არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 სვანეთი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4698
Registration date : 09.11.08

PostSubject: სვანეთი   Sat Feb 21, 2009 1:22 pm

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4698
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სვანეთი   Fri Feb 21, 2014 11:03 am

დევი და უშგულელი მონადირე

უშგულში დღემდე არსებობს ერთი ლეგენდა, რომელიც მოგვითხრობს, რომ დევი და უშგულელი მონადირე ღამე ერთ უდაბურ ტყეში შეხვდნენ ერთმანეთს. მონადირემ დევი მოჰკლა. დევის შვილი შეუდგა შურის ძიებას, მაგრამ მამის სისხლში მისთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი მონადირის სისხლი. ამიტომ მან გადასწყვიტა უშგულის ღვთისმშობელზე გადაეტანა შურისძიება, დაეხრჩო იგი. ამ მიზნით უშგულის დასავლეთით ერთ ვიწრო კლდოვან ენგურის ხეობაში ააგო მაგარი კლდის კედლები, რომლებიც დღემდე ატარებენ დევის ნაშენებ კედლების სახელწოდებას. ამ კედლებით მას უნდოდა დაეგუბებია მდ. ენგურის წყალი იმ სიმაღლემდე, რომ უშგულის ღვთისმშობლის ტაძარი მასში გამოეხრჩო.
განსაცდელში ჩავარდნილმა უშგულის ღვთისმშობელმა მიმართა კალის წმ. კვირიკესა და სთხოვა მიშველება. მან კი დასავლეთიდან გამოუშვა ოქროს რქიანი ვერძი, რომელიც ეძგერა რქებით დევის მიერ ღვთისმშობლის დასახრჩობათ აგებულ კლდის კედლებს, დაანგრია ისინი, დაგუბებული წყალი თავის გზით გაუშვა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ღვთისმშობელი იხსნა დახრჩობისაგან.
დევი ამ დროს იმყოფებოდა იფარის თემის ტყეებში, სადაც თავის კედლების გასამაგრებლად ეძებდა დიდ ქვებს. მას საჭირო ქვები უნახავს, დაეწყო ისინი ერთი მარჯვენა, მეორე მარცხენა მხარზე და მთებით უშგულისაკენ მიჰქონდა. ამ დროს მან მაღლიდან გადმოხედა მდ. ენგურს, რომელიც გამშრალი იყო მის მიერ აშენებულ კედლებისაგან წყლის დაგუბების წყალობით და დაინახა, რომ ამდენ ხნის დაგუბებული მდინარე ისე ადიდებული, საშინელი ხმაურობით მიდიოდა, რომ კლდეებსა და ტყეებს ეხეთქებოდა და არემარეს ანგრევდა.
დევი მიხვდა რაშიც იყო საქმე, საშინლად შეწუხდა, აღრიალდა, ბრაზმორეულმა მხრებზე დაწყობილი ქვები ერთი ჩრდილოეთისაკენ გადაისროლა, მეორე სამხრეთისაკენ. უკანასკნელი შეჩერდა იფარიდან ერთ ვერსის მანძილზე – წყლის პირად მდებარე მინდორში, სადაც შემდეგში ხალხის მიერ ამ ქვაზე აშენებულ იქნა დღემდე აქ არსებული კოშკი, რომელსაც საძირკვლად ის დიდი ქვა უძევს.


ეგნატე გაბლიანი (1930წ.)



Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4698
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სვანეთი   Tue Mar 14, 2017 10:01 pm

„ჩვენ შუმერები ვიყავით, ამის დამადასტურებელი ნიშნები ქართველურ ენებში მრავლადაა შემორჩენილი“

14 მარტი. 2017. 01:13


მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა შუამდინარეთში, მესოპოტამიის მიწაზე, ცათამბჯენი კოშკის, „ბაბილონის გოდოლის" აშენება გადაწყვიტეს. ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა მათ „ენა აღურია" და მთელ დედამიწაზე გაფანტა. ბიბლიური ებერი ამ ბოროტებას განერიდა და გოდოლის მშენებლობაში მონაწილეობა არ მიიღო. არსებობს მოსაზრება, რომ ამის გამო მის მოდგმაში დასაბამისეული ენა, რომელზედაც კაცობრიობა აღრევამდე მეტყველებდა, პირვანდელი სახით შენარჩუნდა. ებერის შთამომავლობის ერთ-ერთ შტოს იბერნი ეწოდა, ხოლო ქალდეველ-იბერებში შენარჩუნებული ენა შუმერულის საწყისი გახდა.

შეძლეს თუ არა პროტოქართველებმა გაფანტვის შემდეგ თავიანთი ეთნიკური სახის შენარჩუნება, ისტორიკოსთა და ლინგვისტთა განუწყვეტელი ინტერესის საგანი იყო. მეცნიერები შუმერთა ცივილიზაციის კვალს დღემდე დაეძებენ. მკვლევართა ნაწილის მტკიცებით, შუმერთა შთამომავლები კავკასიაში სახლობენ.

ენათმეცნიერები წლების განმავლობაში სემიტურ, ინდო-ევროპულ, ჩინურ, თურქულ-მონღოლურ, ფინიკიურ ენებს შუმერულს ადარებდნენ, მაგრამ მათ შორის გენეტიკური მსგავსება არ დასტურდებოდა, ნათესაური კავშირი მხოლოდ ქართულ ენასთან გამოვლინდა. აღმოჩნდა, რომ შუმერული ენა მორფოლოგიურ და სინტაქსურ მსგავსებას ქართულ, სვანურ-მეგრულ-ლაზურ-ჭანურ და კავკასიურ ენებთან იჩენს. ეს გენეტიკური კავშირი დადგენილ იქნა მიხეილ წერეთლის, ნიკო მარის, კრამარჟის, სეისის, კარსტის, ჰომელის, ბორკისა და სხვათა ხანგრძლივი კვლევისას. ამგვარივე მოსაზრებას ივანე ჯავახიშვილი კიდევ უფრო განავრცობს და მრავალმხრივი ფაქტიური მასალების მოშველიებით ასაბუთებს.

ამიერკავკასიის მკვიდრ მოსახლეობას, უპირველესად, ქართველებს, შუმერების შთამომავლებად მიიჩნევს ასევე აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია. ჯანაშია ადასტურებს, რომ ცნობილ მეცნიერებს ფრ. ჰომელს, ედ. მაიერს, კიპერტს, ლემან-ჰაუპტს, ლენორმანს, აკად. ნ. მარს, აკად. ტურაევს და სხვებს არაერთხელ აღუნიშნავთ ქართველების შუმერული მემკვიდრეობა.

ქართველების შუმერულ წარმომავლობასთან დაკავშირებულ საკუთარ მიგნებებზე, ენობრივ და ლექსიკურ ასპექტებზე, sazogadoeba.ge-ს მთარგმნელი გულიკო პირველი ესაუბრება:

- ქალბატონო გულიკო, თქვენ დაინტერესებული ხართ ქართულ-შუმერული კავშირებით, სვანურ ენაში შუმერულ ფესვებს ეძებთ, გაძლევთ თუ არა თქვენი ძიება იმის თქმის საფუძველს, რომ ქართველებმა შუმერების შთამომავლებად ჩავთვალოთ თავი?

-კორიფეების კვლევების შემდეგ რა მეთქმის, მაგრამ ჩემი მხრივ, შევეცდები ამ საკითხში ტოპონიმიკის და ლექსიკის საშუალებით უფრო მეტი რწმუნებულება შევიტანო. აქცენტს სვანურ ენაზე ვაკეთებ, არა იმიტომ, რომ სვანურს ქართულიდან გამოვყოფ, უბრალოდ ქართულმა ენამ მეტი ტრანსფორმაცია განიცადა, ამის მიზეზი ბუნებრივია, მძიმე ისტორიული პროცესები გახლდათ. სვანური ენა პირვანდელი სახით გაცილებით უკეთ არის დაცული. დარწმუნებული ვარ, შუმერული სიტყვები მეგრულსა და სხვა კავკასიურ ენებშიც კარგად იქნება შემონახული, მაგრამ, სამწუხაროდ, მე ეს ენები არ ვიცი.

ამ საკითხზე ყურადღება მას შემდეგ გავამახვილე, რაც ქართველი მეცნიერის ეგნატე გაბლიანის ნაშრომი წავიკითხე. გაბლიანი ოცდაჩვიდმეტ წელს დახვრიტეს და მისი წიგნი აკრძალეს. მეცნიერი წერდა, რომ სვანები შუმერული წარმოშობის იყვნენ.

ცნობილია, რომ ამა თუ იმ ხალხის წარმომავლობის დასადგენად უპირველესი მნიშვნელობა ენათა მონათესაობას ენიჭება. საკმარისია შუმერული პოეზიის ცნობილი უბრწყინვალესი ნიმუში „გილგამეშიანი" განიხილო, რომ შუმერულთან მსგავსება თვალნათლივ დაინახო. „გილგამეშიანი", რომელიც „ძველ აღთქმას" საუკუნეებით უსწრებს, გაგაოცებს ტოპონიმიკის, გრამატიკული კატეგორიების თანხვედრით ქართველურ, კერძოდ, სვანურ ენასთან. მესამე პირის დასტურის ნიშანი სვანურში-„ლი", მიმღეობა, მეორე პირის ნიშანი- „ხი'" იგივე „ქი", სვანურის მრავლობითობის ნიშანი „არ", „ალი", მიმღობის ნიშანი-„ქა" ყველგან ჩანს. გარდა ამისა, მსგავსებაა ჟღერადობის, ფონეტიკური შეხამების კუთხით. იდენტურია ასევე ფსიქოლოგიური ასპექტები, თუნდაც დატირების კულტურა.

ენა ცოცხალი არსებაა, იბადება, იზრდება, იცვლება და კვდება. მიუხედავად დიდი ცვალებადობისა, სვანურ ენაში შუმერული სიტყვები გასაოცრად არის შენარჩუნებული.

წიგნის სახელწოდება „გილგამეშიანი" ამავე ნაწარმოების მთავარი გმირის სახელს უკავშირდება. ძველ ენებში საკუთარი სახელების უმრავლესობა შედგენილია და მეორე ნაწილი პირველის განსაზღვრებას წარმოადგენს. გილგა, გიგა, გიგლა და ა. შ. საქართველოში კარგად გავრცელებული სახელებია. „მეშიალ" -სვანურად „მებრძოლს" ნიშნავს. გილგამეში საოცარი ძალის მქონე მებრძოლი იყო. სახეზე გვაქვს მცირე ფონეტიკური ცვლილება და აბსოლუტური აზრობრივი თანხვედრა.

შუმერულ ეპოსში ნახსენები ღმერთების, ქალღმერთების და ტოპონიმიკური სახელწოდებები სვანურ ენასთან ბევრ მსგავსებას ამჟღავნებს. მაგალითად:

„ენლილე" შუმერთა ღმერთი -სვანური სიმღერა „ლილე", მზის სადიდებელი.

„ ნიდაბა"-ყანების ქალღმერთი -სვანურად „დაბ"-ყანა. „ნი" თავსართი, იგივე „დი"-მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი.

„არურუ" -დემონი შუმერულში-„არურუ" დემონის განსადევნელი უძველესი შელოცვის დასაწყისი სვანურში.

„იშთარი" -შუმერულში ქვესკნელი ქალღმერთი -სვანურად „იშთხარ-თხრა.

„აზიგ"-უკურნებელი სენის დემონი შუმერულში- სვანურში „ზიგ" ჭირი.

„ლაგაშ" შუმერში ადგილის სახელწოდება -სვანურად „ლაგაშ" ფეხის დასადგამი ადგილი.

„ნამთარი"- შუმერულში ბედისწრის მაუწყებელი-სვანურად „ნამთარი" იგივეა, რაც, ნაწინასწარმეტყველევი.

„აქადი" შუმერულად მაცდუნებელი, სვანურად „აქადი"- აცდენს, მ-ქადნე- მაცდუნებელი.

„დალი"- ავდრისა და ჭექაქუხილის ღმერთი შუმერში, „დალი"-სვანურში ნადირობის ქალღმერთი.

„გათ-უმდუგი" ქალღმერთი შუმერში- „უმდაგ"- ჩაუმქრალი, უკვდავი სვანურში.

„გორო" -საზომი ერთეული შუმერულში -„გორ" ღვინის საზომი ერთეული ქართულში და სვანურში.

„ნანარი" შუმერების ქალღმერთი - „ნანარი" სოფელი ქვემო სვანეთში.

„უთუ"- შუმერთა მზის ღმერთი - სვანურად „ათუ"-ცხელი.

„უმა" -შუმერული ქალაქი -სვანურად „უმა"-მწირი

ქალაქი „ური" შუმერის ჩრდილოეთ ნაწილში-სვანურში „ური"-უმწიფარი.

„ცერი"- ადგილი სახელწოდება შუმერში, „ეცერი" სოფელი სვანეთში.

„ზაგარ" შუმერულში ადგილის სახელწოდება, სვანურში „ზაგარ"- ზეგანი.

ლუხალი-გილგამეშის მოძღვარი, -ლუმხალ-შეგნებული, მცოდნე სვანურში.

„მელამ"- შუმერულად მომაკვდინებელი გაელვება, „მელამ"- მხრჩოლავი კვამლი სვანურად.

„ირმინი"-ქალღმერთი შუმერში-სვანურად „ირინი"- ნათდება.

„ხუმბაბა" ტყის მცველი, შუმერში, -„თხუმ ბაბა" -თავკაცი სვანურში.

„მაშგურ"- შუმერში დაუდგენელი ჯიშის ხე, სვანურად "მაშგურ" უსაყრდენო.

„ბაბა" შუმერული ღმერთი- „ბაბა" სვანურად პაპა.

„ლახამუ" და „ლახმუ"- პირველშექმნილი წყვილი, როგორც ადამი და ევა, „ლახამუ" და ლახმუ" სოფლები სვანეთში.

„ლამარი"-ქალღვთაება, -„ლამარია" სვანურად- ღვთისმშობელი.

„თიამათი"- ზღვა, ქაოტური წყლები შუმერულად, ქართულად ყიამეთი.

„მაგვენა" ტაძარი შუმერში-„მაღვენა"- ქონება

„მამი" ქალღმერთი შუმერში, „მამი"-სოფელი სვანეთში.

„ზუ-ლუმარი" -ღმერთი შუმერში-„ლუმარ" -მზად მყოფი სვანურში.

„ლარიგ" შუმერის ქალაქი- „ლარაგ"-დასაყოვნებელი ადგილი.

„სუბართუ" შუმერულად ხურიტების ქვეყანა- „სუბარი"-უძველესი სვანური გვარი.

ამ მომცრო წიგნიდანაც კი უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ეს არასრული ჩამონათვალია, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი არის შუმერული ეპოსის მთავარი გმირის სახელი „უ-თანაფ-შითი", მას ღმერთებისგან ერთადერთს აქვს მინიჭებული უკვდავება. გილგამეში უთანაფშითს დაეძებს. ამ სიტყვის ძირი „თანაფ" სვანურში „აღდგომას" ნიშნავს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სვანები „თანაფ"-ს ეძახიან. ჩემი აზრით, აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გასაღები.

ზურაბ კიკნაძის და სხვა ქართველი მთარგმნელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ნაწარმოებში ბრწყინვალედ არის შენარჩუნებული ტოპონიმიკის აღმნიშვნელი სიტყვები და სხვა სახელწოდებები.

მაშინ, როდესაც ენა ძალიან ცვალებადია, თანხვედრის ამგვარი უამრავი მაგალითები მოწმობს იმას, რომ ქართველები უძველესი, კაცობრიობის აკვნად წოდებული შუმერული ცივილიზაციის ნარჩენი ერი ვართ, სხვადასხვა ისტორიული კატაკლიზმების გამო ნელ-ნელა ჩრდილოეთისკენ გადმოხვეწილები. ჩვენ შუმერები ვიყავით და ამის დამადასტურებელი ნიშნები, როგორც გითხარით, სვანურ და სხვა ქართველურ ენებში მრავლად არის შემორჩენილი.

ბმული - http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=68&id=5248


Arrow



Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4698
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სვანეთი   Fri Dec 07, 2018 5:20 pm

ბეთქილ

ხატობა ჰქონდა ენშის სვიმრას, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
საყდრად დაბრძანდა საყდრიონი, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
საკურთხეველზე ძღვენი დადო, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
სავედრებელი იგალობა, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
ბეთქილი-დიდი მონადირე, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
ფერხულს უვლიდა მხიარული, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,

წრეში შემოხტა თეთრი შუნი, ოქროს რქებით შემოანათა,
წრეში შემოხტა, დატრიალდა, ბეთქილს გაუძვრა ლაჯებშუა,
ალბათ ბეთქილის მისანია, მისანია და ბედისწერა,
ძნელია დალის სიყვარული, წმინდად უნდა მოვლა შენახვა.
”ვინ იქნება შუნის მდევარი?” ”შუნის მდევარი მევიქნები!”
მშვილდს აიღებს ხელსი ბეთქილი, შუნს ნაკვალევში ჩაუდგება.
წინ გზა მიუდის სამარხილე, უკან ბილიკიც იკარგება;
მხოლოდ ტინები აზიდულან,-რუხი სვეტები ლაკვრაშისა.
უეცრად გაქრა თეთრი შუნი, შემკრთალი შედგა მონადირე,
მღვიმიდან დალი გამობრძანდა, ოქროს თმები მხრებზე ეფინა.

”ბეთქილ, სადა გაქვს ჩემი მძივი?” ”შენი მძივი შინ დამრჩენია”.

”დასტოვე განა ჩემი მძივი საკუთარ სარძლოს სასთუმალქვეშ?,
ეს რა გიქნია, უბედურო, რა ძნელი ცოდვა გიტვირთია!”
ბეთქილი - დიდი მონადირე , ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
ნაპრალის პირას დაკიდულა, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
მარჯვენა ხელით დაკიდულა, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
მარცხენა ფეხით დაკიდულა, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
მაღლა ღრუბლები ირევიან, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
ძირს უფსკრულები ქანაობენ, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
თავზეყორნები დასჩხავიან, ხევში მგლები გაბმით ყმუიან,
მალე ცხედარს მოიხელებენ, მიუსხდებიან სანადიმოდ...

ბეთქილმა მაღლა გაიხედა, გზად მონადირე მოდიოდა,
”სოფელში ჩადი მონადირევ, გლოვის ამბავი ჩაიტანე;
დედაჩემს უთხარ, მონადირევ, შავად შეიღებოს თავმანდილი,
მამაჩემს უთხარ, მონადირევ, საკურთხი სუფრა გამომზადოს,
ძმებს უთხარ, ზარით წამასვენონ, მგლების ლუკმად ნუ დამტოვებენ,
დებს უთხარ, თალხით შეიმოსონ, დალალ-კავები მოიკვეცონ,
თამარს, ჩემს სარძლოს ასე უთხარ, ჩუმ-ჩუმად მაინც დამიტიროს,
დამინთოს ცრემლის კელაპტარი, სულეთის გზები ჩამინათოს”.

ბეთქილი კლდეზე გადაეშვა, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
ბნელ უფსკრულში ჩაიკარგა, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
ძნელია დალის სიყვარული, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
ძნელია დალის სიყვარული, წმინდად უნდა მოვლა-შენახვა.

Arrow


ბეთგილ -- ბეთქილ


Page: 280 Verse: 1 ბაილ, ბეთგილ საბრალ, ბეთგილ ლეჟრი! -- ბაილ, ბეთქილ საბრალო, ბეთქილ საცოდავო!
Verse: 2 ბაილ ილბა, ილბა ბაილ, ბაილ ილბა, ილბა ბაილ,

Verse: 3 ბაილ, მჷლახ-მჷჟალ ინზორალე, -- ბაილ, მულახ-მუჟალი იკრიბება,
Verse: 4 ბაილ ილბა, ილბა ბაილ, ბაილ ილბა, ილბა ბაილ,

Verse: 5 ბაილ, ჟავ ხაგენახ ლელტხაშ მურგვა̈ლს, -- ბაილ, შესდგომიან ლენტეხის ფერხულს,
Verse: 6 ბაილ ილბა, ილბა ბაილ, ბაილ ილბა, ილბა ბაილ,

Verse: 7 ბაილ, აშ ხოსკინა თვეთნამ კვიცრას, -- ბაილ, გამომხტარა თეთრი შუნი,
Verse: 8 ბაილ ილბა, ილბა ბაილ, ბაილ ილბა, ილბა ბაილ,

Verse: 9 ბაილ, აშ ხოსკინა ბეთგიშ ნაბრა̈ჴს, - -- ბაილ, გაურბენია ბეთქის ლაჯებში, -
Verse: 10 ბაილ ილბა, ილბა ბაილ, ბაილ ილბა, ილბა ბაილ,

Verse: 11 ბაილ, ალი ბეთგიშ მისა̈ნ ირი! -- ბაილ, ეგ ბეთქის წერა იქნება!
Verse: 12 ბაილ ილბა, ილბა ბაილ. ბაილ ილბა ილბა ბაილ.

Verse: 13 - ამიშ მეჭემ ჲა̈რ ღალ ირი? - ამის გამკიდე ვინ იქნება?

Verse: 14 - ამიშ მეჭემ ბეთგილ ირი. - ამის გამკიდე ბეთქი იქნება.

Verse: 15 ბეთგილ ჯაბრა̈რს იკარზალე, ბეთქილი ბანდულებს იბანდავს,

Verse: 16 ხეჭმინალე ნაზვა̈რს მიჩა; მისდევს მის ნაკვალევს;

Verse: 17 სგვებინ ნაზვა̈რ მჷჭა̈ბ ხერა, წინ ნავალი გაკვალული ექნება,

Verse: 18 ღვეშგმავ ლა̈ხსგი ნაზვა̈რს მიჩა, უკან მოხედე მის ნავალს,

Verse: 19 ნაზვა̈რ მიჩა დემეგ თერახ. მისი ნავალი აღარ ჩანს.

Verse: 20 ალი ბეთგიშ მისა̈ნ ირი. ეგ ბეთქის წერა იქნება.

Verse: 21 სგავ მეჩედლი მეშხამ კოჯთე, შესულა შავს კლდეში,

Verse: 22 და̈ლი ფუსდა̈შ ლარდათესგა. დიოფალ დალის სამყოფში.

Verse: 23 - ხოჩა ლადეღ დალი ფუსდას! - გამარჯობა ("კაი დღე") დიოფალ დალს!

Verse: 24 - მაგვა̈რ ხოჩა ლადეღ ჯერი, - როგორი კაი დღეც გექნება,

Verse: 25 ეჯის მია სი ლაჯთონისგ! იმას მე შენ გასწავლი!

Verse: 26 იმღა ხოღლა̈ტ პირობს მიშგვა? რად უღალატე ჩემს პირობას?

Verse: 27 მიშგუ ნაჰოდ ჰო̈შმილდ მ' ადუ? ჩემი მონაცემი მძივი რა უყავ?

Verse: 28 - ეჯი ლაყვრა თხურმა̈შ ა̈მსად. - ის საწოლის სასთუმალში დამრჩა.

Verse: 29 - მაგვა̈რ ლაყვრა თხურმა̈შ ა̈ჯსად, - როგორი საწოლის სასთუმალში(ც) დაგრჩა,

Verse: 30 ეჯგვა̈რ ლიტხალს მი სი ჯეჩო! ისე (კარგად) მე შენ დაგაბრუნებ!

Verse: 31 დალი ფუსდა სგა ლახთო̈ფა, დიოფალი დალი გამქრალა ("დაჰკარგვია"),

Verse: 32 ბეთგილ კოჯას სგა ხასედა: ბეთქილი კლდეს შერჩენია:

Verse: 33 ლერსგვან შიმიშ ლაბჷრგ ლა̈ხსად, მარჯვენა ხელის მოსაკიდი შერჩა,

Verse: 34 ლერთან ჭიშხმიშ ლა̈გნა ლა̈ხსად. მარცხენა ფეხის დასადგამი შერჩა.

Verse: 35 ბეთგილ საბრა, ბეთგილ ლეჟრი! ბეთქილ საბრალო, ბეთქილ საცოდავო!

Page: 282 Verse: 36 "მა̈ი ლიტხალ მი მეროლე? "როგორი დაბრუნება მექნება მე?

Verse: 37 ლაცლას მიშგვა ხონჷნბავედ: ჩემს ტოლებს უამბეთ:

Verse: 38 "ბეთგილს ჩუ ნომა ხიშდჷნედ!" "ბეთქილს ნუ დაივიწყებთ!"

Verse: 39 დედეს მიშგვა ხონჷნბავედ: დედაჩემს უამბეთ:

Verse: 40 მიჩა ნანაყ ქუთ ი ჭიშდვა̈რს თავის ნაცხობ ხაჭაპურსა და ჭიშდვარს

Verse: 41 ლეთ ი ლადეღნ მიფანადეს; დღე და ღამე მიდებდეს სულის მოსახსენებლად;

Verse: 42 ხეხვის მიშგვა ხონჷმბავედ: ჩემს ცოლს უამბეთ:

Verse: 43 მერმე მიშგვან ნორ ა̈ნცხონას!" ჩემს თავს სხვა არავინ ირჩიოს!"

Verse: 44 ბეთგილ კოჯას ქავ შყედენი, ბეთქილი კლდეზე გადმოვარდება,

Verse: 45 ჩუქვან ლაცლა ჟივ იკჷდეხ. ძირს ტოლები აიღებენ.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: სვანეთი   

Back to top Go down
 
სვანეთი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ისტორიისათვის-
Jump to: