არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ზაალ სამადაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

ზაალ სამადაშვილი Empty
PostSubject: ზაალ სამადაშვილი   ზაალ სამადაშვილი EmptyTue Jan 06, 2009 12:09 am

ზაალ სამადაშვილი 3-4

წინათქმა ნიკო ყიფიანის წიგნისთვის “ერთხელ წასაკითხი მოთხრობები”

სოფელი ხაშმი ჩემს წარმომავლობას უკავშირდება. ხაშმელი იყო დიდედაჩემი – ეფემია ინანიშვილი, ვისაც წიგნის სიყვარულს და კარგ კალიგრაფიას ვუმადლი, ხაშმელი გახლდათ მისი ძმისშვილი და ბიძა ჩემი – რევაზ ინანიშვილი, ვინც ვაჟა-ფშაველას და გიორგი ლეონიძის გზა გააგრძელა ქართულ პროზაში.

ხაშმელმა კაცმა ან ქალმა რაიმე საქმეში თავი გამოიჩინა, წარმატებას მიაღწიაო, რომ გავიგებ, ბუნებრივია სხვანაირად, გამორჩეულად გამიხარდება ხოლმე. ასე მოხდა მაშინაც, როცა ნიკო ყიფიანის, მისი ნაწერების ქება მოვისმინე პირველად. თანაც მოვისმინე რიგითი მკითხველისგან კი არა, ვის მოსაზრებასაც ანგარიშს ვუწევ, არამედ ნაღდი პროზის ნაღდი შემფასებლისგან, ვის სიტყვასაც ლამის უყოყმანოდ ვენდობი. ჩემთვის უცნობი ავტორი მიხო მოსულიშვილმა აღმომიჩინა – წამაკითხა მისი მოთხრობები და მოთხრობებთან ერთად ინტერვიუც, მე მგონი, პირველი და უკანასკნელი მის ცხოვრებაში, სადაც რამდენიმე ისეთი მოსაზრება ამოვიკითხე ლიტერატურის შესახებ, ჭარმაგი მეტრის დაწერილი გეგონებოდა. მიხომ ისიც მითხრა, ნიკოს შენი გაცნობა უნდაო. ტრაგიკულ აღსასრულამდე ერთი თვით ადრე მესტუმრა, საავადმყოფოდან ახალი გამოსული ვიყავი და შინ ყავარჯნის დახმარებით ვმოძრაობდი.

ზარი რომ დაირეკა და კარი გავაღე, ჯერ მიხომ შემომღიმა და მერე მის უკან მდგომმა ახალგაზრდა კაცმა, რომლის ფონზე ჩემი ჯირკვივით მეგობარი ერთ ტანმორჩილ ვინმედ მომეჩვენა.

აი, ეს არი ნიკო ყიფიანიო, - მითხრა მიხომ.

ჩამომართვა ხელი ახალგაზრდა კაცმა და წითელი ღვინით სავსე ათლიტრიანი ჩამოდგა იატაკზე, სისხლი ბლომად დაგიკარგავთ და თქვენთვის ეხლა ეს წამალიაო.

ხაშმური საფერავი იყო, "დევის სისხლად" რომ მოიხსენიებენ, ის ღვინო.

დავსხედით, ვილაპარაკეთ. არც საფერავი დაგვილევია, არც სხვა რამ, შინ რომ მეგულებოდა. ვილაპარაკეთ წიგნებზე და მწერლებზე. სკოლაში ახალი მისული ვიყავი სამუშაოდ და ნიკოს მასწავლებლობის ამბავი რომ გავიგე, გავიხარე – მარტო ერთი ძაფი არ მაკავშირებს მეთქი ამ კაცთან.

ეს ძაფები ერთი თვის თავზე გაწყდა.

პირველი, ვინც იმ თავზარდამცემი ამბის შეტყობისას გამახსენდა, ალალე დევიშვილი იყო, რევაზ ინანიშვილის პაწია მოთხრობის გმირი, გოლიათური აღნაგობის, მართლა დევივით ბიჭი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას თავად უსვამს წერტილს ერთი შეხედვით უბრალო მიზეზის გამო – ღატაკი და უპოვარი, ძმის ნიშნობაში ვერ ახერხებს წასვლას, რადგან თავის ზომის ახალუხს ვერ თხოულობს.

პაწია მოთხრობას "ცოდვა დიდისა" ჰქვია.

ზაალ სამადაშვილი
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Guest
Guest



ზაალ სამადაშვილი Empty
PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   ზაალ სამადაშვილი EmptyTue Jan 06, 2009 10:09 am

ბოლოთქმა წიგნზე "გედები თოვლქვეშ"

სადღაც შორს, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, კანადის ერთ-ერთ პროვინციაში, რომელსაც გეოგრაფიული შესაბამისობის თვალსაზრისით უცნაური სახელი – ბრიტანეთის კოლუმბია ჰქვია, კაცს, სახელად გასი ჯეკს, ხელობით ბარმენს, ძეგლი უდგას – სტუმრების გულითადად დახვედრის, კარგად გამასპინძლებისა და უბადლო თანამეინახეობისათვის...

გავკადნიერდები და, მწერლებს, მათ კარგ წიგნებს, იმ კეთილ მასპინძელს და იმ მშვიდ, ბუხრის ტკაცუნით გამყუდროებულ გარემოს შევადარებ, რომელიც გრძელ და ფათერაკიან გზებზე დაღლილ, ქარ-წვიმებისაგან დანესტიანებულ მგზავრს სულის მოსათქმელად, მხნეობის შესამატებლად სჭირდება...

გემოვნებამ, ავმა თუ კარგმა, ჩამოყალიბებულმა ორმოცდაათი წლის ასაკში, ამგვარ გარემოდ შემაგრძნობინა პროზაული კრებული - "გედები თოვლქვეშ" და მგონია, რომ კვლავ და კვლავ მომინდება შეხვედრა მის ავტორთან, წყნარად და გულიანად მთხრობელ მიხო მოსულიშვილთან...

ზაალ სამადაშვილი


ესეც გასი ჯეკი (Gassy Jack) - კანადის ბრიტანეთის კოლუმბიაში მდებარე ქალაქ ვანკუვერის დიდება.

ზაალ სამადაშვილი GassyJackCover2
Back to top Go down
 
ზაალ სამადაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: