არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ტარიელ ჭანტურია

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ტარიელ ჭანტურია Empty
PostSubject: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია EmptyWed Jan 07, 2009 12:14 am

ტარიელ ჭანტურია Chanturiatariel

ყველაფერი, რაც კლასიკოსის ხელიდანაა გამოსული, კლასიკა არ არის. როცა რომელიმე ჩვენგანი გაცხარებული ლანძღავს გალაკტიონის ზოგიერთ ლექსს, იგი გალაკტიონს არ ლანძღავს.

ტარიელ ჭანტურია

პოეტი, ესეისტი

დაიბადა 1932 წლის 11 ივლისს, სუფსა, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში.
მშობლები: დედა - ეკატერინე ჭანტურია, მამა - პროკოფი ჭანტურია.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი /ჟურნალისტიკის განყოფილება/ 1956 წელს.
მეუღლე - ციალა ბერძენიშვილი, ჰყავს შვილ(ებ)ი: ნინო, ირაკლი.
საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ "ცისკრის" რედაქციაში, მთარგმნელობით კოლეგიაში, გამომცემლობა "ნაკადულში". იყო პირველი ალტერნატიული გაზეთის - "მამულის" რედაქტორი 1989 - 91 წლებში.
არის რუსთაველის სახელობის ეროვნული და გალაქტიონ ტაბიძის სახელობის პრემიების ლაურეატი.
პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წ., პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ — 1964 წ. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩენისთანავე ყურადღება მიიქცია გაბედული ექსპერიმენტებით, ლტოლვით სიახლისადმი. ხშირად მიმართავს ირონიას, პაროდიას, პარადოქსს, გროტესკს, სლენგს.
ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.

ძირითადი კრებულებია:
* „საქანელა“ (1965)
* „ქვა და ომი“ (1967)
* „ახალი მთვარე“ (1970)
* „ორნი“ (1972)
* „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973)
* „წყნარი მზის წელიწადი“ (1975)
* „თაფლობის საუკუნე“ (1978)
* „პოემები“ (1979)
* „სტრესები და სიტყვები“ (1980)
* „რჩეული“ (1982)
* „ბოლთა“ (1993)
* „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ.

ბმულები:
* http://ka.wikipedia.org/wiki/ტარიელ_ჭანტურია
* https://poetry.ge/poets/tariel-chanturia
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009707/


ცოცხალი წიგნები - ტარიელ ჭანტურიას პოეზიის საღამო.
Artareatv
Published on Mar 29, 2017

სიტყვაა მისი მხსნელიც არის და უფსკრულში დამნთქმელიც,
მშვენიერიც და მახინჯიც ერთდროულად.
ცოცხალი წიგნები - ტარიელ ჭანტურიას პოეზიის საღამო.

Arrow


Last edited by Admin on Sat Mar 09, 2019 10:05 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ტარიელ ჭანტურია Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია EmptyWed Jan 07, 2009 12:15 am

ტარიელ ჭანტურია

***
გშვენის ლოყაზე ხალილუია...
მწვავს მიჯნურობის ალილუია...
და არსად არის წყალილუია...
ალილუია!
ალილუია!

რკინა ხარ, კლდე ხარ, სალილუია...
მენგრევა ხერხემალილუია...
აჩენს სიცოცხლეს ქალილუია...
მოსპობს იგივე ქალილუია!
ალილუია!
ალილუია!

შენთვის ვიქნიე ხმალილუია!
ვკვეთე ხორცი და ძვალილუია!
დღეს თვითონ მე საწყალილუია
ვკვდები, გშორდები! ალილუია!
ალილუია!
ალილუია!

დახურულია ჩალითლუია
ქვეყანა! ნაპერწკალილუია
საკმარისია, ალილუია
რომ აბრიალდეს! ალილუია!
ალილუია!
ალილუია!

Arrow


Last edited by Admin on Sat Mar 09, 2019 10:00 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Guest
Guest



ტარიელ ჭანტურია Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია EmptySun Mar 01, 2009 3:52 pm

”ბურატინოს თავგადასავლის” ძებნაში აი, როგორი თავგადასავალი ამომიგდო ”გუგლის” ძიების სისტემამ...

Wink sunny drunken

ტარიელ ჭანტურია

მისი თავგადასავალი

გამოიარა ბრძოლები,
გამოიარა სროლები,
გამოიცვალა როლები,
გამოიცვალა ცოლები,
იფიქრა რთული ფიქრები,
დაწერა რთული წიგნები,
ატარა ყურძნის ჯაგნები,
წურა საყვარლის ჯიქნები...
გადაიტანა ჩხუბები,
სისხლის და ცრემლის გუბები,
მოკლული ძმების გლოვაში
ამოილურჯა უპები.
მტრად მოიკიდა წითლები,
მტრად მოიკიდა შავები!
წააგო დავბაჩარები,
დავბასეები, დავები!
აფეთქა შამპანურები,
ჭყლიტა საყვარლის ცურები,
მოცარტითა და შიონბერგით
გამოიჭედა ყურები!
სუფრებზე უხვად არიგა
სიტყვები _ უწმაწურები,
უწმაწურადვე იარა _
ზილა საყვარლის ცურები!
ცვალა ქალებში ქალები,
თვალა მკერდებზე ხალები,
ხანდახან _ ცხენიც აჭენა _
ააწკრიალა ნალები!
ათასნაირი კედებით
გადაიარა ქედები!
უყვარდა მცირე ბორცვები _
კოცნა და წოვა კერტები!
მიღებული აქვს ხუთები,
ორიანებიც _ კუდები!
მუდამ ზღვა ხალხი ეხვია _
პოეტები და ქურდები!
თავისიც ბლომად იხადა,
სხვისიც იხადა ვალები,
ბინები გაიჩალიჩა
გაჩახჩახებულ ზალებით.
არიგა გოდრით ბასები,
ბევრგან დასწია ფასები,
დაღალა მიმტანები და
მოქანცა პაპარაცები!
უყვარდა თავის ქალაქი,
უყვარდა თავის ვერაც და,
თუმც მთაში ყოფნაც უყვარდა _
სამათასიანს ვერ ასცდა...
იპოდრომებზე არასდროს
უსეირნია ძაღლებით,
ყოველთვის ნერვებს უშლიდნენ
ცეკას და ტეკას წაკლები!
ყოფილა _ მამის საფლავი
უჩუმრად დაუხვეტია!
ნამდვილ ცრემლს მუდამ ერჩია _
გულში უჩუმრად ეტირა...
პახმელიაზე ლუდის სმით
ღილები დაუწყვეტია!
არც ერთი ბოზუნკალასთვის
გული არ დაუწყვეტია.
არ უნდა პანთეონები
და კუბოები სამარკო _
ასეთი კაცი _ ჯიგარი _
უნდა შიგ გულში დამარხო!


Arrow
Back to top Go down
Guest
Guest



ტარიელ ჭანტურია Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია EmptySun Mar 01, 2009 3:56 pm

***

გოდოს გოდო, გოდოს გოდო, გოდოს გოდო გადაება,
და მოუსვლელ გოდოებად
იქცა საზოგადოება!

ბრიყვი ბრიყვს და ბრიყვს და ბრიყვს და ბრიყვს და
ბრიყვს რომ გადაება,
იქცა საზოგადოება
ბრიყვ და მკრეხელ ღადოებად!

_ წააადით! _ რუსეთს დაუძახოს ნეტავ საზოგადოებამ! –
ნეტავ საზოგადოება
იქცეს უცებ... კატოებად!

იქცეს უცებ კატოებად და ენამჭევრ ქაჯანებად!
მენატრება სიმამაცის
და ღირსების აჯანყება!


study

ტარიელ ჭანტურია

პასუხი ჯარჯი ფხოველს - დავით ციგროშვილს!

“ჩვენი მწერლობის” მე-15, ივლისის ნომერში წავიკითხე ჯარჯი ფხოველის “ფიქრები”. არ ვაპირებ, ჯ. ფხოველის ყველა ნაფიქრალს შევეხო. მარტო იმაზე ვიტყვი ორ სიტყვას, რაც პუბლიკაციის ავტორს ცუდად უფიქრია:

“აი, სავალალო ერთარსი: “ჭკვიანი რითმა” და სულელი ავტორი!”

“ჭკვიანი რითმების” სალაღობო ლექსიკონის ავტორი მე გახლავართ. თავის დროზე ლექსიკონის წინათქმაში გარკვევით ვწერდი:

“ვთავაზობ რედაქციას წინამდებარე მასალას და, თუმცა მთელი ცხოვრება რედაქციებში ვარ ნამუშევარი, თვითონაც არ ვიცი, რომელი რუბრიკის ქვეშ ჯობს “ჭკვიანი რითმების ლექსიკონის” დაბეჭდვა - პირადად ჩემთვის სანახევროდ ხუმრობაა იგი, სანახევროდ - სერიოზული თემა, თუ გნებავთ, ერთგვარი პოლემიკური რეპლიკაც კი! ამიტომ, ვფიქრობ, მისი გაშვება იუმორშიც შეიძლება და სერიოზული მასალების გვერდითაც”.

ახლა კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი ჯ. ფხოველის ნაფიქრალს:

“აი, სავალალო ერთარსი: “ჭკვიანი რითმა” და სულელი ავტორი!”

“ჭკვიანი რითმების” ავტორი მე ვარ. ამიტომ ბუნებრივად დაიბადა კითხვა: ეს სულელი ვიღანაა! - მე? ჯარჯი ფხოველი? ვინ!

ჯ. ფხოველი არ ახსენებს ჩემს სახელს. სამაგიეროდ, მე არ ვაპირებ ამის დამალვას - რამდენი სულელი სულელს დამიძახებს, ან რამდენ გიჟს გიჟი ვეგონები, ამის რომ მეშინოდეს მე, ვერც სიმართლეს ვიტყვი ვერასოდეს და ვერც ნორმალურს დავწერ რამეს!

ისე, საინტერესოა, ამის დასაწერად რას შეიძლებოდა აღეძრა კაცი, რომელსაც - კარგი ნურაფერს გავაზვიადებთ - თავის დროზე დაწერილი აქვს ჩემზე ეგრეთწოდებული დადებითი რეცენზია, წერილი, რომელშიაც ჭკვიან ადამიანად ვყავარ გამოყვანილი! რა მოხდა, რა მიზეზით გადაიქცა ეს ჭკვიანი კაცი უცებ სულელად, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი!

მკითხველს შესაძლოა არ ახსოვდეს, მაგრამ შეუძლებელია, ჯ. ფხოველს დავიწყებოდა ჩემი ერთი წერილი, რომელიც მასზე ამ რამდენიმე წლის წინ გამოვაქვეყნე. თავის ერთ “ფიქრში” ჯ. ფხოველი ირწმუნებოდა, რომ თავისი ვერლიბრებით ააფეთქა კონვენციური ლექსის სამყარო! მე მას განვუმარტე, რომ მის ძალღონეს აღემატება კონვენციური ლექსის - იმავე რუსთაველის, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის, ლეონიძის, ლებანიძის, მაჭავარიანის, ჭილაძის, ანა კალანდაძის და სხვათა კონვენციური პოეზიის აფეთქება! აი, ჩემი ეს მწარე რეპლიკა ახსოვს, როგორც ჩანს, ჯ. ფხოველს და ახლა, ჩემი პასკვილანტების პუბლიკაციებით გულმოცემული, მართალია, გვარის დაუსახელებლად, მაგრამ მაინც წერს იმას, რაზეც უკვე მოგახსენეთ!

“ჭკვიანი რითმების ლექსიკონი” სანახევროდ ხუმრობაა-მეთქი, დავწერე თავის დროზე. ახლა, ისევ ხუმრობით, ბარემ კიდევ ერთ ჭკვიან რითმას შევთავაზებ მკითხველს:

ფხოველი - ცხოველი

ეს სარითმო წყვილი იმითაა საინტერესო, რომ იგი, ფხოველის გარდა, არც ერთ პოეტს არ ერითმება! - არც მაჭავარიანს, არც კალანდაძეს, არც ლებანიძეს, არც ჭილაძეს, არც ლეონიძეს, არც აბაშიძეს, არც ალხაზიშვილს, არც რატიანს, არც... მოკლედ, არავის.

ის, რაც ახლა დავწერე, ჯარჯი ფხოველს არ უნდა ეწყინოს! თუმცა, კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა ეწყინოს! - ფსევდონიმი “ფხოველი” ხომ, ბოლოს და ბოლოს, ჯარჯის არ არის, იგი გახლავთ ერთი ბედკრული, ადრე წასული ნიჭიერი პოეტის, ვაჟიკა ფხოველის ფსევდონიმი, რომელმაც ფაქტიურად ამ ლამაზი ფსევდონიმის მეტი ვერც ვერაფერი დატოვა - ვერ მოასწრო, არ გაუმართლა და არ გაუმართლა ისე უღმერთოდ, რომ ბოლოს ეს ფსევდონიმიც სხვებს დარჩათ...

ჯ. ფხოველის “ფიქრებში” ერთი მართალი ფიქრიც შემხვდა: “ესღა გვაკლდა: აი, ისიც: ლიტერატურის “რამკის” ქურდი!”

თუმცა ჯარჯის, მოპარული ფსევდონიმის პატრონს, “რამკის” ქურდობამდე ბევრი უკლია, რაღაც პერსპექტივა საამისო, როგორც ჩანს, მაინც აქვს!

ერთი რამეც უნდა ითქვას. რაკი ჯ. ფხოველის “ფიქრების” უკან არ დგას ნამდვილი, საინტერესო პოეტი, ეს “სიბრძნეები” აღარავისთვის აღარაა საინტერესო, რადგან, ტვირთის ამწევს შენც შეიძლება შეუძახო - აბა ჰე და აბა ჰოო, მაგრამ რაკი თავად შენ ტვირთის აწევა არ შეგიძლია, შენი ეს ფაცი-ფუცი და შეძახილ-გადაძახილები ვერც ვერავის გააკვირვებს და ვერც ვერავის აღაფრთოვანებს. მოკლედ, ასე: ჯარჯი ფხოველი დიდ ქართულ პოეტურ სამყაროს ესაუბრება მოძღვრის, მენტორის, საბოლოო ანგარიშით - დიდი, სერიოზული პოეტის სახელით, ეს კი ყოველ ნამდვილ პოეტში ირონიულ ღიმილს იწვევს.

დაბოლოს, ისევ “ჭკვიანი რითმების ლექსიკონის” გამო! მისი, ასე ვთქვათ, საბოლოო, შევსებული და შესწორებული ვარიანტი მზადა მაქვს დასაბეჭდად. გამოცემაში რითმა “ფხოველი-ცხოველი”, რა თქმა უნდა, არ შევა.


სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2010-10-17/10446.html
Back to top Go down
Guest
Guest



ტარიელ ჭანტურია Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია EmptySun Mar 01, 2009 3:58 pm

ტარიელ ჭანტურია Tchanturia


ტარიელ ჭანტურია

ლექსპრომტი მიხო მოსულიშვილს, რედაქტორს

მწერლის გრძელ გზაზე ვინ ლაღად,
მიდის, ვინ კიდევ - მიხოხავს!
მივნატრი ყველას ამ გზაზე,
ვისაც მფარველად მიხო ჰყავს!

2008


მარინე იაშვილი
კონცერტიდან დაბრუნებული ლექსპრომტი


შიმშილითაც ვკვდებოდე -
არ ვინატრებ ხემსს! -
ვიოლონოს ვინატრებ -
შენს ღვთაებრივ ხემს!

წყალს არ დავლევ - მწყუროდეს,
პურს არ შევჭამ - გრამს! -
შენს კრეისლერს გავყვები,
შენს დიდებულ ბრამსს!

დე ფალიას უცნაურს
და უცნაურ კროლს!
ტაშს დავუკრავ შენ მიერ
შესრულებულ როლს! -
ვირტუოზის როლს! -
ვირტუალურ როლს!



ლექსკლუზიური საიუბილეო

ქალბატონ გულიკო ჩაფიძეს

რაც არ უნდა მოხდეს აწი,
ეს სამოცდაათი წელი -
ოცდახუთიათას ხუთას
ორმოცი დღე ხომ გავძელი!

აქეთ - აკაკი და ვაჟა,
იქეთ - პუშკინი და შელი!
რა თქმა უნდა - ჰომეროსი!
რა თქმა უნდა - რუსთაველი...

გალა. დანტე. რემბო. ლორკა.
ანრი ბეილი და ბელი...
ჩემზე უფრო მათი იყო
ეს სამოცდაათი წელი...
... ცას ცრემლიანს ავცქერი და
მეც გაფრენას ჩემსას ველი -
სიცოცხლისთვის, სიკვდილისთვის -
ორივესთვის მადლობელი...



ლექსი - მიქსერი
(ლექსპრომტი ციალას - ტორტის საფასურად)

დიდხანს იდღვება
დიდხანს იდღვება
დიდხანს იდღვება
დიდხანს იდღვება
დიდხანს იდღვება
დიდხანს იდღვება
და გადაიქცა
ლექსად სიტყვები
დიდხანს იდღვება
დიდხანს იდღვება
ცივი სიტყვები
ცხელი სიტყვები
და შენც პოეტის სინაზით ჰყვები
რა ძნელსადღვები იყო სიტყვები.


გადაშლილი გულის ლექსპრომტი

ჯერ სულ ჩაი მიდუღა და
მერე ყავა მიხალა და
მერე სული მიბერა და -
ბოლოს, უცებ, მიღალატა...

როცა სულ არ მოველოდი,
სწორედ მაშინ მიყელა და -
ამას როგორ ვიფიქრებდი -
ხელის ბიჭთან მიღალატა...

მოკლედ, ქალმა, როგორც ქალმა,
მიბოზა და მიქალა და -
სიმწრისაგან მეცინება -
გამთიშა და მიღალატა...

ჩაი რაღას მიდუღა და
ყავა რაღას მიხალა და
სული რაღას მიბერა და
ბოლოს რაღას მიღალატა...


იმედგადაწურული ლექსპრომტი

ან უნდა თავი მოვიკლა,
ან უნდა ვინმე მოვკლა...
ანდერძი დაწერილი მაქვს,
ბარგს - ორ-სამ წუთში მოვკრავ.

თუმცა სად უნდა წავიღო,
სად მივიტანო! ვისთან! -
იმ წუთის მერე სად ვნახავ
მის ღიმილსა და მის ტანს...

ან ეს კოლტ-კობრა ვის უნდა,
ან ეს ფინური დანა...
უმისამართო კაცი ვარ,
უტელეფონო თანაც...

თუ კიდევ დამრჩა ძმაკაცი,
ჩემთვის სიკეთე რომ ქნას -
ამის უკეთესს რას იზამს -
მხიოს ტყვია ან მომკლას...
...ანდერძი უკვე დავწერე,
ბარგის დავიწყე მოკვრა -
ან უნდა თავი მოვიკლა,
ან უნდა ვინმე მოვკლა...


წინადღის ლექსპრომტი

დილომატი სუყველა _ თუ კონსული, თუ ელჩი _
გაოცდება, სიკვდილს რომ გამოვიწვევ დუელში!
მე რა მითქვამს დანტესის ბრიყვი სეკუნდანტის! _
ვიწვევ სეკუნდანტებად რუსთაველს და დანტეს!
გაგიკვირდეთ: დამბაჩა არ მიჭირავს ხელში,
არც შიშისგან ცრემლები ჩამდის გამშრალ ყელში...
არ ვაპირებ, რომელიმე პანთეონში ვიწვე! _
მე დუელში სიკვდილს განა ამისათვის ვიწვევ...
სანამ თვითონ მოვა და თავზე დამაცხრება _
ნახოს, რანაირია კაცთან დამარცხება!
დიპლომატი სუყველა _ თუ კონსული, თუ ელჩი _
გაოცდება: ხვალ სიკვდილს გამოვიწვევ დუელში...


Arrow
Back to top Go down
მინდია
Into Armury
Into Armury
მინდია

Male
Number of posts : 171
Age : 33
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

ტარიელ ჭანტურია Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია EmptySun Mar 01, 2009 11:06 pm

ტარიელ ჭანტურია

***
მიდიხარ თოვლში, თოვლივით კარგი,
და კარგი ბიჭის ერთგული ცოლი.
და სუსტი მხრებით შინ მიგაქვს ხარკი,
ათასი ბიჭის ნასროლი თოვლი.

გამახსოვრდება გაშლილი მხრები,
გაკრთობს ქუჩაში ნაპოვნი ვნება,
მაგრამ ოჯახში იოლად თბები,
და სხვისი თოვლიც იოლად დნება.
Back to top Go down
http://www.xevsureti.ge
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ტარიელ ჭანტურია Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია EmptyFri Mar 09, 2012 8:14 pm


იმედგაცრუებული ფიქრი - კითხულობს ავტორი

Exclamation

ტარიელ ჭანტურია

გაზაფხული ბირჟაზე

სურნელება იასამნის და ორნელა მუტის,
გაზაფხული,
გაზაფხული,
გაზაფხული მოდის!

წვიმაშიც და მზიან დარშიც, დილით, საღამოთი –
სუზის თმებით დაბურდული ვარდობისთვე მოდის!

შრიალებენ მერლინ მონრო და მწვანე ბზის ტოტი.
ლინზის ხმაზე მოღუღუნე – გაზაფხული მოდის!

ვენაცვალე პტის და აპრილს – კანონმდებლებს მოდის!
ნინელი და მორანდი და გაზაფხული მოდის!

ენძელამ და ატმის ტოტმა ფიფქებს შარი მოდეს! –
ლილოჭრელი, კაბაჭრელი – გაზაფხული მოდის!

ვერაფერი შევასმინე ამირანა მუდოს! –
ბიჭო–მეთქი, გაიხედე! – რა მაისი მოდის!

ამ მიქცევის, ამ მოქცევის მარადიულ მოდუსს
შენც ჩიტივით აყვე უნდა! – აგე, ნატო მოდის!

ხელი, ვარდით გაკაწრული, სულ შენ მხარზე მედოს!
თამარი და
შხაპუნა და
ვარდობისთვე მოდის!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ტარიელ ჭანტურია Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია EmptySat Mar 09, 2019 10:14 pm


ტარიელ ჭანტურია
Published on Nov 8, 2013

ერთხანს რითმას განუდგა და თეთრ ლექსს მიმართა. თითქოს ამ ხაზს იგი ვერლიბრამდე უნდა მიეყვანა. ეს ვარაუდი არ გამართლდა, იგი დაუბრუნდა ლექსის კლასიკურ სტრუქტურას. მართალია, თავისუფალი ლექსი მისთვის უცხო არა ყოფილა, მაგრამ ამ ფორმით მეტყველებას ისევ რითმის ერთგულება არჩია. მისი პოეზია უაღრესი სტრუქტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ლირიკული, ინტელექტუალური, ირონიულ-პაროდიული, კვლავ ინტიმურ ლირიკული. ამ ოთხმაგი სტილური სისტემით, ლიტერატურული წერილებით და იმ კონცეფციით, რაც მათში გაიშალა, ტარიელ ჭანტურიამ შექმნა პოეტური სამყაროს გამთლიანებული მოდელი, რომელშიც თავს იყრის განსხვავებული და დაპირისპირებული სტრუქტურები. ფხიზელი ხედვის წყალობით, მის მიერ ნაქანდაკებ პოეტურ სახეებში ყოველი გარეგნული დეტალი საუწყებლის მეტი ინტენსივობითა და სინათლით წარმოდგენას ემსახურება.
მისი სტრიქონი უაღრესად სადა, ჰაეროვანი და ელასტიურია:

„ლექსს ჭირდება დეკა, ლექსს ჭირდება ღვია,
ლექსს ჭირდება მკერდი და იმ მკერდში ტყვია...
ლექსს ჭირდება ქედი, ლექსს ჭირდება მოლი,
ლექსს ჭირდება ცოლი, ხან მეორე ცოლი.
ლექსს ჭირდება მკერდში გარჭობილი დანა,
დაძინება მერე და მკვდარ დედის ნანა.
ლექსს ჭირდება ცხვარი და იმ ცხვრისთვის მწყემსი,
ეს არ ვიცი ოღონდ ვის ჭირდება ლექსი".

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ტარიელ ჭანტურია Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია Empty

Back to top Go down
 
ტარიელ ჭანტურია
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: