არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 საქვეყნო დარდები

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

საქვეყნო დარდები Empty
PostSubject: საქვეყნო დარდები   საქვეყნო დარდები EmptyTue Jan 20, 2009 8:24 pm

დარდი №2

- გვარი და სახელი.
- მიხო მოსულიშვილი.
- რა გადარდებს?
- წეღან დავურეკე ნუგზარ შატაიძეს ახალი ნოველების გამოსართმევად და ერთ შეხვედრაზე წასაყვანად, და აგვისტოს ომი რომ დაწყებულა, მესამე ინფარქტს დაურტყამს. ახლაც ცუდად არის, წევს. ხვალე ექიმთან უნდა წაიყვანონ გამოკვლევაზე და ოპერაციასაც უპირებენ. რა იქნება, რომ კარგად იყოს?..



ნუგზარ შატაიძის საიტიდან

პოეტი

ყველა ჩვენგანის მახსოვროვაში ღრმად ჩაბეჭდილია ერთი ასეთი სურათი: თეთრი ვარდებით მორთულ ეტლში, რომელშიც მშვიდად მომღიმარი პოეტი ზის, ულამაზესი ქალები შებმულან და ის ეტლი ციმციმ მიაქვთ საქართველოს ღორღიან გზაზე.
ამ ბოლო ხანებში თანდათანობით ფერმკთალდება ეს მრავლისმთქმელი და ძვირფასი სურათი, თანდათანობით იცრიცება ის ვარდები, იმ ქალაქის გაცისკროვნებული სახეები, ფერმკთალდება მგოსნის მშვიდი ღიმილიც და მის ადგილს იჭერს დანგრეულ რუსთაველზე მიმავალი ჩემი ნაცნობი პოეტი, შიმშილისა და უიმედობისაგან ფერმიხდილს ცელოფანის პარკით ხუთიოდ კარტოფილი და ერთი კონა მწვანილი, რომ მიაქვს შინ.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

საქვეყნო დარდები Empty
PostSubject: Re: საქვეყნო დარდები   საქვეყნო დარდები EmptyWed Jan 21, 2009 7:57 pm




დარდი,
რომელიც,როგორც ძველად,
ახლაც ნომერ პირველია:


"სრულ ჩვენ რადა ვართ ტანჯვაში,
კვნესა რად ისმის ჩვენითა?
როდემდის უნდა ვსტიროდეთ,
მიწა ვასველოთ ცრემლითა,
ან მიწა რად არა ძღება
დამდნარის გულის წვენითა?
როდემდის უნდა ვიბანოთ
სისხლით პირი და ხელები,
შვილთა მაგივრად დედებსა
ძუძუს გვიწოვდეს გველები?
როდემდის უნდა ფეხითა
ვლახოთ ჩვენივე წელები,
და ცეცხლებ გვერტყას ათასი,
გულის,გონების მწველები?
ვაჰმე,გაგვიწყდა,აღარ გვყავს
ამ ფშავისხევის მცველები!"
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნეკერა
Into Armury
Into Armury
ნეკერა

Female
Number of posts : 142
Age : 34
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

საქვეყნო დარდები Empty
PostSubject: Re: საქვეყნო დარდები   საქვეყნო დარდები EmptyThu Feb 12, 2009 6:02 pm

დარდია, აბა რა არის...
ეს ჩვენი ლიტერატურა შესაწირი ბატკანივითაა და აქეთ-იქიდან ჩანგალმომარჯვებულ, ლაშებდაფჩენილ ორფეხა მგლებს შემოუალყიათ...
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/forum.htm
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

საქვეყნო დარდები Empty
PostSubject: Re: საქვეყნო დარდები   საქვეყნო დარდები EmptyThu Feb 12, 2009 6:40 pm

ნეკერა wrote:
დარდია, აბა რა არის...
ეს ჩვენი ლიტერატურა შესაწირი ბატკანივითაა და აქეთ-იქიდან ჩანგალმომარჯვებულ, ლაშებდაფჩენილ ორფეხა მგლებს შემოუალყიათ...

Rolling Eyes

ეე, ნინუცელა, ორიოდე ჟურნალი რო დარჩება და მეტი აღარ გამოდის არაფერი ლიტერატურაზე, ეს არის ცუდი.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

საქვეყნო დარდები Empty
PostSubject: Re: საქვეყნო დარდები   საქვეყნო დარდები EmptyThu Feb 12, 2009 7:13 pm

Rolling Eyes

ეე, ნინუცელა, ორიოდე ჟურნალი რო დარჩება და მეტი აღარ გამოდის არაფერი ლიტერატურაზე, ეს არის ცუდი.[/quote]




არცთუ ისე შორეული დრო გამახსენდა:
ჟურნალი "ცისკარი"_80.0000 ტირაჟი,
ჟურნალი "მნათობი"_40.000
გაზეთი "ლიტერატურული საქართველო"_100.000.
...
ახლა პოეზიის(და არამარტო პოეზიისა!) მკითხველები(მთელი ქვეყნისა!)
ერთ დარბაზში მოთავსდებიან...
ეს არის ტრაგედია
და სწორედ ამ დროს სულზე მისწრებაა ლიტერატურული
საიტების არსებობა.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



საქვეყნო დარდები Empty
PostSubject: Re: საქვეყნო დარდები   საქვეყნო დარდები EmptyWed Mar 04, 2009 3:29 pm

Idea

განა რამდენი წელიღა დარჩენია მიხა ხელაშვილის შვილს - 86 წლის თამარს, რომ აი, ეგეთ სახლში არა ცხოვრობდეს? - http://armuri.georgianforum.com/---f37/-t312.htm

საქვეყნო დარდები M04

რა იქნებოდა, მეც მყოლოდა ვინმე შეძლებული ახლობელი - თამარ ხელაშვილს ერთი პატარა სახლი უყიდე მეთქი, ამასა ვთხოვდი... სხვას არაფერს...

მე ეგრე მგონია, რომ მარტო მიხა ხელაშვილის შვილობით ეკუთვნის ქალბატონ თამარს საქართველოსგან ერთი პატარა სახლი...

Rolling Eyes
Back to top Go down
Guest
Guest



საქვეყნო დარდები Empty
PostSubject: Re: საქვეყნო დარდები   საქვეყნო დარდები EmptyThu Apr 02, 2009 9:52 pm

Shocked
ბესიკ ხარანაულის ოცდაათი წიგნი რომ არის მოტანილი - ხუთ ლარად გასაყიდად, მარტო ჩვიდმეტი რომ გაიყიდება და შენ კიდევ ამ ღონისძიებიდან პირდაპირ ხინკლის საჭმელად წახვალ ავად დასუქებულ მეგობრებთან ერთად, იმ ხინკლისა, რომელშიც გაყინული ქათმის ბარკლებს ურევენ თბილისელი გამოქექილი მეხინკლეები, - აბა, მითხარი, რომელ პოეზიაზე უნდა გელაპარაკო და კაი ხინკალზე კი შემეძლო მომეყოლა, მაგრამ შენ და იმ შენ ჩამრგვალებულ მეგობრებს არ გეტყვით არაფერს, - თქვენ ვერც კაი ხინკლისას გაიგებთ რასმეს და იმიტომ...

ეძახეთ ერთიმეორეს ”პოეტები”, წერეთ ეგ წყალ-წყალა ლექსები, წაკითხვისთანავე რომ დაივიწყებენ ადგილზევე და მადიანად ჭამეთ ეგ თქვენი ქათმის ბარკლის ხინკლები - ვითომ ეგ არის და გორის ციხე, ვითომ ეგ არის ცხოვრება...
ათი ხინკლით ნაკლები რომ შეგჭამათ, ხომ მოგივიდოდათ ბესიკ ხარანაულის ერთი წიგნი მაინც?

და ქათმის ბარკლებგარეული ათი ხინკალი სჯობია თუ ბესიკ ხარანაულის წიგნი? - ამ შეკითხვას მე ნუ დამისვამთ, მთელი ჩემი სტუდენტობა შიმშილში მაქვს გატარებული, ოღონდ კი კარგი წიგნი მეყიდა როგორმე...

Rolling Eyes
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

საქვეყნო დარდები Empty
PostSubject: Re: საქვეყნო დარდები   საქვეყნო დარდები EmptyThu Apr 02, 2009 10:57 pm

ვწუხვარ..Sad
Back to top Go down
ვიღაცა

ვიღაცა

Female
Number of posts : 11
Age : 118
Location : თბილისი
Job/hobbies : ნაირ–ნაირი
Humor : რია?
Registration date : 31.05.09

საქვეყნო დარდები Empty
PostSubject: Re: საქვეყნო დარდები   საქვეყნო დარდები EmptyTue Feb 23, 2010 4:00 pm

Guest wrote:
Idea

განა რამდენი წელიღა დარჩენია მიხა ხელაშვილის შვილს - 86 წლის თამარს, რომ აი, ეგეთ სახლში არა ცხოვრობდეს? - http://armuri.georgianforum.com/---f37/-t312.htm

საქვეყნო დარდები M04

რა იქნებოდა, მეც მყოლოდა ვინმე შეძლებული ახლობელი - თამარ ხელაშვილს ერთი პატარა სახლი უყიდე მეთქი, ამასა ვთხოვდი... სხვას არაფერს...

მე ეგრე მგონია, რომ მარტო მიხა ხელაშვილის შვილობით ეკუთვნის ქალბატონ თამარს საქართველოსგან ერთი პატარა სახლი...

Rolling Eyes
გული მომიკვდა.
და ანგარიში რომ გავხსნათ? ჩვენ თუ ბევრით ვერაფრით შევეწევით, იქნებ იმის ყურამდე მივიდეს, ვისაც თანხის გაღება შეუძლია?
Back to top Go down
http://www.armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

საქვეყნო დარდები Empty
PostSubject: Re: საქვეყნო დარდები   საქვეყნო დარდები EmptySun Feb 28, 2010 11:34 am

ფშავის კუთხესაც ჰყავს ბიზნესმენები(ზოგი საქართველოს მიღმაა გაჭრილი)-მილიონერი ფშავლები.ნუთუ ისინი ისე გადაჯიშდნენ,რომ არც მიხა ხელაშვილის გენიალური პოეზიისა და ტრაგიკულად დასრულებული(იუდა საარაგვოზე)სიცოცხლის და არც ქალბატონი თამარის უბინაობისა თუ მწარე ყოფის შესახებ სმენიათ რამე?!
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




საქვეყნო დარდები Empty
PostSubject: Re: საქვეყნო დარდები   საქვეყნო დარდები Empty

Back to top Go down
 
საქვეყნო დარდები
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: სტუმრები და მასპინძლები :: ”დარდების შემგროვებელთან” - სტუმრად გოდერძი ჩოხელის გამიხარდასთან-
Jump to: