდა ლისტი,
კედლებით დაცულ სამყაროში იესო იშვა
და რძეს ასმევდა რაფაელის მადონა სიქსტის...


flower
Back to top Go down
irinka
Into Armury
Into Armury
irinka

Female
Number of posts : 110
Age : 31
Registration date : 11.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyWed Feb 18, 2009 12:18 am

მინდია wrote:
ნუცას ეს ლექსი ძალიან მიყვარს

საგაზაფხულო აღსარება

ჩემს უსაყვარლეს იღუმენია იოანას!

მოვედი, დედაო,
მხდალი და ფერმკრთალი,
მიწის ღონიერმა მეწყერმა წამიღო...
ბავშვივით წრფელი ვარ და მაინც ვერაგი,
თქვენ უნდა გამიგოთ!

ვევნები...
ღიმილს კი ვერაფრით ვივიწყებ,
მაგიჟებს აპრილის საღამოს სუნთქვა,
ტალანდოს რაკუნში მაცხოვარს ვუღიმი,
იქნებ, მიშველოთ და
გამიგოთ უნდა...

გაზაფხულს მოვყევი კაბების ფრიალით,
გზა და გზა დაღვრილი აპრილი ვაგროვე,
მინდვრის ყვავილებით ოცნება შევკონე
და ისიც მაცხოვრის ფეხებთან დავტოვე...

ჩემს სულს რა ვუთხარი,
დედაო,
გული კი,
საშინლად ლამაზი ცოდვისთვის მაქეზებს...
თქვენს ძაძებს ვემთხვევი
და ხელებს გიკოცნით,
უნდა მაპატიოთ,
დედაო!
გაგენდეთ...


Cool

leqsi romelic wakitxvis mere shenshi rcheba titoeuli sityvit Smile me sul mitrialebs tavshi, dzalian miyvars
Back to top Go down
irinka
Into Armury
Into Armury
irinka

Female
Number of posts : 110
Age : 31
Registration date : 11.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyWed Feb 18, 2009 6:27 pm

ქალაი ხარ...

თეკლას

თავზე გადმომყურებ აშოლტილი,
ბავშვი კი არა და... ქალაი ხარ!
თხელი თითუცები-დაკოცნილი-
-ლერწმის ღეროებად გადაირხა...

თავზე ოქროსფერი ჩანჩქერები
გადარეულები გეხლებიან!
თავაწყვეტილი და მოქრიალე-
-ეს ხომ, შენი ირმის ფეხებია!

წელი-მორკალული, ქურციკივით...
ყელი-აღერილი თეთრი გედის!
რაც კი ნახატები მიხატია,
შენთვის ვვარჯიშობდი, თურმე, დედი...

რაც კი მიმღერია-თურმე შენთვის,
ცამდე მინდოდა რომ ამეწიე...
შენთვის დედამიწა ავაბრუნე,
რომ ზღვის ტალღებივით დამერწიე!

ახლა გიყურებ და... ქალაი ხარ!
თაფლის სანთელივით მოციმციმე,
თვალებს იმნაირად აკვასკვასებ,
ვიცი, ალბათ, მალე მოვა ვინმე...

მერე, უეჭველად დაგარწმუნებს-
-თმა გიშერი აქვს და პირი ვარდი!
სანამ იმ ვაჟბატონს გაჰყვებოდე,
ერთიც გამიღიმე, დედი! კარგი?


Zalian miyvars leqsic da adresatic I love you sunny cheers
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyThu Feb 19, 2009 7:21 pm

შენ რომ...

მე რომ სისულელეს
ჩავიდენ,
შენ რომ მაპატიებ
კაცურად,
ცისთვალებს მოასხამ
ჩალის ღერს
და გამიყვავილებ
საკურას.
მე რომ სულ ჰაერში
დავდივარ,
შენ რომ დედამიწას
მიგორებ,
ღიმილით რომ იტან
სატირალ-
შტორმებში მოყოლილ
სინდრომებს.
მე რომ ტკივილები
მაწუხებს,
შენ რომ მკლავებს შორის
მოიქცევ,
ცხოვრების გაცრეცილ
საწუხრებს-
სიცილით ამიხსნი
კომიქსებს.
ცას თუ დაფარავენ
ქინქლები,
მე რომ მზის სანაცვლოდ
მიგულებ.
მე რომ... მე რომ ავად
ვიქნები,
შენ რომ... შენ რომ ჩემზე
იზრუნებ.
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptySun Feb 22, 2009 5:44 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი


"თებერვალი დადგაო"

ხალხურ მოტივებზე

დილას აქეთია ვუყვები შენს შესახებ ღმერთს...
ცა პათოლოგიურად ცისფერია,
უბრალოდ, დალევს და წვიმს.

"თებერვალი დადგაო" ... და მე,
"ხეში წყალი ჩადგაო"... და გსვამ,
"ჩიტმა ჩიორამაო"... და შენ,
"საძირკველი ჩადგაო"... და

სად

არიან გახელილი სიზმრები და,
უსასრულო დღეები გზაწვრილები-ვით,
მე დღეს შენზე ვუყვებოდი ღმერთს,
მის ეზოში ყოჩივარდები

იწვნენ...

"თებერვალი დადგაო"... და შენ,
"ხეში წყალი ჩადგაო"... და ცრი,
"ჩიტმა ჩიორამაო"... და მზე,
"საძირკველი ჩადგაო"... და შინ

ვარ...

საყდრის მწვანედ აქაფებულ გზას
ნაპერწკლებით ველაციცე-ბი,
თითქოს შენ...
"თებერვალი დადგაო" ... და დღეს
შენს შესახებ
ათას რამეს ვუყვებოდი ღმერთს.

Exclamation

ისევ მე მოვიტანე, თორემ მერე მიხო მეტყვის - მე რას დამარბენინებ, ამ ბებერ კაცსო!.. Very Happy flower
Back to top Go down
keso
Front of Armury
Front of Armury
keso

Female
Number of posts : 96
Registration date : 28.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyMon Mar 02, 2009 9:24 am

nucas leqsebi Zalian lamazi, daxvewili, liriuli. . .

aranairi poza, araferi zedmeti, kiTxulob da xvdebi, es TviTon nucaa... Very Happy

nuc, miyvarxar Very Happy
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyWed Mar 04, 2009 6:32 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი

ტრიოლეტი მენაგვეს,
ანუ
ერთხელ, თბილისში



ალო, მენაგვე!
მთელი ღამე ვრეკავ გაბმულად,
ვლუღლუღებ ნომერს - ოცდაერთი, ახვლედიანის.
ჩამოიარეთ ჩემს ქუჩაზეც, ერთი, კაცურად,
მინდა, თქვენს ხელზე გადმოვაგდო სახე-მზიანი.

გამომართვით და ნუ თაკილობთ - ხელიც წაიღეთ,
ნატიფია თუ სათუთია - არავინ გკითხავთ...
გაიგეთ! თვალი დახუჭეთ და ისე გაიგეთ,
რომ სიყვარული მანერაა... და მაინც, ვინ თქვა,

რომ, ღმერთო ჩემო, ღალატებით ისვრება სული,
"სამგროშიანი ოპერების" გროშებს ითვლიან,
კალამბურების რექვიემი და ლექსი-კრული
მენაგვეებმაც, პოეტებმაც, სხვებმაც (სიცილად

არ მყოფნის, ღმერთო!) იციან და მაინც ამბობენ,
რომ ცის სავალი არ არსებობს და არის ღმერთი!
მოწყალე თვალით გადმოხედეთ ამ ჩემს სამყოფელს -
ალო, მენაგვე!
გამიტანეთ, მენაგვე, გესმით?

წაიღეთ ჩემი ფეხებიც კი, რადგან ჰკიდიათ,
როგორ ვტირი ან ახლა სუნთქვაც როგორ არ მინდა...
ჩემს ქუჩაზე ხომ უკვე ცივა, სევდაც დიდია,
მაინც მოდით და გაგიღიმებთ უცებ ამინდად.

გულები ერთად შეაგროვეთ, ჯაჭვზე აასხით,
მომიტევეთ და, ურცხვად გკიდებთ იაფ საზიდრებს...
რა იცით, იქნებ, გამოგადგეთ...
თუმცა ბაასით
დავიღალე და...
ალო, მენაგვე!
მომეშველეთ, თორემ მაზიდებს!


Wink


Last edited by Admin on Tue Jun 18, 2019 1:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Guest
Guest



ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyWed Mar 04, 2009 7:46 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი Nuciko10

Arrow

რედაქტორის წინათქმა

ნუციკო დეკანოზიშვილი (იგივე ნინო გოგიაშვილი), იმ უახლესი თაობის წარმომადგენელია ქართულ ლიტერატურაში, რომელიც “ციფრულ თაობად” შეიძლება მოვიხსენიოთ. ეს თაობა ციფრული ტექნოლოგის - კომპიუტერის და, შესაბამისად, ინტერნეტ სივრცის ჩვენში დანერგვამ ჩამოაყალიბა ოცდამეერთე საუკუნის დაწყებისთანავე. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გაჩნდა ლიტერატურული საიტები, სადაც ნებისმიერს შეეძლო მოსვლა და თავისი ნაწარმოებების განთავსება. იმის გათვალისწინებით, რომ ლიტერატურული პრესა ლამის აღარ არსებობდა, თვითრეალიზაციის ეს ერთადერთი გზა დარჩენოდათ ახალგაზრდა მწერლებს და მათაც დაიწყეს თავისი შემოქმედების გამომზეურება, ერთი-მეორის ნაწერების კითხვა და კომენტარების წერა...
აი, ამ გარემოში ჩამოყალიბდა ნუციკო დეკანოზიშვილი, როგორც თავისთავადი და საკუთარი ხმის მაძიებელი, ლაღად საკითხავი ლექსების ავტორი. პოეტი, რომელსაც თანდაყოლილი ნიჭი აქვს ლექსის რიტმის თუ მელოდიის შეგრძნებისა, რაც მისი ნაწარმოებების კითხვას ზეიმად გადაუქცევს ხოლმე პოეზიის მოტრფიალეებს.
რა ხანია, ინტერნეტში ეცნობიან ნუციკოს ლექსებს, პატივს სცემენ, ემეგობრებიან, ეკამათებიან... ამიტომ მის პოეზიას თავისი ინტერნეტ-მკითხველი თუ ინტერნეტ-თაყვანისმცემელი არ აკლია...
მაგრამ რაკი ამ წიგნით ნუციკოს ნაწარმოებები პირველად გადმოინაცვლებს ვირტუალური რეალობიდან ქაღალდზე, სადაც მისი ლექსები შავით თეთრზეა დაბეჭდილი და აქ, თავისი ინტერნეტ-გვერდისგან განსხვავებით, ვეღარაფერს შეცვლის მომდევნო გამოცემამდე, მოდით, წარმატება ვუსურვოთ პოეტს...
ფეხბედნიერი ყოფილიყოს მისი და მკითხველის შეხვედრა აქაც - წიგნის სინამდვილეში! – და თავისი მკითხველი თუ თაყვანისმცემელი არც აქ მოჰკლებოდეს.



ეს ჩემი წინათქმაა ნუციკოს პირველი პოეტური კრებულისთვის...
ეს კი ნუციკოს ლექსი, რომლითაც უნდა გაიხსნას წიგნი:

სად ხართ ბოჰემური პოეტები...
მიხო მოსულიშვილს

დილა დამადგება
ბატონივით,
ოხერ ჩამონათვალს
დამიტოვებს...
ბაღში აყვავებულ
ალუბლის ხეს
რიხით შეადარებს
ატმის რტოებს...
მერე, სიამაყით
შემახსენებს,
რომ დრო ფულია
და ფული - ჭუჭყი!
და მე ლოგიკურად
დავასკვნი, რომ
ადრე გაღვიძება
არის ფუჭი!
მერე, უსასრულოდ
ვიფარფატებ,
ათას უაზრობას
მოვედები...
ხელი მომაშველოს
ვინმემ დროზე -
სად ხართ
ბოჰემური პოეტები!
სად ხართ, დროის
ფუჭად მფლანგველები
რაღაც ლექსებზე და
სონეტებზე!
მე დღეს ტრიუმფალურ
თაღთან ვდგავარ
და დროს ვაგირავებ
მონეტებზე...



ნუციკო დეკანოზიშვილი 006-nuciko+dekanozishvili-2009

Idea


Last edited by ბობო on Wed Mar 04, 2009 8:57 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptyThu Mar 05, 2009 8:33 pm

გამთავრებ

გიწყებ და...
გეხები დაშაშრულ თათებზე,
მამთავრებ...
და ვხვდები-ვიღაცამ გატკინა,
ნოკტიურნი შოპენის მიმიზნებს
ათებში
და ერთიანებში მახვედრებს...
კადილაკს
ვარდისფერ ბორბლებით შენსკენ
ვექაჩები,
რწმენა-თავსაფარი,
მხრები კი შიშველი,
სადღაც, აღმართებში,
ფიქრებით გავჭედე,
ახლა გეხები და შესაფარს
ვიშენებ...
გეხები...
და გიწყებ...
ტკივილი მძაფრდება,
არ არის ვნებები და მაინც
მინდიხარ,
ბოდიშებს ვაგზავნი შენს პლედში
ძაფებად,
გისმენ და...
ლოგიკა სად არის-
გიჟი ხარ!
და ისევ შიშებით, ეჭვებით
ლოთდები,
სამყარო გახადე ცრურწმენის
სამძევლო,
კარებთან გიდგავარ (ჯანდაბას!)
ბოთლებით,
გეხები...
დაგიწყე...
და მშვიდად გაგრძელებ...
ექსტრემით გამძღარი მწევრები
დავგეშე,
მწვერვალზე თრობაა, იმპულსი,
ორპირი...
და ადრენალინით გავსებულ
ძარღვებში
პლაზმით ჩაგიხატე
ფერმკრთალი
პროფილი...


sunny radgan dasasruli dasawyisis dasawyisia...
Back to top Go down
Guest
Guest



ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი EmptySat Mar 07, 2009 2:42 pm

ნუციკომ მოიწერა, ”პასუხი ჰანსს” დავდე, ახალი ლექსიო...
მოვიტან მეთქი, მივწერე და...

თან რაღაცა ძველ პიესას მაძებნინებენ დილიდან და...
ჰოდა, კინაღამ დამავიწყდა, რომ უნდა გავქცეულიყავი და აქაც მომეტანა.

Wink

პასუხი ჰანსს

მე ისევ ავად ვარ, ჰანს!
სიცხე მაქვს-სხვა კი არაფერი...
ფეხებში ვედები ცას-
ღამე რანაირად გავათენო,

წეროებს ვადევნებ თვალს-
სიბერწის გამომაქვს განაჩენი,
მკლავს ატატებული მყავს
სიმშვიდის ნაყოფი-გადარჩენა.

ჭადარზე ტოტები შეიფოთლა.
მე ისევ სიცხე მაქვს, ჰანს!
შუამთის ხეივანს ავუყვეთ და
კერპები მივაფშვნათ ცას,

სიცხე მაქვს-სხვა კი არაფერი,
მალე გადამივლის... დროს
უნდა გადავუგდოთ სავარცხელი,
რომ აღარ გაჩერდეს, რომ...

და ტრივიალური განაჩენით
ცისკენ გავემართოთ, ჰანს!
მე რომ სიყვარული დავიჩემე
და აღარ ვანებებ თავს,

ან და სიყვარულმა დამიჩემა,
უცვლელ რაციონად მთვლის.
დილით შვრიის ფაფის ჩვეულება,
საღამოს ლექსები... ბის!-

ვყვირი და თვალები მიბრჭყვიალებს-
რატომ და, სიცხე მაქვს, ჰო...
ცისკენ დავიჩემე ხეტიალი,
ხელი მომაშველე, გთხოვ!
Back to top Go down
Sponsored content




ნუციკო დეკანოზიშვილი Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი Empty

Back to top Go down
 
ნუციკო დეკანოზიშვილი
Back to top 
Page 1 of 3Go to page : 1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: