არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ბობოისკარის გამო

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ბობოისკარის გამო Empty
PostSubject: ბობოისკარის გამო   ბობოისკარის გამო EmptyFri Feb 13, 2009 4:55 pm

დღეიდან სახელი შეეცვალა კაფიების გვერდს და ”შაირ-კაფია ამავსთქო...” კი აღარ, ”ბობოისკარი” ჰქვიან.
მარიამ წიკლაურის მოგონილი მთის სოფლის სახელია ესა, რომლის შუაში ერთი დიდი, ზღაპრული ხე დგას, სახელად ”ბაობაბი” და იმ ხის ძირში საფიხვნოა, სადაც კაფიობენ ხოლმე...
იმ ხეზე რო მანათობელ ციცინათელა შამოჯდება ხოლმე, ის არისა სანათა.
და ბობო კიდევა, - ბობორიკი ხო ობობა არისა მთის კილოზე - ის კიდე ბაობაბის ტოტებზე ხლართავსა თავის ქსელსა.

აეგეთი სოფელი გვქონდა დაარსებული ”ებლიტფოს” ფორუმზე და მერე სულ წაიშალა იქა ყველაკა...

ეს ლექსიც მაშინდელია:

ბობოსკარს დარდებ ჰყუდავა
სანათასა, ბაობაბსა და არჩანდასა (თავის ბობო-დოგიანადა) "ტრიოს" გვეძახოდნენ "ებლიტფოს" კაფიების გვერდზე, რომელსაც "ბობოისკარი" ერქვა.

ბობოსკარს სევდა ხევისბრობს,
მოელის თავის დასტურებს.
ვეღარ მაჰხელავს ვერსადა
ტრიოსათ, სადღაც წასულებს.
სიჩუმეს უსმენს შორისას,
სცრის - ნაღველისას ასრულებს.
წვიმას არ ჩამაუშვებავ,
არცა ვის დააამწყალობნებს.
ქვემოთით ჯანღი ჩამდგარა,
გაულაღნიათ ყვავ-ყორნებს.
არწივ ბოინობს არსადა,
ვეღარა ხედავს საძოვრებს.
ჯანღი მაიწევს აქითაც,
უფსკრულს დაიდებს საფუძველს -
ამუა, ამააშავებს
მდინარისპირა ქვა-ღორღებს.
ბობოსკარს დარდებ ჰყუდავა,
დარდებ - სევდაის ასულებ…
ჯანღოო, სოფელს ნუ ჰგუდავა,
მალე მაგვივლენ წასულებ.


Exclamation

ჰოდა, სწორედ აი ეს მთის სოფელი არის აღდგენილი ამ ლამაზი სახელით.

ბევრი ლექსები გვქონდა ხოლმე ბობოისკარზე და რასაც დავძებნი, მოვიტან ხოლმე აქ.

Cool


Last edited by Admin on Fri Jan 26, 2018 8:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ბობოისკარის გამო Empty
PostSubject: Re: ბობოისკარის გამო   ბობოისკარის გამო EmptyFri Feb 13, 2009 7:28 pm

ბევრი ლექსები გვქონდა ხოლმე ბობოისკარზე და რასაც დავძებნი, მოვიტან ხოლმე აქ.

Cool[/quote]




ულამაზესი სიზმარივით მახსოვს ის პერიოდი_"ბობოისკარის" სასწაულები,შაირებითა და კაფიებით "შუღლი."
ეს დიდი სიხარულის დაბრუნება იქნება,არჩანდავ.კარგს იზამ ძალიან,იმ ლამაზ სამყაროში თუ გადაგვახედებ...
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao
Into Armury
Into Armury
bao

Female
Number of posts : 387
Age : 59
Registration date : 11.12.08

ბობოისკარის გამო Empty
PostSubject: Re: ბობოისკარის გამო   ბობოისკარის გამო EmptyMon Mar 02, 2009 11:47 pm

ისიც დასდე აქა, ნათლიდედოს ნუ გააბრაზებ, ბობოისკარის ხის ძირში რო შელოცვა ვიპოვე ვითომ!..

Smile

თორე მაგ სახელს გადაგარქმევთ და რამე მაწაკურს დაგარქმევთ.

tongue
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ბობოისკარის გამო Empty
PostSubject: Re: ბობოისკარის გამო   ბობოისკარის გამო EmptyTue Mar 03, 2009 4:10 pm

bao wrote:
ისიც დასდე აქა, ნათლიდედოს ნუ გააბრაზებ, ბობოისკარის ხის ძირში რო შელოცვა ვიპოვე ვითომ!..

Smile

თორე მაგ სახელს გადაგარქმევთ და რამე მაწაკურს დაგარქმევთ.

tongue









sunny
ეკლიანი სიტყვაა "მაწაკური"_
ფიქრს უბწკინა და ამწვა ყური.


flower queen flower
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ზაალ ხადელი

ზაალ ხადელი

Male
Number of posts : 20
Age : 48
Location : თბილისი, საქართველო
Job/hobbies : რამოდენიმე...
Humor : "ხუმრობა ხადას იციან..."
Registration date : 16.10.09

ბობოისკარის გამო Empty
PostSubject: Re: ბობოისკარის გამო   ბობოისკარის გამო EmptyThu Mar 15, 2012 4:30 pm

Admin wrote:

ბობოსკარს დარდებ ჰყუდავა

ბობოსკარს სევდა ხევისბრობს,
მოელის თავის დასტურებს.
ვეღარ მაჰხელავს ვერსადა
“ტრიოსათ”, სადღაც წასულებს.
სიჩუმეს უსმენს შორისას,
სცრის - ნაღველისას ასრულებს.
წვიმას არ ჩამაუშვებავ,
არცა ვის დააამწყალობნებს.
ქვემოთით ჯანღი ჩამდგარა,
გაულაღნიათ ყვავ-ყორნებს.
არწივ ბოინობს არსადა,
ვეღარა ხედავს საძოვრებს.
ჯანღი მაიწევს აქითაც,
უფსკრულს დაიდებს საფუძველს -
ამუა, ამააშავებს
მდინარისპირა ქვა-ღორღებს.
ბობოსკარს დარდებ ჰყუდავა,
დარდებ - სევდაის ასულებ…
ჯანღოო, სოფელს ნუ ჰგუდავა,
მალე მაგვივლენ წასულებ

კარგი ლექს-კაფიაა ესა! ბობოისკარის დღევანდელ ყოფასაც კარგად ასახავს...

კიდევ გამარჯობა თქვენი, ლექსის ოსტატებო!
ხევსურულად რომ გითხრათ: ღმერთმ გამარჯვება არ მაგიშალასთ Smile

რად მიგიტოვებიათ ეს კარგი სოფელი?
რა მოუვიდა იმ ხმელ ბაობაბს?
რატომ აღარ ფიხვნობთ აქა?

სადღაც სამიოდ წლის წინ შემთხვევით შემოვეხეტე აქა და დიდად ვისიამოვნე თქვენი ლექს-კაფიებით, ლამაზქართულით, ფშაური და არამარტო ფშაური მარილით შეზავებული სიტყვით. ახლაღა გიხდით დაგვიანებულ მადლობას მაშინდელი სიამოვნებისთვის Smile. მაშინ დავრეგისტრირდი აქა, მაგრამ თქვენს პაექრობაში ჩართვა არც მიფიქრია.

იმის შემდეგ, პეროოდულად გამახსენდებოდით, შემოგივლიდით და გადაგიკითხავდით ხოლმე...

ახლაც შემოვიარე, ცოტა ხნის წინ... და გული დამწყდა, რომ მიგიტოვებიათ ხმელი ბაობაბი...

როცა იქნება, ჰო შემოიხედავთ აქა Smile ჰოდა "მესიჯს" გიტოვებთ ხმელი ბაობაბის ტოტზე. ჰო, კიდევ ცოტა კაფიებშიც წავივარჯიშე და მაგასაც გიტოვებთ. იმედია არ გამიწყრებით კაფიის უმეცარს, შეხუმრება-შემოლექსებას Smile

ესეც "მესიჯი": კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, კაფიობის ლამაზი ტრადიციის, ლამაზად გაგრძელებისათვის.

დრო მუდმივად იცვლება და რაღაცეებს დროის მტვერი წაეყრება ხოლმე, რაც მტვერწასაყრელია და დასავიწყებელია ის დავივიწყოთ, მაგრამ კაფიაობის ლამაზი ჩვევა კი არ უნდა მოიშალოს საქართველოში, არც მთაში, არც ბარში, არც სოფელში, არც ქალაქში და არც ახლა უკვე ინტერნეტში Smile

იდეას გთავაზობთ: იმ კარგ საქმესთან ერთად, რაც აქამდე გიკეთებიათ, ანუ ძველი მოლექსეების ნათქვამები აქ შეგიგროვებიათ, მოდი კაფიების წესები ჩამოწერეთ, რაღაც კონსტიტუციის მაგვარი.

ბატონ ვაჟა ხორნაულს აქვს ალაგ-ალაგ ნახსენები ეს წესები, ქალბატონ სანათასაც, ბატონ მიხოსაც... კაფიები სხვა ფორუმზეც მინახავს, მაგრამ ბობოისკარი კაფიის მექად მეჩვენება, რადგან აქ სხვა სული და სუნია... ჰოდა აქ უნდა დაიწეროს ეგ წესები, თავის აკრძალვებითა და ნებართვებით...

კარგი იქნება... Smile

კარგი იმად იქნება, რომ ბევრს და მათ შორის მეც, არ უნახავს ნამდვილი ცოცხალი კაფია, არ უცხოვრია მთაში და არ უვლია ხატობებში... მაგრამ კაფია წიგნებში უკითხავს და მოსწონებია. კაფიობის დაწერილი წესების წაკითხვა დამატებითი ინფორმაციის მიმცემი იქნება ასეთი ადამიანისთვის. მაგალითად ჩემთვის Smile

გაიხარეთ!

პატივისცემით,
ზაალ ხადელი
Back to top Go down
http://www.gmail.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ბობოისკარის გამო Empty
PostSubject: Re: ბობოისკარის გამო   ბობოისკარის გამო EmptyTue May 19, 2015 12:01 pm

ვის ახსოვს საარმუროი...

არმურის კლდე-გორაკებსა
სოცქსელმა მისცა ზიანი,
სუყველა გადაგვიყლაპა,
უფხო იყო თუ ფხიანი.

ჰყუდიან ფეისბუკზედა,
სულელია თუ ჭკვიანი,
ხშირად დასდებენ პოსტებსა,
სახელ რო ხქონდეთ ხმიანი...

სურათებს კიოთ აწყობენ, -
ლაიკნ მაუდის სვიანი.
კომენტებს უგვიანებენ, -
ფიქრებს უღრღნიან ჭიანი...

ვის ახსოვს საარმუროი,
ლაღის არწივის ფრთიანი.
წასვლა კი იოლი იყო,
მოსვლა გამხდარა გვიანი.


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ბობოისკარის გამო Empty
PostSubject: Re: ბობოისკარის გამო   ბობოისკარის გამო Empty

Back to top Go down
 
ბობოისკარის გამო
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: